თბილისის სახელოსნო

კარების ხელოსანი (საკეტის მონტაჟი, შეცვლა) / karebis xelosani (Saketis montaji, shecvla)

კარის ინსტალაციის პროცედურა ძირითადად დამოკიდებულია კარის ტიპზე, მაგრამ ამ სტატიაში განხილული მითითებებისა და რეკომენდაციების უმეტესობა გამოიყენება კარის ტიპის უმეტესი ნაწილის შემთხვევაში. ზოგადად, კარის დაყენება შედარებით მარტივი პროცესია, თუ ყველა კარის ხელოსანს ყველა საჭირო ხელსაწყო მომარჯვებული აქვს და ინსტრუმენტები მისთვის ხელმისაწვდომია. კარის ინსტალაციის ეს პროცედურა, რომელსაც ქვემოთ მიმოვილიხავთ, გამოიყენება ხის, ბოჭკოვანი მინის, ანუ მინაპლასტიკის და ალუმინის კარის მოდელებზე. ყურადღებით გაეცანით ქვემოთ მოცემულ რამდენიმე შესანიშნავ ტექნიკურ რჩევასა და მითითებებს, რომლებიც დაგეხმარებათ კარის მარტივად დაყენების პროცესში.

რა უნდა გაითვალისწინოთ კარის დაყენებისას

თავდაპირველად აუცილებლად უნდა შეარჩიოთ კარი. მისი შერჩევისას გარდა მისი ვიზუალური შესახედაობისა, ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ ტეკნიკურ მხარეებსა და მახასიათებლებს, როგორიცაა მისი ზომა, სიგანე/სმაღლე, ოთახის ღიობის ზომაც უნდა გაითვალისწინოთ, ასევე რაიმე სახის უზუსტობა და დახრილობა. მას შემდეგ, რაც ზუსტი ზომები უკვე ხელთ გიკავიათ, შესაძლებელია კარის მონტაჟის დაწყება, რომლის დროსაც, აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ დაახლოებით 10-15 მმ-იანი ნაპრალი დატოვოთ კარის ჩარჩოსა და ღიობს შორის მთელს პერიმეტრზე, იატაკის გამოკლებით.

ერთ-ერთი მნიშვნელობანი დეტალი, რაც უნდა გაითვალისწინოთ ეს არის ტენიანობის ცვლილების პერიოდი, როდესაც ხშირად კარის გაჭედვას იწყებს და იატაკსაც აზიანებს ხახუნით. ამგვარი პრობლემის თავიდან ასაცილებლად, რეკომენდირებულია კარის ხელოსანმა კარის ჩარჩოსა და თავად კარს შორის გააკეთოს ნაპრალი, დაახლოებით 3–5 მმ ზომისა.

ასევე რეკომენდირებულია, რომ ახალი კარი უნდა იყოს დაახლოებით 2 ინჩით (5.08 სმ) ნაკლები სიგანის უნდა იყოს კარის ღიობზე, ხოლო 2 - ½ ინჩით (1.27 სმ) მოკლე ღიობის სიმაღლესთან მიმართებაში. ეს დამატებითი სივრცე საშუალებას მოგცემთ დააინსტალიროთ კარების ჩარჩო შეფერხების გარეშე. (თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ამგვარი ზომები ყველა კარისა და მისი ღიობის ზომებზე არ თავსებდა, ამიტომაც ხელოსანი უკეთ გეტყვით, თუ რა სივრცე შეიძლება დატოვოთ კარის ჩარჩოსთვის).

როგორ უნდა დაამონტაჟოთ კარი

იმისათვის რომ კარის ხელოსანმა სწორად დაამონტაჟოს კარი, სამუშაოები შემდეგი თანმიმდევრობით უნდა დაიწყოს. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ძველი კარის დემონტაჟი, მისი მოხსნა, რა თქმა უნდა, არსებობის შემთხვევაში. კარის ხელოსანმა თავდაპირველად უნდა ჩამოხსნას კარი, რისთვისაც დასჭირდება რამდენიმე სამუშაო ინსტრუმენტი, რათა მოხსნას მოძრაობის მექანიზმები. მას შემდეგ, რაც მოძრაობის მექანიზმებს მოხსნით, დაიწყეთ კარის ჩარჩოს დემოტნაჟი, ამისათვის კი დაგჭირდებათ ხელსაწყო ე.წ. ,,ლომი”. როგორც კი, კარის მთლიან კონსტრუქციას მოხსნით, ზედმიწევნით გაასუფთავეთ (საჭიროების შემთხვევაში დასრულებული უნდა გქონდეთ მოსაპირკეთებელი და სამალიარო სამუშაოები) კარის ღიობი ყველა შესაძლო სამშენებლო ნარჩენებისგან, რათა ახალი კარი სწორად დამონტაჟდეს.

შემდეგი ეტაპი გახლავთ კარის ჩარჩოს აწყობა, რომელიც აუცილებლად კარის ღიობის ზომებისა და ფორმის მიხედვით უნდა იქნას აწყობილი, რათა კარი სწორად ჩავსვათ მის ჩარჩოში და მოძრაობისას ხელი არ შეუძალოს ჩარჩოს არასწორად დამაგრებამ. გამომდინარე იქიდან, რომ თავად კარის ჩარჩო წარმოადგენს სტანდარტულ კარკასს, იგი უშუალოდ კარის მოდელსა და ზომებზე დაყრდნობით, შესაძლებელია სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს, ყველაზე უფრო ხშირად კი კარის ჩარჩოს მართკუთხედის ფორმა აქვს და მისი აწყობს შედარებით მარტივია. კარის ხელოსანი, რამდენიმე ეტაპს გადის მანამ სანამ კარის ჩარჩოს აწყობდეს. მაგალითად, უპირველესად იგი იწყებს კარის მოძრავი ნაწილის სწორ ზედაპირზე მოთავსებით, შემდეგომ კი უკვე იწყებს კარის დანარჩენი ნაწილების აწყობასა და მორგებას. აუცილებელია, შემოწმება ჯერ სწორ ზედაპირზე მოსინჯვით, შემდგომ კარის ღიობში განთავსებით და შემოწმებით, ბოლოს კი, როგორც კი სწორ ზომაზე დააყენებს ხელოსანი, მისი მონტაჟის დაწყებაც შესაძლებელი იქნება.

კარის ჩარჩოს დამონტაჟებისას დაგჭირდებათ თვითმჭრელი ინსტრუმენტი (გაითვალისწინეთ, რომ თვითმჭრელი 60 მმ-ზე ნაკლები სიგრძის არ უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინსტრუმენტი ვერ დაგეხმრაბათ). კარის ხელოსანმა უნდა გაითვალისწოს ასევე შემდეგი ტენიკური რჩევები, როგორიცაა: მოძრავი კარისა და კარის ჩარჩოს შორის არსებული ნაპრალის ზომა, რომელიც, აუცილებელია თითოეული მხრიდან იყოს დაახლოებით 3 - 5 მმ-ის. გარდა ამისა, საჭიროა ხელოსანმა გაითვალისწინოს იატაკსა და კარის მოძრავ ნაწილს შორის დაშორების სივრცე და შეარჩიოს ყველაზე უფრო ზუსტი ზომა, რაც ძირითადად არის ხოლმე დაახლოებით 10 მმ დაშორების.

შემდეგი ეტაპი კარის დამონტაჟების პროცესში და შეიძლება ითქვას ყველაზე მნიშვნელობანი მომენტიც კი, ეს არის კარის მოძრაობის მექანიზმების სწორად დამაგრება, დაყენება და ამუშავება. მანამ სანამ კარის მოძრაობის მექანიზმის დაყენების პროცესზე გადავალთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი, მიუხედავად ფასისა, საჭიროა შეარჩიოთ მაღალი ხარისხისა და გამძლეობის კარის მოძრაობის ელემენტი, ვინაიდან სწორედ მისი მეშვეობით ხდება კარის გაღება / დახურვა, ამიტომაც მოძრაობის ინსტრუმენტმა დიდხანს და კარგად უნდა იმუშავოს, ამისთვის კი სჯობს არ დაზოგოთ ხარჯი. კარის მოძრაობის მექანიზმის შერჩევისას, მიჰყევით შემდეგ რჩევებს, მაგალითად, დარწმუნდით, რომ მოძრაობის მექანიზმი ცოტათი პატარაა თავად მთავარი მოძრავი კარის სისქეზე; ასევე საჭიროა შეამოწმოთ თუ როგორ მუშაობენ, დარწმუნდით, რომ ელემენტები ყოველგვარი გაჭედვისა და შეფერხების გარეშე მოძრაობენ.

გარდა ამ ტექნიკური რჩევებისა, კარის ხელოსანმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს რომ კარის მოძრაობის მექანიზმი კარის გაღების მიმართულებით უნდა შეირჩეს, ამიტომაც, შერჩეული ელემენტი გადაამოწმეთ ხელოსანთან, რომელიც კარის მოდელისა და ზომის მიხედვით სწორად მიგითითებთ მის გამოსადეგობაზე. თქვენ ასევე შეგიძლიათ კარის მოძრაობის მექანიზმის მოსინჯვა თქვენივე კარის მოდელზე; მაგალითად, გამოიყენეთ ფანქარი, ან/და ცარცი (რომელსაც შემდგომ წაშლით) და მონიშნეთ ელემენტის სავარაუდო მდებარეობა, კარის მოძრავ ნაწილსა და კარის ჩარჩოს შორის, რათა შემდგომში შეძლოთ საჭირო ზომის ნაწილის ამჭრა (შესაბამისი ხელსაწყოებით) და მის ადგილზე, კარის მოძრაობის მექანიზმის დამონტაჟება.

კარის მოძრაობის მექანიზმი, როგორც წესი ასრულებს ყველაზე მთავარ როლის კარის გაღებისა და დახურვის პროცესში, ამიტომაც საჭიროა კარგად დამაგრდეს იგი კარის ჩარჩოსა და თავად კარს შორის, სათანადოდ დაიჭიროს ორივე მხარე და არ შეაფერხოს გახურვისა თუ დახურვის პროცესიც. ასევე, ამ ელემნტზეა დამოკიდებული კარის შემდგომი მუშაობის ეფექტიანობაც, უნდა დარწმუნდეთ და რამდენჯერმე კარგად მოსინჯოთ კარის მოძრაობის მექანიზმი მყარად არის დამაგრებული და თავად არ მოძრაობს, ასეთ შემთხვევაში კარის დაზიანებამდე და მის ჩამოგდებამდეც კი შეიძლება მივიდეთ. მას შემდეგ, რაც კარის მოძრაობის მექანიზმებს მოარგებთ კარსა და კარის ჩარჩოზე, შემდეგ ეტაპზე საჭიროა მჭიდროდ დაამაგროთ იგი შურუპებით, რომელთა მინიმალური სიგრძე რეკომენდაციის გათვალისწინებით დაახლოებით 35 მმ-ია.

შემდეგი ეტაპი, კარის მონტაჟის პროცესში (რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც კარის ჩარჩოს ავაწყობთ ღიობის ზომებისა და ფართის მიხედვით) ეს არის კარის ჩარჩოს მონატაში თავად კარის ღიობში. ამისათვის, სწორად აწყობილი კარის ჩარჩო უნდა ჩასვათ ღიობში, თანაც ისე, რომ მოხდეს ჩარჩოს ვერტიკალური სისწორის შემოწმება თარაზოს მეშვეობით. როგორც კი ჩარჩოს სისწორეში დარწმუნებით, მაშინათვე შეასწორეთ ყველა ის ხარვეზი, რამაც შეიძლება თავი იჩინოს მონტაჟის ამ კონკრეტულ ეტაპზე. ფიქსაციისათვის (რისთვისაც საკმარისია 6 წერტილში მოხდეს დაფიქსირება) დაგჭირდებათ სამუშაო ინსტრუმენტები, როგორიცაა თვითმჭრელი დუბელი და ანკერის ბოლტები. ასევე, მოიმარჯვეთ დრელი, რომლის მეშვეობითაც ხელოსანი შეძლებს კარის ჩარჩოში ნახვრეტების გაკეთებას.

სხვა სერვისები

მეტალო პლასმასის კარ ფანჯრის შეკეთება / Metalo plasmasis kar fanjris sheketeba

მეტალო პლასმასის კარ ფანჯრის შეკეთება მეტალო პლასმასის კარ ფანჯრის დაზიანებული რეზინების შეკეთება/შეცვლა თუ ამჩნევთ რომ თქვენს მეტალო პლასმასის კარ ფანჯარას გაღებისას უცნაური ხმა აქვს, თუმცა მისი მინა და ჩარჩო დაუზიანებელია, მაშინ უნდა შეამოწმოთ რეზინის მამჭიდროებელი მასალა (ე.წ. შუასადები). ეს მოთავსებულია ფანჯრებზე, რომლებიც იხსნება და მუშაობენ შეკუმშვით და დახურვით. წლების განმავლობაში შეიძლება რეზინის მამჭიდროებელი ნაწილი უბრალოდ გაბრტყელდეს იქამდე, რომ ერთ დღესაც გამოვიდეს მწყობრიდან. რჩევა:

სრულად

ლამინატის დაგება / laminatis dageba

ლამინატის დაგება, დაგეგმვა და მომზადება ზოგადად, ლამინატს აგებენ როგორც კერძო სახლებში, ბინებში, ოფისებსა თუ სხვადასხვა დაწესებულებებში. ლამინატის უპირატესობებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი სწორედ მისი დაგების სიმარტივეა, თუმცა თუ გსურთ ლამინატის დაგება თქვენს ბინასა თუ სახლში, მნიშვნელოვანია იცოდეთ გარკვეული წესები, მოსალოდნელი ზიანისა თუ პრობლემების თავიდან აცილების მიზნით. დაგების სიმარტივიდან გამომდინარე, მაინც რეკომენდირებულია ეს საქმე პროფესიონალს მიანდოთ და ხელოსანმა თავად დააგგოს ლამინატი. გაითვალისწინეთ,

სრულად

გაზქურის შეკეთება მონტაჟი, მოვლა და გაწმენდა / gazquris sheketeba, movla da gawmenda

გაზქურის მუშაობის 5 ძირითადი პრობლემა და როგორ გავასწოროთ ისინი გაზქურა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნიკა, რომელსაც ფლობთ და როდესაც ის გიქმნით პრობლემებს, ძნელია პანიკაში არ ჩავარდე. გაზქურასთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული პრობლემები ხშირად მარტივად შეიძლება მოგვარდეს. აქ არის ხუთი საერთო პრობლემა, რომელიც შეიძლება შეექმნას თქვენს გაზქურას და გაზქურის შეკეთების ყველაზე გავრცელებული გზები. პრობლემა – გაზის სანთურა (გაზქურის ნაწილი, რომლიდანაც აირი გარეთ გამოდის და იწვის) არ ანათებს. გამოსავალი

სრულად

სარეკლამო ბანერების მონტაჟი შეკეთება / sareklamo banerebis montaji sheketeba

სარეკლამო ბანერები სარეკლამო ბანერები არის ბანერები, რომლებიც უფრო მეტს გვეუბნებიან პროდუქტის, მომსახურების, ბრენდის ან კომპანიის შესახებ. ის გვაძლევს ინფორმაციას ძალიან სისტემურად და შეუძლია აუდიტორიის გლობალური სამიზნე გახდეს. ეს ბანერები პროდუქციის, მომსახურების ან ბრენდის პოპულარიზაციას გამოარჩევს და მის გაყიდვებს დიდ სტიმულს აძლევს. დღევანდელ სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანია იყოთ სხვებისგან განსხვავებული და ეს არის ზუსტად ის, რასაც აკეთებენ ეს სარეკლამო ბანერები. სარეკლამო ბანერები აჩვენებენ პროდუქტის, მომსახურების ან ბრენდის რეკლამირებას ძალიან ხაზგასმით, რაც ხალხს აინტერესებს პროდუქტის მიმართ. სარეკლამო

სრულად

კარნიზების მონტაჟი დამაგრება / karnizebis montaji damagreba

როგორ დაკიდოთ ფარდები სათანადო სიმაღლეზე ფარდები სტილს და კონფიდენციალურობას მატებენ თქვენს სახლს. აქ არის საჭირო ინფორმაცია, როდესაც საქმე ფარდების დაკიდებას ეხება. ფარდები დაგეხმარებათ ოთახის ერთმანეთთან შეერთებაში. ფარდები არა მხოლოდ კონფიდენციალურობას გვთავაზობენ, არამედ მათ შეუძლიათ ფერი შემატონ ოთახს, გააკონტროლონ ოთახში შემომავალი შუქი და დაამატონ ტექსტურა და სითბო თქვენს სივრცეში. ასე რომ, როდესაც საქმე ფარდების ჩამოკიდებას ეხება, დაბლა კიდებთ თუ მაღლა? აძლევთ უფლებას ფარდები დაეშვას ფანჯრის ქვემოთ ან გაუშვათ იატაკზე? აქ არის ის, რაც უნდა გააკეთოთ და არ გააკეთოთ, როდესაც საქმე ფარდების დაკიდებას ეხება. როგორ დავამონტაჟოთ ფარდის საკიდები (კარნიზები) ფარდის

სრულად

მეტალის კონსტრუქციების დამზადება, მონტაჟი / metalis konstruqciebis damzadeba, montaji

ფოლადის და მეტალის კონსტრუქციების წარმოება და მონტაჟი მრავალსაფეხურიანი პროცესია, რომლის ორივე ნაწილი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. დიზაინის პროცესში, ხელოსანი დაუყოვნებლივ ირჩევს ტექნოლოგიას და ითვლის შეკრების მეთოდებს, ასევე მნიშვნელოვანია სტრუქტურის ზომები და კონფიგურაციები. ამ მონაცემებზე დაყრდნობით კეთდება მასალის არჩევანი და გამოითვლება სამუშაოს საბოლოო ღირებულება. ფოლადის და მეტალის კონსტრუქციების წარმოებისა და მონტაჟის სერვისების შეკვეთით ერთი სამშენებლო კომპანიისგან, თქვენ დაზოგავთ დროს, ფულს და იღებთ გარანტიას მუშაობის თითოეული ეტაპისთვის. რა არის მეტალის უპირატესობები? მეტალის

სრულად
დარეკვა
ტელ: (032) 2 110-111
596 50 11 22