საზოგადოება

„გაბილდი“ ქართული კარების ბაზარზე

ავტორი: ეკო ტატულაშვილი 16:13 23.01

გაბილდი
დაკოპირებულია

საქართველოში უძრავი ქონების ბაზარი ყოველწლიურად იზრდება. შესაბამისად, საცხოვრებელი სახლების პოტენციური მეპატრონეები და ინტერიერის დიზაინის მოყვარულები უფრო ხშირად ინტერესდებიან როგორც შემოსასვლელი, ისე შიდა კარის შეძენით.

შემოსასვლელი კარი სახლის მთავარი დამცავი ბარიერია, შიდა კარები კი ოთახებს ერთმანეთისგან ყოფს და მაცხოვრებლების პირადი სივრცის დაცულობას უზრუნველყოფს.

კომპანია „გაბილდი“ ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან არსებობს და დაარსების დღიდან მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის, ექსკლუზიური დიზაინის მქონე კარის შეთავაზებაზეა ორიენტირებული.

„გაბილდის“ კატალოგი შემდეგი ტიპის კარებს მოიცავს:

რკინის კარი - „გაბილდის“ შოურუმებში შეხვდებით მრავალი საერთაშორისო ბრენდის პროდუქციას, მათ შორის Porte Vista-ს, Torex-ის, Gujia Doors-ისა და Dimak-ის კარებს.

შემოსასვლელი კარები ერთმანეთისგან ფერით, დიზაინითა და ფუნქციური მახასიათებლებით განსხვავდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ”გაბილდის” შემოსასვლელ კარში ჭკვიანი სახლის ტექნოლოგიის ინტეგრირებაცაა შესაძლებელი.

სახლის რკინის კარები „გაბილდში“ ხელმისაწვდომ ფასად კომპანიის შოურუმებსა და ოფიციალურ ვებსაიტზე შეგიძლიათ შეიძინოთ.

მასიური ხის კარები - ხე ერთ-ერთი საუკეთესო მასალაა ხმის იზოლაციისთვის. ის შემომავალი ხმაურისგან მაქსიმალურად დაგიცავთ და თქვენს ინტერიერს კიდევ უფრო დახვეწილ იერს შესძენს.

შპონი და ეკო შპონი - შპონის კარი ხის ფირფიტებისგან მზადდება. ის ეკოლოგიურად სუფთა მასალაა, რომელიც მარტივად გამოსაყენებელია და მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს.

ეკო შპონის კარი შპონის მასალის ხელოვნური ვერსიაა. ის სრულად იმეორებს შპონის ყველა მახასიათებელს, პროდუქტით სარგებლობა კი ადამიანის ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა.

მდფ კარი - ამ ტიპის კარი ხის გადამუშავებული ბოჭკოსგან მზადდება. პროდუქტი სიმსუბუქითა და ბიუჯეტურობით გამოირჩევა. მდფ ეკოლოგიურად სუფთა მასალად მიიჩნევა და ფართოდ გამოიყენება კარების დასამზადებლად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

ცეცხლგამძლე კარი - საუკეთესო არჩევანია კლინიკების, კომერციული სივრცეებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ცეცხლგამძლე კარი ხშირად საევაკუაციო კარადაც გამოიყენება.

შეღებილი კარი - მისი მთავარი უპირატესობა ინტერიერთან თავსებადობაა. შეღებილი კარის დამონტაჟება საუკეთესო გადაწყვეტილებაა მაშინ, როცა თქვენს ინტერიერს სპეციფიკური ფერისა და დიზაინის კარი სჭირდება.


შიდა კარები - როგორ შევარჩიოთ ის?

თუ შიდა კარის შეძენას გეგმავთ, გირჩევთ პროდუქტის შერჩევისას შემდეგი ფაქტორები გაითვალისწინოთ:

  • მასალა - მასალა, რომლისგანაც კარია დამზადებული თქვენს საჭიროებებს იდეალურად უნდა ერგებოდეს. მაგ.: თუ ხმაურის სრული იზოლაცია გსურთ, ხის კარები საუკეთესო არჩევანია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შენაძენის ბიუჯეტურად გაკეთება გსურთ, შეგიძლიათ მდფ კარი შეარჩიოთ;
  • სტილი და დიზაინი - მნიშვნელოვანია განსაზღვროთ თქვენი ინტერიერისთვის ვინტაჟური დიზაინის მქონე კარის შეძენა გჭირდებათ თუ თანამედროვე. კარის დიზაინის სწორად შესარჩევად სხვა მახასიათებლებთან ერთად სტილიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

„გაბილდის“ სერვისი

სახლის შემოსასვლელი და შიდა კარი, რომელსაც მომხმარებლები ინტერნეტსივრცეში ხშირად ეძებენ, როგორც karebi, „გაბილდში“ მრავალფეროვანი არჩევანითაა წარმოდგენილი.

„გაბილდის“ სერვისში კარის ტრანსპორტირება, ატანა და მონტაჟი შედის, თუმცა იმისთვის, რომ პროდუქტის ზომა ზუსტად იყოს შერჩეული, კომპანიის სპეციალისტები თავად მოვლენ მითითებულ მისამართზე და კარის ჭრილს სრული სიზუსტით აზომავენ. მომსახურება სრულიად უფასოა.

კარის შერჩევა “გაბილდის” თბილისისა და ბათუმის შოურუმებში შეგიძლიათ ორშაბათიდან კვირის ჩათვლით 09:30-იდან 19:00-მდე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი