კარების მაღაზია გაბილდი - საუკეთესო ხარისხი და მომსახურება

ბიზნესი 1688367168
გაბილდი

„გაბილდი“ 2018 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. დაფუძნების დღიდან კომპანიის მთავარი პრიორიტეტია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების კარები.

კომპანიის შოურუმებში დაგხვდებათ ისეთი ცნობილი ბრენდების პროდუქცია, როგორებიცაა: „Porte Vista“, „Torex“-ი, „Dimak“-ი „Steel Line “Profil Doors”-ი და ა.შ.

„გაბილდი” ექსკლუზიურ, პრემიუმ ხარისხის პროდუქციასთან ერთად მომსახურების მაღალ ხარისხს სთავაზობს მომხმარებელს. შოურუმებში ყოველთვის განახლებული, მსოფლიო ტენდენციების მიხედვით შექმნილი კოლექციაა წარმოდგენილი. გარდა იმისა, რომ თქვენ შეგიძლიათ კომპანიის შოურუმშივე შეიძინოთ სრულიად ახალი კარები, ასევე, ძალიან მოსახერხებელი ონლაინ მაღაზიიდან აირჩევთ სასურველ კარებს  – დიზაინის, ფერის, ზომისა და სხვა პარამეტრების მიხედვით.

შეძენილ კარებს კომპანია თავად მოგართმევთ მითითებულ მისამართზე. მომსახურებაში შედის:

  • აზომვა;
  • ტრანსპორტირება;
  • ატანა;
  • მონტაჟი.

კომპანიას აქვს 2 შოურუმი თბილისში და ერთი ბათუმში. თბილისის შოურუმები ჯამში 1100 კვ. მეტრია, ხოლო ერთ საწყობს კი 540 კვადრატული უჭირავს, რაც კომპანიას აძლევს საშუალებას მომხმარებელს შესთავაზოს კარების ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი არჩევანი.

კარების ყველაზე დიდი არჩევანი “გაბილდში”

რკინის კარები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. “გაბილდი” რა თქმა უნდა ფეხს უწყობს ბაზრის ტენდენციებს და მომხმარებელს საუკეთესო არჩევანს სთავაზობს. მიუხედავად მაღალი ხარისხისა, რკინის კარი ყველაზე ხელსაყრელ ფასად გაბილდის შოურუმებშია წარმოდგენილი.

ასევე პოპულარობით სარგებლობს “გაბილდის” მდფ კარები. ემდეეფ კარი გამოირჩევა მისაღები ფასით და კომპანია უზრუნველყოფს, რომ კარის ყიდვის მსურველს განსაკუთრებული დიზაინის პროდუქცია დაახვედროს.

რკინისა და მდფ კარების გარდა, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ: შპონის კარი, შეღებილი კარი, ცეცხლგამძლე, მასიური ხის კარი, გამძლე კარის საკეტები და ა.შ.

„გაბილდი” 2022 წლიდან “Steel Line”-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. “Steel Line” ლითონის კარის მოწინავე მწარმოებელია ბელარუსში, რომელსაც 25 წლიანი გამოცდილება აქვს პროდუქციის დისტრიბუციას მსოფლიოს 18 ქვეყანაში ახდენს. ამ ქვეყნების სიაში საქართველოცაა.

პროდუქციის ხარისხს რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს:

  1. ვიზუალი - კომპანია ორიენტირებულია განსხვავებულ ფერებსა და დიზაინზე. შესაბამისად, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, განსხვავებული ტიპის ინტერიერსა და ექსტერიერს  შეუხამოს “Steel Line”-ის კარები.
  2. ენერგოეფექტურობა -  “გაბილდი”-ს მიზანია, რომ მომხმარებელს მიაწოდოს ენერგოეფექტური კარები, რომელიც ხმისა და თბოიზოლაციის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ზუსტად ამიტომ, “გაბილდი” ახდენს “Steel Line”-ს პროდუქტის დისტრიბუციას, რომელსაც ჩარჩოსა და კარებს შორის გამძლე ფურნიტურა და რამდენიმე დონიანი შემამჭიდროებელი აქვს, რაც იდეალური იზოლაციის საშუალებას იძლევა.
  3. თანამედროვე ტექნოლოგიები - Smart Lock სისტემა, ინოვაციური ტექნოლოგიაა, რომელიც ბრენდის კარებს აქვს. თქვენ შეგიძლიათ კარების გაღება ოთხი განსხვავებული მეთოდით - გასაღები, კოდი, თითის ანაბეჭდი და ბარათი.

საბოლოო ჯამში, მაღალი ხარისხი, მრავალფეროვანი არჩევანი და ხელმისაწვდომი ფასები “გაბილდის” პრიორიტეტია.

კომპანია აგრძელებს ზრდასა და განვითარებას და მომავალში მომხმარებელს უამრავ სიურპრიზს ჰპირდება.