8.

3.4K 326 108
                                    

შეიძლება ოდესღაც დადგეს პერიოდი, როდესაც, ერთი შეხედვით, ვითომდა არასერიოზულმა ადამინმა წამიერად ფერი იცვალოს.  ამბივერტი თავნება ჯონ ჯონგუკი ადვილად პოულობდა საჭირო ადამიანებთან საერთო ენას, რადგან თუ მას ვინმესთან დაახლოება სწადდა, ადვილადვე შეეძლო საკუთარი გონების მართვა, ყოველგვარი კომპლექსის მოხსნა და გულღიად საუბარი.  მისი ძვირფასი ჰიონების გარდა, ბევრი მას ზედმეტად ბავშვურად აღიქვამდა, ზოგი ჩვენი სიტყვებით რომ ითქვას "პოხუისტსაც" კი უწოდებდა, რადგან დინების მიმართულებით უბრალოდ ნაზად ლივლივებდა. ცხოვრებას ლაითად კი აღიქვამდა, ხშირად ისეთ საკითხებს უდგებოდა ხუმრობით, როგორებსაც ზოგზოგიერთები, შესაძლოა ითქვას, ზედმეტად მძაფრადაც კი აღიქვამენ.  ვანთესთან ურთიერთობისასაც ბევრჯერ დაუშვია შეცდომა, თუნდაც სქრინები გაუგზავნია შემთხვევით, მაგრამ ამ ამბებს ნამდვილად არ გადაყვებოდა. თუ ქალღმერთი მისი მონათესავე სული იყო, ამგვარი შეცდომის გამო კი არ გაკიცხავდა ყმაწვილს, არამედ, პირიქით, მის სისულელეზე გულიანად გაიცინებდა! ჯონგუკი ასე მიიჩნევდა და მართალიც იყო. გულჩათხრობილი და ვანთეს ამპლუას ამოფარებული თავისუფლების იდეით ფრთებშესხმული თეჰიონი ნელ–ნელა გამოიყვანა მიმწყვდეული კუთხიდან.  მისმა სილაღემ ვანთე კიდევ ერთხელ, კიდევ უფრო მონუსხა. ჯონგუკი მუდამ ხალისიანად წერდა მას, მუდამ ღადაობდა რაღაცებზე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავდა, რომ როცა საჭირო იყო დასერიოზულება არ შეეძლო. ვანთესადმი გრძნობებმა იმატა, თავიდან უბრალოდ ერთი გატაცება იყო. მისი სხეულით იყო შეპყრობილი, მაგრამ ამ მცირე დროის გასვლის შედეგად მიხვდა, რომ რეალურად მის გონების წყობაზე იყო შეყვარებული, მის პერსონაზე, მის თითოელ აკრეფილ სიტყვაზე იყო შეყვარებული! სიგიჟემდე შეყვარებული, დაწყებული ფეხის ცერიდან დამთავრებული ბაგეებთან არსებული ხალით, მთელი სხეულით უყვარდა ვანთე!

ხუმრობით (რაღა თქმა უნდა) თვითონვე ჩაუნამიოკებია მისდამი სიმპათია,

Is he gay or just Vante? [✓]Where stories live. Discover now