You are on page 1of 19

ცივი ომი და საბჭოთა კავშირის

დაშლა(ანალიტიკური
კვლევა)

მომხსენებელი: მარიამ კობახიძე


საგნის ხელმძღვანელი: ქეთინო ათაბეგაშვ
საგანი: ისტორია
კლასი: 93
სკოლა: "ალბიონი„
სარჩევი:
 შესავალი;
 გეოპოლიტიკა ცივი ომის
პერიოდში;
 „ცივი ომის“ტერმინის წარმოშობა;
 ტრუმენის „შეკავების პოლიტიკა“;
 მარშალის გეგმა;
 ბერლინი — ცივი ომის სიმბოლო;

 დასკვნა.
შესავალ

მეორე მსოფლიო ომმა მთლიანად შეცვალა მსოფლიოს პოლიტიკური სურათი და
სრულიად ახალი საერთაშორისო სისტემის ტიპი ჩამოაყალიბა. მანამდე არსებული
საერთაშორისო სისტემების ტიპები, როგორც წესი, დამყარებული იყო ძალთა
წონასწორობაზე, რაც გულისხმობდა რამდენიმე წამყვან სახელმწიფოს შორის
ძალთა (სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური სიძლიერე, პრესტიჟი,
კულტურული გავლენა და ა. შ.) ბალანსს, რომელიც სისტემის მდგრადობასა და
სტაბილურობას განსაზღვრავდა.

ძალთა წონასწორობის დარღვევა (ერთი სახელმწიფოს ზედმეტად გაძლიერება ან


დასუსტება) იწვევდა სისტემის დაშლას, რასაც მოსდევდა ფართომასშტაბიანი
ომები და ყალიბდებოდა ახალი ძალთა წონასწორობა.
გეოპოლიტიკა ცივი ომის პერიოდში

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიო დადგა სრულიად ახალი რეალობის წინაშე.
მანამდე გამოკვეთილმა ძალის პოლუსებმა - გერმანიამ, იაპონიამ, დიდმა ბრიტანეთმა,
საფრანგეთმა და იტალიამ - ლიდერი სახელმწიფოების პოზიციები დათმეს და ძალის
პოლუსების ფუნქციები დაკარგეს. დარცა მხოლოდ ორი გაძლიერებული და
გამოკვეთილი ძალის პოლუსი - ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი.
შესაბამისად, საერთაშორისო სისტემა გახდა ორპოლუსიანი, ანუ ბიპოლარული. ამ ორი
პოლუსის დაპირისპირებამ კი გამოიწვია ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის
ჩამოყალიბება, რომელიც ცივი ომის სახელითაა ცნობილი.

ეს სისტემა ხასიათდებოდა ცვალებადი ბუნებით, სადაც პოლუსებს შორის დაძაბულობა და


შედარებით მშვიდობიანი ურთიერთობა ენაცვლებოდა ერთმანეთს. როგორც სსრკ, ისე
აშშ საკუთარ პოლიტიკას წარმათავდნენ იმ გეოპოლიტიკური მიზნების შესაბამისად ,
რომელიც მათ ეროვნულ ინტერესებში იყო და რაც სპეციალურ ლიტერატურაში
გეოპოლიტიკური კოდის სახელითაა ცნობილი.
„ცივი ომის“ტერმინის წარმოშობა

ტერმინი „ცივი ომი“ ეკუთვნის პროზაიკოსისა და პუბლიცისტის ჯორჯ ორუელის


კალამს, რომელმაც ეს ფრაზა გამოიყენა ნარკვევში „თქვენ და ატომური ბომბი“,
რომელიც გამოქვეყნდა 1945 წლის 19 ოქტომბერს ბრიტანულ გაზეთ „ტრიბუნში“.

ტერმინის პირველი გამოყენება საბჭოთა კავშირსა და ამერიკის შეერთებულ


შტატებს შორის ომისშემდგომი გეოპოლიტიკური დაპირისპირების აღსაწერად,
1947 წლის 16 აპრილს მოხდა დემოკრატი პრეზიდენტების გავლენიანი მრჩევლის
ბერნარდ ბარუხის გამოსვლაში. სიტყვაში, რომელიც დაწერა ჟურნალისტმა
ჰერბერტ ბაიარ სვოუპმა, ნათქვამი იყო: „მოდით, არ მოვიტყუოთ: ჩვენ დღეს ცივი
ომის შუაგულში ვართ“.
ცივი ომის დასაწყისი
როგორც ვიცით, აშშ და საბჭოთა კავშირი მეორე მსოფლიო ომში გერმანიისა და
იაპონიის წინააღმდეგ ერთობლივად იბრძოდნენ. ამ ბრძოლამ მათ შორის
არსებული იდეოლოგიური განსხვავებები მხოლოდ დროებით შენიღბა. ომის შემდეგ
მსოფლმხედველობრივმა სხვაობამ ხელახლა იჩინა თავი.

ომის დასრულების შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები — უნგრეთი,


პოლო-
ნეთი, ბულგარეთი, აღმოსავლეთ გერმანია, რუმინეთი, ალბანეთი, ჩეხოსლოვაკია —
საბჭოთა კავშირის გავლენის სფეროში მოექცნენ. გერმანიაზე შეტევისას, 1944 წლის
კამპანიის დროს, საბჭოთა კავშირმა თითქმის მთელი აღმოსავლეთ ევროპა დაიკავა,
შემდეგ კი ამ სახელმწიფოებში კომუნისტური რეჟიმების დამყარებაც შეძლო.
საბჭოთა კავშირის გეოპოლიტიკური
კოდი
ტრუმენის „შეკავების პოლიტიკა“

საბჭოთა კავშირის ექსპანსიურ პოლიტიკას


დასავლეთ ევროპისა და აშშ-ის მხრიდან
უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.

აშშ-ის პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის მიერ ჩამოყალიბებულმა „შეკავების


პოლიტიკამ“ მსოფლიოს კომუნიზმის გავრცელების შეკავებისკენ
მოუწოდა.
წყარო
ნაწყვეტი საბჭოთა კომპარტიის მაღალჩინოსნის, 1930-1940-იანი წლების
რეპრესიების ერთ-ერთი ორგანიზატორის, ანდრეი ჟდანოვის 1947 წლის 22
სექტემბრის მოხსენებიდან:

შეიქმნა პოლიტიკურ ძალთა ახალი განლაგება. რაც უფრო დიდი დრო


გვაშორებს ომის დამთავრებისგან, მით უფრო მკვეთრად გამოიყოფა ომის
შემდგომი საერთაშორისო პოლიტიკის ორი ძირითადი მიმართულება. მსოფლიო
ასპარეზზე მოქმედი ძალები ორ მთავარ ბანაკად გადაიქცა. ერთი მხრივ,
იმპერიალისტური და ანტიდემოკრატიული ბანაკი და, მეორე მხრივ,
ანტიიმპერიალისტური და დემოკრატიული ბანაკი. იმპერიალისტური ბანაკის
მთავარი წამყვანი ძალაა
შეერთებული შტატები. ანტიიმპერიალისტური და ანტიფაშისტური ძალები სხვა
ბანაკს ქმნიან. ამ ბანაკის ხერხემალი სსრკ და ახალი დემოკრატიის ქვეყნები
არიან.
მარშალის გეგმა

1947 წელს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯორჯ


მარშალმა „ევროპის აღდგენის პროგრამა“
შეიმუშავა. ეს პროგრამა, რომელიც
მარშალის გეგმის სახელით გახდა ცნობილი,
ომის შედეგად ეკონომიკურად დასუსტებული
დასავლეთ ევროპის ქვეყნების დახმარებას
ისახავდა მიზნად.

1948 წლიდან ევროპის ქვეყნებმა აშშ-ისგან 12


მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება მიიღეს
ეკონომიკის აღსადგენად.
მარშალის გეგმა (1947) — ამერიკული დახმარება
ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭო

1949 წლის იანვარში მოსკოვში ალბანეთის, ბულგარეთის, უნგრეთის,


რუმინეთის, პოლონეთისა და ჩეხოსლოვაკიის წარმომადგენელთა
მონაწილეობით ეკონომიკური თათბირი ჩატარდა. თათბირზე „ეკონომიკური
ურთიერთდახმარების საბჭოს“ შექმნის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება.
საბჭოს ეკონომიკური კავშირები უნდა დაემყარებინა სსრკ-სა და „ახალი
დემოკრატიის ქვეყნებს“ შორის. ეს იყო თითქმის ყველა სოციალისტური
სახელმწიფოს ეკონომიკური გაერთიანება, რომელიც უზრუნველყოფდა ამ
ქვეყნების საერთო გეგმიური ეკონომიკას.

ამერიკა საბჭოთა კავშირს ბრალს სდებდა აღმოსავლეთ ევროპაში


გაბატონებასა და აღმოსავლეთ გერმანიის გაძარცვაში. თავის მხრივ,
საბჭოთა კავშირი დასავლეთ ევროპაში იმავე მიზნებით მოქმედებაში
ადანაშაულებდა აშშ-ს და ამის საბუთად მარშალის გეგმას შეახსენებდა.
ბერლინი — ცივი ომის სიმბოლო

მიუხედავად იმისა, რომ ბერლინი ოთხ ზონად იყო


დაყოფილი, სტალინმა ქალაქის დასავლეთი ნაწილიდან
აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის განდევნა
გადაწყვიტა. ამისთვის ბერლინის ბლოკადას მიმართა. 1948
წლის ივნისში საბჭოთა კავშირმა ბერლინის იმ
სექტორებთან მისასვლელი ყველა საშუალება დაბლოკა
(რკინიგზები, საავტომობილო გზები), რომლებსაც ყოფილი
მოკავშირეები აკონტროლებდნენ.

ამერიკელებმა დასავლეთ ბერლინში მცხოვრები ორმილიონნახევარი


ბერლინელის გადასარჩენად ე. წ. საჰაერო ხიდი „ააგეს“ — ავიაციის
გამოყენებით ბერლინის მოსახლეობას ერთი წლის განმავლობაში საწვავითა
და აუცილებელი პროდუქტებით ამარაგებდნენ.
1949 წლის 12 მაისს საბჭოთა კავშირმა დასავლეთ ბერლინის ბლოკადა მოხსნა. ამით
ბერლინის ბლოკადა — ცივი ომის პირველი კრიზისი — დასრულდა, მაგრამ
დაპირისპირება მსოფლიოში კიდევ უფრო გაღრმავდა. 1949 წლის 23 მაისს დასავლეთ
გერმანიის ტერიტორიაზე აშშ-ის ბლოკის მოკავშირე გერმანიის ფედერაციული
რესპუბლიკა (შემოკლებით — გფრ; დედაქალაქი — ბონი) შეიქმნა. მოგვიანებით, 1949
წლის 7 ოქტომბერს აღმოსავლეთ გერმანიაში, სსრკ-ისა და მისი ბანაკის წევრი
ქვეყნების მოკავშირე გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა (შემოკლებით — გდრ)
ჩამოყალიბდა.

მისი დედაქალაქი სსრკ-ის საოკუპაციო ზონა, აღმოსავლეთ


ბერლინი გახდა. თავდაპირველად აღმოსავლეთ ბერლინსა და
დასავლეთ ბერლინს შორის მოძრაობა არ იკრძალებოდა.
დროთა განმავლობაში დასავლეთისკენ სწრაფვა გაიზარდა.
დასავლეთში მიმავალ აღმოსავლელ გერმანელთა ტალღა რომ
შეეჩერებინათ, 1961 წლის აგვისტოში საბჭოთა კავშირის
მეთაურმა, ნიკიტა ხრუშჩოვმა და გდრ-ის მთავრობამ „ბერლინის
კედლის“ აშენების გადაწყვეტილება მიიღო. კედელს ქალაქი
ორად უნდა გაეყო.
დასკვნა

წარმოუდგენელია იმის ზუსტი დაანგარიშება, თუ რა დაუჯდა კაცობრიობას “ცივი


ომი”. არსებობს შემზარავი ციფრები და სტატისტიკა. მაგალითად, მხოლოდ
ბირთვული იარაღის წარმოებაზე 1945_1990 წლებში დაიხარჯა დაახლოებით 8
ტრილიონ დოლარამდე. ამ თანხის ერთი მეხუთედიც კი საკმარისი იქნებოდა
იმისათვის, რომ მსოფლიოში მოგვარებულიყო შიმშილის პრობლემა, მრავალი
დაავადებისაგან განეკურნათ ასობით მილიონი ადამიანი. ამის მაგივრად
აღნიშნული სახსრებით შეიქმნა 18 ათასამდე მეგატონის ბირთვული იარაღი,
რომლის განადგურებასაც კიდევ მილიარდები დასჭირდება (საინტერესოა, რომ
მეორე მსოფლიო ომში გამოყენებული ჭურვების საერთო რაოდენობა არ
აღემატებოდა 6 მეგატონას).

“ცივმა ომმა” იმსხვერპლა მილიონობით ადამიანი კორეაში, ვიეტნამში, კამბოჯაში,


ავღანეთში, ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, ლათინური ამერიკისა და აფრიკის
ქვეყნებში. ფაქტია, “ცივი ომი” საბჭოთა კავშირმა პირწმინდად წააგო. საბჭოთა
იმპერია სამხედრო ძლიერებამ ვერ დაიცვა, პირიქით, იგი მისი ნგრევის ერთ-ერთი
მთავარი მიზეზი გახდა.
გმადლობთ
ყურადღებისთვის

You might also like