You are on page 1of 15

დერმატომიოზიტი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი


მედიცინის ფაკულტეტი
მეხუთე კურსი ; 34-ე ჯგუფი
ნინო ქაფიანიძე
დერმატომიოზიტი
დერმატომიოზიტი შემაერთებელი ქსოვილის
პროგრესირებადი დაავადება,რომელიც უპირატესად
ხასიათდება ჩონჩხის კუნთების და კანის დაზიანებით (კანის
დაზიანების გარეშე-პოლიომიოზიტი ).
ეპიდემიოლოგია
• 0,5 შემთხვევა 100 000-ზე
• ქალებში 2,5 ჯერ უფრო ხშირია ,ვიდრე კაცებში
• დაავადების განვითარები პიკი 15წლამდე და 50 წლის
შემდეგ
ეტიოლოგია
• გენეტიკური ფაქტორი
• ინფექციური აგენტები ( ვირუსები- ECHO
-კოკსაკი,ბაქტერიები,პარაზიტები)
• მედიკამენტები ,ვაქცინაცია
• ჰიპერ-ჰიპოთერმიები და სხვა ფიზიკური ფაქტორები
• სიმსივნე (20-30% ში )
პათოგენეზი
1. ინფექციური აგენტები, ფიზიკური ფაქტორები,ტოქსიურად
მოქმედებენ კუნთოვან ქსოვილზე და აზიანებენ
მიოციტებს,ენდოთელიოციტებს,რის შედეგადაც ხდება
აუტოანტიგენების გამოთავისუფლება და
მიოზიტსპეციფიკური აუტოანტიგენების სინთეზი.
2. მიოზიტსპეციფიკური აუტოანტიგენების სინთეზი იწვევს
მოცირკულირე იმუნური კომპლექსების ფორმირებას და
მათ ჩალაგებას ორგანოებში.
3. გენეტიკური ფაქტორები- იმუნიტეტის
დარღვევები,აუტოანტისხეულების ფართო სპექტრი, Tდა B
ლიმფოციტების დისბალანსი.
კლასიფიკაცია
ეტიოლოგიის მიხედვით : პირველადი (იდიოპათიური) და მეორადი
(პარანეოპლასტიური )
მიმდინარეობის მიხედვით :
1. მწვავე- კუნთების გენერალიზებული დაზიანება,რომელიც იწვევს
სრულ უმოძრაობას,დისფაგია,ერითემა,გულის და სხვადასხვა
ორგანოების დაზიანება.ლეტალური გამოსავალი
2. ქვემწვავე-ნელი,პროგრესირებადი მიმდინარება და სიმპტომების
გვიანი გამოვლენა.კლინიკური სურათი დაავადებიდან 1-2 წლის
შემდეგ.
3. ქრონიკული-ციკლური მიმდინარეობა კუნთების
სისუსტით,მიალგიით,ერითრემატოზით,კუნთების დაზიანება
ძირითადად ლოკალური ხასიათისაა.
კლინიკა
1. საწყისი სტადია-სისუსტის შეგრძნება
კიდურებში,იშვიათად ტემპერატურით და
პოლიართრალგიით.
2. კუნთების დაზიანება-უმეტესად კიდურების
პროქსიმალური ნაწილის კუნთების
დაზიანება ტკივილითა და
სისუსტით,დისფაგია,მეტყველების
გაძნელება,ხველითი შეტევები
3. კანის დაზიანება
• ერითრემატოზულ ლაქოვანი გამონაყარი
• გოტრონის ნიშანი
• ხელის გულების სიწითლე და დესქვამაცია
• კოილონიქია
• პოიკილოდერმატომიოზიტი (პიგმენტაცია
დეპიგმენტაციები,ტელეანგიექტაზიები,კანის
გამოშრობა და ჰიპერკერატოზი)
• კანის ატროფია დეპიგმენტაციური კერებით
4. ლორწოვანის დაზიანება :
კონიუნტქივიტი,სტომატიტი,ჰიპერემია
5.სახსრების სინდრომი-მცირე სახსრები
ზიანდება უმეტესად(
,თითის ფალანგების)
6.კალცინოზი-დამახასიათებელია
იუვენილური დერმატომიოზიტისთვის
7.გულის დაზიანება-
მიოკარდიტი,მიოკარდიოფიბროზი(ტაქიკარ
დია,გულის საზღვრების გადიდება,ტონების
მოყრუება,არითმია,არტ.ჰიპერტენზია)
8.ფილტვების დაზიანება-
ინტერსტიციული
პნეუმონია,ჰიპოვენტილაცია,ალ
ვეოლიტი
9.საჭმლის მომნელებელი
სისტემა-მადის
დაქვეითება,დისფაგია,ტკივილი
მუცლის არეში,ღვიძლის
ფუნქციის დარღვევა და ზომაში
გაზრდა
დიაგნოსტიკა
• სისხლი-ანემია,ლეიკოციტოზი მარცხნივ
გადახრით,ლეიკოპენია იშვიათად,ეოზინოფილია.
• ბიოქიმიური მაჩვენებლები- მომატებულია ალფა2 ,გამა
გლობულინის,ფიბრინოგენის,მიოგლობულინის,სიალის
მჟავა,ჰაპტოგლობინის რაოდენობა
• იმუნოგრამა-კომპლემენტის დაქვეითება,რევმატოიდული
ფაქტორის არსებობა, Tლიმფოციტების და Tსუპრესორების
შემცირება,მიოზიტსპეციფიკური ანტიგენების არსებობა.
დიაგნოსტიკა
• ბიოფსია-ბიოპტატის ჰისტოლოგიური კვლევით-მძიმე
მიოზიტი,კუნთოვანი ქსოვილის ფრაგმენტაცია და
ვაკუოლიზაცია,კუნტოვანი ქსოვილის ატროფია და
ფიბროზი.თმის ფოლიკულების დისტროფია
• ელექტრომიოგრამა-მოკლე ტალღები პოლიფაზური
ცვლილებებით
• ეკგ-დიფუზური ცვლილებები,რიტმის და გამტარობის
დარღვევა
• რენტგენი-კუნთების გამჭვირვალეობა
მომატებულია,კალციფიკატების არსებობა რბილ
ქსოვილებში
მკურნალობა

1.პირველადი დერმატომიოზიტის დროს-თერაპიული

2.მეორადი (პარანეოპლასტიური) დერმატომიოზიტიდასა


რადიკალური ოპერატიული მკურნალობა
პრეპარატები
• გლუკოკორტიკოსტეროიდები-
პრედნიზოლონი,მეთილპრედნიზოლონი
• ციტოსტატიკები-მეტოტრექსანტი,ციკლოსპორინი
• იმუნოგლობულინები
• პლაზმაფერეზი,ლიმფოციტოფერეზი
• კოლხიცინი
• მეტაბოლური პროცესების გამაძლიერებელი პრეპარატები
• სანატორიულ-კურორტული თერაპია
გამოყენებული ლიტერატურა
• https://emedicine.medscape.com/article/332783-clinical
• http://medcaretips.com/dermatomyositis/
• http://uchenie.net/86-dermatomiozit-etiologiya-patogenez/
• http://
www.rheumazentrum-heidelberg.de/fuer-aerzte/krankheitsbilder/koll
agenosen.html

You might also like