You are on page 1of 12

20-38; 41-58

შოთაძე:

სანივთო სამართალი ჩამოყალიბდა როგორც ნივთებზე პირთა ბატონობის მომწესრიგებელი


სამართალი.

1. სანივთო სამართალი წარმოადგენს იმ ნორმათა ერთობლიბოას, რომელიც აწესრიგებს


პირთა ურთიერთობას ნივთთებთან
2. სანივთო სამართალი არის სამართლის ნორმათა ერთობლიობა, რომელიც
განსაზღვრავს სასაქონლო სიკეთეებზე ადამიანთა და იურიდიულ პირთა ბატონობის
პირობებს.

<პირებს ვერ ექნებათ ურთიერთბა ნივთებთან მათი თავისებურებიდან გამომდინარე, პირებს


აქვთ სანივთო და სხვა სახის უფლებები ნივთებზე.

დღეს გარდა ნივთებისა, სამოქალაქო ურთიერთობის ობიექტია ასევე არამატერიალური


ქონებრივი სიკეთე.

<<<სანივთი სამართალი წარმოადგენს ნორმათა ერთობლიბოას, რომელიც ადგენს ქონების


კატეგორიას და არეგულირებს ქონებაზე სანივთო უფლებათა წარმოშობას, შეცვლასა და
შეწყვეტასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

ქართული სანივთო სამართალი აწესრიგებს სამ მნიშვნელოვან კატეგორიას: 1. ქონება 2.


სამართლებრივი ურთიერთობა 3. სანივთო უფლება

სანივთო სამართლის ნორმების უმრავლესობა იმპერატიული ხასიათისაა :

1. დეფინიციური შინაარსის ნორმები, ადგენს სამართლებრივი მნიშვნელობით თუ რა


არის - ქონება, უძრავი ნივთი, არსებითი შემადგენელი ნაწილი...
2. იმპერატიული ნორმები, რომელიც აწესრიგებს სანივთო უფლების წარმოშობასთან,
შეცვლასა და შეწყვეტასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. მაგ:
უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობის პროცესი მკაცრ ნორმატიულ
ფარგლებშია მოქცეული.
უძრავ ნივთებზე უფლება წარმოშობილად ითვლება საჯარო რეესტრში შემძენის
მესაკუთრედ რეგისტრაციის მომენტიდან.

სანივთო უფლების წარმოშობის შეცვლისა და შეწყვეტის სანივთო-სამართლებრივი


იმპერატიული ნორმები ერთიანი ძალით ვრცელდება ნებისმიერი სტატუსის სუბიექტზე,
მათ შორის სახელმწიფოზე.

სანივთო სამართალში დისპოზიციური ნორმებით, ძირითადად, წესრიგდება სანივთო


უფლებასთან დაკავშირებით მხარეთა ურთიერთობის შინაარსი - უფლება-მოვალეობები,
ვალდებულებითი შინაარსის კატეგორიები: ვადა, საზღაური...

მაგ: აღნაგობის ხელშეკრულებით მხარეებმა აღნაგობის ვადა შესაძლებელია


გაითვალისწინონ 50 წლით, კანონით განსაზღვრული 99 წლის ნაცვლად.
საქართ. კონსტიტუციას უპირატესი იურიდიული ძალა აქვს ქონებასთან დაკავშირებული
ურთიერთობის ნორმატიულად მოწესრიგებისას.

სანივთო სამართალში ჩვეულება, როგორც სამართლის წყარო არ განიხილება.

ქართულ კერძო სამართალში სანივთო სამართალი ეფუძნება სანივთო სამართლის


პრინციპებს:

1. Numerus clausus - დახურულ რიცხვთა პრინციპი - სანივთო სამართალში მოქმედებს


იმდენი სანივთო უფლება, რამდენიც კანონმდებლობით არის დადგენილი.
2. სპეციალურობის პრინციპი - იმ ქონების დაზუსტების ვალდებულებას გულისხმობს,
რომელზედაც სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები მიზნად ისახავენ
სანივთო უფლების წარმოშობას. - არ შეიძლება სანივთ უფლება წარმოიშვას ნივთთა
ერთობლიობაზე, მაგალითად, საწარმოზე.
3. აბსოლუტურობის პრინციპი - გულისხმობს მესამე პირების მხრიდან საკუთრების
უფლების მიმართ პატივისცემისა და ხელშეშლის დაუშველობას. უძრავ ნივთებთან
დაკავშირებით ნებისმიერი მესამე პირი ვალდებულია არ ხელყოს იმ პირის
საკუთრების უფლება, რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მესაკუთრედ.
ხოლო მოძრავ ნივთებთან დაკავშირებით, თუ მოძრავი ნივთი ექვემდებარება
სავალდებულო წესით რეგისტრაციას, მესამე პირთა ინფორმირება ხდება შესაბამისი
მარეგისტრირებელი ორგანოდან. რაც შეეხება არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს,
მის მესაკუთრეთ ითვლება პირი, ვინც შესაბამის უფლების დამდგენ დოკუმენტში
ასეთად არის მოხსენიებული.
4. სანივთო მოთხოვნათა პრიორიტეტულობის პრინციპი - გულისხმობს სანივთო
უფლებათა პრიორიტეტულობას ვალდებულებით უფლებებთან შედარებით. ამ
შემთხვევაში მოთხოვნათა წარმოშობა უკავშირდება არა შინაარსობრივ
უპირატესობას, არამედ უფლებათა წარმოშობის მომენტს. სანივთო და
ვალდებულებითი უფლებების საფუძველზე წარმოშობილ მოთხოვნათა
პრიორიტეტულობა ვრცელდება მხოლოდ რეგისტრირებულ უფლებებზე, ვინაიდან,
მხოლოდ რეგისტრაციის გზითაა შესაძლებელი უფლებათა წარმოშობის მომენტის
დაზუსტება. მაგ: მიუხედავად იმისა, თუ რა სახის სანივთო და ვალდებულებითი
უფლებებია უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული, აღნაგობის უფლება მოიპოვებს
რეგისტრირებულ უფლებებს შორის პირველი რიგის სანივთო უფლების სტატუსს. ?
5. სანივთო უფლებათა მიდევნების პრინციპი - სანივთო უფლებებს, ქონებასთან
მჭიდრო სამართლებრივი კავშირის წყალობით, ახასიათებთ მიდევნების თვისება.
ქონების ფაქტობრივი გადაცემა არ იწვევს სანივთო უფლებათა შეწყვეტას, არამედ
ისინი უცვლელი შინაარსით მიჰყვებიან მას. გამონაკლისი: იმისდა მიხედვით, თუ რა
სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე ხდება ქონების გადაცემა, სანივთო
უფლებათა მიდევნება ყოველთვის არ ატარებს აბსოლუტურ შინაარსს. მაგ:
განცხადების გაკეთებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ მპოვნელი იძენს საკუთრებას
ნაპოვარზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მისთვის ცნობილი გახდა მესაკუთრე, ან
მესაკუთრის უფლება ნივთზე პოლიციაში უკვე გაცხადებული იყო. საკუთრების
უფლების მოპოვებასთან ერთად ქარწყლდება ყველა სხვა უფლება ამ ნივთზე.
6. საჯაროობის პრინციპი - იგივეა რაც ქონებაზე რეგისტრირებული ინფორმაციის
ხელმისაწვდომობის პრინციპი, რაც მარეგისტრირებელ ორგანოში თითოეულ
ობიექტზე არსებული სამართლებრივი მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციის
ხელმისაწვდომობასაც გულისხმობს.
შეიძლება მონაცემების საჯარო ხელმისწავდომობის გზით ინფორმაციის მოძიება: 1.
უძრავ ნივთზე- საჯარო რეესტრიდან / 2. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე -
შსს-სააგენტო / აქციაზე - სს-ების ან დამოუკიდებელი რეგისტრატორის
რეესტრიდან. / 3. შპს-ის ან კომანდიტური, სოლიდარული პასუხისმგებლობის
საზოგადოების წილზე - საჯარო რეესტრის მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ
პირთა რეესტრიდან.
მესაკუთრეს ეკისრება კანონისმიერი ვალდებულება, განკარგოს მოძრავი ნივთი
ნამდვილი უფლების საფუძველზე, მიაწოდოს შემძენს ინფორმაცია არა მხოლოდ
საკუთრების უფლების, არამედ ყველა სხვა სანივთო და ვალდებულებითი
უფლებების შესახებ.
7. კაუზალურობისა და ერთიანობის პრინციპი - კაუზალური სისტემის მიხედვით,
ხელშეკრულებას თავისთავად გადააქვს საკუთრების უფლება ყოველგვარი სხვა
სამართლებრივი აქტისა თუ ფორმალობის გარეშე. / აბსტრაქტული სისტემის
მიხედვით, საკუთრების უფლების გადაცემა ხორციელდება სპეციალური
სამართლებრივი აქტის, გარიგების, მეშვეობით, რომელიც სრულად ემიჯნება
ვალდებულებით-სამართლებრივ გარიგებას.
ქართულ სანივთო სამართალში არ მოქმედებს აბსტრაქციის პრინციპი
8. სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფცია (საჯარო ნდობის პრინციპი) - აღნიშნული
პრინციპი განმტკიცებულია რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის
პრეზუმფციის სახელწოდებით. საჯარო რეესტრის შესახებ კანონით აღნიშნულ
პრინციპს - საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების უტყუარობის
პრეზუმფცია ეწოდება. საჯარო რეესტრის ან მომსახურების სააგენტოში
განხორციელებული რეგისტრაცია მხოლოდ იმ დრომდე ითვლება სწორედ, ვიდრე
საწინააღმდეგო ფაქტი არ იქნება დადასტურებული.

6 სანივთო უფლება - საკუთრება, აღნაგობა, უზუფრუქტი, სერვიტუტი, გირავნობა, იპოთეკა.

სანივთო სამართალში მოქმედებს ხელშეკრულების დადების თავისუფლება, მაგრამ არ


მოქმედებს გარიგების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობა. (NUMERUS
CLAUSUS) მაგ: თუ მხარეებს შორის დადებულია უზუფრუქტის ხელშეკრულება,
უზუფრუქტუარი ვერ გადასცემს უზუფრუქტის უფლებას მის მემკვიდრეს, ვინაიდან კანონი
კრძალავს უზუფრუქტის უფლების მემკვიდრეობით გადაცემას.
ქონებაზე სანივთო უფლებათა წარმოშობის, შეცვლისა ან შეწყვეტის საფუძველია გარიგება,
სასამართლო გადაწყვეტილება ან ადმინისტრაციული აქტი.

<ყველაზე ხშირია გარიგება. არარეგისტრირებულ ქონებაზე გარიგება შეიძლება წარმოიშვას


ზეპირად.

სანივთო უფლების დამდგენი გარიგების სახეებია:

1. ანდერძი
2. ხელშეკრულება
3. წესდება
4. ამხანაგობის ხელშეკრულება
5. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი

აღსრულებისა და საგადასახადო ორგანოეიბს მიერ გაცემული ადმინისტრაციული აქტების


საფუძველზე ხდება ქონებაზე საჯარო შინაარსის შეზღუდვების რეგისტრაცია, როგორიცაა
განსხვისების აკრძალვა, ყადაღა, იპოთეკა.

უგო მატტეის აზერით, სანივთო უფლების დაცვა შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მთელი
სამყაროს, ხოლო ვალდებულებითი უფლების დაცვა - მხოლოდ ვალდებული მხარის
მიმართ.

გერმანულ სამართალში სანივთო უფლებების კონცეფცია აგებულია ორ საფუძველზე: რომის


სამართლის რეცეფციის მიუხედავად, გერმანულში შენარჩუნებულ იქნა მიდგომა, რომ
სანივთო უფლებებად აღიარებული ყოფილიყო უშუალო ბატონობის გამომხატველი
უფლებები(გერმ.საფუძ) და ნებისმიერი მესამე პირის მიმართ მოთხოვნის უფლება (რომის
სამართლ.საფუძ)

სანივთო უფლება ეფუძნება სანივთო უფლების მფლობელის ურთიერთობას მესამე


პირებთან.

სანივთო უფლებები მიმართულია ყველას წინააღმდეგ და ატარებს აბსოლუტურ ხასიათს.


ხოლო ვალდებულებითი უფლება ვრცელდება მხოლოდ ხელშეკრულების მეორე მხარის
მიმართ და წარმოადგენს რელატიურ უფლებას - უფლებას კონკრეტული პირის მიმართ.

გარიგება, რომლითაც ხდება მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობა, განცალკევებულია


გარიგებისგან, რომელიც მიმართულია შესრულებისაკენ - გამიჯვნის პრინციპი

ნივთის ფაქტობრივად გადაცემა ხდება საკუთრების უფლების გადაცემის ხელშეკრულების


საფუძველზე. მაგ: ნასყიდობის ხელშეკრულება, სამართლებრივი თვალსაზრისით,
ფორმდება ორი ტიპის ხელშეკრულებით - ვალდებულებითი (ნასყიდობის ხელშეკრულება)
და სანივთო (საკუთრების უფლების გადაცემა ნივთზე და საკუთრების უფლების გადაცემა
ფულზე)
ჭეჭელაშვილი:

,,უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე


აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე’’.

ნივთებად არ მიიჩნევს გერმანული დოქტრინა ისეთ საგნებს როგორიცაა სითბო, შუქი,


ელექტროენერგია. ასევე ნივთებად არ მიიჩნევა ცოცხალი ადამიანის სხეულის განუყოფელი
ნაწილები, რომლებზეც არ შეიძლება არსებობდეს საკუთრების უფლება. თუმცა. თუ
ხელოვნური საგნები ადამიანის სხეულთან მყარად არ არის დაკავშირებული, მაშინ ისინი
ჩაითვლება ნივთებად - პროთეზი, ხელოვნური ყბა...

გვამს მიიჩნევენ ხოლმე ნივთად, თუმცა მასზე საკუთრების უფლება არ შეიძლება


არსებობდეს.

გადანერგვის მიზნით გადაცვლილის ორგანოს აღება, როდესაც არ არსებობს სიცოცხლეში


გაცხადებული თანხმობის ან უარის დამადასტურებელი საბუთი, შეიძლება, თუ: არსებობს
იმის დასტურებელი ფაქტები, რომ ორგანოს აღება არ ეწინააღმდეგება გარდაცვლილის
რწმენას, მით ეთიკურ პრინციპებს და ქმედუნარიანი პირები, აცხადებენ თანხმობას
გარდაცვლილის ორგანოს მიღებაზე. <სხვისთვის აღებას რაც შეეხება, იგი დასაშვებია
მხოლოდ სიცოცხლის გადარჩენის მომენტში>

საერთო სარგებლობის ნივთები - ჰაერი, ზღვა... ის რაც ვერ იქნება ვინმეს საკუთრებაში.

საჯარო ნივთები ეკუთვნის სახელმწიფოს.

ნივთს შეიძლება ჰქონდეს ისეთი შემადგენელი ნაწილი, რომლის ნივთსაგან მოციელბაც არ


იწვევს ნივთის განადგურებას. ამ უკანასკნელს არაარსებითი, მარტივი შემადგენელი ნაწილი
ეწოდება და იგი ყოველთვის შეიძლება იყოს ცალკე უფლების სუბიექტი.

შენობა-ნაგებობები ყოველთვის წარმოადგენს იმ მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ


ნაწილს, რომელზეც ისინი განთავსებულია. იგი ეკუვნის მიწის მესაკუთრეს და მათი ცალკე
უფლების ობიექტად ქცევა დაუშვებელია.

გამონაკლისი<><><> როდესაც მიწის ნაკვეთი დატვირთულია აღნაგობის უფლებით. გარდა


შენობა-ნაგებობებისა, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება მიწასთან
მყარად დაკავშირებული ნივთები. მყარად დაკავშირებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში,
როდესაც საგნის მოცილება შედეგად იწვევს მის განადგურებას ან დაზიანებას.

საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის


შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთს სამსახურისათვის,
დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ
კავშირშია მთავარ ნივთთან.

+საკუთვნებელი ასევე არის ნივთი, რომელიც მიწასთან არის დაკავშირებული და მისი


მოცილება არ იწვევს სასაქონლო ღირებულების დაკარგვას ან დანაკლისს.
საკუთვნებელი შეიძლება იყოს მხოლოდ მოძრავი ნივთი. მაგ: მიწის ნაკვეთის
საკუთვნებლად შეიძლება მივიჩნიოთ მასზე განლაგებული ელექტროგამანაწილებელი
ხაზები.

ქართული სამართალი იცნობს ნივთისა და უფლების ნაყოფის 2 სახეს: ბუნებრივსა და


სამოქალაქო ნაყოფს.

ბუნებრივი გაგებით ქონება წარმოადგენს იმ უფლებათა ერთობლიობას, რომლებიც


ვრცელდება ნივთებზე.

იურიდიული გაგებით ქონება არის სანივთო, ვალდებულებით-სამართლებრივი


უფლებებისა და ვალდებულებების ერთობლიობა. მასში შედის მესაკუთრის არა მარტო
აქტივი, არამედ პასივიც.

უზუფრუქტი ეხება მხოლოდ უძრავ ქონებას.

საწარმო არის კომერციული საზოგადოებები და ინდივიდუალური საწარმო -


სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი.

საწარმოს ცნება მოიცავს მატერიალურ ფასეულობებს (მიწის ნაკვეთი, ქარხნები, ფული,


მანქანა), უფლებებს (პატენტები, მოთხოვნები) და აგრეთვე ვალდებულებებს.

მეორე კვირა (ჭეჭელაშვილი)

სამოქალაქო კოდექსი იზიარებს ე.წ ტრიადის კლასიკურ კონსტრუქციას - მფლობელობა,


სარგებლობა და განკარგვა. იურისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ საკუთრების უფლების
დეფინიცია არ უნდა შეიცავდეს მესაკუთრის უფლებამოსიელბათა ჩამონათვალს იმ
საფუძვლით, რომ უფლებამოსილებებზე საუბარი შეიძლება მხოლოდ იმდენად, რამდენადაც
საკუთრების უფლება იზღუდება, რის შედეგადაც მას ერთმევა გარკვეული
უფლებამოსილებები.

<,,საკუთრების უფლება არ შეიძლება გავაიგივოთ მფლობელობის, სარგებლობის და


განკარგვის უფლებამოსილებათა ჯამთან’’.

სამოქალაქო კოდექსი - მფლებელობის წარმოშობის ძირითად წინაპირობასთან ერთად -


ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა, კანონი ითხოვს ასევე პირის მეირ ნივთის ფლობის ნებას.

კანონი ითხოვს მხოლოდ ფლობის ზოგად ნებას, პირის მიერ იმის გაცნობიერებას, რომ იგი
ახორციელებს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას განსხვავებით იმავე რომაული და რომანული
სამართლის სისტემის ქვეყნების სამართლისაგან, რომელთა თანახმადაც, როგორც ზემოთ
აღვნიშნეთ, ფაქტობრივი ბატონობის განმახორციელებელი პირის ნება მიმართულია
მესაკუთრის სახით ფლობისაკენ.

მფლობელობა უპირველესად და ძირითადად წარმოადგენს ფაქტობრივ ურთიერთობას,


რომელიც პირს ანიჭებს ფაქტობრივი ბატონობის შესაძლებლობას. ამით იგი განსხვავდება
სწორედ საკუთრებისა და სანივთო უფლებებისაგან, რომლებიც უფლებამოსილ პირს ანიჭებს
ქონებაზე იურიდიული ბატონობის შესაძლებლობას. ამდენად, მფლობელობა არ არის
უფლება, თუმცა, აღსანიშნია, რომ ეს მხოლოდ გაბატონებული შეხედულებაა და იურიდიულ
ლიტერატურაში არსებობს საწინააღმდეგო აზრიც.

მფლობელობა არ არის უფლება. თუმცა მფლობელობას კანონი უკავშირებს მნიშვნელოვან


უფლებრივ მდგომარეობას, რის გამოც მას უფლების მნიშვენლობაც აქვს.

კანონით მფლობელობის არსებობა აღიარებულია იქ, სადაც რეალურად სახეზე არ არის


ნივთზე უშუალო ზემოქმედება- არაპირდაპირი მფლობელობა.

<,,თუ პირი ნივთს ფლობს იმ სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე, რომელიც


განსაზღვრული ვადით ანიჭებს მას ნივთს ფლობის უფლებას ან ავალდებულებას მას
ფლობდეს ნივთს, მაშინ ეს პირი ითვლება პირდაპირ მფლობელად, ხოლო უფლების
მიმნიჭებელი ან ვალდებულების დამკისრებელი მიიჩნევა არაპირდაპირ მფლობელად.

მფლობელობას არ ექვემდებარებიან ბუნევრივი ენერგია, სამუშაო ძალა, ინტელექტუალური


ნაწარმოებები.

მფლობელობის საგანი შეიძლება იყოს ნივთზე დადგენილი სანივთო უფლებაც, როდესაც


უფლების განმხორციელებელი პირი რეალურად არ არის უფლებამოსილი პირი. მაგ, მიწის ან
პირადი სერვიტუტის მფლობელობა.

ნივთი შეიძლება იყოს ერთ ან რამდენიმე პირის მფლობელობაში. ეს პირები ითვლებიან


თანამფლობელებად - პირდაპირი ნორმა არ გვაქვს თანამფლობელობაზე, ამიტომ ვიყენებთ
ანალოგიას.

მფლობელობის გადაცემას ითხოვს კანონი მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების


გადასვლისათვის ან ნივთს გირავნობის შემთხვევაში.

მფლობელობა ასრულებს უფლების პუბლიკაციის ინსტრუმენტის ფუნქციას -


მფლობელობის გადაცემით ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის ცვლილება გარეგნულად
შესამჩნევი ხდება სხვა პირებისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ პირს შეიძლება არ ჰქონდეს უფლება ნივთზე, მისი ფაქტიური
ბატონი მაინც დაცულია სხვა, თუნდაც უფლებამოსილი პირის მხრიდან თვითნებური
მოქმედებებისაგან. მას შეუძლია გამოიყენოს თვითდახმარების უფლება.

82 გვ:
მართლზომიერება და კეთილსინდისიერება არ შეგვიძლია ერთანეთთან გავაიგივოთ იმ
თვალსაზრისით, რომ კეთილსინდისიერება სუბიექტური ცნებაა, ხოლო მართლზომიერი -
ობიექტური: პირს ან აქვს ფლობის ნამდვილი სამართლებრივი საფუძველი, ან არა.
არაპირდაპირი მფლობელობის არსებობისათვის საჭიროა სახეზე იყოს შემდეგი
წინაპირობები:

1. მხარეთა შორის უნდა არსებობდეს ნივთის საშუამავლო მფლობელობითი ურთიერთობა,


რომელიც თავის თავში მოიაზრებს ნებისმიერ სამართლებრივ ურთიერთობას, რომლის
საფუძველზეც პირს ენიჭება ნივთის ფლობის უფლება ან ეკისრება აღნიშნული
ვალდებულება.

<ნივთის საშუამავლო მფლობელობით ურთიერთბა შეიძლება არც იყოს სამართლებრივი


ძალის მქონე, საკმარისია, რომ შუალობითმა მფლობელმა გამოავლინოს ნივთის საშუამავლო
მფლობელობის ნება.

2. ნივთის საშუამავლო მფლობელობით ურთიერთობა ყოველთვის შეზღუდულია დროით,


იგი არსებობს განსაზღვრული ვადით. - რომელიც განსაზღვრული ვადით ანიჭბს მას ნივთს
ფლობის უფლებას ან ავალდებულებს მას ფლობდეს ნივთს.

არაპირდაპირი მფლობელობა შეიძლება იყო მრავალსაფეხურიანი, როდესაც პირდაპირი


მფლობელი მფლობელობითი ურთიერთობის პირველ საფეხურზე გადაიქცევა არაპირდაპირ
მფლობელად მეორე საფეხურზე. მაგ: დამქირავებელი გვევლინება არაპირდაპირ
მფლობელად, როდესაც იგი დაქირავებულ ნვითს გადასცემს ქვექირავნობით.

არაპირდაპირ მფლობელს პირდაპირი მფლობელის მსგავსად ეკუთვნის მფლობელობითი


დაცვის სარჩელები მიუხედავად იმისა, რომ მფლობელობის ჩამორთმევა ან მფლობელობის
განხორციელებაში ხელის შეშლა ხდება პირდაპირი მფლობელის მიმართ.

არაპირდაპირ მფლობელმა პირდაპირ მფლობელს შეუძლია წაუყენოს მოთხოვნები მხოლოდ


იმ სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, რომელსაც ეფუძნება არაპირდაპირი
მფლობელობა.

<არაპირდაპირ მფლობელს არ შეუძლია პირდაპირ მფლობელს მოსთხოვოს ნივთს


დაბრუნება, სანამ ამ უკანასკნელის მფლობელობა მართლზომიერია. - გამქირავებელს არა
აქვს უფლება, მოსთხოვოს დამქირავებელს დაქირავებული ნივთს უკან გადმოცემა, თუ
სახეზე არ არის ის პირობები, რომლებიც გამქირავებელს ანიჭებს აღნიშნულის მოთხოვნის
უფლებას.

პირდაპირ მფლობელს, რომელსაც არა აქვს ნივთის ფლობის უფლება, მაინც შეუძლია
მოსთხოვოს არაპირდაპირ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება, როდესაც ამ უკანასკნელმა
ნივთზე მფლობელობა მოიპოვა ძალადობის ან მუქარის გზით.

ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის გარეშე მფლობელობის განხორციელების ერთ-ერთი


მაგალითია მემკვიდრეობის მფლობელობა. მფლობელობა გადადის იმავე სახით, რა სახითაც
იგი არსებობდა მამკვიდრებელთან. + მემკვიდრეებზე მფლობელობის გადასვლა
დამოკიდებული არ არის იმაზე, იცოდნენ თუ არა მათ მამკვიდრებლის მფლობელობითი
მდგომარეობის ან სამკვიდრო მასის მოცულობის შესახებ ანდა დაეუფლნენ თუ არა ისინი
სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივად.

თავისთვის მფლობელობის ყველაზე ხშირი შემთხვევაა მესაკუთრის მიერ კუთვნილი ნივთს


მფლობელობა. თუმცა. ამ სახის მფლობელობას ადგილი აქვს არამესაკუთრე პირის მიერ
განხორციელებული მფლობელობის შემთხვევაშიც. მაგ: ქურდსაც შეუძლია იყოს მფლობელი
თავისთვის.

მფლობელობის შემძენისათვის საკმარისია ადამიანის ბუნებრივი ნება და აუცილებელი არ


არის პირის ქმედუნარიანობა, იგი ასევე საკმარისია თავისთვის მფლობელობის
არსებობისათვისაც.

მფლობელი სხვისათვის ის პირია, ვინც თავის მფლობელობასთან ერთად სხვა პირს აღარებს
ნივთს თავისთვის მფლობელად ან სხვაგვარად უფლებამოსილ პირად. - ასეთი აღარებით
აღნიშნული მფლობელი თითქოს ფლობს სხვისათვის და ანგარიშვალდებულია ამ პირის
წინაშე. სხვისათვის მფლობელად მიიჩნევიან - უზუფრუქტუარი, დამქირავებელი,
შემნახველი...

<მფლობელობა სხვისათვის შეიძლება შეიცვალო მფლობელობად თავისთვის, თუ


მფლობელი შეიცვლის მფლობელობის ნების მიმართლებას, თუმცა ეს უნდა იყოს
ობიექტურად შესამჩნევი.

თანამფლობელობა:

1. თანაზიარი

2. მარტივი თანამფლობელობა - ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც ორ ან მეტ პირს


შეუძლია ფლობდეს ნივთს მხოლოდ ერთბლივად. აუცილებელი არ არის, თანაზიარი
მფლობელები იყვნენ სოლიდარულად პასუხისმგებელი პირები, არამედ საკმარისია
მხოლოდ ფაქტობრივი ბატონობის ერთობლივი განხორციელება.

თუ ერთი ნივთს ნაწილებს რამდენიმე პირი ფლობს, ისინი ითვლებიან ცალკეული


ნაწილების მფლობელებად.

როდესაც პირი ახორციელებს ფაქტობრივ ბატონობას ნივთზე სხვა პირისათვის ამ


უკანასკნელის მითითების შესაბამისად, ამ შემთხვევებს კანონი არ თვლის მფლობელობად
და ფაქტობრივი ბატონობის განმახორციელებელ პირს არ მიიჩნევს მფლობელად. - ამ დროს
არსებობს მპყრობელობითი ურთიერთობა.

იმისათვის, რომ სახეზე იყოს მპყრობელობითი ურთიერთობა, უნდა არსებობდეს


ერთდროულად ორი წინაპირობა:

1. ფაქტობრივი ბატონობის განმახორციელებელი პირი დამოკიდებული უნდა იყოს სხვა


პირის - ნივთის მფლობელის მითითებებზე.
2. ფაქტობრივი ბატონობა უნდა ხორციელდებოდეს მფლობელის ინტერესებში, მის
სასარგებლოდ.

მპყრობელებად მიიჩნევიან, მაგალითად, მუშა-მოსამსახურეები - ახორციელებენ მათთვის


გადაცემულ მოძრავ ნივთზებზე ფაქტობრივ ბატონობას.

მპყრობელობას ადგილი აქვს იმ შემთხვევებშ, როდესაც ნივთის გადაცემის მიზანი


მდგომარეობს იმაშ, რომ მიმღებმა განსაზღვრული მოქმედება უნდა განახორციელოს
გამცემისათვის ( მიმტანის დაქირავება ხელბარგის გადასატანად)

მპყრობელი არ არის ნივთს მფლობელი, ამდენად, მას არ შეუძლია დაიცვას თავისი


ფაქტობრივი ბატონობა მფლობელობით სარჩელით. მას მფლობელმა ნივთი შეიძლება
ნებისმიერ დროს ჩამოართვას.

პირდაპირი მფლობელობის დაკარგვას ადგილი აქვს, როდესაც მფლობელი უარს აცხადებს


ნივთზე ფაქტობრივ ბატონობაზე ან სხვაგვარად კარგავს მას.

უკვე არსებული არაპირდაპირი მფლობელობა შეიძლება გადაეცეს სხვა პირს ამ


უკანასკნელისათვის ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნის დათმობით.

არაპირდაპირი მფლობელობის დაკარგვას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც


შუალობით მფლობელს (პირდაპირ მფლობელს) გარეგნულად შესამჩნევი მოქმედებით აღარ
სურს საშუამავლო მფლობელობითი ურთერთბის განხორციელება.

მესამე კვირა:

მფლობელობის სახეები:

1. მართლზომიერი და არამართლზომიერი მფლობელობა; - მართლზომიერია


დამქირავებლის მფლობელობა, ვინაიდან მას დაქირავებული ქონების ფლობის
უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე. თუ
ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის განმახორციელებელი პირი არ არის უფლებამოსილი
ფლობაზე, მაშინ იგი წარმოადგენს არამართლზომიერ მფლობელს. მაგ: უზუფრუქტის
ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ უზუფრუქტუარი ვალდებულია უძრავი ნივთ
დაუბრუნოს მესაკუთრეს. თუ იგი აგრძელებს ნივთს მფლობელობას, ეს მფლობელობა
მიიჩნევა არამართლზომიერად.

2. კეთილსინდისიერი და არაკეთილსინდისიერი მფლობელობა; - კეთილსინდისიერია


მფლობელი, რომელმაც არ იცოდა და არც უნდა სცოდნოდა, რომ პირს, ვისგანაც მან მიიღო
მფლობელობა, არ ჰქონდა ნივთის გასხვისების უფლებამოსილება. არაკეთილსინდისიერია
მფლობელი, რომელმაც მფლობელობის შეძენის მომენტში იცოდა თავისი მფლობელობის
ნაკლის შესახებ ან მან აღნიშნულის შესახებ არ იცოდა უხეში გაუფრთხილებლობით.
3. პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელობა;

4. მფლობელობა თავისთვის და მფლობელობა სხვისთვის

5. ერთი პირის მფლობელობა და თანამფლობელობა

6. მთლიანი ნივთის მფლობელობა და ნივთს ნაწილების მფლობელობა.

93 გვ
მფლობელს საკუთარი მფლობელობის დაცვა შეუძლია საკუთარი ძალებით
(თვითდახმარება). როდესაც ნივთის პირდაპირი მფლობელი არის არამართლზომიერი
მფლობელი, ამ დროსაც კი კოდექსი კრძალავს ნივთს ჩამორთევას.

<თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთმევა მფლობელობა, მას სამი წლის


განმავლობაში შეუძლია ახალ მფლობელს ნივთს უკან დაბრუნება მოსთხოვოს. ეს წესი არ
გამოიყენება მაშინ, როცა ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება.
მფლობელობის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკეთესი
უფლების მქონე პირის მიმართაც, თუკი მან ნივთი მოიპოვა ძალადობის ან მოტყუების
გზით.

სავინდიკაციო ? სარჩელი ვერ წარედგინება მფლობელობის უკეთესი უფლების მქონე პირის


მიმართ> თუმცა, არც მფლობელობის უკეთესი უფლების მქონე პირი არის უფლებამოსილი,
მფლობელობა მოიპოვოს ძალადობით ან მოტყუებით.

ნეგატორული ? სარჩელი წარედგინება მფლობელობი დარღვევის ყველა შემთხვევაში გარდა


ნივთს ჩამორთევის გზით მფლობელობის დარღვევისა. სარჩელის შინაარსი მდგომარეობს
ხელის შეშლის სამომავლო აღვეთს მოთხოვნაშ. ამ დროს არ ხდება პირვანდელი
მდგომარეობის აღდგენა ხელის შეშლის შედეგების აცილების გზით; ეს უკანასკნელი
შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ ზიანის ანაზღაურების სახით.

კეთილსინდისიერმა მფლობელმა მოთხოვნისთანვე უფლებამოსილი პირის მიერ, უნდა


დაუბრუნოს ნივთ იმ პირს, ვისაც აქვს ამ ნივთს ფლობი სუფლება. თუ კეთილსინდისიერმა
მფლობელმა მფლობელობის დროს გასწია გარკვეული ხარჯი ან ნივთი გააუმჯობესა, მას
შეუძლია უფლებამოსილი პირისაგან მოითხოვოს ანაზღაურება, თუ ეს გაუმჯობესება და
ხარჯები არ არი კომპენსირებული ამ ნივთით სარგებლობითა და მისგან მიღებული
ნაყოფით.

<არაკეთლსინდისიერმა მფლობელმა უნდა აანაზღაუროს ბრალეულად მიუღებელი ნაყოფი.


ნივთზე გაწეული ხარჯები და გაუმჯობესებანი მას შეუძლია მოსთხოვოს მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ მან ნივთს უკან დაბრუნები მომენტისათვის უფლებამოსილი პირის
გამდიდრება მოჰყვა შედეგად.
შეძენითი ხანდაზმულობის ინსტიტუტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქონებრივი
ურთიერთობის სიმყარის უზრუნველყოფაში. როდესაც ნივთები იცვლის მესაკუთრეებს, მაშნ
არაიშვიათად ადგილი აქვს ისეთ შემთხვევებს, როდესაც შეძენას აკლია აუცილებელი ერთ-
ერთ პირობათაგანი. აღნიშნული ნაკლის თავიდან ასაცილებლად ხშირად საჭირო იქნებოდა
ზედმეტი სიფრთხილე, რომელსაც ვერ მოსთხოვ სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეს. ამიტომ
ეს ინსტიტუტი ასრულებს ამ როლს:

1. თუ პირი მოძრავ ნივთს ხუთი წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს როგორც საკუთარს,
მოიპოვებს მასზე საკუთრების უფლებას. (საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით)

2. მოძრავი ნივთის შეძენა დაუშვებელია, თუ შემძენი ნივთს არაკეთილსინდისიერად


ფლობდა, ან თუ მან მოგვიანებით შეიტყო, რომ ნივთი მას არ ეკუთვნოდა.

მოძრავი ნივთის მფლობელი შეძენით ხანდაზმულობით მასზე საკუთრების უფლებას


მოიპოვებს შემდეგი წინაპირობების ერთდროულად არსებობის შემთხვევაში:

1. შემძენის მიერ ნივთის ფლობა. ამასთან, ეს მფლობელობა უნდა იყოს თავისთვის და


უწყვეტი. კანონი ასევე ადგენს ნივთს ფლობის უწყვეტობის ვარაუდს. კერძოდ, თუ პირი
ნივთს ფლობდა დროის გარკვეული მონაკვეთს დასაწყისში და ბოლოს, ივარაუდება, რომ
იგი ფლობდა ამ ნივთს დროის შუა პერიოდშიც.

2. 5 წელი მისი მართვა

3. მხოლოდ ის პირი იძენს ხანდაზმულობით, რომელმაც მფლობელობა მიიღო იმ გარიგების


საფუძველზე, რომლითაც შესაძლებელია ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემა.

4. კეთილსინდისიერება. (კეთილსინდისიერება ივარაუდება მანამდე, სანამ არ დამტკიცდება


საწინააღმდეგო)

უძრავ ნივთზე, ამ ოთხი პირობის გარდა, საკუთრების უფლების შეძენისათვის


აუცილებელია კიდევ ერთი წინაპირობა: მფლობელი უნდა იყოს რეგისტრირებული
მესაკუთრეთ საჯარო რეესტრში.

You might also like