You are on page 1of 4

ბერძენ- სპარსელთა ომები .

ბერძენ- სპარსელთა ომებით---მსოფლიო ისტორიაში საზღვაო და სახმელეთო


ცივილიზაციები დაუპირისპირდა ერთმანეთს. ერთმანეთს ებრძოდა ორი განსხვავებული
კულტურის სახელმწიფო- ევროპული( დემოკრატიული) საბერძნეთი და აზიური
(დესპოტური) ირანი. აქემენინათა ირანმა ძვ.წ VI საუკუნეში დაიწყო თავისი ექსპანსია მცირე
აზიაში, დაიპყრო ეგეოსის ზღვის კუნძულები და შეავიწროვა ბერძნული პოლისები. ირანის
წინააღმდეგ აჯანყებულ მცირეაზიურ ბერძნულ ქალაქებს დაეხმარა ათენი . დარიოსმა
ათენის დასჯა გადაწყვიტა და დაიწყო პირველი საბრძოლო მოქმედები ათენის წინააღმდეგ.

მარათონის ბრძოლა --- ძვ.წ 490 წელს დარიოსი შეიჭრა ათენში და დაბანკდა 42
კილომეტრის დაშორებით ათენიდან , მარათონის ველზე. ათენმა მხოლოდ 11 ათასი მეომრის
შეგროვება მოახერხა, მცირერიცხოვნების მიუხედავად ათენის სტრატეგოსმა მილტიადემ
ბრძოლა სწორი ტაქტიკით წარმართა და გამოიყენა ბერძნული ფალანგა. მილტიადემ ჩაკეტა
მარათონიდან ათენისკენ მიმავალი გზა, სპარსელები უკუიქცნენ. ჯარისკაცმა ფიდიპიდესმა
სრული აღჭურვილობით (იარაღის დაყრა დიდი სირცხვილად ითვლებოდა) გაირბინა 42
კილომეტრი მარათონიდან ათენამდე, დაიძახა „ გავიმარჯვეთო“ და უსულოდ დაეცა. მის
საპატივსაცემოდ დაარსდა ოლიმპიადაზე სპორტული შეჯიბრება-- მარათონული სირბილი.
მარათონთან განცდილი მარცხის შემდეგ ირანმა გადამწყვეტი ბრძოლისთვის დაიწყო მზადება,
მაგრამ ძვ.წ 486 წელს დარიოსი გარდაიცვალა. ირანში არეულობა დაიწყო, აჯანყდნენ ეგვიპტე
და მესოპოტამია. ძვ.წ 486 წელს ირანის ტახტი დაიკავა ქსერქსემ, მან ჩაახშო აჯანყებები ,
აღადგინა ირანის ერთიანობა და შემოიჭრა საბერძნეთში.

თერმოპილეს ბრძოლა -- ძვ.წ 481 წელს ბერძნულმა პოლისებმა სპარტის ინიციატივით


კორინთოსთან ერთად მოიწვიეს ბერძნული კონგრესი, რომელმაც აკრძალა პოლისებს შორის
დაპირისპირება და დადო სამხედრო კავშირი. კონგრესმა გადაწყვიტა სპარსელებისთვის
ბრძოლის გამართვა, ქალაქი რომელიც სპარსელებს მიეხრობოდა სასტიკად დაისჯებოდა. ასევე
განსაზღვრა ომში გამოსაყვანი სამხედრო ძალის რაოდენოდა. ბერძენთა გაერთიანებულ
სამხედრო ძალას სპარტის მეფე ლეონიდასი სარდლობდა. „ისტორიის მამად“ წოდებული
ჰეროდოტე , ნაშრომში „ისტორია „ გვამცნობს - ქსერქსეს ჯარში მილიონი მებრძოლი იყო
წარმოდგენილიო, მტრის რაოდენობა გადაჭარბებული უნდა იყოს, მაგრამ ცხადია რომ
ქსერქსემ საბერძნეთის წინააღმდეგ ძველი მსოფლიოს კვალობაზე არნახულად დიდი ლაშქარი
შეკრიბა. ბერძნები თერმოპილეს მახლობლად დაბანაკდნენ , რადგან მიაჩნდათ
თავდაცვისთვის საუკეთესო ადგილად, ქსერქსეც მათკენ გამოემართა. ლეონიდასისთვის
ცნობილი გახდა, რომ ბერძენმა მოღალატემ სპარსელებს საიდუმლო ბილიკი აჩვენა, რითაც
სპარსელები ბერძენთა ზურგში მოექცნენ, ლეონიდასმა უკანდახევა და ხელსაყრელი პოზიცია
აირჩია. ბერძენთა ძირითადი ჯარის გადასარჩენად 300 სპარტელთან ერთად თერმოპილეს
ვიწრო გასასვლელში დახვდა ქსერქსეს და გადაუღობა გზა( ყველანი ცნობილი გვარის
წარმომადგენელი იყო და მხოლოდ ისინი ვისაც შვილები ჰყავდა), ამით ბერძენთა ძირითად
ნაწილებს საშუალება მიეცათ ბრძოლის ველიდან უდანაკარგოდ გასულიყვნენ და ხელსაყრელ
ადგილზე დაბანაკებულიყვნენ . 300 სპარტელი გმირულად დაიღუპა. იქვე დამარხეს , სადაც
დაეცნენ და გაუკეთეს წარწერა“მგზავრო, შეატყობინე ლაკედემონელებს, რომ აქ განვისვენებთ
მორჩილნი მათი მითითებისა“
სალამინის ბრძოლა ---ბერძენთა ნაწილი თემისტოკლეს მეთაურობით თვლიდა, რომ
სპარსელთა რიცხობრივი უპირატესობის გამო, ბრძოლა გადაეტანათ ზღვაზე, რადგან ათენს
უკვე ჰყავდა 180 ტრიერი -სწრაფმავალი ხომალდი, მაშინ როცა სპარსელების ფლოტი
მოძველებული სპარსული და ფინიკიური გემებისაგან შედგებოდა. ძვ.წ 480 წელს ქსერქსემ
გადაწყვიტა კუნძულ სალამინთან გამაგრებულიყო და ბერძენთა ფლოტისთვის შეეტია.
ბრძოლა სალამინის ყურეში წარიმართა, ვიწრო სრუტეში დიდი ზომის ფინიკური გემები ვერ
მანევრირებდნენ და ერთმანეთს ეჯახებოდნენ, ბერძნული პატარა და დაბალი ტრიერები კი
სწრაფად მოქმედებდნენ, ცხვირით ეჯახებოდნენ სპარსულ გემებს და ლეწავდნენ. ქსერქსე
დამარცხდა და სამშობლოში დაბრუნდა. ძვ. წ 480 წელს ათენმა სალამინის ყურეში, საზღვაო
ბრძოლაში სტრატეგოსს თემისტოკლეს სარდლობით ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.
სპარსელთა დარჩენილი ჯარის ნაწილები ძვ.წ 479 წელს პლატეასთან დაამარცხეს ბერძნებმა
. აქემენიანებმა ხელი აიღეს ბერძნული პოლისების დამორჩილებაზე.

კალიასის ზავი --ძვ. წ 449 წელს საბოლოოდ დასრულდა ბერძენ-სპარსელთა ომები კალიასის
ზავით. ზავის მიხედვით სპარსეთმა სცნო მცირე აზიური ბერძნული ქალაქების
დამოუკიდებლობა. ბერძენ--სპარსელთა ომებში ბერძნების გამარჯვებამ დაადასტურა
თავისუფალი ადამიანის , თავისუფალი საზოგადოების უპირატესობა .

You might also like