You are on page 1of 31

მალხაზ მაცაბერიძე

პოსტსაბჭოთა ქვეყნების
შედარებითი პოლიტიკა
სალექციო კურსი
1.
გორბაჩოვის გარდაქმნა და საბჭოთა
კავშირის დაშლა
1985-1991

თბილისი
2021
შინაარსი

შესავალი .................................................................................... 3

1. გარდაქმნის მცდელობა სისტემის ფარგლებში ................. 5

1.1.ვინ იყო მიხეილ გორბაჩოვი ............................................5


1.2. რა მემკვიდრეობა ერგო გორბაჩოვს...............................5
1.3. გარდაქმნის დასაწყისი: საკადრო ცვლილებები .........7
1.4. გარდაქმნის მცდელობა ადმინისტრაციული
მეთოდებით ..............................................................................8
1.5. რეფორმების ტერმინოლოგია: „გარდაქმნა“ ,
„დაჩქარება“ და „საჯაროობა“.................................................8
1.6. გორბაჩოვის ადმინისტრაციული მეთოდების
პრაქტიკული უშედეგობა .......................................................9
1.7. სკკპ XXVII ყრილობის არარეალისტური დაპირებები10
1.8. ჩერნობილის კატასტროფა ............................................10

2. ახალი პოლიტიკური აზროვნება საგარეო პოლიტიკაში12

2.1. ახალი საგარეო პოლიტიკური კურსის დასაბუთება12


2.2. „ახალი პოლიტიკური აზროვნება“ მოქმედებაში .....16
2.3. ავღანეთში ომის დამთავრება .......................................17

3. შიდაპოლიტიკური დემოკრატიზაციის და ეკონომიკური


ლიბერალიზაციის დასაწყისი ............................................... 19

3.1. რეფორმების ახალი სტრატეგია - სოციალიზმის


დემოკრატიული მოდელის შექმნის ლოზუნგი ...............19

2
3.2. XIX პარტიული კონფერენცია და სამართლებრივი
სახელმწიფოს შექმნის მცდელობა ......................................20
3.3. პოლიტპატიმართა განთავისუფლება .........................21
3.4. სოციალიზმის საბაზრო ეკონომიკასთან შეერთების
მცდელობა ...............................................................................22
3.5. „საჯაროობა“ და მისი შედეგები ...................................23
3.6. ბორის ელცინის პოპულარობის ზრდა .......................24

4. საბჭოთა კავშირის კრიზისი და დაშლა ........................... 25

4.1. მრავალპარტიულობის დაშვება ...................................25


4.2. „სუვერენიტეტების აღლუმი“. ბრძოლა გორბაჩოვსა
და ელცინს შორის ..................................................................26
4.3. „განახლებული საბჭოთა კავშირის“ შექმნის
მცდელობა ...............................................................................27
4.4. კომუნისტური რევანშის წარუმატებელი მცდელობა29
4.5. ბელოვეჟის შეთანხმებები და საბჭოთა კავშირის
დაშლა .......................................................................................30

შესავალი
1985 წლის 11 მარტს მსოფლიომ გაიგო სკკპ ცენტრალური კომიტე-
ტის გენერალური მდივნის კონსტანტინე ჩერნენკოს გარდაცვალების შე-
სახებ. იმავე დღეს შედგა ცენტრალური კომიტეტის რიგგარეშე პლენუმი,
რომელმაც გენერალურ მდივნად აირჩია პოლიტბიუროს ყველაზე ახალ-
გაზრდა წევრი 54 წლის მიხეილ გორბაჩოვი.
მიხეილ გორბაჩოვის მმართველობის პერიოდი (1985 წ. მარტიდან -
1991 წ. დეკემბრის ბოლომდე) ისტორიაში შევიდა „გარდაქმნის“ („პერეს-
ტროიკის“) სახელწოდებით. ამ შედარებით ხანმოკლე პერიოდში ოთხი
ეტაპი გამოიყოფა, რომლებიც თვისობრივად განსხვავდებიან ერთმანე-
თისგან. ამ პერიოდიზაციას საფუძვლად უდევს საზოგადოების რეფორ-

3
მირების გზების შესახებ წარმოდგენები და პოლიტიკურ ძალთა თანა-
ფარდობა, რომლებიც მზად იყვნენ დაეცვათ თავიანთი პოზიცია.1
ეტაპი დახასიათება
პირველი ეტაპი მიმდინარეობდა ლოზუნგით „საბჭოთა საზოგა-
1985 წ. აპრილი - დოების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების
1986 დაჩქარება“. საბჭოთა საზოგადოების რეფორმირება
ხორციელდებოდა ძველი, უპირატესად ადმინის-
ტრაციული მიდგომებით. ამ დროს უწოდებდნენ
„ავტორიტარულ გარდაქმნას“
მეორე ეტაპი დაიწყო პოლიტიკური, იდეოლოგიური, ეკონ-
1987 წ. – 1990 წ. გა- ომიკური ურთიერთობების სისტემის შეცვლა. მთა-
ზაფხული ვარი ბერკეტის სახით, რომლის მეშვეობითაც ივარ-
აუდებოდა საზოგადოების შეცვლა, განიხილებოდა
დემოკრატიზაცია და პოლიტიკური სისტემის რე-
ფორმა. მაგრამ ამ ეტაპზე მკვეთრად გაუარესდა სო-
ციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და გამწვავდა
ერთაშორისი ურთიერთობები.
მესამე ეტაპი უკავშირდება რესპუბლიკების სუვერენიზაციას
1990 წ. ზაფხული - და საზოგადოებრივი ცხოვრების ქაოტიზაციას.
1991 წ. აგვისტო 1990 წ. შუახანებისთვის შეიქმნა თანმიმდევრული
საბაზრო რეფორმების პროგრამები, მაგრამ მათი
რეალიზება უკვე შეუძლებელი იყო იმის გამო, რომ
დაიწყო ბრძოლა ერთი მხრივ საბჭოთა კავშირის ხე-
ლისუფლების ორგანოებსა და მეორე მხრივ მოკავ-
შირე რესპუბლიკებს შორის (რესპუბლიკები იბრ-
ძოდნენ „სუვერენიტეტისთვის“, რაც ესმოდათ რო-
გორც რესპუბლიკების უფრო მეტი დამოუკიდებ-
ლობა საბჭოთა კავშირის ფარგლებში). დაპირისპი-
რება „საკავშირო“, ანუ რუსულ და რესპუბლიკურ
პოლიტიკურ ელიტებს შორის შეუძლებელს ხდიდა
მიმდინარე პროცესების მართვას. 1991 წ. გაზაფხუ-
ლი - ზაფხული იყო ხელისუფლების უმწვავესი
კრიზისის პერიოდი, რომელიც დამთავრდა 1991 წ.
19-21 აგვისტოს გადატრიალების მცდელობით.

1
История России. ХХ – до начала ХХI века. Под ред. Л.В.Милова. М.,2007, стр.760-
761
4
მეოთხე ეტაპი მიმდინარეობდა საბჭოთა კავშირის სახელმწი-
1991 წ. აგვისტოს ფო-პოლიტიკური სტრუქტურების დემონტაჟი
ბოლო - 1991 წ. (გარდაქმნა და ლიკვიდაცია)
დეკემბრის ბოლო

1. გარდაქმნის მცდელობა სისტემის ფარგლებში

1.1.ვინ იყო მიხეილ გორბაჩოვი


უნივერსიტეტამდე მამასთან ერთად მუშაობდა კომბაინერად
მშობლიურ სოფელში.
გორბაჩოვი 1950-1955 წლებში სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო
უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე, სადაც ფაკულტეტის კომ-
კავშირის მდივანიც იყო.
გორბაჩოვმა კარიერა მშობლიურ სტავროპოლის მხარეში გაიკეთა.
ის ჯერ იყო სტავროპოლის მხარის კომკავშირის პირველი მდივანი, ხო-
ლო 1970 წლიდან სკკპ სტავროპოლის სამხარეო კომიტეტის პირველი
მდივანი. 1977 წ. ნოემბრიდან გორბაჩოვი უკვე მოსკოვშია - ის გახდა
სკკპ ცენტრალური კომიტეტის მდივანი და კურირებდა მისთვის კარგად
ნაცნობ სოფლის მეურნეობას.

1.2. რა მემკვიდრეობა ერგო გორბაჩოვს


გორბაჩოვი არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელი გახდა.
ის იყო „სოციალიზმის მსოფლიო ბანაკის“ ლიდერიც, რომელიც მსოფ-
ლიოს 30 ქვეყანას აერთიანებდა. მას ეკავა ხმელეთის 31% და იქ ცხოვ-
რობდა დედამიწის მოსახლეობის 34%. მაგრამ ამ ბანაკის შემდგომი გა-
5
ფართოება ჩაეფლო მრავალრიცხოვან ომებში, რაც მიმდინარეობდა ანგო-
ლაში, მოზამბიკში, ეთიოპიაში, ნიკარაგუასა და სალვადორში და, რაც
მთავარია, ავღანეთში. 1983 წ. 18 ოქტომბერს აშშ-მა საზღვაო ქვეითი ჯა-
რი გადასხა გრენადაში და იქ კომუნისტური პლაცდარმი მოსპო. მარ-
ქსიზმის დოქტრინის საწინააღმდეგოდ „სოციალიზმის ძლევამოსილი
მსვლელობა მსოფლიოში“ შეუქცევადი არ იყო. „მსოფლიო სოციალისტუ-
რი რესპუბლიკის“ ლენინური მირაჟი იფანტებოდა.
ახალი გენერალური მდივნის ხელში იყო უდიდესი სამხედრო ძა-
ლა - საბჭოთა არმიას გააჩნდა 62 ათასი ტანკი, 2354 სტრატეგიული ბირ-
თვული რაკეტა (აშშ და მის მოკავშირეებს 1803 ასეთი რაკეტა გააჩნდათ),
228 ატომური წყალქვეშა ნავი (უფრო მეტი, ვიდრე მსოფლიოს დანარჩენ
ქვეყნებს ერთად აღებულს). საბჭოთა კავშირის ხელთ არსებული ბირ-
თვული მუხტები 1,5 მილიონჯერ მეტი იყო ხიროსიმაში ჩამოგდებულ
ბომბის სიმძლავრეზე.2 თუმცა ამ ძალის საწინააღმდეგოდ აშშ-ში რეიგან-
მა დაიწყო „ვარსკვლავური ომების“ შესაძლებლობების შესწავლა - ეს იყო
რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა კოსმოსური ბაზირების ელემენტებით.
მისი შექმნა მთლიანობაში საეჭვო იყო, მაგრამ ფსიქოლოგიური ეფექტი
მოიტანა, - გვარიანად შეაშფოთა საბჭოთა ხელმძღვანელობა.
გორბაჩოვს მემკვიდრეობით ერგო ეკონომიკა, რომელიც აგებული
იყო ერთიანი სამხედრო-სამრეწველო საწარმოს სახით. მაგრამ ეკონომიკ-
ისადმი მბრძანებლურ-ადმინისტრაციული მიდგომა გარკვეულწილად
ქმედითი იყო ინდუსტრიალიზაციის ადრინდელ ეტაპებზე, მაგრამ უკვე
აღარ გამოადგებოდა რთულ და განვითარებულ ეკონომიკას. მბრძანებ-
ლურ-ადმინისტრაციული ეკონომიკა არ იძლეოდა სტიმულებს არც ტექ-
ნიკური პროგრესისთვის, არც შრომითი და მატერიალური რესურსების
დასაზოგად და არც ადამიანების მოთხოვნილებებს აკმაყოფილებდა.
1970-იანი წლების შუა ხანებიდან განვითარების ტემპი მცირდებოდა, ხო-
ლო კაპიტალის უდიდეს დაბანდებას, განსაკუთრებით სოფლის მეურნე-
ობაში შედეგი არ მოჰქონდა.
ეკონომიკის ამ სისტემურ პრობლემებს მალე კონიუნკტურული
პრობლემებიც დაემატა. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების მკვეთრ
ვარდნას მოჰყვა ნავთობის ექსპორტიდან შემოსავლების შემცირება. სწო-
რედ ამ ფულით ხდებოდა მოწყობილობების, ხორბლის, მასობრივი მოხ-
მარების საქონლის შეძენა და „საბჭოთა ხალხის კეთილდღეობის“ უზ-
რუნველყოფა. ხალხის ორგანიზებული და აქტიური უკმაყოფილების კი

2
История России ХХ век. Том Ш (1953-2008). Под ред. А.Б.Зубова. М., 2017, стр.281
6
ყველაზე მეტად ეშინოდა კომუნისტურ რეჟიმს, განსაკუთრებით პოლო-
ნეთის ამბების შემდეგ.
ახალ გენერალურ მდივანს მემკვიდრეობით ერგო 70-წლიანი ტო-
ტალიტარული ბატონობის შედეგად დანგრეული და ზნეობრივად დეგ-
რადირებული საზოგადოება. სტალინური ტერორის არარსებობის პირო-
ბებში შეუზღუდავი ხელისუფლება მექრთამეობისა და კლანურობის პი-
რობებში აღმოჩნდა. კომუნისტური ფრაზეოლოგია დიდი ხანია გადაქცე-
ული იყო პირობითობად. საზოგადოების ფართო ფენებში გაბატონებუ-
ლი იყო აპათია, უპასუხისმგებლობა და პასიურობა. ყველა ცდილობდა
საკუთარი თავისთვის მიეხედა და სოციალისტური სახელმწიფოსთვის
მოეპარა ის, რაც „ცუდად იდო“. მათზე უკვე აღარ ჭრიდა კომუნისტური
ლოზუნგები და მათ სიცრუედ მიიჩნევდა.

1.3. გარდაქმნის დასაწყისი: საკადრო ცვლილებები


გორბაჩოვი სასწრაფოდ შეუდგა საკადრო ცვლილებებს. თავისი
პოსტებიდან მოხსნეს ცვლილებების ღია მოწინააღმდეგეები და გორბა-
ჩოვის მტრები: ჰეიდარ ალიევი, ვ. გრიშინი, დ. კუნაევი, გ. რომანოვი,
ვ.შჩერბიცკი. მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ტიხონოვის ნაცვლად
გახდა ნიკოლაი რიჟკოვი.
ანდრეი გრომიკო, რომელმაც წამოაყენა გორბაჩოვის კანდიდატუ-
რა გენერალური მდივნის პოსტზე, თავისით გადადგა საგარეო საქმეთა
მინისტრის პოსტიდან და გადავიდა უფრო „მშვიდ“ პოსტზე - გახდა უმ-
აღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე.
სკკპ ცენტრალური კომიტეტის პროპაგანდის განყოფილების ხელ-
მძღვანელად დაინიშნა ალექსანდრე იაკოვლევი, რომელსაც გორბაჩოვი
კარგად იცნობდა და რომელიც შემდეგ გარდაქმნის მთავარი იდეოლოგი
გახდა.
სკკპ მოსკოვის საქალაქო კომიტეტის მდივნად დაინიშნა ბორის
ელცინი, რომელიც მანამდე სვერდლოვსკის საოლქო კომიტეტს ედგა სა-
თავეში. ელცინმა ერთი წლის განმავლობაში შეცვალა მოსკოვის თითქმის
მთელი პარტიული ხელმძღვანელობა. ელცინი შემდეგ გორბაჩოვის მთა-
ვარი მოწინააღმდეგე გახდა.
თავად გორბაჩოვმა თავისი მმართველობის პირველი წელიწადნა-
ხევრის განმავლობაში შეცვალა პოლიტბიუროს წევრების 70%, საოლქო
კომიტეტების მდივნების 60%, ცენტრალური კომიტეტის წევრების 40%.3

3
История России ХХ век. Том Ш (1953-2008). Под ред. А.Б.Зубова. М., 2017, стр.281
7
1.4. გარდაქმნის მცდელობა ადმინისტრაციული მეთოდებით
გორბაჩოვსა და მის თანამოაზრეებს ესმოდათ, რომ „განვითარე-
ბულმა სოციალიზმმა“ ქვეყანა ჩიხში შეიყვანა, მაგრამ როგორ უნდა და-
ეღწიათ მისთვის თავი ნათელი არ იყო. გორბაჩოვს, ისევე როგორც მის
თანამოაზრეებს მხოლოდ კომუნისტური ადმინისტრირების გამოცდი-
ლება გააჩნდათ, თავად გორბაჩოვს კი სჯეროდა, რომ კომუნისტური ტი-
პის სოციალიზმი უკეთესი იყო ყველა სხვა სახის საზოგადოებაზე. ამიტ-
ომ გამოსავალიც „სოციალიზმის სრულყოფის“ ფარგლებში ესახებოდათ.
ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთი თვის შემდეგ 1985 წ. აპრილში
გორბაჩოვმა ჩაატარა სკკპ ცენტრალური კომიტეტის პლენუმი და ამოცან-
ად დაისახა ტექნიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაჩ-
ქარება. ამ ამოცანის გადაწყვეტა სცადეს ჩვეული გზით, ისე რომ არ გამო-
დიოდნენ სისტემის ფარგლებიდან. უნდა დაჩქარებით განვითარებული-
ყო მანქანათმშენებლობა, ანუ მძიმე მრეწველობა. ამისათვის გამოიყო
უზარმაზარი თანხა - 200 მილიარდი რუბლი და დასავლეთში ყიდუ-
ლობდნენ მოწყობილობებს, ლამის მთელ ქარხნებს, ამასთან არ იცვლე-
ბოდა არც წარმოების ორგანიზაცია და არც სტიმულების სისტემა.
ახალი მშენებლობიდან აქცენტი გადაიტანეს დაუსრულებელი მშე-
ნებლობების დამთავრებაზე. მანქანათმშენებლობაში 1990-იანი წლების
დასაწყისში უნდა მიეღწიათ მსოფლიო დონისათვის. მანამდე არცერთ
პარტიულ დოკუმენტში და არც განცხადებაში არ ყოფილა დასახელებუ-
ლი, რომ „ამერიკისთვის უნდა გაესწროთ“ ხუთი წლის განმავლობაში.
საბჭოთა ეკონომიკას ამის გაკეთება არ შეეძლო და არც გამოუღია არსები-
თი ეფექტი, მიუხედავად უზარმაზარი თანხების დახარჯვისა.

1.5. რეფორმების ტერმინოლოგია: „გარდაქმნა“ , „დაჩქარება“


და „საჯაროობა“
1985 წ. აპრილის პლენუმზე გორბაჩოვმა აღიარა სერიოზული ეკ-
ონომიკური პრობლემების არსებობა, რომელიც ბრეჟნევის მმართველო-
ბის პერიოდში დამკვიდრდა. მალე ბრეჟნევის მმართველობის პერიოდს
გორბაჩოვმა „უძრაობის ხანა“ უწოდა. მაგრამ ამავე დროს ხაზი გაუსვა,
რომ საბჭოური სოციალიზმის საფუძვლები ხალასია და ეჭვის შეტანა არ
შეიძლება. გორბაჩოვის თქმით, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ „სო-
ციალიზმის პოტენციური შესაძლებლობები არასაკმარისად იყო გამოყე-
ნებული“.

8
ამოცანად იქნა დასახული „მეტი სოციალიზმის“ შექმნა, მისი გან-
ვითარების დაჩქარება. „გარდაქმნა“ და „დაჩქარება“ - ეს სიტყვები საკვან-
ძო გახდა გორბაჩოვის მიერ არჩეულ რეფორმატორულ სტრატეგიაში.
1986 წლიდან კიდევ ერთი საკვანძო სიტყვა გახდა „საჯაროობა“,
რაც ნიშნავდა იმ ნაკლოვანებების გამოვლენას, რაც ხელს უშლიდა გარ-
დაქმნასა და დაჩქარებას.

1.6. გორბაჩოვის ადმინისტრაციული მეთოდების პრაქტიკუ-


ლი უშედეგობა
გორბაჩოვის მიერ თავის მმართველობის პირველ ხანებში განხორ-
ციელებული ზომები თავისებური შეხამება იყო ხრუშჩოვის 1960-იან
წლების ვოლუნტარისტული ნაბიჯების და კიდევ უფრო მეტად ანდრო-
პოვის „წესრიგის დამყარებისკენ“ მიმართული ნაბიჯებისა.
ვოლუნტარისტული იყო, მაგალითად, სასკოლო რეფორმა, რომ-
ლის ერთ-ერთ ამოცანად იყო დასახული მოსწავლეთა საყოველთაო კომ-
პიუტერული სწავლება. იგულისხმებოდა, რომ სკოლადამთავრებულები
დასავლეთში არსებულ „ცისფერ საყელოებს“, - მაღალკვალიფიციურ მუ-
შებს გაუტოლდებოდნენ და მტკიცე საკადრო ბაზას შექმნიდნენ სამეცნი-
ერო-ტექნიკური პროგრესისთვის. მაგრამ მხედველობიდან გამორჩათ ის,
რომ საბჭოთა ეკონომიკას არ შეეძლო ამისათვის საჭირო კომპიუტერების
მცირე ნაწილის წარმოებაც კი. ილუზიური აღმოჩნდა კომპიუტერების
დანერგვის მცდელობა მმართველობით პროცესში.
ანდროპოვის სტილში იყო კანონი სახელმწიფო მიღების შესახებ,
რომლის მიხედვითაც სამრეწველო საწარმოებში იქმნებოდა სპეციალური
კომისიები პროდუქციის ხარისხის კონტროლისათვის. რეფორმამ გაზარ-
და ადმინისტრაციული აპარატი, მაგრამ პოზიტიური პრაქტიკული შე-
დეგები არ მოუტანია.
მბრძანებლურ-ადმინისტრაციული ზომებიდან ყველაზე ცნობილი
გახდა ცენტრალური კომიტეტის დადგენილება ლოთობასთან და ალკო-
ჰოლიზმთან ბრძოლის შესახებ.
პრობლემა მართლაც მეტად მწვავე იყო. 1980-იანი წლების დასაწ-
ყისში რუსეთში ალკოჰოლიკი იყო ყოველი მე-3 მამაკაცი და ყოველი მე-8
ქალი. ლოთობა ჩვეულებრივი რამ იყო ახალგაზრდობაში, უფროსკლასე-
ლების ჩათვლით. თავად გორბაჩოვი ალკოჰოლს არ ღებულობდა. მასთან
ბრძოლა კი მხოლოდ პარტიული მეთოდებით შეეძლო - აკრძალვით.
ანტიალკოჰოლური კამპანია ენერგიულად წარიმართა. უკვე 1986 წ.
ბოლოს ალკოჰოლის წარმოება განახევრდა. ლოთობდნენ ძირითადად
9
არყით, მაგრამ გაჩეხეს ვენახები ყირიმში, მოლდოვასა და სამხრეთ კავკა-
სიაში. მაგრამ ამ რეფორმამაც მოულოდნელი შედეგები მოიტანა. ალკო-
ჰოლის მოხმარება არ შემცირებულა, მაგრამ სახელმწიფო პროდუქციის
ნაცვლად იყენებდნენ თვითნაკეთ სასმელს. მაღაზიებში დაიწყო შაქრის
ქრონიკული დეფიციტი - სწორედ შაქრიდან ხდიდნენ ძირითადად არ-
აყს. მძიმე დარტყმა მიადგა სახელმწიფო ხაზინას: ანტიალკოჰოლური
კამპანიის დროს საბიუჯეტო შემოსავლები ალკოჰოლის გაყიდვიდან 37
მილიარდი რუბლით შემცირდა სამი წლის განმავლობაში და პირველად
საბჭოთა სახელმწიფოს ისტორიაში მწვავე საბიუჯეტო დეფიციტი მოჰ-
ყვა.

1.7. სკკპ XXVII ყრილობის არარეალისტური დაპირებები


გორბაჩოვის მმართველობის პირველი ეტაპის „სტრატეგიული
გათვლების“ მწვერვალი იყო 1986 წ. მარტში გამართული სკკპ XXVII ყრი-
ლობა. ყრილობაზე გამოაცხადეს, რომ 2000 წლისათვის გაორკეცდებოდა
საბჭოთა კავშირის ეკონომიკური პოტენციალი, იმავე ვადაში 2,5-ჯერ უნ-
და გაზრდილიყო შრომის ნაყოფიერება და ყოველ საბჭოთა ოჯახს ცალკე
ბინა უნდა ჰქონოდა.
ყრილობაზე გორბაჩოვმა განაცხადა, რომ სტალინმა გაანადგურა
ლენინური გვარდია და დაამახინჯა ლენინის იდეები, ამიტომ საჭიროა
კომუნიზმის სათავეებთან დაბრუნება. მან მოუწოდა „ადამიანური ფაქ-
ტორის გააქტიურებისაკენ“ და კვლავ აეთვისებინათ ნეპ-ის გამოცდილე-
ბა. „ნეპის აღორძინებას“, - სოციალიზმისა და ბაზრის შეთავსებას გორბა-
ჩოვს ურჩევდა აკადემიკოსი აბალკინი, რომელიც მისი მთავარი ეკონომ-
იკური მრჩეველი იყო. ყრილობამ მოიწონა ასევე კანონი შრომითი კო-
ლექტივების შესახებ. დირექტორი უნდა აერჩია საწარმოს საბჭოს, თავად
საწარმოები კი სამეურნეო ანგარიშზე უნდა გადასულიყვნენ.
XXVII ყრილობამ უტოპიზმისთვის გააკრიტიკა ხრუშჩოვის მიერ
მიღებული პარტიის პროგრამა (ამ პროგრამის მიხედვით 1980 წლისათ-
ვის საბჭოთა კავშირში კომუნიზმი უნდა აშენებულიყო), მაგრამ თავად ამ
ყრილობის გადაწყვეტილებებიც იგივე სულისკვეთებისა იყო. ყრილობის
შედეგებს გაზეთმა „პრავდამ“ მიუძღვნა სტატია: „ჩვენი მიზანია კომუ-
ნიზმი!“

1.8. ჩერნობილის კატასტროფა


ცხოვრება რეფორმისტული ჩანაფიქრების საწინააღმდეგოდ ვი-
თარდებოდა და მეტყველებდა იმაზე, რომ ამოწურული იყო კომუნისტუ-
10
რი სახელმწიფო-მობილიზაციური მოდერნიზაციის შესაძლებლობები.
საბჭოთა სოციალიზმის კრიზისი კი არ სუსტდებოდა, არამედ ძლიერდე-
ბოდა. მისი თვალსაჩინო და ტრაგიკული გამოვლონება იყო კატასტროფა
ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე.
1986 წ. 25-26 აპრილის ღამით ჩერნობილის ატომური ელექტრო-
სადგურის მე-4 ბლოკზე (ყველაზე ახალზე, რომელიც 1984 წ. ჩადგა
მწყობრში) მოხდა დიდი ბირთვული ავარია, რომელიც რადიაციის გა-
მოფრქვევით უტოლდებოდა 1945 წ. ხიროსიმასა და ნაგასაკში ჩამოგდე-
ბულ 500 ატომურ ბომბს. ატმოსფეროში გამოიფრქვა დაახლოებით 190
ტონა რადიოაქტიური ნივთიერება და 8 ტონა რადიოაქტიური საწვავი.
ხანძარი სადგურზე თითქმის ორი კვირა გრძელდებოდა. ხანძარს ებრ-
ძოდნენ სამხედროებისა და მთელ კავშირში მობილიზებული „ლიკვიდა-
ტორების“ მეშვეობით. რადიაციული დასხივება მიიღო დაახლოებით 7
მილიონმა ადამიანმა. ათასობით ადამიანმა მიიღო სიცოცხლისთვის სა-
შიში დოზა.
თავიდან სცადეს კატასტროფის დამალვა. კიევში 1 მაისის დემონ-
სტრაცია ჩატარდა რადიოაქტიური წვიმის ქვეშ, ისე რომ ადამიანებმა ამ-
ის შესახებ არ იცოდნენ. პარტიული ჩინოვნიკები თავიანთ ოჯახებს სას-
წრაფოდ აგზავნიდნენ შორს, უსაფრთხო ზონებში, ხალხს და მსოფლიოს
კი უმტკიცებდნენ, რომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.
თუმცა კატასტროფის დამალვა შეუძლებელი იყო. რადიოაქტიურ-
ობის მკვეთრი ზრდის შესახებ პირველად შვედეთმა განაცხადა. ამ ქვეყა-
ნაში კატასტროფის ლიკვიდაციაში 84,5 ათასი ადამიანი ჩართეს. მათი ნა-
ხევარი დასხივების შედეგად XXI საუკუნის დასაწყისისთვის ან გარდაც-
ვლილი იყო, ანდა ინვალიდი გახდა.
3 ივლისს პოლიტბიუროს სხდომაზე გორბაჩოვმა განაცხადა, რომ
საჭირო იყო სრული ინფორმაცია მომხდარის შესახებ. პირველად 70
წლის განმავლობაში მოიხსნა აკრძალვა და აღარ იმალებოდა საბჭოთა
კავშირში მომხდარი კატასტროფები და სტიქიური უბედურებები, ასევე
მექრთამეობა, ქურდობა, ნარკომანია, შიდსი და ა.შ. საბჭოთა პრესის სახე
სწრაფად იცვლებოდა.

11
2. ახალი პოლიტიკური აზროვნება საგარეო
პოლიტიკაში

2.1. ახალი საგარეო პოლიტიკური კურსის დასაბუთება


ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მიხეილ გორბაჩოვი შიდაპოლი-
ტიკური გარდაქმნის ზომების შემუშავებასთან ერთად, შეუდგა ახალი სა-
გარეოპოლიტიკური კურსის დასაბუთებას. საქმე ეხებოდა საბჭოთა
კავშირის საგარეო პოლიტიკის ადრინდელი იდეოლოგიური
საფუძვლების რევიზიას. მისი არსი მდგომარეობდა არაკომუნისტურ
ქვეყნებთან სრულმასშტაბიანი მშვიდობიანი თანაარსებობის დამყარება-
ში, ცივი ომის გაყინვისა და დამთავრების მიღწევაშიც კი. გორბაჩოვს ეს-
მოდა, რომ მასშტაბური შიდაპოლიტიკური გარდაქმნები განუხორციელ-
ებელი იყო უდიდესი სახსრების გამოთავისუფლების გარეშე, რაც სამ-
ხედრო სფეროში იხარჯებოდა. საბჭოთა კავშირში „მეტი სოციალიზმის“
შექმნა შეუძლებელი იყო გამალებული შეიარაღების შეწყვეტის გარეშე.
მით უმეტეს, რომ ნავთობზე ფასების შემცირებამ საბჭოთა კავშირის
სავალუტო შემოსავლები 2/3-ით შეამცირა.
საბჭოთა კავშირმა გორბაჩოვამდე 20 წლის განმავლობაში
სამხედრო მიზნებისთვის დახარჯა 700 მილიარდი რუბლი, ომი
ავღანეთში 60 მილიარდი დაუჯდა, ხოლო სოციალისტური ქვეყნების
მხარდაჭერას წელიწადში 50 მილიარდი რუბლი სჭირდებოდა.
გორბაჩოვის საგარეო-პოლიტიკური ჩანაფიქრის სერიოზულობაზე
მეტყველებდა რადიკალური საკადრო ცვლილებები. საგარეო საქმეთა მი-
ნისტრი ანდრეი გრომიკო, რომლის მეტსახელი დასავლეთში იყო „მის-
ტერ არა“, შეიცვალა პრაგმატულად მოაზროვნე ედუარდ შევარდნაძით.
ახალი საგარეო პოლიტიკური კურსის იდეოლოგიური დასაბუთება კი
დაევალა ალექსანდრე იაკოვლევს.
გორბაჩოვის საგარეო პოლიტიკა უაღრესად თანმიმდევრული იყო
და მას დიდი პოპულარობა მოუტანა მსოფლიოში, განსაკუთრებით და-
სავლეთის ქვეყნებში. ბოლშევიკი ლიდერებიდან გორბაჩოვი პირველი
იყო, რომელმაც არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც უარი თქვა
მსოფლიო სოციალისტური სახელმწიფოს ფუნდამენტურ კომუნისტურ
პრინციპზე, საგარეო პოლიტიკაში აგრესიულ ლენინურ-სტალინურ მემ-
კვიდრეობაზე.
ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გორბაჩოვმა ცალმხრივი მორა-
ტორიუმი გამოაცხადა მიწისქვეშა ბირთვულ აფეთქებაზე (შენარჩუნდა
12
1986 წ. ბოლომდე), ხოლო 1986 წ. 15 იანვარს ინიციატივით გამოვიდა
2000 წლისათვის მთელ მსოფლიოში მოესპოთ ბირთვული შეიარაღება.
1985 წ. ნოემბერში რეიგანთან პირველი შეხვედრის დროს გორბა-
ჩოვმა მზადყოფნა გამოთქვა წასულიყო შეთანხმებებსა და რადიკალურ
დათმობებზე. მას კარგად ესმოდა, რომ გამალებული შეიარაღების გაგრ-
ძელება დაანგრევდა საბჭოთა კავშირის ეკონომიკას.

XXVII პარტიული ყრილობის დოკუმენტებში


გამოჩნდა ტერმინი „ახალი აზროვნება“. ის პირველ
რიგში გამოიყენებოდა საგარეო პოლიტიკასთან და-
კავშირებით და გულისხმობდა სტალინის დროიდან
მომდინარე ცივ ომში დაპირისპირების იდეოლოგი-
ურ მემკვიდრეობას. ხრუშჩოვის „მშვიდობიანი თანა-
არსებობის“ თეზისის გაღრმავებისას გორბაჩოვი აღ-
ნიშნავდა, რომ ბირთვულ ეპოქაში უსაფრთხოება გა-
ნუყოფელია და მთლიანად უარყოფდა სტალინ-ჟდა-
ნოვის თეზისს „ორი ბანაკის“ დაპირისპირების შესა-
ხებ.
ახალი პოლიტიკური აზროვნების იდეები გორბაჩოვამდეც
არსებობდა. კაცობრიობისთვის ბირთვული იარაღის კატასტროფული
შედეგების შესახებ 1950-იანი წლების შუახანებში განაცხადეს ალბერტ
ეინშტეინმა და ბერტრან რასელმა. 1957 წ. საერთაშორისო კონფერენცია
მოიწვიეს რასელ-აინშტაინის მანიფესტის განსახილველად. ამით დაიწყო
მეცნიერთა პაგოუშის მოძრაობა. მისი ძირითადი მიზანი იყო ბირთვული
ომის თავიდან აცილება და გამალებული შეიარაღების შეჩერება.
გორბაჩოვმა ეს იდეები ისესხა, განავითარა და დაასაბუთა, ამასთან
საფუძვლად დაუდო საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკას. ამიტომ
ბევრისთვის „ახალი პოლიტიკური აზროვნების“ ავტორად სწორედ
გორბაჩოვი წცარმოდგებოდა.
ტერმინმა „ახალი აზროვნება“ გააღიზიანა ბევრი კომუნისტური
პარტიის ხელმძღვანელობაში, მაგრამ გორბაჩოვს ღია ოპოზიციაში არავ-
ინ ჩადგომია. ტერმინს მაინც აღიქვამდნენ „მშვიდობიანი თანაარსებო-
ბის“ პროპაგანდისტულ რიტორიკად და არავინ ფიქრობდა, რომ „ახალი
აზროვნების“ დროშით მოხდებოდა კომუნისტური იდეოლოგიის დემონ-
ტაჟი საბჭოთა კავშირში.
1987 წ. 17 სექტემბერს გორბაჩოვმა გაზეთ „პრავდაში“ მოათავსა
თეორიული სტატია, რომელშიც ასაბუთებდა თავის პრაქტიკულ მოქმე-
13
დებას: საგარეო პოლიტიკაში „კლასობრივ ინტერესებზე“ უარის თქმას,
„ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების“ პირველობა, „ახალი
აზროვნებისკენ“ მოწოდება. გორბაჩოვი მოუწოდებდა შეეგნოთ
მსოფლიოს ერთიანობა, ყველა ქვეყნისა და ხალხის ურთიერთკავშირი.
ასეთი სიტყვები არასოდეს წარმოთქმულა კომუნისტი მმართველების
მხრიდან.
1987 წ. გამოვიდა გორბაჩოვის წიგნი „გარდაქმნა და ახალი
აზროვნება ჩვენი ქვეყნისა და მთელი მსოფლიოსათვის“. გორბაჩოვი
ახალ აზროვნებას სთავაზობდა მთელ მსოფლიოს. ამ წიგნის გამოსვლის
შემდეგ დამკვიდრდა ცნება „ახალი პოლიტიკური აზროვნება“.
ახალი პოლიტიკური აზროვნების საფუძველზე მოხდა საბჭოთა
კავშირის საგარეო პოლიტიკის იდეოლოგიური საფუძვლების რევიზია,
მას საფუძვლად უკვე ედებოდა ორი დებულება:
1.ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების პრიორიტეტები
კლასობრივზე. კლასობრივ კონფრონტაციას, რაც მთავარი იყო
მარქსიზმში გაუჩნდა ობიექტური საზღვარი - ყველაფრის მოსპობა.
საგარეო პოლიტიკას საფუძვლად უნდა დასდებოდა „ზოგადსაკაცობრიო
მორალურ-ეთიკური ნორმები“.
2.საგარეო პოლიტიკის დეიდეოლოგიზაცია. თუმცა, როგორც დღეს
აღნიშნავენ საგარეო პოლიტიკის დეიდეოლოგიზაცია შეუძლებელია.
გორბაჩოვი ახალი პოლიტიკური აზროვნებით საგარეო პოლიტიკისთვის
ახალი იდეოლოგიური საფუძველის შექმნას ცდილობდა.
გორბაჩოვი ზოგადსაკაცობრიო ინტერესების კლასობრივზე
პრიორიტეტის დასაბუთებისას გორბაჩოვი ლენინთან აპელირებდა.
თუმცა ლენინი რევოლუციონერი იყო და მისთვის კლასობრივი ბრძოლა
იყო მთავარი, ფიქრობდა არა ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე,
არამედ მსოფლიო რევოლუციაზე. მას უარი არ უთქვამს კლასობრივ
მიდგომაზე, გორბაჩოვმა კი კლასობრივი მიდგომა უბრალოდ უარყო.
„ახალმა აზროვნებამ“ ხელი შეუწყო დასავლეთში ნდობის ზრდას
საბჭოთა კავშირის ახალი ხელმძღვანელობისადმი. საბჭოთა
კავშირისთვის ტრადიციულ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების
აგრესიულ-იდეოლოგიურ განსაზღვრას, რაც ემყარებოდა შეურიგებელი
კლასობრივი ბრძოლის დოგმას, დაუპირისპირდა ზოგადსაკაცობრიო
ღირებულებებისა და ინტერესების პრიმატი. ზოგადსაკაცობრიო
ღირებულებებიდან უმთავრესად იქნა მიჩნეული (რაც სრულიად უცხო
იყო კომუნისტური იდეოლოგიისათვის და მით უმეტეს
პრაქტიკისათვის) თავად ადამიანის სიცოცხლე, თითოეული ადამიანისა
14
და მთლიანად კაცობრიობის ბედნიერება. ამის გულისთვის ქვეყნებმა და
ხალხებმა უნდა დაძლიონ კლასობრივი, ეროვნული და სახელმწიფო
უთანხმოებები, უნდა გაერთიანდნენ ისეთი გლობალური პრობლემების
გადასაწყვეტად, როგორიცაა განიარაღება, გარემოს დაცვა, შიმშილის
დაძლევა, სიღარიბის, ავადმყოფობისა და სხვა უბედურებებთან ბრძოლა.
ამერიკელების შეფასებით, მათ გარდაქმნა არ სჭირდებოდათ.
საბჭოთა კავშირი გარდაქმნით მიდიოდა ლიბერალური
ფასეულობებისაკენ, რაც დასავლეთში ისედაც იყო. საერთაშორისო
არენაზე კი დასავლეთი საბჭოთა კავშირის შეკავებას ცდილობდა და
სწორედ გორბაჩოვს უნდა გაეტარებინა სამშვიდობო პოლიტიკა. დღეს
რუსეთშიო ხაზგასმით აღნიშნავენ: ახალი პოლიტიკური აზროვნება არ
მიიღო დასავლეთმა, გორბაჩოვმა კი 1988-1991 წლებში იდეალისტური
და უტოპიური პრინციპები დაუდო საბჭოთა კავშირის საგარეო
პოლიტიკას საფუძვლად.
ახალი პოლიტიკური აზროვნება პრაქტიკაში საბჭოთა კავშირის
სტრატეგიულ უკანდახევას ნიშნავდა. ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის
ეს იყო „კომუნიზმის უკანდახევა“.
1988 წ. დეკემბერში გორბაჩოვი გამოვიდა გაეროს გენერალურ
ასამბლეაზე და განაცხადა, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის
გამოყენება არ შეიძლება გამართლებული იქნას არანაირი ინტერესებით.
ამ განცხადებით განსაკუთრებული ყურადღებით შეხვდნენ აღმოსავლეთ
ევროპის ქვეყნებში - ზოგს ისევ ეეჭვებოდა, რომ გორბაჩოვი არ
გაყვებოდა მის მიერ დეკლარირებულ პრინციპებს, თუკი ვინმე
მოინდომებდა კომუნისტური ბლოკიდან გასვლას.

ახალი პოლიტიკური აზროვნება ნიშნავდა:


1. მსოფლიოს ურთიერთკავშირის და ერთიანობის აღიარება, რაც
ნიშნავდა, რომ საერთაშორისო პრობლემების ძალისმიერი გადაწყვეტა
შეუძლებელი იყო, კონფლიქტები მშვიდობიანად უნდა გადაწყვეტი-
ლიყო;
2. ზოგადსაკაცობრიო ინტერესების უპირატესობა კლასობრივ და
ეროვნულ ინტერესებზე გლობალური პრობლემების გადაწყვეტის დროს;
3. საერთაშორისო ურთიერთობების დეიდეოლოგიზაცია.
მშვიდობიანი თანაარსებობა აღარ განიხილებოდა კლასობრივი ბრძოლის
სპეციფიურ ფორმად. იდეოლოგიური სხვაობა თანამშრომლობას არ
უნდა აფერხებდეს;

15
4. ყოველ ერს უფლება აქვს თავად გადაწყვიტოს საკუთარი ბედი.
უარი ითქვა პროლეტარულ და სოციალისტურ ინტერნაციონალიზმზე;
5. „საერთო-ევროპული სახლის“ დებულება.

2.2. „ახალი პოლიტიკური აზროვნება“ მოქმედებაში


„ახალი პოლიტიკური აზროვნების“ პრაქტიკულ რეალიზებაში
ცენტრალური ადგილი დაიკავა საბჭოთა კავშირისა და აშშ
ურთიერთობამ. ხელისუფლებაში ყოფნის 6 წლის მანძილზე გორბაჩოვსა
და აშშ პრეზიდენტებს, - ჯერ რეიგანთან, შემდეგ ჯორჯ ბუშ-უფროსთან
შედგა რამდენიმე ოფიციალური მოლაპარაკება და შეხვედრა, რომლის
დროსაც მიღწეული იქნა ადრე წარმოუდგენელი შეთანხმებები.
უკვე 1985 წ. აპრილში გორბაჩოვმა გამოაცხადა ცალმხრივი
მორატორიუმი საშუალო რადიუსის საბჭოთა რაკეტების (СС-20)
ევროპაში განლაგებაზე. ეს გადაწყვეტილება მომზადებული ჰქონდა წინა
ხელისუფლებას, მაგრამ პოლიტიკურ ნებას მოითხოვდა ცხოვრებაში
გასატარებლად. გაუქმდა ახალი საშუალო რადიუსის საბჭოთა რაკეტის
(«Скорость») გამოცდა და შემდგომი დამუშავება.
1985 წ. ნოემბერში გორბაჩოვი რეიგანს შეხვდა ჟენევაში, 1986 წ.
ოქტომბერში - რეიკიავიკში და 1987 წ. დეკემბერში ვაშინგტონში. ისინი
შეთანხმდნენ საშუალო რადიუსის რაკეტების ორმხრივ ლიკვიდაციაზე.
გადაწყდა საშუალო (1000-დან 5500 კმ ) და ნაკლები (500-დან 1000 კმ-
მდე) რადიუსის რაკეტების ლიკვიდაცია ამერიკული „ნულოვანი
რადიუსის“ საფუძველზე. ამერიკელთა ამ გეგმას გორბაჩოვამდელი
საბჭოთა ხელმძღვანელები კატეგორიულად უარყოფდნენ. საბოლოო
ხელშეკრულებას ხელი მოეწერა ვაშინგტონში 1987 წ. 8 დეკემბერს და
ძალაში შევიდა 1988 წ. 1 ივლისს. შედეგად აშშ გაანადგურა 247 „პერშინგ-
2“, საბჭოთა კავშირმა კი „პიონერის“ ტიპის 660 რაკეტა.
1989 წ. იანვარში ბუში გახდა აშშ პრეზიდენტი. თავიდან ის
ფრთხილად უყურებდა გორბაჩოვის რეფორმებს, თუმცა აღმოსავლეთ
ევროპის სწრაფმა დემოკრატიზაციამ დაარწმუნა, რომ გორბაჩოვი ძალის
გამოყენებას არ აპირებდა.
1989 წ. 2-3 დეკემბერს გორბაჩოვი და ბუში მალტაზე შეხვდნენ
ერთმანეთს. გორბაჩოვმა დაადსტურა, რომ გერმანიის დემოკრატიული
რესპუბლიკის ბედს და „ორი გერმანიის“ მომავალი მოწყობის საკითხს
გადაწყვეტდა თავად გერმანელი ხალხი. ბუშმა და გორბაჩოვმა
მოილაპარაკეს, რომ ბალტიის რესპუბლიკებში, სადაც ძლიერდებოდა
მოძრაობა საბჭოთა კავშირისგან გამოსაყოფად, არ დაიღვრებოდა
16
სისხლი. ბუში განსაკუთრებით დაინტერესებული იყო, რომ საბჭოთა
კავშირს „რევოლუციის ექსპორტი“ შეეწყვიტა ლათინურ ამერიკაში,
კერძოდ შეეწყვიტა კასტროს რეჟიმის დახმარება კუბაში. თუმცა ამაზე
მაშინ გორბაჩოვი არ დათანხმდა. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა და
გენერალურმა მდივანმა პრესას განუცხადეს, რომ „ცივი ომი დამარხეს
ხმელთაშუა ზღვის წყალში“.
1991 წ. 31 ივლისს გორბაჩოვმა და აშშ პრეზიდენტმა ბუშმა ხელი
მოაწერეს შეთანხმებას სტრატეგიული შეტევითი იარაღის 50%-იანი
შემცირების შესახებ. ხელშეკრულება ითვალისწინებდა „ადგილებზე“
ორმხრივ კონტროლს სტრატეგიული იარაღის ლიკვიდაციასა და
წარმოებაზე. განადგურდა უმთავრესად მოძველებული რაკეტები,
უახლესი საბჭოთა რაკეტები „ტოპოლი“ შენარჩუნდა. საბჭოთა
ხელმძღვანელობა დათანხმდა ასევე მხედველობაში არ მიეღოთ აშშ-ის
მოკავშირეების - დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ბირთვული
ძალები. გამალებული ბირთვული შეიარაღება, რომელიც თითქმის
ნახევარი საუკუნე მიმდინარეობდა, გორბაჩოვმა მთლიანად შეწყვიტა.

2.3. ავღანეთში ომის დამთავრება


გორბაჩოვს მძიმე მემკვიდრეობად ავღანეთში ომიც ერგო. 1985 წ.
როდესაც გორბაჩოვი ხელისუფლებაში მოვიდა, ავღანეთში
ყოველდღიურად 10 საბჭოთა ჯარისკაცი იღუპებოდა. 1985 წელს საომარი
მოქმედებები სულ უფრო მკაცრ ხასიათს იღებდა. ახლადარჩეული
გენერალური მდივანი კი თავიდან აცხადებდა, რომ „ძმებს გაჭირვებაში
ვერ დატოვებდა“. რიგი მრჩევლები, პირველ რიგში გ. არბატოვი
ცდილობდნენ გორბაჩოვი დაერწმუნებინათ ავღანეთის ომის
უპერსპექტივობაში და მიზანსაც მიაღწიეს. 1985 წ. 10 ოქტომბერს
ავღანეთის ხელმძღვანელი ბაბრაკ კარმალი საიდუმლოდ გამოიძახეს
მოსკოვში და გორბაჩოვმა ის გააფრთხილა, რომ 1986 წ. ზაფხულიდან
საბჭოთა ჯარები დატოვებდნენ ავღანეთს. გორბაჩოვმა კარმალს ასევე
ურჩია, რომ უარი ეთქვა სოციალიზმის მშენებლობაზე, დაყრდნობოდა
ისლამს და ტრადიციულ ზნეობრივ ღირებულებებს, გაეფართოვებინა
რეჟიმის სოციალური ბაზა და საერთო ენა გამოენახა მის წინააღმდეგ
მებრძოლ რაზმების ხელმძღვანელებთანაც. 1986 წ. მაისში კამრალი
ნაჯიბულათი შეცვალეს. ის უფრო ქმედუნარიანი ხელმძღვანელი იყო,
მაგრამ ყველასთვის ცხადი იყო, რომ ავღანეთში არსებული პროსაბჭოთა
რეჟიმი საბჭოთა სამხედრო კონტინგენტის გარეშე ვერ გადარჩებოდა.

17
1988 წ. 14 აპრილს ჟენევაში ავღანეთის, პაკისტანის, აშშ-ის და
საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს
ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გაყვანას. 1988 წ. მაისიდან დაწყებული
საბჭოთა ჯარი სამ ეტაპად, 9 თვის განმავლობაში უნდა გასულიყო.
ავღანეთის არმიას გადაეცა საბჭოთა სამხედრო კონტინგენტის მთელი
ინფრასტრუქტურა.
1989 წ. იანვრისათვის ნაჯიბულას მთავრობა ავღანეთის
ტერიტორიის მხოლოდ 18%-ს აკონტროლებდა. მის არმიაში 150 ათასი
ჯარისკაცი და ოფიცერი იყო. მის ოპოზიციას კი 176 ათასი მებრძოლი,
აქედან 85 ათასი მუდმივად იბრძოდა. 1989 წ. 15 თებერვალს ავღანეთის
ტერიტორია მთლიანად დატოვეს საბჭოთა ჯარებმა. უკანასკნელმა
ავღანეთის ტერიტორია დატოვა მე-40 არმიის სარდალმა ბორის
გრომოვმა.
ავღანეთში ომი ეკონომიკური თვალსაზრისით საბჭოთა
კავშირისთვის კატასტროფული შედეგების მომტანი იყო. სამხედრო
თვალსაზრისით კი ავღანეთში საბჭოთა კავშირს გამარჯვება არ შეეძლო,
მაგრამ ვერც ავღანელი მუჯახედები დაამარცხებდნენ ზესახელმწიფოს.
საბჭოთა არმიამ მოკლულთა სახით დაკარგა 14.597 ადამიანი, დაიჭრა
53.700. სულ ავღანეთში საომარ მოქმედებებში სხვადასხვა დროს
მონაწილეობა მიიღო 620 ათასმა ადამიანმა.
საბჭოთა ჯარების გასვლის შემდეგ ნაჯიბულას რეჟიმმა კიდევ სამ
წელს იარსება, რადგანაც იარაღს ღებულობდა საბჭოთა კავშირისგან და
დაემხო 1992 წ. აპრილში, საბჭოთა კავშირის დაშლიდან 4 თვის შემდეგ,
რადგანაც ვეღარ ღებულობდა დახმარებას. 1996 წ. სექტემბერში
თალიბანმა ნაჯიბულა ჩამოახრჩო, თუმცა შიდა ომი ავღანეთში არ
დამთავრებულა.

„ბრეჟნევის დოქტრინა“ „ახალი პოლიტიკური აზროვნება“


ბიპოლარულ მსოფლიოში ორი უარის თქმა მსოფლიოს ორ
სისტემის მშვიდობიანი თანაარსე- ბანაკად გაყოფის დებულებაზე;
ბობის შესაძლებლობა მსოფლიოს მთლიანობის და
განუყოფლობის აღიარება.
სამხედრო პარიტეტის მიღწევა. განიარაღება, პოლიტიკური
ბირთვული იარაღის საპასუხოდ მიზნების მიღწევა შეუძლებელია
გამოყენების შესაძლებლობა ბირთვული იარაღის გამოყენებით.
ძალის გამოყენების შესაძლებლობა უარის თქმა კონფლიქტების ძალა-
კონფლიქტების გადაწყვეტის დობრივი მეთოდებით გადაწყვე-
18
დროს ტაზე
იმ ქვეყნების მხარდაჭერა (ფინან- პროლეტარული ინტერნაციონა-
სური და სამხედრო), რომლებიც ლიზმის პრინციპის უარყოფა
სოციალისტური განვითარების
გზას დაადგნენ

3. შიდაპოლიტიკური დემოკრატიზაციის და
ეკონომიკური ლიბერალიზაციის დასაწყისი

3.1. რეფორმების ახალი სტრატეგია - სოციალიზმის


დემოკრატიული მოდელის შექმნის ლოზუნგი
გორბაჩოვის 1985-1986 წლების რეფორმები წარუმატებელი
აღმოჩნდა. არსებული კომუნისტური საზოგადოებრივ-ეკონომიკური
სისტემა უარყოფდა როგორც მუშათა თვითმმართველობას, ისე საბაზრო
ეკონომიკის ელემენტებს. რეფორმები წააწყდა კომუნისტური
ხელმძღვანელობის ძლიერ წინაღმდეგობას. ისინი გრძნობდნენ, რომ
რეფორმებს არსებული წყობილების ნგრევა მოჰყვებოდა. გორბაჩოვი,
რომელიც მიჰყვებოდა პოლიტიკური პროცესის გააზრების
კომუნისტებისთვის ჩვეულ ფორმებს, სჯეროდა სოციალიზმის
პროგრესულობა, მთავარ მოწინააღმდეგედ მიიჩნევდა პოლიტბიუროს
წევრის ეგორ ლიგაჩოვის გარშემო შემოკრებილ ძალებს. მათთან
შედარებით გორბაჩოვი და მისი მომხრეები უმცირესობაში იყვნენ.
ცენტრალურ კომიტეტში „კონსერვატიული უმრავლესობის“
დასაძლევად გორბაჩოვმა გადაწყვიტა საზოგადოებისთვის მიემართა.
გორბაჩოვმა გადაწყვიტა დაეწყო პოლიტიკური დემოკრატიზაცია. 1987
წლიდან დაიწყო გარდაქმნის მეორე ეტაპი.
1987 წლის იანვარში სკკპ ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე
გორბაჩოვმა წარადგინა რეფორმების ახალი სტრატეგია და კონცეფცია.
თუკი ადრე ივარაუდებოდა, რომ 70 წლის განმავლობაში
ჩამოყალიბებული სოციალიზმი თავისი არსით ჯანსაღი იყო და საჭირო
იყი მისი განვითარების „დაჩქარება“. ახლა სოციალიზმის არსებულ
მოდელს „მბრძანებლურ-ადმინისტრაციულს“ უწოდებდნენ და
აკრიტიკებდნენ. მას აღმოაჩნდა სერიოზული მანკიერი მხარეები,
რომელთა დასაძლევადაც საჭიროდ მიიჩნიეს სოციალიზმის
19
დემოკრატიული მოდელის შექმნა. ახალი პრინციპი გამოცხადდა
ლოზუნგით „მეტი დემოკრატია!“. გორბაჩოვის ჩანაფიქრით,
სოციალიზმისა და დემოკრატიის შეერთება კონსერვატორების
დამარცხების საფუძველი გახდებოდა.

3.2. XIX პარტიული კონფერენცია და სამართლებრივი


სახელმწიფოს შექმნის მცდელობა
1988 წ. ივნისში ჩატარდა სკკპ XIX პარტიული კონფერენცია,
რომელმაც პარტიის პროგრამიდან ამოიღო კომუნიზმის აშენების მიზანი
(1961 წ. ხრუშჩოვმა რომ მიიღო) და ის შეცვალა ლოზუნგებით
საჯაროობის, დემოკრატიის და სახალხო მეურნეობის ტექნიკური
გადაიარაღების შესახებ.
კონფერენციაზე პირველად იქნა გაცხადებული სამართლებრივი
სახელმწიფოს შექმნის კურსი, თუმცა ის უნდა ყოფილიყო
„სოციალისტური“. ეს იყო ლენინიზმისგან მესამე ძირეული გადახვევა
(პირველი იყო „კლასობრივ“ საგარეო პოლიტიკაზე უარის თქმა,მეორე -
პოლიტიკურ საქმიანობაში ხალხის უშუალოდ ჩართვა). სახელმწიფო
ახლა ემყარებოდა არა მმართველი ფენის პოლიტიკურ ნებას, არამედ
კანონს და სამართალს. ეს სავსებით ლოგიკური იყო. სამართლებრივი
სახელმწიფოს გარეშე დემოკრატია შეუძლებელია. სამართალი
ამიერიდან უნდა განესაზღვრა თავისუფლად არჩეულ პარლამენტს და
არა ხელისუფლების უზურპატორ ბოლშევიკურ პარტიას.
გორბაჩოვის მიერ დემოკრატიზაციის მიმართულებით
გადადგმული პირველი რეფორმა „ალტერნატიული არჩევნები“ იყო.
თავისთავად ეს სიტყვაშეთანხმება უაზრობა იყო, - არჩევნები
თავისთავად გულისხმობს ალტერნატიულობას, მაგრამ საბჭოთა
კავშირში ბატონობდა არჩევნები ალტერნატივის გარეშე. კომუნისტური
იდეოლოგია კი ამას დემოკრატიის მწვერვალად სახავდა.
ალტერნატიული არჩევნების შემოღებისას გორბაჩოვი ვერ
წარმოიდგენდა, რომ შედეგად პოლიტიკურ რევოლუციას მიიღებდა,
რომელიც დაანგრევდა არა მხოლოდ ადმინისტრაციულ-
ბიუროკრატიულ სისტემას, არამედ მთლიანად კომუნისტურ რეჟიმს,
კომუნისტურ პარტიას და საბჭოთა კავშირს.
XIX პარტიულ კონფერენციაზე გადაწყდა, რომ ალტერნატიული
არჩევნები საფუძვლად დაედებოდა ყველა დონის საბჭოების არჩევას.
თავად საბჭოები უნდა გარდაქმნილიყო პარლამენტარიზმის კანონების
შესაბამისად და მათ სახელმწიფო ფუნქციები უნდა გადასცემოდათ.
20
პირველად 1917-1918 წლების შემდეგ სახელმწიფო ხელისუფლება
ბოლშევიკურის ნაცვლად „საბჭოთა“ ხდებოდა.
ახალი მიდგომის შესაბამისად დაინიშნა საბჭოთა კავშირის
სახალხო დეპუტატთა პირველი ყრილობის არჩევნები. ის გამოცხადდა
საბჭოთა კავშირის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოდ, რომელსაც
ალტერნატიული არჩევნებით 5 წელიწადში ერთხელ ირჩევდნენ.
პარტიულმა კონფერენციამ მხარი დაუჭირა ხელისუფლების
დანაწილებას, სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე რესპუბლიკათა
უფლებების გაფართოებას საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში.
კომუნისტური პარტიული კონფერენციის მიერ გაუქმდა ყველა
არასამართლებრივი მეთოდი, რომელთა მეშვეობითაც კომუნისტური
ზედაფენა მართავდა ქვეყანას.

3.3. პოლიტპატიმართა განთავისუფლება


დემოკრატიზაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო
პოლიტპატიმრების განთავისუფლება. 1980-იანი წლების
შუახანებისთვის დაახლოებით 2 ათასი პოლიტპატიმარი იყო. ისინი
გასამართლებული იყვნენ „ანტისაბჭოთა აგიტაციისა და
პროპაგანდისათვის“. პოლიტპატიმართა 90% მამაკაცი იყო, უპირატესად
ახალგაზრდები და განათლებულები. ეროვნების მიხედვით
პოლიტპატიმრებში ცოტა იყვნენ შუა აზიელები, არაპროპორციულად
ბევრი ბალტიის რესპუბლიკებიდან და ებრაელები.
1986 წ. 16 დეკემბერს გორბაჩოვნა ნიჟნი ნოვგოროდში დაურეკა
ანდრეი სახაროვს და უთხრა, რომ შეუძლია მოსკოვში დაბრუნება.
სახაროვმა მას შეახსენა სხვა „სინდისის პატიმრების“ შესახებ.
გორბაჩოვმა უპასუხა, რომ ბევრი გაანთავისუფლეს, დარჩენილებს კი
პირობები გაუუმჯობესეს. 1987 წ. თებერვლიდან დაიწყეს მათი მცირე
ჯგუფებად განთავისუფლება, თუმცა ზოგიერთი 1990 წლამდეც იყო
საპატიმროში.
1986 წ. შემოდგომისთვის 477 იყო დაპატიმრებული მუხლი 70-ით
(„ანტისაბჭოთა პროპაგანდა“) და მუხლი „190 პრიმ“-ით
(„ცილისმწამებლური განცხადებები“) და კიდევ დაახლოებით 500
დაპატიმრებული იყო სხვადასხვა მუხლით (მათ შორის რელიგიური
აქტივისტები).
1989 წელს სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოიღეს 70-ე და 190-
ე „პრიმ“ მუხლები.

21
3.4. სოციალიზმის საბაზრო ეკონომიკასთან შეერთების
მცდელობა
გორბაჩოვის და მისი მომხრეების აზრით, მხოლოდ
ეკონომიკურად თავისუფალი სუბიექტი შეიძლება ყოფილიყო
პოლიტიკურად დამოუკიდებელი, ამიტომ 1987-1988 წლებში
ცდილობდნენ სოციალიზმი შეერთებინათ არა მარტო დემოკრატიასთან,
არამედ ბაზართან. საბაზრო რეფორმები ეკონომიკის ლიბერალიზაციას
ნიშნავდა და საკმაოდ მრავალფეროვანი იყო, მაგრამ მათ ვერ შეძლეს
შვიდი ათწლეულის მანძილზე შექმნილი მბრძანებლურ-
ადმინისტრაციული ეკონომიკის საფუძვლების შერყევა. ამ ეკონომიკას
იძულებითი ნაციონალიზაცია და კოლექტივიზაცია ედო საფუძვლად. ამ
ხნის განმავლობაში თავად ადამიანების გადაეჩვივნენ დამოუკიდებელ
და საკუთარი პასუხისმგებლობით მუშაობით. ეს ადამიანები შეეჩვივნენ,
რომ ყველაფერი სახელმწიფოსი და კოლმეურნეობის იყო, ანუ არავისი
არ იყო. ამიტომ კანონები ინდივიდუალური შრომითი საქმიანობის,
იჯარის, კოოპერაციის შესახებ დიდ შედეგებს არ იძლეოდა და
ეკონომიკაში კრიზისულ მოვლენებზე გავლენას არ ახდენდა.
საბაზრო რეფორმებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო კანონი
სახელმწიფო საწარმოს (გაერთიანების) შესახებ, რომელიც 1988 წ. 1
იანვრიდან შევიდა ძალაში. სახელმწიფო საწარმოებს მეტი თავისუფლება
ეძლეოდათ. ზეგეგმითი პროდუქცია მათ თავად შეიძლება გაეყიდათ და
ფასიც თავად განესაზღვრათ, საწარმოებს შეეძლოთ განესაზღვრათ
მომუშავეთა რაოდენობა და მათი ხელფასი, ხოლო კოლექტივს შეეძლო
ადმინისტრაციის არჩევა. ვარაუდობდნენ, რომ 1988 წელს ამ კანონის
მიხედვით იმუშავებდა საწარმოების 50%, 1989 წ. კი ყველა საწარმო,
მაგრამ მალევე გაირკვა, რომ კანონი ვერ მუშაობდა, უბრალოდ, ქვეყანაში
არ იყო პირობები კანონში ჩადებული უფლებების რეალიზებისათვის,
თავად ვერ იშოვიდნენ ნედლეულს და არ იყო ნამეტად წარმოებული
პროდუქციის რეალიზების შესაძლებლობა. საწარმოები კვლავ
ცდილობდნენ რაც შეიძლება მეტი სახელმწიფო შეკვეთა მიეღოთ,
რადგანაც ამ შემთხვევაში საწარმო სახელმწიფოსგან ღებულობდა
ნედლეულს და ასევე ცდილობდნენ გამოეშვათ ძვირადღირებული
საქონელი. იაფი საქონელი დახლებიდან გაქრა, მოგებას საწარმოები
მხოლოდ ხელფასის გასაზრდელად იყენებდნენ.
მრავლად შეიქმნა კოოპერატივები, რომლებიც სახელმწიფო
საწარმოში ფართს იჯარით იღებდნენ. კოოპერატივებში დიდი წილი
დირექტორებს ქონდათ. მათი საქმიანობის საფუძველი კი იაფი
22
სახელმწიფო ნედლეულის გამოყენება და წარმოებული პროდუქციის
ძვირად გაყიდვა იყო.
ვერ მუშაობდა კანონის მუხლი საწარმოს გაკოტრების შესახებ და
თანამშრომელთა ნაწილის განთავისუფლების შესახებ. უმუშევართა
ფენის წარმოქმნას ხელს უშლიდნენ პროფკავშირები და არც
საზოგადოება უჭერდა მხარს.
ეკონომიკური რეფორმის წარუმატებლობა აღრმავებდა ქრონიკულ
სასურსათო კრიზისს და სასაქონლო შიმშილს. გორბაჩოვი ცდილობდა
კრიზისის ჩაქრობას და ლიდერობის შენარჩუნებას თავისი მთავარი
სიახლით - დემოკრატიზაციით, მაგრამ დემოკრატიზაცია სწრაფად
იკრეფდა ძალას და მისი გაკონტროლება გორბაჩოვს აღარ შეეძლო.~

3.5. „საჯაროობა“ და მისი შედეგები


„საჯაროობა“ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სწრაფად
გამოვიდა „კრიტიკისა და თვითკრიტიკის“ თავდაპირველი
საზღვრებიდან. 1987 წ. იანვარში გორბაჩოვმა განაცხადა: „საბჭოთა
საზოგადოებაში არ უნდა იყოს კრიტიკისთვის დახურული ზონები“.
პრესაში, რადიოსა და ტელევიზიაში დაიწყო მწვავე დისკუსიები
სხვადასხვა საკითხებზე. ოქტომბრის რევოლუციის 70-ე წლისთავის
მოახლოება კი საბაბი გახდა წარსულის „თეთრი ლაქების“ წაშლის,
რეპრესიებისა და ტერორის გახსენებისთვის. 1990 წ. 12 ივნისს გაუქმდა
პარტიული ცენზურა და სახელმწიფო მონოპოლია მასობრივი
ინფორმაციის საშუალებებზე.
გამოცოცხლდა ლიტერატურა და ხელოვნება. უაღრესად
პოპულარული გახდა მიხეილ შატროვის პიესა „ბრესტის ზავი“, ანატოლი
რიბაკოვის რომანი „არბატის შვილები“ და განსაკუთრებით თენგიზ
აბულაძის ფილმი „მონანიება“. მასშტაბური ხდება სტალინის პერიოდის
საშინელებათა მხილება. შედეგად ბევრი მივიდა დასკვნამდე, რომ
საჭიროა არა კომუნისტური რეჟიმის „გადაკეთება“, არამედ მისი სრული
ლიკვიდაცია.
საჯაროობას მოჰყვა სხვადასხვა გაერთიანებების შექმნა. ყველაზე
ცნობილი გახდა „სახალხო ფრონტები“, რომლებიც პირველად ბალტიის
რესპუბლიკებში შეიქმნა და შემდეგ სხვა რესპუბლიკებშიც გავრცელდა.
საჯაროობას და დემოკრატიზაციას პარტიული ბიუროკრატიის
კონტრშეტევა მოჰყვა. მისი მწვერვალი 1988 წლის მარტ-აპრილში იყო.
მარტში გაზეთმა „სოვეტსკაია როსია“ გამოაქვეყნა ლენინგრადის ერთ-
ერთი ინსტიტუტის მასწავლებლის ნინა ანდრეევას წერილი „არ
23
შემიძლია პრინციპებს ვუღალატო“. ნინა ანდრეევა გმობდა გარდაქმნას
კლასობრივი მიდგომის პრინციპზე უარის თქმის გამო, ასევე
აკრიტიკებდა „სოციალიზმის გაუმჯობესების“ პოლიტიკას და ეს
მიაჩნდა უცხო იდეოლოგიის დანერგვის მცდელობად. ანდრეევა ასევე
იცავდა სტალინს და მის პოლიტიკას.
ანდრეევას სტატია დაიბეჭდა მაშინ, როდესაც გორბაჩოვი
საზღვარგარეთ იმყოფებოდა. „სოვეტსკაია როსია“ სკკპ ცენტრალური
კომიტეტის მთავარი ორგანო იყო. სტატია მთელ საბჭოთა კავშირში
გადაბეჭდა ათობით პარტიულმა გაზეთმა. გავრცელდა ვერსია, რომ
ზედა პარტიულ ეშელონში ლიგაჩოვის ხელმძღვანელობით მომზადდა
შეთქმულება გორბაჩოვის წინააღმდეგ. გარდაქმნის მომხრეები შოკში
იყვნენ, ვერავინ გაბედა ანდრეევას სტატიის წინააღმდეგ ღიად
გალაშქრება.
მხოლოდ 5 აპრილს ყველაზე მთავარმა პარტიულმა გაზეთმა
„პრავდამ“ უპასუხა ნინა ანდრეევას სტატიით: „გარდაქმნის პრინციპები:
აზროვნებისა და მოქმედების რევოლუციურობა“. სტატია
ხელმოუწერელი იყო, მაშასადამე გამოხატავდა სკკპ ცენტრალური
კომიტეტის ოფიციალურ თვალსაზრისს. სტატიის სტილის და პათოსის
მიხედვით ყველასთვის ცხადი იყო, რომ მისი ავტორი იყო გარდაქმნის
იდეოლოგი ალექსანდრე იაკოვლევი. ამის შემდეგ წელიწადნახევრის
განმავლობაში კომპარტიის ორთოდოქსი წრეები ვერ ბედავდნენ
გარდაქმნის წინააღმდეგ ღიად გამოსვლას.

3.6. ბორის ელცინის პოპულარობის ზრდა


სკკპ ცენტრალური კომიტეტის 1987 წ. ოქტომბრის პლენუმზე
პარტიის ხელმძღვანელობაში დაიწყო რადიკალური ფრაქციის
ჩამოყალიბება - სკკპ მოსკოვის პარტიული ორგანიზაციის პირველი
მდივანი ბორის ელცინი გამოვიდა ქვეყანაში რეფორმების
არათანმიმდევრული და ნელი გატარების კრიტიკით. ელცინი
გორბაჩოვის დაწინაურებული იყო - 1985 წ. 23 დეკემბერს დანიშნა
მოსკოვის პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელად გრიშინის
ნაცვლად.

24
ელცინი ნიჭიერი პოპულისტი
აღმოჩნდა. 1987 წლისთვის მან
დაინახა, რომ პარტიული
ნომენკლატურა ხელისუფლებას
კარგავდა და ხელისუფლება მას
დარჩებოდა, ვინც რევოლუციური
ხალხის სიმპათიას მოიპოვებდა.
ხალხს კი პირველ რიგში უნდოდა
კომუნისტური ტყუილებისა და
ქვეყნის სიმდიდრის უსამართლო
განაწილებისთვის ბოლოს მოღება.
ხალხს უაღრესად აღიზიანებდა
ნომენკლატურის ღია და ფარული
პრივილეგიები.

ელცინმა იცოდა რაზეც მიდიოდა. როდესაც ის ცენტრალური


კომიტეტის წევრებმა და თავად გორბაჩოვმა გააკრიტიკეს, ელცინმა
დატოვა პოსტი. 1988 წლის ივნისში პარტიულ კონფერენციაზე კი მან
ღიად გაილაშქრა ნომენკლატურის პრივილეგიების წინააღმდეგ. ელცინს
შეეძლო ხალხთან უბრალო და გასაგები ენით ლაპარაკი და მან სწრაფად
მოიპოვა დიდი პოპულარობა. 1990 წ. მოსკოვში ხალხი გამოდიოდა
პლაკატებით „ელცინი და ხალხი ერთიანია!“
ელცინმა შეძლო კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ მზარდი
სახალხო უკმაყოფილების ტალღას სათავეში მოქცეოდა და ლიდერობა
შეენარჩუნებინა მაშინ, როდესაც ამავე ტალღამ წალეკა მისი მთავარი
მეტოქე და გარდაქმნის არქიტექტორი მიხეილ გორბაჩოვი.

4. საბჭოთა კავშირის კრიზისი და დაშლა

4.1. მრავალპარტიულობის დაშვება


1989 წლის მეორე ნახევრიდან დემოკრატიული ოპოზიციის
მთავარი მოთხოვნა ხდება საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის მე-6
მუხლის გაუქმება, რომელიც კომუნისტური პარტიის ტოტალურ
მმართველობას ამკვიდრებდა. ამ მოთხოვნით გამოდიოდა

25
კომუნისტების ნაწილიც ბორის ელცინის ხელმძღვანელობით.
გორბაჩოვი თავიდან წინააღმდეგი იყო, მაგრამ შემდეგ იძულებული
გახდა დათანხმბულიყო, თან იმედოვნებდა, რომ სანაცვლოდ
დემოკრატები მხარს დაუჭერდნენ მის არჩევას საბჭოთა კავშირის
პრეზიდენტად.
1990 წ. მარტში საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატების მე-3
ყრილობამ დიდი დებატების შემდეგ მხარი დაუჭირა საბჭოთა კავშირის
კონსტიტუციიდან მე-6 მუხლის ამოღებას. შესაბამის კანონს ხელი
მოეწერა 1990 წ. 14 მარტს. ამ მუხლის გაუქმებამ ფაქტობრივად წელში
გატეხა კომუნისტური დიქტატურა.
საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის პოსტი კონსტიტუციაში
გორბაჩოვის ინიციატივით შეიტანეს, მაგრამ გორბაჩოვს ეშინოდა
საყოველთაო სახალხო კენჭისყრისა, ამიტომ სსრკ პრეზიდენტი
საბჭოების საკავშირო ყრილობაზე უნდა აერჩიათ. დემოკრატების
ნაწილი ელცინით სათავეში, ასევე კონსერვატორები გორბაჩოვის
პრეზიდენტად არჩევის წინააღმდეგი იყვნენ. გორბაჩოვი მაინც აირჩიეს,
მაგრამ მან დეპუტატების ხმების 60%-ზე ნაკლები მიიღო.
პრეზიდენტად არჩევით გორბაჩოვმა კონსტიტუციურად თავისი
ხელისუფლება გაიფართოვა, მაგრამ მისი პოპულარობა კვლავ ეცემოდა
ქვეყნის ეკონომიკაში კრიზისული პროცესების გამო.
1988-1990 წლებში რუსეთში და სხვა რესპუბლიკებშიც წარმოიშვა
მრავალი პოლიტიკური პარტია.

4.2. „სუვერენიტეტების აღლუმი“. ბრძოლა გორბაჩოვსა და


ელცინს შორის
დემოკრატიზაციისა და საჯაროობის პირობებში რიგი მოკავშირე
რესპუბლიკები - ბალტიის რესპუბლიკები, საქართველო და მოლდოვა
ითხოვდნენ დამოუკიდებლობის აღდგენას. საბჭოთა კავშირის ყველა
კონსტიტუციაში ეწერა მოკავშირე რესპუბლიკების უფლება კავშირიდან
გასვლის თაობაზე. სანამ კომპარტიის მონოპოლია არსებობდა, ეს
უფლება ფიქცია იყო, მაგრამ დემოკრატიზაციის და
მრავალპარტიულობის დაშვების პირობებში მოკავშირე რესპუბლიკების
საბჭოთა კავშირიდან გასვლა რეალური გახდა.
გორბაჩოვს არ უნდოდა საბჭოთა კავშირის დაშლა. ის აშინებდა
რესპუბლიკებს ეკონომიკური დეზინტეგრაციის შემთხვევაში მწვავე
ეკონომიკური პრობლემების წარმოშობით, ეთნოკონფლიქტების
გაჩაღებით. მიიღეს სპეციალური კანონი მოკავშირე რესპუბლიკების
26
„საბჭოთა კავშირიდან გასვლის“ თაობაზე. ეს კანონი ისეთ ბარიერებს
ქმნიდა, რომ მას „არგასვლის“ კანონი უწოდეს. რომელიმე რესპუბლიკის
საბჭოთა კავშირიდან გასასვლელად რეფერენდუმი უნდა
ჩატარებულიყო მთელ საბჭოთა კავშირში, დაეთვალათ ვალი ხომ არ
ქონდა რესპუბლიკას საბჭოთა კავშირისა, გადაეწყვიტათ შესაძლო
ტერიტორიული საკითხები და ა. შ.
კრემლმა იმ რესპუბლიკებს, რომლებიც დამოუკიდებლობას
ესწრაფვოდნენ, იმ რესპუბლიკებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები
დაუპირისპირა და სისხლიანი კონფლიქტებიც გააჩაღა (აფხაზები და
ოსები საქართველოში, დნესტრისპირეთი და გაგაუზები მოლდოვაში,
ინტერფრონტები ბალტიის რესპუბლიკებში, სომხეთ-აზერბაიჯანის
კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის გამო).
საბჭოთა კავშირს მთავარი დარტყმა რუსეთის ფედერაციის
უმაღლესმა საბჭომ მიაყენა, მას შემდეგ, რაც ბორის ელცინი მის
თავმჯდომარედ აირჩიეს. 1990 წ. 12 ივნისს მიიღეს დეკლარაცია
რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ. ამას მოჰყვა
სხვა რესპუბლიკების „სუვერენიტეტის აღლუმი“ – 20 ივნისს
სუვერენიტეტი გამოაცხადა უზბეკეთმა, 23 ივნისს - მოლდოვამ, 16
ივლისს - უკრაინამ, 27 ივლისს - ბელორუსმა. თუმცა, სუვერენიტეტის
გამოცხადება ჯერ კიდევ არ ნიშნავდა საბჭოთა კავშირიდან გასვლას.
თუმცა დაიწყო „კანონების ომი“, როდესაც „საკავშირო კანონმდებლობას“
უპირისპირდებოდა რესპუბლიკური კანონები.

4.3. „განახლებული საბჭოთა კავშირის“ შექმნის მცდელობა


1990 წლის ბოლოდან გორბაჩოვი რეფორმატორობად
ფაქტობრივად შეეშვა და საბჭოთა წყობილების და საბჭოთა კავშირის
მთლიანობის შენარჩუნებაზე დაიწყო ზრუნვა. გორბაჩოვი თავის
გარშემო ძველი წყობილების შენარჩუნების მომხრეებს იკრეფდა. 1990 წ.
ნოემბერში მან ფინანსთა მინისტრად რეფორმების მოწინააღმდეგე
ვლადიმირ პავლოვი დანიშნა. საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ
შევარდნაძე კი დემონსტრაციულად გადადგა, თან განაცხადა, რომ
მოდიოდა „დიქტატურისა“ და „ფაშიზმის საფრთხე“.
1990 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატების
მე-4 ყრილობამ მიიღო გადაწყვეტილება ფედერალური სახელმწიფოს და
მისი სახელწოდების - „საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების
კავშირის“ შენარჩუნების თაობაზე.

27
1991 წლის იანვარში ჯარი გაიგზავნა ბალტიის რესპუბლიკებში,
რათა ხელისუფლებიდან ჩამოეცილებინათ სახალხო ფრონტების
მთავრობები. 1991 წ 13 იანვრის ღამეს კი ვილნიუსში საბჭოთა არმიის
ნაწილის მონაწილეობით სცადეს რესპუბლიკის მთავრობის დამხობა. ეს
წარუმეტებელი აღმოჩნდა, გორბაჩოვი კი სასწრაფოდ გაემიჯნა
ძალისმიერ აქციას. თუმცა ლიტვას ეკონომიკური ბლოკადა გამოუცხადა
და ნავთობპროდუქტების მიწოდებას შეუწყვიტა.
1991 წლის თებერვალში ლიტვამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
მეორე ქვეყანა, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა, საქართველო იყო.

1991 წლის 17 მარტს


გორბაჩოვმა ჩაატარა რეფე-
რენდუმი „განახლებული“
საბჭოთა კავშირის შენარჩუ-
ნების თაობაზე.
ბალტიის რესპუბლიკებმა,
საქართველომ, სომხეთმა და
მოლდოვამ უარი თქვეს მასში
მონაწილეობაზე.
დანარჩენ რესპუბლიკებში
რეფერენდუმი ჩატარდა და
უმრავლესობამ მხარი დაუ-
ჭირა საბჭოთა კავშირის
შენარჩუნებას.

რუსეთის ფედერაციაში რეფერენდუმს საბჭოთა კავშირის


შენარჩუნების თაობაზე დაემატა კითხვა რესპუბლიკის პრეზიდენტის
პოსტის შემოღების შესახებ. 1991 წ. მარტის ბოლოს რსფსრ დეპუტატთა
რიგგარეშე ყრილობამ ელცინი პრეზიდენტად აირჩია.
საქართველოში 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი
დამოუკიდებლობის თაობაზე და 1991 წლის 9 აპრილს
დამოუკიდებლობა გამოაცხადა. დამოუკიდებლობა გამოაცხადა
ესტონეთმაც. გორბაჩოვმა რესპუბლიკებში ჩატარებული
დამოუკიდებლობის რეფერენდუმები „უკანონოდ“ გამოაცხადა.
1991 წლის აპრილში გორბაჩოვმა „საკავშირო“ რეფერენდუმზე
დაყრდნობით მასში მონაწილე 9 რესპუბლიკასთან დაიწყო
28
მოლაპარაკება ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულების შესამუშავებლად.
ივლისის ბოლოს მოლაპარაკებები დამთავრებულად გამოაცხადა.
გორბაჩოვი იძულებული გახდა უარი ეთქვა სოციალისტურ არჩევანისა
და საბჭოთა წყობის ხსენებაზე. ახალ კავშირს უნდა დარქმეოდა
„სუვერენულ სახელმწიფოთა კავშირი“. თუმცა ხელშეკრულების
ხელმოსაწერად მზად იყვნენ მხოლოდ რუსეთი, ყაზახეთი და უზბეკეთი.
მერყეობდნენ ბელორუსი და ტაჯიკეთი. რაც შეეხება უკრაინას,
თურქმენეთს, აზერბაიჯანს და ყირგიზეთს, ისინი გადაწყვეტილების
მიღებას მხოლოდ 1991 წლის შემოდგომაზე აპირებდნენ.
ხელშეკრულების საზეიმო ხელმოწერა იგეგმებოდა 1991 წლის 20
აგვისტოს, ყირიმიდან გორბაჩოვის დაბრუნების შემდეგ, სადაც ის
შვებულებაში იმყოფებოდა.

4.4. კომუნისტური რევანშის წარუმატებელი მცდელობა


ყირიმში გამგზავრების წინ გორბაჩოვი საიდუმლოდ შეხვდა
ელცინს და ყაზახეთის პრეზიდენტ ნაზარბაევს, შეთანხმდნენ, რომ 20
აგვისტოს ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ხელისუფლებას
ჩამოაცილებდნენ კომუნისტ-კონსერვატორებს - პრემიერ-მინისტრ
ვლადიმირ პავლოვს, თავდაცვის მინისტრ დმიტრი იაზოვს, КГБ-ს
უფროსს კრიუჩკოვს. გორბაჩოვის კაბინეტში მოსასმენი აპარატურა იყო
დამონტაჟებული და საუბრის შინაარსი კრიუჩკოვისთვის ცნობილი
გახდა.
5 აგვისტოს გორბაჩოვი ყირიმში გაემგზავრა, ორთოდოქსი
კომუნისტები კი გადატრიალების მზადებას შეუდგნენ. ისინი მიზნად
ისახავდნენ რეფორმების შეწყვეტას, საბჭოთა კავშირის და კომპარტიის
შენარჩუნებას. 18 აგვისტოს ისინი ყირიმში გორბაჩოვსაც შეხვდნენ. ის
გადატრიალების მცდელობას არც დათანხმდა და არც უარი უთქავამს.
გორბაჩოვს ეშინოდა ხელისუფლების დაკარგვის, საბჭოთა კავშირის
დაშლის და ხელისუფლების ელცინის ხელში გადასვლის.
გადატრიალება 19 აგვისტოს დაიწყო და სამი დღე გაგრძელდა. 19
აგვისტოს დილით გამოცხადდა, რომ გორბაჩოვს „ჯანმრთელობის
მდგომარეობის გამო“ არ შეუძლია პრეზიდენტის მოვალეობის
შესრულება და მისი უფლებამოსილება გადაეცა ვიცე-პრეზიდენტ
იანაევს. საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ
ლუკიანოვმა განაცხადა, რომ სამოკავშირეო ხელშეკრულება არსებული
სახით მიუღებელია და მოითხოვს შემდგომ დამუშავებას. გამოცხადდა
საგანგებო მდგომარეობა და შეიქმნა საგანგებო მდგომარეობის
29
სახელმწიფო კომიტეტი (ГКЧП), რომელსაც ხალხში მაშინვე „ხუნტა“
უწოდეს.
19 აგვისტოს ღამით КГБ-მ გორბაჩოვის იზოლირება მოახდინა
ფოროსში, დილით კი მოსკოვის ცენტრში ჯარი შეიყვანა. ჯარმა არ
იცოდა, თუ რატომ გამოიყვანეს ქუჩაში. სულ მალე ცხადი გახდა, რომ
ჯარი ხალხს არ ესროდა. საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მოსკოვსა და
სხვა ქალაქებში. წინააღმდეგობის ორგანიზატორი იყო რუსეთის
ფედერაციის პრეზიდენტი ბორის ელცინი.
21 აგვისტოს დილით ამბოხების ორგანიზატორები ყირიმში
გაფრინდნენ, გორბაჩოვმა ისინი არ მიიღო, ელცინის ბრძანებით კი
ГКЧП-ები დააპატიმრეს და მოსკოვში ჩაიყვანეს. გადატრიალების
მოწყობისას მისმა ორგანიზატორებმა ვერ გაითვალისწინეს ხალხის
განწყობაში მომხდარი ცვლილებები, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ და
ვერც რესპუბლიკების გაძლიერება, რომლებიც აღარ იყვნენ ცენტრის
მორჩილნი.
23 აგვისტოს რუსეთის
ფედერაციის უმაღლესი საბჭოს
დეპუტატებთან შეხვედრაზე
გორბაჩოვს წაუყენეს მოთხოვნა
დაუყოვნებლივ ხელი მოეწერა
ბრძანებისათვიას კომუნისტური
პარტიის დაშლის შესახებ,
როგორც „დანაშაულებრივი
ორგანიზაციისა“, პარტიის ქონება
ნაციონალიზებულად
გამოცხადდა. საკავშირო
სტრუქტურები ფაქტობრივად
ელცინის კონტროლის ქვეშ მოექცა.

4.5. ბელოვეჟის შეთანხმებები და საბჭოთა კავშირის დაშლა


პუტჩმა დააჩქარა საბჭოთა კავშირის დაშლა. მისი მარცხისთანავე
დამოუკიდებლობა გამოაცხადა უკრაინამ, რამდენიმე დღის შემდეგ
ბელორუსიამ, მოლდოვამ, აზერბაიჯანმა, უზბეკეთმა, ყირგიზეთმა,
თურქმენეთმა. ყველაზე ბოლომ დამოუკიდებლობის დეკლარაციას

30
ყაზახეთმა მიიღო. სექტემბრის დასაწყისში რუსეთმა აღიარა ბალტიის
რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.
გორბაჩოვი დასავლეთის ქვეყნებთან აპელირებით ცდილობდა
საკავშირო სახელმწიფოს შენარჩუნებას, - დასავლეთს აშინებდა შესაძლო
მძიმე პროცესებით, რაც საბჭოთა კავშირის დაშლას შეიძლება
მოჰყოლოდა.
რესპუბლიკების ნაწილი (გარდა ბალტიის რესპუბლიკების და
საქართველოსი) განიხილავდა სამოკავშირეო ხელშეკრულების
სხვადასხვა ვარიანტებს.
1991 წლის 8 დეკემბერს ელცინი, უკრაინის პრეზიდენტი კრავჩუკი
და ბელორუსიის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე შუშკევიჩი
შეიკრიბნენ ბელოვეჟში, ისე რომ არც აცნობეს გორბაჩოვს და
გამოაცხადეს საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებელ
სახელმწიფოთა თანამეგობრობის შექმნის შესახებ. 21 დეკემბერს ალმა-
ატაში 11-მა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ გამოაცხადა
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შექმნის შესახებ.
საბჭოთა კავშირის შექმნის 69-ე წლისთავის წინ ამ სახელმწიფომ
არსებობა შეწყვიტა.
1991 წლის 25 დეკემბერს გორბაჩოვმა განაცხადა, რომ
ნებაყოფლობით იხსნის საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის
უფლებამოსილებას.

31

You might also like