Professional Documents
Culture Documents
peloponesis omebi
daalageT qronologiurad
a) salaminis brZola
b) maraTonis brZola
g) plateas brZola
ა) მარათონის ბრძოლა
ბ) კლისთენეს რეფორმა;
გ) პელოპონესის ომი
problemis analizi
berZen sparselTa omis meore etapze aTenSi gaCnda omis zRvaze gadatanis mimarTuleba, romelsac
strategosi Temistokle xelmZRvanelobda. arsebobda meore saxmeleTo operaciebis poziciac aristides
meTaurobiT.
peloponesis omis miwuruls spartelebma SeZles aTenSi oligarqiuli mmarTvelobis dakanoneba. imTaviTve
aTenSi am faqtma ori pozicia Camoayaliba: spartis momxre da mowinaaRmdege
სპარსელებმა რომ ხელთ იგდეს ერეტრია, დაჰყვეს იქ რამდენიმე დღე და შემდეგ გაცურეს ატიკის
ქვეყნისაკენ, დიდად ჩქარობდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ იმასვე უზამდნენ ათენელებს, რაც
უყვეს ერეტრიელებს. ათენელებმა ეს რომ შეიტყვეს, გაეშურნენ თვითონაც. მიჰყავდა ისინი ათ
მხედართმთავარს, რომელთა შორის მეათე იყო მილტიადესი, რომელიც ხალხის მიერ არჩეული
დააყენეს ათენელთა ერთ-ერთ მხედართმთავრად. პირველად, როდესაც ჯერ კიდევ ქალაქში
იყვნენ, მხედართმთავრებმა სპარტეში გაგზავნეს მაცნედ ათენელი ფილიპიდესი, რომელიც
საერთოდ მალე მსრბოლელი იყო და ამ საქმიანობას ეწეოდა. ათენელთა ქალაქიდან გამოსული
ფილიპიდესი მეორე დღესვე სპარტეში იყო, მივიდა მის მმართველებთან და უთხრა:
„ლაკედემონელებო, ათენელები გთხოვენ თქვენ დაეხმაროთ და არ დაუშვათ ის, რომ ელინთა
უძველესი ქალაქი ბარბაროსთა მონობაში ჩავარდეს. რადგან ერეტრია უკვე დამორჩილებულია
და ელადა ამჟამად ერთი მნიშვნელოვანი ქალაქით უფრო ღარიბია“. მან გადასცა სპარტელებს,
რაც ნაბრძანები ჰქონდა, ხოლო სპარტელებმა გადაწყვიტეს, დახმარებოდნენ ათენელებს, მაგრამ
მათ არ შეეძლოთ მაშინვე შეესრულებინათ გადაწყვეტილება, რადგან არ უნდოდათ კანონის
დარღვევა. მაშინ თვის მეცხრე დღე იდგა, ხოლო მათ თქვეს, რომ ჯერ ვერ გამოვლენ თავისი
ქვეყნიდან, რადგან მთვარე ჯერ სავსე არ არისო. ჰერაკლეს ჭალაში დარაზმულ ათენელებთან
მშველელად უკლებლივ მოვიდნენ პლატეელები. პლატეელები თავისი ნებით უკვე
მორჩილებდნენ ათენელებს და ათენელებს მათ გამო ბევრი ჯაფა ჰქონდათ გაწეული. ათენელ
მხედართმთავართა აზრი გაიყო, ერთ ნაწილს არ სურდა ბრძოლა, მეორე ნაწილი კი მომხრე იყო
ბრძოლისა. გამარჯვება ამ აზრთა შორის უარესისკენ იხრებოდა. მაშინ იყო მეთერთმეტე
ხმოსანიც, რომელიც კენჭისყრით იყო არჩეული ათენელთა პოლემარქოსად, მას
მხედართმთავრის თანაბარი ხმა ჰქონდა. ეს პოლემარქოსი იყო კალიმაქოსი. მასთან მივიდა
მილტიადესი და უთხრა: „კალიმაქოს, ათენელები უდიდესი საფრთხის წინაშე დგანან: თუ ისინი
დაემორჩილნენ სპარსელებს, სრულიად ცხადია, რა მოელით მათ. თუ ჩემს მხარეს დაიჭერ, შენი
სამშობლო თავისუფალი იქნება და შენი ქალაქი პირველი გახდება ელადის ქალაქთა შორის და
მაშინ დაუტოვებ შენს შესახებ მოგონებას ადამიანთა ყველა მომდევნო თაობას. ამ საქმეების
გადაწყვეტა შენზეა დამოკიდებული. ჩვენი, ათი მხედართმთავრის აზრი გაიყო. თუ არ
ვიბრძოლებთ, დიდი განხეთქილება ჩამოვარდება და შეანჯღრევს ათენელთა გონებას და მათ
სპარსელთა მომხრეებად აქცევს. ხოლო თუ ჩვენ მანამ დავესხმით თავს, სანამ ათენელთა შორის
თავს იჩენს განხეთქილება, მაშინ ღმერთები სამართლიანობას გამოიჩენენ და ჩვენ შევძლებთ
ბრძოლაში გამარჯვებას“. ასე ელაპარაკა მილტიადესი კალიმაქსს და მიიმხრო კიდევაც და
როდესაც ამათ დაჯგუფებას მიემატა პოლემარქოსის ხმა, გადაწყდა შებრძოლება. მილტიადესმა
ბრძოლა მანამდე არ დაიწყო, ვიდრე მისი მხედართმთავრობის რიგი არ მოვიდა. ათენელები
ამგვარად იყვნენ საბრძოლოდ მოწყობილი: მარჯვენა ფრთას წინამძღოლობდა კალიმაქოს
პოლემარქოსი და მას მისდევდნენ ერთმანეთის მიყოლებით სხვა რაზმები, თავთავიანთი რიგის
მიხედვით. როდესაც ათენელები დაეწყვნენ საომრად და 8 მათი ლაშქარი გაუსწორდა
სპარსელთა ლაშქარს, მის შუა ნაწილში მწყობრი შეთხელებული იყო და ჯარი ყველაზე მეტად ამ
ადგილას მოისუსტებდა, ორთავე ფრთა კი ძლიერი იყო, სწორედ მწყობრების სიმრავლის
შედეგად. როგორც კი მოეწყვნენ და მსხვერპლშეწირვამაც კარგი ნიშნები უჩვენა, ათენელები
დაიძრნენ და სირბილით მიაშურეს ბარბაროსებს. მანძილი ამ ორ მებრძოლ ბანაკს შორის 8
სტადიონზე ნაკლები არ იყო. სპარსელებმა რომ დაინახეს სირბილით მომავალი მტერი,
მოემზადნენ მათ შესახვედრად, თან იფიქრეს, ათენელები სულ გაგიჟებულანო, როდესაც
დაინახეს, რომ ისინი, ასე მცირერიცოვანნი, სირბილით მოეშურებიან ამათკენ, ისე რომ არც
მხედრობა ჰყავდათ და არც მშვილდოსნები. ხოლო ამასობაში ათენელები, ყველანი ერთად
ეკვეთნენ ბარბაროსებს და მართლაც რომ ღირსეულად იბრძოდნენ. ჩვენთვის ცნობილ ელინთა
შორის, პირველად სწორედ მათ შეუტიეს მტერს სირბილით, ისევე როგორც პირველები იყვნენ
იმ ხალხთა შორის, რომლებიც უყურებდნენ და მშვიდად იტანდნენ მიდიურ ტანსაცმელს და ამ
ტანსაცმელში გამოწყობილ ადამიანებს. აქამდე კი ელინებს მიდიელთა მხოლოდ სახელის
გაგონებაც კი შიშის ზარს სცემდა. ბრძოლამ დიდხანს გასტანა. ბანაკის შუაგულში ბარბაროსებმა
გაიმარჯვეს, გაარღვიეს მოწინააღმდეგის რიგები და მისდიეს მას შიგნით, ხმელეთისაკენ, ხოლო
ორთავე ფრთაზე გაიმარჯვეს ათენელებმა და პლატეელებმა. გამარჯვებულებმა ბარბაროსთა
ნაწილი გააქციეს, ხოლო თვითონ შეაერთეს ორივე ფრთა და შეებრძოლნენ ბანაკის შუაგულის
გამრღვევთ ისე, რომ ამ ბრძოლაში გაიმარჯვეს ათენელებმა. გაქცეულ სპარსელებს მისდიეს და
ჩეხავდნენ, ვიდრე არ მიაღწიეს ზღვამდე, სადაც მოითხოვეს ცეცხლი და თავს ესხმოდნენ
ხომალდებს.
კითხვები:
1. (1) თქვენი აზრით, რატომ არ სურდა ომის დაწყება ათენელთა მხედართმთავრების ნაწილს?.2.
(1) როგორ გესმით გამოთქმა: „გამარჯვება ამ აზრთა შორის უარესისკენ იხრებოდა“?
3. (3) რა არგუმენტებით ცდილობდა მილტიადესი კალიმაქოსის დაყოლიებას?
4. (1) რამ გამოიწვია მწყობრის შუაგულში სპარსელთა გამარჯვება?
5. (2) წყაროს მიხედვით, რაში იყვნენ ათენელები პირველები, სხვებთან შედარებით?
6. (2) წყაროს მიხედვით, ვინ იყვნენ ათენელთა მოკავშირეები ამ ბრძოლაში და რით არის
ახსნილი მათი ეს გადაწყვეტილება?
7. (1) თქვენი აზრით, რაში დასჭირდათ ცეცხლი მებრძოლებს?
8. (1) ვინ იყო სპარსელთა მბრძანებელი ამ დროს?
9. (1) როგორ გესმით სიტყვები: „ელადა ამჟამად ერთი მნიშვნელოვანი ქალაქით უფრო
ღარიბია“?
10. (2) წყაროში დასახელებული რა ფაქტები მიუთითებს ბერძნებში წარმართულ რწმენა-
წარმოდგენებზე?
11. (1) წყაროს მიხედვით, ბერძენ მეომრებში რა ფსიქოლოგიური გარდატეხა შეინიშნება
ბრძოლის დაწყების წინ?
12. (2) რა სახელით შევიდა ეს ბრძოლა ისტორიაში და რომელ წელს გაიმართა ეს ბრძოლა?