You are on page 1of 41

მალხაზ მაცაბერიძე

საბჭოთა კავშირი:
იდეოლოგია და პოლიტიკა
სალექციო კურსი
9.
საბჭოთა კავშირის საერთაშორისო
მდგომარეობა 1928-1939

თბილისი
2020
შინაარსი

შესავალი .................................................................................... 4

1.საბჭოთა კავშირის საერთაშორისო მდგომარეობის


განმტკიცება ............................................................................... 6

1.1.საბჭოთა კავშირის ადგილი მსოფლიო რევოლუციურ


პროცესში ...................................................................................6
1.2. ბოლშევიზმის გაკვეთილი მსოფლიოსათვის.
ფაშიზმისა და ნაციზმის ჩამოყალიბება...............................8
1.3. დაძაბულობის ზრდა დასავლეთის ქვეყნებსა და
საბჭოთა კავშირს შორის .........................................................9
1.4. საბჭოთა კავშირი შეიარაღების ზრდის წინააღმდეგ11
1.5. მდგომარეობა შორეულ აღმოსავლეთში (1929-1936)12
1.6. საგარეო ვაჭრობა: ზრდიდან შემცირებისკენ .............13

2.ნაცისტების მოსვლა ხელისუფლების სათავეში და


საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემები .................... 15

2.1. ნაცისტების მოსვლა ხელისუფლებაში და საბჭოთა


კავშირის საგარეო პოლიტიკის შეცვლა .............................15
2.2.შემობრუნება პოლიტიკური რეალობისკენ.
კომინტერნის VII კონგრესი .................................................18
2.3 ომი ესპანეთში და საბჭოთა კავშირი ............................19
2.4. მდგომარეობა შორეულ აღმოსავლეთში (1937-1939)22
2.5. იაპონელების დამარცხება ხალხინ-გოლთან .............23
2.5. მიუნჰენის შეთანხმება ...................................................24
2.6. საბჭოთა კავშირის მზადება „უკანასკნელი
ომისთვის“. ..............................................................................25

2
2.7. მსოფლიო საზოგადოების დამოკიდებულება
სტალინის რეჟიმისადმი .......................................................28

3.საბჭოთა კავშირისა და ნაცისტური გერმანიის


დაახლოება ............................................................................... 29

3.1. ფაშისტური ქვეყნების აგრესიის გაფართოება ..........29


3.2. ევროპა ომსა და მშვიდობას შორის ..............................30
3.3. საბჭოთა კავშირის მოლაპარაკებები ინგლის-
საფრანგეთთან ........................................................................31
3.4. საბჭოთა კავშირის გერმანიასთან დაახლოება ..........33
3.5. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი ..................................34
3.6. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შეფასება ...............38
დანართი ................................................................................... 39

გერმანიისა და საბჭოთა კავშირის მოქმედება 1936-194039


1930-იანი წლების მნიშვნელოვანი თარიღები .................40

3
შესავალი
1920-იან წლებში ორი წინააღმდეგობრივი ფაქტორი განაპირო-
ბებდა საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკას:
ერთი მხრივ სახელმწიფოებრივი ინტერესები მოითხოვდა სხვა
ქვეყნებთან მშვიდობიან თანაარსებობას, რომლის გარეშეც შეუძლებე-
ლი იყო ეკონომიკის აღდგენა და განვითარება;
მეორე მხრივ. საბჭოთა ქვეყნის ხელმძღვანელობა წარმართავდა
კომუნისტური ინტერნაციონალის საქმიანობას და კურსი აღებული
ჰქონდა მსოფლიო რევოლუციაზე. ეს ართულებდა ურთიერთობებს
სხვა ქვეყნებთან და უნდობლობას იწვევდა მათში.
1920-იან წლებში საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკის პრი-
ორიტეტული მიმართულებები იყო:
· ქვეყნის დიპლომატიური და ეკონომიკური ბლოკადის გარღვევა;
· პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორების მოძიება;
· საგარეო პირობების უზრუნველყოფა საბჭოთა კავშირში სოცი-
ალიზმის მშენებლობისთვის;
· ბრძოლის გაგრძელება „მსოფლიო რევოლუციის“ გასამარჯვებ-
ლად.
1922-1933 წლებში საბჭოთა საგარეო პოლიტიკას პროგერმანუ-
ლი ორიენტაცია ჰქონდა. გერმანია ბოლშევიკ ლიდერებს წარმოუდ-
გებოდათ მომავალი პროლეტარული რევოლუციის ქვეყნად, ხოლო
საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი პოტენციურ მტრებად.
გერმანიაში ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ
ხდება საბჭოთა საგარეო პოლიტიკის ორიენტირება დასავლეთის დე-
მოკრატიულ ქვეყნებზე, ცდილობდნენ ერთიანი ანტიფაშისტური
ფრონტის შექმნას ევროპაში.
კონსტიტუციის თანახმად საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტი-
კა უმაღლესი საბჭოს პრეროგატივა იყო, სინამდვილეში კი მას წარ-
მართავდა პარტიის პოლიტბიურო და სტალინი. ყოველდღიურ საგა-
რეო-პოლიტიკურ საქმიანობას ახორციელებდა საგარეო საქმეთა სა-
ხალხო კომისარიატი, რომელსაც სათავეში ედგნენ:

4
· გ. ჩიჩერინი (1918-1930)
· მ. ლიტვინოვი (1930-1939)
· ვ. მოლოტოვი (1939-1949)
1939-1940 წლებში კი ხდება საბჭოთა კავშირის ხელახალი დაახ-
ლოება გერმანიასთან.
1920-იან - 1930-იან წლებში საბჭოთა კავშირის საგარეო პოლი-
ტიკაში გამოიყოფა სამი ეტაპი:
ეტაპი წლები შინაარსი
1-ლი ეტაპი: საერ- 1922-1933 წლები დიპლომატიური და ეკონომიკ-
თაშორისო ურთი- ური ურთიერთობების დამყა-
ერთობების ჩამო- რება. „აღიარებათა ტალღა“.
ყალიბება საბჭოთა საგარეო პოლიტიკის
პროგერმანული ორიენტაცია,
რათა დაპირისპირებოდნენ
„მთავარ პოტენციურ მოწინა-
აღმდეგეებს“ _ ინგლისსა და
საფრანგეთს.
მე-2 ეტაპი: 1933-1939 წლები ანტიგერმანული მიმართულე-
„პაციფიზმის ერა“ ბა. საბჭოთა საგარეო პოლიტიკა
ორიენტაციას იღებს დასავლურ
დემოკრატიებზე. კოლექტიური
უსაფრთხოების სისტემის შექ-
მნის მცდელობა (მ. ლიტვინო-
ვი). ერთა ლიგაში მიღება
მე-3 ეტაპი: 1939-1940 წლები გერმანიასთან ახალი დაახლო-
საერთაშორისო ების დაწყება. 1939 წ. 23 აგვის-
ურთიერთობების ტო - „რიბენტროპ-მოლოტო-
კრიზისი ვის“ თავდაუსხმელობის პაქტი

5
1.საბჭოთა კავშირის საერთაშორისო მდგომარეობის
განმტკიცება

1.1.საბჭოთა კავშირის ადგილი მსოფლიო რევოლუციურ


პროცესში
საბჭოთა კავშირში 1920-იანი წლების შუა ხანებში სტალინის
პოზიციამ გაიმარჯვა და მსოფლიო რევოლუციის სტიმულირების პო-
ლიტიკიდან ბოლშევიკები გადავიდნენ ერთ ქვეყანაში სოციალიზმის
მშენებლობის პოლიტიკაზე. მსოფლიო რევოლუციის აჩრდილი
პირველი ხუთწლედის ხმაურიან მშენებლობებში ჩაიძირა.
მსოფლიო პროლეტარული რევოლუციის იდეას ახალი, ასევე
არანაკლებ ილუზიური იდეა ჩაენაცვლა - საბჭოთა კავშირის
მსოფლიოზე გაბატონება. მსოფლიო რევოლუციაც დავიწყებას არ
მისცემია. საბჭოთა კავშირში სოციალიზმის მშენებლობა განიხილე-
ბოდა მსოფლიო სოციალისტური რევოლუციის პლაცდარმის შექმნად
და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში პროლეტარული
რევოლუციების განხორციელება როგორც საშუალება საბჭოთა
ქვეყნის როლის გასაძლიერებლად მსოფლიო პოლიტიკაში.
საბჭოთა კავშირში სოციალიზმის აშენების სტალინური
თეორია ამტკიცებდა რუსეთის „სოციალისტური“ სახელმწიფოს
პრიორიტეტს საერთაშორისო კომუნისტური მოძრაობის ყველა სხვა
პრობლემებთან შედარებით. 1927 წლის ბოლოს სტალინმა პირდაპირ
განაცხადა, რომ რევოლუციონერი და ინტერნაციონალისტი მხოლოდ
ისაა, ვინც მზადაა უპირობოდ დაიცვას საბჭოთა კავშირი, - პირველი
სოციალისტური სახელმწიფო. რევოლუციური მოძრაობის წინსვლა
შეუძლებელია საბჭოთა კავშირის დაცვის გარეშე.
1930-იანი წლების დასაწყისში სტალინის პოზიციის ნაციონალ-
კომუნისტური ხასიათი კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა.
მოსახლეობის შეგნებაში გაძლიერებით ინერგებოდა საბჭოთა
პატრიოტიზმის იდეები, რომელიც გადადიოდა „წითელ“
დიდმპყრობელურ შოვინიზმში. ქვეყანაში მკვიდრდებოდა მტრებით
გარშემორტყმული ბანაკის იდეა, სადაც გარედან განუწყვეტლივ
აგზავნიდნენ დივერსანტებს და მავნებლებს.

6
ამავე დროს რუსი კომუნისტები და მათ კვალდაკვალ მესამე კო-
მუნისტურ ინტერნაციონალში შემავალი პარტიები არასწორად აფას-
ებდნენ რეალობას. მსოფლიო რევოლუციის „ტემპის შენელების“, „გა-
ჭიანურების“ მთავარ მიზეზად მიიჩნევდნენ კაპიტალიზმის დროებ-
ით სტაბილიზაციას (ანუ კაპიტალიზმის ნაწილობრივ განმტკიცებას).
ისინი თვლიდნენ, რომ მთლიანობაში კაპიტალიზმმა ამოწურა თავი-
სი შინაგანი ძალები და აღარ შეეძლო განვითარება. ამიტომ
კომუნისტები სულ მცირე გართულებას, ეკონომიკურ თუ პოლიტი-
კურ სიძნელეებს, კლასობრივი ბრძოლის გამწვავებას აღიქვამდნენ
როგორც კაპიტალისტური სისტემის „უკანასკნელ საათს“, „დასასრუ-
ლის დადგომას“. ასეთი თვალსაზრისი ახალისებდა „მემარცხენე ტენ-
დენციებს“.
ამავე დროს სტალინი ცდილობდა კომინტერნი გადაექცია თა-
ვისებურ ზეცენტრალიზებულ მსოფლიო პარტიად, რომელიც მასთან
ათანხმებდა თავის პოლიტიკას. ეს მნიშვნელოვნად ასუსტებდა კომუ-
ნისტური პარტიების პოზიციებს.
1920-იანი წლების ბოლოდან მსოფლიოში არსებულ ვითარებასა
და საგარეო პოლიტიკაზე დიდ გავლენას ახდენდა მსოფლიო ეკონომ-
იკური კრიზისი, რომელმაც განსაკუთრებით გამოკვეთილი ხასიათი
1929-1933 წლებში მიიღო. მას მოჰყვა სამრეწველო წარმოების მკვეთ-
რი შემცირება კაპიტალისტურ ქვეყნებში: აშშ-ში - 46%-ით, გერმანია-
ში - 40%-ით, საფრანგეთში - 31%-ით, ინგლისში - 16%-ით.
კრიზისის დაწყება საბჭოთა კავშირში და კომინტერნში შეაფას-
ეს როგორც მსოფლიო პროლეტარული რევოლუციის მოახლოების მა-
უწყებელი. მაგრამ კაპიტალიზმმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი სიმ-
ტკიცე. კრიზისი დაიძლია და ეს მოხდა მნიშვნელოვანწილად სახელ-
მწიფოს ჩარევით ეკონომიკის სფეროში. კრიზისის დაძლევა განსხვა-
ვებულ ხასიათს ატარებდა: ლიბერალურ-რეფორმისტულ (აშშ, ინ-
გლისი), სოციალ-რეფორმისტულ (სკანდინავიის ქვეყნები, თავიდან
საფრანგეთი) და ტოტალიტარულ (გერმანია, იტალია, იაპონია).

7
1.2. ბოლშევიზმის გაკვეთილი მსოფლიოსათვის. ფაშიზმისა
და ნაციზმის ჩამოყალიბება
ბოლშევიკების მიერ ხელისუფლების დაპყრობამ და სამოქა-
ლაქო ომში გამარჯვებამ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია. ბევ-
რი შეზარა რევოლუციის საშინელებებმა და ცდილობდა თავიდან
აეცილებინა მისი გამეორება თავის ქვეყანაში. ნაწილს პირიქით, მოს-
წონდა კომუნისტური რევოლუცია და მის გამეორებას ცდილობდნენ
თავიანთ ქვეყნებში. ეს ადამიანები კომუნისტურ ინტერნაციონალში
შედიოდნენ. კიდევ ერთ ნაწილს მოეწონა ბოლშევიკური მეთოდები,
მაგრამ არა მათი კომუნისტური იდეები. ამ ადამიანების ბაზაზე
ფაშისტური და ნაცისტური მოძრაობები ჩამოყალიბდა.
დასავლეთის მდიდარმა ქვეყნებმა - დიდმა ბრიტანეთმა,
საფრანგეთმა, ბელგიამ, სკანდინავიის ქვეყნებმა, აშშ-მა რეფორმებს
მიმართეს. დაიწყო ეროვნული შემოსავლის გადანაწილება ღარიბი
ფენების სასარგებლოდ, გაიზარდა სამოქალაქო უფლებები, გაუქმდა
ცენზები არჩევნების დროს, შემოიღეს მშრომელებისთვის ხელსაყ-
რელი შრომითი კანონმდებლობა, შემოიღეს პროგრესული პირდა-
პირი გადასახადი და შეამცირეს ირიბი გადასახადები. მთავრობებმა
დაიწყეს განათლების, სამედიცუნო მიომსახურეობის, იაფი
საცხოვრებელი ბინების მშენებლობის სუფსიდირება, შემოიღეს
სიცოცხლისა და სიბერის დაზღვევა. ბევრ ქვეყანაში ასეთ რეფორმებს
ხელისუფლებაში მოსული სოციალისტური პარტიები ატარებდნენ.
ამ გზით სვლა შეუძლებელი აღმოჩნდა დამარცხებულ
ქვეყნებში - გერმანიასა და ავსტრიაში, ასევე იტალიაში. ამ ქვეყნებშიც
სოციალისტები ცდილობდნენ ეროვნული შემოსავლის
გადანაწილებას, მაგრამ გადასანაწილებელი ცოტა იყო. ამ ქვეყნებში
წარმატებული აღმოჩნდა ბოლშევიკების მიბაძვით მოქმედი
იტალიაში ფაშისტური (მუსოლინის ხელმძღვანელობით) და
გერმანიაში ნაცისტური (ჰიტლერის ხელმძღვანელობით) პარტიები.
ორივემ ლენინისგან გადაიღო პარტიის იდეა, რომელიც
სახელმწიფოს ნაცვლად, თავისი წევრების მეშვეობით მართავს
ქვეყანას. ჰებელსის თქმით, ნაციზმი ყველაფერში გავს კომუნიზმს,
გარდა ინტერნაციონალიზმისა. მუსოლინი და ჰიტლერი აქცენტს არა

8
კლასობრივ ბრძოლაზე, არამედ ნაციონალიზმზე აკეთებდნენ და
თავის გარშემო ერის დარაზმვას ცდილობდნენ.
ბოლშევიკების გამოცდილების კოპირებით 1920-1930-იან
წლებში ჩამოყალიბდა ტოტალიტარული აგრესიული რეჟიმები
იტალიასა და გერმანიაში. სამივე რეჟიმი მოსახლეობას მტრის სი-
ძულვილს უნერგავდა - კლასობრივის, რასის ანდა სახელმწიფოსი.
თუმცა სამივე შემთხვევაში მტერი გამოგონილი იყო. სამივე რეჟიმი
ომისათვის გამალებით ემზადებოდა.
ნაციონალ-სოციალიზმმა და იტალიურმა ფაშიზმმა კომუნის-
ტებისგან ისესხეს რევოლუციის იდეა, რომელიც უფლებას იძლეოდა
გადაელახათ მორალური აკრძალვები, ხოლო სოციალიზმის იდეა
საერთო იყო იმ დროის ტოტალიტარული იდეოლოგიებისათვის. მუ-
სოლინსაც და ჰიტლერსაც მოსწონდათ ლენინის მაგალითი - ერთიანი
იდეოლოგია, ერთი პარტია და ერთი ბელადი. მათ უნდა დამორჩი-
ლებოდა ყველა ძალოვანი უწყება და საინფორმაციო საშუალება. ამას-
თან რეჟიმები დეტალებში განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ჰიტ-
ლერი ებრაელების განადგურებას ისახავდა მიზნად, მუსოლინი
თავიდან ებრაელებს არ ერჩოდა და ცდილობდა ტერორისთვისაც არ
მიემართა. მუსოლინი და ჰიტლერი ღიად გამოდიოდნენ დემოკრა-
ტიის წინააღმდეგ, სტალინს კი მოსწონდა დემოკრატიის დეკორაცია,
რაც ადამიანებს სიცრუესა და ორპირობას აჩვევდა. ჰიტლერი და
მუსოლინი მოწინააღმდეგეებს, თუკი ისინი ჩუმად იყვნენ, არ
ერჩოდნენ, სტალინი კი ამას არ ეგუებოდა და ყველასგან მოითხოვდა
აქტიურ აღტაცებას.

1.3. დაძაბულობის ზრდა დასავლეთის ქვეყნებსა და საბჭო-


თა კავშირს შორის
მრავალი ქვეყნის მიერ საბჭოთა კავშირის დიპლომატიურ აღი-
არებას მოჰყვა დაძაბულობის ზრდის პერიოდი 1920-იანი წლების მე-
ორე ნახევარში.
1925 წელს ლოკარნოში (შვეიცარია) ჩატარდა კონფერენცია. მისი
ინიციატორები გერმანია და დიდი ბრიტანეთი იყო, მასში მონაწილე-

9
ობდა გერმანიის მოსაზღვრე სახელმწიფოები: ბელგია, საფრანგეთი,
იტალია, ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი. კონფერენციაზე დაიდო ხელ-
შეკრულებები, რომლითაც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ
დასავლეთით დადგენილი გერმანიის საზღვრები ხელშეუხებლად გა-
მოცხადდა. აღმოსავლეთის საზღვრებთან დაკავშირებით კი ასეთი
ხელშეკრულებები არ დადებულა. ეს საფრთხეს უქმნიდა ჩეხოსლოვა-
კიასა და პოლონეთს, მაგრამ ემუქრებოდა საბჭოთა კავშირსაც. სწო-
რედ ასე აფასებდა საბჭოთა ხელმძღვანელობა ლოკარნოს კონფერენ-
ციის შედეგებს.
ჩიჩერინის ძალისხმევით სერიოზული მუშაობა ჩატარდა რიგ
ქვეყნებთან ნეიტრალიტეტის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულებების
გასაფორმებლად. მოსკოვში ფიქრობდნენ, რომ ამით შეამცირებდნენ
ლოკარნოს ნეგატიურ შედეგებს. ამ სახის პირველი ხელშეკრულება
დაიდო თურქეთთან, შემდეგ - გერმანიასთან, ავღანეთთან, ლიტვას-
თან და ირანთან.
1920-იანი წლების მეორე ნახევარში ჩიჩერინი თანდათანობით
ჩამოსცილდა საგარეო პოლიტიკის უშუალო ხელმძღვანელობას. ამის
მიზეზი იყო ნაწილობრივ ავადმყოფობა და ნაწილობრივ დაპირისპი-
რება სტალინთან. 1926 წელს ჩიჩერინმა თავისი მოვალეობების შეს-
რულება გადასცა მ. ლიტვინოვს და დიდი ხნით გაემგზავრა საზღვარ-
გარეთ სამკურნალოდ. 1930 წელს კი ლიტვინოვი დაინიშნა საგარეო
საქმეთა სახალხო კომისრის თანამდებობაზე.
ამ პერიოდში საბჭოთა კავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის
დაძაბულობა მკვეთრად გაიზარდა. ამ დროს გარდაიცვალა საბჭოთა
ელჩი ლონდონში ლ. კრასინი. კვლავ დღის წესრიგში დადგა
რუსეთის რევოლუციამდელი ვალების საკითხი. საბჭოთა მთავრობას
ბრალად სდებდნენ ანტიბრიტანულ პროპაგანდას ინდოეთში,
რევოლუციის მხარდაჭერას ჩინეთში. ჩერჩილი მოითხოვდა
დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას საბჭოთა კავშირთან.
პეკინსა და ლონდონში საბჭოთა წარმომადგენლობების შენობებს
თავს დაესხა პოლიცია. შედეგად დიდმა ბრიტანეთმა გაწყვიტა
დიპლომატიური ურთიერთობები საბჭოთა კავშირთან (ის აღდგა
მხოლოდ ორი წლის შემდეგ). ვარშავის რკინიგზის სადგურში
თეთრგვარდიელმა მოკლა საბჭოთა წარმომადგენელი პოლონეთში პ.

10
ვოიკოვი, როდესაც ის ხვდებოდა ინგლისიდან დაბრუნებულ
საბჭოთა დიპლომატებს.
1929 წელს წარმოიქმნა ახალი კონფლიქტი ჩინეთთან, რასაც
მოჰყვა დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა საბჭოთა
კავშირსა და ჩინეთს შორის.

1.4. საბჭოთა კავშირი შეიარაღების ზრდის წინააღმდეგ


საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმარ-
თულება იყო მსოფლიოში შეიარაღების ზრდის შეზღუდვის მცდე-
ლობა. 1927 წლის ბოლოს ერთა ლიგის სპეციალურ კომისიაში საბჭო-
თა კავშირმა შეიტანა წინადადება სრული და საყოველთაო განიარაღ-
ების შესახებ. იმავე წელს საბჭოთა კავშირი შეუერთდა ოქმს ქიმიური
და ბაქტერიული იარაღის სამხედრო გამოყენების აკრძალვას. საბჭო-
თა წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობდნენ განიარაღების სა-
ერთაშორისო კონფერენციებში. მაგრამ ეს უშედეგო იყო და პირიქით,
შეიარაღების ზრდა უფრო გამალებულ ხასიათს იღებდა.
1928 წლის ზაფხულში პარიზში რიგი ქვეყნების წარმომადგენ-
ლებმა ხელი მოაწერეს ბრიან-კელოგის პაქტს, რომელსაც სახელი ეწო-
და მისი ინიციატორების საფრანგეთისა და აშშ-ის საგარეო უწყებების
ხელმძღვანელთა გვარებისგან. პაქტი მოითხოვდა უარის თქმას ომზე
როგორც სახელმწიფო პოლიტიკის იარაღზე. საბჭოთა კავშირი შეუ-
ერთდა ამ პაქტს.
საბჭოთა კავშირმა მაშინვე პირველმა მოახდინა ამ პაქტის რატი-
ფიცირება, ხოლო 1929 წლის დასაწყისში საბჭოთა კავშირის ინიციატ-
ივით მისმა მოსაზღვრე სახელმწიფოებმა (ესტონეთი, ლატვია, პოლო-
ნეთი, რუმინეთი) ხელი მოაწერეს მოსკოვში პროტოკოლს პაქტის ვა-
დამდელი ამოქმედების თაობაზე. მოგვიან-
ებით მოსკოვის პროტოკოლს შეუერთდნენ
თურქეთი, ირანი და ლიტვა.
1931 წელს საბჭოთა კავშირმა გააგრ-
ძელა გერმანიასთან გაფორმებული ხელშეკ-
რულება ნეიტრალიტეტის შესახებ.
1932-1933 წლებში საბჭოთა კავშირმა
თავდაუსხმელობისა და კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების
11
თაობაზე ხელშეკრულებები გააფორმა ფინეთთან, ლატვიასთან, ეს-
ტონეთთან, პოლონეთთან, საფრანგეთთან და იტალიასთან.

1.5. მდგომარეობა შორეულ აღმოსავლეთში (1929-1936)


საბჭოთა კავშირის დასავლეთ საზღვრებზე მდგომარეობა შედა-
რებით მშვიდი იყო. შორეულ აღმოსავლეთში ვითარება კი პირდაპირ
სამხედრო შეტაკებებამდე მიდიოდა.
პირველი სამხედრო კონფლიქტი მოხდა 1929 წლის ზაფხულსა
და შემოდგომაზე ჩრდილოეთ მანჯურიაში. ამის მიზეზი გახდა
ჩრდილოეთ მანჯურიაზე გამავალი რკინიგზის ხაზი, რომელიც ვლა-
დივოსტოკს უკავშირდებოდა (КВЖД). ჩინეთსა და საბჭოთა კავშირს
შორის 1924 წლის შეთანხმების თანახმად, რკინიგზა ერთობლივი
მმართველობის ქვეშ იყო. მაგრამ 1920-იანი წლების ბოლოს ჩინური
ადმინისტრაცია ფაქტობრივად განდევნილი იყო რკინიგზის მართვი-
დან, თავად რკინიგზა კი საბჭოთა კავშირის საკუთრებად იყო გადაქ-
ცეული. ამის მიზეზი ჩინეთში არსებული უკიდურესად არასტაბი-
ლური ვითარება იყო. 1928 წელს ჩინეთში ხელისუფლებაში მოვიდა
ჩან კაიშის მთავრობა, რომელიც ჩინეთის მიწების გაერთიანების გზას
დაადგა და შეეცადა ძალით დაებრუნებინა რკინიგზაზე დაკარგული
პოზიციები.
დაიწყო სამხედრო კონფლიქტი. შეიქმნა განსაკუთრებული შო-
რეული აღმოსავლეთის არმია (18,5 ათასი მებრძოლი), რომელსაც
ბლიუხერი ედგა სათავეში. საბჭოთა ჯარებმა დაამარცხეს ჩინეთის
ტერიტორიაზე ჩინეთის სასაზღვრო რაზმები, რომელთაც
წინააღმდეგობა გაუწიეს. 1929 წლის 22 დეკემბერს ხელი მოეწერა საბ-
ჭოთა კავშირ -ჩინეთის შეთანხმებას, რომლითაც რკინიგზაზე აღდგა
ძველი მდგომარეობა. მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობების
სრულმასშტაბიანი აღდგენა მხოლოდ 1932 წელს მოხდა. იაპონიის
საფრთხემ საბჭოთა კავშირი და ჩინეთი აიძულა აღედგინათ დიპლო-
მატიური ურთიერთობები.
შორეულ აღმოსავლეთში იაპონიის სახით წარმოიშვა ომის გაჩა-
ღების მძლავრი კერა. 1931 წელს იაპონიამ დაიპყრო მანჯურია და
ოკუპირებულ მანჯურიაში 1932 წლის 18 თებერვალს გამოაცხადა
„დამოუკიდებელი“ სახელმწიფოს მანჯოუ-გოს („სახელმწიფო
12
მანჯურია“) შექმნა (1932-1945). მას სათავეში ჩაუყენეს ცინების
დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი პუ ი.
იაპონიამ უარი თქვა საბჭოთა კავშირთან გაეფორმებინა თავდა-
უსხმელობის ხელშეკრულება. მანჯურიის დაპყრობით იაპონია პირ-
დაპირ გამოვიდა საბჭოთა კავშირის საზღვარზე, ამავე დროს რკინიგ-
ზა აღმოჩნდა იაპონელთა კონტროლის ქვეშ მოქცეულ ტერიტორიაზე.
1935 წელ საბჭოთა კავშირი იძულებული გახდა მანჯურიაზე გამავა-
ლი რკინიგზა მიეყიდა მანჯოუ-გოსთვის.
1930-იან წლებში საბჭოთა კავშირი ცდილობდა რაც შეიძლება
მჭიდროდ მოექცია მონღოლეთი თავის გავლენის ქვეშ. 1931 წელს
მონღოლეთში საბჭოთა ნიმუშის მიხედვით ჩატარდა კოლექტივი-
ზაცია. ამას 1932 წლის გაზაფხულზე მონღოლთა აჯანყება მოჰყვა. ის
საბჭოთა არმიამ ჩაახშო ტანკებისა და ავიაციის გამოყენებით. მაგრამ
1930-იანი წლების შუახანებამდე მოსკოვის კონტროლი მონღოლეთზე
სრული არ იყო. 1937-1939 წლებში საბჭოთა მრჩევლები უშუალოდ
მონაწილეობდნენ მონღოლეთში მიმდინარე მასობრივ რეპრესიებში.
მაგალითად, მთლიანად გაანადგურეს მონღოლეთის ბუდისტური
თემი.
1936 წლის მარტში საბჭოთა კავშირმა მონღოლეთთან ხელი მო-
აწერა ურთიერთდახმარების ხელშეკრულებას, რაც შემაჩერებელი
ფაქტორი უნდა ყოფილიყო იაპონელებისთვის.

1.6. საგარეო ვაჭრობა: ზრდიდან შემცირებისკენ


ხალხებს შორის პოლიტიკური ურთიერთობების ბარომეტრია
ვაჭრობა, მას შეუძლია ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესე-
ბაც. 1920-იანი წლები საბჭოთა კავშირის საგარეო-სავაჭრო ურთიერ-
თობების სწრაფი განვითარების პერიოდია, 1930-იან წლებში კი მისი
მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა.
განვითარებულ ქვეყნებს შორის საბჭოთა კავშირის ძირითადი
პარტნიორები იყვნენ გერმანია, დიდი ბრიტანეთი და აშშ. ჰიტლერის
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გერმანიასთან სავაჭრო კავშირები
მკვეთრად შემცირდა. მაგრამ 1940 წელს გერმანია კვლავ საბჭოთა კავ-
შირის პირველი სავაჭრო პარტნიორი გახდა. 1940 წელს გერმანიის-
თვის მიყიდული ძირითადი საქონელი იყო მარცვლეული, ნავთობი,
13
ბამბა და მისი ნარჩენები (დენთის დასამზადებლად გამოიყენება), ას-
ევე ხე-ტყის მასალა. გერმანიაში ყიდულობდნენ მანქანა-მოწყობილო-
ბებს, აგრეთვე მაღალი ხარისხის ლითონს.
დიდმა ბრიტანეთმა და სხვა ქვეყნების უმრავლესობამ 1930-ია-
ნი წლების ბოლოს მკვეთრად შეამცირა ეკონომიური ურთიერთობები
საბჭოთა კავშირთან. განვითარებული კაპიტალისტური ქვეყნებიდან
საბჭოთა კავშირთან ინტენსიურად ვაჭრობდა აშშ, თუმცა საქონელ-
ბრუნვა მასთანაც მცირდებოდა.
დასავლეთთან ვაჭრობის შემცირების მიზეზი გახდა 1930 წელს
ვაშინგტონისა და ლონდონის მიერ წამოყენებული ბრალდებები, რომ
საბჭოთა კავშირს საქონელი გაჰქონდა დომპინგურ ფასებში და აკრძა-
ლა იმპორტი საბჭოთა კავშირიდან. თუმცა ეკონომიკური კრიზისის
გამო დასავლეთის ქვეყნები დაინტერესებულნი იყვნენ საბჭოთა კავ-
შირთან ვაჭრობით.
აზიის ქვეყნებიდან საბჭოთა კავშირის მსხვილი სავაჭრო პარ-
ტნიორები იყვნენ ჩინეთი და მონღოლეთი. მონღოლეთში მიდიოდა
საბჭოთა წარმოების მანქანებისა და მოწყობილობების დიდი წილი.
საგარეო ვაჭრობა არა მარტო ქვეყნებს შორის რეალური ურთი-
ერთობების ბარომეტრია, არამედ პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკის
სარკეც. საბჭოთა კავშირის ეკონომიკური განვითარების დაბალი დო-
ნე განაპირობებდა იმ საქონლის ჩამონათვალს, რასაც ყიდიდა და ყი-
დულობდა ეს ქვეყანა. საბჭოთა ექსპორტში მანქანებსა და მოწყობი-
ლობებს უმნიშვნელო ადგილი ეკავა (1940 წელს 2%), ძირითადი სა-
ექსპორტო საქონელი იყო მარცვლეული, ტყე და ხის მასალა, ბეწვეუ-
ლი და ნავთობპროდუქტები.
ნედლეულის გაყიდვით მიღებული ვალუტა ძირითადად გამო-
იყენებოდა მანქანა-მოწყობილობების და ლითონის ნაკეთობების შე-
საძენად. ამრიგად საგარეო ვაჭრობა მნიშვნელოვანი საშუალება იყო
ქვეყნის ინდუსტრიალიზაციისთვის. მაგრამ იმის გამო, რომ 1930-იანი
წლებში ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის გაუარესებას მოჰყვა ვაჭ-
რობის შემცირებაც. შემცირდა საბჭოთა კავშირის როლი შრომის საერ-
თაშორისო დანაწილებაში. საბჭოთა ეკონომიკა გადაიქცა დახურულ
სისტემად, რომელიც დანარჩენ მსოფლიოსგან იყო მოწყვეტილი. ეს
უარყოფითად აისახა ქვეყნის სამეურნეო განვითარებაზე.

14
პოლონეთი - „კერზონის ხაზი“

2.ნაცისტების მოსვლა ხელისუფლების სათავეში და სა-


ერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემები

2.1. ნაცისტების მოსვლა ხელისუფლებაში და საბჭოთა კავში-


რის საგარეო პოლიტიკის შეცვლა
1933 წელს შეიცვალა პოლიტიკური სიტუაცია ევროპაში. გერმა-
ნიაში ნაცისტები მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში, რომლებიც არ
მალავდნენ თავიანთ გეგმებს დაეწყოთ ბრძოლა დედამიწის ხელახა-
ლი გადანაწილებისათვის, „დიდი გერმანიის“ შექმნის იდეა გულის-
ხმობდა რიგი ქვეყნების დაპყრობას, მათ შორის საბჭოთა კავშირის
ტერიტორიისაც.
საბჭოთა კავშირი იძულებული გახდა შეეცვალა თავისი საგარე-
ოპოლიტიკური კურსი. პირველ რიგში გადაისინჯა საბჭოთა საგარეო
პოლიტიკის ძირითადი დებულება, რომლის თანახმადაც ყველა „იმ-
პერიალისტური“ ქვეყანა ერთნაირად აღიქმებოდა მტრად, რომლებიც
ნებისმიერ მომენტში მზად იყვნენ თავს დასხმოდნენ საბჭოთა კავ-
შირს. 1933 წლის ბოლოს საკ. კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის დავა-
ლებით საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატმა შეიმუშავა ევროპაში
კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის შექმნის გეგმა. ამ დროიდან
1939 წლამდე საბჭოთა საგარეო პოლიტიკამ ანტიგერმანული ხასიათი
15
შეიძინა. მისი მთავარი მიზანი გახდა კავშირი შეეკრა დემოკრატიულ
ქვეყნებთან გერმანიისა და იაპონიის იზოლაციის მიზნით. ეს კურსი
უკავშირდებოდა საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მაქსიმ ლიტვი-
ნოვის (1876-1951) საქმიანობას,1 რომელიც 1930-1939 წლებში საგარეო
საქმეთა სახალხო კომისარი იყო.
საბჭოთა კავშირი აქტიურად აკრიტიკებდა ფაშიზმს სახელმწი-
ფო დონეზე და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. ფაშიზმის
მოწინააღმდეგენი დიდ იმედს ამყარებდნენ საბჭოთა კავშირისა და
ინგლის-საფრანგეთის შეთანხმებაზე ნაცისტური გერმანიის წინააღმ-
დეგ.
ახალი საგარეოპოლიტიკური კურსის პირველი წარმატება იყო
1933 წლის ნოემბერში დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება
აშშ-სთან და 1934 წელს რიგი ქვეყნების მიწვევით, ერთა ლიგაში შეს-
ვლა,2 სადაც ის მაშინვე გახდა მისი საბჭოს მუდმივი წევრი. ეს ნიშნავ-
და, რომ საბჭოთა კავშირი საერთაშორისო არენაზე დაბრუნდა დიდი
სახელმწიფოს სტატუსით. საბჭოთა კავშირისთვის ისიც მნიშვნელო-
ვანი იყო, რომ ერთა ლიგაში მიიღეს მოსკოვის პირობების გათვალის-
წინებით: ყველა დავა, მათ შორის მეფის რუსეთის დროინდელი ვა-
ლების, მის სასარგებლოდ გადაწყდა.
საერთაშორისო დაძაბულობის ზრდამ დღის წესრიგში დააყენა
კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის შექმნისა და აგრესიის თავი-
დან აცილების საკითხი. 1933 წლის დასაწყისში საბჭოთა კავშირი გა-
მოვიდა თავდამსხმელი მხარის (აგრესორის) განსაზღვრის კონვენცი-
ით. მასში აღნიშნული იყო, რომ აგრესია არის სხვა ქვეყნის ტერიტო-
რიაზე შეჭრა ომის გამოცხადებით ან მის გარეშე, აგრეთვე სხვა ქვეყნე-
ბის ტერიტორიის დაბომბვა, თავდასხმა საზღვაო გემებზე, ნავსადგუ-
რების ბლოკადა. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ცივად შეხვდნენ საბ-
ჭოთა პროექტს, მაგრამ რუმინეთმა, იუგოსლავიამ, ჩეხოსლოვაკიამ,
პოლონეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ, ლიტვამ, თურქეთმა, ირანმა, ავ-
ღანეთმა, მოგვიანებით კი ფინეთმა ხელი მოაწერეს საბჭოთა კავშირ-
თან ამ დოკუმენტს.

1
დაიბადა ებრაელი ვაჭრის ოჯახში ნამდვილი გვარია - მეერ-გენოხ მოისეის ძე
ვალახი.
2
საბჭოთა კავშირმა თავი დაანება ამ ორგანიზაციის ადრინდელ კრიტიკას.
16
1934 წელს საბჭოთა კავშირმა წინადადება წამოაყენა შეექმნათ
„აღმოსავლეთის პაქტი“, რომელშიც შევიდოდნენ საბჭოთა კავშირი,
პოლონეთი, გერმანია, ჩეხოსლოვაკია, ფინეთი, ლიტვა, ლატვია და
ესტონეთი. პაქტს მისი მონაწილე ქვეყანა აგრესორისგან უნდა დაეცვა.
1934 წლის სექტემბერში პაქტში მონაწილეობაზე უარი თქვა გერმანი-
ამ, შემდეგ კი პოლონეთმა.
1935 წლის მაისში საბჭოთა კავშირსა და საფრანგეთს შორის და-
იდო შეთანხმება ურთიერთდახმარების შესახებ აგრესორის თავდას-
ხმის შემთხვევაში. სინამდვილეში აღებული ორმხრივი ვალდებულე-
ბანი ნაკლებად ეფექტური იყო, რადგანაც ხელშეკრულებას არ ერ-
თვოდა რაიმე სამხედრო შეთანხმება.
საფრანგეთის შემდეგ საბჭოთა კავშირმა ურთიერთდახმარების
ხელშეკრულება ჩეხოსლოვაკიასთანაც გააფორმა. მაგრამ საფრანგე-
თის მოთხოვნით ჩეხოსლოვაკიასთან ხელშეკრულებაში შეტანილი
იქნა პირობა: საბჭოთა კავშირი იმ შემთხვევაში აღმოუჩენს ჩეხოსლო-
ვაკიას დახმარებას, თუკი ასეთივე დახმარებას აღმოუჩენს საფრანგე-
თი. ამ პუნქტმა და ჩეხოსლოვაკიის მთავრობის გაუბედაობამ გაადვი-
ლა ჰიტლერის აგრესია.
1935 წელს საბჭოთა კავშირმა დაგმო გერმანიაში საყოველთაო
სამხედრო ვალდებულების შემოღება და იტალიის თავდასხმა ეთიოპ-
იაზე. 1936 წელს რომში გამოცხადდა იტალიის იმპერიის შექმნა.
1936 წლის 7 მარტს გერმანია გამოვიდა 1925 წლის ლოკარნოს
შეთანხმებიდან, რომელიც მას აიძულებდა დაეცვა ვერსალის ზავის
პირობები რეინის ოლქის დემილიტარიზაციის შესახებ და იქ ჯარი
შეიყვანა. დემილიტირიზებულ რეინის ზონაში გერმანიის ჯარების
შეყვანის შემდეგ საბჭოთა კავშირმა ერთა ლიგას შესთავაზა კოლექ-
ტიური ზომები მიეღოთ საერთაშორისო ვალდებულებათა დარღვე-
ვის აღსაკვეთად. მაგრამ ეს მოწოდება უშედეგო დარჩა.
1936 წლის სექტემბერში ნიუნბერგში შედგა ნაცისტური პარტი-
ის ყრილობა, რომელმაც წამოაყენა ომისთვის მომზადების 4-წლიანი
გეგმა და გერმანიის მზაობა ებრძოლა „სასიცოცხლო სივრცისთვის“.
1937 წლის 30 იანვარს ჰიტლერმა განაცხადა, რომ გერმანია გამოდიო-
და ვერსალის ხელშეკრულებიდან.

17
2.2.შემობრუნება პოლიტიკური რეალობისკენ. კომინტერნის
VII კონგრესი
1933 წლამდე სტალინი თვლიდა, რომ კომინტერნმა პირველ
რიგში უნდა უზრუნველყოს მისი შიდაპოლიტიკური კურსის საერ-
თაშორისო მხარდაჭერა. სტალინის მეთოდებს ყველაზე მწვავედ ევ-
როპელი სოციალ-დემოკრატები აკრიტიკებდნენ. ისინი კომუნისტე-
ბის მთავარ მტრებად და ფაშიზმის ხელშემწყობებად იყვნენ გამოცხა-
დებული. ასეთმა პოზიციამ გამოიწვია ანტიფაშისტური ძალების გა-
თიშვა და გაუადვილა ნაცისტებს გერმანიაში ხელისუფლების სათა-
ვეში მოსვლა.
1933 წელს, საბჭოთა კავშირის საგარეო-პოლიტიკური კურსის
შეცვლასთან ერთად, შეიცვალა კომინტერნის პოზიციაც. გადასინჯეს
წინა წლებში დამკვიდრებული რიგი არასწორი დებულებები. ახალი
სტრატეგიული ხაზის შემუშავებას სათავეში ჩაუდგა გ. დიმიტროვი.3
ახალი ტაქტიკა დაამტკიცა კომინტერნის VII კონგრესმა, რომელიც
1935 წლის ზაფხულში მოსკოვში ჩატარდა.4 საბჭოთა კავშირში
მკვეთრად შემცირდა რიტორიკა მსოფლიო პროლეტარული რევო-
ლუციის შესახებ.
კომუნისტების მთავარ ამოცანად გამოცხადდა ერთიანი ანტი-
ფაშისტური ფრონტის შექმნა მსოფლიო ომის თავიდან ასაცილებ-
ლად. კომუნისტები უნდა გამოსულიყვნენ თანამშრომლობის ორგა-
ნიზატორებად ყველა ძალასთან - სოციალ-დემოკრატებიდან დაწყე-
ბული ლიბერალებით დამთავრებული. ანტიფაშისტური ფრონტის
შექმნა და ფართო ანტისაომარი აქციები მჭიდროდ უკავშირდებოდა
საბჭოთა კავშირის უსაფრთხოებას. კონგრესმა აღნიშნა, რომ საბჭოთა
კავშირზე თავდასხმის შემთხვევაში კომუნისტები მოუწოდებენ
მშრომელებს „ყველა საშუალებით და ნებისმიერ ფასად ხელი შეუწ-
ყონ წითელი არმიის გამარჯვებას იმპერიალისტების არმიებზე“.

3
ცნობილი ბულგარელი კომუნისტი გიორგი დიმიტროვი ნაცისტებმა დააპატიმ-
რეს და ბრალად დასდეს რაიხსტაგის დაწვა. საბჭოთა კავშირმა დიმიტროვს მო-
ქალაქეობა მისცა. ნაცისტები იძულებული აღმოჩნდნენ დიმიტროვი გაეთავი-
სუფლებინათ. 1935 წელს დიმიტროვი აირჩიეს კომინტერნის აღმასრულებელი
კომიტეტის გენერალურ მდივნად.
4
ეს აღმოჩნდა კომინტერნის უკანასკნელი კონგრესი
18
კომინტერნის მეშვიდე კონგრესის გადაწყვეტილებებმა მუშათა
ერთიანი ფრონტისა და ფართო სახალხო ფრონტის შექმნის თაობაზე
შესაძლებელი გახადა ფაშიზმის შეჩერება საფრანგეთში. პირველ რიგ-
ში იქნა წამოწეული საერთო-დემოკრატიული, ჰუმანიტარული, მშვი-
დობის შენარჩუნების ამოცანები.
კონგრესმა მეტი დამოუკიდებლობა მიანიჭა კომპარტიებს, მაგ-
რამ მისი რეალიზება ვერ მოხერხდა. კომინტერნის ახალი ტაქტიკის
პრაქტიკაში გამოყენების პირველი მცდელობა 1936 წელს ესპანეთში
იყო, სადაც გენერალი ფრანკო ფაშისტურ ამბოხებას ჩაუდგა სათავეში
რესპუბლიკური მთავრობის წინააღმდეგ.

2.3 ომი ესპანეთში და საბჭოთა კავშირი


1936 წლის თებერვალში ესპანეთში არჩევნებში მცირე უპირატე-
სობით გაიმარჯვა სოციალისტების, ანარქისტებისა და კომუნისტების
ბლოკმა. ქვეყანაში გაიზარდა დაპირისპირება პოლიტიკური და რე-
ლიგიური მოტივებით.5 1936 წლის 17 ივლისს „წესრიგის აღსადგე-
ნად“ აჯანყება დაიწყო ოფიცერთა ჯგუფმა ახალგაზრდა გენერლის
ფრანცისკო ფრანკოს ხელმძღვანელობით.6 ფრანკოს გარშემო გაერთი-
ანდნენ მემარჯვენე ლიბერალები, კათოლიკები, მონარქისტები და
სამხედრო დიქტატურის მომხრეები - ფალანგისტები, რომელთა ხელ-
მძღვანელიც ხოსე ანტონიო პრიმო დე რივერა რესპუბლიკელებმა (ასე
იწოდებოდნენ სახალხო ფრონტის მთავრობის მომხრეები) დახვრი-
ტეს. ფრანკოს მხარეზე აღმოჩნდა არმიის დიდი ნაწილი. დაიწყო
სამოქალაქო ომი.
იტალია, გერმანია და პორტუგალია მეამბოხეთა მხარეზე
აღმოჩნდნენ. მეამბოხეებს განსაკუთრებით მნიშვნელოვან დახმარებას
გერმანია და იტალია უწევდნენ. მათ 1937 წლის 18 ნოემბერს სცნეს
ფრანკოს მთავრობა. გარდა სამხედრო-ტექნიკური დახმარებისა, ესპა-
ნეთში იბრძოდა 50 ათასიანი გერმანული კორპუსი და დაახლოებით
200 ათასიანი იტალიური არმია. ინგლისმა და საფრანგეთმა გამოაცხა-
დეს „ჩაურევლობის“ პოლიტიკა, რაც მეამბოხეებს აძლევდა ხელს. ამ

5
დახვრიტეს მრავალი მღვდელი და ბერი
6
აჯანყების პირობითი ნიშანი იყო რადიოთი გაჟღერებული ფრაზა: „მთელ
ესპანეთზე უღრუბლო ცაა“
19
პოზიციამ მემარცხენე ძალების აღშფოთება გამოიწვია. ესპანეთში ათ-
ასობით მოხალისე გაემგზავრა სხვადასხვა ქვეყნიდან.
საბჭოთა დიპლომატია რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ერ-
თი მხრივ, ესპანეთის რესპუბლიკელების ღია მატერიალური და სამ-
ხედრო მხარდაჭერა გახდებოდა რევოლუციის ექსპორტის შესახებ ახ-
ალი ბრალდებების წამოსაყენებლად. მეორე მხრივ მხარდაჭერის გა-
რეშე თუკი დატოვებდა ესპანელ რესპუბლიკელებს და მათ მხარდასა-
ჭერად ჩასულ მოხალისეებს, ეს საბჭოთა კავშირის გავლენისა და ავ-
ტორიტეტის შემცირებას გამოიწვევდა. 1936 წლის 4 ოქტომბერს საბ-
ჭოთა კავშირმა ღიად განაცხადა, რომ მხარს უჭერს ესპანეთის რეს-
პუბლიკელებს. ესპანეთში გაიგზავნა საბჭოთა სამხედრო ტექნიკა, და-
ახლოებით 3,5 ათასი „მოხალისე“, მათ შორის 700-ზე მეტი სამხედრო
მრჩეველი (მათგან 230 დაიღუპა), ასევე იარაღი და საბრძოლო მასალა.
კომინტერნმა კომუნისტური პარტიების მეშვეობით მრავალ
ქვეყანაში გაშალა კამპანია და მოხალისეებს მოუწოდა ჩაბმულიყვნენ
„ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“. ესპანეთში რესპუბლიკელების
მხარეზე იბრძოდა ინტერნაციონალური ბრიგადები - 50 ათასზე მეტი
მოხალისე მსოფლიოს 64 ქვეყნიდან. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით
1,5 ათასი მოხალისე ფრანკისტების მხარეზეც იბრძოდა, ძირითადად
კათოლიკეები, რომლებიც რესპუბლიკელთა მიერ ეკლესიაზე
ძალადობამ, აღაშფოთა.
რესპუბლიკელთა პოლიტიკური სპექტრი ძალზედ ჭრელი იყო,
მაგრმ სტალინი მთელი ომის მანძილზე ცდილობდა უზრუნველეყო
კომუნისტების ჰეგემონია მემარცხენეების ჭრელ კოალიციაში. იყენებ-
დნენ შანტაჟს და მკვლელობებსაც. მაგალითად „გაქრა“ ინტერბრიგა-
დების ხელმძღვანელი, მადრიდის დაცვის გმირი გენერალი კლებერი,
რომელიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა რესპუბლიკელთა
შორის. საბჭოთა უშიშროება წმენდას ატარებდა ესპანეთშიც - როდე-
საც 1937 წელს საბჭოთა არმიის ზედა ეშელონებში რეპრესიები გან-
ხორციელდა, ესპანეთშიც გაანადგურეს ის სამხედროები, რომლებთა-
ნაც რეპრესირებულები მეგობრობდნენ.
როდესაც კატალონიელ მუშებში გაძლიერდა ანტისტალინური
განწყობა, საბჭოთა უშიშროებამ სტალინის მითითებით დაიწყო
სხვადასხვა პოლიტიკური ფრაქციების ერთმანეთთან
დაპირისპირება. კომუნისტების ლიდერმა დიასმა მოითხოვა ყველა

20
სტალინის მოწინააღმდეგე დაჯგუფების ჩახშობა, პრესასა და
რადიოსადგურებზე კონტროლის დამყარება. მოსკოვი ცდილობდა
სტალინური მეთოდებით ესპანეთშიც აეშენებინა ტოტალიტარული
სახელმწიფო, ეს კი მხოლოდ ართულებდა რესპუბლიკელების
მდგომარეობას: კომუნისტებმა ჰეგემონიას ვერ მიაღწიეს, სახალხო
ფრონტი კი დაიშალა.
ესპანეთში 1936 წლის მეორე ნახევრიდან უპირატესობა ფრან-
კისტების მხარეზე გადავიდა. ფრანკო 10 წლის განმავლობაში მა-
როკოში ებრძოდა რიფების ტომს, ორივე მხარე სისასტიკით გამო-
ირჩეოდა და აფრიკული ომის წესები ესპანეთში გადმოიტანა,
უმოწყალოდ ხოცავდა კომუნისტებს.7 1938 წლის მარტში მეამბოხეებ-
მა გაარღვიეს არაგონის ფრონტი და გავიდნენ ხმელთაშუა ზღვაზე,
ამით ორად გახლიჩეს რესპუბლიკელთა ხელთ არსებული ტერიტო-
რია. 1939 წლის 28 მარტს დაეცა მადრიდი. ესპანეთში დამთავრდა
სამოქალაქო ომი, რომელშიც დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი
დაიღუპა.
ესპანეთში ფაშისტური დიქტატურა დამყარდა. სახელმწიფოს
მეთაური ფრანკო გახდა, რომელიც 1939 წლის 27 მარტს შეუერთდა
„ანტიკომინტერნულ პაქტს“, მაგრამ ფრანკო არ აპირებდა ჰიტლერის
მორჩილ სატელიტად გადაქცევას და საიდუმლო კონტაქტებს ეძებდა
ამერიკელებთან და ინგლისელებთან.8 1940 წლის შემოდგომაზე
ფრანკო პირენეებში ჰიტლერს შეხვდა, რომლის შემდეგაც თავის
ახლობელ პირებს უთხრა - „ამ ადამიანთან ლაპარაკი იგივეა, რაც
ჯანსაღი კბილის ამოგლეჯა“.
1939 წლის იანვარში, როდესაც ცხადი გახდა
რესპუბლიკელების დამარცხება, სტალინმა შეწყვიტა დახმარების

7
ამ მხრივ საგულისხმოა იტალიელი პრიმო ჯიბელის ბედი. 1921 წელს ახალ-
გაზრდა იტალიელი საბჭოთა კავშირში გაექცა მუსოლინის რეჟიმს, გახდა მფრი-
ნავი-გამომცდელი, 1936 წელს იტალიელი კომუნისტების ლიდერის პალმირო
ტოლიატის რეკომენდაციით ჩავიდა ესპანეთში რესპუბლიკელთა მხარეზე საომ-
რად. ის პირველი უცხოელი იყო, რომელიც საბჭოთა კავშირის გმირი გახდა (ორ-
დენი N16). მადრიდისთვის ბრძოლაში მისი ბომბდამშენი ჩამოაგდეს, ორი
კვირის შემდეგ კი ფრანკისტებმა მადრიდში პარაშუტით ჩააგდეს ყუთი,
რომელშიც ჯიბელის დანაწევრებული სხეული იყო მოთავსებული.
8
1939 წლის 27 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა დე-იურე ცნეს
ფრანკოს რეჟიმი.
21
გაწევა. ესპანეთის ოქროს მარაგი (600 ტონა ოქრო) საბჭოთა კავშირმა
წაიღო დახმარების გაწევის სანაცვლოდ. საბჭოთა კავშირმა
შეინარჩუნა ასევე აგენტურის ქსელი ევროპისა და ამერიკის
ქვეყნებში, რომელიც შექმნეს რესპუბლიკელთა მხარეზე მოხალისეთა
მისაზიდად.
ესპანეთის ამბებმა თვალსაჩინოდ აჩვენა, რომ აუცილებელი
იყო ფაშიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად ძალთა გაერთიანება, მაგ-
რამ დემოკრატიული სახელმწიფოები ჯერ კიდევ ფიქრობდნენ, რომე-
ლი რეჟიმი უფრო სახიფათო იყო დემოკრატიისათვის - ფაშისტური
თუ კომუნისტური.

2.4. მდგომარეობა შორეულ აღმოსავლეთში (1937-1939)

1936 წლის ნოემბერში გერმანიამ და იაპონიამ ხელი მოაწერეს


ანტიკომინტერნულ პაქტს, რომელსაც შემდეგ იტალია და ესპანეთი
შეუერთდა.
1937 წლის ივლისში იაპონიამ დაიწყო ფართომასშტაბიანი აგ-
რესია ჩინეთის წინააღმდეგ. ასეთ პირობებში ჩან კაიში და ჩინელი
კომუნისტები მაო ძე დუნის ხელმძღვანელობით საერთო
მოქმედებაზე შეთანხმდნენ. მათი კავშირი 1945 წლამდე გაგრძელდა.
იაპონიის აგრესიის პირობებში ჩინეთი და საბჭოთა კავშირი ერთმა-
ნეთს დაუახლოვდნენ. 1937 წლის 21 აგვისტოს გააფორმეს ხელშეკრუ-
ლება თავდაუსხმელობის შესახებ. ხელშეკრულების გაფორმების შემ-
დეგ საბჭოთა კავშირი ჩინეთს ტექნიკურ და მატერიალურ დახმარე-
ბას უწევდა. ბრძოლებში ჩინელთა მხარეზე მონაწილეობდნენ საბჭო-
თა ინსტრუქტორები და მოხალისე მფრინავები.
1939 წლის თებერვალში ჩინეთში იმყოფებოდა 3665 საბჭოთა
სამხედრო სპეციალისტი. სულ 1937 წლის შემოდგომიდან 1942 წლის
დასაწყისამდე (როდესაც ისინი ძირითადად წამოვიდნენ ჩინეთიდან),
ჩინეთში იბრძოდა 5 ათასზე მეტი საბჭოთა მოქალაქე. ამ წლების გან-
მავლობაში საბჭოთა კავშირმა ჩინეთს გადასცა 1285 თვითმფრინავი,
1600 ქვემეხი, 82 ტანკი, 1850 ტრაქტორი, ტყვიამფრქვევების, შაშხანე-
ბის და საბრძოლო მასალის დიდი რაოდენობა. სტალინი ცდილობდა
ჩინელების ხელით მოეხდინა იაპონელების „ნეიტრალიზება“ და
იმავდროულად თანდათანობით „გაეკომუნისტებინა“ თავად ჩინეთი.

22
იაპონიასთან ურთიერთობაში დაძაბულობის შესანელებლად
სტალინმა 1935 წელს მანჯოუ-გოს მიყიდა რუსეთის წილი ჩინეთ-
აღმოსავლეთის რკინიგზაში.
სტალინი იაპონიასთან სამხედრო კონფლიქტისთვის
ემზადებოდა და ამიტომ მისი ბრძანებით ლიკვიდირებული იქნა
ჩინელებისა და კორეელებისთვის შექმნილი ავტონომიები შორეულ
აღმოსავლეთში. უფრო მეტიც, 1937-1938 წლებში პრიმორიესა და
ხაბაროვსკის მხარეში მცხოვრები ჩინელები და კორეელები
ყაზახეთსა და ყირგიზეთში გადაასახლა, რადგანაც ეშინოდა, რომ
ომის შემთხვევაში ისინი იაპონელების მხარეზე გადავიდოდნენ.
1938 წლის ზაფხულში დაიწყო შეიარაღებული შეტაკებები იაპ-
ონიასა და საბჭოთა ჯარებს შორის საბჭოთა კავშირ-მანჯურიის საზ-
ღვარზე. 1938 წლის აგვისტოში გააფთრებული შეტაკებები მოხდა ხა-
სანის ტბასთან (ვლადივოსტოკის ჩრდილოეთით). იაპონელთა მხრი-
დან ეს იყო ე. წ. დაზვერვა ბრძოლით, რაც მათთვის წარუმატებელი
აღმოჩნდა.

2.5. იაპონელების დამარცხება ხალხინ-გოლთან


ინგლისი ცდილობდა საბჭოთა კავშირ-იაპონიის წინააღმდეგო-
ბის გაღრმავებას და ვალდებულება აიღო წინააღმდეგობა არ გაეწია
იაპონიის მოქმედებისათვის ჩინეთში
1939 წლის მაისში იაპონელები მონღოლეთის ტერიტორიაზე
შეიჭრნენ მდინარე ხალხინ-გოლის რაიონში. საბჭოთა კავშირსა და
მონღოლეთს შორის დადებული იყო ხელშეკრულება ურთიერთდახ-
მარების შესახებ. საბჭოთა კავშირმა ჯარები შეიყვანა მონღოლეთში.
საბჭოთა ნაწილებმა (80 ათასზე მეტი ჯარისკაცი და 880 ერთეული
ჯავშანტექნიკა) სასტიკად დაამარცხეს იაპონელები. ოპერაცია
დაგეგმა მე-2 რანგის კომანდარმმა გ. შტერნმა, რომელსაც ჯერ
საბჭოთა კავშირის გმირობა მიანიჭეს, შემდეგ კი დახვრიტეს. ხალხინ-
გოლთან გამარჯვების დიდება მთლიანად გ.ჟუკოვს ერგო, რომელიც
მონღოლეთში მყოფ საბჭოთა ჯარებს სარდლობდა.
იაპონიის მთავრობა იძულებული გახდა მოსკოვში ხელი მოეწე-
რა შეთანხმებისთვის, რომლის თანახმადაც 1939 წლის 16 სექტემბრი-
დან წყდებოდა ყოველგვარი საომარი მოქმედებები. შორეულ აღმო-

23
სავლეთში საომარი მოქმედებების ესკალაციის საფრთხე განეიტრალ-
და.
საბჭოთა კავშირ - გერმანიის დაახლოებამ გარკვეული უთან-
ხმოება წარმოშვა გერმანია-იაპონიის ურთიერთობებში და საბჭოთა
კავშირისთვის მოხსნა ორ ფრონტზე ომის საფრთხე. იაპონიამ თავი
შეიკავა „ანტიკომინტერნულ პაქტში“ მონაწილეობის გაღრმავებაზე,
1939 წლის 28 აგვისტოს კი გადადგა კ. ხირანუმის სამთავრობო კაბი-
ნეტი, რომელიც მხარს უჭერდა გერმანიასთან ერთად საბჭოთა კავ-
შირთან ომს.

2.5. მიუნჰენის შეთანხმება


1938 წლის მაისის შუა რიცხ-
ვებიდან გერმანიამ ჯარების თავმოყრა
დაიწყო ჩეხოსლოვაკიის საზღვარზე.
საბჭოთა ხელმძღვანელობა მზად იყო
დახმარება გაეწია ჩეხოსლოვაკიის-
თვის, იმ პირობით, რომ მას თავად უნდა ეთხოვა ამის თაობაზე.
მაგრამ ჩეხოსლოვაკიაში ჯერ კიდევ დასავლეთელი მოკავშირეების
დახმარების იმედი ჰქონდა.
სექტემბერში, როდესაც სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, ინ-
გლისისა და საფრანგეთის ხელმძღვანელები მიუნჰენში ჩავიდნენ
გერმანიასა და იტალიასთან მოსალაპარაკებლად, იქ არ მიიწვიეს არც
ჩეხოსლოვაკია და არც საბჭოთა კავშირი. მიუხედავად ამისა საბჭოთა
კავშირი მზად იყო დახმარება გაეწია ჩეხოსლოვაკიისთვის, თუკი ამას
ჩეხოსლოვაკიის მთავრობა ოფიციალურად მოითხოვდა, თუმცა ასე
არ მოხდა.
მიუნჰენის შეთანხმებამ 1938 წლის 28 სექტემბერს, რომელსაც
ხელი მოაწერეს დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის (ჩემბერლენი და
დალადიე) წარმომადგენლებმა შეთანხმებას ფაშისტ დიქტატორებთან
(ჰიტლერთან და მუსოლინთან), ჩეხოსლოვაკიას ჩამოაცილა სუდე-
ტის ოლქი, რომელიც ძირითადად გერმანელებით იყო დასახლებუ-
ლი - ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიის დაახლოებით 20%, სადაც ცხოვ-
რობდა ქვეყნის მოსახლეობის მეოთხედი და მდებარეობდა მძიმე
24
მრეწველობის დაახლოებით ნახევარი.9 1939 წლის მარტში ჩეხოსლო-
ვაკიის იმდროინდელი პრეზიდენტის ე. გახის „თანხმობით“ კი გერ-
მანიამ მთლიანად დაიკავა ჩეხოსლოვაკია. ეს ქვეყანა დაშალეს - ბოჰე-
მია და მორავია გახდა გერმანიის პროტექტორატი და შევიდა „მესამე
რაიხის“ შემადგენლობაში, სლოვაკეთი „დამოუკიდებელი“ სახელმწი-
ფო და გერმანიის ვასალი გახდა.
კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის შექმნა ვერ მოხერხდა.
1938 წლის სექტემბერში გაფორმდა ინგლის-გერმანიის და 1938 წლის
დეკემბერში საფრანგეთ-გერმანიის დეკლარაციები. დეკლარაციებში
ნათქვამი იყო, რომ მხარეები ესწრაფვიან „არასოდეს მეტი აღარ იომ-
ონ ერთმანეთის წინააღმდეგ“ და ყველა საკითხი გადაეჭრათ მოლაპა-
რაკებების გზით.

2.6. საბჭოთა კავშირის მზადება „უკანასკნელი ომისთვის“.


კოლექტივიზაციის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ კომუნისტურ
ნომენკლატურას არ შეეძლო თანაარსებობა თავისუფალ გლეხ-
მწარმოებელთან. მეორე მიზეზი კი ინდუსტრიალიზაციის და
სამხედრო წარმოების სწრაფი განვითარების სურვილი იყო,
მომავალი „რევოლუციის ექსპორტის“ განსახორციელებლად.
პირველი ხუთწლედის დროს მკვეთრად გაიზარდა საბჭოთა
სამხედრო ბიუჯეტი. 1928-1929 წლებში საბჭოთა კავშირის სამხედრო
ხარჯები შეადგენდა 93 მლნ გირვანქა სტერლინგს. 1932 წელს კი
დაახლოებით 140 მილიონს. ჰიტლერმა ევროპაში შეზღუდული
ომისათვის მზადება დიდი სიფრთხილით დაიწყო 1935 წელს,

9
ჩეხოსლოვაკიის მოსახლეობა იყო 7,5 მლნ ჩეხი, 2,5 მლნ სლოვაკი და 3,5
მლნ გერმანელი.
25
სტალინმა კი 1929 წლის აპრილში, პირველი ხუთწლიანი გეგმის
მიღების შემდეგ. არნახული ტემპით იზრდებოდა ტანკმშენებლობა.
1932 წლის 1 იანვრისათვის წითელ არმიას 1446 ტანკი და 213
ჯავშნიანი მანქანა ჰყავდა. 1934 წლის 1 იანვარს კი წითელ არმიას
ყავდა 7574 ტანკი და 326 ჯავშნიანი ავტომობილი. ეს მეტი იყი, ვიდრე
დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის არმიებში ერთად
აღებული10 საბჭოთა რეჟიმის ხელმძღვანელები სულ უფრო
აქტიურად ფიქრობდნენ მსოფლიო რევოლუციის დამაჩქარებლის
როლის შესრულებაზე.
1935 წელს ვერმახტის შემადგენლობაში მხოლოდ იგეგმებოდა
36 დივიზიის ფორმირება და არმიის გაშლა 550 ათას მებრძოლამდე.
ხოლო წითელ არმიაში იყო 87 მსროლელი და 32 კავალერიის
დივიზია, პირადი შემადგენლობა კი 960 ათასს აღწევდა.
1937 წელს გერმანიას ომის შემთხვევაში შეეძლო 61 ქვეითი
დივიზიისა და 2 ათასამდე ტანკისა და ჯავშნიანი მანქანის
გამოყვანა. პოლონეთს შეეძლო 36 დივიზიის და დაახლოებით 340
ტანკისა და ჯავშნიანი მანქანის გამოყვანა, საბჭოთა კავშირს კი 1937
წელს ომის შემთხვევაში მხოლოდ დასავლეთში გამოეყვანა 140
დივიზია და 10 ათასი ტანკი.
საბჭოთა კავშირი მოსახლეობის სიღატაკეში ცხოვრებისა და
სასტიკი ექსპლუატაციის შედეგად გამალებით იარაღდებოდა.
საბჭოთა კავშირის მობილიზაციური გეგმები ომის შემთხვევაში
(1928-1934 წლები)11
1928 1930 1932 1934 % ზრდა
1928-
1934
პირადი შემადგენლობა 2,9 3,1 3,5 4,8 65%
(მლნ ადამიანი) მლნ მლნ მლნ მლნ
მსროლელი დივიზიები 103 105,5 144 149 44%
არტილერია 7900 8595 12995 29650 275%
თვითმფრინავები 1300 1420 1923 3500 170%
ტანკები 90 429 1444 9000 9900%

10 История России ХХ век. Том II. Под ред. А.Б.Зубова. М., 2016, стр.319
11 История России ХХ век. Том II. Под ред. А.Б.Зубова,М., 2016, стр.320
26
საბჭოთა კავშირში შეიარაღების წარმოების ზრდა12
1930 1932 1934 1936 1939 %
ზრდა
(1930-
1939)
საარტილერიო 952 2574 4123 5235 16459 1629%
სისტემები
საარტილერიო 790 1224 1504 5200 18099 2191%
ჭურვები (ათასი)
ავიაბომბები 14 147 369 600ზე 2834 20142%
(ათასი) მეტი
ტყვიამფრქვევები 9600 45.000 29.200 31.100 96.433 904%
ტანკები 170 3038 3565 4804 29860 1656%
თვითმფრინავები 899 1734 3109 2688 10758 1096%

საბჭოთა პროპაგანდა გამუდმებით ხაზს უსვამდა წითელი


არმიის მრავალრიცხოვნებას და ძალას, მაგრამ ბრძოლებმა ხასანის
ტბასთან (1938) და ფინეთთან ომმა (1939-1940) აჩვენა, რომ წითელი
არმიის საბრძოლო მომზადება დაბალი იყო. არმიის ხარისხი ჩამო-
უვარდებოდა მის შეიარაღებას. ტაქტიკური თვალსაზრისით წითელ-
არმიელები, გუშინდელი გლეხები ცუდად იყვნენ გაწვრთნილნი,
დაბალი იყო დისციპლინა. მეთაურებს კი დაბალი ზოგადი
კულტურა ჰქონდათ და ეშინოდათ დამოუკიდებელი
გადაწყვეტილებების მიღება. ჯარში ბატონობდა ლოთობა, ფიზიკური
ანგარიშსწორება. არმია სავსე იყო უშიშროების ჯაშუშებით და 1928-
1929 წლებიდან განუწყვეტლივ მიმდინარეობდა რეპრესიები.
პასიური მებრძოლი და ინიციატივის არმქონე მეთაური მხოლოდ
იარაღი იყო სარდლობისათვის. მიზნად ისახავდნენ მტერი დიდი
რიცხობრივი უპირატესობით დიდი მსხვერპლის ფასად
დაემარცხებინათ. არმიის ასეთ მდგომარეობას ხელს უწყობდა 1925-
1940 წლებში თავდაცვის სახალხო კომისრის მარშალ ვოროშილოვის
პიროვნებაც, რომელიც დაბალი განათლების ადამიანი იყო.
საბჭოთა პროპაგანდა საქმეს ისე წარმოადგენდა, რომ მხოლოდ
პარტიის ხელმძღვანელობით მოხერხდა ასეთი უდიდესი წარმატე-

12
История России ХХ век. Том II. Под ред. А.БЗубова. М., 2016, стр.321
27
ბების მიღწევა და საბჭოთა კავშირში შეიქმნა შეიარაღების საუკეთესო
ნიმუშები. თუმცა დასავლეთში სამხედრო სფეროში მიღწევები
არანაკლები იყო, თანაც ყოველგვარი იდეოლოგიური ისტერიის და
კოლოსალური მსხვერპლის გარეშე.

2.7. მსოფლიო საზოგადოების დამოკიდებულება სტალინის


რეჟიმისადმი
დიდმა ტერორმა მნიშვნელოვნად შეცვალა მსოფლიო საზოგა-
დოების დამოკიდებულება საბჭოთა კავშირისადმი. დასავლეთში
მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს დასავლეთის მემარცხენე
და ლიბერალურ წრეებში დიდი იყო ინტერესი საბჭოთა ექსპერიმენ-
ტისადმი, რომელმაც თითქოსდა ბოლო მოუღო მასობრივ უმუშევ-
რობას და წარმოების ვარდნას. კოლექტივიზაციის საშინელებებსა და
გოლოდომორზე დასავლეთში ცოტამ თუ იცოდა, მით უმეტეს
ვერავინ წარმოიდგენდა, რომ შიმშილობა სახელმწიფოს მიერ იყო
ორგანიზებული.
1936 წელს მიღებულმა გარეგნულად დემოკრატიულმა კონსტი-
ტუციამ დასავლეთში გააჩინა საბჭოთა რეჟიმის ლიბერალიზაციის
იმედი, რომელიც „ნორმალური სახელმწიფო“ გახდებოდა, მაგრამ
1936 წლია შემოდგომიდან დაწყებულმა მასობრივმა ტერორმა ეს
იმედები გააქრო. ტერორი საჯარო იყო, მთელი მსოფლიოს თვალწინ.
დასავლეთში ბევრისთვის ცხადი გახდა, რომ საბჭოთა კავშირში
არსებობდა ერთი პიროვნების დაუნდობელი დიქტატურა. 1939 წელს
სტალინის რეჟიმი ისევე აღიქმებოდა ტოტალიტარულად, როგორც
ნაცისტური რეჟიმი.
დასავლეთში იმასაც ხედავდნენ, რომ რეპრესიები
სახელმწიფიო აპარატსა და არმიაში ასუსტებდა საბჭოთა
სახელმწიფოს. ჰიტლერი საბჭოთა რეჟიმს „თიხის ფეხებზე მდგარ
გოლიათს“ უწოდებდა, რომელიც დაეცემოდა პირველი სერიოზული
დარტყმის შემდეგ. დასავლეთელი პოლიტიკოსები მიიჩნევდნენ, რომ
რეპრესიები რეჟიმისადმი სიძულვილს გამოიწვევდა ხალხში და მას
ომის შემთხვევაში არ დაიცავდნენ. სტალინის რეჟიმი აღიქმებოდა
არა მხოლოდ უცხო სხეულად, არამედ სუსტ ძალადაც.

28
3.საბჭოთა კავშირისა და ნაცისტური გერმანიის
დაახლოება

3.1. ფაშისტური ქვეყნების აგრესიის გაფართოება


1938 წლის ნოემბერში იაპონიამ პირველად გამოაცხადა
აშკარად თავისი მიზანი -„აღმოსავლეთ აზიაში ახალი წესრიგის
შექმნა“. ეს უნდა ყოფილიყო თანააყვავების აღმოსავლეთ-აზიური
სფერო. იაპონელი იმპერიალისტები მასში მოიაზრებდნენ საბჭოთა
კავშირის შორეულ აღმოსავლეთს, ჩინეთს, სამხრეთ-აღმოსავლეთ
აზიას, ინდონეზიას, ფილიპინებს, ახალ გვინეას და ოკეანიის
კუნძულებს.
არა ნაკლებ საშიშ ხასიათს ღებულობდა მოვლენათა განვითა-
რება ევროპაში.
მიუნჰენის შეთანხმების დადების შემდეგ ინგლისისა და საფ-
რანგეთის ლიდერებმა გამოაცხადეს, რომ ევროპაში დადგა „მშვიდო-
ბის ერა“. სხვანაირად ფიქრობდა და მოქმედებდა ჰიტლერი. 1939
წლის 15 მარტს ჰიტლერმა ჯარი შეიყვანა პრაღაში და საბოლოოდ
მოსპო ჩეხოსლოვაკია, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.
1939 წლის 23 მარტს ჰიტლერმა დაიკავა მემელის (კლაიპედას)
ოლქი, რომელიც ლიტვის შემადგენლობაში შედიოდა. ეს მოხდა
ლიტვასთან „შეთანხმებით“, რომელმაც გერმანიას „დაუთმო“ ეს პორ-
ტი.
1939 წლის მარტში გერმანიამ პოლონეთს მოთხოვნა წაუყენა
დანციგის შეერთების თაობაზე, რომელიც თავისუფალი ქალაქი იყო
და ასევე პოლონეთის ტერიტორიის ნაწილზე. პოლონეთმა უარყო ეს
მოთხოვნები. საპასუხოდ გერმანიამ გაწყვიტა ხელშეკრულება პოლო-
ნეთთან თავდაუსხმელობის შესახებ, მომზადდა პოლონეთზე
თავდასხმის გეგმა („ვაისის გეგმა“), რომელიც 1939 წლის აპრილის
დასაწყისში დამტკიცდა. გეგმის მიხედვით პოლონეთის წინააღმდეგ
ომი უნდა დაწყებულიყო არა უგვიანეს 1939 წლის 1 სექტემბრისა.
გერმანიის აგრესიული გეგმებით შეშფოთებულმა ბრიტანეთმა
და საფრანგეთმა 22 მარტს განაცხადეს, რომ სამხედრო გარანტიას

29
აძლევენ გერმანიის თავდასხმის შემთხვევაში გერმანიის
დასავლეთელ მეზობლებს - ბელგიას, ჰოლანდიას და შვეიცარიას.
მალე იგივე გარანტია მისცეს პოლონეთს, შემდეგ კი საბერძნეთს,
რუმინეთს და თურქეთს.
1939 წლის აპრილში იტალიამ მოახდინა ალბანეთის ოკუპაცია.
1939 წლის აპრილში „ანტიკომინტერნულ პაქტს“, რომელშიც
გერმანია, იაპონია და იტალია შედიოდნენ, შეუერთდა უნგრეთი და
მანჯოუ-გო. 1939 წლის მაისში - ესპანეთი.
გერმანიისა და იტალიის ასეთმა მოქმედებამ საგონებელში ჩააგ-
დო ინგლის-საფრანგეთის მმართველი წრეები და ისინი დათან-
ხმდნენ საბჭოთა კავშირის წინადადებას დაეწყოთ მოლაპარაკებები
შეთანხმების დასადებად გერმანიის აგრესიის შეჩერების მიზნით.
თუმცა ეს მოლაპარაკებები უშედეგო აღმოჩნდა.
ფაშისტური კოალიციის ფორმირება შემდეგშიც გრძელდებოდა.
1940 წლის 27 სექტემბერს პაქტი გადაიქცა ღია სამხედრო კავში-
რად („ბერლინის პაქტი“).
1941 წლის ნოემბერში პაქტის მოქმედება 5 წლით გაგრძელდა.
ამავე დროს მას შეუერთდნენ ბულგარეთი, ფინეთი, რუმინეთი, და-
ნია, სლოვაკეთი, ხორვატია და ნანკინი (ჩინეთის დედაქალაქი, რომე-
ლიც 1937-1945 წლებში იაპონიის ოკუპაციის ზონაში იყო). ამით დამ-
თავრდა ფაშისტური სახელმწიფოებისა და მათი სატელიტების აგრე-
სიული ბლოკი.

3.2. ევროპა ომსა და მშვიდობას შორის


1939 წლისათვის ევროპა დიდი ომის ზღურბლზე იდგა. ამ
დროისათვის სამხედრო თვალსაზრისით ინგლისი და საფრანგეთი
მნიშვნელოვნად აღემატებოდნენ გერმანიის სახმელეთო ძალებს და
სრულად ბატონობდნენ ზღვაზე. მაგრამ ყველაზე მრავალრიცხოვანი
არმია და კარგად შეიარაღებული საბჭოთა კავშირს ჰყავდა. საბჭოთა
არმია დივიზიების რაოდენობით იტალიის სახმელეთო ძალებს 2-
ჯერ აღემატებოდა, გერმანიას 2,5-ჯერ, იაპონიას 3-ჯერ, საფრანგეთს
4-ჯერ, დიდ ბრიტანეთს - 5-ჯერ, აშშ-ს კი 11-ჯერ.13

13
История России ХХ век. Том II. Под ред. А.Б.Зубова. М., 2016, стр.362
30
საბჭოთა კავშირის პოზიციაზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული.
იმის მიხედვით, თუ რომელ სახელმწიფოებს დაუკავშირდებოდა
სტალინი, დამოკიდებული იყო მშვიდობის შენარჩუნება ან ომის
დაწყება ევროპაში.
საბჭოთა ქვეყნის დაკავშირება ინგლის-საფრანგეთთან გერმა-
ნიას ორ ფრონტზე ომის საფრთხის წინაშე აყენებდა და ჰიტლერი ვერ
გაბედავდა პოლონეთზე თავდასხმას. ამით ევროპაში მშვიდობა
შენარჩუნდებოდა.
სტალინის დაკავშირება გერმანიასა და მის სატელიტებთან
ნიშნავდა ევროპაში ომის დაუყოვნებლივ გაჩაღებას. სამი აგრესიული
რეჟიმის - ბოლშევიკურის, ფაშისტურის და ნაცისტურის კავშირი
ზრდიდა მათ ძალებს საძულველი „დემოკრატიის“ წინააღმდეგ
ბრძოლაში.
თავად სტალინიც ომისკენ იხრებოდა. მშვიდობა 1920 წლის
საზღვრებში ტოვებდა და ხელს უშლიდა „რევოლუციის ექსპორტს“.
ბოლშევიკებსაც სურდათ მსოფლიოზე ბატონობა. ამავე დროს
სტალინს ეშინოდა კაპიტალისტური ქვეყნები არ გაერთიანებულიყ-
ვნენ მის წინააღმდეგ.
ინგლისი და საფრანგეთი წინააღმდეგი არ იყვნენ, რონ გერმანია
და საბჭოთა კავშირი ერთმანეთს შეტაკებოდნენ, სტალინს კი სურდა
გერმანიის აგრესიის დასავლეთისკენ წარმართვა, რაც მათ დაასუს-
ტებდა. სტალინი მოლაპარაკებებს აწარმოებდა ინგლის-საფრანგეთ-
თან და გერმანიასთანაც.

3.3. საბჭოთა კავშირის მოლაპარაკებები ინგლის-საფრანგეთ-


თან
1939 წლის 17 აპრილს, გერმანიის მიერ ჩეხოსლოვაკიის ოკუპ-
აციის შემდეგ, საბჭოთა კავშირმა წინადადება წამოაყენა, რომ საბჭო-
თა კავშირს, ინგლისსა და საფრანგეთს გაეფორმებინათ სამმხრივი შე-
თანხმება ურთიერთდახმარების შესახებ და ასევე სამხედრო კონვენ-
ცია. თავისი ვალდებულებების შესასრულებლად საბჭოთა კავშირი
მოითხოვდა, რომ წითელ არმიას გაევლო „ბუფერულ ზონაზე“ -
პოლონეთი, რუმინეთი, ბალტიის ქვეყნები და ფინეთი, რაც ამ
ქვეყნების ოკუპაციას ნიშნავდა. ამ მოთხოვნას დიდხანს არ

31
თანხმდებოდნენ არც ინგლის-საფრანგეთი და არც „ბუფერული
ზონის“ ქვეყნები.
ჰიტლერმა თავის მხრივ დასავლეთის ქვეყნებს შესთავაზა და-
ედოთ „ოთხთა პაქტი“ (გერმანია, იტალია, ინგლისი, საფრანგეთი).
მიუნჰენის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ გერმანიის აგ-
რესიის გაძლიერებამ ომის საფრთხე კიდევ უფრო რეალური გახადა.
ინგლისსა და საფრანგეთში იზრდებოდა განწყობა საბჭოთა კავშირ-
თან მოლაპარაკებების გამართვის სასარგებლოდ. პირველად მიუნჰე-
ნის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ინგლისის და საფრანგეთის
მთავრობები დათანხმდნენ საბჭოთა კავშირთან მოლაპარაკებას და
მოსკოვში დაიწყო სამი ქვეყნის (სსრკ, ინგლისი, საფრანგეთი) სამხედ-
რო მისიების მოლაპარაკებები.
მაისის ბოლოს ბრიტანეთისა და საფრანგეთის მთავრობებმა არ-
ჩევანი გააკეთეს საბჭოთა კავშირთან მოლაპარაკებების დაწყების შე-
სახებ. 1939 წლის ივნის-ივლისში მოსკოვში გამართულმა მოლაპარა-
კებებმა მოლოტოვსა და ინგლის-საფრანგეთის წარმომადგენლებს შო-
რის შედეგი არ გამოიღო. თუმცა დათანხმდნენ მოლაპარაკებები და-
ეწყოთ სამხედრო შეთანხმების დასადებად.
მოსკოვის მოლაპარაკებების პარალელურად ივნის-ივლისში
ლონდონი ცდილობდა გერმანიასთან გარიგებას. ბრიტანეთი მზად
იყო ეცნო გერმანიის დომინირება აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის
პოლონეთის მიმართ მოთხოვნებიც. მაგრამ გარიგება არ შედგა.
გერმანია არ აპირებდა თავის აგრესიის მხოლოდ აღმოსავლეთისკენ
წარმართვას და ასევე ითხოვდა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ
დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას.
1939 წლის 12 აგვისტოს მოსკოვში ჩამოვიდნენ ინგლისისა და
საფრანგეთის წარმომადგენლები. აქ მოულოდნელად გამოირკვა, რომ
ინგლისელებს არ ჰქონდათ უფლებამოსილება ეწარმოებინათ მოლა-
პარაკებები და დაედოთ შეთანხმება. ორივე მისიას მეორეხარისხოვა-
ნი მოღვაწეები ხელმძღვანელობდნენ, საბჭოთა დელეგაციას კი სათა-
ვეში ედგა თავდაცვის სახალხო კომისარი მარშალი კლიმ ვოროში-
ლოვი.
საბჭოთა მხარემ წარადგინა საბჭოთა კავშირის, ინგლისისა და
საფრანგეთის ერთობლივი სამხედრო მოქმედებების დეტალური გეგ-
მა. ამ გეგმის თანახმად, წითელ არმიას ევროპაში გამოჰყავდა 136 დი-

32
ვიზია, 5 ათასი მძიმე ქვემეხი, 9 – 10 ათასი ტანკი და 5 – 5,5 ათასი
თვითმფრინავი. ინგლისის დელეგაციამ განაცხადა, რომ საომარი
მოქმედებების დაწყების შემთხვევაში ინგლისი თავიდან კონტინენ-
ტზე გააგზავნიდა მხოლოდ 6 დივიზიას. სამაგიეროდ საფრანგეთი
აცხადებდა, რომ გერმანიის წინააღმდეგ საბრძოლველად
გამოიყვანდა 110 დივიზიას, 4 ათას თანამედროვე ტანკს და 3 ათას
მსხვილყალიბიან ქვემეხს (150-დან 420 მილიმეტრამდე), დივიზიების
არტილერიის გარდა. ასევე საფრანგეთის არმიაში შევიდოდნენ 200
ათასი ესპანელი რესპუბლიკელი, რომლებიც საფრანგეთში
გადავიდნენ ფრანკისტების გამარჯვების შემდეგ.
საბჭოთა კავშირს არ ჰქონდა საერთო საზღვარი გერმანიასთან.
მაშასადამე საომარ მოქმედებებში მონაწილეობას მიიღებდა მხოლოდ
იმ შემთხვევაში, თუკი ინგლისისა და საფრანგეთის მოკავშირეები -
პოლონეთი და რუმინეთი საბჭოთა ჯარებს თავიანთ ტერიტორიაზე
გაატარებდნენ. მაგრამ ორივე ქვეყანა ამის წინააღმდეგი იყო და საფრ-
თხედ მიიჩნევდნენ დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისათვის.
ინგლისსა და საფრანგეთს არაფერი გაუკეთებიათ თავიანთი მოკავში-
რეების დასარწმუნებლად, რომ საბჭოთა ჯარი გაეტარებინათ. პირი-
ქით, დასავლეთის სახელმწიფოების დელეგაციის წევრები გაფრთხი-
ლებული იყვნენ, რომ ეს საკითხი არც უნდა განეხილათ მოსკოვში.
მოლაპარაკებები შეგნებულად ჭიანურდებოდა.

3.4. საბჭოთა კავშირის გერმანიასთან დაახლოება


მოსკოვში 1939 წლის მარტიდან გაჩნდა პირველი სიმპტომები
საგარეო პოლიტიკაში მიმდინარე ცვლილე-
ბებისა. 1939 წლის 10 მარტს პარტიის XVIII
ყრილობაზე სტალინმა მიანიშნა გერმანიას-
თან ურთიერთობის გაუმჯობესების სასურ-
ველობაზე. კიდევ უფრო ადრე, ბერლინში
გამართულ დიპლომატიურ მიღებაზე, ჰიტ-
ლერი პირველად სპეციალურად შეჩერდა
საბჭოთა ელჩთან და მას გამოელაპარაკა, რაც
მთელმა დიპლომატიურმა კორპუსმა შეამ-
ჩნია.
33
1939 წლის 5 მაისს მოსკოვში გამოაცხადეს საგარეო საქმეთა
სახალხო კომისრის პოსტიდან მ. ლიტვინოვის გადადგომის შესახებ,
რომელიც ინგლისთან და საფრანგეთთან დაახლოების მომხრე და
თანაც ებრაელი იყო. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი შეითავსა
სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარემ ვ. მოლოტოვმა
(სტალინთან დაახლოებული ადამიანი), რაც მსოფლიომ შეაფასა
როგორც მოსკოვის საგარეო პოლიტიკაში ცვლილებების მაუწყებელი.
მალე, დიდი ხნის შესვენების შემდეგ, დაიწყო სავაჭრო-ეკონომ-
იკური მოლაპარაკებები ბერლინსა და მოსკოვს შორის. აგვისტოში ხე-
ლი მოეწერა შეთანხმებას ვაჭრობისა და კრედიტების თაობაზე. პარა-
ლელურად 1939 წლის ზაფხულში გაძლიერდა პოლიტიკური კონტაქ-
ტებიც ორ ქვეყანას შორის.
ამრიგად, 1939 წლის ზაფხულში საბჭოთა კავშირი მოლაპარაკე-
ბებს აწარმოებდა ორივე დაპირისპირებულ ბანაკთან. ეს მეთოდი არ
ყოფილა რაიმე მოულოდნელი საერთაშორისო პრაქტიკაში, ინგლისსა
და საფრანგეთსაც ჰქონდათ აქტიური დიპლომატიური კონტაქტები
გერმანიასთან.
მოსკოვის მოლაპარაკებები წარმატებით რომ დამთავრებული-
ყო, მნიშვნელოვანი ბარიერი შეიქმნებოდა გერმანიის აგრესიული
გეგმების წინაშე. მაგრამ ეს შანსი გამოუყენებელი დარჩა.

3.5. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი


ჰიტლერმა, რომელიც „პოლონეთის საკითხის“ ძალით გადაჭ-
რისთვის ემზადებოდა, ასევე შესთავაზა საბჭოთა კავშირს დაეწყოთ
მოლაპარაკებები თავდაუსხმელობის ხელშეკრულების დადებისა და
აღმოსავლეთ ევროპაში გავლენის სფეროების გამიჯვნის თაობაზე.
სტალინი რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდა: ან უნდა უარი
ეთქვა გერმანიის წინადადებისთვის და შერიგებოდა გერმანიის ჯარე-
ბის გასვლას საბჭოთა კავშირის საზღვრებთან პოლონეთის განადგუ-
რების შემდეგ, ან დაედო შეთანხმება გერმანიასთან და გადაეწია საბ-
ჭოთა კავშირის საზღვრები დასავლეთისკენ, თან გარკვეული დროით
თავიდან აეცილებინა ომი გერმანიასთან.
საბჭოთა ხელმძღვანელობამ ისიც იცოდა, რომ დასავლეთის
ქვეყნები გერმანიას საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომისკენ უბიძგებ-
34
დნენ, ისევე როგორც იცოდნენ გერმანიის მისწრაფებაზე „სასიცოც-
ხლო სივრცე“ გაეფართოებინა აღმოსავლეთით დაპყრობების ხარჯზე.
მოსკოვში ისიც იცოდნენ, რომ გერმანიის ჯარები მზად იყვნენ პოლო-
ნეთზე თავდასასხმელად და ბევრად ძლიერები იყვნენ პოლონეთის
არმიაზე.
რაც უფრო ძნელად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ინგლის-
საფრანგეთის დელეგაციასთან, სტალინი მით უფრო იხრებოდა გერ-
მანიასთან შეთანხმების ხელმოწერისკენ. უნდა გაეთვალისწინებინა
ისიც, რომ 1939 წლის მაისიდან მონღოლეთის ტერიტორიაზე მიმდი-
ნარეობდა საომარი მოქმედებები იაპონელთა წინააღმდეგ.
1939 წლის 19 აგვისტო გადამწყვეტი აღმოჩნდა. ამ დღეს მოხდა
სამი მნიშვნელოვანი მოვლენა:
- საბჭოთა მთავრობა დათანხმდა მოსკოვში რიბენტროპის ჩას-
ვლას. იმავე დღეს ბერლინში ხელი მოეწერა სავაჭრო-საკრედიტო შე-
თანხმებას, რაც საბჭოთა კავშირისთვის 200-მილიონიანი კრედიტის
მიცემას 5 წლით, წლიური 4,5%-ით. ეს შეთანხმება შემობრუნების
პუნქტი აღმოჩნდა საბჭოთა კავშირ - გერმანიის ურთიერთობაში.
- პოლონეთმა ბრიტანელებს აცნობა, რომ უარს ამბობს
მშვიდობიან დროს თავის ტერიტორიაზე ნებისმიერი უცხო ქვეყნის
შეიარაღებული ძალების დაშვებაზე. პოლონეთის საგარეო საქმეთა
მინისტრის ბეკის განცხადებით, „მარშალი ვოროშილოვი მშვიდო-
ბიანი გზით ცდილობდა იმის მიღწევას, რასაც ვერ მიაღწია იარაღის
ძალით 1920 წელს“. თუმცა უკანასკნელ მომენტში - 23 აგვისტოს
პოლონელებმა თანხმობა არ გამორიცხეს;
- შულენბერგმა ბერლინში გადაგზავნა მოლოტოვის მიერ
მიწოდებული თავდაუსხმელობის პაქტის პროექტი და ხაზი გაუსვა,
რომ ხელშეკრულება ძალაში შევიდოდას მხოლოდ „საგარეო-პოლი-
ტიკურ საკითხებზე სპეციალური პროტოკოლის ხელმოწერის შემ-
დეგ“, რომელსაც მოსკოვი „პაქტის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევდა“.
მოსკოვსა და ბერლინს შორის მიღწეული იქნა შეთანხმება და
1939 წლის 23 აგვისტოს მოსკოვში ჩაფრინდა გერმანიის საგარეო საქ-
მეთა მინისტრი მ. რიბენტროპი.14 იმავე დღეს ხელი მოეწერა გერმანია

14
საზღვრის გადაკვეთისას რიბენტროპის თვითმფრინავს მინსკის რაიონში
ცეცხლი გაუხსნო საბჭოთა საზენიტო არტილერიამ. მათ დაგვიანებით მიიღეს
გაფრთხილება თვითმფრინავისთვის დერეფნის მიცემის თაობაზე. მაგრამ
35
- საბჭოთა კავშირის თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას, რომელიც
ისტორიაში შევიდა „მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის“ სახელით. მის-
მა ხელმოწერამ შოკში ჩააგდო მსოფლიო.
1939 წლის 23 აგვისტოს საბჭოთა კავშირ - გერმანიას შორის და-
იდო თავდაუსხმელობის ხელშეკრულება 10 წლის ვადით. ეს ხელშეკ-
რულება სრულიად მოულოდნელი იყო მსოფლიოსთვისაც და საბჭო-
თა კავშირში მცხოვრებთათვისაც. მაგრამ არავინ იცოდა მთავარი -
ხელშეკრულებას ერთვოდა საიდუმლო პროტოკოლები, რომელშიც
აღმოსავლეთ ევროპა ინტერესთა სფეროებად იყო გაყოფილი საბჭოთა
კავშირისა და გერმანიის მიერ. ამ პროტოკოლების თანახმად, დგინ-
დებოდა გამმიჯნავი ხაზი გერმანიისა და საბჭოთა ჯარებს შორის პო-
ლონეთში; ესტონეთი, ლატვია, ფინეთი და ბესარაბია მიეკუთვნებო-
და საბჭოთა გავლენის სფეროს, ლიტვა - გერმანიის ინტერესების სფე-
როს. პოლონეთი იყოფოდა ორ ნაწილად, აღმოსავლეთ პოლონეთი
საბჭოთა კავშირის ხელში გადადიოდა. დედაქალაქი ვარშავა შუაზე
იყოფოდა. საბჭოთა კავშირს ერგებოდა მისი გარეუბანი - პრაგა.
პაქტის ხელმოწერის შემდეგ გაიმართა ვახშამი, რომელსაც
ესწრებოდნენ მხოლოდ სტალინი, მოლოტოვი, რიბენტროპი და
შულენბურგი. სტალინმა დალია ჰიტლერის სადღეგრძელო: „მე ვიცი,
თუ როგორ ძლიერ უყვარს გერმანელ ერს თავისი ბელადი და ამიტომ
მე მინდა შევსვა მისი დღეგრძელობისთვის“. სტალინმა დალია
ჰენრიხ ჰიმლერის სადღეგრძელოც, „ადამიანისა, რომელიც
უზრუნველყოფს გერმანიის სახელმწიფოს უსაფრთხოებას“. ბერია მან
რიბენტროპს წარუდგინა როგორც „ჩვენი ჰიმლერი“. რიბენტროპი კი
მოგვიანებით იტალიელ კოლეგას გრაფ ჩიანოს უყვებოდა: „მე
კრემლში თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ძველ პარტიულ ამხანაგებს
შორის ვიყავი“.
უდავოა, რომ ხელშეკრულება მაშინ ორივე მხარისთვის სასარ-
გებლო იყო. ჰიტლერს საშუალება ეძლეოდა დამატებითი გართულე-
ბების გარეშე დაეწყო პოლონეთის დაპყრობა და დაერწმუნებინა თა-
ვისი გენერლები, რომ ორ ფრონტზე ომი არ მოუხდებოდა.
ჩვეულებრივ აღინიშნება, რომ სტალინმა დრო მოიგო ომისთვის მო-

ჰიტლერი, სტალინი და რიბენტროპი იმდენად დაინტერესებულნი იყვნენ


შეთანხმების მიღწევით, რომ ინციდენტისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ.
36
სამზადებლად და ასევე შესაძლებლობა გადაეწია დასავლეთისკენ
საზღვრები, რითაც ფაქტობრივად აღადგენდა ყოფილი რუსეთის იმ-
პერიის დასავლეთის საზღვრებს. გერმანიასთან შეთანხმებამ ბოლო
მოუღო დასავლეთის ქვეყნების მცდელობას გერმანიის აგრესია აღმო-
სავლეთისკენ წარემართათ და ეს აგრესია დასავლეთისკენ იქნა მი-
მართული.
მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის ფასი ევროპაში ომის დაწყება
იყო. 1939 წლის 24 აგვისტოს გაზეთმა „პრავდამ“ საბჭოთა კავშირ-
გერმანიის ხელშეკრულებას „მშვიდობის ინსტრუმენტი“ უწოდა,
ჰიტლერმა კი 22 აგვისტოს თავის გენერლებს განუცხადა: „ახლა,
როდესაც მე გავატარე აუცილებელი დიპლომატიური მოსამზადე-
ბელი სამუშაო, ჯარისკაცებს გზა გაეხსნათ“.

საბჭოთა-კავშირ გერმანიის პაქტმა თავდაუსხმელობის შესახებ:


· გადაავადა მხარეთა სამხედრო შეტაკება
· აღმოსავლეთ ევროპაში გამიჯნა ამ ორი ქვეყნის გავლენის
სფეროები
· ხელი შეუწყო მეორე მსოფლიო ომის დაწყებას

კარიკატურა „მიუნჰენის შეთან- კარიკატურა „ჰიტლერისა და სტა-


ხმება“ ლინის ქორწილი

37
3.6. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შეფასება
მრავალი წლის მანძილზე პოლიტიკოსები და ისტორიკოსები,
დიპლომატები და ჟურნალისტები მწვავედ კამათობდნენ ამ ხელშეკ-
რულების თაობაზე. ზოგი იცავდა პაქტს, ამართლებდა მის დადებას
საბჭოთა კავშირის მხრიდან, რადგანაც მოიგო დრო ომისათვის მოსამ-
ზადებლად, სხვები ბრალს სდებდნენ საბჭოთა ხელმძღვანელებს ფა-
შისტურ რეჟიმთან შეთანხმებაში და მისი აგრესიული პოლიტიკის
ხელშეწყობაში.
პაქტის დადება მოულოდნელი ნაბიჯი იყო - მრავალი წლის
მანძილზე საბჭოთა კავშირი გმობდა ფაშიზმს და იბრძოდა მის წინა-
აღმდეგ, ასევე მოქმედებდნენ კომუნისტური პარტიები. პაქტის დადე-
ბამ კი დეზორგანიზება და დაბნეულობა გამოიწვია.
შექმნილ ვითარებაში საბჭოთა კავშირს შეეძლო თავდაუსხმე-
ლობის პაქტის გაფორმება, მაგრამ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელო-
ბა არ შემოფარგლულა უბრალოდ პაქტის გაფორმებით, არამედ წავი-
და აგრესორთან ფართო თანამშრომლობაზე და 1939-1941 წლებში
მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი საზღვრები.
ნაცისტურ გერმანიასთან შეთანხმების გაფორმებით სტალინის
მოგება გერმანიასთან ომის თავიდან აცილებაში ან გადავადებაში არ
ყოფილა. ჰიტლერი მაშინ არ გეგმავდა საბჭოთა კავშირზე
თავდასხმას. 1939 წელს გერმანიას ჰყავდა 52,5 დივიზია, 30,6 ათასი
ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, 3,4 ათასი ტანკი და 4,3 ათასი
თვითმფრინავი. ის ვერაფერს დააკლებდა საბჭოთა კავშირს,
რომელსაც 147 დივიზია, 55,8 ათასი ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, 21
ათასი ტანკი და 11 ათასი თვითმფრინავი ჰქონდა.
სტალინმა მოიგო არა დრო, არამედ სივრცე. სტალინს შეეძლო
მონაწილეობა მიეღო გერმანიასთან და მის მოკავშირეებთან ერთად
ტერიტორიების განაწილებაში; ასევე სტალინმა მიაღწია თავის ერთ-
ერთ მთავარ მიზანს - მიაღწია იმას, რომ კაპიტალისტური ქვეყნები
ერთმანეთს დაუპირისპირა და თვითონ განზე დარჩა, ეყურებინა
გერმანიასა და ინგლის-საფრანგეთის ომისთვის და შემდეგ ომით
დასუსტებული ქვეყნებისთვის თავისი პირობები ეკარნახა.
რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის შედეგად მკვეთრად
გამწვავდა საბჭოთა კავშირის ურთიერთობა დასავლეთის
დემოკრატიებთან, - თავის მომავალ მოკავშირეებთან. ისე პაქტით,
38
ჰიტლერმა უფრო იხეირა ვიდრე სტალინმა. 1941 წლის შუახანისთვის
გერმანია ორ-სამჯერ უფრო ძლიერი იყო, ვიდრე 1939 წლის
აგვისტოში. 1941 წლის ივნისში კი პაქტის დადებით დაწყებული ომი
საბჭოთა კავშირსაც დაატყდა თავს.
დიდი ხმის განმავლობაში რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი გა-
საიდუმლოებული იყო და საზოგადოებისთვის უცნობი იყო, თუმცა
ხმები მისი არსებობის შესახებ მაშინვე ვრცელდებოდა. 1947 წელს
აშშ-ში გამოქვეყნდა დოკუმენტების კრებული, რომელშიც ეს პროტო-
კოლიც იყო გამოქვეყნებული. მაგრამ საბჭოთა ხელმძღვანელობა არ
აღიარებდა ამ პროტოკოლის არსებობას 1989 წლამდე, როდესაც ის
საბჭოთა კავშირშიც გამოქვეყნდა.
აღნიშნული პროტოკოლი იყო სამართლებრივი და მორალური
პრინციპების დარღვევა, სხვა ქვეყნებისა და ხალხების ზურგს უკან
წყვეტდა მათ ბედს. 1989 წელს საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საბჭომ
მიიღო სპეციალური დადგენილება, რომელშიც დაგმო საიდუმლო
პროტოკოლი და აღიარა რომ ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო სა-
მართლისა და მორალის ნორმებს.

დანართი

გერმანიისა და საბჭოთა კავშირის მოქმედება 1936-1940


წლე- მესამე რაიხი საბჭოთა კავშირი
ბი
1936 სამხედრო დახმარებას უწევს სამხედრო დახმარებას უწევს
თავის მომხრეებს ესპანეთში თავის მომხრეებს ესპანეთში
1938 შეიერთა ავსტრია და ჩეხოს- იწყებს მრავალწლიან სამხედ-
ლოვაკიის ნაწილი - სუდეტის რო დახმარებას ჩინეთისთვის
ოლქი
1939 იერთებს მთლიანად ჩეხოს- იერთებს აღმოსავლეთ პოლო-
ლოვაკიას, იპყრობს პოლონე- ნეთს, თავს ესხმის ფინეთს და
თის ნახევარს იკავებს ამ ქვეყნის ნაწილს
1940 ახდენს დანიის, ნორვეგიის, ახდენს ესტონეთის, ლატვიის,
საფრანგეთის, ბელგიის, ჰო- ლიტვის, ბესარაბიის და ჩრდი-
ლანდიის და ლუქსემბურგის ლოეთ ბუკოვინის ოკუპაციას
39
ოკუპაციას

1930-იანი წლების მნიშვნელოვანი თარიღები


· 1932 - სსრკ ხელშეკრულებები თავდაუსხმელობის შესახებ ფინეთ-
თან, ლიტვასთან, პოლონეთთან, საფრანგეთთან
· 1934 - სსრკ შესვლა ერთა ლიგაში
· 1935 - სსრკ ურთიერთდახმარების ხელშეკრულებები საფრანგეთ-
თან და ჩეხოსლოვაკიასთან
· 1935 - კომინტერნის VII კონგრესი მოსკოვში, ფაშიზმი აღიარა
მთავრ საფრთხედ მუშათა კლასისთვის და მოუწოდა ერთიანი ან-
ტიფაშისტური ფრონტის შექმნისკენ
· 1936-1937 - სსრკ სამხედრო და პოლიტიკური დახმარება ესპანეთის
რესპუბლიკური მთავრობისადმი
· 1938 წლის მარტი - ჰიტლერმა ავსტრიის ოკუპაცია მოახდინა და
შეუერთა გერმანიას
· 1938 წლის ივლისი-აგვისტო - იაპონელთა დამარცხება ხასანის
ტბასთან
· 1938 წლის სექტემბერი - მიუნჰენის კონფერენცია და სუდეტების
გერმანიისთვის გადაცემა
· 1939 ზაფხული - მოლაპარაკებები ინგლისთან და საფრანგეთთან
ევროპაში კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის შესაქმნელად
· 1939 წლის 23 აგვისტო - სსრკ გერმანიის თავდაუსხმელობის ხელ-
შეკრულების დადება.

40
გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის „ტერიტორიული გამიჯ-
ვნა“ აღმოსავლეთ ევროპაში - პირველი გაფორმებული 1939 წლის 23 აგ-
ვისტოს, მეორე - 1939 წლის 28 სექტემბერს, როდესაც საბჭოთა გავლენის
სფეროში ლიტვა გადავიდა, პოლონეთში ტერიტორიული დათმობის სა-
ნაცვლოდ

დავალება
· გამოარკვიეთ საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკური კურსის
ცვლის მიზეზები;
· შეადარეთ საბჭოთა კავშირისა და გერმანიის სტრატეგიული ჩანა-
ფიქრები 1939 წელს
· შეაფასეთ 1939 წლის საბჭოთა კავშირ-გერმანიის თავდაუსხმელო-
ბის პაქტისა და საიდუმლო პროტოკოლების შედეგები.

41

You might also like