You are on page 1of 88

მალხაზ მაცაბერიძე

საბჭოთა კავშირი:
იდეოლოგია და პოლიტიკა
სალექციო კურსი
12.
საბჭოთა კავშირი „გვიანი
სტალინიზმის“ პერიოდში- საშინაო და
საგარეო პოლიტიკა
1945-1953

თბილისი
2020
შინაარსი

შესავალი .................................................................................... 4

1. ეკონომიკის აღდგენა............................................................. 5

1.1.საბჭოთა კავშირის ეკონომიკა მეორე მსოფლიო ომის


შემდეგ ........................................................................................5
1.2. ეკონომიკის საკითხებზე მიმდინარე დისკუსიები
1945-1946 წლებში .....................................................................6
1.3. მრეწველობის განვითარება.............................................8
1.4. სოფლის მეურნეობა........................................................12
1.5. ომისშემდგომი შიმშილობა ...........................................14
1.6. კურსი „ქანჩების მოჭერისაკენ“.....................................15
2. პოლიტიკური განვითარება ............................................... 17

2.1.ომის დემოკრატიული იმპულსი ..................................17


2.2.ცვლილებები ხელისუფლების სტრუქტურებში ........18
2.3.რეპრესიების ახალი ტალღა ...........................................20
2.4.ნაციონალური პოლიტიკა ..............................................25
3. იდეოლოგია და კულტურა ................................................ 28

3.1.“რკინის ფარდის“ აღდგენა .............................................28


3.2.ლიტერატურა ...................................................................29
3.3. თეატრი და კინო .............................................................30
3.4. მუსიკა................................................................................31
3.5. განათლება ........................................................................32
3.6. სამეცნიერო დისკუსიები ...............................................33
4. „ცივი ომის“ სათავეებთან ................................................... 36

4.1. რა იყო „ცივი ომი“ ...........................................................36


2
4.2.როგორ აფასებდნენ ომისშემდგომ მსოფლიოს
პერსპექტივებს მოსკოვი .......................................................39
4.3.უთანხმოება მოკავშირეებს შორის ................................39
4.4.სტალინის სწრაფვა პოზიციების კიდევ უფრო
განმტკიცებისკენ ....................................................................41
4.5.საბჭოთა ექსპანსიის შეკავების პოლიტიკა ..................42
4.6.ჩერჩილის სიტყვა ფულტონში ......................................43
4.7. ჯორჯ კენანის დეპეშა ....................................................45
4.8. „ტრუმენის დოქტრინა“ ..................................................46
4.9. „მარშალის გეგმა“ და საბჭოთა კავშირი ......................46
4.10. რეპარაციების ამოღება გერმანიიდან ........................48
5. სოციალიზმის სტალინური მოდელის გავრცელება ...... 48

5.1.კომუნისტური რეჟიმების დამკვიდრება ევროპის და


აზიის ქვეყნებში .....................................................................49
5.2. საბჭოთა ბლოკის ფორმირება .......................................50
5.3. სტალინის კონფლიქტი იუგოსლავიის
ხელმძღვანელობასთან ..........................................................52
6. „ცივი ომი“ ცხელი ომის ზღვარზე .................................... 54

6.1.ბერლინის კრიზისი და გერმანიის ორად გაყოფა......54


6.2.ნატოს შექმნა და საბჭოთა კავშირის ომისათვის
მზადება ....................................................................................56
6.3.ომი კორეაში (1950-1953) .................................................57
6.4.სტალინი „მშვიდობიანი თანაარსებობის“ შესახებ ....60
5. სტალინის გარდაცვალება და დაკრძალვა ....................... 61

5.1.სტალინის სიცოცხლის ბოლო თვეები .........................61


5.2.სტალინის ავადმყოფობა და გარდაცვალება ..............61
5.3.სტალინის დაკრძალვა.....................................................63
5.4. გახდა თუ არა სტალინი შეთქმულების მსხვერპლი 64

3
დანართი ................................................................................... 66

ჩერჩილის სიტყვა ფულტონში ............................................66


ამხანაგ ი. ბ. სტალინის ინტერვიუ ”პრავდის”
კორესპონდენტთან ბ-ნ ჩერჩილის სიტყვის გამო ............79
ჯორჯ კენანის „გრძელი ტელეგრამა“ ................................85

შესავალი
„გვიანი სტალინიზმი“, „ომისშემდგომი სტალინიზმი“, - ცნებებია,
რომელთაც ისტორიკოსები იყენებენ საბჭოთა კავშირის ისტორიის იმ
პერიოდის აღსანიშნავად, რომელიც მოქცეულია მეორე მსოფლიო ომის
დამთავრებასა (1945 წლის 2 სექტემბერი) და სტალინის სიკვდილს შორის
(1953 წლის 5 მარტი). ეს პერიოდი ხასიათდება:
· სახალხო მეურნეობის აღდგენით;
· ტოტალიტარული ხელისუფლების გამკაცრებით;
· განსხვავებულ მოაზროვნეებთან ბრძოლის გამკაცრებით
· „ცივი ომის“ დაწყებით.
მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებამ საბჭოთა კავშირის
მოსახლეობაში უკეთესი ცხოვრების იმედი გააჩინა, პოლიტიკურ რეჟიმ-
ში, ეკონომიკასა და კულტურის სფეროში ცვლილებების იმედი, ომმა თა-
ვისებური „დემოკრატიული იმპულსი“ წარმოშვა საზოგადოებაში, მაგრამ
მას უპირისპირდებოდა სტალინის მიერ შექმნილი მძლავრი სისტემა. მი-
სი პოზიციები არათუ არ დასუსტდა ომის წლებში, არამედ კიდევ უფრო
განმტკიცდა ომის შემდგომ პერიოდში.
სტალინის პიროვნების კულტმა მიაღწია წარმოუდგენელ
მასშტაბებს. 1949 წლის დეკემბერში აღინიშნა სტალინის 70 წლის
იუბილე. დასავლური ხელოვნების მუზეუმი მოსკოვში გადაკეთდა
სტალინის საჩუქრების გამოფენად. ქვეყანაში იდგმებოდა ბელადის
გრანდიოზული ქანდაკებები.
ომისშემდგომი წლები შეიძლება მივიჩნიოთ როგორც ყველაზე
„საბჭოთა“ პერიოდი საბჭოთა კავშირის ისტორიაში. ამ დროისათვის
თაობები, რომელთაც ახსოვდათ 1917 წლამდელი პერიოდი უკვე 80 წელს
მიღწეული იყო. დანარჩენებისათვის ერთადერთი ნაცნობი ცხოვრების
წესი საბჭოური იყო. 1941-1945 წლებში მოპოვებული გამარჯვება კი
4
ბევრისთვის იმის დადასტურება იყო, რომ საბჭოთა ცხოვრების წესი
ერთადერთი სწორი გზა იყო.
ანგარიშგასაწევი იყო ფრონტიდან დაბრუნებული მილიონობით
ადამიანი (1910-1925 წლებში დაბადებულები), რომელთაც ომის წლებში
განსხვავებული ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღეს.
გამარჯვების მთავარ ორგანიზატორად სტალინი წარმოდგებოდა,
თავისი გენერალისიმუსის ფორმაში და ამ ცოცხალმა ბელადმა აშკარად
დაჩრდილა მავზოლეუმში მოთავსებული ჰალსტუხიანი ლენინი.
სტალინმა საბჭოთა კავშირი აქცია უძლიერეს სახელმწიფოდ, რომელმაც
ლამის რუსეთის იმპერიის საზღვრებამდე გააფართოვა საბჭოთა კავშირი
და თან სატელიტი ქვეყნების სარტყელი შექმნა.
1946 წელს დაშვებულმა რკინის ფარდამ საბჭოთა ადამიანს
მოუსპო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა უცხოეთიდან. ამას
ემატებოდა ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი რუსული
პატრიოტიზმის ტალღა, რომლის ნაწილიც დასავლეთისადმი
ქედმაღალი დამოკიდებულება იყო.
ბევრს უჩნდებოდა რწმენა, რომ საბჭოთა რეჟიმი ურყევი და
ყოვლისშემძლე იყო, მათ შორის შეეძლო ატომური ბომბის შექმნაც.

1. ეკონომიკის აღდგენა

1.1.საბჭოთა კავშირის ეკონომიკა მეორე მსოფლიო ომის შემ-


დეგ
მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირმა დაკარგა უდიდესი ადამ-
იანური და მატერიალური რესურსები. დაინგრა 1710 ქალაქი და ქალაქის
ტიპის დასახლება, განადგურდა 70 ათასი სოფელი, ააფეთქეს და მწყობ-
რიდან გამოიყვანეს 31.850 ქარხანა და ფაბრიკა, 1135 მაღარო, 65 ათასი კი-
ლომეტრი სარკინიგზო გზა. სათესი ფართობი შემცირდა 36,8 მილიონი
ჰექტარით. საბჭოთა კავშირმა ომის შედეგად დაკარგა თავისი ეროვნული
სიმდიდრის დაახლოებით მესამედი.1

1
ეროვნული სიმდიდრე - მატერიალური დოვლათის ერთობლიობა,
რომლითაც სარგებლობს საზოგადოება
5
ომმა შეიწირა თითქმის 27 მლნ ადამიანის სიცოცხლე, 2,6 მლნ ად-
ამიანი დაინვალიდდა. ქვეყნის მოსახლეობა 34,4 მილიონით შემცირდა
და 1945 წლის ბოლოსთვის 162,4 მილიონი ადამიანი შეადგინა. სამუშაო
ძალის შემცირება, სრულფასოვანი კვებისა და საცხოვრებლის არქონა გა-
ნაპირობებდა შრომის ნაყოფიერების შემცირებას ომამდელ პერიოდთან
შედარებით.
მეურნეობის აღდგენას საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ ომის წლებში
შეუდგა. 1943 წელს მიიღეს დადგენილება გერმანული ოკუპაციისგან გან-
თავისუფლებულ ტერიტორიაზე მეურნეობის აღდგენის შესახებ. დიდი
ძალისხმევის შედეგად ომის ბოლოსთვის მიღწეული იქნა მრეწველობის
1940 წლის დონის მესამედი.
1944 წელს განთავისუფლებულმა რაიონებმა აწარმოეს საერთო სა-
ხელმწიფოებრივი დამზადების მარცვლეულის ნახევარზე მეტი, საქონ-
ლის მეოთხედი, რძის პროდუქტების დაახლოებით მესამედი.
თუმცა, ეკონომიკის აღდგენა ცენტრალურ ამოცანის სახით მხო-
ლოდ ომის დამთავრების შემდეგ დადგა.
სტალინისათვის კვლავ პრიორიტეტული იყო მძიმე მრეწველობის
ზრდა და შეიარაღების ზრდის ახალი პროგრამები (მათ შორის ატომური
პროექტი). 1946 წლის პირველ ნახევარში, მიუხედავად ომის დამთავ-
რებისა, საბჭოთა კავშირის ბიუჯეტში სამხედრო ხარჯები თითქმის
უტოლდებოდა „სახალხო მეურნეობაზე“ გაწეულ დანარჩენ ხარჯებს.
1946 წლის 9 თებერვალს სტალინი საპროგრამო სიტყვით
გამოვიდა. მან ბოლშევიკური რიტორიკა გაიხსენა და მსმენელებს
შეახსენა, რომ სანამ არსებობს „მსოფლიო მეურნეობის კაპიტალისტური
სისტემა“ გარდუვალია მესამე მსოფლიო ომი და საბჭოთა კავშირი უნდა
ემზადოს ამ ომისათვის. სტალინმა ამოცანად დასახა სამრეწველო
წარმოების ომამდელი დონის გასამმაგება. პრაქტიკაში ეს ნიშნავდა
სამრწველო წარმოების სამხედროდან სამოქალაქო რელსებზე გადაყვანის
შენელებას და ახალი სამხედრო პროგრამების შექმნას.

1.2. ეკონომიკის საკითხებზე მიმდინარე დისკუსიები 1945-


1946 წლებში
1945 წლის აგვისტოში სახელმწიფო საგეგმო კომიტეტს (თავმჯდო-
მარე ნ. ვოზნესენსკი) დაევალა მე-4 ხუთწლიანი გეგმის პროექტის მომზა-
დება. გამოითქვა მოსაზრებები, რომ გარკვეულწილად შეემცირებინათ

6
ზეწოლა ეკონომიკის მართვაზე, მოეხდინათ კოლმეურნეობების რეორგა-
ნიზაცია.
1946 წელს მომზადდა საბჭოთა კავშირის ახალი კონსტიტუციის
პროექტი. კონსტიტუციის პროექტი დასაშვებად მიიჩნევდა გლეხებისა
და კუსტარების წვრილი კერძო საკუთრების არსებობას, რომელიც მათ
პირად შრომას დაემყარებოდა და გამორიცხული იქნებოდა სხვისი შრო-
მის ექსპლუატაცია. ამ პროექტის განხილვის დროს გამოითქცა მოსაზრე-
ბები, რომ მეტი თავისუფლება მიეცათ რეგიონებისა და სახალხო კომისა-
რიატებისთვის.
„ქვემოდან“ სულ უფრო ხშირად გაისმოდა მოწოდებები კოლმეურ-
ნეობათა გაუქმების შესახებ. ლაპარაკობდნენ მათ არაეფექტურობაზე, აღ-
ნიშნავდნენ, რომ ომის წლებში დადებითი შედეგი გამოიღო მწარმოებ-
ლებზე სახელმწიფოს ზეწოლის გარკვეულწილად შემცირებამ. პირდაპირ
პარალელს ავლებდნენ ახალ ეკონომიკურ პოლიტიკასთან, რომელიც სა-
მოქალაქო ომის შემდეგ ტარდებოდა. ნეპ-ის დროს ეკონომიკის აღდგენა
დაიწყო კერძო სექტორის გამოცოცხლებით, მართვის დეცენტრალიზაცი-
ით და მსუბუქი მრეწველობის განვითარებით.
საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობაში წარმოქმნილი უთანხმოება
ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით განპირობებული
იყო ომისშემდგომი მსოფლიოს განსხვავებული ხედვით. ა. ჟდანოვი და
ნ. ვოზნესენსკი და რიგი სხვა მოღვაწე თვლიდნენ, რომ მშვიდობიანი
ცხოვრების დაბრუნების შემდეგ კაპიტალისტურ ქვეყნებში დაიწყებოდა
ეკონომიკური კრიზისი, გაძლიერდებოდა იმპერიალისტურ ქვეყნებს შო-
რის წინააღმდეგობები და კონფლიქტები. ეს შეამცირებდა საფრთხეს და-
სავლეთის ქვეყნების მხრიდან და საბჭოთა კავშირს შესაძლებლობა მიეც-
ემოდა უარი ეთქვა მძიმე მრეწველობის ფორსირებული განვითარების
ტრადიციულ პოლიტიკაზე, დიდი ყურადღება დაეთმოთ ეკონომიკური
ბერკეტებისთვის (ფასები, ღირებულება, კრედიტი, მოგება) და ეკონომიკ-
ის სხვა დარგების განვითარებისთვის.
მალენკოვი, ბერია და სხვები უფრო მართებულად მიიჩნევდნენ აკ-
ადემიკოს ე. ვარგას ეკონომიკურ შეფასებებსა და პროგნოზებს. ვარგა არ
გამორიცხავდა კაპიტალიზმის უნარს გამკლავებოდა შიდა წინააღმდეგო-
ბებს. ამიტომ ომისშემდგომი საერთაშორისო ვითარება უაღრესად სახი-
ფათოდ მიაჩნდათ, მით უმეტეს, რომ დასავლეთის ხელში იყო ატომური
ბომბი. ეს გამორიცხავდა უარის თქმას ინდუსტრიული და თავდაცვითი
დარგების ფორსირებულ განვითარებაზე. კვლავ რჩებოდა ეკონომიკის
ხელმძღვანელობის მბრძანებლურ-ადმინისტრაციული მეთოდები.
7
ამ დისკუსიაში გადამწყვეტი აღმოჩნდა სტალინის თვალსაზრისი,
რომელმაც 1946 წლის დასაწყისში განაცხადა ომის წინ აღებული კურსის
გაგრძელების შესახებ. ეს იყო სოციალიზმის მშენებლობის დამთავრება
და კომუნიზმის აშენება. საქმე ეხებოდა დაგეგმვასა და მართვაში ზეცენ-
ტრალიზებული მოდელზე დაბრუნებას და იმავდროულად ბრუნდებო-
და ეკონომიკის დარგებს შორის ის წინააღმდეგობაც, რაც 1930-იან წლებ-
ში ჩამოყალიბდა.
ეკონომიკის განვითარების გზები
ჟდანოვისა და ვოზნესენსკის პოზიცია სტალინის, მალენკოვისა და ბერიას
პოზიცია
· ეკონომიკის აღდგენა ახალი ეკ- · ეკონომიკის აღდგენა გეგმიურ
ონომიკური პოლიტიკის გამოცდი- ეკონომიკაზე დაბრუნების გზით;
ლებაზე დაყრდნობით; · სახელმწიფო კონტროლი;
· საბაზრო ეკონომიკის ელემენტე- · ხუთწლიანი გეგმები;
ბის შემოღება; · მე-4 ხუთწლედი (1946-1950).
· სოფლის მეურნეობის განვითა-
რება

1.3. მრეწველობის განვითარება


დასავლეთელი სპეციალისტები მიიჩნევდნენ, რომ დანგრეული ეკ-
ონომიკური ბაზის აღდგენას საბჭოთა კავშირში არანაკლებ 25 წელი დას-
ჭირდებოდა. მაგრამ სინამდვილეში ეკონომიკის აღდგენით პერიოდს 5
წელზე ნაკლები დასჭირდა.
მრეწველობის აღდგენა უაღრესად მძიმე ვითარებაში ხდებოდა.
ომის შემდგომ პირველ წლებში საბჭოთა ადამიანების შრომის პირობები
ცოტა რამით თუ განსხვავდებოდა სამხედრო დროს არსებულ პირობე-
ბისგან. პროდუქტების მუდმივი უკმარისობას, შრომისა და ყოფის უმძი-
მეს პირობებს, ავადმყოფობისა და სიკვდილიანობის მაღალ დონეს მო-
სახლეობას იმით უხსნიდნენ, რომ მშვიდობა ახალი დამყარებულია და
ცხოვრების წესიერ კალაპოტში მოქცევა მხოლოდ ახლა იწყებოდა.
მოიხსნა ომის პერიოდის ზოგიერთი შეზღუდვა; კვ;ლავ შემოიღეს
8-საათიანი სამუშაო დღე და ყოველწლიური შვებულებები, გაუქმდა იძ-
ულებითი ზეგანაკვეთური სამუშაოები.

8
1947 წელს გატარდა ფულადი რეფორმა და გაუქმდა საბარათო სის-
ტემა, დადგინდა ერთიანი ფასები კვების პროდუქტებსა და სამრეწველო
საქონელზე. ფასები ომამდელზე მაღალი იყო.
ისევე როგორც ომამდე, წელიწადში ერთი თვის ან თვენახევრის
ხელფასი მიდიოდა აუცილებელი სახელმწიფო სესხის ობლიგაციების შე-
ძენაზე. მუშათა ბევრი ოჯახი კვლავ მიწურებსა და ბარაკებში ცხოვრობ-
და, შრომობდნენ ღია ცის ქვეშ ან გაუთბობელ შენობებში, ძველ დაზგებსა
და მოწყობილობებზე.
ეკონომიკის აღდგენა ხდებოდა მოსახლეობის მკვეთრად გაზრდი-
ლი გადაადგილების პირობებში. ეს გამოწვეული იყო არმიის დემობილი-
ზაციით (არმია 1945 წელს შეადგენდა 11,4 მლნ ადამიანს, 1948 წლის და-
საწყისში კი 2,9 მილიონს), საბჭოთა მოქალაქეების რეპატრიაციით2, აღ-
მოსავლეთ რეგიონებიდან ოკუპაციას გარიდებული მოსახლეობის დაბ-
რუნებით. მნიშვნელოვანი თანხები სჭირდებოდა მოკავშირე სახელმწი-
ფოების დახმარებასაც.
1945 წლის ივნისში მიიღეს კანონი 13 ასაკობრივი ჯგუფის დემო-
ბილიზაციის შესახებ. 1947 წლისათვის დემობილიზაცია ძირითადად
დამთავრდა. მშვიდობიან ცხოვრებას დაუბრუნდა 8,5 მლნ. ადამიანი.
დიდმა დანაკარგებმა გამოიწვია სამუშაო ძალის ნაკლებობა. გაიზ-
არდა კადრების დენადობა: ადამიანები შრომის უფრო ხელსაყრელ პირო-
ბებს ეძებდნენ.
როგორც ადრე, ისე ომის შემდეგაც მწვავე პრობლემების გადაწყვე-
ტას ცდილობდნენ სოფლიდან ქალაქში ფულის გადაქაჩვითა და მუშათა
შრომითი აქტიურობის გაზრდით. ომისშემდგომი წლების ერთ-ერთი
ცნობილი თაოსნობა იყო „ჩქაროსანთა“ მოძრაობა, რომლიც ინიციატორ-
იც ლენინგრადელი ხარატი გ. ბორტკევიჩი იყო, რომელმაც 1948 წლის
თებერვალში თავის დაზგაზე ერთ ცვლაში გამომუშავების 13 დღის ნორ-
მა შეასრულა. მოძრაობა მასობრივი გახდა. ზოგიერთ საწარმოში სცადეს
სამეურნეო ანგარიშის შემოღება. მაგრამ ამ ახალი ტენდენციების განსამ-
ტკიცებლად არ უცდიათ მატერიალური ხასიათის ზომების მიღება. პი-
რიქით, შრომის ნაყოფიერების ზრდის პირობებში ამცირებდნენ ერთე-
ულის შრომის ანაზღაურების ფასს.
გაჩნდა ტენდენცია წარმოებაში უფრო ფართოდ გამოეყენათ სამეც-
ნიერო-ტექნიკური მიღწევები, მაგრამ ეს ხდებოდა ძირითადად სამხედ-

2
რეპატრიაცია - სამშობლოში სამხედრო ტყვეების, ლტოლვილების,
ემიგრანტების, გადაადგილებული პირების დაბრუნება
9
რო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებში, სადაც მუშაობდნენ ბირთვუ-
ლი და თერმობირთვული იარაღის, სარაკეტო სისტემების, ახალი ნიმუ-
შის სატანკო და საავიაციო ტექნიკის შექმნაზე.
საბჭოთა ბალასტიკური რაკეტის შექმნაზე მუშაობდა ს.
კოროლევი. რაკეტას საფუძვლად დაედო გერმანული ფაუ-2. 1950 წელს
გამოსცადეს ბალასტიკური რაკეტა, რომელსაც 3 ათასი კილომეტრის
რადიუსში შეეძლო მოქმედება.
ინტენსიურად მიმდინარეობდა მუშაობა ატომურ იარაღზეც, რასაც
ი.კურჩატოვი ხელმძღვანელობდა. 1949 წლის 29 აგვისტოს
სემიპალატინსკიდან 170 კმ-ზე მდებარე პოლიგონზე წარმატებით
გამოსცადეს პირველი საბჭოთა ატომური ბომბი. ეს ბომბი ამერიკული
სქემის საფუძველზე შეიქმნა. საბჭოური კონსტრუქციის ბომბი კი 1951
წლის 24 სექტემბერს გამოსცადეს. ის ორჯერ უფრო მსუბუქი და ორჯერ
უფრო მძლავრი იყო ამერიკული ტიპის ბომბთან შედარებით.
სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გარდა, პრიორიტეტი ენიჭებ-
ოდა მანქანათმშენებლობას, მეტალურგიას, სათბობ-ენერგეტიკულ მრეწ-
ველობას, რომელთა განვითარებაზეც მოდიოდა მრეწველობაში კაპი-
ტალდაბანდებების 88%. მსუბუქი და კვების მრეწველობა, ადრინდელის
მსგავსად, კვლავ ვერ აკმაყოფილებდა მოსახლეობის მინიმალურ მოთ-
ხოვნილებებსაც კი.
თუმცა, დაიწყო რიგი რთული სამომხმარებლო საქონლის
გამოშვება - მსუბუქი ავტომობილების „პობედა“ და „მოსკვიჩი“,
მოტოციკლების, რსდიომიმღებების, ტელევიზორების, რამაც
მნიშვნელოვნად შეცვალა მოსახლეობის ყოფა.
სულ მე-4 ხუთწლედის პერიოდში (1946-1950) აღადგინეს და ხე-
ლახლა ააშენეს 6200 დიდი საწარმო. 1950 წელს, ოფიციალური მონაცემე-
ბით, სამრეწველო წარმოებამ ომამდელ დონეს 73%-ით გადააჭარბა („ახ-
ალ“ მოკავშირე რესპუბლიკებში - ლიტვაში, ლატვიაში, ესტიონეთში და
მოლდოვაში კი 2-3-ჯერ). თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამაში შედიოდა
ერთობლივი საბჭოთა - აღმოსავლეთ გერმანული საწარმოებიდან მიღე-
ბული რეპარაციები.
ამ წარმატების მთავარი შემოქმედი ხალხის თავდადებული შრომა
იყო. თავისი როლი შეასრულა ზეცენტრალიზებული ეკონომიკის მოდე-
ლის შესაძლებლობებმა, ტრადიციულმა პოლიტიკამ, რომლის მიხედვი-
თაც მძიმე მრეწველობის სასარგებლოდ ხდებოდა თანხების გადანაწილე-
ბა მსუბუქი და კვების მრეწველობიდან, სოფლის მეურნეობიდან და სო-
ციალური სფეროდან. მნიშვნელოვანი დახმარება იყო გერმანიიდან მიღე-
10
ბული რეპარაციები3 (4,3 მილიარდი დოლარი), რომელმაც უზრუნველყო
ამ პერიოდში დადგმული სამრეწველო დანადგარების დაახლოებით ნა-
ხევარი. რეპარაციების ხარჯზე გამოჰქონდათ სამრეწველო დანადგარები
და მთელი საქარხნო კომპლექსები. რეპარაციების ამოღება შეწყდა 1954
წლის 1 იანვარს.
ომისშემდგომი ეკონომიკის აღდგენაში თავისი წვლილი შეიტანა 9
მილიონმა საბჭოთა პატიმარმა და დაახლოებით 1,5 მილიონმა გერმა-
ნელმა და 0,5 მილიონმა იაპონელმა ტყვემ. თუმცა მათი შრომის
ნაყოფიერება 50-60%-ით ნაკლები იყო თავისუფალი ადამიანების შრომის
ნაყოფიერებაზე.
სახალხო მეურნეობის აღდგენის მთავარი რესურსი იყო
მოსახლეობის ზეექსპლუატაცია და ცხოვრების უაღრესად დაბალი დონე.
კვლავ მოქმედებდა ომის წინ შემოღებული რეპრესიული კანონები,
რომელთა ძალითაც მუშები თავიანთ სამუშაო ადგილებზე იყვნენ
მიმაგრებული, სასტიკად ისჯებოდნენ გაცდენისა და სამუშაო ადგილზე
ქურდობისათვის. მუშაობდნენ კვირაში 6 დღე, სამუშაო დღე კი 10 საათი
და მეტი იყო ხანგრძლივობით.
მუშათა დიდი ნაწილი კომუნალურ ბინებში, ბარაკებსა და
მიწურებში ცხოვრობდა. ომის შემდეგ არანაირი საბინაო მშენებლობა არ
მიმდინარეობდა. ისედაც მცირე ხელფასიდან არა მხოლოდ
გადასახადებს იხდიდნენ, არამედ ექვითებოდათ „სახელმწიფო სესხიც“,
მთავრობას აძლევდნენ წელიწადში დაახლოებით ერთი თვის ხელფასს.
მე-4 ხუთწლედი 4 წელსა და 3 თვეში შესრულდა.

3
რეპარაცია - დამარცხებული ქვეყნის მიერ გამარჯვებულისთვის
ზარალის ანაზღაურება
11
1.4. სოფლის მეურნეობა
სოფლის მეურნეობა ომმა დიდად დააზარალა. სოფლად
შრომისუნარიანი მოსახლეობა მესამედით შემცირდა. 1945 წელს სოფლის
მეურნეობის პროდუქცია ომამდელი დონის 60%-ს არ აღემატებოდა.
რამდენიმე წლის განმავლობაში სოფელს არ მიეწოდებოდა ახალი
ტექნიკა. ცხენების ოდენობაც კოლმეურნეობებში განახევრდა. მდგომარე-
ობა კიდევ უფრო გააუარესა 1946 წლის გვალვამ, რამაც დიდი შიმშილობა
გამოიწვია და 770,7 ათასი ადამიანი შიმშილით დაიღუპა.
1946 წლის მოუსავლიანობამ ხელისუფლება აიძულა მეტი
ყურადღება დაეთმო სოფლისათვის და გაეზარდა ტექნიკით მომარაგება.
1950 წლისათვის კოლმეურნეობებსა და საბჭოთა მეურნეობებში
ომამდელთან შედარებით 40-50%-ით მეტი ტრაქტორი და კომბაინი იყო.
სახელმწიფო მყარი ფასებით ყიდულობდა სოფლის მეურნეობის
პროდუქციას, კოლმეურნეობას კომპენსირებას უხდენდა მხოლოდ ხარ-
ჯების ნაწილს: რძის წარმოების დანახარჯების მეხუთედს, მარცვლეულ-
ის ხარჯების მეათედ ნაწილს, ხორცის მეოცედ ნაწილს. კოლმეურნეები
პრაქტიკულად არაფერს ღებულობდნენ. მათ შველოდათ დამხმარე მე-
ურნეობა (1946-1951 წლებში კოლმეურნეთა შემოსავლების 42-65%
მოდიოდა დამხმარე მეურნეობაზე, მაშინ როდესაც კოლმეურნეობაში
გამომუშავებულ შრომა-დღეებზე მოდიოდა მისი მთელი შემოსავლის 15-
20%). მაგრამ სახელმწიფომ მასაც მიაყენა დარტყმა. 1946-1949 წლებში
კოლმეურნეობების სასარგებლოდ ჩამოჭრეს 10,6 მლნ ჰექტარი მიწა გლე-
ხების პირად სარგებლობაში არსებული ნაკვეთებიდან. მნიშვნელოვნად
გაიზარდა გადასახადები ბაზარზე გაყიდულ პროდუქციაზე. ბაზარში
ვაჭრობის ნებართვა მხოლოდ იმ გლეხებს ეძლეოდათ, რომელთა კოლმე-
ურნეობებსაც შესრულებული ჰქონდათ სახელმწიფოსთვის პროდუქციის
მიწოდების გეგმა. ყოველი გლეხური მეურნეობა პირად სარგებლობაში
არსებული მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ ვალდებული იყო სახელმწიფოს-
თვის ჩაებარებინა ხორცი, რძე, კვერცხები, მატყლი. 1948 წელს კოლმეურ-
ნეებს „რეკომენდაცია მიეცათ“ სახელმწიფოსთვის მიეყიდათ წვრილფეხა
საქონელი (რომელთა ყოლის ნებასაც აძლევდათ კოლმეურნეობის წესდე-
ბა), რასაც მოჰყვა მთელ ქვეყანაში ღორების, ცხვრების, თხების მასობრი-
ვი დაკვლა (2 მილიონ სულამდე).
1947 წლის დეკემბერში ჩატარდა ფინანსური რეფორმა. ძველი
ფულის ნიშნები გაიცვალა ახალზე კურსით 10:1-ზე. ამ რეფორმამ
გააძლიერა სახელმწიფო ფინანსები. 1947 წლის ფულადმა რეფორმამ ყვე-
12
ლაზე მტკივნეული დარტყმა მიაყენა გლეხობას, რომელიც თავის დანა-
ზოგს სახლში ინახავდა.4
შენარჩუნდა ომამდელი პერიოდის ნორმები, რომლითაც იზღუდე-
ბოდა კოლმეურნეთა გადაადგილების თავისუფლება: მათ ფაქტობრივად
არ გააჩნდათ პასპორტი, არ უნაზღაურდებოდათ ავადმყოფობის გამო
გაცდენილი დღეები, არ ღებულობდნენ ასაკობრივ პენსიას.
მე-4 ხუთწლედის ბოლოს კოლმეურნეობათა სავალალო ეკონომიკ-
ურმა მდგომარეობამ მათი რეფორმირება მოითხოვა. მაგრამ ხელისუფ-
ლებას მდგომარეობის გამოსწორების გზად არა მატერიალური სტიმუ-
ლირება, არამედ მორიგი სტრუქტურული გარდაქმნა მიაჩნდა. რგოლის
ნაცვლად (მცირე სასოფლო-სამეურნეო ერთეული, რომელიც, როგორც
წესი, ოჯახის წევრებისგან შედგებოდა, ამიტომაც უფრო ეფექტური იყო)
რეკომენდირებული იყო მუშაობის ბრიგადული ფორმა. ამან გამოიწვია
გლეხობის უკმაყოფილება და სასოფლო-სამეურნეო მუშაობის დეზორგა-
ნიზება. გაამსხვილეს კოლმეურნეობები, რასაც მოჰყვა გლეხთა ნაკვეთე-
ბის შემდგომი შემცირება. 1950-1953 წლებში კოლმეურნეობათა
რაოდენობა 255 ათასიდან 94 ათასამდე შემცირდა.
1945-1949 წლებში ჩატარდა კოლექტივიზაცია საბჭოთა კავშირის
დასავლეთის რეგიონებში, რომლების მის შემადგენლობაში 1940 წელს
და შემდეგ 1945 წელს აღმოჩნდნენ. კოლექტივიზაცია ტარდებოდა 1930-
იანი წლების „ნიმუშის“ მიხედვით. მხოლოდ ბალტიის
რესპუბლიკებიდან 1945-1949 წლებში გაასახლეს 142,5 ათასი „კულაკი,
ბანდიტი და ნაციონალისტი“.
მიუხედავად ამისა, იძულებითი ზომებისა და გლეხობის უდიდე-
სი ძალისხმევის შედეგად 1950-იანი წლების დასაწყისში მოხერხდა ქვეყ-
ნის სოფლის მეურნეობის გაყვანა წარმოების ომამდელ დონემდე. მაგრამ
იმის გამო, რომ გლეხებს ჩამოერთვათ შრომის უკანასკნელი სტიმულე-
ბიც, სოფლის მეურნეობა კრიზისში შევიდა და მთავრობა აიძულა საგან-
გებო ზომები გაეტარებინა ქალაქებისა და არმიის სურსათით მოსამარა-
გებლად.

4
შემნახველ სალაროებში 3 ათას მანეთამდე თანხა სრულად
უნაზღაურდებოდათ, 1 ძველ მანეთზე მეანაბრე 1 ახალს ღებულობდა; 3-
დან 10 ათას მანეთამდე იცვლებოდა თანაფარდობით 3:2; 10 ათასზე მეტი
კი 2:1-თან. მოსახლეობის ხელთ არსებული ფული კი იცვლებოდა
კურსით 10:1-თან. ამრიგად, ვინც სახლში ინახავდა ფულს წაგებული
აღმოჩნდა.
13
1947 წელს გაუქმდა საბარათო სისტემა სურსათზე ქალაქებში.
ამასთან ფასები პროდუქტებზე ომამდელ დონესთან შედარებით
გაცილებით მაღალი დადგინდა, უახლოვდებოდა ბაზარზე არსებულ
კომერციულ ფასებს.
1948 წლიდან სახელმწიფომ დაიწყო სურსათზე საცალო ფასების
რეგულარული შემცირება, რაც 1954 წლამდე გრძელდებოდა. ფასი
პირველ რიგში პურზე მცირდებოდა. შედეგად ერთი კილოგრამი პურის
ფასი 4,4 მანეთიდან 1,55 მანეთამდე შემცირდა. ეს შემცირება მიიღწეოდა
გლეხობის სასტიკი ექსპლუატაციის ხარჯზე. კოლმეურნეობები
სახელმწიფოს ხორბალს აბარებდნენ იმ ფასად, რაც მისი
ტრანსპორტირების ხარჯსაც არ ფარავდა.
თუმცა შემცირებული პურის ფასიც ორჯერ მაღალი იყო ომამდელ
ფასზე და რამდენჯერმე აღემატებოდა 1916 წლის ფასს.
ფასების შემცირების პოლიტიკას ის მოჰყვა, რომ მოსახლეობა
შეეჩვია იაფ სურსათს, როგორც კომპენსაციას თავის დაბალ ხელფასზე,
მაგრამ ასეთი ფასების პირობებში სურსათის წარმოება არამომგებიანი
იყო და ფასების შემცირებიდან რამდენიმე წელიწადში სახელმწიფო
დახლებიდან კვლავ ქრებოდა პროდუქტები
მკვეთრად გაიზარდა გლეხების გადასახადები. თუ 1940 წელს
საშუალო გლეხი რუსეთში იხდიდა 100 მანეთს, 1952 წელს - 1100 მანეთს.

1.5. ომისშემდგომი შიმშილობა


1946 წელს საბჭოთა კავშირის ძირითადი სასოფლო-სამეურნეო
რეგიონები ძლიერმა გვალვამ მოიცვა. 1946 წელს მარცვლეულის
მოსავალმა სულ 39,6 მლნ ტონა შეადგინა, მაშინ როდესაც მოსავალი 1940

14
წელს 95,5 მლნ ტონას შეადგენდა. შიმშილის პირას აღმოჩნდა უკრაინა,
ვოლგისპირეთი, ყუბანი და ურალი.
საბჭოთა კავშირის პურის მარაგი ამ დროისათვის 5 მლნ ტონა
მარცვლეულს შეადგენდა, ასევე გააჩნდა უდიდესი ოქროს მარაგი, მაგრამ
უცხოეთში მარცვლეულის ყიდვა საბჭოთა ქვეყნის პრესტიჟისთვის
დამამცირებლად მიიჩნეოდა.
კოლმეურნეობათა თავმჯდომარეები, რომლებიც ცდილობდნენ
გლეხთა მდგომარეობის შემსუბუქებას დასაჯეს. 1947-1948 წლებში 22
ათასი კოლმეურნეობის თავმჯდომარე (საერთო რიცხვის 12%) შრომა
გასწორების ბანაკებში გაგზავნეს. ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ მათ
დამშეულ გლეხებს საკოლმეურნეო ხორბალი მისცეს მანამდე, სანამ
სახელმწიფო ვალდებულებებს შეასრულებდნენ მარცვლეულის
ჩაბარებაზე.
1946-1947 წლებში საბჭოთა კავშირში შიმშილისაგან დაიღუპა
დაახლოებით 2 მლნ ადამიანი, აქედან 0,5 მილიონი რუსეთის
ფედერაციაში. საბჭოთა ოფიციალურ დოკუმენტებში ამის თაობაზე
არაფერი იყო ნათქვამი.
მსხვერპლი კიდევ უფრო დიდი იქნებოდა, დასავლეთიდან
მიღებული ჰუმანიტარული დახმარება რომ არა. 1946-1947 წლებში
სტალინი დათანხმდა დახმარება მიეღო გაეროს ხაზით უკრაინისა და
ბელორუსიისათვის. უკრაინამ მიიღო 189 მლნ დოლარის საქონელი,
ბელორუსიამ დაახლოებით 60 მლნ დოლარი. ამერიკული
საქველმოქმედო ორგანიზაციიდან Russian Relief მიღებული იქნა 31 მლნ
დოლარის ღირებულების დახმარება.
კომუნისტურ ხელისუფლებას ეშინოდა, რომ საბჭოთა
მოქალაქეებში გაიზრდებოდა დასავლეთისადმი სიმპატიები, ამიტომ
ხელოვნურად ზღუდავდა დასავლეთიდან წამოსულ დახმარებას.,
მაგალითად, აიკრძალა დახმარების მიღება კერძო პირებისაგან.
ასეთი შიდა გაჭირვების პირობებში სტალინმა თავის
აღმოსავლეთევროპულ სატელიტებს - ბულგარეთს, რუმინეთს,
პოლონეთს, ჩეხოსლოვაკიას - 2,5 მლნ ტონა მარცვლეული სასურსათო
დახმარების სახით.

1.6. კურსი „ქანჩების მოჭერისაკენ“


შრომითი დისციპლინის განმტკიცების მიზნით 1948 წლის ივნისში
გამოიცა სპეციალური ბრძანებულება შორეულ რაიონებში იმ პირთა

15
გადასახლების შესახებ, რომლებიც თავს არიდებდნენ შრომით
საქმიანობას.
ომის შემდეგ ბევრს სოფლად იმედი ჰქონდა, რომ სტალინი
კოლმეურნეობებს გააუქმებდა, მაგრამ პირიქით მოხდა, - კოლმეურნეებს
გადასახადი დაუწესეს პირად ნაკვეთებზე, გაზარდეს პურის ჩაბარების
ნორმები, გაამსხვილეს კოლმეურნეობები, უფრო ადვილად სამართავი
რომ გამხდარიყვნენ.
ეკონომიკაში „ქანჩების შემდგომი მოჭერისკენ“ აღებულმა კურსმა
თეორიული დასაბუთება მიიღო 1952 წელს გამოსულ სტალინის ნაშრომ-
ში „სოციალიზმის ეკონომიკური პრობლემები საბჭოთა კავშირში“. ამ
ნაშრომში სტალინი კვლავ იცავდა მძიმე მრეწველობის უპირატეს განვი-
თარებას, სოფლის მეურნეობის სფეროში საკუთრებისა და შრომის ორგა-
ნიზაციის ფორმების სრულ გასახელმწიფოებრიობას, გამოდიოდა საბაზ-
რო ურთიერთობების გამოცოცხლების წინააღმდეგ.
სტალინის სტატიაში ნათქვამი იყო ისიც, რომ სოციალიზმის დროს
მოსახლეობის მზარდი მოთხოვნა-საჭიროებანი ყოველთვის წინ გაუს-
წრებს წარმოების შესაძლებლობებს. ეს დებულება მოსახლეობას უხსნი-
და დეფიციტური ეკონომიკის ბატონობას და ამართლებდა მის არსებო-
ბას.
მრეწველობის, მეცნიერებისა და ტექნიკის თვალსაჩინო მიღწევები
შედეგი იყო მილიონობით ადამიანის თავდაუზოგავი შრომისა, მაგრამ
ომის შემდგომ პერიოდში საბჭოთა კავშირის დაბრუნებამ ეკონომიკური
განვითარების ომამდელ მოდელზე გამოიწვია რიგი სამეურნეო მაჩვე-
ნებლების გაუარესება.

შეკითხვები
1. როგორი იყო საბჭოთა ეკონომიკის მდგომარეობა ომის შემდეგ?
2. რა ალტერნატივები არსებობდა ომის შემდგომ პერიოდში საბჭო-
თა ეკონომიკის განვითარებაში?
3. რაში ხედავთ იმის მიზეზებს, რომ სტალინი დაუბრუნდა ეკონ-
ომიკური განვითარების ომამდელ მოდელს?

16
2. პოლიტიკური განვითარება

2.1.ომის დემოკრატიული იმპულსი


ომმა შეცვალა ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ატმოსფერო, რო-
მელიც საბჭოთა კავშირში იყო ჩამოყალიბებული 1930-იან წლებში. ომის
განსაკუთრებულმა პირობებმა იძულებული გახადა ადამიანები შემოქმე-
დებითად ეაზროვნათ, დამოუკიდებლად ემოქმედათ, საკუთარ თავზე
აეღოთ პასუხისმგებლობა.
ომმა დროებით დაანგრია „რკინის ფარდა“, რომლითაც ქვეყანა იზ-
ოლირებული იყო დანარჩენი, „მტრული“ მსოფლიოსაგან. წითელი არმი-
ის ევროპული ლაშქრობის მონაწილეებმა (ასეთი იყო თითქმის 10 მილი-
ონი), მრავალრიცხოვანმა რეპატრიანტებმა (5,5 მილიონამდე) თავის თვა-
ლით ნახეს სამყარო, რომელსაც მანამდე მხოლოდ პროპაგანდისტული
მასალებით იცნობდნენ და მხოლოდ ნეგატიური სახით იყო
წარმოდგენილი. განსხვავება იმდენად დიდი იყო, რომ ბევრ ადამიანში
არ შეიძლება არ გამოეწვია დაეჭვება ჩვეულ შეფასებებში.
ომში გამარჯვებამ გლეხობას იმედი გაუჩინა, რომ დაშლიდნენ
კოლმეურნეობებს, ინტელიგენცია იმედოვნებდა, რომ შესუსტდებოდა
პოლიტიკური დიქტატი, მოკავშირე რესპუბლიკების (განსაკუთრებით
ბალტიის რესპუბლიკების, დასავლეთ უკრაინასა და ბელორუსიაში) მო-
სახლეობა კი იმედოვნებდა, რომ შეიცვლებოდა ეროვნული პოლიტიკა.
ომის დროს განახლებულ პარტიულ-სახელმწიფო ნომენკლატურა-
შიც5 კი ჩნდებოდა ცვლილებების აუცილებლობის გაგება. 1946-1947
წლებში დახურული წესით (მხოლოდ პარტიულ-სახელმწიფო მუშაკებს
შორის) მიმდინარეობდა საბჭოთა კავშირის ახალი კონსტიტუციის და საკ
კპ (ბ) ახალი პროგრამისა და წესდების განხილვა. გამოითქვა წინადადე-
ბები რეჟიმის შედარებით დემოკრატიზაციასთან დაკავშირებით:
კერძოდ, სამხედრო დროის სპეციალური სასამართლოების გაუქმების შე-
სახებ, სამეურნეო მართვის ფუნქციებიდან პარტიის განთავისუფლების
შესახებ, ხელმძღვანელ პარტიულ და საბჭოთა თანამდებობებზე ყოფნის
ვადების შეზღუდვის შესახებ, ალტერნატიული არჩევნების ჩატარების
შესახებ და ა. შ. უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ის გენერლები და ოფიც-
რები, რომელთაც შედარებითი დამოუკიდებლობა იგრძნეს ომის პირო-

5
ნომენკლატურა - ხელმძღვანელი მუშაკების ჩამონათვალი საბჭოთა
პერიოდში
17
ბებში გადაწყვეტილებების მიღე-
ბის დროს, მაგრამ ომის დამთავრე-
ბის შემდეგ ისევ აღმოჩნდნენ უბ-
რალო „ჭანჭიკები“ სტალინურ სის-
ტემაში.
ხელისუფლებას აშფოთებდა
ასეთი განწყობა. მაგრამ მოსახლე-
ობის აბსოლუტური უმრავლესობა
ომში გამარჯვებას აღიქვამდა რო-
გორც სტალინისა და მისი სისტე-
მის გამარჯვებას. წარმოქმნილი
სოციალური დაძაბულობის ჩახშო-
ბა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ერ-
თი მხრივ, გარეგნული დემოკრა-
ტიზაციით, მეორე მხრივ კი ბრძო-
ლის გაძლიერებით „თავისუფლად
მოაზროვნეებთან“ და რეჟიმის გან-
მტკიცებით.

2.2.ცვლილებები ხელისუფლების სტრუქტურებში

1945 წლის სექტემბერში გაუქმდა საგანგებო მდგომარეობა და თავ-


დაცვის სახელმწიფო კომიტეტი. 1946 წლის მარტში საბჭოთა კავშირის
სახალხო კომისართა საბჭო გადაკეთდა მინისტრთა საბჭოდ. სტალინის
განცხადებით, ომში გამარჯვება არსებითად ნიშნავდა გარდამავალი
მდგომარეობის დამთავრებას და ამიტომ უარი უნდა ეთქვათ ცნებებზე
„სახალხო კომისარი“ და „კომისარიატი“. ცვლილებები მიმდინარეობდა
ტრადიციული რუსული სიმბოლიკის აღდგენის ტენდენციის ფარგლებ-
ში.
1945-1952 წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა პოლიტბიუროს, რო-
გორც პოლიტიკური კურსის გენერატორის როლი. ამ წლების განმავლო-
ბაში შედგა მხოლოდ ორი სხდომა თავისი ოქმით, დანარჩენ შემთხვევებ-
ში კი გადაწყვეტილებები მიიღებოდა გამოკითხვის გზით.

18
სტალინი ხელმძღვანელობდა მინისტრთა საბჭოს და
ოფიციალურ შემთხვევებში იწოდებოდა „საბჭოთა სახელმწიფოს
მეთაურად“.
პოლიტბიუროს შიგნით ჩამოყალიბდა სტალინთან დაახლოებული
პირების ვიწრო წრე (სხვადასხვა დროს მათ ეწოდებოდა ხუთეული, ექვ-
სეული, შვიდეული, მოგვიანებით - რვა და ცხრა ხელმძღვანელი შედიო-
და).
1946 წლის მარტიდან „შვიდეულის“ შემადგენლობაში შედიოდნენ
სტალინი, მოლოტოვი, ბერია, მიქოიანი, მალენკოვი, ჟდანოვი, ვოზნესენ-
სკი. „ახლო წრეში“ წყდებოდა საგარეო და საშინაო პოლიტიკის მნიშვნე-
ლოვანი საკითხები.
სტალინის გარემოცვა, რომელთაც ხელისუფლებაში საკვანძო
პოსტები ეკავათ, გარედან ჩანდა ერთიანი და მონოლითური.
სინამსდვილეში მათ შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობები იყო;
ბრძოლა გავლენისათვის კულისებში მიმდინარეობდა. იმისდა
მიხედვით, თუ ვინ მიაღწია წარმატებას. ომისშემდგომი სტალინის
რვაწლიან მმართველობაში შეიძლება გამოიყოს სამი პერიოდი. მათ
შორის მიჯნებია 1949 წლის მარტი და 1951 წლის ივლისი.
იმავდროულად ხდებოდა სამინისტროებისა და უწყებების, ასევე
მათი თანამშრომლების რაოდენობრივი ზრდა. 1947 წლის თებერვლიდან
მინისტრთა საბჭო დაიყო 8 ბიუროდ, რომლებიც ახდენდნენ ერთმანეთ-
თან ახლოს მდგომი სამინისტროებისა და უწყებების საქმიანობის კოორ-
დინირებას. ბიუროების თავმჯდომარეები გახდნენ მალენკოვი, ვოზნე-
სენსკი, საბუროვი, ბერია, მიქოიანი, კაგანოვიჩი, კოსიგინი, ვოროშილო-
ვი.
საბჭოთა კავშირში საბარათო სისტემის გაუქმებასთან ერთად,
პარტიულ-სამეურნეო ზედაფენა კიდევ უფრო განცალკევდა ხალხის
მასისგან. 1948 წლის იანვრიდან მინისტრთა საბჭოს დადგენილებით
ხელმძღვანელ მუშაკებს, გარდა ხელფასისა, ეძლეოდათ დროებითი
ფულადი ანაზღაურება. ეს შეადგენდა (თანამდებოვბის მიხედვით)
დამატებით სამი, ორნახევარი, ერთნახევარი თვის ხელფასს, რომელიც
მასთან მიჰქონდათ დალუქული კონვერტით, აქედან ის არ იხდიდა
გადასახადებს, პარტიულ საწევროს. ნომენკლატურის ფულადი
უზრუნველყოფის ეს წესი 1956 წლამდე შენარჩუნდა. 1955 წლის
დეკემბერში დროებით ფულად ანაზღაურებას პარტიული ორგანოების
9136 მუშაკი იღებდა და საერთო ჯამში ეს წელიწადში 169 მლნ მანეთს
შეადგენდა.
19
1946 წელს ჩატარდა ადგილობრივი საბჭოების, რესპუბლიკების
უმაღლესი საბჭოების და საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს არჩევნე-
ბი, რის შემდეგაც განახლდა დეპუტატთა კორპუსი, რომლის შემადგენ-
ლობაც ომის წლებში არ შეცვლილა. თუმცა, როგორც ომამდე, ომის
შემდეგაც არჩევნები უალტერნატივო იყო (ერთი ადგილი - ერთი კანდი-
დატი) და ბიულეტენში შეჰქონდათ ყველა ინსტანციაში შეთანხმებული
კანდიდატის გვარი.
1946 წელს გაიხსნა ახალი მოწვევის საბჭოთა კავშირის უმაღლესი
საბჭოს პირველი სესია. პრეზიდიუმის თავმჯდომარის პოსტზე აირჩიეს
ნ. შვერნიკი, ხოლო მ. კალინინი დიდი პატივით გააცილეს პენსიაზე.
1950-იანი წლების დასაწყისისთვის ხშირად იწვევდნენ საბჭოების
სესიებს, გაიზარდა მუდმივმოქმედი კომისიების რაოდენობა. კონსტი-
ტუციის შესაბამისად პირველად ჩატარდა სახალხო მოსანართლეებისა
და მსაჯულების პირდაპირი და ფარული არჩევნები.
15 წლიანი ინტერვალის შემდეგ, 1952 წლის ოქტომბერში ჩატარდა
საკ კპ (ბ) XIX ყრილობა, რომელმაც გადაწყვიტა პარტიისთვის სახელის
შეცვლა და ეწოდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია. ამ
სახელწოდებით პარტია 1991 წლამდე, თავის გაუქმებამდე არსებობდა.
შეიცვალა პოლიტბიუროს სახელწოდებაც, რაც 1918 წლიდან არსებობდა.
მის ნაცვლად შეიქმნა ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმი,
რომელშიც 25 წევრი შეიყვანეს, მათ შორის იყო ბევრი შედარებით
ახალგაზრდა. სტალინს სურდა ძველი გვარდიის (მოლოტოვი,
ვოროშილოვი, კაგანოვიჩი, მიქოიანი, მალენკოვი, ბერია) შევიწროება.
მანამდე თავის მემკვიდრედ განიხილავდა მალენკოვს, მაგრამ, როგორც
ჩანს, გადაიფიქრა. სწრაფად დაწინაურდა ნიკიტა ხრუშჩოვი, რომელიც
მანამდე, 1938 წლიდან უკრაინის კომპარტიას ხელმძღვანელობდა, 1949 წ.
დეკემბრიდან კი მოსკოვის საოლქო პარტიულ ორგანიზაციას.
ამავე დროს პოლიტიკური რეჟიმი მკაცრდებოდა, იზრდებოდა
რეპრესიების ახალი ტალღა.

2.3.რეპრესიების ახალი ტალღა


„გულაგის“ სისტემამ თავის მწვერვალს მიაღწია სწორედ ომის შემ-
დგომ წლებში. 1930-იანი წლების შუა ხანების პატიმრებს დაემატა მილი-
ონობით ახალი „ხალხის მტერი“. ერთ-ერთი პირველი დარტყმა გერმა-
ნელთა ტყვეობაში მყოფმა საბჭოთა მეომრებმა მიიღეს, ბევრი მათგანი
გერმანული ბანაკებიდან განთავისუფლების შემდეგ საბჭოთა ბანაკებში

20
აღმოჩნდნენ. იქვე გააგზავნეს „უცხო ელემენტები“ ბალტიის რესპუბლი-
კებიდან, დასავლეთ უკრაინისა და დასავლეთ ბელორუსიიდან.
1948 წელს შეიქმნა სპეციალური რეჟიმის ბანაკები მათთვის, ვინც
გასამართლებული იყო „ანტისაბჭოთა საქმიანობისა“ და „კონტრრევო-
ლუციური აქტებისთვის“. ამ ბანაკებში გამოიყენებოდა პატიმრებზე ზე-
მოქმედების განსაკუთრებით დახვეწილი მეთოდები. პოლიტიკურ პა-
ტიმრებს არ სურდათ თავიანთ მდგომარეობასთან შეგუება და აჯანყებებს
აწყობდნენ, ზოგჯერ პოლიტიკური ლოზუნგებითაც. ამ აჯანყებებიდან
ყველაზე ცნობილია გამოსვლები პეჩორაში (1948), სალეხარდში (1950),
კინგირში (1952), ეკიბასტუზში (1952), ვორკუტაში (1953) და ნორილსკში
(1953).
პოლიტპატიმრებთან ერთად ომის შემდეგ ბანაკებში აღმოჩნდა
ბევრი სხვა ადამიანიც. მაგალითად საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს
პრეზიდიუმის 1948 წლის 2 ივნისის დადგენილებით ადგილობრივ ხე-
ლისუფლებას უფლება მიეცა შორეულ რეგიონებში გადაესახლებინა პი-
რები, რომლებიც „ბოროტად თავს არიდებენ შრომით საქმიანობას სოფ-
ლის მეურნეობაში“.
სტალინს ეშინოდა ომის დროს სამხედროების გაზრდილი პოპუ-
ლარობის. ომის ბოლოს შეიარაღებულ ძალებში იყო 12 საბჭოთა
კავშირის მარშალი, 3 მთავარი მარშალი და 12 ჯარის სახეობის მარშალი,
2 ფლოტის ადმირალი და 5597 გენერალი და ადმირალი. ომის შემდეგ
უშიშროების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ აღმოჩნდა გ. ჟუკოვი 1945
წლის 27 ივნისს მან მოსკოვის ახლოს თავის აგარაკზე მიიწვია სტუმრები,
მათ შორის სამხედროები ს. ბოგდანოვი, ვ. სოკოლოვსკი, ვ. ჩუიკოვი.
ისინი გამარჯვებას ზეიმობდნენ და განადიდებდნენ ჟუკოვს, მას გერ-
მანიაზე გამარჯვების მომპოვებლად მიიჩნევდნენ. მეორე დღეს მათი სა-
უბრების ჩანაწერს სტალინი გაეცნო და ეს გახდა ჟუკოვით უკმაყოფი-
ლების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი. დასავლეთის პროპაგანდა ცეცხ-
ლზხე ნავთს ასხავდა და აცხადებდა, რომ სამხედროები ხელისუფ-
ლებაშუ მოსვლას ეცდებოდნენ.
ჟუკოვის კომპრომეტირებისთვის გამოიყენეს ე.წ. ავიატორთა საქმე.
1946 წლის დასაწყისში დაპატიმრებულმა ავიაციის მარშალმა ა.ხუდ-
იაკოვმა სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალ ა. ნოვიკოვს, საავიაციო
მრეწველობის სახალხო ა. შახურინს ბრალი დასდო იმაში, რომ შეიარაღე-
ბაში იღებდნენ დეფექტების მქონე თვითმფრინავებს, რასაც კატასტრო-
ფები მოსდევდა. ნოვიკოვი, შახურინი და მათი 5 თანამშრომელი
გაასამართლეს და სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯეს. ჩრდილი
21
მიადგათ მალენკოვსა და ბერიას, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ
საავიაციო მრეწველობაზე. გამოძიების დროს „ჩვენებები მიიღეს“
ჟუკოვის წინააღმდეგაც, რომ ის „ამცირებდა ომში უმაღლესი
მთავარსარდლის ხელმძღვანელ როლს“.
1946 წლის გაზაფხულზე დააპატიმრეს გერმანიაში მყოფი საბჭოთა
ჯარების ჯგუფში 74 გენერალი და ოფიცერი. მათ ბრალი ედებოდათ
გერმანიიდან და ავსტრიიდან სხვადასხვა ქონების, ავეჯის, სურათების,
ძვირფასეულობის გამოტანაში. მაგრამ მალე ბრალი დასდეს იმაში, რომ
ჟუკოვის ხელმძღვანელობით სამხედროები აწყობდნენ მთავრობის
საწინააღმდეგო შეთქმულებას.
ჟუკოვი გაიწვიეს გერმანიიდან და 1946 წლის მარტში დანიშნეს
სახმელეთო ჯარების მთავარსარდლად. 1946 წლის 1 ივნისს უმაღლეს
სამხედრო საბჭოს სხდომაზე შედგა ჟუკოვის საქმის გარჩევა. მის
წინააღმდეგ ბრალდებებს მხარი დაუჭირეს მალენკოვმა და მოლოტოვმა.
მაგრამ მარშლებმა კონევმა, ვასილევსკიმ, როკოსოვსკიმ და რიბალკომ
გამორიცხეს, რომ ჟუკოვს რაიმე შეთქმულებაში მიეღო მონაწილეობა.
განხილვა დამთავრდა სტალინის დასკვნით: „ამხანაგო ჟუკოვ,
გარკვეული დროით მოგიწევთ მოსკოვის დატოვება“.
1946 წლის 3 ივნისს ჟუკოვი დაინიშნა ოდესის სამხედრო ოლქის
სარდლად. მაგრამ საქმე ამით არ დამთავრებულა. მის წინააღმდეგ ახალი
ბრალდებები წამოაყენეს - გერმანიიდან პირადი საჭიროებისათვის დიდი
ოდენობით სხვადასხვა ფასეულობების გამოტანის თაობაზე. 1947 წლის
თებერვალში ჟუკოვი გამოიყვანეს ცენტრალური კომიტეტის წევრობის
კანდიდატთა რიცხვიდან, 1948 წლის იანვარში კი დანიშნეს ნაკლებად
პრესტიჟულ ურალის სამხედრო ოლქის სარდლად.
ომის შემდეგ ინტრიგის მსხვერპლი გახდნენ გენერალიტეტის სხვა
წარმომადგენლებიც. გ. კულიკი და ვ.გორდონი ამხილეს როგორც „საბ-
ჭოთა კავშირში კაპიტალიზმის რესტავრაციის მომხრეები“; ადმირალი
კუზნეცოვი და მისი თანამშრომლები ბრალდებულები აღმოჩნდნენ
იმაში, რომ ომის დროს სამხედრო-ტექნიკური ინფორმაციის გაცვლის
ფარგლებში, მათ მოკავშირეებს გადასცეს პარაშუტიანი ტორპედოს
ნახაზები.

22
რეპრესიები შეეხო პარტიულ ფუნქციონერთა ნაწილსაც, განსაკუთ-
რებით მათ, ვინც ესწრაფვოდა მეტ დამოუკიდებლობას ცენტრალური ხე-
ლისუფლებისაგან. დააპატიმრეს მრავალი პარტიულ-სახელმწიფო მოღ-
ვაწე, რომელიც ლენინგრადის პარტიულ ორგანიზაციაში შედიოდნენ და
მიიჩნეოდნენ საკ. კპ(ბ) პოლიტბიუროს წევრის და ცენტრალური კომიტე-
ტის მდივნის ა. ჟდანოვის გუნდში. 1948 წლის 31 აგვისტოს ჟდანოვის მო-
ულოდნელი გარდაცვალების შემდეგ “ლენინგრადის საქმეზე“ დაახლო-
ებით 2 ათასი ადამიანი დააპატიმრეს. მათგან 200 გაასამართლეს და დახ-
ვრიტეს. მათ შორის რუსეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე მ. რო-
დიონოვი, პოლიტბიუროს წევრი და საბჭოთა კავშირის სახელმწიფო სა-
გეგმო კომიტეტის თავმჯდომარე ნ. ვოზნესენსკი, საკ კპ (ბ) ცენტრალური
კომიტეტის მდივანი ა. კუზნეცოვი.

ვოზნესენსკი და კალინინი

ჟდანოვი და სტალინი

„ლენინგრადელთა“ წინააღმდეგ მრავალი ბრალდება წამოაყენეს.


მაგალითად, ვოზნესენსკის ბრალი დასდეს სახელმწიფო გეგმების
შეგნებულად შემცირებაში, სტატისტიკური მონაცემების ფალსიფიცი-
რებასა და საიდუმლო დოკუმენტების დაკარგვაში.
მთავარი ბრალდება „ლენინგრადელთა“ წინააღმდეგ მაინც შემდ-
ეგი იყო: თითქოს კუზნეცოვის ჯგუფში ხშირად განიხილებოდა ცალკე
23
რუსეთის კომუნისტური პარტიის და რუსეთის კომპარტიის
ცენტრალური კომიტეტის შექმნის საკითხი.6 მათ ასევე „უნდოდათ“
რუსეთის დედაქალაქად ლენინგრადის გამოცხადება. თურმე
„ლენინგრადელები“ ბრალს სდებდნენ საბჭოთა კავშირის
ხელისუფლებას ანტირუსული პოლიტიკის გატარებაში. რუსეთის
კომპარტიის შექმნის შემთხვევაში კი მას სათავეში ჟდანოვი უნდა
ჩასდგომოდა. ეს ბრალდებები მალენკოვმა და ბერიამ „ჩამოაყალიბეს“.
სტალინმა ნება არ დართოთ, რომ ეს ბრალდებები გაეხმაურებინათ,
მაგრამ რეპრესიები „ლენინგრადელთა“ წინააღმდეგ არ შეუჩერებია.
ასეთი მაღალი რანგის თანამდებობის პირების დაპატიმრების
შემდეგ, 1950 წლის იანვარში აღადგინეს სიკვდილით დასჯა, რომელიც
გაუქმებული იყო 1947 წლის 26 მაისს.
„ლენინგრადის საქმე“ ასახავდა პარტიის უმაღლეს ეშელონში მიმ-
დინარე ბრძოლას, ეს ანგარიშსწორება მკაცრი გაფრთხილება უნდა ყოფი-
ლიყო ყველასთვის, ვინც კი თუნდაც რაიმეს გაიფიქრებდა „ხალხთა ბე-
ლადისგან“ განსხვავებით.
მომზადებული პროცესებიდან უკანასკნელი აღმოჩნდა „ექიმთა
საქმე“ (1953). მათ ბრალი ედებოდათ უმაღლესი ხელმძღვანელობის არას-
წორ მკურნალობაში, რასაც შედეგად მოჰყვა რიგი გამოჩენილი მოღვაწის
სიკვდილი. „ექიმთა საქმე“ ემყარებოდა ექიმ ი. ეტინგერის ჩვენებას. პო-
ლიტბიურომ სასწრაფოდ შექმნა კომისია მალენკოვის, ბერიას, უშიშრო-
ების ახალი მინისტრის ს. იგნატიევის შემადგენლობით. გამოძიებამ
„დაადგინა“, რომ „ექიმმა მავნებლებმა“ არასწორი მკურნალობით მოკლეს
ა. შჩერბაკოვი, ა. ჟდანოვი და იგივეს უპირებდნენ სხვა უმაღლესი
თანამდებობის პირებს და ხელისუფლების სათავეში უნდა მოეყვანათ
უშიშროების მინისტრი აბაკუმოვი.
„ექიმთა საქმე“ საბაბი აღმოჩნდა სტალინის პირადი დაცვის
სათავეში მყოფ ნ. ვლასიკის და ა.პოსკრებიშევის დისკრედიტაციისათვის.
ვლასიკი სტალინის დაცვას მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ედგა
სათავეში, პოსკრებიშევი კი 1935 წლის აგვისტოდან ხელმძღვანელობდა
სტალინის კანცელარიას.
სტალინისთვის ვერსია უშიშროების სამინისტროში არსებული
შეთქმულების თაობაზე კარგი საბაბი აღმოჩნდა იმისათვის, რომ

6
საკავშირო კომუნისტურ პარტიაში არსებობდა მოკავშირე
რესპუბლიკების კომპარტიები, მაგრამ არ იყო რუსეთის კომპარტია და
მისი ხელმძღვანელი ორგანოები.
24
ხელისუფლებისგან საბოლოოდ ჩამოეცილებინა მოლოტოვი,
ვოროშილოვი, მიქოიანი, კაგანოვიჩი, ანდრეევი და მრავალი სხვა
მოღვაწე, რომელთაც ებრაელი ნათესავები ჰყავდათ.
1952 წლის 16 ოქტომბერს პარტიის ცენტრალური კომიტეტის
პლენუმზე სტალინმა მკაცრად გააკრიტიკა მოლოტოვი და მიქოიანი, მათ
ბრალი დასდო ამერიკული იმპერიალიზმის წინაშე ლაჩრობასა და
კაპიტულანტობაში. მოლოტოვს უხეშ შეცდომად ჩაეთვალა „ებრაელთა
უკანონო პრეტენზიების ადვოკატობა ჩვენს საბჭოთა ყირიმზე“. საჯაროდ
გამოუცხადა პოლიტიკური უნდობლობა ვოროშილოვს. მიქოიანს კი
ბრალი დაედო ტროცკისტულ შეცდომებში.
მწერალმა კონსტანტინე სიმონოვმა, პლენუმის მონაწილემ, თავის
დღიურში ჩაწერა: „ყველასთვის გასაგები იყო, რომ სტალინს არ სურდა
მის შემდეგ პირველ პირად მოლოტოვი დარჩენილიყო“. მოგვიანებით კი
თავად მოლოტოვი იგონებდა: „სტალინს კიდევ ერთი-ორი წელი რომ
ეცოცხლა, მე ვერ გადავრჩებოდი“.
პლენუმზე შეიქმნა ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის
ბიურო, რომელშიც სტალინის გარდა შევიდნენ მხოლოდ ბერია,
ბულგანინი, კაგანოვიჩი, მალენკოვი, საბუროვი და ხრუშოვი.
სულ 1948-1953 წლებში რეპრესიების მსხვერპლი გახდა 6,5 მილი-
ონი ადამიანი.
„გულაგი“ ეს იყო:
· 56 ბანაკი ათასობით განყოფილებითა და პუნქტით
· 425 კოლონია
· 2000-ზე მეტი სპეცკომენდატურა
· სულ პატიმრობის 30 ათასზე მეტი ადგილი

2.4.ნაციონალური პოლიტიკა
სხვა ცვლილებებთან ერთად ომმა გამოიწვია ხელისუფლების
მხრიდან უკონტროლო იდეური და პოლიტიკური მოძრაობების გაზრდა,
მათ შორის ეროვნულიც. ამ მოძრაობებმა განსაკუთრებული გაქანება ნახა
1939-1940 წლებში საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შესულ ტერიტო-
რიებზე, სადაც მიმდინარეობდა ბრძოლა კოლექტივიზაციისა და სოვე-
ტიზაციის წინაააღნდეგ. ამ მოძრაობების საწინააღმდეგოდ ტარდებოდა
რეპრესიები. 1950 წლისათვის დასავლეთ უკრაინაში დააპატიმრეს და გა-
დაასახლეს დაახლოებით 300 ათასი ადამიანი, 400 ათასი ლიტველი, 150

25
ათასი ლატვიელი, 50 ათასი ესტონელი. პარალელურად ტარდებოდა სა-
ყოველთაო კოლექტივიზაცია, რომელიც ომმა შეწყვიტა.
ომის წლებში გადაასახლეს ვოლგისპირეთის გერმანელები, ყირი-
მელი თათრები, ჩეჩნები, ინგუშები, ყალმუხები, ყარაჩაელები, ბალყარე-
ლები. ომის შემდგომ წლებში ძალადობრივი დეპორტაციები შეეხო სხვა
ეთნოსებსაც (მაგალითად, მოლდოველებს).
1944-1952 წლებში დასავლეთ უკრაინასა და ბალტიის ქვეყნებში
გრძელდებოდა ბრძოლა ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ. ათასობით
ადამიანი, ვინც გერმანელების მხარეზე იბრძოდა, ტყეებში წავიდა და
ბრძოლას აგრძელებდა ოკუპანტების წინააღმდეგ. 1944-1952 წლებში
დასავლეთ უკრაინიდან გაასახლეს 203.662 ადამიანი.
„ხალხთა მეგობრობის“ სტალინური ეროვნული დოქტრინა
დამთავრდა 1945 წ. 24 მაისს, როდესაც სტალინმა წარმოთქვა ცნობილი
სადღეგრძელო რუსი ხალხის სადიდებლად. სტალინმა რუს ხალხს ომის
საწყის პერიოდში მოთმინებისთვის მადლობა გადაუხადა და რუსები
„ხელმძღვანელ ხალხად“ გამოაცხადა საბჭოთა კავშირის ყველა სხვა
ხალხისთვის. ეს იყო რუსული დიდმპყრობელური შოვინიზმის
აღორძინება, რასაც მოწონება მოჰყვა რუსული საზოგადოების არცთუ
მცირე ნაწილში.
გაძლიერდა ზეწოლა ეროვნულ ინტელიგენციაზე, პატარა ხალხე-
ბის ტრადიციებსა და კულტურაზე. მაგალითად 1951 წელს დაიწყო მუს-
ლიმი ხალხების ეროვნული ეპოსის კრიტიკა როგორც „კლერიკალურის
და ანტიხალხურისა“.
განსაკუთრებით მასშტაბური ხასიათი მიიღო ებრაული ეროვნების
წარმომადგენელთა მიმართ ნეგატიურმა დამოკიდებულებამ. ომის წლებ-
ში შეიქმნა ებრაული ანტიფაშისტური კომიტეტი (მას სათავეში ედგა
ცნობილი მსახიობი სოლომონ მიხოელსი). ომის შემდეგ კომიტეტის წარ-
მომადგენლები წინადადებას აყენებდნენ შექმნილიყო ებრაელთა ავტო-
ნომია ყირიმში ან ვოლგისპირეთში. ეს ხელისუფლებამ წარმოადგინა რო-
გორც შეთქმულების დამადასტურებელი საბუთი. 1948 წელს მიხოელსი
მოკლეს, როგორც ვარაუდობენ, უშიშროების აგენტებმა.
მიხოელსის სიკვდილის შემდეგ აქტიურად დაიწყო ებრაელთა
კომიტეტის დევნა. თავად მიხოელსს სიკვდილის შემდეგ ბრალი დასდეს,
რომ ცდილობდა ებრაელთა ინტერესებში გამოეყენებინა სტალინის
ქალიშვილი სვეტლანა და მისი ქმარი გ. მოროზოვი.
1948-1949 წლებში სახელმწიფო ანტისემიტიზმი გამოიხატა
„კოსმოპოლიტიზმთან ბრძოლის“ კამპანიაში, „რუსული კულტურისა და
26
მეცნიერების დაცვაში“, რომელიც თითქოსდა ებრაელების მიერ იყო
ოკუპირებული. სტუდენტები და ასპირანტები „ამხელდნენ“ თავიანთ
მასწავლებლებს.
ებრაელთა ანტიფაშისტური კომიტეტის საქმიანობისთვის ბოლოს
მოღება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც შეიქმნა ისრაელის სახელმწიფო
(1948 წლის 14 მაისი) და როცა 1948 წლის სექტემბერში მოსკოვში
ჩამოვიდა ისრაელის ელჩი გოლდა მეერსონი (მეირი 1956 წლიდან). სტა-
ლინს არ მოეწონა, რომ მეერსონმა მეგობრული ურთიერთობები
დაამყარა მოლოტოვის ცოლთან პ. ჟემჩუჟინასთან. აღმოჩნდა, რომ
საბჭოთა კავშირში მცხოვრები მრავალი ებრაელი მზად იყო ისტორიულ
სამშობლოში გადასახლებულიყო ან მოხალისედ წასულიყო არაბების
წინააღმდეგ ომში. ეს ყველაფერი შეფასდა სოციალისტური სამშობლოს
ღალატად.
საბჭოთა ხელმძღვანელობა ცდილობდა ისრაელი თავისი
გავლენის ქვეშ მოექცია, ეხმარებოდა იარაღით. ასევე შესთავაზა
პალესტინელი დევნილი არაბები (500 ათასზე მეტი) გადაესახლებინათ
შუა აზიაში და იქ შეექმნათ არაბთა მოკავშირე რესპუბლიკა ან
ავტონომიური ოლქი. ასეთი წინადადება 1948 წლის ივნისში გაეროს
უშიშროების საბჭოს სხდომაზე წამოაყენა საბჭოთა წარმომადგენელმა დ.
მანუილსკიმ, მაგრამ ამას ენთუზიაზმით არ შეხვედრიან.
1948 წლის ნოემბრიდან დაიწყო ანტიფაშისტური კომიტეტის წევ-
რების და ებრაელი ინტელიგენციის სხვა წარმომადგენლების დაპატიმ-
რება, როგორც „უეროვნებო“ ადამიანებისა, მათ ბრალი ედებოდათ „კოს-
მოპოლიტიზმში“7. 1952 წლის მაის-ივლისში ჩატარდა დახურული სასა-
მართლო პროცესი, რომელზედაც კომიტეტის ლიდერებს დახვრეტა მი-
ესაჯათ.
ებრაელთა საქმეს მოჰყვა ებრაელთა შემცირება პარტიულ და
სახელმწიფო აპარატში. მაგალითად 1945-1952 წლებში საკავშირო
სამინისტროებსა და უწყებებში ებრაელთა რიცხვი შემცირდა 516-დან
190-მდე (თანამდებობაზე მყოფ პირთა საერთო მასაში 12,9%-დან 3,9%-
მდე). საწარმოებისა და მშენებლობების ხელმძღვანელებში ებრაელთა
წილი იმავე პერიოდში 12,3%-დან 4,6%-მდე შემცირდა. ებრაელთა წილი
საოლქო, სამხარეო და მოკავშირე რესპუბლიკების კომპარტიის

7
კოსმოპოლიტიზმი - 1940-იანი წლების ბოლოდან გამოიყენებოდა
პოლიტიკური ბრალდების სახით და ნიშნავდა არაპატრიოტულ ქცევასა
დააზროვნებას.
27
ცენტრალურ კომიტეტებში იმავე პერიოდში შემცირდა 1,3%-დან 0,1%-
მდე. მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტებში 1946-1948 წლებში
ჩატარდა ატესტაცია, ებრაელები მოხსნეს განყოფილებების,
ლაბორატორიების, სექციების ხელმძღვანელობიდან. შედეგად რუსების
წილი 73,6%-დან 80%-მდე გაიზარდა. ეს კამპანია ბევრი უნიჭო
კარიერისტის დაწინაურების მიზეზი გახდა.
„ებრაელთა საქმეს“ შეეწირა სახელმწიფო უშიშროების მინისტრი ვ.
აბაკუმოვი, რომელიც 1951 წლის ივნისში დააპატიმრეს. მის წინააღმდეგ
მალენკოვი მოქმედებდა. აბაკუმოვს ბრალი დასდეს, რომ ის შეგნებულად
აფერხებდა „ებრაელი ნაციონალისტების“ საქმის გამოძიებას, რის
შემდეგაც მას მრავალი სხვა ბრალდებაც წაუყენეს.

შეკითხვები
1. რა იყო ომის დემოკრატიული იმპულსი?
2. ომის შემდგომ პერიოდში დემოკრატიული და ტოტალური ტენ-
დენციების ბრძოლა რატომ დამთავრდა რეპრესიების ახალი ტალღით?
3. დაასახელეთ ადმინისტრაციულ-მბრძანებლური სისტემის გაძ-
ლიერების დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები

3. იდეოლოგია და კულტურა

3.1.“რკინის ფარდის“ აღდგენა


ომმა გააღვიძა იმედები პარტიულ-იდეოლოგიური წნეხის შესუს-
ტების თაობაზე. კულტურის მოღვაწეები იმედოვნებდნენ, რომ ომის
წლებში გამოკვეთილი ტენდენცია საზოგადოების სულიერი ცხოვრების
კონტროლის შემცირებისა, კვლავაც გაგრძელდებოდა. მოკავშირეოდა
დასავლეთის დემოკრატიებთან, ისევე როგორც წითელი არმიის საზ-
ღვარგარეთულმა ლაშქრობამ შესაძლებელი გახადა კულტურული კონ-
ტაქტების დამყარება მათთან.
მაგრამ ამ იმედებს ასრულება არ ეწერათ. საბჭოთა კავშირსა და მის
სამხედრო მოკავშირეებს შორის სწრაფად გაფუჭდა. 1946 წლის ზაფხუ-
ლიდან ქვეყანაში გაიშალა ფართო შეტევა სამამულო კულტურაზე „და-
სავლური გავლენის“ წინააღმდეგ. არსებითად იგულისხმებოდა სრული
პარტიულ-პოლიტიკური კონტროლის დამყარება ინტელიგენციაზე. „მე-

28
დასავლეთეობის“ წინააღმდეგ ლაშქრობას სათავეში ჩაუდგა საკ კპ(ბ)
ცენტრალურ კომიტეტში იდეოლოგიაზე პასუხისმგებელი ანდრეი ჟდა-
ნოვი.
ჟდანოვი მოქმედებდა სტალინის პირადი მითითებების
შესაბამისად, მაგრამ ამ პოლიტიკამ „ჟდანოვშჩინის“ სახელი მიიღო და ეს
ტერმინი შევიდა ევროპულ ენებში. ამით აღინიშნება კომუნისტური
პოლიტიკა კულტურის სფეროში, რომელიც ემყარება ცენზურას,
რეპრესიებს, აკრძალვებს და დიქტატს.
„რკინის ფარდა“ საბოლოოდ აღდგა 1948 წლის ბოლოდან გაშლი-
ლი „კოსმოპოლიტიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლის დროს. საბჭოთა კავშირი
კვლავ აღმოჩნდა დასავლეთისგან არა მარტო იდეოლოგიურ, არამედ
კულტურულ იზოლაციაში.
საბჭოთა მოქალაქეების უცხოელებისაგან იზოლაციის კურიოზულ
ზომას წარმოადგენდა 1947 წლის 15 თებერვალს მიღებული
ბრძანებულება, რომელიც საბჭოთა მოქალაქეების უცხოელებთან
ქორწინების რეგისტრაციას კრძალავდა. ეს დადგენილება მხოლოდ
სტალინის სიკვდილის შემდეგ, 1953 წლის სექტემბერში გაუქმდა.

3.2.ლიტერატურა
ომის შემდგომ მოსკოვსა და ლენინგრადში ხშირად იმართებოდა
პოეტური და ლიტერატურული საღამოები. 1946 წლის აპრილში
მოსკოვში შედგა პოეტ ანა ახმატოვას პოეზიის საღამო, რომლის დროსაც
დარბაზი ფეხზე წამოდგა და დიდხანს უკრავდა ტაშს. როდესაც ამის
შესახებ სტალინს მოახსენეს, მას უკითხავს „ვინ იყო დარბაზის ფეხზე
წამოდგომის ორგანიზატორი?“
ერთ-ერთი პირველი დარტყმა ლიტერატურას მიაყენეს. 1946 წლის
9 აგვისტოს კრემლში შედგა ცენტრალური კომიტეტის ორგბიუროს
სხდომა, სადაც სტალინმა სასტიკად გააკრიტიკა ანა ახმატოვა და მიხაილ
ზოშჩენკო, რომლის ირონიულმა მოთხრობებმა სტალინი გააცოფა. ცხადი
გახდა, რომ საბჭოთა ლიტერატურას რეპრესიების ახალი ტალღა
ატყდებოდა თავს.
1946 წლის 14 აგვისტოს საკ კპ (ბ) ცენტრალურმა კომიტეტმა მიიღო
დადგენილება ჟურნალების „ზვეზდისა“ და „ლენინგრადის“ შესახებ. ამ
გამოცემებს ბრალი ედებოდათ „პარტიის სულისთვის უცხო“ იდეების
პროპაგანდაში, სალიტერატურო ტრიბუნის დათმობაში „უიდეო, იდე-
ოლოგიურად მტრული ნაწარმოებებისთვის“. დადგენილებაში განსა-
კუთრებით აკრიტიკებდნენ მ. ზოშჩენკოს და ა. ახმატოვას. ამ საკითხზე
29
მოხსენებით გამოვიდა ა. ჟდანოვი. ყველას უნდა გაეგო, რომ
„სოციალისტური რეალიზმის“ პრინციპები - იდეურობა, კლასობრივი
მიდგომა და პარტიულობა, - კვლავაც ხელშეუხებელი იყო.
ჟურნალი „ლენინგრადი“ დახურეს, ხოლო ჟურნალ „ზვეზდა“-ში
ხელმძღვანელობა შეცვალეს.
მკაცრად გააკრიტიკეს ის მწერლებიც
კი, რომელთა შემოქმედებაც სავსებით პა-
სუხობდა პარტიის მოთხოვნებს. მაგალი-
თად, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ა.
ფადეევი გააკრიტიკეს რომან „ახალგაზრ-
და გვარდიის“ თავდაპირველი ვარიანტის-
თვის, რომელშიც არასაკმარისად იყო ნაჩ-
ვენები ახალგაზრდა იატაკქვეშეთელები-
სათვის პარტიული ხელმძღვანელობა. პოე-
ტი მ. ისაკოვსკი გააკრიტიკეს პესიმიზმი-
სათვის, რომელიც ჩანდა ლექსებში „მტრებმა დაწვეს მშობლიური ხატა...“
გააკრიტიკეს დრამატურგი ა. შტეინი, მწერლები ი. გერმანი, ე.კაზა-
კევიჩი, მ. სლონიმსკი. ლიტერატურული კრიტიკა გადაიზარდა რეპრესი-
ებში. „კოსმოპოლიტებთან“ ბრძოლის დროს დახვრიტეს პ.მარკიში და
ლ.კვისტო, „საქმეები“ იყო აღძრული და მიდიოდა გამოძიება ი. ერენ-
ბურგის, ვ.გროსმანის, ს. მარშაკის წინააღმდეგ.

3.3. თეატრი და კინო


ლიტერატურის კვალდაკვალ „პარტიული ხელმძღვანელობა
გაძლიერდა“ თეატრსა და კინოზე. 1946 წლის 26 აგვისტოს საკ კპ(ბ)
ცენტრალურმა კომიტეტმა მიიღო დადგენილება „დრამატული
თეატრების რეპერტუარისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა
შესახებ“. მასში დაგმობილი იყო ქვეყნის თეატრებში კლასიკური
რეპერტუარის სიჭარბე, რაც ხდებოდა იმ პიესების ხარჯზე, რომლებიც
ეძღვნებოდა „კომუნიზმისთვის ბრძოლის პათოსს“. ხოლო ის არცთუ
ბევრი პიესა, რომელიც თანამედროვეობას ეძღვნებოდა გაკრიტიკებული
იყო როგორც სუსტი და უიდეო, რომლებშიც საბჭოთა ადამიანები
წარმოდგენილი იყვნენ „პრიმიტივებად და დაბალკულტურულებად,
ობივატელური გემოვნებითა და ჩვევებით“, მოვლენები გადმოცემული
იყო „გამოგონილად და ყალბად“. გაკრიტიკებული იყო ხელოვნების
საქმეთა კომიტეტი რეპერტუარში ისეთი პიესების ჩართვის გამო,
რომლებიც ახდენდნენ „მეფეების, ხანების, დიდებულების ცხოვრების
30
იდეალიზებას“, ასევე „ბურჟუაზიული დასავლეთელი დრამატურგების
პიესების“ დადგმის გამო, სადაც „ღიად ქადაგებენ ბურჟუაზიულ
შეხედულებებსა და მორალს“.
1946 წლის 4 სექტემბერს გამოვიდა ცენტრალური კომიტეტის ახა-
ლი დადგენილება, რომელიც ეძღვნებოდა რამდენიმე კინოფილმის კრი-
ტიკას - ეს იყო:
- ლ.ლუკოვის „დიდი ცხოვრება“ (მე-2 სერია). ის ეძღვნებოდა ომის
შემდეგ დონბასის აღდგენას. ფილმი გააკრიტიკეს „პარტიული მუშაკების
ყალბად წარმოდგენის“ გამო, ასევე არ იყო ნაჩვენები „თანამედროვე დონ-
ბასი მისი მოწინავე ტექნიკითა და კულტურით, რაც სტალინური ხუთ-
წლედების განმავლობაში შეიქმნა“.
- ვ. პუდოვკინის „ადმირალი ნახიმოვი“;
- ს. ეიზენშტეინის „ივანე მრისხანე“ (მე-2 სერია) - სტალინის აზ-
რით ამ ფილმში შეიქმნა მეფის ყალბი სახე - გაუბედავისა და სუსტი ხა-
სიათის, არასწორ, ნეგატიური ფორმით იყო წარმოდგენილი ოპრიჩნინა.
ზოგის აზრით, ამ ფილმში სტალინმა საკუთარ მმართველობასთან
პარალელები დაინახა.
გააკრიტიკეს კინორეჟისორები გ. კოზინცევი, ლ.ტრაუბერგი და
სხვები.
სტალინმა განაცხადა, რომ საბჭოთა კინემატოგრაფი მხოლოდ
„შედევრებს“ უნდა ქმნიდეს. შედეგად, ყოველწლიურად გამოსული
ფილმების რაოდენობა წელიწადში მხოლოდ 7 – 9 -ს შეადგენდა.
პარტიული ხაზის დასაცავად სპეციალურად შეიქმნა ყოველკვირე-
ული „კულტურა და ცხოვრება“, რომელმაც 1946 წლის ბოლოს მოითხოვა
თეატრების რეპერტუარებიდან ყველა უცხოელი ავტორის პიესის ამოღე-
ბა.

3.4. მუსიკა
1947 წლის ბოლოს მკაცრი იდეოლოგიური პრესი თვს დაატყდა
საბჭოთა მუსიკოსებს. საბაბი გახდა სამი ნაწარმოების შესრულება, რომ-
ლებიც ხელისუფლების შეკვეთით ოქტომბრის რევოლუციის 30-ე წლის-
თავისთვის შეიქმნა: ს. პროკოფიევის მე-6 სიმფონია, ა. ხაჩატურიანის
„პოემები“ და ვ. მურადელის ოპერა „დიდი მეგობრობა“. მურადელი
გააკრიტიკეს იმიტომ, რომ 1918-1920 წლების წარმოჩენისას ქართველი
და ოსი წარმოადგინა რუსების მტრად, „მაშინ როდესაც ხალხთა
მეგობრობას ჩრდილოეთ კავკასიაში ხელს უშლიდნენ ინგუშები და
ჩეჩნები“.
31
1948 წლის თებერვალში საკ კპ(ბ) ცენტრალურმა კომიტეტმა მიიღო
დადგენილება „საბჭოთა მუსიკაში დეკადენტური ტენდენციების შესა-
ხებ“. მასში მურადელი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ უგულებელყოფილი
იყო კლასიკური ოპერისა და განსაკუთრებით რუსული კლასიკური ოპ-
ერის საუკეთესო ტრადიციები და გამოცდილება. გაკრიტიკებული იყო
სხვა კომპოზიტორებიც, იმის გამო რომ იდგნენ „ფორმალურ, ანტიხალ-
ხურ მიმართულებაზე“ - ს, პროკოფიევი, დ. შოსტაკოვიჩი, ა. ხაჩატურია-
ნი, ნ. მიასკოვსკი.
ეს ყოველივე არა მარტო აღარიბებდა ქვეყნის კულტურულ ცხოვ-
რებას, არამედ მის იზოლირებასაც ახდენდა მსოფლიო კულტურის მიღ-
წევებისგან. მიუხედავად დიქტატისა და იდეოლოგიური წნეხისა, იყო
მიღწევებიც, პირველ რიგში კლასიკური მემკვიდრეობის ათვისების საქ-
მეში.

3.5. განათლება
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა იყო ომის მიერ დანგრეუ-
ლი საგანმანათლებლო სისტემის აღორძინება. ის იწყებოდა სკოლების
მშენებლობით. 1946-1950 წლებში აშენდა 18,5 ათასი სკოლის შენობა. გა-
ნუხრელად იზრდებოდა მეცნიერებასა და განათლებაზე გამოყოფილი
ხარჯები. ეს ხარჯები უკვე 1946 წელს წინა წელთან შედარებით 2,5-ჯერ
გაიზარდა. დაიწყო ომის მიერ შეწყვეტილი სავალდებულო 7-წლიანი გა-
ნათლების პროგრამის რეალიზება. 1952 წელს სავალდებულო გახდა 7-
წლიანი განათლება.
ეკონომიკის აღდგენის ამოცანა მოითხოვდა მაღალი კვალიფიკაცი-
ის სპეციალისტების დიდ ოდენობას. 1946-1948 წლებში უმაღლესი სას-
წავლებლების რაოდენობამ გადააჭარბა ომამდელ დონეს, ხოლო სტუ-
დენტთა რაოდენობის თვალსაზრისით კი ეს მაჩვენებელი კი 1947 წელს
იქნა მიღწეული. ადამიანთა დიდი ოდენობა სწავლობდა შეთავსებით,
წარმოებაში მუშაობასთან ერთად. 1948 წელს სტუდენტების ოდენობამ
გადააჭარბა ომამდელ მაჩვენებელს.
მე-4 ხუთწლედის ბოლოს უმაღლეს სასწავლებლებში მომზადდა
652 ათასი ინჟინერი, მასწავლებელი, ექიმები, აგრონომები და სხვა სპეცი-
ალისტები, ხოლო საშუალო სპეციალური განათლება მიიღო 1 მილიონ
278 ათასმა ადამიანმა. 1953 წელს საბჭოთა კავშირში იყო 4,5 მილიონი
ადამიანი უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლებით.
გაიზარდა მოსახლეობის განათლებისა და ინფორმირების
შესაძლებლობები რადიო და ტელემაუწყებლობით. 1945 წელს საბჭოთა
32
კავშირში იყო რამდენიმე ასეული ტელევიზორი, 1953 წელს კი
რამდენიმე ათეული ათასი.

3.6. სამეცნიერო დისკუსიები


ომის წლებში მეცნიერთა ცოდნა ხელისუფლებას დასჭირდა და
მრავალი მათგანი პატიმრობიდან გაანთავისუფლა. თანდათანობით, გარ-
კვეულ ფარგლებში, ხდებოდა მეცნიერებაში თავისუფალი აზროვნების
აღდგენა, რომლის გარეშეც ვერ განვითარდება. შემოქმედებითი ატმოს-
ფერო არ გამქრალა ომის შემდეგაც, როდესაც გაიშალა დისკუსიები ის-
ტორიკოსებს, ფილოსოფოსებს, ბიოლოგებს, ფიზიკოსებს, კიბერნეტიკო-
სებს8, ეკონომისტებს შორის.
განსაკუთრებით ტიპიური აღმოჩნდა დისკუსია ბიოლოგიის პრობ-
ლემების შესახებ. მისი ინიციატორი იყო სოფლის მეურნეობის მეცნიერ-
ებათა საკავშირო აკადემიის პრეზიდენტი ტ. ლისენკო. პრესაში დაიწყო
კრიტიკის კამპანია ფორმალური გენეტიკისა და მისი წარმომადგენლების
წინააღმდეგ, რომლებიც ცდებს ატარებდნენ „ბუზ-დროზოფილებზე“.
„ბუზების მოყვარულ - ადამიანის მოძულეთა“ კრიტიკა იმით დამთავრ-
და, რომ 1948 წელს აკადემიის სესიაზე გააკრიტიკეს აკადემიკოსები ა.
ჟებრაკი, პ.ჟუკოვსკი, ლ.ორბელი, ა.სპერანსკი, ი.შმალგაუზენი და მათი
მიმდევრები (რამდენიმე ასეული ადამიანი). მასთან ერთად ხანგრძლივი
დროით დავიწყებასდ მიეცა გენეტიკა.
1950 წელს სტალინმა პირადად მიიღო მონაწილეობა ენათმეცნიერ-
ების შესახებ მიმდინარე დისკუსიაში. დისკუსიის დროს მან „მეცნიერ-
ულად დაასაბუთა“ საბჭოთა კავშირში ურყევი და ძლიერი სახელმწიფოს

8
კიბერნეტიკა - მეცნიერება მართვის პროცესებისა და ინფორმაციის
გადაცემის ზოგადი კანონზომიერებების შესახებ.
33
არსებობის აუცილებლობა. ამით უარყო მარქსის თეზისი იმის თაობაზე,
რომ კომუნიზმისკენ წინსვლასთან ერთად კვდომას იწყებს სახელმწიფო.
დისკუსია ისტორიულ მეცნიერებაში არსებითად დაყვანილი იქნა
არსებული მდგომარეობის გამართლებაზე. ამ დისკუსიების დროს პროგ-
რესულ მოღვაწეებად იქნა მიჩნეული ივანე მრისხანე და მისი ოპრიჩნიკე-
ბი. ეროვნული მოძრაობის ლიდერები (მაგალითად შამილი) გამოცხად-
და უცხოეთის მოსყიდულ აგენტებად. სრულად გამართლებულად და
გარდუვალად გამოცხადდა იაკობინელთა ტერორი საფრანგეთის დიდი
რევოლუციის დროს. მრავალი სახელი და მოვლენა დიდი ხმით დაივიწ-
ყეს.
სასტიკად გააკრიტიკეს გ. ალექსანდროვის წიგნი „დასავლეთევრო-
პული ფილოსოფიის ისტორია“ (1946). ის იყო საკ. კპ(ბ) ცენტრალური კო-
მიტეტის აგიტაციისა და პროპაგანდის განყოფილების უფროსი და
წიგნის გაკრიტიკების შემდეგ ამ თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. მას
ბრალი დასდეს იმაში რომ მოთმინებით ეკიდებოდა იდეალისტურ,
ბურჟუაზიულ და დეკადენტურ ფილოსოფიას და სათანადოდ არ აკრი-
ტიკებდა მას.
დისკუსია პოლიტიკური ეკონომიის საკითხებზე დაიწყო 1951
წლის ნოემბერში პოლიტიკური ეკონომიის სახელმძღვანელოს
მომზადებასთან ერთად. ამ წიგნზე მუშაობა ჯერ კიდევ ომამდე დაიწყო.
სტალინის დავალებით მას წერდა ცნობილი ეკონომისტი ლ. ლეონტიევი.
ომის შემდეგ მუშაობა გაგრძელდა, მაგრამ მომზადებული
სახელმძღვანელოს არცერთი ვარიანტი სტალინს არ მოეწონა. 1950 წლის
მაისში პოლიტბიუროს გადაწყვეტილებით სახელმძღვანელოს
მომზადება დაევალა მეცნიერ-ეკონომისტთა ჯგუფს. ერთი წლის შემდეგ
მომზადდა სახელმძღვანელოს მაკეტი, რომელიც დაეგზავნა პარტიულ
და სამეურნეო მუშაკებს, სპეციალისტებს. 1951 წლის 10 ნოემბრიდაბ 8
დეკემბრამდე მიმდინარეობდა საკავშირო დისკუსია, რომელშიც მონაწი-
ლეობა მიიღო დაახლოებით 240 მეცნიერმა. დისკუსიის საფუძველზე
მომზადდა წინადადებები სახელმძღვანელოს გაუმჯობესებასთან დაკავ-
შირებით.
ამ დისკუსიას სტალინი გამოეხმაურა და 1952 წელს გამოვიდა სტა-
ლინის ნაშრომი „სოციალიზმის ეკონომიკური პრობლემები საბჭოთა კავ-
შირში“. ეს აღმოჩნდა სტალინის უკანასკნელი თეორიული ნაშრომი. სტა-
ლინი უარყოფდა საბაზრო ეკონომიკის ნებისმიერ გამოვლინებას და ას-
აბუთებდა საბჭოთა კავშირის ეკონომიკური ცხოვრების კიდევ უფრო მე-
ტად გასახელმწიფოებრიობას. მასში ჩამოყალიბებული იყო მნიშვნე-
34
ლოვანი პოლიტიკური დებულებაც: „ომების გარდუვალობის
აღმოსაფხვრელად საჭიროა იმპერიალიზმის განადგურება“.
სტალინმა უარყო მარქსიზმის კლასიკოსების ზოგიერთი
დებულება. მაგალითად, არასწორად გამოაცხადა ენგელსის დებულება,
რომლის თანახმადაც სასაქონლო წარმოების ლიკვიდაცია
სოციალისტური რევოლუციის პირველი პირობა უნდა გახდეს. სტალინი
ამტკიცებდა, რომ სასაქონლო წარმოების კანონები მოქმედებენ
სოციალიზმის დროსაც, მაგრამ ეს შეზღუდულ ხასიათს ატარებს.
სტალინმა უარყო ენგელსის დებულება, რომ ქალაქსა და სოფელს
შორის განსხვავების წაშლა დიდი ქალაქების დაღუპვას გამოიწვევს.
წამყვანი კაპიტალისტური ქვეყნების განვითარების
პერსპექტივებთან დაკავშირებით სტალინი აცხადებდა, რომ „წარმოების
მოცულობა ამ ქვეყნებში შემცირდებოდა“.
პოლიტბიუროს ზოგიერთი წევრი (მოლოტოვი, მიქოიანი) არ
იყვნენ დარწმუნებულნი სტალინის რიგი დებულებების სისწორეში. ეს
გახდა მათთან სტალინის ურთიერთობების შემდგომი გაციების მიზეზი.
იმდროინდელი ხელისუფლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი
იყო დებულება საბჭოთა კავშირში კომუნიზმის აშენების
შესაძლებლობის შესახებ კაპიტალისტური გარემოცვის არსებობის
პირობებშიც კი. მოლოტოვის ინფორმაციით, სტალინი მუშაობდა ამ
ნაშრომის მეორე ნაწილზე, მაგრამ ეს არ დაუმთავრებია.
პოლიტიკური ეკონომიის სახელმძღვანე;ლო (1954) გადამუშავდა
სტალინის დებულებების გათვალისწინებით. ეს იყო სოციალიზმის
ადმინისტრაციულ-მბრძანებლური სისტემის აპოლოგია და მისი
თეორიული საფუძვლების სისტემატიური გადმოცემა. ამ
სახელმძღვანელომ თითქმის უცვლელად 1985 წლამდე იარსება.
ომის შემდგომ წლებში კულტურის არსი და მისი ამოცანები არსე-
ბითად დაიყვანეს საზოგადოების აზროვნების დამუშავებაზე პარტიული
იდეოლოგიის დასამკვიდრებლად. მეცნიერების ამოცანა იყო თავდაცვი-
თი ამოცანების გადაწყვეტა და ასევე „პარტიული მიმართულების“ შენარ-
ჩუნება არა მხოლოდ ჰუმანიტარულ, არამედ საბუნებისმეტყველო მეცნი-
ერებებშიც.
ფაქტობრივად გამოირიცხა სამეცნიერო კონტაქტები დასავლეთის
მეცნიერებთან. 1947 წლის მაისში „ღირსების სასამართლო“ მოუწყეს
მოუწყეს მეცნიერებს ნ. კლიუევას და როსკინს, რომელთაც თითქოსდა
ამერიკელებს გადასცეს კიბოს საწინააღმდეგო წამლის დამზადების
საიდუმლო. სინამდვილეში მათ ამერიკულ ჟურნალში გამოაქვეყნეს
35
სტატია საკუთარი გამოკვლევის თაობაზე, რასაც შემდგომში
პრაქტიკული შედეგები არ მოუტანია. შემდეგ მოეწყო სხვა „ღირსების
სასამართლოები“. შედეგად საბჭოთა მეცნიერებს ეშინოდათ არა მარტო
რაიმეს დაბეჭდვისა დასავლეთში, არამედ დასავლეთელ კოლეგებთან
შეხვედრისაც კი.

შეკითხვები
1. რით აიხსნება იდეოლოგიური პრესის გაძლიერება მსოფლიო
ომის შემდეგ?
2. რაში მდგომარეობდა „კოსმოპოლიტიზმთან“ ბრძოლის გაძლი-
ერების მიზეზები?
3. რატომ ცდილობდა ხელისუფლება ახალი სამეცნიერო მიმართუ-
ლებების, - გენეტიკის, კიბერნეტიკის და ა.შ. განადგურებას?

4. „ცივი ომის“ სათავეებთან

4.1. რა იყო „ცივი ომი“


მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ მალევე იჩინა თავი
წინააღმდეგობამ გამარჯვებულ ქვეყნებს შორის. ამ პერიოდს „ცივი ომი“
ეწოდა. ეს ტერმინი პირველად გამოიყენა ცნობილმა ამერიკელმა
ჟურნალისტმა უ. ლიპმანმა, რომელიც მასში გულისხმობდა მწვავე
ბრძოლასა და კონფრონტაციას, „ცხელი“ საშუალებების გამოყენების, ანუ
უშუალო საომარი მოქმედებების გარეშე.
„ცივი ომი“ - ეს იყო დაძაბული კონფრონტაციის მდგომარეობა
კაპიტალისტურ და სოციალისტურ ქვეყნებს შორის აშშ-სა და საბჭოთა
კავშირით სათავეში.
დაპირისპირებამ, რომელიც 1945 წლის ბოლოს დაიწყო, თანდათან
მოიცვა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო. იდეოლოგიური
თვალსაზრისით საბჭოთა კავშირი მუდმივად გმობდა „ამერიკულ
იმპერიალიზმს“, როგორც ყველა პროგრესული ძალის მთავარ მტერს.
თავის მხრივ აშშ-ის ლიდერები და იდეოლოგები, ისევე როგორც
მისი მოკავშირეები საბჭოთა კავშირს უწოდებდნენ ტოტალიტარულ
სისტემას და ბრალს სდებდნენ იმპერიულ და ექსპანსიონისტურ
ზრახვებში და აქტიურად ნერგავდნენ ანტიკომუნისტურ განწყობას.

36
გაიარა ორმა-სამმა წელმა მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან
და მსოფლიო გაიყო ორ მტრულ ბანაკად. აშშ-სა და საბჭოთა კავშირს
შორის გაჩაღდა შეჯიბრი გამალებულ შეიარაღებაში.
„ცივი ომის“ მიზეზები იყო:
- ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნებს აღარ ჰყავდათ
საერთო მტერი;
- წინააღმდეგობა კაპიტალისტურ და სოციალისტურ
სისტემებს შორის;
- წინააღმდეგობა ტოტალიტარულ და დემოკრატიულ
ქვეყნებს შორის;
- საბჭოთა კავშირისა და აშშ-ს სწრაფვა დომინირებისთვის
მიეღწიათ ომის შემდგომ მსოფლიოში;
- დასავლეთის ქვეყნების მიერ კომუნისტური იდეოლოგიის
მიუღებლობა. შიში „წითელი საფრთხის“ წინაშე;
- მსოფლიო სოციალისტური სისტემის ჩამოყალიბება;
- საბჭოთა კავშირისა და აშშ-ის ხელმძღვანელების (სტალინი
და ტრუმენი) პოლიტიკური ამბიციები.
საგარეო პოლიტიკური კონფრონტაციის პოლიტიკას საბჭოთა
კავშირში თან სდევდა რეპრესიების გაძლიერება ქვეყნის შიგნით და
ყოველივე განსხვავებული აზრის ჩახშობა. ინერგებოდა ანტიდასავლური
განწყობა, გმობდნენ დასავლურ ცხოვრების წესს, მწვავედ
აკრიტიკებდნენ ხელოვნებისა და ლიტერატურის იმ მოღვაწეებს,
რომელთაც ბრალი ედებოდათ უცხოელების წინაშე „ქედის მოხრაში“.
მსგავსი პროცესი ვითარდებოდა დასავლეთში, საბჭოთა კავშირსა
და კომუნისტებს აკრიტიკებდნენ აშშ-სა და დასავლეთ ევროპაში.
„ცივი ომის“ გაჩაღებაში საბჭოთა კავშირი და დასავლეთი
ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. უკანასკნელ წლებში კი ისტორიკოსთა
უმრავლესობა „ცივი ომის“ მიზეზებს ეძებს გეოპოლიტიკური და სამ-
ხედრო-სტრატეგიული ინტერესების შეჯახებაში, იდეოლოგიურ დაპი-
რისპირებაში. ძნელია გამოყო კონკრეტული ლიდერებისა და ქვეყნების
პასუხისმგებლობა ისეთ ხანგრძლივ და ღრმა დაპირისპირებაში, როგო-
რიც „ცივი ომი“ იყო. ძალზედ განსხვავებული იყო ორივე მხარის ბუნება
და საზოგადოებრივი მოწყობა, ღირებულებითი ორიენტირები, ასევე
ამბიციები და გეოპოლიტიკური მისწრაფებები.
„ცივ ომს“ თან ახლდა:

37
· შეიარაღებაში შეჯიბრი და გაძლიერებული მზადება „ცხელი
ომისთვის“;
· მეტოქეობა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში;
· მწვავე იდეოლოგიური ბრძოლა და გარეშე მტრის ხატის შექმნა;
· მსოფლიოში გავლენის სფეროებისთვის ბრძოლა;
· ლოკალური სამხედრო კონფლიქტები.

სტალინური ხელმძღვანელობის საგარეოპოლიტიკური კურსი


(1945-1953)
აღმოსავლეთ ევროპაში სახალხო- აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში
დემოკრატიული რეჟიმების სოციალიზმის სტალინური
დამყარება მოდელის დანერგვა
1948 წელი - საბჭოთა კავშირის მშვიდობიანი თანაარსებობის
ხელშეკრულება ფინეთთან შესაძლებლობა
1949 წ. - საბჭოთა კავშირის მიერ პირველი ნაბიჯი აშშ-სთან
ბირთვული იარაღის შექმნა სამხედრო-სტრატეგიულ
პარიტეტისკენ. გამალებული
შეიარაღების დაწყება
1950-1953 წწ. - ომი კორეაში „ცივი ომის“ „ცხელ“ ომად
გადაზრდის რეალური
შესაძლებლობა

38
4.2.როგორ აფასებდნენ ომისშემდგომ მსოფლიოს
პერსპექტივებს მოსკოვი
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში საბჭოთა კავშირის
მცხოვრებლებს იმედი ჰქონდათ, რომ დადგებოდა მშვიდობიანი დრო და
უკეთესი ცხოვრება, გაგრძელდებოდა და გაფართოვდებოდა
დასავლეთელ მოკავშირეებთან კარგი ურთიერთობები. ამავე დროს
გრძნობდნენ სიამაყეს მოპოვებული გამარჯვებით და უძლეველად
მიაჩნდათ საბჭოთა ქვეყანა. ასევე იმედოვნებდნენ, რომ ევროპაში მაინც
დამყარდებოდა კომუნისტური წყობილება. მოსახლეობას სწამდა ასევე
სტალინის სიბრძნის და სწორი სახელისუფლო კურსის.
სტალინი რეალურად აფასებდა საბჭოთა კავშირისა და კაპიტა-
ლისტური სამყაროს ძალთა თანაფარდობას და არ ჰქონდა ილუზიები
საერთაშორისო არენაზე სწრაფი გამარჯვების თაობაზე. სტალინის
აზრით (1945 წლის აპრილში, კერძო საუბარში ჯილასის თანდასწრებით
გამოთქმული მოსაზრება) 10-15 წლის შემდეგ გარდუვალი იყო ომის
განახლება საბჭოთა კავშირსა და კაპიტალისტურ ქვეყნებს შორის. ამავე
დროს, ხრუშჩოვის მოწმობით, სტალინის გარემოცვაში, იმედოვნებდნენ,
რომ ევროპა „მეორე მსოფლიო ომის კატასტროფის შემდეგ საბჭოთა
გახდებოდა“. კერძოდ, მიაჩნდათ, რომ „ომისშემდგომ გერმანიაში მოხდე-
ბოდა რევოლუცია და შეიქმნებოდა პროლეტარული სახელმწიფო... ასეე
იმედს ამყარებდნენ საფრანგეთსა და იტალიაზე“.
ასეთ ვარაუდებს გარკვეული საფუძველი გააჩნდა. კომპარტიების
წევრთა რაოდენობა დასავლეთში მეორე მსოფლიო ომის წლებში
თითქმის 3-ჯერ გაიზარდა. 1945-1947 წლებში კომუნისტები შედიოდნენ
13 ბურჟუაზიული მთავრობის შემადგენლობაში. იტალიასა და
საფრანგეთში კი საერთოდ ახლოს იდგნენ ხელისუფლებაში
მოსვლასთან.

4.3.უთანხმოება მოკავშირეებს შორის


მეორე მსოფლიო ომის დამამთავრებელ ეტაპზე, როდესაც გერ-
მანული ფაშიზმის განადგურება მხოლოდ დროის საკითხი იყო, თავი
იჩინა უთანხმოებამ - ერთი მხრივ საბჭოთა კავშირსა და მეორე მხრივ მის
დასავლეთელ მოკავშირეებს შორის. ომის დროს საბჭოთა კავშირის
წარმომადგენლები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ პირველ რიგში
მეორე ფრონტის გახსნის დაგვიანების გამო. უკმაყოფილებას იწვევდა

39
სხვა საკითხებიც, მაგრამ საერთო მიზანი - ფაშიზმის დამარცხება -
აერთიანებდა კოალიციის მონაწილეებს.
მაგრამ, როდესაც მოკავშირეები შეუდგნენ ომის შემდგომი
მსოფლიოს მოწყობის საკითხების განხილვას, სულ უფრო მკაფიოდ
ვლინდებოდა განსხვავებული მიდგომები, რამაც ომის დროს უკანა
რიგში გადაიწია.
საბჭოთა კავშირს აწუხებდა აშშ-ის ბირთვული მონოპოლია. იაპო-
ნიის წინააღმდეგ ატომური იარაღის გამოყენებით აშშ-მა მთელ მსოფ-
ლიოს და პირველ რიგში საბჭოთა კავშირს აჩვენა თავისი სამხედრო-
სტრატეგიული ძლიერება.
ამერიკელებსა და ინგლისელებს კი სერიოზულად აფიქრებდათ
საბჭოთა არმიის სიძლიერე, რომელიც ყველაზე დიდი და ძლიერი იყო
მსოფლიოში. მათ შეშფოთებას ისიც იწვევდა, რომ მსოფლიო
საზოგადოებრიობის თვალში საბჭოთა კავშირი აღარ აღიქმებოდა
მტრად, ფაშიზმზე გამარჯვებაში შეტანილმა წვლილმა გაზარდა
სიმპატია საბჭოთა ქვეყნის მიმართ. ეს გამოიხატა კომუნისტური
პარტიების წევრების რაოდენობის ზრდაში.
ამავე დროს ამერიკელები დარწმუნებული იყვნენ თავიანთ
უპირატესობაში. ომის წლებში სამრეწველო პროდუქციის წარმოება აშშ-
ში 2,5-ჯერ გაიზარდა და 5-ჯერ მეტი იყო საბჭოთა კავშირის ანალოგიურ
მაჩვენებელთან შედარებით.
მიუხედავად წინააღმდეგობათა გაღრმავებისა, მოკავშირეებმა
მოახერხეს რიგ საკითხებში თანამშრომლობა. მაგალითად, 1945 წლის
ივნისში სან-ფრანცისკოში გამართულ კონფერენციაზე გადაწყდა
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჩამოყალიბება.
მოკავშირენი ერთიანი იყვნენ ნიუნბერგის პროცესის ჩატარების
დროს, სადაც გაასამართლეს ნაცისტი დამნაშავეები.
საერთო პოზიცია ჰქონდათ ნაცისტურ გერმანიის მოკავშირეებთან
- იტალისთან, ფინეთთან, ბულგარეთთან, უნგრეთთან, რუმინეთთან
სამშვიდობო ხელშეკრულებების გაფორმების დროს. ხელშეკრულებებს
ხელი მოეწერა 1947 წლის 10 თებერვალს და ძალაში შევიდა 1947 წლის 15
სექტემბერს, მას შემდეგ,მ რაც ხელშეკრულებების რატიფიცირება
მოახდინეს საბჭოთა კავშირის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და
საფრანგეთის მთავრობებმა.

40
4.4.სტალინის სწრაფვა პოზიციების კიდევ უფრო
განმტკიცებისკენ
საბჭოთა კავშირის ახალმა მდგომარეობამ, მისი საზღვრების
გაფართოებამ, მძლავრი არმიის ქონამ, მსოფლიოში საბჭოთა კავშირის
გავლენის ზრდამ სტალინს გაუჩინა მისწრაფება კიდევ უფრო
განემტკიცებინა საბჭოთა კავშირის პოზიციები მსოფლიოში.
საბჭოთა კავშირის საგარეო-პოლიტიკური კონცეფცია
ითვალისწინებდა:
1. „უსაფრთხოების სარტყელის“ ფორმირებას საბჭოთა კავშირის
საზღვრების გარშემო; კომუნისტური რეჟიმების შექმნას
ევროპაში;
2. საბჭოთა გავლენის გავრცელებას მსოფლიოს ყველა რეგიონში.
პოტსდამის კონფერენციაზე (1945 წ. 17 ივლისი - 2 აგვისტო)
სტალინმა მიაღწია პოლონეთ-გერმანიის საზღვრის დაფიქსირებას
ოდერ-ნეისეზე და დიდი რეპარაციების დაკისრებას გერმანიაზე.
მაშინვე საბჭოთა წარმომადგენლებმა წინადადება შეიტანეს
საბჭოთა კავშირის ინტერესების შესაბამისად შეცვლილიყო შავი ზღვის
სრუტეების რეჟიმი (მათ შორის იქ საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ბაზების
შექმნაც). 1945 წ. 7 ივნისს მოლოტოვმა ულტიმატუმი წარუდგინა თურქე-
თის ელჩს შექმნილიყო ერთობლივი თურქეთ-საბჭოთა კავშირის სამხედ-
რო ბაზა ბოსფორისა და დარდანელის დასაცავად.
მოსკოვმა მოითხოვა თურქეთისგან მოითხოვა 1921 წელს
დათმობილი ყარსისა და არდაგანის დაბრუნება, თუმცა მოთხოვნებმა
უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო - მოითხოვეს სომხეთისა და
საქართველოს ისტორიული მიწების დაბრუნება. 1945 წ. დეკემბერში
ქართულ პრესაში და მოსკოვშიც დაიბეჭდა ბერძენიშვილისა და ჯანაშიას
წერილი თურქეთისადმი ტერიტორიული პრეტენზიების შესახებ.
განაცხადეს, რომ დაინტერესებულნი არიან შეიცვალოს მართვის
რეჟიმი სირიასა და ლიბანში, ასევე იტალიის ყოფილ აფრიკულ
კოლონიებში.
1945 წლის სექტემბერში სტალინმა მოითხოვა საბჭოთა კავშირის
როგორც დიდი სახელმწიფოს სტატუსი განმტკიცებულიყო მისთვის
ტრიპოლიტანიაზე (ლივია) პროტექტორატის გადაცემით.
1946 წლის თებერვალში მოლოტოვმა განაცხადა, რომ ამიერიდან
საერთაშორისო ცხოვრების არცერთი საკითხი არ უნდა გადაწყვეტილიყო
საბჭოთა კავშირის მონაწილეობის გარეშე.

41
საბჭოთა ჯარები რჩებოდა თავრიზის მხარეში და იქ ავტონომიური
ირანის აზერბაიჯანის შექმნა იგეგმებოდა. მხოლოდ დასავლეთის
სერიოზული ზეწოლის შედეგად 1946 წლის მარტში საბჭოთა ჯარებმა
დატოვეს ირანი.
ირანსა და თურქეთზე ზეწოლამ მოსკოვისთვის სასურველი
შედეგი ვერ გამოიღო. პირიქით, ეს ორი ქვეყანა აშშ მოკავშირეებად აქცია.

4.5.საბჭოთა ექსპანსიის შეკავების პოლიტიკა


საბჭოთა ექსპანსიონიზმის პარალელურად აშშ და დიდი
ბრიტანეთი აძლიერებდნენ „საბჭოთა ექსპანსიის“ შეკავების პოლიტიკას.
1945 წლიდან მუშავდებოდა საბჭოთა კავშირის დიდ ქალაქებზე
ბირთვული დარტყმების მიყენების გეგმები. 1945 წლის სექტემბერში
ამერიკელი სამხედროები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ საჭირო იყო
მიეღოთ პირველი, პრევენციული დარტყმის მიყენების სტრატეგია.
თავდაპირველად საჭიროდ მიიჩნიეს საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე
20 მნიშვნელოვანი მიზნის შერჩევა ატომური ბომბარდირებისათვის.
1945 წლის დეკემბრისათვის აშშ-ში უკვე შემუშავებული იყო
საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომის გეგმა, რომელის სამრეწველო
ცენტრების ბომბარდირებას ითვალისწინებდა.
1946-1949 წლებში შემუშავდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომის
ახალი, მოდიფიცირებული გეგმები: „პინჩერი“ (1946), „ბროილერი“
(1947), „გრაბერი“, „ფლიტვუდი“, „დროპშოტი“, „ოფტეკლი“ და სხვ.
„ფლიტვუდის“ თანახმად (1948 წლის სექტემბერი) გათვალისწი-
ნებული იყო საბჭოთა კავშირის 70 ქალაქში 133 ატომური ბომბის
ჩამოგდება ( 8 - მოსკოვში, 7 - ლენინგრადში), ომის გაჭიანურების შემ-
თხვევაში კი ჩამოგდებული ატომური ბომბების რაოდენობა 200-მდე
უნდა გაზრდილიყო. ამას მოჰყვებოდა საბჭოთა კავშირის მრეწველობის
40%-ის დანგრევა და 7 მლნ ადამიანის დაღუპვა.
1949 წლის დასაწყისში შედგენილი „დროპშოტის“ გეგმა ითვალის-
წინებდა ომის დაწყებას 1957 წლისათვის. ომის მოგება იგეგმებოდა 2-4
კვირიანი ინტენსიური ატომური დაბომბვის შედეგად. ამას უნდა მოჰ-
ყოლოდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიის ოკუპაცია და 5 ზონად გაყოფა.
საბჭოთა კავშირში შესაძლო მსხვერპლი 65 მლნ. ადამიანს მიაღწევდა.
ატომურ ომამდე საქმე საბედნიეროდ არ მისულა. ამერიკელებს არ
გააჩნდათ ის უპირატესობა, რომელიც სურდათ, რომ ჰქონოდათ ომის
დაწყების შემთხვევაში, გარდა ამისა, 1949 წლიდან საბჭოთა კავშირი
ატომური იარაღისა მფლობელი გახდა. დემოკრატიასა და ტოტალიტა-
42
რიზმს შორის დამყარებული სამხედრო ბალანსი მშვიდობის შენარჩუ-
ნების მთავარი გარანტი გახდა.
1952 წლის 4 სექტემბერს ფილადელიაში, თავისი პრეზიდენტობის
პირველ წელს, პრეზიდენტმა ეიზენჰაუერმა განაცხადა: „თანამედროვე
ომში განცდილი მარცხი უფრო საშინელი არ შეიძლება იყოს, ვიდრე
მასში მიღწეული გამარჯვება. მესამე მსოფლიო ომში გამარჯვების
ერთადერთი გზა - მისი თავიდან აცილებაა“.

4.6.ჩერჩილის სიტყვა ფულტონში


1946 წლის 5 მარტს დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-
მინისტრმა ჩერჩილმა ფულტონში (აშშ) პრეზიდენტ ტრუმენის
თანდასწრებით წარმოთქვა სიტყვა, რომელიც მოწმობდა ღრმა კრიზისზე
საბჭოთა კავშირსა და მის დასავლეთელ მოკავშირეებს შორის
ურთიერთობაში.9

9
1945-1946 წლების ზამთარი ჩერჩილმა ექიმების რჩევით აშშ-ში გაატარა
და მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა ტრუმენთან. 1945 წლის დეკემბერში კი
ვესტმისტერის კოლეჯმა ფულტონში ჩერჩილი მიიწვია ლექციის
წასაკითხად საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებით.
ჩერჩილი იმ პირობით დათანხმდა, თუკი მის ლექციას ტრუმენი
დაესწრებოდა. ფულტონში ისინი მატარებლით წავიდნენ და გზაში
ჩერჩილმა გააცნო თავისი გამოსვლის ტექსტი. ტრუმენის შეფასებით,
სიტყვა დიდ აურზაურს გამოიწვევდა, მაგრამ დადებით შედეგებს
მოიტანდა. ტრუმენს ისიც აწყობდა, რომ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ
43
ჩერჩილმა თავისი სიტყვა 1500 მსმენელის წინაშე წარმოთქვა,
სიტყვა 15 წუთსა და 33 წამს გრძელდებოდა, მაგრამ ამ სიტყვამ მსოფლიო
გაყო როგორც სივრცეში, ორ ბანაკად , ისე დროში - უკან დარჩა ფაშიზმის
წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა, წინ იყო სამხედრო შეჯიბრი
ბირთვული ომის ზღვარში.
სიტყვის პირველ ნაწილში ჩერჩულმა აღიარა აშშ-ის ლიდერობა
„თავისუფალი ქვეყნების სამყაროში“. ჩერჩილს ატომური იარაღის
ფლობაზე მონოპოლია მიაჩნდა მშვიდობის გარანტიად. სიტყვის მეორე
ნაწილში ჩერჩილმა საბჭოთა კავშირს უწოდა „საერთაშორისო სიძნელეთა
მიზეზი“, ბრალი დასდო ექსპანსიონიზმში.
ჩერჩილმა თავის სიტყვაში გამოიყენა ტერმინი „რკინის ფარდა“
(ტერმინი „რკინის ფარდა“ აღებულია ჰებელსის სტატიიდან, რომელიც
გაზეთ „რაიხ“-ში გამოქვეყნდა 1945 წლის 24 თებერვალს), რომელმაც
ევროპა და მსოფლიო გაყო „კომუნიზმსა“ და „თავისუფალ სამყაროს“
შორის. ჩერჩილის გამოსვლას ფულტონში ბევრი მიიჩნევს „ცივი ომის“
დასაწყისად.
საბჭოთა კარიკატურა
ფულტონში ჩერჩილის სიტყვაზე

ჩერჩილის სიტყვის საპასუხოდ საბჭოთა კავშირის კომპარტიის


ცენტრალურმა ორგანომ გაზეთმა „პრავდამ“ 11 მარტს გამოაქვეყნა
სარედაქციო სტატია „ჩერჩილი იარაღს აჟღარუნებს“, შემდეგ კი 14 მარტს

საბრძოლო მოწოდებით ჩერჩილი გამოვიდოდა, რომელიც ამ


დროისათვის კერძო პირი იყო და არავის წარმოადგენდა.
44
იმავე გაზეთში გამოქვეყნდა ინტერვიუ სტალინთან (იხ. დანართი).
ჩერჩილის სიტყვაზე საბჭოთა პრესაში უკვე იყო კომენტარები
გაკეთებული და ბელადს შეეძლო არაფერი ეთქვა, მით უმეტეს, რომ
თავისი მმართველობის ბოლო პერიოდში სტალინი იშვიათად
გამოდიოდა ხოლმე. ჩერჩილისადმი გაცემულ პასუხში კი სტალინი
კიდევ უფრო მკაცრი იყო. ყოფილი მოკავშირე შეადარა ჰიტლერს, მისი
სიტყვა შეაფასა როგორც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომის
დაწყებისაკენ მოწოდება და ბრალი დასდო „ანგლო-საქსური რასის“
ბატონობისკენ მისწრაფებაში. სტალინის პასუხმა ყველასთვის ცხადი
გახადა - საბჭოთა კავშირმა მიიღო გამოწვევა და ძალისმიერ ზეწოლას
ანალოგიურ პასუხს გასცემდა.
სტალინის გამოსვლა საბჭოთა მოქალაქეების უმრავლესობამ
შეშფოთებით აღიქვა - ჯარი დემობილიზაციას ელოდა, მოქალაქეები
მშვიდობას
ამავე დროს ვრცელდებოდა ხმები სტალინის ავადმყოფობის
შესახებ. 1945 წლის ოქტომბერში სტალინი შვებულებაში გავიდა, რაც
დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდა.
1946 წლის თებერვლის დასაწყისში სტალინი გამოვიდა ვრცელი
სიტყვით, რომელშიც ერთი კეთილი სიტყვაც არ უთქვამს დასავლეთელ
მოკავშირეებზე, საბჭოთა მშრომელებს კი მრეწველობის გასამმაგებისკენ
მოუწოდა.

4.7. ჯორჯ კენანის დეპეშა


ჩერჩილის სიტყვასთან ერთად, ვითარების საფუძვლიანი
ანალიზი მოცემული იყო მოსკოვში აშშ-ის ელჩის ჯორჯ კენანის
45
წერილში. 1946 წლის 22 თებერვალს მან თეთრ სახლში გააგზავნა 8
ათასი სიტყვისგან შემდგარი დეპეშა. კენანის შეფასებით, საბჭოთა
კავშირი, რომელიც ემყარებოდა რუსულ ნაციონალიზმს,
ესწრაფვოდა დაენგრია ამერიკული საზოგადოების ჰარმონია,
მოუწოდებდა ეჩვენებინათ ტოტალიტარიზმის ნამდვილი სახე და
მასთან ურთიერთობები მინიმუმამდე დაეყვანათ. შემდეგ ჟურნალ
„ფორინ აფერსში“ გამოაქვეყნა სტატის ფსევდონიმით და იქ
გადმოსცა „ცივი ომის“ სტრატეგია.

4.8. „ტრუმენის დოქტრინა“


1947 წლის მარტში აშშ-ის პრეზიდენტმა ტრუმენმა ჩამოაყალიბა
კონკრეტული პროგრამა „საბჭოთა ექსპანსიისგან ევროპის
გადასარჩენად“ („ტრუმენის დოქტრინა“). პროგრამა ითვალისწინებდა:
- ფართომასშტაბიანი ეკონომიკური დახმარების გაწევა ევროპის
ქვეყნებისათვის;
- აშშ-ის ხელმძღვანელობით დასავლეთის ქვეყნების სამხედრო-
პოლიტიკური კავშირის შექმნა (ეს გახდა 1949 წელს შექმნილი ნატო);
- საბჭოთა საზღვრების ახლოს ამერიკული ბაზების ქსელის შექმნა
(პირველ რიგში თურქეთსა და საბერძნეთში);
- აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შიდა ოპოზიციის მხარდაჭერა;
-აუცილებლობის შემთხვევაში შეიარაღებული ძალების გამოყენება
საბჭოთა კავშირისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ.
ტრუმენის დოქტრინის მიზნებად დასახელდა:
· არ დაეშვათ საბჭოთა კავშირის გავლენის სფეროსა და
კომუნისტური იდეოლოგიის შემდგომი გავრცელება
(სოციალიზმის შეკავების დოქტრინა);
· საბჭოთა კავშირის იძულება დაბრუნებოდა თავის ძველ
საზღვრებს (სოციალიზმის უკუგდების დოქტრინა).
დასავლეთის ეს ზომები და საჯაროდ გამოთქმული გეგმები
საბჭოთა ხელმძღვანელობამ გამოაცხადა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ
ომისკენ მოწოდებად

4.9. „მარშალის გეგმა“ და საბჭოთა კავშირი


აშშ-ის ახალი კურსის ერთ-ერთი გამოვლინება გახდა 1947 წელს
გამოცხადებული „მარშალის გეგმა“, რომელიც ითვალისწინებდა აშშ-ის

46
მიერ ფართომასშტაბიანი დახმარების გაწევას ომით დაზარალებულ
ევროპის ქვეყნებისათვის.
ჯ. კ. მარშალი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იყო. გეგმა
წამოყენებული იქნა 1947 წლის ივნისში, ძალაში შევიდა 1948 წლის
აპრილში. ის ფორმალურად საბჭოთა კავშირს და მის მოკავშირეებსაც
შესთავაზეს, მაგრამ მოელოდნენ, რომ უარს იტყოდნენ და ასეც მოხდა.
საბჭოთა ხელმძღვანელობამ არა მარტო არ მიიღო ეს დახმარება,
არამედ ზეწოლაც მოახდინა თავის მოკავშირეებზე, რომელთაც
(პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია) ინტერესი გამოავლინეს ამ პროგრამისადმი.
ამ ყველაფერს ევროპა გათიშვისაკენ მიჰყავდა. სტალინმა ჩათვალა, რომ
ამერიკელებს უნდოდათ ევროპის ქვეყნების ეკონომიკაში ჩართვა და
მათი ვაჭრობის თავისი ინტერესებისთვის დაქვემდებარება.
„მარშალის გეგმა“ არ მიიღეს საბჭოთა კავშირმა, „სახალხო
დემოკრატიის“ ქვეყნებმა და ფინეთმა.
16 ქვეყანამ, რომელთაც მიიღეს „მარშალის გეგმა“ 4 წლის
განმავლობაში მიიღეს 12,4 მილიარდი დოლარის ღირებულების
მასობრივი მოხმარების საგნები. ამერიკული დახმარების მიღების
აუცილებელი პირობა იყო მიმღები ქვეყნის მთავრობიდან კომუნისტების
გაძევება, თუკი ისინი შედიოდნენ მთავრობაში.

47
4.10. რეპარაციების ამოღება გერმანიიდან

პოტსდამში შეთანხმდნენ, რომ საბჭოთა კავშირი რეპარაციებს


მიიღებდა აღმოსავლეთ გერმანიიდან და აღმოსავლეთ ევროპის
ქვეყნებიდან გერმანული აქტივების ამოღებით.
სულ რეპარაციის სახით წამოღებულმა ნივთებმა 400 ათასი
სარკინიგზო ვაგონი შეადგინა. მათ შორის იყო 2885 ქარხანა, 96
ელექტროსადგური, 340 ათასი დაზგა, 200 ათასი ელექტროსადგური, 1
მლნ 335 ათასი მსხვილფეხა რქოსანი საქონელი, 2,3 მლნ ტონა ფქვილი, 1
მლნ ტონა კარტოფილი და ბოსტნეული, 20 მლნ ტონა სპირტი, ბერლინის
მეტროს ვაგონები, საკრუიზო საზღვაო ლაინერები და ა. შ.
მოსახლეობისგან კონფისკირებული იქნა 60 ათასი როიალი, 460
ათასი რადიომიმღები, 190 ათასი ხალიჩა, 940 ათასი ავეჯის საგანი, 265
ათასი კედლისა და მაგიდის საათი, 1,2 მილიონი ქალისა და კაცის
პალტო, 1 მლნ ქუდი, 186 ვაგონი ღვინო, 72 ათასი ვაგონი სამშენებლო
მასალა.
რეპარაციებია მიღება გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან
შეწყდა 1954 წელს. მთლიანობაში გატანილი იქნა 15,8 მილიარდი
დოლარის საქონელი.
გარდა რეპარაციებისა, საბჭოთა კავშირში მუშაობდა 3,4 მლნ
გერმანელი სამხედრო ტყვე. 1944-1947 წლებში დამატებით ცენტრალური
და აღმოსავლეთ ევროპიდან გაიყვანეს 284 ათასი გერმანელი, 60 ათასი
რუმინელი და 56 ათასი ფინელი. ყველანი სამოქალაქო პირები იყვნენ და
მათ საბჭოთა კავშირში იძულებით ამუშავებდნენ.
საბჭოთა კავშირი მნიშვნელოვან სარგებელ ღებულობდა თავის
სატელიტებთან ვაჭრობის დროსაც. საბჭოთა კავშირი მსათ საქონელს
მსოფლიო საბაზრო ფასებზე მაღალი ფასით აწვდიდა, მათგან საქონელს
კი დაბალი ფასებით იღებდა. ამ გზით 1945-1953 წლებში აღმოსავლეთ
ევროპიდან ვაჭრობით საბჭოთა კავშირის მოგებამ 14 მილიარდი
დოლარი შეადგინა. შედარებისთვის: ლენდ-ლიზით საბჭოთა კავშირის
მიერ მიღებული დახმარება 11 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

5. სოციალიზმის სტალინური მოდელის გავრცელება

48
5.1.კომუნისტური რეჟიმების დამკვიდრება ევროპის და
აზიის ქვეყნებში
1945 წელს კომუნისტური რეჟიმები დამყარდა იუგოსლავიასა და
ჩრდილოეთ ვიეტნამში, 1946 წელს - ალბანეთში. 1947 წელს ახალ ფაზაში
შევიდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პროსაბჭიური ბლოკის ფორმი-
რება ახალ ფაზაში შევიდა. 1944-1948 წლებში შექმნილი კოალიციური
მთავრობების ნაცვლად ხელისუფლებაში მოვიდნენ კომუნისტები.
თავიდან სტალინი იმედოვნებდა, რომ აღმოსავლეთ ევროპის
ქვეყნებში ფაშისტური ოკუპაციიდან განთავისუფლების შემდეგ
ხელისუფლების სათავეში მაშინვე მოვიდოდნენ კომუნისტები, მაგრამ
ასე მხოლოდ იუგოსლავიასა და ალბანეთში მოხდა. დანარჩენ ქვეყნებში
კი პროცესი ორ ეტაპად წარიმართა.
პირველი ეტაპი გრძელდებოდა 1947 წლის შუახანებამდე.
სახელმწიფოებრივი მოწყობის ძირითადი მოდელი იყო „სახალხო
დემოკრატია“. მას საფუძვლად ედო „სოციალიზმისაკენ ეროვნული
გზების“ კონცეფცია. ამ კონცეფციის თანახმად სოციალიზმისკენ სვლა
უნდა მომხდარიყო თანდათანობით, ევოლუციურად, სამოქალაქო
მშვიდობისა და კლასთა შორის კავშირის გზით. გამორიცხავდნენ
სამოქალაქო ომს და „პროლეტარიატის დიქტატურას“. ეკონომიკაში
უარყოფილი იყო ძალადობრივი ექსპროპრიაციის საბჭოური პრაქტიკა.
„ცივმა ომმა“ თავისი კორექტივები შეიტანა ამ გეგმებში. 1947 წლის
შუახანებიდან კომუნისტებმა პოზიციები დაკარგეს საფრანგეთში, იტა-
ლიასა და ფინეთში, კომუნისტური წინააღმდეგობა დამარცხდა საბერძ-
ნეთში. სტალინს შეეშინდა, რომ პოზიციებს დაკარგავდა აღმოსავლეთ
ევროპის ქვეყნებშიც და კურსი აიღო ამ ქვეყნებში სოციალურ-ეკონო-
მიკური და პოლიტიკური გარდაქმნების ფორსირებაზე.
ბულგარეთში 1946 წლის ნოემბერში გიორგი დიმიტროვმა
ჩამოაყალიბა კომუნისტური მთავრობა, ხოლო 1947 წლის ზაფხულში
მიიღეს კონსტიტუცია, რომელიც თითქმის მთლიანად იმეორებდა
საბჭოთა კავშირის 1936 წლის კონსტიტუციას.
1947 წლის იანვარში პოლონეთის პრეზიდენტი გახდა კომუნისტი
ბ. ბერუტი. 1947 წლის აგვისტოში კომუნისტებმა გაიმარჯვეს უნგრეთში.
1947 წლის დეკემბერში რუმინეთის მეფე მიხაი რუმინეთში მყოფი
საბჭოთა ჯარების სარდლობის ზეწოლით ტახტიდან გადადგა და
ხელისუფლება კომუნისტებს გადასცა. 1948 წლის თებერვალში კომუ-
ნისტური რეჟიმი დამყარდა ჩეხოსლოვაკიაში. 1948 წელს პროსაბჭოური

49
რეჟიმი დამყარდა ჩრდილოეთ კორეაში, 1949 წელს კომუნისტებმა
გაიმარჯვეს ჩინეთში მიმდინარე სამოქალაქო ომში.
ამ ქვეყნების ლიდერებს სტალინი კარნახობდა ქცევის წესებს არა
მხოლოდ საერთაშორისო არენაზე, არამედ საშინაო პოლიტიკის
სფეროშიც. მათი მორჩილება აიხსნება არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის
სიძლიერით და სოციალიზმის მშენებლობის მარქსისტული დოქტრინის
ერთიანობით, არამედ საბჭოთა კავშირის მიერ გაწეული უდიდესი
მატერიალური დახმარებითაც. 1945-1952 წლებში ამ ქვეყნებისათვის
გაწეული მხოლოდ გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტების ჯამმა
შეადგინა 15 მილიარდი რუბლი (3 მილიარდი დოლარი).
სოციალისტური ბანაკის და ევროპის სხვა ქვეყნების
კომუნისტების დარაზმვის საშუალება იყო კომინფორმი („კომუნისტური
პარტიების საინფორმაციო ბიურო“), რომელიც 1947 წლის სექტემბერში
შეიქმნა. კომინტერნი სტალინმა 1943 წელს დაშალა და ახალ
სტრუქტურას, გარკვეულწილად მისი ზოგიერთი ფუნქცია უნდა
შეესრულებინა. კერძოდ კონსულტაციების გამართვა და ინფორმირება.

5.2. საბჭოთა ბლოკის ფორმირება


საბჭოთა ბლოკის ეკონომიკური საფუძვლების გაფორმება მოხდა
1949 წელს, როდესაც შეიქმნა ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭო,
ხოლო სამხედრო-პოლიტიკური ერთობა თავიდან მიღწეული იქნა
საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საკოორდინაციო
კომიტეტის შექმნით.
50
სტალინის სიკვდილის შემდეგ, 1955 წელს შეიქმნა ვარშავის
ხელშეკრულების ორგანიზაცია.
„სოციალისტური ბანაკი“ - იდეოლოგიური და პოლიტიკური
ტერმინი, რომელსაც საბჭოთა კავშირსა და მის სატელიტ ქვეყნებში
იყენებდნენ „განვითარების სოციალისტურ გზაზე დამდგარი ქვეყნების
აღსანიშნავად
„სოციალისტური თანამეგობრობის“ ფარგლებში დაუშვებელი იყო
რაიმე „თვითმოქმედება“. 1949-1952 წლებში „სოციალისტურ ბანაკში“
სტალინის მიერ გაგზავნილი მრჩევლების ინიციატივითა და პირდაპირი
მონაწილეობით ჩატარდა „წმენდის“ ორი ტალღა. ხელისუფლებაში მო-
ვიდა ლიდერთა ახალი თაობა, რომლებიც ულაპარაკოდ ერთგულებდნენ
სტალინს. სახალხო დემოკრატიის ქვეყნებში ადრინდელი მმართველები
ან ციხეში ჩასვეს ანდა დახვრიტეს.
სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში სოციალიზმის სტალინური
მოდელის დანერგვამ მთელი თავისი მრავალფეროვნებით (რეპრესიების
ჩათვლით) კიდევ უფრო დარაზმა მათი ხელმძღვანელობა კრემლის
გარშემო. სოციალიზმისაკენ მიმავალი სხვადასხვა გზების შესახებ
(რომლის შესახებ თავის დროზე წერდა გიორგი დიმიტროვი) უკვე
აღარავინ საუბრობდა.

სოციალიზმის 7 სტალინური პრინციპი


1.პროლეტარიატია დიქტატურა
2.საზოგადოებრივი საკუთრება წარმოების ძირითად
საშუალებებზე. ყველა მსხვილი საწარმოს ექსპროპრიაცია
3.ყველა ბანკის ნაციონალიზაცია და ერთ სახელმწიფო ბანკად
შერწყმა
4.ერთი ცენტრიდან ეკონომიკის გეგმიური წარმართვა
5.მარქსისტულ-ლენინური იდეოლოგიის ბატონობა
6.შეიარაღებული ძალების შექმნა რევოლუციის მონაპოვრების
დასაცავად
7.კონტრრევოლუციისა და უცხოეთის აგენტურის დაუნდობელი
შეიარაღებული ჩახშობა

51
5.3. სტალინის კონფლიქტი იუგოსლავიის
ხელმძღვანელობასთან
ერთადერთი აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანა, რომელიც სოცი-
ალიზმის მშენებლობის გზას დაადგა და სტალინისგან დამოუკიდებ-
ლობა შეინარჩუნას იუგოსლავია იყო. იუგოსლავიასა და ალბანეთში
კომუნისტები ხელისუფლებაში სტალინის დაუხმარებლად მოვიდნენ.
იუგოსლავიის ხელმძღვანელობის „ზედმეტი დამოუკიდებლობის“
გამო 1948 წელს განხეთქილება მოხდა საბჭოთა კავშირ-იუგოსლავიის
ურთიერთობაში.
მარშალი იოსეფ ბროს-ტიტო
გამოაცხადეს „ჰიტლერულ-ტროც-
კისტულ აგენტად“ და საბჭოთა
პრესაში მასზედ კარიკატურები
ქვეყნდებოდა.

იუგოსლავია - საბჭოთა კავშირის ურთიერთობების გაუარესება


1947 წლის ბოლოდან დაიწყო, როდესაც საბჭოთა ელჩმა ბელგრადში
მოსკოვში გაგზავნილ ინფორმაციებში იუგოსლავიის ხელმძღვანელობას
ბრალი დასდო მარქსიზმ-ლენინიზმის არსის უცოდინრობაში და
ბელადიზმში.
დაპირისპირების მიზეზი ტიტოს გეგმა იყო შეექმნა ბალკანეთ-
ადრიატიკის ქვეყნების კონფედერაცია. 1947 წლის ბოლოს ტიტომ
გამოაცხადა, რომ აპირებდა ბალკანეთის ფედერაციის შექმნას. ჯერ უნდა
გაერთიანებულიყო იუგოსლავია და ბულგარეთი, შემდეგ კი შეიძლება
მას სხვა ქვეყნებიც შეერთებოდნენ. იგულისხმებოდა, რომ ფედერაციას
ტიტო უხელმძღვანელებდა. 1948 წლის 28 იანვარს „პრავდამ“ გამოაქვეყნა

52
სტატია, რომელიც ამტკიცებდა, რომ ამ ქვეყნებს ფედერაცია არ
სჭირდებოდათ.
1948 წლის თებერვალში სტალინმა აუკრძალა იუგოსლავიას
სამხედრო ბაზების შექმნა ალბანეთში. 1948 წლის 9 მარტს
იუგოსლავიაში საბჭოთა ელჩმა მოსკოვში აცნობა, რომ იუგოსლავია უარს
ამბობდა მიეწოდებინა ინფორმაცია იუგოსლავიის ეკონომიკის
მდგომარეობის შესახებ. ელჩი მოსკოვში გამოიძახეს სათათბიროდ და
1948 წლის 18 მარტს ტიტომ მიიღო მოლოტოვის დეპეშა, რომელშიც
ნათქვამი იყო, რომ ეკონომიკის შესახებ ინფორმაციის არმიწოდება
განიხილება როგორც საბჭოთა კავშირის მიმართ უნდობლობის და
არამეგობრული ურთიერთობის აქტი და ამის გამო იუგოსლავიიდან
გაიწვიეს ყველა საბჭოთა სპეციალისტი. 1948 წლის 27 მარტს ტიტოს
გაეგზავნა წერილი მოლოტოვისა და სტალინის ხელმოწერით,
რომელშიც იუგოსლავიის ხელმძღვანელობას ბრალი ედებოდა
ანტისაბჭოური ხაზის გატარებაში, ოპორტუნისტულ შეცდომებში და
მარქსიზმ-ლენინიზმის მნიშვნელოვანი დებულებების რევიზიაში.
1948 წლის თებერვალში საბჭოთა ელჩმა არ მოიწონა იუგოსლავიის
მოქმედება, რომ მან მოსკოვთან შეუთანხმებლად გამოხატა თავისი
პოზიცია ტრიესტთან დაკავშირებით.
1948 წლის მაისში ტიტომ უარყო საბჭოთა მოთხოვნა უკრაინაში,
კომუნისტური პარტიების თათბირზე განეხილათ იუგოსლავიის
კომპარტიაში არსებული სიტუაცია.
1948 წლის 29 ივნისს გამოცხადდა კომინფორმბიუროს რეზოლუ-
ცია, რომელიც იუგოსლაველ კომუნისტებს მოუწოდებდა აეძულებინათ
თავიანთი ხელმძღვანელობა, რათა მათ ეღიარებინათ თავიანთი შეც-
დომები, გამოესწორებინათ ისინი, ანდა თუკი ისინი ამას არ გააკე-
თებდნენ, წამოეყენებინათ ახალი, ინტერნაციონალისტურ პოზიციაზე
მდგომი ხელმძღვანელობა.
1949 წლის ოქტომბერში სტალინმა დიპლომატიური ურთიერთო-
ბები გაწყვიტა იუგოსლავიასთან და მოახდინა მისი იზოლაცია
სოციალიზმის ბანაკის ქვეყნებისაგან.
1949 წლის 29 ნოემბერს „პრავდაში“ გამოქვეყნდა კომინფორმის
რეზოლუცია სათაურით: „იუგოსლავიის კომპარტია მკვლელებისა და
ჯაშუშების ხელშია“.

53
6. „ცივი ომი“ ცხელი ომის ზღვარზე
სტალინის მმართველობის პერიოდში „ცივი ომის“ კულმინაცია
აღმოჩნდა 1949-1950 წლები. 1949 წლის აპრილში შეიქმნა ჩრდილო-
ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია. იმავე წელს საბჭოთა
კავშირმა მოახდინა ბირთვული იარაღის პირველი გამოცდა და ამით
დაარღვია აშშ-ის ბირთვული მონოპოლია. საბჭოთა კავშირი გადავიდა
ზესახელმწიფოს რანგში.
აღმოსავლეთ-დასავლეთის 1945-1952 წლების ურთიერთობის მთა-
ვარი გაკვეთილი ის იყო, რომ მკაცრი საგარეო პოლიტიკის გატარებით
არავინ დარჩებოდა მოგებული და „ცივი ომი“ ადვილად შეიძლება
გადაზრდილიყო „ცხელ“ ომში. ამის შეგნებამ წანამძღვრები შექმნა
იმისათვის, რომ სტალინის მემკვიდრეებს კორექტივები შეეტანათ
საგარეო-პოლიტიკურ დოქტრინაში.

6.1.ბერლინის კრიზისი და გერმანიის ორად გაყოფა


საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკაში ცენტრალური ადგილი
კვლავ ევროპის პრობლემებს ეკავა. 1948 წლის ზაფხულში გაჩაღდა
ბერლინის პირველი კრიზისი, როდესაც საბჭოთა ჯარებმა მოახდინეს
ბერლინის ოკუპაციის დასავლური ზონების სრული ბლოკირება
(გერმანიის ოკუპაციის შემდეგ, გამარჯვებულმა ქვეყნებმა გერმანია
საოკუპაციო ზონებად დაყვეს. ბერლინი ოკუპაციის საბჭოთა ზონაში
მოხვდა. ამიტომ ბერლინი ცალკე დაყვეს ოკუპაციის ზონებად. ასე
აღმოჩნდა დასავლეთ ბერლინი (2 მლნ მცხოვრებლით) დასავლეთელი
მოკავშირეების ოკუპაციის ზონაში). საბჭოთა კავშირი ამით ვარაუდობდა
დასავლეთ ბერლინი გამოუვალ მდგომარეობაში ჩაეყენებინა და იქ
დასავლეთის ქვეყნების პოზიციების გაძლიერებისათვის შეეშალა ხელი.

54
ბერლინის რუკაზე
გამოყოფილია ოკუპაციის
ზონები. მარჯვნივ - საბჭოთა
ზონაა; მარცხნივ კი -
საფრანგეთის, დიდი
ბრიტანეთის და აშშ-ის
საოკუპაციო ზონები,
რომელთა გაერთიანების
შემდეგ შეიქმნა დასავლეთ
ბერლინი.

პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიაში მყოფი


ყოფილ მოკავშირეთა ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს. აშშ
და მისი მოკავშირეები იძულებული იყვნენ დასავლეთ ბერლინი მოემა-
რაგებინათ „საჰაერო ხიდის“ მეშვეობით (ავიაციის გამოყენებით) ერთი
წლის განმავლობაში. ყოველდღიურად დასავლეთ ბერლინს მიეწოდე-
ბოდა საჭირო სურსათი და მოხმარების საგნები. ყოველდღე დასავლეთ
ბერლინს მიეწოდებოდა 8 ათას ტონამდე ტვირთი, ქვანახშირისა და
ბენზინის ჩათვლით. დასავლეთ ბერლინის 3 აეროპორტში ყოველ 3
წუთში ჯდებოდა დიდი ბრიტანეთის ან აშშ-ის თვითმფრინავი და
ჩამოჰქონდა ტვირთი. ასე გრძელდებოდა თითქმის 11 თვე. საბჭოთა
ხელისუფალნი იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ და კრიზისიც ამით
ამოიწურა. დასავლეთ ბერლინის ბლოკადა გრძელდებოდა 1948 წლის 24
ივნისიდან 1949 წლის 4 მაისამდე,
1949 წლის 12 მაისს დასავლეთ გერმანიიდან გამოსულმა
ყვავილებით შემკული სატვირთო მანქანების ქარავანმა გაიარა
აღმოსავლეთ გერმანია და ბერლინში შევიდა.
1949 წლის მაისში, ოკუპაციის დასავლური ზონების
გაერთიანებით და იქ არჩევნების ჩატარების შემდეგ შეიქმნა გერმანიის
ფედერაციული რესპუბლიკა (პირველი კანცლერი გახდა კ. ადენაუერი),
ამის საპასუხოდ 1949 წლის 7 ოქტომბერს ოკუპაციის საბჭოთა ზონაში
შეიქმნა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა. ასე გაიყო გერმანია ორ
ნაწილად.
1951 წლის მარტ-ივნისში პარიზში მიმდინარეობდა მოლაპარა-
კებები გერმანიასთან სამშვიდობო ხელშეკრულების გასაფორმებლად.
მოლაპარაკებები წარუმატებელი აღმოჩნდა და ნატოს ლიდერებმა

55
მიიღეს ევროპის ხელახალი შეიარაღების და პირველ რიგში გერმანიის
შეიარაღების (1952) გეგმა.
„ბერლინის კრიზისმა“ გაამწვავა ცივი ომი და საბოლოოდ გაყო
ევროპა აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად. გერმანიის დემოკრატი-
ული რესპუბლიკის შექმნამ (1949 წ. 7 ოქტომბერი) დაამთავრა საბჭოთა
ტიპის რეჟიმების ფორმირება აღმოსავლეთ ევროპაში.
დასავლური კარიკატურა
საბჭოურ მცდელობაზე
მიესაკუთრებინა ბერლინი.
ორად გაყოფილი გერმანია:

6.2.ნატოს შექმნა და საბჭოთა კავშირის ომისათვის მზადება


1949 წლის 4 აპრილს შეიქმნა დასავლეთის ქვეყნების სამხედრო
ბლოკი, რომელშიც თავდაპირველად აშშ-სა და კანადასთან ერთად,
ევროპის 10 ქვეყანა (ინგლისი, საფრანგეთი, იტალია, ბელგია,
ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, პორტუგალია, ისლანდია, დანია და
ნორვეგია) შევიდა, შემდეგ დაემატა საბერძნეთი და თურქეთი,
მოგვიანებით, - ესპანეთი და გერმანია.
საბჭოთა კავშირი ჩაერთო ხანგრძლივ ბრძოლაში მოწინააღმდეგეს-
თან, რომელიც მას რამდენჯერმე აღემატებოდა ეკონომიკური და ფინან-
სური პოტენციალით.
1940-იანი წლების ბოლოდან, დასავლეთთან ურთიერთობის
გამწვავების გამო, საბჭოთა ეკონომიკის მშვიდობიან რელსებზე გადაყვანა
შეიცვალა რემილიტარიზაციით. ამას ბიძგი მისცა კორეის ომმა.
საავიაციო მრეწველობას დაევალა 1953 წლისათვის გასულიყო

56
წელიწადში 20 ათასი თვითმფრინავის გამოშვებაზე. სტალინის
ბრძანებით ავიაციას 59.400 თვითმფრინავი უნდა ჰქონოდა.
1948 წლის მარტში საიდუმლო ექსპედიცია მოეწყო ჩრდილოეთ
ყინულოვან ოკეანეში. აინტერესებდათ, შეიძლებოდა თუ არა მოდრეიფე
ყინულზე სამხედრო თვითმფრინავის დასმა და საწვავის შევსება, რათა
მათ ატომური ბომბი (რომელიც საბჭოთა კავშირს ჯერ არ ჰქონდა) აშშ-ის
ტერიტორიამდე მიეტანათ.
1950 წელს სამხედროებმა მოითხოვეს 1 ათასი მცირე სიშორის (600
კმ) და 2 ათასი საშუალო სიშორის (3000 კმ) რაკეტა. სწრაფად იქმნებოდა
პირველი საბჭოთა სტრატეგიული ბომბდამშენი ტუ-16, რომელსაც აშშ
ტერიტორიის მიღწევა შეეძლო.
1946 წლიდან 1953 წლამდე სამოქალაქო მრეწველობის სექტორი
34%-დან 30%-მდე შემცირდა. 1950 წლის დასაწყისისთვის სამხედრო-
სამრეწველო ხარჯებმა მთელი კაპიტალდაბანდებების 92% შეადგინა.
მილიტარიზაციაში ჩაერთო აღმოსავლეთ ევროპის
სოციალისტური ქვეყნები. საბჭოთა სასმხედრო დოქტრინა 1950-იანი
წლების დასაწყისში გულისხმობდა მძლავრი სატანკო მუშტით
დასავლეთ ევროპის ოკუპაციას და ლა მანშზე გასვლას. შეტევის წინა
რიგში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების არმიები უნდა წასულიყო, მათ
შორის გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკისა, რომელიც 1952
წლიდან ჩართო სტალინმა სამხედრო მზადებაში.
1949 წ. 29 აგვისტოს ყაზახეთში, სემიპალატინსკის რაიონში
პირველი საბჭოთა ატომური ბომბი ააფეთქეს, რომელიც ნაგასაკში
ჩამოგდებული ამერიკული ბომბის კოპიო იყო. სტალინს ამის შესახებ არ
განუცხადებია, უნდოდა ჯერ ბომბები დაეგროვებინა, მაგრამ
დასავლეთში ამის შესახებ რსდიოაქტიური ნალექით გაიგეს.

6.3.ომი კორეაში (1950-1953)


ორი ძალის ყველაზე მწვავე შეჯახება 1950-იანი წლების
დასაწყისში კორეის კონფლიქტი იყო. ეს იყო „ცივი ომის“ პერიოდის
პირველი სამხედრო კონფლიქტი და მან აჩვენა, რომ „ცივი ომი“
შეიძლება ადვილად გადაზრდილიყო შეიარაღებულ შეტაკებად. „ცივი
ომი“ კორეაში „ცხელ ომად“ გადაიზარდა. მსოფლიო ომად გადაქცევის
რეალური საფრთხით.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კორეა ორად იყო გაყოფილი:
ჩრდილოეთ კორეაში კომუნისტები ბატონობდნენ კიმ ირ სენის

57
ხელმძღვანელობით, სამხრეთ კორეა კი ამერიკელთა გავლენის ქვეშ
იყო.10
კიმ ირ სენი 1940-1945 წლებში საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა,
წითელი არმიის კაპიტანი იყო. 1948 წლიდან მრავალჯერ სთხოვა
სტალინს ომის დაწყების ნებართვა „ქვეყნის გასაერთიანებლად“. ჩინეთში
კომუნისტების გამარჯვების, პირველი საბჭოთა ატომური ბომბის
გამოცდის და სამხრეთ კორეიდან ამერიკელთა წასვლის შემდეგ
11სტალინმა გადაწყვიტა გაერისკა. მაოსთან მოთათბირების შემდეგ, 1950

წ. 9 თებერვალს სტალინმა ნება დართო კიმ ირ სენს ომისთვის


მომზადებულიყო. ჩრდილოეთ კორეას დიდი ოდენობით შეიარაღება
მიეწოდა. ჩრდილოეთ კორეას სამხრეთზე მნიშვნელოვანი უპირატესობა
ჰქონდა - სახმელეთო ჯარით და არტილერიით ორჯერ აღემატებოდა,
ტანკებით - 6,5-ჯერ. თვითმფრინავებით კი 6-ჯერ.
1950 წელს კიმ ირ სენმა გადაწყვიტა კორეის გაერთიანება და
შეიჭრა სამხრეთ კორეაში, რამდენიმე დღეში თითქმის მთელი სამხრეთ
კორეა დაიკავეს, მაგრამ ამერიკელთა ჩაბმამ ომში ძალთა თანაფარდობა
შეცვალა, კორეელ კომუნისტების ხელში კორეის მცირე მონაკვეთი დარჩა
ჩინეთის საზღვრის გასწვრივ. 1950 წლის ნოემბრიდან ომში „ჩინელი
მოხალისეები“ ჩაებნენ, რომელთაც საბჭოთა კავშირი აიარაღებდა.
საზღვარი მოულოდნელად 500 ათასმა ჩინელმა მებრძოლმა გადალახა.
ამერიკელებსა და მის მოკავშირეებს უკან დაახევინეს.
კონფლიქტში გაეროს თანხმობით მონაწილეობა მიიღო ამერიკის
ჯარებმა.12 ამერიკელი სამხედროები აპირებდნენ ატომური იარაღის

10
1948 წ. 16 თებერვალს გამოცხადდა კორეის სახალხო-დემოკრატიული
რესპუბლიკა დედაქალაქით ფხენიანში, 1948 წ. 15 აგვისტოს კი სეულში
გამოცხადდა კორეის რესპუბლიკა.
11
1950 წ. კორეა საბჭოთა და აშშ ჯარებმა დატოვეს. ორივე კორეის
რეჟიმები გაერთიანებით იმუქრებოდნენ.
12
საბჭოთა კავშირის წარმომადგენელი პროტესტის ნიშნად არ
ესწრებოდა უშიშროების საბჭოს სხდომებს და ვეტოს უფლებაც ვერ
გამოიყენეს, როდესაც ამერიკელებმა გაეროში ჩრდილოეთ კორეის
საწინააღმდეგო რეზოლუცია შეიტანეს. გაეროში ყველამ დაგმო
ჩრდილოეთ კორეა და მხოლოდ ერთმა ქვეყანამ - იუგოსლავიამ შეიკავა
თავი.
58
გამოყენებასაც,13 რაც არ გააკეთეს იმის შიშით, რომ საბჭოთა კავშირი
იგივეს მოიმოქმედებდა. ტრუმენს არც ჩინეთისთვის გამოუცხადებია
ომი.
1950 წლის ნოემბრიდან საომარ მოქმედებებში უშუალოდ
მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის 64-ე გამანადგურებელთა კორპუსი,
რომელსაც ი. კოჟედუბი ხელმძღვანელობდა. ომის განმავლობაში მათ
ჩამოაგდეს 1309 თვითმფრინავი, კიდევ 212 საზენიტო არტილერიამ
გაანადგურა. საბჭოთა კორპუსმა კი 335 თვითმფრინავი დაკარგა.
აშშ-ის მიერ დაწყებულმა ჩრდილოეთ კორეის მასიურმა
დაბომბვებმა (მათ შორის ნაპალმის ბომბებით) ვერ მოუტანა მათ
სამხედრო წარმატება, სამაგიეროდ გამოიწვია ანტიამერიკული
განწყობის ზრდა აზიაში. ეს კი აქტიურად გამოიყენა საბჭოთა
ხელმძღვანელობამ. კორეაში ამერიკელებმა იმაზე მეტი ბომბი ჩამოაგდეს
ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიასა და იაპონიაში ერთად
აღებული.
ფრონტის ხაზის 38-ე პარალელზე დაფიქსირების შემდეგ
კონფლიქტმა დაკარგა ადრინდელი სიმწვავე და პოზიციური ხასიათი
მიიღო. დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკებები, რაც, მხოლოდ სტალინის
სიკვდილის შემდეგ, 1953 წლის 27 ივლისს სამშვიდომო შეთანხმების
გაფორმებით დამთავრდა.
კორეის ომში დაიღუპა 57 ათასი ამერიკელი სამხედრო, მისმა
მოკავშირე 15 ქვეყანამ („გაეროს დროშით“ მონაწილეობდნენ) – 3,1 ათასი,
სამხრეთ კორეის არმიამ - 1,3 მილიონი, ჩრდილოეთ კორეის არმიამ - 520
ათასი, ჩინეთის არმიამ - 900 ათასი. კორეის მშვიდობიანი მოსახლეობის
მსხვერპლმა 3 მილიონი ადამიანი შეადგინა. ომში დაიღუპა 315 საბჭოთა
სამხედროც.
კორეის ომს მოჰყვა აშშ-ის სამხედრო ძალის ზრდა. 1952 წ.
ნოემბერში ამერიკელებმა გამოსცადეს თერმობირთვული იარაღი 10,5
მეგატონი სიმძლავრისა. სამი წლის განმავლობაში აშშ-ის სამხედრო
ხარჯები 4-ჯერ გაიზარდა. იაპონიაში და ტაივანზე ამერიკელთა
სამხედრო ყიოფნა მუდმივი გახდა.

13
1950 წლის 30 სექტემბერს პრეზიდენტმა ტრუმენმა განაცხადა, რომ
განიხილავს კორეაში ატომური იარაღის გამოყენების შესაძლებლობას.
59
6.4.სტალინი „მშვიდობიანი თანაარსებობის“ შესახებ
სტალინი გარდუვალად მიიჩნევდა იმპერიალიზმის
განადგურენას. წიგნში „სოციალიზმის ეკონომიკური პრობლემები
საბჭოთა კავშირში“ სტალინი წერდა: „ომის გარდუვალობის თავიდან
ასაცილებლად საჭიროა იმპერიალიზმის განადგურება“.
1951 წლის იანვარში სტალინმა განაცხადა, რომ უახლოესი 4 წლის
განმავლობაში რეალური შესაძლებლობა არსებობს მთელ ევროპაში
სოციალიზმის დასამყარებლად.
საბჭოთა კავშირის მიერ ატომური იარაღის შექმნის შემდეგ
ატომური ომის საფრთხე კიდევ უფრო გაიზარდა.
სიცოცხლის ბოლო ხანებში სტალინმა გარკვეულწილად შეცვალა
საერთაშორისო ვითარების შეფასება. თუკი ადრე მისთვის ამოსავალი
იყო სოციალიზმსა და კაპიტალიზმს შორის შეურიგებელი
წინააღმდეგობის იდეა, ბოლოს ის აცხადებდა, რომ ზოგჯერ
იმპერიალისტურ ქვეყნებს შორის წინააღმდეგობები უფრო ძლიერი
შეიძლება აღმოჩნდეს და გამოიწვიოს მწვავე კონფლიქტი
კაპიტალისტურ ქვეყნებს შორის.

60
თავის ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში სტალინმა განაცხადა,
რომ საბჭოთა კავშირს სურს ომის შეწყვეტა კორეაში, თავად კი მზადაა
შეხვდეს აშშ-ის ახალ პრეზიდენტს დ. იეზენჰაუერს.

5. სტალინის გარდაცვალება და დაკრძალვა

5.1.სტალინის სიცოცხლის ბოლო თვეები


სიცოცხლის ბოლო თვეებში ი. სტალინმა მკაცრად გააკრიტიკა
თავისი უახლოესი თანამებრძოლები ვ. მოლოტოვი და ა. მიქოიანი.
შერისხულები აღმოჩნდნენ კ. ვოროშილოვი და ლ. ბერია.
1952 წლის ოქტომბერში საკ კპ (ბ) XIX ყრილობაზე, როდესაც
პარტიას სახელი შეეცვალა და საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია
ეწოდა, პოლიტბიუროს ნაცვლად შეიქმნა ცენტრალური კომიტეტის
პრეზიდიუმი, რომელიც მნიშვნელოვნად გაფართოვდა და მასში
ახალგაზრდა პარტიულ-სახელმწიფო მოღვაწეები შეიყვანეს.

5.2.სტალინის ავადმყოფობა და გარდაცვალება


სტალინი კუნცევოში, ე. წ. „ახლო აგარაკზე“ ცხოვრობდა.
უკანასკნელად სტალინთან 1953 წლის 28 თებერვალ - 1 მარტის ღამეს
გამოძახებულები იყვნენ ნ. ხრუშოვი, ლ. ბერია და ნ. ბულგანინი.
1 მარტს საღამოს ქვეყნის ხელმძღვანელები კვლავ გამოიძახეს
კუნცევოში, ამჯერად სტალინის დაცვამ, რომელთაც სტალინი უგონო
მდგომარეობაში იპოვა.
2 მარტს ექიმთა კონსულიუმმა დაადგინა, რომ სტალინს ტვინში
სისხლი ჩაექცა, რამაც ცნობიერების დაკარგვა გამოიწვია.
3 მარტს ცხადი გახდა, რომ სტალინის გარდაცვალება გარდუვალი
იყო.
4 მარტს რადიოთი გადაიცა ინფორმაცია სტალინის ავადმყოფობის
შესახებ. პრესაში გამოქვეყნდა სტალინის ჯანმრთელობის მდგომარეობა
გასაოცარი წვრილმანებით, - პულსი, წნევა და შარდის ანალიზის
მონაცემებით. პოლიტიკური მოსაზრებებით გამოაცხადეს, რომ სტალინს
ინსულტი დაემართა არა 1 მარტს, არამედ 2 მარტს და ის მოსკოვში
იმყოფებოდა.

61
1953 წლის 5 მარტს, ისე რომ ლოგინიდან არ წამომდგარა, სტალინი
74 წლის ასაკში გარდაიცვალა.
5 მარტს, ჯერ კიდევ სტალინის გარდაცვალების ცნობის მიღებამდე
კრემლში ჩამოაყალიბეს ქვეყნის ხელმძღვანელობის ახალი
შემადგენლობა. ცენტრალური კომიტეტის
პრეზიდიუმი შემცირდა 25-დან 10 კაცამდე და
პრეზიდიუმის ბიუროში კვლავ შეიყვანეს ვ.
მოლოტოვი და ა.მიქოიანი. მინისტრთა საბჭოს
თავმჯდომარე გახდა მალენკოვი. მისი
მოადგილეები და იმავდროულად მინისტრები
გახდნენ მოლოტოვი (საგარეო საქმეთა
მინისტრი), ბულგანინი (სამხედრო მინისტრი),
ბერია (შინაგან საქმეთა მინისტრი, ეს
სამინისტრო გაფართოვდა და მას სახელმწიფო
უშიშროების სამინისტროც შეუერთეს).
ასევე გადაწყვიტეს, რომ პარტიის
ცენტრალურ კომიტეტში პრეზიდიუმისა და პრეზიდიუმის ბიუროს
ნაცვლად ყოფილიყო ერთი ორგანო - პრეზიდიუმი, „როგორც ეს
განსაზღვრული არის წესდებით“. მის შემადგენლობაში ადრინდელი 25
წევრის ნაცვლად 11 შეიყვანეს.
ნ. ხრუშოვმა, თავისი კოლეგებისგან განსხვავებით, არ მიუღია
რაიმე სახელმწიფო პოსტი, დარჩა სკკპ ცენტრალური კომიტეტის
მდივნად და მისი პრეზიდიუმის წევრად. ამავე დროს სწორედ ხრუშოვი
ჩაუდგა სათავეში ი. სტალინის დამკრძალავ კომისიას.
თათბირის შედეგები 7 მარტს გამოაცხადეს. გამოიკვეთა
ხელისუფლების ახალი კონფიგურაცია. ხელისუფლების პირამიდის
სათავეში აღმოჩნდნენ სტალინის მიერ შევიწროებული „ძველი
გვარდიის“ წარმომადგენლები. სტალინის შემდეგ ხელისუფლებაში
მოვიდა ე.წ. „კოლექტიური ხელმძღვანელობა“, რომლის შიგნითაც მალე
გაიშალა ბრძოლა პირველობისთვის. ამ ბრძოლიდ ყველა მონაწილეს
თავიდან ყველაზე მეტად ბერიასი ეშინოდათ.

62
5.3.სტალინის დაკრძალვა
6 მარტს სტალინი დაასვენეს კავშირების სახლის სვეტებიან
დარბაზში. 16 საათზე მოვიდა ადამიანთა პირველი ნაკადი, რომელთაც
გამოთხოვება სურდათ სტალინთან. სტალინთამ გამოთხოვება და
ხალხის უწყვეტი ნაკადი მიდიოდა სამი დღისა და სამი ღამის
განმავლობაში. საპატიო ყარაულში იდგნენ პარტიისა და მთავრობის
ხელმზღვანელები: გ. მალენკოვი, ლ. ბერია, ვ. მოლოტოვი, კ.
ვოროშილოვი, ნ. ხრუშოვი, ნ. ბულგანინი, ლ. კაგანოვიჩი, ა. მიქოიანი,
საპატიო ყარაულში იდგნენ ასევე საერთაშორისო კომუნისტური
მოძრაობის ცნობილი წარმომადგენლები, ასევე ფინეთის პრემიერ-
მინისტრი ურხო კეკონენი.
8 მარტს შუა ღამისას გამომშვიდობება შეწყდა და დაიწყო
დაკრძალვისთვის მზადება. ღამის 2 საათზე დაიწყეს გვირგვინების
გამოტანა. გადაწყვიტეს, რომ სტალინის კუბოს უკან მხოლოდ 100
სამგლოვიარო გვირგვინს ჩაატარებდნენ, დანარჩენი ათასობით
გვირგვინი კი მავზოლეუმის ორივე მხარეს დააწყვეს.
სტალინის დაკრძალვა შედგა 1953 წლის 9 მარტს წითელ
მოედანზე. მავზოლეუმის თავზე უკვე ამოკვეთილი იყო წარწერა ლენინი
და სტალინი. მავზოლეუმის წინ მოეწყო სამგლოვიარო მიტინგი, სადაც
სიტყვებით გამოვიდნენ მალენკოვი, ბერია და მოლოტოვი. სტალინის
დაკრძალვა ფილმადაც გმოვიდა სახელწოდებით „დიდი გამოთხოვება“.
6 მარტს მინისტრთა საბჭომ და პარტიის ცენტრალურმა
კომიტეტმა მიიღეს გადაწყვეტილება აეშენებინათ პანთეონი, სადაც
აპირებდნენ ლენინისა და სტალინის ცხედრების, ასევე კრემლის

63
კედელთან დაკრძალულთა გადასვენება, თუმცა ეს პროექტი მალე
დავიწყებას მიეცა.
დაკრძალვის დროს მოხდა ხალხის საშინელი ჭყლეტა, დაიღუპა
ასობით ადამიანი. სხვადასხვა შეფასებით დაიღუპა რამდენიმე
ასეულიდან 2-3 ათასამდე ადამიანი. ოფიციალური მონაცემები დღემდე
არ არის გამოქვეყნებული.
სტალინი მავზოლეუმში იყო დასვენებული 1961 წლის 31
ოქტომბრის ღამემდე, როდესაც ის ხრუშოვის ბრძანებით გამოასვენეს და
კრემლის კედელთან დაკრძალეს. ეს იყო მაშინ მიმდინარე
„დესტალინიზაციის“ პროცესის ნაწილი.

საბჭოთა ხელმძღვანელობა სტალინის ნეშტთან 1953 წლის 6 მარტს

5.4. გახდა თუ არა სტალინი შეთქმულების მსხვერპლი


სტალინის გარდაცვალების შემდეგ გამოითქვა სხვადასხვა ეჭვები
მისი სიკვდილის მიზეზების შესახებ. კერძოდ, ეჭვობენ, რომ სტალინი
ბუნებრივი სიკვდილით კი არ მოკვდა, არამედ მისი უახლოესი
გარემოცვის შეთქმულების მსხვერპლი გახდა.
ვ. მოლოტოვის მოგონებებში, რომელიც 1993 წელს გამოქვეყნდა,
ავტორი ამტკიცებს, რომ მასთან საუბარში ბერია ტრაბახობდა, რომ
მოწამლა სტალინი.
კუჭიდან სისხლდენას, როგორც წესი, მაღალი წნევა არ იწვევს,
მაგრამ როგორც მისი, ისე ინსულტის გამოწვევა შეუძლია ვარფარინის
ძლიერ დოზას. ესაა უფერო, გემოს არმქონე პრეპარატი. მკურნალი
ექიმების საბოლოო დასკვნაში, რომელიც პარტიის ცენტრალურ
კომიტეტს წარუდგინეს 1930 წლის ივლისში, ამოღებული იყო კუჭიდან
სისხლდენის ყოველგვარი ხსენება.
2004 წელს ამერიკელმა ისტორიკოსმა ჯონათან ბრენტმა და
რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური რეპრესიების მხვერპლთა
64
რეაბილიტაციის საპრეზიდენტო კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა
ვლადიმირ ნაუმოვმა გამოაქვეყნეს ნაშრომი, სადაც გამოთქვამენ
ვარაუდს, რომ ბერიამ, ხრუშოვის მონაწილეობით ვარფალინი დაუმატა
სტალინის ღვინოს მისი სიკვდილის ღამეს.
2011 წელს გამოქვეყნდა სტალინის გაკვეთის ანგარიში, რომელიც
საბჭოთა კავშირის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ ჩაატარა. ამ
დასკვნასთან დაკავშირებით ამერიკელმა სპეციალისტმა მიგელ ა. ფარიამ
აღნიშნა - სტალინის გაკვეთის ანგარიშში თვალსაჩინოა იმის
დასაბუთების მცდელობა, რომ სტალინის გადასარჩენად ექიმებმა
გააკეთეს ყველაფერი, მაგრამ ყველაფერი გაართულა ტვინის გარეთ
სისხლჩაქცევებმა. მათ ეს სისხლჩაქცევები ჰიპერტონიას მიაწერეს და არა
ვარფარინით მოწამვლას.
პირდაპირი დასაბუთება იმისა, რომ სტალინი მოკლეს, არ არის
აღმოჩენილი, მაგრამ ცხადის ისიც, რომ 1953 წლის 2-5 მარტს, როდესაც
სტალინი სიკვდილს ებრძოდა, მისი თანამებრძოლები და
„მემკვიდრეები“ ყურადღებით ადევნებდნენ თვალს სტალინის
ჯანმრთელობის გაუარესებას და ერთმანეთს შორის დაიწყეს ბრძოლა
ხელისუფლების გასაყოფად.

65
დანართი

ჩერჩილის სიტყვა ფულტონში


პრეზიდენტო მაკკლუერ, ქალბატონებო და ბატონებო, და ბოლოს,
მაგრამ არა საბოლოო რიგში, ამერიკის შეერთებულ შტატების
პრეზიდენტო:
მე ბედნიერი ვარ, რომ დღეს ვეწვიე ვესტმინსტერის კოლეჯს, და
რომ თქვენ მომანიჭეთ სამეცნიერო ხარისხი. სახელწოდება
ვესტმინსტერი მე რაღაცას მაგონებს. მგონია, რომ სადღაც უკვე მაქვს
გაგონილი მის შესახებ. მე ხომ ზუსტად ვესტმინსტერში მივიღე ჩემი
განათლების ლომის წილი პოლიტიკის დარგში, დიალექტიკაში,
რიტორიკაში და კიდევ სხვა რამეში. არსებითად, ჩვენ ერთი და იგივე, ან
მსგავს სასწავლო დაწესებულებებში მივიღეთ განათლება. ასევე
პატივია,თითქმის უნიკალურიკერძო პირისთვის, ვიყო წარდგენილი
აკადემიური აუდიტორიის წინაშე შეერთებული შტატების პრეზიდენტის
მიერ, რომელიც გადატვირთულია სხვა დასხვა საზრუნავითა და
მოვალეობებით, რომლებიც მას დიდად არ უნდა, მაგრამ არ გაურბის მათ,
პრეზიდენტმა გადალახა 1000 მილი იმისთვის, რომ თავისი დასწრებით
პატივი მიეგო ჩვენი დღევანდელი შეხვედრისათვის და ხაზი გაესვა მისი
მნიშვნელობისათვის, მომცა-რა შესაძლებლობა, მიმემართა ამ ნათესავი
ქვეყნისათვის, ჩემი თანამემამულეთათვის ოკეანის გადაღმა და,
შესაძლოა, კიდევ ზოგიერთი სხვა ქვეყნისთვისაც.
პრეზიდენტმა უკვე გითხრათ თავისი სურვილის შესახებ,
რომელიც, დარწმუნებული ვარ ემთხვევა თქვენსას, - რომ მე ვიყო
სრულიად თავისუფალი,რათა მოგაწოდოთ ჩემი ჭეშმარიტი და
ერთგული რჩევები ამ შფოთიან და რთულ დროს.
მე, რა თქმა უნდა, ვისარგებლებ ჩემთვის მონიჭებული ამ
თავისუფლებით, და მითუმეტეს მაქვს ამის გაკეთების უფლება, რადგან
ჩემი პირადი ამბიციები, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ისინი ჩემს
ახალგაზრდობაში, ჩემი ყველაზე დიდი ოცნებებიც კი დიდი ხანია
დაკმაყოფილებულია გადაჭარბებულად. თუმცაღა, სრულიად მკაფიოდ
უნდა განვაცხადო, რომ მე არ მაქვს არც ოფიციალური დავალება, არც
სტატუსი ამგვარი გამოსვლისათვის, და მე გამოვდივარ მხოლოდ ჩემი
საკუთარი სახელით. ასე რომ, თქვენს წინაშეა მხოლოდ ის, რასაც თქვენ
ხედავთ.

66
ამიტომ, შემიძლია ჩემ თავს უფლება მივცე, ვისარგებლო ჩემი
განვლილი ცხოვრებისეული გამოცდილებით, განვიხილო პრობლემები,
რომლებიც ჩაგვისაფრდა მყისიერად, ბრძოლის ველებზე ჩვენი სრული
გამარჯვების შემდეგ, და შევეცადო უზრუნველვყო იმის დაცვა, რაც
მოპოვებულია ასეთი მსხვერპლითა და ტანჯვით, მომავალი დიდების
სახელითა და კაცობრიობის უსაფრთხოებისათვის.
შეერთებული შტატები ამჟამად მსოფლიო სიძლიერის მწვერვალზე
იმყოფება. დღეს საზეიმო მომენტია ამერიკული დემოკრატიისათვის,
რამეთუ თავისი სიძლიერის აღმატებულობით, მან საკუთარ თავზე
მიიღო წარმოუდენელი პასუხისმგებლობა მომავლის წინაშე. თუ თქვენ
მიმოიხედავთ თქვენს გარშემო, თქვენ უნდა იგრძნოთ არა მხოლოდ
მოხდილი ვალდებულების გრძნობა, არამედ შფოთვაც იმის თაობაზე,
რომ თქვენი მიღწევების დონე არ დაეცეს. დღევანდელი
შესაძლებლობები ჩვენი ორივე ქვეყნისთვის არის ნათელი და
ბრწყინვალე. მათზე უარის თქმა, ან იგნორირება, ან უშედეგოდ
გაფლანგვა მომავალში ჩვენ გაუთავებელ საყვედურებს მოგვიტანს.
იდეის უცვლელობა, სიჯიუტე მიზნის მისაღწევად და
გადაწყვეტილებების დიდი სიმარტივე უნდა იყოს გეზის მიმცემი და
წარმმართველი ინგლისურენოვანი ქვეყნებისათვის მთელ მსოფლიოში
მშვიდობიანობის დროს ისევე, როგორც ეს იყო ომის დროს. ჩვენ უნდა
ვიყოთ, და ვფიქრობ, რომ ვიქნებით ამ მკაცრი მოთხოვნის გამოწვევის
სიმაღლეზე.
როცა ამერიკელი სამხედროები აწყდებიან რაიმე სერიოზულ
სიტუაციას, მათი დირექტივის სათავეში ისინი წერენ სიტყვებს: "საერთო
სტრატეგიული კონცეფცია". ამაში დევს თავისი სიბრძნე, რადგან ასეთი
კონცეფციის არსებობას მივყავართ ნათელი აზროვნებისაკენ. საერთო
სტრატეგიული კონცეფცია, რომელსაც ჩვენ დღეს უნდა მივდიოთ, სხვა
არაფერია, თუ არა უსაფრთხოება და კეთილდღეობა, თავისუფლება და
პროგრესი ყოველი ოჯახური კერისთვის,ყოველი მამაკაცისა და
ქალისათვის ყველა ქვეყანაში. პირველ რიგში მხედველობაში მაქვს
მილიონობით კოტეჯი და მრავალბინიანი სახლი, რომლის ჯამაგირის
მომლოდინე მაცხოვრებლები უბედური შემთხვევებისა და ცხოვრების
სირთულეების ფონზე ცდილობენ დაიცვან თავიანთი ცოლები და
შვილები სიღატაკისგან და აღზარდონ ისინი ღვისმოსაობაში ან ეთიკურ
პრინციპებით, რაც ხშირად თამაშობს მნიშვნელოვან როლს. ამ უთვალავი
ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ისინი დაცულები უნდა
იყონ ორი უდიდესი მოროდიორისაგან - ომისგან და ტირანიისგან.
67
ყველასათვის ცნობილია საშინელი შეძრწუნება, რომელსაც განიცდის
ნებისმიერი ოჯახი, როცა მის მარჩენალს, რომელიც მისთვის შრომობს და
უმკლავდება ცხოვრებისეულ სიძნელეებს თავს ატყდება ომის წყევლა.
ჩვენს თვალწინ ისევ დგას საშინელი ნგრევა ევროპისა და მისი
გარდასული დიდებისა და აზიის დიდი ნაწილისა. როცა ბოროტი
ადამიანების ზრახვები თუ ძლიერი სახელმწიფოების აგრესიული
ქმედებები ანადგურებენ მსოფლიოს მრავალ რეგიონში ცივილიზებული
საზოგადოების საფუძვლებს, უბრალო ხალხი ეჯახება პრობლემებს,
რომელთანაც გამკლავება მათ არ ძალუძთ. მათთვის ყველაფერი
დამახინჯებულია, ყველაფერი დანგრეულია და საფუძველიც კი
შერყეულია.
ახლა, როცა აქ ვდგავარ ამ მშვიდ დღეს, წარმოდგენაც კი მზარავს
იმისა, თუ რა ხდება რეალურ ცხოვრებაში მილიონობით
ადამიანისთვის და რა მოუვათ მათ, თუ შიმშილობა ჩამოვარდება. არავის
შეუძლია დათვალოს ის, რასაც ადამიანთა ტანჯვის უსაზღვრობა ქვია.
ჩვენი მთავარი ამოცანა და ვალდებულებაა - დავიცვათ უბრალი ხალხის
ოჯახები კიდევ ერთი ომის უბედურებისა და საშინელებებისაგან. ამაში
ჩვენ ყველა ვთანხმდებით.
ჩვენი ამერიკელი სამხედრო კოლეგები, მას შემდეგ რაც მათ
განსაზღვრეს "საერთო სტრატეგიული კონცეფცია" და გათვალეს
არსებული რესურსები, ყოველთვის გადადიან შემდეგ ეტაპზე - მოიძიონ
მათი რეალიზაციის საშუალებები. ამ საკითხშიც არსებობს საერთო
თანხმობა. უკვე ჩამოყალიბებულია მსოფლიო ორგანიზაცია
ფუძემდებლური მიზნით - აღკვეთოს ომი. ერთა ლიგის მემკვიდრე -
გაერომ და მასზე აშშ-ს გადამწყვეტი მიერთებითა და ყოველივე იმითი,
რასაც ეს ნიშნავს,უკვე დაიწყო თავისი მუშაობა. ჩვენ მოვალენი ვართ
უზრუნველვყოთ მისი ნაყოფიერი საქმიანობა, რათა ის იყოს რეალური
და არა ფიქტიური, რომ ეს ორგანიზაცია წარმოადგენდეს ქმედუნარიან
ძალას, და არა მხოლოდ ცარიელ სიტყვებს, და რომ ის იქცეს მშვიდობის
ჭეშმარიტ ტაძრად, რომელშიც ერთ დღესაც შევძლებთ ჩამოვკიდოთ
მრავალი ქვეყნის საბრძოლო ფარები და არა უბრალოდ ბაბილონის
გოდოლში საძიძგილაო არენა.
პირველყოვლისა, სანამ ჩვენ შევძლებთ გავთავისუფლდეთ
ეროვნული შეიარაღების აუცილებლობისაგან თვითგადარჩენის მიზნით,
ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ჩვენი ტაძარი აგებულია არა
ქვიშაზე ან ლერწამზე, არამედ მყარ კლდეზე. ყველამ, ვინც ფხიზლად
არის, იცის რომ ჩვენი გაზა იქნება გრძელი და ძნელი., მაგრამ ჩვენ თუ
68
მყარად მივყვებით იმ კურსს, რომელსაც მივყვებოდით ორი მსოფლიო
ომის განმავლობაში (და სამწუხაროდ, არ მივყვებოდით მათ შორის
დროის მონაკვეთში) მაშინ მე არ მაქვს ევი, რომ საბოლოოდ მივაღწევთ
ჩვენს მიზანს.
აქ მე მაქვს გარკვეული პრაქტიკული წინადადება სამოქმედოდ.
სასამართლოები და მოსამართლეები ვერ იფუნქციონირებენ შერიფებისა
და კონსტებელების გარეშე. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია
დაუყოვნებლივ უნდა იყოს აღჭურვილი ინტერნაციონალური
შეიარაღებული ძალებით. რომლის რეალიზებისაც ჩვენ უნდა
მოვახდინოთ ეტაპობრივად, მაგრამ უნდა დავიწყოთ დაუყოვნებლივ.
ჩემი წინადადებაა ყველა სახელმწიფოს შევთავაზოთ გადასცეს
საერთაშორისო ორგანიზაციის განკარგულებაში გარკვეული
რაოდენობის სამხედრო-საჰაერო ესკადრილიები. ეს ესკადრილიები
უნდა გაიწრთვნას და მომზადდეს საკუთარ ქვეყნებშივე, მაგრამ უნდა
ხდებოდეს როტაცია ერთი ქვეყნიდან მეორეში. მათ უნდა ეცათ საკუთარი
ქვეყნის ფორმა, მაგრამ განმასხვავებელი ნიშნებით. ისინი არ იქნებიან
ვალდებულნი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებაში, მაგრამ ისინი
მიმართული იქნებიან გაეროს მიერ სხვა ქვეყნებისაკენ, საჭიროების
შემთხვევაში. ასეთი ძალების შექმნა შეიძლება დაიწყოს მოკრძალებული
მასშტაბებით და ნდობის გაზრდასთან ერთად გაიზარდოს. მე
ვისურვებდი, რომ ეს გაკეთებულიყო პირველი მსოფლიო ომის შემდეგ,
და გულწრფელად მჯერა, რომ ახლა შევძლებთ ამის გაკეთებას.
თუმცა, წინდაუხედაობა და არასწორი იქნებოდა გაეროსათვის
გადაგვეცა ატომური ბომბის დამზადების მონაცემები და გამოცდილება,
რომელსაც ფლობენ შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და კანადა,
გაეროსათვის, რომელიც ჯერ კიდევ ახალშობილის მდგომარეობაშია.
დანაშაულებრივი სიგიჟე იქნებოდა მიგვეშვა თავისუფალი დინებაზე
ჯერ კიდევ არეულ და გაუერთიანებელ მსოფლიოში. არავის, ნებისმიერ
ქვეყანაში არ ეძინება საკუთარ საწოლში ნაკლებად მშვიდად იმის გამო,
რომ ამ ბომბის შესაქმნელი ცოდნა, საშუალებები და ნედლეული ამჟამად
კონცენტრირებულია ძირითადად ამერიკის ხელში. არა მგონია ჩვენ დღეს
მშვიდად გვძინებოდა, მდგომარეობა რომ ყოფილიყო შებრუნებით, დს
რომელიმე კომუნისტურ ან ნეოფაშისტური სახელმწიფოს ქონოდა
მონოპოლიზებული რაიმე ვადით ეს საშინელი იარაღი. მხოლოდ შიში
მათ მიმართ უკვე საკმარისი იქნებოდა ტოტალიტარული
სისტემებისათვის, რომ თავს მოეხვიათ საკუთარი თავი დემოკრატიული
სამყაროსათვის. ამის საზარელი შედეგების წარმოდგენაც კი
69
შეუძლებელი იქნებოდა კაცობრიობის ცნობიერებისათვის. ღმერთმა
ინება, რომ ეს არ მოხდა, და ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს თავისუფლად
სუნთქვის სივრცის შექმნის საშუალება ჩვენ სახლში,სანამ ასეთ საფრთხე
წარმოიქმნება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენ არ დავიშურებთ
ძალისხმევას, ჩვენ მაინც უნდა ვფლობდეთ საკმარისად მნიშვნელოვანი
უპირატესობა, რომ გვქონდეს ეფექტური დასაშინებელი
საშუალებებიმისი გამოყენების ან სხვა ქვეყნების მიერ გამოყენების
საფრთხის წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში, როცა ხალხთა ჭეშმარიტი
ძმობა მიიღებს რეალურ განხორციელებას საერთაშორისო ორგანიზაციის
სახით, რომელის განკარგულებაშიც იქნება ყველა აუცილებელი
პრაქტიკული საშუალება, გააკეთოს ეს ეფექტურად, ეს
უფლებამოსილებები შესაძლებელია გადაცემულიყო მასზე.
ახლა მე მივუახლოვდი მეორე საფრთხეს, რომელიც ემუქრება
ოჯახებსა და ადამიანებს. კერძოდ - ტირანია. ჩვენ არ შეგვიძლია თვალი
დავხუჭოთ იმაზე, რომ თავისუფლებები, რომლებითაც სარგებლობენ
ადამიანები მთელ ბრიტანეთის იმპერიაში, არ მოქმედებს მნიშვნელოვანი
რაოდენობის ქვეყნებში; ზოგიერთი მათგანი საკმაოდ ძლევამოსილია. ამ
ქვეყნებში უბრალო ადამიანებს თავს ახვევენ ძალაუფლებას
ყოვლისმომცველი პოლიციური მმართველობები.
სახელმწიფო მართვა ხორციელდება დიქტატორების მიერ
შეუზღუდავად ან ვიწრო წრის ოლიგარქიების მიერ, რომლებიც
მართავენ პრივილეგირებული პარტიისა და პოლიტიკური პოლიციის
დახმარებით. ამჟამად, როცა ჯერ კიდევ მრავლადაა სიძნელეები, ჩვენს
მოვალეობებში არ შეიძლება შედიოდეს ძალადობრივი ჩარევა იმ
ქვეყნების საქმეებში, რომელთანაც ჩვენ არა გვაქვს საომარი
მდგომარეობა. ჩვენ დაუღალავად და უშიშრად ვაღიაროთ
თავისუფლების დიადი პრინციპები და ადამიანთა უფლებები,
რომლებიც წარმოადგენს ინგლისურენოვანი სამყაროს ერთობლივ
მემკვიდრეობას და რომელთა Magna Carta-მ , უფლებათა კანონ-მა, Habeas
Corpu-მა , ნაფიც მსაჯულთა სასამართლომა და საერთო ინგლისურმა
კანონმდებლობამ მოიპოვეს თავისი ყველაზე ცნობილი გამოხატულება
დამოუკიდებლობის დეკლარაციაში. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ
ადამიან ნებისმიერ ქვეყანაში აქვს უფლება და უნდა ქონდეს საშუალება
კონსტიტუციური ქმედებების საშუალებით, თავისუფალი,
არაფალსიფიცირებული არჩევნების, საიდუმლო კენჭისყრით აირჩიოს, ან
შეცვალოს იმ მმართველობის ხასიათი ან ფორმა, რომელშიც ის
ცხოვრობს, რომ უნდა ბატონობდეს სიტყვისა და ბეჭდვის თავისუფლება,
70
რომ სასამართლოები თავისუფალი არიან აღმასრულებელი
ხელისუფლებისაგან და არ არიან რომელიმე პარტიის გავლენის ქვეშ,
უნდა გაატარონ ცხოვრებაში კანონები, რომელთაც მოსახლეობის
უმეტესობისაგან მოიპოვე მხარდაჭერა, ან კურთხეულია დროისა ან
ტრადიციების მიერ. ეს არის ფუძემდებლური უფლებები
თავისუფლებაზე, რომელიც უნდა იცოდნენ თვითოეულ ოჯახში, ასეთია
ბრიტანელი და ამერიკელი ხალხის გზავნილი მთელი
კაცობრიობისადმი. მოდით ვიქადაგოთ ის რასაც ჩვენ ვაკეთებთ და
ვაკეთოთ ის რასაც ჩვენ ვქადაგებთ.
ამგვარად, მე განვსაზღვრე ორი მთავარი საფრთხე, რომელიც
ემუქრება ადამიანებსა და მათ ოჯახებს. მე არ მისაუბრია სიღარიბესა და
გაჭირვებაზე, რომლებიც ხშირ შემთხვევაში იწვევს შფოთვას. მაგრამ თუ
ჩვენ გავანეიტრალებთ ომისა და ტირანიის საფრთხეს, მაშინ მეცნიერება
და თანამშრომლობა უახლოეს რამდენიმე წელში, მაქსიმუმ რამდენიმე
ათწლეულში, მსოფლიოს, რომელმაც გამოიარა დაუნდობელი ომის
სკოლა, მოუტანს მატერიალური კეთილდღეობის ზრდას, არნახულს
კაცობრიობის ისტორიაში. დღევანდელ დღეს, ამ ნაღვლიან და
სულისშემხუთავ დროს, ჩვენ გვჩაგრავს შიმშილი და უიმედობა,
რომელიც ჩამოწვა ჩვენი კოლოსალური ბრძოლის შემდეგ. მაგრამ ეს
ყველაფერი გადაივლის და შეიძლება, სწრაფადაც, და არ არსებობს
მიზეზი, გარდა ადამიანური უგუნურებისა, და არაადამიანური
დანაშაულებისა, რომ უკლებლივ ყველა ქვეყანას არ მიეცეს საშუალება
ისარგებლოს კეთილდღეობის ეპოქის დადგომით. მე ხშირად მომყავს
ჩემი მეგობრის, ირლანდიური წარმოშობის დიდი ამერიკელი ორატორის,
Bourke Cockran-ისაგან ორმოცდაათი წლის წინ გაგონილი სიტყველი:
"ყველასთვის ყველაფერი სამყოფია. მიწა გულუხვი დედაა. იგი გაიღებს
სრული სიუხვით საკვებს ყოველი მისი შვილისთვის, თუ ისინი
დაამუშავებენ ნიადაგს მშვიდობასა და სამართლიანობაში. და ამგვარად,
აქამდე ჩვენ სრულ თანხმობაში ვართ. ახლა ვაგრძელებ-რა ჩვენი საერთო
სტრატეგიული კონცეფციის მეთოდიკით, მე ვუახლოვდები მას, რისი
თქმაც აქ მინდოდა. არც ომის ეფექტური შეწყვეტა, არც მსოფლიო
ორგანიზაციის გავლენის გაფართოება იქნება შესაძლებელი,
ინგლისურენოვანი ქვეყნების ძმური ერთობის გარეშე. ეს ნიშნავს
განსაკუთრებულ ურთიერთობებს ბრიტანული თანამეგობრობის,
ბრიტანეთის იმპერიისა და შეერთებული შტატებს შორის. ქალბატონებო
და ბატონებო, ჩვენ არა გვაქვს დრო ზოგადი ფრაზებით სალაპარაკოდ და
გავბედავ ვიყო კონკრეტული. ჩვენი ძმური ერთობა საჭიროებს არა
71
მხოლოდ მეგობრობისა და ურთიერთგაგების გაღრმავებას ჩვენს
უზარმაზარ მონათესაურ საზოგადოებრივ სისტემებს შორის, არამედ
მჭიდრო ურთიერთობების გაგრძელებას ჩვენს სამხედროებს შორის,
რომელთაც უნდა წარმართონ ერთობლივი შესწავლა პოტენციური
საფრთხეებისა, შეიარაღებისა და წესდებების თავსებადობა, და აგრეთვე
სამხედრო ტექნიკური კოლეჯების კურსანტებისა და ოფიცრების
ურთიერთგაცვლები. ეს აგრეთვე მოიცავს უკვე არსებული ერთობლივი
უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენებას ყველა
სამხედრო-საზღვაო და სამხედრო საჰაერო ბაზებით სარგებლობის გზით.
ამან, შესაძლებელია გააორმაგოს ამერიკული ფლოტისა და ავიაციის
მობილურობა. ეს ბევრად გაზრდიდა ბრიტანეთის იმპერიის
შეიარაღებული ძალების მობილურობას, და აგრეთვე, როცა მშვიდობა
საბოლოოდ დამყარდება, მოგვცემდა მნიშვნელოვან ფინანსურ
ეკონომიკურ ეფექტს. ჩვენ უკვე ვსარგებლობთ ერთობლივად რიგი
კუნძულებით; ახლო მომავალში სხვა კუნძულებიც შეიძლება
გადმოვიდნენ საერთო სარგებლობაში. აშშ-ს უკვე აქვს მუდმივი
შეთანხმება თავდაცვის შესახებ კანადის დომინიონთან, რომელიც, ასევე,
ღრმად ერთგულია ბრიტანეთის იმპერიისა და თანამეგობრობისა. ეს
შეთანხმება უფრო ქმედითუნარიანია, ვიდრე მრავალი მათგანი,
რომლებიც იდებოდა ფორმალური კავშირების ჩარჩოებში. ეს უნდა
გავრცელდეს ბრიტანეთის თანამეგობრობის ყველა ქვეყანაზე სრული
ნაცვალგების პრინციპით. მხოლოდ ასე შევძლებთ, რაც არ უნდა მოხდეს,
ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ვიმუშაოთ ერთად დიდი და
მცირე მიზნებისათვს, რომლებიც ძვირფასია ჩვენთვის და არავისთვის
ზიანი არ მოაქვს. საბოლოო ეტაპზე შეიძლება მოხდეს ერთობლივი
მოქალაქეობის იდეის რეალიძებაც (და მე ვთვლი რომ ეს რეალიზდება),
მაგრამ ეს საკითხი ჩვენ შეგვიძლია მთლიანად მივანდოთ ბედს, რომლის
ჩვენდამი გამოწვდილ ხელსაც საკმაოდ ბევრი ჩვენგანი უკვე ცხადად
ხედავს.
თუმცაღა არის ერთ მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც ჩვენ თავს
უნდა დავუსვათ. იქნება თუ არა აშშ - სა და ბრიტანეთის
თანამეგობრობას შორის განსაკუთრებული ურთიერთობები თავსებადი
მსოფლიო ორგანიზაციისადმი ლოიალურობასთან? ჩემი პასუხია: რომ
პირიქით, ეს არის, ალბათ ერთადერთი საშუალება, რომლითაც ეს
ორგანიზაცია მიაღწევს თავის ძლიერებასა და სტატუსს. უკვე არსებობს
განსაკუთრებული ურთიერთობები აშშ-სა და კანადას შორის და აშშ-სა და
სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს შორის. ჩვენც, აგრეთვე, გვაქვს 20 წლიანი
72
ხელშეკრულება ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის შესახებ
რუსეთთან. მე ვეთანხმები დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა
მინისტრს ბატონ ბევინს, რომ ეს ხელშეკრულება, რამდენადაც ეს ჩვენზე
არის დამოკიდებული, შეიძლება დავდოთ კიდევ 50 წლით. ჩვენი
ერთადერთი მიზანია ურთიერთდახმარება და თანამშრომლობა.
პორტუგალიასთან ჩვენი ალიანსი არსებობს 1384 წლიდან და იყო ძალიან
ნაყოფიერი განვლილი ომის პერიოდში. არცერთი ეს ხელშეკრულება არ
მოდის წინააღმდეგობაში საერთაშორისო შეთანხმებების პრინციპებთან.
"ღვთის სახლში ყველასათვის არის ადგილი". განსაკუთრებული
ურთიერთობები ერებს ალიანსებს შორის, რომელთაც არა აქვთ
აგრესიული მიზნები რომელიმე ქვეყნისადმი და არ აქვთ გეგმები,
რომლებიც არ შეესაბამება აერთიანებული ერების ორგანიზაციის
წესდებას, არათუ საზიანო, არამედ სასარგებლოა და ,მე ვფიქრობ,
აუცილებელიც.
მე უკვე ვილაპარაკე მშვიდობის ტაძარზე. ეს ტაძარი უნდა
აღმართონ ყველა ქვეყნის მშრომელებმა. თუ ამ მშრომელთაგან ორი
ერთმანეთს უკეთ იცნობენ და არიან ძველი მეგობრები, თუ მათი
ოჯახები გადაჯაჭვულია და ვციტირებ ჭკვიანურ ფრაზას, რომელიც
თვალში მომხვდა გუშინწინ : "თუ მათ აქვთ რწმენა ერთმანეთის
მიზნებისადმი, იმედი ერთმანეთის მომავლისადმი და მიტევება
ერთმანეთის ხარვეზებისადმი" რატომ არ შეუძლიათ მათ იმუშაონ
ერთად საერთო მიზნებისადმი როგორც მეგობრებმა და პარტნიორებმა?
რატომ არ შეუძლიათ მათ ერთობლივად ისარგებლონ შრომის
იარაღებით და ამგვარად გაზარდონ ერთმანეთის შრომისნაყოფიერება?
მათ არამხოლოდ შეუძლიათ, არამედ ვალდებულიც არიან ეს გააკეთონ,
სხვაგვარად ტაძარი ვერ აშენდება, ანდა დაინგრევა უნიჭო შეგირდების
მიერ აშენებისთანავე, და ჩვენ ისევ მოგვიწევს, უკვე მესამედ გავიაროთ
ომის გაკვეთილები, რომელიც იქნება უკვე შეუდარებლად მეტად
შეუბრალებელი, ვიდრე ის, რომელსაც ახლახან დავაღწიეთ თავი.
შეიძლება დაბრუნდეს შუასაუკუნეების ერა, და მეცნიერების
ელვარე ფრთებზე დაბრუნდეს ქვის ხანა, და ყველაფერმა, რამაც
შეიძლება კაცობრიობას მოფინოს უსაზღვრო მატერიალური
კეთილდღეობა, შესაძლოა მიიყვანოს ის სრულ ანადგურებამდე. ამიტომ
მე მოგიწოდებთ: იყავით ფრთხილად. შესაძლებელია, უკვე ცოტა დრო
დაგვრჩა. მოდით,არ მივცეთ მოვლენებს თვითდინების საშუალება, სანამ
ძალიან არ დაგვიანებულა. თუ ჩვენ გვინდა, იყოს ასეთი ძმური კავშირი,
რამელზეც მე ახლახანს ვისაუბრე, ყოველივე იმ დამატებითი
73
სიძლიერითა და უსაფრთხოებით, რომელიც ჩვენს ორივე ქვეყანას
შეუძლია აქედან მიიღოს, მოდით გავაკეთოთ ისე, რომ ეს დიადი საქმე
გახდეს ცნობილი ყოველგან, და ითამაშოს თავისი მშვიდობის
საფუძვლების გამყარებაში. უკეთესია ავადმყოფობის პრევენცია, ვიდრე
მისი მკურნალობა.
მოკავშირეთა ამ გამარჯვებით გასხივოსნებულ სცენას ჩრდილი
მიადგა. არავინ იცის, რის გაკეთებას აპირებს საბჭოთა კავშირი და მისი
საერთაშორისო კომუნისტური ორგანიზაცია ახლო მომავალში და რა
არის მისი საზღვრები, თუკი ასეთი არსებობს, მათი ექსპანსიონიზმისა
და მისიონერული ტენდენციებისა. მე ღრმად ვარ აღფრთოვანებული და
პატივს მივაგებ მამაც რუს ხალხსა და ჩემს საომარი დროის ამხანაგს
მარშალ სტალინს. ინგლისში - ეჭვი არ მეპარება, რომ აქაც, - განიცდიან
ღრმა თანაგრძნობასა და კეთილმოსურნეობას რუსეთის ყველა
ხალხებისადმი და მზად ყოფნას გადავლახოთ მრავალრიცხოვანი
უთანხმოებები და წყვეტები მტკიცე მეგობრობის დამყარების სახელით.
ჩვენ გვესმის, რომ რუსეთს სურს უზრუნველყოს თავისი
დასავლეთის საზღვრების უსაფრთხოება, გერმანული აგრესიის შესაძლო
განახლებისშემთხვევაში. ჩვენ მოხარულები ვართ ვიხილოთ იგი მის
კანონიერ ადგილზე წამყვა მსოფლიო სახელმწიფოებს შორის. ჩვენ
მივესალმებით მის დროშას ზღვაზე. და უპირველეს ყოვლისა,ჩვენ
მივესალმებით გამუდმებულ ხშირ და მზარდ კონტაქტებს რუს ხალხსა
და ატლანტიკის ორივე მხარეს ჩვენს ხალხებს შორის. თუმცაღა, თავს
მოვალედ ვთვლი გააცნოთ ზოგიერთი ფაქტი- დარწმუნებული ვარ, რომ
თქვენ გსურთ, რომ მე გაგაცნოთ ფაქტები, ისე როგორც მე მათ ვხედავ, -
ევროპაში დღევანდელ მდგომარეობას.
ბალტიის შეტინიდან ადრიატიკის ტრიესტამდე კონტინენტზე
დაეშვა რკინის ფარდა.ფარდის მიღმა დარჩა ცენტრალური და
აღმოსავლეთ ევროპის უძველესი ქვეყნების ყველა დედაქალაქი -
ვარშავა, ბერლინი, პრაღა, ვენა, ბუდაპეშტი, ბელგრადი, ბუქარესტი,
სოფია. ყველა ეს განთქმული ქალაქი, და მოსახლეობა მის რაიონებში,
დარჩა იმ საზღვრებში, რასაც მე ვუწოდებ საბჭოთა სფეროს, ყოველი
მათგანი ამა თუ იმ ფორმით ექვემდებარება არა მხოლოდ საბჭოურ
გავლენას, არამედ მოსკოვის მნიშვნელოვან და სულ უფრო მზარდ
კონტროლს. მხოლოდ ათენს, მისი უკვდავი დიდებით, შეუძლია
თავისუფლად განსაზღვროს თავისი მომავალი არჩევნებზე ბრიტანელი,
ამერიკელი, ფრანგი დამკვირვებლების მონაწილეობით. რუსეთის
დომინირებით, პოლონეთის მთავრობის წახალისება ხდება გერმანიაზე
74
უზარმაზარი და უსამართლო თავდასხმებისათვის, რის შედეგადაც
მიმდინარეობს მილიონობით გერმანელის მასობრივი გაძევება ძალიან
სამწუხარო და გაუგონარი მასშტაბებით. კომუნისტური პარტიებმა,
რომლებიც ძალიან მცირერიცხოვანი იყო ამ აღმოსავლეთ ევროპის
ქვეყნებში, მიაღწიეს ანსაკუთრებულ სიძლიერეს, ბევრად გადამეტებულს
მათ რაოდენობაზე, და მიილტვიან რომ ყველაფერზე დაამყარონ
ტოტალური კონტროლი. თითქმის ყველა ეს ქვეყანა დღემდე იმართება
პოლიციური მთავრობების მიერ, ჩეხოსლოვაკიის გარდა, იქ არ არის
ნამდვილი დემოკრატია. თურქეთი და სპარსეთი ღრმად არიან
შეშფოთებული და შეძრულნი იმ პრეტენზიების გამო, რომლებიც მათ
მიმართ წარედგინება და იმ წნეხის გამო, რასაც მოსკოვის მთავრობის
მხრიდან განიცდიან. რუსები ცდილობენ ბერლინში, ოკუპირებული
გერმანიის თავის ზონაში შექმნან კვაზიკომუნისტური პარტია
მემარცხენე გერმანელი ლიდერებისათვის სპეციალური პრივილეგიების
მინიჭების საშუალებით.
გასული წლის ივნისის ბრძოლების შემდეგ ამერიკულმა და
ბრიტანულმა არმიებმა, მიღწეული შეთანხმების თანახმად, ფრონტის
ხაზის თითქმის 400 მილის სიგრძეზე დასავლეთისაკენ სიღრმეში
გადაინაცვლეს, ზოგიერთ ადგილას 150 მილსაც კი მიაღწია, იმისთვის,
რომ ჩვენ რუს მოკავშირეებს დაეკავებინათ ეს ვრცელი ტერიტორიები,
რომელიც დასავლელმადემოკრატიებმა ომით მოიპოვეს.
თუ ახლა საბჭოთა მთავრობა შეეცდება ცეპარატისტული
ქმედებებით შექმნას თავის ზონაში პროკომუნისტური გერმანია, ეს
გამოიწვევს ახალ სერიოზულ სიძნელეებს ბრიტანულ და ამერიკულ
ზონებში და მისცემს დამარცხებულ გერმანელებს საშუალებას მოაწყონ
ვაჭრობა საბჭოეთსა და დასავლურ დემოკრატიებს შორის. როგორი
დასკვნებიც არ უნდა გამოვიტანოთ ამ ფაქტებიდან, და ეს ყველაფერი
ფაქტია,- ეს არ იქნება ის განთავისუფლებული ევროპა, რომლისთვისაც
ჩვენ ვიბრძოდით. არა ის ევროპა, რომელსაც ექნება აუცილებელი
წინაპირობები მტკიცე მშვიდობის შესაქმნელად. მშვიდობის
უსაფრთხოება მოითხოვს ევროპაში ახალ ერთობას, რომლისგანაც
არცერთი მხარე არ უნდა იყოს სამუდამოდ გარიყული. ამ ევროპაში
ძლიერი ადგილობრივი რასების დაპირისპირების შედეგად ხდებოდა
მსოფლიო ომები, რომლის მოწმეებიც ჩვენც ვართ, ან წარსულში
მომხდარი ომები. ჩვენს სიცოცხლეში ორჯერ შეერთებული შტატები
თავისი სურვილისა და ტრადიციების საწინააღმდეგოდ და
არგუმენტების შეუსაბამოდ, რომელიც შეუძლებელია გაუგებარი იყოს,
75
გადაულახავი ძალების მიერ ჩათრეული იქნენ ამ ომებში იმისთვის, რომ
უზრუნველეყოთ მართალი საქმის გამარჯვება, მაგრამ მხოლოდ
საშინელი სასაკლაოებისა და განადგურების შემდეგ. შეერთებული
შტატები ორჯერ გახდა იძულებული გაეგზავნა ატლანტიკის ოკეანის
გადაღმა ომში თავისი მილიონობით ახალგაზრდა. მაგრამ ამჟამად
ნებისმიერ ქვეყნამდე შეუძლია მიაღწიოს ომმა შებინდებიდან
გამთენიამდე. ჩვენ, რასაკვირველია, უნდა ვიმოქმედოთ
გაცნობიერებული მიზნით ევროპაში გრანდიოზული მშვიდობის
მისაღწევად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში და მისი
წესდების შესაბამისად. ეს, ჩემის აზრით, განსაკუთრებული
მნიშვნელობის პოლიტიკაა. "რკინის ფარდის" მიღმა, რომელიც დაეშვა
ევროპის მთელ სიგრძეზე, შეშფოთების სხვა მიზეზები აქვთ. იტალიაში
კომუნისტური პარტიის მოღვაწეობა შერიოზულად
იზღუდებაკომუნისტების მიერ გამოწრთვნილი მარშალ ტიტოს
პრეტენზიების მხარდაჭერის აუცილებლობით ადრიატიკის ცენტრში,
ყოფილი იტალიის ტერიტორიებზე. მიუხედავად ამისა, მდგომარეობა
იტალიაში რჩება გაურკვეველი. ისევ და ისევ წარმოუდგენელია
აღდგენილი ევროპა ძლიერი საფრანგეთის გარეშე. მთელი ჩემი
ცხოვრება მე გამოვდიოდი ძლიერი საფრანგეთის არსებობის მომხრედ
და არასდროს, ყველაზე მძიმე დღეებშიც კი, არ დამიკარგავს იმედი მისი
მომავლის შესახებ. და ახლაც, მე არ ვკარავ ამ რწმენას. თუმცაღა
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, რუსეთის საზღვრებიდან შორს, შექმნილია
კომუნისტური მეხუთე კოლონები, რომლებიც მოქმედებენ სრული
ერთიანობითა და დირექტივრბზე აბსოლუტური დაქვემდებარებით,
რომელთაც ისინი ღებულობენ კომუნისტური ცენტრიდან. ბრიტანეთის
თანამეგობრობისა და შეერთებული შტატების გამოკლებით, სადაც
კომუნიზმი ჩანასახის სტადიაშია, კომუნისტური პარტიები ან მეხუთე
კოლონები წარმოადგენენ სულ უფრო მზარდ გამოწვევასა და საფრთხეს
ქრისტიანული ცივილიზაციისათვის. ეს ყველაფერი მძიმე ფაქტებია,
რომელზეც გვიწევს საუბარი მშვიდობისა და დემოკრატიის მიზნით
ძალზე შესანიშნავი საბრძოლო ამხანაგობის მიერ მოპოვებული
გამარჯვებისთანავე. მაგრამ უაღრესად არაგონივრული იქნებოდა, არ
დაგვენახა ეს (პრობლემები), სანამ კიდევ არის დრო. შეშფოთებას იწვევს
აგრეთვე შორეული აღმოსავლეთის პერსპექტივები, განსაკუთრებით
მაჯურიაში. იალტაში მიღწეული შეთანხმება, რომელშიც მეც
ვმონაწილეობდი, იყო განსაკუთრებით ხელსაყრელი საბჭოთა
რუსეთისათვის, მაგრამ ეს გაკეთდა იმ დროს , როცა შეუძლებელი იყო
76
ვინმეს ეთქვა, რომ დამთავრდებოდა ომი გერმანიასთან 1945 წლის
გაზაფხულზე თუ შემოდგომაზე, და იყო მოლოდინი , რომ იაპონიასთან
ომი გაგრძელდებოდა კიდევ 18 თვის განმავლობაში, გერმანიასთან ომის
დამთავრების შემდეგ. თქვენს ქვეყანაში თქვენ იმდენად კარგად ხართ
ინფორმირებული შორეულ აღმოსავლეთზე და ხართ ჩინეთის ისეთი
ერთგული მეგობრები, რომ მე არ მაქვს აუცილებლობა განვავრცო იქაური
მდგომარეობის შესახებ თემა.
მე ვგრძნობდი თავს ვალდებულად მომეხაზა თქვენთვის ის
ჩრდილი, რომელიც ეცემა მშვიდობას დასავლეთშიცა და
აღმოსავლეთშიც. ვერსალის შეთანხმებაზე ხელისმოწერის დროს მე
ვიყავი მინისტრი და ახლო მეგობარი ბატონ ლოიდ ჯორჯის, რომელიც
მეთაურობდა ბრიტანეთის დელეგაციას ვერსალში. მე არ ვეთანხმებოდი
ბევრ რამეს, რაც იქ იქნა გაკეთებული, მაგრამ მე დამრჩა ძალიან ძლიერი
შთაბეჭდილება იმდროინდელი სიტუაციის შესახებ, და ჩემთვის
მტკივნეულია დავუკავშირო ახლანდელს (გარემოებებს). ეს იყო დიდი
მოლოდინების დრო და უსაზღვრო რწმენისა რომ ომი აღარ იქნება და
რომ ერთა ლიგა გახდება ყოვლისშემძლე. დღეს მე ვერ ვხედავ და ვერ
ვგრძნობ ასეთ რწმენას და ასეთ იმედებს ჩვენს დატანჯულ მსოფლიოში.
მეორეს მხრივ, მე ვიგერიებ აზრებს, რომ ახალი ომი გარდაუვალია,
მითუმეტეს ახლო მიმავალში. და სწორედ ამიტომ, რომ მე მჯერა, რომ
ჩვენი ბედი ჩვენს ხელთაა და ჩვენ შეგვიძლია გადავარჩინოთ მომავალი,
მე თავს მოვალედ ვთვლიგამოვთქვა ჩემი აზრი ამ საკითხის შესახებ,
მადლობა ღმერთს მე მაქვს ამის გაკეთების შემთხვევა და შესაძლებლობა.
მე არ მჯერა, რომ რუსეთს უნდა ომი. რაც მას უნდა, ეს არის ომის
შედეგები და თავისი ძლევამოსილებისა და დოქტრინის უსაზღვრო
გავრცელება. მაგრამ ის, რაზეც უნდა დავფიქრდეთ ჩვენ დღეს აქ, სანამ
ჯერ კიდევ გვაქვს დრო, არის ომის სამუდამო აკრძალვაზე და
დემოკრატიისა და თავისუფლების პირობების შექმნაზეყველა ქვეყანაში
რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენი საფრთხეები და სიძნელეები არ გაქრება,
თუ ჩვენ მათზე თვალს დავხუჭავთ ან უბრალოდ დაველოდებით, რა
მოხდება, ან გავატარებთ შერიგების პოლიტიკას. ჩვენ უნდა მივაღწიოთ
დარეგულირებას, და რაც უფრო მეტ დროს დაიკავებს ეს, მით უფრო
რთულად მიიღწევა და ჩვენს წინაშე მდგარი საფრთხეები მით უფრო
მრისხანე გახდება. იმის მიხედვით, ტუ რა დასკვნები გავაკეთე ჩვენი
რუსი მეგობრებისა და ომის დროინდელი მოკავშირეების საქციელიდან,
მე განმიმტკიცდა რწმენა, რომ ისინი არაფერს ისე არ ცემენ პატივს,
როგორც ძალას, და არაფერს ისე არ ეპყრობიან უპატივცემულოდ,
77
როგორც სისუსტეს, განსაკუთრებით სამხედრო სისუსტეს. ამ მიზეზით,
ძველი დოქტრინა ძალთა ბალანსის შესახებ, არის უსარგებლო. ჩვენ არ
შეგვიძლია თავს უფლება მივცეთ, რამდენადაც ამის უნარი შეგვწევს,
ვიმოქმედოთ მცირე უპირატესობის პოზიციიდან, რომელსაც მივყავართ
ძალთა მოსინჯვის ცდუნებამდე. თუ დასავლური დემოკრატიები
იდგებიან ერთად თავისი მტკიცე თანმიმდევრობით გაერთიანებული
ერების ორგანიზაციის წესდების პრინციპებისადმი, მათი გავლენა ამ
პრინციპების გასავითარებლად იქნება უზარმაზარი და საეჭვოა, რომ
ვინმემ დათრგუნოს ისინი. მაგრამ, თუ ისინი იქნებიან
დაშორიშორებულნი და ვერ შეძლებენ თავიანთი მოვალეობის
შესრულებას, დათუ ხელიდან გაუშვებენ ამ გადამწყვეტ წლებს, მაშინ
ჩვენ ნამდვილად დაგვატყდება კატასტროფა.
წინა ჯერზე, როცა ვხედავდი მოვლენების ასეთ განვითარებას,
მთელი ძალით მოვუწოდებდი ხმამაღლა ჩემს თანამემამულეებსა და
მთელ მსოფლიოს, მაგრამ ყურადღების მოქცევაც კი არავინ ისურვა. 1933
წლამდე და თუნდაც 1935 მდე კიდევ შეიძლებოდა გადაგვერჩინა
გერმანია იმ საშინელი ბედისაგან, რომელი მას დაატყდა თავს, და ჩვენც
გადავრჩებოდით, იმ უბედურებებს, რაც ჰიტლერმა კაცობრიობას
დაატეხა თავს. ისტორიულად აქამდე არასოდეს ყოფილა ომი, რომლის
თავიდან აცილებაც ასეთი ადვილი იქნებოდა, ვიდრე ეს, რომელმაც
ახლახანს გაანადგურა მსოფლიო მასშტაბით უზარმაზარი ოლქები. მე
დარწმუნებული ვარ, ერთი გასროლის გარეშეც კი შესაძლებელი იყო
თავიდან აგვეცილებინა ის, და დღეს გერმანია იქნებოდა ძლიერი,
აყვავებული და პატივსაცემი ქვეყანა; მაგრამ მაშინ არ მოისურვეს
ჩემთვის მოესმინათ, და ერთმანეთის მიყოლებით ჩვენ ჩათრეულები
აღმოვჩნდით საშინელ მორევში. ჩვენ, რა თქმა უნდა, აღარ უნდა
დავუშვათ ეს.
ჩვენ ახლა, დღეს, 1946 წელს ამის მიღწევა შეგვიძლია მხოლოდ
კარგი ურთიერთგაგებით ყველა საკითხში რუსეთთან გაერთიანებული
ორგანიზაციის საერთო ეგიდით, ამ მსოფლიო ინსტრუმენტის
გამოყენებით კარგი ურთიერთგაგების შენაჩუნება მრავალი წლის
განმავლობაში, ინგლისურენოვანი სამყაროს სიძლიერეზე
დაყრდნობითა და ყოველი მათგანის, ვინც მასთან კავშირშია . ეს არის
გადაწყვეტილება, რომ პატივისცემით შემოგთავაზოთ ჩემს ამ
მიმართვაში, რომელსაც დავარქვი "მშვიდობის მყესები" "The Sinews of
Peace")

78
დაე ნურავის შეეპარება ეჭვი ბრიტანეთის იმპერიისა და
თანამეგობრობის ურევ ძალაში იმის გამო, რომ ხედავთ 46 მილიონიანი
კუნძულის მაცხოვრებლების სიძნელეებს პროდუქტების ნაკლებობის
გამო, რომელიც მხოლოდ ერთნახევარჯერ იზრდება მიუხედავად ომისა,
და დაე ჩვენ გვაქვს სირთულეები ჩვენი მრეწველობისა და საექსპორტო
ვაჭრობის აღდგენაში 6 წლიანი დაძაბული საომარი ძალისხმევის გამო,
ნუ იფიქრებთ, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ გავიაროთ სიდუხჭირის ეს მძიმე
წლები, ისევე, როგორც ჩვენ გავიარეთ ეიფორიის დიადი წლები, ან ის
რომ ნახევარი საუკუნის შემდეგ ჩვენ არ ვიქნებით 70 ან 80 მილიონი
ბრიტანელებისა, რომლებიც ცხოვრობენ დედამიწის ყოველ კუთხეში და
ერთიანები ჩვენი ტრადიციების დაცვაში, ჩვენი ცხოვრების წესის და იმ
მსოფლიო გამოწვევებისა , რომელსაც ჩვენ და თქვენ ვღებულობთ.
თუ ბრიტანეთის თანამეგობრობისა და შეერთებული შტატების
ხალხები იმოქმედებენ ერთობლივად, ყოველივე იმის
გათვალისწინებით, რასაც ეს თანამეგობრობა ნიშნავს, ჰაერში, ზღვაზე,
მეცნიერებაში და ინდუსტრიაში, და მორალურადაც, მთელი მსოფლიოს
მასშტაბით, მაშინ გამოირიცხება ის ის არასტაბილური და მშფოთვარე
ძალთა ბალანსი, რომელმაც შეიძლება უბიძგოს ამბიციებისა და
თავგადასავლებისაკენ. პირიქით იქნება აბსოლუტური გარანტია
უსაფრთხოებისა. თუ ჩვენ კეთილსინდისიერად დავიცავთ
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებას, და წავალთ წინ
მშვიდი და ფხიზელი ძალით, არ გვექნება პრეტენზია სხვის მიწებზე და
სიმდიდრეზე, და არ შევეცდებით დავამყაროთ თვითნებური
კონტროლი ადამიანთა შეხედულებებზე, თუ ბრიტანეთის ყველა
მატერიალური და მორალური ძალა გაერთიანდება თქვენთან ძმური
კავშირით, მაშინ გაიხსნება ფართო გზები მომავლისაკენ- არა მხოლოდ
ჩვენთვის, არამედ ყველასთვის, არა მხოლოდ ჩვენს დროში, არამედ
მომავალი საუკუნეების განმავლობაშიც.

ამხანაგ ი. ბ. სტალინის ინტერვიუ ”პრავდის”


კორესპონდენტთან ბ-ნ ჩერჩილის სიტყვის გამო
ამ დღეებში ”პრავდის” ერთ-ერთმა კორესპონდენტმა ამხანაგ სტა-
ლინს მიმართა თხოვნით განემარტა ბ-ნ ჩერჩილის სიტყვასთან დაკავში-
რებული მთელი რიგი საკითხები. ამხანაგმა სტალინმა მას მისცა სათანა-
დო განმარტებები, რომლებიც მოყვანილიოა ქვემოთ კორესპონდენტის
კითხვებზე პასუხების სახით.
79
კითხვა. რა შეფასებას აძლევთ თქვენ ბ-ნ ჩერჩილის უკანასკნელ სიტ-
ყვას, რომელიც მან ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოსთქვა?
პასუხი. მე იგი მიმაჩნია საშიშ აქტად, რომელიც ნავარაუდევია იმის-
ათვის, რომ მოკავშირე სახელმწიფოთა შორის უთნხმოების თესლი დას-
თესოს და გააძნელოს მათი თანამშრომლობა.
კითხვა. შეიძლება თუ არა ჩავთვალოთ, რომ ბ-ნ ჩერჩილის სიტყვა
ზიანს აყენებს მშვიდობისა და უშიშროების საქმეს?
პასუხი. უეჭველად შეიძლება. არსებითად ბ-ნი ჩერჩილი ახლა ომის
გამჩაღებელთა პოზიციაზე დგას. და ბ-ნი ჩერჩილი აქ მარტო როდია, -
მას მეგობრები ჰყავს არა მარტო ინგლისში, არამედ ამერიკის შეერთებულ
შტატებშიც.
უნდა აღინიშნოს, რომ ბ-ნი ჩერჩილი და მისი მეგობრები ამ მხრივ გა-
საოცრად მოგვაგონებენ ჰიტლერსა და მის მეგობრებს. ჰიტლერმა ომის
გაჩაღების საქმე იმით დაიწყო, რომ გამოაცხადა რასობრივი თეორია, გა-
მოაცხადა, რომ მხოლოდ გერმანულ ენაზე მოლაპარაკე ადამიანები წარ-
მოადგენენ სრულფასოვან ერს. ბ-ნი ჩერჩილიც ომის გაჩაღების საქმეს რა-
სობრივი თეორიით იწყებს, ამტკიცებს რა, რომ მხოლოდ ინგლისურ ენა-
ზე მოლაპარაკე ერები წარმოადგენენ სრულფასოვან ერებს, რომლებიც
მოწოდებული არიან გადასწყვიტონ მთელი მსოფლიოს ბედი. გერმა-
ნულმა რასობრივმა თეორიამ ჰიტლერი და მისი მეგობრები იმ დასკვნამ-
დე მიიყვანა, რომ გერმანელებმა, როგორც ერთადერთმა სრულფასოვანმა
ერმა, უნდა იბატონონ სხვა ერებზე. ინგლისურ რასობრივ თეორიას ბ-ნი
ჩერჩილი და მისი მეგობრები მიჰყავს იმ დასკვნამდე, რომ ინგლისურ ენ-
აზე მოლაპარაკე ერებმა, როგორც ერთადერთმა სრულფასოვანმა ერებმა,
უნდა იბატონონ მსოფლიოს დანარჩენ ერებზე.
არსებითად ბ-ნი ჩერჩილი და მისი მეგობრები ინგლისსა და ამერიკ-
ის შეერთებულ შტატებში იმ ერებს, რომელნიც ინგლისურ ენაზე არ ლა-
პარაკობენ, უდგენენ ულტიმატუმის მსგავს რამეს: ნებაყოფლობით აღი-
არეთ ჩვენი ბატონობა და მაშინ ყველაფერი წესრიგზე იქნება, - წინააღმ-
დეგ შემთხვევაში ომი გარდუვალიაო.
მაგრამ ერები სასტიკი ომის ხუთი წლის განმავლობაში სისხლს
ღვრიდნენ თავიანთი ქვეყნების თავისუფლებისა და დამოუკიდებლობი-
სათვის და არა იმისათვის, რომ ჰიტლერის ბატონობა ჩერჩილების ბატო-
ნობით შეეცვალათ, ამიტომ სავსებით შესაძლებელია, რომ ერები, რო-
მელნიც ინგლისურ ენაზე არ ლაპარაკობენ და ამასთანავე მსოფლიოს მო-
სახლეობის დიდ უმრავლესობას შეადგენენ, არ დათანხმდებიან ახალ მო-
ნობას.
80
ბ-ნ ჩერჩილის ტრაგედია ის არის, რომ მას, როგორც პირწავარდნილ
ტორის, არ ესმის ეს უბრალო და აშკარა ჭეშმარიტება.
უეჭველია, რომ ბ-ნ ჩერჩილის გეზი არის გეზი ომისაკენ, მოწოდება
სსრ კავშირის წინააღმდეგ ომისაკენ. ისიც ცხადია, რომ ბ-ნ ჩერჩილის ას-
ეთი გეზი შეუთავსებელია ინგლისსა და სსრ კავშირს შორის არსებულ სა-
მოკავშირეო ხელშეკრულებებთან. მართალია ბ-ნი ჩერჩილი იმისათვის,
რომ დააბნიოს მკითხველები, გაკვრით აცხადებს საბჭოთა კავშირ - ინ-
გლისის ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების
ვადა სავსებით შეიძლებოდა განგრძობილიყო 50 წლამდეო. მაგრამ რო-
გორ შევუთავსოთ ბ-ნ ჩერჩილის ეს განცხადება სსრ კავშირის წინააღმ-
დეგ ომისაკენ მის გეზს, სსრ კავშირის წინააღმდეგ ომის მის ქადაგებას?
ცხადია, რომ ამ ორი რამის შეთავსება არასგზით არ შეიძლება. და თუ ბ-ნ
ჩერჩილს, რომელიც მოუწოდებს ომისაკენ საბჭოთა კავშირის წინააღმ-
დეგ, ამასთანავე შესაძლებლად მიაჩნია ინგლის- საბჭოთა კავშირის ხელ-
შეკრულების ვადის განგრძობა 50 წლამდე, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ამ
ხელშეკრულებას სთვლის ფარატინა ქაღალდად, რომელიც მას მხოლოდ
იმისათვის ესაჭიროება, რომ მით დაფაროს და შენიღბოს თავისი ანტი-
საბჭოთა გეზი. ამიტომ შეუძლებელია სერიოზულად მოვეკიდოთ ბ-ნ
ჩერჩილის ინგლისელი მეგობრების ყალბ განცხადებებს საბჭოთა კავშირ
- ინგლისის ხელშეკრულების ვადის 50 და მეტ წლამდე განგრძობის შესა-
ხებ. ხელშეკრულების ვადის განგრძობას აზრი არა აქვს, თუ ერთ-ერთი
მხარე ხელშეკრულებას არღვევს და მას ფარატინა ქაღალდად აქცევს.
კითხვა. რა შეფასებას აძლევთ თქვენ ბ-ნ ჩერჩილის სიტყვის იმ ნა-
წილს, სადაც იგი თავს ესხმის ჩვენს მეზობელ ევროპის სახელმწიფოთა
დემოკრატიულ წყობილებას და სადაც იგი აკრიტიკებს ამ სახელმწიფო-
ებსა და საბჭოთა კავშირს შორის დამყარებულ კეთილმეზობლურ ურთი-
ერთობას?
პასუხი. ბ-ნ ჩერჩილის სიტყვის ეს ნაწილი წარმოადგენს ცილისწა-
მების ელემენტების და უხეშობისა და უტაქტობის ელემენტების ნარევს.
ბ-ნი ჩერჩილი ამტკიცებს, რომ „ვარშავა, ბერლინი, პრაღა, ვენა, ბუ-
დაპეშტი, ბელგრადი, ბუქარესტი, სოფია - ყველა ეს ქალაქი და მათი რაი-
ონების მოსახლეობა საბჭოთა სფეროში იმყოფება და ყველანი ამა თუ იმ
ფორმით ემორჩილებიან არა მარტო საბჭოთა გავლენას, არამედ მნიშვნე-
ლოვანწილად მოსკოვის მზარდ კონტროლსაც“. ბ-ნი ჩერჩილი ყოველივე
ამას უწოდებს საბჭოთა კავშირის „ექსპანსიონისტურ ტენდენციებს“, რო-
მელთაც საზღვარი არა აქვთ.

81
დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს დავამტკიცოთ, რომ აქ ბ-ნი ჩერჩი-
ლი უხეშად და მოურიდებლად სწამებს ცილს როგორც მოსკოვს, ისე სსრ
კავშირის მეზობელ დასახელებულ სახელმწიფოებს.
ჯერ-ერთი, სრული უაზრობაა ლაპარაკი სსრ კავშირის განსაკუთ-
რებულ კონტროლზე ვენასა და ბერლინში, სადაც იმყოფებიან მოკავში-
რეთა საკონტროლო საბჭოები ოთხი სახელმწიფოს წარმომადგენელთაგან
და სადაც სსრ კავშირს ხმების მხოლოდ მეოთხედი ნაწილი აქვს. არის
ხოლმე, რომ ზოგიერთ ადამიანს არ შეუძლია არ ეწეოდეს ცილისწამებას,
მაგრამ ზომა მაინც უნდა იცოდეს.
მეორე, არ შეიძლება დავიწყებულ იქნას შემდეგი გარემოება. გერ-
მანელები სსრ კავშირში შემოიჭრნენ ფინეთის, პოლონეთის, რუმინეთის,
ბულგარეთისა და უნგრეთის გზით. გერმანელებს ამ ქვეყნებზე გამოვ-
ლით შემოჭრა შეეძლოთ მოეხდინათ იმიტომ, რომ ამ ქვეყნებში მაშინ
საბჭოთა კავშირისადმი მტრული მთავრობები არსებობდნენ. გერმანელე-
ბის შემოჭრის შედეგად საბჭოთა კავშირმა გერმანელებთან ბრძოლებში,
აგრეთვე გერმანული ოკუპაციისა და გერმანულ კატორღაში საბჭოთა ად-
ამიანების გარეკვის მეოხებით აუნაზღაურებლად დაჰკარგა შვიდ მილი-
ონამდე კაცი. სხვანაირად რომ ვთქვათ, საბჭოთა კავშირმა ადამიანების
სახით დაჰკარგა რამდენჯერმე მეტი, ვიდრე დაჰკარგეს ერთად აღებულ-
მა ინგლისმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. შესაძლებელია ზოგან
სურდეთ დავიწყებას მისცენ საბჭოთა ხალხის ეს კოლოსალური მსხვერ-
პლი, რამაც უზრუნველჰყო ევროპის განთავისუფლება ჰიტლერული უღ-
ლისაგან. მაგრამ საბჭოთა კავშირს არ შეუძლია დაივიწყოს ეს მსხვერ-
პლი. საკითხავია, რა უნდა იყოს გასაკვირველი იმაში, რომ საბჭოთა კავ-
შირი, რომელსაც სურს უშიშარჰყოს თავისი თავი მომავლისათვის, ცდი-
ლობს მიაღწიოს იმას, რომ ამ ქვეყნებში არსებობდნენ მთავრობები, რომ-
ლებიც ლოიალურად მოეკიდებიან საბჭოთა კავშირს? როგორ შეიძლება,
თუ კაცი ჭკუაზე არ შეშლილა, საბჭოთა კავშირის ამ მშვიდობიან მისწრა-
ფებებს უწოდოს ჩვენი სახელმწიფოს ექსპანსიონისტური ტენდენციები?
შემდეგ ბ-ნი ჩერჩილი ამტკიცებს, რომ „პოლონეთის მთავრობას,
რომელიც რუსთა ბატონობის ქვეშ იმყოფება, აქეზებდნენ გერმანიისადმი
უდიდეს და უსამართლო ხელყოფისაკენ“.
აქ ყოველი სიტყვა ტლანქი და შეურაცხმყოფელი ცილისწამებაა.
თანამედროვე დემოკრატიულ პოლონეთს გამოჩენილი ადამიანები ხელ-
მძღვანელობენ, რომლებმაც საქმით დაამტკიცეს, რომ უნარი შესწევთ და-
იცვან თავიანთი სამშობლოს ინტერესები და ღირსება. რა უნარიც მათ წი-
ნამოადგილეებს არ გააჩნდათ. რა საფუძველი აქვს ბ-ნ ჩერჩილს ამტკი-
82
ცებდეს, რომ თანამედროვე პოლონეთის ხელმძღვანელებს შეუძლიათ
დაუშვან თავიანთ ქვეყანაში რომელიმე უცხო სახელმწიფოს წარმომად-
გენელთა „ბატონობა“? იმიტომ ხომ არ ეწევა აქ ცილისწამებას ბ-ნი ჩერჩი-
ლი „რუსების“ წინააღმდეგ, რომ განზრახვა აქვს უთანხმოების თესლი
დასთესოს პოლონეთისა და საბჭოთა კავშირის ურთიერთობაში?...
ბ-ნი ჩერჩილი უკმაყოფილოა, რომ პოლონეთმა თავისი პოლიტიკა
მოაბრუნა სსრ კავშირთან მეგობრობისა და მოკავშირეობისაკენ. იყო
დრო, როცა პოლონეთისა და სსრ კავშირის ურთიერთობაში სჭარბობ-
დნენ კონფლიქტებისა და წინააღმდეგობათა ელემენტები. ეს გარემოება
ბ-ნ ჩერჩილის მსგავს სახელმწიფო მოღვაწეებს შესაძლებლობას აძლევდა
გამოეყენებინათ ეს წინააღმდეგობანი, ხელში ჩაეგდოთ პოლონეთი, ვი-
თომდა რუსებისაგან დასაცავად, დაეშინებინათ რუსეთი მასსა და პოლო-
ნეთს შორის ომის აჩრდილით და შეენარჩუნებინათ არბიტრის პოზიცია,
მაგრამ ეს დრო უკვე წავიდა, რადგან პოლონეთსა და რუსეთს შორის
მტრობამ ადგილი დაუთმო მათ შორის მეგობრობას, ხოლო პოლონეთს,
თანამედროვე დემოკრატიულ პოლონეთს, აღარ სურს სათამაშო ბურთი
იყოს უცხოელთა ხელში. მე მგონია, რომ სწორედ ამ გარემოებით არის გა-
ჯავრებული ბ-ნი ჩერჩილი და ამით არის გამოწვეული მისი უხეში და
უტაქტო გალაშქრება პოლონეთის წინააღმდეგ. ხუმრობა ხომ არ არის: მას
არ აძლევენ საშუალებას, რომ სხვის ხარჯზე ითამაშოს...
რაც შეეხება ბ-ნ ჩერჩილის თავდასხმებს საბჭოთა კავშირზე, წინათ
გერმანელების მიერ დაპყრობილი პოლონური ტერიტორიების ხარჯზე
პოლონეთის დასავლეთი საზღვრების გაფართოებასთან დაკავშირებით,
აქ, მე ვფიქრობ, იგი აშკარად თაღლითობს. როგორც ცნობილია, გადაწ-
ყვეტილება პოლონეთის დასავლეთი საზღვრების შესახებ სამი სახელ-
მწიფოს ბერლინის კონფერენციამ მიიღო პოლონეთის მოთხოვნათა სა-
ფუძველზე. საბჭოთა კავშირს არაერთგზის განუცხადებია, რომ მას პო-
ლონეთის მოთხოვნები სწორად და სამართლიანად მიაჩნია. სავსებით შე-
საძლებელია, რომ ბ-ნი ჩერჩილი უკმაყოფილოა ამ გადაწყვეტილებით.
მაგრამ ბ-ნი ჩერჩილი, რომელიც ისრებს არ იშურებს რუსების პოზიციის
წინააღმდეგ ამ საკითხში, რატომ უმალავს მკითხველებს იმ ფაქტს, რომ
გადაწყვეტილება ბერლინის კონფერენციამ მიიღო ერთხმად, რომ გადაწ-
ყვეტილებას ხმა მისცეს არა მარტო რუსებმა, არამედ აგრეთვე ინგლისე-
ლებმა და ამერიკელებმა? რად დასჭირდა ბ-ნ ჩერჩილს ადამიანების შეც-
დომაში შეყვანა?
შემდეგ ბ-ნი ჩერჩილი ამტკიცებს, რომ „კომუნისტურმა პარტიებმა,
რომლებიც ფრიად უმნიშვნელონი იყვნენ ევროპის ყველა ამ აღმოსავ-
83
ლეთ სახელმწიფოში, მიაღწიეს განსაკუთრებულ ძალას, რაც ბევრად აღ-
ემატება მათს რიცხვს, და ისწრაფვიან ყველგან დაამყარონ ტოტალიტა-
რული კონტროლი. პოლიციური მთავრობები სჭარბობენ თითქმის ყველა
ამ ქვეყანაში და დღემდე, გარდა ჩეხოსლოვაკიისა, იქ არ არსებობს არავ-
ითარი ნამდვილი დემოკრატია“.
როგორც ცნობილია, ამჟამად ინგლისში სახელმწიფოს მართავს ერ-
თი პარტია, ლეიბორისტების პარტია, ამასთან ოპოზიციური პარტიები
მოკლებული არიან უფლებას მონაწილეობა მიიღონ ინგლისის მთავრო-
ბაში. ამას ბ-ნი ჩერჩილი ნამდვილ დემოკრატიზმს უწოდებს. პოლონეთ-
ში, რუმინეთში, იუგოსლავიაში, ბულგარეთში, უნგრეთში მართავს რამ-
დენიმე პარტიის - ოთხიდან ექვსამდე პარტიის - ბლოკი. ამასთან ოპოზ-
იციისათვის, თუ იგი ცოტად თუ ბევრად ლოიალურია,. უზრუნველყო-
ფილია მთავრობაში მონაწილეობის უფლება. ამას ბ-ნი ჩერჩილი უწოდ-
ებს ტოტალიტარიზმს, ტირანიას, პოლიციურობას. რატომ, რა საფუძ-
ვლით, - პასუხს ბ-ნ ჩერჩილისაგან ნუ ელით. ბ-ნ ჩერჩილს არ ესმის, რა
სასაცილო მდგომარეობაში იყენებს თავს მყვირალა სიტყვებით ტოტალი-
ტარიზმის, ტირანიის, პოლიციურობის შესახებ. ბ-ნ ჩერჩილისათვის სა-
სურველი იქნებოდა, რომ პოლონეთს მართავდნენ სოსნკოვსკი და ან-
დერსი, იუგოსლავიას - მიხაილოვიჩი და პაველიჩი, რუმინეთს - თავადი
შტირბეი და რადესკუ, უნგრეთსა და ავსტრიას - რომელიმე მეფე ჰაბს-
ბურგთა სახლიდან და სხვ. ბ-ნ ჩერჩილს სურს დაგვარწმუნოს, რომ ფა-
შისტური ბანაკის ამ ვაჟბატონებს შეუძლიათ უზრუნველჰყონ „ნამდვი-
ლი დემოკრატიზმი“. ასეთია ბ-ნ ჩერჩილის „დემოკრატიზმი“.
ბ-ნი ჩერჩილი სიმართლის ახლოს დაბორიალობს, როცა ლაპარა-
კობს აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტური პარტიების გავლენის ზრდა-
ზე. მაგრამ უნდა შევნიშნოთ, რომ იგი სავსებით ზუსტი როდია. კომუ-
ნისტური პარტიების გავლენა გაიზარდა არა მარტო აღმოსავლეთ ევრო-
პაში, არამედ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში, სადაც წინათ ბატონობ-
და ფაშიზმი (იტალია, გერმანია, უნგრეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ფი-
ნეთი), ანდა სადაც იყო გერმანული, იტალიური თუ უნგრული ოკუპაცია
(საფრანგეთი, ბელგია, ჰოლანდია, ნორვეგია, დანია, პოლონეთი, ჩეხოს-
ლოვაკია, იუგოსლავია, საბერძნეთი, საბჭოთა კავშირი და სხვ.).
კომუნისტების გავლენის ზრდა არ შეიძლება ჩაითვალოს შემთხვე-
ვითობად. იგი სავსებით კანონზომიერი მოვლენაა. კომუნისტების გავ-
ლენა გაიზარდა იმიტომ, რომ ევროპაში ფაშიზმის ბატონობის მძიმე
წლებში კომუნისტები აღმოჩნდნენ საიმედო, გამბედავი, თავდადებული
მებრძოლები ფაშისტური რეჟიმის წინააღმდეგ, ხალხების თავისუფლე-
84
ბისათვის. ბ-ნი ჩერჩილი ზოგჯერ თავის სიტყვებში იხსენიებს „პატარა
სახლების უბრალო ადამიანებს“, ბატონკაცურად დაჰკრავს ხოლმე ხელს
მათ მხარზე და თავი მოაქვს მათ მეგობრად. მაგრამ ეს ადამიანები არც
თუ ისე უბრალონი არიან, როგორც შეიძლება ეგონოთ ერთი შეხედვით.
მათ, „უბრალო ადამიანებს“, აქვთ თავიანთი შეხედულებანი, თავიანთი
პოლიტიკა და მათ იციან თავიანთი თავის დაცვა. სწორედ მათ, ამ მილი-
ონობით „უბრალო ადამიანებმა“ გააშავეს ინგლისში ბ-ნი ჩერჩილი და
მისი პარტია, როცა ხმა მისცეს ლეიბორისტებს. სწორედ ამ მილიონობით
„უბრალო ადამიანებმა“ გარიყეს ევროპაში რეაქციონერები, ფაშიზმთან
თანამშრომლობის მომხრენი და უპირატესობა მისცეს მემარცხენე დემოკ-
რატიულ პარტიებს. სწორედ ამ მილიონობით „უბრალო ადამიანებმა“,
კომუნისტები გამოსცადეს რა ფაშიზმთან ბრძოლისა და მისდამი წინა-
აღმდეგობის ცეცხლში, გადასწყვიტეს, რომ კომუნისტები სავსებით ღირ-
სნი არიან ხალხის ნდობისა. ასე გაიზარდა კომუნისტების გავლენა ევრო-
პაში. ასეთია ისტორიული განვითარების კანონი.
რა თქმა უნდა, ბ-ნ ჩერჩილს არ მოსწონს მოვლენათა ასეთი განვი-
თარება და იგი განგაშს სტეხს, ძალას მიმართავს. მაგრამ მას არ მოსწონდა
აგრეთვე საბჭოთა რეჟიმის გაჩენა რუსეთში პირველი მსოფლიო ომის
შემდეგ. იგი ასევე სტეხდა განგაშს მაშინ და მოაწყო „14 სახელმწიფოს“
სამხედრო ლაშქრობა რუსეთის წინააღმდეგ, როცა მიზნად დაისახა უკ-
უღმა დაეტრიალებინა ისტორიის ჩარხი. მაგრამ ისტორია ჩერჩილის ინ-
ტერვენციაზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა და ბ-ნ ჩერჩილის დონკიხოტურ-
მა საქციელმა ის გამოიწვია, რომ იგი მაშინ სავსებით დამარცხდა. მე არ
ვიცი, მოახერხებენ თუ არა ბ-ნი ჩერჩილი და მისი მეგობრები მეორე
მსოფლიო ომის შემდეგ მოაწყონ ახალი სამხედრო ლაშქრობა „აღმოსავ-
ლეთ ევროპის“ წინააღმდეგ. მაგრამ თუ მათ ეს მოახერხეს, - რაც ნაკლებ
დასაჯერებელია, რადგან მილიონობით „უბრალო ადამიანები“ მშვიდო-
ბიანობის საქმის სადარაჯოზე დგანან, - დანამდვილებით შეიძლება ით-
ქვას, რომ ისინი ისევე დამარცხდებიან, როგორც დამარცხდნენ წარსულ-
ში, 26 წლის წინათ.
„კომუნისტი“, 15 მარტი 1946 წ. N 54, გვ.1

ჯორჯ კენანის „გრძელი ტელეგრამა“


ტელეგრამის ავტორი - ამერიკელი დიპლომატი ჯორჯ კენან
უმცროსი 1946 წლის თებერვალში იყო ამერიკის შეერთებული

85
შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი რუსეთში. იგი ამ
პოსტზე დროებით ცვლიდა ამერიკის ელჩს მოსკოვში ავერელ გარიმანს.
ამ პერიოდში საელჩომ მიიღო თხოვნა აშშ-ს სახელმწიფო
დეპარტამენტისა და ფინანასთა სამინისტროდან, გაეანალიზებინა
საბჭოთა კავშირის განცხადებები ომის შემდგომ შექმნილი „სხვადასხვა
საფინანსო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რათა გაერკვიათ საბჭოთა
ბელადების ჭეშმარიტი მიზნები და მოტივები ომის შემდგომ
პოლიტიკაში.
ჯორჯ კენანმა ბრწყინვალედ შეასრულა დავალება და „რძელი
ტელეგრამა“ გაგზავნილი იქნა მოსკოვიდან ვოშინგტონში 1946 წლის 22
თებერვალს. ტელეგრამა N 511 იქცა ყველაზე გრძელ და ყველაზე
ცნობილ ტელეგრამად ისტორიაში. იგი მოიცავდა 8000 სიტყვას. ეს
ტელეგრამა იქცა აშშ-ს საეტაპო, კონცეპტუალურ დოკუმენტად,
რომელსაც დაედო გრიფი „საიდუმლო“ და იგი გახდა დასაბამი
ინფორმაციული ომის ახალი ეტაპისა. მოგვიანებით, 1947 წლის
ივლისში ჟურნალ გამოქვეყნდა სტატია სათაურით „The Sources of Soviet
Conduct“ ფსევდონიმით "X" სადაც გადმოცემული იყო „გრძელი
ტელეგრამის „ ტექსტი“ . ოფიციალურად დოკუმენტს გრიფი
„საიდუმლო“ მოეხსნა 1972 წლის 10 აგვისტოს.
„გრძელი ტელეგრამის“ ტექსტის ორიგინალი წარმოადგენს
მრავალმეტრიან ტელეგრაფის ლენტას , რომელიც დაცულია მუზეუმში,
ხოლო თავად ტექსტი ბეჭდური სახით მოიცავს 7 გვერდს.
ქვემოთ შემოგთავაზებთ ტექსტის სრულ თარგმანს. ხოლო აქ
შეგიძლიათ იხილოთ ჰარი ტრუმენის მუზეუმში დაცული საარქივო
დოკუმენტი: Telegram, George Kennan to George Marshall ["Long
Telegram"], February 22, 1946. Harry S. Truman Administration File, Elsey
Papers.

ტექსტი

დეპარტამენტის 13 თებერვლის N 284 შეკითხვებზე პასუხი მოიცავს


იმდენად ჩახლართულ, დელიკატურ და ჩვენი აზროვნების წესისთვის
უჩვეულო ფორმულირებებს, რომლებიც ამავდროულად უკიდურესად
მნიშვნელოვანია საერთაშორისო გარემოცვის ანალიზისთვის, რომ
საკითხის ზედმეტად გამარტივების რისკის გამო მე არ შემიძლია ამ
კითხვებზე პასუხები ჩავატიო ერთ პატარა შეტყობინებაში. მე იმედი

86
მაქვს დეპარტამენტი უარზე არ იქნება თუ პასუხს გადმოვცემ 5 ნაწილად,
რომელთაგან თითოეული შეეხება შემდეგ საკითხს:
1. ომის შემდგომი საბჭოთა მსოფლმხედველობის
ძირითადი მახასიათებლები.
2. ამ მსოფლმხედველობის საფუძვლები.
3. მათი გატარება ოფიციალურ დონეზე რეალურ
პოლიტიკაში.
4. მათი გატარება არაოფიციალურ დონეზე.
5. აშშ-ს პოლიტიკის თვალსაზრისით პრაქტიკული
დასკვნები.
ბოდიშს ვიხდი სატელეგრაფო არხის დაკავებისთვის; მაგრამ ამ
ტელეგრამაში განხილული საკითხები, განსაკუთრებით,
ბოლოდროინდელი მომხდარი მოვლენების ფონზე, და ამ კითხვებზე
ჩვენი პასუხები, ჩემის აზრით სასწრაფოდ ყურადსაღებია სხვა
საყურადღებო საკითხებთან ერთად.
პირველი ნაწილი: ომის შემდგომი საბჭოთა მსოფლმხედველობის
ძირითადი მახასიათებლები, წარმოდგენილი საბჭოთა ოფიციალური
პროპაგანდისტული მანქანის თვალსაზრისით, არის შემდეგი:
ა. სსრკ დღემდე ანტაგონისტურ „კაპიტალისტურ ალყაშია“,
რომელშიც შეუძლებელია მშვიდობიანი თანაცხოვრება გრძელვადიან
პერსპექტივაში. 1927 წელს სტალინის ამერიკელი მუშების
დელეგაციისადმი მიმართვის თანახმად: „ მსოფლიო რევოლუციის
შემდგმი განვითარების პირობებში წარმოიქმნება ორი მსოფლიო
მნიშვნელობის ცენტრი: სოციალისტური ცენტრი, რომელიც მიიზიდავს
თავისკენ სოციალიზმის მომხრე ქვეყნებს, და კაპიტალისტური ცენტრი,
რომელიც მიიზიდავს თავისკენ კაპიტალიზმის მომხრე ქვეყნებს. ამ ორ
ცენტრს შორის ბრძოლა მსოფლიო ეკონომიკის სამართავად
გადაწყვიტავს კაპიტალიზმისა და კომუნიზმის ბედს მსოფლიო
მასშტაბით.“
ბ. კაპიტალისტური სამყარო დაკავებულია შიდა კონფლიქტებით,
რომლებიც დამახასიათებელია კაპიტალისტური საზოგადოებისთვის. ეს
კონფლიქტები არ გადაიჭრება მშვიდობიანი კომპრომისის გზით.
ძირითადად ეს არის კონფლიქტი აშშ-სა და ინგლისს შორის.
გ. კაპიტალიზმის შიდა კონფლიქტებს აუცილებლად მივყავართ
ომებამდე. და ასეთი ომები შეიძლება იყოს ორი სახის: ორ
კაპიტალისტურ სახელმწიფოს შორის შიდა ომი და სოციალისტურ
სამყაროში ჩარევა. გონიერი კაპიტალისტები, რომლებიც ამაოდ
87
ცდილობენ იპოვონ გამოსავალი კაპიტალიზმის შიდა კონფლიქტებიდან,
იხრებიან ამ უკანასკნელისკენ.
დ. სსრკ-ზე თავდასხმა დამღუპველია მათთვის, ვინც ამას
განახორციელებს, შეაჩერებს სოციალიზმის მშენებლობას სსრკ-ში და
შედეგად, ნებისმიერ ფასად უნდა იქნას აღკვეთილი.
ე. კაპიტალისტურ ქვეყნებს შორის კონფლიქტები კი უქმნიან
გარკვეულ საფრთხეს სსრკ-ს, მაგრამ მიუხედავად ამისა თავის თავში
მოიცავენ დიდ შესაძლებლობებს სოციალიზმის საქმეების წინსვლი-
სათვის, იმ პირობით, თუ სსრკ შეინარჩუნებს სამხედრო ძლიერებას,
იდეოლოგიურ ერთსულოვნებასა რწმენას მისი ბრწყინვალე
ხელმძღვანელი როლისა.
ვ. აუცილებელია გამუდმებით გვახსოვდეს ის, რომ
კაპიტალისტური სამყარო არც ისე ცუდია თავისი არსით. უიმედოდ
რეაქციონისტულ და ბურჟუაზიული ელემენტების პარალელურად ის
მოიცავს 1. განათლებულ და პოზიტიურ ძალებს, რომლებიც შედიან
კომუნისტურ პარტიებში და 2. სხვა ძალები ( რომლებიც ახლა
ტაქტიკური მოსაზრებებით შეგვიძლია დავახასიათოთ როგორც
პროგრესული ან დემოკრატიული.) რომელთა რეაქცია, სწრაფვა, და
მოღვაწეობა ობიექტურად სასიკეთოა სსრკ-ს ინტერესებისათვის. ისინი
უნდა იქნან მხარდაჭერილი და გამოყენებული საბჭოთა მიზნებისათვის.
ზ. ბურჟუაზიულ-კაპიტალისტური საზოგადოების ნეგატიურ
ელემეტებს შორის ყველაზე საშიში არიან ისინი, რომელთაც ლენინი
უწოდებდა ხალხის ყალბ მეგობრებს, კერძოდ ზომიერი სოციალისტები
და სოციალ-დემოკრატი ლიდერები ( სხვა სიტყვებით, არაკომუნისტური
ლიბერალური ძალები) ისინი უფრო საშიშები არიან, ვიდრე იდეური
რეაქციონერები, რამდენადაც ეს უკანასკნელნი გამოდიან უკიდურეს
შემთხვევაში საკუთარი დროშით, მაშინ, როცა ზომიერი ლიბერალური
ძალების ლიდერებს ხალხი შეყავთ შეცდომაში, იყენებენ რა
სოციალიზმის საშუალებებს რეაქციული კაპიტალიზმის
მიზნებისათვის...

88

You might also like