You are on page 1of 419

1

დარიჩინი
კურთხეულია ყველაფერი, რაც ციდან მოდის, მათ შორის - წვიმაც.
ღვთის საგმობი სიტყვა ერთხელაც არ უნდა დასცდეს შენს ბაგეებს
და სულერთია, რისთვის იხსნება ზეცა - იმისთვის, რომ თავსხმა წვიმა
წამოვიდეს თუ იმისთვის, ცივზე ცივი თოვლჭყაპი მოგვევლინოს. ეს
იცის ყველამ, მათ შორის - ზელიჰამაც.
ივლისის პირველ პარასკევს მოძრაობა მეტისმეტად გადატვირთუ-
ლი იყო. ზელიჰა ტროტუარს ჩქარი ნაბიჯით მიუყვებოდა და მეწაღესა-
ვით ილანძღებოდა - შეხვედრაზე იგვიანებდა. სისინით უკურთხებდა
ქვაფენილის ამოტეხილ ქვებს, თავისი ფეხსაცმლის მაღალ ქუსლებს,
ადევნებულ მამაკაცებსა და უკლებლივ ყველა მძღოლს, რომლებიც
გაშმაგებით აკივლებდნენ მანქანის საყვირს, მიუხედავად იმისა, რომ
ქალაქში წარმოქმნილ საცობს ასეთი ხმაურით ვერაფერს დააკლებ.
კონსტანტინოპოლის დაპყრობისათვის ზელიჰა აუგად მოიხსენიებდა
ოტომანთა მთელ დინასტიასაც, რომელმაც ოდესღაც დაიპყრო ეს ქა-
ლაქი, მერე კი ვერა და ვერ შეელია საკუთარ შეცდომას. აგინებდა წვი-
მასაც... დაწყევლილ ზაფხულის წვიმას.
წვიმის მოსვლა სტამბოლში ნამდვილი წამებაა. სხვაგან ციდან წა-
მოსული თქეში საჩუქარია, ღვთის წყალობა, რომელსაც ყველა და ყვე-
ლაფერი ელოდება. კარგია წვიმა მოსავლისთვის, ცხოველებისთვის,
მცენარეებისთვის და თუ საკითხს რომანტიკულად მივუდგებით, შეყვა-
რებულებისთვისაც.
სტამბოლში საქმე სულ სხვაგვარადაა. იმიტომ კი არა, რომ დავ-
სველდებით ან დავისვრებით, არამედ იმიტომ, რომ წვიმის მოსვლას-
თან ერთად ბრაზი გვერევა. ისე გვაშფოთებს ჭენჭყო და აურზაური,
თითქოს გაწვიმებამდე არც ერთი გვენახოს, არც მეორე. ძიძგილაობაც
ხომ უნდა ვახსენოთ? მოვა თუ არა წვიმა, ათი მილიონი სტამბოლელი

2
წყლით სავსე სათლში ჩაყრილი კნუტებივით ამაოდ ეძიძგილავება ცი-
დან ჩამოვარდნილ წვეთებს.
ადამიანებს კი არა, ქუჩებსაც რაღაც ემართება. აქაური ქუჩების
წარღვნამდელ სახელწოდებებს თუნუქის ტრაფარეტები გვამცნობს.
თითქმის ყველა კუთხეში წააწყდებით ნაგვის გროვას. აქვეა ვეებერთე-
ლა ორმოებიც, რომლებიც სულ მალე ლაპლაპა თანამედროვე შენო-
ბებით ამოივსება, და თოლიები...
სტამბოლში ყველა ვბრაზობთ, როდესაც ცა იხსნება და პირდაპირ
თავზე გვაჟინჟღლავს.
დედამიწას წვიმის უკანასკნელი წვეთებიც აღწევს, წყლის უთვალა-
ვი წვეთი თავს ძლივს იმაგრებს ჩამორეცხილ ფოთლებზე და დგება მო-
მენტი, როდესაც არც ადამიანმა, არც თავად წვიმამ დანამდვილებით
არ იციან, ბოლოს და ბოლოს, გადაიღო თუ არა.
მერე ყველაფერი ნათდება. უსასრულოდ გრძელდება წუთი, როდე-
საც ცა თითქოს ბოდიშს იხდის ლაფისთვის, შიგ რომ ჩაგვტოვა. ადა-
მიანები, რომლებსაც ჯერაც არ შეგვშრობია თმაში ჩაცვენილი წვიმის
წვეთები და ტანსაცმლის ნაკეცებში მოხვედრილი ტალახი, მოღუშული
შევცქერით ლაჟვარდისფრად მოწმენდილ ზეცას, ზემოთ ვიხედებით და
ღიმილს ვერ ვიკავებთ. ყოველ ჯერზე ვპატიობთ ცას მასზე გაბრაზებუ-
ლი.
ისევ თავსხმა იყო და ჯერჯერობით ზელიჰას გულშიც მიტევების
მხოლოდ მცირე ნატამალი თუ მოიძებნებოდა.
ქოლგა არ ჰქონდა. თვლიდა, თუ გაბრიყვდებოდა და კიდევ ერ-
თხელ გადაყრიდა ფულს ქუჩის კიდევ ერთი მოვაჭრისაგან კიდევ ერთი
ქოლგის საყიდლად, რომელიც გამოდარებისთანავე უმალ სადღაც
დარჩებოდა, თავით ფეხებამდე დასველება მასზე ახი იქნებოდა. თა-
ნაც, რაღა დროსი იყო - უკვე ერთთავად გაეწუწა წვიმას. სწორედ ამით
ჰგავს ერთმანეთს წვიმა და სევდა: ცდილობ, არ დასველდე, არაფერი
შეგეხოს, დაცული იყო, მაგრამ როდესაც ხედავ, რომ ამაოდ ირჯები,
ერთი ბეწო პრობლემა უსასრულო ნიაღვრად გეჩვენება და ფიქრობ,
დიდი ამბავი, შენც თუ დასველდებოდი.
3
მუქი კულულებიდან ჩამოსული წვიმის წყალი ზელიჰას ფართო
მხრებზე იშლებოდა. კაზანჯის გვარის სხვა ქალების მსგავსად, ზელი-
ჰასაც ბუნებრივად შავი, ხვეული თმა ჰქონდა, მაგრამ სხვებისაგან გან-
სხვავებით, საკუთარი ვარცხნილობა მოსწონდა. მომწვანო-მოლურჯო,
დიდრონ, ძალიან ჭკვიან თვალებს მოწკურავდა ხოლმე და აშკარად
ინდიფერენტულ გამომეტყველებას იღებდა. ზელიჰა ასე მხოლოდ სამი
ტიპის ადამიანებს უყურებდა: უიმედოდ გულუბრყვილოებს, უიმედოდ
გულჩათხრობილებსა და უიმედოდ იმედიანებს. თავად ამ სამისგან
არც ერთ ტიპს არ მიეკუთვნებოდა და ამდენად, ძნელი მისახვედრი
იყო, რა გახლდათ მათდამი მისი მსუბუქი გულგრილობის მიზეზი.
გულგრილობა ერთ წუთს აქ იყო, უგრძნობლობამდე გააბრუებდა
მის სულს, მეორე წუთს კი მყისიერად გადაივლიდა ხოლმე და ზელიჰაც
მარტოდმარტო რჩებოდა საკუთარ თავთან.
უგრძნობი და გაშეშებული იყო ზელიჰა ივლისის იმ პირველ პარას-
კევსაც. მასავით ენერგიული ადამიანისათვის ეს მეტისმეტად მძიმე
გახლდათ. შეიძლება ამიტომაც არ გასჩენია ზელიჰას იმ დღეს არც ქა-
ლაქთან და არც წვიმასთან შერკინების სურვილი. ხან ჩვეულებრივზე
მეტად გულგრილი იყო, ხან ნაკლებად. ზელიჰას განწყობა ორ უკიდუ-
რესობას შორის მერყეობდა: ხან უხალისო და თავშეკავებული გახ-
ლდათ, ხან კი მრისხანება ერეოდა.
მიქროდა ზელიჰა, მყვირალა ფერის ქოლგებით, საწვიმრებითა და-
პოლიეთილენის მოსასხამებით მოვაჭრე ქუჩის გამყიდველები კი გა-
ოგნებული აყოლებდნენ თვალს. ზელიჰა მათ მზერას ისევე არ იმჩნევ-
და, როგორც მის სხეულზე დამშეული თვალებით მიშტერებული მამა-
კაცების გამოხედვას. გამყიდველები გამკიცხავად შესცქეროდნენ ზე-
ლიჰას ცხვირში გაყრილ ბრჭყვიალა რკალს. მათთვის ის გზიდან აცდე-
ნისა და ავხორცობის მტკიცებულება იყო.
ზელიჰა ამ პირსინგით განსაკუთრებულად იმიტომ ამაყობდა, რომ
საკუთარიხელით გაეკეთებინა. ეტკინა, მაგრამ ნახვრეტი სწორედ იქ
გამოვიდა, სადაც სურდა. მისი სტილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ
ასეთ სამოსში დამტვრეულ ქვაფენილზე სიარული და ბორანზე შეხტო-
4
მა უჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩაცმულობის გამო მამაკაცების
რისხვას, ქალების საყვედურებსა და დედის გაუთავებელ ბუზღუნს იმ-
სახურებდა, არ არსებობდა დედამიწაზე ძალა, რომელიც ამ ქალაქში
მცხოვრები ქალების უმეტესობაზე მაღალ ზელიჰას აიძულებდა, უარი
ეთქვა მყვირალა მოკლე ქვედაკაბების, ნეილონის პრიალა წინდების,
სავსე მკერდზე მოტკეცილი ბლუზებისა და, რა თქმა უნდა, უზარმაზარ
ქუსლებზე შემდგარი ფეხსაცმლის ტარებაზე.
მიაბიჯებდა ზელიჰა მეჩხერ ქვაფენილზე და დაჰყურებდა ტალახიან
გუბეს. ღია იისფერ ქვედაკაბაზე მუქი შხეფები ემჩნეოდა. ზელიჰამ ერ-
თი გვარიანად შეიგინა.
ის ოჯახში ერთადერთი ქალი იყო, რომელიც ასე დაუფარავად, ხმა-
მაღლა და გაწაფულად ბილწსიტყვაობდა. მთელ თურქეთში მისთანა
სულ რამდენიმე თუ მოიძებნებოდა. დადიოდა და იგინებოდა, თითქოს
ამით ანაზღაურებდა ყველაფერს. მირბოდა ზელიჰა და აგინებდა ადგი-
ლობრივ ხელისუფლებას, ძველსაც და ახალსაც. პატარაობიდანვე ერ-
თი წვიმიანი დღეც არ ახსოვდა ისეთი, რომ ქვაფენილის ქვები ადგილ-
ზე ჩასმული და გასწორებული ყოფილიყო.
ვიდრე გინებას მორჩებოდა, უეცრად გაჩუმდა, ნიკაპი ასწია, თით-
ქოს ვიღაცამ დაუძახაო, მაგრამ ნაცვლად იმისა, ნაცნობის დასანახა-
ვად აქეთ-იქით დაეწყო ყურება, კვამლისფერ ცას უკმაყოფილო სახით
უთხრა რაღაც.
თვალები მოწკურა, ორაზროვნად ამოიოხრა და ისევ მიაყოლა ერ-
თი-ორი სალანძღავი. წვიმას აგინებდა. დიდედის დაუწერელი და და-
ურღვეველი წესების თანახმად, ეს წმინდა წყლის ღვთის გმობა იყო.
დიდი ბებიის აზრით, შეიძლება წვიმა არ გიყვარდათ, არც უნდა გყვა-
რებოდათ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გეყიამყრალათ
არაფრის გამო, რაც ციდან მოდის, რადგან თავისთავად არაფერი მო-
დის და ყველაფრის უკან ყოვლისშემძლე ალაჰი დგას.
რა თქმა უნდა, ზელიჰამ იცოდა დიდედის დაუწერელი და დაურღვე-
ველი წესები, მაგრამ ივლისის იმ პირველ პარასკევს ზედმეტად ნირ-
წამხდარი იყო იმისათვის, რომ ასეთ რამეებზე ეფიქრა. ესეც რომ არა,
5
ნათქვამი უკვე ნათქვამი იყო; ის, რაც ცხოვრებაში მოხდა - უკვე მომ-
ხდარი იყო. მოკლედ, რაც იყო, იყო. ზელიჰას სინანულის დრო არ
ჰქონდა, გინეკოლოგთან შეხვედრაზე იგვიანებდა. გინეკოლოგთან ვი-
ზიტი ხუმრობა ხომ არ არის? როცა აღმოაჩენ, რომ ასეთ შეხვედრაზე
გაგვიანდება, შეიძლება წასვლა სულაც გადაიფიქრო.
ყვითელი ტაქსი ერთბაშად გაჩერდა. მანქანის უკანა ფრთა დასაწე-
ბებელი ეტიკეტებით აეჭრელებინათ. მძღოლი უხეში შესახედაობის,
შავგვრემანი კაცი გახლდათ. საპატასნაირი ულვაშის ქვეშ ოქროს წინა
კბილი მოუჩანდა. სამუშაოსაგან თავისუფალ დროს, ალბათ, ქუჩაში
მოსიარულე ქალებს აშინებდა. ყველა ფანჯარა ბოლომდე ჩამოეწია და
ადგილობრივი როკსადგურის ტალღაზე ხმამაღლა ამღერებდა მადო-
ნას „Like a Vირგინ“-ს.
აშკარა შეუსაბამობა იყო ამ კაცის ყოვლად ტრადიციულ გარეგნო-
ბასა და მის განსხვავებულ მუსიკალურ გემოვნებას შორის.
მძღოლმა მკვეთრად დაამუხრუჭა, ფანჯრიდან თავი გამოყო, ზელი-
ჰას დაუსტვინა და მიაძახა: „საჩემო რა გაქვს?“ მძღოლის სიტყვები ზე-
ლიჰას ხმამ გადაფარა:
- რა იყო, შე ქლესა, ამ ქალაქში ქალმა მშვიდად ვეღარ უნდა გაი-
აროს?
- ფეხით რატომ უნდა იარო, როცა მე შემიძლია შენი წაყვანა? ასეთი
მაგარი ტანი რატომ უნდა დასველდეს? - ჰკითხა მძღოლმა.
„My fear is fading fast, been saving it all for you“, - გაჰკიოდა მანქა-
ნაში მადონა.
ზელიჰა გინებას მოჰყვა. ეს კიდევ ერთი დაუწერელი და დაურღვე-
ველი წესის ხელყოფა იყო, ოღონდ ამჯერად ზელიჰა დიდედის რომე-
ლიმე კანონს კი არა, ქალური წინდახედულობის ერთ-ერთ წესს ღალა-
ტობდა. არასოდეს შეაჩვენო ის, ვინც გაწუხებს.
სტამბოლელი ქალის წინდახედულობის ოქროს წესი: არასოდეს
გასცე პასუხი ქუჩაში შეხვედრილ აბეზარს, რადგან ქალი, რომელიც
ხურდას აბრუნებს, რომ არაფერი ვთქვათ ქალზე, რომელიც იგინება,

6
თავისი საქციელით მხოლოდ და მხოლოდ კიდევ მეტად აღიზიანებს
მას, ვინც თავს აბეზრებს!
ზელიჰა არც ისეთი სულელი იყო, რომ მისთვის კარგად ნაცნობი წე-
სი ასე ხელაღებით დაერღვია, მაგრამ ივლისის ის პირველი პარასკევი
არც ერთ სხვა დღეს არ ჰგავდა. იმ დღეს ზელიჰაში მეორე მეს გაეღვი-
ძებინა და ეს „მე“ მასზე გაცილებით უდარდელი, თავხედი და სახიფა-
თოდ გაბრაზებული გახლდათ.
მეორე „მე“ ზელიჰას მთელ შინაგან სამყაროს დაჰპატრონებოდა,
ყველაფერს აკონტროლებდა და გადაწყვეტილებებსაც თავად იღებ-
და,როგორც ეგოს, ასევე ალტერ ეგოს სახელით. შეიძლება სწორედ
ამიტომაც განაგრძობდა ზელიჰა ხმამაღლა გინებას. მისმა ლანძღვა-
გინებამ მადონას სიმღერაც ჩაახშო. გამვლელები და ქოლგებით მო-
ვაჭრეები ერთად შექუჩდნენ. ცდილობდნენ, გაერკვიათ, რა ჯანდაბა
ხდებოდა. ზელიჰას კიდევ ერთი აბეზარი ადევნებოდა. ეს უკანასკნელი
ატეხილმა აურზაურმა უცებ მიახვედრა, რომ შეშლილ ქალთან საქმის
დაჭერა არ ივარგებდა. ტაქსის მძღოლი, რომელიც არც გონიერებით
გამოირჩეოდა, არც მორიდებულობით, ამ ჩოჩქოლს გაღიმებული
ადევნებდა თვალს.
ზელიჰა მძღოლის ქათქათა, უნაკლო კბილების დანახვამ გააოგნა.
აინტერესებდა, ფაიფურის იყო თუ არა.თანდათან აზვირთდა ადრენა-
ლინის კიდევ ერთი ტალღა და ზელიჰასაც მუცელში რაღაცამ დაუარა,
გული აუჩქარდა და იგრძნო, რომ მთელ თავის საგვარეულოში ის, ალ-
ბათ, ერთადერთი ქალი იყო, რომელიც ოდესმე ადამიანის მოკვლას
შეძლებდა.
ბედად, ტაქსის უკან ჩამომდგარი „ტოიოტას“ მძღოლმა მოთმინება
დაკარგა და საყვირს დააჭირა. ზელიჰა, თითქოს ცუდ სიზმარს თავი და-
აღწიაო, გონს მოვიდა. მიხვდა, რამდენად ცუდ მდგომარეობაში იყო და
გააჟრჟოლა.
ძალადობისაკენ მიდრეკილებამ, თავად რომ ახასიათებდა, ზელი-
ჰას ამჯერადაც შიში მოჰგვარა. თვალის დახამხამებაში დამშვიდდა და
გვერდზე გაუხვია. ფრთხილად მიიკვლევდა გზას ბრბოში. სიჩქარეში
7
მარჯვენა ფეხსაცმლის ქუსლი ქვაფენილის მორყეული ქვის ქვეშ გა-
ეჭედა. გაცოფებულმა ამოსწია ტერფი ქვის ქვეშ დაგუბებული წყლი-
დან, მაგრამ ვიდრე ფეხს გაითავისუფლებდა, ქუსლი მოტყდა და ერთი
განსაკუთრებული წესიც გაახსენდა, რომელიც არამც და არამც არ უნ-
და დავიწყებოდა.
სტამბოლელი ქალის წინდახედულობის ვერცხლის წესი: არასოდეს
დაკარგო მოთმინება ქუჩაში შეხვედრილი აბეზრის გამო, რადგან ქა-
ლი, რომელიც შეურაცხყოფას სიანჩხლით პასუხობს, კიდევ უფრო ცუდ
დღეში იგდებს თავს!
ტაქსის მძღოლს გაეცინა. „ტოიოტას“ პატრონი საყვირს ისევ აბღავ-
ლებდა. წვიმამ ხალხი შეაფუცხუნა. რამდენიმე ფეხით მოსიარულე ერ-
თხმად ავიშვიშდა, თუმცა, ძნელი გასარკვევი იყო, რამ გამოიწვია მათი
უკმაყოფილება.
აურზაურში ზელიჰამ ტაქსის უკანა მხარეს, ბამპერზე, ალაპლაპე-
ბულ ფერადოვან დასაკრავს მოჰკრა თვალი.
„Don’t call me wretched! - ეწერა დასაკრავზე, - The wretched too
have a heart“.
იდგა ზელიჰა და მიშტერებოდა დასაკრავზე დაწერილ სიტყვებს.
უეცრად იგრძნო, რომ ძალიან დაღლილი იყო, დაღლილი და გაოგნე-
ბული. მის დანახვაზე მავანი იფიქრებდა, რომ ზელიჰას საზრუნავი ძა-
ლიან განსხვავდებოდა ჩვეულებრივი სტამბოლელის ყოველდღიური
პრობლემებისაგან.
დასაკრავზე წარწერა ამოუცნობ კოდს უფრო ჰგავდა, რომელიც ვი-
ღაც მეოცნებეს საგანგებოდ მისთვის შეედგინა, თავად ზელიჰა კი ამ
კოდის გაშიფვრას ვერასოდეს შეძლებდა.
მალე ტაქსიცა და „ტოიოტაც“ იქაურობას გაეცალნენ. ფეხით მოსია-
რულეები თავ-თავიანთ გზას დაადგნენ, დაღონებულ ზელიჰას კი ისე
სათუთად ეჭირა ხელში ფეხსაცმლის მოტეხილი ქუსლი, თითქოს
მკვდარი ჩიტი ყოფილიყოს.

8
იმწუთას ზელიჰას ქაოსურ სამყაროში შეიძლება ყველაფერი ყოფი-
ლიყო, მათ შორის - მკვდარი ჩიტებიც, მაგრამ სისათუთისა და დაღო-
ნების, აბა, რა მოგახსენოთ.
წელში გაიმართა და შეეცადა, ცალ ქუსლზე რაც შეიძლებოდა კარ-
გად გაევლო. თავიდან, ცოტა არ იყოს, მოუხერხებლად გამოსდიოდა,
მაგრამ ცოტა ხანში ქოლგებიან ბრბოში სწრაფად მიიკვლევდა გზას,
ჭკუიდან შესაშლელ ფეხებს კოჭლობ-კოჭლობით ისე ადგამდა, თით-
ქოს რაღაც მელოდიას უკრავსო.
მისი ლავანდისფერი ტანსაცმელი არანაირად არ ეხამებოდა ყავის-
ფერ, ნაცრისფერ, ყავისფერზე უფრო ყავისფერსა და ნაცრისფერზე უფ-
რო ნაცრისფერ გარემოს. მიუხედავად იმისა, რომ ზელიჰას სამოსის
შეფერილობა იქაურობას არ უხდებოდა, ქუჩაში მოსიარულე ბრბო ერ-
თბაშად ისრუტავდა ამ დისჰარმონიას და თითქოს ფეხს უწყობდა კიდეც
მას. არ იფიქროთ, რომ ბრბო ასობით მსუნთქავი, გაოფლილი და ავად-
მყოფი სხეულის ნაზავი იყო. არა, ეს გახლდათ წვიმის ქვეშ მოყოლილი
ერთადერთი მსუნთქავი და ოფლიანი ავადმყოფი, რომლისთვისაც დი-
დი მნიშვნელობა არც დარს ჰქონდა, არც ავდარს.
სტამბოლში სიარული ბრბოსთან ერთად სიარულს ნიშნავს.
გალათის ხიდზე უხეში შესახედაობის უამრავი მეთევზე ერთმანე-
თის მიყოლებით ჩამწკრივებულიყო. ცალ ხელში ყველას ქოლგა ეჭი-
რა, მეორეში - ანკესი. ჩაუარა ზელიჰამ მეთევზეებს და შეშურდა მათი
უშფოთველობა, არარსებული თევზის ანდა ისეთი ციცქნა ლიფსიტების
საათობით ლოდინის უნარი, რომლებიც მხოლოდ სხვა მიუწვდომელი
თევზის სატყუარად თუ გამოდგებოდა.
მცირედის მიღწევით ბევრის მიღწევა მართლაც გასაოცარი უნარია.
გასაოცარია იმ ადამიანების კმაყოფილება, რომლებიც დღის ბოლოს
შინ ხელცარიელი, მაგრამ მაინც კმაყოფილი ბრუნდებიან!
ზელიჰას ეჭვი ჰქონდა, რომ ჩვენს სამყაროში სიმშვიდე იღბალი
იყო,ხოლო იღბალი - ბედნიერება. ეჭვის თვალით უყურებდა ყველა-
ფერს, რაც ამ კონკრეტულ საკითხს ეხებოდა, რადგან არასოდეს განე-

9
ცადა ასეთი სიმშვიდე და არც იმას ფიქრობდა, რომ ოდესმე განიცდი-
და. ყოველ შემთხვევაში, დღეს ამის იმედი ნამდვილად არ ჰქონდა.
ეჩქარებოდა, მაგრამ „გრანდ-ბაზრისკენ“ მაინც გადაუხვია და ნა-
ბიჯსაც უკლო. ზელიჰას საყიდლებზე სიარულის დრო არ ჰქონდა, მაგ-
რამ მაღაზიების ვიტრინებს რომ გადახედა, იფიქრა, აქაურობას ერთს
თვალს შევავლებო.
სიგარეტს მოუკიდა, კვამლი პირიდან ბოლქვებად გამოუშვა და თა-
ვი უკეთესად იგრძნო. მოეშვა. ქალს, რომელიც ქუჩაში ეწეოდა, სტამ-
ბოლში დიდად არ აფასებდნენ, მაგრამ ამის ჯავრი ვის ჰქონდა? ზელი-
ჰამ, რომელმაც, ის-ის იყო, მთელ საზოგადოებას ომი გამოუცხადა, თა-
ვი მხრებში ჩარგო და ბაზრის ძველი ნაწილისაკენ გაემართა.
ბაზრის გამყიდველები, განსაკუთრებით ძვირფასეულობით მოვაჭ-
რეები, ზელიჰას შენობით ელაპარაკებოდნენ. ყველანაირი ბრჭყვიალა
აქსესუარი ზელიჰას სუსტი წერტილი იყო. თვლიანი თმის სარჭები, ხე-
ლოვნური ბრილიანტის ბროშები, თვალში საცემი საყურეები, მარგა-
ლიტის ქინძისთავები, ზებრასავით ზოლიანი შარფები, ატლასის ჩან-
თები, შიფონის თავშლები, აბრეშუმის პომპონები და, როგორც წესი,
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.
ერთხელაც არ გაუვლია ამ ბაზარში ისე, რომ, სულცოტა, რამდენი-
მე მაღაზიაში არ შეევლო, გამყიდველებს არ შევაჭრებოდა და შეთავა-
ზებულზე გაცილებით ნაკლები არ გადაეხადა ისეთ ნივთებში, რომლე-
ბის შეძენასაც სულაც არ აპირებდა.
იმ დღეს ზელიჰამ მხოლოდ ერთი-ორ დახლს ჩაუარა და მხოლოდ
ერთი-ორ ფანჯარაში შეიჭყიტა.
ზელიჰა დიდ-პატარა ქილებითა და ქოთნებით სავსე დახლთან შე-
ჩერდა. რა ფერისა და სახის ბალახი და სანელებელი არ ჩაეყარათ ამ
შუშებში. გაახსენდა, როგორ სთხოვა დილით სამისგან ერთ-ერთმა
დამ, დარიჩინი იყიდეო. დარიჩინი რომ უნდა მიეტანა, ახსოვდა, მაგ-
რამ ზუსტად რომელმა დამ სთხოვა, ეს ვერაფრით გაიხსენა.
ოთხ დას შორის ზელიჰა ყველაზე უმცროსი იყო. სულ კამათობ-
დნენ. ოთხივეს ღრმად სწამდა, რომ არასოდეს არაფერი ეშლებოდა და
10
სხვებისათვის ძალიან ბევრი რამის სწავლება შეეძლო. აი, სხვისგან
სწავლისა კი რა მოგახსენოთ. მათი შემხედვარე თავს ისე ცუდად იგ-
რძნობდით, თითქოს ლატარიის მოსაგებად სულ რაღაც ერთი ციფრი
დაგკლებოდეთ. როცა უნდა გეცადათ სიტუაციაში გარკვევა, ვერაფ-
რით აარიდებდით თავს უსაშველო უსამართლობას.
ყველაფრის მიუხედავად, ზელიჰამ მაინც იყიდა დარიჩინი, დაფქუ-
ლი არა, ღეროები. გამყიდველმა საჭორაოდ დაპატიჟა, თან ჩაი და სი-
გარეტი შესთავაზა. ზელიჰაც დარჩა.
იჯდა ზელიჰა და ლაპარაკობდა, თან გულგრილად ათვალიერებდა
თაროებს. მისი მზერა ჩაის მინის სერვიზმა მიიპყრო. მოოქრული ვარ-
სკვლავებით დამშვენებული ჩაის ჭიქები, სიფრიფანა, დახვეწილი კოვ-
ზები და მუცელზე ოქროსვარაყიანი ნაზი ლამბაქები სწორედ იმ ნივთე-
ბის ნუსხაში იყო, რომელთა ყიდვის ცდუნებასაც ზელიჰა ვერ უძლებდა.
სახლში უკვე ჩაის, სულ ცოტა, ოცდაათი სხვადასხვანაირი სერვიზი
ჰქონდათ, ყველა მისი ნაყიდი, მაგრამ კიდევ ერთის ყიდვით არაფერი
დაშავდებოდა. ასეთი ჭურჭელი ხომ ძალიან ადვილად იმსხვრევა.
- ჯანდაბა, რა თხელია, - ჩაიბუტბუტა ზელიჰამ. კაზანჯის გვარის ქა-
ლებს შორის ის ერთადერთი იყო, ვისაც ჩაის ჭიქის გატეხის გამო გა-
ცეცხლება შეეძლო. რაც შეეხება მის სამოცდაჩვიდმეტი წლის დიდე-
დას, მას ამ საკითხისადმი სრულიად განსხვავებული მიდგომა ჰქონდა.
„ავი თვალია! - შესძახებდა ხოლმე ბებია ყოველ ჯერზე, როცა მათ
სახლში მორიგი ჩაის ჭიქა იფშვნებოდა, - გაიგონეთ ის ავბედი ხმა? ჭახ!
გულში გამიარა! ვიღაცის შურიანი და ბოროტი ავი თვალი იყო. ალაჰმა
დაგვიფაროს ყველა!“
ჭიქის ან სარკის გაბზარვაზე დიდედა შვებით ამოისუნთქავდა ხოლ-
მე. თვლიდა, რომ შეშლილ სამყაროში, სადაც ბოროტ ხალხს ვერაფ-
რით გამოლევ, უკეთესიც კი იყო, უფლის უცოდველ სულებში შეჭრისა
და მათი ცხოვრების დანგრევის ნაცვლად, ავი თვალი მინის ზღუდეს თუ
შეასკდებოდა.
ოცი წუთი გავიდა მას შემდეგ, რაც ზელიჰა ქალაქის ერთ-ერთ პრეს-
ტიჟულ კვარტალში მდიდრულ ოფისში შევიდა. ცალ ხელში მოტეხილი
11
ფეხსაცმლის ქუსლი ეჭირა, მეორეში ჩაის ახალი სერვიზი. შეწუხდა,
როცა კარს მიღმა აღმოჩნდა. გაახსენდა, რომ შეფუთული დარიჩინის
ღეროები „გრანდ-ბაზარში“ დარჩენოდა.
***
მოსაცდელში სამი ქალი იჯდა. სამივეს საშინელი თმა ჰქონდა. მათ
გარდა ერთი კაციც იყო, ოღონდ თმა თითქმის არ ჰქონდა. ზელიჰამ
უმალ შენიშნა, როგორ ისხდნენ ეს ადამიანები და ერთი ცინიკური დას-
კვნაც გააკეთა: ყველაზე ახალგაზრდა ყველაზე ნაკლებად ღელავდა,
ზლაზვნით ფურცლავდა ფოტოებიან ქალების ჟურნალს და მეტისმე-
ტად ზარმაცი ჩანდა იმისათვის, რომ სტატიებიც წაეკითხა. შეიძლება
ჩასახვის საწინააღმდეგო აბების ახალი რეცეპტის მისაღებად იყო მო-
სული.
ფუნთუშა ქერა ქალი ფანჯარასთან იჯდა. ოცდათხუთმეტ წლამდე
იქნებოდა. მისი თმის შავი ძირები შეღებვას იხვეწებოდა. ქალი ფეხებს
ეყრდნობოდა და ნერვიულად ირწეოდა. აშკარად სხვა რამეზე ფიქ-
რობდა.შეიძლება აქ ჩვეულებრივი შემოწმების გასავლელად, ანდა
ყოველწლიური პაპ-ნაცხის გასაკეთებლად მოსულიყო.
მესამე ქალს, რომელსაც თავშალიც ეხურა და მეუღლეც ახლდა,
თავი ყველაზე მშვიდად ეჭირა. კოპი შეეყარა, ტუჩის კუთხეები კი ქვე-
მოთ ჰქონდა დაშვებული. ზელიჰას აზრით, ეს ქალი ორსულად ვერ
რჩებოდა. ზელიჰა ფიქრობდა, რომ სამომავლო პერსპექტივების ამა-
რა ცხოვრება მოსაბეზრებელი იყო. პირადად მისთვის უშვილობა არ
იყო ყველაზე დიდი საშინელება, რომელიც ქალს შეიძლება თავს და-
ატყდეს.
- თქვენ! - ჩაიჟღურტულა რეგისტრატორმა და სახეზე ნაძალადევი,
უაზრო ღიმილი მოეფინა. ამ საქმეში ისე გაწაფულიყო, რომ მის გამო-
მეტყველებას ვერც სიყალბეს დასწამებდით, ვერც უშინაარსობას, - სამ
საათზე ხართ ჩაწერილი?
რეგისტრატორს „რ“-ს წარმოთქმა აშკარად უჭირდა. ნაკლის დასა-
ფარავად „რ“-ს უჩვეულოდ წელავდა და მახვილსაც სწორედ მასზე აკე-
თებდა. სადაც კი მისი ენა ამ ავბედით ბგერას გადააწყდებოდა, ხმას
12
უწევდა და განსაკუთრებულად იღიმებოდა. ამ სატანჯველისაგან რომ
ეხსნა, ზელიჰამ რეგისტრატორს უმალ დაუქნია თავი. შეიძლება მეტის-
მეტად მონდომებულადაც კი გამოუვიდა.
- სახელდობრ, რისთვის მობრძანდით, ქალბატონო სამსაათიანო?
ზელიჰამ უაზრო შეკითხვა არ შეიმჩნია. მან უკვე მეტისმეტად კარ-
გად იცოდა, რომ სწორედ მსგავსი უპირობო და ყოვლისმომცველი ქა-
ლური უშუალობა იყო ის, რაც ასე საშინლად აკლდა ცხოვრებაში.
ზელიჰას აზრით, ზოგიერთი ქალი თავგამოდებული ღიმილის ოს-
ტატიიყო. ასეთები სპარტანული მოვალეობის გრძნობის გამო იღიმე-
ბიან. უკვირდა, როგორ შეიძლებოდა ადამიანს ამდენად არაბუნებრი-
ვი რამეების ამდენად ბუნებრივად კეთება ესწავლა, მაგრამ ამაზე ფიქ-
რი თავიდან ამოიგდო და პასუხის გასაცემად თავს ძალა დაატანა.
- აბორტი, - მიუგო ზელიჰამ რეგისტრატორს.
ეს სიტყვა ჰაერში გამოეკიდა. ყველა გაისუსა. ვიდრე სახიდან ღიმი-
ლი გაუქრებოდა, რეგისტრატორმა თვალები მოჭუტა, მერე ისევ ფარ-
თოდ დაჭყიტა. ზელიჰას გულზე მოეშვა. უპირობო და ყოვლისმომ-
ცველმა ქალურმა უშუალობამ მასში, ბოლოს და ბოლოს, შურისძიების
ჟინი გააღვიძა.
- შეხვედრა მაქვს დანიშნული... - თქვა ზელიჰამ, თან კულულს
იჩურთავდა ყურს უკან. სახესა და მხრებზე თმა სქელი, შავი ჩადრივით
ჩამოშლოდა. კეხიანი ცხვირი კარგად რომ გამოეჩინა, ნიკაპი მაღლა
ასწია და საჭიროდ ჩათვალა, ნათქვამი კიდევ ერთხელ გაემეორებინა.
ჩაფიქრებულზე გვარიანად ხმამაღლა კი გამოუვიდა, თუმცა, შეიძლება
სულაც არ ჰქონდა რაიმე განზრახვა.
- აბორტი უნდა გავიკეთო, - გაიმეორა ზელიჰამ. რეგისტრატორი,
რომელსაც ახალი პაციენტის მიუკერძოებლად რეგისტრაცია ევალე-
ბოდა, რამდენიმე წამს გაუნძრევლად იდგა და საყვედურით სავსე თვა-
ლებით შესცქეროდა გამბედავ ზელიჰას. წინ უზარმაზარი გადაშლილი
ტყავისყდიანი ჩანაწერების წიგნი ედო. ბოლოს რეგისტრატორმა წიგ-
ნაკში რაღაც მიაჯღაბნა.
- ვწუხვარ, რომ დავიგვიანე, - ჩაილაპარაკა ამასობაში ზელიჰამ.
13
კედლის საათის მიხედვით ზელიჰას ორმოცდაექვსი წუთით დაეგვი-
ანა. თვალი წამით საათს გაუშტერა. ისე გამოიყურებოდა, თითქოს
სულ სხვა რამეზე ფიქრობდა.
- წვიმის გამო, - დასძინა ზელიჰამ. ცოტა არ იყოს, უსამართლოდაც
კი გამოუვიდა წვიმასთან. საყიდლებზე რომ არაფერი ვთქვათ, დაგვია-
ნება მოძრაობის, გაფუჭებული ქვაფენილის, თვითმმართველობის,
ადევნებული გამვლელისა და ტაქსის მძღოლის ბრალიც იყო, მაგრამ
ზელიჰამ ამ ყველაფრის გახსენება არ ისურვა. შეიძლება მან სტამბო-
ლელი ქალის წინდახედულობის ოქროს წესი დაარღვია, შეიძლება და-
არღვია ვერცხლის წესიც, მაგრამ სპილენძის წესის ერთგულება მტკი-
ცედ ჰქონდა გადაწყვეტილი.
სტამბოლელი ქალის წინდახედულობის სპილენძის წესი: ქუჩაში
აბეზარს თუ გადაეყრები, აჯობებს, ეს ამბავი გზაშივე დაივიწყო, რად-
გან მთელი დღის განმავლობაში მისი გახსენება კიდევ უფრო აგიშლის
ნერვებს!
ზელიჰა საკმაოდ გონიერი იყო და იცოდა, რომ თუ იმდღევანდელ
ამბებს გაიხსენებდა, სხვა ქალები, რომლებსაც ვისიმე მხარდაჭერის
იმედი არ უნდა ჰქონოდათ, მსგავს სიტუაციებში მოხვედრილი ამხანა-
გის კრიტიკას მოჰყვებოდნენ. სწორედ ამიტომ იყო, ზელიჰამ რეგის-
ტრატორს მოკლედ რომ მოუჭრა და ყველაფერი წვიმას დაჰბრალდა.
- თქვენი ასაკი, ქალბატონო? - დაინტერესდა რეგისტრატორი. ძა-
ლიან გამღიზიანებელი და სრულიად უსარგებლო კითხვა იყო.
ზელიჰამ რეგისტრატორს მოწკურული თვალებით შეხედა, თითქოს
ეს უკანასკნელი ბინდბუნდი, მრუმე ყოფილიყო, რომელსაც საგნების
უკეთ გასარჩევად ადამიანმა თვალი უნდა შეაჩვიოს.
უეცრად ზელიჰას თავისი თავის შესახებ ერთი მწარე სიმართლე,
ანუ საკუთარი ასაკი გაახსენდა. უამრავი ქალის მსგავსად, რომლებსაც
მოსალოდნელზე მეტი გარჯა უწევთ, ზელიჰა წუხდა, რომ ყველაფრის
მიუხედავად, იმაზე გაცილებით ახალგაზრდა იყო, ვიდრე სურდა, ყო-
ფილიყო.

14
- ცხრამეტი წლის ვარ, - მოტყდა ზელიჰა და როგორც კი ეს სიტყვები
მის ბაგეებს მოსწყდა, ისე გაწითლდა, თითქოს ყველა, ვინც იქ იყო,
შიშველს წასდგომოდა თავს.
- რა თქმა უნდა, თქვენი ქმრის თანხმობა დაგვჭირდება, - განაგრძო
რეგისტრატორმა. მისი ხმა უწინდებურად მხიარულად აღარ ჟღერდა.
მომდევნო კითხვაზე გადასასვლელად დრო აღარ დაუკარგავს. ისიც
იცოდა, დაახლოებით რა პასუხს მოისმენდა, - ქალბატონო, შეიძლება,
გკითხოთ, დაქორწინებული ხართ თუ არა?
ზელიჰამ ჩუმად გააპარა თვალი ჯერ ფუნთუშა ქერა ქალისკენ, რო-
მელიც მისგან მარჯვნივ იყო, შემდეგ კი მარცხნივ, თავშლიანისაკენ,
რომელიც უხერხულად იკლაკნებოდა. მოსაცდელში მყოფი ადამიანე-
ბის ცნობისმოყვარე მზერამ ზელიჰა დათრგუნა. დაძაბული გამომეტ-
ყველების ნაცვლად ნეტარების ღიმილი დაეფინა სახეზე. განა ეს ინ-
ტრიგა მოსწონდა? არა, კარგად შენიღბულმა გულგრილობამ ის-ის
იყო, ჩასჩურჩულა: „ყურადღებას ნუ მიაქცევ სხვების აზრს, რადგან
დღის ბოლოსათვის მას მნიშვნელობა აღარ ექნება“.
ბოლო დროს ზელიჰას საკუთარი ლექსიკონიდან ზოგიერთი სიტ-
ყვის ამოღება ჰქონდა გადაწყვეტილი. ახლა სწორედ ეს გადაწყვეტი-
ლება გაახსენდა. რატომაც არა, პირველი „სირცხვილი“ შეიძლებოდა
ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, თავხედობა არ ეყო იმის ხმამაღლა
სათქმელად, რაც ოთახში ყველასათვის სავსებით გასაგები იყო.
არ არსებობდა ქმარი, რომელიც შეიძლებოდა აბორტის გაკეთებას
დათანხმებულიყო. არ არსებობდა მამა. ბა-ბას ადგილზე მხოლოდ ერ-
თი დიდი ა-რ-ა იყო.
ზელიჰას ბედად, ფორმალობების თვალსაზრისით, უქმრობა კარ-
გიც კი იყო. აღმოჩნდა, რომ მას არავის წერილობითი ნებართვის მი-
ღება არ სჭირდებოდა. ბიუროკრატიული წესები დაქორწინებული წყვი-
ლების შვილებზე ნაკლებად დაგიდევდათ ქორწინებაგარეშე ბავშვების
გადარჩენას. სტამბოლში უკანონოდ შობილი ბავშვი კიდევ ერთი ნა-
ბიჭვარი იყო, ნაბიჭვარი კი - კიდევ ერთი მორყეული კბილი, რომელიც
ქალაქს ნებისმიერ დროს შეიძლებოდა გადმოვარდნოდა პირიდან.
15
- დაბადების ადგილი? - უნდილად განაგრძო რეგისტრატორმა.
- სტამბოლი!
- სტამბოლი?
ზელიჰამ მხრები აიჩეჩა,თითქოს უნდოდა, ეთქვა, აბა, საიდან უნდა
ვიყოო. ზელიჰა ამ ქალაქს ეკუთვნოდა. განა სახეზე არ ეტყობოდა? ბო-
ლოს და ბოლოს, ის ხომ თავს ჭეშმარიტ სტამბოლელად თვლიდა. ასე-
თი აშკარა რამ როგორ ვერ გამოიცანიო, უნდოდა, ესაყვედურა რეგის-
ტრატორისთვის. ამიტომაც შემობრუნდა მოტეხილ ქუსლზე და სკამზე
ჩამოჯდა თავშლიანი ქალის გვერდით.
მხოლოდ ახლაღა შენიშნა თავშლიანის მეუღლე, რომელიც გაოგ-
ნებისაგან ადგილიდან ვერ იძვროდა და გარინდებული იჯდა. ეს კაცი
იმდენად ზელიჰას არ კიცხავდა, რამდენადაც უხერხულობისაგან სული
ეხუთებოდა. ამ აღმაშფოთებლად ქალურ გარემოში იგი ერთადერთი
მამაკაცი იყო. ზელიჰას ეს კაცი წამით შეეცოდა. იფიქრა, აივანზე გას-
ვლას და ერთად მოწევას ვთხოვო. დარწმუნებული იყო, კაცი ეწეოდა.
თუმცა, ამას სხვანაირად გაიგებდნენ. გაუთხოვარ ქალს არ შეეძლო
ცოლიანი მამაკაცისათვის ასეთი რამის თხოვნა. ცოლის გვერდით ჩა-
მომჯდარი ცოლიანი მამაკაციც მტრულად შეხვდებოდა ასეთ წინადა-
დებას. რატომ იყო მამაკაცთან დამეგობრება ძნელი? რატომ უნდა ყო-
ფილიყო ყოველთვის ასე? რატომ არ შეიძლებოდა უბრალოდ აივანზე
გასვლა, სიგარეტის მოწევა, გამოლაპარაკება და მერე საკუთარ გზაზე
წასვლა?
ზელიჰა ცოტა ხანს ჩუმად იჯდა. იმიტომ არა, რომ ძაღლივით დაღ-
ლილი იყო, დაღლილი მართლაც იყო, ან იმიტომ, რომ ყელში ჰქონდა
ამოსული იქ მყოფების ყურადღება, თუმცა, მათი ყურადღებით მარ-
თლაც ყელამდე იყო, არამედ იმიტომ, რომ ღია ფანჯრის გვერდით უნ-
დოდა ჯდომა. ქუჩის ხმაური მონატრებოდა. დარბაზში ქუჩის მოვაჭრის
ხრინწიანი ხმა გაისმა:
- მანდარინი... სურნელოვანი ახალი მანდარინი...
- კარგია, იყვირე, - თავისთვის ჩაილაპარაკა ზელიჰამ.

16
ზელიჰას სიჩუმე არ უყვარდა. კაცმა რომ თქვას, სძულდა კიდეც. არა
უშავდა, თუ ქუჩაში, ბაზარში, ექიმის მოსაცდელში, განურჩევლად
ყველგან, დღისითა და ღამით, ხალხი მიშტერებით აჩერდებოდა. არა
უშავდა, თუ უყურებდნენ, თვალებს აჭყეტდნენ და თავით ფეხებამდე
ათვალიერებდნენ ისე, თითქოს პირველად ხედავდნენ. ასე თუ ისე, ზე-
ლიჰა ყოველთვის ახერხებდა მათი მზერის მოგერიებას. აი, მათ სიჩუ-
მესთან გამკლავება კი ნამდვილად არ შეეძლო.
- მემანდარინე... მემანდარინე... რა ღირს კილოგრამი? - დაიყვირა
ვიღაც ქალმა ქუჩის გადაღმა მდგომი შენობის ზედა სართულის ღია
ფანჯრიდან.
ზელიჰა ყოველთვის ხალისობდა ამ ქალაქის მცხოვრებლებზე,
რომლებიც უბრალო პროფესიის ადამიანებს ასე იოლად, თითქმის
ძალდაუტანებლად არქმევდნენ წარმოუდგენელ სახელებს. ყველა-
ფერს, რაც ბაზარში იყიდებოდა, „მე“-ს ან რაიმე მსგავსს დაამატებდით
და ურბანული პროფესიების გრძელ ნუსხაში შესატანი ახალი სახელიც
მზად იყო. ამგვარად, გამომდინარე იქიდან, თუ რა ჰქონდა გასაყიდი,
მავანს მარტივად შეიძლებოდა დარქმეოდა „მემანდარინე“, „მეწყლე“,
„მებლითე“ ანდა... „მეაბორტე“.
ახლა ზელიჰას ეჭვი არაფერში ეპარებოდა. არა, არც ვინმესთვის
გულის გადაშლა სჭირდებოდა, მაგრამ მათ მეზობლად ახალგახსნილ
კლინიკაში ტესტი მაინც გაიკეთა.
„საზეიმო გახსნის“ დღეს კლინიკის მესვეურებმა ერთი მუჭა რჩე-
ულისტუმრებისათვის შთამბეჭდავი მიღება გამართეს. შესასვლელის
გარეთ თაიგულები და ყვავილწნულები ჩაამწკრივეს ისე, რომ ახალი
ამბავი გამვლელებსაც გაეგოთ.
ზელიჰა ამ კლინიკაში მეორე დღეს მივიდა. ყვავილების უმეტესობა
უკვე დამჭკნარიყო, მაგრამ ფერად სარეკლამო ფურცლებს არაფერი
დაჰკლებოდა. ფლაერებზე მანათობელი ასომთავრულით დაეწერათ:
„ორსულობის უფასო ტესტი სისხლში შაქრის შემცველობის ყველა
ტესტთან ერთად!“ ზელიჰას ვერ გაეგო, რა სახის ურთიერთკავშირი
იყო ამ ორ ტესტს შორის, მაგრამ გამოკვლევა მაინც ჩაიტარა. ანალი-
17
ზის პასუხიდან გაირკვა, რომ სისხლში შაქრის შემცველობის დონე
ნორმალური ჰქონდა, თანაც ორსულად იყო.
- ქალბატონო, შეგიძლიათ შემოხვიდეთ! - დაიძახა კარში ჩამდგარ-
მა რეგისტრატორმა. მისი პროფესიიდან გამომდინარე, ამჯერად „რ“-
სათვის თავის არიდება ადვილი არ იქნებოდა, - ექიმი გელოდებათ.
ზელიჰამ ჩაის ჭიქების ყუთსა და მოტეხილ ქუსლს ხელი დაავლო და
ფეხზე წამოდგა. იგრძნო, როგორ მიტრიალდა მისკენ ყველა თავი, რო-
მელიც კი ოთახში იყო. ისიც იგრძნო, როგორ აკვირდებოდნენ მის ყვე-
ლა ჟესტს.
სხვა დროს ზელიჰა რაც შეეძლო სწრაფად გაივლიდა, მაგრამ ახლა
მისი მოძრაობები აშკარად შენელებული, თითქმის უსიცოცხლო იყო.
სწორედ მაშინ, როდესაც ოთახიდან უნდა გასულიყო, ზელიჰა შეჩერდა
და ისე შემობრუნდა, თითქოს საამისოდ ვიღაცას ღილაკისთვის დაეჭი-
რა ხელი. ზუსტად იცოდა, ვისთვის უნდა შეეხედა. მისი თვალსაწიერის
ცენტრში ერთ-ერთი ყველაზე გაბოროტებული სახე აღმოჩნდა.
თავშლიანი ქალი დაიმანჭა. აღშფოთებისაგან წაბლისფერი თვა-
ლები მოქუფრვოდა და ტუჩებს აცმაცუნებდა. ექიმს წყევლიდა და ამ
ცხრამეტი წლისასაც, იმ ბავშვის მოშორებას რომ აპირებდა, რომელიც
ალაჰს მისთვის უნდა ეჩუქებინა და არა თავქარიანი გოგოსათვის.
***
ექიმი ერთი ჩასკვნილი კაცი იყო. მისი გაჯგიმული ტანადობა ძალა-
ზე მიგანიშნებდათ. რეგისტრატორისაგან განსხვავებით, მის გამოხედ-
ვაში არანაირი გაკიცხვა არ იგრძნობოდა, არც სულელური კითხვები
უტრიალებდა ენაზე. თითქოს ზელიჰას მისვლა მისთვის ყოველმხრივ
სასურველი იყო.
ექიმის გვერდით ზელიჰა მოდუნდა, კანი დაუცხრა. ეს ძალიან ცუდი
იყო, რადგან როდესაც მშვიდდებოდა და კანი უცხრებოდა, ჩაისჭიქასა-
ვით ნაზი ხდებოდა, ხოლო როდესაც ჩაის ჭიქასავით ნაზი იყო, ტირილს
ბევრი არაფერი აკლდა. აი, ეს კი ნამდვილად სძაგდა. პატარაობიდანვე
სძულდა სენტიმენტალური ქალები და თავს აღუთქვა, რომ არასოდეს
გადაიქცეოდა იმ მოსიარულე არარაობათაგან ერთ-ერთად, რომლე-
18
ბიც ცრემლებისა და საჩოთირო საყვედურების ზღვას აყენებენ ყველ-
გან, სადაც კი მიდიან. ასეთები კი მის ირგვლივ მრავლად იყვნენ. ზე-
ლიჰამ საკუთარ თავს ტირილი აუკრძალა. ამ დრომდე დადებულ პი-
რობას თავს საკმაოდ კარგად ართმევდა. როდესაც ან თუკი თვალზე
ცრემლი მოადგებოდა, ზელიჰა სუნთქვას შეიკრავდა და თავის აღ-
თქმას იხსენებდა.
ცრემლების შესაკავებლად ივლისის პირველ პარასკევსაც ის გა-
აკეთა, რასაც ყოველთვის აკეთებდა. ღრმად ჩაისუნთქა და ძალის დე-
მონსტრირებისათვის ნიკაპი ზემოთ ასწია. თუმცა, ამჯერად ძალიან ცუ-
დად გამოუვიდა: სუნთქვის შეკავება ქვითინით დამთავრდა.
ექიმს არ გაჰკვირვებია. ასეთებს მიჩვეული იყო. ქალები მასთან
სულ ტიროდნენ.
- დამშვიდდი, - თქვა ექიმმა და ზელიჰას დაშოშმინება სცადა, თან
სამედიცინო ხელთათმანებს ირგებდა, - ყველაფერი კარგად იქნება. ნუ
დარდობ. ცოტას წასთვლემ, დაიძინებ, სიზმარს ნახავ. სანამ სიზმარი
დამთავრდება, გაგაღვიძებთ და შინ წახვალ, მერე კი არაფერი გაგახ-
სენდება. როდესაც ზელიჰა ასე ტიროდა, ყველაფერი სახეზე ეწერა,
ლოყები უცვივდებოდა და მკაფიოდ იკვეთებოდა მისი სახის ყველაზე
მეტყველი ნაწილიც, ანუ ცხვირი. მისი დედმამიშვილებისა არ იყოს, მა-
მისაგან მემკვიდრეობით მიღებული განსაკუთრებული კეხიანი ცხვირი
ზელიჰას შემთხვევაშიც კეხთან უფრო გამოყვანილი, ხოლო წვერთან
წაგრძელებული იყო.
ექიმმა ზელიჰას მხარზე მოუთათუნა ხელი, მერე ქაღალდის ცხვირ-
სახოცი მიაწოდა, ბოლოს კი - ცხვირსახოცების მთელი ყუთიც. საწერ
მაგიდასთან ყოველთვის ჰქონდა ქაღალდის ცხვირსახოცების ზედმეტი
შეკვრა. ფარმაცევტული კომპანიები ცხვირსახოცების ყუთებს უფასოდ
არიგებდნენ. საკუთარი კომპანიის სახელებით დამშვენებული კალმე-
ბისა და ჩანაწერების წიგნაკების გარდა, ისინი ქაღალდის ცხვირსახო-
ცებსაც ამზადებდნენ პაციენტი ქალებისათვის, რომლებიც ვერა და ვერ
იკავებდნენ ტირილს.
„ლეღვი... გემრიელი ლეღვი... კარგი, მწიფე ლეღვი!“
19
ნეტავ იგივე გამყიდველი იყო თუ სხვა? რას ეძახდნენ კლიენტები?
მელეღვეს?
იწვა ზელიჰა უძრავად მაგიდაზე და ფიქრობდა. უზადოდ სუფთა
ოთახის სითეთრე, რომელშიც მაგიდა იდგა, ადამიანს გამბედაობის
უკანასკნელ ნატამალსაც გამოაცლიდა. იქაური ხის საბჯენები, დანე-
ბიც კი არ აშინებდა ზელიჰას ისე, როგორც აბსოლუტური სითეთრე.
იყო რაღაც სიჩუმის მსგავსი თეთრ ფერში. ორივე დაცლილი იყო სი-
ცოცხლისგან, სიჩუმეც და თეთრიც.
ზელიჰა შეეცადა, როგორმე თავი დაეღწია სიჩუმის ფერისათვის,
ამასობაში კი მისი ყურადღება შავმა ლაქამ მიიზიდა, ჭერს რომ ემჩნე-
ოდა.რაც უფრო მეტად აკვირდებოდა ლაქას, მით უფრო მეტად ემსგავ-
სებოდა ეს უკანასკნელი შავ ობობას. თავიდან არ იძვროდა, მერე ცოც-
ვა დაიწყო. ინიექცია ზელიჰას სისხლძარღვებს მოედო და ობობაც სულ
იზრდებოდა და იზრდებოდა. რამდენიმე წამში ზელიჰა ისე დამძიმდა,
რომ თითის აწევაც არ შეეძლო. როგორც კი სცადა წინააღმდეგობა გა-
ეწია ნარკოზით მოგვრილი ძილისათვის, ხელახლა აქვითინდა.
- დარწმუნებული ხარ, რომ ამის გაკეთება გინდა? იქნებ დაფიქრდე,
- თქვა ექიმმა ხავერდოვანი ხმით ისე, თითქოს ზელიჰა მტვრის გროვა
ყოფილიყო და ექიმს ეშინოდა, ხმამაღალი ლაპარაკით ჩემი სიტყვების
ქარმა არ გადახვეტოსო, - თუ დაფიქრება გინდა, ჯერ არ არის ძალიან
გვიანი.
გვიანი იყო. ზელიჰამ იცოდა, რომ ეს ახლა, ივლისის ამ პარასკევს
დღეს უნდა გაეკეთებინა. დღეს ან არასოდეს.
- საფიქრალი არაფერია. ვერ გავაჩენ, - ზელიჰას ესმოდა, როგორ
წამოაყრანტალა ეს სიტყვები.
ექიმმა თავი დააქნია. მოულოდნელად, თითქოს ამ მოძრაობას
ელოდებოდაო, ოთახში ახლომახლო მეჩეთიდან წამოსული პარასკე-
ვის ლოცვა შემოიჭრა. რამდენიმე წამში ლოცვას კიდევ ერთი მეჩეთი
შეუერთდა, მერე კიდევ ერთი და კიდევ ერთი. ზელიჰას აღელვებისაგან
სახე მოეღრიცა. ვერ იტანდა, როდესაც ლოცვა, რომელიც თავიდან
იმისთვის შეიქმნა, რომ ადამიანის შეურყვნელი ხმით წაეკითხათ, ადა-
20
მიანურ სითბოს კარგავდა და მიკროფონებისა და კაბინეტებში დამონ-
ტაჟებული ხმის გამაძლიერებლების წყალობით ქალაქის თავზე გამო-
კიდებულ ელექტრონულ ხმაურად იქცეოდა. ცოტა ხანში ხმაური იმდე-
ნად გაძლიერდა, იფიქრა, ახლომახლო უკლებლივ ყველა მეჩეთის
ხმის გამაძლიერებელ სისტემას რაღაც ხომ არ დაემართაო.
შეიძლება სულაც სმენა გაუმახვილდა.
- ერთ წუთს გაგრძელდება... ნუ ღელავ, - თქვა ექიმმა.
ზელიჰამ შეცბუნებულმა შეხედა. ნუთუ ასე ეტყობოდა სახეზე ელექ-
ტროლოცვის სიძულვილი? ამის დარდი არ ჰქონდა. კაზანჯის გვარის
ყველა სხვა ქალს შორის იგი ერთადერთი ურწმუნო იყო.
ბავშვობაში წარმოიდგენდა ხოლმე, რომ ალაჰი მისი საუკეთესო
მეგობარი იყო. ცხადია, ეს ცუდი არ იყო, მაგრამ ზელიჰას მეორე საუკე-
თესო მეგობარი ერთი ენაჭარტალა, ჭორფლიანი გოგო გახლდათ,
რომელიც მოწევას რვა წლისა დაეჩვია. გოგონა მათი დამლაგებლის,
ლოყასავსე ულვაშიანი ქურთი ქალის შვილი იყო.
დამლაგებელი, რომელიც ულვაშის მოპარსვით თავს ყოველთვის
არ იწუხებდა, ადრე მათთან კვირაში ორჯერ დადიოდა და ქალიშვილიც
მუდამთან ახლდა.
ცოტა ხანში ზელიჰა და დამლაგებლის გოგონა კარგი მეგობრები
გახდნენ, საჩვენებელი თითებიც კი გაიჭრეს, რომ ცხოვრების ბოლომ-
დე დადნაფიცები ყოფილიყვნენ. ერთი კვირის განმავლობაში ორივეს
თითზე სისხლიანი სახვევი ეკეთა, როგორც მათი დობის სიმბოლო.
უწინ, როცა კი ლოცულობდა, ზელიჰა სწორედ ამ სისხლიან სახვევზე
ფიქრობდა - ნეტავი ალაჰსაც შესძლებოდა მასთან დად გაფიცვა... დად
გაფიცვა...
„მაპატიე“, - უმალ მოიხდიდა ხოლმე ბოდიშს ზელიჰა, მერე კიდევ
ერთხელ, მერე კიდევ ერთხელ. როდესაც ალაჰს პატიებას სთხოვ, სამ-
ჯერ უნდა მოუბოდიშო: „მაპატიე, მაპატიე, მაპატიე“.
იცოდა, რომ შეცდომას უშვებდა: ალაჰს არ შეეძლო გაპიროვნება,
არც უნდა გაპიროვნებულიყო. ალაჰს საამისოდ არც თითები ჰქონდა,
არც სისხლი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მისთვის ადამიანური თვისებე-
21
ბის მიწერისაგან თავის შეკავება სჯობდა; ეს კი ადვილი არ იყო, რად-
გან ალაჰის ოთხმოცდაცხრამეტი სახელიდან ყველა სავსებით მიესა-
დაგებოდა ადამიანთა მოდგმას.
ალაჰი ყველაფერს ხედავდა, მაგრამ თვალები არ ჰქონდა; ყველა-
ფერი ესმოდა, მაგრამ არ ჰქონდა ყურები; შეეძლო ყველას მისწვდო-
მოდა, მაგრამ ხელები არ ჰქონდა... მთელი ამ ინფორმაციიდან რვა
წლის ზელიჰას ერთი დასკვნა გაეკეთებინა: ალაჰს შეეძლო დაგვმსგავ-
სებოდა, ჩვენ კი არ შეგვეძლო, მას დავმსგავსებოდით. იქნებ პირიქი-
თაც იყო? ნებისმიერ შემთხვევაში, მასზე ფიქრი უნდა გესწავლათ, ანუ
უნდა გესწავლათ ფიქრი მასზე არა, როგორც ადამიანზე.
ამაზე ამდენს, ალბათ, არც იფიქრებდა, ერთხელ შუადღისას, თავი-
სი დის, ფერიდეს საჩვენებელ თითზე სისხლიანი სახვევი რომ არ შე-
ენიშნა. როგორც ჩანს, ქურთის გოგომ ფერიდესაც შეჰფიცა დობა. ზე-
ლიჰამ თავი მოტყუებულად იგრძნო. მხოლოდ ახლაღა მიხვდა, მისი
მთავარი წინააღმდეგობა ალაჰთან ის კი არ იყო, რომ მას, ალაჰს სის-
ხლი არ ჰქონდა, არამედ ის, რომ მეტისმეტად ბევრი სისხლით გაფიცუ-
ლი და მისახედი დობილი ჰყავდა იმისათვის, რომ საბოლოოდ რომე-
ლიმე მათგანისათვის მიეხედა.
ამ ამბის შემდეგ მეგობრობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ზელიჰას
სახლი ძალიან დიდი და ნახევრად დანგრეული იყო, დედამისი კი ან-
ჩხლი და ჯიუტი ქალი გახლდათ. ჰოდა, დამლაგებელმაც ცოტა ხანში
მათთან მუშაობას თავი დაანება და თავისი გოგონაც თან წაიყვანა.
დარჩა ზელიჰა ერთ-ერთი საუკეთესო მეგობრის გარეშე, მეგობრი-
სა, რომლის მეგობრობაც ერთობ საეჭვო იყო. ზელიჰა ოდნავ ნაწყენი
იყო, მაგრამ ზუსტად არ იცოდა ვისზე: დამლაგებელზე, რომელიც წავი-
და, დედაზე, რომელმაც დამლაგებელს წასვლა აიძულა, თავის საუკე-
თესო მეგობარზე, რომელიც ორმაგ თამაშს თამაშობდა, უფროს დაზე,
რომელმაც დადნაფიციმოჰპარა, თუ ალაჰზე.
რაკი სხვებზე ხელი არ მიუწვდებოდა, გადაწყვიტა, ალაჰზე ყოფი-
ლიყო ნაწყენი. იმის გამო, რომ თავი წარმართად ასეთ მცირე ასაკში

22
იგრძნო, ზელიჰას ვერ გაეგო, რატომ უნდა ყოფილიყო წარმართი მო-
წიფულობაშიც.
ოთახში კიდევ ერთი მეჩეთიდან წამოსული ლოცვის ხმა გაისმა.
ლოცვები წრეში ჩახატული წრეებივით ექოდ მრავლდებოდა. რაც უნდა
უცნაურად მოგეჩვენოთ, იმ მომენტში ექიმის კაბინეტში მყოფი ზელიჰა
სადილზე დაგვიანებას ჯავრობდა. აინტერესებდა, რა ექნებოდათ სუფ-
რაზე იმ საღამოს და მისი სამი დისგან რომლის ნახელავი იქნებოდა ეს
კერძი.
ზელიჰას ყველა დას სხვადასხვა კერძის კეთება გამოსდიოდა კარ-
გად და ზელიჰასაც სხვადასხვანაირი საჭმელი შეეძლო ენატრა, გამომ-
დინარე იქიდან, თუ ვინ ტრიალებდა იმ დღეს სამზარეულოში. სატენია-
ნი მწვანე წიწაკა უნდოდა. მეტისმეტად რთული კერძი იყო, რადგან ყვე-
ლა და მას განსხვავებულად ამზადებდა. სატენიანი... მწვანე... წიწაკა...
ობობა ქვემოთ ეშვებოდა და ზელიჰას სუნთქვაც თანდათან უნელ-
დებოდა. ისევ ცდილობდა, თვალი არ მოეცილებინა ჭერისთვის. თავს
ისე გრძნობდა, თითქოს მის ირგვლივ შეკრებილი ხალხი სხვა სივრცე-
ში იყო. ზელიჰამ მორფევსის საბრძანებელში შეაბიჯა.
იქაურობა ისეთი განათებული იყო, თითქმის კაშკაშებდა. ნელა და
ფრთხილად გაუყვა მანქანებითა და ფეხით მოსიარულეებით გადატე-
ნილ ხიდს. ხიდზე უძრავად იდგნენ მეთევზეებიც. ანკესის ბოლოებზე
მატლები კონწიალობდნენ.
მიიკვლევდა გზას ზელიჰა. რიყის ყველა ქვა, რომელსაც ფეხს აბი-
ჯებდა, მორყეულიყო. შიშით გული უსკდებოდა, რადგან ქვემოთ არა-
ფერი ეგულებოდა.
ცოტა ხანში შეშინებულმა აღმოაჩინა, რომ ზემოთაც იგივე იყო, რაც
ქვემოთ. ციდან რიყის ქვების წვიმა მოდიოდა. როდესაც ციდან რიყის
ქვა ვარდებოდა, მის ფეხქვეშ ქვაფენილს ერთი ქვა აკლდებოდა. ცის
თავზე და მიწის ქვეშ ისევ და ისევ არა იყო რა.
მოდიოდა რიყის ქვების წვიმა და კიდევ უფრო იზრდებოდა ღრმუ-
ლი. ზელიჰა შიშმა აიტანა. ეშინოდა, არ გადაეყლაპა დამშეულ უფ-
სკრულს.
23
- შეჩერდით! - დაუყვირა ზელიჰამ მის ფეხქვეშ ჩაგორებულ ქვებს, -
შეჩერდით! - უბრძანა მანქანებს, რომლებიც ჯერ მისკენ მოექანებოდ-
ნენ, შემდეგ კი ზემოდან უვლიდნენ, - შეჩერდით! - შეევედრა ფეხით მო-
სიარულეებს, რომლებიც განზე სწევდნენ, - შეჩერდით, გთხოვთ!
***
როცა გაიღვიძა, უცხო ოთახში მარტო იყო. გული ერეოდა. არც
იცოდა და არც უნდოდა, გამოეცნო აქ რამ მოიყვანა. არაფერს გრძნობ-
და,არც ტკივილს, არც სინანულს.
„ბოლოს და ბოლოს, გულგრილობამ გაიმარჯვა“, - დაასკვნა ზელი-
ჰამ. გვერდითა ოთახში ქათქათა მაგიდაზე მას მარტო ბავშვი კი არა,
გრძნობებიც მოაშორეს. იქნებ სადმე იყო კიდეც იმედის ნაპერწკალი;
იქნებ ახლა მაინც მოეხერხებინა სათევზაოდ წასვლა და საათობით გა-
უნძრევლად დგომა იმედგაცრუებისა და მარტოსულობის შეგრძნების
გარეშე ისე, თითქოს ცხოვრება ფეხმარდი კურდღელი ყოფილიყო,
რომლის დანახვაც მხოლოდ შორიდან შეეძლო და, ალბათ, ვერასო-
დეს დაიჭერდა.
- როგორც იქნა, გაიღვიძე! - რეგისტრატორი კართან იდგა. წელზე
დოინჯი შემოერტყა, - ღმერთო, რა შიში ვჭამეთ! როგორ შეგვაშინე!
წარმოგიდგენია მაინც, როგორ ყვიროდი? საშინელება იყო!
ზელიჰა გაუნძრევლად იწვა. თვალსაც არ ახამხამებდა.
- ქუჩაში, ალბათ, ეგონათ, რომ გკლავდით ან რაღაც ეგეთი... მარ-
ტო ის მაინტერესებს, პოლიცია რატომ არ მოგვადგა!
„იმიტომ, რომ სტამბოლის პოლიციაზე ლაპარაკობ და არა ვიღაც
დაკუნთულ პოლიციელზე ამერიკული კინოდან“, - გაიფიქრა ზელიჰამ
და, როგორც იქნა, თვალები ააფახურა. ჯერ ვერ გაეგო, რითი გააბრაზა
რეგისტრატორი, მაგრამ რაკი ასე გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა, თა-
ვის გასამართლებლად ის თქვა, რაც პირველად მოუვიდა თავში:
- იქნებ იმიტომ ვყვიროდი, რომ მეტკინა...
მიუხედავად იმისა, რომ ზელიჰას შენიშვნა დამაჯერებელი ჩანდა,
იგი იქვე გააცამტვერეს:

24
- ქალბატონო, ეს შეუძლებელია იმიტომ, რომ ექიმს... ოპერაცია არ
გაუკეთებია. ხელიც კი არ დაგვიკარებია შენთვის!
- რას გულისხმობ? - ენის ბორძიკით იკითხა ზელიჰამ. პასუხზე მე-
ტად ის აინტერესებდა, თავად რამდენად მნიშვნელოვანი კითხვა დას-
ვა, - იმის თქმა გინდა, რომ არ...
- ჰო, არა, - ამოიხვნეშა რეგისტრატორმა. თავი ისე ეჭირა, თითქოს
შაკიკის შეტევა ჰქონოდა, - ექიმს აბსოლუტურად არაფრის გაკეთება
არ შეეძლო, ისე ყვიროდი. გონებაზე იყავი, ქალო, არაფერი გამოვი-
დოდა. ჯერ რაღაცას მიედ-მოედებოდი, მერე ყვირილი და გინება დაიწ-
ყე. თხუთმეტი წელია ასეთი არაფერი მინახავს. მორფის ორმაგი დოზა
თუ იმოქმედებდა შენზე.
ზელიჰა ეჭვობდა, რომ ეს ნათქვამი გარკვეულწილად გაზვიადებუ-
ლი იყო, მაგრამ კამათის თავი არ ჰქონდა. გინეკოლოგთან ორსაათი-
ანმა ვიზიტმა მიახვედრა, რომ აქ პაციენტისაგან ლაპარაკს მხოლოდ
მაშინ მოელიან, როდესაც კითხვას უსვამენ.
- ბოლოს და ბოლოს, გონება რომ დაკარგე, ვერ წარმოვიდგენდით,
ისევთუ არ დაიწყებდი ყვირილს. ექიმმა, მოდი, მოვიცადოთ, სანამ გო-
ნება არ დაეწმინდებაო. თუ ნამდვილად უნდა აბორტის გაკეთება, მერე
გაიკეთებსო. აქ მოგიყვანეთ და ძილი გაცადეთ. მართლა გეძინა!
- იმას გულისხმობ, რომ არ... - ვერა და ვერ ამოუშვა პირიდან სიტ-
ყვა, რომელიც ასე გაბედულად წარმოთქვა შუადღისას უცხო ადამიანე-
ბის თვალწინ. ზელიჰა მუცელს ხელით შეეხო, თვალებით კი ნუგეშის-
ცემას ევედრებოდა რეგისტრატორს, რომელსაც მთელ დუნიაზე ყვე-
ლაზე ნაკლებად შეეძლო მისი დარდის გაქარვება, - გოგონა აქ არის...
- ჰო, მაგრამ, ჯერ არ იცი, გოგოა თუ არა! - უდარდელი ხმით თქვა
რეგისტრატორმა, მაგრამ ზელიჰამ იცოდა, უბრალოდ, იცოდა. მორჩა
და გათავდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბნელდებოდა, ქუჩაში გასულმა თავი ისე
იგრძნო, თითქოს ის იყო, თენდებოდა. წვიმას გადაეღო და ცხოვრება
მშვენიერი, თითქმის ასატანი ჩანდა. მოძრაობა ისევ გადატვირთული
იყო. ქუჩებში ყველგან ჭყაპი იდგა, ნაწვიმრის მძაფრი სუნი კი მთელ
25
ქალაქს რაღაცნაირ ღვთიურ ელფერს სძენდა. სადღაც-სადღაც ბავშვე-
ბი ტალახიან გუბეებში დატყაპუნებდნენ. პატარ-პატარა ცოდვების ჩა-
დენა სიამოვნებას ჰგვრიდათ.
თუკი შეიძლება არსებობდეს ცოდვის ჩადენისათვის შესაფერისი
დრო, ეს წარმავალი წამი სწორედ ასეთად შეიძლებოდა ჩაგეთვალათ.
ეს ის ერთ-ერთი იშვიათი მომენტი იყო, როდესაც ფიქრობ, რომ ალაჰი
არა მხოლოდ ზემოდან დაგვყურებს, არამედ ზრუნავს კიდეც ჩვენზე,
ერთ-ერთი მომენტი, როდესაც გრძნობ მის სიახლოვეს.
„თითქოს სტამბოლი პარიზის დარად რომანტიკულ ფერადოვან, სა-
ნეტარო დედაქალაქად ქცეულა“, - ფიქრობდა ზელიჰა. არა, პარიზში
არასოდეს ყოფილა.
შორიახლოს თოლიამ ჩაუფრინა. რაღაც დაშიფრულ შეტყობინებას
დასჭყიოდა, შეტყობინებას, რომელსაც ზელიჰა ის-ის იყო, გამოიცნობ-
და. ნახევარი წუთის განმავლობაში ზელიჰას სწამდა, რომ რაღაც ახა-
ლი უნდა დაწყებულიყო.
- ეს რატომ არ გამაკეთებინე, ალაჰ? - თავადაც გაიგონა, როგორ
ჩაიბუტბუტა, მაგრამ როგორც კი სიტყვები ბაგეებს მოსწყდა, შეშინე-
ბულმა მაშინვე მოუბოდიშა საკუთარ თავში ჩაბუდებულ ათეისტს.
„მაპატიე, მაპატიე, მაპატიე“.
შორს, ცისარტყელას ქვეშ, ზელიჰა კოჭლობით ბრუნდებოდა შინ.
ხელში მაგრად ეჭირა ჩაის ჭიქების ყუთი და მოტეხილი ქუსლი. იმაზე
ნაკლებად დათრგუნვილად გრძნობდა თავს, ვიდრე მთელი კვირების
განმავლობაში.
***
ივლისის იმ პირველ პარასკევს ზელიჰა დაახლოებით საღამოს რვა
საათზე დაბრუნდა. აქეთ-იქით აშენებულ ხუთჯერ უფრო მაღალ საც-
ხოვრებელ კორპუსებს შორის ოდნავ მოძველებული, მაღალჭერიანი
ოტომანური დიდი სახლი უადგილოდ გამოიყურებოდა. ზელიჰა ძლივს
ავიდა დახვეულ კიბეზე. კაზანჯის გვარის ყველა ქალი ზედა სართულზე
ფართო სასადილო მაგიდის გარშემო შეკრებილიყო. ჭამით იყვნენ
გართული. აშკარა იყო, მისთვის დალოდების მიზეზს ვერ ხედავდნენ.
26
- უცხოს გაუმარჯოს! შემოდი, ვახშამზე დაგვეწვიე, - შესძახა ბანუმ,
რომელიც ქათმის დაბრაწულ კნატუნა ფრთას კისერწაგრძელებული
დასცქეროდა ზემოდან, - წინასწარმეტყველი მუჰამედი გვირჩევს, საკ-
ვები უცხოებს გავუნაწილოთ.
ტუჩები და ლოყები ისე უბზინავდა, თითქოს ქათმის ცხიმის მთელ
სახეზე, მათ შორის ელვარე, მოყვითალო-ყავისფერ თვალებზეც, წა-
სასმელად საგანგებოდ მოეცალა.
მასზე თორმეტი წლით უფროსი და, ოცდაათი გირვანქით მძიმე ბა-
ნუ, ზელიჰას დედას უფრო ჰგავდა, ვიდრე დას. ბანუს თუ დაუჯერებდით,
არანორმალური საჭმლის მომნელებელი სისტემა ჰქონდა, რომელიც
იტევდა ყველაფერს, რასაც მისი პატრონი ყლაპავდა. ამას კიდევ ირ-
წმუნებდით, მაგრამ ბანუ ამტკიცებდა, სუფთა წყალსაც კი ჩემი სხეული
ცხიმად გარდაქმნის და ამიტომ ვერც ჩემს წონაზე მაგებინებთ პასუხს,
ვერც დიეტაზე დაჯდომას მთხოვთო.
- გამოიცანი, რა გვაქვს დღეს მენიუში? - ხალისიანად განაგრძო ბა-
ნუმ, თან ზელიჰას თითი დაუქნია, მერე კი ქათმის მეორე ფრთას დას-
წვდა, - სატენიანი მწვანე წიწაკა!
- დღეს, ალბათ, ჩემი დღეა! - თქვა ზელიჰამ.
იმდღევანდელი მენიუ მდიდრული და კარგად ნაცნობი იყო.
უზარმაზარი ქათმის გარდა, სუფრაზე იდო მაწვნის შეჭამანდი, კარ-
ნიარიკი, პილაკი, წინადღის კადინ ბუდუ კოფტე, ტურშუ, ახალი მომზა-
დებული ჩორეკი, აირანის ქილა და, რა თქმა უნდა, სატენიანი მწვანე
წიწაკა. ზელიჰამ სკამს წამოავლო ხელი, შიმშილის გრძნობამ რთული
დღის წინ ოჯახურ სადილზე დასწრების სურვილის უქონლობა გადას-
ძალა.
- სად იყავით, ახალგაზრდა ქალბატონო? - დაიბუზღუნა დედამისმა,
გულსუმმა, რომელიც სხვა ცხოვრებაში შეიძლება ივანე მრისხანე იყო.
გულსუმი მხრებში გაიმართა, ნიკაპი ასწია, წარბები შეყარა და მოჭმუხ-
ნილი სახე ზელიჰასკენ მიაბრუნა, თითქოს ასე თავისი უმცროსი ქა-
ლიშვილის აზრების წაკითხვას შეძლებდა. იდგნენ ასე გულსუმი და ზე-

27
ლიჰა, დედა და შვილი, და კუშტად შეჰყურებდნენ ერთმანეთს. ორივე
მზად იყო ჩხუბისათვის, მაგრამ დაწყება არც ერთს არ უნდოდა.
მზერა პირველად ზელიჰამ აარიდა. ზედმიწევნით კარგად იცო-
და,რამდენად დიდი შეცდომა იქნებოდა დედამისის წინაშე საკუთარი
ხასიათის გამოვლენა. ამიტომაც თავს ძალა დაატანა, გაიღიმა და პა-
სუხის გაცემა სცადა, თუმცა, ეს არ იყო პირდაპირი პასუხი.
- დღეს ბაზარში კარგი ფასდაკლებები იყო. ჩაის სერვიზი ვიყიდე.
მართლა მშვენიერია! მოოქრული ვარსკვლავები აქვს და კოვზები მოჰ-
ყვება, რომლებიც ძალიან უხდება.
- ვაი რომ, ძალიან ადვილად ტყდება, - უკმაყოფილოდ ჩაილაპარა-
კა ჯევრიემ, რომელიც დები კაზანჯების მეორე უფროსი წარმომადგენე-
ლი და კერძო სკოლაში სახელმწიფო ისტორიის მასწავლებელი გახ-
ლდათ. ჯევრიე ყოველთვის ჯანსაღ, დაბალანსებულ საკვებს იღებდა.
მთელ თმას კეფაზე მჭიდროდ იგრეხდა და კოხტა შინიონს იკეთებდა.
- ბაზარში იყავი? ცოტა მაინც რატომ არ წამოიღე დარიჩინის ჩხირე-
ბი? დილით გითხარი, რომ დღეს ბრინჯის პუდინგის მომზადებას ვაპი-
რებდით, სახლში კი დარიჩინი სულ აღარ იყო, ზედ რომ მოგვეყარა.
ვიდრე პურის ერთი ლუკმიდან მეორეზე გადავიდოდა, ბანუმ წარბი
შეიკრა, მაგრამ ამ პრობლემას მისი გონება წამზე დიდი ხნით არ და-
უკავებია. ბანუსეული პურის თეორია, რომლის ხშირად გამეორებაც
თავად ასე მოსწონდა და რომლის ხორცშესხმასაც გამუდმებით ცდი-
ლობდა, შემდეგში მდგომარეობდა: თუ კუჭს თითოეულ და ყოველ ჯერ-
ზე პურს სათანადო რაოდენობით არ მიაწვდიდნენ, „ამოვსებას“ ვერ
მიხვდებოდა და ამის გამო კიდევ მოითხოვდა საკვებს. იმისათვის, რომ
კუჭს სრულად გაეცნობიერებინა საკუთარი სისავსე, ადამიანს ყველა-
ფერზე პურის სათანადო ულუფა უნდა მიეყოლებინა. ასე რომ, ბანუ ერ-
თად მიირთმევდა პურსა და კარტოფილს, პურსა და ბრინჯს, პურსა და
პასტას, პურსა და ბორექს, ხოლო როდესაც კუჭისათვის ჩვეულებრივ-
ზე გაცილებით მკაფიო მესიჯის გაგზავნა სურდა, ერთად გეახლებოდათ
პურსა და პურს. უპურო სადილი ცოდვა იყო, რომელიც ალაჰს შეიძლე-
ბოდა ეპატიებინა, მაგრამ ბანუ ამას აშკარად არავის მიუტევებდა.
28
ზელიჰამ ტუჩები მოკუმა და უსიტყვოდ იდგა. მხოლოდ ახლა გაახ-
სენდა, რა ბედი ეწია დარიჩინის ჩხირებს. კითხვას თავი აარიდა და
თეფშზე სატენიანი წიწაკა გადმოიღო. ყოველთვის ადვილად ხვდებო-
და, ვისი მომზადებული იყო წიწაკა - ბანუსი, ჯევრიესი თუ ფერიდესი.
ბანუს მომზადებული წიწაკა სავსე იყო სატენით, რომელიც სხვების
წიწაკას ძალიან აკლდა ხოლმე, მათ შორის მიწის თხილით, აკაჟუთი
და ნუშით.
ფერიდეს მომზადებული წიწაკა გაძეძგილი იყო ბრინჯით. თითოე-
ული მწვანე წიწაკა ისე იყო გაბერილი, რომ დაუნაწილებლად მისი შეჭ-
მა შეუძლებელი იყო. ყველა სახის სანელებლის ფერიდეს სიყვარულს
წიწაკების დაძეძგვის სურვილიც ემატებოდა და ტოლმაც ძლივს იტევ-
და მწვანილსა და სანელებლებს. იმის მიხედვით, სანელებლების რა
კომბინაციას მიმართავდა ფერიდე, კერძი ან განსაკუთრებულად კარ-
გი, ან უბრალოდ საშინელი გამოდიოდა.
ჯევრიეს ტოლმა კი, რომელიც ამჯერად მას მოემზადებინა, ყოველ-
თვის უფრო ტკბილი იყო. განურჩევლად ყველაფერს, რაც საჭმელად
ვარგისი იყო, ჯევრიე შაქრის ფხვნილს უმატებდა, თითქოს საკუთარ
სამყაროში დაბუდებული სიმწარის კომპენსირებას ცდილობდა. ჰოდა,
იმ დღეს ტოლმა სწორედ მისი გაკეთებული აღმოჩნდა.
- ექიმთან ვიყავი... - ჩაილუღლუღა ზელიჰამ, თან ტოლმას ფრთხი-
ლად აცლიდა ღია მწვანე კანს.
- ექიმთან? - დაიმანჭა ფერიდე და ჩანგალი ჰაერში ისე ასწია, თით-
ქოს დირიჟორის ჯოხით რუკაზე დატანილი მთების შორეულ ქედს აჩვე-
ნებდა გეოგრაფიის საკლასო ოთახში შეკრებილ მოსწავლეებს და არა
საკუთარი ოჯახის წევრებს.
ფერიდეს მხედველობითი კონტაქტის დამყარების პრობლემა
ჰქონდა და თავს უფრო მშვიდად გრძნობდა, თუკი რაიმე საგანს ელა-
პარაკებოდა. შესაბამისად, მისი სიტყვების ადრესატი ზელიჰას თეფში
აღმოჩნდა:

29
- ამ დილით გაზეთი არ გინახავს? ცხრა წლის გოგონას აპენდიციტი
გაუკეთეს და მაკრატელი შიგნით დარჩათ. წარმოდგენა თუ გაქვს, რო-
გორ უნდა ჩასვან ექიმი ციხეში სამსახურებრივი დაუდევრობის გამო?
სამედიცინო პროცედურების შესახებ ფერიდემ კაზანჯის გვარის
ყველა ქალზე მეტი იცოდა. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მას რვა
სხვადასხვა დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. ყოველ მომდევნო დაავა-
დებას წინაზე უცხო სახელწოდება ჰქონდა.
ძნელი გასარკვევი იყო, ექიმებს უჭირდათ რაიმე კონკრეტული გა-
დაწყვეტილების მიღება თუ თავად ფერიდე იგონებდა ახალ-ახალ სნე-
ულებებს. ასე იყო თუ ისე, ცოტა ხანში ამ ყველაფერს დიდად არავინ
დაგიდევდათ. საღი ჭკუა ფერიდესათვის შანგრი-ლა, მიწიერი სამოთხე
გახლდათ, რომელიც ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკში დატოვა და სადაც
ერთ მშვენიერ დღეს აპირებდა დაბრუნებას. შანგრი-ლასკენ მიმავალ
გზაზე ფერიდემ სხვადასხვა გაჩერებაზე შეისვენა. თითოეულ გაჩერე-
ბას რაღაც ახირებული სახელი ერქვა და მოსაბეზრებელ მკურნალო-
ბას საჭიროებდა.
რაღაც უცნაურობა ფერიდეში ჯერ კიდევ მაშინ იყო, როცა ეს უკა-
ნასკნელი პატარა გოგონა გახლდათ. სკოლაში ერთ-ერთი რთული
მოსწავლე იყო და არავითარ ინტერესს არ ამჟღავნებდა არაფრისადმი
ფიზიკური გეოგრაფიის გაკვეთილების გარდა. რაც შეეხება თავად გე-
ოგრაფიის გაკვეთილებს, არავითარ ინტერესს არ ამჟღავნებდა არაფ-
რისადმი, რამდენიმე საკითხისგარდა. ასეთი საკითხების რიცხვს
უპირველესად ატმოსფეროს შრეები განეკუთვნებოდა. სტრატოსფე-
როში ოზონის დაშლა და ოკეანის ზედაპირულ დინებებსა და ატმოსფე-
რულ მოდელებს შორის არსებული კავშირი მისი საყვარელი თემები
იყო. ფერიდეს შეესწავლა მთელი ინფორმაცია, რომლის მოპოვებაც კი
შეძლო მაღალგანედური სტრატოსფერული ცირკულაციის, მეზოსფე-
როს მახასიათებლების, მთისა და ხეობის ქარების, მზის აქტივობის
ციკლების, ტროპიკული განედების, ასევე დედამიწის ფორმისა და ზო-
მის შესახებ.

30
ყველაფრისაგან, რასაც სკოლაში დაისწავლიდა, სახლში იცლებო-
და. საუბარი ისე არ ჩაივლიდა, ატმოსფერო რამდენჯერმე რომ არ ეხ-
სენებინა. ყოველთვის, როდესაც ფიზიკურ გეოგრაფიაში საკუთარ
ცოდნას ამზეურებდა, ფერიდე უმაგალითო მონდომებით ლაპარაკობ-
და და ასე, ღრუბლებში ფარფატ-ფარფატით ატმოსფეროს ერთი შრი-
დან მეორეში დახტუნავდა.
სკოლის დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ ფერიდემ ექსცენტრი-
კულობისა და გაუცხოების ნიშნები გამოავლინა.
ფიზიკური გეოგრაფიისადმი ინტერესმა, რომელიც ფერიდეს არა-
სოდეს განელებია, კიდევ ერთი ახალი ინტერესის გაღვივებას მისცა
ბიძგი და ფერიდე გაიტაცა უბედური შემთხვევებისა და კატასტროფე-
ბის თემამ. ყოველდღე კითხულობდა ტაბლოიდების მესამე გვერდს.
ავტოსაგზაო შემთხვევები, სერიული მკვლელობები, ქარიშხლები, მი-
წისძვრები, ხანძრები და წყალდიდობები, გადამდები დაავადებები და
უცნობი ვირუსები... ამ ყველაფერს ფერიდე ყურადღებით კითხულობ-
და. მისი შერჩევითი მეხსიერება ადგილობრივ, ნაციონალურ და ინ-
ტერნაციონალურ უბედურებებს მხოლოდ იმისთვის ისრუტავდა, რომ
ეს ყველაფერი სხვებისათვის ყოვლად მოულოდნელად დაეტეხა თავს.
იმდენად, რამდენადაც დაბადებიდან ნებისმიერ ამბავში ტანჯვა-წა-
მების დანახვის, ანდა ასეთის არარსებობის შემთხვევაში, მისი შეთ-
ხზვის მიდრეკილება ჰქონდა, ფერიდეს თვალის დახამხამებაში შეეძ-
ლო ნებისმიერი საუბრის ჩამწარება.
ყველაფრის მიუხედავად, მისი ახალი ამბები არავის აღელვებდა,
რადგან დიდი ხნის წინ ეთქვათ უარი მისი ნათქვამის დაჯერებაზე. ოჯა-
ხს ფერიდეს სიგიჟესთან გასამკლავებლად ერთი გამოსავალი მოეძებ-
ნა, კერძოდ, შეშლილობას არადამაჯერებლობაში ურევდნენ.
თავიდან ფერიდეს სტრესით გამოწვეული წყლული დაუდგინეს. დი-
აგნოზს ოჯახში სერიოზულად არავინ აღიქვამდა, რადგან „სტრესი“ ერ-
თგვარ პოპულარულ გამოთქმად ქცეულიყო. მას შემდეგ, რაც თურ-
ქულ კულტურაში შემოვიდა, „სტრესი“ სტამბოლელებმა ისეთი ხალი-
სით მიიღეს, რომ ქალაქში ერთბაშად აღმოჩნდა სტრესით დაავადებუ-
31
ლი უთვალავი ადამიანი. ფერიდეს სტრესთან დაკავშირებული ხან ერ-
თი დაავადება აწუხებდა, ხან მეორე. გაკვირვებული იყო, რამდენად
ბევრი ავადმყოფობის გამოწვევა შეეძლო სტრესს, თუმცა, სინამდვი-
ლეში პრაქტიკულად ყველაფერს შეიძლება ჰქონდეს სტრესთან კავში-
რი.
წყლულის შემდეგ იყო ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, ფსი-
ქოგენური ამნეზია და ფსიქოზური დეპრესია. როგორღაც თავის მოწამ-
ვლაც მოახერხა. მაშინ მას ტკბილ-მწარე კოშმარული სიზმრები დაუდ-
გინეს. საკუთარი დაავადებების სახელწოდებებს შორის ეს ტერმინი
ფერიდეს ყველაზე მეტად მოსწონდა.
სიგიჟის სამყაროში მოგზაურობის ყველა ეტაპზე ფერიდე თმის
ფერსა და ვარცხნილობას იცვლიდა. ასე რომ, ცოტა ხანში ფერიდეს
ფსიქოლოგიაში მიმდინარე ცვლილებებზე გამოდევნებულმა ექიმებმა
თმის გრაფიკის წარმოება დაიწყეს. მოკლე, საშუალო სიგრძის, ძალი-
ან გრძელი, ერთხელაც ძირში გადაპარსული - ზღარბივით აბურძგნი-
ლი, გასწორებული, აპრეხილი და დაწნული; ტონობით თმის სპრეით,
გელით, ცვილით ან ვარცხნილობის დასაფიქსირებელი კრემით გაპო-
ხილი - თმის სამაგრებით, თვლებით ან ბაფთებით დახუნძლული - პან-
კივით გაკრეჭილი - ბალერინასავით ერთ ნასკვად შეკრული - ყველა
შესაძლო ფერით მელირებულ და შეღებილ თმაზე მორგებული თი-
თოეული ვარცხნილობა დადგენილი და ფესვგადგმული დაავადების
ერთი წარმავალი ეპიზოდი გახლდათ.
ხანგრძლივი, მაგრამ დროებითი „ღრმა დეპრესიული აშლილობა“
„სასაზღვრო მდგომარეობამ“ შეცვალა. ეს ტერმინი კაზანჯების ოჯახის
წევრებს საკმაოდ განსხვავებულად ესმოდათ. დედას სიტყვა „სასაზ-
ღვრო“ ესმოდა როგორც პოლიციასთან, მებაჟეებსა და უკანონობას-
თან დაკავშირებული რაღაც პრობლემა. აქედან გამომდინარე, იგი ფე-
რიდეში „საშიშ უცხოელ კრიმინალს“ ხედავდა. დედას კიდევ მეტი ეჭვი
გაუჩნდა გიჟ ქალიშვილზე, რომელსაც ისედაც ყველაზე ნაკლებად ენ-
დობოდა.

32
საოცრად განსხვავებული შეხედულება ჰქონდათ ფერიდეს დებს.
მათში „საზღვრის“ ცნება კიდეზე ფიქრებს აღძრავდა, ხოლო ფიქრები
კიდის შესახებ დაუნდობელ ციცაბო ფერდობს ახსენებდნენ. კარგა
ხნის განმავლობაში დები ფერიდეს განსაკუთრებული ყურადღებით ექ-
ცეოდნენ, თითქოს იგი მთვარეული ყოფილიყო, რომელიც რამდენიმე
მეტრი სიმაღლის კედელზე დადიოდა და ნებისმიერ დროს შეიძლებო-
და ჩამოვარდნილიყო.
დიდედას სიტყვა „სასაზღვრო“ გისოსებს აგონებდა და საკუთარ
შვილიშვილს დიდი ინტერესითა და თანაგრძნობით აკვირდებოდა.
ბოლო დროს ფერიდე ახალ დიაგნოზზე გადაერთო. ამ უკანასკნე-
ლის წარმოთქმაც კი არავის შეეძლო, რომ არაფერი ვთქვათ მისი მნიშ-
ვნელობის გაგებაზე. ეს „ჰებეფრენიული შიზოფრენია“ იყო. მას შემ-
დეგ, რაც ეს დიაგნოზიდაუსვეს, ფერიდე საკუთარი ნომენკლატურის
ერთგული დარჩა. იფიქრებდით, კმაყოფილია, როგორც იქნა, მისთვის
ესოდენ საჭირო გონების დაწმენდას მიაღწიაო. როგორიც უნდა ყოფი-
ლიყო დიაგნოზი, ფერიდე საკუთარი წარმოსახვითი სამყაროს წესებით
ცხოვრობდა და ამ სამყაროს მიღმა ფეხი არასოდეს დაებიჯებინა.
ივლისის იმ პირველ პარასკევს ზელიჰას არავითარი ყურადღება არ
მიუქცევია საყოველთაოდ ცნობილი სიძულვილისათვის, რომელსაც
მისი და ექიმების მიმართ განიცდიდა. ჭამა დაიწყო. მიხვდა, რამდენად
მშიერი იყო მთელი დღის განმავლობაში. თითქმის მექანიკურად მიირ-
თვა ჩორეკის ნაჭერი, ერთი ჭიქა აირანი დაისხა, ჩანგლით კიდევ ერთი
მწვანე ტოლმა გადმოიღო თეფშზე და ფარდა ახადა ახალ ამბავს, მასში
რომ მწიფდებოდა:
- დღეს გინეკოლოგთან ვიყავი...
- გინეკოლოგთან! - უმალ გაიმეორა ფერიდემ, მაგრამ რაიმე განსა-
კუთრებული კომენტარი არ გაუკეთებია. გინეკოლოგები წარმოადგენ-
დნენ ექიმების ჯგუფს, რომელთან ურთიერთობის ყველაზე ნაკლები
გამოცდილება ჰქონდა.
- დღეს გინეკოლოგთან ვიყავი აბორტის გასაკეთებლად, - ზელიჰამ
წინადადება ისე დაასრულა, რომ არავისთვის შეუხედავს.
33
ბანუს ქათმის ფრთა ხელიდან გაუვარდა. საკუთარ ფეხებს ისე მიაშ-
ტერდა, თითქოს მათ ამ საქმესთან რაიმე კავშირი ჰქონოდათ. ჯევრიემ
ტუჩები მაგრად მოკუმა; ფერიდემ წამოიკივლა და უცნაურად ახარხარ-
და. დედა დაძაბულად ისრესდა შუბლს, საშინელი თავის ტკივილის მო-
ახლოებას გრძნობდა; დიდედა... ჰო, შეიძლება იმიტომ, რომ ბოლო
თვეებში ყურს საკმაოდ დააკლდა, ან იმიტომ, რომ ჭკუასუსტობის საწ-
ყისი სტადია ჰქონდა, დიდედა მაწვნის შეჭამანდის ჭამას განაგრძობდა.
ან შეიძლება, სულაც თვლიდა, რომ სანერვიულო არაფერი იყო. რას
გაიგებ?
- როგორ შეგეძლო საკუთარი ბავშვის მოკვლა? - იკითხა შეძრწუნე-
ბულმა ჯევრიემ.
- ბავშვი არ არის! - მხრები აიჩეჩა ზელიჰამ, - ამ ეტაპზე მე წვეთს უფ-
რო დავარქმევდი. უფრო მეცნიერული იქნებოდა!
- მეცნიერული! შენ მეცნიერული კი არა, ცივსისხლიანი ხარ! - ცრემ-
ლები წასკდა ჯევრიეს, - ცივსისხლიანი! აი, ვინ ხარ შენ!
- მაშინ კარგი ამბავი მაქვს. არ მომიკლავს... ის გოგოა თუ რაღაც! -
მშვიდად მიუბრუნდა ზელიჰა დას, - იმიტომ კი არა, რომ არ მინდოდა.
მინდოდა! ვცადე, ეს წვეთი მომეშორებინა, მაგრამ როგორღაც არ გა-
მოვიდა.
- რას გულისხმობ? - იკითხა ბანუმ. ზელიჰას თავი გაბედულად ეჭი-
რა.
- ალაჰმა ნიშანი მომცა, - უღიმღამოდ თქვა ზელიჰამ. იცოდა, შეც-
დომა იქნებოდა, თუკი ასეთი ოჯახის წევრებს სხვანაირად ეტყოდა, -
მოკლედ, ვწევარ ანესთეზიისგან გაშეშებული. აქეთ-იქით ექიმი და ექ-
თანი დგანან. ოპერაცია რამდენიმე წუთში დაიწყება და ბავშვიც მომ-
შორდება. სამუდამოდ! მაგრამ სწორედ მაშინ, როდესაც საოპერაციო
მაგიდაზე გონება უნდა დავკარგო, ახლომახლო მეჩეთიდან შუადღის
ლოცვა მესმის... ხავერდის ნაჭერივით რბილი ლოცვა. მთელი ჩემი
სხეული ამ ლოცვაში ეხვევა. შემდეგ, როგორც კი ლოცვა მთავრდება,
ბუტბუტი მესმის, თითქოს ვიღაც ყურში ჩამჩურჩულებს: „ეს ბავშვი არ
უნდა მოკლა!“
34
ჯევრიე შეკრთა, ფერიდემ ნერვიულად ჩაახველა ხელსახოცში, ბა-
ნუმ ყელში გაჩხერილი ბურთი გადაყლაპა, ხოლო გულსუმმა კოპი შე-
ყარა. მხოლოდ დიდედა იყო გონებით სადღაც შორს. შეჭამანდი დაემ-
თავრებინა და მორჩილად ელოდა მომდევნო კერძის მოტანას.
- შემდეგ... - ზელიჰამ ამბის მოყოლა განაგრძო, - ეს იდუმალი ხმა
მიბრძანებს: „ოოო, ზელიჰა! ოოო, დამნაშავევ ღვთისმოსავი კაზანჯის
გვარში! დაე, იცოცხლოს ამ ბავშვმა! შენ ჯერ არ იცი, მაგრამ ეს ბავშვი
წინამძღოლი იქნება. ეს ახალშობილი მონარქი გახდება!“
- შეუძლებელია! - ჩაერია მასწავლებელი ჯევრიე, რომელიც საკუ-
თარი ცოდნის გამოვლენის ერთ შემთხვევასაც კი არ უშვებდა ხელი-
დან, - მონარქები აღარ არსებობენ, ჩვენ თანამედროვე სახელმწიფო
ვართ.
- „ო, შე ცოდვილო, ეს ბავშვი სხვებზე იბატონებს! - განაგრძო ზელი-
ჰამ ისე, თითქოს შეგონება არც გაეგონოს, - მარტო ამ ქვეყანაში, მარ-
ტო ახლო აღმოსავლეთსა და ბალკანეთში კი არა, მთელ მსოფლიოში
ეცოდინებათ მისი სახელი. შენი ბავშვი გაუძღვება მასებს და კაცობ-
რიობას მშვიდობასა და სამართლიანობას მოუტანს!“ - ზელიჰა შეჩერ-
და და ამოისუნთქა, - მოკლედ, როგორც არის, კარგი ამბავია ყველას-
თვის! ბავშვი ისევ ჩემთანაა! ცოტა ხანში მაგიდაზე კიდევ ერთი თეფშის
დადება მოგვიწევს.
- ნაბიჭვარი! - აღმოხდა გულსუმს, - გინდა, ამ ოჯახში უკანონო ბავ-
შვი შემოიყვანო? ნაბიჭვარი?!
ამ სიტყვას ისეთივე ეფექტი ჰქონდა, როგორიც დამდგარ წყალში
ჩაგდებულ რიყის ქვას აქვს ხოლმე.
- გრცხვენოდეს! ყოველთვის არცხვენდი ამ ოჯახს, - გულსუმს ბრა-
ზისაგან სახე დაეღრიცა, - შეხედე შენს გახვრეტილ ცხვირს... ამ მაკი-
აჟს, ამ საძაგელ მოკლე ქვედაკაბებს და ოჰ, ამ მაღალქუსლიანებს! აი,
რა ხდება, როცა... ძუკნასავით იცვამ! დღედაღამ ალაჰს მადლობას უნ-
და სწირავდე, ამ ოჯახში კაცები რომ არ არიან, თორემ მოგკლავდნენ.
შეიძლება მკვლელობის ნაწილი სინამდვილეს შეესაბამებოდა,
მაგრამ ოჯახში მამაკაცების არყოფნას რაც შეეხება, საქმე მთლად ასე
35
არ ყოფილა. ოჯახს მამაკაცები ჰყავდა, ოღონდ სადღაც. თუმცა, ისიც
მართალი იყო, რომ კაზანჯების ოჯახში კაცების რაოდენობა გაცილე-
ბით ჩამოუვარდებოდა ქალებისას.
თითქოს ვიღაცას მთელი გვარი გაეთვალა, კაზანჯების ყველა თა-
ობაში მამაკაცები ახალგაზრდა ასაკში მოულოდნელად იხოცებოდნენ.
მაგალითად, დიდედას მეუღლე, რიზა სელიმ კაზანჯი, სამოცი წლისა
იყო, როდესაც სრულიად მოულოდნელად უსულოდ დაეცა და ვეღარ
ამოისუნთქა. შემდეგი თაობის წარმომადგენელი, ლევენთ კაზანჯი, მა-
მისა და მამის მამის დარად გულის შეტევით იქამდე გარდაიცვალა,
ვიდრე ორმოცდათერთმეტი წლისა შეიქნებოდა. ისე ჩანდა, თითქოს
ოჯახში მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა თაობიდან თაობამდე
სულ უფრო მცირდებოდა.
კაზანჯების ბაბუის ძმა რუს მეძავთან ერთად მხოლოდ იმისთვის
გაქცეულიყო, რომ ამ უკანასკნელს მთელი მისი ფული მოეპარა, თა-
ვად კი სანქტ-პეტერბურგში ყინვას მოეკლა. კიდევ ერთმა ნათესავმა
სამუდამო განსასვენებელი მას შემდეგ პოვა, რაც მეტისმეტად მთვრა-
ლი ავტობანზე გადასვლას ცდილობდა და მანქანამ დაარტყა. რამდე-
ნიმე ბიძაშვილი ჯერ კიდევ ოცი წლისა გარდაცვლილიყო. ერთ-ერთი
სავსემთვარეობისას ნასვამი ცურავდა და მაშინ დაიხრჩო; მეორეს მი-
სი გუნდის მიერ თასის მოპოვებით გახარებული ხულიგანის ნასროლი
ტყვია მოხვდა მკერდში; კაზანჯების კიდევ ერთი ბიძაშვილი თვითმმარ-
თველობის მიერ ქუჩის სანიაღვრე სისტემის აღსადგენად გაჭრილ ექ-
ვსმეტრიან თხრილში ჩავარდნილიყო. ჰყავდათ კიდევ ერთი ბიძაშვი-
ლი, ზია, რომელსაც გაუგებარი მიზეზის გამო თავი მოეკლა.
თითქოს დაუწერელ წესს იცავდნენო, კაზანჯის გვარის ყველა მამა-
კაცი ახალგაზრდა გარდაცვლილიყო. დების თაობაში ყველაზე დიდი
ასაკი, რომლისთვისაც რომელიმე მამაკაცს მიეღწია, ორმოცდაერთი
წელი გახლდათ.
ბაბუას კიდევ ერთ ძმას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ სხვე-
ბის მაგალითი არ გაემეორებინა. იგი განსაკუთრებული სიფრთხილით
ეკიდებოდა ჯანმრთელი ცხოვრების წესის დაცვის საკითხს და მკაცრად
36
იკავებდა თავს ზედმეტი ჭამის, მეძავებთან სექსის, ხულიგნებთან კონ-
ტაქტის, ალკოჰოლისა და სხვა სახის მათრობელა სასმელების მიღები-
საგან, მაგრამ სამშენებლო მოედანზე ჩამოვარდნილმა ბეტონის ჩარ-
ჩომ მოიყოლა ქვეშ და გარდაიცვალა.
ჰყავდათ კიდევ ერთი შორეული ნათესავი, ჯევრიეს ერთადერთი
სიყვარული და მეუღლე, ჯელალი, რომელიც ჩხუბის დროს მოკვდა. ჯე-
რაც უცნობი მიზეზების გამო ჯელალს მექრთამეობის ბრალდებით ორ-
წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამ დროის განმავლობაში ჯელალის არ-
სებობის შესახებ ოჯახს მხოლოდ ციხიდან იშვიათად გამოგზავნილი
გაურკვეველი და უემოციო წერილები ამცნობდა. მისი მეუღლის გარ-
და, ჯელალის სიკვდილის ამბავი ყველასათვის არარსებული მესამე
მკლავის დაკარგვას ჰგავდა. ის სიცოცხლეს ჩხუბისას გამოესალმა,
მაგრამ დარტყმას კი არ მოუკლავს, მაღალი ძაბვის ელექტროსადენს
დაადგა ფეხი სწორედ მაშინ, როდესაც ორი პატიმრის მუშტი-კრივზე
თვალის სადევნებლად უკეთესი ადგილის მოძებნას ცდილობდა.
თავისი ცხოვრების სიყვარულის დაკარგვის შემდეგ ჯევრიემ სახლი
გაყიდა და კაზანჯებთან გადავიდა. იუმორის გრძნობას მოკლებული
ისტორიის ერთი სპარტანულად მოწესრიგებული და თავშეკავებული
მასწავლებელი გახდა. სწორედ ისე, როგორც სკოლაში ებრძოდა პლა-
გიატს, ჯევრიემ სახლშიც საკუთარ თავზე აიღო იმპულსურობის, გან-
ხეთქილებისა და თვითნებობის წინააღმდეგ გალაშქრება.
კიდევ იყო ბანუს მეუღლე, გულჩვილი, კეთილი და იმავდროულად,
მოკრძალებული საბაჰათინი. მიუხედავად იმისა, რომ საბაჰათინი კა-
ზანჯების სისხლით ნათესავი არ ყოფილა, თან განსაკუთრებულად ჯან-
მრთელი და უშუალო მამაკაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა და ქაღალ-
დზე ისევ ცოლ-ქმრად ითვლებოდნენ, თაფლობის თვიდან მცირე ხნის
შემდეგ ბანუ დროის უფრო დიდ ნაწილს თავისი ოჯახის დიდ სახლში
ატარებდა, ვიდრე ქმართან ერთად.
ფიზიკური დისტანცია მათ შორის იმდენად თვალში საცემი იყო,
რომ როდესაც ბანუმ გამოაცხადა, მეუღლისაგან ტყუპ ბიჭს ველოდე-
ბიო, ყველა ხუმრობდა, ორსულობა ტექნიკურად შეუძლებელიაო. კა-
37
ზანჯის ოჯახის მამაკაცების ავი ბედისწერა ტყუპს ადრეულ ასაკში და-
ატყდა თავს. მას შემდეგ, რაც ახალფეხადგმული ბიჭები ბავშვთა და-
ავადებების გამო დაკარგა, ბანუ წლების განმავლობაში მუდმივად თა-
ვისიანებთან იყო და ქმრის სანახავად მხოლოდ დროდადრო მიდიოდა.
საბაჰათინს მხოლოდ იმისთვის სტუმრობდა, რომ ენახა, კარგად იყო
თუ არა. მისი ვიზიტები გულშემატკივარი უცხო ადამიანის ყურადღებას
უფრო ჰგავდა, ვიდრე მოსიყვარულე მეუღლის საქციელს.
რა თქმა უნდა, იყო მუსტაფაც, ერთადერთი ვაჟი ამ თაობაში, ალა-
ჰის მიერ ოთხ ქალიშვილთან ერთად ბოძებული ძვირფასი მარგალი-
ტი. ლევენთ კაზანჯის უდიდესი სურვილი ჰქონდა, ბიჭი ჰყოლოდა, რო-
მელიც მის გვარს ატარებდა. ამის გამო ოთხივე და ისე გაიზარდა, რომ
თავს დაუპატიჟებელ სტუმრებად მიიჩნევდნენ.
პირველი სამი ბავშვი გოგონა იყო. მათ მშობლებს იმდენად მტკი-
ცედ ჰქონდათ ბიჭიანობაზე გეზი აღებული, რომ ბანუც, ჯევრიეც და ფე-
რიდეც თავს ისე გრძნობდნენ, თითქოს ნამდვილი მოვლენის შესავა-
ლი, თავიანთი მშობლების სქესობრივი ცხოვრების შემთხვევითი პრე-
ლუდია ყოფილიყვნენ.
მეხუთე შვილმა, ანუ ზელიჰამ, იცოდა, რომ ბედისწერის მორიგი
გულმოწყალების იმედად ჩასახეს. მას შემდეგ, რაც, ბოლოს და ბო-
ლოს, ბიჭიშეეძინათ, დედ-მამას უნდოდა გაეგო, რამდენად იღბლიანე-
ბი იყვნენ საიმისოდ, რომ კიდევ ერთი ბიჭი მისცემოდათ.
მუსტაფა დაბადებიდან გამორჩეული იყო. რა აღარ გააკეთეს იმი-
სათვის, რომ ვაჟიშვილი ოჯახის გვარტომობის ნუსხაში მყოფი ყველა
მამაკაცისათვის საერთო დაუნდობელი ბედისწერისაგან ეხსნათ. ჩვი-
ლი ბიჭუნა ავი თვალისაგან დამცავ კრიალოსნებსა და ავგაროზებში
იყო ჩაფლული. როცა სიარულს სწავლობდა, თვალს არ აშორებდნენ.
სიკვდილის ანგელოზის, აზრაილისათვის, თვალის ასახვევად რვა
წლამდე გოგოსავით გრძელი თმით დაატარებდნენ. როდესაც ვინმეს
ბავშვისთვის უნდოდა მიემართა, „გოგოს“ ეძახდნენ: „გოგო, მოდი აქ!“
მიუხედავად იმისა, რომ კარგი მოსწავლე იყო, საშუალო სკოლაში
სწავლის პერიოდში მუსტაფას ცხოვრება იმან დაანგრია, რომ ადამია-
38
ნებთან ურთიერთობა არ შეეძლო. სახლში მეფობას ჩვეულ მუსტაფას
არ უნდოდა ერთ-ერთი ყოფილიყო საკლასო ოთახში შეკრებილ ბევრ
ბავშვს შორის. როცა დრო გავიდა და გულსუმმა მუსტაფასა და მისი მე-
გობრებისათვის სკოლის დამთავრების აღსანიშნავად წვეულების მოწ-
ყობა გადაწყვიტა, ბიჭი იმდენად არაპოპულარული გახლდათ, რომ და-
საპატიჟებელი არავინ აღმოჩნდა.
ყოველი დაბადების დღე ავის მომასწავებლად აახლოებდა მუსტა-
ფას კაზანჯის ოჯახის მამაკაცებისათვის საერთო ბედისწერასთან. გარ-
კვეული დროის შემდეგ იფიქრეს, კარგი იქნება, თუ ბიჭს საზღვარგა-
რეთ გავგზავნითო, ბიჭს, რომელიც ასეთი უკარება იყო სახლს გარეთ,
შინ კი ასე უპირობოდ, მეფესავით ანებივრებდნენ...
ფულის გამო დიდედას ძვირფასეულობა ერთ თვეში გაიყიდა და კა-
ზანჯების ოჯახის თვრამეტი წლის ვაჟიშვილი სტამბოლიდან არიზონა-
ში გაემგზავრა. იქ აგროტექნიკისა და ბიოსისტემების ინჟინერიის შეს-
წავლა დაიწყო იმ იმედით, რომ სიბერემდე არაფერი ემუქრებოდა.
აქედან გამომდინარე, როდესაც ივლისის იმ პირველ პარასკევს
გულსუმი ზელიჰას ლანძღავდა და ეუბნებოდა, მადლობელი უნდა იყო,
რომ ოჯახში კაცები არა გვყავსო, მის სიტყვებში მართლაც იყო სიმარ-
თლის ნატამალი. იმის მაგივრად, რამე ეთქვა, ზელიჰა ოჯახში ერთა-
დერთი მამრის, მოვერცხლისფრო ჭრელი კატის მოსაძებნად და დასა-
პურებლად სამზარეულოში გავიდა. კატა გაუმაძღარი ვინმე ბრძანდე-
ბოდა, უჩვეულოდ უყვარდა წყალი და მრავლად აღენიშნებოდა სოცია-
ლური სტრესის სიმპტომები, რომლებიც ყველაზე უკეთ ასე შეიძლება
ჩამოვაყალიბოთ: დამოუკიდებელი, ყველაზე უარეს შემთხვევაში კი,
ნერვიული. სახელად ფაშა მესამე ერქვა.
კაზანჯების დიდ სახლში კატების თაობები ერთმანეთს ისევე
ცვლიდნენ, როგორც ადამიანები. ყველა მათგანი უყვარდათ და ადა-
მიანებისაგან განსხვავებით, უკლებლივ ყველა სიბერემ მოკლა.
კაზანჯების სახლში, სადაც თითოეულ კატას თავისი გამორჩეული
ხასიათი ჰქონდა, კატისებრთა ოჯახის ორი საგვარეულოს ერთმანეთის
კონკურენტი გენი ჩქეფდა. ერთი მხრივ, ეს გახლდათ „წარჩინებული“
39
გენები გრძელბეწვიანი, ბრტყელცხვირა, თოვლივით თეთრი სპარსუ-
ლი კატისა, რომელიც დიდედამ მოიყვანა 20-იანი წლების ბოლოს,
როდესაც პატარძალი იყო (კატა, ალბათ, მისი მოკრძალებული მზითე-
ვიაო, დასცინოდა ბებიას მეზობლის ქალი); მეორე მხრივ იყო ამოუც-
ნობი, მაგრამ აშკარად მოწითურო-მოყავისფრო მაწანწალა კატის „ქუ-
ჩის“ გენები, რომელთან შეჯვარებაც სპარსულ კატას ერთ-ერთი გაქცე-
ვისას მოეხერხებინა.
თაობიდან თაობაში, თითქოს ერთმანეთს ენაცვლებიანო, კაზანჯე-
ბის ჭერქვეშ დაბადებული კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლებში,
ხან ერთი კატის გენეტიკური თავისებურებები იჩენდა თავს, ხან მე-
ორის. კაზანჯებს მალე მოჰბეზრდათ ახალ-ახალ სახელებზე ფიქრი და
გადაწყვიტეს, კატისებრთა გენეალოგიურ ხეს მიჰყოლოდნენ. თუ კნუ-
ტი არისტოკრატიული ხაზის ჩამომავალს ჰგავდა, თეთრი, ბომბორა და
ბრტყელცხვირა იყო, მას თანამიმდევრულად ფაშა პირველს, ფაშა მე-
ორეს, ფაშა მესამეს... დაარქმევდნენ. თუ კნუტს ქუჩის კატის საგვარეუ-
ლო ნიშნები ეტყობოდა, მაშინ სულთანს, უფრო აღმატებულ სახელს
დაარქმევდნენ, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ ქუჩის კატები საკუთარი
თავის ბატონ-პატრონი თავისუფალი სულები გახლდნენ და პირფერო-
ბა არავისთან სჭირდებოდათ.
ბოლო დრომდე კაზანჯების სახლის ჭერქვეშ იგრძნობოდა ნომინა-
ლური განსხვავება, რომელიც, გამონაკლისის გარეშე, ყველა კატის
ხასიათის თავისებურებებს შორის იყო. ისინი, რომლებსაც დიდგვარო-
ვანი წარმომავლობა ეტყობოდათ, გულგრილები, ბეჩავები და მშვიდე-
ბი იყვნენ. როცა კი ვინმე ხელს გადაუსვამდა, გაუთავებლად ილოკე-
ბოდნენ ადამიანთან შეხების ყველანაირი კვალის წასაშლელად. მე-
ორე ჯგუფის კატები უფრო ცნობისმოყვარეები და ენერგიულები გახ-
ლდნენ. მათ ფუფუნების ისეთი უჩვეულო საგნები ანიჭებდა სიამოვნე-
ბას, როგორიც შოკოლადი იყო.
ფაშა მესამე საკუთარი გვარ-ტომის ნიშან-თვისებების ტიპურ განსა-
ხიერებას წარმოადგენდა. ყოველთვის გაბღენძილად და რიტმულად
დასეირნობდა. იფიქრებდით, დამსხვრეულ მინაზე ფეხის წვერებზე და-
40
დისო. ფაშა მესამეს ორი რამის კეთება უყვარდა: მიუხედავად იმისა,
ჰქონდა თუ არა საამისო მიზეზი, სულ ცდილობდა, ელექტროზონრები
გადაეღრღნა და ჩიტებისა და პეპლებისათვის ეთვალთვალა. მეტისმე-
ტად ზარმაცი იყო იმისათვის, რომ ამ უკანასკნელებს დადევნებოდა.
შეიძლებოდა, პეპლებისა და ფრინველების ყურება მოჰბეზრებოდა,
მაგრამ ზონრების ღრღნა -არასოდეს. სახლში თითქმის ყველა ელექ-
ტროზონარი დაეღეჭა, დაეკაწრა, კბილებით დაეჭეჭყა და გაეფუჭებინა.
მიუხედავად იმისა, რომ ელექტროშოკი ბევრჯერ მიეღო, ფაშა მესა-
მეს პატივსაცემ ასაკამდე მიეღწია.
- კარგი, ფაშა, კარგი ბიჭი!
ზელიჰამ კატას მისი საყვარელი ფეტას ნატეხები აჭამა. მერე წინსა-
ფარი გაიკეთა და ქვაბების, ტაფებისა და თეფშების გროვას შეუტია.
როდესაც სინების რეცხვა მოათავა და დამშვიდდა, ისევ სასადილო მა-
გიდისკენ წაფრატუნდა. აქ ისევ ისმოდა სიტყვა „ნაბიჭვარი“ და დედა-
მისიც ისევ იბღვირებოდა.
ყველა უძრავად იჯდა იქამდე, ვიდრე ერთ-ერთ მათგანს დესერტი
არ გაახსენდა. როცა ჯევრიემ უზარმაზარი ქვაბიდან ციცქნა ფიალებში
ბრინჯის პუდინგი ჩამოასხა, ოთახი ტკბილი, ნაზი სურნელით გაიჟღინ-
თა. გაამზადებდა თუ არა ჯევრიე გამოცდილი ადამიანისათვის დამახა-
სიათებელი ძალდაუტანებლობით პუდინგის პატარ-პატარა ულუფას,
ფერიდე დაფხვნილ ქოქოსს აყრიდა ზემოდან.
- დარიჩინით გაცილებით უკეთესი იქნებოდა, - დაიწუწუნა ბანუმ, -
დარიჩინის ყიდვა არ უნდა დაგვიწყებოდა.
ზელიჰა უკან გადაიწია, ცხვირი ზემოთ ასწია და ჰაერი ისე შეისუნ-
თქა, თითქოს უხილავ სიგარეტს არტყამდა ნაფაზს. დაღლილობა სუნ-
თქვასთან ერთად ნელ-ნელა ამოუშვა და იგრძნო, როგორ განელდა
მისი ქამელეონივით ცვალებადი ინდიფერენტულობა.
ყველაფრის გამო, რაც იმ ჯოჯოხეთურ და დაუსრულებელ დღეს
მომხდარიყო, გუნება გაუფუჭდა. სასადილო მაგიდას თვალი გადაავ-
ლო, ქოქოსის ფანტელებით დაფარული ბრინჯის პუდინგის ფიალები
დაინახა და კიდევ მეტად შეაწუხა დანაშაულის გრძნობამ. მერე კი ისე,
41
რომ მაგიდისთვის თვალი არ მოუშორებია, ისეთი სასიამოვნო და ნაზი
ხმით თქვა, იფიქრებდით, სხვა ადამიანი ლაპარაკობსო:
- ვწუხვარ... ძალიან ვწუხვარ.

42
2

ათურქული ბარდა
„სუპერმარკეტი დათრგუნვილი და გაოგნებული, თუ რაღაც ამდაგ-
ვარი, ადამიანებისათვის გამზადებული ხაფანგით სავსე სახიფათო ად-
გილია“, - ფიქრობდა როუზი, როდესაც სათადარიგო საფენების სტე-
ლაჟებისკენ დაიძრა. ამჯერად გადაწყვეტილი ჰქონდა, არაფერი ეყიდა
იმის გარდა, რაც მართლაც სჭირდებოდა. ესეც რომ არა, წვრილმანებ-
ზე მოცდენის დრო არ იყო. თავისი პატარა გოგონა ავტოსადგომზე მან-
ქანაში დაეტოვებინა და ვერ ისვენებდა. ზოგჯერ ისეთ რაღაცას აკეთებ-
და, რაც უმალ სანანებელი უხდებოდა, მაგრამ აღარაფრის შეცვლა
აღარ შეეძლო. სიმართლე თუ გინდათ, ბოლო რამდენიმე თვის, უფრო
ზუსტად კი, სამ-ნახევარი თვის განმავლობაში, ასეთი შემთხვევები ხში-
რი იყო. წინააღმდეგობაში, ბრძოლაში, ტირილში, უთანხმოებასა და
ხვეწნა-მუდარაში გატარებული ჯოჯოხეთური სამ-ნახევარი თვის თავ-
ზე, როგორც იქნა, დადგა მისი ქორწინების დასასრული.
შეიძლება ქორწინება დროებითი ახირებაა და ადამიანს მხოლოდ
ჰგონია, რომ ეს ყველაფერი სამუდამოდ გაგრძელდება, მაგრამ ამ იუ-
მორის გაგება შედარებით ძნელია, როდესაც ურთიერთობაში წერ-
ტილს შენ კი არა, სხვა სვამს.ვარაუდს, რომ ქორწინება იქამდე უნდა
გაგრძელდეს, ვიდრე სამუდამოდ არ წახდება, ადამიანები შეცდომაში
შეჰყავს. იქამდე აქვთ იმედი, ვიდრე არ მიხვდებიან, რომ საუკეთესო
მომავლის იმედით კი არ ცხოვრობენ, არამედ იმისთვის, რომ, ბოლოს
და ბოლოს, ტანჯვას ბოლო მოეღება და ცოლიცა და ქმარიც თავ-თავი-
ანთ გზას ეწევიან.
საკუთარი გზის მოძებნა სწორედ ის გახლდათ, რის გაკეთებასაც
როუზი მომავალში აპირებდა. თუ ეს ყველაფერი ტანჯვა-წამების ერ-
თგვარი გვირაბი იყო, რომელშიც გაძრომას უფალი აიძულებდა, იქი-
დან გამოსულს არაფერი ექნებოდა საერთო სუსტ ქალთან, ოდესღაც
თავად რომ იყო.

43
საკუთარი ნების სიმტკიცის დასტურად როუზმა თავს ძალა დაატანა
და ჩახითხითება სცადა, მაგრამ ყელიდან ხმა არ ამოუვიდა. გაცინების
ნაცვლად ამოიოხრა. იმაზე შეჭირვებული ოხვრა ამოუშვა, ვიდრე ჩა-
ფიქრებული ჰქონდა. საქმე ის იყო, რომ ტკბილეულისა და შოკოლა-
დის ფილების რიგთან მისულიყო. ჯობდა, იქ სულ არ დაედგა ფეხი. მო-
უსვა, მაგრამ, როდესაც კარბ უოტჩერის გურმანებისათვის განკუთვნი-
ლი უშაქრო, ვანილისა და ნაღების მწარე შოკოლადს ჩაუარა, ერთბა-
შად შედგა. ერთი, ორი... ხუთი ფილა აიღო. ნახშირწყლებს კი არ დაგი-
დევდათ, უბრალოდ ერთი სული ჰქონდა, როდის ჩაახრამუნებდა, უფ-
რო ზუსტად, მოსწონდა, რომ რაღაც სხვა საზრუნავიც შეიძლებოდა
ჰქონოდა. მას შემდეგ, რაც არაერთხელ უსაყვედურეს, ფეთხუმი დი-
ასახლისი და საშინელი დედა ხარო, როუზი ნებისმიერი შესაძლო გზით
საპირისპიროს დამტკიცების სურვილმა შეიპყრო.
ურიკა თვალის დახამხამებაში მოაბრუნა, მაგრამ მაღალკალორი-
ული, არაჯანსაღი საკვებით სავსე ტალანში ამოყო თავი. სად ჯანდაბაში
იყო ბავშვის საფენები? დაბრაწული, ქოქოსიანი ზეფირების გროვას
მოჰკრა თვალი. უკან მოხედვაც ვერ მოასწრო, ისე აღმოჩნდა საზიდარ-
ში ზეფირების ერთი, ორი... ექვსი შეკვრა. არა, როუზ, არა... შუადღეზე
მთელი კილოგრამი ჩერი გარსიას ნაყინი გადასანსლე... წონაში უკვე
ისე მოიმატე... ეს რომ შინაგანი ხმა ყოფილიყო, ასე ხმამაღლა არ მო-
უვიდოდა. მიუხედავად ამისა, შეგონებამ სადღაც როუზის ქვეცნობიერ-
ში დანაშაულის ერთი ღილაკი გაააქტიურა და ქალს საკუთარი თავი
თვალწინ წარმოუდგა.
წამის განმავლობაში იდგა და უმზერდა წარმოსახვით სარკეში სა-
კუთარ გამოსახულებას, თუმცა, ძალიან მოხერხებულად აერიდებინა
თავი სარკისათვის, ეკოლოგიურად სუფთა ქორფა სალათის ფურცლე-
ბის მიღმა რომ იყო. გულის ფანცქალით შესცქეროდა გადიდებულ თე-
ძოებსა და დუნდულებს, მაგრამ მაღალ ყვრიმალებს, ოქროსფერ ქერა
თმას, ლურჯ დანისლულ თვალებსა და შესანიშნავ ყურებს მაინც გა-
უღიმა! ყური ხომ ადამიანის სხეულის ესოდენ სანდო ნაწილი გახ-

44
ლდათ. მნიშვნელობა არ ჰქონდა, რამდენს მოიმატებდით, ყოველთვის
ერთგული ყურები ზუსტად ისეთი იქნებოდა, როგორიც იყო.
სამწუხაროდ, იმავეს ვერ იტყოდი სხეულის დანარჩენ ნაწილებზე.
როუზის გარეგნობას ყველაფერი ეთქმოდა, სანდოს გარდა. მისი სხე-
ული იმდენად ცვალებადი იყო, რომ ჟურნალ „ჯანმრთელი სიცოც-
ხლის“ მიერ ქალი მკითხველებისათვის დადგენილი სხეულის ტიპები-
დან თავადაც ვერც ერთს ვერ ირგებდა. მაგალითად, „მსხლისებრთა“
ჯგუფში რომ ყოფილიყო, თეძოები მხრებზე ფართო ექნებოდა; „ვაშლი-
სებრი“ რომ ყოფილიყო, მუცელსა და მკერდზე მომატებისაკენ იქნებო-
და მიდრეკილი. რაკი მსხლებსაც ჰგავდა და ვაშლებსაც, როუზმა ზუს-
ტად არ იცოდა, რომელ კატეგორიას ერგებოდა, გარდა „მანგოსებ-
რთა“ ჯგუფისა, რომელსაც ჟურნალში არ ახსენებდნენ. ეს იყო მთლი-
ანად მსუქნების და ქვედა ნაწილში კიდევ უფრო მსუქნების კატეგორია.
„რა ჯანდაბაა“, - ფიქრობდა გულში როუზი. ზედმეტ კილოგრამებს უთუ-
ოდ დაიკლებდა. ახლა, როცა განქორწინების ჯოჯოხეთური ჟამი გასუ-
ლიყო, ახალ ქალად აპირებდა გადაქცევას. „ნამდვილად“, - ფიქრობდა
როუზი. „ნამდვილად“ იყო სიტყვა, რომელსაც როუზი ისე ხმარობდა,
როგორც სიტყვას „დიახ“, „არას“ ნაცვლად კი „ნამდვილად არაო“ ამ-
ბობდა.
ახლო მომავალში ყოფილი ქმრისა და მისი დიდი, მრავალთაობია-
ნი ოჯახის ახალი ქალით გაკვირვებაზე ფიქრით გამხნევებულმა როუზ-
მა თვალი გადაავლო სივრცეს, თაროებს შორის რომ იყო. ხელები
ტკბილეულისა დაირისებისაკენ წაიღო - ტკბილი და უშაქრო ირისი, ხი-
ლის ტკაცუნა რბილი კანფეტები, ძირტკბილას ნაწნავები - როგორც კი
მათ ურიკაშიჩაუძახა, ისე აჩქარდა, თითქოს უკან ვიღაც მისდევდა.
როგორც ჩანს, მსუნაგობას დანებებულ როუზში სინდისმა გაიღვიძა
- წუთიც და, ახალგაზრდა ქალი ღრმა სინანულს ერკინებოდა. როგორ
დატოვა თავისი გოგონა მანქანაში სრულიად მარტო? კვოაზე ყოველ-
დღე გადმოსცემდნენ, როგორ მოიტაცეს მისივე სახლის წინ ახალფე-
ხადგმული გოგონა, ანდა როგორ დასდეს რომელიღაც დედას ბრალი
წინდაუხედაობით საფრთხის შექმნაში... გასულ კვირას ერთმა ტუსო-
45
ნელმა ქალმა საკუთარი სახლი ცეცხლს მისცა და კინაღამ მოკლა ორი
შვილი, რომლებსაც ამ დროს შინ ეძინათ. ოდესმე ასეთი რამ მას რომ
დამართვოდა, ფიქრობდა როუზი, დედამთილი გულით გაიხარებდა.
ყოვლისშემძლე მატრიარქი შუშანა იმწუთას აღძრავდა საქმეს შვი-
ლიშვილზე მეურვეობის მოსაპოვებლად.
ფიქრობდა როუზი ასეთ საშინელ ამბებზე და კანკალს ვერაფერს
უხერხებდა. მართალია, ბოლო დროს ოჯახს, ცოტა არ იყოს, ნაკლებ
დროს უთმობდა და ჩვეულებრივი რამეები ავიწყდებოდა, მაგრამ ვერა-
ვინ, ვერც ერთი ჭკუათმყოფელი სულიერი ვერ წაუყენებდა დასაბუთე-
ბულ ბრალდებას, ცუდი დედა ხარო. ნამდვილად არა! უნდოდა, ეს ყო-
ფილი ქმრისა და მისი უზარმაზარი ოჯახისათვის დაემტკიცებინა.
მისი მეუღლის ოჯახი სხვა ქვეყნიდან იყო. იქაურები ატარებდნენ
გვარებს, რომელთაც როუზი სწორად ვერ წერდა, და საიდუმლოებებს,
რომელთა ამოხსნაც მას არ შეეძლო. იქ თავს ყოველთვის უცხოდ
გრძნობდა, ყოველთვის იცოდა, რომ ოდარი იყო. ეს აბეზარი სიტყვა
მას პირველივე დღეს მიაწებეს.
რა საშინელება იყო იმ ადამიანის გონებითა და გრძნობით ერთგუ-
ლება, რომელსაც ფიზიკურად დაშორებოდა. როცა ქორწინების ერთი
წლისა და რვა თვის შემდეგ ყველაფერი მიწყნარდა, როუზს მხოლოდ
წყენა და ბავშვი შერჩა.
- სულ ეს დამრჩა... - ჩაიბუტბუტა როუზმა. საკუთარ თავთან ლაპა-
რაკი ქორწინების შემდგომი ქრონიკული გულისწყრომის მართლაც
ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენა იყო. როგორი უსასრუ-
ლოც უნდა ყოფილიყო დიალოგი, სიტყვები არასოდეს გელეოდათ. ბო-
ლო კვირების განმავლობაში როუზი წარმოსახვაში ხშირად ეკამათე-
ბოდა ჩახმახჩიანების ოჯახის თითოეულ წევრს, შეუპოვრად იცავდა
თავს, ყოველთვის იმარჯვებდა, სხაპასხუპით ამბობდა ყველაფერს, რი-
სი თქმაც გაყრისას არ გამოუვიდა და იმ დროიდან მოყოლებული საწუ-
წუნოდ ჰქონდა.
აი, ისინიც! ულატექსო სუპერშემწოვი ბავშვის საფენები. ის იყო, სა-
ფენებს ურიკაზე დებდა, საშუალო ასაკის თმაშევერცხლილი, თხისწვე-
46
რა მამაკაცი შენიშნა. კაცი უღიმოდა. სინამდვილეში, როუზს მოსწონ-
და, როდესაც ვინმე მის მიერ გამოვლენილ დედობრივ გრძნობებს ყუ-
რადღებას აქცევდა. ახლა, როდესაც მაყურებელი გაუჩნდა, თავს ვერა-
ფერი მოუხერხა და გაიკრიჭა.
საბედნიეროდ, მისწვდა ოდნავ არომატიზებულ სველ ხელსახოცებს
ე ვიტამინითა და ალოე-ვერათი. მადლობა ღმერთს, რომ ადამიანები
დედობრივ სიყვარულს უფასებდნენ. მეტი აღიარების სურვილით შთა-
გონებული როუზი საბავშვო პროდუქციის სტელაჟებს შორის გასას-
ვლელში წინ და უკან დადიოდა. ყოველ გავლა-გამოვლაზე ისეთ რაღა-
ცას პოულობდა, მანამდე ყიდვას რომ არ აპირებდა, მაგრამ ახლა ის
ვერ გაეგო, რატომ არ უნდა შეეძინა. სამი ბოთლი ლოსიონი საფენები-
საგან გაღიზიანებული კანისათვის, ბავშვის უსაფრთხოებისათვის გან-
კუთვნილი აბაზანის იხვი, რომელიც იმ შემთხვევაში თბებოდა, როდე-
საც აბაზანაში წყალი ზედმეტად ცხელი იყო, ექვსი წყვილი პლასტმასის
მისაკრავი, ამის კარში თითები რომ არ მოჰყოლოდა, „მაიმუნი მაქსის“
მანქანის სანაგვე და საღეჭი კბილების ამოსაყვანი წყლით სავსე გასა-
ყინი რგოლი ურიკაში ჩადო. ვის შეეძლო მისთვის უპასუხისმგებლო
დედა ეწოდებინა? როგორ შეეძლოთ, ესაყვედურებინათ, წარბსაც არ
შეატოკებს, ბავშვს თუ რამე სჭირდებაო? რა, კოლეჯში სწავლას თავი
არ დაანება, როცა ბავშვი დაიბადა? არ ცდილობდა ქორწინების შენარ-
ჩუნებას?
დროდადრო როუზი წარმოიდგენდა ხოლმე, რომ მისი ძვირფასი
პერსონა ისევ დადიოდა კოლეჯში, ისევ ქალიშვილი იყო და, რა თქმა
უნდა, ისევ ტანწერწეტა გახლდათ. ცოტა ხნის წინ უნივერსიტეტის კა-
ფეტერიაში სამუშაო მოეძებნა. შეიძლება ამით მის პირველ ოცნებას
რამე ეშველებოდა, მაგრამ დანარჩენი ორის შემთხვევაში არაფერი გა-
მოვიდოდა.
მომდევნო ტალანში რომ შეაბიჯა, სახე მოეღრიცა. სხვადასხვა
ქვეყნის სამზარეულო. ნერვიულად გააპარა თვალი ბადრიჯნის სოუსის
ქილებისა და დამწნილებული ვაზის ფოთლის თუნუქელებისკენ. არა-
ვითარი ბადრიჯანი! არავითარი ტოლმა! არავითარი უცნაური ეროვნუ-
47
ლი საჭმელი! საშინელი ყაურმის წარმოდგენაზეც კი კუჭი აუწრიალდა.
ამიერიდან მოამზადებდა ყველაფერს, რაც თავად სურდა. როუზს თა-
ვისი ქალიშვილისათვის ნამდვილი კენტუკური კერძების მომზადება
შეეძლო! უსაშველოდ გაიწელა წუთი, როდესაც როუზი იდგა და გონე-
ბაში უნაკლო სადილის მოქექვას ცდილობდა. სახე გაუნათდა, როდე-
საც ჰამბურგერებზე ფიქრობდა. ნამდვილად! თავი დაირწმუნა როუზმა.
უფრო მეტიც, ტაფამწვარი და ნეკერჩხლის სიროფში ჩაბუჟბუჟებული
ბლინები, ნივრიანი ჰოთ-დოგები და ცხვრის ხორცის ბარბექიუ, დიახ,
განსაკუთრებით ცხვრის ბარბექიუ... ხოლო იმ ტყამპალა იოგურტის მა-
გივრად, ყველა ჭამაზე რომ ხედავდა და ყელში ჰქონდა ამოსული, ვაშ-
ლის სიდრს დალევდნენ! ამიერიდან ყოველდღიურ მენიუსსამხრეთუ-
ლი სამზარეულოდან შეარჩევდა, ცხარე, არომატული წიწაკა ან შებო-
ლილი ბეკონი... ან... თურქული ბარდა.
ამ კერძებს სუფრასთან ისე მიიტანდა, რომ არც კი დაიწუწუნებდა.
როუზს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მამაკაცი სჭირდებოდა, რომელიც
დღისბოლოს მის წინ იჯდებოდა და მართლა ეყვარებოდა როუზიც და
მისი ნათითხნიც. ეს ნამდვილად ის იყო, რაც როუზს სჭირდებოდა: ეთ-
ნიკური ტვირთისაგან თავისუფალი საყვარელი, რომლის გარშემო
თავმოყრილ ადამიანებს არც ძნელად წარმოსათქმელი სახელები ექ-
ნებოდათ და არც ძალიან ბევრნი იქნებოდნენ. უბრალოდ, სჭირდებო-
და ახალი შეყვარებული, რომელსაც თურქული ბარდის გემო ეცოდი-
ნებოდა.
იყო დრო, როცა როუზსა და ბარსამს ერთმანეთი უყვარდათ - დრო,
როდესაც ბარსამი ვერც კი ამჩნევდა და, რა თქმა უნდა, არად დაგიდევ-
დათ, როგორ საჭმელს დაუდებდა როუზი, რადგან სიყვარულში ჩაძი-
რული მამაკაცის მზერა თავად როუზზე იყო მიჯაჭვული.
ასეთი ვნებიანი მომენტების გახსენებაზე როუზს ლოყები შეეფაკ-
ლა, მაგრამ იმწუთასვე დაღონდა. ერთი ფრაზა გაახსენდა. ვაგლახ,
ბარსამის საშინელი ოჯახი თვალის დახამხამებაში გამოჩნდა სცენაზე,
თანაც მხოლოდ იმიტომ, რომ იქაურობას სამუდამოდ დაჰპატრონებო-
და. მას შემდეგ ცოლ-ქმრის სიყვარულიც გაცვდა.
48
როუზის აზრით, ჩახმახჩიანების ხროვას მათ ქორწინებაში არწივი-
სებური ცხვირები რომ არ ჩაეყო, მეუღლე ისევ გვერდით ეყოლებოდა.
- გამუდმებით რატომ ყოფთ ცხვირს ჩვენს საქმეში? - ჰკითხა როუზ-
მა შუშანას, რომელიც მის წარმოსახვაში ახლა სავარძელში იჯდა, შვი-
ლიშვილისთვის კიდევ ერთ საბანს ქსოვდა და ნაქსოვის თვლებს ით-
ვლიდა.
დედამთილს პასუხი არ გაუცია. იმედგაცრუებულმა როუზმა კითხვა
გაუმეორა. ეს უდავოდ ქორწინების შემდგომი ქრონიკული გულის-
წყრომის მეორე ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენა გახ-
ლდათ. გარდა იმისა, რომ საკუთარ თავთან იწყებდით ლაპარაკს, სი-
ჯიუტეც დაგჩემდებოდათ. კრიზისულ მდგომარეობასთან სახიფათოდ
ახლოსაც რომ ყოფილიყავით, არასოდეს მოიდრეკდით ქედს.
ვიდრე საბაყლოს თაროებზე ბაბა განუშს მიშტერებოდა, როუზმა
იგივე კითხვა მეუღლის სამ დასაც დაუსვა ერთმანეთის მიყოლებით -
მამიდა სურპუნს, მამიდა ზარუჰსა და მამიდა ვარსენიგს:
- ერთხელ მაინც რატომ არ დაგვანებებთ თავს?
როუზი ეროვნული კერძების სექციიდან გამოვიდა, სწრაფად შემობ-
რუნდა ას ოთხმოცი გრადუსით და მომდევნო ტალანში შეუხვია. ბრაზი-
თა და სევდით შთაგონებულმა კონსერვირებული საკვებისა და ლობი-
ოს სტელაჟებს შორის დერეფანი ერთი თავიდან მეორემდე გაიარა და
კინაღამ შეასკდა ახალგაზრდას, იქვე რომ იდგა. მამაკაცი თაროს ათ-
ვალიერებდა, რომელზეც თურქული ბარდის სხვადასხვა სახეობა ჩაემ-
წკრივებინათ.
„წამის წინ ეს ბიჭი აქ ნამდვილად არ იყო!“ - ფიქრობდა როუზი,
თითქოს უცნობმა ხორცი შეისხა, თითქოს ციდან ჩამოვარდაო.
მამაკაცს თეთრი კანი, მოხდენილი ტანი და მუქი თაფლისფერი
თვალები ჰქონდა. წაწვეტებული ცხვირი ყურადღებიანი და ბეჯითი ადა-
მიანის შესახედაობას აძლევდა. შავი თმა მოკლედ შეეკრიჭა. როუზი
ფიქრობდა, რომ მანამდე სადღაც ენახა, მაგრამ ვერ იხსენებდა, სად.
- კარგია, არა? - იკითხა როუზმა, - სამწუხაროდ, ყველას არ ჰყოფ-
ნის ჭკუა იმისთვის, რომ მისი გემო იცოდეს...
49
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ფიქრში ხელი შეუშალეს, შეკ-
რთა, საიდანღაც მოსული სახეღაჟღაჟა, პუტკუნა ქალისკენ შეტრიალ-
და და გაწითლდა. ორივეს ხელში კონსერვირებული თურქული ბარ-
დის თითო-თითო ქილა ეჭირა. მოულოდნელობისაგან მამაკაცური
სიფრთხილის გამოჩენა გაუჭირდა.
- მაპატიეთ... - თქვა უცნობმა და თავი მარჯვნივ გადასწია. როუზმა
მისი ნერვული ტიკი სიმორცხვით ახსნა.
მიტევების ნიშნად როუზმა მამაკაცს გაუღიმა, სახეში თავხედურად
მიაჩერდა და ამით კიდევ უფრო გაანერვიულა. თავაზიანი ბაჭიის გამო-
მეტყველების გარდა, რომელიც ახლა ჰქონდა მის სახეს, დედაბუნებას
როუზისათვის კიდევ სამი ცხოველის გამომეტყველება ებოძებინა. სა-
პირისპირო სქესთან ყველანაირი ურთიერთობისას როუზი ამ გამო-
მეტყველებებს რიგრიგობით იყენებდა, - ერთგული ძაღლის თვალე-
ბით მაშინ იხედებოდა, როცა სრული საიმედოობის გამოხატვა სურდა;
კატასავით ეშმაკური გამომეტყველება მამაკაცების საცდუნებლად
სჭირდებოდა, ხოლო როცა აკრიტიკებდნენ, მოჩხუბარ კოიოტს ემსგავ-
სებოდა.
- ო, მე თქვენ გიცნობთ! - სრულიად მოულოდნელად როუზი ერთია-
ნად გაიბადრა. საკუთარი მეხსიერებით კმაყოფილი იყო, - ტვინს ვიჭ-
ყლეტდი, ნეტავ სად მინახავს-მეთქი. ახლა კი ვიცი! სანაძლეოს ჩამო-
ვალ, რომ ქათმის კასადილიები მოგწონთ!
ახალგაზრდა კაცმა სტელაჟებს თვალი ააყოლა, თითქოს გაქცევას
ფიქრობდა, მაგრამ ვერ გაეგო, საით.
- „კაქტუს-გრილში“ ნახევარ განაკვეთზე ვმუშაობ. გახსოვთ დიდი
რესტორანი სტუდენტური კავშირის მეორე სართულზე? - როუზი გვე-
ლის ტყავში გაძვრა იმისათვის, რომ უცნობი მიეხვედრებინა, - ჩვე-
ულებრივ, ცხელი კერძების დახლის უკან ვდგავარ - ერბოკვერცხი და
კასადილიები, ხომ იცით? რა თქმა უნდა, ნახევარი განაკვეთია; ბევრი
არაფერია, მაგრამ რა გინდა,რომ ქნა? დროებითია. მართალი გით-
ხრათ, დაწყებითი სკოლის მასწავლებელი მინდა გავხდე.

50
ახალგაზრდა კაცი გაშტერებული აკვირდებოდა როუზს, თითქოს
სამომავლოდ მისი სახის ყველა დეტალის დამახსოვრებას ცდილობდა.
- ყოველ შემთხვევაში, იქ მეყოლებით ნანახი, - დაასკვნა როუზმა,
მერე თვალები მოჭუტა, ქვედა ტუჩი დაისველა და კატის გამომეტყვე-
ლებაზე გადაერთო, - სწავლას თავი შარშან დავანებე, ბავშვი რომ შე-
მეძინა, მაგრამ ახლა კოლეჯში დაბრუნებას ვცდილობ...
- ო, მართლა? - თქვა კაცმა და იმწამს გაჩუმდა. როუზს უცხოელებ-
თან ურთიერთობის მცირეოდენი გამოცდილებარომ ჰქონოდა, უცხოე-
ლის პირველი შეხვედრის რეფლექსს, ანუ საუბარში ჩართვისა და სა-
ჭირო სიტყვების საჭირო დროს სწორად გამოთქმის შიშს, შეამჩნევდა.
ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა მოზარდი იყო, როუზს ერთი მიდრე-
კილება ჰქონდა, - თვლიდა, რომ ყველაფერი, რაც მის გარშემო იყო,
ან მისი მომხრე, ან მოწინააღმდეგე გახლდათ. შესაბამისად, მამაკაცის
დუმილი იმით ახსნა, რომ თავად ადამიანის ხეირიანად გაცნობა არ შე-
ეძლო. შეცდომის გამოსასწორებლად, როუზმა უცნობს ხელი გაუწოდა.
- ბოდიში. ჩემი თავის წარდგენა დამავიწყდა. როუზი მქვია.
- მუსტაფა... - ახალგაზრდა კაცმა ნერწყვი გადაყლაპა. ხორხი უთ-
რთოდა.
- საიდან ხართ? - იკითხა როუზმა.
- სტამბოლიდან, - მოკლედ უპასუხა უცნობმა.
როუზმა წარბები აწკიპა. სახეზე შეშფოთება დაეტყო.
მუსტაფას ადგილობრივებთან ურთიერთობის გამოცდილება რომ
ჰქონოდა, მათ საინფორმაციო რეფლექსს, ანუ გეოგრაფიისა და ისტო-
რიის საკმარისი ცოდნის არქონის შიშს შეამჩნევდა. როუზმა სცადა, გა-
ეხსენებინა, სად ჯანდაბაში იყო სტამბოლი, ეგვიპტის დედაქალაქი იყო
თუ სადღაც ინდოეთში... შეცბუნებისგან წარბი შეიკრა.
ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა მოზარდი იყო, მუსტაფას ქალების
მიმზიდველობისა და საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვის შიში
ჰქონდა. ერთხელაც ვერაფერი ვთქვი საინტერესო და ამის გამო ქალს
თავი მოვაბეზრეო, ასე ხსნიდა მუსტაფა როუზის ჟესტს და სიცარიელის
შესავსებად საუბრის შეწყვეტა იჩქარა.
51
- დროებით, როუზ, - თქვა მუსტაფამ. ხმოვნებს წელავდა. სასიამოვ-
ნო, მაგრამ აშკარად შესამჩნევი აქცენტით ლაპარაკობდა, - უნდა წავი-
დე...
მუსტაფამ სასწრაფოდ დააბრუნა ადგილზე თურქული ბარდის ორი-
ვე ქილა, მაჯის საათს დააჩერდა, კალათას ხელი დასტაცა და იქაურო-
ბას გაეცალა. ვიდრე გაუჩინარდებოდა, როუზმა გაიგონა, როგორ ჩა-
იბუტბუტა უცნობმა:
- კარგად, - მერე კი თითქოს საკუთარ თავს გამოეხმაურაო, კიდევ
ერთხელ დასძინა, - კარგად.
მუსტაფა წავიდა.
იდუმალი თანამოსაუბრის დაკარგვის შემდეგ როუზმა უცებ გააცნო-
ბიერა, რამხელა დრო დაეხარჯა უთავბოლოდ სუპერმარკეტში. თურ-
ქული ბარდის რამდენიმე ქილას დაავლო ხელი, მათ შორის იმათაც,
მუსტაფამ რომ დატოვა, და სალაროსკენ გაეშურა. ჟურნალებისა და
წიგნების სტელაჟებს შორის რომ ჩაიარა, მსოფლიოს დიდ ატლასს
მოჰკრა თვალი. სწორედ ის იყო, რაც ძალიან სჭირდებოდა. წიგნის სა-
თაურის ქვეშ ეწერა: „დროშების, ფაქტებისა და რუკების მსოფლიო ატ-
ლასი მთელი მსოფლიოს მშობლების, მოსწავლეების, მასწავლებლე-
ბისა და მოგზაურებისათვის“. როუზმა წიგნი ხელში აიტაცა, ანბანურ
საძიებელში სტამბოლი მოძებნა და როგორც კი შესაბამის გვერდს მი-
აგნო, რუკას ჩახედა, რომ გაეგო, სად იყო ეს ქალაქი.
გარეთ გამოსულ როუზს ავტოსადგომზე 1984 წლის ცისფერი „ჯიპ-
ჩეროკი“ ელოდა. არიზონის მზეს მიფიცხებულ მანქანაში პატარა გო-
გონას ეძინა.
- არმანუშ, გაიღვიძე, ძვირფასო, დედა დაბრუნდა!
ბავშვი შეირხა, მაგრამ თვალები მაშინაც კი არ გაახილა, როცა რო-
უზმა მთელი სახე დაუკოცნა. გოგონას რბილი წაბლისფერი თმა თით-
ქმის თავის ზომის ოქროსფერი ბაფთით შეეკრათ. ტანზე მოვარდის-
ფრო-მონარინჯისფრო ზოლებით გაწყობილი, მეწამულღილებიანი
ფუმფულა მწვანე ტანსაცმელი ეცვა. ვიღაც შეშლილის მორთულ საშო-
ბაო ნაძვის ხეს ჰგავდა.
52
- გშია? დედა დღეს შენთვის ნამდვილი ამერიკული საჭმლის მომზა-
დებას აპირებს! - შესძახა როუზმა მას შემდეგ, რაც პარკები უკანა სა-
ვარძელზე დააწყო და გზაში მისართმევად ქოქოსის ზეფირის შეკვრა
დაიტოვა. უკანა ხედის სარკეში თმას შეავლო თვალი, ბოლო დღეებში
ამოჩემებული კასეტა ჩადო და ვიდრე ძრავას დაქოქავდა, ერთ ბღუჯა
ზეფირს დაავლო ხელი.
- იცოდი, ბიჭი, ეს-ეს არის სუპერმარკეტში რომ შევხვდი, თურქეთი-
დან რომ არის? - თქვა როუზმა და ქალიშვილს უკანა ხედის სარკიდან
თვალი ჩაუკრა. თითქოს გოგონას ყველაფერი ისეთი ჰქონდა, როგო-
რიც უნდა ჰქონოდა: პაჭუა ცხვირი, ფუნჩულა ხელები, ფეხები, ყველა-
ფერი, სახელის გარდა. როგორ ნანობდა როუზი, გოგონას რაიმე ნაკ-
ლებად უცხოური რომ არ დაარქვა, ენი ან კეტი, ან სინდი და დედამთი-
ლის გამოჩიჩქნილი სახელის დარქმევას დასთანხმდა. ბავშვს ბავშვის
სახელი უნდა რქმეოდა, „არმანუში“ კი ყველაფერი იყო, ბავშვური სა-
ხელის გარდა. ის ისე... მოწიფულად და ცივად ჟღერდა - შეიძლება მოზ-
რდილი ადამიანისათვის მართლაც შესაფერისი სახელი იყო. იქნებ
როუზს იქამდე უნდა მოეცადა, ვიდრე გოგონათოთხმეტ წელს მიაღწევ-
და იმისათვის, რომ მისი სახელის წარმოთქმისას ენაზე არ ეკბინა?
როუზმა თვალები გადაატრიალა და კიდევ ერთი ზეფირი შეჭამა და
აი, მაშინ ერთი აღმოჩენა გააკეთა: შეეძლო ამიერიდან ქალიშვილის-
თვის „ამი“ დაეძახებინა. როუზმა გოგონას კოცნა გაუგზავნა. ჰაეროვა-
ნი კოცნა ნათლობის რიტუალის ნაწილი იყო.
გზაჯვარედინზე მწვანე შუქის ანთებას უცდიდნენ. როუზი გლორია
ესტეფანს აკომპანემენტს უწევდა და საჭეზე ხელებს არაკუნებდა.
„No modern love for me, it’s all a hustle
What’s done is done, now it’s my turn to have fun“.
***
რამდენიმე თავი პროდუქტი, რომელიც შეერჩია,მუსტაფამ მოლა-
რეს დაუდო წინ. კალამატას ჯიშის ზეთისხილი, გაყინული ისპანახი და
ფეტას პიცა, კიდევ სოკოს სუპის ერთი კონსერვი, ერთი ქილა ქათმის
სუპ-კრემი და ერთიც ქათმის წვნიანი ატრიით. შეერთებულ შტატებში
53
ჩამოსვლამდე არასოდეს დასჭირვებია რამის მომზადება. ყოველთვის,
როდესაც თავისი სამოთახიანი სტუდენტური ბინის პატარა სამზარეუ-
ლოში ტრიალებდა, თავი გადასახლებული, ტახტიდან ჩამოგდებული
მეფე ეგონა. დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც მოსიყვარულე ბებია,
დედა და ოთხი და ემსახურებოდა. ახლა ჭურჭლის რეცხვა, ოთახების
დალაგება, საუთოებელი და განსაკუთრებით, საყიდლებზე სიარული
უზარმაზარ ტვირთად დასწოლოდა. ასე არ გაუჭირდებოდა, იმაზე
ფიქრს მაინც თუ მოიშორებდა თავიდან, რომ ეს რამეები მისთვის სხვას
უნდა გაეკეთებინა. არც მარტოობა უჭირდა სახლის ყოველდღიური
საქმეების კეთებაზე ნაკლებად.
მუსტაფას ბინაში მეზობელი ჰყავდა. დამამთავრებელი კურსის ინ-
დონეზიელი სტუდენტი ძალიან ცოტას ლაპარაკობდა, ბევრს შრომობ-
და და ყოველღამ დასაძინებლად ისეთ უცნაურ ჩანაწერებს უსმენდა,
როგორიც „Sounds of Mountain Streams“ ანდა „Songs of the Whales“
იყო.
მუსტაფას იმედი ჰქონდა, რომ მეზობელთან ერთად არიზონაში
თავს ნაკლებად მარტოსულად იგრძნობდა, თუმცა, ინდონეზიელთან
მეზობლობას სწორედ რომ საწინააღმდეგო შედეგი ჰქონდა. ღამით,
როცა ოჯახისაგან ათასობით მილის დაშორებით საწოლში მარტოდ-
მარტო იწვა, მუსტაფა ვერაფრით იშორებდა ხმებს, რომლებიც თავში
უტრიალებდა. კითხულობდნენ ხმები, ვინ იყო იგი და ბრალს სდებდნენ
იმისათვის, ვინც იყო. მუსტაფას ცუდად ეძინა. ღამეებს ხშირად ძველი
კომედიების ყურებაში ან ინტერნეტში ძრომიალში ატარებდა. ეს შვე-
ლოდა, რადგან ამ დროს აღარ ფიქრობდა. ირიჟრაჟებდა თუ არა, ფიქ-
რები ისევ უბრუნდებოდნენ. მეცადინეობებს შორის ან სადილობის შეს-
ვენებაზე სახლიდან უნივერსიტეტამდე მუსტაფა ფეხით მიდიოდა და სა-
კუთარ თავს სტამბოლზე ფიქრში იჭერდა. როგორ უნდოდა მეხსიერე-
ბის ამოღება და პროგრამის გადატვირთვა იქამდე, ვიდრე ყველა ფა-
ილი არ წაიშლებოდა და გაქრებოდა.
არიზონას მუსტაფა უნდა დაეცვა ავი ნიშნისაგან, რომელიც კაზან-
ჯის ოჯახის ყველა მამაკაცის ხვედრი გამხდარიყო. თუმცა, მუსტაფას
54
ასეთი რამეების არ სჯეროდა. ყოველგვარი ცრურწმენის, ავი თვალი-
საგან დამცავი კრიალოსნების, ყავის ჭიქაზე მკითხაობისა და ოჯახში
გამართული მარჩიელობისაგან ჩამოშორება გააზრებულ არჩევანზე
მეტად უნებლიე რეფლექსი გახლდათ. მუსტაფას აზრით, ეს ყველაფე-
რი ქალების რთული და ბნელი სამყაროს ნაწილი იყო.
რაც გინდათ, თქვით, მაგრამ მუსტაფასათვის ქალი თავსატეხი იყო.
უცნაურია, რომ ამდენ ქალთან ერთად გაზრდილი კაცი მათ საზოგა-
დოებაში მთელი ცხოვრება თავს უცხოდ გრძნობდა.
მუსტაფა ერთადერთი ბიჭი იყო ოჯახში, სადაც მამაკაცები ძალიან
ადრე და მოულოდნელად იხოცებოდნენ. ყმაწვილის სქესობრივი
ლტოლვა სულ უფრო მეტად იზრდებოდა, მაგრამ ოთხი და, რომლის
გარემოცვაშიც უწევდა ცხოვრება, ფანტაზიების თემაზე დადებულ ტა-
ბუსავით იყო. მიუხედავად ამისა, მუსტაფა მაინც ეპარებოდა ენით უთ-
ქმელ ფიქრებს ქალების შესახებ. თავიდან ის გოგონები უყვარდებოდა
თავდავიწყებით, რომლებიც ხელს ჰკრავდნენ. უარის, დაცინვისა და
შეურაცხყოფის შიშით მუსტაფა ქალის სხეულის სურვილით შორიდან
იწვოდა და იდაგებოდა. ბოლო წელს პრიალა ამერიკულ ჟურნალებში
დაბეჭდილი ტოპმოდელების ფოტოებს ისე გაბრაზებული უცქერდა,
თითქოს იმ მტკივნეული ფაქტის ახსნას ცდილობდა, რომ არც ერთ
ქალს არასოდეს ექნებოდა მისი სურვილი.
მუსტაფას არასოდეს დაავიწყდებოდა ზელიჰას სასტიკი გამომეტ-
ყველება, როდესაც მას „ძვირფას ასოს“ ეძახდა. იმ მომენტში განცდი-
ლი უხერხულობა ახლაც უწვავდა გულ-მუცელს. მუსტაფამ იცოდა, რომ
ძმის ნაძალადევი მამაკაცურობის მიღმა ზელიჰა ამ უკანასკნელის აღ-
ზრდის ნამდვილ ამბავს ხედავდა. ზელიჰას ესმოდა, რომ მუსტაფას
დათრგუნვილი დედა ანებივრებდა და ელოლიავებოდა, ხოლო დამ-
თრგუნველი მამა აშინებდა და სცემდა.
- საბოლოოდ საკუთარ თავზე შეყვარებული და გაუბედავი ადამიანი
გახდი, - უთქვამს მუსტაფასათვის ზელიჰას. შეიძლებოდა ყველაფერი
სხვაგვარად ყოფილიყო და-ძმას შორის, ან რატომ გრძნობდა მუსტაფა
თავს ასე უარყოფილად და ათვალწუნებულად, როცა მის ირგვლივ ამ-
55
დენი და ტრიალებდა, გვერდით კი დედა ჰყავდა, რომელიც აღმერთებ-
და.
ზელიჰა მუსტაფას სულ დასცინოდა, დედა კი სულ აღფრთოვანებუ-
ლი იყო ვაჟით. თავად მუსტაფას სურდა, ერთი ჩვეულებრივი მამაკაცი
ყოფილიყო, ერთდროულად კარგიც და უწესოც. მას მხოლოდ თანაგ-
რძნობა და უკეთესადამიანად გადაქცევის შესაძლებლობა სჭირდებო-
და. ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, შეყვარებული ქალი რომ ჰყო-
ლოდა. მუსტაფამ იცოდა, რომ ამერიკაში ეს არა უკეთესი მომავლი-
სათვის, არამედ წარსულისაგან გასათავისუფლებლად უნდა გაეკეთე-
ბინა.
- როგორ ხართ? - ჰკითხა სალაროს აპარატთან ახალგაზრდა ქალ-
მა და გაუღიმა.
ესეც ისეთი რამეების რიგში იყო, მუსტაფა ჯერაც რომ ვერ მისჩვე-
ოდა. ამერიკაში ყველა ყველას ეკითხებოდა, როგორ ხარო, სრულიად
უცხოებსაც კი. მუსტაფას ესმოდა, რომ ეს ერთგვარი მისალმება უფრო
იყო, ვიდრე ნამდვილი კითხვა. თუმცა, თავად არ იცოდა, სალამზე ისე-
თივე უხამსი უდარდელობით როგორ უნდა ეპასუხა.
- კარგად, გმადლობთ, - თქვა მუსტაფამ, - თქვენ როგორ ხართ?
გოგონამ გაიღიმა.
- საიდან ბრძანდებით?
„ოდესმე ისევილაპარაკებ, - ფიქრობდა მუსტაფა, - რომ ვერავინ
დამისვამს ასეთ შეურაცხმყოფელ შეკითხვას, რადგან წუთითაც არ
იფიქრებენ, რომ უცხოელს ელაპარაკებიან“.
მუსტაფამ ცელოფანის პარკი ხელში აიღო და გარეთ გავიდა.
***
მექსიკური წარმოშობის ამერიკელების წყვილმა ტროტუარი გადაკ-
ვეთა. ქალი საბავშვო ეტლს აწვებოდა, მამაკაცს კი ახალფეხადგმული
ბავშვისათვის ჩაეკიდებინა ხელი. ნელა მისეირნობდნენ. როუზი
წყვილს შურით შესცქეროდა. ახლა, როცა მისი ქორწინება დამთავრე-
ბულიყო, ეგონა, ყველა წყვილი განცხრომით ცხოვრობდა. ეგონა, ყვე-
ლა მათგანი კმაყოფილი იყო.
56
- იცი, რა? ნეტავ დაენახა კუდიან ბებიაშენს, იმ თურქს რომ ვეკეკ-
ლუცებოდი. წარმოგიდგენია, რა დღეში ჩავარდებოდა? ამაყი ჩახმახ-
ჩიანების ოჯახისათვის ამაზე უარესი კოშმარი აზრადაც არ მომივა. ამა-
ყი და გაბღენძილი... ამაყი და...
როუზს წინადადება არ დაუსრულებია - ერთმა ძალიან ეშმაკურმა
აზრმა გაიტაცა.
მწვანე შუქი აინთო, როუზის ჯიპის დაგვერდებული ცხვირის წინ ჩამ-
წკრივებულმა მანქანებმა რწევა-რწევით წაიწიეს წინ. უკან ჩამომდგარ-
მა ფურგონმა დაასიგნალა. როუზი არ განძრეულა. იმდენად საამური
ფანტაზია იყო, რომ ადგილიდან ვერ იძროდა. გონებაში დატრიალებუ-
ლი სურათებით ტკბებოდა. მისი თვალები ნამდვილ სიშმაგეს ალმაცე-
რად ასხივებდა. ეს ნამდვილად ქორწინების შემდგომი ქრონიკული გუ-
ლისწყრომის მესამე და ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენა
გახლდათ: გარდა იმისა, რომ საკუთარ თავთან იწყებდით ლაპარაკს
და სხვებს ეჯიუტებოდით, საკმაოდ უგუნურიც ხდებოდით. როგორც კი
ქალი საპატიო გულისწყრომას იგრძნობდა, სამყარო თავდაყირა დგე-
ბოდა და უგუნურებაც სავსებით კეთილგონივრულ იერს იძენდა.
შურისძიება ტკბილია. როუზისთვის სულიერი წონასწორობის აღ-
დგენა შორეული პერსპექტივა იყო, ინვესტიცია, რომელიც განსაზ-
ღვრული დროის შემდეგ ანაზღაურდებოდა. თუმცა, მისაგებელი ყვე-
ლას მაინც სწრაფად უნდა მიზღვოდა. უპირველესად ისეთი რამ უნდა
გაეკეთებინა, რაც მის ყოფილ დედამთილს გააცოფებდა. დედამიწის
ზურგზე ერთადერთი რამ იყო ისეთი, რაც ჩახმახჩიანთა მოდგმის ქა-
ლებს ოდარზე მეტად გააღიზიანებდა. ერთადერთი რამ, ანუ თურქი!
რა საინტერესო იქნებოდა ყოფილი ქმრის დაუძინებელ მტერთან
არშიყი. მაგრამ სად უნდა გეპოვა თურქი კაცი შუაგულ არიზონის უდაბ-
ნოში? კაქტუსებზე იზრდებოდნენ თუ რა?
როუზს საკუთარ გამომეტყველებაზე გაეცინა. რაღაცის შეცნობით
გამოწვეული გამომეტყველება მადლიერების უზარმაზარი გრძნობით
შეეცვალა. რა შესანიშნავი დამთხვევაა, განგებამ ეს-ეს არის, ერთი
თურქი რომ გააცნო. იქნებ არც ყოფილა დამთხვევა?
57
როუზი სიმღერას ხმას აყოლებდა, თან წინ მიიწევდა. ნაცვლად იმი-
სა, თავის გზას გაჰყოლოდა, მარცხნივ გადაუხვია, ას ოთხმოცი გრადუ-
სით შემობრუნდა და მოძრაობის მეორე ზოლზე გადასულმა მანქანა
საპირისპირო მიმართულებით გააქანა.
„Primitive love, I წანტ წჰატ იტ უსედ ტო ბე“.
წუთიც და, 1984 წლის ცისფერმა „ჯიპ-ჩეროკმა“ „ფრაის“ სუპერმარ-
კეტის ავტოსადგომს მიაღწია.
„I don't have to think, right now you've got me at the brink this is
good-bye for all the time I cried“.
მანქანამ ნახევარწრე მოხაზა, გარდიგარდმო მანევრი შეასრულა
და უნივერსამის მთავარ შესასვლელთან აღმოჩნდა. ის იყო, ახალგაზ-
რდა კაცის პოვნის თითქმის ყველანაირი იმედი გადაეწურა, რომ რო-
უზმა თავისი თურქი ავტობუსის გაჩერებაზე დალანდა. მამაკაცი მორ-
ჩილად იდგა. გვერდით თხელი ცელოფანის პარკი ედო.
- ეი, მოსტაფა! - იყვირა როუზმა, თან მანქანის ნახევრად ღია ფან-
ჯრიდან თავი გაყო, - წაგიყვანო?
- რა თქმა უნდა, გმადლობთ, - თავი დაუქნია მუსტაფამ, - მუსტაფა, -
ძლივს გასაგონად სცადა თურქმა როუზის პრონონსის გასწორება.
მანქანაში მყოფ როუზს გაეღიმა.
- მუსტაფა, გაიცანი ჩემი ქალიშვილი, არმანუში... მაგრამ მე „ამის“
ვეძახი! ამი, ეს მუსტაფაა, მუსტაფა, ეს ამია...
ვიდრე ახალგაზრდა კაცი ძილმორეულ ბავშვს ალერსიანად უღი-
მოდა, როუზი მის სახეზე მოწონების ნიშნებს ეძებდა, თუმცა, ერთიც
ვერ აღმოაჩინა. გადაწყვიტა, მუსტაფასათვის კიდევ ერთხელ გადაეკ-
რა სიტყვა, ამჯერად უფრო აშკარად:
- ჩემი ქალიშვილის სახელი და გვარი ამი ჩახმახჩიანია.
შეიძლება ამ სიტყვებს მოჰყვა კიდეც ერთგვარი უარყოფითი რეაქ-
ცია, მაგრამ მუსტაფას სახეზე არაფერი ეტყობოდა. როუზმა გამეორე-
ბის საჭიროება იგრძნო, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევისათვის,
თუ პირველ ჯერზე ვერ გაუგეს:
- არმანუშ ჩახმახჩიანი!
58
ახალგაზრდა კაცს მუქი თაფლისფერი თვალები მხოლოდ ახლა აუ-
ციმციმდა, მაგრამ ისე არა, როგორც როუზი მოელოდა.
- ჩაკ-მაკ-ჩიანი... ჩაკ-მაკ-ჩი! ჰო, თურქულივით ჟღერს! - შესძახა გა-
ხარებულმა მუსტაფამ.
- სინამდვილეში სომხურია, - თქვა უეცრად შეშფოთებულმა როუზ-
მა, - მამამისი, ჩემს ყოფილ ქმარს, ჩემს ყოფილ ქმარს ვგულისხმობ, -
როუზმა ნერწყვი ძლივს გადაყლაპა, თითქოს მწარე გემოს მოშორება
უნდოდა, - სომეხი იყო, არის.
- ჰო, - აუღელვებლად თქვა მუსტაფამ.
„გაიგო? ვერ გაიგო? - ეკითხებოდა როუზი საკუთარ თავს, თან კბი-
ლებით ლოყას იწიწკნიდა. მერე გადაიხარხარა, თითქოს ყელში მომ-
დგარი შეკავებული სლოკინი ამოუშვაო და გაიფიქრა, - მიმზიდვე-
ლია... ძალიან მიმზიდველი... სწორედეს კაცი იქნება ჩემი ტკბილი შუ-
რისძიება“.
- მისმინე, - უთხრა როუზმა, - არ ვიცი, მოგწონს თუ არა მექსიკური
ხელოვნება, მაგრამ ხვალ საღამოს ჯგუფური გამოფენა იხსნება. სხვა
გეგმები თუ არა გაქვს, შეგვიძლია ჯერ იქ წავიდეთ, მერე კი რამე შევ-
ჭამოთ.
- მექსიკური ხელოვნება? - მუსტაფა პასუხს აგვიანებდა.
- ვისაც ეს გამოფენა სხვაგან აქვს ნანახი, ამბობს, რომ მართლაც
კარგია, - განაგრძო როუზმა, - აბა, რას იტყვი, წამოხვალ ჩემთან ერ-
თად?
- მექსიკური ხელოვნება? - გაბედულად გაიმეორა მუსტაფამ, - აუცი-
ლებლად, რატომაც არა?
- ჩინებულია. სასიამოვნოა, რომ გაგიცანი, მოსტაფა, - ისევ დაამა-
ხინჯა მამაკაცის სახელი გამხიარულებულმა როუზმა. მუსტაფას მის-
თვის ამჯერად არ შეუსწორებია.

59
3

შაქარი
- მართალია? მითხარით ვინმემ, რომ არ არის სიმართლე! - შესძახა
ბიძია დირკან სტამბოლელმა, კარი ხმაურით შეაღო და სასტუმრო
ოთახში შეიჭრა. ძმისშვილებს ეძებდა, ან ვინმეს, ვინც მისი ტანჯვის
შემსუბუქებას მოისურვებდა. აღშფოთებისაგან შავი თვალები ბუდეე-
ბიდან ოდნავ წამოსწეოდა. ბიძიას სქელი, ჩამოშვებული ულვაში ჰქონ-
და. იმის გამო, რომ ულვაშის ბოლოები აეპრიხა, დირკან სტამბო-
ლელს მოღიმარი გამომეტყველება ჰქონდა მაშინაც კი, როცა ძალიან
გაბრაზებული იყო.
- გთხოვ, დაწყნარდი და ჩამოჯექი! - წაილუღლუღა ჩახმახჩიანის
გვარის დებს შორის ყველაზე უმცროსმა, მამიდა სურპუნმა ისე, რომ ბი-
ძიასათვის თვალი არც გაუსწორებია. სურპუნი ერთადერთი ადამიანი
იყო მთელ ოჯახში, ვისაც დაეჭირა მხარი ბარსამის როუზთან ქორწინე-
ბისათვის და ახლა თავს დამნაშავედ გრძნობდა.
კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერე-
ბათა პროფესორი სურპუნ ჩახმახჩიანი თავდაჯერებული ფემინისტი
მეცნიერი იყო. სურპუნს სწამდა, რომ მშვიდი დიალოგისა და საღი აზ-
რის მეშვეობით ქვეყნად ყველანაირი პრობლემის მოგვარება შეიძლე-
ბოდა. იყო მომენტები, როცა თავისი შეხედულებების გამო სურპუნი
თავს მარტოსულად გრძნობდა ისეთი ბობოქარი ადამიანების გვერ-
დით, როგორიც მისი ოჯახის წევრები იყვნენ.
დირკან სტამბოლელმა სურპუნს დაუჯერა და ცარიელი სკამისკენ
წაფრატუნდა, თან ულვაშის ბოლოებს კბილებით ციცქნიდა. მთელი
ოჯახი წითელი ხის ძველებური მაგიდის გარშემო შეკრებილიყო. მაგი-
დაზე უამრავი საჭმელი იდო, თუმცა, ჭამით თითქოს არავინ არაფერს
ჭამდა. დივანზე მშვიდად ეძინა მამიდა ვარსენიგის პატარა ტყუპს. აქვე
იყო მინეაპოლისიდან სომხური ახალგაზრდული თანამეგობრობის მი-
ერ ყურის რაიონში ორგანიზებულ არაოფიციალურ შეხვედრაზე დასას-
წრებად ჩამოფრენილი ქევორქ ქარაოღლიანიც. ბოლო სამი თვის გან-
60
მავლობაში ქევორქი მორჩილად ესწრებოდა ამ ჯგუფის ყველა თავ-
ყრილობას, საქველმოქმედო კონცერტი იქნებოდა, ყოველწლიური გა-
სეირნება ქალაქგარეთ, საშობაო წვეულება, პარასკევის მსუბუქი საღა-
მო, ყოველწლიური ზამთრის ზეიმი, კვირადღეს მოწყობილი სადილები
თუ ერევანში ეკოტურიზმის დახმარებისათვის გამართული ჯომარდო-
ბა. ბიძია დირკანს ეჭვი ჰქონდა, რომ სან-ფრანცისკოში მისი სიმპათიუ-
რი ძმისწულის ესოდენ ხშირი ვიზიტების ერთადერთი მიზეზი ორგანი-
ზაციული ღონისძიებების ერთგულება არ გახლდათ და ქევორქი ახალ-
გაზრდულ ორგანიზაციაში ნანახი გოგონას გაუმხელელ სიყვარულს
ატარებდა გულით.
დირკან სტამბოლელი მაგიდაზე გაშლილ საჭმელებს ხარბად მი-
აჩერდა და ძალიან ბევრი ყინულის ნატეხით გაამერიკულებული იო-
გურტის ტოლჩისაკენ წაიღო ხელი. სხვადასხვა ზომის თიხის ჭრელ-
ჭრელ ფიალებში არაერთი მისი საყვარელი კერძი იყო: ლობიოს პი-
ლაკი, კადინ ბუდუ კოფტე, კარნიარიკი, ახალმომზადებული ჩურეკი
და, მისდა გასახარად, კიდევ ბასთურმა. მიუხედავად იმისა, რომ ისევ
გაბრაზებული იყო, ბასთურმის დანახვამ გული მოულბო, მის გვერდით
ჩადგმულმა ბურმამ კი სულ მთლად გაალღო.
მიუხედავად იმისა, რომ ბიძია დირკანის ცოლი გამუდმებით ადევ-
ნებდა თვალს ქმრის დიეტას, ბიძიას სამარცხვინო ღიპს ყოველ წელს
ცხიმის კიდევ ერთი ფენა ემატებოდა, ისევე, როგორც ხის ტანზე ჩნდება
ხოლმე ყოველ წელს ახალი რგოლები. ახლა დირკან სტამბოლელი
არც იმას დაგიდევდათ, რომ დაბალი იყო და არც იმას, რომ ტანსრული
ბრძანდებოდა.
ორი წლით ადრე ბიძია დირკანს მაკარონის სატელევიზიო რეკლა-
მაში შესთავაზეს როლი. განასახიერა მხიარული მზარეული, რომელ-
საც გუნებას ვერაფერი წაუხდენდა, ისიც კი, საცოლემ რომ მიატოვა,
რადგან საკუთარ სამზარეულოში სპაგეტის მობრაწულას მომზადებაში
ხელს უწინდებურად არაფერი უშლიდა.
რეალურ ცხოვრებაში, ისევე როგორც რეკლამაში, ბიძია დირკანს
განსაკუთრებულად კარგი ხასიათი ჰქონდა. როცა მისი მრავალი ნაც-
61
ნობისგან რომელიმეს უნდოდა, დაედასტურებინა გავრცელებული აზ-
რი იმის შესახებ, რომ მსუქანი ადამიანი სხვებზე გაცილებით მხიარუ-
ლია, დირკანს ახსენებდა. თუმცა, იმ დღეს ბიძია დირკანი თავის თავს
არ ჰგავდა.
- სად არის ბარსამი? - იკითხა დირკან სტამბოლელმა, როგორც კი
გუფთის გროვას ერთი ბურთულა აართვა, - იცის, რას აპირებს მისი ცო-
ლი?
- ყოფილი ცოლი! - დააკონკრეტა მამიდა ზარუჰმა, რომელიც გა-
უგონარ ბავშვებთან მთელი დღის განმავლობაში მოჭიდავე დაწყებითი
სკოლის ახალბედა მასწავლებელივით ვერ იკავებდა ხოლმე თავს და
ყველა შეცდომას ასწორებდა, რომელსაც კი გაიგონებდა.
- ჰო, ყოფილი! თუმცა, ამას არ აღიარებს! გეუბნებით, ეგ ქალი გი-
ჟია. განზრახ აკეთებს. დირკანი არ ვიყო, თუ ამას მარტო იმიტომ არ
აკეთებდეს, რომ გული გვატკინოს! რაც გინდათ, ის მითხარით!
- რა უნდა გითხრათ, - დაამშვიდა ბიძია მამიდა ვარსენიგმა, - ეჭვი
არ არის, რომ ამას განზრახ აკეთებს...
- არმანუშს უნდა შველა, - ჩაერია საუბარში ოჯახის უფროსი, ბებია
შუშანა.
შუშანა მაგიდას მოშორდა და თავის სავარძლამდე ძლივს მიაღწია.
ბებია შესანიშნავი მზარეული იყო, მაგრამ დიდი მადით არასდროს
გამოირჩეოდა. ბოლო პერიოდში როგორღაც ახერხებდა და თავი დღე-
ში მხოლოდ ჩაის ერთი ფინჯნისოდენა საკვებით გაჰქონდა. ამის გამო
შუშანასქალიშვილები შეშფოთებული იყვნენ.
ბებია განსაკუთრებული ხასიათის ტანდაბალი, გამხდარი ქალი
გახლდათ, რომელსაც ამაზე უფრო მძიმე სიტუაციების მართვაც შეეძ-
ლო. ხმელ პირისახეზე შეატყობდით,რომ ასეთ ამბებში გარკვეული
იყო. შუშანა მარცხს არასოდეს აღიარებდა და მუდამ დარწმუნებული
იყო, რომ ცხოვრება ბრძოლაა, ხოლო სომხებისათვის - სამჯერ უფრო
დამქანცველი ბრძოლა. ნებისმიერი ადამიანის გადაბირება შეეძლო
და ამის გამო წლების განმავლობაში მისი ოჯახის არაერთი წევრი აღ-
მოჩენილიყო უხერხულ მდგომარეობაში.
62
- ბავშვის კარგად ყოფნაზე მნიშვნელოვანი არაფერია, - ჩაიბუტბუ-
ტა ბებია შუშანამ და წმინდა ანტონის ვერცხლის კულონს, რომელსაც
მუდამ დაატარებდა, ხელი გადაუსვა. დაკარგული ნივთების მფარველი
წმინდანი შუშანას ბევრჯერ დახმარებოდა ცხოვრებისეულ დანაკარ-
გებთან გამკლავებაში.
ბებია შუშანამ საქსოვი ჩხირები აიღო და დაჯდა. ბავშვის ლაჟვარ-
დისფერი საბნის კიდეზე უკვე გამოექსოვა ინიციალები ა. და კ. ოთახში
წამით სიჩუმე ჩამოვარდა. ყველა ბებია შუშანას ხელებს უყურებდა.
ჩხირებს მოხდენილად ამოძრავებდა. ბებიას საქსოვი მთელ ოჯახზე
ჯგუფურ თერაპიასავით მოქმედებდა. თითოეული თვლის ზუსტი და თა-
ნაბარი მოძრაობა ყველაზე, ვინც ქსოვას თვალს ადევნებდა, დამამშვი-
დებლად მოქმედებდა, თითქოს არწმუნებდა, ვიდრე ბებია შუშანა
ქსოვს, არაფრის არ უნდა გეშინოდეთ, ბოლოს კი ყველაფერი კარგად
იქნებაო.
- მართალი ხარ. საწყალი პატარა არმანუში, - თქვა ბიძია დირკანმა,
რომელიც, როგორც წესი, ყველა ოჯახური კონფლიქტისას შუშანას
მხარეს იყო. ბიძია საკმაოდ ჭკვიანი იყო იმისათვის, რომ ოჯახის ყოვ-
ლისშემძლე უფროსისათვის გაეწია წინააღმდეგობა, - რა ეშველება ამ
უცოდველ კრავს? - ხმადაბლა იკითხა დირკანმა.
ვიდრე ბიძიას ვინმე რამეს უპასუხებდა, კარის ზღურბლთან ჟღარუ-
ნი გაისმა და კარი გასაღებით გაიღო. ოთახში ბარსამი შემოვიდა. სახე
გაფითრებოდა. მავთულისჩარჩოიანი სათვალის მიღმა მისი ჩაფიქრე-
ბული და გაშტერებული თვალები მოჩანდა.
- ვახ! ნახეთ ვინ მოსულა! - თქვა ბიძია დირკანმა, - ბატონო ბარსამ,
თქვენს გოგონას, ალბათ, თურქი გაზრდის, თქვენ კი არაფრის გაკეთე-
ბას არ აპირებთ... ამოთ!
- რა შემიძლია? - ამოიგმინა ბარსამ ჩახმახჩიანმა და ბიძას მიუბ-
რუნდა, მერე მზერა კედელზე ჩამოკიდებულ მარტიროს სარიანის ნიღ-
ბებიან ნატიურმორტზე ისე გადაიტანა, თითქოს საჭირო პასუხი სადღაც
სურათში იყო დაფარული. თუმცა, როგორც ჩანს, ნახატში სანუგეშო ვე-
რაფერი იპოვა. ბარსამმა ლაპარაკი განაგრძო. მისი ხმა ისევე უნუგე-
63
შოდ ჟღერდა, როგორც მანამდე, - ჩარევის არავითარი უფლება არა
მაქვს. როუზი დედამისია.
- ამან! რა დედაა! - გაიცინა დირკან სტამბოლელმა. მისი ტანის ადა-
მიანისათვის დირკანს უცნაურად მწივანა სიცილი ჰქონდა. თავად ეს
დეტალი ყოველთვის გაცნობიერებული ჰქონდა და მისი გაკონტრო-
ლებაც შეეძლო, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სტრესულ მდგო-
მარეობაში იყო.
- რას ეტყვის ეს უმანკო კრავი თავის მეგობრებს, როცა გაიზრდება?
მამაჩემი ბარსამ ჩახმახჩიანია, ბაბუაჩემის ძმა - დირკან სტამბოლელი,
მისი მამა - ვარვანთ (იერვანთ) სტამბოლელი, მე კი არმანუშ ჩახმახ-
ჩიანი გახლავართ. ჩემი წარმომავლობა ნამდვილი რაღაცაა, - მე ვარ
შვილიშვილი იმათი, ვინც ათას ცხრაას თხუთმეტში გენოციდს გადაურ-
ჩა და თურქი ჯალათების ხელით ყველა ნათესავი დაკარგა, მაგრამ თა-
ვად ტვინი გამომირეცხეს, რომ გენოციდი არ მეღიარებინა, რადგან ვი-
ღაც თურქმა, მუსტაფამ გამზარდა! რა ხუმრობაა?.. მე მოვკვდე!
დირკან სტამბოლელი გაჩერდა და საკუთარი ნათქვამის ეფექტის
დასანახავად ძმისწულს დააკვირდა. ბარსამი ქვასავით გაშეშებული
იდგა.
- მიდი, ბარსამ! - შესძახა ბიძია დირკანმა, ამჯერად უფრო ხმამაღ-
ლა, - ჩაფრინდი ტუსონში და წერტილი დაუსვი ამ კომედიას. დაელაპა-
რაკე შენს ცოლს. ჰაიდა!
- ყოფილ ცოლს! - გაუსწორა მამიდა ზარუჰმა ბიძას, თან ბურმის ნაჭ-
რის გადაღებას ცდილობდა, - აუჰ, ამას არ უნდა ვჭამდე. ძალიან ბევრი
შაქარი აქვს. იმდენი კალორიაა. შაქრის ხელოვნურ შემცვლელებს რა-
ტომ არ ცდი, დე?
- იმიტომ, რომ ჩემს სამზარეულოში ხელოვნური არაფერი მოხვდე-
ბა, - მიუგო შუშანა ჩახმახჩიანმა, - თამამად მიირთვი, ვიდრე სიბერეში
დიაბეტი არ დაგემართება. ყველაფერს თავისი დრო აქვს.
- სწორია, მე ჯერ კიდევ მიდგას შაქრის ჭამის დრო, - მამიდა ზარუჰ-
მა დედას თვალი ჩაუკრა, მაგრამ მხოლოდ ნახევარი ნაჭერი ბურმის

64
მირთმევა გაბედა, მერე კი ღეჭვა-ღეჭვით ძმას მიუბრუნდა, - მაინც რას
აკეთებს როუზი არიზონაში?
- სამუშაო იპოვა, - უსიცოცხლოდ თქვა ბარსამმა.
- აუჰ, რა სამუშაოა! - მამიდა ვარსენიგმა ცხვირის ძვალზე დაიკაკუ-
ნა, - რა ჯანდაბას ფიქრობს, ენჩილადებს რომ ტენის, თითქოს გროში
არ გააჩნდეს? განგებ აკეთებს, რომ იცოდე. უნდა, მთელმა სამყარომ
იფიქროს, რომ ბავშვს არ ვეხმარებით და ჩვენ დაგვადანაშაულოს. მა-
მაცი მარტოხელა დედა, რომელიც ყველანაირ სირთულეს ებრძვის!
სწორედ ამ როლის თამაშს ცდილობს!
- არმანუშისგან კარგი გოგო დადგება, - წაიბუტბუტა ბარსამმა, თან
სცადა,სასოწარკვეთილად არ გამოსვლოდა, - როუზი არიზონაში დარ-
ჩა. კოლეჯში დაბრუნება უნდა. სტუდენტურ კავშირში მუშაობა დროები-
თია. სინამდვილეში დაწყებითი სკოლის მასწავლებლობა სურს. უნდა,
დრო ბავშვებთან ერთადგაატაროს. ამაში ცუდი არაფერია. იმდენად,
რამდენადაც თავად კარგად არის და არმანუშსაც კარგად უვლის, რაღა
მნიშვნელობა აქვს, ვის ხვდება?
- მართალი ხარ, მაგრამ ცდები კიდეც, - აზრი გამოთქვა მამიდა სურ-
პუნმა, სავარძელში ფეხები მოიკეცა და ისე მოიკალათა. მის თვალებს
უეცრად ცინიზმის კვალი დაეტყო, - იდეალურია. ჰო, შეგეძლო გეთქვა,
რომ ეს მისი ცხოვრებაა. რა ჩვენი საქმეა. თუ ისტორიასა და წინაპრებს
არ აფასებ, არა გაქვს მეხსიერება და პასუხისმგებლობა და თუ მხო-
ლოდ აწმყოთი ცხოვრობ, რა თქმა უნდა, შეგიძლია ასეთი რამ განაც-
ხადო. მაგრამ წარსული აწმყოში ცოცხლობს, ჩვენი წინაპრები კი ჩვენი
შვილების სუნთქვით სუნთქავენ და იცი, რა... ვიდრე შენი ქალიშვილი
როუზს ჰყავს, მის ცხოვრებაში ჩარევის ყველანაირი უფლება გაქვს,
მით უფრო მაშინ, როცა ვიღაც თურქს ხვდება!
მამიდა სურპუნს მამიდა ვარსენიგმა შეაწყვეტინა, რომელსაც ფი-
ლოსოფიური გამოსვლები მაინცდამაინც არ ეხერხებოდა და ინტე-
ლექტუალურ აბდაუბდას პირდაპირი საუბარი ერჩია:
- ბარსამ, ჩემო კარგო, მაჩვენე ერთი თურქი, რომელიც სომხურად
ლაპარაკობს, მაჩვენებ?
65
იმის მაგივრად, პასუხი გაეცა, ბარსამმა უფროს დას ალმაცერად გა-
ხედა.
- მითხარი, რამდენ თურქს უსწავლია ოდესმე სომხური, - განაგრძო
მამიდა ვარსენიგმა, - არც ერთს! რატომ სწავლობდნენ ჩვენი დედები
მათ ენას და არა პირიქით? ნათელი არ არის, ვინ ვისზე ბატონობდა?
მხოლოდ ერთი მუჭა თურქები არიან წარმოშობით ცენტრალური
აზიიდან, არა? ისიც იცი, რომ ყველგან არიან! რა დაემართა მილიონო-
ბით სომეხს, რომელიც იქ უკვე იყო? თურქებს დაემსგავსნენ! დახოცეს!
დააობლეს! გაასახლეს და დაივიწყეს! როგორ შეგიძლია შენი ღვიძლი
შვილი იმათ დაუთმო, ვინც დღეს ჩვენს სიმცირესა და დიდ ტკივილზე
აგებს პასუხს? მესროპ მაშტოცი საფლავში გადაბრუნდებოდა!
ბარსამი თავს აქნევდა, მაგრამ ხმას არ იღებდა. ძმისშვილისათვის
ტანჯვა რომ შეემსუბუქებინა, ბიძია დირკანმა ერთი ამბის მოყოლა და-
იწყო.
- არაბი თმის შესაჭრელად დალაქთან მიდის. თმას შეიჭრის და ფუ-
ლის გადახდას ცდილობს, მაგრამ დალაქი ეუბნება: „არ გამოვა.
თქვენს ფულს ვერ ავიღებ. ეს საზოგადოებრივი შრომაა“. სასიამოვ-
ნოდ გაკვირვებული არაბი იქაურობას ტოვებს. მეორე დილით, საპა-
რიკმახეროს გახსნისას, დალაქი კართან სამადლობელ ბარათსა და
კალათით ინდისხურმას პოულობს.
დივანზე მძინარე ტყუპისგან ერთ-ერთი აწრიალდა, მაგრამ საქმე
ტირილამდე არ მისულა.
- ზუსტად მომდევნო დღეს თმის შესაჭრელად დალაქთან თურქი მი-
დის. თმას რომ შეიჭრის, ფულის გადახდას ცდილობს, მაგრამ დალაქი
ისევ ამბობს: „თქვენს ფულს ვერ ავიღებ. საზოგადოებრივი შრომაა“.
სასიამოვნოდ გაკვირვებული თურქი იქაურობას ტოვებს. მეორე დი-
ლით, საპარიკმახეროს გახსნისას, დალაქი კართან სამადლობელ ბა-
რათსა და ყუთით ლუქუმს პოულობს.
დის მოძრაობით გაღვიძებულმა ბავშვმა ტირილი დაიწყო. მამიდა
ვარსენიგმა გოგონასთან მიირბინა და მარტოოდენ თითების შეხებით
მისი გაჩუმება სცადა.
66
- მომდევნო დღეს თმის შესაჭრელად შედის სომეხი, - განაგრძო ბი-
ძია დირკანმა, - თმას შეიჭრის და ფულის გადახდას ცდილობს, დალაქი
კი წინააღმდეგია: „ბოდიში, თქვენს ფულს ვერ ავიღებ. საზოგადოებრი-
ვი შრომაა“. სასიამოვნოდ გაკვირვებული სომეხი იქაურობას ტოვებს.
მეორე დილით დალაქი აღებს საპარიკმახეროს... გამოიცანით, რას
პოულობს?
- შეხვეულ ბურმას? - ივარაუდა ქევორქმა.
- არა! ერთი დუჟინი სომხები დახვდნენ. თმის უფასოდ შესაჭრელად
ელოდებოდნენ!
- გინდა გვითხრა, რომ წუწურაქი ხალხი ვართ? - იკითხა ქევორქმა.
- არა, უვიცო ადამიანო, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ერთმანეთზე ვზრუ-
ნავთ. კარგ რამეს თუ ვხედავთ, უმალ ვუზიარებთ მას მეგობრებსა და
ნათესავებს. ერთიანობის წყალობით მოახერხა სომეხმა ხალხმა გა-
დარჩენა.
- მაგრამ იმასაც ამბობენ, როცა ორი სომეხი ერთმანეთს ხვდება,
სამ სხვადასხვა ეკლესიას ქმნიანო, - ფეხი მიაჭირა თავის ნათქვამს ბი-
ძაშვილმა ქევორქმა.
- ათივე თითზე სანთელი გადავისხი და კმაყოფილი მაინც არ დარ-
ჩა, - სომხურად დაიბუზღუნა დირკან სტამბოლელმა. როცა ახალგაზ-
რდა ადამიანისათვის ჭკუის სწავლება უნდოდა, ბიძია ყოველთვის სომ-
ხურად იწყებდა ლაპარაკს, მაგრამ ამჯერად არაფერი გამოუვიდა. იმის
დასამალად, რომ წინადადების მხოლოდ პირველი ნახევარი გაიგო,
მეორე კი ვერა, ქევორქმა, რომელსაც მხოლოდ სალაპარაკო სომხუ-
რი ესმოდა, მაგრამ საგაზეთო ენისა არაფერი იცოდა, ჩაიხითხითა. შე-
იძლება ცოტა ზედმეტად ნერვიულადაც კი გამოუვიდა.
- Oğlani kizdirmayasin, - ბებია შუშანამ წარბი აწკიპა. ყოველთვის
თურქულად ლაპარაკობდა, როდესაც რომელიმე უფროსისათვის უნ-
დოდა რაღაცის თქმა ისე, რომ ახალგაზრდებს არაფერი გაეგოთ.
ბიძია დირკანმა გაიგო, რაც უთხრეს, იმ ბიჭივით ამოიოხრა, დედა
რომ დატუქსავს, და თავის სანუგეშებლად ისევ ბურმას მიუბრუნდა. სი-
ჩუმეჩამოვარდა. გარეთ ის-ის იყო, ანთებული ქუჩის ფარნის სუსტმა სი-
67
ნათლემ ოთახს უცნაური ნათება მოჰფინა და წამით ყველა და ყველა-
ფერი დადუმდა, - სამი მამაკაცი, სამი თაობის ქალები,იატაკის მოსარ-
თავად დაგებული უთვალავი ნოხი, კარადაში გამოფენილი ძველებუ-
რი ვერცხლის ჭურჭელი, მაღალ კამოდზე შემოდებული სამოვარი, ვი-
დეომაგნიტოფონში ჩადებული კასეტა („ბროწეულის ფერი“), უამრავი
ნახატი, წმინდა ანას ლოცვის ხატი და პლაკატი ქათქათა თოვლში გახ-
ვეული არარატის მთის გამოსახულებით. წარსულის აჩრდილები მოსუ-
ლიყვნენ.
მანქანა გზის ნაპირზე გადავიდა და სახლის წინ ჩამოდგა. ფარების
შუქმა ოთახი მოიარა და კედელზე მოოქრულ ჩარჩოში ჩასმული წარ-
წერა გაანათა: „ამინ გეტყვი თქუენ: რაოდენი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა,
კრულ იყოს იგი ცათა შინა და რაოდენი გაჰხსნათ ქუეყანასა ზედა,
ხსნილ იყოს იგი ცათა შინა“. წმ. მათე, 18:18.
კიდევ ერთმა ტროლეიბუსმა გაიარა ზარის რეკვით. ახმაურებული
ბავშვები და ტურისტები მიჰყავდა რაშენ-ჰილიდან აკვაპარკში, საზ-
ღვაო მუზეუმსა და ფიშერმენს-უორფში. ოთახში სან-ფრანცისკოს პი-
კის საათის ხმები შემოიჭრა და შიგნით მყოფები ფიქრებიდან გამოარ-
კვია.
- გულის სიღრმეში როუზი ცუდი ადამიანი არ არის, - გაბედა ბარ-
სამმა, - ჩვენს წესებთან შეჩვევა მისთვის ადვილი არ იყო. პირველად
რომ შევხვდი, ერთი მორცხვი კენტუკელი გოგო იყო.
- ამბობენ, რომ ჯოჯოხეთისაკენ მიმავალი გზა კეთილი ზრახვებით
არის მოკირწყლული, - კბილები გაახრჭიალა ბიძია დირკანმა.
ისე, რომ ბიძიასათვის ყურადღება არ მიუქცევია, ბარსამმა განაგ-
რძო:
- წარმოგიდგენიათ? სასმელსაც კი არ ყიდიან! აკრძალულია! იცით,
ელიზაბეტთაუნში, კენტუკიში, ყველაზე ამაღელვებელი მოვლენა ყო-
ველწლიური ფესტივალია, რომლის დროსაც ხალხი დამაარსებელი
მამებივით იმოსება? - ბარსამმა ხელები ისე აიქნია, გეგონებოდათ, სა-
კუთარი სიტყვების დადასტურებას ლამობს ან სასოწარკვეთილი ლო-

68
ცულობს და უფალს ყურადღებას შესთხოვსო, - მერე კი გენერალ ჯორჯ
არმსტრონგ კასტერთან შესახვედრად ქალაქში მიდიან.
- სწორედ ამიტომაც არ უნდა შეგერთო ცოლად, - ბიძია დირკანი ჩუ-
მად ქირქილებდა. მისი მრისხანება სადღაც გამქრალიყო. გაღიზიანე-
ბის ნაცვლად ახლა იმას გრძნობდა, რომ საყვარელ ძმისშვილზე გაბ-
რაზებას, ალბათ, მეტად ვეღარ მოახერხებდა.
- იმის თქმა მინდა, რომ როუზს მრავალეროვნული წარმოშობა არა
აქვს, - შენიშნა ბარსამმა, - ის სამხრეთელი წყვილის ერთადერთი შვი-
ლია. მისი მშობლები მთელი ცხოვრება საოჯახო ტექნიკის მაღაზიას
ამუშავებენ. როუზი პატარა ქალაქის ცხოვრებით ცხოვრობს. თვალის
გახელაც ვერ მოასწრო და დიასპორის სომეხ კათოლიკეთა დიდ და
ერთ მუშტად შეკრულ ოჯახში აღმოჩნდა. უზარმაზარი ოჯახი ტრაგიკუ-
ლი წარსულით! რატომ გგონიათ, რომ ამ ყველაფერს თავს ასე იოლად
გაართმევს?
- ჰო, ჩვენთვისაც არ იყო ადვილი, - წინააღმდეგობა გაუწია ძმას მა-
მიდა ვარსენიგმა და ვიდრე ჩანგალს მორიგ გუფთას ჩაასობდა, მისი
წვეტიანი ბოლოები ძმისკენ გაიშვირა. დედამისისაგან განსხვავებით,
ვარსენიგს კარგი მადა ჰქონდა. იმის გათვალისწინებით, რამდენსაც
დღის განმავლობაში მიირთმევდა და თან ახლახან ტყუპიც გააჩინა,
ნამდვილი საოცრება იყო, რომ არ სუქდებოდა, - რომ დაფიქრდე, ერ-
თადერთი საჭმელი, რომლის გაკეთებაც შეეძლო, პურზე დადებული
შემწვარი ცხვრის ხორცი იყო. როცა უნდა მისულიყავი, თავის ჭუჭყიან
წინსაფარს აიფარებდა და ცხვრის ხორცს მოამზადებდა.
ბარსამის გარდა ყველას გაეცინა.
- ჰო, მაგრამ სამართლიანიც უნდა ვიყო, - განაგრძო აუდიტორიის
რეაქციით გახარებულმა მამიდა ვარსენიგმა, - საწებელს წარამარა
ცვლიდა. შემწვარ ცხვრის ხორცს ხან ტეხასურ-მექსიკური ცხარე სო-
უსით მივირთმევდით, ხან დოს სოუსით... შენი ცოლის სამზარეულო
მრავალფეროვნების სამყარო იყო!
- ყოფილი ცოლის! - ისევ შეასწორა მამიდა ზარუჰმა. - კი, მაგრამ,
ხალხო, თქვენც გაუჭირეთ საქმე, - თქვა ბარსამმა ისე, რომ კონკრეტუ-
69
ლად არავისთვის შეუხედავს, - გაითვალისწინეთ, რომ სამწუხაროდ,
„ოდარი“ პირველი სიტყვა იყო, რომელიც ისწავლა.
- ოდარია და, - ბარბაცით წაიწია წინ ბიძია დირკანმა და ძმისწულს
მხარზე დაჰკრა ხელი, - ოდარია. რატომ არ უნდა დავუძახოთ ოდარი?
- ამ ოჯახში ვიღაც-ვიღაცები ეკალსაც კი ეძახდნენ, - გაბედა ბარსამ-
მა, რომელიც დარტყმაზე მეტად დირკან სტამბოლელის შეკითხვამ
გააოგნა.
- რა უჭირს მერე? - იკითხა მამიდა ვარსენიგმა, ვიდრე დაწნული
ფუნთუშის ბოლო ლუკმას პირში ჩაიდებდა. ბარსამის სიტყვები მან სა-
კუთარ თავზე მიიღო, - იმ ქალს როუზი კი არა, ეკალი უნდა რქმეოდა.
როუზი არ შეეფერება. ძალიან ტკბილად ჟღერს ასეთი სიმწარისთვის.
საწყალ დედამისსა და მამამისს წარმოდგენა მაინც რომ ჰქონოდათ,
რა ქალი იქნებოდა, მერწმუნე, ძვირფასო ძამიკო, ეკალს დაარქმევ-
დნენ!
- კმარა ხუმრობა! - ხმამაღლა თქვა შუშანა ჩახმახჩიანმა. მისი შეძა-
ხილი არც საყვედურს ჰგავდა, არც გაფრთხილებას. ყველამ, ვინც
ოთახში იყო, ოჯახის უფროსის სიტყვები ერთდროულად საყვედურა-
დაც მიიღო და გაფრთხილებადაც. ბინდბუნდი სიბნელეს შეეცვალა.
ოთახში სინათლე იჭრებოდა. ბებია შუშანა წამოდგა და ბროლის ჭაღი
აანთო.
- არმანუშს უნდა ვუშველოთ. მარტო ეს არის მნიშვნელოვანი, -
მშვიდადთქვა შუშანა ჩახმახჩიანმა. კაშკაშა თეთრი სინათლის ქვეშ
მისსახეზე გაცილებით უკეთ მოჩანდა უამრავი ნაოჭი. ხელებზე მეწამუ-
ლი ვენები ეტყობოდა, - ამ უცოდველ კრავს ისევე ვჭირდებით, რო-
გორც ჩვენ გვჭირდება იგი, - შეუპოვრობის ნაცვლად ბებიას სახეზე
მორჩილება აღებეჭდა. ოჯახის უფროსმა თავი დააქნია და დასძინა, -
მარტო სომეხს შეუძლია გაიგოს, რას ნიშნავს, როცა ერი ასე ცოტაკაც-
დება. გადაჭრილი ხესავით გავხმით... როუზს შეუძლია ვისაც უნდა,
იმას ხვდებოდეს და ცოლადაც კი გაჰყვეს, მაგრამ მისი ქალიშვილი სო-
მეხია და სომეხმა უნდა გაზარდოს... - ბებია შუშანა წინ გადაიხარა და
უფროს ქალიშვილს ღიმილით უთხრა, - ეგ ნახევარი მომეცი, თეფშზე
70
რომ გაქვს, კარგი? გინდ გქონია დიაბეტი, გინდ არა, ბურმაზე როგორ
უნდა თქვა უარი?

71
4

მოხალული თხილი
ასია კაზანჯიმ არ იცოდა, რატომ უყვარდა ზოგიერთს დაბადების
დღეები ასე ძალიან. თავად ასია იუბილეებს იმთავითვე შეიძლება იმი-
ტომ ვერ იტანდა, რომ პატარაობიდანვე ყველა დაბადების დღეზე ერთი
და იმავე ნამცხვრის ჭამას აიძულებდნენ. ეს ძალიან ტკბილი სამფენია-
ნი ვაშლის ტორტი იყო კარამელითა და ძალიან მჟავე ლიმონისნაღე-
ბიანი მინანქრით. გოგონას ვერ გაეგო, რატომ ეგონათ დეიდებს, რომ
ასეთი ტკბილეულით გაახარებდნენ მას შემდეგ, რაც დისშვილის დაუს-
რულებელი საპროტესტო გამოთქმები ყველას მოსმენილი ჰქონდა.
შეიძლება ასიას დეიდებს ავიწყდებოდათ დისწულის სიტყვები. შე-
იძლება ყოველ ჯერზე გონებიდან იშლიდნენ მის ბოლო დაბადების
დღესთან დაკავშირებულ მოგონებებს. ეს სავსებით შესაძლებელი
იყო. კაზანჯების ოჯახში სხვისი ამბები არასოდეს ავიწყდებოდათ, მაგ-
რამ როდესაც საქმე თავად ეხებოდათ, მეტყველების უნარი ერთმე-
ოდათ.
ასე და ამგვარად, ასია კაზანჯი ყოველ დაბადების დღეზე ერთსა და
იმავე ნამცხვარს მიირთმევდა და საკუთარი თავის შესახებ თითო-თი-
თო ახალ ამბავსაც იგებდა. მაგალითად, სამი წლისამ აღმოაჩინა, რომ
თითქმის ყველაფერი შეეძლო მიეღო, რასაც მოისურვებდა იმ პირო-
ბით, თუ ბავშვურ ცოფის ყრას დაიმართებდა. სამი წლის შემდეგ, სწო-
რედ მაშინ, ექვსი წლისა რომ შეიქნა, მიუხედავად იმისა, რომ მისი
მოთხოვნები კმაყოფილდებოდა, მიხვდა, უკეთესი იქნებოდა, თუ არ
გაბრაზდებოდა, რადგან ასე კიდევ უფრო გაჭიანურდებოდა მისი ბავ-
შვობა. რვა წლის რომ გახდა, ასიამ ისეთი რამ შეიტყო, რასაც მანამდე
მხოლოდ ხვდებოდა, მაგრამ დარწმუნებული არ გახლდათ, - გაიგო,
რომ ნაბიჭვარი იყო.
„რომ არა ბებია გულსუმი, ამის გასაგებად გაცილებით მეტი დრო
დამჭირდებოდა“, - ფიქრობდა ასია წარსულის გახსენებისას და საკუ-
თარი თავის შესახებ ამ დეტალის გარკვევა დიდ მიღწევად არ მიაჩნდა.
72
ისე მოხდა, რომ იმ დღეს ბებია და შვილიშვილი სასტუმრო ოთახში
მარტო დარჩნენ. გულსუმი მცენარეების მორწყვით იყო გართული.
ასია ამასობაში საბავშვო გასაფერადებელ რვეულში ჯამბაზს აფერა-
დებდა, თან ბებიას ადევნებდა თვალს.
- რატომ ელაპარაკები მცენარეებს? - დაინტერესდა გოგონა.
- თუ დაელაპარაკები, მცენარე აყვავდება.
- მართლა? - გაიბადრა ასია.
- მართლა. თუ ეტყვი, რომ მიწა დედაა მისი, წყალი კი - მამა, მოცოც-
ხლდება და აყვავდება.
გოგონას მეტი არაფერი უკითხავს, ისევ გასაფერადებელს მიუბ-
რუნდა. ჯამბაზის კოსტიუმი ნარინჯისფრად შეღება, კბილები კი მწვა-
ნედ გაუფერადა. ხასხასა ჟოლოსფერი ფეხსაცმელების ჯერი რომ დად-
გა, ასიამ ბებიას გამოჯავრება დაიწყო:
- საყვარელო, საყვარელო! მიწა დედაა შენი, წყალი კი - მამა.
ბებია გულსუმმა თავი მოიკატუნა, თითქოს არაფერი ესმოდა. უფ-
როსის გულგრილობით გათამამებულმა შვილიშვილმა ღიღინს მოუმა-
ტა.
ბებია გულსუმის საყვარელი აფრიკული იის მორწყვის რიგი რომ
მოვიდა, ქალმა მცენარეს ღუღუნით ჰკითხა:
- როგორ ხარ, ძვირფასო?
- როგორ ხარ, ძვირფასო? - ღუღუნით გააჯავრა ბებიას გოგონამაც.
გულსუმმა წარბები შეკრა, ტუჩები მოკუმა და განაგრძო:
- რა ლამაზი იისფერია!
- რა ლამაზი იისფერია! - გაიმეორა ასიამაც.
აი, მაშინ კი ბებიამ ტუჩები გახსნა და ჩაიჩურჩულა:
- ნაბიჭვარი, - გულსუმმა ეს სიტყვა იმდენად აუღელვებლად თქვა,
ასია მაშინ ვერც კი მიხვდა, ბებია მას რომ მიმართავდა და არა ყვა-
ვილს.
გოგონამ სიტყვის მნიშვნელობა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გა-
იგო, დაახლოებით მაშინ, ცხრა წლის რომ უნდა გამხდარიყო. ვიღაც
ბავშვმა დაუძახა სკოლაში ნაბიჭვარი. ათი წლის ასიამ აღმოაჩინა,
73
რომ ყველა სხვა კლასელი გოგონასაგან განსხვავებით, შინ მისაბაძი
მამაკაცი არ მოეპოვებოდა. კიდევ სამი წელიწადი დასჭირდა იმის გა-
საცნობიერებლად, რომ ამ ყველაფერს მის პიროვნებაზე დიდხანს ექ-
ნებოდა გავლენა.
მეთოთხმეტე, მეთხუთმეტე და მეთექვსმეტე დაბადების დღეზე საკუ-
თარი ცხოვრების შესახებ კიდევ სამ ჭეშმარიტებას ახადა ფარდა: სხვა
ოჯახები მისას არ ჰგავდა და ზოგიერთი ოჯახი ნორმალური იყო; მის
საგვარეულოში იყო ძალიან ბევრი ქალი და ძალიან ბევრი საიდუმლო
მამაკაცების შესახებ, რომლებიც ერთობ ნაადრევად და უცნაურად გა-
უჩინარებულიყვნენ. კიდევ მოისაზრა, - მიუხედავად იმისა, რომ ძალი-
ან ცდილობდა, ლამაზი ქალი არასოდეს იქნებოდა.
ჩვიდმეტის რომ ხდებოდა, ასია კაზანჯი მიხვდა, ზუსტად ისე ეკუთ-
ვნოდა სტამბოლს, როგორც თვითმმართველობის მიერ დროებით გა-
მოლაგებული ფირნიშები, რომლებიც იუწყებოდნენ, რომელიღაც გზა
შენდება ან რომელიმე შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდი-
ნარეობსო. მიხვდა, რომ ისევე იყო სტამბოლის ნაწილი, როგორც უკუნ
ღამეებში ქალაქის თავზე ჩამოწოლილი ნისლი, რომელიც ირიჟრაჟებს
თუ არა, არაფრად იქცევა და უმისამართოდ იფანტება.
მომდევნო წელს, მეთვრამეტე დაბადების დღემდე ზუსტად ორი დღე
რომ იყო დარჩენილი, ასიამ წამლების ყუთი მოიპარა და თუ რამ კაფ-
სულა ნახაშიგნით, ყველა გადაყლაპა. თვალები რომ გაახილა, საწო-
ლის ირგვლივ დეიდები, დიდედა და ბებია გულსუმი დაინახა. რამდე-
ნიმე სახის მღვრიე, სუნიანი ბალახეული ჩაის დალევა აიძულეს, თით-
ქოს ის არკმაროდა, რომ ყველაფერი ამოარწყევინეს, რაც კუჭში ჰქონ-
და.
ასიას ცხოვრების მეთვრამეტე წელიწადი იმით დაიწყო, რომ გოგო-
ნამ აღმოჩენებზე მისამატებელი კიდევ ერთი ფაქტი გამოარკვია. მიხ-
ვდა, რომ საზარელ სამყაროში, რომელშიც ყველანი ცხოვრობდნენ,
თვითმკვლელობა ისეთივე იშვიათი ფუფუნება იყო, როგორიც ლალის
ქვები, და მისნაირი ოჯახის პატრონი ამ პრივილეგიას, რა თქმა უნდა,
ვერასოდეს ეღირსებოდა.
74
ძნელი სათქმელია, იყო თუ არა რაიმე კავშირი ასიას მიერ გამოტა-
ნილ ამ დასკვნასა და იმას შორის, რაც შემდეგ მოხდა. დაახლოებით
იმავე პერიოდში გოგონა მუსიკით დაინტერესდა. ეს არ ყოფილა საზო-
გადოდ მუსიკის აბსტრაქტული და ყოვლისმომცველი სიყვარული, არც
მუსიკის კონკრეტული ჟანრებით გატაცება. ეს სიყვარული კი არა, ერ-
თადერთი და განუმეორებელი მომღერლის, ჯონი კეშის აკვიატება უფ-
რო იყო.
ასიამ ყველაფერი იცოდა მომღერლის მიერ არკანზასიდან მემფი-
სამდე გავლილი გზის უთვალავი დეტალის, კეშის თანამეინახეების,
ქორწინებების, მისი აღმაფრენებისა და დაცემის, სურათების, ჟესტები-
სა და, რა თქმა უნდა, მისი ლექსების შესახებ. ასიამ, რომელსაც თვრა-
მეტი წლის ასაკში სიმღერა „ცამეტის“ სიტყვები ცხოვრების დევიზად
ექცა, გადაწყვიტა, რომ თავადაც ტანჯვისათვის იყო გაჩენილი და სა-
დაც კი მივიდოდა, ყველგან უბედურებას მიიტანდა.
მეცხრამეტე დაბადების დღეზე ასია კაზანჯი თავს უფრო ზრდასრუ-
ლად გრძნობდა და გონებაში მოენიშნა კიდევ ერთი ჭეშმარიტება, რო-
მელიც მის ცხოვრებას ეხებოდა. მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ სწო-
რედ იმდენი წლის გახდა, რამდენისაც დედამისი იყო, როდესაც ის გა-
აჩინა, ასია, ცოტა არ იყოს, დაიბნა. მხოლოდ ის იცოდა, რომ ამიერი-
დან, სავარაუდოდ, ბავშვივით ვეღარ მოექცეოდნენ.
- გაფრთხილებთ, წელს დაბადების დღის ტორტი არ მინდა! - შეუღ-
რინა თავისიანებს ასიამ.
მხარბეჭიან და დოინჯშემორტყმულ გოგონას წამით დაავიწყდა,
როცა ასე იდგა, დიდი ძუძუები გადმოყრაზე რომ ჰქონდა. რომ შეემ-
ჩნია, ისევ კუზიანის ჩვეულ პოზაში დადგებოდა. ასიას სძაგდა სავსე
მკერდი, რომელიც, როგორც მიხვდა, დედისაგან მიღებული გენეტიკუ-
რი ტვირთი იყო.
ხანდახან ასია კაზანჯი საკუთარ თავს ყურანში ნახსენებ იდუმალ
არსებას, დაბეთ-ულ-არზს ადარებდა, რომელიც განკითხვის დღეს უნ-
და გამოჩენილიყო. კაციჭამია გოლიათი სხეულის ყველა ნაწილს ბუნე-
ბაში არსებულ სხვადასხვა ცხოველს დასესხებოდა. ამ ჰიბრიდული
75
ქმნილების მსგავსად, ასიას ტანიც მისი ოჯახის ქალებისაგან მემკვიდ-
რეობით მიღებული და ერთმანეთთან შეუხამებელი ნაწილებისაგან
შედგებოდა.
მაღალი იყო, სტამბოლელი ქალების უმეტესობაზე გაცილებით მა-
ღალი, ისევე როგორც დედამისი, ზელიჰა, რომელსაც გოგონა დანარ-
ჩენებივით დეიდას ეძახდა. გარდა ამისა, ასიას დეიდა ჯევრიესთანა
გაჩხინკული, დაძარღვული თითები, დეიდა ფერიდეს უშნოდ წაწვეტე-
ბული ნიკაპი და დეიდა ბანუს უზარმაზარი ყურები ჰქონდა. მისნაირი
თვალში საცემად კეხიანი ცხვირის პატრონს მსოფლიო ისტორია მხო-
ლოდ ორს იცნობდა, - სულთან მეჰმედ დამპყრობელსა და დეიდა ზე-
ლიჰას. მოგწონდათ ეს თუ არა, სულთან მეჰმედს კონსტანტინოპოლი
დაეპყრო და ეს საკმარისად მნიშვნელოვანი ფაქტი იყო იმისათვის,
დამპყრობლის ცხვირის ზომაზე ადამიანებს თვალი რომ დაეხუჭათ.
რაც შეეხება დეიდა ზელიჰას, მისი პიროვნება იმდენად შთამბეჭდავი
გახლდათ, ხოლო მისი სხეული - იმდენად მომხიბვლელი, რომ არც მის
ცხვირსა და არც სხეულის რომელიმე სხვა ნაწილს ნაკლად არავინ
აღიქვამდა. „რა ჯანდაბა უნდა მოვუხერხო ამ ცხვირს“, - ფიქრობდა
ასია, რადგან მის მოკლე ბიოგრაფიულ ცნობებში არც იმპერიალისტუ-
რი მიღწევები შედიოდა და არც ბუნებას ებოძებინა ადამიანების მოხიბ-
ვლის უნარი.
ნათესავებისაგან მემკვიდრეობით კარგი რაღაცებიც გამოჰყოლო-
და. უპირველესად ეს მისი თმა იყო. შავი, ხვეული, გაწეწილი თმა, თე-
ორიულად კაზანჯის მოდგმის ყველა ქალის თმას ჰგავდა, მაგრამ სი-
ნამდვილეში ასეთი თმა მხოლოდ დეიდა ზელიჰას ჰქონდა. მაგალი-
თად, მოწესრიგებული დეიდა ჯევრიე, რომელიც საშუალო სკოლის
მასწავლებელი გახლდათ, თმას მჭიდრო შინიონად იკრავდა და ისე
ატარებდა, ხოლო დეიდა ბანუსთან რაიმე პარალელის გავლება საერ-
თოდ შეუძლებელი იყო, რადგან ბანუ თითქმის ყოველთვის თავშლით
დადიოდა. დეიდა ფერიდე გაშმაგებით იცვლიდა ვარცხნილობასა და
თმის ფერს იმისდა მიხედვით, თუ რა ხასიათზე იყო. ბებია გულსუმი
ბამბის ქულასავით იყო. თოვლივით თეთრი თმის შეღებვა არ უნდოდა.
76
ამბობდა, ასაკოვან ქალს არ შეშვენისო. აი, დიდედა კი თავისი წითური
თმის ერთგული გახლდათ. ალცჰაიმერის დაავადების გამო, რომელიც
დიდედას დღითი დღე უმძიმდებოდა, მოხუცს უამრავი რამ შეიძლებო-
და, არ გახსენებოდა, მათ შორის საკუთარი მონაგრის სახელებიც, მაგ-
რამ თმის ინით შეღებვა ამ დრომდე ერთხელაც არ დავიწყებოდა.
ასია კაზანჯის დადებითი გენეტიკური თვისებების ნუსხა დეიდა ბა-
ნუსაგან მემკვიდრეობით მიღებული ნუშისებრი, ნუკრის თვალებით,
დეიდა ჯევრიეს მაღალი შუბლითა და დეიდა ფერიდეს ტემპერამენტით
სრულდებოდა. სწორედ ამ ტემპერამენტის დამსახურება იყო, რომ ასია
მეტისმეტად სწრაფად ფეთქდებოდა და რაღაც უცნაურობის ძალით
ცოცხლებს შორის რჩებოდა.
მიუხედავად ისედაც აშკარა მსგავსებისა, ასია კაზანჯი ვერ იტანდა,
რომწლიდან წლამდე კიდევ მეტად ემსგავსებოდა თავისიანებს. ასიასა
და მისი ოჯახის ქალებს შორისერთადერთი განსხვავება იყო: კაზანჯე-
ბის უგუნურება. ამ გვარის ქალები, ყველანი, უგუნურები იყვნენ. ერ-
თხანს იმისთვის, რომ მომავალში დანარჩენებივით არ მოქცეულიყო,
ასია საკუთარ თავს დაჰპირდა, რომ არასოდეს გადაუხვევდა თავისი
რაციონალური და ანალიტიკური გონების გზიდან.
მეცხრამეტე დაბადების დღისათვის ასია კაზანჯი გახლდათ ახალ-
გაზრდა ქალი, რომელიც იმდენად შთაგონებული იყო საკუთარი ინდი-
ვიდუალურობის დამტკიცების აუცილებლობით, რომ ყველაზე უცნაუ-
რი აჯანყებების მოწყობაც კი ხელეწიფებოდა და თუ ამჯერად დაბადე-
ბის დღის ტორტზე უარს ჩვეულებრივზე უფრო მგზნებარედ ამბობდა,
მის სიბრაზეს უწინდელზე უფრო სერიოზული მიზეზიც ჰქონდა.
- აღარავითარი სულელური ტორტი! - გამოაცხადა ასიამ.
- ძალიან დაგაგვიანდათ, ქალბატონო, უკვე მზად არის, - თქვა დე-
იდა ბანუმ და თვალი შეავლო დისშვილს, რომელმაც წუთის წინ გახ-
სნილ რვა პენტაგრამას გადახედა. თუ მომდევნო სამი კარტი განსა-
კუთრებულად იმედისმომცემი არ იქნებოდა, მაშინ მაგიდაზე გაშლილი
ტაროს დასტა ცუდ ამბავს მოასწავებდა, - მაგრამ თავი მოიკატუნე,

77
თითქოს არაფერი იცი, თორემ დედაშენს ეწყინება. სიურპრიზი უნდა
იყოს!
- როგორ შეიძლება ასეთი ადვილად გამოსაცნობი რამე სიურპრიზი
იყოს? - ჩაიბურტყუნა ასიამ, რომელმაც უკვე ძალიან კარგად იცოდა,
რომ კაზანჯების ოჯახის წევრობა სხვა ყველაფერთან ერთად აბსურდის
ალქიმიის აღიარებას, უაზრობის ერთგვარ ლოგიკად ტრანსფორმირე-
ბას ნიშნავდა, რომლითაც ნებისმიერი ადამიანის დარწმუნება იყო შე-
საძლებელი, ცოტა მეტი მონდომების შემთხვევაში კი - საკუთარი თა-
ვისაც.
- პროგნოზირება და წინასწარმეტყველება ამ სახლში ჩემი საქმეა
და არა შენი, - თვალი ჩაუკრა ასიას ბანუმ.
ეს სიმართლე იყო, ყოველ შემთხვევაში, ნაწილობრივ მაინც. დე-
იდა ბანუ, რომელიც წლების განმავლობაში ნათელმხილველობის
ნიჭს იღრმავებდა, კლიენტებს შინ იღებდა და ფულს ამით შოულობდა.
იმისათვის, რომ მკითხავი ლეგენდად ქცეულიყო, სტამბოლში თვა-
ლის ერთი დახამხამებაც კმაროდა. თუ იღბალი თქვენს მხარეზე იყო,
საკმარისი იყო, ვისიმე მომავალი დაგენახათ და ეს ადამიანი უმალ
თქვენი მთავარი კლიენტი ხდებოდა. მერე ქარი, თოლიები და კლიენ-
ტებს შორის გამორჩეული რომელიმე ქალი მთელ ქალაქში ხმას ისე
სწრაფად დაარხევდნენ, რომ ერთ კვირაში კართან მომლოდინე კლი-
ენტების რიგი დაგიდგებოდათ. ასე გაიკვლია გზა წინასწარ ჭვრეტის
ხელოვნების კიბეზე დეიდა ბანუმაც. ყოველ მომდევნო საფეხურზე ას-
ვლისას სულ უფრო მეტად ითქვამდა სახელს.
ბანუსთან კლიენტები მთელი ქალაქიდან მოდიოდნენ, - გამოუცდე-
ლები და დაქვრივებულები, ქალწულები და უკბილო ბებიები, ღარიბე-
ბი და მდიდრები. თითოეულ მათგანს თავისი საფიქრალი ჰქონდა და
იმის დარდი კლავდა, რა მოემზადებინა მისთვის ცვალებად ქალბატონ
ფორტუნას.
დეიდა ბანუსთან ქალები უამრავი კითხვით მოდიოდნენ, კაზანჯების
სახლიდან წასვლისას კი კიდევ მეტი კითხვა მიჰქონდათ თან. მადლიე-
რების გამოსახატავად ან ფორტუნის მოსყიდვის შესაძლებლობის მო-
78
ლოდინით ზოგიერთი დიდ თანხას იხდიდა, თუმცა, იყვნენ ისეთებიც,
ვინც გროშისთვისაც არ იკრავდა ჯიბეზე ხელს. ერთმანეთისაგან გან-
სხვავებულ კლიენტებს ერთი მთავარი თვისება აერთიანებდა: ყველა
მათგანი ქალი იყო. იმ დღეს, როდესაც საკუთარი თავი წინასწარმეტ-
ყველად შერაცხა, დეიდა ბანუმ დაიფიცა, მამაკაც კლიენტებს არასო-
დეს მივიღებო.
დროთა განმავლობაში ბანუს ცხოვრებაში ბევრი რამ რადიკალუ-
რად შეიცვალა. ცვლილებები უპირველესად მის გარეგნობას შეეხო.
ნათელმხილველის კარიერის დასაწყისში ბანუ სახლში მხრებზე და-
უდევრად მოგდებული დიდებულად მოქარგული ალისფერი მოსახვე-
ვებით დააბიჯებდა. მოკლე ხანში მოსახვევები ქიშმირის შარფებმა შეც-
ვალა, შარფები - ფაშმინის მოსასხამებმა, მოსასხამები კი - თავისუფ-
ლად გამოკრულმა აბრეშუმის ჩალმებმა. ყველაფერი ყოველთვის წი-
თელი იყო.
ამის შემდეგ დეიდა ბანუმ მოულოდნელად გამოაცხადა ერთი გა-
დაწყვეტილების შესახებ, რომელზეც ალაჰმა უწყის, რამდენ ხანს ფიქ-
რობდა. გადაწყვეტილი ჰქონდა, ყველაფერს მატერიალურსა და მიწი-
ერს გასცლოდა და მთლიანად ღმერთის სამსახურისათვის მიეძღვნა
თავი. ზარ-ზეიმით გამოაცხადა, რომ მზად იყო, სინანულის ეტაპი გაევ-
ლო და უარი ეთქვა ყველა ამქვეყნიურ სიამეზე, ისევე, როგორც დავ-
რიშები აკეთებდნენ წარსულში.
კაზანჯების გვარის ისტორიაში გაუგონარ მკრეხელობაზე ბანუს-
თვის ხელი რომ აეღებინებინათ, დებმა ერთხმად და ცინიკურად შესძა-
ხეს:
- შენ დავრიში არა ხარ, - და სამივე მათგანმა სიტყვა წინააღმდეგო-
ბებზე ჩამოაგდო. ცდილობდნენ, რაც შეიძლება დამაჯერებლად ელა-
პარაკათ.
- გაითვალისწინე, უხეში ჯვალოს ტომრებს ან შალის ტანსაცმელს
ატარებდნენ და არა ქიშმირის შარფებს, - სასხვათაშორისოდ შენიშნა
დებს შორის ყველაზე მგრძნობიარე დეიდა ჯევრიემ.

79
შეჭირვებულმა დეიდა ბანუმ ნერწყვი გადაყლაპა. ახლა მას ტანსაც-
მელიც აწუხებდა და საკუთარი სხეულიც.
- დავრიშებს თივაზე ეძინათ ხოლმე და არა უზარმაზარ ბუმბულის
ლეიბებზე, - საუბარში დებს შორის ყველაზე შეშლილი დეიდა ფერიდეც
ჩაერთო.
დეიდა ბანუ უსიტყვოდ იდგა და კითხვების ავტორებთან ვიზუალური
კონტაქტისათვის თავის ასარიდებლად ოთახს კიდით კიდემდე ათვა-
ლიერებდა.
- მაგის გარდა, დავრიშებს სამკაული არ ჰქონდათ. შენს თავს შეხე-
დე! - თქვა დეიდა ზელიჰამ, რომელიც დებს შორის ყველაზე ორიგინა-
ლური გახლდათ.
- არც მე. მეც აღარმაქვს. ეგ დრო წავიდა, - თავდაცვის მიზნით საპა-
სუხო შეტევა წამოიწყო დეიდა ბანუმ, მერე კი მორგებული იდუმალი
ხმით, ახლახან რომ დაეყენებინა, დასძინა, - ომში ჩემი სამკაულით წა-
ვალ და გამარჯვებას მოვიპოვებ!
როცა კაზანჯების ოჯახში ვინმეს გამბედაობა ჰყოფნიდა და უჩვეუ-
ლოდ იქცეოდა, დანარჩენებს სულ ერთი და იგივე რეაქცია ჰქონდათ,
რომელიც მოკლედ ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: „მიდი. აი, დარ-
დი“. შესაბამისად, დეიდა ბანუს განზრახვას სერიოზულად არავინ
აღიქვამდა.
საყოველთაო სკეპტიციზმი რომ შენიშნა, ბანუმ თავისი ოთახისაკენ
გასწია, კარი მოიჯახუნა და მომდევნო ორმოცი დღის განმავლობაში
არც გაუღია, თუ მხედველობაში არ მივიღებთ სამზარეულოსა და სა-
პირფარეშოში მის ხანმოკლე ვიზიტებს. დეიდა ბანუმ კარი მოღებული
ერთადერთხელ დატოვა, ისიც მაშინ, როცა მუყაოს პლაკატს აკრავდა
წარწერით: „შემოსვლისას საკუთარი თავი ყველამ დაივიწყეთ!“
თავიდან ბანუ ფაშა მესამეს წაყვანას შეეცადა, რომელიც სიცოც-
ხლის ბოლო დღეებს ითვლიდა. ალბათ, ფიქრობდა, სევდიანი სინანუ-
ლისას კომპანიონობას გამიწევსო. სიტყვამ მოიტანა და დავრიშებს
საყვარელი შინაური ცხოველები არ ჰყოლიათ.

80
მიუხედავად იმისა, რომ ფაშა მესამე დროდადრო უკარება გახ-
ლდათ, განდეგილის ცხოვრება მისთვის მეტისმეტი იყო. ძალიან ბევრი
სისხლხორცეული ინტერესი ჰქონდა, დაწყებული ფეტითა და დამთავ-
რებული ელექტროზონრებით. ერთ საათზე მეტი დრო არ იყო გასული,
დეიდა ბანუს სენაკში ფაშა მესამემ ყურისწამღები კნავილი რომ მორ-
თო. კარს ისეთი გააფთრებით კაწრავდა, რომ ოთახიდან დაუყოვნებ-
ლივ გაუშვეს.
ერთადერთი გამრთობის დაკარგვის შემდეგ დეიდა ბანუ მარტოო-
ბას მიეცა, ლაპარაკი აიკრძალა, ყველასათვის დაყრუვდა და დამუნ-
ჯდა. აღარც შხაპს იღებდა, არც თმას ივარცხნიდა და თავის საყვარელ
საპნის ოპერასაც არ უყურებდა. ბრაზილიურ დრამაში, სახელწოდებით
„შეყვარებული აივის წყევლა“, გულკეთილ სუპერმოდელს უსაყვარ-
ლესი ადამიანებისაგან ყველანაირი ღალატის ატანა უწევდა.
ნამდვილი შოკი ის იყო, დეიდა ბანუ, რომელსაც ყოველთვის საუც-
ხოო მადა ჰქონდა, წყლისა და პურის მეტს არაფერს რომ არ ჭამდა. ყვე-
ლამ იცოდა, როგორ უყვარდა ბანუს ნახშირწყლები, განსაკუთრებით
პური, მაგრამ არასოდეს არავის უფიქრია, რომ მარტო პურზე გადავი-
დოდა. ბანუს საცდუნებლად და წასაქეზებლად მისი დები რას არ აკე-
თებდნენ, ათასნაირ კერძს ამზადებდნენ, სახლში ტკბილი დესერტების
სურნელს აყენებდნენ, ზეთში წვავდნენ თევზს, ბრაწავდნენ ხორცს, ხში-
რად ბევრ კარაქში, სუნის გასაძლიერებლად.
დეიდა ბანუს წამითაც არ უორჭოფია. უფრო მეტიც, უწინდელზე უფ-
რო განმტკიცდა მასში ღვთისმოსაობის სული. ხმელი პურიც უწინდელ-
ზე მეტად შეუყვარდა.
მიუხედავად იმისა, რომ ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდნენ, ორმოცი დღი-
სა და ღამის განმავლობაში ოჯახის წევრებისათვის ბანუ მიუწვდომელი
იყო. ყოველდღიური რუტინა, ანუ ჭურჭლისა და სარეცხის რეცხვა, ტე-
ლევიზორის ყურება თუ მეზობლებთან ჭორაობაც დეიდა ბანუს ახლა
ღვთის გმობად მიაჩნდა და უნდოდა, მასთან საერთო არაფერი ჰქონო-
და.

81
მომდევნო დღეებში განდეგილის ამბით დაინტერესებულ დებს ბანუ
სულ ერთსა და იმავე საქმეში გართული ხვდებოდათ - წმინდა ყურანს
კითხულობდა ხმამაღლა. ღრმა ნეტარებას მიცემული ბანუ იმ ადამია-
ნებს გაუუცხოვდა, ვისაც მთელი ცხოვრება იცნობდა. ამას მოჰყვა ორ-
მოცდამეერთე დღე. დილით, როცა საუზმედ ყველა შემწვარ სუჯუკსა და
ერბოკვერცხს მიირთმევდა, ბანუ თავისი ოთახიდან გამოფრატუნდა.
ღიმილისაგან სახეგანათებულს თავზე ალუბლისფერი შარფი ეხურა,
თვალები კი უცნაურად უბრწყინავდა.
- ეს რა ჯანდაბა გახურავს თავზე? - ასეთი იყო ბებია გულსუმის პირ-
ველი რეაქცია. ბებია, რომელსაც ხასიათი ოდნავადაც არ შერბილებო-
და, ხანდაზმულობაშიც ისევე ჰგავდა ივანე მრისხანეს, როგორც წლე-
ბის წინ.
- ამ წუთიდან თავს ისე დავიბურავ, როგორც ჩემი რწმენა მოით-
ხოვს.
- ეს რაღა სისულელეა! - წარბები შეყარა ბებია გულსუმმა, - თურქმა
ქალებმა ჩადრი ცხრამეტი წლის წინ მოიხსნეს. ჩემი არც ერთი ქალიშ-
ვილი არ იტყვის უარს ამ ქვეყნის ქალებისათვის დიდი მთავარსარ-
დლის, ათათურქის მიერ ბოძებულ უფლებებზე.
- დიახ, ხმის მიცემის უფლება ქალებს 1934-ში მისცეს, - გამოეხმაუ-
რა დედას დეიდა ჯევრიე, - რომ იცოდე, ისტორია წინ მიდის და არა
უკან. ეგ რაღაც ახლავე მოიხსენი!
დეიდა ბანუს შარფი არ მოუხსნია. იდგა ასე თავსაფრიანი და რაკი
მთღ-ტესტი, ანუ მოთმინების, თაყვანისცემისა და ღვთისმოსაობის გა-
მოცდა ჩაბარებული ჰქონდა, თავი წინასწარმეტყველადაც გამოაცხა-
და.
ბანუს გარეგნობის კვალდაკვალ ღრმა ცვლილებები განეცადა ნა-
თელმხილველობის მისეულ ტექნიკასაც. თავიდან თავისი კლიენტების
მომავალს მხოლოდ და მხოლოდ ყავის ფინჯნების მეშვეობით წინას-
წარმეტყველებდა, მაგრამ დრო მოვიდა და თანდათან ახალი, არატრა-
დიციული მეთოდების გამოყენებას მიჰყო ხელი. მკითხაობდა ტაროს
კარტზე, ხმელი ლობიოს მარცვლებზე, ვერცხლის მონეტებზე, კრი-
82
ალოსანზე, კარის ზარზე, ხელოვნურ და ბუნებრივ მარგალიტსა და
ოკეანის კენჭებზე, ყველაფერზე, რასაც პარანორმალური სამყაროდან
ახალი ამბების მოტანა შეეძლო.
ზოგჯერ დეიდა ბანუ დიდი მონდომებით ემუსაიფებოდა საკუთარ
მხრებს, რომლებზეც, მისი თქმით, ორი უხილავი ჯინი ჩამოსჯდომოდა
და ფეხებს აკონწიალებდა. კეთილი ჯინი მარჯვენა მხარზე იჯდა, ბორო-
ტიკი - მარცხენაზე. მართალია, თავად ბანუმ მათი სახელები იცოდა,
მაგრამ არ წამომცდესო, და ქალბატონ სიამესა და ბატონ სიმწარეს
ეძახდა.
- თუ მარცხენა მხარზე ბოროტი ჯინი გაზის, ძირს რატომ არ მოის-
ვრი? - ჰკითხა ერთხელ დეიდამისს ასიამ.
- იმიტომ, რომ ცუდი ვინმეების კომპანია ზოგჯერ ყველას სჭირდება,
- უპასუხა დისწულს ბანუმ.
ასიამ ჯერ თითქოს წარბები შეჭმუხნა, მერე თვალები გადაატრი-
ალა, მაგრამ არც ერთ ჟესტს იმაზე დიდი შედეგი არ მოჰყოლია, ვიდრე
ბავშვური სახის მიღება იყო. ასიამ ერთი მელოდია წაიღიღინა ჯონი კე-
შის სიმღერიდან, რომელსაც დეიდებთან ყოფნისას ხშირად იხსენებდა
ხოლმე: „Why me Lord, what have I ევერ დონე?“
- რას უსტვენ? - ეჭვით იკითხა დეიდა ბანუმ. ბანუს ინგლისურისა
არაფერი გაეგებოდა, თან დიდი უნდობლობით უყურებდა ნებისმიერ
ენას, რომელშიც აშკარა რამეც კი შეიძლებოდა გამორჩენოდა.
- ისეთ სიმღერას ვმღეროდი, რომელშიც ნათქვამია, რომ როგორც
უფროსი დეიდა, შენ, სავარაუდოდ, ჩემთვის მისაბაძი მაგალითი იქნე-
ბი და კარგისა და ცუდის გარჩევას მასწავლი.
- აი, რას გეტყვი, - გამოაცხადა დეიდა ბანუმ, თან დისშვილს დაჟი-
ნებით უცქერდა, - ამ სამყაროში არსებობს ისეთი საშინელი რამეები,
რომლებზეც გულკეთილ ადამიანებს, ალაჰმა დალოცოს ყველა, წარ-
მოდგენაც არა აქვთ. გეუბნები, ეს სრულიად შესანიშნავია. ძალიან
კარგია, კარგმა ადამიანებმა რომ არაფერი იციან ასეთ რამეებზე, რად-
გან მათი უმეცრება მათივე გულკეთილობას ამტკიცებს. სხვანაირად
კარგები არ იქნებოდნენ, არა?
83
ასიას ისღა დარჩენოდა, რომ თავი დაექნია. ბოლოს და ბოლოს, მი-
სი აზრით, ალბათ, ჯონი კეშიც იმავეს ფიქრობდა.
- მაგრამ ოდესმე ბოროტების საბადოში თუ შეაბიჯებ, შველა ასეთ
ადამიანებს არ უნდა სთხოვო.
- და ფიქრობ, რომ დახმარება ავ ჯინს უნდა ვთხოვო! - აღმოხდა
ასიას.
- შეიძლება, - დეიდა ბანუმ გოგონა შეაჯანჯღარა, - იმედი ვიქონი-
ოთ, რომ ეს არასოდეს მოგიწევს.
მორჩა და გათავდა. მას შემდეგ არასდროს უსაუბრიათ იმაზე, რაც
კეთილ ადამიანებს ზღუდავდა, და არც იმაზე, რის გამოც უპრინციპოე-
ბი საჭირონი იყვნენ.
მაშინ, ან დაახლოებით მაშინ, დეიდა ბანუმ კიდევ ერთხელ შეცვა-
ლა ნათელმხილველობის ტექნიკა და თხილზე გადავიდა. ხშირად სამ-
კითხაოდ მოხალულ თხილს იყენებდა. ოჯახში ეჭვი ჰქონდათ, რომ ამ
სიახლეს, ისევე, როგორც სხვა ინოვაციების უმეტესობას, საფუძვლად
წმინდა წყლის დამთხვევა ედო. როგორც ჩანს, დეიდა ბანუს რომელი-
ღაც კლიენტი სწორედ მაშინ წაადგა თავს, როდესაც თხილს ხარბად
ნთქავდა. თხილზე მკითხაობა საუკეთესო გასამართლებელი საბუთი
იყო, რომელიც დეიდა ბანუს თავში მოუვიდა. ასე ფიქრობდა მისი ოჯა-
ხის ყველა წევრი. თხილზე მარჩიელობის ახალი მეთოდის სხვაგვარი
ახსნა არც ერთ მათგანს არ მოეპოვებოდა.
ბანუ, რომელიც სტამბოლში მოარული ხმის თანახმად, წმინდანი
იყო, ხელმოკლე კლიენტებს ფულს არ ართმევდა და სანაცვლოდ მხო-
ლოდ ერთი მუჭა თხილის მოტანას სთხოვდა. თხილი ბანუს დიდსუ-
ლოვნების სიმბოლოდ იქცა. ასე იყო თუ ისე, უცნაურმა ახალმა მეთოდ-
მა კიდევ უფრო გაზარდა ბანუს ისედაც გაბერილი პოპულარობა. „თხი-
ლის დედასა“ და „თხილის შეიხსაც“ კი ეძახდნენ და ავიწყდებოდათ,
რომ შეზღუდული უფლებების მქონე ქალებს ამ პატივსაცემი ტიტულის
მიღება არ შეეძლოთ.
ბოროტი ჯინი, მოხალული თხილი... მიუხედავად იმისა, რომ დრო-
თა განმავლობაში ასია კაზანჯი ამ და სხვა უცნაურობებს შესჩვეოდა კი-
84
დეც, არსებობდა უფროს დეიდასთან დაკავშირებული ერთი ისეთი რამ,
რასთან შეგუებაც გოგონას ძალიან უჭირდა: სახელი. შეუძლებელი
იყო იმასთან შეგუება, რომ „დეიდა ბანუ“ შეიძლებოდა ვიღაც „თხილის
შეიხად“ გადაქცეულიყო. ამის გამო, როცა სახლში კლიენტები იყვნენ,
ანდა მაგიდაზე ტაროს კარტი იყო გაშლილი, ასია უბრალოდ თავს არი-
დებდა მათ. სწორედ ამიტომ მოიკატუნა ასიამ თავი, თითქოს არ მოუს-
მენია დეიდას ნათქვამი ბოლო სიტყვები, რომლებიც მშვენივრად გა-
იგონა. ასია ბოლომდე ნეტარ უმეცრებას მიეცემოდა, სასტუმრო ოთახ-
ში დეიდა ფერიდე რომ არ შესულიყო. ფერიდეს ხელში უზარმაზარი
ბრტყელი თეფში ეჭირა, რომელზეც დაბადების დღისთვის მომზადებუ-
ლი ტორტი ლაპლაპებდა.
- აქ რას აკეთებ? - დაუბღვირა დეიდა ფერიდემ ასიას, - აქ არ უნდა
იყო. ბალეტის გაკვეთილი გაქვს ახლა.
ბალეტი ასიას ბორკილებივით ედო კისერზე. თურქეთის საშუალო
კლასის წარმომადგენელი დედების დიდი ნაწილის მსგავსად, რომ-
ლებსაც სურვილი ჰქონდათ, მათი შვილები გამორჩეული ყოფილიყ-
ვნენ ყველაფერში, რაშიც,საერთო შეხედულების შესაბამისად, მაღა-
ლი კლასის წარმომადგენლების შვილებს წარმატება ჰქონდათ, ასიას
მსხვილბურჟუაზიული ოჯახი გოგონას ისეთი რამეების გაკეთებას აი-
ძულებდა, რისი სურვილი თავად სულაც არ ჰქონდა.
- საგიჟეთი, - ჩაიბურდღუნა ასიამ. იმ დღეებში ეს სიტყვა მისი მან-
ტრა გამხდარიყო და ხშირ-ხშირად იმეორებდა ხოლმე. მერე გოგონამ
ხმას ოდნავ აუწია და თქვა, - არა უშავს. სინამდვილეში წასვლასვაპი-
რებდი.
- რაღა აზრი აქვს? - მჭახედ თქვა დეიდა ფერიდემ და ასიას თეფშზე
მიუთითა, - სიურპრიზი უნდა ყოფილიყო!
- წელს ტორტი არ უნდა, - სიტყვა ჩაურთო კუთხიდან დეიდა ბანუმ,
როგორც კი გამწკრივებული ტაროს კარტებიდან პირველი სამი გადა-
აბრუნა. უმაღლესი ქურუმი ქალი ამოვიდა - უნებლიე შეცნობის, წარ-
მოსახვის, დაფარული ტალანტებისა და შეუცნობლის გახსნის სიმბო-
ლო.
85
ბანუმ ტუჩები მოკუმა და შემდეგი კარტი გადაატრიალა. ეს კოშკი
იყო, ხმაურიანი ცვლილებების, ემოციური აფეთქებებისა და უეცარი
დაცემის სიმბოლო. ერთი წუთის განმავლობაში დეიდა ბანუს ჩაფიქრე-
ბული ადამიანის გამომეტყველება ჰქონდა, მერე კი მესამე კარტიც გა-
დააბრუნა. თითქოს მალე სტუმარი უნდა ჰყოლოდათ, ყველაზე მო-
ულოდნელი სტუმარი უცხოეთიდან.
- რას ნიშნავს, დაბადების დღის ტორტი არ უნდა? ღვთის გულისათ-
ვის, დღეს მისი დაბადების დღეა! - შესძახა დეიდა ფერიდემ დანაოჭე-
ბული ტუჩებით. მისი თვალებიდან ბრაზი გამოკრთოდა. მერე, ალბათ,
კიდევ ერთი აზრი მოუვიდა, რადგან ასიასკენ შეტრიალდა და ალმაცე-
რად გადახედა, - გეშინია, რომ ვიღაცა ტორტს მოწამლავდა?
გაოცებულმა ასიამ დეიდა ფერიდეს შეხედა. ამდენი ხნის განმავ-
ლობაში პირადი ურთიერთობის გამოცდილების მიუხედავად, ასიას
ვერ შეემუშავებინა სტრატეგია, ოქროს სტრატეგია, რომელიც დეიდა
ფერიდეს წყობიდან გამოსვლის შემთხვევაში თავად სიმშვიდის შენარ-
ჩუნებაში დაეხმარებოდა. ჰებეფრენიასთან ერთად ერთგულად გატა-
რებული წლების შემდეგ დეიდა ფერიდეს ცოტა ხნის წინ პარანოიისკენ
გადაენაცვლებინა. რაც უფრო მეტად ცდილობდნენ მის რეალობაში
დაბრუნებას, მით უფრო პარანოიდული და ეჭვიანი ხდებოდა.
- ეშინია, რომ ვინმე ტორტს მოწამლავს? რა თქმა უნდა, არა, შე უწ-
ყინარო და უცნაურო!
ყველამ, ვინც კი ოთახში იყო, თავი კარისკენ მიატრიალა. კარში
დეიდა ზელიჰა იდგა. მხრებზე ველვეტის ქურთუკი მოეგდო, ფეხზე მა-
ღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა. დამცინავი გამომეტყველება, სახეზე
რომ ეფინა, ქალს გულის გამგმირავად ლამაზს ხდიდა. როგორც ჩანს,
ოთახში შემოპარულიყო და ჩუმად ისმენდა დანარჩენების საუბარს. ნი-
ჭი ჰქონდა, - როცა უნდოდა, მაშინ წაგადგებოდა თავს.
თურქი ქალების უმეტესობას ქვედაკაბები და მაღალქუსლიანი ფეხ-
საცმელი ახალგაზრდობაში, ალბათ, მოსწონს. მათგან განსხვავებით,
ასაკის მატებასთან ერთად, ზელიჰას არც პირველი დაუგრძელებია და
არც მეორე დაუდაბლებია. მისი ჩაცმის სტილი ძველებურად თვალში
86
საცემი იყო. წლებს მის თითოეულ დაზე თავისი დაღი დაესვა, ზელიჰა
კი კიდევ უფრო დამშვენებულიყო. თითქოს იცოდა, ასე დგომას რა
ეფექტიც ექნებოდა, დეიდა ზელიჰა კარის ზღურბლს არ შორდებოდა
და შეღებილ ფრჩხილებს ითვალიერებდა.
ზელიჰა ხელებს ძალიან უვლიდა - მუშაობაში სჭირდებოდა. რაკი
არც ბიუროკრატიული ინსტიტუტები იტაცებდა და არც რაიმე სახის ურ-
თიერთდაქვემდებარება, თან გულით უზარმაზარ სიბრაზესა და მრის-
ხანებას ატარებდა, ადრეულ ასაკში მიხვდა, ისეთი პროფესია უნდა
აერჩია, რომელიც დამოუკიდებლობის საშუალებასაც მისცემდა და გა-
მომგონებლობისასაც, თან, თუ შესაძლებელი იქნებოდა, სხვა ადამია-
ნებს ცოტათი მაინც ატკენდა რამეს.
ათი წლის წინ დეიდა ზელიჰას ტატუს სალონი გაეხსნა და ორიგინა-
ლური ნიმუშების კოლექციის შექმნაც დაეწყო. სისხლისფერი ვარდე-
ბის, ფერადოვანი პეპლებისა და სიყვარულისაგან გაბუშტული გულე-
ბის, ანუ ამ საქმის კლასიკასა და ბუსუსებიან მწერებთან, გამძვინვარე-
ბულ მგლებსა და უზარმაზარ ობობებთან ერთად ზელიჰამ საკუთარი
მოდელებიც დანერგა.
ურთიერთწინააღმდეგობა გახლდათ მთავარი პრინციპი, რომლი-
თაც დეიდა ზელიჰას ნახატები იყო გაჯერებული. ნახევრად მამაკაცისა
და ნახევრად ქალის სახეები, ნახევრად ადამიანისა და ნახევრად ცხო-
ველის სხეულები, ნახევრად აყვავებული და ნახევრად გამხმარი ხე-
ები... თუმცა, ზელიჰას ნახატები პოპულარული არ ყოფილა.
კლიენტები ტატუს მეშვეობით რაღაცის თქმას ცდილობდნენ და არა
იმას, რომ ისედაც გაურკვეველ ცხოვრებაში კიდევ მეტი ორაზროვნება
შეეტანათ. სვირინგს მარტივი ემოცია უნდა გადმოეცა და არა აბსტრაქ-
ტული ნააზრევი. ზელიჰამ ეს გაკვეთილი გაითავისა და ახალი სერიის
შექმნას შეუდგა. შერეულ კოლექციას ავტორმა „მუდმივი ტანჯვის მარ-
თვა“ დაარქვა.
ამ განსაკუთრებულ კოლექციაში ყველა ტატუ მხოლოდ ერთ ადამი-
ანს, ყოფილ გულის სწორს ეძღვნებოდა. მიჰქონდათ მიტოვებულებსა
და სასოწარკვეთილებს, გულნატკენებსა და გულმოსულებს ზელიჰას-
87
თან ყოფილი შეყვარებულების სურათები. უნდოდათ, სამუდამოდ გა-
ეძევებინათ ისინი საკუთარი ცხოვრებიდან, მაგრამ მათდამი გრძნობას
რატომღაც ვერა და ვერ ელეოდნენ.
დეიდა ზელიჰა მასთან მიტანილ სურათს აკვირდებოდა და გონება-
შიმასზე გამოსახული ადამიანის მსგავს ცხოველს ეძებდა. დანარჩენი
შედარებით ადვილი იყო. მარტოსული კლიენტის სხეულზე ჯერ რომე-
ლიმე კონკრეტულ ცხოველს დახატავდა, შემდეგ კი ტატუს გამოიყვან-
და. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავდა სხვისი ტოტემის გადმოღებისა და
განსხეულების ძველ შამანურ ჩვეულებას. მოწინააღმდეგესთან შედა-
რებითი უპირატესობის მოსაპოვებლად იგი ჯერ უნდა მიგეღოთ, შემ-
დეგ კი შეგეცვალათ. ყოფილი გულის სწორის გადმოღების ან მისი გა-
მოსახულების სხეულზე დატანისას ასევე ხდებოდა მისი განსხეულე-
ბაც, ანუ კანს გარეთ დატოვება. როგორც კი ყოფილი გულის სწორი ში-
ნაგანისა და გარეგანის მიჯნაზე აღმოჩნდებოდა და მას მარჯვედ მის-
ცემდნენ ცხოველის სახეს, მაშინვე იცვლებოდა ძალაუფლების სტრუქ-
ტურამიტოვებულსა და მიმტოვებელს შორის. ამიერიდან ტატუს მატა-
რებელი შეყვარებული თავს აღმატებულად გრძნობდა, თითქოს ყოფი-
ლი გულის სწორის სულის გასაღები მის ხელში ყოფილიყო და რაკი
სიყვარულს ძალაუფლება უყვარს, ამ ეტაპის მიღწევისთანავე ყოფილი
გულის სწორი მიმზიდველობას კარგავდა, მარად ტანჯულები კი, ბო-
ლოს და ბოლოს, თავს აღწევდნენ თავიანთ აკვიატებულ აზრებს. სწო-
რედ ამიტომ ხდება, რომ შეგვიძლია თავდავიწყებით შევიყვაროთ ვინ-
მე, მაგრამ იშვიათად თუ ვახერხებთ თავდავიწყებით შეყვარებული
ადამიანების გრძნობის გაზიარებას.
სტამბოლში, რომელიც გულგატეხილთა ქალაქია, დეიდა ზელიჰას
თავისი საქმის გასაფართოებლად დიდი დრო არ დასჭირვებია. ზელიჰა
ლეგენდად იქცა, მით უფრო, ბოჰემურ წრეებში.
ასიამ განზე გაიხედა, კიდევ უფრო დიდხანს რომ არ ეცქირა დედა-
მისისთვის, დედისთვის, რომლისთვისაც არასოდეს დაეძახა „დედა“.
შეიძლება ზელიჰას „გადეიდებით“ გოგონა მასთან დისტანციის შენარ-
ჩუნებას ცდილობდა. საკუთარი თავის სიბრალულმა ასია კაზანჯი კინა-
88
ღამ დაახრჩო. რა მიუტევებელი უსამართლობაა, ალაჰმა საკუთარ დე-
დაზე გაცილებით ნაკლებად ლამაზი ქალიშვილი რომ შექმნა!
- ვერ ხვდებით, რატომ არ უნდა წელს ასიას არანაირი ტორტი? -
თქვა დეიდა ზელიჰამ მას შემდეგ, რაც მანიკიურის დათვალიერებას
მორჩა, - წონაში მომატების ეშინია.
ასიამ მეტისმეტად კარგად იცოდა, რამდენად დიდი შეცდომა იყო
დედამისის თანდასწრებით საკუთარი ხასიათის გამომჟღავნება, მაგ-
რამ ამის მიუხედავად მაინც იწივლა:
- ტყუილია!
დეიდა ზელიჰამ თვალები ეშმაკურად დაახამხამა და უკან დაიხია:
- კარგი, ძვირფასო, თუ ასე გინდა.
ასიამ მხოლოდ ახლა შენიშნა ლანგარი, დეიდა ფერიდეს რომ მოჰ-
ქონდა. ზედ ხორცის დიდი გუნდა, მასზე კი დიდი ცომის გუნდა იდო. სა-
დილად მანტი უნდა ჰქონოდათ.
- რამდენჯერ უნდა გითხრათ, რომ მანტი არ მიყვარს? - დაიღრიალა
ასიამ, - ხომ იცით, რომ ხორცს აღარ ვჭამ? - საკუთარი ხმა თავადაც
ეუცხოვა, ხრინწიანადაც და უცნაურად მოეჩვენა.
- ხომ გითხარით, მომატების ეშინია-მეთქი, - დეიდა ზელიჰამ თავი
გადააქნია და სახეზე ჩამოშლილი შავი თმის კულული მოიშორა.
- არასდროს გაგიგია სიტყვა „ვეგეტარიანელი“? - თავი ასიამაც გა-
დააქნია, მაგრამ იმის შიშით, ვაითუ დეიდა ზელიჰასავით გამომივიდე-
სო, კულულის გადაწევისაგან თავი შეიკავა.
- რა თქმა უნდა, გამიგია, - თქვა დეიდა ზელიჰამ და მხრებში გა-
იმართა. რაკი იცოდა, რომ ასე უფრო დამაჯერებლად გამოუვიდოდა,
ზელიჰამ უფრო ტკბილი ხმით გააგრძელა, - მაგრამ, ჩემო კარგო, არ
დაგავიწყდეს, რომ შენ კაზანჯი ხარ და არა ვეგეტარიანელი!
პირგამშრალმა ასიამ ნერწყვი ძლივს გადაყლაპა.
- კაზანჯებს კი წითელი ხორცი გვიყვარს! რაც უფრო წითელი და
ცხიმიანია, მით უკეთესი. ჩემი თუ არ გჯერა, სულთან მეხუთეს ჰკითხე.
ასე არ არის, სულთან?

89
დეიდა ზელიჰამ თავი ჩასუქებული კატისაკენ გადასწია, აივნის კარ-
თან ხავერდის ბალიშზე რომ იწვა. კატამ ზელიჰას მიბნედილი თვალე-
ბით ირიბად ისე გახედა, თითქოს ყველაფერი გაიგო და ყველაფერს
ეთანხმებოდა.
კუთხეში დეიდა ბანუ ბუზღუნებდა, თან ტაროს კარტის დასტას ხე-
ლახლა ჭრიდა.
- ამ ქვეყანაში ისე საშინლად ღარიბი ხალხიც არის, რომლებსაც წი-
თელი ხორცის გემოც კი არ ეცოდინებოდათ, რომ არა სულდიდი მუს-
ლიმანების მიერ მსხვერპლშეწირვის დღესასწაულზე გაღებული მოწ-
ყალება. ამ ადამიანებს მხოლოდ მაშინ შეუძლიათ ხეირიანად ჭამა. წა-
დი და ჰკითხე იმ უბედურებს, სინამდვილეში რას ნიშნავს ვეგეტარია-
ნელობა. მადლობელი უნდა იყო შენს თეფშზე დადებული ხორცის ყვე-
ლა პატარა ნაჭრისთვის, რადგან ის ბარაქის ნიშანია.
- საგიჟეთია! ყველა გიჟი ვართ, ყველა, - გაიმეორა ასიამ თავისი
მანტრა, ოღონდ ამჯერად მის ხმაში მარცხი იგრძნობოდა, - მივდივარ,
ქალბატონებო. შეგიძლიათ ის მიირთვათ, რაც მოგესურვებათ. ბალეტ-
ზე უკვე დავიგვიანე!
არავის შეუნიშნავს, რომ ასიამ სიტყვა „ბალეტი“ ისე დაიფრუტუნა,
თითქოს პირში დაგროვილი ნახველის გადმოფურთხება უნდოდა. სა-
მაგიეროდ, თავად ასია გრძნობდა თავს საზიზღრად, რადგან გადაპურ-
ჭყების სურვილს ვერ მოერია.

90
5

ვანილი
კაფე „კუნდერა“ სტამბოლის ევროპულ ნაწილში ერთ ვიწრო და
დაკლაკნილ ქუჩაზე გახსნილი ყავახანა იყო. „კუნდერა“ ერთადერთი
ბისტრო იყო ქალაქში, სადაც საუბრით თავს არ იღლიდნენ და ოფიცი-
ანტებსაც ჩაის ფულს იმიტომ უტოვებდნენ, რომ მათგან ცუდი მომსახუ-
რება არ მიეღოთ.
როგორ და რისთვის დაარქვეს ამ კაფეს ცნობილი ავტორის სახე-
ლი, დანამდვილებით არავინ იცოდა. უცოდინარობას ისიც ემატებოდა,
რომ ამ ადგილას არაფერი, სრულიად არაფერი იყო ისეთი, რაც მილან
კუნდერას ან მის რომელიმე რომანს მოგაგონებდათ.
კაფეს ოთხივე კედელზე ასობით ყველანაირი ზომისა და ფორმის
ჩარჩო ეკიდა. იმდენი ფოტო, ნახატი და ესკიზი გამოეფინათ, ადვილი
შესაძლებელი იყო, მავანს ეჭვი შეჰპარვოდა, საერთოდ იყო თუ არა
მათ უკან კედლები. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს იქაუ-
რობა აგურებზე კი არა, ჩარჩოებზე იდგა. უკლებლივ ყველა სურათზე
გზა იყო გამოსახული. აქ მთელი მსოფლიოს გზების სურათებს მოეყა-
რა თავი: ფართო ამერიკული მაგისტრალები, უსასრულო გზატკეცი-
ლები ავსტრალიაში, გერმანიის გადატვირთული ავტობანები, პარიზის
მიმზიდველი ბულვარები, ხალხით გადაჭედილი ქუჩები რომში, მაჩუ-
პიქჩუს ვიწრო ბილიკები, ჩრდილოეთ აფრიკის მივიწყებული საქარავ-
ნო გზები, მარკო პოლოს მიერ განვლილი გზა და აბრეშუმის გზის გას-
წვრივ მდებარე ძველი სავაჭრო გზების რუკები.
ასეთი დეკორი კლიენტებს სავსებით აკმაყოფილებდა, ფიქრობ-
დნენ, რომ გამოფენილი სურათები უსარგებლო და უმიზნო ლაქლაქის
გამოსადეგი ალტერნატივა იყო. როცა ლაპარაკის გუნებაზე არ იყვნენ,
იმისდა მიხედვით, თუ რა კუთხით იდგა მათი მაგიდა და სად ისურვებ-
დნენ იმ კონკრეტულ დღეს თავის ამოყოფას, რომელიმე ჩარჩოს აირ-
ჩევდნენ, დაბინდულ მზერას მიაპყრობდნენ და აქაურობისაგან თავის
დაღწევის სურვილით შეპყრობილნი ნელ-ნელა სურათზე ასახული შო-
91
რეული მიწისაკენ დაიძვრებოდნენ. მეორე დღეს შეეძლოთ, სხვაგან
ემოგზაურათ.
მიუხედავად იმისა, თუ რამდენად შორს შეეძლო ამ სურათებს ადა-
მიანის გადატყორცნა, ერთი რამ ფაქტი გახლდათ - მილან კუნდერას-
თან საერთო არც ერთ მათგანს არაფერი ჰქონდა. მაშინ, როცა კაფე
ახალი გახსნილი იყო, ვარაუდობდნენ, რომ როგორღაც კუნდერა
სტამბოლში ყოფილა და სადღაც მიმავალი კაპუჩინოს დასალევად ამ
ადგილას შემთხვევით გაჩერებულა. კაპუჩინო არც ისე კარგი გამომ-
დგარა. რაც შეეხება მისთვის ყავასთან ერთად მირთმეულ ვანილის
ნამცხვარს, კუნდერას საშინლად არ მოსწონებია, მაგრამ ცოტა ხანში
კიდევ ერთი ცალი შეუკვეთია და იმდენად, რამდენადაც არც ხელს უშ-
ლიდა ვინმე და ცნობითაც ვერავინ ცნობდა, კაფეში ცოტა ხანს უწერია
კიდეც. კუნდერას სახელი იქაურობას იმ დღეს დაერქვა. თუმცა, მეორე
ვერსიის თანახმად, კაფეს მეპატრონე მილან კუნდერას თავგადაკლუ-
ლი თაყვანისმცემელი ყოფილა, ყველა მისი წიგნი გადაეკითხა და ყვე-
ლა მათგანზე ავტორის ავტოგრაფიც ჰქონია. კაფეს მეპატრონეს გადა-
უწყვეტია, იქაურობა თავისი საყვარელი ავტორისათვის მიეძღვნა.
შეიძლებოდა, ეს შედარებით უფრო სარწმუნო თეორია ყოფილიყო,
რომ არა ერთი რამ: კაფეს მეპატრონე, საშუალო ასაკის, ათლეტური
შესახედაობის, მუდამ გარუჯული მუსიკოსი და მომღერალი, იმდენად
ვერ იტანდა ბეჭდვით სიტყვას, რომ იმ სიმღერების ტექსტებსაც კი არ
კითხულობდა, რომელსაც მისი ბენდი ყოველ პარასკევს საღამოობით
ასრულებდა.
იმასაც ამტკიცებდნენ, ბისტროსათვის კუნდერას სახელის დარქმე-
ვა პატრონის დეფექტური წარმოსახვის ნაყოფია - კაფეცა და მისი ხში-
რი სტუმრებიც ამ კაცის წარმოსახვითი საგნებიაო.
ოდესღაც კუნდერას ერთი ახალი წიგნის პროექტის ფარგლებში ამ
ადგილის შესახებ დაუწყია წერა და აქაურობისთვის სიცოცხლე და ქა-
ოსი შეუმატებია. თუმცა, ცოტა ხანში ავტორი სხვა, გაცილებით მნიშ-
ვნელოვან გეგმებზე, ანუ მიწვევებზე, კომისიებსა და პრემიებზე გადარ-
თულა და გამალებულ მისვლა-მოსვლაში, ბოლოს და ბოლოს, დავიწ-
92
ყებია კიდეც სტამბოლის ერთი ბინძური სორო, რომლის არსებობაზეც
მხოლოდ და მხოლოდ მას ეკისრებოდა პასუხისმგებლობა.
იმ დროიდან კაფე „კუნდერას“ კლიენტები და ოფიციანტები სიცა-
რიელის შეგრძნებას ებრძოდნენ, სევდიან სცენარებს ჩაჰკირკიტებ-
დნენ და მაღალინტელექტუალურ დრამაში წამყვანი როლის შესრუ-
ლების მოლოდინში ესპრესოს ჭიქებით მირთმეული თურქული ყავის
გამო იმანჭებოდნენ.
კაფეს სახელის წარმომავლობასთან დაკავშირებულ ყველა თე-
ორიას შორის განსაკუთრებულად ბევრი მომხრე ბოლო თეორიას
ჰქონდა. მიუხედავად ამისა, დროდადრო გამოჩნდებოდა ხოლმე ერთი
ახალბედა, ანდა ვინმე ისეთი, ყურადღების მიპყრობა რომ სურდა, და
ახალ თეორიას წამოაყენებდა. დანარჩენი კლიენტები ერთი დღით ირ-
წმუნებდნენ ხოლმე მის ნათქვამს, გაეთამაშებოდნენ ახალ მოსაზრე-
ბას, მერე კი ესეც მოჰბეზრდებოდათ და თავიანთ დაჭაობებულ და ჩა-
კეტილ ყოფას უბრუნდებოდნენ.
იმ დღეს კაფეს სახელზე მსჯელობით თავის შექცევა ერთმა ალკო-
ჰოლიკმა კარიკატურისტმა სცადა. კარიკატურისტის ყველა მეგობარ-
მა, მათ შორის - ცოლმაც, თავი ვალდებულად ჩათვალა, ყურადღებით
მოესმინა ლოთისათვის და ასე დაედასტურებინა თავისი მხარდაჭერა -
მხატვარმა,როგორც იქნა, გამბედაობა მოიკრიბა და გააკეთა ის, რის
გაკეთებასაც გაუთავებლად სთხოვდნენ: ანონიმური ალკოჰოლიკების
საზოგადოებაში გაწევრდა.
იყო კიდევ ერთი მიზეზი, რომლის გამოც ყველა, ვინც სუფრას უს-
ხდნენ, კარიკატურისტის მიმართ ჩვეულებრივზე მეტად კეთილგანწყო-
ბილი იყო. იმ დღეს მას განმეორებით დასდეს ბრალი თავის კარიკატუ-
რებში პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფაში და თუ საქმის მოსმენის
დღეს მოსამართლე ბრალდებას დაეთანხმებოდა, შეიძლებოდა სამ-
წლიანი ციხეც დაერტყა.
ალკოჰოლიკი კარიკატურისტი ცნობილი იყო პოლიტიკური კარი-
კატურების სერიით, რომელშიც მთელი კაბინეტი ცხვრის ფარად იყო
წარმოდგენილი, ხოლო პრემიერ-მინისტრი ცხვრის ტყავში გადაცმუ-
93
ლი მგელი გახლდათ. ახლა, როცა ნაცადი მეტაფორის გამოყენება აკ-
რძალული ჰქონდა, მხატვარი კაბინეტის მგლების ხროვის სახით წარ-
მოდგენას გეგმავდა, ხოლო პრემიერ-მინისტრი მგლის ტყავში გადაც-
მული ტურა უნდა ყოფილიყო. იმ შემთხვევისათვის, თუ ამ კარიკატურა-
საც წაართმევდნენ, შემოქმედს კიდევ ერთი გამოსავალი მოეფიქრები-
ნა: პინგვინები! გადაწყვეტილი ჰქონდა, ყველა პარლამენტარი სმო-
კინგიანი პინგვინების სახით დაეხატა.
- აი, ჩემი თეორია! - თქვა ალკოჰოლიკმა კარიკატურისტმა, რო-
მელმაც არც კი იცოდა, როგორ თანაუგრძნობდნენ დანარჩენები და
აუდიტორიის, მათ შორის - ცოლისგან, გამომჟღავნებულმა დიდმა ინ-
ტერესმა ცოტათი გააკვირვა კიდეც.
მხატვარი ახოვანი კაცი იყო, არისტოკრატიული ცხვირით, მაღალი
ყვრიმალებით, მუქი ლურჯი თვალებითა და თითქმის უმოძრაო ტუჩე-
ბით. კარგა ხანია მის ცხოვრებაში ტანჯვასა და სევდას შეებიჯებინა, ხო-
ლო მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ მიუწვდომელ ქალს ფარულად გაუმიჯ-
ნურდა, მელანქოლია გაუორმაგდა.
მისი შემხედვარე ძნელად თუ წარმოიდგენდით, რომ თავი იუმო-
რით გაჰქონდა და მისი დაღვრემილი სახის მიღმა ძალზე სასაცილო
ხუმრობები ჩქეფდა. მიუხედავად იმისა, რომ მხატვარი ყოველთვის გა-
მოუსწორებელი ლოთი იყო, ბოლო დროს ალკოჰოლთან დაკავშირე-
ბული მისი პრობლემები ერთბაშად გაიზარდა. გაღვიძებული თავს
ისეთ საეჭვო ადგილას აღმოაჩენდა ხოლმე, სადაც მანამდე არასოდეს
ყოფილა. თუმცა, ბოლო წვეთი მაინც ერთი შემთხვევა გახდა: ერთხე-
ლაც დილით კარიკატურისტი მიხვდა, რომ მეჩეთის შიდა ეზოში სწო-
რედ იმ ბრტყელ ქვაზე იწვა, რომელზეც მიცვალებულებს ბანდნენ. რო-
გორც ჩანს, მაშინ გაითიშა, როდესაც საკუთარი დაკრძალვის გეგმას
ადგენდა.
გამთენიისას თვალის გახელა რომ მოახერხა, გვერდით ახალგაზ-
რდა იმამი ედგა. ყმაწვილი დილის ლოცვის წასაკითხად მიდიოდა და
გაოგნებული იყო უცხო ადამიანთან შეხვედრით, რომელიც მიცვალე-
ბულთა ქვაზე ხვრინავდა. ამ ამბის შემდეგ ალკოჰოლიკი კარიკატუ-
94
რისტის მეგობრები და მისი ცოლიც კი იმდენად შეშფოთდნენ, რომ
მხატვარს პროფესიონალის დახმარების მიღებას სთხოვდნენ და აფი-
ცებდნენ, აღარ დალიოო. ჰოდა, ყველა, ვინც მაგიდასთან იყო, მხატ-
ვრის ცოლიც კი, ტაქტის გამო უკან გადაიწივნენ და კარიკატურისტის
თეორიის მოსასმენად მოემზადნენ. მნიშვნელობა არ ჰქონდა, რა უნდა
ეთქვა ლოთს.
- ამ კაფეს რაც ჰქვია, იმიტომ ჰქვია, რომ სიტყვა „კუნდერა“ კოდია.
საკითხის არსი არა იმაშია, თუ რა ჰქვია, არამედ იმაში, თუ რას ნიშნავს
ეს სახელი!
- რას უნდა ნიშნავდეს? - იკითხა ულტრანაციონალისტური ფილმე-
ბის ტანდაბალმა არანაციონალისტმა, ხმელ-ხმელმა სცენარისტმა,
რომელიც წვერს ფერფლისფრად იმ დღიდან იღებავდა, რაც დაასკვნა,
რომ ახალგაზრდა ქალებს მოწიფული მამაკაცები მოსწონდათ. ეს კაცი
პოპულარული ტელესერიალ „თემურ ლომგულის“ სცენარისტი და ავ-
ტორი გახლდათ. ფილმის ცენტრალურ ფიგურას, ჯან-ღონით სავსე
ეროვნულ გმირს, მთელი ბატალიონების სისხლში გათქვეფა შეეძლო.
როდესაც სერიალის ავტორს მისი უგემოვნო შოუსა და ფილმების შე-
სახებ ეკითხებოდნენ, თავის დასაცავად ნაციონალიზმს იშველიებდა
და ამბობდა, რომ ნაციონალიზმი მისი პროფესია იყო, ხოლო ნიჰილიზ-
მი - ჭეშმარიტი არჩევანი.
იმ დღეს სცენარისტი კაფეში ახალ მეგობარ გოგონასთან ერთად
მივიდა. მიმზიდველი, თვალში საცემი ქალი დიდი სერიოზულობით არ
გამოირჩეოდა. სცენარისტი ამას არ ეუბნებოდა, მაგრამ მამაკაცების
წრეში მისთანა ქარაფშუტა მდედრებს თავიანთი სახელი ჰქონდათ - მი-
საყოლებელს ეძახდნენ. რა თქმა უნდა, კაცებისათვის ასეთი ქალები
მთავარი კერძი კი არა, საუზმეულია, რომლითაც ერთს კარგად წაიხემ-
სებ. მაგიდაზე დადგმული თასიდან სცენარისტი აკაჟუს მარცვლებს
ჩქარ-ჩქარა იღებდა, მეგობარ გოგონაზე ხელი გადაეხვია და როხრო-
ხებდა:
- მიდი, მოგვიყევი, რა კოდია!

95
- მოსაწყენი რამეა, - თქვა ალკოჰოლიკმა კარიკატურისტმა და პი-
რიდან კვამლის ბოლქვი გამოუშვა. კვამლის რგოლები ჰაერში ყველა
მხრიდან ადიოდა - ირგვლივ ყველა საკვამურივით ხრჩოლავდა. კარი-
კატურისტის ბოლქვიც ზანტად შეუერთდა მაგიდის თავზე დაკიდებულ
სქელ, ნაცრისფერ ღრუბელს.
ერთადერთი, ვინც ამ მაგიდასთან არ ეწეოდა, შენიღბული ჰომო-
სექსუალი კორესპონდენტი გახლდათ. კვამლის სუნს ვერ იტანდა. ყო-
ველდღე, შინმივიდოდა თუ არა, კაფე „კუნდერას“ მყრალი სუნისათვის
თავი რომ დაეღწია, ტანთ გაიხდიდა, მაგრამ სხვები რომ ეწეოდნენ,
ამას არ აპროტესტებდა. არც კაფეში სიარულს ანებებდა თავს. ჯერ ერ-
თი, „კუნდერაში“ სისტემატურად იმიტომ დადიოდა, რომ ამ ჭრელ ხალ-
ხთან ყოფნა მოსწონდა, მეორეც იმიტომ, რომ ალკოჰოლიკ კარიკატუ-
რისტს გამიჯნურებოდა.
ისე არ იფიქროთ, რომ შენიღბულ ჰომოსექსუალ კორესპონდენტს
უნდოდა, ფიზიკური ურთიერთობა ჰქონოდა ალკოჰოლიკ კარიკატუ-
რისტთან. შიშველი მხატვრის მარტო წარმოდგენაზეც კი კორესპონ-
დენტს ტანში ჟრუანტელი უვლიდა. თავს ირწმუნებდა, რომ ეს სექსის
ბრალი კი არ იყო, არამედ იმისა, რომ ის და მხატვარი მონათესავე სუ-
ლები გახლდნენ.
გარდა ამისა, შენიღბულ ჰომოსექსუალ კორესპონდენტს კიდევ
ორი დიდი დაბრკოლება უკრავდა ხელ-ფეხს: პირველი - ალკოჰოლიკი
კარიკატურისტი ცალსახადჰეტეროსექსუალი იყო და მისი შეცვლის
ნაკლები შანსი არსებობდა და მეორე - კარიკატურისტი ჭკუას კარგავ-
და ერთი ბრაზიანი ასიას გამო. ამას უკვე ყველა ამჩნევდა, თავად გო-
გონას გარდა.
შენიღბულ ჰომოსექსუალ კორესპონდენტს ალკოჰოლიკ კარიკა-
ტურისტთან სასიყვარულო თავგადასავლის არანაირი იმედი არ ჰქონ-
და. მხოლოდ ის უნდოდა, ახლოს ყოფილიყო მასთან. ყოველ ჯერზე,
როცა კი კარიკატურისტი ჭიქისკენ ან საფერფლისკენ წაიღებდა ხელს
და შემთხვევით კორესპონდენტის ხელს შეეხებოდა, ეს უკანასკნელი
კრთებოდა. აქაოდა, არც მხატვარი და არც რომელიმე მამაკაცი იმ საქ-
96
მისთვის სულაც არ მაინტერესებსო, იყო მომენტები, როდესაც კორეს-
პონდენტს კარიკატურისტისგან თავი შორს ეჭირა და არავინ რომ არ
ელოდა, სწორედ მაშინ ესხმოდა თავს მის მოსაზრებებს. ერთი სიტ-
ყვით, დიდი ჩახლართული ამბავი იყო.
- მოსაწყენი რამეა, - შენიშნა ალკოჰოლიკმა კარიკატურისტმა მას
შემდეგ, რაც რძიანი ესპრესო გადახუხა, - მოწყენილობა ჩვენი ცხოვ-
რების არსია. დღითი დღე ვეშვებით შინაგან სიცარიელეში. რატომ?
იმიტომ, რომ საკუთარ კულტურასთან მტკივნეული შეხების შიშით
კურდღლის სოროდან ვერ გამოვდივართ. დასავლელი პოლიტიკოსე-
ბი თვლიან, რომ არსებობს კულტურული უფსკრული თურქებსა და
თურქებს შორის. ნეტავ ასე მარტივად იყოს! ჩვენ სოფლელებით და გა-
უთლელი ხიხოებით გარშემორტყმული ერთი მუჭა განათლებული ქა-
ლაქელები ვართ. მთელი ქალაქი აიღეს.
ალკოჰოლიკმა კარიკატურისტმა ფანჯრებისკენ ალმაცერად ერთი
ისე გაიხედა, თითქოს ეშინოდა, რომ სოფლელების ბრბო ხელკეტებსა
და ზარბაზნის ჭურვებს დაუშენდა.
- ქუჩები მათია, მოედნებიც, მაგათია ბორნებიც. ყველა სავაჭრო
ცენტრი მაგათია. შეიძლება, რამდენიმე წელიწადში მარტო ეს კაფე
დაგვრჩეს, როგორც ერთადერთი თავისუფალი ზონა. მათ რომ თავი
დავაღწიოთ, ყოველდღე აქეთ მოვეშურებით. ჰო, ისინი! ღმერთო, და-
მიფარე ჩემიანებისგან!
- პოეტივით ლაპარაკობ, - თქვა ერთმა გამორჩეულად უნიჭო პოეტ-
მა, რომელსაც სწორედ იმიტომ, რომ უნიჭო იყო, ყველაფრის პოეზიი-
სათვის მიმსგავსება ჩვევად ჰქონდა.
- სადღაც ჩავრჩით, სადღაც აღმოსავლეთსა და დასავლეთს, წარ-
სულსა და მომავალს შორის. ერთი მხრივ, გვყავს გამოსული მოდერ-
ნისტები, რომლებიც ისე ამაყობენ მათ მიერ შექმნილი რეჟიმით, რომ
ერთ კრიტიკულ სიტყვასაც ვერ იტყვი. ჯარიც ჰყავთ და ნახევარი ქვეყა-
ნაც მათ მხარეზეა. მეორე მხრივ, გვყავს ჩვეულებრივი ტრადიციონა-
ლისტები, რომელთაც ისე უგონოდ უყვართ ოტომანური წარსული,

97
რომ ერთ კრიტიკულ სიტყვასაც ვერ იტყვი. ფართო საზოგადოებაც
ჰყავთ და ნახევარი ქვეყანაც მათ მხარეზეა. ჩვენ რაღა დაგვრჩა?
კარიკატურისტმა სიგარეტი უფერულ, აქერცლილ ტუჩებს შორის
მოიქცია და არც გამოუღია, ვიდრე გაჭიანურებულ წუწუნს არ მორჩა.
- მოდერნისტები გვეუბნებიან, რომ წინ უნდა წავიდეთ, მაგრამ ჩვენ
მათი შემოთავაზებული პროგრესის იდეისა არა გვწამს. ტრადიციონა-
ლისტები გვეუბნებიან, რომ უკან უნდა წავიდეთ, მაგრამ ჩვენ არც მათ
იდეალურ წესრიგში გვინდა დაბრუნება. ორ მხარეს შორის მოყოლი-
ლი ორ ნაბიჯს ვდგამთ წინ, ერთს - უკან, სწორედ ისე, ოტომანთა ჯარის
ორკესტრი რომ შვრებოდა! მაგრამ ჩვენ ინსტრუმენტებზეც არ ვუკ-
რავთ! სად უნდა გავიქცეთ? უმცირესობაშიც კი არა ვართ. ნეტავი
ეროვნული უმცირესობა ვიყოთ, ანდა გაეროს წესდებით დაცული აბო-
რიგენები. ზოგიერთი ძირითადი უფლება მაინც გვექნებოდა, მაგრამ
ნიჰილისტები, პესიმისტები და ანარქისტები არ ითვლებიან. გადაშენე-
ბის პირას მყოფი სახეობა კი ვართ. ჩვენი რიცხვი ყოველდღე მცირდე-
ბა. რამდენ ხანს შეიძლება გავძლოთ?
დრო ძალიან გაიწელა. მხატვრის კითხვა მაგიდასთან მსხდომებსა
და კვამლის ღრუბელს შორის გაიხლართა. კარიკატურისტის ცოლმა,
ნერვიულმა ქალმა, დიდრონი, სევდიანი თვალებითა და გულში დაგ-
როვილი უზარმაზარი წყენით, რომელიც მეუღლეზე უკეთესი კარიკა-
ტურისტი გახლდათ, მაგრამ ნაკლებად აფასებდნენ, კბილები გააკრა-
ჭუნა. ვერ გაეგო, რა ექნა - შარი მოედო (რაც ძალიან უნდოდა) პარ-
ტნიორისთვის, რომელთანაც თორმეტი წელიწადი აკავშირებდა, თუ
როგორც იდეალურ ცოლს შეშვენის, მხარი დაეჭირა მისი ყველანაირი
სიგიჟისთვის.
ცოლ-ქმარი ერთმანეთს გულწრფელად ვერ იტანდა, მაგრამ ამ
ქორწინებას ორივე მათგანი წლების განმავლობაში მაინც ებღაუჭებო-
და, - ქალი იმიტომ, რომ შურისძიების იმედი ჰქონდა, კაცი კი იმიტომ,
რომ უკეთესიმომავლის იმედი არ ჰქონდა. უკვე ერთმანეთისაგან ნა-
სესხები სიტყვებითა და ჟესტებით საუბრობდნენ. მათი კარიკატურებიც
კი ჰგავდა ერთმანეთს. დეფორმირებულ სხეულებს ხატავდნენ და სევ-
98
დიან, სარკასტულ სიტუაციებში ჩავარდნილი დათრგუნვილი ადამია-
ნების სიტყვაბილწ დიალოგებს თხზავდნენ.
- იცით, ჩვენ რა ვართ? ამ ქვეყნის ნარჩენები. დამწუხრებული, მო-
საბეზრებელი მასა და მეტი არაფერი! ჩვენ გარდა ყველა გიჟდება ევ-
როკავშირში შესვლაზე, მოგებაზე, აქციების შეძენაზე, მანქანების უფ-
რო ძვირად გაყიდვაზე, შეყვარებულების უფრო ძვირად გაყიდვაზე...
ულტრანაციონალისტური ფილმების არანაციონალისტი სცენარის-
ტი ნერვიულად წრიალებდა.
- აი, აქ ერთვება მოქმედებაში კუნდერაც, - განაგრძო ალკოჰოლიკ-
მა კარიკატურისტმა ისე, რომ შეცდომა არც შეუნიშნავს, - ჩვენი ცხოვ-
რება უაზრო სიცარიელის ფორმით გადმოცემული სიმსუბუქის იდეით
არის განმსჭვალული. ჩვენი არსებობა კიჩია, ლამაზი ტყუილი, რომე-
ლიც სიკვდილისა და სიკვდილიანობის რეალობისათვის წინააღმდე-
გობის გაწევაში გვეხმარება. ზუსტად ეს არის...
მხატვარს სიტყვა ზარების ჟღარუნმა გააწყვეტინა. ახალგაზრდა
ქალმა, რომელიც ასაკისათვის შეუფერებლად დაღლილი და გაბრაზე-
ბული ჩანდა, კაფე „კუნდერას“ კარი ერთბაშად შეაღო და შევიდა.
- აქეთ, ასია! - იყვირა სცენარისტმა ისე, თითქოს გოგონა ნანატრი
მხსნელი ყოფილიყო, რომელიც ამ იდიოტურ საუბარს ბოლოს მო-
უღებდა, - აქეთ! აქა ვართ!
ასია კაზანჯიმ ცალყბად გაიღიმა. შეჭმუხნილ შუბლზე ეწერა, - შე-
მიძლია, შემოგიერთდეთ, ხალხო, რა მნიშვნელობა აქვს - ცხოვრება
მაინც საზიზღრობააო.
ნელა, თითქოს უხალისობის ჯორკიდებული მიაქვსო, ასია მაგიდას
მიუახლოვდა, ყველას სასხვათაშორისოდ მიესალმა, დაჯდა და სიგა-
რეტის გადახვევას შეუდგა.
- ამ დროს აქ რას აკეთებ? ბალეტზე არ უნდა იყო? - იკითხა ალკო-
ჰოლიკმა კარიკატურისტმა, რომელსაც საკუთარი მონოლოგი დავიწ-
ყებოდა. მისი ცოლის გარდა, ყველამ შენიშნა, როგორ ჩაუდგა მხატ-
ვარს თვალებში მზრუნველი გამომეტყველება.

99
- სწორედ იქა ვარ, ბალეტზე და ახლა, - ასიამ გადახვეულ ქაღალ-
დში თუთუნი ჩატენა, - ერთ-ერთ რთულ ნახტომს ვასრულებ. ჰაერში ნა-
კუთალს ნაკუთალს ვახებ ორმოცდახუთსა და ოთხმოცდაათ გრადუსს
შორის - კაბრიოლი!
- მაგარია! - გაიღიმა კარიკატურისტმა.
- მერე ვხტები და ჰაერში ვტრიალდები, - განაგრძო ასიამ, - მარჯვე-
ნა ფეხი წინ, დემი-პლიე, შეხტა! - გოგონამ თამბაქოს ტყავის ქისას ხე-
ლი დაავლო და ჰაერში ასწია, - შემობრუნდი ას ოთხმოცი გრადუსით, -
გასცა განკარგულება და ქისა დაატრიალა. ცოტა თამბაქო მაგიდაზეც
დაეყარა, - და მარცხენა ფეხზე დახტი! - ქისა აკაჟუებიანი ჯამის გვერ-
დით დაეკოსა, - მერე ყველაფერი კიდევ ერთხელ გაიმეორე და საწყის
პოზიციაში დაბრუნდი. ამბუატე!
- ბალეტში ისეა, თითქოს სხეულით წერ ლექსს, - ჩაილუღლუღა გა-
მორჩეულად უნიჭო პოეტმა.
ყველა მოიღუშა და ადგილზე გაშეშდა. სადღაც შორს ერთმანეთში
ირეოდა ქალაქის ხმები - სირენები და საყვირები, ადამიანების ყვირი-
ლი, სიცილი და კიდევ თოლიების ჭყივილი.
კაფეში რამდენიმე ახალი კლიენტი შემოვიდა, რამდენიმე კი გავი-
და. ერთ-ერთი ოფიციანტი ჭიქებით სავსე ლანგრით წაიქცა, მეორემ
ცოცხი მოიტანა და იატაკიდან ნამსხვრევები მოხვეტა. კლიენტები ამ
ამბავს გულგრილად ადევნებდნენ თვალს. კაფე „კუნდერაში“ ოფიცი-
ანტები ხშირ-ხშირად იცვლებოდნენ. სამუშაო საათები დიდხანს
გრძელდებოდა, ხელფასები კი დიდი არ ჰქონდათ. მიუხედავად ამისა,
დღემდე სამსახური ჯერ არც ერთ ოფიციანტს არ დაეტოვებინა, თუ გა-
აგდებდნენ ხოლმე ვინმეს. ასეთი ამბები იყო კაფე „კუნდერაში“: ერ-
თხელ თუ შედგამდით ფეხს, იქამდე მიეჯაჭვებოდით, ვიდრე იქაურობა
ფურთხივით არ მოგიშორებდათ.
მომდევნო ნახევარი საათის განმავლობაში ასია კაზანჯის მაგიდას-
თან ზოგმა ყავა შეუკვეთა, დანარჩენებმა - ლუდი. მეორე წრეზე ზოგმა
ლუდი მიირთვა, დანარჩენებმა ყავა დალიეს. ასე იყო, ასე. მხოლოდ
კარიკატურისტი შეექცეოდა რძიან ესპრესოს, თან ყავასთან ერთად მი-
100
ტანილ ვანილის ნამცხვრებს ხუხნიდა. უკმაყოფილება უკვე აშკარად
ეტყობოდა. მიუხედავად იმისა, რომ „კუნდერაში“ ჰარმონიულად არა-
ფერი გაეკეთებინათ, რაც გინდათ თქვით და, აქაურ დისონანსში მაინც
იყო რაღაც უცნაური კადენცია. სწორედ ეს მოსწონდა ასიას ამ კაფეში
ყველაზე მეტად - კომატოზური მოდუნებულობა და კურიოზული დის-
ჰარმონია.
აქაურობა დროისა და სივრცის მიღმა იყო. სტამბოლში, სადაც ყვე-
ლას ყოველთვის სადღაც მიეჩქარება, კაფე „კუნდერა“ გახლდათ ად-
გილი, სადაც მხოლოდ ლეთარგია ზეიმობდა. გარეთ ადამიანები საკუ-
თარი მარტოობის შესანიღბავად ერთმანეთს ეწებებოდნენ, თავს იკა-
ტუნებდნენ, თითქოს ერთმანეთისთვის იმაზე გაცილებით უფრო ახ-
ლობლები იყვნენ, ვიდრე სინამდვილეში გახლდნენ, „კუნდერაში“ კი
საწინააღმდეგო ხდებოდა - ყველა თავს იკატუნებდა, თითქოს იმაზე გა-
ცილებით უცხონი იყვნენ, ვიდრე სინამდვილეში გახლდნენ. კაფე „კუნ-
დერა“ იყო ადგილი, სადაც მთელიქალაქი არაფრად ღირდა.
ასიამ სიგარეტი მოქაჩა. კარიკატურისტი მაჯის საათს დასცქეროდა.
გოგონას მისი ინერტულობა არ გამოჰპარვია. მხატვარი ასიას მიუბ-
რუნდა:
- ძვირფასო, შვიდი საათია. გაკვეთილი დამთავრდა.
- ო, უნდა წახვიდე? შენი ოჯახი ისეთი ძველმოდურია, - წამოაყრან-
ტალა სცენარისტის შეყვარებულმა, - რატომ გაძალებენ ბალეტზე სია-
რულს, როცა ეს აშკარად არ გიზიდავს?
ეს პრობლემა ჰქონდა ყველა ორდღიან შეყვარებულს, რომელიც
სცენარისტს თან დაჰყავდა. ჯგუფში ყველასთან დამეგობრების სურვი-
ლის გამო მეტისმეტად ბევრ პირად კითხვას სვამდნენ, მეტისმეტად
ბევრ პირად კომენტარს აკეთებდნენ და სამწუხაროდ, ვერ ხვდებოდ-
ნენ, რომ ჯგუფის წევრებს ერთმანეთთან სრულიად საწინააღმდეგო
რამ აკავშირებდა, - ერთმანეთის პირადი ცხოვრებისადმი სერიოზული
და გულწრფელი ინტერესი საერთოდ არ ჰქონდათ.
- როგორ იტან ამდენ დეიდას? - განაგრძო სცენარისტის გოგომ,
რომლისთვისაც ასიას სახის გამომეტყველება არაფრის მთქმელი აღ-
101
მოჩნდა, - ეშმაკმა დალახვროს, ერთ ჭერქვეშ ამდენი ქალი დედის
როლში... ერთ წუთსაც ვერ გავუძლებდი.
ეს უკვე მეტისმეტი იყო. ჯგუფის წევრებს რამდენიმე დაურღვეველი
ეკლექტური წესი ჰქონდათ. ასიამ დაიფრუტუნა. არ უყვარდა ქალები,
რომლებთანაც საქმის დაჭერა შედარებით ადვილი იყო, არადა, თავა-
დაც ერთ-ერთი მათგანი იყო. მდედრობითი სქესისახალი პერსონის
გაცნობისას ორიდან ერთ რამეს აკეთებდა ხოლმე: იქამდე იცდიდა,
ვიდრე ახალგაცნობილი არ შეიძულებდა, ანდა იმთავითვე ვერ იტანდა
ახალ ნაცნობს.
- ამ სიტყვის ნორმალური გაგებით, მე ოჯახი არა მაქვს, - თქვა ასიამ
იმ იმედით, რომ სცენარისტის შეყვარებული სიტყვას აღარ განაგრძობ-
და. ის იყო, ასიამ თანამოსაუბრეს შემწყნარებელი მზერა ესროლა,
რომ ზუსტად მისი მარჯვენა მხრის თავზე კედელზე ბრჭყვიალა ვერ-
ცხლისფერი ჩარჩო შენიშნა. სურათზე ბოლივიის წითელი ლაგუნისა-
კენ მიმავალი გზა იყო ასახული. კარგი იქნებოდა, სწორედ ახლა ამ
გზაზე ყოფნა! ასიამ ყავა ბოლომდე დალია, სიგარეტი ჩააქრო და ახ-
ლის გადახვევა დაიწყო, თან ბურტყუნებდა, - მდედრი ცხოველების
ხროვა ვართ. იძულებული ვართ, ერთად ვიცხოვროთ. მე ამას ოჯახს არ
ვეძახი.
- მაგრამ ეს სწორედ ის არის, ძვირფასო, რასაც ოჯახს ეძახიან, - შე-
ეპასუხა გამორჩეულად უნიჭო პოეტი, რომელსაც ასეთ მომენტებში ახ-
სენდებოდა, რომ ჯგუფში ყველაზე უფროსი იყო, არა მარტო წლებით
გამოხატული ასაკის, არამედ შეცდომებში გაზომილი წლების მიხედვი-
თაც. სამგზის ცოლიან და განქორწინებულ პოეტს ნანახი ჰქონდა, რო-
გორ ტოვებდნენ მისი ყოფილი ცოლები ერთმანეთის მიყოლებით
სტამბოლს, მისგან რაც შეიძლება შორს რომ წასულიყვნენ. ბავშვები
ყველა ქორწინებიდან ჰყავდა. მხოლოდ ათასში ერთხელ ნახულობდა,
მაგრამ ამაყად აცხადებდა, რომ შვილები მას ეკუთვნოდნენ, - დაიმახ-
სოვრე, - თქვა პოეტმა და მამასავით გაიშვირა თითი ასიასაკენ, - ყველა
ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ ყველა უბედური ოჯახი თა-
ვისებურად არის უბედური.
102
- ტოლსტოისთვის ძალიან ადვილი იყო ასეთი სისულელის დაჩხაპ-
ვნა, - მხრები აიჩეჩა ალკოჰოლიკი კარიკატურისტის ცოლმა, - მას ცო-
ლი ჰყავდა, რომელიც ყველა წვრილმანზე ზრუნავდა, ზრდიდა უამრავ
შვილს და მუხლჩაუხრელად შრომობდა იმისთვის, რომ მის უდიდებუ-
ლესობა დიდ ტოლსტოის ყურადღების მოკრება და რომანების წერა
შესძლებოდა!
- ჰო, მაგრამ რა გინდა? - იკითხა ალკოჰოლიკმა კარიკატურისტმა.
- აღიარება! აი, რა მინდა. მინდა, მთელმა სამყარომ აღიაროს,
ტოლსტოის ცოლს შესაძლებლობა რომ მისცემოდა, ქმარზე უკეთესი
მწერალი იქნებოდა.
- რატომ? მარტო იმიტომ, რომ ქალი იყო?
- იმიტომ, რომ ძალიან ნიჭიერი კაცისგან გათელილი ძალიან ნი-
ჭიერი ქალი იყო, - კბილები გააღრჭიალა მხატვრის მეუღლემ.
- ოჰ, - თქვა აწრიალებულმა ალკოჰოლიკმა კარიკატურისტმა, ოფი-
ციანტს დაუძახა და ყველასთვის სამწუხაროდ ლუდი შეუკვეთა. როცა
სასმელი მიუტანეს, კარიკატურისტს, ალბათ, დანაშაულის გრძნობა გა-
უჩნდა. სრულიად მოულოდნელად საუბრის თემა შეცვალა და ალკო-
ჰოლის სარგებლიანობაზე დაიწყო ლაპარაკი, - ეს ქვეყანა თავისუფ-
ლებას ერთ პატარა ბოთლს უმადლის, რომელიც შემიძლია ასე თავი-
სუფლად მეჭიროს ხელში, - ქუჩაში აკივლებული სასწრაფო დახმარე-
ბის მანქანის სირენისათვის რომ ეჯობნა, კარიკატურისტმა ხმას აუწია,
- არც სოციალური რეფორმები, არც პოლიტიკური რეჟიმი. დამოუკი-
დებლობისათვის ომიც კი არა. თურქეთს სხვა მუსლიმანური ქვეყნები-
საგან აი, ეს ბოთლი განასხვავებს. ეს ლუდი, - კარიკატურისტმა ბოთ-
ლი ჰაერში ისე ასწია, თითქოს სადღეგრძელო უნდა ეთქვა, - თავისუფ-
ლებისა და სამოქალაქო საზოგადოების სიმბოლოა.
- მოიცა, რა, როდის აქეთ გახდა დამპალი ლოთი თავისუფლების
სიმბოლო? - დაუფარავად გაკიცხა მხატვარი სცენარისტმა. სხვები ჩუ-
მად იყვნენ, - კამათი ძალ-ღონის უაზროდ დაკარგვა იყო. დისკუსიაში
ჩართვის ნაცვლად, მათ კედელზე ერთი თარო შეარჩიეს და მთელი ყუ-
რადღება რომელიღაც გზის ფოტოს მიაპყრეს.
103
- მას აქეთ, რაც ახლო აღმოსავლეთის მთელ სამუსლიმანოშიალ-
კოჰოლი აკრძალეს და სახელი გაუტეხეს, - ბუზღუნებდა ალკოჰოლიკი
კარიკატურისტი, - ოტომანთა ისტორია გაიხსენეთ. დუქნები, მისაყო-
ლებლები, ყველა ჭიქაზე რომ დააყოლებდი... როგორც ჩანს, ბიჭები
კარგ დროს ატარებდნენ. ჩვენ, როგორც ერს, ალკოჰოლი გვიყვარს.
ამას რატომ არ ვაღიარებთ? ეს არის საზოგადოება, რომელიც წელი-
წადში თერთმეტი თვის განმავლობაში სვამს და მერე რამადანის დროს
პანიკაში ვარდება, ინანიებს და მარხულობს მხოლოდ იმისთვის, რომ
წმინდა თვის დასრულების შემდეგ ისევ სასმელს მიუბრუნდეს. თუ ამ
ქვეყანაში არასოდეს ყოფილა შარიათი, თუ არასოდეს მოსულან ფუნ-
დამენტალისტები, როგორც სხვაგან, გეუბნებით, ეს ამ გარყვნილი
ტრადიციის დამსახურებაა. ალკოჰოლს უნდა ვუმადლოდეთ, თურქეთ-
ში დემოკრატიის მსგავსი რაღაც რომ არსებობს.
- კარგი, მაშინ რატომ არ ვსვამთ? - გაიღიმა ალკოჰოლიკი კარიკა-
ტურისტის დაღლილმა მეუღლემ, - დალევისთვის ბატონ ფეხისწვერე-
ბაზე უკეთესი რა მიზეზი გვაქვს? რა ერქვა? ჩეკე...
- ჩეკეტი, - შეუსწორა ასიამ. სანანებლად გადაქცეოდა ერთ დღეს
ისე რომ დათვრა, ამათ წინაშე ბალეტის ისტორიის შესახებ სიტყვით
გამოვიდა და სხვათა შორის ჩეკეტიც ახსენა. ამათ ჩეკეტი მოეწონათ.
იმ დღიდან დროდადრო მაგიდასთან რომელიმე მათგანი დანარჩენებს
იმ მოცეკვავის სადღეგრძელოს სთავაზობდა, რომელმაც პუანტებით
ფეხის წვერებზე სიარული დანერგა.
- ის რომ არა, ბალეტის მოცეკვავეები ფეხისწვერებზე ვერ ივლიდ-
ნენ, აბა! - ჩაიხითხითებდა ხოლმე ვიღაც ყოველი ასეთი სადღეგრძე-
ლოს წარმოთქმისას.
- რა ეგონა? - დაამატებდა სხვა, რასაც საერთო სიცილი მოჰყვებო-
და.
გამორჩეულად უნიჭო პოეტი, ულტრანაციონალური ფილმების
არანაციონალისტი სცენარისტი რომელიღაც შეყვარებულითურთ, გა-
აჩნია, იმ მომენტისათვის ვინ ჰყავდა, ალკოჰოლიკი კარიკატურისტი,
ალკოჰოლიკი კარიკატურისტის მეუღლე, შენიღბული ჰომოსექსუალი
104
კორესპონდენტი და ასია კაზანჯი კაფე „კუნდერაში“ ერთმანეთს ყო-
ველდღე ხვდებოდნენ. საუბრის დაწყებამდე გულის სიღრმეში ყველა
დაძაბული ელოდა, ყველას აინტერესებდა, რაზე უნდა ელაპარაკათ იმ
დღეს. ყველაფერი რიგზე იყო. ზოგჯერ კაფეში სხვებიც მიჰყავდათ: მე-
გობრები, კოლეგები, ანდა სრულიად უცხო ადამიანები. მათი დაჯგუფე-
ბა თვითმართვადი ორგანიზმი გახლდათ, პიროვნულ თავისებურებებს
ამჟღავნებდნენ, მაგრამ გასაქანს ბოლომდე არ აძლევდნენ, თითქოს
ეს ორგანიზმი მასში გაერთიანებულ პიროვნებების გარეთ, მათ მიღმა
ცოცხლობდა.
ასია კაზანჯი სულიერად კაფე „კუნდერაში“ მშვიდდებოდა ხოლმე.
მისთვის ეს ადგილი თავშესაფარი იყო. კაზანჯების სახლში მისთვის გა-
უგებარი სრულყოფილების მისაღწევად გოგონას გამუდმებით უწევდა
საკუთარი შეხედულებების შეცვლა, კაფე „კუნდერაში“ კი შეცვლას
არავინ აიძულებდა. აქ ადამიანი, როგორც ასეთი, არასრულყოფილ და
გამოუსწორებელ არსებად ითვლებოდა.
მათ, ვინც კაფე „კუნდერაში“ იკრიბებოდნენ, ასიას დეიდები გოგო-
ნასათვის იდეალურ მეგობრებად არასოდეს ჩათვლიდნენ. ზოგიერთი
მათგანი საკმაო ხნის იყო და ასიას დედად და მამად ეკუთვნოდა. ასია,
რომელიც კომპანიაში ყველაზე ახალგაზრდა იყო, სიამოვნებით ადევ-
ნებდა თვალს უფროსების ბავშვურ საქციელს. დიდად სანუგეშო იყო
იმის გაგება, რომ წლების განმავლობაში ცხოვრებაში უკეთესობისკენ
რეალურად არაფერი იცვლებოდა და თუ დაღვრემილი მოზარდი
ბრძანდებოდით, ბოლოს ასეთივე დაღვრემილი მოწიფულობა გელო-
დათ. თარგი სულ ერთი და იგივე იყო. მართალია, ეს ყველაფერი ცოტა
სევდიანი ჩანდა, მაგრამ სხვა თუ არაფერი, ასია თავს იმშვიდებდა,
რომ საკუთარი თავის შეცვლა, გაუმჯობესება აუცილებელი არ იყო ისე,
როგორც დეიდებს ჰქონდათ ხელზე დახვეული და დღედაღამ იმეორებ-
დნენ.
იმდენად, რამდენადაც დროთა განმავლობაში შეცვლის პირი არა-
ფერს უჩანდა და მისი დაღვრემილობაც სამუდამო რამ გახლდათ, ასი-

105
ას შეეძლო ისევ ისეთ დაღვრემილ ვინმედ დარჩენილიყო, როგორიც
მანამდე იყო.
- დღეს ჩემი დაბადების დღეა, - თავისდა გასაოცრად გამოაცხადა
ასიამ, რომელსაც ამ ამბის გახმაურება მანამდე აზრადაც არ ჰქონია.
- მართლა? - იკითხა ვიღაცამ.
- რა დამთხვევაა! დღეს ჩემი ქალიშვილის დაბადების დღეცაა! - შეს-
ძახა გამორჩეულად უნიჭო პოეტმა.
- მართლა? - სიტყვა დაუბრუნა ასიამ.
- ესე იგი, იმავე დღეს დაიბადე, რომელ დღესაც ჩემი ქალიშვილი
დაიბადა! ტყუპი.
პოეტმა ქუჩქუჩა თავი მხიარულად გადააქნია, წაიმსახიობა.
- თევზები, - შეუსწორა ასიამ.
სულ ეს იყო. ასიას არც არავინ გადახვევია, არც კოცნით გაუგუდავს
ვინმეს, თითქოს ტორტის შეკვეთასაც კი არავინ ფიქრობდა. სამაგი-
ეროდ, პოეტმა წაუკითხა იუბილარს საშინელი ლექსი, კარიკატურის-
ტმა გოგონას პატივსაცემად სამი ბოთლი ლუდი შესვა, კარიკატურის-
ტის მეუღლემ ხელსახოცზე ასიას კარიკატურა დახატა, - გაბრაზებული
ახალგაზრდა ქალი დაელექტროებული თმით, უზარმაზარი ძუძუებით,
გამგმირავი ეშმაკი თვალებითა და მათ ქვეშ მოკალათებული წვეტიანი
ცხვირით.
დანარჩენებმა კიდევ ერთი ფინჯანი ყავა მოუტანეს და ბოლოს ანგა-
რიშში მისი წილი არ გადაახდევინეს. ისე არ იფიქროთ, რომ ასიას და-
ბადების დღესსერიოზულად არ მოეკიდნენ. პირიქით, იმდენად სერიო-
ზულად მოეკიდნენ, რომ ცოტა ხანში ხმამაღლა მსჯელობდნენ დროისა
და ზნეობის ცნებებზე, მერე კი იმაზე დაიწყეს სჯა-ბაასი, რომელი მათ-
განი როდის უნდა გარდაცვლილიყო და არსებობდა თუ არა სიცოცხლე
სიკვდილის შემდეგ. ჯგუფის წევრების საერთო აზრი ასეთი იყო: „სი-
ცოცხლე სიკვდილის შემდეგ არსებობს და იქ, ალბათ, უარესია, ვიდრე
აქ. ასე რომ, ისიამოვნეთ დარჩენილი დროით“.
ზოგიერთი ამ საკითხზე ბჭობდა, ზოგმა სიტყვა შუაზე გაწყვიტა და
კედელზე ჩამოკიდებულ რომელიღაც გზის სურათს მიაშტერდა. არ ჩქა-
106
რობდნენ, თითქოს გარეთ არავინ ელოდათ, თითქოს სულაც არავინ
იყო გარეთ. მათი სახის გამომეტყველებას ნელ-ნელა ცვლიდა ნეტარე-
ბის გულგრილი ღიმილი. უღონოები, უგრძნობები და საუბრის გაგრძე-
ლების სურვილის უქონელნი, უფრო ღრმად ჩაეშვნენ აპათიის მღვრიე
წყლებში. იმაზე ფიქრობდნენ, თუ რა ჯანდაბის გამო უნდა რქმეოდა ამ
ადგილს კაფე „კუნდერა“.
***
იმ დღეს, საღამოს ცხრა საათზე, ასია კაზანჯიმ გვარიანი სადილის
შემდეგ სიმღერისა და ტაშისკვრის თანხლებით ჩააქრო სანთლები ძა-
ლიან ტკბილ სამფენიან ვაშლის ტორტზე კარამელითა და ძალიან მჟა-
ვე ლიმონისნაღებიანი მინანქრით. სანთლების მხოლოდ ერთი მესამე-
დის ჩაქრობა მოახერხა. დანარჩენებს დეიდებმა, ბებიამ და დიდედამ
შეუბერეს ყველა მხრიდან და ისე ჩააქრეს.
- როგორ ჩაიარა დღეს ბალეტის გაკვეთილმა? - იკითხა დეიდა ფე-
რიდემ, თან ოთახში სინათლე აანთო.
- კარგად, - გაიღიმა ასიამ, - ცოტა ზურგი მტკივა, სულ ამ გაჭიმვების
ბრალია, მასწავლებელი რომ გვაკეთებინებს, მაგრამ საწუწუნო მაინც
არამაქვს. ბევრი ახალი მოძრაობა ვისწავლე...
- ჰო? - ეჭვით იკითხა ვიღაცამ. დეიდა ზელიჰა იყო, - მაინც რომელი?
- ესე იგი... - დაიწყო ასიამ, თან ტორტის პირველი ლუკმა ჩაიდო
პირში. - ესე იგი, ვისწავლე petit jeté, ანუ პატარა ნახტომი, პირუეტი და
გლისე.
- ერთი ნახტომით ორი კურდღლის დაჭერასავითაა, - შენიშნა დე-
იდა ფერიდემ, - ფულს ბალეტში ვიხდით, მაგრამ გამოდის, რომ ბა-
ლეტსაც სწავლობს და ფრანგულსაც. კარგ ფულს ვზოგავთ!
ფერიდეს ნათქვამს ყველა თავის ქნევით დაეთანხმა, ყველა, დეიდა
ზელიჰას გარდა. ზელიჰას მომწვანო-მოლურჯო თვალებში უნდობლო-
ბის სხივმა გაუელვა, თავი ასწია და სახე ქალიშვილის სახესთან მიიტა-
ნა.
- გვაჩვენე! - ძლივს გასაგონი ხმით თქვა დეიდა ზელიჰამ.

107
- გაგიჟდი? - შეკრთა ასია, - ასეთ რამეებს პირდაპირ სასტუმრო
ოთახში ვერ გავაკეთებ! სტუდიაში უნდა ვიყო და მასწავლებელთან ერ-
თად უნდა ვმუშაობდე. თავიდან ვხურდებით და ვიჭიმებით, მერე გონე-
ბას ვიკრებთ. თანაც იქ ყოველთვის მუსიკაა... გლისე სრიალს ნიშნავს,
იცოდით? აქ როგორ უნდა ვისრიალო, ამ ხალიჩაზე? ბალეტი ასე არ გა-
მოვა!
დეიდა ზელიჰამ შავ თმაზე თითები ჩამოისვა და პირქუშმა ღიმილმა
ტუჩები გაუწელა. არაფერი უთქვამს. თითქოს ტორტის ჭამა უფრო აინ-
ტერესებდა, ვიდრე ქალიშვილთან ჩხუბი, მაგრამ ზელიჰას ღიმილიც კი
საკმარისი იყო ასიას წყობიდან გამოსაყვანად. გოგონამ თეფში გვერ-
დზე მოისროლა, სკამი გასწია და ფეხზე წამოდგა.
იმავე საღამოს ცხრა საათსა და თხუთმეტ წუთზე სტამბოლის ერთ
დროს ფეშენებელურ ყაიდაზე მოწყობილ, მაგრამ ახლა ძალიან ძველ-
მოდურ და ნახევრად დანგრეულ დიდ სახლში, თურქულ ხალიჩაზე ასია
კაზანჯი რომანტიკული გამომეტყველებითა და განზე გაშლილი ხელე-
ბით ბალეტს ცეკვავდა. ნაზად მოღერებული ხელის შუათითებით ცე-
რებს ეხებოდა, თავში კი ბრაზი და წყენა უტრიალებდა.

108
6

ბუსტუღი
წიგნების უზარმაზარ მაღაზიაში სახელწოდებით „Clean Well-
Lighted Place for Books“ არმანუშ ჩახმახჩიანი მოლარეს მისჩერებო-
და. ავტომატი არმანუშის საკრედიტო ბარათს ამოწმებდა. გოგონას ის-
ის იყო, ეყიდა და ტილოს ზურგჩანთაში ჩაელაგებინა შვიდი წიგნი, შვი-
დი რომანი. ბოლოს და ბოლოს, ქვითარიც მიაწოდეს. შეეცადა, ქა-
ღალდზე ხელი ისე მოეწერა, თანხის ჯამისათვის არ დაეხედა. კიდევ
ერთხელ დახარჯა მთელი თვის დანაზოგი წიგნებზე!
არმანუში ნამდვილი წიგნის ჭია იყო. იმის გათვალისწინებით, რომ
ნაკითხობას ბიჭების თვალში ნულოვანი მნიშვნელობა ჰქონდა, არმა-
ნუშის მწიგნობრობა დიდი ვერაფერი ნუგეში იყო და მხოლოდ იმის-
თვის გამოდგებოდა, რომ დედამისს კიდევ უფრო მეტად ედარდა ფუ-
ლიან კაცზე ქალიშვილის გათხოვების პერსპექტივის გამო.
სწორედ იმ დილით არმანუში როუზს ტელეფონით დაჰპირდა, საღა-
მოს პაემანზე რომანებზე კრინტსაც არ დავძრავო. ამით იგრძნო, რო-
გორ აუზვირთდა გულ-მუცელში მღელვარების ტალღა, როგორც კი
მოახლოებულ პაემანზე დაიწყო ფიქრი. ერთმა წელიწადმა ისე გაიარა,
რომ არავის შეხვედრია. ეს განწირული ფსევდოპაემნებით გამორჩეუ-
ლი ოცდაერთწლიანი მარტოობის ქრონიკისათვის გაღებული წმიდა-
თაწმიდა მსხვერპლი გახლდათ, იმ დღეს კი არმანუშ ჩახმახჩიანს კი-
დევ ერთხელ უნდა ეცადა სიყვარულში ბედი.
გარდა იმისა, რომ წიგნებით გატაცება ერთ-ერთი მთავარი მიზეზი
იყო, რომლის გამოც არმანუში საპირისპირო სქესთან ნორმალური
ურთიერთობის შენარჩუნებას ვერ ახერხებდა, არსებობდა კიდევ ორი
დამატებითი ფაქტორი, რომელიც გოგონას მარცხში ცეცხლზე ნავთს
ასხამდა.
პირველი და მთავარი ფაქტორი ის გახლდათ, რომ არმანუში ლამა-
ზი იყო, ძალიან ლამაზი. ფიზიკური მიმზიდველობა გოგონასი, რომელ-
საც მოხდენილი ტანი, დახვეწილი სახე, ქერა, დატალღული თმა, დიდ-
109
რონი მონაცრისფრო-მოლურჯო თვალები და გამოყვანილი ცხვირი
ჰქონდა, რომლის ოდნავი კეხი შეიძლება სხვა ადამიანის ნაკლად მოგ-
ჩვენებოდათ, მაგრამ არმანუშის გამომეტყველებას მხოლოდ თავდა-
ჯერებულობას მატებდა, და მისი გონებრივი შესაძლებლობები ყმაწვი-
ლებს აფრთხობდა.
არა, განა ახალგაზრდა მამაკაცები უშნო ქალებს ანიჭებდნენ უპი-
რატესობას, ანდა ინტელექტის ფასი არ იცოდნენ. უბრალოდ, ზუსტად
ვერ გაეგოთ, რომელი კატეგორიისათვის უნდა მიეკუთვნებინათ არმა-
ნუში: ქალებისათვის, ვისთან დაწოლის სურვილიც კლავდათ, ანუ
ძვირფასებისთვის, მათთვის, ვისაც რჩევას ეკითხებოდნენ ხოლმე, ანუ
ძმაკაცებისთვის, თუ მათთვის, ვისზეც უნდა, ბოლოს და ბოლოს, და-
ქორწინებულიყვნენ, ანუ საცოლეებისთვის. იმის გამო, რომ ამი თით-
ქმის უნაკლო იყო და ერთდროულად ყველა კატეგორიას ერგებოდა,
საბოლოოდ ვერც ერთში ვერ მოხვდა.
მეორე ფაქტორი პირველივით გაუკონტროლებელი, მაგრამ მასზე
გაცილებით რთული იყო. ამ ფაქტორს არმანუშის ნათესავები წარმო-
ადგენდნენ. როცა საქმე არმანუშისათვის შესაფერის მამაკაცს ეხებო-
და, სან-ფრანცისკოში მცხოვრები ჩახმახჩიანების ოჯახისა და არიზო-
ნაში მყოფი დედის შეხედულებები ერთმანეთისაგან უკიდურესად გან-
სხვავდებოდა. მას შემდეგ, რაც ფეხი აიდგა, არმანუში თითქმის ყოვე-
ლი წლის ხუთ თვეს, ანუ ზაფხულისა და საგაზაფხულო არდადეგებს,
ხშირად უქმეებსაც, ჩახმახჩიანებთან ატარებდა, დანარჩენ შვიდ თვეს
კი - არიზონაში. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, გოგონამ
ისიც იცოდა, რას მოელოდა მისგან ესა თუ ის მხარე და ისიც, თუ რამ-
დენად შეუთავსებელი იყო თითოეული მათგანის მოლოდინი. ის, რაც
გაახარებდა ერთს, აუცილებლად ატკენდა გულს მეორეს. არავის რომ
არ სწყენოდა, არმანუშმა სცადა, სან-ფრანცისკოში სომეხ ბიჭებს შეხ-
ვედროდა, ხოლო არიზონაში ყოფნისას - ნებისმიერს, სომხების გარ-
და. თითქოს ბედის ირონია იყო, სან-ფრანცისკოში მხოლოდ არასომ-
ხები მოსწონდა, მაშინ, როდესაც ყველა ახალგაზრდა, რომლის გამოც

110
არიზონაში ყოფნისას თავი დაუკარგავს, ამერიკელი სომეხი აღმოჩ-
ნდა. ამის გამო დედამისი ძალიან გულგატეხილი იყო.
მიდიოდა არმანუში და თან მიჰქონდა მძიმე ზურგჩანთაც და თავისი
შიშებიც. ქარის სტვენასთან ერთად მის ყურთასმენას უცნაური მელო-
დია სწვდებოდა. გოგონამ ოპერა-პლაზა გადაკვეთა და „მაქსის ოპერა-
კაფეში“ ახალგაზრდა წყვილს მოჰკრა თვალი. ქალ-ვაჟი ან იმ აკოკო-
ლავებული დამარილებული მოხარშული ხორცის სენდვიჩების გამო
იყო იმედგაცრუებული, წინ რომ ედოთ, ანდა ის-ის იყო, ეჩხუბათ.
„მადლობა ღმერთს, რომ გაუთხოვარი ვარ“, - გაიფიქრა არმანუშმა
ნახევრად ხუმრობით, ვიდრე თურქ-სტრიტისაკენ გაუხვევდა.
წლების წინ, როცა ჯერ კიდევ მოზარდი იყო, არმანუში ნიუ-იორკი-
დან ჩამოსულ ერთ ამერიკელ სომეხ გოგონას ათვალიერებინებდა ქა-
ლაქს. თურქ-სტრიტს რომ მიაღწიეს, სტუმარმა სახე მოჭმუხნა:
- თურქ-სტრიტი! რა, ყველგან არიან?
არმანუშს გაახსენდა, როგორ გააოცა მაშინ გოგონას რეაქციამ.
სცადა, აეხსნა სტუმრისათვის, რომ ქუჩას ფრანკ თურქის სახელი ერ-
ქვა, ადვოკატისა, რომელიც მერე ალკალდის თანამდებობაზე მუშაობ-
და და ქალაქის ისტორიაში მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ.
- რაც უნდა იყოს, - შეაწყვეტინა არმანუშს მეგობარმა, რომელსაც
ქალაქისისტორია დიდად არ აინტერესებდა, - სულერთია. ყველგან
არიან.
ისინი მართლაც ყველგან იყვნენ, იმდენად ყველგან, რომ ერთ-ერ-
თი მათგანი არმანუშის დედაზეც კი იყო დაქორწინებული, თუმცა, ეს
დეტალი ამიმ თავისთვის შეინახა.
სომეხ მეგობრებთან მამინაცვალზე საუბარს არმანუში თავს არი-
დებდა. მამინაცვალზე ის არც არასომხებთან ლაპარაკობდა და არც
იმათთან, ვისაც მხოლოდ საკუთარი ცხოვრება აინტერესებდათ და
ამის გამო სომხურ-თურქული კონფლიქტის ისტორია სულ ფეხებზეეკი-
დათ. და მაინც, გოგონა, რომელიც საკმაოდ ჭკვიანი იყო და იცოდა,
რომ საიდუმლო იმაზე სწრაფად შეიძლება გავრცელდეს, ვიდრე ქარში
მტვერი, დუმილს არჩევდა.
111
თუ უცნაურობის შესახებ არავის ეტყვი, ყველა ჩათვლის, რომ შენი
უცნაურობა ნორმაა. არმანუშმა ეს ადრეულ ასაკში აღმოაჩინა. იმდე-
ნად, რამდენადაც დედამისი ოდარი იყო, რა უნდა ყოფილიყო ამ ქალი-
სათვის იმაზე უფრო ნორმალური, ვიდრე მეორე ოდარზე გათხოვება?
რაკი ეს მოსაზრება არმანუშის მეგობრების წრეში საყოველთაოდ მი-
ღებული გახლდათ, ფიქრობდნენ, რომ გოგონას მამინაცვალი სომეხი
იყო, სავარაუდოდ, შუა დასავლეთიდან.
თურქ-სტრიტზე არმანუშმა ჰომოსექსუალების სასტუმროს ჩაუარა,
სადაც კლიენტებს საწოლსა და საუზმეს სთავაზობდნენ, მერე - ახლო-
აღმოსავლურ სასურსათოს და პატარა ტაილანდურ მაღაზიას, მერე კი
მილეთის ხალხის გვერდით იხეტიალა და, ბოლოს და ბოლოს, რაშენ-
ჰილისაკენ მიმავალ ტროლეიბუსში ავიდა. არმანუშს შუბლი მტვრიან
ფანჯარაზე მიეყრდნო და ბორხესის „ლაბირინთებისეულ“ სხვაზე ფიქ-
რობდა, თან ჰორიზონტიდან აწეულ თხელ ნისლს გასცქეროდა. თავა-
დაც ჰქონდა მეორე მე, რომლისაგანაც, სადაც უნდა წასულიყო, თავი
მუდამ შორს ეჭირა.
ამ ქალაქში ყოფნა მოსწონდა. მოსწონდა, როგორ ჩქეფდა მის სხე-
ულში აქაურობის ძალა და ენერგია. მას შემდეგ, რაც ფეხი აიდგა, ყო-
ველთვის უყვარდა აქ ჩამოსვლა და მამასა და ბებია შუშანასთან ყოფ-
ნა.
დედამისისგან განსხვავებით, მამა მეორედ არ დაქორწინებულა.
არმანუშმა იცოდა, რომ წარსულში ბარსამს მეგობარი ქალები ჰყავდა,
მაგრამ შეიძლება იმიტომ, რომ ეს თავგადასავლები საკმარისად სე-
რიოზული არ ყოფილა, ანდა იმიტომ, რომ რაიმე მიზეზით ქალიშვილის
განაწყენებისა ეშინოდა, მამას არმანუშისათვის არც ერთი მათგანი არ
გაუცნია. ასე, ალბათ, შიშის გამო იქცეოდა, - ეს უფრო ჰგავდა ბარსამ
ჩახმახჩიანს.
არმანუშს სწამდა, რომ მამამისი დედამიწაზე ყველაზე არაეგოისტი
არსება და ყველაზე უსქესო მამაკაცი იყო და აქამდე ვერაფრით გაეგო,
როგორ შეიძლებოდა ასეთი კაცი როუზისთანა ეგოცენტრიკულ ქალს
გადაჰყროდა. არა, განა ამის დედა არ უყვარდა, უყვარდა, თავისებუ-
112
რად, მაგრამ იყო პერიოდები, როდესაც დედამისის დაუკმაყოფილებე-
ლი სიყვარული ახრჩობდა. ასეთ დროს სან-ფრანცისკოში გაქცევით და
კმაყოფილი, მაგრამ მისგან სიყვარულის ასევე მომლოდინე ჩახმახ-
ჩიანების მკლავებში ჩავარდნით შველოდა ხოლმე თავს.
ტროლეიბუსიდან ჩამოსულმა არმანუშმა ფეხს აუჩქარა. მეთ ჰასინ-
გერს მისთვის საღამოს უნდა გამოევლო. მოსამზადებლად საათ-ნახე-
ვარზე ნაკლები დრო ჰქონდა, რაც არსებითად შხაპის მიღებას და, სა-
ვარაუდოდ, ფირუზისფერ კაბაში გამოწყობას გულისხმობდა. ყველა
ამბობდა, რომ ამის ეს კაბა ძალიან უხდებოდა. სულ ეს იყო - არავითა-
რი მაკიაჟი, არავითარი სამკაული. არმანუში ამ პაემნისათვის თავის
მოკაზმვას არ აპირებდა და, თქმა არ უნდა, რომ მისგან დიდს არც არა-
ფერს მოელოდა. საქმე თუ კარგად წავიდოდა, ხომ კარგი, მაგრამ თუ
არაფერი გამოვიდოდა, არმანუში ამისთვისაც მზად იყო.
არმანუშ ჩახმახჩიანი ნელ-ნელა მიიკვლევდა გზას ნისლში გახვე-
ულ ქალაქში. საღამოს შვიდის ათ წუთზე რაშენ-ჰილში ბებიას ორსაა-
ბაზანოიან ბინას მიაღწია. ეს გამოცოცხლებული უბანი სან-ფრანცის-
კოს ერთ-ერთ ყველაზე ციცაბო ბორცვზე აეშენებინათ.
- გამარჯობა, საყვარელო, კეთილი იყოს შენი შინ მობრძანება! - არ-
მანუშის გასაოცრად, კარი ბებიის ნაცვლად მამიდა სურპუნმა გააღო, -
მენატრებოდი, - სიყვარულით ჩაიჟღურტულა სურპუნმა, - მთელი დღე
რას აკეთებდი? რა ხდებოდა?
- არაფერი, - მშვიდად თქვა არმანუშმა, თან აინტერესებდა, უმცრო-
სი მამიდა სამშაბათ საღამოს აქ რას აკეთებდა.
მამიდა სურპუნი ბერკლიში ცხოვრობდა და ყოველთვის იქ ასწავ-
ლიდა, ყოველ შემთხვევაში, არმანუშის პატარაობიდან მოყოლებული
მაინც. სურპუნი სან-ფრანცისკოში უქმეებზე ჩამოდიოდა ხოლმე, მაგ-
რამ შუა კვირაში მისი გამოჩენა მეტისმეტად უცნაური იყო. ამ საკითხზე
ფიქრს არმანუშმა მაშინვე დაანება თავი, როგორც კი გასული დღის ან-
გარიშის ჩაბარება განაგრძო.
- რამდენიმე ახალი წიგნი ვუყიდე ჩემს თავს, - გულწრფელად თქვა
სახეგაბადრულმა გოგონამ.
113
- წიგნები? ისევ თქვა „წიგნებიო“? - ოთახიდან იყვირა ვიღაცის ნაც-
ნობმა ხმამ. მამიდა ვარსენიგის ხმას ჰგავდა.
არმანუშმა საწვიმარი ჩამოკიდა, ქარისგან გაწეწილი თმა გაისწო-
რა, თან იფიქრა, მამიდა ვარსენიგიც რას აკეთებსო აქ.
ვარსენიგის ტყუპი გოგონა იმ საღამოს ბრუნდებოდა ლოს-ანჯელე-
სიდან, სადაც საკალათბურთო ტურნირში მონაწილეობდნენ. მამიდა
ვარსენიგი იმდენად ღელავდა ამ შეჯიბრების გამო, რომ ბოლო სამი
დღის განმავლობაში ხეირიანად არ ეძინა და გაუთავებლად ექაქანე-
ბოდა ტელეფონზე ტყუპიდან ერთ-ერთს, ანდა მათ მწვრთნელს. ამის
მიუხედავად, იმ დღეს, როცა გოგონები უნდა დაბრუნებულიყვნენ, ნაც-
ვლად იმისა, ჩვეულებისამებრ რამდენიმე საათით ადრე აეროპორტში
წასულიყო, მამიდა ვარსენიგი ბებიას სახლში სასადილო მაგიდასთან
იჯდა.
- ჰო, მართლა „წიგნები“ ვთქვი, - თქვა არმანუშმა, ტილოს ზურგჩან-
თა მხარზე მოიგდო და უზარმაზარ სასტუმრო ოთახში შევიდა.
- ნუ უსმენ ერთი. ბერდება და ანჩხლდება, - არმანუშის ზურგს უკან
ჩაიჭიკჭიკა მამიდა სურპუნმა, რომელიც ძმისშვილს სასტუმრო ოთახში
ფეხდაფეხ შეჰყვა, - ყველასისე გვეამაყები, ძვირფასო!
- გვეამაყება, მაგრამ შეუძლია თავისი ასაკისათვის შესაფერისადაც
რომ მოიქცეს, - მამიდა ვარსენიგმა მხრები აიჩეჩა, ფაიფურის ბოლო
თეფში მაგიდაზე დადო და ძმისწული მაგრად ჩაიკრა გულში, - ხომ იცი,
შენი ასაკის გოგონები ჩვეულებრივ თავის გალამაზებით არიან დაკა-
ვებული. შენ არ გჭირდება, მაგრამ თუ სულ იკითხავ, იკითხავ, იკითხავ,
ბოლოს რა იქნება?
- იცი, ფილმებისგან განსხვავებით, წიგნის ბოლოს წარწერა „დასას-
რული“ არ გაიელვებს ხოლმე. როცა რომელიმე წიგნს წავიკითხავ, არა
მგონია, რომ რაღაც დავამთავრე და უბრალოდ ახალი წიგნის კითხვას
ვიწყებ.
არმანუშმა თვალი ჩააპაჭუნა. ვერც კი ხვდებოდა, რამდენად ლამა-
ზი იყო ოთახში შემოსული მზის სუსტ სინათლეზე. ზურგჩანთა ბებიას
სავარძელზე დადო და მყისიერად ამოასუფთავა, თითქოს ახალი სათა-
114
მაშოების გროვის ნახვას დახარბებული ბავშვი ყოფილიყოს. წიგნები
ერთმანეთზე დახვავდა: „ალეფი და სხვა მოთხრობები“, „ჩლუნგების
კონფედერაცია“, „მისი მხიარულება“, „მწუხარების მართვა“, ბორხე-
სის მოთხრობების კრებული, „ნარცისი და გოლდმუნდი“, „მამბოს მე-
ფეები სიყვარულის სიმღერას უკრავენ“, „ჩაით დახატული პეიზაჟი“,
„ყვითელი ქალბატონი და მშვენიერება სულისა“ და ამის საყვარელი
ავტორის, მილან კუნდერას ორი ნაწარმოები - „სიცილისა და დავიწყე-
ბის წიგნი“ და „ცხოვრება სადღაც სხვაგანაა“. ამ წიგნებიდან ზოგიერ-
თი არმანუშისათვის ახალი იყო, ზოგი წლების წინ წაეკითხა და მას შემ-
დეგ სულ უნდოდა მათი გადაკითხვა.
შეიძლება არა გონებით, მაგრამ ინსტინქტით არმანუშმა იცოდა,
რომ წინააღმდეგობას, რომელსაც ჩახმახჩიანების ოჯახი წიგნებით მის
გატაცებას უწევდა, უფრო ღრმა, დაფარული მიზეზები ჰქონდა, ვიდრე
უბრალოდ მისთვის იმის შეხსენების სურვილი, თუ რით იყვნენ დაკავე-
ბული მისი ასაკის გოგონები. მისიანები ასე მარტო იმიტომ კი არ იქცე-
ოდნენ, რომ არმანუში ქალი იყო, არამედ იმიტომაც, რომ იგი სომეხი
გახლდათ და ბიბლიოფილობისგან თავის შეკავება ორჯერ მეტად მარ-
თებდა.
არმანუშს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ მამიდა ვარსენიგის მიერ
კითხვის წინააღმდეგ გაუთავებლად გამოთქმული პროტესტის უკან
უფრო სტრუქტურული, ფუნდამენტური საფიქრალი იმალებოდა. ეს გა-
დარჩენის შიში იყო. მამიდას უბრალოდ არ უნდოდა, არმანუშს ასე
ეკაშკაშა და სხვებისაგან გამორჩეული ყოფილიყო. მწერლები, პოეტე-
ბი, მხატვრები, ინტელექტუალები პირველები იყვნენ სომეხთა შორის,
ვისაც ოტომანთა მთავრობა ანადგურებდა. ჯერ „თავიანებს“ იშორებ-
დნენ თავიდან და მხოლოდ ამის შემდეგ გადადიოდნენ დანარჩენების,
უბრალო ადამიანების ექსტრადიციაზე.
ჩახმახჩიანების ოჯახი, ისევე, როგორც ძალიან ბევრი სომხურ დი-
ასპორაში, შტატებში საღ-სალამათი და უვნებელი გახლდათ, მაგრამ
ნამდვილი სიმშვიდე არასოდეს ჰქონიათ და ერთდროულად ხარობ-
დნენ და შფოთავდნენ იმის გამო, რომ მათი გოგონა ძალიან ბევრს
115
კითხულობდა, ძალიან ბევრს ფიქრობდა და ძალიან განსხვავდებოდა
ჩვეულებრივი ადამიანებისაგან.
წიგნები დიდად საზიანო იყო, რომანები - კიდევ უფრო საფრთხი-
ლო. მხატვრულ ლიტერატურას ადვილად შეეძლო გზიდან აეცდინეთ
და შეეყვანეთ ამბების სამყაროში, სადაც ყველაფერი ცვალებადი და
იდეალისტური გახლდათ. აქ ისევე უნდა ყოფილიყავი ფხიზლად, რო-
გორც უმთვარო ღამით უდაბნოში სიარულისას. ვიდრე ამას გაიგებ-
დით, შეიძლებოდა მხატვრულ ლიტერატურას ისე შორს გაეტაცებინეთ,
რომ შეხება დაგეკარგათ რეალობასთან, მკაცრსა და დუნე სიმარ-
თლესთან, რომლისგანაც მეტისმეტად შორს ვერასოდეს ვერც ერთი
უმცირესობა ვერ წავიდოდა, რადგან ქარების შეცვლისას და ცუდი
დროების დადგომისას დაუცველი არ დარჩენილიყო.
საქმის ასეთ ვითარებას ვერაფრით შველოდა გულუბრყვილო ფიქ-
რი, რომ ყველაფერი ისევე კარგად იქნებოდა, როგორც ყოველთვის.
წარმოსახვა სახიფათოდ წარმტაცი ჯადოქრობა გახლდათ მათთვის,
ვინც იძულებული იყო, რეალისტი ყოფილიყო ცხოვრებაში - შეიძლე-
ბოდა სიტყვებს ისინი მოეწამლა, ვისაც განგებამ დუმილი არგუნა წი-
ლად.
თუ გადარჩენილთა შვილი იყავით და კითხვა და ფიქრი მაინც გინ-
დოდათ, ეს ძალიან უხმაუროდ, მხდალად და დაკვირვებულად უნდა გა-
გეკეთებინათ და არასოდეს უნდა გადაქცეულიყავით განთქმულ მკით-
ხველად.
თუ მაღალ მისწრაფებებს ვერაფერს უხერხებდით, სხვა თუ არაფე-
რი, მხოლოდ მარტივ, ვნებასა და ამბიციას მოკლებულ სურვილებს უნ-
და დასჯერებოდით, თითქოს ვიღაცას გამოერთეთ და ახლა მარტო
იმის ძალა შეგწევდათ, რომ ერთი საშუალო ვინმე ბრძანებულიყავით.
ასეთი ბედისა და ოჯახის პატრონ არმანუშს საკუთარი ნიჭიერების
დაკნინება უნდა ესწავლა და ყველაფერი გაეკეთებინა იმისთვის, რომ
ასე ძალიან არ ეკაშკაშა.
სამზარეულოდან სანელებლების მძაფრი სურნელი გამოვიდა, გო-
გონას ნესტოებს მისწვდა და ოცნებებიდან გამოარკვია.
116
- აბა, - შესძახა არმანუშმა და სამ მამიდას შორის ყველაზე ენამრა-
ვალს, მამიდა ვარსენიგს მიუბრუნდა, - რჩები სადილზე?
- მხოლოდ ცოტა ხნით, ძვირფასო, - ჩაიბუტბუტა მამიდა ვარსენიგ-
მა, - ცოტა ხანში აეროპორტში ვარ წასასვლელი. დღეს ტყუპი ბრუნდე-
ბა. მარტო იმიტომ შემოვიარე, რომ თქვენთვის შინ მომზადებული მან-
ტი მომეტანა და, - მამიდა ვარსენიგი სიამაყისგან გაიბადრა, - აბა, გა-
მოიცანით? ბასთურმა ჩამოგვივიდა ერევნიდან!
- ღმერთო, მანტის არ ვჭამ და ნამდვილად არც ბასთურმის ჭამას ვა-
პირებ, - მოიღუშა არმანუში, - ამ საღამოს ნივრის სუნადვერ ავყროლ-
დები.
- არ არის პრობლემა. კბილებს თუ გამოიხეხავ და პიტნის კევს და-
ღეჭავ, არანაირი სუნი აღარ გექნება, - შენიშნა მამიდა ზარუჰმა, რო-
მელსაც ოთახში ოხრახუშითა და ლიმონის ნაჭრებით ლამაზად გა-
ფორმებული მუსაკა შემოჰქონდა თეფშით. ზარუჰმა თეფში მაგიდაზე
დადო და ძმისწულთან ჩასახუტებლად ხელები ფართოდ გაშალა.
მამიდას არმანუშიც გადაეხვია, თან ფიქრობდა, აქ რას აკეთებსო...
გოგონამ სიტუაციაში გარკვევა დაიწყო. ეს რა კარგად მოფიქრებული
„დამთხვევა“ იყო - ჩახმახჩიანების მთელი ოჯახი სწორედ მაშინ გაჩნდა
ბებია შუშანასთან, როცა არმანუში პაემანზე მიდიოდა. ყველა სხვადას-
ხვა საბაბით მოსულიყო, მაგრამ მიზანი ყველას ერთი და იგივე ჰქონ-
და: უნდოდათ, საკუთარი თვალით ენახათ, შეემოწმებინათ და შეეფა-
სებინათ მეთ ჰასინგერი, იღბლიანი ახალგაზრდა, რომელიც იმ საღა-
მოს მათ თვალისჩინს უნდა შეხვედროდა.
არმანუშმა ნათესავებს ისეთი თვალებით შეხედა, სასოწარკვეთი-
ლი გეგონებოდათ. რა უნდა ექნა? როგორ უნდა ყოფილიყო დამოუკი-
დებელი, როცა ისინი ასე სახიფათოდ ახლოს იყვნენ? როგორ უნდა და-
ერწმუნებინა, რომ მის გამო ასე ძალიან არ უნდა ედარდათ მაშინ, რო-
ცა ცხოვრებაში ძალიან ბევრი სადარდებელი ჰქონდათ? როგორ უნდა
დაეღწია თავი გენეტიკური მემკვიდრეობისათვის, მით უმეტეს, რომ მი-
სი ერთი ნაწილი ასე ამაყობდა ამ მემკვიდრეობით? როგორ უნდა მო-

117
ეგერიებინა მისთვის ძვირფასი ადამიანების სიყვარული? შეიძლებოდა
კი სიკეთესთან შერკინება?
- არ უშველის! - ამოიოხრა არმანუშმა, - არანაირი კბილის პასტა,
არანაირი კევი, არც პირის ღრუს საშინელი პიტნიანი სავლებები - დე-
დამიწაზე არაფერია იმდენად ძლიერი, რომ ბასთურმის სუნს მოერიოს.
ერთი კვირა უნდა, რომ, ბოლოს და ბოლოს, გაქრეს. ბასთურმას თუ შე-
ჭამ, გადაბმულად რამდენიმე დღე მისი სუნი აგდის, შენს ოფლსაც კი
მისი სუნი აქვს, შარდსაც!
შეტრიალდა თუ არა, არმანუშმა გაიგონა, როგორ უჩურჩულა დაბ-
ნეულმა მამიდა ვარსენიგმა მამიდა სურპუნს:
- რა საერთო აქვს შარდვას პაემანთან?
პროტესტის გრძნობის მიუხედავად, არმანუშს ოჯახის წევრებთან
კამათი არ უნდოდა და სააბაზანოსაკენ მხოლოდ იმისთვის გაემართა,
რომ იქ ბიძია დირკანი აღმოეჩინა. ბიძიას თავი ხელსაბანის ქვეშ, კა-
რადაში შეეყო, ზორზოხი ტანით კი ხელებსა და მუხლებს ეყრდნობოდა.
- ბიძია? - თითქმის იკივლა არმანუშმა.
- გამარჯობააა! - ყიჟინა დასცა დირკან სტამბოლელმა კარადიდან.
- ეს სახლი ჩეხოვის გმირებით არის სავსე, - თავისთვის ჩაიბურტყუ-
ნა არმანუშმა.
- თუ ასე გინდა, - ექოსავით გაისმა ბიძიას ხმა ხელსაბანის ქვეშ.
- რას აკეთებ, ბიძია?
- ხომ იცი, ბებიაშენი სულ წუწუნებს ძველი ვენტილების გამო. ჰოდა,
ამ საღამოს ჩემს თავს ვუთხარი, რატომ არ უნდა დავხურო მაღაზია ად-
რიანად, შევიარო შუშანასთან და შევაკეთო ის წყეული მილები-მეთქი?
- ჰო, გასაგებია, - შენიშნა არმანუშმა, თან სიცილს იკავებდა, - სხვა-
თა შორის, სად არის ბებია?
- თვლემს, - თქვა დირკანმა, თან ხოხვა-ხოხვით გამოძვრა კარადი-
დან მილების მოსაღუნი მოწყობილობის ასაღებად და ისევ შიგნით შე-
ცოცდა, - ასაკია, რა გინდა, რომ ქნა? სხეულს ძილი სჭირდება! რვის
ნახევრამდე გაიღვიძებს. შენ არ ინერვიულო.

118
რვის ნახევარი! თითქოს ოჯახში ყველას თავისი ბიოლოგიური მაღ-
ვიძარა სწორედ იმ დროზე დაეყენებინა, როცა მეთ ჰასინგერს ზარი უნ-
და დაერეკა.
- მომაწოდე რა ქანჩის გლუვტუჩიანი გასაღები, - გაისმა იმედგაც-
რუებული ხმა, - ეს თითქოს არ მუშაობს.
არმანუშმა იატაკზე დადებულ ჩანთას შეუბღვირა, რომელშიც ყვე-
ლანაირი ზომის უამრავი ხელსაწყო ელაგა. ვიდრე გლუვტუჩიან გასა-
ღებს გადააწყდებოდა, გოგონამ დირკანს ჯაჭვიანი გასაღები, მილების
საგანივრებელი საღარავი და მილსადენის ჰიდრავლიკური გამოცდის
ტუმბო მიაწოდა. აღმოჩნდა, რომ გლუვტუჩიანი გასაღებიც „არ შველო-
და“ და ეს კარგს არაფერს მოასწავებდა. რომ მიხვდა, წარმოუდგენელ
მრჩილავ ბიძია დირკანთან ერთად შხაპის მიღება შეუძლებელი იყო,
არმანუში ბებიას საძინებლისკენ დაიძრა, კარი ოდნავ შეაღო და ოთახ-
ში შეიჭყიტა.
შუშანა ისე მშვიდად და უშფოთველად თვლემდა, მხოლოდ შვი-
ლებსა და შვილიშვილებში ჩაფლულ მოხუც ქალებს რომ სჩვევიათ
ხოლმე. ერთი ბეწო ქალი, რომელსაც ყოველთვის სუსტი აღნაგობა
ჰქონდა და ძალიან ბევრი რამ აეღო საკუთარ თავზე, ასაკს დაეპატარა-
ვებინა და დაეჩიავებინა. რაც უფრო ემატებოდა ხანი, მით უფრო მეტად
სჭირდებოდა დღისით დაძინება. თუმცა, ღამით, როგორც ყოველთვის,
ეღვიძა. ასაკს ბებიას უძილობისათვის ვერაფერი დაეკლო. ოჯახში
ფიქრობდნენ, რომ შუშანას წარსული არაძლევდა დიდი ხნით დასვენე-
ბის საშუალებას - მხოლოდ წამიერად შეეძლო თვალის მოტყუება. ბე-
ბია რომ არ გაეღვიძებინა, არმანუშმა კარი დახურა.
სასტუმრო ოთახში რომ დაბრუნდა, სუფრა მზად იყო. თეფში მის-
თვისაც დაედოთ. აინტერესებდა, როგორ შეუძლიათ იფიქრონ, რომ
შევჭამ, როცა ერთ საათზე ნაკლებ დროში პაემანი უნდა მქონდესო,
მაგრამ არჩია, არაფერი ეკითხა. მეტისმეტი გონიერება ამ ოჯახში დი-
დი შეცდომაიქნებოდა. ყველა რომ ბედნიერი ყოფილიყო, შეეძლო ცო-
ტა წაეციცქნა, თან აქაური სამზარეულო მოსწონდა.

119
არიზონაში არმანუშის დედას უნდოდა, რომ მისი სახლის სამზადი
რაც შეიძლებოდა შორს ყოფილიყო სომხური სამზარეულოსგან, რომ-
ლის მეზობლებსა და მეგობრებთან ლანძღვა ძალიან უყვარდა. განსა-
კუთრებით მოსწონდა, როცა ყურადღებას ორ კერძზე ამახვილებდა.
როგორც კი შემთხვევა მიეცემოდა, ხბოს ფეხებსა და სატენიან ნაწლა-
ვებს როუზი საჯაროდ აძაგებდა. არმანუშს გაახსენდა, როგორ წუწუ-
ნებდა ერთხელ დედამისი კარის მეზობელ მისის გრინელთან.
- საშინელებაა, - შესძახა მისის გრინელმა. ხმაში ზიზღი შეჰპარვო-
და, - ნაწლავებს მართლა ჭამენ?
- ჰო, აბა, - მონდომებით დააქნია თავი როუზმა, - მერწმუნეთ, ჭამენ.
ნივრითა და მწვანილით კაზმავენ, ბრინჯით ტენიან და ყლაპავენ.
ქალებმა ქედმაღლურად ჩაიხითხითეს და, ალბათ, კიდევ იხითხი-
თებდნენ, იმ მომენტში არმანუშის მამინაცვალი რომ არ მიბრუნებო-
დათ გაწამებული სახით და არ შეენიშნა:
- რა არის ამაში განსაკუთრებული? მუმბარს უნდა ჰგავდეს. ერ-
თხელ უნდა გასინჯოთ, მართლა კარგია.
- ისიც სომეხია? - ჩურჩულით იკითხა მისის გრინელმა, როცა მუსა-
ტაფა ოთახიდან გავიდა.
- რა თქმა უნდა, არა, - ხმა ჩაუწყდა როუზს, - უბრალოდ, რაღაცები
საერთო აქვთ.
***
ზარის მწივანა ხმა გაისმა და არმანუში ტრანსიდან გამოიყვანა, ყვე-
ლა დანარჩენი კი შიშით ფეხზე წამოხტა. შვიდი საათიც კი არ იყო. პუნ-
ქტუალურობა აშკარად არ ყოფილა მეთ ჰასინგერის ერთ-ერთი ღირ-
სებათაგანი. თითქოს ღილაკს თითი დააჭირესო, სამივე მამიდა კარის-
კენ გაექანა და კინაღამ გააღეს კიდეც. ბიძია დირკანმა თავი მიარტყა
კარადას, რომელშიც ჯერ კიდევ მუშაობდა, ხოლო ბებია შუშანამ შეში-
ნებულმა გაახილა თვალი. მხოლოდ არმანუში ინარჩუნებდა სიმშვიდე-
სა და აღუშფოთველობას. მამიდების მიშტერებული მზერის თანხლე-
ბით გოგონა კარისკენ განზრახ მოზომილი ნაბიჯით გაემართა და გა-
აღო იგი!
120
- მამიკო! - აჟღურტულდა გახარებული არმანუში, - მეგონა, ამ საღა-
მოს შეხვედრა გქონდა. ასე ადრე როგორ გაჩნდი სახლში? - თუმცა,
ვიდრე შეკითხვას დაასრულებდა, გოგონამ გუმანით გამოიცნო პასუხი.
ბარსამ ჩახმახჩიანს ლოყები ჩაეჩხვლიტა და ნაზად გაეღიმა, მერე
კი ქალიშვილს მოეხვია. სიამაყისგან გაბრწყინებულ თვალებში მღელ-
ვარების კვალი ემჩნეოდა.
- ჰო, მაგრამ არ გამოვიდა, შეხვედრის სხვა რიცხვში გადატანა მოგ-
ვიხდა, - უთხრა მამამ არმანუშს.
როგორც კი გოგონა ისეთ მანძილზე მოშორდათ, რომ მათ საუბარს
ვეღარ მოისმენდა, ბარსამმა დებს გადაუჩურჩულა:
- აქ არის?
მეთ ჰასინგერის მოსვლამდე დარჩენილი ოცდაათი წუთის განმავ-
ლობაში ყველას, არმანუშის გარდა, გული სულ უფრო მეტად უგრძნობ-
და რაღაცას ავს. რამდენიმე კაბა ჩააცვეს და თითოეულ მათგანში გა-
მოწყობილს აქეთ-იქით იქამდე დაატარებდნენ, ვიდრე ერთხმად არ გა-
დაწყვიტეს: ფირუზისფერი კაბა. მორთულ-მოკაზმულობას შესადარი
საყურე, ბორდოსფერი მინის მძივებით გაწყობილი ქისა, მუქი ლურჯი
ფუმფულა ჟაკეტი იმ შემთხვევისათვის, თუ აცივდებოდა.
არმანუშმა იცოდა, რომ სიცივე იყო საკითხი, რომელთან დაკავში-
რებული კითხვები არ უნდა დაესვა. ჩახმახჩიანების აზრით, სამყარო
მათი სახლის გარეთ რაღაცნაირი არქტიკული იყო. მათთვის სიტყვა
„გარეთ“ „ცივ მიწას“ ნიშნავდა და გარეთ გასასვლელად თან ჟაკეტი უნ-
და წაგეღოთ, სასურველი იყო ხელით ნაქსოვი. ეს ამბავი არმანუშმა ნა-
წილობრივ ბავშვობიდან იცოდა - პატარა იყო, ბებიას მოქსოვილი შა-
ლის საბნების ქვეშ, კიდეებში ამოგვირისტებული თავისი ინიციალე-
ბით, რომ იმალებოდა ხოლმე. ისე დაძინება, რომ სხეული არაფრით
დაგეფარათ, უბრალოდ წარმოუდგენელი რამ იყო, ხოლო ქუჩაში უჟა-
კეტოდ გასვლა - შეცდომა. სწორედ ისე, როგორც სახლს სჭირდებოდა
სახურავი, ადამიანებსაც სჭირდებოდათ დამატებითი ტყავი მათსა და
დანარჩენ სამყაროს შორის, რათა თავი უსაფრთხოდ და თბილად ეგ-
რძნოთ.
121
როგორც კი არმანუში ჟაკეტის ჩაცმაზე დაიყოლიეს, ჩაცმა-დახურ-
ვის ნაწილი მაშინვე დასრულდა და მომდევნო, არსებითად პარადოქ-
სულ, მაგრამ არა ჩახმახჩიანებისათვის, მოთხოვნაზე გადავიდნენ. უნ-
დოდათ, არმანუში მათთან ერთად დამჯდარიყო სუფრასთან და ეჭამა,
რომ საღამოს ვახშმისთვის მომზადებული და მოღონიერებული ყოფი-
ლიყო.
- მაგრამ, ძვირფასო, ჩიტივით იკენკები. არ მითხრა, რომ ჩემი მან-
ტის გასინჯვას არც კი აპირებ, - მამიდა ვარსენიგს ხელში ჩამჩა ეჭირა
და ისე მოთქვამდა. მის მუქ წაბლისფერ თვალებში ჩამდგარმა უზარმა-
ზარმა შიშმაარმანუშს აფიქრებინა, მამიდა ერთ ჯამ მანტიზე მთავარ
სიკვდილ-სიცოცხლის მნიშვნელობის რომელიმე საკითხზე ხომ არ
ჯავრობსო.
- არ შემიძლია, მამიდა, - ამოიხვნეშა არმანუშმა, - თეფში უკვე გა-
მივსე კადაიფით. მაცალე, დავამთავრო. ეს საკმარისზე მეტია.
- მაშ, არ გინდოდა, რომ ხორცისა და ნივრის სუნი გქონოდა? - და-
იწკრიალა მამიდა სურპუნმა. მის ხმას ანცი ქარაგმები დაჰყვებოდა, -
ჰოდა, მოგართვით ეკმეკ კადაიფი. ასე შენს სუნთქვას ბუსტუღის სურ-
ნელი ექნება.
- რატომ უნდა მოგინდეს, რომ ბუსტუღის სუნი გქონდეს? - იკითხა
გაოგნებულმა ბებია შუშანამ, რომელსაც კამათის პირველიეპიზოდი
გამოეტოვებინა, თორემ ის კი არა, რომ მაინც ვერაფერს გაიგებდა.
- არ მინდა, ბუსტუღის სუნი ამდიოდეს, - უსაშველობისგან არმანუშ-
მა თვალები ფართოდ გაახილა და მამას მიუბრუნდა, უბედურების სიგ-
ნალს აძლევდა და ხსნას ელოდა.
ვიდრე ბარსამ ჩახმახჩიანი სიტყვის თქმას მოახერხებდა, არმანუ-
შის ფიჭურმა ტელეფონმა დარეკა. კლასიკური მელოდია იყო, ჩაიკოვ-
სკის „ფერია დრაჟეს ცეკვა“. გოგონამ ტელეფონი აიღო და პატარა ეკ-
რანს გაბუსულმა დახედა. დაფარული ნომერი გახლდათ. ვინც გინდა,
ის შეიძლებოდა ყოფილიყო, მეთ ჰასინგერიც კი, რომელიც რაღაც გა-
უგებარ მიზეზს იდებდა საღამოს ვახშმის გასაუქმებლად. არმანუში იდ-

122
გა, ხელში ტელეფონი ეჭირა და აღელვებული ჩანდა. მეოთხე დარეკ-
ვაზე გოგონამ ტელეფონს იმ იმედით უპასუხა, რომ დედამისი რეკავდა.
ასეც იყო.
- ჰო, დედა, - უგერგილოდ წაიბუტბუტა არმანუშმა. მიჩვეულიც კი
იყო ამას. პატარაობიდანვე, ყოველთვის, როცა ჩახმახჩიანებთან რჩე-
ბოდა, დედამისი ისე იქცეოდა, თითქოს მისი ქალიშვილის სიცოცხლე
საფრთხეში ყოფილიყო.
- ამი, არ მითხრა, რომ ისევ სახლში ხარ, - თქვა როუზმა.
არმანუში ამასაც მიჩვეული იყო. მას შემდეგ, რაც გოგონას მშობ-
ლები ერთმანეთს დაშორდნენ, დედამისი ქალიშვილის სახელსაც კი
რაღაცნაირად გაემიჯნა. თითქოს გოგონასათვის სახელის გადარქმევა
აუცილებელი იყო, იმისათვის, რომ ბავშვი უწინდებურად ჰყვარებოდა,
როუზი შვილს „არმანუშს“ აღარ ეძახდა. ნომენკლატურის ასეთი ცვლი-
ლების შესახებ ამ დღემდე ჩახმახჩიანების ოჯახის წევრისათვის არ
ჰქონდა ნათქვამი. ზოგჯერ რაღაცები არ ითქმება, არმანუშის ცხოვრე-
ბაში კი ასეთი მეტისმეტად ბევრი იყო.
- რატომ არ მპასუხობ? - არ ეშვებოდა დედა, - ამ საღამოს პაემანზე
არ მიდიოდი?
არმანუში დუმდა. შესანიშნავად იცოდა, რომ ოთახში ყველა მასზე
იყო მიყურადებული და უხერხული პაუზის შემდეგ მხოლოდ ეს თქვა:
- ჰო, დედა.
- ხომ არ გადაიფიქრე? თუ გადაიფიქრე?
- არა, დედა, მაგრამ შენი ნომერი რატომ არის დაფარული?
- ჩემი მიზეზები მაქვს, როგორც ყველა დედას. როცა იცი, რომ მე
ვარ, ტელეფონს ყოველთვის არ პასუხობ, - სასოწარკვეთილმა როუზმა
ხმას დაუწია, მაგრამ მერე ისევ ხმამაღლა განაგრძო, - მეთი ოჯახთან
შეხვედრას აპირებს?
- ხო, დედა.
- არა! ეს ყველაზე საშინელი შეცდომა იქნება. შიშით სულს გააფ-
რთხობინებენ მამიდაშენები, შენ მაგათ არ იცნობ, შენ ისეთი კარგი

123
ხარ, რომ ცუდს ვერ ხედავ, თავისი კითხვებით და დაკითხვებით საწ-
ყალ ბიჭს თავგზას აუბნევენ.
არმანუშს არაფერი უთქვამს. ხაზზე უცნაური შრიალი ისმოდა. გო-
გონას ეჭვი ჰქონდა, რომ დედამისი თან მას ტუქსავდა, თან თმას ივარ-
ცხნიდა.
- საყვარელო, რატომ არაფერს ამბობ? ყველა მანდ არის? - იკითხა
როუზმა. ყურმილში კიდევ ერთხელ გაისმა უცნაური შარიშური, მაგრამ
არმანუშს აღარ უფიქრია, რომ ეს ხმაური თმის ვარცხნის ხმას ჰგავდა.
უფრო თითქოს რბილი საგანი ვარდებოდა სითხეში შხეფების გარეშე,
უფრო ზუსტად კი, თითქოს ბლინების ცომს ასხამდნენ ჩამჩით გავარვა-
რებულ ტაფაზე.
- ო, რატომ გეკითხები იმას, რაც ისედაც აშკარაა? რა თქმა უნდა,
მანდ არიან. ნაძლევს დავდებ, ყველა მანდ არის. მაგათ უწინდებურად
ვძულვარ, არა?
ამ კითხვებზე პასუხი არმანუშს არ ჰქონდა. გოგონას თვალწინ წარ-
მოუდგა როუზი, რომელსაც თმა მსუბუქად გამოენასკვა, უსადენო ტე-
ლეფონი ყურზე მიეკრა, მეორე ხელში კი სამზარეულოს ნიჩაბი ეჭირა
და მოვარდისფრო-მონარინჯისფრო კარადებიან ნახევრად ჩაბნელე-
ბულ სამზარეულოში მარტო იმიტომ, რომ დღის ბოლოს თავად შეეჭა-
მა, ბლინებს ისე ახოხოლავებდა, თითქოს სახლში ბავშვების მთელი
ჯარი ყოფილიყოს. როუზი სამზარეულოს კარადების განახლებას გეგ-
მავდა, მაგრამ საამისოდ ხან ფული არ ჰქონდა, ხან დრო. არმანუშს
იმის წარმოსახვაც შეეძლო, როგორ იჯდა მისი მამინაცვალი, მუსტაფა
კაზანჯი, სამზარეულოს მაგიდასთან, ერთ წილ ყავაში ერთ წილ რძეს
ურევდა და „არიზონა დეილი სტარს“ ათვალიერებდა.
არიზონის უნივერსიტეტის დამთავრებისა და როუზთან დაქორწინე-
ბის შემდეგ მუსტაფა კაზანჯის რეგიონის მინერალების კომპანიაში და-
ეწყო მუშაობა და როგორც არმანუშმა იცოდა, კლდეებისა და ქვების
სამყარო ყველაფერზე მეტად უყვარდა. მუსტაფა ცუდი კაცი არ იყო და
ძალიან თუ გინდათ, იცოდეთ, ცოტა უინტერესო ვინმეც კი გახლდათ.
ღმერთმა უწყის, რამდენ ხანს არ ყოფილა სტამბოლში, მიუხედავად
124
იმისა, რომ იქ ოჯახი ჰყავდა. ზოგჯერ არმანუშს ისეთი შთაბეჭდილება
რჩებოდა, რომ მისმამინაცვალს საკუთარი წარსულისაგან გაქცევა უნ-
დოდა, მაგრამ რატომ, ამის თქმა გოგონას არ შეეძლო. არმანუშმა
რამდენჯერმე სცადა მუსტაფასთან სიტყვა ჩამოეგდო 1915 წელსა და
იმაზე, რაც თურქებმა სომხებს გაუკეთეს.
„ბევრი არაფერი ვიცი იმ ამბებზე, - თავაზიანად და ცივად უპასუხია
მამინაცვალს და ასე გაუჩუმებია არმანუში, - ისტორიაა. ისტორიკო-
სებს უნდა გაესაუბრო“.
- ამი, დამელაპარაკები? - როუზს გაღიზიანებული ხმა ჰქონდა.
- დედა, უნდა გავთიშო.მოგვიანებით დაგირეკავ, - თქვა არმანუშმა.
მოულოდნელად რაღაცამ დაიწკაპუნა და ტელეფონში ისეთი შიში-
ნი გაისმა, თითქოს როუზმა კიდევ ერთხელ ჩაასხა ჩამჩით ტაფაში
ბლინის ცომი, ანდა ქვითინი აუტყდა. არმანუშს ერჩია, ამ ორიდან პირ-
ველი ყოფილიყო.
საშინლად გაღიზიანებული არმანუში სუფრასთან დაბრუნდა, ისევ
დაჯდა სკამზე, კოვზს ხელი დაავლო და მიუხედავად იმისა, რომ არ უნ-
დოდა, იმის ყლაპვას შეუდგა, რაც თეფშზე ედო, ისე, რომ დანარჩენე-
ბისთვის არც შეუხედავს. კიდევ რამდენიმე კოვზი და არმანუში მიხვდა,
რომ ეს შეცდომა იყო.
- რატომ ვჭამ მანტის? - წამოიძახა გოგონამ.
- არ ვიცი, საყვარელო, - წამოიძახა პასუხად მამიდა ვარსენიგმაც,
რომელიც ძმისწულს ისე შეშინებული მისჩერებოდა, თითქოს არმანუ-
ში რაღაც უცხო ქმნილება ყოფილიყოს, - მანდ იმ შემთხვევისთვის დავ-
დე, თუ გასინჯვა მოგინდებოდა და თითქოს გინდოდა კიდეც.
არმანუშს ტირილი მოუნდა. სუფრიდან ადგომის ნებართვა ითხოვა
და კბილების გამოსახეხად სააბაზანოში გავარდა. ძალიან ნანობდა
მთელი ამ სულელური პაემნის გამო.
სარკის წინ იდგა. ხელში ნახევრად გამოწურული კბილის პასტის
ტუბი ეჭირა და ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს საზოგადოე-
ბისაგან სამუდამოდ განდგომასა და ღვთისაგან დავიწყებულ რომელი-
ღაც მთაზე მეუდაბნოედ წასვლას აპირებდა. რას გახდებოდა „კოლგე-
125
იტ ტოტალ უაითენინგის“ პასტა საძაგელ მანტისთან? იქნებ დაერეკა
მეთ ჰასინგერთან და ეს ყველაფერი ჩაეშალა? ახლა მხოლოდ ის უნ-
დოდა, რომ სასორწაკვეთილებას მიცემული ლოგინში წოლილიყო და
ნაყიდი რომანები ეკითხა და ეკითხა იქამდე, ვიდრე ცხვირიდან სის-
ხლი არ წამოუვიდოდა და თვალები არ დაეხუჭებოდა. მხოლოდ ეს უნ-
დოდა.
- ლოგინში უნდა დარჩენილიყავი და რომანები გეკითხა, - მიალან-
ძღა არმანუშმა ნაცნობი სახე, სარკეში რომ მოჩანდა.
- რა სისულელეა! - შენიშნა მამიდა ზარუჰმა, რომელიც ის-ის იყო,
გამოჩნდა სარკეში ძმისწულის გვერდით, - შენ ხარ ლამაზი, ახალგაზ-
რდა ქალი, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო მამაკაცს იმსახურებს.
პომადა წაისვით, მის!
ტუჩის საცხის ტუბის ძირზე „ქალური მომხიბვლელობა“ არ ეწერა,
მაგრამ ის, რაც ეწერა, ანუ „ალუბლის მომხიბვლელობა“, მნიშვნელო-
ბით საკმაოდ ახლოს იყო. არმანუშმა პომადა წაისვა და სწორედ ამ
დროს კარზე ზარმაც დარეკა. შვიდი საათი და ოცდათორმეტი წუთი! და
მაინც, როგორც ჩანს, პუნქტუალურობა მეთ ჰასინგერის ერთ-ერთი
ღირსებათაგანი იყო.
ერთი წუთის შემდეგ არმანუშ ჩახმახჩიანი სუფთად ჩაცმულ, თვალ-
ში საცემად აღელვებულ და თითქოს შეფიქრიანებულ მეთ ჰასინგერს
უღიმოდა, რომელიც კართან იდგა. მეთი არმანუშზე სამი წლით უმ-
ცროსი იყო. ამ უმნიშვნელო ფაქტს, რომლის შესახებ ვინმესთვის მო-
ყოლა არმანუშს საჭიროდ არ ჩაუთვლია, ვაჟის სახე ახლა აშკარად
გასცემდა. ან იმიტომ, რომ შეკრეჭილი თმისთვის რაღაც ექნა, ანდა
იმის გამო, რომ ისეთ ტანისამოსში ჩამძვრალიყო, რომელსაც ჩვე-
ულებრივ არ ჩაიცვამდა. მუქ ყავისფერ შალის ბლეიზერსა და რალფ
ლორენის მოყვითალო-მონარინჯისფრო შარვალში მეთ ჰასინგერი
დიდი ადამიანივით ჩაცმულ მოზარდს ჰგავდა.
ჰასინგერმა ბინაში შეაბიჯა. ხელში მეწამული ტიტების უზარმაზარი
თაიგული ეჭირა. არმანუშს გაუღიმა, უკანა პლანზე შეკრებილი აუდი-

126
ტორია შენიშნა და გაშეშდა. არმანუშის ზურგს უკან ჩახმახჩიანების
მთელი ოჯახი გამწკრივებულიყო.
- შემოდით, ახალგაზრდავ, - თქვა მამიდა ვარსენიგმა თავისი ომა-
ხიანი ხმით, რომელიც ადამიანებს დროდადრო აშინებდა კიდეც.
მეთ ჰასინგერმა ოჯახის ყველა წევრს ხელი ჩამოართვა. გრძნობდა,
როგორ უკაწრავდა მათი მზერა სახეს. საკუთარი თავის რწმენა დაკარ-
გა და ოფლმა დაასხა.
ვიღაცამ ყვავილები წაიღო, ვიღაცამ ბლეიზერი ჩამოართვა. უბ-
ლეიზეროდ ჰასინგერი გაპუტულ ფარშავანგს ჰგავდა. სასტუმრო ოთა-
ხისკენ წაბანცალდა და დაენარცხა პირველივე სკამზე, რომელიც და-
ლანდა. დანარჩენებმა ნახევარწრე შეკრეს და ახლოს მიუსხდნენ. ერ-
თმანეთს ერთი-ორი სიტყვა უთხრეს ამინდის, მეთის სწავლა-განათ-
ლების (სამართლის სკოლაში სწავლობდა, რაც შეიძლებოდა კარგიც
ყოფილიყო და ცუდიც), მისი ოჯახის (დედისერთა იყო, რაც შეიძლებო-
და კარგიც ყოფილიყო და ცუდიც), სომხებზე მისი ცოდნის (ბევრი არა-
ფერი იცოდა, რაც ცუდი იყო, მაგრამ უნდოდა, მეტი სცოდნოდა, რაც
კარგი იყო) შესახებ და ისევ ამინდის თემას დაუბრუნდნენ, მერე კი გა-
მაღიზიანებელი სიჩუმე ჩამოვარდა. თითქმის ხუთი წუთის განმავლო-
ბაში სათქმელი არავის არაფერი ჰქონდა, მაგრამ ყველა ისე იყო გა-
ბადრული, თითქოს ყელში რაღაც ჰქონოდათ გაჩხერილი და ეს სასა-
ცილოდ ეჩვენებოდათ. ამ უხერხულ კინაღამ სახიფათო ჩიხში აღმოჩ-
ნდნენ, როდესაც ხელმეორედ გაისმა „ფერია დრაჟეს ცეკვა“.
არმანუშმა ეკრანს დახედა. დაფარული ნომერი იყო. გოგონამ ტე-
ლეფონს ხმა გამოურთო. მობილური ახლა მხოლოდ ძიგძიგებდა. არ-
მანუშმა წარბები შეყარა და ტუჩები დაბრიცა, თითქოს მეთს ანიშნებდა,
არაფერიაო. მისი ჟესტი ვერც ჰასინგერმა გაიგო, ვერც დანარჩენებმა.
შვიდ საათსა და ორმოცდახუთ წუთზე არმანუშ ჩახმახჩიანი და მეთ
ჰასინგერი, ბოლოს და ბოლოს, გარეთ იყვნენ და ჰაიდ-სტრიტზე მიქ-
როდნენ. წითელი ვენეციური „სუზუკი-ვერონა“ სულ უფრო უმატებდა
სიჩქარეს. „სქიუდ უინდოუში“ მიდიოდნენ, რესტორანში, რომლის შე-

127
სახებაცმეთს ბევრი სმენოდა და ფიქრობდა, რომ იქაურობა მიმზიდვე-
ლი და რომანტიკული იქნებოდა.
- იმედია, მოგწონს აზიური ნაზავი, კარიბის სანაპიროს გავლენა
რომ ეტყობა, - ჩაიხითხითა საკუთარი სიტყვებით განცვიფრებულმა
მეთმა, - ამ ადგილს ძალიან აქებენ.
სიტყვები „ძალიან აქებენ“ არმანუშისათვის კრიტერიუმს არ წარმო-
ადგენდა უმთავრესად იმიტომ, რომ ყოველთვის ეჭვით უყურებდა ბეს-
ტსელერებს, რომლებსაც ძალიან აქებდნენ. მიუხედავად ამისა, გოგო-
ნას წინააღმდეგობა არ გაუწევია. იმედი ჰქონდა, რომ საღამოს ბოლოს
მისი ცინიზმი დაშვებულ შეცდომებს აღიარებდა.
ხელში სულ სხვა რამ შერჩათ, - „სქიუდ უინდოუ“, ანუ ქალაქის ინ-
ტელექტუალებისა და ხელოვანთა თავშეყრის საყვარელი ადგილი,
ყველაფერი იყო, მიმზიდველი და რომანტიკული რესტორნის გარდა, -
აქოთებული საწყობი ძალიან მაღალი ჭერით, არ-დეკოს დაკიდებული
ჭაღებითა და თანამედროვე აბსტრაქტული ხელოვნების ნიმუშებით
ალაციცებული კედლებით.
თავით ფეხებამდე შავებში ჩაცმული ოფიციანტები ისე კისრისტე-
ხით დარბოდნენ, გეგონებოდათ, ჭიანჭველებიაო, ის-ის იყო, შაქრის
ფხვნილი რომ აღმოეჩინათ. აქეთ-იქით დაარბენინებდნენ მარჯვედ
მომზადებულ კერძებს. იცოდნენ, რომ მალე ახალი მომხმარებელი
შეგცვლიდათ, სავარაუდოდ, ვინმე, ვინც მეტ ჩაის ფულს დატოვებდა.
რაც შეეხება მენიუს, ის უბრალოდ გაუგებარი იყო. თითქოს მისი შინა-
არსი საკმარისი არ ყოფილიყო ადამიანის საგონებელში ჩასაგდებად,
ყველა კერძს ისეთი ფორმა, გაფორმება და გარნირი ჰქონდა, რომ რა-
ღაც განსაკუთრებულ ექსპრესიონისტულ ნახატს მოგაგონებდათ.
რესტორნის ჰოლანდიელ შეფმზარულს ცხოვრებაში სამი მისწრა-
ფება ჰქონდა: ფილოსოფოსობა, მხატვრობა და რესტორნის შეფმზა-
რეულობა. რაკი ახალგაზრდობაში ფილოსოფიასა და სახვით ხელოვ-
ნებაში საშინლად არ გაუმართლა, ვერანაირ მიზეზს ვერ ხედავდა იმი-
სათვის, რომ თავისი დაუფასებელი ტალანტები სამზარეულოში არ გა-
მოეყენებინა. ასე და ამგვარად, ამ კაცს თავი იმით მოჰქონდა, რომ აბ-
128
სტრაქტულის მატერიალიზებას ახდენდა და იგი ისევ ადამიანის სხე-
ულში გადაეტანა, რომელიც, როგორც ხელოვნების ნიმუში, მხატვრის
სულიერი მდგომარეობის ხორცშესხმის სურვილის ნაყოფს წარმოად-
გენდა.
სადილი „სქიუდ უინდოუში“ უფრო ფილოსოფიური იყო, ვიდრე კუ-
ლინარიული, ხოლო ჭამა ითვლებოდა არა კუჭის ამოვსების ანდა შიმ-
შილის დათრგუნვის ფუნდამენტური სურვილით ნაკარნახებ აქტად,
არამედ კათარზისთან ერთად შესრულებულ უზადო ცეკვად.
საჭმლის შერჩევის უამრავი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ,
არმანუშმა გადაწყვიტა, მდოგვისსოუსიანი და ქუნჯუტიანი, დაბრაწუ-
ლი ყვითელკუდა თინუსი და ბატის ღვიძლის პაშტეტი „იაკინკუი“ შეეკ-
ვეთა. მეთმა მარაკუიას ვინეგრეტისა და ჯიკამის სარეცელზე დასვენე-
ბული პირველი ანტრეკოტი გასინჯა ნაღების ცხარემდოგვიანი სოუსი-
თურთ. მეთმა არ იცოდა, ამ კერძებს რომელი ღვინო მოუხდებოდა,
მაგრამ კარგი შთაბეჭდილების დატოვება სურდა და ამიტომ ღვინოე-
ბის ჩამონათვალს გადახედა.
უხერხულობის ხუთმა წუთმა გაიარა და მეთ ჰასინგერმა გააკეთა ის,
რასაც ყოველთვის აკეთებდა მაშინ, როცა არავითარი წარმოდგენა არ
ჰქონდა, რა უნდა აერჩია - ღვინო ფასის მიხედვით აარჩია. 1997 წლის
„სავინიონი“ იდეალური უნდა ყოფილიყო. ღვინო საკმაოდ ძვირი გახ-
ლდათ, მაგრამ მისი შეძლების ფარგლებს არ სცდებოდა. არმანუშმა და
მეთმა შეკვეთა მისცეს და იმის გარკვევას, თუ რამდენად კარგი იყო მა-
თი არჩევანი, იმ ოფიციანტის გამომეტყველების მიხედვით შეეცადნენ,
მათ რომ ემსახურებოდა, მაგრამ პროფესიული თავაზიანობის დაუწე-
რელი ფურცლის გარდა ვერაფერი აღმოაჩინეს.
ცოტა ისაუბრეს: ვაჟმა - კარიერაზე, რომლის გაკეთებაც სურდა,
ქალმა - ბავშვობაზე, რომლისთვისაც წერტილის დასმა უნდოდა; ვაჟმა
- თავის გეგმებზე, ქალმა - წარსულის კვალზე; ვაჟმა - მოლოდინზე, რო-
მელიც ცხოვრებაში ჰქონდა, ქალმა - ოჯახურ მოგონებებზე. სწორედ
მაშინ, საუბრის მორიგ თემაზე გადატანას რომ აპირებდნენ, ფერია

129
დრაჟე აცეკვდა. გაღიზიანებულმა არმანუშმა ნომერს დახედა. არც ნაც-
ნობი ნომერი იყო, არც დაფარული. არმანუშმა უპასუხა.
- ამი, სად ხარ?
- დე-და! როგორ... საიდან სხვა ნომერი? - ენის ბორძიკით თქვა გა-
ოგნებულმა არმანუშმა?
- ოჰ, საიდან და მისის გრინელის ფიჭური ტელეფონით გირეკავ, -
აღიარა როუზმა, - რა თქმა უნდა, ამდენი წვალება არ დამჭირდებოდა,
ჩემს ზარებს რომ პასუხობდე.
არმანუშმა თვალები გულგრილად დააფახურა, როცა ოფიციანტი
წითელ,ჩალისფერ და თეთრ ფერებში გადაწყვეტილ უცნაურ კერძს
უდებდა წინ. ფუნჯის ულაზათო მონასმების მსგავსი საწებლის შუაგულ-
ში წითელი, უმი თინუსის მრგვალი ნაჭრები და კვერცხის ხასხასა ყვი-
თელი გული იდო. ერთად ეს ყველაფერი თვალებჩაცვენილ უბედურ
სახეს ქმნიდა.
არმანუშს ფიჭური ტელეფონი ისევ ყურთან ჰქონდა მიდებული, მაგ-
რამ დედამისს აღარ უსმენდა. გოგონა შეეცადა, გამოეცნო, ეს სახე რო-
გორ უნდა შეეჭამა და ტუჩები მოკუმა.
- ამი, რატომ არ მპასუხობ? დედაშენი არა ვარ? იმის ნახევრის უფ-
ლებასაც არ მაძლევ, რის ნებასაც ჩახმახჩიანებს რთავ?
- გთხოვ, დედა, - თქვა არმანუშმა, რადგან როუზის სიტყვები ისეთ
შეკითხვას ჰგავდა, რომლის პასუხადაც შეიძლება მხოლოდ ითხოვო,
აღარ მკითხოთო.
გოგონა მხრებში მოიხარა, თითქოს წონაში ორჯერ მოიმატა.
რატომ იყო დედამისთან ლაპარაკი ასე ძნელი? არმანუშმა როუზს
სასწრაფოდ მოუბოდიშა, დაჰპირდა, რომმაშინვე დაურეკავდა, რო-
გორც კი შინ მივიდოდა და ფიჭური ტელეფონი გათიშა. მერე მეთისაკენ
გააპარა თვალი - აინტერესებდა, მიაქცია თუ არა ახალგაზრდა კაცმა
ყურადღება სატელეფონო ზარს.
მეთ ჰასინგერის თეფში მრგვალი კი არა, მართკუთხა იყო. მდოგ-
ვიანი ნაღების კრემის იდეალურად სწორი ხაზით საჭმელი ორ ზონად
გაეყოთ. დიზაინსა და ფერებზე მეტად ყმაწვილი საკვების უზადო გან-
130
ლაგებას გაეოცებინა. მეთმა ნერწყვი ძლივძლივობით გადაყლაპა,
თითქოს კერძის მწყობრი სწორკუთხოვანების დარღვევისა ეშინოდაო.
არმანუშისა და მეთ ჰასინგერის კერძები ორ ექსპრესიონისტულ ნა-
ხატს იმეორებდა. არმანუშის თეფში ფრანჩესკო ბორეტის „უსინათლო
მეძავის“ მიხედვით იყო აგებული. რაც შეეხება მეთის თეფშს, იგი მარკ
როტკოს ერთ-ერთი ნახატით გახლდათ შთაგონებული და გონივრული
სახელი - „უსათაურო“ ერქვა.
ქალ-ვაჟი ისე გაიტაცა თეფშების დათვალიერებამ, რომ ოფიციან-
ტის კითხვა, იყო თუ არა ყველაფერი რიგზე, არც გაუგიათ.
საღამო მშვენივრად გაგრძელდა, თუმცა, იმაზე უკეთ არა, რისთვი-
საც სიტყვა „მშვენიერი“ შეიძლება გამოვიყენოთ. საჭმელი გემრიელი
გამოდგა და ხელოვნების ნიმუშების გადასანსვლას იმდენად სწრაფად
შეუდგნენ, რომ როდესაც დესერტი მიუტანეს, მეთმა უპრობლემოდ ათ-
ქვიფა პიტერ კიჩელის „April Blues Bring May Yellows“-ის წუნდაუდებ-
ლად ჩაწიკწიკებული ლურჯი მოცვის მარცვლები, ხოლო არმანუშმა
უყოყმანოდ აძგერა კოვზი მსუბუქი, თხელი მოხარშული კრემის სახით
წარმოდგენილ ჯექსონ პოლოკის „Shimmering Substance“-ს.
როცა საქმე საუბარზე მიდგა, ქალ-ვაჟმა იმის ნახევარსაც ვერ მიაღ-
წია, რაც ჭამის დროს გამოუვიდათ. არა, განა არმანუშს მეთთან ყოფნა
არ მოსწონდა, ანდა მეთი არ იზიდავდა, მაგრამ რაღაც ძალიან აკ-
ლდათ არა ერთი თვალსაზრისით, რაც მთელს შეიძლება აკლდეს, არა-
მედ მთელის თვალსაზრისით, რომელიც ნამსხვრევებად ისე იშლება,
რომ ერთ-ერთ ნაწილს მაინც მოისაკლისებს.
შეიძლება, საჭმელი იყო მეტისმეტად ფილოსოფიური. ყოველ შემ-
თხვევაში, არმანუში მიხვდა, სად გადიოდა მისი შესაძლებლობების
ზღვარი - ალბათ, მეთ ჰასინგერს ვერ შეიყვარებდა. ამ აღმოჩენის შემ-
დეგ არმანუში საკუთარ თავს კითხვებს აღარ უსვამდა და ვაჟით დაინ-
ტერესება აშკარა თანაგრძნობამ შეცვლა.
გზად შინისაკენ მანქანა გააჩერეს და კოლუმბუს-ავენიუზე ცოტა გა-
ისეირნეს. ორივე რაღაცაზე ფიქრობდა და დუმდა. მსუბუქმა ნიავმა და-

131
უბერა და არმანუშმა წამით იგრძნო მარილიანი ზღვის მძაფრი სურნე-
ლი. გოგონას სანაპირო ენატრებოდა და აქედან გაქცევა უნდოდა.
წიგნის მაღაზია „სითი ლაითსის“ წინ რომ აღმოჩნდნენ, არმანუშმა
ფანჯრის მიღმა თავისი ერთ-ერთი საყვარელი წიგნი შენიშნა და ერ-
თბაშად გამოცოცხლდა. ეს გახლდათ „სამარე ბორის დავიდოვიჩის-
თვის“.
- წაკითხული გაქვს ეს წიგნი? საოცარი წიგნია! - წამოაყრანტალა
ამიმ და როდესაც გარკვევით გაიგონა „არა“, წიგნის პირველი მოთ-
ხრობის მოყოლას შეუდგა, მერე კი მეთს წიგნში მოცემული შვიდივე ამ-
ბავი უამბო. იმდენად, რამდენადაც გულწრფელად სჯეროდა, რომ და-
საწყისში დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ოკრობოკრო სანახების
მიმოხილვის გარეშე წიგნის ბოლომდე გაგება შეუძლებელი იყო, მომ-
დევნო ათი წუთის განმავლობაში არმანუშ ჩახმახჩიანი ასეთი მიმო-
ხილვით იყო დაკავებული. ამიმ დაარღვია პირობა, რომელიც სწორედ
იმ დილით მისცა დედას - აღუთქვა, რომ სიტყვასაც არ დასძრავდა წიგ-
ნებზე, ყოველ შემთხვევაში, პირველ პაემანზე მაინც.
რაშენ-ჰილში დაბრუნებული ქალ-ვაჟი ბებია შუშანას ამხანაგური
სახლის წინ ერთმანეთის პირისპირ იდგა. პაემანი იწურებოდა და მისი
იმაზე უკეთ დამთავრება სურდათ, ვიდრე საღამო გაატარეს, საამისოდ
კი ერთადერთი რამ მოსდიოდათ თავში - ნამდვილი, ნანატრი, საოცნე-
ბო კოცნა. რაკი ორივე ძალიან შორს იყო ვნებისაგან, ერთი ნაზი ამბო-
რი გამოუვიდათ, რომელსაც არმანუშის თანაგრძნობა, მეთისა კი აღ-
ფრთოვანება ეტყობოდა.
- იცი, შენთვის ამის თქმა მთელი საღამო მინდოდა, - ენა დაება
მეთს, თითქოს უხერხული სიმართლე, რომლის გამხელასაც აპირებ-
და, ტვირთად აწვებოდა, - გასაოცარი სურნელი გაქვს… უჩვეულო და
ეგზოტიკური... როგორც...
- როგორც, რა? - არმანუში გაფითრდა, გონებაში ცხელ-ცხელი მან-
ტის თეფში ამოუტივტივდა.
მეთ ჰასინგერმა ხელი მოხვია და ჩურჩულით უთხრა:
- ბუსტუღის... ჰო, ბუსტუღის სურნელი გაქვს.
132
თერთმეტ საათსა და თხუთმეტ წუთზე ბებია შუშანას კარის უამრავი
საკეტის გასაღებად არმანუშმა გასაღებების აცმა ამოაცოცა. ეშინოდა,
სასტუმრო ოთახში შეკრებილ მთელ ოჯახს არ გადავეყარო, ვიდრე
ჩემს მოლოდინში პოლიტიკაზე საუბრით, ჩაის სმითა და ხილის მირ-
თმევით იქნებიან დაკავებულიო.
ბინა ჩაბნელებული და ცარიელი დახვდა. მამასა და ბებიას ეძინათ,
დანარჩენები შინ წასულიყვნენ. მაგიდაზე თეფში იდო. ზედ არმანუში-
სათვის სათუთად გათლილი ორი ვაშლი და ორი გაფცქვნილი ფორ-
თოხალი იდო. გოგონამ გარედან გამუქებულ ერთ ვაშლს დაავლო ხე-
ლი და გულმა რეჩხი უყო. ღამის იდუმალ სიჩუმეში ვაშლი მოციცქნა და
მოწყენილობა და დაღლა იგრძნო. მალე არიზონაში უნდა დაბრუნებუ-
ლიყო, მაგრამ დარწმუნებული არ იყო, რომ დედამისის ჰერმეტიზებუ-
ლი სამყაროს ატანა შეეძლო. მიუხედავად იმისა, რომ სან-ფრანცისკო-
ში ყოფნა მოსწონდა და შეიძლებოდა, ერთი სემესტრიც კი გაეცდინა
მამასა და ბებია შუშანასთან დასარჩენად, არმანუში მაინც ვერაფერს
უხერხებდა აზრს, რომ აქაურობას რაღაც აკლდა, მისი პიროვნების
რომელიღაც ნაწილი ადგილზე არ იყო, მას კი ამ ნაწილის გარეშე
ცხოვრების დაწყება არ შეეძლო.
მეთ ჰასინგერთან უღიმღამო პაემანმა ეს შეგრძნება კიდევ უფრო
გაუძლიერა. ახლა თითქოს უფრო დაბრძენდა და უკეთ აცნობიერებდა
საკუთარ მდგომარეობას, მაგრამ იმის გამო, რასაც მიხვდა, სევდა მო-
ერია.
არმანუშმა ფეხსაცმელები გაყარა და თავისი ოთახისაკენ გაეშურა,
ხილიც თან წაიღო. ოთახში თმა კუდივით შეიკრა, ფირუზისფერი კაბა
გაიხადა და ჩაინათაუნში ნაყიდ აბრეშუმის პიჟამაში ჩაძვრა, მერე
ოთახის კარი დახურა და სასწრაფოდ ჩართო კომპიუტერი. მხოლოდ
რამდენიმე წუთი დასჭირდა ერთადერთი უსაფრთხო სამოთხის მისაღ-
წევად, სადაც ასეთ დროს შეეძლო თავის შეფარება.
სასაუბრო ფორუმი „კაფე კონსტანტინოპოლი“ ან, როგორც საიტის
ხშირი სტუმრები ამბობდნენ, კიბერკაფე, თავიდან საბერძნეთის სომ-
ხების, სეფარდი სომხებისა და ამერიკელი სომხების ერთ ჯგუფს შეუქ-
133
მნია. გარდა იმისა, რომ ნიუ-იორკში ცხოვრობდნენ, ყველას ერთი ძი-
რითადი რამ აერთიანებდა: ყველანი ერთ დროს სტამბოლელი ოჯახე-
ბის შვილთაშვილები გახლდნენ. ვებგვერდი ცნობილი სიმღერით იხ-
სნებოდა: „სტამბოლი კონსტანტინოპოლი იყო, ახლა ის სტამბოლია
და არა კონსტანტინოპოლი“...
ამ მელოდიის ფონზე ჩნდებოდა ჩამავალი მზის მოფარფატე ჩრდი-
ლებში გახვეული ქალაქის სილუეტი, ფარდას ფარდა ცვლიდა... იისფე-
რი, შავი, ყვითელი. ეკრანის შუაგულში მოციმციმე ისარი განიშნებ-
დათ, ფორუმში შესასვლელად სად უნდა დაგეწკაპუნებინათ. გასაგ-
რძელებლად პაროლით უნდა დარეგისტრირებულიყავით. მრავალი
სხვა რეალური კაფეს მსგავსად, „კაფე კონსტანტინოპოლიც“ თეორიუ-
ლად ყველასათვის ღია იყო, მაგრამ პრაქტიკულად მუდმივი მომხმა-
რებლისათვის გახლდათ დაჯავშნილი. შესაბამისად, მიუხედავად იმი-
სა, რომ ყოველდღე ჩნდებოდნენ მრავალრიცხოვანი მოსაუბრეები, ძი-
რითადი ჯგუფი მეტ-ნაკლებად უცვლელი იყო. მას შემდეგ, რაც გაივ-
ლიდით რეგისტრაციას, ეკრანის ძირზე ქალაქის სილუეტი ფერ-
მკრთალდებოდა და ისევე იხლიჩებოდა, როგორც თეატრალური ფარ-
და მოქმედების დაწყების წინ. კიბერკაფეში შესვლისას ჯერ ზარების
ხმას გაიგონებდით, შემდეგ კი იმავე მელოდიას, მხოლოდ ამჯერად უფ-
რო შორიდან ისმოდა.
საიტზე შესულმა არმანუშმა უყურადღებოდ დატოვა დაუქორწინებე-
ლი სომხების, ბერძნებისა და გაუთხოვრებისა და უცოლშვილოთა ფო-
რუმები და „ანუშის ხეზე“ დააწკაპუნა.
ეს იყო ფორუმი, სადაც მხოლოდ ინტელექტუალური ინტერესების
მქონე რეგულარული მომხმარებლები იკრიბებოდნენ. არმანუშმა ეს
ჯგუფი ათი თვით ადრე აღმოაჩინა და მას შემდეგ მისი მუდმივი წევრი
იყო - თითქმის ყოველდღე მონაწილეობდა სჯა-ბაასში. მიუხედავად
იმისა, რომ ჯგუფის ზოგიერთი წევრი დროდადრო დღისითაც აპოსტებ-
და, ნამდვილი დისკუსია ყოველთვის ღამით იმართებოდა, როდესაც
ყოველდღიურ საქმეებს მოილევდნენ.

134
არმანუშის წარმოსახვაში ეს ფორუმი ერთი ჭუჭყიანი და ბოლში
გახვეული ბარი გახლდათ, სადაც შინ მიმავალი ჩვეულებისამებრ შე-
დიოდა ხოლმე. ასე და ამგვარად, „კაფე კონსტანტინოპოლი“ იყო თავ-
შესაფარი, რომელშიც შესვლისას შეგეძლოთ თქვენს ნამდვილ და ბა-
ნალურ „მე“ზე ისე გეთქვათ უარი, თითქოს წინკარში სველ საწვიმარს
ტოვებდით.
„კაფე კონსტანტინოპოლის“ ამ განყოფილებას შვიდი მუდმივი წევ-
რი ჰყავდა, ხუთი სომეხი და ორი ბერძენი. ერთმანეთს პირადად არა-
სოდეს შეხვედროდნენ და ამის საჭიროებაც არასოდეს უგრძნიათ. ყვე-
ლა მათგანს ჰქონდა მეტსახელი. არმანუშის ფსევდონიმი მადამ დევნი-
ლი-სული გახლდათ. ეს სახელი 1915 წელს ნორჩი თურქების მიერ სიკ-
ვდილმისჯილთა სიაში შეტანილი ერთადერთი ნოველისტი ქალის, ზა-
ბელ იესაიანის პატივსაცემად აირჩია.
ზაბელი საოცარი პიროვნება იყო. კონსტანტინოპოლში დაბადე-
ბულმა ქალმა ცხოვრების დიდი ნაწილი გადასახლებაში გაატარა. მი-
მომხილველისა და რომანისტის მშფოთვარე ცხოვრებით ცხოვრობდა.
სურათზე, რომელსაცარმანუში საწერ მაგიდაზე ინახავდა, ჩაფიქრებუ-
ლი ზაბელი ქუდის კიდის ქვემოდან გასცქეროდა უცხო ადგილს, ჩარ-
ჩოს მეორე მხარეს რომ იყო.
მეტსახელები „ანუშის ხის“ სხვა წევრებსაც ჰქონდათ, მაგრამ რა-
ტომ ერქვათ ესა თუ ის სახელი, საკითხავადაც არ ღირს.
ყოველ კვირას განსაკუთრებულ საკითხს ირჩევდნენ განსახილვე-
ლად. მიუხედავად იმისა, რომ თემები ერთმანეთისაგან დიდად გან-
სხვავდებოდა, ყველა მათგანი მოსაუბრეთათვის საერთო ისტორიისა
და კულტურის გარშემო ტრიალებდა. სიტყვა „საერთო“ ხშირად „საერ-
თო მტერს“, თურქებს გულისხმობდა. ისე სწრაფად და მტკიცედ, თანაც
ცოტა ხნით და არასაიმედოდ, არაფერი აერთიანებს ადამიანებს, რო-
გორც საერთო მტერი.
ამ კვირის თემა „იანიჩარები“ იყო. არმანუშმა რამდენიმე ახალთა-
ხალ პოსტს გადახედა და ძალიან გაუხარდა - ბარონი ბაღდასარიანი
ადგილზე იყო. არმანუშმა ბარონზე ბევრი არაფერი იცოდა, გარდა იმი-
135
სა, რომ ეს უკანასკნელიც ასევე გადარჩენილთა შვილთაშვილი იყო და
ამისაგან განსხვავებით, ზედმეტად მრისხანე.
ზოგჯერ ბაღდასარიანი უკიდურესად უხეში და სკეპტიკური იყო. ბო-
ლო რამდენიმე თვის განმავლობაში ციფრული გარემოსათვის დამახა-
სიათებელი მოუხელთებლობის მიუხედავად, ანდა შესაძლოა მისი წყა-
ლობით, არმანუშს, თავადაც ვერ მიხვდა როგორ, მის მიმართ გარ-
კვეული სიმპათია გაუჩნდა. დღე დღედ არ მიაჩნდა, მისი შეტყობინებე-
ბი რომ არ წაეკითხა. რაც უნდა ყოფილიყო ის, რასაც არმანუში ბარონ
ბაღდასარიანის მიმართ განიცდიდა, მეგობრობა, სიყვარული თუ მხო-
ლოდ და მხოლოდ ცნობისმოყვარეობა, გოგონამ იცოდა, რომ ეს
გრძნობა ორმხრივი იყო.
ხალხმა, რომელსაც სჯერა, ოტომანთა მმართველობა სამართლია-
ნი იყოო, არაფერი იცის იანიჩარების პარადოქსზე.იანიჩარები ოტომა-
ნური სახელმწიფოს მიერ მოტაცებული და მოქცეული ქრისტიანი ბავ-
შვები იყვნენ, რომლებსაც საკუთარი ხალხის სიძულვილისა და წარსუ-
ლის დავიწყების ფასად სოციალურ კიბეზე ასვლის შანსს აძლევდნენ.
დღეს იანიჩართა პარადოქსი ისეთივე მნიშვნელოვანია ყველა უმცი-
რესობისათვის, როგორიც გუშინ იყო. დევნილთა შვილებო! ისევ და
ისევ უნდა დაუსვათ საკუთარ თავს საუკუნოვანი კითხვა: როგორი იქ-
ნება თქვენი დამოკიდებულება ამ პარადოქსისადმი? აპირებთ კი იანი-
ჩარების როლზე დათანხმებას? მიატოვებთ თქვენს თემს იმისთვის,
რომ თურქებს შეურიგდეთ და წარსულის ისე შეთეთრების ნება მისცეთ,
რომ, როგორც თავად ამბობენ, ყველამ წინ წავიწიოთ?
ისე, რომ ეკრანისათვის თვალი არ მოუშორებია, არმანუშმა დარჩე-
ნილ ვაშლს ერთი ლუკმა მოაკბიჩა და ნერვიულად დაღეჭა. არასოდეს
ყოფილა ასეთი აღფრთოვანებული მამაკაცით, ცხადია, მამამისის გარ-
და, მაგრამ ეს სხვა რამ იყო.
იყო ბარონ ბაღდასარიანში რაღაც ისეთი, რაც არმანუშს ერ-
თდროულად ხიბლავდა და აშინებდა კიდეც. თავად ბარონის ან მისი
თამამი განცხადებების კი არა, უფრო საკუთარი თავისა ეშინოდა. ბა-
რონის სიტყვებს უზარმაზარი გავლენა ჰქონდა და შეეძლო, ამოექექა
136
მეორე არმანუში, ღრმა ძილს მიცემული იდუმალი არსება, რომელიც
გოგონაში ცხოვრობდა. ბარონ ბაღდასარიანის სიტყვები ამ არსებას
ჭვილთივით ჩხვლეტდა და იქამდე ესობოდა, ვიდრე ეს უკანასკნელი
ღრიალით არ გაიღვიძებდა და სინათლეზე არ გამოვიდოდა.
არმანუში ისევ ამ სახიფათო დასასრულზე იჭყლეტდა ტვინს, როცა
ლედი ფარშავანგ/სირამარკის გრძელ შეტყობინებას მოჰკრა თვალი.
სომხური წარმოშობის ამერიკელი ღვინის ექსპერტი, რომელიც კალი-
ფორნიის ერთ-ერთ ღვინის ქარხანაში მუშაობდა და ხშირად დადიოდა
ერევანში, ცნობილი იყო აშშ-ისა და სომხეთის თავშესაქცევი და მახ-
ვილგონივრული შედარებებით. იმ დღეს ლედი ფარშავანგს მავანის
სომხობის ხარისხის შესაფასებელი ტესტი დაეპოსტებინა:
1. თუ ისე გაიზარდეთ, რომ ხელით ნაქსოვი საბნის ქვეშ გეძინათ ან
სკოლაში ხელით ნაქსოვი ჟაკეტებით დადიოდით
2. თუ ექვსი-შვიდი წლის ასაკამდე ყოველ დაბადების დღეზე სომ-
ხურ ანბანს გჩუქნიდნენ
3. თუ სახლის, გარაჟის ან სამსახურის კედელზე არარატის მთის სუ-
რათი გიკიდიათ
4. თუ მიჩვეული ხართ იმას, რომ სომხურად გეალერსებიან და გე-
ღუღუნებიან, ინგლისურად გსჯიან და გეჩხუბებიან და თურქულად არც
კი გახსენებენ
5. თუ სტუმრებს ჰუმუსით, ნაჩოს ჩხირებითა, ბადრიჯნის ხიზილა-
ლითა და ბრინჯის კვერუკებით უმასპინძლდებით
6. თუ იცნობთ მანტის გემოს, სუჯუხის სუნსა და ბასთურმის წყევლას
7. თუ ადვილად ღიზიანდებით და ბრაზდებით საოცრად უმნიშვნე-
ლო რამეების გამო, მაგრამ სიმშვიდეს ინარჩუნებთ, როდესაც არსე-
ბობს რაღაც ისეთი, რის გამოც სერიოზულად უნდა შეშფოთდეთ და
იდარდოთ
8. თუ გაკეთებული გაქვთ ან გეგმავთ ცხვირის პლასტიკური ოპერა-
ციის გაკეთებას
9. თუ მაცივარში ნუტელას ქილას ინახავთ, სადღაც საკუჭნაოში კი -
ნარდის დაფას
137
10. თუ სასტუმრო ოთახის იატაკზე მამაპაპისეული ხალიჩა გიფენი-
ათ
11. თუ თავს ვერაფერს უხერხებთ და მოწყენილი ხართ „ლორკე-
ლორკეს“ ცეკვისას მაშინაც კი, როცა ენერგიული მუსიკა უკრავს და
ტექსტისმნიშვნელობა არ გესმით
12. თუ ყოველი ჭამის შემდეგ ხილის მისართმევად შეკრების ჩვე-
ულებას თქვენს ოჯახში ღრმა ფესვები აქვს და თუ მამათქვენი ფორთო-
ხალს გიფცქვნით, მიუხედავად იმისა, რა ასაკის ბრძანდებით
13. თუ თქვენი ნათესავები გამუდმებით გჩრიან პირში საჭმელს და
პასუხად არ მიაჩნიათ თქვენი „დავნაყრდიო“
14. თუ დუდუკის ხმაზე ტანში ჟრუანტელი გივლით და ძალიან გაინ-
ტერესებთ, როგორ შეიძლება გარგარის ხისაგან გაკეთებული ჩასაბე-
რი საკრავი ასე ნაღვლიანად აკვნესდეს
15. თუ გულის სიღრმეში გრძნობთ, რომ ყოველთვის არის თქვენს
წარსულში რაღაც იმაზე მეტი, რისი ცოდნის ნებასაც ოდესმე დაგრთა-
ვენ
მას შემდეგ, რაც ყველა კითხვაზე დადებითი პასუხი გასცა, არმანუშ-
მა ანგარიშის გასაგებად ქვემოთ ჩამოიწია:
0-3 ქულა: ბოდიში, ბატონო, ალბათ, აუტსაიდერი ხართ.
4-8 ქულა: თქვენი შედეგები შიდა აუტსაიდერისას ჰგავს. ალბათ,
სომეხზე ხართ დაქორწინებული.
9-12 ქულა: თქვენი სომხობა თითქმის უდავოა.
13-15 ქულა: ეჭვგარეშეა, რომ თქვენ ამაყი სომეხი ბრძანდებით.
არმანუშმა ეკრანს გაუღიმა და სწორედ ამ მომენტში ჩაავლო იმას,
რაც ისედაც იცოდა. თითქოს მისი გონების სიღრმეში მიმავალი კარი
გაიღო და ვიდრე მისი ჭკუამოწყობილობა ყველა აზრს დაიტევდა, რო-
მელიც გოგონას ერთბაშად დაატყდა თავს, არმანუშს თვითანალიზის
ტალღამ გადაუარა. იქ უნდა წასულიყო. მოგზაურობა იყო ის, რაც არ-
მანუშს ასე ძალიან სჭირდებოდა.
იმის გამო, რომ მისი ბავშვობა ნაწილებად იყო დახლეჩილი, გოგო-
ნას ჯერაც ვერ მიეგნო განუყოფლობისა და იდენტურობის შეგრძნები-
138
სათვის. საკუთარი ცხოვრების დასაწყებად წარსულში უნდა ემოგზა-
ურა. ამ აღმოჩენის სიმძიმემ გონება გაუნათა და თითქოს ყველასთვის,
მაგრამ კონკრეტულად ბარონი ბაღდასარიანისთვის, ერთი შეტყობი-
ნება დააბეჭდვინა:
- იანიჩარების პარადოქსი არსებობის ორ, ერთმანეთთან დაპირის-
პირებულ მდგომარეობას შორის იხლიჩება. ერთი მხრივ, წარსულის
გადმონაშთები ხვავდება - მგრძნობიარობისა და სევდის სათავე, უსა-
მართლობისა და დისკრიმინაციის შეგრძნება. მეორე მხრივ, აღთქმუ-
ლი მომავალიბჟუტავს - წარმატების მორთულ-მოკაზმული თავშესაფა-
რი, შეგრძნება, რომლის მსგავსიც მანამდე არასოდეს გქონიათ, სიმ-
შვიდე, რომელიც უმრავლესობასთან ერთად ყოფნას მოაქვს და იმას,
რომ, ბოლოს და ბოლოს, ჩვეულებრივ ადამიანად გთვლიან.
- გამარჯობა, მადამ დევნილო-სულო! მიხარია, რომ დაბრუნდით.
რა შესანიშნავია, თქვენში პოეტის დანახვა.
ეს ბარონი ბაღდასარიანი გახლდათ. არმანუში თავს ვერ მოერია
და პოსტის ბოლო ნაწილი კიდევ ერთხელ გადაიკითხა: „რა შესანიშნა-
ვია თქვენში პოეტის დანახვა“. გოგონას წუთით აზრები აერ-დაერია.
- ვფიქრობ, მეც შეიძლება მქონდეს რაღაც საერთო იანიჩარების პა-
რადოქსთან. როგორც სხვადასხვა კულტურული ფესვის მქონე, ერთმა-
ნეთზე განაწყენებული და განქორწინებული მშობლების შვილმა, - არ-
მანუში გაჩერდა, თავს უხერხულად გრძნობდა იმის გამო, რომ თავისი
ამბავი უნდა გამოეაშკარავებინა, მაგრამ თხრობის გაგრძელების სურ-
ვილიც მეტისმეტად ძლიერი იყო, - როგორც ერთადერთმა ქალიშვილ-
მა სომეხი მამისა, რომელიც თავად გადარჩენილთა შვილია, და კენტუ-
კელი დედისა ელიზაბეტთაუნიდან, დანამდვილებით ვიცი, რას შეიძ-
ლება გრძნობდე, როცა დაპირისპირებულ მხარეებს შორის იწეწები,
გამუდმებით მერყეობ არსებობის ორ მდგომარეობას შორის და არ შე-
გიძლია თავიდან ბოლომდე ეკუთვნოდე რომელიმე მხარეს.
ამ დრომდე არმანუშს ასე პირდაპირ ჯგუფის არც ერთი წევრისათ-
ვის არ მიეწერა რაიმე ესოდენ პირადი. გოგონამ ჩაისუნთქა. გული მძი-

139
მედ უცემდა. რას იფიქრებდა მასზე ბარონი ბაღდასარიანი ან დაწერდა
კი იმას, რასაც სინამდვილეში ფიქრობდა.
- ძნელი იქნება. დიასპორის სომხების უმეტესობისათვის ჰაი დათი
ერთადერთი ფსიქოლოგიური დასაყრდენია, რომელიც იდენტურობას
გვანარჩუნებინებს. შენი მდგომარეობა განსხვავებულია, მაგრამ საბო-
ლოოდ ჩვენ ყველა ამერიკელებიც ვართ და სომხებიც. ასეთი სიმრავ-
ლე კარგია იმდენად, რამდენადაც დასაყრდენს არ ვკარგავთ, - წერდა
უბადრუკი-თანაცხოვრება, ცნობილი ლიტერატურული ჟურნალ „ბეი
არეას“ მთავარ რედაქტორთან უიღბლო ქორწინებაში მყოფი დიასახ-
ლისი.
- სიმრავლე ნიშნავს იყო იმაზე მეტი, ვიდრე ერთია, თუმცა, ჩემს შემ-
თხვევაში ასე არ ყოფილა. ჯერ ერთი, ვერასოდეს გავხდი სომეხი, -
წერდა არმანუში, რომელიც ხვდებოდა, რომ აღსარების თქმას ბევრი
არაფერი აკლდა, - საკუთარი თავი უნდა ვიპოვო. იცით, ფარულად რა-
ზე ვფიქრობ? ჩემი ოჯახის სახლის სანახავად თურქეთში წასვლაზე. ბე-
ბია სულ ლაპარაკობს სტამბოლის შესანიშნავ სახლზე. უნდა წავიდე და
საკუთარი თვალით ვნახო. ეს იქნება მოგზაურობა ჩემი ოჯახის წარ-
სულსა და ჩემს მომავალში. იანიჩარების პარადოქსი იქამდე არ მომას-
ვენებს, ვიდრე არ გავაკეთებ რაღაცას ისეთს, რაც საკუთარ წარსულს
მაპოვნინებს.
- მოიცა, მოიცა, მოიცა, - დაბეჭდა, პანიკაში ჩავარდნილმა ლედი
ფარშავანგმა, - შენი აზრით, ახლა რა ჯანდაბას აკეთებ? თურქეთში
მარტო აპირებ წასვლას? გაგიჟდი?
- ნაცნობების გამოძებნა შემიძლია. ძნელი არ იქნება.
- ასე როგორ იქნება, მადამ დევნილო-სულო? - თავისას არ იშლიდა
ლედი ფარშავანგ/სირამარკი.
- შენი აზრით, რამდენად შორს შეგიძლია წახვიდე პასპორტში ასე-
თი სახელით?
- არ ჯობს, პირდაპირ სტამბოლის პოლიციის შტაბბინაში წახვიდე
და კოხტად დაგაპატიმრონ?! - ჩაერია საუბარში დეიდა ყაურმა, ასპი-

140
რანტი, რომელიც კოლუმბიის უნივერსიტეტში ახლო აღმოსავლეთს
სწავლობდა.
არმანუშმა იფიქრა, რომ შეიძლებოდა ეს ყოფილიყო სათანადო მო-
მენტი იმისათვის, რომ საკუთარი ცხოვრების შესახებ კიდევ ერთი მთა-
ვარი სიმართლე ეღიარებინა.
- საჭირო ნაცნობების გამოძებნა შეიძლება ჩემთვის იმდენად ძნე-
ლი არ იყოს, იმიტომ, რომ დედაჩემის ახლანდელი ქმარი თურქია.
უსიამოვნო სიჩუმე ჩამოვარდა. მთელი ერთი წუთის განმავლობაში
პასუხი არავის დაუწერია და არმანუშმაც განაგრძო:
- მუსტაფა ჰქვია. გეოლოგია, არიზონაში მუშაობს ერთ კომპანიაში.
კარგი კაცია, მაგრამ ისტორია საერთოდ არ აინტერესებს და მას შემ-
დეგ, რაც აშშ-ში ჩამოვიდა, ოცი წელი იქნება, სახლში ერთხელაც არ
ყოფილა. თავისი ოჯახიც კი არ დაუპატიჟებია ქორწილში. რაღაც საეჭ-
ვო ხდება, მაგრამ არ ვიცი, რა. ამაზე არ ლაპარაკობს, მაგრამ ვიცი,
რომ სტამბოლში დიდი ოჯახი ჰყავს. ერთხელ ვკითხე, როგორი ხალ-
ხია-მეთქი, მან კი მითხრა: „ო, ჩვეულებრივი ხალხია, როგორიც მე და
შენ“.
- მისი სიტყვები დედამიწაზე ყველაზე მგრძნობიარე ადამიანისას არ
ჰგავს, თუ შეიძლება მამაკაცებს საერთოდ ჰქონდეთ გრძნობები, - ჩა-
ერთო საფოს ასული, ლესბოსელი ბარმენი, რომელსაც ცოტა ხნის წინ
ეშოვა სამსახური ბრუკლინის ერთ დაძონძილ რეგის ბარში.
- ამ კაცს აშკარად არა აქვს, - დასძინა უბადრუკმა თანაარსებობამ,
- გული თუ აქვს?
- კი, აქვს. დედაჩემი უყვარს და დედაჩემსაც უყვარს, - პასუხი გასცა
არმანუშმა. მიხვდა, რომ პირველად აღიარა დედასა და მამინაცვალს
შორის სიყვარულის არსებობა, თითქოს უცხო თვალით შეხედაო მათ,
- რაც უნდა იყოს, შემიძლია მის სახლში გავჩერდე. ბოლოს და ბოლოს,
მისი გერი ვარ და ვფიქრობ, ჩემი მიღება მოუწევთ. ჩემთვის თავსატე-
ხია, როგორ მიმიღებენ ჩვეულებრივი თურქები. ნამდვილი თურქული
ოჯახი, გაამერიკელებული მეცნიერებისა კი არა.

141
- რაზე უნდა ელაპარაკო ჩვეულებრივ თურქებს? - იკითხა ლედი
ფარშავანგ/სირამარკმა, -აი, ისინიც კი, ვისაც კარგი განათლება აქვთ,
ან ნაციონალისტები არიან, ან უზრდელები. გგონია, ჩვეულებრივ
ხალხს ისტორიული სინამდვილის მიღება დააინტერესებს? გგონია, იტ-
ყვიან: აბა, რა, ბიჭებო, ვწუხვართ, რომ გაგჟლიტეთ და გაგაძევეთ, მე-
რე კი ყველაფერი სიამოვნებით უარვყავით. რად გინდა, თავს უსიამოვ-
ნებაში რომ იგდებ?
- მესმის, მაგრამ ჩემი გაგება უნდა სცადოთ, - არმანუში უეცრად ერ-
თბაშად დაითრგუნა. საიდუმლოების ერთიმეორის მიყოლებით გამხე-
ლამ თავი მარტოდმარტო აგრძნობინა ამ უზარმაზარ სამყაროში. ეს
ყოველთვის იცოდა, მაგრამ საკუთარი მარტოობისათვის თვალის გა-
სასწორებლად შესაფერის მომენტს ელოდა.
- თქვენ, ყველა, სომხურ თემში დაიბადეთ და არასოდეს დაგჭირვე-
ბიათ იმის მტკიცება, რომ ერთ-ერთი მათგანი ხართ, მე კი დაბადების
დღიდან ამ საზღვარზე ვარ მიჯაჭვული და სულ ამაყსა და ტრავმირე-
ბულ სომხურ ოჯახსა და ისტერიკულად ანტისომხურად განწყობილ დე-
დას შორის ვმერყეობ. მეც რომ თქვენსავით ამერიკელი სომეხი გავ-
ხდე, უპირველესად ჩემს სომხობას უნდა მივაგნო. თუ ამისათვის წარ-
სულში მოგზაურობაა საჭირო, ამას გავაკეთებ და მნიშვნელობა არა
აქვს, რას იტყვიან ან იზამენ თურქები.
- მაგრამ მამაშენი და შენი ოჯახი როგორ გაგიშვებენ თურქეთში? -
ეს ბერძნული წარმოშობის ბოსტონელი ამერიკელი, ალექს სტოიკოსი
გახლდათ, მზიანი ამინდით, გემრიელი საჭმლითა და ლამაზი ქალების
გარემოცვაში ცხოვრებით კმაყოფილი რომ იყო. როგორც ზენონის ერ-
თგულ მიმდევარს, ალექსს სწამდა, რომ ადამიანებს ყველაფერი უნდა
გაეკეთებინათ, უკიდურესობამდე რომ არ მისულიყვნენ და ბედნიერე-
ბი ყოფილიყვნენ იმით, რაც ჰქონდათ, - არ ფიქრობ, რომ სან-ფრანცის-
კოში შენები იდარდებენ?
იდარდებენ? არმანუშს თავში ბებიისა და მამიდების სახეებმა გაუ-
ელვა და დაიმანჭა. იცოდა, რომ ნერვიულობით თავს დაიხოცავდნენ.

142
- მათთვის უკეთესი იქნება, თუ ამის შესახებ არაფერი ეცოდინებათ.
საგაზაფხულო არდადეგები მოდის და შემიძლია მთელი ათი დღე სტამ-
ბოლში გავატარო. მამა იფიქრებს, რომ დედასთან ვარ არიზონაში, დე-
და კი იფიქრებს, რომ ისევ სან-ფრანცისკოში ვარ. ვერაფრით გაიგე-
ბენ. ეს საიდუმლო იქნება, - არმანუშმა ეკრანს ალმაცერად გახედა,
თითქოს აწუხებდა ის, რაც ბოლოს დაწერა, - თუ დედას უწინდებურად
ყოველდღე დავურეკავ, მამას კი ორ-სამ დღეში ერთხელ, ყველაფერს
გავაკონტროლებ.
- კარგი გეგმაა! სტამბოლში რომ იქნები, - წინადადება შემოიტანა
ლედი ფარშავანგ/სირამარკმა, - შეგიძლია, ყოველდღე გამოგზავნო
შეტყობინებები კაფეში.
- მაგარია, ჩვენი რეპორტიორი იქნები ომიდან, - აღფრთოვანდა დე-
იდა ყაურმა, მაგრამ პაუზა ამჯერად კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდა.
ხუმრობითაც არავის უხუმრია.
არმანუში უკან გადაიწია. ღამის სიჩუმეში მამამისის მშვიდი სუნ-
თქვის ხმა და საწოლში ბებიამისის წრიალი ესმოდა. გრძნობდა, რო-
გორ ეღვენთებოდა სხეული აქეთ-იქით, თითქოს მისი ერთი ნაწილი
მთელი ღამე იმისთვის იჯდა სავარძელში ასე ბეჯითად, რომ უძილობი-
სათვის გაეგო გემო, მეორე ნაწილს კი ღრმა ძილით დაძინება სურდა.
ვაშლის ბოლო ნაჭერი ჩააწკლაპუნა და თავისი სახიფათო გადაწყვე-
ტილების გამო ადრენალინის მოზღვავება იგრძნო.
არმანუშმა მაგიდის ლამპა გამორთო. ოთახს ისევ ანათებდა კომ-
პიუტერის არათანაბარი სინათლე. სწორედ მაშინ, როცა გოგონამ „კა-
ფე კონსტანტინოპოლიდან“ გამოსვლა დააპირა, ეკრანზე ტექსტის კი-
დევ ერთი ბწკარი გამოჩნდა:
- სადაც უნდა წაგიყვანოთ თქვენმა შინაგანმა მოგზაურობამ, ძვირ-
ფასო მადამ დევნილო-სულო, გთხოვთ, თავს გაუფრთხილდით და უფ-
ლებას ნუ მისცემთ თურქებს, ცუდად მოგექცნენ.
ეს ბარონი ბაღდასარიანი გახლდათ.

143
7

ხორბალი
ორ საათზე მეტი გასულიყო მას შემდეგ, რაც ასია კაზანჯის გაღვიძე-
ბოდა, მაგრამ ისევ ლოგინში იწვა, ნაჭრებისაგან შეკერილი ბატის ბუმ-
ბულის საბნის ქვეშ, და ათასობით ისეთი ხმა ჩაესმოდა, რომლის
მსგავსსაც მხოლოდ სტამბოლში თუ გაიგონებთ. ასია გონებაში გულ-
მოდგინედ თხზავდა ნიჰილიზმის პირად მანიფესტს.
მუხლი 1: თუ ვერ პოულობთ მიზეზს იმისათვის, რომ გიყვარდეთ
ცხოვრება, რომლითაც ცხოვრობთ, თავს ნუ მოიკატუნებთ, რომ გიყ-
ვართ იგი.
ასია ცოტათი დაფიქრდა და გადაწყვიტა, რომ ამგვარი ფორმული-
რება საკმაოდ კარგი იყო მანიფესტის პირველ სტრიქონზე გამოსატა-
ნად.
მეორე მუხლზე რომ გადავიდა, ქუჩაში ვიღაცამ მკვეთრად დაამუხ-
რუჭა. წუთიც და, მძღოლის ხმა გაისმა. მამაკაცი აგინებდა და უყვირო-
და გამვლელს, რომელიც სად იყო და სად არა, გამოჩენილიყო გზაზე
და გზაჯვარედინს დიაგონალზე კვეთდა, თანაც წითელ შუქზე. მძღოლი
ცივი ხმით იქამდე ღრიალებდა, ვიდრე მისი ხმა ქალაქის ზრიალში არ
შთაინთქა.
მუხლი 2: ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა არასოდეს ფიქ-
რობს, ხოლო ისინი, ვინც ფიქრობენ, არასოდეს ხდებიან აბსოლუტური
უმრავლესობა. აირჩიეთ, რომელ მხარეს ხართ.
მუხლი 3: არჩევანს თუ ვერ აკეთებთ, უბრალოდ იარსებეთ, რო-
გორც სოკომ ანდა მცენარემ.
- არ მჯერა, რომ იმავე პოზაში ხარ, ნახევარი საათის წინ რომ გნახე!
რა ჯანდაბას აკეთებ ლოგინში, ზარმაცო გოგო? - დეიდა ბანუს თავი
ოთახში ისე შეეყო, რომ კარზე დაკაკუნება ფიქრადაც არ გაუვლია. იმ
დილით ბანუს თვალში საცემი თავშალი ეკეთა. ისეთი თვალისმომჭრე-
ლი წითელი იყო, რომ შორიდან დეიდა ერთ უზარმაზარ, მწიფე პამი-
დორს ჰგავდა, - შენს ლოდინში მთელი სამოვარი ჩაი დავლიეთ, ქალ-
144
ბატონო დედოფალო. აბა, ამოდი და ამობრწყინდი! შემწვარი სუჯუხის
სუნი თუ გცემს? არ გშია? - ვიდრე პასუხს მოისმენდა, დეიდა ბანუმ კარი
ხმაურით გაიჯახუნა.
ასიამ ჩურჩულით წაიბუზღუნა, თან საბანი ცხვირამდე აიტანა და
გვერდი იცვალა.
მუხლი 4: კითხვებს ნუ დასვამთ, თუკი პასუხები არ გაინტერესებთ.
შაბათ-კვირის საუზმის ჩვეულ ფაციფუცსა და სამზადისში ასიას ეს-
მოდა, როგორ წვეთავდა წყალი სამოვრის ერთი ბეწო ონკანიდან, რო-
გორი გამალებით იხარშებოდა ქვაბში შვიდი კვერცხი, როგორ შიშხი-
ნებდა სუჯუხის თხელი ნაჭრები გრილის ტაფაზე და როგორ დახტოდა
ვიღაც ყოველ წუთს ტელევიზორის არხიდან არხზე - ხან მულტფილმებ-
ზე, ხან პოპმუსიკის ვიდეოებზე, იქიდან კი ადგილობრივ და საერთაშო-
რისო ახალ ამბებზე. შეხედვაც არ უნდოდა, ისე იცოდა ასიამ, რომ სა-
მოვარზე ბებია გულსუმი აგებდა პასუხს, სუჯუხს კი წვავდა დეიდა ბანუ,
რომელსაც თავისი შეუდარებელი მადა ისევ დაბრუნებოდა, მას შემ-
დეგ, რაც სუფიური სინანულის ორმოცი დღე გავიდა და ბანუმაც წარმა-
ტებით გამოაცხადა საკუთარი თავი ნათელმხილველად. ასიამ ისიც
იცოდა, რომ დეიდა ფერიდე იყო ის, ვინც არხებს ჩქარ-ჩქარა ათვალიე-
რებდა და ვერც ერთს ვერ ირჩევდა. ფერიდეს შიზოფრენიული პარა-
ნოიის ვრცელ სანახებში საკმარისი ადგილი იყო იმისათვის, რომ ერ-
თდროულად შეესრუტა მულტფილმებიც, პოპმუსიკაცა და ახალი ამბე-
ბიც, სწორედ ისე, როგორც ცხოვრებაში სწადდა სხვადასხვა საქმეში
წარმატების მიღწევა და საბოლოოდ ვერც ერთი მიჰყავდა ბოლომდე.
მუხლი 5: თუკი არა გაქვთ მიზეზი ანდა უნარი, რომ რაიმე გააკე-
თოთ, მაშინ უბრალოდ ჩამოყალიბების ხელოვნებაში სცადეთ ბედი.
მუხლი 6: თუკი არა გაქვთ მიზეზი ანდა უნარი, რომ გახდეთ რამე,
მაშინ უბრალოდ იყავით.
- ასია! - კარი შემოგლიჯეს და ოთახში დეიდა ზელიჰა შემოვარდა,
მწვანე თვალები ნეფრიტის წყვილი ნატეხივით უბრწყინავდა, - დესპა-
ნები უნდა გიგზავნოთ, ჩვენთან რომ მოხვიდე?
- ასია!
145
- რა იყო?! - გაცეცხლებულმა ასიამ ხუჭუჭა, შავთმიანი თავი გამოყო
ლოგინის გადასაფარებლიდან, წამოხტა და იისფერი ფლოსტები ფე-
ხით ლოგინის იქით მოისროლა. ცალი ააცდინა, მაგრამ მეორე მო-
ახერხა და პირდაპირ სარკეს მოარტყა, კარადის თავზე რომ იყო. იქი-
დან ფლოსტი ანაზდად დაეშვა იატაკზე. მერე წელზე ფომფლოდ ჩამო-
კიდებული პიჟამა სასაცილოდ აიჩაჩა, რაც, მართალი გითხრათ, მაინ-
ცდამაინც არ უწყობდა ხელს იმ დრამატული ეფექტის შენარჩუნებას,
რომლის მიღებაც გოგონას სურდა.
- ღვთის გულისათვის, შეიძლება წუთით მომასვენოთ კვირა დი-
ლით?
- სამწუხაროდ, არ არსებობს დედამიწაზე წუთი, რომელიც ორ სა-
ათს გრძელდება, - აღნიშნა დეიდა ზელიჰამ მას შემდეგ, რაც ფლოსტის
სავალალო ტრაექტორიას მიადევნა თვალი, - რატომ მიშლი ნერვებს?
თუ შენი საქციელი მოზარდის ბუნტია, დაგაგვიანდათ, ქალბატონო. ეს
სულ ცოტა ხუთი წლის წინ უნდა გაგეკეთებინა. გაიხსენე, უკვე ცხრამე-
ტის ხარ.
- აბა, ასაკი, როდესაც მე ქორწინების გარეშე შეგეძინე! - დაიჩხავ-
ლა ასიამ. იცოდა, ასე სასტიკად არ უნდა მოქცეულიყო, მაგრამ მაინც
აგრძელებდა.
დეიდა ზელიჰა კარში იდგა და ასიას იმ იმედგაცრუებული მხატვა-
რივით უყურებდა, რომელიც ჯერ დალევს, მერე მთელი ღამე რაღაცას
ხატავს და კმაყოფილი მხოლოდ იმისთვის გამოიძინებს, რომ მეორე
დილითჩვეულებრივზე გვიან გაიღვიძოს და იმ ქაოსის პირისპირ აღ-
მოჩნდეს, სიმთვრალეში რომ შეუქმნია.
ამგვარი აღმოჩენის სისასტიკის მიუხედავად, ზელიჰას მთელი წუ-
თის განმავლობაში არაფერი უთქვამს. მერე ტუჩები დაებრიცა და სევ-
დიანად გაიღიმა, თითქოს ის-ის იყო, მიხვდა, რომ სახე, რომელსაც
უყურებდა, სარკეში დანახული მისივე გამოსახულება იყო, ანარეკლი,
ასე რომ ჰგავდა და ასე ძალიან განსხვავდებოდა. ზელიჰას ქალიშვილი
ხასიათით მართლაც ჰგავდა დედას, თუმცა, გარეგნობით სრულიად
სხვანაირი იყო.
146
რაც შეეხება ხასიათის თავისებურებებს, ასიას ასაკში ზელიჰაც ასე-
თივე სკეპტიკური, ფიცხი და გესლიანი იყო. უკან მოხედვაც ვერ მოას-
წრო, ისე ზედმიწევნით გადაეცა კაზანჯების ოჯახის ყარიბის როლი ქა-
ლიშვილისათვის. საბედნიეროდ, ასიას თითქოს ჯერჯერობით არც სი-
ცოცხლის ხალისი დაეკარგა, არც შიშით ყოფილა შეპყრობილი - ამის-
თანებისთვის მეტისმეტად ახალგაზრდა იყო. თუმცა, საკუთარი არსე-
ბობის შენობის შემუსვრის ცდუნება აშკარა გახლდათ. თვალებში ოდ-
ნავ უბრწყინავდა თვითგანადგურების ტკბილი საცდური, რომელიც
მხოლოდ დახვეწილ ანდა პირქუშ ადამიანებს შეიძლება აწვალებდეს.
რაც შეეხება გარეგნობას, დეიდა ზელიჰა აშკარად ხედავდა, რომ
ასია მას მხოლოდ ოდნავ ჰგავდა. გოგონა არ იყო და, ალბათ, არც არა-
სოდეს იქნებოდა, ლამაზი ქალი. არა, განა ტანი, სახე ან რამე სხვა უშ-
ლიდა ხელს. სინამდვილეში ცალ-ცალკე მისი სხეულის ყველა ნაწილი
უზადო იყო: კარგი სიმაღლე და წონა, კარგი ყორნისფერი ხვეული თმა,
კარგი მოყვანილობის ნიკაპი... მაგრამ ერთობლიობაში ეს ყველაფე-
რი მთლად ისეთი ვერ იყო. არა, ასია არც უშნო ყოფილა. ყოველ შემ-
თხვევაში, გოგონას ისე რა კეთილსახოვანება მაინც ჰქონდა, აი, ისე-
თი, სასიამოვნო სანახავი რომ არის, მაგრამ დიდხანს არავის ამახსოვ-
რდება. იმდენად ჩვეულებრივი სახე ჰქონდა, მასთან პირველი შეხვედ-
რისას ბევრს რჩებოდა შთაბეჭდილება, თითქოს ასია მანამდე ნანახი
ჰყავდათ.
ასია კაზანჯი განუმეორებლად ჩვეულებრივი იყო. ამ ეტაპზე საუკე-
თესო კომპლიმენტი, რომელიც მას შეიძლებოდა მიეღო, „მშვენიერი“
უფრო იყო, ვიდრე „ლამაზი“ და ეს სავსებით მისაღები გახლდათ, მაგ-
რამ გოგონა ახლა მტკივნეულად გადიოდა ცხოვრების იმ პერიოდს,
როდესაც მშვენიერება იყო ის, რასთან ასოცირებაც ყველაზე ნაკლე-
ბად სურდა.
ოცი წლის შემდეგ ასია საკუთარ სხეულს სხვა თვალით შეხედავდა.
ის ერთ-ერთი იმ ქალთაგანი გახლდათ, რომლებსაც მოზარდობისას -
ლამაზებად, ხოლო ახალგაზრდობაში მიმზიდველებად არ თვლიან,

147
მაგრამ მიუხედავად ამისა, საშუალო ასაკში, იმ პირობით, თუ იქამდე
თავს გაიტანენ, საკმაოდ კარგი შესახედაობისანი არიან.
სამწუხაროდ, ასიას იოტისოდენა რწმენაც კი არ ჰქონდა მიმადლე-
ბული. მეტისმეტად ღვარძლიანი იყო იმისათვის, რომ დროის მდინა-
რებისა ერწმუნა. შიგნიდან იწვოდა და ღვთაებრივი წესრიგის სამარ-
თლიანობისა ოდნავადაც არ სჯეროდა. გოგონა დედას, და არა სხვა
ვინმეს, ამაშიც ძალიან ჰგავდა.
ასეთი მორალური სიმტკიცითა და ასეთი განწყობით ასია კაზანჯი
ვერანაირად ვერ იქნებოდა მომთმენი და წესიერი და ვერ დაელოდე-
ბოდა დღეს, როდესაც ცხოვრება მის სხეულს ისეთად აქცევდა, მას რომ
გამოადგებოდა. ცხოვრების ამ ეტაპზე დეიდა ზელიჰა აშკარად ხედავ-
და, რომ სხვა დანარჩენთან ერთად, საკუთარი გარეგნობის უღიმღამო-
ბის გაცნობიერება მისი ქალიშვილის ახალგაზრდა გულს ეკალივით
ესობოდა. ნეტავ შესძლებოდა იმის თქმა, რომ ლამაზმანები მხოლოდ
ყველაზე ცუდ ბიჭებს იზიდავდნენ. ნეტავ შესძლებოდა ეთქვა, თუ რამ-
დენად გაუმართლა ასიას იმაში, რომ მეტისმეტად ლამაზი არ დაიბადა.
ნეტავ შესძლებოდა ეთქვა, რომ მამაკაცებიცა და ქალებიც უფრო კე-
თილგანწყობილი იქნებოდნენ მის მიმართ და მისი ცხოვრებაც უკეთე-
სი იქნებოდა, დიახ, გაცილებით უკეთესი, მოხდენილობის გარეშე, რო-
მელიც ახლა ასე უნდოდა, რომ ჰქონოდა.
დეიდა ზელიჰა, ისე, რომ სიტყვაც არ დაუძრავს, სარკიანი კამოდი-
საკენ წავიდა, ფლოსტი აიღო და მეორე ცალთან, ასიას შიშველი ფეხე-
ბის წინ დადო. ზელიჰა ამბოხებული ქალიშვილის წინ წელში გაიმარ-
თა, გოგონამ მყისიერად ასწია ნიკაპი და იმ ამაყი სამხედრო ტყვესა-
ვით გასწორდა, რომელსაც იარაღი დაეყარა, მაგრამ, ცხადია, ღირსე-
ბას ვერ შელეოდა.
- წავედით! - ბრძანება გასცა დეიდა ზელიჰამ. დედა-შვილი უსიტ-
ყვოდ დაიძრა სასტუმრო ოთახისაკენ.
გასაშლელი მაგიდა საუზმისათვის გაეწყოთ. მიუხედავად იმისა,
რომ გაღიზიანებული იყო, ასიამ მაინც შეამჩნია, რომ ყვავილწნულე-
ბით მორთული სუფრა ყოველთვის ჩინებულად, თითქმის ფერწერუ-
148
ლად ეხმიანებოდა მის ქვეშ ცეცხლგამძლე აგურზე გაფენილ უზარმა-
ზარ, ბრჭყვიალა ნოხს ლამაზი მარჯნისფერი კიდეებითა და მათ შორის
მოქცეული ჩახლართული ყვავილის მსგავსი ორნამენტებით. მაგიდაც
ნოხის მსგავსად მორთული ჩანდა. შავი ზეთისხილი, წითელი წიწაკით
დატენილი მწვანე ზეთისხილი, თეთრი ყველი, დაწნული ყველი, თხის
ყველი, მოხარშული კვერცხი, ფიჭა, კამეჩის რძის ნაღები, სახლში მომ-
ზადებული გარგარის მარმელადი, ჟოლოს ხილფაფა და ზეითუნის ზე-
თით გაჟღენთილი პიტნიანი პამიდორი ფაიფურის ფიალებში. სამზა-
რეულოდან ახალგამომცხვარი ბორექის საუცხოო სურნელი მოდი-
ოდა: თეთრი ყველი, ისპანახი, კარაქი და ოხრახუში ერთმანეთს ადნე-
ბოდა ფენოვანი ცომის თხელ ფირფიტებს შორის.
ოთხმოცდათექვსმეტი წლის დიდედა შორს, მაგიდის ბოლოში იჯდა.
ჩაისფინჯანი, ხელში რომ ეჭირა, იმაზესიფრიფანა იყო, ვიდრე თავად
დიდედა გახლდათ. მოხუცი ინტერესით უყურებდა იადონს, აივნის კა-
რის გვერდით გალიაში რომ ჟღურტულებდა. დიდედას შეფიქრიანებუ-
ლი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს მხოლოდ ახლა შეენიშნა ეს
ფრინველი. შეიძლება ასეც იყო. მას შემდეგ, რაც მისი ალცჰაიმერის
დაავადება მეხუთე სტადიაში გადავიდა, დიდედა მის ცხოვრებაში ყვე-
ლაზე ცნობილ სახეებსა და ფაქტებს ურევდა ერთმანეთში.
მაგალითად, წინა კვირას, შუადღის ლოცვის ბოლოს, როგორც კი
თავი დახარა, რომ შუბლით თავის პატარა ნოხს შეხებოდა და საჯდა გა-
ეკეთებინა, დიდედას უმალ დაავიწყდა, მერე რა უნდა ექნა. სიტყვები,
რომლებიც ლოცვისას უნდა წარმოეთქვა, უეცრად ასოების გრძელ ჯაჭ-
ვში ჩადგა და შავი, ბუსუსებიანი მუხლუხოსავით, უთვალავი ფეხი რომ
აქვს, იქაურობას ჩუმად გაეცალა. ცოტაც და, მუხლუხო შედგა, შემობ-
რუნდა და დიდედას ხელი დაუქნია. კარგად ჩანდა, მაგრამ მისი შეხება
მაინც შეუძლებელი იყო. თითქოს მუხლუხო შუშის კედლებში ყოფილი-
ყოს მოქცეული.
იჯდა დაბნეული და შეცბუნებული დიდედა პირით ყიბლასაკენ, თავ-
ზე შარფი ეხურა, რომელსაც ლოცვისას იკეთებდა ხოლმე და ნოხიდან
არ იძვროდა. მოხუცს ხელში ქარვის კრიალოსანი ეჭირა და იქამდე არ
149
განძრეულა და არ ამოუღია ხმა, ვიდრე ვიღაცამ არ შეამჩნია ის, რაც
მის თავს ხდებოდა და ფეხზე არ წამოაყენა.
- მერე რა იყო? - იკითხა შეშინებულმა დიდედამ, როცა დივანზე აწ-
ვენდნენ და თავქვეშ რბილ ბალიშებს უწყობდნენ, - ას-საჯდაშ უნდა
თქვა: სუბჰანა რაბი ალ-ალა. სამჯერ მაინც უნდა თქვა, - სუბჰანა რაბი
ალ-ალა, სუბჰანა რაბი ალ-ალა, სუბჰანა რაბი ალ-ალა, - უაზროდ გა-
იმეორა დიდედამ, თითქოს ჭკუიდან შეშლილიყო, - მერე? მერე რა მო-
დის?
როცა დიდედამ ეს კითხვა დასვა, თითქოს ჯიბრზე, მის გვერდით დე-
იდა ზელიჰა აღმოჩნდა. ლოცვაში ანდა რაიმე სახის ღვთისმსახურება-
ში სრულიად გამოუცდელ ზელიჰას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რას
ამბობდა ბებიამისი, მაგრამ უნდოდა დახმარებოდა და როგორმე შეემ-
სუბუქებინა მოხუცის ტანჯვა. ზელიჰამ წმინდა ყურანი მოიტანა და იქამ-
დე ათვალიერებდა, ვიდრე რომელიღაც სტროფში მსგავს რაღაცას არ
წააწყდა.
- ნახე, აქ რა არის ნათქვამი: როცა პარასკეობით სალოცავად გიხ-
მობენ, ღმერთის გახსენება იჩქარეთ... მაგრამ როდესაც ლოცვა დას-
რულებულია, ყველგან გაიფანტეთ ამ ქვეყანაზე და ეძებეთ ღვთის წყა-
ლობა და გახსოვდეს ღმერთი - შეიძლება გამოგივიდეთ (62:9-10).
- ეგ რას ნიშნავს? - დიდედამ თვალები დააფახურა. ახლა იმაზე გა-
ცილებით დაბნეული იყო, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
- იმას, რომ, ასეა თუ ისე, ლოცვა დამთავრებულია და შეგიძლია
ამაზე აღარ იფიქრო. აი, ეს არის აქ ნათქვამი. მოდი, დიდედა, ყველგან
გავიფანტოთ... და ერთად ვივახშმოთ.
ამან გაჭრა. დიდედა დავიწყებული სტრიქონის გამო აღარ წუხდა და
დანარჩენებთან ერთად მშვიდად ივახშმა კიდეც. მიუხედავად ამისა,
ბოლო დროს მსგავსი შემთხვევები შემაშფოთებლად გახშირდა. იყო
მომენტები, როდესაც ხშირად დათრგუნვილსა და გულჩათხრობილ
მოხუცს სულ უბრალო რამეები ავიწყდებოდა, მათ შორის ისიც, თუ სად
იყო, კვირის რომელი დღე იყო ან ვინ იყვნენ ის უცხო ადამიანები, რომ-
ლებთან ერთადაც იჯდა სუფრასთან. თუმცა, იყო ისეთი პერიოდებიც,
150
როდესაც ძნელად თუ დაიჯერებდა ვინმე, რომ დიდედა ავად იყო. ასეთ
დროს მოხუცს ახალგაპრიალებული ვენეციური მინასავით ნათელი
გონება ჰქონდა ხოლმე, მაგრამ იმ დილით ამას ძნელად თუ იტყოდი,
ძალიან ძნელად.
- დილა მშვიდობისა, დიდედა! - შესძახა ასიამ, რომელიც ის-ის იყო,
წაფრატუნდა მაგიდისკენ თავისი ღია იასამნისფერი ჩუსტებით. გოგო-
ნას, როგორც იქნა, დაებანა პირი და კბილები გამოეხეხა. ასია მოხუ-
ცის თავთან დაიხარა და ორივე ლოყა დაუკოცნა.
ჯერ კიდევ პატარაობიდან ოჯახის ყველა სხვა ქალს შორის დიდე-
დას ასიას გულში განსაკუთრებული ადგილი ჰქონდა. ზოგიერთისაგან
განსხვავებით, დიდედას სიყვარული არასოდეს უხუთავდა სულს. მო-
ხუცი არასოდეს მოსდებდა ვინმეს შარს, არასოდეს ატეხდა ერთ ამბავს
წვრილმანების გამო და არასოდეს იტყოდა გესლიან სიტყვას.
დიდედა ასიას იცავდა, მაგრამ მესაკუთრესავით არა. დროდადრო
ავი თვალისაგან დასაცავად მოხუცი ჩუმად უდებდა შვილთაშვილს ჯი-
ბეებში შელოცვილი ხორბლის მარცვლებს.
გარდა იმისა, რომ ავი თვალის წინააღმდეგ ილაშქრებდა, იმ დღემ-
დე, ვიდრე ავადმყოფობა იმძლავრებდა, დიდედა ხშირად და ბევრს
იცინოდა. ადრე ის და ასია მხიარულობდნენ ერთად: დიდხანს და ტკბი-
ლად ხითხითებდა ხოლმე დიდედა, ასიას კი ერთბაშად ამოსდიოდა
მსუყე, ომახიანი ხმა.
ახლა, მიუხედავად იმისა, რომ მოხუცის ჯანმრთელობა ძალიან
ადარდებდა, ასია, რომლის დამოუკიდებლობასაც მუდმივად ხელყოფ-
დნენ, დიდ მოწიწებას განიცდიდა ამნეზიის თავისუფალი სამეფოსადმი,
რომელშიც მოხუცი ჩაძირულიყო.
- დილა მშვიდობისა, ჩემო მშვენიერო შვილთაშვილო, - მიუგო გო-
გონას დიდედამ. იმწუთას იმდენად კარგი მეხსიერება ჰქონდა, რომ
ყველა გაოცდა.
იქვე იჯდა დეიდა ფერიდეც, ხელში დისტანციური მართვის პულტი
ეჭირა და ასიასათვის არც შეუხედავს, ისე ჩაიჟღურტულა:

151
- ჭირვეულმა პრინცესამ, როგორც იქნა, გაიღვიძა. მიუხედავად იმი-
სა,რომ ფერიდეს სიტყვები საჯარო გა- მოსვლას ჰგავდა, მაინც მხიარუ-
ლად გამოუვიდა. ფერიდეს თმა ძალიან ქერად, თითქმის ფერფლის-
ფრად სწორედ იმ დილით შეეღება. ასიამ უკვე ძალიან კარგად იცოდა,
რომ დეიდას ვარცხნილობის რადიკალური ცვლილება მისი გუნება-
განწყობილების რადიკალური ცვლილების ნიშანი გახლდათ. გოგონა
ფერიდეს კარგად დააკვირდა, შეეცადა სიგიჟის ნაკვალევი შეენიშნა.
თმის ფერის შეცვლას თუ არ ჩავთვლით, ფერიდე თითქოს მთლიანად
ტელევიზორზე იყო გადართული, სიამოვნებით უყურებდა ვიღაც საშინ-
ლად უნიჭო პოპმომღერალს, რომელიც წარმოუდგენლად სასაცილოდ
ცეკვავდა და ბზრიალებდა. სულ ეს იყო, რისი დანახვაც ასიამ მოახერ-
ხა.
- უნდა მოემზადო. ხომ იცი, ჩვენი სტუმარი დღეს ჩამოდის, - თქვა
დეიდა ბანუმ სასტუმრო ოთახში შესვლისას. ბანუს ხელში ლანგარი
ეჭირა ის-ის იყო, ღუმლიდან გამოღებული ბორექით. ნახშირწყლების
დღიური ნორმა უნდა მიერთმია და ამით აშკარად კმაყოფილი იყო, -
მის ჩამოსვლამდე სახლი უნდა მოვაწესრიგოთ.
ასია შეეცადა, სულთან მეხუთე ფეხით მოეშორებინა პატარა ონკა-
ნიდან, რომლიდანაც წყალი წვეთავდა. გოგონამ ოხშივრიანი სამოვ-
რიდან ჩაი დაისხა და უინტერესოდ იკითხა:
- ასე რატომ ღელავთ ამ ამერიკელი გოგოს გამო?
მერე ასიამ ჩაი მოწრუპა, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ სიფათი
დაეღრიჯა და შაქარი მოეძებნა. ერთი, ორი... ასიამ ერთი ბეწო ჩაის ჭი-
ქა შაქრის ოთხი ნატეხით ამოავსო.
- რას ნიშნავს „ასე რატომ ღელავთ“? სტუმარია! პლანეტის მეორე
ბოლოდან მოდის, - იმისთვის, რომ ეჩვენებინა, სად და რამდენად შო-
რის იყო პლანეტის მეორე ბოლო, დეიდა ფერიდემ ხელი ისე გაიშვირა,
ნაცისტები რომ იშვერდნენ მისალმებისას. დაფიქრდა თუ არა დედამი-
წაზე, ფერიდეს თვალწინ დაუდგა გლობალური ატმოსფერული და
ოკეანური ცირკულაციის ტიპები. მღელვარება ხმაზეც დაეტყო. ქაღალ-
დზე დატანილი ცირკულაციის ტიპების რუკა ფერიდეს უკანასკნელად
152
საშუალო სკოლაში სწავლისას ენახა. ისე, რომ არავინ იცოდა, ფერი-
დემ რუკა, მისი უმცირესი დეტალებიც კი, ზეპირად იცოდა. ეს ყველა-
ფერი მის მეხსიერებაში დღემდე იმდენად მკაფიოდ იყო აღბეჭდილი,
როგორც მაშინ, როცა პირველად ათვალიერებდა რუკას გულმოდგი-
ნედ.
- ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს სტუმარი ჩვენთან ბიძა-
შენმა გამოგზავნა, - ჩაერია საუბარში ბებია გულსუმი, რომელიც უწინ-
დებურად მედგრად ინარჩუნებდა ისეთი ადამიანის რეპუტაციას, რომე-
ლიც წინა ცხოვრებაში ივანე მრისხანე ყოფილიყო.
- ბიძაჩემის? რომელი ბიძის? იმის, არასდროს რომ არ მინახავს? -
ასიამ ჩაი დააგემოვნა. ისევ მწკლარტე იყო. გოგონამ ჭიქაში შაქრის
კიდევ ერთი ნატეხი ჩააგდო, - ჩამოვედით, გაიღვიძეთ! კაცს, რომელ-
ზეც ლაპარაკობთ, ერთხელაც არ ვუნახავვართ მას შემდეგ, რაც ამერი-
კის მიწას დაადგა ფეხი. ერთადერთი, რაც მისგან მიგვიღია იმის დას-
ტურად, რომ ჯერ კიდევ ცოცხალია, არიზონის პეიზაჟებიანი კვასკვასა
ბარათებია, - თქვა ასიამ ღვარძლიანი გამომეტყველებით, - კაქტუსი
მზის გულზე, კაქტუსი ბინდბუნდში, კაქტუსი მეწამული ყვავილებით,
კაქტუსი და თეთრი ჩიტები... კაცი იმასაც კი არ ფიქრობს, რომ სხვანაი-
რი ბარათები გამოგზავნოს.
- თავისი ცოლის სურათებსაც გზავნის, - სამართლიანობისთვის
დასძინა დეიდა ფერიდემ.
- დიდი ამბავი. მსუქანი ქერა ქალი მათი ალიზის სახლის წინ რომ
დგას და იღიმება, სადაც, სხვათა შორის, ჩვენ არასოდეს დავუპატიჟე-
ბივართ; მსუქანი ქერა ქალი დიდ კანიონში; მსუქანი ქერა ქალი უზარ-
მაზარი მექსიკური სომბრეროთი; მოღიმარი მსუქანი ქერა ქალი აივან-
ზე დაგდებულ მკვდარ კოიოტთან ერთად; მსუქანი ქერა ქალი სამზა-
რეულოში ბლინების ცხობისას... გული არ გერევათ, ყოველ თვეში
სრულიად უცხო ადამიანის სურათებს რომ გვიგზავნის? რას გვიღიმის
ეს ქალი, ბოლოს და ბოლოს? ალაჰის გულისათვის, ჩვენ ის არც კი გვი-
ნახავს! - ასიამ ჩაი ისე გადახუხა, თითქოს სასმელი, მის ჭიქაში რომ
ესხა, ძალიან ცხელი არც ყოფილიყოს.
153
- მოგზაურობა სახიფათო საქმეა. გზაზე უამრავი საფრთხეა. თვით-
მფრინავებს იტაცებენ, მანქანები ავარიებში ერთმანეთს ეჯახებიან...
მატარებლებიც კი ყირავდება. გუშინ ეგეოსის ზღვის სანაპიროზე მომ-
ხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას რვა კაცი დაიღუპა, - შენიშნა დეიდა
ფერიდემ. ამ ქალს არ შეეძლო ვინმესთვის პირდაპირ შეეხედა და ამი-
ტომ თვალის კაკლების ნერვიული ტრიალით იქამდე ათვალიერებდა
მაგიდას, ვიდრე თეფშზე დადებული შავი ზეთისხილის მარცვალი არ
შენიშნა.
ყოველთვის, როდესაც ფერიდე ამა თუ იმ თურქული ტაბლოიდის
მესამე გვერდზე მოთხრობილ საზარელ ამბავს ამცნობდა დანარჩე-
ნებს, გამაღიზიანებელი სიჩუმე ისადგურებდა ხოლმე. ახლაც ასე მოხ-
და. ბებია გულსუმმა, შეშფოთებულმა იმით, რომ მისი ერთადერთი ვა-
ჟი ასე აიგდეს აბუჩად, სიჩუმეში სახე დაღმიჭა. დეიდა ბანუ თავშლის
ბოლოებს აწვალებდა; დეიდა ჯევრიე შეეცადა, გაეხსენებინა, რომელი
ცხოველი იყო კოიოტი, მაგრამ იმის გამო, რომ ოცდაოთხი წელიწადი
მასწავლებლად ემუშავა, იმდენადვე უჭირდა კითხვის დასმა, რამდე-
ნად კარგადაც პასუხის გაცემა გამოსდიოდა ხოლმე. ჯევრიემ კითხვა
ვერავის დაუსვა. დიდედამ თავი დაანება სუჯუხის თხელი ნაჭრის კენ-
კვას, თეფშზე რომ ედო. დეიდა ფერიდე მორიგი უბედური შემთხვევის
გახსენებას შეეცადა, რომლის შესახებაც წაეკითხა, მაგრამ პირველზე
კიდევ უფრო შემაძრწუნებელი ახალი ამბისნაცვლად ის უზარმაზარი,
ხასხასა ცისფერი სომბრერო გაახსენდა, მუსტაფას ცოლს რომ ეხურა
სურათებში. სტამბოლში რამე მსგავსის შოვნა რომ შესძლებოდა, აუ-
ცილებლად ატარებდა ყოველდღე. ამასობაში დეიდა ზელიჰას სახე ერ-
თბაშად მოეღუშა, მაგრამ ეს არავის შეუნიშნავს.
- სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ! - თავდაჯერებულად გა-
მოაცხადა ასიამ, - მთელი ამ წლების განმავლობაში მზე და მთვარე ბი-
ძია მუსტაფაზე ამოგდიოდათ, როგორც ამ ოჯახის ერთადერთ ვაჟიშ-
ვილზე, მას კი მაშინვე დაავიწყდით, რა წუთსაც მშობლიური ბუდიდან
გაფრინდა. აშკარა არ არის, რომ ამ კაცს თავისი ოჯახი ფეხებზე ჰკი-
დია? მაშ, თავადაც რატომ უნდა ნიშნავდეს ჩვენთვის რამეს?
154
- ბიჭს არ სცალია, - სასხვათაშორისოდ შენიშნა ბებია გულსუმმა.
სინამდვილეში ბებია ქალიშვილების წინაშე, ამდენი რომ ჰყავდა,
ხელს აფარებდა ერთადერთ ვაჟს, - საზღვარგარეთ ცხოვრება ადვილი
არ არის. ამერიკა ძალიან შორსაა.
- ჰო, აბა, ძალიან შორს არის, მით უფრო მაშინ, როდესაც იმაზე
ფიქრობ, რომ ატლანტის ოკეანე უნდა გადაცურო და ევროპის მთელი
კონტინენტი ფეხით გაიარო, - თქვა ასიამ და ჩაისგან დამწვარი ენის
დასაამებლად თეთრი ყველის ნაჭერი ჩაკბიჩა. გოგონას გასაოცრად,
ყველი მართლაც კარგი იყო, ისეთი რბილი და მარილიანი, მას რომ უყ-
ვარდა. რაკი ერთდროულად ბუზღუნი და ჭამით სიამოვნების მიღება,
ცოტა არ იყოს, ძნელი აღმოჩნდა, ასიამ ლაპარაკი წამით შეწყვიტა და
ნერვიულად დაიწყო ღეჭვა.
დეიდა ბანუმ წამიერი სიჩუმით ისარგებლა და როგორც ყველა
უხერხულობისას, ამჯერადაც რაღაც არაკის მოყოლას შეუდგა. ბანუმ
ქალებს ერთი კაცის ისტორია უამბო, რომელსაც სიკვდილისაგან თა-
ვის დასახსნელად მთელი მსოფლიოს კიდით კიდემდე შემოვლა გადა-
ეწყვიტა. დაეხეტებოდა კაცი ყველა გზაზე, რომელზეც კი შეეძლო -
ჩრდილოეთსა და სამხრეთში, აღმოსავლეთსა და დასავლეთში. ერ-
თხელ, ურიცხვ მოგზაურობათაგან ერთ-ერთის დროს, სწორედ მაშინ,
კაიროში რომ იყო, მოულოდნელად სიკვდილის ანგელოზს, აზრაელს
გადაეყარა. აზრაელს იდუმალი გამომეტყველება ჰქონდა და გამჭოლი
მზერა მიეპყრო კაცისათვის. მას არც არაფერი უთქვამს და არც უკან
გაჰყოლია კაცს. კაცი მაშინვე წავიდა კაიროდან და არსად გაჩერებუ-
ლა, ვიდრე ჩინეთის ერთ პატარა და წყნარ ქალაქში არ ჩავიდა. მშიერ-
მწყურვალმა პირველივე დუქანს მიაშურა, რომელიც გზაზე შეხვდა. იჯ-
და აზრაელი იმ მაგიდის გვერდით, რომელზეც სტუმარს მიუთითეს, და
მშვიდად ელოდა მას. ამჯერად აზრაელს მშვიდი სახე ჰქონდა.
- ძალიან გამიკვირდა, კაიროში რომ შეგხვდი, - კბილების ღრჭი-
ალით უთხრა აზრაელმა მოგზაურს, - იმიტომ, რომ შენი ბედისწერის
თანახმად, ერთმანეთი აქ, ჩინეთში უნდა გვენახა.

155
ასიამ ეს ამბავი ზეპირად იცოდა, ისევე როგორც ბევრი სხვა ამბავი,
რომლებსაც ამ ჭერქვეშ ხშირად ჰყვებოდნენ, თუმცა, ასიას არ ესმოდა
და თვლიდა, რომ ვერც ვერასდროს გაიგებდა, რატომ უყვებოდნენ დე-
იდები გულის ფანცქალით ისეთ ამბებს, რომლის დასასრული ისედაც
ცნობილი იყო.
სასტუმრო ოთახში სიმყუდროვემ დაისადგურა. ქალები ჩვეულ ყო-
ველდღიურობას დაუბრუნდნენ და თავი ისე დაცულად იგრძნეს, თით-
ქოს ცხოვრება ერთი დიდი, უწყვეტი რეპეტიცია ყოფილიყო და თითოე-
ული მათგანი თავისი ტექსტის დასწავლას ცდილობდა. მომდევნო რამ-
დენიმე წუთის განმავლობაში, ვიდრე სხვები ერთი ჭორიდან მეორეზე
გადადიოდნენ და ამბავს ამბავზე ჰყვებოდნენ, ასია გამოცოცხლდა.
თითქმის არაფრით ჰგავდა გოგოს, დილით რომ იყო. საკუთარ თავში
აღმოჩენილი წინააღმდეგობები ხშირად თავად ასიასაც უბნევდა თავ-
გზას. ასე როგორ უნდა გაბრაზებოდა მათ, ვინც ყველაზე მეტად უყვარ-
და? თითქოს მისი განწყობა ზემოთ-ქვემოთ მოხტუნავე სათამაშო ყო-
ფილიყოს, გოგონა ერთ წამს აღშფოთებული იყო ხოლმე, მეორე წამს
კი - კმაყოფილი. ამაში ასია დედას ჰგავდა.
ოთახში ღია ფანჯრიდან სიმითის გამყიდველის მონოტონური ხმა
შემოვიდა და ქალების ჟღურტულს შეერია. დეიდა ბანუ ფანჯარასთან
მიიჭრა და წითელი თავი გარეთ გაყო.
- მესიმითე! მესიმითე! აქეთ! - იყვირა ბანუმ, - რა ღირს?
განა ბანუმ სიმითის ფასი არ იცოდა. მესიმითესთვის კითხვის დასმა
რიტუალი უფრო იყო, ვიდრე რაიმეს გარკვევის მცდელობა. სწორედ
ამიტომ მაშინვე, როგორც კი პირიდან კითხვა ამოუშვა, ბანუმ ისე, რომ
პასუხს არც დალოდებია, მაშინვე განაგრძო:
- კარგი, რვა სიმითი მოგვეცი.
ყოველ კვირა დღეს საუზმისას ქალები რვა სიმითს ყიდულობდნენ -
თითო-თითო სიმითს მათთვის, ვინც ოჯახში იყო და ერთსაც შორს გა-
დაკარგული ძმისათვის.
- ო, გადასარევი სუნი აქვს, - სუფრასთან დაბრუნებულ დეიდა ბანუს
სახე გაბადროდა. სიმითები ორივე მკლავზე ისე ჩამოელაგებინა, თით-
156
ქოს გვირგვებით საჟონგლიოროდ მომზადებული ცირკის აკრობატი
ყოფილიყოს. ბანუმ თითო ფუნთუშა ყველას დაუდო და ქუნჯუტის მარ-
ცვლები აქეთ-იქით დაყარა. თვალში საცემად დამშვიდებული ბანუ, მას
ხომ ნახშირწყლების მთელი მარაგი ჰქონდა, მონაპოვრის გადასან-
სვლას შეუდგა. ერთდროულად ჭამდა სიმითსა და ბორექს, ბორექსა და
პურს, მაგრამ ცოტა ხანში გულძმარვის თუ ნაღვლიანი ფიქრების გამო
ბანუს სახე ზუსტად ისე მოეღუშა, როგორც მაშინ, როცა ამა თუ იმ კლი-
ენტს ტაროს კარტში გაელვებული ავისმომასწავებელი ნიშნის შესახებ
ეუბნებოდა, - ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, საგნებს როგორ
აღიქვამ, - ნიშნად იმისა, თუ რამდენად სერიოზული განცხადების გაკე-
თებას აპირებდა, დეიდა ბანუმ წარბები აწკიპა, - იყო და არა იყო რა...
ოტომანთა დროში იყო ორი კაცი, რომლებიც კალათებს წნავდნენ.
ორივე გამრჯე იყო, მაგრამ ერთი მორწმუნე გახლდათ, მეორე კი სულ
ანჩხლობდა. ერთ დღეს მათ სოფელში სულთანი ჩავიდა. კაცებს, კალა-
თებს რომ წნავდნენ, სულთანმა უთხრა: „თქვენს კალათებს ხორბლით
ავავსებ და თუ ამ ხორბალს კარგად მოუვლით, მარცვლები ოქროს მო-
ნეტებად გადაიქცევა“. პირველმა კაცმა სულთნის წინადადება სიხარუ-
ლით მიიღო და გაავსო თავისი კალათები. მეორემ, რომელიც, ძვირ-
ფასო, შენზე ნაკლებად გულფიცხი იყო, უარი თქვა დიდი სულთნის სა-
ჩუქარზე. ბოლოს იცი, რა მოხდა?
- რა თქმა უნდა, ვიცი, - თქვა ასიამ, - როგორ არ უნდა ვიცოდე იმ
ამბის ბოლო, რომელიც, სულ მცირე, ასჯერ მაინც მექნება მოსმენილი.
მაგრამ თქვენ არ იცით, როგორ ვნებს ასეთი ამბები ბავშვის კრეატიუ-
ლობას. ამ სასაცილო ამბის გამო იყო, სკოლამდელ ასაკში იმ იმედით,
რომ დილით ოქროს ფულად გადაიქცეოდა, ბალიშის ქვეშ სულ ხორ-
ბლის ჩალის ღერო მედო ხოლმე. მერე სკოლაში წავედი. ერთ დღესაც
ბავშვებს ვუთხარი, რომ ჩემი ოქროს ხორბლით მალე გავმდიდრდებო-
დი. ამის მერე ის მოხდა, რომ კლასში ყველა სულელის დასაცინი მე
გავხდი. იდიოტად მაქციეთ.
ბავშვობაში გადატანილი არც ერთი დარტყმა და ტრავმა არ ახსოვ-
და ასიას ისე მწარედ, როგორც ხორბალთან დაკავშირებული შემთხვე-
157
ვა. სწორედ მაშინ გაიგონა კიდევ ერთხელ სიტყვა, რომელიც მომდევ-
ნო წლების განმავლობაშიც არ დაეხსნა და ყოველთვის ისეთ დროს ახ-
სენებდა თავს, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელოდა: ნაბიჭვარი!
ხორბალთან დაკავშირებულ ამბებამდე, რომლებიც დაწყებითი
სკოლის პირველ კლასში მოხდა, ასიას მხოლოდ ერთხელ გაეგონა
სიტყვა „ნაბიჭვარი“, მაგრამ უმთავრესად იმიტომ, რომ ამ სიტყვის
მნიშვნელობა არ იცოდა, გოგონას დიდად არ უდარდია. სხვა მოსწავ-
ლეებმა უცებ გაარკვიეს ასია იმაში, რაც მანამდე არ იცოდა. საკუთარი
თავგადასავლის ამ ნაწილის გამხელა ასია კაზანჯის არაფრისდიდებით
არ უნდოდა. იმის ნაცვლად, რომ რამე ეთქვა, გოგონამ კიდევ ერთი ჭი-
ქა ქაფქაფა ჩაი დაისხა.
- მისმინე, ასია, შეგიძლია იმდენი იბუზღუნო ჩვენზე, რამდენიც გინ-
და, მაგრამ როცა სტუმარი ჩამოვა, ენა მუცელში უნდა ჩაიგდო და იმ
გოგოს კარგად მოექცე. ინგლისური ჩემზე კარგად შენ იცი და ოჯახის
ნებისმიერ სხვა წევრზე უკეთესადაც.
დეიდა ბანუს ასეთ განცხადებას თავმდაბალი არ ეთქმოდა. ბანუ ისე
ლაპარაკობდა, თითქოს ინგლისურად ლაპარაკი ოდნავ მაინც შეს-
ძლებოდა, არადა, სინამდვილეში ამ ენაზე საუბარი საერთოდ არ შეეძ-
ლო. ცხადია, ინგლისურის კურსი საშუალო სკოლაში ბანუსაც გაევლო,
მაგრამ უკვე იმაზე ორჯერ მეტი დავიწყებოდა, ვიდრე სკოლაში შეიძ-
ლებოდა ესწავლა. იმდენად, რამდენადაც მკითხაობის ხელოვნება არც
ერთი უცხო ენის ცოდნას არ მოითხოვდა, ბანუს ინგლისურის სწავლა
არასოდეს დასჭირვებია.
რაც შეეხება დეიდა ფერიდეს, ინგლისური მისთვის არასოდეს ყო-
ფილა პრიორიტეტი - სკოლაშიც გერმანული აერჩია. დროთა განმავ-
ლობაში ფერიდემ ფიზიკური გეოგრაფიის გარდა ყველა საგნის მი-
მართ დაკარგა ინტერესი და აღარც მისი გერმანული დაძრულა ადგი-
ლიდან.
როცა საქმე უცხო ენას ეხებოდა, დიდედა და ბებია გულსუმი აუტ-
საიდერები იყვნენ. მხოლოდ დეიდა ზელიჰამ და დეიდა ჯევრიემ იცოდ-

158
ნენ იმდენი ინგლისური, რომ დამწყებებიდან საშუალოდ მოინგლისუ-
რეთა რიგებში გადაენაცვლებინათ.
და მაინც, დეიდა ზელიჰასა და დეიდა ჯევრიეს ინგლისურს შორის
უზარმაზარი განსხვავება იყო. დეიდა ზელიჰა ჟარგონებითა და იდიო-
მებით გაჯერებულ სალაპარაკო ინგლისურს ფლობდა, ისეთს, ყოველ-
დღე რომ იყენებდა ტატუს სალონში შესულ უცხოელებთან სასაუბროდ.
დეიდა ჯევრიე გრამატიკულად გამართული, დროში გაყინული, სა-
ხელმძღვანელოების ინგლისურით ლაპარაკობდა, ისეთით, მხოლოდ
და მხოლოდ სკოლებში რომ ასწავლიან. ამასთან, დეიდა ჯევრიეს შე-
ეძლო ერთმანეთისგან განესხვავებინა მარტივი, რთული და თანწყო-
ბილი წინადადებები. ჯევრიეს შეეძლო გამოეყო ზმნიზედა, ზედსართა-
ვი და სახელობითი დამოკიდებული წინადადებები. წინადადების სინ-
ტაქსურ სტრუქტურაში განკერძოებული მიმღეობის გამოცნობაც შეეძ-
ლო, მაგრამ ლაპარაკით ვერ ლაპარაკობდა.
- ამიტომ, საყვარელო, შენ მისი თარჯიმანი იქნები. მის ნათქვამს
ჩვენ გადმოგვცემ, ჩვენსას კი - მას, - დეიდა ბანუმ თვალები მოწკურა
და წარბები შეჭმუხნა იმის ნიშნად, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამ
ჰქონდა სათქმელი, - შენ კულტურებს შორის გადებული ხიდივით და-
აკავშირებ ერთმანეთთან აღმოსავლეთსა და დასავლეთს.
ასიამ ცხვირი ისე აიბზუა, თითქოს საშინელი სუნი ეცა, რომელსაც
სახლში მის გარდა ვერავინ გრძნობდა, მერე კი ტუჩები ისე მოპრუწა,
თითქოს უნდოდა ეთქვა: „ოცნებას კაცი არ მოუკლავსო!“
ამასობაში ვერავინ შენიშნა, როგორ წამოდგა დიდედა სკამიდან და
როგორ მივიდა ფორტეპიანოსთან, რომელზეც წლების განმავლობაში
არავის დაეკრა. ფორტეპიანოს დახურულ თავზე, როგორც სერვანტზე,
დროდადრო იმ სინებსა და თეფშებს ალაგებდნენ, სასადილო მაგიდა-
ზე რომ არ ეტეოდა.
- შესანიშნავია, რომ ტოლები ხართ, - დაასრულა მონოლოგი დეიდა
ბანუმ, - დამეგობრდებით.
ასია დეიდა ბანუს ინტერესით მიაჩერდა. აინტერესებდა, ოდესმე მა-
ინც თუ არ იქნებოდა ამ ქალის თვალში პატარა. ბავშვობაში, როდესაც
159
კაზანჯების სახლში ვინმე სხვა ბავშვი მიჰყავდათ, დეიდები ორივეს ერ-
თად დასვამდნენ ხოლმე და უბრძანებდნენ: „ახლა ითამაშეთ! იმეგობ-
რეთ!“ ერთსა და იმავე ასაკობრივ ჯგუფში ყოფნა ავტომატურად ნიშ-
ნავდა იმას, რომ ადამიანები ერთმანეთს უნდა შეთვისებოდნენ. ოჯახში
რატომღაც ფიქრობდნენ, რომ თანატოლები ერთი და იმავე დამ-
სხვრეული მოზაიკის ნაწილებს წარმოადგენდნენ და მოელოდნენ,
რომ ერთად შეყრის შემთხვევაში ისინი უეცრად გამთლიანდებოდნენ.
- რა ამაღელვებელი იქნება! მერე, როცა ჩვენი სტუმარი თავის ქვე-
ყანაში დაბრუნდება, გოგოებს მიწერ-მოწერა შეგეძლებათ, - ჩამოა-
რაკრაკა დეიდა ჯევრიემ, რომელსაც ეპისტოლარული მეგობრობისა
ძალიან სჯეროდა. მას, როგორც თურქული რესპუბლიკური რეჟიმის
ამხანაგ მასწავლებელს, სწამდა, რომ ყველა თურქი მოქალაქე, მიუხე-
დავად იმისა, თუ რამდენად ჩვეულებრივი იყო მისი როლი საზოგადო-
ებრივ ცხოვრებაში, ვალდებული იყო, მთელი მსოფლიოს წინაშე ამა-
ყად წარმოედგინა თავისი დედასამშობლო. რა შეიძლებოდა გამოს-
დგომოდა ადამიანს იმაზე უკეთ საკუთარი ქვეყნის წარმოსაჩენად,
ვიდრე უცხოელთან მიწერ-მოწერა და მეგობრობა?
- სან-ფრანცისკოდან სტამბოლში და სტამბოლიდან სან-ფრანცის-
კოში გაგზავნით წერილებს, - ნახევრად თავისთვის ჩაიბუტბუტა დეიდა
ჯევრიემ, რომლისთვისაც აღმზრდელობითი მიზნების გარეშე უცხო-
ელთან მიმოწერა სრულიად წარმოუდგენელი გახლდათ. ჯევრიემ
ლექცია წაიკითხა ამგვარი ურთიერთობის საფუძველში არსებული პე-
დაგოგიური მოტივების შესახებ, - ჩვენი, თურქების პრობლემა ის არის,
რომ ჩვენს ნათქვამს გამუდმებით არასწორად ხსნიან და ვერ გვიგებენ.
დასავლელებმა უნდა დაინახონ, რომ ჩვენ სულაც არ ვგავართ არა-
ბებს. ჩვენ თანამედროვე, საერო სახელმწიფო ვართ.
სრულიად მოულოდნელად დეიდა ფერიდემ ტელევიზორის ხმას
აუწია. ახალმა თურქულმა პოპვიდეომ ყველა შეაშფოთა. ასიამ ახირე-
ბული მომღერლისაკენ გააპარა თვალი და შენიშნა, რომ ამ ქალის
ვარცხნილობა საიდანღაც ეცნობოდა, ძალიან ეცნობოდა. გოგონამ

160
ისევ დეიდა ფერიდეს შეხედა, მერე ისევ - ეკრანს და მიხვდა, რამ შთა-
აგონა დეიდას თმის ახალ ყაიდაზე დაყენება.
- ამერიკელებს, ძირითადად, ის ბერძნები და სომხები ულაყებენ
ტვინს, რომლებიც შეერთებულ შტატებში საუბედუროდ თურქებზე ად-
რე ჩავიდნენ, - განაგრძო დეიდა ჯევრიემ, - ისინი შეცდომაში შეიყვანეს
და სჯერათ, რომ თურქეთი „შუაღამის ექსპრესის“ ქვეყანაა. შენ აჩვენებ
ამერიკელ გოგონას, რა ლამაზია ეს ქვეყანა და ხელს შეუწყობ საერთა-
შორისო მეგობრობასა და კულტურულ ურთიერთგაგებას.
ასიას იმედგაცრუებული ადამიანის გამომეტყველება ჰქონდა და
ძლივს სუნთქავდა. ამ მდგომარეობას, ასე თუ ისე, კიდევ შეინარჩუნებ-
და, უფროსი დეიდა ასეთი ულმობელი რომ არ გამომდგარიყო.
- მეტიც, ინგლისურში გაიწაფები და შეიძლება მასაც ასწავლო თურ-
ქული. საოცარი მეგობრობა გამოვა, არა?
მეგობრობა... მეგობრობაზე საუბრისას ასია ფეხზე წამოდგა, ხელი
დასტაცა სიმითს, რომელიც მხოლოდ სანახევროდ შეეჭამა და ნამ-
დვილ მეგობრებთან წასასვლელად მოემზადა.
- სად მიბრძანდებით, ქალბატონო? საუზმე ჯერ არ დასრულებულა,
- თქვა დეიდა ზელიჰამ, რომელსაც მას შემდეგ, რაც მაგიდას მიუს-
ხდნენ, პირი ჯერაც არ გაეღო. კვირაში ექვსი დღე თორმეტიდან ცხრა
საათამდე ტატუს სალონში ტრიალ-ბზრიალში მუშაობის გამო ზელიჰა
ოჯახში ყველაზე მეტად ტკბებოდა ხანგრძლივი, შენელებული საუზ-
მით, მათ სახლში კვირა დილით რომ იმართებოდა ხოლმე.
- ჩინური ფილმის ფესტივალია, - მიუგო ასიამ. ცდილობდა, პასუხი
სერიოზული და გულწრფელი გამოსვლოდა და ამის გამო ხმა ოდნავ
დაეძაბა, - ერთ-ერთი საგნის მასწავლებელმა გვთხოვა, შაბათ-კვირას
რომელიმე ფილმი გვენახა და მერე მის შესახებ კრიტიკულ-ანალიტი-
კური ნაშრომი დაგვეწერა.
- ეს რაღა დავალებაა? - წარბი ასწია დეიდა ჯევრიემ, რომელიც
არატრადიციულ პედაგოგიურ მეთოდებს ყოველთვის ეჭვით უყურებ-
და.
დეიდა ზელიჰას ამ თემაზე საუბარი აღარ გაუგრძელებია.
161
- კეთილი, წადი და ნახე შენი ჩინური ფილმი, ქალბატონო, - თავი
დააქნია ზელიჰამ, - მაგრამ არ დაიგვიანო. ხუთ საათამდე სახლში იყა-
ვი. სტუმარს აეროპორტში ამ საღამოს ვხვდებით.
ასიამ ხელი წამოავლო თავის ჰიპურ ჩანთას და კარისკენ გაეშურა.
სწორედ მაშინ, გარეთ რომ უნდა გასულიყო, ისეთი ხმა ჩაესმა, რო-
მელსაც ყველაზე ნაკლებად ელოდა. ვიღაც ფორტეპიანოზე უკრავდა.
გაუბედავი და მერყევი ბგერებით აჟღერებდნენ კარგა ხნის წინ დავიწ-
ყებულ მელოდიას.
ასიას სახეზე დაეტყო, რომ ყველაფერს მიხვდა:
- დიდედა!
***
დიდედა თესალონიკში იყო დაბადებული. 1923 წელს, მაშინ, როცა
სულ პატარა გოგო იყო, დედასთან ერთად სტამბოლში გადავიდა. დი-
დედას ამქალაქში ჩამოსვლის დრო ზუსტად იცოდნენ, რადგან იგი სა-
ხელმწიფოს თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკად გამოცხადების
მომენტს დაემთხვა.
- შენ და რესპუბლიკა ამ ქალაქში ერთდროულად ჩამოხვედით.
ორივეს მოუთმენლად გელოდით, - სიყვარულით უთხრა მეუღლეს რი-
ზა სელიმ კაზანჯიმ წლების შემდეგ, - ძველ რეჟიმებს, ერთს სახლში და
მეორეს - ქვეყანაში, ორივემ სამუდამოდ დაუსვით წერტილი. მას შემ-
დეგ, რაც ჩემთან მოხვედი, ცხოვრება მიხარია.
- შენთან რომ მოვედი, სევდიანი იყავი, მაგრამ ძლიერი. მე სიხარუ-
ლი მოგიტანე, შენ კი ძალა მომეცი.
მართალი გითხრათ, დიდედას იმდენად კარგი გარეგნობა ჰქონდა
და იმდენად გულღია იყო, რომ თექვსმეტი წლის გოგონას ხელის
მთხოვნელების რიგი გალათის ხიდის ერთი ბოლოდან მეორეს მის-
წვდებოდა. ყველა კანდიდატს შორის, ვისაც მის კარზე მიეკაკუნებინა,
მხოლოდ ერთი იყო ისეთი, ვისაც დიდედა მას შემდეგ თანაუგრძნობ-
და, რაც ცხაურებიანი ტიხრის მიღმა მოჰკრა თვალი: მაღალი, მოსული
კაცი, სახელად რიზა.

162
რიზას ხშირი წვერი, თხელი ულვაში და დიდრონი, შავი, მოღრუბ-
ლული თვალები ჰქონდა. დიდედაზე სულ მცირე ოცდაცამეტი წლით
იყო უფროსი.
რიზა კაზანჯის მანამდეც ჰყოლია ცოლი და როგორც ამბობდნენ,
ცოლს, ვიღაც უსულგულო ქალს, ქმარიც მიეტოვებინა და ვაჟიშვილიც.
ცოლის ღალატის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ პატარასთან ერ-
თად დარჩა, რომელიც ის-ის იყო, ფეხს იდგამდა, რიზა კაზანჯი დიდ-
ხანს ამბობდა უარს ხელმეორედ დაქორწინებაზე და საგვარეულო დიდ
სახლში მარტოდმარტო ცხოვრება ერჩია. ცხოვრობდა ამ სახლში დი-
დედას მომავალი მეუღლე და აგროვებდა სიმდიდრეს, რომელსაც მე-
გობრებს უნაწილებდა, ხოლო გულში დაგროვილ სიბრაზეს მტრები-
სათვის ინახავდა.
რიზა საქმოსანი იყო და ყველაფერს დამოუკიდებლად მიაღწია. ჯერ
ხელოსნად მუშაობდა - ქვაბებს აკეთებდა, მერე კი, როგორც მეწარმეს,
საკმარისი ჭკუა-გონება აღმოაჩნდა იმისათვის, რომ საჭირო დროსა და
ადგილზე დროშების წარმოების ბიზნესში ჩართულიყო. 20-იანი წლე-
ბის განმავლობაში თურქეთის რესპუბლიკაში ვნებები ჯერ ისევ ბობოქ-
რობდა და ხელით შრომით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის პრო-
პაგანდაში მას სისტემატურად ადიდებდნენ, ბევრ ფულს ვერ იშოვიდი.
ახალ რეჟიმს სჭირდებოდა მასწავლებლები, რომლებიც თავიანთი მო-
წაფეებისგან პატრიოტ თურქებს დააყენებდნენ, კომერსანტები, რომ-
ლებიც ეროვნული ბურჟუაზიის შექმნაში დაეხმარებოდნენ, და დროშე-
ბის მწარმოებლები, მთელი ქვეყნის თურქეთის დროშებით მოსართა-
ვად, მაგრამ არ სჭირდებოდა ქვაბების კეთების არანაირი ოსტატი. ასე
შეაბიჯა რიზა სელიმმა დროშების წარმოების ბიზნესში.
მიუხედავად იმისა, რომ ფულს დასტა-დასტად შოულობდა და ახალ
საქმეში გავლენიანი მეგობრებიც ჰყავდა, როცა 1925 წელს კანონმა
„გვარების შესახებ“ თურქეთის ყველა მოქალაქე დაავალდებულა,
ჰქონოდა ესა თუ ის გვარი, და რიზა სელიმიც არჩევანის წინაშე დადგა,
მან თავისი პირველი ხელობის პატივსაცემად კაზანჯის გვარის ტარება
ისურვა.
163
ასაკისა და პირველ ქორწინებასთან დაკავშირებული ტრავმის გათ-
ვალისწინებით (ვინ იცის, რატომ მიატოვა ცოლმა; ქალები ჭორაობ-
დნენ, შეიძლება გარყვნილი კაციაო) რიზა სელიმ კაზანჯი შესანიშნა-
ვად გამოიყურებოდა და აშკარად შეძლებული ადამიანი იყო, მაგრამ
დიდედას დედისათვის ის იმ უკანასკნელთა შორის გახლდათ, ვისზე-
დაც თავისი თვალისჩინივით მოვლილი ქალიშვილის დაქორწინებას
ისურვებდა.
რა თქმა უნდა, რიზაზე უკეთესი კანდიდატებიც იყვნენ, მაგრამ დე-
დის დაჟინებული წინააღმდეგობის მიუხედავად, დიდედა არავის უს-
მენდა საკუთარი გულის გარდა. შეიძლება რიზა სელიმ კაზანჯის შავ
თვალებში იყო რაღაც ისეთი, რამაც დიდედას არა გონების თვალით,
არამედ ინტუიციურად დაანახვა ნიჭი, რომელიც ამ კაცს ჰქონდა, მაგ-
რამ ბევრისათვის მიუწვდომელი გახლდათ - რიზას შეეძლო მეორე
ადამიანი საკუთარ თავზე მეტად ჰყვარებოდა.
მართალია, თექვსმეტი წლის დიდედა ძალიან ახალგაზრდა და გა-
მოუცდელი იყო, მაგრამ საკმაოდ გონიერი გახლდათ იმისათვის, რომ
მიმხვდარიყო, რა ბედნიერებაა, როცა ასეთი ნიჭით გამორჩეულ ადა-
მიანს უყვარხარ და გაღმერთებს.
რიზა სელიმ კაზანჯის ალერსიანი და ცოცხალი თვალები ჰქონდა.
ხმაც ასეთი ჰქონდა. იყო რიზაში რაღაც ისეთი, რის გამოც მის გვერ-
დით ადამიანი მშფოთვარე გარემოშიც კი უსაფრთხოდ, სასურველად
და დაცულად გრძნობდა თავს.
დიდედას გული მხოლოდ ამის გამო არ ძგერდა რიზა სელიმ კაზან-
ჯისათვის. იმაზე დიდი ხნით ადრე, ვიდრე რიზა მოეწონებოდა, დიდედა
ამ კაცის ისტორიით დაინტერესდა. ხვდებოდა დიდედა, როგორ სტკი-
ოდა გული რიზას იმის გამო, რომ პირველმა ცოლმა მიატოვა. ცხადია,
დიდედას ამ ჭრილობების მოშუშება შეეძლო. სხვა რომ არაფერი, ქა-
ლებს მოსწონთ, როცა იმას უვლიან, რაც ერთიმეორის შემდეგ რჩებათ.
გადაწყვეტილების მისაღებად დიდედას დიდი დრო არ დასჭირვე-
ბია. უნდოდა, რიზას გაჰყოლოდა და ამას ვერავინ, თავად დიდედას ბე-
დისწერაც კი, ვერ შეცვლიდა.
164
დიდედას სჯეროდა რიზა სელიმ კაზანჯისა, რის პასუხადაც ის უკა-
ნასკნელ ამოსუნთქვამდე აპირებდა მეუღლის ნდობის გამართლებას.
ქერა, ცისფერთვალა ქალი, რომელიც მასთან სათანადო მზითვის ნაც-
ვლად ერთფუმფულა, თოვლივით ქათქათა კატასთანერთად მივიდა,
რიზას ცხოვრების სიხარულად იქცა.
არ ყოფილა დღე, რიზა კაზანჯის ცოლის რომელიმე დაჟინებულ
თხოვნაზე უარი რომ ეთქვა, თან მნიშვნელობა არ ჰქონდა, რამდენად
უცნაური იყო ეს თხოვნა. ეს ყველაფერი ნაკლებად მნიშვნელოვანი
იყო იმ დროს ექვსი წლის ბიჭუნასათვის, რომელიც რიზას სახლში
ჰყავდა. ლევენთ კაზანჯის დიდედა დედად არასოდეს მიუღია. ბიჭი
დიდხანს არ უშვებდა ხელიდან დედინაცვლისათვის წინააღმდეგობის
გაწევისა და მისი დაცინვის არც ერთ შესაძლებლობას. ბავშვობის ასა-
კიდან ისე გამოვიდა, რომ გულით ბოღმას ატარებდა, თუ საერთოდ შე-
საძლებელი იყო ისეთი ადამიანის ოდესმე დაკაცება, რომელიც ამდე-
ნად გაბოროტებული იყო.
იმ დროში, როცა ქორწინება ბავშვების გარეშე უკურნებელ სენად
თუ არა, მკრეხელობად მაინც ითვლებოდა, დიდედასა და რიზა სელიმ
კაზანჯის შვილი არ ჰყოლიათ. ასე იმიტომ კი არ მოხდა, რომ რიზა გახ-
ლდათ ძალიან ხნიერი, არამედ იმიტომ, რომ თავიდან დიდედა იყო მე-
ტისმეტად ახალგაზრდა და ბავშვების გაზრდა არ აინტერესებდა, ხო-
ლო, როცა სხვა ჭკუაზე დადგა, მისი მეუღლე უკვე ძალიან მოხუცი იყო.
ლევენთ კაზანჯი უწინდებურად ოჯახის ერთადერთი შვილი იყო. იმას,
რომ გვარის გამგრძელებლის ტიტულს ატარებდა, ლევენთ კაზანჯი დი-
დად არ დაგიდევდათ.
მიუხედავად იმისა, რომ გერის ღვარძლიანობას განიცდიდა და მის
გამო თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა, დიდედა მაინც სიცოცხლით
სავსე, გულღია გოგონა იყო მდიდარი წარმოსახვითა და კიდევ უფრო
მდიდრული მოთხოვნებით. მისი აზრით, ქვეყნად პატარების მოვლაზე
გაცილებით საინტერესო რამეები არსებობდა, მაგალითად, ფორტე-
პიანოზე დაკვრა. ცოტა ხანში კაზანჯების სახლის სასტუმრო ოთახში,
საუკეთესო ადგილზე ინგლისში, Stroud Piano Co., Ltd-ის ბენთლის
165
ფორტეპიანო გაჩნდა. სწორედ ამ ფორტეპიანოთი დაიწყო დიდედას
პირველი მეცადინეობები ფორტეპიანოს პირველ მასწავლებელთან,
თეთრგვარდიელ რუს მუსიკოსთან ერთად, რომელიც ბოლშევიკურ
რევოლუციას გამოქცეოდა და სამუდამოდ დასახლებულიყო სტამ-
ბოლში.
დიდედა რუსი მუსიკოსის საუკეთესო მოსწავლე იყო. გარდა იმისა,
რომ ნიჭიერი გახლდათ, ძალიან უნდოდა, ფორტეპიანო მისი ცხოვრე-
ბის განუყრელი მეგობარი უფრო გამხდარიყო, ვიდრე ხანმოკლე თავ-
შესაქცევი.
დიდედას ყველაზე მეტად რახმანინოვი, ბოროდინი და ჩაიკოვსკი
მოსწონდა. იყვნენ კომპოზიტორები, რომელთა ნაწარმოებებს მაშინ
ასრულებდა, როცა სახლში მარტო იყო, ფაშა პირველი კალთაში ეჯდა
და თავისთვის უკრავდა.
როცა სტუმრებისთვის უკრავდა, მაშინ სრულიად განსხვავებული
რეპერტუარიდან ირჩევდა სიმღერებს. დასავლური რეპერტუარი, ანუ
ბახი, ბეთჰოვენი, მოცარტი, შუმანი და, რაც მთავარია, ვაგნერი სრულ-
დებოდა იმ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როცა მთავრობის ჩინოვ-
ნიკებსა და მათ დახვეწილ მეუღლეებს მასპინძლობდნენ. ნავახშმევს
მამაკაცები სასმისებით ხელში ბუხართან იყრიდნენ ხოლმე თავს და
მსოფლიო პოლიტიკაზე მსჯელობდნენ.
20-იანი წლების მიწურული ისეთი პერიოდი იყო, როდესაც ეროვ-
ნული პოლიტიკის მხოლოდ და მხოლოდ ქება-დიდება იყო შესაძლებე-
ლი და რაკი ყურები კედლებსაც ჰქონდა, რაც უფრო ხმამაღლა შეას-
ხამდით ხოტბას ამ პოლიტიკას, მით უკეთესი იქნებოდა თქვენთვის. შე-
საბამისად, როგორც კი გულწრფელად საუბარი მოესურვებოდათ,
თურქეთის ახალი რესპუბლიკის პოლიტიკური და კულტურული ელიტა
უმალ გადადიოდა მსოფლიო პოლიტიკის განხილვაზე, რომელიც თა-
ვისთავად თავსატეხი გახლდათ და მასზე ლაპარაკი ყოველთვის საინ-
ტერესო იყო.
ვიდრე მამაკაცები ბუხართან ბჭობდნენ, ქალები სახლის მეორე ბო-
ლოში იყრიდნენ ხოლმე თავს, ხელში პიტნის ლიქიორით სავსე ბრო-
166
ლის ჭიქები ეჭირათ და ერთმანეთის ტანისამოსს არ აშორებდნენ
თვალს. ქალების განყოფილება ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავე-
ბული ორი ტიპის ქალებისაგან, ანუ პროფესიონალებისა და ცოლები-
საგან შედგებოდა.
პროფესიონალების, ანუ ამხანაგი ქალების, იგივე ახალი თურქი
მდედრების მოკლე დახასიათება ასეთია: რეფორმისტთა ელიტისგან
გაიდეალებული, განდიდებული და გამარჯვებულად გამოცხადებული
მანდილოსნები. ისინი ახალ პროფესიონალებს - ადვოკატებს, მასწავ-
ლებლებს, მოსამართლეებს, მმართველებს, მოხელეებს, უმაღლესი
სასწავლო დაწესებულებების მასწავლებლებს და ა.შ. წარმოადგენ-
დნენ. თავიანთი დედებისაგან განსხვავებით, შინ არ ისხდნენ და სოცი-
ალურ, ეკონომიკურ და კულტურულ კიბეზე ასვლის შესაძლებლობა
ჰქონდათ, ოღონდ იმ პირობით, თუ წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე თა-
ვიანთ სექსუალურობასა და ქალურობას უკან მოიტოვებდნენ. ასეთი
ქალების უმრავლესობა ზედა და ქვედა ნაწილებისაგან შემდგარ ყავის-
ფერ, შავ და რუხ კოსტიუმებს ატარებდა. ეს უბრალოების, მოკრძალე-
ბულობისა და თავდადების ფერები გახლდათ. პროფესიონალებს თმა
მოკლედ შეეჭრათ, მაკიაჟს არ იკეთებდნენ და არც სამკაულს ატარებ-
დნენ. ისინი ქალურობას მოკლებულ უსქესო სხეულებში ცხოვრობ-
დნენ.
როცა ცოლები მათთვის დამახასიათებელი, გამაღიზიანებლად ქა-
ლური მანერით ხითხითებდნენ, პროფესიონალები იღლიაში გაჩრილ
პატარა ტყავის ხელჩანთებს თითებს ისე უჭერდნენ, თითქოს მათში
სრულიადსაიდუმლო ინფორმაციას მალავდნენ, რომლის ნებისმიერ
ფასად დაცვის პირობა ჰქონდათ დადებული.
პროფესიონალებისაგან განსხვავებით, ცოლები წვეულებებზე
თეთრ, ღია ვარდისფერ და პასტელის ცისფერ საღამოს ატლასის კაბებ-
ში გამოწყობილი დადიოდნენ. ეს სინაზის, უმანკოებისა და მგრძნობია-
რობის ფერები გახლდათ. ცოლებს პროფესიონალები მაინცდამაინც
არ მოსწონდათ და „ამხანაგებად“ უფრო აღიქვამდნენ, ვიდრე ქალე-
ბად. არც პროფესიონალებს მოსწონდათ ცოლები, რომლებსაც „ხასე-
167
ბად“ უფრო აღიქვამდნენ, ვიდრე ქალებად. საბოლოოდ არავინ იყო
ისეთი, ვინც დანარჩენ ქალებზე„სათანადო“ აზრისა იქნებოდა.
ყოველთვის, როცა ამხანაგებსა და ხასებს შორის არსებული დაძა-
ბულობა იმატებდა, დიდედა, რომელიც საკუთარ თავს არც ერთ ჯგუფ-
თან არ აიგივებდა, მოსამსახურე ქალს ჩუმად ანიშნებდა, ბროლის ჭი-
ქებით ლიქიორი შემოიტანე, ვერცხლის სინებით კი - ნუშიანი ფენოვა-
ნი ტკბილეულიო. დიდედას აღმოეჩინა, რომ ლიქიორისა და სასუსნა-
ვის ამგვარი დუეტი ერთადერთი რამ იყო, რასაც ოთახში მყოფი ყველა
თურქი ქალბატონის ნერვების დაცხრობა შეეძლო, მიუხედავად იმისა,
თუ რომელ ბანაკს ეკუთვნოდნენ ისინი.
წვეულების მიწურულს რიზა სელიმ კაზანჯი ცოლს მოუხმობდა
ხოლმე და პატივცემული სტუმრებისათვის ფორტეპიანოზე დაკვრას
სთხოვდა. დიდედა დაკვრაზე უარს არასოდეს ამბობდა. დასავლელი
კომპოზიტორების გარდა, ის ეროვნულ ჰიმნებსაც ასრულებდა და პატ-
რიოტულ ცეცხლს ანთებდა. სტუმრები დიასახლისს შეძახილებით ამ-
ხნევებდნენ და ტაშს უკრავდნენ. 1933 წელს, როდესაც მეათე წლისთა-
ვისადმი მიძღვნილი ჰიმნი, „რესპუბლიკის მარში“ შეიქმნა, დიდედა
მას უსასრულოდ უკრავდა და უკრავდა. ადამიანებს სიზმარშიც კი ჩაეს-
მოდათ მუსიკა, რომელიც მთელ ქვეყანას მოედო. ეს გახლდათ დრო,
როდესაც აკვნის ბავშვებსაც კი ახალი ჰიმნის ენერგიული, რიტმული
მუსიკის ფონზე აძინებდნენ.
შესაბამისად, იმ დროს, როდესაც მთელი რიგი სოციალური რე-
ფორმების წყალობით თურქი ქალები საზოგადოებრივ ცხოვრებაში
რადიკალურ ტრანსფორმაციას განიცდიდნენ, დიდედა სახლში იყო და
თავისი დამოუკიდებელი ყოფით ტკბებოდა.
ფორტეპიანოსადმი ინტერესი არასოდეს განელებია, მაგრამ ახალი
გასართობების ნუსხის შესადგენადაც არ დასჭირვებია დიდი დრო.
რამდენიმე წლის განმავლობაში სწავლობდა ფრანგულს, წერდა ნოვე-
ლებს, რომლებიც არასოდეს გამოუქვეყნებია, ხვეწდა საკუთარ შესაძ-
ლებლობებს ზეთით ხატვის სხვადასხვანაირ ტექნიკაში, იპრანჭებოდა
ატლასის სამეჯლისო კაბებსა და შესანიშნავ ფეხსაცმელებში, ძალით
168
დაჰყავდა მეუღლე მეჯლისებზე, მართავდა წარმოუდგენელ წვეულე-
ბებს და ერთი დღეც არ დაუთმია სახლის საქმეებისთვის. რიზა სელიმ
კაზანჯი ყველანაირ სურვილს უსრულებდა თავის ყოჩაღ მეუღლეს.
რიზა საზოგადოდ მშვიდი ადამიანი იყო და სხვებისადმი ღრმა პატი-
ვისცემითა და სამართლიანობის დიდი გრძნობით გამოირჩეოდა, მაგ-
რამ მისი ყაიდის სხვა ადამიანების მსგავსად, რიზას გატეხილი გულის
გამთელებაც შეუძლებელი გახლდათ. აქედან გამომდინარე, არსებობ-
და ერთი საკითხი, რომელიც მისი პიროვნების უარყოფით მხარეს ედო
საფუძვლად. ეს საკითხი რიზას პირველი ცოლი გახლდათ.
მიუხედავად იმისა, რომ წლები იყო გასული, როცა კი დიდედა
ქმარს პირველ ცოლზე რამეს ჰკითხავდა, რიზა სელიმ კაზანჯის თვა-
ლებში მისთვის უცნაური სევდა უდგებოდა და ჩუმდებოდა.
- რომელ ქალს შეუძლია შვილის მიტოვება? - იტყოდა რიზა და სი-
ძულვილისგან სახე ებრიცებოდა.
- კი, მაგრამ არ გინდა, იცოდე, რა მოუვიდა? - ახლოს მიუჩოჩდა ერ-
თხელაც დიდედა ქმარს და კალთაში ჩაუჯდა. მეუღლეს ისე ნაზად ეფე-
რებოდა ნიკაპზე, თითქოს უნდოდა, მისთვის თავი მოექონა და რო-
გორმე პასუხი მიეღო.
- იმ ქუჩის ქალის ბედი არ მაინტერესებს, - გულგრილად თქვა რიზა
სელიმ კაზანჯიმ. ხმის დაწევა არც უფიქრია. არ ანაღვლებდა, ლევენთი
თუ გაიგონებდა, დედამისს ლაფში როგორ სვრიდნენ.
- ვინმესთან ერთად გაიპარა? - არ ეშვებოდა დიდედა, თან იცოდა,
რომ დასაშვებ ზღვარს გადადიოდა, მაგრამ იმაშიც დარწმუნებული
იყო, ზუსტად ვერასოდეს გავიგებ, სად გადის ჩემთვის დაწესებული საზ-
ღვარი, ვიდრე ამ მიჯნას არ გადავაბიჯებო.
- რატომ ყოფ ცხვირს ისეთ რამეებში, რომლებთანაც არაფერი გე-
საქმება? - მკვახედ მიუგო რიზა სელიმ კაზანჯიმ, - მისი საქციელის გა-
მეორებას აპირებ თუ რაშია საქმე?
ასე დაადგინა დიდედამ, სად გადიოდა ზღვარი, რომელსაც არ უნდა
გასცდენოდა.

169
წლების განმავლობაში, გარდა იმ მომენტებისა, როდესაც ოჯახის
უფროსის პირველი ცოლის საკითხი წამოიჭრებოდა ხოლმე, რიზასა და
დიდედას მყუდრო და უზრუნველი ცხოვრება წყნარად მიედინებოდა.
თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მათ ირგვლივ სხვა ოჯახების ყო-
ფა სრულიად განსხვავებული იყო, რიზა სელიმ კაზანჯისა და მის მეუღ-
ლეს უჩვეულო ცხოვრება ჰქონდათ.
მათი განცხრომა ნათესავებში, მეგობრებსა და მეზობლებში შურს
აღძრავდა. ეს უკანასკნელები ყველაფერში ერეოდნენ, რაშიც კი შეიძ-
ლებოდაჩარეულიყვნენ, ხოლო წყვილის უშვილობა საუკეთესო მიზეზი
იყო ხელზე დასახვევად. ბევრი მათგანი არწმუნებდა რიზა სელიმ კა-
ზანჯის, ვიდრე გვიანი არ არის, სხვა ქალი შეირთეო. იმდენად, რამდე-
ნადაც ახალი სამოქალაქო სამართლის თანახმად მამაკაცს ერთზე მე-
ტი ცოლის ყოლის უფლება არ ჰქონდა, რიზა დიდედას უნდა გაშორე-
ბოდა, რომელზეც ახლა უკვე ყველა ეჭვობდა, ან ბერწია, ან ბუნტისთა-
ვიო.
იმ დღეს, როცა რიზა სელიმი კაზანჯის გვარის სხვადასხვა თაობის
მამაკაცებივით სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა, დიდედამ
ცხოვრებაში პირველად ირწმუნა ავი თვალის არსებობა. დარწმუნებუ-
ლი იყო, რომ მათი ყოველმხრივ ბედნიერი სახლის კედლები შურიანი
ხალხის მზერამ გააპო და ქმარი მოუკლა.
ახლა დიდედას ეს ამბები თითქმის აღარ ახსოვდა, მაგრამ როცა მი-
სი დაჭმუჭნილი, გამხმარი თითები ძველ ფორტეპიანოს შეეხო, რიზა
სელიმ კაზანჯისთან ერთად გატარებულმა დღეებმა ძველი, ფერგადა-
სული შუქურასავით გაიელვადა გზააბნეული მოხუცი ალცჰაიმერის
ბობოქარ წყლებში შეიყვანა.
***
უბანში, სადაც ქუჩებს არასოდეს ეძინათ და რიყეფენილის ქვებმა
ბევრი საიდუმლო იცოდნენ, ახალგარემონტებულ ბინაში, რომელიც
გალათის ხიდს გადაჰყურებდა, ძველი შენობების მინის ფანჯრებიდან
არეკლილი ჩამავალი მზის სხივების ქვეშ, თოლიების ჭყივილის ფონზე
ასია კაზანჯი ტახტზე შიშველი იჯდა. არ იძვროდა, თითქოს ქანდაკება
170
ყოფილიყო, რომელიც იმ ხელოვანის ნიჭის გათავისებას ცდილობდა,
რომელსაც მარმარილოს ლოდისაგან გამოეკვეთა.
ასიას გონება ფანტაზიების სამყაროში გადაეშვა, მის სხეულში კი
სქელი კვამლი ტრიალებდა, რომელიც გოგონას ის-ის იყო, შეესუნთქა.
ფილტვებს იქამდე იწვავდა, ვიდრე, ბოლოს და ბოლოს, გუნება არ გა-
მოუკეთდა და ნელა, უხალისოდ არ ამოუშვა ბოლი.
- რაზე ფიქრობ, ძვირფასო?
- ნიჰილიზმის ჩემი პირადი მანიფესტის მერვე მუხლზე ვმუშაობ, -
მიუგო ასიამ და დანისლული თვალები გაახილა.
მუხლი 8: თუ საზოგადოებასა და „მე“-ს შორის ღრმა ღარტაფია და
მასზე მხოლოდ მორყეული ხიდია გადებული, შეგიძლიათ დაწვათ ეს
ხიდი და „მე“-ს მხარეს ცოცხალი და უვნებელი დარჩეთ, გარდა იმ შემ-
თხვევისა, თუკი ეს ღარტაფი არ არის ის, რასაც ესწრაფვით.
ასიამ კიდევ ერთი ნაფაზი დაარტყა და კვამლი შიგნით გაიჩერა.
- მოდი, რამეს გაჭმევ, - თქვა ალკოჰოლიკმა კარიკატურისტმა და
გოგონას ხელიდან მარიხუანას სიგარეტი გამოართვა. მერე მისკენ და-
იხარა და თმიანი მკერდით მიეკრა. ასიამ საჭმელად მომზადებული
ბრმა ბარტყივით გააღო პირი. კაცმა კვამლის ჭავლი პირდაპირ პირში
ჩაასუნთქა. გოგონამ კვამლი ისეთი მონდომებით შეისრუტა, თითქოს
მწყურვალი იყო და წყალს ეწაფებოდა.
მუხლი 9: თუკი ეს ღარტაფი იმაზე მეტად გიზიდავთ, ვიდრე დანარ-
ჩენი სამყარო, შეგიძლიათ ჩავარდეთ მასში, ანუ საკუთარ თავში.
„ჭამა“ იქამდე გრძელდებოდა, იქამდე უშვებდა ალკოჰოლიკი კა-
რიკატურისტი კვამლს ასიას პირში, ის კი იქამდე ისუნთქავდა და ისუნ-
თქავდა, ვიდრე მის ყელში უკანასკნელი ბოლქვი არ დაინთქა.
- სანაძლეოს ჩამოვალ, ახლა თავს უკეთესად გრძნობ, - ჩაიღუღუნა
მხატვარმა. სახეზე ეტყობოდა, რომ მეტი სექსი უნდოდა, - კარგ ჟიმაო-
ბასა და კარგ მარიხუანაზე უკეთესი წამალი არ არსებობს.
წინააღმდეგობის გაწევის სურვილის ჩასახშობად ასიამ ლოყაზე იკ-
ბინა. მერე თავი ღია ფანჯრისკენ გადააგდო და ხელები ისე გაშალა,

171
თითქოს მთელი ქალაქი უნდოდა ჩაეკრა გულში, მთელი მისი აურზაუ-
რითა და დიდებულებით.
ამასობაში კაცი საკუთარი გამონათქვამის დახვეწით იყო დაკავებუ-
ლი:
- მოდი, ვნახოთ. არაფერია ისე გადაჭარბებულად შეფასებული,
როგორც ცუდი ჟიმაობა და არაფერია ისე შეუფასებელი, როგორც კარ-
გი...
- ქაქი, - მიეხმარა მხატვარს ასია.
აღფრთოვანებული ალკოჰოლიკი კარიკატურისტი თავის ქნევით
წამოდგა. ტანზე მხოლოდ პრიალა ქსოვილის ფარფალა ტრუსები ეცვა.
ლუდის სმისგან მუცელი ოდნავ გაბერვოდა. სი-დი-ფლეიერისაკენ
ხტუნვა-ხტუნვით წავიდა და სიმღერა ჩართო. ასიას ყოველთვის მოს-
წონდა ჯონი კეშის სიმღერა „Hurt“.
როგორც კი მუსიკის პირველი რიტმები გაისმა, ალკოჰოლიკი კა-
რიკატურისტი შემობრუნდა და ძველ ადგილას დაბრუნდა. თვალები
ერთიანად უბრწყინავდა.
„I hurt myself today / to see if I still feel“.
ასიამ სახე ისე შეჭმუხნა, თითქოს ის-ის იყო, უხილავი ნემსი ეჩ-
ხვლიტაო.
- რა დასანანია...
- რა არის დასანანი, ძვირფასო?
ასია მხატვარს ფართოდ გახელილი თვალებით მიაჩერდა. ისეთი
შეშფოთებული მზერა ჰქონდა, იფიქრებდით, თავის ასაკზე სამჯერ მეტი
ხნის არისო.
- ტეხავს, - ამოიოხრა ასიამ, - ეს მენეჯერები და ორგანიზატორები,
თუ რაც ჰქვიათ, აწყობენ ევროპულ ტურნეებს, აზიურ ტურნეებს, ტუ-
რებს ურაპერესტროიკულ საბჭოთა კავშირშიც კი... მაგრამ თუ მუსიკის
ფანი ხარ დასტამბოლში ცხოვრობ, ვერც ერთ გეოგრაფიულ განსაზ-
ღვრებას ვერ მოერგები. ვერავინ გვამჩნევს. იცი, რომ სტამბოლის გე-
ოსტრატეგიული მდებარეობა არის ერთადერთი მიზეზი, რომლის გა-
მოც აქ იმდენი კონცერტი არ იმართება, რამდენიც ჩვენ გვინდა?
172
- ჰო, ყველა ბოსფორის ხიდზე უნდა გავმწკრივდეთ, მთელი ძალით
შევუბეროთ და ამ ქალაქს დასავლეთისკენ ვუბიძგოთ. თუ არ გაჭრის,
სხვა გზას ვცდით და ვნახავთ, შეგვიძლია თუ არა აღმოსავლეთის შეტ-
რიალება, - ალკოჰოლიკმა კარიკატურისტმა ხმადაბლა გაიცინა, - რა
ჩარაა შუაში ყოფნა, საერთაშორისო პოლიტიკა ორაზროვნებას არ
ცნობს.
ღრუბლებში მოფარფატე ასიას ალკოჰოლიკი კარიკატურისტის
სიტყვები არ ესმოდა. გოგონამ მარიხუანას კიდევ ერთ სიგარეტს მო-
უკიდა, დახეთქილ ტუჩებს შორის ჩაიდო და ერთი დიდი, უდარდელი
ნაფაზი დაარტყა, მერე კი თითქოს ვერც გრძნობდა, როგორ ეხებოდა
მამაკაცის თითები და ენა მის ენასა და კანს.
- უნდა ყოფილიყო ჯონი კეშისთვის ხმის მიწვდენის რაღაც გზა, სა-
ნამ ფეხები არ გაუჭიმავს, ანუ ეს კაცი სტამბოლში უნდა ჩამოსულიყო,
მაგრამ ისე მოკვდა, ვერც გაიგო, რომ აქ თავგადაკლული ფანები ჰყავ-
და...
ალკოჰოლიკ კარიკატურისტს ნაზად გაეღიმა. ასიას პატარა ხალ-
ზეაკოცა, მარცხენა ლოყაზე რომ ჰქონდა და კისერზე იქამდე უსვამდა
ფრთხილად ხელს, ვიდრე გოგონას ბარაქიან ძუძუებს არ მისწვდა და
ხელის მტევნებში არ მოიქცია. თავხედურად და აუჩქარებლად კოცნი-
და. მის ქცევას ძალადობის, თუ არა სისასტიკის, ელფერიც დაჰკრავდა.
თვალების ციმციმით იკითხა:
- კიდევ როდის შევხვდებით?
- ალბათ, ყოველთვის, როცა ერთმანეთს კაფე „კუნდერაში“ გადა-
ვეყრებით, - მხრები აიჩეჩა ასიამ და მამაკაცს მოშორდა. როგორც კი
ასიამ გაიწია, ალკოჰოლიკი კარიკატურისტი კიდევ უფრო მიუახლოვ-
და.
- ჰო, მაგრამ აქ, ჩემს სახლში, როდის შევხვდებით?
- გინდა თქვა, როდის შევხვდებით ჩემს საროსკიპოშიო? - გადაა-
ფურთხა ასიამ ისე, რომ ავსიტყვაობის სურვილს აღარ შეწინააღმდეგე-
ბია, - ორივემ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს შენი სახლი არ არის! სახ-
ლი ის არის, სადაც შენი ცოლი ამდენი წელია ცხოვრობს, ეს ადგილი
173
კი შენი საიდუმლო საროსკიპოა, სადაც შეგიძლია ილოთაო და იჟიმაო
ისე, რომ შენმა ცოლმა ვერაფერი გაიგოს. აქ ხმარობ შენს ვარიებს.
რაც უფრო ახალგაზრდები, თავქარიანები და მთვრალები იქნებიან,
მით უკეთესი!
ალკოჰოლიკმა კარიკატურისტმა ამოიხვნეშა და რაკის ჭიქას წამო-
ავლო ხელი. ერთ დალევაზე ნახევარი ჭიქა მიიყუდა. უიმედობისგან სა-
ხე ისე წახდომოდა, ასიას წამით შეეშინდა, რომ მხატვარი ან უყვირებ-
და, ან აქვითინდებოდა. ასია კაზანჯის ვერ წარმოედგინა, რომ შეიძლე-
ბოდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა ადამიანს, რომელსაც ასე დააბიჯეს
მტკივნეულ ადგილზე ფეხი. პასუხად მხატვარმა ქანცგაცლილი ადამია-
ნის ხმით ჩაიბუტბუტა:
- ზოგჯერ ისეთი დაუნდობელი ხარ.
ოთახში ჩამოწოლილ საშინელ სიჩუმეს ქუჩაში ფეხბურთის მოთა-
მაშე ბავშვების ჟივილ-ხივილი არღვევდა. ისეთ ხმაზე გაჰკიოდნენ,
მიხვდებოდით, რომ ერთ-ერთი ბიჭისათვის ის-ის იყო, ეჩვენებინათ წი-
თელი ბარათი და ახლა მისი გუნდის ყველა მოთამაშე ვიღაც მსაჯს გაც-
ხარებული ეკამათებოდა.
- ისეთი ცუდი თვისება გაქვს, ასია, - შორიდან გაისმა ალკოჰოლიკი
კარიკატურისტის ხმა, - ლამაზ სახეზე არაფერი გეტყობა და ერთი შე-
ხედვით ამის შემჩნევა ძნელია, მაგრამ ასეა. განადგურების წარმოუდ-
გენელი პოტენციალი გაქვს.
- მაგრამ მე არავის ვანადგურებ, თუ - კი? - ასიამ თავდაცვის აუცი-
ლებლობა იგრძნო, - მარტო ის მინდა, რომ ვიყო თავისუფალი და ისე-
თი, როგორიც ვარ და მთელი ეს საძაგლობა... ჩემს ჭკუაზე რომ მიმიშ-
ვან...
- შენს ჭკუაზე რომ მიგიშვან, საკუთარი თავი უფრო სწრაფად და ად-
რიანად რომ გაანადგურო... ეს გინდა? თვითგანადგურება ისევე გიზი-
დავს, როგორც პეპელას სინათლე, - დაძაბულმა ასიამ ხმამაღლა ჩა-
იხითხითა, - თუ სვამ, უზომოდ სვამ, თუ ვინმეს აკრიტიკებ - აშანტაჟებ,
თუ ჟიმაობ, ამაში ყელამდე ეფლობი და უკიდურესობაში ვარდები. მარ-
თლა არ ვიცი, როგორ უნდა მოგიდგე. ისეთი ცოფიანი ხარ, პატარავ...
174
- შეიძლება იმიტომ, რომ ნაბიჭვრად დავიბადე, - შენიშნა ასიამ და
კიდევ ერთი ნაფაზი დაარტყა, - ისიც კი არ ვიცი, მამაჩემი ვინ არის. მე
არასოდეს ვეკითხები, ისინიც არასოდეს მეუბნებიან. ზოგჯერ, როცა
დედაჩემი მიყურებს, მგონია, რომ ჩემში მას ხედავს, მაგრამ სიტყვასაც
არ ამბობს. ყველა ისე ვიქცევით, თითქოს მამობის მსგავსი რამ არც
არსებობდეს. სამაგიეროდ, არსებობს ერთადერთი მამა, დიდი მამა.
როცა მაღლა ცაში ალაჰია, რომელიც მოგხედავს, ვის რაში სჭირდება
მამა? ყველა მისი შვილები არა ვართ? არა, დედაჩემი ამ საზიზღრობას
კი არ იმეორებს. გეუბნები, ის ბევრად დიდი ცინიკოსია, ვიდრე ნების-
მიერი ქალი, რომელიც ოდესმე მინახავს. პრობლემაც სწორედ ეს
არის. მე და დედაჩემი ისე ვგავართ ერთმანეთს და ისე შორს ვართ ერ-
თმანეთისგან...
ასიამ კვამლის ქულა წითელი ხის მაგიდისკენ გაუშვა. ამ მაგიდაზე
ალკოჰოლიკი კარიკატურისტი რამდენიმე საუკეთესო ნამუშევარს ინა-
ხავდა, ისეთებს, რომლების გამოც ეშინოდა, ერთ-ერთი მორიგი ჩხუ-
ბის შემდეგ ჩემი ცოლი გაანადგურებსო. აქვე ინახავდა ორი ახალი სე-
რიის, „ამფიბია პოლიტიკანისა“ და „პოლიტიკუს-მარტორქის“ ესკი-
ზებსაც, რომლებშიც თურქეთის პარლამენტის წევრები სხვადასხვა
ცხოველის სახით იყვნენ წარმოდგენილი. ალკოჰოლიკი კარიკატუ-
რისტი ამ სერიების საზოგადოებისთვის წარდგენას მოკლე ხანში გეგ-
მავდა, მით უფრო ახლა, როცა სასამართლო უკვე დასთანხმებოდა,
მისთვის სამწლიანი პატიმრობის შეფარდება პრემიერ-მინისტრის
ცხვრის ტყავში გადაცმული მგლის სახით გამოსახვისათვის უვადოდ
გადაედო. გადადების მთავარი წინა პირობა ის გახლდათ, რომ სხვების
მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ალკოჰოლიკ კარიკატურისტს დაშვე-
ბული შეცდომა აღარ გაუმეორებია. „რა აზრი აქვს გამოხატვის თავი-
სუფლებისათვის ბრძოლას, თუკი უპირველესად იუმორის თავისუფ-
ლებისათვის არ იბრძოლებ“, - ფიქრობდა მხატვარი.
მაგიდის კუთხეში, არ-დეკოს სტილის ლამპის მოყვითალო-მოყა-
ვისფრო სინათლის ქვეშ, ფიქრებში ჩაძირული, წიგნზე თავდახრილი

175
დონ კიხოტის უზარმაზარი ხის ქანდაკება იდო. ასიას ეს ქანდაკება ძა-
ლიან მოსწონდა.
- ჩემი ოჯახი სისუფთავის გიჟების ნახირია. მოგონებების ჭუჭყსა და
მტვერს ადვილად იცილებენ თავიდან! სულ წარსულზე ლაპარაკობენ,
მაგრამ ეს დეზინფიცირებული წარსულია. ასეთიმეთოდი აქვთ კაზან-
ჯებს პრობლემებთან გასამკლავებლად: რამე თუ გაწუხებს, მიდი, და-
ხუჭე თვალები, ათამდე დათვალე, ინატრე, რომ ეს არასოდეს მომხდა-
რიყოს და მერე იცი, რა იქნება? ის, რომ არც არაფერი მომხდარა. ვაშა!
ყოველდღე პირფერობის მორიგ კაფსულას ვყლაპავთ...
ასიას ურიკინე ჭკუა-მოწყობილობას ისიც აინტერესებდა, რას კით-
ხულობდა დონ კიხოტი. ნეტავ რა ეწერა წიგნის გადაშლილ ფურცელ-
ზე? იზრუნა კი მოქანდაკემ ერთი-ორი სიტყვის მიფხაჭნაზე? ცნობის-
მოყვარე ასია ტყვიასავით წამოვარდა სავარძლიდან და ქანდაკებას
მიუახლოვდა. აფსუს, ხის გვერდზე არანაირი სიტყვა არ იყო. ვიდრე
თავის ადგილს დაუბრუნდებოდა, ასია კაზანჯიმ გრძელი ნაფაზი დაარ-
ტყა და ისევ წუწუნს მოჰყვა:
- მაღიზიანებს ამ ტკბილი სახელების დანახვა. ბედნიერი ოჯახების
სევდიანი ფაქსიმილეებია. იცი, ზოგჯერ, დიდედასი მშურს. თითქმის
ასი წლის არის. როგორ მინდა, მისი ავადმყოფობა მქონდეს. საყვარე-
ლი ალცჰაიმერი. მეხსიერება ხუნდება.
- ეს არ არის კარგი, ძვირფასო.
- შეიძლება კარგი არ იყოს იმ ადამიანებისთვის, შენ გარშემო რომ
არიან, მაგრამ შენთვის კარგია, - დაიჟინა ასიამ.
- ჰო, ჩვეულებრივ ეს ორი რამე ერთმანეთზეა გადაბმული, - ასიას
ალკოჰოლიკი კარიკატურისტის სიტყვებისათვის ყურადღება არ მიუქ-
ცევია.
- იცი, დღეს დიდედამ ამდენი წლის შემდეგ თავის ფორტეპიანოს
ახადა თავი. გავიგე, როგორ უკრავდა მჭახე ბგერებს. ძნელია. ეს ქალი
რახმანინოვს უკრავდა ხოლმე და ახლა სულელური საბავშვო სიმღე-
რის დაკვრაც კი აღარ შეუძლია, - ასია წამით გაჩუმდა, იმაზე დაფიქ-
რდა, რაც ის-ის იყო, ეთქვა. ხანდახან ენა უსწრებდა ხოლმე, - იმის თქმა
176
მინდა, რომ დიდედამ არ იცის ის, რაც ვიცით ჩვენ! - ყალბი გზნებით
შესძახა ასიამ, - ალცჰაიმერი არ არის ისეთი საშინელი, როგორადაც
ჟღერს. წარსული არაფერია ბორკილების გარდა, რომლებისგანაც თა-
ვი უნდა დავიხსნათ. ისეთი სატანჯველია. ნეტავი არანაირი წარსული
არ მქონდეს - იცი, ნეტავ არავინ ვიყო, ნეტავ შემეძლოს ნულიდან და-
ვიწყო და სამუდამოდ იქვე დავრჩე. ბუმბულივით მსუბუქი - არავითარი
ოჯახი, არავითარი მოგონებები და ჯანდაბები...
- წარსული ყველას სჭირდება, - ალკოჰოლიკმა კარიკატურისტმა
ჭიქიდან სასმელი მოსვა. ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, იფიქრებ-
დით, სიბრალულსა და მრისხანებას შორის არის გაშეშებულიო.
- მე ნუ მიმათვლი. მე ნამდვილად არ მჭირდება! - ახლა კი დასწვდა
ასია ჟურნალების მაგიდაზე დადებულ „ზიპოს“ წარმოების სანთებე-
ლას, ცერა თითი ჩამოჰკრა და მხოლოდ იმისთვის აანთო, რომ ამნთე-
ბის მკვეთრი დაწკაპუნებით უმალ ჩაექრო. გოგონას ეს ხმა მოეწონა და
მოძრაობა რამდენჯერმე გაიმეორა. ასია ვერც კი ხვდებოდა, რომ ალ-
კოჰოლიკი კარიკატურისტი ცოტათი ჭკუიდან გადაჰყავდა. წკაპ! წკაპ!
წკაპ! - ჯობს, წავიდე, - თქვა ასიამ, მხატვარს „ზიპოს“ სანთებელა მი-
აწოდა და ტანსაცმელი მოიძებნა, - ჩემმა ძვირფასმა ოჯახმა მნიშვნე-
ლოვანი ვალდებულებები დამაკისრა. დედასთან ერთად აეროპორტში
უნდა წავიდე და ამერიკელ საფოსტო მეგობარს უნდა დავხვდე.
- ეგეთი მეგობარი გყავს?
- ჰო, რა. გოგო, რომელიც არსაიდან გაჩნდა. ერთ დღესაც ვიღვიძებ
და ჩემს საფოსტო ყუთში წერილია. გამოიცანი საიდან? სან-ფრანცის-
კოდან! ვიღაც გოგოა, სახელად ამი. ამბობს, რომ ბიძაჩემის, მუსტაფას
გერია. ისიც არ ვიცოდით, რომ გერი ჰყავდა! ახლა ვიგებ, რომ ეს ქორ-
წინება მისი ცოლისათვის მეორეა, აბა? ჩვენთვის ეს არასოდეს უთ-
ქვამს! ბებიაჩემს კინაღამ გულის შეტევა მოუვიდა, როცა გაიგო, რომ
ქალი, რომელიც ოცი წელია მისი ძვირფასი ვაჟის ცოლია, როცა და-
ქორწინდნენ, სინამდვილეში ქალიშვილი არ ყოფილა. არა, ბატონო,
ქალიშვილი კი არა, განქორწინებული ცოლი!

177
სიმღერის მიმართ, რომელიც ის-ის იყო, დაიწყო, საკუთარი პატი-
ვისცემის დასტურად ასია ცოტა ხნით გაჩუმდა. „Iტ აინ’ტ მე, ბაბე“ იყო.
ვიდრე სიტყვით გამოსვლას განაგრძობდა, ასია კაზანჯიმ მელოდია
სტვენით გაიმეორა და უხმოდ ააცმაცუნა ტუჩები.
- ყოველ შემთხვევაში, ეს ციდან ჩამოვარდნილი ამი წერს წერილს,
რომელშიც ნათქვამია, რომ ის არიზონის უნივერსიტეტის კოლეჯში
სწავლობს, ძალიან აინტერესებს სხვა კულტურების გაცნობა და მოუთ-
მენლადელის დღეს, როცა გაგვიცნობს. მერე ისაო, ესაო და ბოლოს
წამოცდება: „სხვათა შორის, სტამბოლში ერთ კვირაში ჩამოვდივარ.
შემიძლია თქვენთან გავჩერდე?“
- აუჰ! - შესძახა ალკოჰოლიკმა კარიკატურისტმა და ყინულის სამი
ნაჭერი რაკით ხელახლა გავსებულ ჭიქაში ჩააგდო, - იმას თუ ამბობს,
მაინცდამაინც აქ რატომ ჩამოდის? მხოლოდ როგორც ტურისტი?
- რავი, - ჩაიბუზღუნა ასიამ, რომელსაც ტახტის ქვეშ ცალი წინდის
მოსაძებნად იატაკზე დაეჩოქა, - რადგან კოლეჯის სტუდენტია, სანაძ-
ლეოს ვდებ, რაღაც კვლევას წერს ისლამისა და ქალების დათრგუნვი-
ლი მდგომარეობის, ანდა ახლო აღმოსავლეთში პატრიარქალური
პრეცედენტების შესახებ. სხვა შემთხვევაში რატომ მოინდომებდა ქა-
ლებით სავსე საგიჟეთში გაჩერებას, როცა ამ ქალაქში ამდენი იაფი და
მაგარი სასტუმროა? დარწმუნებულივარ, უნდა თითოეულ ჩვენგანს და-
უსვას კითხვები მუსლიმანურ ქვეყნებში ქალების მდგომარეობის შესა-
ხებ და მასეთი...
- სისულელეების შესახებ! - ალკოჰოლიკმა კარიკატურისტმა ასიას
მაგივრად დაასრულა წინადადება.
- ჰო! - გამარჯვებული ადამიანივით შესძახა ასიამ, რომელსაც და-
კარგული წინდა უკვე მოეძებნა. ასიამ ქვედაკაბა და მაისური თვალის
დახამხამებაში გადაიცვა და თმაც გადაივარცხნა.
- კაი, მოიყვანე ერთხელ კაფე „კუნდერაში“.
- ვთხოვ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მუზეუმში წასვლას არჩევს.
ასია კაზანჯიმ ბუზღუნ-ბუზღუნით ჩაიცვა ტყავის ფეხსაცმელი, მერე
კი იქაურობას თვალი მოავლო - დარწმუნდა, რომ არაფერი რჩებოდა.
178
- ერთხანს მასთან ყოფნა აუცილებლად მომიწევს - სახლში მაიძუ-
ლებენ, აქაურობა შემოვატარო, რომ აღფრთოვანებული დარჩეს სტამ-
ბოლით. უნდათ, როცა ამერიკაში დაბრუნდება, ხოტბას ასხამდეს ამ ქა-
ლაქს.
მიუხედავად იმისა, რომ ფანჯრები ღია იყო, ოთახში ისევ იდგა მა-
რიხუანას, რაკისა და სექსის სუნი. თავისთვის ღრიალებდა ჯონი კეში.
ასიამ ხელი დაავლო ჩანთას და კარისკენ დაიძრა. ის-ის იყო, გა-
რეთ უნდა გასულიყო, რომ ალკოჰოლიკმა კარიკატურისტმა გზა გა-
დაუღობა. მხატვარი გოგონას პირდაპირ თვალებში უყურებდა, მერე
მხრებში დაავლო ხელი და თავისკენ ნაზად მიიზიდა. ალკოჰოლიკ კა-
რიკატურისტს მუქი წაბლისფერი, გუდალი თვალების ქვეშ ლოთები-
სათვის ან დამწუხრებული ადამიანებისათვის, ანდა ორივესთვის, და-
მახასიათებელი მუქი იისფერი წრეები ჰქონდა.
- ჩემო ასია, - ჩურჩულით თქვა ალკოჰოლიკმა კარიკატურისტმა და
სახეზე ისეთი სიბრალული გამოესახა, რომლის მსგავსი მასში ასიას
მანამდე არასდროს შეემჩნია, - მთელი საწამლავის მიუხედავად, რო-
მელსაც გულით ატარებ და შეიძლება სწორედ მის გამოც, რაღაცნაი-
რად განსაკუთრებული და მონათესავე სული ხარ, მე კი მიყვარხარ. იმ
დღეს შემიყვარდი, როცა შეწუხებული სახით პირველად გამოჩნდი კა-
ფე „კუნდერაში“. არ ვიცი, ნიშნავს თუ არა შენთვის რამეს, მაგრამ მა-
ინც უნდა გამოგიტყდე. ვიდრე ამ ბინიდან წახვალ, უნდა გაიგო, რომ აქ
არანაირი ბორდელი არ არის და მე აქ ვარიები არ დამყავს. მე აქ იმის-
თვის მოვდივარ ხოლმე, რომ დავლიო, დავხატო და დეპრესიაში ჩავ-
ვარდე, ჩავვარდე დეპრესიაში და ისევ დავხატო და დავლიო, ზოგჯერ
კი დავხატო, ჩავვარდე დეპრესიაში და დავლიო... სულ ეს არის...
გაოგნებულმა ასიამ კარის სახელურს ჩასჭიდა ხელი და ერთ წამს
გაუნძრევლად იდგა ზღურბლთან. არ იცოდა, ხელები სად წაეღო. მერე
ორივე ხელი ქვედაკაბის ჯიბეებში ჩაიწყო და შიგნით ნამცეცებივით რა-
ღაცას დაუწყო თითებით წვალება.

179
ასიამ ხელები ჯიბეებიდან ამოიღო და დაინახა, რომ თითის წვერებ-
ზე მოყავისფრო თესლი მიჰკვროდა, რომლებიც დიდედას გოგონას ავი
თვალისაგან დასაცავად შეელოცა.
- შეხედე! ხორბალი... ხორბალი... - გაურკვევლად გაიმეორა ასიამ
რამდენჯერმე, - დიდედა ცდილობს, ბოროტისაგან დამიცვას, - ასიამ
ხელისგული გაშალა და ალკოჰოლიკ კარიკატურისტს ხორბლის ერთი
მარცვალი მისცა. როგორც კი ეს გააკეთა, გოგონა ისე გაწითლდა,
თითქოს სასიყვარულო საიდუმლოსათვის აეხადა ფარდა.
ასიას ლოყები ჯერ კიდევ დაბრაწული ჰქონდა, მის გულში ჩაბუდე-
ბულ გესლს კი იმპულსურობა აღარ აქეზებდა. ასიამ კარი გააღო და
რამდენადაც შეეძლო, იმდენად სწრაფად გავიდა გარეთ, მერე წამით
შეყოვნდა და ისევ უკან დაბრუნდა. თითქოს რაღაც ჰქონდა სათქმელი,
მაგრამ ლაპარაკის ნაცვლად ალკოჰოლიკ კარიკატურისტს მაგრად
მოეხვია.
მერე ასია კაზანჯიმ კიბის ხუთი მარში ჩაირბინა და რამდენადაც შე-
ეძლო, იმდენად სწრაფად გაექცა ყველა სატანჯველს, მის სულს რომ
სდევნიდა.

180
8

კედრის კაკალი
- როგორ მოხდა, რომ ჯერ კიდევ სძინავს? - იკითხა ასიამ და ნიკაპი
თავისი საძინებლისაკენ გაიშვირა.
აეროპორტიდან დაბრუნებისას ასია კაზანჯის თავზარი დასცა იმის
გაგებამ, რომ დეიდებს ზუსტად მისი საწოლის პირდაპირ კიდევ ერთი
დაედგათ და სივრცე, რომელიც ამ სახლში მხოლოდ მას ეკუთვნოდა,
„გოგონების ოთახად“ გადაექციათ.
დეიდები ასე ან იმის გამო მოიქცნენ, რომ ასიას საწვალებლად სულ
ახალ-ახალი გზის ძიებაში იყვნენ, ან იმიტომ, რომ მის ოთახს საუკეთე-
სო ხედი ჰქონდა და ასე უნდოდათ სტუმარზე კარგი შთაბეჭდილების
მოხდენა. შეიძლება დეიდები სულაც თვლიდნენ, რომ ერთ ოთახში
ცხოვრება სმკუგ-ის, ანუ საერთაშორისო მეგობრობისა და კულტურუ-
ლი ურთიერთგაგების პროექტის ფარგლებში გოგონებს დაახლოების
კიდევ ერთ შანსს მისცემდა.
ასიას საკუთარი სივრცის სრულიად უცხო ადამიანთან გაზიარების
არავითარი სურვილი არ ჰქონდა, მაგრამ სტუმრის თვალწინ პროტეს-
ტის გამოხატვა არ შეეძლო. დეიდებს უხალისოდ კი დაეთანხმა, მაგრამ
მოთმინების ფიალა ნელ-ნელა ევსებოდა. თითქოს საკმარისი არ იყო,
ეს ამერიკელი გოგო მის საძინებელში რომ შეასახლეს, კაზანჯის ოჯა-
ხის ქალები ისე იქცეოდნენ, თითქოს ვახშმის დაწყებას არ აპირებდნენ,
ვიდრე პატივსაცემი სტუმარი არ შეუერთდებოდათ. მიუხედავად იმისა,
რომ სუფრა ერთ საათზე მეტი ხნის გაშლილი იყო და მაგიდასაც ყველა
კარგა ხანია მისჯდომოდა, მათ შორის სულთან მეხუთეც, ჯერ არავინ
დანაყრებულიყო, მათ შორის არც სულთან მეხუთე.
დაახლოებით ოც წუთში ერთხელ რომელიღაც მათგანი დგებოდა,
ოსპის წვნიანს ათბობდა, ხელახლა აცხელებდა ხორციან კერძს და ასე
ქვაბებით დადიოდა წინ და უკან სამზარეულოსა და სასტუმრო ოთახს
შორის. ქალების ყოველ გავლა-გამოვლაზე სულთან მეხუთე საჭმლის
სუნს მუდარის კნავილს აყოლებდა. ისხდნენ და იცდიდნენ თავ-თავი-
181
ანთ სკამებზე მიკრულები, თან ტელევიზორს უყურებდნენ. ხმისთვის
ბოლომდე დაეწიათ, ერთმანეთს ჩურჩულით ელაპარაკებოდნენ და ხან
ერთ კერძს იკიკნებოდნენ, ხან მეორეს. ამასობაში სულთან მეხუთეს
უკვე იმაზე მეტი მიურთმევია, ვიდრე ქალები ჩვეულებრივ ერთ ჯერზე
ჭამენ ხოლმე.
- იქნებ უკვე ღვიძავს და მხოლოდ იმიტომ წევს, რომ ძალიან მორ-
ცხვია ან რავი... წავიდე, დავხედო? - იკითხა ასიამ.
- აქ დარჩით, ქალბატონო, აცალე გოგოს ძილი, - წარბი ასწია დე-
იდა ზელიჰამ.
ისე, რომ ცალი თვალი ეკრანისათვის არ მოუშორებია, მეორე კი
დისტანციური მართვის პულტისათვის, დეიდა ფერიდე დას დაეთანხმა:
- ძილი სჭირდება. ორგანიზმის დღე-ღამის რეჟიმის დარღვევის
ბრალია. მარტო ოკეანის დინებები კი არა, დროის სხვადასხვა სარტყე-
ლიც გადაკვეთა.
- ჰო, ამ სახლში ვიღაცას მაინც შეუძლია, იმდენ ხანს იწვეს ლოგინ-
ში, რამდენ ხანსაც უნდა, - ჩაიბუზღუნა ასიამ. სწორედ ამ დროს ტელე-
ვიზორში ფონოგრამა ჩაირთო და მსუბუქი მელოდიაც გაისმა. დაიწყო
გადაცემა, რომელსაც ყველა ელოდა. ეს „ახალბედას“ თურქული ვერ-
სია გახლდათ. გაფაციცებული ადევნებდნენ თვალს თურქ დონალდ
ტრამპს, რომელიც ფართო კაბინეტში ატლასის ფარდის უკნიდან გა-
მოჩნდა. ოთახიდან ბოსფორის ხიდის საუცხოო ხედი იშლებოდა.
საქმოსანმა სწრაფად მოავლო ქედმაღლური მზერა მისი ბრძანების
მომლოდინე ორივე გუნდს, მერე კი თავ-თავიანთი დავალებები გააც-
ნო.
ორივე გუნდს გაზიანი წყლის ბოთლის დიზაინის შექმნა, ოთხმოც-
დაცხრამეტი ასეთი ბოთლის წარმოების გზის მოძებნა და ქალაქის
ერთ-ერთ მდიდრულ კვარტალში მათი მაქსიმალურად სწრაფად და
ძვირად გაყიდვა მოეთხოვებოდა.
- რა პრობლემაა, - ყიჟინა დასცა ასიამ, - ნამდვილი შეჯიბრება თუ
უნდათ, ყველა მონაწილე სტამბოლის ყველაზე რელიგიურ და კონსერ-

182
ვატიულ უბანში უნდა გაგზავნონ და ბოთლებში ჩამოსხმული წითელი
ღვინო გააყიდვინონ.
- ჩუმად იყავი, - უხეშად მიუგო დეიდა ბანუმ დისწულს და ამოიოხრა.
ბანუს გული სწყდებოდა, რომ ასია რელიგიასა და რელიგიურობას გა-
მუდმებით მასხრად იგდებდა. როცა გოგონა ასე იქცეოდა, ბანუ აშკა-
რად ხედავდა, ვის ჰგავდა ასია კაზანჯი. ვის და დედამისს. რა აზრი
ჰქონდა მკრეხელობასთან ბრძოლას, თუკი იგი დედიდან შვილზე და-
ახლოებით ისე გადადიოდა, როგორც მკერდის კიბო, ანდა დიაბეტი?
ბანუმ კიდევ ერთხელ ამოიოხრა.
ასიამ არც კი შეიმჩნია, რომ დეიდას გული ატკინა. გოგონამ მხრები
აიჩეჩა და თქვა:
- რატომაც არა? ეს გაცილებით უფრო კრეატიული იქნებოდა, ვიდ-
რე ამერიკის უსაფუძვლო იმიტაცია თურქულად. დასავლეთისგან ნა-
სესხები ტექნიკური მასალა ყოველთვის უნდა შეუხამო იმ კულტურის
სპეციფიკურ თავისებურებებს, რომლისკენაც მიმართავ შენს ძალის-
ხმევას. ამას მე ვეძახი ორიგინალურ დონალდ ტრამპს თურქულად. იმ
კაცს მონაწილეებისთვის მუსლიმანურ უბანში დაფასოებული ღორის
ხორცის გაყიდვაც უნდა ეთხოვა. ეს სხვა საქმეა. გამოწვევაა. აბა, მარ-
კეტინგის წარმატებული სტრატეგიებიც ვნახოთ.
ვიდრე ასიას ვინმე რამეს ეტყოდა, საძინებლის კარი ჭრიალით გა-
იღო და იქიდან არმანუშ ჩახმახჩიანი გამოვიდა. ცოტათი შეცვლილი-
ყო, ოდნავ თავბრუც ეხვეოდა. გახუნებული ჯინსი და მეზღვაურის გრძე-
ლი, ფართხუნამაისური ეცვა, რომელიც სხეულის ნაკვთებს უმალავდა.
თურქეთში გამოსაფრენად ნივთებსრომ ალაგებდა, ამიმ ბევრი იფიქ-
რა იმაზე, თან როგორი ტანსაცმელი წაეღო და ბოლოს კონსერვატიულ
ქვეყანაში უცნაურად რომ არავის მოსჩვენებოდა, არჩევანი მოკრძა-
ლებულ სამოსზე შეაჩერა. სწორედ ამიტომაც ჩავარდა შოკში, როცა
სტამბოლის აეროპორტში აღმაშფოთებლად მოკლე ქვედაკაბასა და
კიდევ უფრო აღმაშფოთებლად მაღალქუსლიან ფეხსაცმელებში გა-
მოწყობილი დეიდა ზელიჰა შეეგება. კიდევ უფრო გასაოცარი იყო შეხ-
ვედრა დეიდა ბანუსთან, თავისი თავშლითა და გრძელი კაბით. გოგონა
183
მისმა ღვთისმოსაობამაც განაცვიფრა - ბანუ დღეში ხუთჯერ ლოცუ-
ლობდა. კიდევ უფრო საოცარი ის იყო, მათ გარეგნობასა და, რა თქმა
უნდა, პიროვნულ თვისებებს შორის არსებული წარმოუდგენელი კონ-
ტრასტის მიუხედავად, ბანუ და ზელიჰა დები იყვნენ და ერთ ჭერქვეშ
ცხოვრობდნენ. არმანუში თვლიდა, რომ ამ თავსატეხის ამოსახსნე-
ლად ცოტა დრო იყო საჭირო.
- მობრძანდი! მობრძანდი! - წამოიძახა დეიდა ბანუმ მხიარულად და
მაშინვე გამოელია ინგლისური სიტყვების მარაგი.
ვიდრე არმანუში მაგიდას მიუახლოვდებოდა, რაკი სტუმარს საერ-
თოდ არ იცნობდნენ, ოთხივე დეიდა აწრიალებული იყო და თავს უხერ-
ხულად გრძნობდა, მაგრამ ღიმილისაგან პირი ოთხივეს ყურებამდე გა-
ხეოდა. უცხო ადამიანის სუნმა სულთან მეხუთეში ცნობისმოყვარეობა
გააღვიძა. კატა დაუყოვნებლივ წამოხტა და არმანუშის გარშემო დაიწ-
ყო სიარული, თან სულ უფრო მეტად უახლოვდებოდა ამის. სულთან მე-
ხუთე არმანუშის ჩუსტებს იქამდე ყნოსავდა, ვიდრე არ დარწმუნდა,
რომ მათში საინტერესო არაფერი იყო.
- ძალიან ვწუხვარ, არ ვიცი, ასე დიდხანს რატომ მეძინა, - ნელა და
ენის ბორძიკით თქვა არმანუშმა ინგლისურად.
- რა თქმა უნდა, შენს ორგანიზმს ძილი სჭირდება. დიდი გზაა, - მი-
უგო დეიდა ზელიჰამ. სასიამოვნო, მაგრამ თვალში საცემი აქცენტის
მიუხედავად, ზელიჰა არასწორად სვამდა ხოლმე მახვილს. ასიას დედა
ინგლისურად სათქმელს საკმაოდ თავისუფლად ამბობდა, - არ გშია?
იმედი მაქვს, მოგეწონება თურქული საჭმელი.
დეიდა ბანუ, რომელსაც სიტყვა „საჭმლის“ მნიშვნელობა თითქმის
ყველა ენაზე ესმოდა, ოსპის წვნიანის მოსატანად სამზარეულოში გა-
ვარდა. სულთან მეხუთე პრაქტიკულად რობოტივით გადაევლო თავის
ბალიშს და ბანუს გაჰყვა, თან კნაოდა და რაღაცას იხვეწებოდა.
არმანუში მისთვის დატოვებულ სკამზე დაჯდა და პირველად მოავ-
ლო თვალი სასტუმრო ოთახს. სწრაფად და ფრთხილად ათვალიერებ-
და იქაურობას. მისი მზერა რამდენიმე საგანმა მიიპყრო. ოთახში თავი
მოეყარა: პალისანდრის ხის ჩუქურთმიან და შუშისკარიან ჭურჭლის კა-
184
რადას, რომელშიც ოქროსვარაყიანი ყავის ჭიქები, ჩაის სერვიზები და
რამდენიმე ანტიკვარული ნივთი იდო; კედელზე მიდგმულ ძველ ფორ-
ტეპიანოს; იატაკზე დაგებულ საუცხოო ნოხს; ჟურნალების მაგიდებზე
ელვარებდა უამრავი მოწნულა, ხავერდის სავარძლებსა და ტელევი-
ზორს, იადონს ორნამენტებიან გალიაში, აივნის კართან რომ ქანაობ-
და; კედელზე ჩამოკიდებულ ნახატებს - ზეთის საღებავებით შესრულე-
ბულ ბუკოლიკურ სურათს, რომელზეც სოფლის პეიზაჟი იმდენად
თვალწარმტაცად იყო გამოსახული, რომ ნამდვილს აღარ ჰგავდა, და
კალენდარს, რომელზეც თითოეული თვისათვის სხვადასხვა კულტუ-
რული ან ბუნების ძეგლის ფოტო შეეხამებინათ; ავი თვალისგან დამცავ
თილისმას და სმოკინგიან ათათურქის პორტრეტს, რომელიც ჩარჩოს
მიღმა დარჩენილ ბრბოს ფეტრის რბილ ქუდს უქნევდა. მთელი ოთახი
სუვენირებით და ხასხასა ფერებით იყო სავსე - სხვადასხვანაირი ლურ-
ჯი, მოწითალო ყავისფერი, ისრიმისფერი, ფირუზისფერი. ოთახში ყვე-
ლაფერი ისე კაშკაშებდა, თითქოს ნათურების გარდა იქაურობას კიდევ
რაღაც ანათებდა.
მერე არმანუშმა მაგიდაზე გაშლილი კერძები დაათვალიერა დიდი
ინტერესით.
- რა შესანიშნავი სუფრაა, - გაიბადრა ამი, - ყველაფერია, რაც მიყ-
ვარს. ჰუმუსი გაგიკეთებიათ, ბაბა ღანუში, იალანჩი სარმა... ვაი, ჩურე-
კიც გამოგიცხვიათ!
- ალაჰ, თურქულად ლაპარაკობ? - შეჰყვირა გაოგნებულმა დეიდა
ბანუმ, რომელსაც სასტუმრო ოთახში ცხელი ქვაბი შემოჰქონდა, კუდ-
ში კი ისევ სულთან მეხუთე მიჰყვებოდა.
არმანუშმა თავი ნახევრად მხიარულად და ნახევრად სერიოზულად
ისე გააქნია, თითქოს წუხდა, ბანუს ამხელა მოლოდინი რომ გაუცუდა.
- არა, არა, თურქულ ენაზე არ ვლაპარაკობ, სამწუხაროდ, მაგრამ
თურქული სამზარეულოს ენაზე საუბარი, მგონი, შემიძლია.
ეს კი ვეღარ გაიგო დეიდა ბანუმ. სასოწარკვეთილი ასიას მიუბრუნ-
და, მაგრამ მის დისწულს თარჯიმნობის არავითარი სურვილი არ ჰქონ-
და, - თურქი დონალდ ტრამპის დავალებაზე იყო გადართული. შეჯიბ-
185
რების მონაწილეებისთვის ამჯერად საფეიქრო ინდუსტრიაში თავით
გადაშვება დაევალებინათ. მათ ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ერთ-ერ-
თი უდიდესი ფეხბურთის გუნდის ყვითელ და ლაჟვარდისფერ ფერებში
გადაწყვეტილი ფორმები უნდა შეეცვალათ. ფორმის ის დიზაინი გა-
იმარჯვებდა, რომელსაც თავად ფეხბურთელები მისცემდნენ უმაღლეს
შეფასებას.
ამასობაში ასია სპეციფიკური ამოცანის ალტერნატიული ვარიან-
ტის დეტალებზე ფიქრობდა, მაგრამ ამჯერად არაფერი უთქვამს. ლაპა-
რაკის სურვილი აღარ ჰქონდა. მართალი გითხრათ, ამერიკელი გოგო
იმაზეგაცილებით ლამაზი აღმოჩნდა, ვიდრე ასია ვარაუდობდა. არა,
განა ასია რამეს მოელოდა, მაგრამ გულის სიღრმეში ფიქრობდა, შეიძ-
ლება იმედიც კი ჰქონდა, რომ აეროპორტში ერთ ჩერჩეტ ქერათმიან
გოგონას უნდა დახვედროდნენ.
ისე, რომ თავადაც არ იცოდა, რატომ, ასიას სტუმართან დაპირის-
პირება უნდოდა, მაგრამ საამისოდ მიზეზზე მეტად ენერგიას მოისაკ-
ლისებდა. ამ ეტაპზე ასია კაზანჯიმ განზე ყოფნა და სიტყვაძუნწობა არ-
ჩია. უნდოდა, დანარჩენებს გარკვევით დაენახათ, რომ მას მთელი ამ
თურქული სტუმართმოყვარეობისგან თავი შორს ეჭირა.
- აბა, გვითხარი, - იკითხა დეიდა ფერიდემ მას შემდეგ, რაც ამერი-
კელი გოგონას ვარცხნილობა შეისწავლა და დაასკვნა, რომ ის ძალიან
სადა იყო, - როგორია ამერიკა?
ფერიდეს კითხვა იმდენად აბსურდული იყო, რომ ასია აიფოფრა.
უკვე არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, რამდენად მტკიცედ
ჰქონდა გადაწყვეტილი ასია კაზანჯის, თავი მშვიდად დაეჭირა. კითხვა
არმანუშსაც სასაცილოდ მოეჩვენა, მაგრამ არ შეიმჩნია. სტუმარს დე-
იდებთან თავი კარგად ეჭირა. დეიდა-მამიდები მისი პროფილი იყო.
- კარგია, კარგი, - მიუგო არმანუშმა ფერიდეს, თან მარჯვენა ლოყა
ჰუმუსით ჰქონდა გამოტენილი, - დიდი ქვეყანაა. სხვადასხვა ადგილზე
სხვადასხვანაირი ამერიკელები ცხოვრობენ.

186
- მუსტაფაზე ჰკითხე, - განკარგულება გასცა ბებია გულსუმმა, რო-
მელსაც ყურადღებაც კი არ მიექცია იმისთვის, რაზეც მისთვის უცნობ
ენაზე ლაპარაკობდნენ.
- კარგად არის, ბევრს მუშაობს, - თქვა არმანუშმა, თან დეიდა ზელი-
ჰას მელოდიურ ხმას უსმენდა, რომელიც მის სიტყვებს თარგმნიდა, -
ლამაზი სახლი აქვთ. ჰყავთ ორი ძაღლი. უდაბნოში მაგარია. იცით,
ამინდიც ყოველთვის კარგია არიზონაში, კარგი და მზიანი...
როცა წვნიანი და პირველი კერძები გათავდა, ბებია გულსუმმა და
დეიდა ფერიდემ სამზარეულოს მიაშურეს, იქიდან კი ეგვიპტელებივით
კარგად შეწყობილი ნაბიჯებით დაბრუნდნენ, თან თითო-თითო უზარ-
მაზარი ლანგარი მოჰქონდათ. ქალებმა მხარზე გადებული სინები მა-
გიდაზე დადეს.
- ფლავიც გაქვთ, - გაიღიმა არმანუშმა და კერძების დასათვალიე-
რებლად წინ დაიხარა, - ტურშუ და...
- რაო?! - ერთხმად შესძახეს დეიდებმა. სტუმარი იმდენად კარგად
იცნობდა თურქულ სამზარეულოს, რომ მართლაც დიდი შთაბეჭდილე-
ბა მოახდინა.
არმანუშმა უეცრად თვალი მოჰკრა ბოლო ქვაბს, რომელიც სუფ-
რასთან მიიტანეს.
- ამას რომ ბებიაჩემი ხედავდეს! ამ კერძს ქაბურგა ჰქვია...
- რაო?! - გაიმეორეს ქალებმა. ასიაც კი გამოფხიზლდა. უცებ ისიც
დაინტერესდა იმით, რაც სასტუმრო ოთახში ხდებოდა.
- ბევრი თურქული რესტორანია ამერიკაში? - იკითხა დეიდა ჯევრი-
ემ.
- სინამდვილეში ამ საჭმელებს იმიტომ ვიცნობ, რომ ისინი ნაწი-
ლობრივ სომხურ სამზარეულოშიც არის, - მშვიდად მიუგო არმანუშმა.
ამი, ამერიკელი გოგონა სან-ფრანცისკოდან, რომელიც ოჯახს ისე
წარუდგინეს, როგორც მუსტაფას გერი, საკუთარი თავის შესახებ სი-
მართლის გამხელას თავიდან ეტაპობრივად ფიქრობდა, მაშინ, როცა
მასა და მასპინძლებს შორის გარკვეული ურთიერთნდობა ჩამოყალიბ-

187
დებოდა, მაგრამ ახლა მთელი სისწრაფით მიექანებოდა იქით, სადაც
საქმის არსზე მოუწევდა საუბარი.
დაძაბული, მაგრამ მაინც თავდაჯერებული არმანუში მხრებში გა-
იმართა და მაგიდას კიდით კიდემდე მოავლო თვალი. აინტერესებდა,
მის სიტყვებზე როგორი რეაქცია ჰქონდათ, მაგრამ მასპინძლების სა-
ხეებზე უაზრო გამომეტყველებას წააწყდა და მიხვდა, რომ მისგან ნათ-
ქვამის ახსნას მოელოდნენ.
- მე სომეხი ვარ... ჰო, ამერიკელი სომეხი.
ის, რაც ამიმ თქვა, ამჯერად არ უთარგმნიათ, - არ იყო საჭირო. ოთ-
ხივე დეიდამ ერთდროულად გაიღიმა. ეს ოთხი თავისებური ღიმილი
იყო: ზრდილობიანი, შეწუხებული, ცნობისმოყვარე და ბოლოს, მეგობ-
რული. ყველაზე თვალში საცემი რეაქცია ასიას ჰქონდა. გოგონას
„ახალბედას“ ყურებისთვის თავი დაენებებინა და სტუმარს პირველად
ათვალიერებდა გულწრფელი ინტერესით. ასია მიხვდა, რომ, ბოლოს
და ბოლოს, არმანუში სულაც არ ჩამოსულა სტამბოლში ისლამისა და
ქალების შესასწავლად.
- მართლა? - როგორც იქნა, გააღო პირი ასიამ და მაგიდაზე იდაყვე-
ბით დასაყრდნობად წინ დაიხარა, - მითხარი, მართალია, რომ
„System of a Down“-ს ვეზიზღებით?
არმანუშმა თვალები დაახამხამა, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რაზე
ლაპარაკობდა ასია. თვალის ერთი შევლებით მიხვდა, რომ სხვებიც მა-
სავით დაბნეული იყვნენ. დეიდებიც შეფიქრიანებული ჩანდნენ.
- როკჯგუფია, რომელიც მე ძალიან მიყვარს. სომხები არიან. ზღაპ-
რებს ჰყვებიან იმაზე, თუ როგორ სძულთ ამ ბიჭებს თურქები და უნდათ,
მათი მუსიკა ყველა თურქს მოსწონდეს. უბრალოდ ვიკითხე, - მხრები
აიჩეჩა ასიამ. აშკარად უკმაყოფილო იყო იმით, რომ ამდენად გაუთ-
ვითცნობიერებელი ხალხისთვის მოუწია როკჯგუფის ამბების ახსნამ.
- მათ შესახებ არაფერი ვიცი, - ტუჩები მოკუმა არმანუშმა და უცებ
იგრძნო, როგორი პაწაწინა, სუსტი და დაუცველი იყო უცხო ადამიანი
უცხო ქვეყანაში, -ჩემი ოჯახი, ანუ ბებიაჩემი, სტამბოლიდან იყო, - თი-

188
თი გაიშვირა ამიმ დიდედისკენ, თითქოს თავისი ისტორიის მაგალითის
მოსაყვანად ასაკოვანი ადამიანი სჭირდებოდა.
- ჰკითხე, რა გვარის არიან, - მუჯლუგუნი წაჰკრა ბებია გულსუმმა
ასიას. ბებიას ისეთი ხმა ჰქონდა, თითქოს სარდაფში შენახული სა-
იდუმლო არქივის გასაღები ჰქონოდა, რომელშიც ინახებოდა მოწეს-
რიგებული ჩანაწერები სტამბოლის ყველა, ძველი და ახლანდელი ოჯა-
ხის შესახებ.
- ჩახმახჩიანები, -უპასუხა არმანუშმა, როდესაც ბებიას კითხვა გა-
დაუთარგმნეს, - თუ გინდათ, შეგიძლიათ ამი დამიძახოთ, მაგრამ ჩემი
სრული სახელი არმანუშ ჩახმახჩიანია.
დეიდა ზელიჰას სახე გაუბრწყინდა და აღიარა:
- ეს ყოველთვის მაინტერესებდა. თურქები ნებისმიერ სიტყვას -ჩი
ბოლოსართს ამატებენ და ასე ქმნიან სხვადასხვა პროფესიის აღმნიშ-
ვნელ სიტყვებს. ჩვენი გვარი ნახეთ: კაზან-ჩი. ჩვენ „ქვაბების ოსტატე-
ბი“ ვართ. ახლა ვხვდები, რომ სომხებიც იმავეს აკეთებენ: ჩახმახ... ჩახ-
მახჩი... ჩახმახჩიან...
- ესეც კიდევ ერთი რამ, რაც საერთო გვაქვს, - გაიღიმა არმანუშმა.
იყო დეიდა ზელიჰაში რაღაც ისეთი, რის გამოც სტუმარს ის თავიდანვე
მოეწონა. იქნებ ზელიჰას თავდაჭერასა და ცხვირში გაყრილ საყურეში
იყო საქმე, ან მის ყოვლად მინი-მინი-კაბებში, ანდა ზედმეტ მაკიაჟში,
სახეზე რომ ესვა? იქნებ სულაც ზელიჰას გამოხედვამ მოხიბლა არმა-
ნუში? ასე იყო თუ ისე, ზელიჰას გარეგნობა ადამიანს აიძულებდა, უკ-
რიტიკოდ მინდობოდა ამ ქალს.
- ნახეთ, მათი სახლის მისამართი მაქვს, - არმანუშმა ჯიბიდან ქა-
ღალდის ნაგლეჯი ამოაძრო, - ბებია შუშანა ამ სახლში დაიბადა. თუ შე-
გიძლიათ, მისამართის დადგენაში დამეხმაროთ, წავიდოდი და იქაუ-
რობას ვნახავდი.
ვიდრე დეიდა ზელიჰა ქაღალდზე გაკეთებულ წარწერას დასცქერო-
და, ასიამ დეიდა ფერიდეს აფორიაქება შეატყო. ფერიდე აივნის ნახევ-
რად ღია კარისკენ შეშინებული იხედებოდა და ისეთი აღელვებული

189
ჩანდა, თითქოს სახიფათო მდგომარეობაში აღმოჩენილიყო და არ
იცოდა, საით გაქცეულიყო.
ასიამ მიიწ-მოიწია, ოხშივრიან ფლავზე გადაიხარა და ნაგიჟარ დე-
იდას წაუბურტყუნა:
- ჰე, რა იყო?
დეიდა ფერიდემაც მიიწ-მოიწია, ოხშივრიან ფლავზე გადაიხარა და
მომწვანო-მონაცრისფრო თვალების ექსცენტრიკული ციმციმით და-
იჩურჩულა:
- გამიგია სომხებზე, ძველ სახლებში ბებია-ბაბუების სკივრების
ამოსათხრელად ბრუნდებიან, გაქცევამდე რომ გადამალესო, - ფერი-
დემ თვალები დააელამა და ხმას ოდნავ აუწია, - ოქრო და ძვირფასეუ-
ლობა, - ძლივს ამოისუნთქა, მერე ცოტა ხნით დაფიქრდა და საკუთარ
თავს თავაზიანად დაეთანხმა, - ოქრო და ძვირფასეულობა!
ასიას კიდევ რამდენიმე წამი დასჭირდა დეიდამისის სიტყვების ჩა-
საწვდომად.
- გესმის, რას გეუბნები? ეს გოგო აქ იმისთვის არის, რომ განძით
სავსე ზანდუკი იპოვოს, - დასძინა აღგზნებულმა დეიდა ფერიდემ, რო-
მელიც ახლა უკვე წარმოსახვითი ზანდუკის შიგთავსზე ფიქრობდა.
თავგადასავლის შეგრძნებასა და ლალების ბრწყინვალებას ფერიდეს
სახე გაესხივოსნებინა.
- ჯანდაბა, მართალი ხარ! - შესძახა ასიამ, - ხო გეუბნებოდი? თვით-
მფრინავიდან რომ ჩამოვიდა, ხელში ნიჩაბი ეჭირა და ბარგის მაგივ-
რად ურიკას აწვებოდა.
- უიმე, გაჩუმდი! - მკვახედ თქვა შეურაცხყოფილმა დეიდა ფერიდემ,
მერე ხელები გულზე ჯვარედინად დაიკრიფა და უკან გადაიხარა.
- ესე იგი, იმისთვის ჩამოხვედი, რომ ბებიაშენის სახლი ნახო. რა-
ტომ წავიდა ბებია? - იკითხა ამასობაში დეიდა ზელიჰამ, რომელმაც აღ-
მოაჩინა, რომ არმანუშის ვიზიტს გაცილებით სერიოზული მიზეზები
ჰქონდა.
არმანუშს თან უნდოდა, მისთვის ეს კითხვა დაესვათ, თან ძლივ-
ძლივობით ამოღერღა პასუხი. იქნებ ძალიან ადრე იყო მათთვის ყვე-
190
ლაფრის თქმა? თავიდან ბოლომდე უნდა გაემხილა თავისი ამბავი? ახ-
ლა თუ არა, მაშ, როდის? თანაც რას უნდა დალოდებოდა? ამიმ ჩაი მოწ-
რუპა და უხალისოდ, სუსტი ხმით დაიწყო:
- იძულებული იყვნენ, წასულიყვნენ, - როგორც კი ეს სიტყვები თქვა,
გოგონას დაღლილობა სადღაც გაქრა. ამიმ ნიკაპი ზემოთ ასწია და გა-
ნაგრძო, - ბებიას მამა, პოეტი და მწერალი ჰოვანეს სტამბოლელი, გა-
მოჩენილი კაცი იყო და თავის თემში დიდ პატივს სცემდნენ.
- რას ამბობს? - დეიდა ფერიდემ ასიას ოდნავ წაჰკრა იდაყვი. ფერი-
დეს წინადადების პირველი ნაწილი გაეგო, დანარჩენი კი ვერა.
- ამბობს, რომ ცნობილი ოჯახი იყო, - ჩურჩულით უთხრა ასიამ დე-
იდას.
- Dedim sana altın liralar icin gelmiş olmali!
ასიამ თვალები გადაატრიალა. იმაზე ნაკლებად სარკასტულად გა-
მოუვიდა, ვიდრე იქამდე უნდოდა და ყურადღება არმანუშის ნაამბობზე
გადაიტანა.
- მეუბნებიან, რომ მწერალი იყო, რომელსაც ქვეყანაზე ყველაზე მე-
ტად კითხვა და ფიქრი უყვარდა. ბებიაჩემი ამბობს, რომ მამამისს ვა-
გონებ. მეც ძალიან მიყვარს წიგნები, - დასძინა არმანუშმა და მორ-
ცხვად გაიღიმა.
ზოგიერთმა გოგონას საპასუხო ღიმილი შეაგება, მაგრამ როცა გა-
დათარგმნა დასრულდა, ამის უკვე ყველა უღიმოდა.
- სამწუხაროდ, მისი გვარი სიაში აღმოჩნდა, - ფრთხილად თქვაარ-
მანუშმა.
- რომელ სიაში? - დაინტერესდა დეიდა ჯევრიე.
- გასანადგურებელი სომეხი ინტელექტუალების სიაში.პოლიტიკუ-
რი ლიდერები, პოეტები, მწერლები, სასულიერო პირები... სულ ორას
ოცდათოთხმეტი კაცი იყო.
- კი მაგრამ, რისთვის? - დეიდა ბანუს კითხვაზე ამის პასუხი არ გა-
უცია.
- შაბათს, 24 აპრილს, შუაღამისას, სტამბოლში მცხოვრები ბევრი
გამოჩენილი სომეხი დააპატიმრეს და ძალით წაიყვანეს პოლიციის
191
მთავარ სამმართველოში. ყველა ისე იყო გამოწყობილი,როგორც წესი
და რიგია - ისე მოხდენილად, თითქოს დღესასწაულზე მიდიოდნენ.
უნაკლო საყელოები ეკეთათ და ელეგანტური კოსტიუმები ეცვათ. სულ
ლიტერატორები იყვნენ. სამმართველოში ისე ჰყავდათ, რომ მათთვის
არაფერი აუხსნიათ, ბოლოს კი აიაშსა და ჩანქირიში გადაასახლეს.
ისინი, ვინც პირველ ჯგუფში მოხვდნენ, უფრო ცუდ მდგომარეობაში აღ-
მოჩნდნენ, ვიდრე ისინი, რომლებიც მეორეში იყვნენ. აიაშში არავინ
გადარჩენილა. მათ, ვინც ჩანქირიში წაიყვანეს, თანდათან ხოცავდნენ.
ბაბუაჩემი ამ ჯგუფში იყო. სტამბოლიდან ჩანქირიში მატარებელი თურ-
ქი ჯარისკაცების ზედამხედველობით წაიყვანეს. სადგურიდან ქალა-
ქამდე სამი მილი ფეხით უნდა გაევლოთ. მანამდე წესიერად ექცეოდ-
ნენ, მაგრამ სადგურიდან წამოსულებს როზგებითა და თოხწერაქვების
ტარებით სცემდნენ. ლეგენდარული მუსიკოსი კომიტასი ნანახის გამო
ჭკუიდან შეცდა. ჩავიდნენ თუ არა ჩანქირიში, ერთი პირობით გაათავი-
სუფლეს: ქალაქიდან გასვლა ეკრძალებოდათ. მათაც ოთახები დაიქი-
რავეს და ადგილობრივებთან ერთად ცხოვრობდნენ. ყოველდღე ორი-
სამი მათგანი ჯარისკაცებს ქალაქიდან სასეირნოდ გაჰყავდათ, მერე კი
ჯარისკაცები მარტო ბრუნდებოდნენ. ერთ დღეს ბაბუაჩემიც წაიყვანეს
სასეირნოდ.
გაღიმებულმა დეიდა ბანუმ ჯერ მარცხნივ მჯდომ დას გახედა, მერე
მარჯვნივ დისწულზე გადაიტანა მზერა. აინტერესებდა, რომელი მათ-
განი აპირებდა ამ ყველაფრის თარგმნას, მაგრამ მისდა გასაოცრად,
ორივე თარჯიმანს სახეზე მხოლოდ და მხოლოდ შეცბუნება აღბეჭდვო-
და.
- ეს გრძელი ამბავია. დეტალებით დროს არ დაგაკარგვინებთ. მამა
რომ მოუკვდა, ბებია შუშანა სამი წლის იყო. ოჯახში ოთხი ბავშვი იყო.
ბებია ყველაზე პატარა და თან ერთადერთი გოგონა გახლდათ. ოჯახი
უფროსის გარეშე დარჩა. ბებიას დედა დაქვრივდა. რაკი ბავშვებთან
ერთად სტამბოლში დარჩენა ადვილი არ იყო, დიდედამ სცადა, სივასში
მამამისის სახლისთვის შეეფარებინა თავი. თუმცა, როგორც კი ჩავიდ-
ნენ, გადასახლება დაიწყო. სახლისა და ნივთების დატოვება და ათასო-
192
ბით სხვა ადამიანთან ერთად უცხო ადგილას წასვლა მთელ ოჯახს უბ-
რძანეს.
არმანუშმა, რომელიც აუდიტორიას გულდასმით აკვირდებოდა, ამ-
ბის დასრულება გადაწყვიტა.
- მიდიოდნენ და მიდიოდნენ. ბებიას დედა გზაში გარდაიცვალა, ცო-
ტა ხანში უფროსი ძმაც მოუკვდა. მშობლებისა და პატრონის გარეშე
დარჩენილმა ბავშვებმა აურზაურსა და ქაოსში ერთმანეთი დაკარგეს.
რამდენიმეთვიანი განშორების შემდეგ, ერთი კათოლიკე მისიონერის
დახმარებით ძმებმა ერთმანეთი სასწაულებრივად იპოვეს. ოჯახის ჯერ
კიდევ ცოცხალ შვილებს შორის მხოლოდ ბებია შუშანა არ ჩანდა. მისი
ბედის შესახებ არავის გაეგო რამე. არავინ იცოდა, რომ ბებია ისევ
სტამბოლში დააბრუნეს და ობოლ ბავშვთა სახლში მოათავსეს.
ასია ცალი თვალით ხედავდა ზელიჰას და ზუსტად იცოდა, როგორი
დაჟინებით უყურებდა იმწუთას დედამისი. თავიდან იფიქრა, დეიდა ზე-
ლიჰა მანიშნებს, ყურადღება მიაქციე, რას თარგმნიო, მაგრამ მერე
მიხვდა, რომ დედამისს ულამაზესი თვალები ასე მხოლოდ იმის გამო
უელავდა, რომ არმანუშის მონათხრობი აინტერესებდა. შეიძლება ზე-
ლიჰას ისიც აინტერესებდა, თუ რამდენად უნდოდა მის ურჩ ქალიშ-
ვილს კაზანჯის გვარის ქალებისათვის ამ ყველაფრის გადათარგმნა.
- ბებია შუშანას უფროს ძმას მთელი ათი წელიწადი დასჭირდა, ვიდ-
რე დის კვალს მიაგნებდა. ბოლოს გოგონა დიდი ბაბუის ძმამ, ბაბუა
იერვანთმა იპოვა და ამერიკაში წაიყვანა ნათესავებთან, - ხმადაბლა
დასძინა არმანუშმა.
დეიდა ბანუმ თავი ცალ მხარეს გადასწია, გაჩხინკული თითებით
ქარვის კრიალოსნის მძივებს აწვალებდა და თან გაუჩერებლად ბურ-
ტყუნებდა:
„ყველა გაქრება, ვინც მიწაზეა და დარჩება შენი ღმერთის სახე - სავ-
სე დიდებით და გულმოწყალებით“.
- ჰო, მაგრამ არ მესმის, - დეიდა ფერიდე პირველი იყო, ვისაც ეჭვი
გაუჩნდა, - რა შეემთხვათ? იმიტომ დაიხოცნენ... იმიტომ, რომ სეირ-
ნობდნენ?
193
ვიდრე დეიდა ფერიდეს სიტყვებს გადათარგმნიდა, ასიამ დედამისს
გადახედა. აინტერესებდა, უნდა გაეგრძელებინა თუ არა თარგმნა. დე-
იდა ზელიჰამ წარბები ასწია და თავი დააქნია.
როცა ფერიდეს სიტყვები გადაუთარგმნეს, არმანუში ცოტა ხნით შე-
ყოვნდა და ვიდრე შეკითხვას პასუხს გასცემდა, ბებიას წმინდა ფრან-
ცისკ ასიზელის კულონს ხელი გადაუსვა. ამიმ მაგიდის მეორე ბოლოში
დიდედას მოჰკრა თვალი. უამრავ განვლილ წელიწადს მოხუცის მიწის-
ფერი კანი ერთიანად დაეღარა. დიდედა სტუმარს ისეთი თანაგრძნო-
ბით შესცქეროდა, რომ არმანუშს ორად ორი რამ შეეძლო ევარაუდა:
მოხუცს ან საერთოდ არ მიექცია ყურადღება მისი ნაამბობისათვის, ან-
და იმდენად ყურადღებით უსმენდა, რომ ყველა სიტყვა გაეთავისებინა
და მისი გონება ფიქრს სადღაც სხვაგან წაეღო.
- წყალსა და საკვებს არ აძლევდნენ. დასვენების უფლებაც არ ჰქონ-
დათ. დიდი მანძილი გაატარეს ფეხით. ქალები, ზოგიერთი მათგანი
ორსულად იყო, ბავშვები, მოხუცები, ავადმყოფები და დავრდომილე-
ბი... - ხმა ჩაუწყდა არმანუშს, - ბევრი მათგანი შიმშილით დაიხოცა. ზო-
გიერთი სიკვდილით დასაჯეს.
ასიამ ამჯერად ყველაფერი სიტყვასიტყვით გადათარგმნა.
- ვინ ჩაიდინა ასეთი ბოროტება? - შესძახა დეიდა ჯევრიემ ისე, თით-
ქოს გაუზრდელი მოსწავლეებით სავსე საკლასო ოთახში სვამდა კით-
ხვას.
დას დეიდა ბანუც აჰყვა, თუმცა, პირადად მისი რეაქცია უნდობლო-
ბას უფრო ჰგავდა,ვიდრე აღშფოთებას. ბანუს თვალები ფართოდ გა-
ეხილა და თავშლის ბოლოებს ექაჩებოდა. როცა რამე უჭირდა, დეიდა
ბანუ თავშალს სულ ასე აწვალებდა. მერე ლოცვაც აღავლინა. სულ ასე
ლოცულობდა, როცა თავშლის ბოლოების ქაჩვა უშედეგო აღმოჩნდე-
ბოდა ხოლმე.
- დეიდაჩემი გეკითხება, ეს ვინ ჩაიდინაო? - თქვა ასიამ.
- თურქებმა, - მიუგო არმანუშმა ისე, რომ შედეგზე არც უფიქრია.
- რა სირცხვილია, როგორი ცოდვაა, ადამიანები არ არიან თუ რა? -
მიაყარა დეიდა ფერიდემ.
194
- რა თქმა უნდა, არა. ზოგიერთი მონსტრია! - გამოაცხადა დეიდა
ჯევრიემ, რომელსაც ფიქრადაც არ გაუვლია, რომ მის სიტყვებს შეიძ-
ლებოდა იმაზე დიდი გართულებები მოჰყოლოდა, ვიდრე ამას თავად
აღიარებდა. ჯევრიე ოცი წლის განმავლობაში ასწავლიდა თურქეთის
სახელმწიფოს ისტორიას და მისთვის იმდენად ჩვეულებრივი ამბავი
გახლდათ წარსულსა და აწმყოს, ოტომანთა იმპერიასა და თანამედ-
როვე თურქეთის რესპუბლიკას შორის დაურღვეველი საზღვრის გავ-
ლება, რომ არმანუშის ნაამბობი თავიდან ბოლომდე ისე მოისმინა,
თითქოს გოგონა ერთ შორეულ ქვეყანაში მომხდარი საშინელების შე-
სახებ ჰყვებოდა. თურქეთში ახალი სახელმწიფო 1923 წელს ჩამოყა-
ლიბდა და არსებული წყობის დასაწყისიც სწორედ ამ თარიღიდან იწყე-
ბოდა. მანამდე რაც უნდა მომხდარიყო, ძალაში შესვლის თარიღი
ახალ ეპოქასა და ახალ ხალხთან იყო ასოცირებული.
საგონებელში ჩავარდნილი არმანუში ქალებს სათითაოდ დააკვირ-
და. გულზე მოეშვა, რაკი დარწმუნდა, რომ ეს ოჯახი მის ამბავს იმდენად
ცუდად არ აღიქვამდა, როგორც შიშობდა, მაგრამ მერე ეჭვი შეეპარა,
ვაითუ ვერაფერიც ვერ აღიქვესო.
მართალი გითხრათ, მასპინძლებს არც ამის ნაამბობის დაჯერებაზე
უთქვამთ უარი და არც კონტრარგუმენტებით დასხმიან სტუმარს თავს.
სხვა თუ არაფერი, ყურადღებით მაინც უსმენდნენ და თითქოს შეწუხ-
დნენ კიდეც. ნუთუ ამით შემოიფარგლებოდა მათი თანაგრძნობა? ნუთუ
ამას მოელოდა მათგან არმანუში? გოგონა ცოტათი დაიბნა. აინტერე-
სებდა, რა მოხდებოდა, ეს ყველაფერი ინტელექტუალებთან საუბრისას
რომ ეთქვა.
არმანუში ნელ-ნელა მიხვდა: ის, რასაც ამ ადამიანებისაგან მო-
ელოდა, შესაძლოა, პატიების თხოვნა თუ არა, დანაშაულის აღიარება
მაინც იყო. მიუხედავად ამისა, მისთვის პატიება არავის უთხოვია, იმი-
ტომ კი არა, რომ კაზანჯები სტუმარს არ თანაუგრძნობდნენ (ისეთი
შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ თანაუგრძნობდნენ), არამედ იმიტომ,
რომ კავშირს ვერ ხედავდნენ საკუთარ თავსა და ამ დანაშაულების ჩამ-
დენ ბოროტმოქმედებს შორის. არმანუში, როგორც სომეხი, თავისი
195
ხალხის თაობების ხორცშესხმული სული გახლდათ, მაშინ, როდესაც
საშუალოსტატისტიკურ თურქს ფიქრადაც არ მოსდიოდა, რომ წინაპ-
რებთან ერთად ერთ მთლიანობას წარმოადგენდა. სომხები და თურქე-
ბი სხვადასხვა დროში ცხოვრობდნენ. სომხებისათვის დრო იყო წრე,
რომელშიც წარსული აწმყოში განსახიერდებოდა, ხოლო აწმყო წარ-
მოშობდა მომავალს. თურქებისათვის დრო წყვეტილი ხაზი იყო, წარ-
სული რომელიღაც განსაზღვრულ წერტილში მთავრდებოდა, ხოლო
აწმყო ახალი ნიშნულიდან ხელახლა იწყებოდა და მათ შორის არაფე-
რი იყო, ნაპრალის გარდა.
- ჰო, მაგრამ არაფერი გიჭამია. მოდი, შვილო, დიდი გზა გამოიარე,
ახლა ჭამე, - თქვა დეიდა ბანუმ და საუბარი საჭმელზე გადაიტანა. ბანუმ
დარდის გასაქარვებელი ორი წამალი იცოდა და ჭამა ერთ-ერთი მათ-
განი იყო.
- ძალიან კარგია, გმადლობთ, - ხელი წამოავლო ჩანგალს არმა-
ნუშმა. გოგონამ შენიშნა, რომ ბრინჯი ზუსტად ისე იყო მომზადებული,
როგორც ბებიამისი აკეთებდა, კარაქითა და ცხიმში მოშუშული კედრის
კაკლით.
- კარგია, კარგი! ჭამე, ჭამე! - მთელი ძალით დააქნია თავი დეიდა
ბანუმ.
ასია გულის ფანცქალით უყურებდა არმანუშს, რომელიც მასპინ-
ძლის თხოვნას თავაზიანად დაეთანხმა, ჩანგალი აიღო და ისევ ქაბურ-
გას მიუბრუნდა. ასია კაზანჯიმ თავი დახარა - მადა აღარ ჰქონდა. არ
იფიქროთ, რომ სომხების გადასახლების ამბავი პირველად ესმოდა.
ამის შესახებ რაღაცები მანამდეც გაეგონა. ვიღაცები ამართლებდნენ
მომხდარს, ვიღაცები - არა, მაგრამ რეალური პიროვნებისაგან ასეთი
ანგარიშის მოსმენა სრულიად განსხვავებულ შთაბეჭდილებას ტოვებ-
და. მანამდე ასიას არასოდეს ენახა ასეთი ახალგაზრდა ადამიანი ამდე-
ნად დიდი მეხსიერებით.
მიუხედავად ამისა, ნიჰილისტს, ასია კაზანჯიში რომ ჩაბუდებული-
ყო, სულიერი ტკივილისაგან თავის დასაღწევად დიდი დრო არ დას-
ჭირვებია. გოგონამ მხრები აიჩეჩა. კარგი ერთი! ცხოვრება ისედაც სა-
196
ზიზღრობა იყო. წარსული და მომავალი, აქაც და იქაც... ყველაფერი
სულერთი იყო. ერთი და იგივე ჭირ-ვარამი ტრიალებდა ყველგან.
ღმერთი ან არ არსებობდა, ანდა უბრალოდ ძალიან შორს იყო იმისათ-
ვის, რომ დაენახა უბადრუკი ყოფა, რომელშიც ყველანი ჩავეგდეთ.
ულმობელსა და უფერულ ცხოვრებაშიუამრავი რამ იყო ისეთი, რაც
ასიას დიდი ხნის წინ ამოსვლოდა ყელში. ასია კაზანჯიმ დაბინდული
მზერა ეკრანზე გადაიტანა, სადაც თურქი დონალდ ტრამპი ნელ ცეც-
ხლზე წვავდა წაგებული გუნდის სამ წევრს, რომლებიც ყველაზე მეტად
იმსახურებდნენ გაკიცხვას. წაგებულების მიერ ფეხბურთის გუნდისათ-
ვის შექმნილი ფორმები იმდენად საშინელი აღმოჩნდა, რომ ყველაზე
უდარდელმა სპორტსმენებმაც კი უარითქვეს მათ ჩაცმაზე. გადაცემაში
ვიღაცის გაგდების დრო იყო. თითქოს ვიღაცამ ღილაკს ხელი დააჭირა
და სამივე მოწინააღმდეგემ თამაშიდან რომ არ გამოეთიშათ, ერთმა-
ნეთის შეურაცხყოფა დაიწყო.
ფიქრებში წასულმა ასიამ დამცინავად გაიღიმა. ასეთია სამყარო,
რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ისტორია, პოლიტიკა, რელიგია, საზოგა-
დოება, კონკურენცია, მარკეტინგი, თავისუფალი ბაზარი, ძალაუფლე-
ბისათვის ბრძოლა და ერთი ბეწო გამარჯვების მიღწევისთვის ერთმა-
ნეთისათვის ყელში ხელის წატანება... ცხადია, ასიასთვის მთელ ამ ნა-
გავს გროშის ფასიც არ ჰქონდა...
ასიას თვალი ისევ ეკრანისკენ ეჭირა, მაგრამ უეცრად მადა დაუბ-
რუნდა. სკამი მკვეთრი მოძრაობით მისწია წინ და თეფშზე საჭმლის გა-
დაღება დაიწყო. ქაბურგას ერთი მოზრდილი ნაჭერი დაიდო და ჭამას
შეუდგა. თავი რომ ასწია, დედამისის გამჭოლ მზერას წააწყდა და სას-
წრაფოდ გვერდზე გაიხედა.
***
სადილის შემდეგ არმანუში გოგონების ოთახში განმარტოვდა. ორ
ადგილზე უნდა დაერეკა. გოგონამ პირველად სან-ფრანცისკოში დარე-
კა. ამი პირდაპირ საწერი მაგიდის თავზე გაკრული ჯონი კეშის პლაკა-
ტის პირისპირ იდგა.

197
- ბებია, მე ვარ! - წამოიძახა არმანუშმა და იმწამსვე გაჩუმდა, - რა
ხმები ისმის?
- არაფერია, ძვირფასო, - უპასუხეს ყურმილში, - სააბაზანოში მი-
ლებს აკეთებენ. როგორც ჩანს, ბიძია დირკანმა ამას წინათ რაღაცა გა-
აფუჭა. მრჩილავის გამოძახება მოგვიხდა. მითხარი, შენ როგორ ხარ?
არმანუშმა, რომელიც ამ კითხვას ელოდა, ერთი ჩვეულებრივი
დღის განრიგის მოყოლა დაიწყო, ისეთის, არიზონაში რომ ატარებდა
ხოლმე. ტყუილების გამო ამი თავს საძაგლად გრძნობდა, მაგრამ თავს
იმშვიდებდა, რომ ასე ჯობდა. აბა, როგორ ეტყოდა ბებიამისს, არიზო-
ნაში კი არა, იმ ქალაქში ვარ, სადაც შენ დაიბადეო.
ამიმ ყურმილი დაკიდა და ერთი-ორი წუთი მოიცადა. დაფიქრებულ-
მა ღრმად ჩაისუნთქა, გამბედაობა მოიკრიბა და მეორეგან დარეკა. გა-
დაწყვიტა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა და იმედგაცრუებული ადამიანის
ხმა არ ჰქონოდა. როგორც კი დედამისის მწივანა ხმა გაიგონა, არმა-
ნუში მიხვდა, რომ საკუთარი თავისათვის მიცემულ პირობას ვერ შეას-
რულებდა.
- ამი, ძვირფასო, აქამდე რატომ არ დარეკე? როგორ ხარ? როგორი
ამინდია სან-ფრანცისკოში? კარგად გექცევიან?
- კი, დედა. კარგად ვარ. ამინდი კარგია, - უთხრა არმანუშმა და ინა-
ნა, რომ ინტერნეტით სან-ფრანცისკოს ამინდი არ გადაემოწმებინა, -
ცოტა ქარია, როგორც ყოველთვის...
- ჰო, - შეაწყვეტინა როუზმა, - ბევრჯერ დაგირეკე, მაგრამ შენი მო-
ბილური გამორთული იყო. ისე მეშინოდა!
- გთხოვ, დედა, მომისმინე, - თქვა არმანუშმა. სიმტკიცემ, რომელიც
მის ხმაში იგრძნობოდა, გოგონა თავადაც გააკვირვა, - თავს უხერხუ-
ლად ვგრძნობ, როცა ბებიასთან ვარ და წარამარა მირეკავ. მოდი, შევ-
თანხმდეთ, კარგი? მე დაგირეკავ ხოლმე, შენ არ დამირეკო. გთხოვ.
- ამის თქმას ისინი გაიძულებენ? - იკითხა დაეჭვებულმა როუზმა.
- არა, დე, რა თქმა უნდა, არა. თუ ღმერთი გწამს. მე გთხოვ, მე.
მართალია, ძალიან უხალისოდ, მაგრამ როუზმა ქალიშვილის პი-
რობები მაინც მიიღო. როუზი წუწუნებდა, რომ საკუთარი თავისთვის
198
დრო საერთოდ არ რჩებოდა და მთელ დღეებს საოჯახო საქმეებსა და
სამუშაოს ანდომებდა. მერე გამხიარულდა და არმანუშს უამბო, რომ
„ჰოუმ დეპოში“ ფასდაკლებები იყო და სამზარეულოსათვის ახალი კა-
რადების შეძენა მუსტაფასთან შეეთანხმებინა.
- შენი აზრი მითხარი, - თქვა აღფრთოვანებულმა როუზმა, - ალუბ-
ლის ხეზე რას იტყვი? როგორ ფიქრობ, ჩვენი სამზარეულოსთვის კარ-
გი იქნება?
- ჰო, ალბათ... - მეც ასე ვფიქრობ. კალასზე რას იტყვი? ცოტა უფრო
ძვირია, მაგრამ ყველაფერზე ეტყობა, რომ ხარისხიანია. შენი აზრით,
რომელი აჯობებს? - რავი, დე, კალასიც არ უნდა იყოს ცუდი.
- ჰო, მაგრამ, იცი, დიდად ვერ მეხმარები, - ამოიოხრა როუზმა.
როცა ყურმილი დაკიდა, ამიმ ირგვლივ მიმოიხედა და თავი ძალიან
უცხოდ იგრძნო. თურქული ნოხები, ძველებური სანათები საწოლთან,
უცხო ავეჯი, სხვა ენაზე დაწერილი წიგნები და გაზეთები... უცებ ისეთმა
პანიკამ მოიცვა, რომლის მსგავსიც პატარაობის შემდეგ არ გამოეცა-
და.
ერთხელ, არმანუში ექვსი წლის რომ იყო, როუზს შუაგულ არიზონა-
ში, ერთ მიყრუებულ ადგილას, მანქანაში საწვავი გამოელია. თითქმის
მთელი საათი მოუწიათ ლოდინმა, ვიდრე გზაზე კიდევ ერთი ავტომო-
ბილი ჩაივლიდა.
როუზმა ცერა თითი გაიშვირა და სატვირთო მანქანაც გაჩერდა. დე-
და-შვილი მანქანაში ავიდა. შიგნით უხეში შესახედაობის, ჩასკვნილი,
საშიში და დაბღვერილი ორი მამაკაცი იჯდა. სიტყვაც არ უთქვამთ, ისე
მიიყვანეს როუზი და ამი მომდევნო ავტოგასამართ სადგურამდე.
როგორც კი მანქანიდან ჩამოვიდნენ და სატვირთო გაუჩინარდა,
როუზმა არმანუში გულში ჩაიკრა. ქალს ტუჩი უცახცახებდა და შიშისა-
გან ქვითინებდა:
- ღმერთო, რა მოხდებოდა, ცუდი ხალხი რომ ყოფილიყო? შეიძლე-
ბოდა გავეტაცებინეთ, გავეუპატიურებინეთ, მოვეკალით და ჩვენს
ცხედრებს ვერავინ იპოვიდა. ასე როგორ გავრისკე?

199
მთლად ასე დრამატულადარა, მაგრამ იმ მომენტში არმანუში ზუს-
ტად იმავეს გრძნობდა, რასაც მაშინ ავტოგასამართ სადგურზე. ამჯე-
რად ის სტამბოლში იყო, უცხო ადამიანების სახლში და მისი ოჯახის
არც ერთმა წევრმა არაფერი იცოდა ამის შესახებ. ასე იმპულსურად
როგორ მოიქცა?
ცუდი ხალხი რომ ყოფილიყო?

200
9

ფორთოხლის ქერქი
მეორე დღეს ასია კაზანჯი და არმანუშ ჩახმახჩიანი დილაადრიან წა-
ვიდნენ იმ სახლის მოსაძებნად, რომელშიც ბებია შუშანა დაიბადა. ქა-
ლაქის ევროპულ ნაწილში ლამაზ და მდიდრულ უბანს ადვილად მიაგ-
ნეს, მაგრამ ბებიას სახლი იქ აღარ იდგა. მის ადგილზე თანამედროვე
ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი აეშენებინათ. შენობის პირვე-
ლი სართული მთლიანად თევზის რესტორანს დაეკავებინა. ვიდრე შიგ-
ნით შევიდოდნენ, ასიამ ფანჯრის შუშაში საკუთარ გამოსახულებას შე-
ავლო თვალი და თმა გაისწორა, თან უკმაყოფილოდ მისჩერებოდა თა-
ვის მკერდს.
სადილობამდე დიდი დრო იყო და ამის გამო რესტორანში არავინ
გახლდათ რამდენიმე ოფიციანტის გარდა, რომლებიც იატაკიდან წინა
ღამის ნაკვალევის გადახვეტით იყვნენ დაკავებული. სამზარეულოში
ვარდისფერლოყება, ტანსრული მზარეული მადის აღმძვრელი სურნე-
ლების ნისლში საღამოსთვის სხვადასხვანაირ მეზესა და ცხელ კერ-
ძებს ამზადებდა.
ასია თითოეულ მათგანს გამოელაპარაკა და რაღაცები გამოჰკით-
ხა შენობის ისტორიაზე, მაგრამ ოფიციანტები ქალაქში ცოტა ხნის წინ
ჩამოსულიყვნენ სამხრეთ-აღმოსავლეთის ერთი ქურთული სოფლი-
დან, მზარეულმა კი, რომელიც შედარებით დიდი ხანი იყო, რაც სტამ-
ბოლში ცხოვრობდა, ამ ქუჩის შესახებ არაფერი იცოდა.
- ძველი სტამბოლელი ოჯახებისგან მხოლოდ რამდენიმე დარჩა
თავის ძირძველ ადგილზე, - საქმის მცოდნე ადამიანის გამომეტყველე-
ბით აუხსნა გოგონებს მზარეულმა, თან უზარმაზარი სკუმბრიის გამო-
შიგვნასა და გასუფთავებას შეუდგა, - ამ ქალაქში ერთ დროს იმდენი
ჯურის ადამიანი ცხოვრობდა, - განაგრძო მზარეულმა. მერე სკუმბრიას
ხერხემალი ჯერ კუდის ზემოთ გადაუმტვრია, მერე - თავთან, - ებრაელი
მეზობლებიც გვყავდა, ბევრი ებრაელი. ბერძნებიც იყვნენ, სომხებიც...
პატარა ბიჭი რომ ვიყავი, თევზს ბერძენი მეთევზეებისგან ვყიდულობ-
201
დი ხოლმე. დედაჩემის მკერავი სომეხი იყო, მამაჩემის უფროსი - ებრა-
ელი. იცით, ყველა ერთმანეთში ვიყავით გათქვეფილი.
- ჰკითხე, რატომ შეიცვალა ეს ყველაფერი, - მიუბრუნდა არმანუში
ასიას.
- იმიტომ, რომ სტამბოლი ქალაქი არ არის, - შენიშნა მზარეულმა
და ვიდრე ერთ მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებდა, სახე გაუნათ-
და, - ქალაქს ჰგავს, მაგრამ ქალაქი არ არის. სტამბოლი ქალაქი-გემია.
ჩვენ ხომალდში ვცხოვრობთ!
მზარეულმა ეს თქვა და თევზს თავში წაავლო ხელი, ხერხემალს და-
ეჯაჯგურა. არმანუშმა წამით წარმოიდგინა, რომ სკუმბრია ფაიფურისა
იყო და შეეშინდა, მზარეულს ხელში არ შემოეფშვნასო, მაგრამ რამდე-
ნიმე წამიც და, კაცმა ძვლის თავიდან ბოლომდე ამოღება მოახერხა.
საკუთარი თავით კმაყოფილმა მზარეულმა განაგრძო:
- აქ ყველა მგზავრია, დასტა-დასტა მოვდივართ და მივდივართ. ებ-
რაელები წავლენ, რუსები მოვლენ... ჩემი ძმის უბანი მოლდაველები-
თაა სავსე... ხვალ ისინიც წავლენ და სხვები ჩამოვლენ. ასეა...
ასიამ და არმანუშმა მზარეულს მადლობა გადაუხადეს და უკანას-
კნელი მზერა ესროლეს დასატენად გამზადებულ, ჯერაც პირდაღებულ
სკუმბრიას.
რესტორნიდან გამოსვლისას იმედგაცრუებულმა ასიამ და გაწბი-
ლებულმა არმანუშმა გვიანი ზამთრის მზით აელვარებული ბოსფორის
სრუტის საოცარ პეიზაჟში ამოყვეს თავი. თვალები ხელით მოიჩრდი-
ლეს, ორივემ ღრმად ჩაისუნთქა და უმალ იგრძნო ჰაერში დატრიალე-
ბული გაზაფხულის სუნი.
რაკი უკეთესი გეგმა არ ჰქონდათ, უბანში ფეხით გაისეირნეს. ქუჩის
თითქმის ყველა მოვაჭრისგან, რომელიც კი გზაში შეხვდათ, რაღაც
იყიდეს: მოხარშული სიმინდი, სატენიანი მიდიები, მანანის ჰალვა და
ბოლოს ერთი დიდი პარკი მზესუმზირა. ყველა ახალ ქუჩაზე ახალ თე-
მაზე იწყებდნენ საუბარს. ძალიან ბევრ რამეზე ილაპარაკეს, გარდა სა-
მი თემისა, რომელსაც ერთმანეთისათვის უცხო ახალგაზრდა ქალები,

202
როგორ წესი, არ ეხებიან. გოგონებს არ უსაუბრიათ სექსზე, მამაკაცებ-
სა და მამებზე.
- მომწონს შენები, - თქვა არმანუშმა, - სიცოცხლით სავსენი არიან.
- ჰო, აბა, რა, - შეეწინააღმდეგა ასია და სამაჯურები ააჟღარუნა. ასია
კაზანჯის ჰიპის სტილის გრძელი, სალბისფერი მწვანე ქვედაკაბა ეცვა,
მოწითალო-მოყავისფრო ყვავილებით მოჩითული. თურქი გოგონა
ჭრელჭრული ნაჭრებისაგან შეკერილ ჩანთასა და უამრავ სამკაულს
ატარებდა, - შუშის მძივებს, სამაჯურებსა და თითქმის ყველა თითზე წა-
მოცმულ ვერცხლის ბეჭდებს. მის გვერდით ჯინსსა და ტვიდის ქურთუკ-
ში გამოწყობილი არმანუში თავს, ცოტა არ იყოს, ძველმოდურად ჩაც-
მულად გრძნობდა.
- ამას მეორე მხარეც აქვს, - თქვა ასიამ, - დიდი მოთმინება გჭირდე-
ბა, როცა ქალებით სავსე ოჯახში ხარ დაბადებული, სადაც ყველას ისე
უზომოდ უყვარხარ, რომ სიყვარულში გახრჩობენ, როცა სახლში, სა-
დაც ერთადერთი ბავშვი ხარ, იმაზე მეტად ჭკუადამჯდარი უნდა იყო,
ვიდრე ყველა უფროსი, რომელიც შენ გარშემოა. მადლიერი ვარ, რომ
საუკეთესო სკოლაში მიმიყვანეს და შეიძლება ამ ქვეყანაში საუკეთესო
განათლებაც მომცეს, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ უნდათ, გავაკე-
თო ყველაფერი, რასაც თავად ვერ მიაღწიეს ცხოვრებაში. იცი, რას
ვგულისხმობ?
ვაი, რომ იცოდა არმანუშმა, რასაც გულისხმობდა ასია კაზანჯი.
- წელში უნდა გავწყვეტილიყავი, ყველა მათი ოცნება ერთდროუ-
ლად რომ ამეხდინა. ექვსი წლის ვიყავი, ინგლისურის სწავლა რომ და-
ვიწყე. ნორმალური იქნებოდა, ამას რომ დასჯერებოდნენ, მაგრამ მომ-
დევნო წელსკერძო მასწავლებელი მყავდა, რომელიც ფრანგულს მას-
წავლიდა. ცხრა წლისას მთელი წელი ვიოლინოზე დაკვრის სწავლას
მაიძულებდნენ, თუმცა, აშკარა იყო, რომ ამ საქმის არც ინტერესი
მქონდა, არც არანაირი ნიჭი. ამის მერე სახლთან ახლოს საციგურაო
მოედანი გაგვიხსნეს და დეიდებმაც გადაწყვიტეს, რომ მოციგურავე უნ-
და გამოვსულიყავი. ოცნებაში ხედავდნენ, ბრჭყვიალა კაბებში გამოწ-
ყობილი როგორი გრაციოზულობით ვისრიალებდი ეროვნული ჰიმნის
203
მელოდიაზე. თურქი კატარინა ვიტი უნდა ვყოფილიყავი! სულ მალე ყი-
ნულზე ვტრიალებდი და პირუეტის გაკეთებისას წარამარა ვეცემოდი
უკანალით! ყინულზე ციგურების კრაჭუნი რომ მესმის, ახლაც მაჟრი-
ალებს.
არმანუშმა სიცილი ზრდილობის გამო შეიკავა, თუმცა, საერთაშო-
რისო შეჯიბრებაზე მობზრიალე ასიას წარმოდგენა მართლაც სასაცი-
ლოდ ეჩვენებოდა.
- მერე მოვიდა დრო, როდესაც ჩემგან შორ მანძილზე მორბენალი
სპორტსმენის დადგომას მოელოდნენ. საკმარისად რომ მევარჯიშა,
არნახული ათლეტი ვიქნებოდი და ოლიმპიურ თამაშებზე თურქეთს
წარმოვადგენდი! ალაჰის გულისათვის, შეგიძლია წარმოიდგინო, რო-
გორ ვასპარეზობ ამხელა ძუძუებით ქალების მარათონში? ალაჰის გუ-
ლისათვის?!
ამჯერად არმანუშს სიცილი არ შეუკავებია.
- არ ვიცი რატომ, მაგრამ ხო იცი, ყველა სპორტსმენ ქალს საფლა-
ვის ქვასავით ბრტყელი მკერდი აქვს. ძუძუების დასაჩუტად, ალბათ, მა-
მაკაცის ჰორმონებს იღებენ, მაგრამ ჩემნაირი ქალები სპორტისთვის
არ არიან შექმნილი; ეს ფიზიკის უმთავრეს კანონს ეწინააღმდეგება.
სხეული წინ მიიწევს და აჩქარების კანონის შესაბამისად, სიჩქარეს ავი-
თარებს. სიჩქარის ცვლილება სხეულზე მოდებული ძალის პროპორცი-
ულია. მერე რა ხდება? ძუძუებიც ერეკებიან, მიუხედავად იმისა, რომ
საკუთარ, სრულიად შეუთანხმებელ რიტმში ზემოთ-ქვემოთ მოძრაო-
ბენ იქამდე, ვიდრე, ბოლოს და ბოლოს, სუნთქვა არ შეგინელდება.
ინერციის კანონს დამატებული მსოფლიო მიზიდულობის კანონი! ალ-
ბათ, ვერც გაიმარჯვებ. ოჰ, ისეთი სამარცხვინო იყო! - შესძახა აღელ-
ვებულმა ასიამ, - მადლობა ღმერთს, ეს ეტაპი მალე დამთავრდა. მაგის
მერე ხატვის გაკვეთილებს მიტარებდნენ. ვაი რომ, ბალეტზეც მატარეს
იქამდე, ვიდრე ცოტა ხნის წინ დედაჩემმა არ აღმოაჩინა, რომ მეცადი-
ნეობებს ვაცდენდი და ჩემზე ხელი ჩაიქნია.
არმანუშმა ასიას თავი ისე დაუკრა, თითქოს სხვა ადამიანის ნაამ-
ბობში საკუთარი ცხოვრების ფრაგმენტებს ხედავდა. მამიდების უკიდე-
204
განო სიყვარულის თემა მისთვის ნაცნობი იყო, მაგრამ ამაზე საუბრი-
სას თავს უხერხულად გრძნობდა. სამაგიეროდ, აი, რა იკითხა არმანუშ-
მა:
- ერთი რამ ვერ გავიგე. ქალი, რომელთან ერთადაც აეროპორტში
მოხვედი, ის, ცხვირში საყურე რომ ჰქონდა, - ჩაიხითხითა ამიმ, მაგრამ
მყისვე მოერია თავს, - ზელიჰა... დედაშენია, ხო? მაგრამ დედას არ ეძა-
ხი... სწორია?
- სწორია. ცოტა დამაბნეველია. თვითონაც ვიბნევი ხოლმე, - თქვა
ასიამ და სიგარეტს მოუკიდა. პირველი სიგარეტი იყო იმ დღეს. მართა-
ლია, ასია კაზანჯი უკვე მიმხვდარიყო, რომ მისი ახალი მეგობარი სი-
გარეტს ვერ იტანდა, მაგრამ სტუმრის ხასიათის შეცნობა ჯერ არ დაემ-
თავრებინა. ასიამ არმანუში „კარგად აღზრდილ გოგონებს“ მიაკუთვნა
და იფიქრა, თუ მის მოკრძალებულ და სტერილურ ცხოვრებაში სიგა-
რეტი ღვთის გმობად ითვლება, ჩემი სხვა მავნე ჩვევების მიღებას ვერა-
სოდეს შეძლებსო. ასიამ კვამლი სხვა მხარეს გამოუშვა. ეცადა, არმა-
ნუშისაგან რაც შეიძლებოდა შორს გაებოლებინა, მაგრამ ქარმა კვამ-
ლი ისევ უკან მოაბრუნა.
- ზუსტად არც კი მახსოვს, დედაჩემს „დეიდას“ რა ასაკიდან ვეძახი.
შეიძლება თავიდანვე, აი, სულ თავიდან, - უპასუხა ასიამ არმანუშს. გო-
გონა თითქმის ჩურჩულებდა, მაგრამ თვალები ცეცხლივით უელავდა,
- იცი, ისე გავიზარდე, რომ ყველა დეიდა ერთადერთი დედის როლს
თამაშობდა. ჩემი ტრაგედია ის არის, რომ გარკვეულწილად ოთხი ქა-
ლის ერთადერთი შვილი ვიყავი. დეიდა ფერიდე, შეიძლება შენიშნე კი-
დეც, ცოტა ვერ არის. არასოდეს გათხოვილა. ხან რა საქმეზე მუშაობ-
და, ხან რაზე. როცა ცხოვრებაში სიგიჟის ეტაპი ჰქონდა, სასწაული გამ-
ყიდველი იყო. დეიდა ჯევრიე ერთ დროს გათხოვილი და ბედნიერი
იყო, მაგრამ მერე ქმარიც დაკარგა და ცხოვრების ხალისიც. ამის მერე
ჯევრიემ თავი სახელმწიფო ისტორიის სწავლებას მიუძღვნა. ჩვენ შო-
რის დარჩეს და, მგონი, სექსი არ მოსწონს და ადამიანის მოთხოვნილე-
ბები საძაგლობად მიაჩნია! მერე მოდის ყველაზე უფროსი, დეიდა ბანუ.
ის მარილია ქვეყნისა. საბუთების მიხედვით, ბანუ ჯერ ისევ გათხოვი-
205
ლია, მაგრამ ქმარს იშვიათად ხედავს. მისი ქორწინება ძალიან ტრაგი-
კული იყო. ორი საყვარელი ბიჭი ჰყავდა, მაგრამ ისინი დაიხოცნენ.
იცი, ამ ოჯახის მამაკაცებზე წყევლაა - ვერ ცოცხლობენ.
არმანუში დაღლილი იყო და ამოიოხრა. არც იცოდა, ასიას ბოლო
შენიშვნა როგორ უნდა გაეგო.
- იცი, მესმის, დეიდა ბანუ თავშესაფარს ალაჰთან რომ ეძებს, - გა-
აგრძელა ასიამ და მძივს ხელით შეეხო, - რაც უნდა იყოს, საქმე ის
არის, რომ დავიბადე და ოთხ დედა-დეიდას თუ დეიდა-დედას შორის
ამოვყავი თავი. ან ყველასთვის „დედა“ უნდა დამეძახა, ან დედაჩემის-
თვის უნდა დამეძახა „დეიდა ზელიჰა“. ეს უფრო ადვილიც კი აღმოჩ-
ნდა.
- არ სწყინდა?
ასიამ ღია ზღვაში ჟანგისფერ სატვირთო ხომალდს მოჰკრა თვალი
და სახე გაუბრწყინდა. უყვარდა იმის ყურება, როგორ მისრიალებდნენ
ბოსფორის სრუტეში გემები. ასეთ დროს ასია იმაზე ფიქრობდა ხოლმე,
რახალხი იყო ეკიპაჟის წევრები და ცდილობდა, ქალაქი იმ მეზღვაურის
თვალით დაენახა, რომელიც გაუთავებლად მოგზაურობდა, იმ მეზ-
ღვაურისა, რომელსაც არც ნავსადგური ჰქონდა, რომ ხომალდიდან ჩა-
მოსულიყო და არც ნაპირზე გადმოსვლის სურვილი.
- სწყინდა? არა! იცი, მხოლოდ ცხრამეტი წლის იყო, რომ დაორ-
სულდა. შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ „დედას“ რომ არ ვეძახდი,
მისთვის შვება უნდა ყოფილიყო. ყველანი ჩემი „დეიდები“ იყვნენ და ეს
ტიტული დედაჩემის ცოდვას საზოგადოებისათვის ერთგვარად ნაკლე-
ბად თვალში საცემს ხდიდა. აღარ არსებობდა ცოდვილი დედა, რომ-
ლისკენაც თითს გაიშვერდნენ. ეჭვი მაქვს, რომ სინამდვილეში თავი-
დან, ცოტა ხანს მაინც, მაქეზებდნენ კიდეც, დედას „დეიდა“ დაუძახეო,
მერე კი ჩვევის მოშლა უკვე ძნელი იყო.
- მომეწონა დედაშენი, - თქვა არმანუშმა, მაგრამ მერე თავი უხერ-
ხულად იგრძნო და ცოტა ხნით გაჩუმდა, - რომელ ცოდვაზე ლაპარა-
კობ?

206
- ოჰ, უკანონო შვილის გაჩენაზე. დედაჩემი, - ასიამ ცხვირი აბზიკა
და სათანადო სიტყვის მოძებნას შეეცადა, - დედაჩემი... თეთრი ყვავია
ოჯახში, აჯანყებული მეომარია, რომელმაც ბავშვი უქორწინოდ გააჩი-
ნა.
რუსულმა ტანკერმა გაიარა და პატარ-პატარა ტალღებს ნაპირისკენ
უბიძგა. დიდი ხომალდი იყო და ნავთობი მიჰქონდა.
- შევამჩნიე, რომ მამა არსად ჩანდა, მაგრამ ვიფიქრე, გარდაცვლი-
ლია ან რამე-მეთქი, - ენის ბორძიკით თქვა არმანუშმა, - ვწუხვარ.
- წუხხარ, რომ მამაჩემი მკვდარი არ არის, - ჩაიცინა ასიამ და არმა-
ნუშს გადახედა. ამის სახეზე ცეცხლივით წითელი ფერი დაედო.
- მაგრამ, იცი, მართალი ხარ, - თქვა ასიამ. თვალებში ბრაზი უელავ-
და, - მეც ასე ვფიქრობ, ანუ მამაჩემი გარდაცვლილი რომ იყოს, ეს გა-
ურკვევლობა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდებოდა. ყველაზე მე-
ტად ეს მაცოფებს. იმაზე ფიქრს ვერ ვეშვები, რომ ის ნებისმიერი ადა-
მიანი შეიძლება იყოს. როცა საერთოდ არანაირი წარმოდგენა არა
გაქვს იმაზე, როგორი ვინმეა მამაშენი, სიცარიელეს წარმოსახვა ავ-
სებს. შეიძლება ყოველდღე ვხედავ ტელევიზორში, ანდა რადიოში ვუს-
მენ და არც კი ვიცი, რომ მამაჩემია. შეიძლება ოდესმე სადღაც პირის-
პირ შევხვედრივარ. წარმოვიდგენ ხოლმე, რომ შესაძლოა ოდესღაც მე
და ის ერთსა და იმავე ავტობუსში ავედით; შეიძლება ის მასწავლებე-
ლია, რომელსაც მე გაკვეთილის მერე ველაპარაკები ხოლმე, ფოტოგ-
რაფი, რომლის გამოფენების დასათვალიერებლად დავდივარ, შეიძ-
ლება ეს ქუჩის მოვაჭრეა... რა იცი.
გოგონების ყურადღება დაახლოებით ორმოცი-ორმოცდაათი წლის
ძარღვმაგარმა მამაკაცმა მიიპყრო. კაცს წვრილი ულვაში ჰქონდა. მის
წინ ფანჯრის ჩარჩოში ყველანაირი ზომის მჟავე კიტრით სავსე უამრავი
დიდრონი ქილა იდგა. მამაკაცი დამწნილებულ კიტრებს ავტომატური
წვენსაწურით ახალთახალ პიკულის წვნად აქცევდა. როგორც კი შე-
ნიშნა, ორი ახალგაზრდა ქალი უყურებდა, ქუჩის მოვაჭრე ერთბაშად
გაიკრიჭა. არმანუშმა მაშინვე იბრუნა პირი, ასიამ კი კაცს შეუბღვირა.

207
- ანუ დედაშენს შენთვის არ უთქვამს, ვინ არის მამაშენი? - ტაქტია-
ნად იკითხა არმანუშმა.
- დედაჩემი იშვიათი ვინმეა! არაფერს მეტყვის, თვითონ თუ არ ენ-
დომება. შეიძლება ყველაზე ჯიუტი და მტკიცე ხასიათის ქალია, რო-
მელსაც ოდესმე შეხვედრიხარ. არა მგონია, მამაჩემის ვინაობა დანარ-
ჩენებმა იცოდნენ. ეჭვი მეპარება, რომ დედაჩემს ვინმესთვის ეთქვა.
ოჯახში რამე რომც იცოდნენ, მაინც არაფერს მეტყვიან. არავინ არა-
ფერს მეუბნება. სახლში დევნილივით ვარ - ოჯახის საშინელი საიდუმ-
ლოების შესახებ არაფერს მაგებინებენ. ჩამომიშორეს იმისთვის, რომ
დავეცავი, - ასიამ მზესუმზირას გული ჩააკნატუნა, კანი კი გადმოაფურ-
თხა, - რაღაც დროის შემდეგ ეს ორმხრივ თამაშად იქცა - ისინი მე მე-
მიჯნებიან, მე - მათ.
ამის თქმა იყო და, გოგონებმა ერთდროულად შეანელეს ნაბიჯი.
მათგან ნახევარი მილის მოშორებით, ღია ზღვაში, პატარა ძრავიან
ნავზე მამაკაცი იდგა, ცალ ხელში იმწუთას ანთებული სიგარეტი ეჭირა,
მეორეში კი კვასკვასა ყვითელი, ნარინჯისფერი და იისფერი ბუშტების
საოცარი დასტა. ნავში რამდენიმე მგზავრიც იჯდა. შეიძლება ეს კაცი
ბუშტების ქანცგამოცლილი გამყიდველი იყო, ბევრი შვილი ჰყავდა და
სამუშაოდან დაბრუნებული ერთი ნაპირიდან მეორეზე მოკლეზე ისე
გადადიოდა, რომ ვერც კი ხვდებოდა, რამდენად შთამბეჭდავ პოზაში
იდგა. მიცურავდა კაცი და ფერების წვიმასთან ერთად ლურჯი ტალღე-
ბის თავზე გამოკიდებული კვამლის ბიბილო მისდევდა უკან.
ნანახის სილამაზისთვის სრულიად მოუმზადებელი არმანუში და
ასია უხმოდ იდგნენ და იქამდე გასცქეროდნენ ძრავიან ნავს, ვიდრე
ყველა ბუშტი ჰორიზონტში არ შთაინთქა.
- მოდი, სადმე დავსხდეთ, კარგი? - იკითხა ასიამ ისე, თითქოს დაღ-
ლილი ყოფილიყო იმით, რაც ის-ის იყო, ნახა.
იქვე, ღია ცის ქვეშ, ერთი გავერანებული კაფე იყო.
- აბა, მითხარი, როგორი მუსიკა მოგწონს? - ჰკითხა ასიამ არმანუშს
მაშინვე, როგორც კი თავისუფალი ადგილები მოძებნეს და სასმელი
შეუკვეთეს: ასიამ - ლიმონიანი ჩაი, არმანუშმა - დიეტური კოკა ყინუ-
208
ლით. კითხვა, რომელიც ასია კაზანჯიმ დასვა, არმანუშის უკეთ გაცნო-
ბის აშკარა მცდელობა იყო. მუსიკა იყო ის, რაც ასიას ყველაზე მეტად
აკავშირებდა მთელ სამყაროსთან.
- კლასიკური მუსიკა, ეთნიკური, სომხური, ჯაზი, - უპასუხა ამიმ, - შენ
რა მოგწონს?
- მე ცოტა სხვანაირი მუსიკა მომწონს, - გაწითლდა ასია, თუმცა, რა-
ტომ, თავადაც არ იცოდა, - ცოტა ხანს მძიმე რაღაცებს ვუსმენდი: ალ-
ტერნატიულ მუსიკას, პანკს, პოსტპანკს, ინდუსტრიალ-მეტალს, დეტ-
მეტალს, დარკუეივს, ფსიქოდელიკს, მესამე ტალღის სკას და ცოტა გო-
ტიკასაც, ასეთ რამეებს.
- მართლა? - იკითხა არმანუშმა, რომელიც მიჩვეული იყო, რომ
„ასეთ რამეებს“ დეკადენტი თინეიჯერების ან უმიზნო მოზრდილების
დაკარგულ ჟანრად მიიჩნევდნენ, რომლებშიც მრისხანება უფრო მეტი
იყო, ვიდრე ხასიათი.
- ჰო, მაგრამ მერე ჯონი კეშზე შევჯექი. სულ ეს არის. მას შემდეგ
სხვას არავის ვუსმენ. მომწონს კეში. ისე მომაჯადოვა, მეტი არაფერი
მხიბლავს.
- აქაურს არაფერს უსმენ? თურქულ მუსიკას, თურქულ პოპს...
- თურქული პოპი! არავითარ შემთხვევაში! - შეშინებულმა ასიამ ხე-
ლები ერთმანეთს ისე შემოჰკრა, თითქოს აბეზარი ქუჩის მოვაჭრის თა-
ვიდან მოშორებას ცდილობდა.
არმანუში მიხვდა, რომ ამ საკითხზე საუბრის გაგრძელება აღარ
ღირდა. დაასკვნა, ალბათ, თურქებისთვის საკუთარი თავისადმი სი-
ძულვილი ჩვეულებრივი ამბავიაო.
ასიამ ჩაი გადაყლურწა და განაგრძო:
- დეიდა ფერიდეს მოსწონს ასეთი რამეები, თუმცა, ბოლომდე მარ-
თალი რომ ვიყო, ზოგჯერ არც კი ვიცი, მუსიკა უფრო აინტერესებს თუ
მომღერლების ვარცხნილობა.
არმანუშმა დიეტური კოკას მეორე ჭიქა სანახევროდ გამოცალა და
ასიას ჰკითხა, როგორ წიგნებს კითხულობო. მხატვრული ლიტერატუ-
რა იყო ის, რაც ამის ყველაზე მეტად აკავშირებდა მთელ სამყაროსთან.
209
- წიგნები. იცი, წიგნებმა გადამარჩინეს. კითხვა მიყვარს, მაგრამ
მხატვრული ლიტერატურა არა...
კაფეში საიდანღაც ხმაურიანი გოგო-ბიჭების ჯგუფი გაჩნდა. მათ იმ
მაგიდაზე მიუთითეს, ზუსტად ასიასა და არმანუშის პირდაპირ რომ იდ-
გა.
დასხდნენ თუ არა ახალგაზრდები, ყველას და ყველაფრის გამასხა-
რავება დაიწყეს. იცინოდნენ პლასტმასის შინდისფერ სკამებზე, ვიტრი-
ნებზე, რომლებშიც გამაგრილებელი სასმელების მოკრძალებული
ასორტიმენტი გამოეფინათ, მენიუს ინგლისურ ვარიანტში დაშვებულ
შეცდომებსა და ოფიციანტების მაისურებზე, ზედ „მე მიყვარს სტამბო-
ლი“ რომ ეწერა.
ასიამ და არმანუშმა სკამები მაგიდისკენ მიაჩოჩეს.
- ფილოსოფიას ვკითხულობ, განსაკუთრებით პოლიტიკურ ფილო-
სოფიას, აი, ბენჟამინს, ადორნოს, გრამშის, ცოტას ჟიჟეკს... განსაკუთ-
რებით დელიოზს. ასეთ რამეებს ვკითხულობ. მომწონს. ფიქრი მიყ-
ვარს, ალბათ, ფილოსოფიაც. მიყვარს ფილოსოფია, განსაკუთრებით
ეგზისტენციალისტური, - ასიამ კიდევ ერთ სიგარეტს მოუკიდა და კვამ-
ლში გახვეულმა იკითხა, - შენ რას კითხულობ?
არმანუშმა ბელეტრისტების გრძელი სია ჩამოთვალა, უმეტესად
რუსები და დასავლეთევროპელები.
- იცი? - ასიამ ორივე ხელი ზემოთ ასწია, თითქოს იმ სიტუაციის ახ-
სნა უნდოდა, რომელშიც ორივე იყვნენ, - როცა ცხოვრებაში საყვარელ
საქმეზე მიდგება ჯერი, შენც ნაკლებად ხარ მიჯაჭვული იმ ადგილს, სა-
დაც ცხოვრობ... ის, რასაც კითხულობ, მაინცდამაინც არ ჰგავს სომ-
ხურს.
არმანუშმა ცალი წარბი ოდნავ ასწია.
- იმისთვის, რომ განვითარდეს, ლიტერატურა თავისუფალი უნდა
იყოს, - თქვა არმანუშმა და თავი დააქნია, - მაინცდამაინც დიდი თავი-
სუფლება არ გვქონია სომხური ლიტერატურის გასამდიდრებლად და
გასავითარებლად, არა?

210
ასია მიხვდა, რომ ამ საკითხზე საუბრის გაგრძელება აღარ ღირდა.
მისი აზრით, სავარაუდოდ, საკუთარი თავისადმი სიბრალული იყო ის,
რასაც სომხები განიცდიდნენ.
გოგონების ზურგს უკან თინეიჯერებმა შარადის თამაში დაიწყეს.
თითოეულ შერჩეულ მოთამაშეს მოწინააღმდეგე გუნდი ამა თუ იმ
მულტფილმის სახელწოდებას ეუბნებოდა, მერე მოთამაშეს თავისი
გუნდის წევრები როგორმე უსიტყვოდ უნდა მიეხვედრებინა, რომელ
მულტფილმზე იყო ლაპარაკი.
ჭორფლიანმა, წითურმა გოგომ რომელიღაც მულტფილმის გმირე-
ბის გამოჯავრება დაიწყო. მის ყველა მოძრაობაზე დანარჩენები ტკარ-
ცალს იწყებდნენ. უცნაური ის იყო, რომ თამაში, რომლის მთავარი
პრინციპიც სიჩუმეში მდგომარეობდა, ამხელა ხმაურს იწვევდა.
შეიძლება სწორედ ხმაურის გამო, უკნიდან რომ ისმოდა, არმანუშის
განწყობა, ზღვარს არ გადავალო, სადღაც გაქრა.
- მუსიკა, რომელსაც შენ უსმენ, ძალიან დასავლურია. ტრადიციულ
ახლოაღმოსავლურ რამეებს რატომ არ უსმენ?
- რას გულისხმობ? - შეცბა ასია, - ჩვენ დასავლელები ვართ.
- არა, დასავლელები არა ხართ. თურქები ახლოაღმოსავლელები
არიან, მაგრამ ამას რატომღაც სულ უარყოფენ. ჩვენს სახლებში რომ
გაგეჩერებინეთ, დიასპორად გადაქცევის ნაცვლად ჩვენც უწინდებუ-
რად ახლოაღმოსავლელები ვიქნებოდით, - არ შეეპუა არმანუში, მაგ-
რამ მაშინვე დაიბნა, არ უნდოდა, ასე უხეშად გამოსვლოდა.
- რას გულისხმობ? - იკითხა ასიამ მას შემდეგ, რაც ლოყები შიგნი-
დან გვარიანად დაიკბინა.
- რას ვგულისხმობ? რას და, სულთან ჰამიდის პანთურქულ დაპანის-
ლამურ უღელს. 1909 წლის ხოცვა-ჟლეტას ვგულისხმობ ადამაში და
1915 წლის გადასახლებებს... მიხვდი? არაფერი გაგიგია სომხების გე-
ნოციდზე?
- სულ ცხრამეტი წლის ვარ, - მხრები აიჩეჩა ასიამ.
ზურგს უკან ისევ ახმაურდნენ თინეიჯერები. ჭორფლიანმა გოგონამ
დავალებას თავი დროულად ვერ გაართვა და მისი ადგილი ახალმა მო-
211
თამაშემ დაიკავა. სიმპათიური, გამხდარი აყლაყუდა იყო. ხვანჩი სახის
ყოველ მოძრაობაზე წინ უხტებოდა. ბიჭმა სამი თითი ასწია, რაც იმას
ნიშნავდა, რომ ფილმის სახელწოდება სამი სიტყვისაგან შედგებოდა,
მერე კი პირდაპირ მესამე, უკანასკნელ სიტყვაზე გადავიდა. ორივე ხე-
ლი ჰაერში ასწია, თითქოს რაღაც მრგვალი საგანი ხელისგულებს შო-
რის მოიქცია, დაყნოსა და ხელი მოუჭირა. ვიდრე მისი თანაგუნდელე-
ბი ვერაფერს ხვდებოდნენ, მათი მოწინააღმდეგეები ჩუმ-ჩუმად იცი-
ნოდნენ.
- ბოდიშს იხდის? - არმანუშმა ასიას თვალი თვალში გაუყარა, - ასე-
თი მიუხვედრელები როგორ ხართ?
რაკი სიტყვის „მიუხვედრელი“ მნიშვნელობა არ იცოდა, ასიას მისი
პერსონიფიცირება პრობლემად არ გადაუქცევია იქამდე, ვიდრე ინ-
გლისურ-თურქული ლექსიკონი არ მოძებნა და არ ჩაიხედა. ასია კაზან-
ჯი უყურებდა და ტკბებოდა მზით, ცოტა ხნით ხელმეორედ რომ გამოჩ-
ნდა სქელი ღრუბლებიდან. მშვიდად იყო და ეგონა, ეს სიმშვიდე დიდ-
ხანს გრძელდებოდა, მერე კი ჩაიბუტბუტა:
- ისტორიით ხარ შეპყრობილი.
- შენ არა? - ხაზგასმულად ნელა თქვა არმანუშმა. მის ხმაში ერ-
თდროულად იგრძნობოდა უნდობლობაცა და დაცინვაც.
- აზრი მერე? - მოკლედ მოუჭრა ასიამ, - რატომ უნდა ვიცოდე რამე
წარსულის შესახებ? მოგონებები მეტისმეტად დიდი ტვირთია.
არმანუშმა თავი მიაბრუნა და უნებურად მოზარდებს მიაპყრო მზე-
რა. გოგონამ თვალები მოჭუტა და ბიჭის მოძრაობებს დააკვირდა. ასი-
აც შემობრუნდა, თამაშს დააკვირდა და წამში წამოაყრანტალა:
- ფორთოხალი!
თინეიჯერებს სიცილი წასკდათ. ყველა მეორე მაგიდასთან მსხდომ
ახალგაზრდა ქალებს უყურებდა. ასიას სახეზე ცეცხლი მოედო, არმა-
ნუშმა გაიღიმა. ანგარიში სწრაფად გაასწორეს და ისევ ქუჩაში ამოყვეს
თავი.

212
- რომელი ფილმის სახელწოდებაში არის სიტყვა „ფორთოხალი“? -
იკითხა არმანუშმა, როგორც კი ერთ ბილიკს მიადგნენ, რომელიც
ზღვას მიუყვებოდა.
- მგონი, „მექანიკური ფორთოხლის“...
- აბა, რა! - თავის დაქნევით დაეთანხმა არმანუში ასიას, - მისმინე,
რაც შეეხება იმას, რომ ისტორიით ვარ შეპყრობილი, - თქვა არმანუშ-
მა, თან აზრების დალაგებას ცდილობდა, - საქმე ის არის, რომ მთელი
მისი სევდის მიუხედავად, ისტორია არის ის, რაც გვაცოცხლებს და გვა-
ერთიანებს.
- იცი, ეს პრივილეგიაა.
- რას გულისხმობ? - ერთიანობის შეგრძნება არის პრივილეგია. მი-
სი წყალობით იმ გუნდის ნაწილი ხდები, რომელშიც სოლიდარობის
დიდი გრძნობა აქვთ, - მიუგო ასიამ, - სწორად გამიგე. მესმის, რამდე-
ნად ტრაგიკული წარსული ჰქონდა შენს ოჯახს და პატივს ვცემ შენს
სურვილს, რაც უნდა მოხდეს, იცოცხლო მოგონებებით, რომ შენი წი-
ნაპრების ტანჯვა დავიწყებას არ მიეცეს. ჩვენი გზებიც სწორედ აქ იყო-
ფა. შენი გზა ხსოვნის სახელით დაწყებული ჯვაროსნული ლაშქრობაა,
მაგრამ შენს ადგილზე მე რომ ვიყო, დიდედასავით ვიქნებოდი და ვე-
რაფერსაც ვერ გავიხსენებდი.
- რატომ გეშინია წარსულის?
- არ მეშინია! - შეეწინააღმდეგა ასია. სტამბოლის თავნება ქარმა მი-
სი გრძელი ქვედაკაბა და სიგარეტის კვამლი უმისამართოდ დაატრია-
ლა ჰაერში. ასია ცოტა ხნით გაჩუმდა, - უბრალოდ არ მინდა, რამე სა-
ერთო მქონდეს მასთან. ეს არის და ეს.
- გაუგებარია, - თავისას არ იშლიდა არმანუში.
- შეიძლება. სიმართლე თუ გინდა, ჩემნაირი ადამიანი ვერასდროს
იქნება წარსულზე ორიენტირებული... იცი, რატომ? - კითხვა დასვა ასი-
ამ გრძელი პაუზის შემდეგ, - იმიტომ კი არა, რომ წარსული გულს
მტკენს ან ფეხებზე მკიდია... იმიტომ, რომ არაფერი ვიცი მის შესახებ.
ვფიქრობ, საერთოდ არაფრის ცოდნას ძველი ამბების ცოდნა სჯობს, -
არმანუშს სახეზე დაბნეულობა დაეტყო.
213
- შენ ისიც თქვი, რომ შენი წარსულის ცოდნა არ გინდა. ახლა სულ
სხვა რამეს ამბობ.
- მართლა? - იკითხა ასიამ, - მოდი, ასე ვთქვათ. ამ საკითხზე ურთი-
ერთსაწინააღმდეგო აზრები მაქვს, - მასპინძელმა სტუმარს ავი მზერა
მიაპყრო და უფრო სერიოზულად განაგრძო, - ჩემი წარსულის შესახებ
მხოლოდ ის ვიცი, რომ ყველაფერი რიგზე არ იყო, მაგრამ ინფორმაცი-
ის მოპოვება არ შემიძლია. გესმის, ჩემთვის ისტორია დღეს იწყება. არ
არსებობს დროის უწყვეტობა. წინაპრებთან კავშირს ვერ იგრძნობ, თუ
საკუთარ მამას ვერ პოულობ. შეიძლება ვერასოდეს გავიგო, რა ჰქვია
მამაჩემს. გავაფრენ, თუ ამაზე ბევრს ვიფიქრებ. ასე რომ, საკუთარ
თავს ვეუბნები, რად გინდა საიდუმლოების გამოჩიჩქნა? ვერ ხედავ,
რომ წარსული მანკიერი წრეა? მარყუჟია. შეგვიტყუებს და ბორბალში
გაბმული ზაზუნებივით გვარბენინებს, მერე კი საკუთარ სიტყვებს ვი-
მეორებთ და ვიმეორებთ.
არმანუში და ასია დატალღულ ქუჩებს აღმა-დაღმა მიუყვებოდნენ.
ყველაუბანი იმდენად განსხვავებული იყო, რომ ამიმ ჩათვალა, სტამ-
ბოლი ქალაქი-ლაბირინთია, რომელშიც რამდენიმე ქალაქია თავმოყ-
რილიო. გაიფიქრა, ნეტავ რას გრძნობდა ჯეიმს ბოლდუინი, აქ რომ
იყოო.
დღის სამ საათზე შიმშილისაგან დაოსებული გოგონები ერთ რეს-
ტორანში შევიდნენ. ასიას თქმით, ეს სავალდებულო იყო, რადგან ქა-
ლაქში საუკეთესო ქათმის შაურმა სწორედ აქ ჰქონდათ. თითო-თითო
შაურმა აიღეს და დიდ ჭიქებში თითო თხევადი იოგურტი.
ცოტა ხანს ჩუმად იყვნენ, მერე ისევ არმანუშმა დაიწყო:
- უნდა ვაღიარო, რომ სტამბოლი ოდნავ განსხვავდება იმისგან, რა-
საც ველოდი. უფრო თანამედროვე და ნაკლებად კონსერვატიულია,
ვიდრე ვშიშობდი.
- ჰო, ეს დეიდა ჯევრიეს უნდა უთხრა ერთხელ. ეამება და ჩემი ქვეყ-
ნის ესოდენ კარგად წარმოჩენისთვის დიდ მედალსაც მომცემს!
მას შემდეგ, რაც ერთმანეთი გაიცნეს, გოგონებმა პირველად იცი-
ნეს ერთად.
214
- ერთ ადგილას მინდა როგორმე წაგიყვანო, - თქვა ასიამ, - პატარა
კაფეა, სადაც ჩვეულებრივ ვიკრიბებით. კაფე „კუნდერა“.
- მართლა? ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ავტორია! - შესძახა აღ-
ფრთოვანებულმა არმანუშმა, - ასე რატომ ჰქვია?
- აი, ამაზე დაუსრულებლად კამათობენ. ყოველდღე ახალ-ახალ
თეორიას ვაყალიბებთ.
კაზანჯების დიდ სახლში რომ ბრუნდებოდნენ, არმანუშმა ასიას ხე-
ლი ჩაავლო, მოუჭირა და უთხრა:
- ჩემს ერთ მეგობარს მაგონებ, - გოგონამ ასიას ცოტა ხანს ისე უყუ-
რა, თითქოს რაღაც იცოდა და თქმას ვერ ახერხებდა, ბოლოს კი შენიშ-
ნა, - არასოდეს მინახავს არავინ, ვინც ერთდროულად ასეთი მგრძნო-
ბიარე იქნებოდა და ასეთი... ასეთი მტკიცე, დამაჯერებელი და წინააღ-
მდეგობებით სავსე. ერთის გარდა! ჩემს ყველაზე უჩვეულო მეგობარს
მაგონებ, ბარონ ბაღდასარიანს. ბევრ რამეში ისე ჰგავხართ ერთმა-
ნეთს, შეიძლებოდა მონათესავე სულები ყოფილიყავით.
- მართლა? - იკითხა არმანუშის მეგობრის სახელით დაინტრიგე-
ბულმა ასიამ, - რა იყო, რა გაცინებს?
- მაპატიე, ბედის შემობრუნებაზე გამეცინა. თავს ვერ მოვერიე, -
თქვა არმანუშმა, - საქმე ის არის, რომ ყველა ჩემს ნაცნობს შორის ბა-
რონ ბაღდასარიანს ყველაზე ანტითურქული განწყობა აქვს!
***
იმ ღამით, როცა კაზანჯების ოჯახის ყველა ქალი უკვე იწვა, არმანუ-
ში საწოლიდან პიჟამას ამარა გამოძვრა, მოფამფალებული მაგიდის
ლამპა აანთო და თავისი პორტატიული კომპიუტერი ჩართო. ძალიან
ცდილობდა, არ ეხმაურა. აქამდე არასოდეს უფიქრია, რა საშინლად
ხმაურიანი შეიძლებოდა ყოფილიყო ინტერნეტში შესვლა. ტელეფონის
ნომერი აკრიფა, მოძებნა მთავარი კვანძი და „კაფე კონსტანტინოპოლ-
ში“ შესასვლელად თავისი პაროლიც აკრიფა.
- სად იყავი? ისე ვნერვიულობდით! როგორ ხარ?
ვისგან აღარ შემოდიოდა კითხვა.

215
- კარგად ვარ, - წერდა მადამ დევნილი სული, - ბებიას სახლი ვერ
ვიპოვე. მის ადგილზე საშინელი თანამედროვე შენობაა. მორჩა. სახ-
ლისგან არაფერი დარჩენილა... არანაირი კვალი, არანაირი ჩანაწერი,
არაფერი, რაც სომხურ ოჯახს მოგაგონებთ, რომელიც იმ შენობაში სა-
უკუნის დასაწყისში ცხოვრობდა.
- ძვირფასო, ძალიან ვწუხვარ, - წერდა ლედი ფარშავანგ/სირამარ-
კი, - როდის ბრუნდები?
- კვირის ბოლომდე დავრჩები, - უპასუხა მადამ დევნილმა სულმა, -
შეიძლება ითქვას, აქ ყოფნა თავგადასავალია. ქალაქი ლამაზია. რა-
ღაცით სან-ფრანცისკოს ჰგავს, გორაკებიანი ქუჩები, სულ ნისლი,
ზღვის ნიავი და ადამიანები ბოჰემური გამომეტყველებით იქ, სადაც
ყველაზე ნაკლებად ელოდები. ქალაქი-ლაბირინთია. უფრო მეტია,
ვიდრე ერთი ქალაქი. რამდენიმე ქალაქია ერთ ქალაქში. სხვათა შო-
რის, შესანიშნავი სამზარეულო აქვთ - ნებისმიერ სომეხს სამოთხეში
ეგონებოდა თავი, - შეშინებული არმანუში გაჩერდა. მიხვდა, ის-ის იყო,
რა დაწერა და სასწრაფოდ დასძინა, - საჭმელს ვგულისხმობ.
- ეჰ, ქალბატონო დევნილო სულო, თქვენ ჩვენი რეპორტიორი იყა-
ვით ომში, ახლა კი თურქივით ლაპარაკობთ! გათურქდით თუ რა? - ეს
დეიდა ყაურმა გახლდათ.
არმანუშმა ღრმად ჩაისუნთქა.
- პირიქით. ცხოვრებაში ამაზე მეტად არასოდეს მიგრძნია თავი
სომხად. იცით, ჩემი სომხობის თავიდან ბოლომდე გასაცნობიერებ-
ლად თურქეთში უნდა ჩამოვსულიყავი და თურქებს უნდა შევხვედრო-
დი. ოჯახი, რომელთანაც ვცხოვრობ, საკმაოდ საინტერესოა. ცოტა გი-
ჟებიც კი არიან, მაგრამ, შესაძლოა, ყველა ოჯახი ასეთი იყოს. თუმცა,
არის აქ რაღაც სიურრეალისტური. არათანამიმდევრულობა ყოველ-
დღიურობის სარჩულის ნაწილია. თავი გაბრიელ გარსია მარკესის რო-
მანში მგონია. ერთი და სვირინგებს ხატავს, მეორე - ნათელმხილვე-
ლია, მესამე სახელმწიფო ისტორიას ასწავლის, მეოთხე კი ეულად
დარჩენილი ყვავილი, ანდა როგორც ასია იტყოდა, ჩამოყალიბებული
გიჟია.
216
- ვინ არის ასია? - უმალ დაბეჭდა ლედი ფარშავანგ/ სირამარკმა.
- ოჯახის ქალიშვილია. ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ოთხი დედა
ჰყავსდა არც ერთი მამა. დიდი ორიგინალური ვინმეა - ცოფიანი, ირო-
ნიული და გონებამახვილი. დოსტოევსკისკარგი პერსონაჟი იქნებოდა.
არმანუშს აინტერესებდა, სად გაქრა ბარონი ბაღდასარიანი.
- მადამ დევნილო სულო, გენოციდზე თუ ესაუბრეთ ვინმეს? - იკითხა
უბადრუკმა თანაარსებობამ.
- კი, რამდენჯერმე, მაგრამ ძალიან ძნელია. ქალები, რომლებიც ამ
სახლში ცხოვრობენ, გულწრფელი ინტერესითა და სიბრალულით მის-
მენდნენ, მაგრამ ამაზე შორს არ წასულან. თურქებისთვის წარსული
სხვა რამეა.
- ქალები ქალებად, მაგრამ მაგათი კაცების იმედი, ალბათ, მაინც
არ მექნება... - საუბარში ჩაერია საფოს ქალიშვილი.
- მართალი გითხრათ, თურქ კაცთან საუბრის შანსი ჯერ არ მქონია,
- მისწერა მადამ დევნილმა სულმა. არმანუში ის-ის იყო, მიხვდა, რომ
თურქ მამაკაცთან ჯერ მართლაც არ ელაპარაკა, - მაგრამ ამ დღეებში
ასია იმ კაფეში წამიყვანს, სადაც ხშირად იკრიბებიან. ალბათ, იქ რამ-
დენიმე კაცს მაინც გავიცნობ.
- მათთან ერთად დალევისას ფრთხილად იყავი. ხომ იცი, ალკოჰო-
ლი ადამიანებში ყველაზე უარესს ააშკარავებს, - ეს ალექს სტოიკოსი
იყო.
- არა მგონია, ასია სვამდეს. მუსლიმანები არიან! ორთქლმავალი-
ვით ნამდვილად აბოლებს.
- სომხეთშიც ბევრს ეწევიან, - დაწერა ლედი ფარშავანგ/სირამარ-
კმა, - ახლახან ვიყავი ისევ ერევანში. თავებს იხოცავენ სიგარეტით.
არმანუში სკამზე აწრიალდა. სად იყო ბარონი? რატომ არ სწერდა?
უბრაზდებოდა თუ არ ეთანხმებოდა? ფიქრობდა კი ბარონი ბაღდასა-
რიანი მასზე?.. ასე განაგრძობდა საკუთარი თავის წამებას არმანუში,
მოციმციმე ეკრანზე კიდევ ერთი ხაზი რომ არ გამოჩენილიყო.
- რაკი თურქეთში ხართ, მადამ დევნილო სულო, გვითხარით, იფიქ-
რეთ იანიჩარების პარადოქსზე?
217
ის იყო! ის! ის! არმანუშმა ტექსტის ორი ბწკარი ხელახლა წაიკითხა
და აკრიფა:
- დიახ, ვიფიქრე, - არ იცოდა, სხვა რა უნდა დაეწერა. ბარონმა თით-
ქოს იგრძნო, რომ გოგონა მერყეობდა და თავად განაგრძო:
- ძალიან კარგია, იმ ოჯახთან ასეთი კარგი ურთიერთობა რომ
გაქვთ. მჯერა, როცა ამბობთ, რომ კარგი გულისა და თავისებურად სა-
ინტერესო ხალხია, მაგრამ ვერ ხედავთ, რომ მათი მეგობარი მხოლოდ
იქამდე იქნებით, ვიდრე საკუთარ თავზე იტყვით უარს. თურქები სულ
ასე არიან მთელი ისტორიის მანძილზე.
არმანუშმა პირი მოკუმა და სევდა შემოაწვა. ოთახის მეორე ბოლო-
ში ასია ლოგინში წრიალებდა. ისე იტანჯებოდა, თითქოს კოშმარული
სიზმარი აწამებდა, თან გაუგებრად ლუღლუღებდა რაღაცას. მნიშვნე-
ლობა არა აქვს, რას ამბობდა ასია, ერთი და იგივე ბევრჯერ გაიმეორა.
- ჩვენ, სომხები, მხოლოდ ჩვენი დანაკარგისა და ტკივილის აღია-
რებას ვითხოვთ, რაც უმთავრესი მოთხოვნაა ჭეშმარიტი ადამიანური
ურთიერთობის გასაჩაღებლად. აი, რას ვეუბნებით თურქებს: ნახეთ,
ჩვენ ვგლოვობთ, თითქმის საუკუნეა ვგლოვობთ იმიტომ, რომ დავკარ-
გეთ ისინი, ვინც ყველაზე მეტად გვიყვარდა, გამოგვყარეს ჩვენი სახ-
ლებიდან და გაგვაძევეს საკუთარი მიწიდან. ისე გვექცევიან, როგორც
ცხოველებს და გვხოცავენ, როგორც ცხვრებს. წესიერად სიკვდილის
უფლებაც კი არა გვაქვს. ის ტკივილიც კი არ არის იმდენად მტანჯველი,
რომელიც ჩვენს ბებიებსა და ბაბუებს მიაყენეს, როგორიც სისტემატუ-
რი უარყოფაა, ამ ტკივილს რომ მოჰყვა.
რას გეტყვიან ამის პასუხად თურქები? არაფერს! თურქებთან დამე-
გობრების ერთადერთი გზა არსებობს: მათსავით უმეცარი და გულმა-
ვიწყი უნდა იყო.
რადგან ისინი წარსულს ჩვენი თვალით არასოდეს შეხედავენ, ფიქ-
რობენ, რომ ჩვენ უნდა ავყვეთ მათ წარსულის არცოდნაში.
სრულიად მოულოდნელად კარზე მსუბუქი დაკაკუნების ხმა გაისმა,
მერე ძალიან ბევრჯერ დააკაკუნეს. არმანუში სკამზე გაირინდა. გული

218
ყელში ამოაჯდა. იმპულსურად გამორთო კომპიუტერის ეკრანი და და-
იჩურჩულა:
- დიახ.
კარი ფრთხილად გააღეს და ოთახში დეიდა ბანუმ შემოყო თავი. ბა-
ნუს ვარდისფერი შარფი მსუბუქად მოეხვია თავზე, ტანზე კი გრძელი,
ბაცი ღამის პერანგი ეცვა. ოთხ საათზე სალოცავად გაღვიძებულ ბანუს
გოგონების ოთახიდან გამომავალი სინათლე შეენიშნა.
დეიდა ბანუს სახეზე აღბეჭდვოდა უხერხულობა, რომელსაც ინგლი-
სური სიტყვების არცოდნის გამო განიცდიდა. ერთმანეთის მიყოლებით
გააკეთა რამდენიმე ჟესტი, თითქოს შარადას თამაშობდა. თავი გააქ-
ნია, წარბები შეჭმუხნა და თითი დააქნია. არმანუშმა ეს ყველაფერი ისე
გაიგო, თითქოს ეუბნებოდნენ, ბევრს სწავლობ და თავს ასე ძალიან ნუ
იღლიო.
ამის შემდეგ დეიდა ბანუმ არმანუშს თეფში გაუშვირა და ჭამეო,
ანიშნა. იმდენად ზუსტი მიმიკა იყო, რომ ახსნას არ საჭიროებდა. ბანუმ
გაიღიმა, არმანუშს მხარზე ხელი მოუთათუნა, თეფში პორტატიული
კომპიუტერის გვერდით დადო და ოთახიდან გასულმა კარი ფრთხი-
ლად გაიხურა. თეფშზე ორი გაფცქვნილი, თხლად დაჭრილი ფორთო-
ხალი იდო.
არმანუშმა ეკრანი ისევ ჩართო და ფორთოხლის ერთ ნაჭერს უკბი-
ჩა, თან იმაზე ფიქრობდა, რა უნდა მიეწერა პასუხად ბარონ ბაღდასა-
რიანისთვის.

219
10

ნუში
სტამბოლში სტუმრობის მეხუთე დღეს არმანუშს უკვე შეესწავლა კა-
ზანჯების სახლის დილის განრიგი. კვირის დღეებში საუზმე დილის ექ-
ვსი საათისთვის იშლებოდა და მაგიდაზე ათის ნახევრამდე რჩებოდა.
ამასობაში განუწყვეტლივ დუღდა სამოვარი და საათში ერთხელ მზად-
დებოდა ჩაის ახალი ნაყენი. იმის მაგივრად, რომ სუფრასთან ყველა
ერთდროულად დამჯდარიყო, ოჯახის ყველა წევრი სხვადასხვა დროს
გამოჩნდებოდა, რაც თითოეული მათგანის სამუშაოზე, განწყობაზე ან
განრიგზე იყო დამოკიდებული. ამგვარად, განსხვავებით სადილისა-
გან, რომელიც ერთთავად დროს შეწყობილი მოვლენა გახლდათ, კვი-
რის დღეებში საუზმობა დილის მატარებელს ჰგავდა, სხვადასხვა სად-
გურზე რომ ჩერდებოდა და ახალ-ახალი მგზავრები ადიოდნენ და ჩა-
მოდიოდნენ.
სუფრას თითქმის ყოველთვის დეიდა ბანუ აწყობდა. ის პირველი
იღვიძებდა და განთიადის ლოცვისთვის ემზადებოდა. ვიდრე უახლოე-
სი მეჩეთიდან მუეძინი ხელმეორედ იყვირებდა, ძილს ლოცვა სჯობსო,
ბანუ ლოგინიდან გამოძვრებოდა ხოლმე და ბუტბუტებდა: „მართლაც
სჯობსო“.
ამის შემდეგ დეიდა ბანუ სააბაზანოში შედიოდა და ლოცვისთვის ემ-
ზადებოდა: დაიბანდა სახეს, ხელებს - იდაყვებამდე და ფეხებსაც - კო-
ჭებამდე. ზოგჯერ წყალი ცივი იყო, მაგრამ ბანუს ეს არ ანაღვლებდა.
„გამოსაფხიზლებლად სულს თრთოლა სჭირდება“, - ეუბნებოდა დეიდა
ბანუ საკუთარ თავს. „სულს თრთოლა სჭირდება“. ბანუს არც ის ანაღ-
ვლებდა, რომ მისი ოჯახის წევრებს ღრმა ძილით ეძინათ და იმისთვის,
რომ შენდობა მათაც მიეღოთ, გაორმაგებული ძალით ლოცულობდა.
- უდიდესია ალაჰი, უდიდესია ალაჰი, - გაიმეორა მუეძინმა იმ დი-
ლითაც. დეიდა ბანუ ლოგინში იყო, მაგრამ თვალები უკვე გაეხილა და
ღამის პერანგისა და თავშლის აღებას ცდილობდა.

220
სხვა დღეებისაგან განსხვავებით ბანუს სხეული დამძიმებოდა, ძა-
ლიან დამძიმებოდა.
„არ არს ღმერთი თვინიერ ალაჰისა“, - გაიძახოდა მუეძინი, დეიდა
ბანუ კი ვერა და ვერ დგებოდა. „მოდით სალოცავად... მოდით კეთილ
ხალხთან“, - ჩაესმა ბანუს, მაგრამ სანახევროდაც ვერ მოსწყვიტა ტანი
საწოლს, თითქოს სხეულის ამ ნაწილში სისხლი გამოსცლოდა და ძა-
ლიან მძიმე, უსიცოცხლო ტომრად გადაქცეულიყო.
ძილს ლოცვა სჯობს. ძილს ლოცვა სჯობს.
- რა იყო, ხალხო, განძრევის საშუალებას რატომ არ მაძლევთ? - უკ-
მაყოფილო ადამიანის ტონით იკითხა დეიდა ბანუმ.
ორმა ჯინმა, ბანუს მხრებზე აქეთ-იქით რომ ჩამოსხდომოდნენ, ერ-
თმანეთს გადახედა.
- მე ნუ მეკითხები, მას ჰკითხე. უბედურება მას მოაქვს, - თქვა ქალ-
ბატონმა სიამემ, ბანუს მარჯვენა მხარზე რომ იჯდა.
სახელს თუ ვენდობით, ქალბატონი სიამე კეთილი ჯინი იყო, ერთ-
ერთი სათნოთაგანი. ამ ჯინს კეთილი, ნათელი სახე და თხელი, მოხდე-
ნილი კისერი ჰქონდა. თავზე იის, ვარდისა და პორფირისფერი შარა-
ვანდედი ედგა, ხოლო იქ, სადაც მისი კისერი მთავრდებოდა და ტანი
უნდა დაწყებულიყო, სხვა არაფერი იყო, კვამლის თხელი ღრუბლის
გარდა. სულ არ აწუხებდა, უსხეულო პიედესტალზე შემოდგმულ თავს
რომ ჰგავდა. მდედრობითი სქესის ადამიანებისაგან განსხვავებით, ქა-
ლი ჯინებისაგან პროპორციული ნაკვთების ქონას არავინ მოელოდა.
რაკი ქალბატონი სიამე მოღალატე კი არა, ერთ-ერთი გულკეთილი
და გულისხმიერი ჯინი გახლდათ, რომელიც ათეიზმიდან ისლამად
გარდასახულიყო, დეიდა ბანუ მას განსაკუთრებულად ენდობოდა. ათე-
იზმი კი ჯინებს შორის გავრცელებული დაავადება იყო. ქალბატონი სი-
ამე ხშირად სტუმრობდა მეჩეთებსა და საძვალეებს. მას წმინდა ყურა-
ნიც კარგად იცნობდა.
წლების განმავლობაში დეიდა ბანუ და ქალბატონი სიამე ძალიან
დაახლოვდნენ, რასაც ვერ ვიტყვით ბატონ სიმწარეზე. ის სულ სხვა ყა-
ლიბის კაცი იყო, ისეთი ადგილებიდან, სადაც ქარი გაუთავებლად ზუ-
221
ზუნებდა. ბატონი სიმწარე ჯინის პირობაზეც კი ძალიან ასაკოვანი იყო.
შესაბამისად, გაცილებით მეტი რამ შეეძლო, ვიდრე ამბობდა. ყველამ
კარგად ვიცით, რაც უფრო ხნიერია ჯინი, მით უფრო მეტი ძალა აქვს.
წლების წინ, ორმოცდღიანი სინანულის ბოლო დილას, დეიდა ბა-
ნუს ბატონი სიმწარე შეებოჭა. ეს იყო მიზეზი, რომლის გამოც ჯინი კა-
ზანჯების საცხოვრებელში რჩებოდა. იმ დროიდან ბანუმ ბატონი სიმწა-
რე საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარა და არც ის თილისმა მოუშო-
რებია ოდესმე, რომელიც ჯინის დატყვევებაში ეხმარებოდა.
ჯინის გასკვანჩვა ადვილი საქმე არ იყო. უპირველესად მისი სახელი
უნდა გცოდნოდათ - სწორად უნდა გამოგეცნოთ, რა ერქვა. იმის გათ-
ვალისწინებით, რომ თუკი ჯინი იქამდე გამოიცნობდა თქვენს სახელს,
ვიდრე თქვენ მისას, ესე იგი, თავად ბატონად გადაიქცეოდა, თქვენ კი
მონად. ეს მართლაც სასიკვდილო თამაში იყო. მაშინაც, კი როდესაც
სახელს გამოიცნობდით და ჯინს თავად აკონტროლებდით, საკუთარ
ძალაუფლებას გარანტირებულად ვერ ჩათვლიდით, რადგან ეს ყველა-
ზე ბრიყვული ილუზია იქნებოდა. კაცობრიობის ისტორიაში მხოლოდ
სოლომონ დიდმა შეძლო ჯინის, ჯინების მთელი არმიის ჭეშმარიტად
დამარცხება, მაგრამ მასაც კი სჭირდებოდა ზედმეტი ხელი ჯადოსნური
რკინის ბეჭდიდან.
სოლომონ დიდს ვერავინ მიედრებოდა და მხოლოდ საკუთარ თავ-
ზეშეყვარებულ სულელს შეიძლებოდა ეამაყა, ჯინი ჩავიგდე ხელშიო.
რაც შეეხება დეიდა ბანუს, ის ყველაფერი იყო, ასეთისულელის გარდა.
მიუხედავად იმისა, რომ აგერ უკვე ექვსი წელიწადი იქნებოდა, რაც
ბატონი სიმწარე ემსახურებოდა, ქალი თვლიდა, რომ ამგვარი ურთი-
ერთგაგება დროებითი ხელშეკრულება იყო და განახლებას ხშირად
საჭიროებდა.
დეიდა ბანუმ იცოდა, რომ ადამიანებისაგან განსხვავებით, ჯინები
მათთვის გაკეთებულ ბოროტებას არასოდეს ივიწყებდნენ და ამის გა-
მო ბატონ სიმწარეს არც უგულოდ მოქცევია ოდესმე, არც ქედმაღლუ-
რად. უსამართლობას ჯინი არასოდეს დაივიწყებდა. ამ ჯინის მეხსიერე-
ბა ყველაფერს ისევე იწერდა, როგორც თავგადაკლული მოხელე, რო-
222
მელიც ყველაფერს ინიშნავს, თვით უმნიშვნელო აზრებსაც კი. და ეს
მხოლოდ იმისთვის, რომ ერთ დღესაც ყველაფერი გაეხსენებინა. შესა-
ბამისად, დეიდა ბანუ ყოველთვის პატივს სცემდა თავისი ტყვის უფლე-
ბებს და არასოდეს იყენებდა საკუთარ ძალას.
და მაინც, ბანუს შეეძლო ძალაუფლება სრულიად სხვაგვარად გა-
მოეყენებინა - ეთხოვა მატერიალური სარგებელი, მაგალითად, ფული,
ძვირფასეულობა ანდა სახელი და დიდება. მაგრამ ბანუს არც ერთი არ
უთხოვია. იცოდა, რომ ერთიც, მეორეც და მესამეც მხოლოდ ილუზია
იყო, ხოლო ჯინს ილუზიების შექმნა კარგად გამოსდიოდა. გარდა ამი-
სა, უეცრად შეძენილი ყოველგვარი სიმდიდრე აუცილებლად სხვის-
თვის მოპარული სიმდიდრე იყო, რადგან ბუნებაში არ არსებობს სრუ-
ლი ვაკუუმის მსგავსი რამ და ადამიანთა ბედ-იღბალი ერთმანეთში
ისეა გადახლართული, როგორც თვლები ბადეში. ასე და ამგვარად,
დეიდა ბანუ წლების განმავლობაში წინდახედულად იკავებდა თავს ყო-
ველგვარი მატერიალური ხეირის თხოვნისაგან. სამაგიეროდ, იყო ერ-
თადერთი რამ, რაც ბანუს ბატონი სიმწარისაგან მოეთხოვა და ეს რა-
ღაც ცოდნა გახლდათ - დავიწყებული ამბების, ამოუცნობი პიროვნებე-
ბის, ქონებრივი დავების, ოჯახური კონფლიქტების, გამოაშკარავებუ-
ლი საიდუმლოებების, შეუცნობელი მისტერიების ცოდნა, ცოდნა საწ-
ყისებისა, რომლებიც თავისი უამრავი კლიენტის დასახმარებლად
სჭირდებოდა.
თუ რომელიმე ოჯახს რაიმე ფასეული დოკუმენტი დიდი ხნის დაკარ-
გული ჰქონდა, საბუთის ადგილსამყოფლის გასაგებად დეიდა ბანუს-
თან მიდიოდნენ. დეიდა ბანუს მიმართავდნენ ქალებიც, რომლებსაც
ეჭვი ჰქონდათ, გრძნებით ვართ შეკრულიო და ცოდვის ჩამდენის ვი-
ნაობის დადგენა სურდათ.
ერთხელ ბანუსთან ფეხმძიმე ქალი მიიყვანეს. ორსული მოულოდ-
ნელად გამხდარიყო ავად და მისი მდგომარეობა დღითი დღე შემაშფო-
თებლად უარესდებოდა. დეიდა ბანუ თავის ჯინს დაელაპარაკა და ფეხ-
მძიმე ქალს უთხრა:

223
- მიდი უნაყოფო ლიმონის ხესთან, შენს ბაღში რომ არის. იქ შავი
ხავერდის ქისაში საპნის ნაჭერს იპოვი, რომელშიც შენივე ფრჩხილე-
ბია ჩარჭობილი. შურიანი მეზობლის გაკეთებული ჯადოა.
უკმაყოფილება რომ არ გაგრძელებულიყო, დეიდა ბანუს იმ მეზობ-
ლის სახელი არ უთქვამს. რამდენიმე დღეში გაიგო, რომ ფეხმძიმე ქა-
ლი სწრაფად გამოჯანმრთელებულიყო და თავს შესანიშნავად
გრძნობდა. იმ დღიდან დღემდე დეიდა ბანუ ბატონი სიმწარის სამსა-
ხურს ასეთი საქმეებისთვის იყენებდა. გამონაკლისი მხოლოდ ერ-
თხელ დაუშვა. ერთადერთხელ დაუსვა ბანუმ ჯინს კითხვა საკუთარი
თავისთვის. ეს ერთ-ერთი ყველაზე კონფიდენციალური კითხვა იყო და
ასიას მამის ვინაობას შეეხებოდა.
ბატონმა სიმწარემ უპასუხა, ზუსტად უპასუხა, მაგრამ ბრაზმორეუ-
ლი ბანუ დაუღლელად ამბობდა უარს მოსმენილის დაჯერებაზე, თუმცა,
შესანიშნავად იცოდა, რომ დამონებული ჯინი თავის მბრძანებელს ვე-
რასოდეს მოატყუებდა.
ასიას მამის ამბავს დეიდა ბანუ იქამდე არ იჯერებდა, ვიდრე ერთ
დღეს მისმა გულმა, უბრალოდ, არ შეწყვიტა იმის უგულებელყოფა, რა-
საც გონება კარგა ხნის წინ მიმხვდარიყო. იმ დღიდან დეიდა ბანუ სამუ-
დამოდ შეიცვალა. ხშირად ეკითხებოდა საკუთარ თავს, არცოდნა ხომ
არ აჯობებდაო, რადგან ცოდნამ ამ შემთხვევაში მხოლოდ ბრძენკაცის
წყევლა, ტანჯვა და დარდი მოუტანა.
ახლა, როცა ამ ამბის შემდეგ წლები იყო გასული, დეიდა ბანუ ისევ
ფიქრობდა ბატონი სიმწარისათვის სათავისოდ კიდევ ერთი კითხვის
დასმაზე. სწორედ ამის გამო იყო ასე სუსტად იმ დილით. ბანუს გონება-
ში დატრიალებულ ურთიერთსაწინააღმდეგო აზრებს შეესუსტებინა ნა-
თელმხილველის კონტაქტი მონასთან, ტყვესთან, რომელიც ყოველი
დილემის გამო სულ უფრო მძიმედ აწვებოდა მბრძანებლის მარცხენა
მხარს.
უნდა დაესვა კი დეიდა ბანუს ბატონი სიმწარისთვის პირადი ხასია-
თის კითხვა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს, როცა ასე მოიქცა, ძალი-
ან ინანა? ან იქნებ დადგა დრო, როცა თამაში უნდა დაესრულებინა, თი-
224
ლისმა მოეხსნა და ჯინი ერთხელ და სამუდამოდ გაეთავისუფლებინა?
ნათელმხილველის მოვალეობების შესრულებას ქალბატონი სიამის
დახმარებით განაგრძობდა. მისი ძალა გარკვეულწილად შემცირდე-
ბოდა, მაგრამ დაე, ასეც მომხდარიყო. ნუთუ ეს საკმარისი არ იყო? მისი
არსების ერთი ნაწილი აფრთხილებდა დეიდა ბანუს ბრძენკაცის წყევ-
ლის შესახებ, რომელიც მეტისმეტი ცოდნით გამოწვეული გულშემზა-
რავი აგონიის უკუცემაა. მეორე ნაწილს მეტის შეცნობის სურვილი, არ-
ნახული ცნობისმოყვარეობა და კეთილსინდისიერება კლავდა.
ბატონმა სიმწარემ შესანიშნავად იცოდა, რა მძიმე მდგომარეობაში
იყოდეიდა ბანუ და თითქოს ტკბებოდა კიდეც ამით - დააეჭვებდა თუ
არა დეიდა ბანუს რამე, უმალ უფრო მაგრად დააწვებოდა მარცხენა
მხარზე ბატონი სიმწარე და ნათელმხილველიც გაორმაგებულად
გრძნობდა საკუთარი ნააზრევის სიმძიმეს.
- ჩამოდი ჩემი მხრიდან, - ბრძანა დეიდა ბანუმ და წაიკითხა ლოც-
ვა,რომელიც ყურანის თანახმად, ადამიანს ყოველთვის უნდა წაეკით-
ხა, როცა კი ცბიერი ჯინის პირისპირ მოუწევდა ყოფნა. ბატონი სიმწა-
რე, რომელიც სრულიად მოულოდნელად ხათრიანი გამხდარიყო, გან-
ზე გახტა და დეიდა ბანუს ადგომის საშუალება მისცა.
- გინდა, გამიშვა? - იკითხა ბატონმა სიმწარემ, რომელსაც ბანუს აზ-
რები უკვე ამოეკითხა, - თუ გინდა, ჩემი შესაძლებლობები მნიშვნელო-
ვანი ინფორმაციის მისაღებად გამოიყენო?
დეიდა ბანუს ოდნავ გაპობილ ბაგეებს ჩურჩულით ნათქვამი სიტყვა
დასცდა. ეს არც „ჰო“ იყო, არც „არა“. კვნესას უფრო ჰგავდა. თავს ისე
პატარად გრძნობდა დედამიწის, ცის, ვარსკვლავებისა და შეცბუნების
კავერნულ უსასრულობაში, სულს რომ უფლეთდა.
- შეგიძლია მკითხო ის, რისი გაგების სურვილიც მას შემდეგ
გკლავს, რაც სომეხმა გოგონამ ნაღვლიანი ამბები გიამბოთ თავის
ოჯახზე. არ გინდა იცოდე, მართალია თუ არა? არ გინდა, სიმართლის
გარკვევაში დაეხმარო? თუ მარტო კლიენტებისთვის ინახავ შენს ძა-
ლას? - გამოიწვია დეიდა ბანუ ბატონმა სიმწარემ, რომლის ნახშირი-
ვით შავი, ჩაკარგული თვალები გამარჯვებას აეფორიაქებინა. ბატონი
225
სიმწარე უეცრად დაცხრა და დასძინა, - შემიძლია გიამბო. საკმაოდ
ხნიერი ვარ და ვიცი. იქ ვიყავი.
- შეწყვიტე! - წამოიძახა დეიდა ბანუმ, თითქმის კიოდა, - არ მინდა,
ვიცოდე. ცნობისმოყვარე არა ვარ. ვნანობ იმ დღეს, ასიას მამის ამბავი
რომ გკითხე. ღმერთო, ნეტავ არ მეკითხა! რა ჩარაა ცოდნა, თუკი ვე-
რაფერს შეცვლი? გესლია, რომელიც ყველაფერში გიშლის ხელს. არც
მისი ამონთხევა შეგიძლია, არც სიკვდილი. არ მინდა, ისევ განმეორ-
დეს... და მაინც, რა იცი? - გამოცრა დეიდა ბანუმ და იგრძნო, როგორ
აემღვრა გულ-მუცელი, როგორ ჩაუწვა ყელი მწარე ნაღველმა. ვერ გა-
ეგო, რამ წამოაყრანტალებინა ბოლოს ეს კითხვა. მეტისმეტად კარგად
იცოდა, რომ თუკი არმანუშის წარსულის გაგება სურდა, სწორედ ბატო-
ნი სიმწარისათვის უნდა ეკითხა. ის ხომ ჯინებს შორის უვერაგესი გუ-
ლიაბანი იყო, ყველაზე უკეთ გახლდათ გათვითცნობიერებული ისეთ
ამბებში, უბედური დასასრული რომ ჰქონდა.
თვალბედითი ჯარისკაცები უსაფრდებოდნენ და ჟლეტდნენ ადამია-
ნებს მათი სახლებიდან რამდენიმე მილის მოშორებით; მთებში ყინვი-
საგან დახოცილი ყარიბები; შორეულ უდაბნოში გადასახლებული შავი
ჭირით დაავადებულები; ყაჩაღების მიერ გაძარცული და დახოცილი
მოგზაურები; მიყრუებულ ადგილას დაკარგულები; ფელონიისთვის
მსჯავრდადებულები, სიკვდილთან შესახვედრად რომელიღაც შორე-
ულ კუნძულზე რომ მიჰყავთ... გულიაბანი ყველას იცნობდა... გულია-
ბანი იყო ყველგან, სადაც სისხლიან ბრძოლის ველზე ერთდროულად
წყდებოდნენ მთელი ბატალიონები, შიმშილისათვის სწირავდნენ სოფ-
ლებს, მოწინააღმდეგის ცეცხლი ფერფლად აქცევდა ქარავნებს. იარ-
მუკის ბრძოლაშიც იყვნენ, როდესაც მუსლიმანებმა ბიზანტიის იმპერა-
ტორ ჰერაკლეს უზარმაზარი არმია შემუსრეს, ანდა ბერბერმა თარიქმა
გრგვინვასავით დასჭექა თავის ჯარისკაცებს: „თქვენ უკან ზღვაა! თქვენ
წინ - მტერი! ჩემო მეომრებო, საით გაიქცევით?“ ასე შეიჭრნენ ვესტგუ-
თების ესპანეთში და ხოცავდნენ ყველას, ვინც კი გზაზე შეხვდებოდათ.
გულიაბანები იყვნენ იქაც, სადაც კარლმა, შემდგომში მარტელად წო-
დებულმა, ტურის ბრძოლაში სამასი ათასი არაბი დახოცა; იქაც იყვნენ,
226
სადაც ჰაშიშით გაბრუებულმა ასასინებმა სახელგანთქმული ვეზირი
ნიზამ ალ-მულქი მოკლეს და იქამდე თესავდნენ შიშს, ვიდრე მონ-
ღოლმა ჰულაგუმ ყველაფერთან ერთად მათი ციხესიმაგრეც არ დაან-
გრია. ყველა ეს უბედურება გულიაბანებს პირადად ენახათ. უდაბნოში
საკვებისა და წყლის გარეშე დაკარგულების ტანჯვა-წამებასაც ნაწი-
ლობრივ მათ აბრალებდნენ. ყოველთვის და ყველგან იქ ტრიალებ-
დნენ, სადაც ვინმე ისე კვდებოდა, რომ საფლავის ქვაც არ რჩებოდა.
თუ დასჭირდებოდათ, შეეძლოთ მცენარეებად, ქვებად ან ცხოველე-
ბად, მით უფრო სვავებად, გადაქცევა. უბედურებას აედევნებოდნენ და
მომხდარს გვერდიდან ან ზემოდან ადევნებდნენ თვალს. ისიც ცნობი-
ლია, რომ გულიაბანები მოსვენებას არ აძლევდნენ ქარავნებს, იპა-
რავდნენ საჭმელს, რომელიც გაჭირვებულებს შეიძლება გადასარჩე-
ნად სჭირდებოდათ, აშინებდნენ საღმრთო მოგზაურობაში წასულ მომ-
ლოცველებს, თავს ესხმოდნენ პროცესიებს ან შიშის მომგვრელ სიკ-
ვდილის მელოდიას ჩასჩურჩულებდნენ ყურში კატორღამისჯილებს ან
კიდევ იმათ, ვისაც სასიკვდილო მსვლელობაში მონაწილეობას აიძუ-
ლებდნენ. გულიაბანები იყვნენ თვითმხილველები იმ ამბებისაც, რო-
მელთა შემდგომ არ რჩებოდა არც ერთი მტკიცებულება, არანაირი ჩა-
ნაწერი ადამიანების არსებობის შესახებ. გულიაბანები იყვნენ საზარე-
ლი მოწმეები იმ საშინელებებისა, რომლებიც ადამიანებს შეეძლოთ
დაეტეხათ ერთმანეთისათვის თავს. შესაბამისად, დეიდა ბანუ დაას-
კვნიდა, თუკი 1915 წელს არმანუშის ოჯახი მართლაც აიძულეს მონა-
წილეობა მიეღო სასიკვდილო მსვლელობაში, როგორც გოგონა ამ-
ტკიცებდა, ბატონ სიმწარეს ეს აუცილებლად ეცოდინებოდა.
- არაფერს მკითხავთ? - მაღალფარდოვნად იკითხა დეიდა ბანუს სა-
წოლის კიდეზე ჩამომჯდარმა ბატონმა სიმწარემ, რომელსაც ნათელ-
მხილველის გასაჭირი ერთ სიამოვნებას ჰგვრიდა, - სვავი ვიყავი, - გა-
ნაგრძო ჯინმა ღვარძლიანად. მას ხომ მხოლოდ ასე შეეძლო ლაპარა-
კი, - ყველაფერი დავინახე. ვუყურებდი, როგორ მიდიოდნენ, მიდიოდ-
ნენ და მიდიოდნენ ქალები, ბავშვები. მათ თავზე დავფრინავდი, ლურჯ

227
ცაზე წრეებს ვხაზავდი და ველოდებოდი, როდის დაეცემოდნენ მუხ-
ლებზე.
- მოკეტე! - დაიღრიალა დეიდა ბანუმ, - გაჩუმდი! არ მინდა, ვიცო-
დე!ნუ გავიწყდება, ვინ არის აქ უფროსი!
- დიახ, მბრძანებელო, - თავი აარიდა ბანუს ბატონმა სიმწარემ, -
თქვენი სურვილი ჩემთვის ბრძანებაა და ასე იქნება, ვიდრე იმ თილის-
მას ატარებთ, მაგრამ როგორც კი მოისურვებთ, გაიგოთ, რა შეემთხვა
გოგონას ოჯახს 1915 წელს, მხოლოდ მითხარით. ჩემი მახსოვრობა
თქვენი გახდება, მბრძანებელო.
გამწარებული დეიდა ბანუ ტუჩებს იკვნეტდა, ლოგინში წელგამარ-
თული იჯდა, აქაოდა, ჩემი ნება ურყევიაო, და ბატონი სიმწარისათვის
საკუთარი სისუსტის ჩვენებას არამც და არამც არ აპირებდა. სცადა, ხა-
ლისიანი ყოფილიყო, მაგრამ ჰაერი მტვრისა და ობის სუნად აყროლ-
და, თითქოს ოთახს გახრწნა დაეწყო. ან აწმყო ლპებოდა და სწრაფად
იქცეოდა დროის ნარჩენებად, ანდა წარსულის რღვევა აღწევდა აწმყო-
ში. მოლოდინში იყო დროის გახსნილი შინაგანი კარიბჭეც. იმისთვის,
რომ ეს კარი არ გაღებულიყო და ყველაფერი თავის ადგილზე დარჩე-
ნილიყო, დეიდა ბანუმ წმინდა ყურანი ამოიღო. მარგალიტებიან შალი-
თაში, საწოლის ტუმბოს უჯრაში ინახავდა. წიგნი ალალბედზე გადაშა-
ლა და ამოიკითხა: „შენთან იმაზე ახლოს ვარ, ვიდრე შენი საუღლე ვე-
ნა“ (50:16).
- ალაჰ, - ამოიოხრა დეიდა ბანუმ, - ჩემთან იმაზე ახლოს ხარ, ვიდრე
ჩემივე საუღლე ვენა. მიხსენ ამ გასაჭირისგან. მიბოძე უმეცართა ნეტა-
რება, ანდა მომეცი ძალა ამ ცოდნის სატარებლად. რომელიც უნდა
აირჩიო, მადლიერი ვიქნები, მაგრამ გთხოვ, ერთდროულად უძლუ-
რად და მცოდნედ ნუ მაქცევ.
დეიდა ბანუ თან ლოცულობდა, თან საწოლიდან გამოძვრა, პერან-
გი ჩაიცვა და ფეხის წვერებზე ფრთხილად და სწრაფად გაემართა სა-
აბაზანოსკენ, სალოცავად რომ მომზადებულიყო. საათს შეხედა, რომე-
ლიც ბუფეტში იდო. რვას თხუთმეტი აკლდა. ნუთუ ასე დიდხანს იყო
ლოგინში და საკუთარ სინდისს, ბატონ სიმწარეს ეკამათებოდა? ჩქარ-
228
ჩქარა დაიბანა სახე, ხელები, ფეხები და ოთახში დაბრუნდა. თავზე გამ-
ჭვირვალე თავშალი ეხურა. თავისი პატარა სალოცავი ნოხი გაშალა და
ლოცვა დაიწყო.
***
იმ დილით დეიდა ბანუს საუზმის გაშლა რომც დაჰგვიანებოდა, არ-
მანუში ამას ყველაზე ბოლოს მიხვდებოდა. გოგონა ინტერნეტში გვი-
ანობამდე დარჩა და დიდხანს ეძინა. უფრო მეტსაც იძინებდა. არმანუში
წრიალებდა, გვერდიდან გვერდზე ბრუნავდა, მკერდზე დაფარებულ სა-
ბანს ზემოთ-ქვემოთ ექაჩებოდა და ყველანაირად ცდილობდა, რო-
გორმე ისევ დაეძინა. თავიდან ცალი თვალი გაახილა და ასია დაინახა,
რომელიც თავის საწერ მაგიდასთან იჯდა, წიგნს კითხულობდა და ყურ-
სასმენებით მუსიკას უსმენდა.
- რას უსმენ? - ხმამაღლა იკითხა არმანუშმა.
- რაო? - ყვირილით უპასუხა ასიამ, - ჯონი კეშს!
- აბა, რა!
- რას კითხულობ?
- „უგუნური კაცი: კვლევა ფილოსოფიურ ეგზისტენციალიზმში“, - მი-
უგო იმავე მაღალმა, თავდაჯერებულმა ხმამ.
- ესეც ცოტათი უგუნურება ხომ არ არის? როგორ შეგიძლია ერ-
თდროულად მუსიკასაც უსმენდე და ეგზისტენციალურ ფილოსოფიაზეც
იყო კონცენტრირებული?
- შესანიშნავად მიდის ერთმანეთზე, - შენიშნა ასიამ, - ჯონი კეშიცა
და ეგზისტენციალური ფილოსოფიაც, ორივე ადამიანის სულს სწავ-
ლობს და იმის დანახვას ცდილობს, რაც შიგნითაა, აღმოჩენით უკმაყო-
ფილოები კი საკითხს ორივენი ღიად ტოვებენ!
ვიდრე არმანუში ასიას ნათქვამს ჩაუფიქრდებოდა, კარზე ვიღაცამ
დააკაკუნა და გოგონებს უხმო, რომ ამ უკანასკნელებს საუზმის ბოლო
მატარებლისათვის მიესწროთ.
***
სუფრა მხოლოდ ორისათვის გაეწყოთ. დანარჩენებს უკვე ესაუზ-
მათ. ბებია და დიდედა ნათესავთან წასულიყვნენ, დეიდა ჯევრიე - სკო-
229
ლაში, დეიდა ზელიჰა - ტატუს სალონში, დეიდა ფერიდე კი სააბაზანოში
იყო და თმას წითურად იღებავდა. სასტუმრო ოთახში დარჩენილი ერ-
თადერთი დეიდა გაღიზიანებული ჩანდა.
- რაშია საქმე, ჯინები გეჩხუბნენ? - იკითხა ასიამ. იმის ნაცვლად,
დისწულისთვის ეპასუხა, დეიდა ბანუმ სამზარეულოსკენ დაადო თავი.
მომდევნო ორი საათის განმავლობაში თაროზე გამწკრივებულ ბურღუ-
ლეულის ქილებს უცვლიდა ადგილებს, წმენდდა იატაკებს, აცხობდა
ქიშმიშიან და ნიგვზიან ნამცხვრებს, რეცხავდა დახლზე შემოწყობილ
პლასტმასის ხილეულს და დიდი მონდომებით ფხეკდა ღუმლის კუთხე-
ში ჩამჯდარ მდოგვის ლაქას.
ბოლოს და ბოლოს, ოთახში რომ დაბრუნდა, გოგონები ისევ საუზ-
მეს უსხდნენ და სასაცილოდ იგდებდნენ თურქული ტელევიზიის ისტო-
რიაში ყველაზე გრძელი საპნის ოპერის, „შეყვარებული აივის წყევ-
ლის“ ყველა სცენას.
ბანუსთვის ძვირფას რაღაცას ამასხარავებდნენ, მაგრამ იმის ნაც-
ვლად, სწყენოდა, დეიდა გაოცებული იყო - მიხვდა, რომ სერიალი სა-
ერთოდ დავიწყებოდა და წლების განმავლობაში პირველად გამოეტო-
ვებინა საყვარელი გადაცემა. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სე-
რიალის ყურება ჩაეგდო, წლების წინ, მისი სინანულის პერიოდში იყო.
მაშინაც კი, თვლიდა დეიდა ბანუ, ალაჰს შეეძლო ეპატიებინა მისთვის,
რომ „შეყვარებული აივის წყევლაზე“ ფიქრობდა და აინტერესებდა, რა
ხდებოდა ფილმში, მაშინ, როდესაც თავად ცოდვებს ინანიებდა... მაგ-
რამ როგორ გამოტოვა ეს გადაცემა ახლა, როდესაც საამისოდ არანაი-
რი მიზეზი არ არსებობდა? ნუთუ ასე დაკავებული იყო მისი გონება? არ
უნდა სცოდნოდა, ამდენად თუ ჰქონდა აბნეული თავგზა?
უეცრად დეიდა ბანუმ შენიშნა, რომ გოგონები თავთავიანთ სკამებ-
ზე ისხდნენ და სწორედ მას უთვალთვალებდნენ. ბანუმ თავი უხერხუ-
ლად იგრძნო. ალბათ, იმასაც მიხვდა, რომ საპნის ოპერა დამთავრებუ-
ლიყო და ახალგაზრდები შესაძლოა ახლა დაცინვის ახალ ობიექტს
ეძებდნენ. თუმცა, ასიას თითქოს კიდევ სხვა რამ ჰქონდა ჩაფიქრებუ-
ლი.
230
- არმანუშს აინტერესებს, ტაროს კარტზე თუ შეგიძლია უმკითხაო?
- რაში სჭირდება? - წყნარად თქვა დეიდა ბანუმ, - უთხარი, რომ
ბრწყინვალე მომავლის მქონე ლამაზი და ჭკვიანი ახალგაზრდა ქალია.
მომავლის გაგება მხოლოდ იმათ სჭირდებათ, ვისაც მომავალი არა
აქვს.
- მაშინ მოხალულ თხილზე უმკითხავე, - არ ეშვებოდა ასია, დეიდა
ბანუს ნათქვამი კი არმანუშისათვის არ გადაუთარგმნია.
- თხილზე აღარ ვმკითხაობ, - დანანებით თქვა დეიდა ბანუმ, - არც
ისეთი კარგი მეთოდი გამოდგა.
- ხომ გეუბნებოდი, დეიდაჩემი პოზიტივისტი მედიუმია. თითოეულ
წინასწარმეტყველებაში მეცნიერულად ზომავს შეცდომის დასაშვებ
ზღვარს, - უთხრა ასიამ არმანუშს ინგლისურად, მაგრამ მერე ისევ სე-
რიოზულად განაგრძო თურქულად, - კარგი, მაშინ ყავის ჭიქებზე გვიმ-
კითხავე.
- აი, ეს სხვა საქმეა, - დაეთანხმა დეიდა ბანუ. ყავის ჭიქებზე უარის
თქმა არ შეეძლო, - ეს ყოველთვის შემიძლია.
ყავა მოადუღეს, არმანუშისათვის - უშაქროდ, ასიასთვის - ბევრი
შაქრით, თუმცა, ამ უკანასკნელს არც უნდოდა, რომ მისთვის ემკითხა-
ვათ. კოფეინი სჭირდებოდა და არა ბედისწერის ცოდნა.
როცა არმანუშმა ყავის დალევა მოათავა, ფინჯანს ლამბაქი დააფა-
რეს, ხელი მაგრად დააჭირეს და ჰორიზონტალურ წრეზე სამჯერ დაატ-
რიალეს. მერე ყავის ფინჯანი ლამბაქზე ამოატრიალეს, ყავის ნაფქვავი
ნელ-ნელა რომ ჩამოსულიყო და ნაყშები დაეტოვებინა. როცა ფინჯნის
ფსკერი გაგრილდა, ჭიქა ამოაბრუნეს და დეიდა ბანუც ნახატების კით-
ხვას შეუდგა. საათის ისრის მიმართულებით მიჰყვა.
- ძალიან შეწუხებულ ქალს ვხედავ.
- დედაჩემი იქნება, - ამოიოხრა არმანუშმა.
- ძალიან არის შეწუხებული. სულ შენზე ფიქრობს, ძალიან უყვარ-
ხარ, მაგრამ მისი სული დათრგუნვილია. აქ დიდი ქალაქია, წითელი
ხიდებით. წყალია, ზღვა, ქარი და... ნისლი. ოჯახს ვხედავ, ბევრნი არი-

231
ან - შეხედე, უამრავი ხალხია, დიდი სიყვარული და მზრუნველობაა,
ბევრი საჭმელი... ძალიან...
არმანუშმა თავი დააქნია. ცოტა შეცბუნებული იყო, ასე რომ გაიშიფ-
რა.
- მერე... - თქვა დეიდა ბანუმ, ფინჯნის ფსკერზე ჩაბუდებული ცუდი
ამბავი გამოტოვა. აღარ თქვა, ძალიან, ძალიან შორს მოკლე ხანში
საფლავზე მიმობნეულ ყვავილებს ვხედავო. ბანუმ პუტკუნა თითებს
შორის მოქცეული ფინჯანი შემოაბრუნა. ამჯერად იმაზე ხმამაღლა მო-
უვიდა, ვიდრე ჩაფიქრებული ჰქონდა. მისმა ხმამ სამივე შეაშინა, - ო,
ახალგაზრდა კაცია, რომელსაც ძალიან ენაღვლები, მაგრამ ფარდის
უკან რა უნდა?.. ფარდასავით რაღაცაა.
არმანუშს გულმა რეჩხი უყო.
- შეიძლება, რომ ეს კომპიუტერის ეკრანი იყოს? - იანცა ასიამ, რო-
გორც კი სულთან მეხუთე კალთაში ჩაუხტა.
- ყავის ნაფქვავში კომპიუტერებს არ ვხედავ, - გააპროტესტა დეიდა
ბანუმ. არ უყვარდა ტექნოლოგიის თავის მედიუმურ სამყაროსთან არე-
ვა.
დეიდა ბანუმ შთამბეჭდავი პაუზა გააკეთა, ფინჯანი ოდნავ შემოაბ-
რუნა და ისევ გაჩერდა. სახეზე მღელვარება დაეტყო.
- შენი ასაკის გოგოს ვხედავ. ხვეული თმა აქვს, შავი, ურწყვი შავი...
სავსე მკერდი...
- გმადლობ, დეიდა, გასაგებია, - ჩაიხითხითა ასიამ, - მაგრამ შენი
ნათესავები ყველა ჭიქაში არ უნდა ჩასვა. ამას ნეპოტიზმი ჰქვია.
დეიდა ბანუმ თვალები მოჭუტა. სრულიად არ ღელავდა. - თოკია,
მსხვილი, მაგარი თოკი. ცალ მხარეს ქამანდივით მარყუჟი აქვს. გოგო-
ნებო, თქვენ ერთმანეთს ძლიერი კავშირით მიეჯაჭვებით... სულიერი
კავშირით...
დეიდა ბანუმ გოგონებს იმედი გაუცრუა და ამის მეტი არაფერი უთ-
ქვამს. მკითხაობა შეწყვიტა, ყავის ფინჯანი ლამბაქზე დადო და ცივი
წყლით აავსო ისე, რომ ნაყშები ერთმანეთში აირ-დაირია და იქამდე
გაქრა, ვიდრე ვინმე, კეთილი თუ ბოროტი, ჭიქაში ჩაჭყეტას მოასწრებ-
232
და. ეს იყო ერთადერთი დადებითი რამ, რაც ყავაზე მკითხაობას ახა-
სიათებდა: ალაჰის მიერ დაწერილი ბედისწერისაგან განსხვავებით,
იღბალი, რომელსაც ყავა წერდა, ყოველთვის შეგეძლოთ გამოგერეც-
ხათ.
***
კაფე „კუნდერასაკენ“ მიმავალმა გოგონებმა ბორნით გაისეირნეს
და არმანუშს ქალაქიც მთელი სიგრძე-სიგანითა და დიდებულებით
წარმოუდგა თვალწინ. მგზავრები, ისევე როგორც თავად ბორანი, და-
ქანცულები ჩანდნენ, მაგრამ როდესაც ლაჟვარდისფერ ზღვაში რომე-
ლიღაც უზარმაზარმა ხომალდმა შეცურა, უეცრად ამოვარდნილმა
ქარმა დაღლილობა ერთბაშად გაფანტა. ბორანში შეკრებილების ზუ-
ზუნი მთელი წუთის განმავლობაში იმატებდა, მერე კი მონოტონურ გუ-
გუნში გადაიზარდა და სხვა ხმებს შეუერთდა: ძრავის გრუხუნი, ბორტის
გარეთ რომ იყო, ტალღების ტყლაშუნი, თოლიების ჭყივილი. არმანუშ-
მა აღფრთოვანებულმა შეამჩნია,
როგორ აედევნენ ნაპირიდან ბორანს ზარმაცი თოლიები. თითქმის
ყველა, ვინც ბორანზე იყო, ფრინველებს სიმითის ნატეხებს აჭმევდა,-
ქუნჯუტის თესლებიანი, მორკალული პურის ნატეხებს, რომლის მირ-
თმევა ხორციჭამია ჩიტებს განუმეორებელი სიამოვნება ეგონათ.
კლასიკურად ჩაცმული ტანსრული ქალი და მისი მოზარდი ვაჟიშვი-
ლი სწორედ ამისა და ასიას პირისპირ ისხდნენ გრძელ სკამზე, გვერ-
დიგვერდ, მაგრამ დედა-შვილს ერთმანეთისაგან მთელი სამყარო
აშორებდა. ქალის გამომეტყველებიდან გამომდინარე, არმანუშს შეეძ-
ლო ეთქვა, რომ ეს ადამიანი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავ-
რობის დიდი მოყვარული არ იყო და რომ შესძლებოდა, ღარიბულად
ჩაცმულ ყველა მგზავრს ზღვაში გადაუძახებდა. მსხვილჩარჩოიან სათ-
ვალეს ამოფარებული ვაჟიშვილი ნახევრად შეცბუნებული ჩანდა დე-
დამისის თავდაჭერილობის გამო. „ფლანერი ო’კონორის გმირებს
ჰგვანან“, - გაიფიქრა არმანუშმა.
- კიდევ მითხარი რამე ბარონზე, - სრულიად მოულოდნელად თქვა
ასიამ, - ფიზიკურად როგორია? რამდენი წლის არის?
233
არმანუშს სახეზე ალმური მოედო. ზამთრის მზის კაშკაშა სინათლე
სქელ ღრუბლებში ატანდა. მის ფონზე გოგონას სახე სწორედ ისეთი
ჩანდა, უგონო შეყვარებულ ახალგაზრდა ქალებს რომ აქვთ ხოლმე.
- არ ვიცი. პირადად არასოდეს შევხვედრივარ. ხომ გესმის, კიბერ-
მეგობრები ვართ. მე მგონი, მისი ინტელექტი და ვნება მხიბლავს.
- არ გინდა, ერთხელაც შეხვდე?
- თან კი, თან არა, - აღიარა არმანუშმა, მას შემდეგ, რაც ბორნის
სიღრმეში მოწყობილ ხალხით გადაჭედილ ბუფეტში სიმითი იყიდა.
ფუნთუშას ერთი ნატეხი მოაციცქნა და გემბანზე შემოვლებულ მოა-
ჯირს მიეყრდნო. ხელში ნამცეცი ეჭირა და თოლიის მოახლოებას ელო-
და.
- არ უნდა დაელოდო, ახლოს როდის მოვლენ, - გაეღიმა ასიას, - სი-
მითის ნატეხი უბრალოდ ჰაერში აისროლე და თოლიაც მაშინვე დაი-
ჭერს.
არმანუშმა ისე გააკეთა, როგორც უთხრეს. ცაში, სადაც არაფერი
ჭაჭანებდა, საიდანღაც თოლია გაჩნდა და ნუგბარს მუცელში გადაუძა-
ხა.
- ვკვდები, ისე მინდა, მის შესახებ მეტი ვიცოდე, მაგრამ გულის სიღ-
რმეში მსურს, არასოდეს შევხვდე. როცა ვიღაცას ხვდები, მთელი ჯა-
დოსნობა სადღაც ქრება. ვერ გადავიტან, მასთან ასე რომ მოხდეს. მე-
ტისმეტად მნიშვნელოვანია ჩემთვის. პაემნები და სექსი უბრალოდ
სხვა რამეა, ისეთი დახლართული...
ამჯერად გოგონები იმ შავბნელ ზონას მიუახლოვდნენ, რომელსაც
სამი ხელშეუხებელი რამ იცავს. ეს მართლაც კარგის ნიშანი გახლდათ,
რომელიც იმას მოასწავებდა, რომ არმანუში და ასია ერთმანეთს უფრო
მეტად უახლოვდებოდნენ.
- ჯადოსნობა! - თქვა ასიამ, - ვის რაში სჭირდება? ზღაპრები ლეილა-
სა და მაჯნუნის, იუსუფისა და ზულეიჰას, პეპლისა და სანთლის, ანდა
ბულბულისა და ვარდის შესახებ... შორიდან ტრფობის სახეები, შეჯვა-
რება შეხების გარეშე - Amor platonicus! სიყვარულის კიბეზე მაღლა და
მაღლა უნდა ახვიდე, საკუთარი თავიც უნდა გაამხნევო და სხვაც. ნე-
234
ბისმიერი სახის ფაქტობრივ ფიზიკურ კონტაქტს პლატონი ცალსახად
ბიწიერად და სამარცხვინოდ მიიჩნევს, რადგან თვლის, რომ ეროსის
ნამდვილი მიზანი სილამაზეა. ნუთუ არანაირი სილამაზე არ არის სექ-
სში? პლატონის მიხედვით, არა. პლატონი „უფრო ამაღლებულ მისწრა-
ფებებს“ მისდევს, მაგრამ მე თუ მკითხავ, მისი, როგორც ბევრი სხვა ვი-
ღაცის, პრობლემა ის არის, რომ წესიერად არასოდეს უჟიმავია.
განცვიფრებულმა არმანუშმა მეგობარს შეხედა და ენის ბორძიკით
თქვა:
- მეგონა, ფილოსოფია გიყვარდა... - ამიმ ხეირიანად არც იცოდა,
რატომ თქვა ეს სიტყვები.
- მე აღფრთოვანებული ვარ ფილოსოფიით, - გამოტყდა ასია, - მაგ-
რამ ეს მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ ფილოსოფოსებს ვეთან-
ხმები.
- ანუ უნდა ვიფიქრო, რომ პლატონური სიყვარულის დიდი ფანი არა
ხარ?
ასია კაზანჯის ერჩია, ასეთი ამბები თავისთვის შეენახა. განა იმი-
ტომ, რომ არმანუშის კითხვაზე პასუხის გაცემა იყო შეუძლებელი, არა-
მედ იმიტომ, რომ საკუთარი პასუხის შედეგისა ეშინოდა. არმანუში ისე-
თი ზრდილობიანი და წესიერი იყო, რომ ასიას მისი დაფრთხობა არ უნ-
დოდა. საერთოდ, როგორ უნდა ეთქვა ახლა არმანუშისათვის, რომ
მხოლოდ ცხრამეტი წლისა იყო და უკვე ბევრ მამაკაცს წაეტანებინა
მისთვის ხელი, მაგრამ ამის გამო ერთი ბეწო დანაშაულის გრძნობასაც
კი არ განიცდიდა? ამასთან, როგორ უნდა ეთქვა სიმართლე უცხო ადა-
მიანისათვის ისე, რომ ამ უკანასკნელს მცდარი წარმოდგენა არ შექ-
მნოდა „თურქი გოგონების უბიწოებაზე“?
ამ სახის „ეროვნული პასუხისმგებლობა“ სრულიად უცხო იყო ასია
კაზანჯისათვის. მანამდე არასოდეს უგრძნია თავი კოლექტივის ნაწი-
ლად და საამისოდ რამენაირი განზრახვა არც ახლა ჰქონდა, არც სამო-
მავლოდ,თუმცა, საკმაოდ კარგად ასრულებდა სრულიად სხვა ადამია-
ნის პაროდიას, რომელიც წინაღამით პატრიოტად გარდასახულიყო.
როგორ უნდა გადაებიჯებინა საკუთარი ეროვნული იდენტურობისათ-
235
ვის და წარედგინა არმანუშისათვის თავისი ნამდვილი, ცოდვილი „მე“?
შეეძლო კი ეთქვა მისთვის: გულის სიღრმეში მჯერა, რომ მხოლოდ მა-
მაკაცთან სექსის შემდეგ შეიძლება იყო დარწმუნებული, რომ შენი შე-
საფერისი ადამიანიაო; მხოლოდ ლოგინში ამოდის ზედაპირზე ადამია-
ნების უჩინარი, თანდაყოლილი კომპლექსები და მიუხედავად იმისა,
მუდამჟამს რას ვარაუდობდნენ ადამიანები, სინამდვილეში სექსი გაცი-
ლებით მეტად ეკუთვნის გრძნობების სფეროს, ვიდრე სხეულისასო.
როგორ უნდა გაშიშვლებულიყო და ეთქვა, რომ წარსულში თითქოსდა
მამაკაცებზე შურის საძიებლად უამრავი კავშირი ჰქონდა, ძალიან ბევ-
რი. თუმცა, ახლაც არ იცოდა, რისთვის უნდა ეძია შური. ბევრი ბოიფ-
რენდი ჰყოლია, ზოგჯერ ერთდროულადაც. პოლიგამიურ თავგადასავ-
ლებს, ყოველთვის დიდი ტკივილით რომ მთავრდებოდა და საიდუმ-
ლოებათა გროვად ქუჩდებოდა, ასია მოხერხებულად არიდებდა კაზან-
ჯების სახლის კედლებს. შეეძლო კი ასიას ამის გახმაურება? გაუგებდა
კი არმანუში ისე, რომ არ გაეკიცხა? შეეძლო კი მას ჭეშმარიტად, ნამ-
დვილად ჩაეხედა ასიას სულში საკუთარი სტერილური ციხესიმაგრის
საფეხურებიდან?
შეეძლო კი ასიას გამოსტყდომოდა არმანუშს, რომ ერთხელ თავის
მოკვლა სცადა. ამ საზიზღრობამ ორი მთავარი რამ ასწავლა: შეშლი-
ლი დეიდის აბების დალევა თავის მოსაკლავად შესაფერისი ხერხი არ
იყო და თუ თავის მოკვლა გინდოდათ, იმ შემთხვევისათვის, თუ გადარ-
ჩებოდით, ხელში მომხდარის გონივრული ახსნა-განმარტება უნდა
გქონოდათ, რადგანაც ყველა მხრიდან გაიგონებდით კითხვას:
„რ ა ტ ო მ?“
განა შეეძლო ისიც ეთქვა, ამ კითხვაზე პასუხის პოვნა ვერ შევძელი,
გარდა იმისა, რომ ვიმიზეზებ, ძალიან ახალგაზრდა, ძალიან გაბრაზე-
ბული და ძალიან ღრმა ვარ იმ სამყაროსთვის, რომელშიც ვცხოვრო-
ბო? ჰქონდა ამ ყველაფერს რაიმე მნიშვნელობა არმანუშისათვის?
მერე ისიც უნდა გაემხილა, რომ ბოლო დროს სტაბილურობისა და
სიმშვიდისაკენ გარკვეული ნაბიჯები გადაედგა და ახლა უკვე მონოგა-
მიური ურთიერთობა ჰქონდა, ოღონდ ორჯერ უფროს ცოლიან მამაკაც-
236
თან, რომელსაც დროდადრო სექსის, მარიხუანასა და მარტოობისაგან
თავშესაფრის გასაზიარებლად ხვდებოდა? მართალი თუ გინდათ, რო-
გორ უნდა ეთქვა არმანუშისათვის, რომ თავად იყო ერთი პატარა უბე-
დურება?
იმის ნაცვლად, რომ ამისათვის პასუხი გაეცა, ასიამ ზურგჩანთიდან
აუდიოფლეერი ამოიღო და ერთი, მხოლოდ ერთი სიმღერის მოსმენის
ნება ითხოვა. ჯონი კეშის ერთი ულუფა ახლა მართლაც სჭირდებოდა.
ცალი ყურსასმენი არმანუშს მიაწოდა. დაღლილმა ამიმ ასიას ყურსას-
მენი გამოართვა და ჰკითხა: - ჯონი კეშის რომელი სიმღერის მოსმენას
ვაპირებთ ახლა? - „Dirty Old Egg-Suckin’ Dog!“
- სიმღერას ჰქვია ასე? ასეთი სიმღერა არ ვიცი.
- ჰო, - სერიოზული ტონით თქვა ასიამ, - იწყება. მოუსმინე.
სიმღერაც დაიწყო. უღიმღამო პრელუდიას თოლიების ჭყივილსა და
ბექების თურქულ ვოკალიზაციასთან შერწყმული ქანთრის მელოდიე-
ბი მოჰყვა.
უსმენდა არმანუში სიმღერას და მეტისმეტად გაოგნებული იყო დი-
სონანსით, სიტყვებსა და მუსიკას შორის რომ იყო, იმისათვის რომ
„Dirty Old Egg-Suckin’ Dog!“ მოსწონებოდა. უცებ მიხვდა, რომ სიმღე-
რა ასიას ჰგავდა, - წინააღმდეგობებით სავსე და ზნეიანი, საერთოდ
რომ ვერ ეწყობოდა გარე სამყაროს; მგრძნობიარე, რეაქტიული და ნე-
ბისმიერ წუთს ასაფეთქებლად გამზადებული.
არმანუში უკან გადაიხარა. ბექების სუსტი, გაურკვეველი ხმაური
მოსაწყენ ზუზუნში გადაიზარდა, სიმითის ნატეხები ჰაერში გაიფანტა,
ჯადოქრობის შეგრძნებას კი ზღვის ბრიზი ერეკებოდა. წყალზე თანაბ-
რად მისრიალებდა ბორანიც და იმ თევზების აჩრდილებიც, ოდესღაც
ამ წყლებში რომ ცხოვრობდნენ და მგზავრებთან ერთად მიცურავდნენ
გაუმჭვირვალე, ბლანტი ლაჟვარდის ზღვაში.
თითქმის ნაპირთან იყვნენ, სიმღერა რომ დამთავრდა. ზოგიერთი
მგზავრი გემბანიდან იქამდე გადახტა, ვიდრე ბორანი დოკს მიაღწევდა.
არმანუში გაოცებული ადევნებდა თვალს ამ აკრობატულ წარმოდგე-

237
ნას და აღფრთოვანებით ფიქრობდა უამრავ უნარ-ჩვევაზე, სტამბოლე-
ლებს ქალაქისათვის ფეხის ასაყოლებლად რომ შეეძინათ.
თხუთმეტი წუთის შემდეგ კაფე „კუნდერას“ მორყეული, ხის კარი
წკარუნით გაიღო და კაფეში ასია კაზანჯი შევიდა. თავად მოვარდის-
ფრო-მოიისფრო ჰიპური კაბა ეცვა, სტუმარს კი, მას რომ ახლდა, ჯინსი
და უბრალო სვიტერი. ადამიანები, რომლებსაც ჩვეულებრივ ხვდებო-
და ხოლმე, ჩვეულ ადგილსა და ჩვეულ პოზებში დახვდნენ.
- გაუმარჯოს ყველას! - მხიარულად თქვა ასიამ, - ეს ამია, ამერიკე-
ლი მეგობარი.
- გამარჯობა, ამი! - უნისონში მიესალმნენ არმანუშს, - კეთილი იყოს
შენი ჩამოსვლა სტამბოლში!
- აქ პირველად ხარ? - იკითხა ვიღაცამ. მერე სხვებმაც დაიწყეს გა-
მოკითხვა:
- მოგწონს ქალაქი?
- აქაური საჭმელი მოგწონს?
- რამდენ ხანს დარჩები? - ჩამოსვლას ისევ გეგმავ?
არმანუში გულთბილად მიიღეს, მაგრამ იმდენად, რამდენადაც კა-
ფე „კუნდერაში“ გამეფებულ ნელ რიტმს ვერაფერი დაარღვევდა, ჩვე-
ულ, გაუთავებელ აპათიას ისევ სწრაფად დაუბრუნდნენ. მათ, ვისაც
სისწრაფე და ცვლილებები სჭირდებოდა, შეეძლოთ უბრალოდ გარეთ
გასულიყვნენ, რადგან ქალაქის ქუჩებში გვარიანი სისწრაფეც იყო და
ცვლილებებიც. რაც შეეხება თავად კაფე „კუნდერას“, აქ თითქმის სა-
ვალდებულო სიზანტე და მარადიული განმეორება სუფევდა. ეს იყო აკ-
ვიატებული აზრების, განმეორებებისა და მანიების ადგილი განკუთ-
ვნილი მათთვის, ვისაც არ უნდოდა რაიმე საერთო ჰქონოდა უფრო
დიდ სურათთან, თუკი ასეთი მართლაც არსებობდა.
კითხვებს შორის პაუზებში არმანუში გულდასმით აკვირდებოდა კა-
ფესაც და იქ შეკრებილ ადამიანებსაც. ცდილობდა, ინტუიციურად გა-
მოეცნო, რატომ ერქვა ამ ადგილს კუნდერას სახელი.
ყველაფერმა, უხეშ რეალობასა და ვერაგ ფანტაზიასშორის არსე-
ბულმა მუდმივმა წინააღმდეგობამ, „ხალხი გარედან ხალხის შიგნიდან
238
წინააღმდეგ“ ცნებამ, აქაურობის ზღაპრულმა ელფერმა და ბოლოს, მა-
მაკაცების ისეთმა მოღუშულმა სახეებმა, თითქოს თავგადაკლული
ფიქრობდნენ, რომელი ავირჩიოთ, აწეწილ-დაწეწილი სასიყვარულო
თავგადასავლების ტვირთი თუ ნახევარი სიმართლის სიმსუბუქეო, არ-
მანუშს ერთი სცენა გაახსენა კუნდერას ერთ-ერთი რომანიდან. თევზე-
ბის დარად, რომლებსაც, ალბათ, არ შესწევთ ძალა, გაითავისონ ოკეა-
ნის უსასრულობა მღვრიე წყლების ფარდის მიღმა, რომლებშიც თავად
დაცურავენ, კაფე „კუნდერაში“ შეკრებილებმაც არ იცოდნენ, ვერც
ეცოდინებოდათ ის, რაც ამიმ იცოდა, რადგან მეტისმეტად იყვნენ საკუ-
თარი ყოფით შეფუთვნილები, მასში გამომწყვდეულები. იმის გამო,
რომ თურქულ კაფეს კუნდერასეულ ერთ-ერთ სცენას ამსგავსებდა, არ-
მანუშის ინტერესი მხოლოდ გაორკეცდა. ბევრი სხვა რამეც შეამჩნია,
მათ შორის ისიც, რომ ყველა, ვინც სუფრასთან იყო, ინგლისურად ლა-
პარაკობდა, თუმცა, რაღაცნაირი აქცენტითა და გრამატიკული შეცდო-
მებით. ისე ჩანდა, თითქოს თურქულიდან ინგლისურზე გა დასვლა მათ-
თვის პრობლემას არ წარმოადგენდა.
თავიდან არმანუშმა მათი ძალდაუტანებლობა თავდაჯერებას მი-
აწერა, მაგრამ დღის ბოლოსათვის ეჭვობდა, ფაქტორი, რომელიც კა-
ფეში შეკრებილებს ბუნებრიობის შენარჩუნებაში ეხმარებოდა, უფრო
იმაში მდგომარეობს, რომ ამ ადამიანებს საერთოდ არც ერთ ენაში არა
აქვთ საკუთარი თავის იმედი, ვიდრე იმაში, რომ ძალიან დანდობილე-
ბი არიან ინგლისურში თავიანთ შესაძლებლობებზეო.
ისე იქცეოდნენ და საუბრობდნენ, თითქოს არანაირი მნიშვნელობა
არ ჰქონდა იმას, რასაც ამბობდნენ და როგორც ამბობდნენ, თითქოს
შეუძლებელი იყო საკუთარი შინაგანი „მე“-ს ბოლომდე გამოხატვა და
ენაც, ბოლოს და ბოლოს, დიდი ხნის წინ შიგნიდან ამძაღებული ცარიე-
ლი სიტყვების აყროლებული მძორი იყო.
არამანუშმა ისიც შეამჩნია, რომ კედლებზე ჩამოკიდებული გზების
ჩარჩოებიანი სურათების უმეტესობა დასავლურ ქვეყნებში ანდა ეგზო-
ტიკურ ადგილებში გამავალ გზებს ასახავდა. ამიმ დაადგინა, რომ კაფე
„კუნდერაში“ მხოლოდ რამდენიმე სურათი იყო ისეთი, დასავლეთთა-
239
ნაც რომ ჰქონდა საერთო და ეგზოტიკასთანაც, მაგრამ ის კი ვეღარ გა-
ეგო, რატომ და რისთვის. იქნებ აქ ფანტაზიის აღმაფრენა დასავლე-
თისკენ მოძრაობაზე იყო ორიენტირებული, ანდა შორეული ეგზოტიკუ-
რი მიწისაკენ მიისწრაფოდა.
კაფეში შავგვრემანი, თხელი აღნაგობის ქუჩის მოვაჭრე შემოიძურ-
წა, ემალებოდა ოფიციანტებს, მისი გარეთ გაძახება რომ შეეძლოთ.
კაცს ხელში უზარმაზარი სინი ეჭირა. სინზე ყინულის ნაჭრები ეწყო, ყი-
ნულის ნაჭრებზე - გაუფცქვნელი ყვითელი ნუში.
- ნუში! - ისე დაიძახა ნუშის გამყიდველმა, თითქოს თავგამოდებით
უხმობდა ვიღაცას სახელით.
- აქეთ! - შესძახა ალკოჰოლიკმა კარიკატურისტმაც ისე, თითქოს
დაძახილს ეხმიანებოდა. ნუში კარგად წავიდოდა იმაზე, რასაც იმ მო-
მენტში სვამდა, ანუ ლუდზე. მხატვარს უკვე დაეტოვებინა ანონიმურ
ალკოჰოლიკთა ორგანიზაცია.
ასე იმდენად დამღუპველი ჩვევის მიზეზით არ მოქცეულა, რამდენა-
დაც დაკვირვებულობის გამო - ვერ ხედავდა საფუძველს, რომლის გა-
მოც საკუთარი თავისთვის ალკოჰოლიკი უნდა ეწოდებინა მაშინ, რო-
დესაც არ იყო. ეჩვენებოდა, რომ ამ ამბავში გულწრფელობა არ იყო.
სამაგიეროდ, საკუთარი თავის ზედამხედველობა განეზრახა. ერთი
ულუფა ლუდი უკვე გადაეხუხა და კიდევ ორს იმავეს უპირებდა, მერე კი
გაჩერდებოდა. დიახ, ყველას არწმუნებდა, რომ ამგვარ დისციპლინას
ვიღაც სპეციალისტის უბადრუკი მითითებების გარეშე მოაბამდა თავს.
ამგვარი შეუპოვრობით აღსავსემ ოთხი ჩამჩა ნუში აიღო და მაგიდის
შუაგულში დაახვავა ისე, რომ ყველა ადვილად მისწვდომოდა.
ამასობაში არმანუშის გონება ფიქრით იყო დაკავებული. გოგონა
გამხდარ, აყლაყუდა ოფიციანტს უყურებდა, დაბნეულს რომ ჰგავდა,
ყველა შეკვეთას იღებდა და თითქოს უკვირდა კიდეც, ამდენ მსმელ
ხალხს რომ ხედავდა. ამის ის ზოგადი კომენტარი გაახსენდა, წინა ღა-
მით თურქებისა და ალკოჰოლის შესახებ რომ გააკეთა. ნეტავ თუ უნდა
ეხსენებინა ახალ მეგობრებთან „კაფე კონსტანტინოპოლიდან“ ალკო-

240
ჰოლისადმი თურქების სიყვარული? რა უნდა გაემხილა მათთვის იქი-
დან, რაც კაფე „კუნდერაში“ხდებოდა?
ოფიციანტი რამდენიმე წუთში დაბრუნდა, თან ქაფმოდებული ლუ-
დის დიდრონი ჭიქა მოიტანა ალკოჰოლიკი კარიკატურისტისათვის,
დანარჩენებისთვის კი მშრალი წითელი ღვინის ერთი გრაფინი. ვიდრე
ოფიციანტი მუქ სისხლისფერ სითხეს მოხდენილ ჭიქებში ასხამდა, არ-
მანუშმა შემთხვევით ისარგებლა და მაგიდის ირგვლივ მსხდომ ადა-
მიანებს დააკვირდა. ჩათვალა, რომ თავშეუკავებელი ქალი იმ მამაკა-
ცის ცოლი იყო, ცხვირი კარტოფილს რომ მიუგავდა. ცოლ-ქმარი გვერ-
დიგვერდ კი იჯდა, მაგრამ ერთმანეთს ძალიან დიდი მანძილი აშორებ-
დათ. ერთიმეორის მიყოლებით შეათვალიერა არმანუშმა ალკოჰოლი-
კი კარიკატურისტის ცოლი, ალკოჰოლიკი კარიკატურისტი, შენიღბუ-
ლი ჰომოსექსუალი კორესპონდენტი, გამორჩეულად უნიჭო პოეტი,
ულტრანაციონალისტური ფილმების არანაციონალისტი სცენარისტი
და... არმანუშმა ცოტა უფრო დიდხანს ვერ მოსწყვიტა თვალი ახალგაზ-
რდა, სექსუალურ, მუქთმიან ქალს, მის წინ რომ იჯდა. ეს უკანასკნელი
ამ ჯგუფის წევრს არ ჰგავდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, რაღაცნაირი
ულაზათო კავშირი მაინც ჰქონდა კაფეში შეკრებილებთან. აშკარად
მობილური ტელეფონის ქალი იყო.
მუქთმიანი ქალი ვარდისფერ, პრიალა ტელეფონს ხელში ათამა-
შებდა, ტკაცუნით ხსნიდა ისე, რომ საამისოდ აშკარა მიზეზი არ ჰქონ-
და, ხან ერთ ღილაკს აჭერდა ხელს, ხან მეორეს, გზავნიდა ანიღებდა
მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს და ერთთავად გადართული იყო ამ პა-
ტარა მოწყობილობაზე. ქალი დროდადრო წვერიანი მამაკაცისაკენ
იწევდა, გვერდით რომ ეჯდა, და ყურზე ცხვირს წაჰკრავდა ხოლმე. ეჭვი
არ იყო, რომ ეს ქალი ულტრანაციონალისტური ფილმების არანაციო-
ნალისტი სცენარისტის ახალი შეყვარებული გახლდათ.
- გუშინ ტატუ გავიკეთე, - ეს სიტყვები იმდენად ამოგლეჯილი იყო
კონტექსტიდან, რომ არმანუშმა იმწუთას ვერ გაარკვია, ვიღაცას მი-
მართავდნენ თუ მხოლოდ და მხოლოდ მას. თუმცა, წმინდა წყლის მოწ-
ყენილობის თუ იმის გამო, რომ ადამიანისათვის, რომელიც მის გარდა
241
ერთადერთი იყო, ვისაც ბოლო დროს ჯგუფში შეებიჯებინა, ულტრანა-
ციონალისტური ფილმების არანაციონალისტი სცენარისტის შეყვარე-
ბული სწორედ არმანუშს ელაპარაკებოდა, - გინდა, ნახო?
- მაგარია, - თქვა არმანუშმა ჭიპის გარშემო შემოგრაგნილ სისხლი-
ვით წითელ ველურ ორქიდეაზე.
ქალი გაიკრიჭა. კმაყოფილი იყო.
- გმადლობ, - თქვა ულტრანაციონალისტური ფილმების არანაციო-
ნალისტი სცენარისტის შეყვარებულმა, თან ტუჩებზე ხელსახოცს ითა-
თუნებდა, თუმცა, არაფერი უჭამია.
ამასობაში ქალს ასიაც აკვირდებოდა, თუმცა, მის მზერაში გაცილე-
ბით მეტი გაკიცხვა იგრძნობოდა. მორიგ მდედრთან შეხვედრის შემ-
დეგ ასია კაზანჯის ორი ჩვეული რამიდან ერთ-ერთი შეეძლო გაეკეთე-
ბინა: დალოდებოდა და ენახა, როდის შეიძულებდა ეს ქალი, ანდა ყვე-
ლაზე მოკლე გზა აერჩია და უმალ თავად შეეძულებინა მეტოქე. ასიამ
მეორე აირჩია. უკან გადაიხარა, საჩვენებელ თითსა და ცერს შორის
მოქცეული ჭიქა აიღო და წითელ სითხეს დააკვირდა. ჭიქისთვის თვა-
ლი მაშინაც კი არ მოუშორებია, როცა ლაპარაკი დაიწყო.
- სინამდვილეში, როდესაც ვიხსენებთ, რამდენად ძველია ტატუირე-
ბის ტრადიცია... - თქვა ასიამ, მაგრამ წინადადება არ დაუმთავრებია.
სამაგიეროდ, ახალი ფრაზა წამოიწყო, - ოთხმოცდაათიანი წლების და-
საწყისში მკვლევრებმა იტალიის ალპებში კარგად შენახული ცხედარი
აღმოაჩინეს. ხუთი ათას წელზე მეტი ხნისა იყო. ტანზე ორმოცდაჩვიდ-
მეტი ტატუ ჰქონდა. მსოფლიოში უძველესი ტატუები!
- მართლა? - იკითხა არმანუშმა, - ნეტავ იმ დროში როგორ ტატუებს
აკეთებდნენ?
- ხშირად ისვირინგებდნენ ცხოველებს, თავიანთ ტოტემებს... სა-
ხედრებს, ირმებს, ბუს, მთის ვერძს და, რა თქმა უნდა, გველებს. დარ-
წმუნებული ვარ, გველებზე ყოველთვის იყო მოთხოვნა.
- ჰო, ხუთი ათას წელიწადზე მეტი ხნის! - აღფრთოვანებას ვერ მა-
ლავდა ულტრანაციონალისტური ფილმების არანაციონალისტი სცე-
ნარისტის ახალი შეყვარებული.
242
- მე მგონი, იმ კაცს ჭიპზე არ ჰქონდა ტატუ! - მიუღუღუნა ქალს სცე-
ნარისტმა, რასაც სიცილი, მერე კი კოცნა და გულში ჩაკონება მოჰყვა.
ქუჩაში, ტროტუარზე, რამდენიმე მაგიდა უთავბოლოდ დაედგათ.
ერთ-ერთს მოღუშული წყვილი მიუჯდა. მეორე მაგიდასთან კიდევ ერ-
თი წყვილი მოთავსდა, სერიოზული და დაძაბული ქალაქური სახეები
რომ ჰქონდათ. არმანუში მათ მიხრა-მოხრას ცნობისმოყვარედ ადევ-
ნებდა თვალს. ეს ადამიანები მას ფიცჯერალდის ერთი რომანის გმი-
რებს აგონებდნენ.
- სვირინგებს რაღაცნაირად ვაკავშირებთ თვითმყოფადობასთან,
გამომგონებლობასა და მოდერნიზმთანაც კი. სინამდვილეში, ჭიპის
გარშემო გაკეთებული ტატუს ტარება ერთ-ერთი უძველესი ტრადიციაა
მსოფლიო ისტორიაში. ნება მომეცით, შეგახსენოთ, რომ XIX საუკუნის
მიწურულს, დასავლელი არქეოლოგების ჯგუფმა ერთი მუმიფიცირებუ-
ლი ცხედარი აღმოაჩინა. ეგვიპტელ პრინცესას, სახელად ამუნეთს
ეკუთვნოდა. მერე რა მოხდა? ტატუ ჰქონდა. აბა, სად? - ასია სცენა-
რისტს მიუბრუნდა და პირდაპირ თვალებში ჩახედა, - ჭიპზე!
სცენარისტმა თვალები დაახამხამა. ინფორმაციის ზღვას საგონე-
ბელშიჩაეგდო. მისი ახალი შეყვარებულიც მასავით განცვიფრებული
ჩანდა.
- ამდენი რამე საიდან იცი? - იკითხა ქალმა.
- ტატუს სალონი აქვს დედამისს, - სასხვათაშორისოდ შენიშნა ალ-
კოჰოლიკმა კარიკატურისტმა, თან ასიას არ აშორებდა თვალს. კარი-
კატურისტი სკამში ჩაეშვა. თავს ძლივს იკავებდა, რომ გაბრაზებული
ასიასათვის ტუჩები არ დაეკოცნა, ხმაურის ატეხის გარეშე კიდევ ერთი
ლუდი არ მოეთხოვა და იმ კაცის როლის თამაში არ შეეწყვიტა, რო-
მელსაც არ წარმოადგენდა.
ალკოჰოლიკი კარიკატურისტის გუნება-განწყობა არავის შეუმჩნე-
ვია, ერთი ადამიანის გარდა. არმანუშმა შენიშნა, როგორი სითბო ჩა-
ეღვარა თვალებში მხატვარს, როდესაც ასიას შეხედა და მიხვდა, რომ
ამ კაცს შეიძლებოდა ასია ჰყვარებოდა. ასია კი ამ დროს სულ სხვა ხა-
სიათზე გახლდათ. თვალჩაციებული ემზადებოდა ულტრანაციონა-
243
ლისტური ფილმების არანაციონალისტი სცენარისტის ახალ შეყვარე-
ბულზე მორიგი იერიშის მისატანად. ასია კაზანჯი წინ დაიხარა და თქვა:
- თუმცა, ტატუ შეიძლება ძალიან სახიფათო იყოს, - ასიამ რამდენი-
მე წუთი მოიცადა იქამდე, ვიდრე სიტყვას „სახიფათო“ ადრესატის გო-
ნება ჩასწვდებოდა, - გამოყენებული ინსტრუმენტები ძალიან კარგად
უნდა იყოს დეზინფიცირებული, მაგრამ საქმე ის არის, რომ დასნებოვ-
ნების რისკთან დაკავშირებით ასი პროცენტით დარწმუნებული ვერა-
სოდეს იქნები, რაც, რა თქმა უნდა, სერიოზული საკითხია იმის გათვა-
ლისწინებით, რომ ნემსების საშუალებით მელნის კანში შეყვანა ტატუი-
რების ყველაზე გავრცელებული მეთოდია...
სიტყვა „ნემსები“ ისე ავის მომასწავებლად იყო ნათქვამი, რომ ყვე-
ლას, ვინც ასიას მაგიდასთან იყო, ტანში ჟრუანტელმა დაუარა. აი,ალ-
კოჰოლიკი კარიკატურისტი კი უყურებდა გოგონას და თვალები ეშმა-
კურად უბრწყინავდა - სავსებით კმაყოფილი იყო ასია კაზანჯის მიერ
გამართული წარმოდგენით.
- ნემსი ხშირ-ხშირად შეჰყავთ და იღებენ კანიდან ისეთ რიტმში, რო-
მელიც წუთში დაახლოებით სამი ათას მოძრაობას უტოლდება, - განაგ-
რძო ასიამ. კოლოფიდან, რომელიც მისი იყო, სიგარეტი ამოიღო და
რამდენჯერმე ასწია და დასწია, თითქოს ტატუირების პროცესის ილუს-
ტრირება უნდოდა. ბოლოს მოუკიდა კიდეც. ულტრანაციონალისტური
ფილმების არანაციონალისტი სცენარისტის ახალი შეყვარებული შე-
ეცადა, გაეღიმა დაუფარავად სექსუალურ მოძრაობაზე, რომელიც ასი-
ამ გააკეთა, მაგრამ ცხრამეტი წლის გოგონას თვალებში იყო რაღაც
ისეთი, რამაც მუქთმიანი ქალი შუა გზაზე გააჩერა, - სისხლის მოწამ-
ვლისა და ჰეპატიტის გარდა უამრავი სასიკვდილო ავადმყოფობაა,
რომელიც ტატუს სალონში შეიძლება აიკიდო. მხატვარმა ყოველ ჯერ-
ზე ახალი სტერილური პაკეტი უნდა გახსნას და ხელები ცხელი წყლითა
და საპნით დაიბანოს. გარდა ამისა, მან სადეზინფექციო სითხეები უნდა
გამოიყენოს და ლატექსის ხელთათმანები ჩაიცვას... თეორიულად, რა
თქმა უნდა. კარგი, რა! ამ აურზაურით თავს ვინ შეიწუხებს?

244
- ყველაფერი გააკეთა. ნემსებიც ახალი იყო და ხელებიც სუფთა
ჰქონდა, - შიშნარევი კილოთი შენიშნა ახალმა შეყვარებულმა თურ-
ქულ ენაზე.
ასია არ ნებდებოდა. ინგლისურად განაგრძო:
- ჰო, კარგია. სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ არის. მელანზე რაღას
იტყვი? იცი, რომ ნემსების გარდა, მელანიც ყოველ ჯერზე ახალი უნდა
იყოს? ყველა სეანსზე, ყველა კლიენტისთვის ახალი მელნის გამოყენე-
ბა გიწევს.
- მელანი... - ახალი შეყვარებული ამჯერად მართლაც შეშფოთებუ-
ლი ჩანდა.
- ჰო, მელანი! - თავდაჯერებულად გამოაცხადა ასიამ, - ბევრი ისეთი
ინფექციაა, რომელმაც ტატუირების შემდეგ შეიძლება იჩინოს თავი
მხოლოდ და მხოლოდ მელნის გამო. ყველაზე გავრცელებულია
Staphylococcus aureus, რომელიც სამწუხაროდ, - ასიამ წარბები შეჭ-
მუხნა, - როგორც ცნობილია, გულს აზიანებს.
მიუხედავად იმისა, რომ სიმშვიდის შენარჩუნება სცადა, მას შემდეგ,
რაც ასიასაგან ტატუირების შესახებ ბოლო ინფორმაცია მოისმინა,
ულტრანაციონალისტური ფილმების არანაციონალისტი სცენარისტის
ახალმა შეყვარებულმა ფერი დაკარგა. სწორედ ამ დროს მისი ფიჭური
ტელეფონიც აზუზუნდა, მაგრამ მუქთმიან ქალს მობილურისთვის არც
კი შეუხედავს.
- ექიმს თუ დაელაპარაკე, ვიდრე ტატუს გაიკეთებდი? - შეწუხებული
სახით იკითხა ასიამ იმ იმედით, რომ დამაჯერებლად გამოუვიდოდა.
- არა, - თქვა ულტრანაციონალისტური ფილმების არანაციონალის-
ტი სცენარისტის ახალმა შეყვარებულმა, სახე მოექუფრა და ტუჩებისა
და თვალების გარშემო ახალი ნაოჭები დაეტყო.
- მართლა? არა უშავს, არ იდარდო, - ხელები აიქნია ასიამ, - ცუდი
ნამდვილად არაფერი მოხდება, - უპასუხა მუქთმიან ქალს და ამ სიტ-
ყვებით უკან გადაიხარა.
ალკოჰოლიკი კარიკატურისტი და არმანუში იღიმებოდნენ. მათ
გარდა სხვას არავის ჰქონდა რეაქცია.
245
ალკოჰოლიკმა კარიკატურისტმა თამაშში აყოლა გადაწყვიტა და
მარჯვედ იანცა:
- თუ მოინდომებს, შეუძლია მოიშოროს, არა? ტატუს მოშორება შე-
საძლებელია, არა?
- შესაძლებელია, - მაშინვე უპასუხა ასიამ, - თუმცა, მთელი ეს პრო-
ცესი მტკივნეულია და უკეთეს შემთხვევაში, დასაფიქრებელი. სამიდან
ერთ-ერთი მეთოდი შეგიძლია აირჩიო: ქირურგიული, ლაზერული ან
კანისგადაქერცვლა, - ასიამ ერთი მარცვალი აიღო ნუშის გროვიდან
და გაფცქვნა. ყველას, მათ შორის არმანუშსაც, ისღა დარჩენოდათ, ში-
შით ეცქირათ ნუშის მარცვლისთვის. აუდიტორიის რეაქციით კმაყო-
ფილმა ასიამ გაფცქვნილ ნუშს პირში გადაუძახა და ერთი კარგად და-
ღეჭა. ულტრანაციონალისტური ფილმების არანაციონალისტი სცენა-
რისტის ახალ შეყვარებულს თვალები გაუფართოვდა, როცა უყურებ-
და, როგორ ღეჭავდა ასია ნუშის მარცვალს, - პირადად მე არასოდეს
ვურჩევდი მესამე მეთოდს. არა, დანარჩენები რაიმეთი უკეთესი კი არ
არის. კარგი, ძალიან კარგი დერმატოლოგი ან ქირურგი-კოსმეტოლო-
გი უნდა მოძებნო. ძალიან ძვირი ღირს, მარამ რას იზამ? ყველა ვიზიტი
ტონა ფული ჯდება და რამდენიმე ვიზიტისთვის გიწევს გადახდა. მაში-
ნაც კი, როცა ტატუს მოგაშორებენ, შესამჩნევი ნაიარევი დარჩება, კა-
ნის ფერის შეცვლაზე რომ არაფერი ვთქვათ. თუ გინდა, ამ ყველაფერს
თავი დააღწიო, კიდევ ერთი კოსმეტიკური ოპერაცია დაგჭირდება და
მაშინაც არ არსებობს არანაირი ასპროცენტიანი გარანტია.
რომ არ გასცინებოდა, არმანუშმა იჩქმიტა.
- კარგი, მაშინ რატომ არ ვსვამთ? - გაიღიმა ალკოჰოლიკი კარიკა-
ტურისტის დაღლილმა მეუღლემ, - დალევისთვის ბატონ ფეხისწვერე-
ბაზე უკეთესი რა მიზეზი გვაქვს? რა ერქვა? ჩეკე...
- ჩეკეტი, - შეუსწორა ასიამ. სანანებლად გადაჰქცეოდა, ერთ დღეს
ისე რომ დათვრა, ამათ წინაშე ბალეტის ისტორიის შესახებ სიტყვით
გამოვიდა და სხვათა შორის, ჩეკეტიც ახსენა. ამათ ჩეკეტი მოეწონათ.
იმ დღიდან დროდადრო მაგიდასთან რომელიმე მათგანი დანარჩენებს

246
იმ მოცეკვავის სადღეგრძელოს სთავაზობდა, რომელმაც პუანტებით
ფეხის წვერებზე სიარული დანერგა.
- ის რომ არა, ბალეტის მოცეკვავეები ფეხის წვერებზე ვერ ივლიდ-
ნენ, აბა! - ჩაიხითხითებდა ხოლმევიღაც ყოველი ასეთი სადღეგრძე-
ლოს წარმოთქმისას.
- რა ეგონა? - დაამატებდა სხვა, რასაც საერთო სიცილი მოჰყვებო-
და.
- აბა, ამი, გვითხარი, საიდან ხარ? - ამ კაფესათვის დამახასიათე-
ბელ საყოველთაო ბუტბუტში არმანუშს გამორჩეულად უნიჭო პოეტი
მიუბრუნდა.
- სინამდვილეში, ამი არმანუშის შემოკლებული ფორმაა, - ჩაერია
ასია, რომელიც ჯერ კიდევ პროვოკატორობის ხასიათზე იყო, - სომეხი
ამერიკელია!
სიტყვა „სომეხი“ კაფე „კუნდერაში“ ვერავის გააკვირვებდა, მაგრამ
„სომეხი ამერიკელი“ სხვა ამბავი იყო. სომეხი სომეხი პრობლემას არ
წარმოადგენდა - მსგავსი კულტურა, მსგავსი პრობლემები, მაგრამ სო-
მეხი ამერიკელი ნიშნავდა ადამიანს, რომელსაც ეზიზღებოდა თურქე-
ბი. ყველამ არმანუშისკენ მიაბრუნა თავი. მათ მზერაში შიშისაგან დაღ-
დასმული ინტერესი იგრძნობოდა, თითქოს ამი საჩუქრის ფერადოვანი
ყუთი ყოფილიყო, რომელშიც არავინ იცოდა, რა იდო. ყუთის შიგთავსი
შეიძლებოდა ისეთივე დახვეწილი ყოფილიყო, როგორიც თავად შე-
ფუთვა, შეიძლებოდა მასში ბომბიც ყოფილიყო.
არმანუში მხრებში ისე გაიმართა, თითქოს დარტყმის მოლოდინში
თავის გამხნევებას ცდილობდა, მაგრამ ადამიანებს, რომლებიც ამდე-
ნი წლის განმავლობაში კაფე „კუნდერას“ ხშირი სტუმრები იყვნენ, იმ-
დენად შეეთვისებინათ აქაური ინერტულობა, რომ მათი მღელვარება
დიდხანს ვერ გასტანდა.
თუმცა, ასია დაძაბულობის შესუსტების საშუალებას არ იძლეოდა.
მან ჯერ ერთი ნუშის მარცვალი ჩაახრამუნა და მერე იკითხა:
- იცოდით, რომ არმანუშის ოჯახი სტამბოლიდან იყო? - და კიდევ
ერთი ნუშიც მიაყოლა, - რა არ გადაიტანეს 1915 წელს. გადასახლებე-
247
ბის დროს ბევრი მათგანი დაიღუპა - შიმშილის, დაღლილობის, სისას-
ტიკის გამო იხოცებოდნენ...
სრული სიჩუმე. არანაირი კომენტარი. ალკოჰოლიკი კარიკატუ-
რისტი ასიას მისჩერებოდა, რომელმაც ოდნავ მოქაჩა სადავეებს.
- მაგრამ მისი დიდი ბაბუა მანამდე მოკლეს, ძირითადად, იმიტომ, -
ასია მიტრიალდა და არმანუშს თვალი გაუსწორა, თუმცა, ის, რაც მერე
თქვა, ჯგუფის წევრებისკენ უფრო იყო მიმართული, ვიდრე სტუმრისა-
კენ, - რომ ინტელექტუალი იყო! - ასიამ ნება-ნება მოწრუპა ღვინო, -
საქმე ის არის, რომ სომეხი ინტელიგენტები იყვნენ ისინი, ვისაც უპირ-
ველესად გაუსწორდნენ, მათი თემი წამყვანი მოაზროვნეების გარეშე
რომ დარჩენილიყო.
სიჩუმე დიდხანს არ გაგრძელებულა.
- ასე არ ყოფილა, - ენერგიულად გააქნია თავი ულტრანაციონა-
ლისტური ფილმების არანაციონალისტმა სცენარისტმა, - მსგავსი არა-
სოდეს არაფერი გვსმენია, - ჩიბუხგაჩრილმა სცენარისტმა ნაფაზი და-
არტყა, აბობოქრებულ კვამლში არმანუშს თვალი თვალში გაუყარა და
თანაგრძნობით სავსე ჩურჩულზე გადავიდა, - მისმინე, ძალიან ვწუხ-
ვარ შენი ოჯახის გამო. ვიზიარებ შენს მწუხარებას, მაგრამ უნდა გაიგო,
რომ ომი იყო. ხალხი ორივე მხარეს დაიხოცა. წარმოდგენა თუ გაქვს,
რამდენი თურქი ჩააკვდა სომეხ აჯანყებულებს ხელში? ოდესმე თუ გი-
ფიქრია ამ ამბის მეორე მხარეზე? სანაძლეოს ჩამოვალ, რომ არა!
თურქული ოჯახების ტანჯვა-წამებაზე რაღას იტყვი? ტრაგიკული ამბა-
ვია, მაგრამ უნდა გავიგოთ, რომ 1915 წელი 2005 არ იყო. მაშინ სხვა
დრო იდგა. თუ ღმერთი გწამს, თურქული სახელმწიფოც კი არ იყო მა-
შინ, ოტომანთა იმპერია იყო. პრემოდერნისტული ხანა და მისი პრემო-
დერნისტული ტრაგედიები.
არმანუშმა პირი ისეთი ძალით მოკუმა, რომ ტუჩები გაუთეთრდა.
იმდენი კონტრარგუმენტი ჰქონდა, არც კი იცოდა, საიდან უნდა დაეწ-
ყო. ნეტავ ბარონი ბაღდასარიანი იქ ყოფილიყო და ამ ყველაფრის მოს-
მენა შესძლებოდა.
ასია უმალ ჩაერია და ის პაუზა შეავსო, არმანუშმა რომ გააკეთა:
248
- მართლა? მეგონა, ნაციონალისტი არ იყავი!
- არც ვარ! - შესძახა ულტრანაციონალისტური ფილმების არანა-
ციონალისტმა სცენარისტმა, ერთი-ორი ოქტავით აუწია ხმას და მოთ-
მინება რომ არ დაეკარგა, წვერზე ხელის სმას მოჰყვა, - მაგრამ ნამდვი-
ლად ვცემ პატივს ისტორიულ სინამდვილეს!
- ხალხს ტვინი აქვს გამორეცხილი, - პირი შეკრა სცენარისტთან
მისმა ახალმა შეყვარებულმაც, რომელიც საყვარლის მხარდაჭერასა
და ტატუირების გარშემო გამართული დისკუსიისათვის შურისძიებას
ერთდროულად ცდილობდა.
ასიამ და არმანუშმა ერთმანეთს გადახედეს. წამიც და, დაბრუნე-
ბულმა ოფიციანტმა ღვინის ცარიელი გრაფინის ადგილზე ახალი დად-
გა.
- კარგი და, შენ საიდან იცი? იქნებ შენ გამოგირეცხეს ტვინი, - ნელა
თქვა არმანუშმა.
- ჰო, რა იცი? - გამოეხმაურა ასიაც, - რა ვიცით 1915 წლის შესახებ?
რამდენი წიგნი გაქვს წაკითხული ამ თემაზე? რამდენი ურთიერთსაწი-
ნააღმდეგო მოსაზრება შეადარე და დაუპირისპირე ერთმანეთს? რომე-
ლი კვლევა, რა ლიტერატურა?.. სანაძლეოს ჩამოვალ, არაფერი გაქვს
წაკითხული! მაგრამ ისეთი დარწმუნებული ხარ. უბრალოდ, იმას ხომ
არ ვყლაპავთ, რასაც გვაძლევენ? ინფორმაციას კაფსულებში და კაფ-
სულებში დეზინფორმაციას. ყოველდღე მუჭით ვყლაპავთ ასეთ კაფსუ-
ლებს.
- გეთანხმებით, რომ კაპიტალისტური სისტემა ანადგურებს ჩვენს
გრძნობებს და გვიმცირებს წარმოსახვის უნარს, - სიტყვა ჩაურთო გა-
მორჩეულად უნიჭო პოეტმა, - ეს სისტემა მსოფლიოს იმედის გაცრუე-
ბაზე აგებს პასუხს. მხოლოდ პოეზიას შეუძლია ჩვენი გადარჩენა. - მო-
მისმინეთ, -გამოეხმაურა პოეტს ულტრანაციონალისტური ფილმების
არანაციონალისტი სცენარისტი, - თურქეთში მცხოვრები ბევრი სხვა
ადამიანისაგან განსხვავებით, ჩემი სამუშაოდან გამომდინარე, ამ სა-
კითხზე ბევრი რამ მაქვს მოძიებული. ისტორიული ფილმებისთვის
ვწერ სცენარებს. გაუთავებლად ვკითხულობ ისტორიას. ასე რომ, ასე
249
იმიტომ არ ვლაპარაკობ, რომ ეს ყველაფერი სადღაც გამიგია ან დე-
ზინფორმირებული ვარ. პირიქით! იმ ადამიანივით ვლაპარაკობ, ვისაც
ეს საკითხი გულმოდგინედ აქვს შესწავლილი, - სცენარისტი გაჩერდა
და ღვინო მოწრუპა, - სომხების პრეტენზიები გაზვიადებასა და ფაქტე-
ბის დამახინჯებას ემყარება. აბა, ჰე! ზოგიერთი იმდენად შორს მიდის,
რომ ამტკიცებს, თურქებმა ორი მილიონი სომეხი დახოცესო. არც ერ-
თი ჭკუათმყოფელი ისტორიკოსი ამას სერიოზულად არ აღიქვამს.
- ერთიც ძალიან ბევრია, - მიახალა ასიამ.
ოფიციანტი საიდანღაც ისევ აღმოცენდა. ხელში ახალი გრაფინი
ეჭირა და შეწუხებული გამომეტყველება ჰქონდა. ალკოჰოლიკ კარიკა-
ტურისტს ანიშნა და ჰკითხა:
- შეკვეთას გააგრძელებთ?
ოფიციანტმა თანხმობა მიიღო. ალკოჰოლიკ კარიკატურისტს დიდი
ხნის წინ გამოეხუხა თავისი სამი კათხა ლუდი და რაკი საკუთარი გა-
დაწყვეტილების ერთგული იყო და უნდოდა, ამაზე შეჩერებულიყო, ახ-
ლა ღვინოზე გადართულიყო.
- ნება მომეცი, რაღაც გითხრა, ასია, - თქვა ულტრანაციონალისტუ-
რი ფილმების არანაციონალისტმა სცენარისტმა, ვიდრე ჭიქას ივსებ-
და, - იცი ხომ სალემის კუდიანების სამარცხვინო პროცესების ამბავი?
საინტერესოა, რომ თითქმის ყველა ქალმა, ვისაც კუდიანობაში დას-
დეს ბრალი, ერთნაირად აღიარა ბრალი და ერთნაირი სიმპტომები გა-
მოავლინეს, მათ შორის გულიც ერთსა და იმავე დროს მისდიოდათ...
ცრუობდნენ? არა! თავს იკატუნებდნენ? არა! კოლექტიური ისტერიით
იტანჯებოდნენ.
- ეს რას ნიშნავს? - იკითხა არმანუშმა. თავს ძლივს თოკავდა.
- ჰო, რა ჯანდაბას ნიშნავს? - თავის მოთოკვის გარეშე ჩაერთო
ასიაც.
სცენარისტს დესპოტურ ნაკვთებზე დაღლილი ადამიანის ღიმილმა
გადაურბინა.
- არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა კოლექტიური ისტერია. მე არ
ვამბობ, რომ სომხები ისტერიულები არიან ან რაღაც ეგეთი. სხვანაი-
250
რად ნუ გამიგებთ. მეცნიერებაში ცნობილი ფაქტია, რომ კოლექტივს
ძალუძს თავისი ცალკეული წევრების შეხედულებებით, აზრებითა და
მათი ორგანიზმების საერთო რეაქციებით მანიპულირებაც კი. გაუთა-
ვებლად ისმენ რაღაცას და მერე ხვდები, რომ მონაყოლი აგითვისებია.
ამ მომენტიდან ნაამბობი ვიღაც სხვა ადამიანის ამბავი აღარ არის. სა-
ერთოდ, ამბავიც არ არის. ის რეალობაა, შენი რეალობა!
- თითქოს ჯადო გქონდეს გაკეთებული, - შენიშნა გამორჩეულად
უნიჭო პოეტმა.
ასიამ თმაზე ხელი გადაისვა, სკამში ჩაეშვა, ცოტაოდენი კვამლი გა-
მოუშვა და თქვა:
- ნება მომეცით, გითხრათ, რა არის ისტერია. ყველა სცენარი, რო-
მელიც აქამდე შეგითხზავს, მთელი სერიალი თემურ ლომგულის, ღო-
ნიერი უზარმაზარი თურქის შესახებ, იდიოტ ბიზანტიელებთან საბ-
რძოლველადერთი თავგადასავლიდან მეორეში რომ ეშვებოდა... აი,
რას ვუწოდებ მე ისტერიას. მაშინვე, როგორც კი სცენარს სატელევი-
ზიო შოუდ გადააქცევთ და თქვენი საძაგელი მესიჯის გათავისებას მი-
ლიონებს აიძულებთ, იგი კოლექტიურ ისტერიად გადაიქცევა.
საუბარში შენიღბული ჰომოსექსუალი კორესპონდენტიც ჩაერია:
- დიახ, უხამსად წარმოდგენილი მამრი თურქი გმირები, რომლებიც
შენ განებივრებული მოწინააღმდეგის გასამასხარავებლად შექმენი,
ავტორიტარიზმის პირდაპირი ნიშნებია.
- რა გჭირთ, ხალხო, - იკითხა ულტრანაციონალისტური ფილმების
არანაციონალისტმა სცენარისტმა. ბრაზისგან ქვედა ტუჩი უცახცახებ-
და, - თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ მე ამ სისულელის არ მჯერა.
ხომ იცით, ყველა ასეთი შოუ მხოლოდ გასართობად არის მოგონილი.
არმანუში მაქსიმალურად შეეცადა, განწყობა შეეცვალა. იცოდა,
რომ ბარონი ბაღდასარიანი ამას ძალიანაც შეეწინააღმდეგებოდა,
მაგრამ სჯეროდა, რომ დაძაბულობის გაზრდით გენოციდის აღიარების
საქმეს არაფერი ეშველებოდა.

251
- აი, ის ჩარჩო, - არმანუშმა კედლისკენ გაიშვირა ხელი, - იცით, ეს
სურათი ნარინჯისფერი ჩარჩოთი არიზონიდანაა. პატარა რომ ვიყავი,
მე და დედაჩემი ამ გზას ხშირად გავდიოდით.
- არიზონა, - წაილუღლუღა გამორჩეულად უნიჭო პოეტმა და ისე
ამოიოხრა, თითქოს ეს სახელი მისთვის რომელიღაც უტოპიურ ქვეყა-
ნას, ერთგვარ შანგრი-ლას აღნიშნავდა.
ასია საქმის ასე დატოვებას არ აპირებდა.
- საქმეც ეგ არის, - თქვა ასია კაზანჯიმ, - ის, რასაც შენ აკეთებ, უა-
რესიც კია. იმის რომ გჯეროდეს, რასაც აკეთებ, ყველაზე ბუნდოვანი
რწმენა მაინც რომ გქონდეს ამ ფილმებისა, შენს მოსაზრებას მაინც
გკითხავდი, შენი გულწრფელობისა კი რა მოგახსენო. სცენარებს მასე-
ბისთვის წერ. წერ, ყიდი და უზარმაზარ ფულს შოულობ. მერე აქ მოდი-
ხარ, ამ ინტელექტუალურ კაფეს აფარებ თავს და იმ ფილმების დაცინ-
ვაში გვიბამ მხარს. თვალთმაქცობ!
სცენარისტს სახეზე ფერი დაეკარგა. შეჭირვებული და ყინულივით
ცივი გამომეტყველება ჰქონდა.
- თავი ვინ გგონიათ, თვალთმაქცობაზე რომ მელაპარაკებით, ქალ-
ბატონო ნაბიჭვარო? რატომ არ მიდიხართ და მამიკოს არ ეძებთ, იმის
მაგივრად, რომ აქ თავი მომაბეზროთ?
ულტრანაციონალისტი ფილმების არანაციონალისტმა სცენარის-
ტმა ჭიქისაკენწაიღო ხელი, თუმცა, ამის აუცილებლობა არ იყო, - ღვი-
ნის ჭიქა თავად მიიწევდა მისკენ. ალკოჰოლიკი კარიკატურისტი ფეხზე
წამოხტა, ღვინის ჭიქას ხელი დაავლო და სცენარისტს გაუქანა. ოდნავ
ასცდა. ჭიქა კედელზე ჩამოკიდებულ ჩარჩოს მიეხეთქა. ღვინო ყველ-
გან დაიღვარა, მაგრამ ჭიქა არ გატეხილა. რაკი მიზანს ააცდინა, ალ-
კოჰოლიკმა კარიკატურისტმა მკლავები დაიკაპიწა. ულტრანაციონა-
ლისტური ფილმების არანაციონალისტი სცენარისტი ზომით ალკოჰო-
ლიკი კარიკატურისტის ნახევარი გახლდათ და ამ უკანასკნელივით
მთვრალიც იყო, მაგრამ მხატვრის პირველ დარტყმას მაინც გაექცა. მე-
რე კუთხისაკენ სწრაფად დაიხია უკან, თან თვალი გასასვლელისკენ
ეჭირა. ამას ვინ წარმოიდგენდა! შენიღბული ჰომოსექსუალი კორეს-
252
პონდენტი ტყვიასავით წამოვარდა სკამიდან და კუთხისკენ გაექანა.
ხელში გრაფინი ეჭირა. ერთ წუთში სცენარისტი იატაკზე ეგდო. შუბლი-
დან სისხლი მოსდიოდა. ულტრანაციონალისტური ფილმების არანა-
ციონალისტი სცენარისტი ომში დაჭრილივით იჭერდა თავზე სისხლიან
ცხვირსახოცს. ჯერ კორესპონდენტს მიაჩერდა, მერე კარიკატურისტს,
მერე კი ერთ მახვილ კუთხეს.
მაგრამ კაფე „კუნდერა“ ხომ ერთი მყუდრო, მოსაწყენი ინტელექ-
ტუალური კაფეა, სადაც, კარგია თუ ცუდი, ცხოვრების რიტმი არასოდეს
ირღვევა. მთვრალების საჩხუბარი ადგილი აქ არ არის. ყველა, ვინც კი
კაფეში იყო, იქამდე დაუბრუნდა საქმეს, ასეთი პაუზის დადგომამდე
რომ აკეთებდა, ვიდრე სცენარისტს შუბლიდან სისხლდენა შეუწყდა.
ზოგიერთი იმანჭებოდა, ზოგი ღვინოს ან ყავას მიირთმევდა და ჭორა-
ობდა, ზოგი კი კედლებზე დაკიდებულ ჩარჩოიან სურათებში ეფლობო-
და.

253
11

გარგარის ჩირი
სადაცაა გათენდება. ერთი პატარა ნაბიჯიც და, ღამე დღის სინათ-
ლის უცნაურ ზღურბლზე გადააბიჯებს. ასეთ დროს ჯერ კიდევ შესაძლე-
ბელია სიზმრებში ნუგეშის პოვნა, მაგრამ მეტისმეტად გვიანია იმისათ-
ვის, რომ ხელახლა შეაკოწიწო საოცნებო ზმანება.
თუკი მეშვიდე ცას თვალი აქვს, ერთგვარი ციური მზერა, რომელიც
ზემოდან ყველას და ყველაფერს უყურებს, კარგა ხანს მოუწევდა სტამ-
ბოლზე დაკვირვება იმის მისახვედრად, თუ ვინ რას აკეთებდა დახურუ-
ლი კარების მიღმა და ვინ, თუკი ასეთი ვინმე საერთოდ არსებობდა,
გმობდა ღმერთს.
მისთვის, ცაში რომ იყო, ეს ქალაქი ჭრელჭრული სინათლეების
ცეცხლისმფრქვეველ ქარგას უნდა ჰგვანებოდა, რომელიც უკუნ ღამე-
ში ფეიერვერკივით იფანტებოდა.
ქალაქის კონტურები ნარინჯისფრად, წითლად და ჟანგმიწისფრად
სწორედ განთიადისას ელვარებს. ეს ნაპერწკლების კონფიგურაციაა,
რომელშიც თითოეული წერტილი ისეთი ადამიანის ანთებული სინათ-
ლეა, რომელსაც ამ დროს ღვიძავს. იქიდან, სადაც ციური მზერაა, იმ
სიმაღლიდან ცალ-ცალკე ანთებული ყველა ნათურა, ალბათ, ისე მო-
ჩანს, თითქოს მათ შორის სრული ჰარმონია სუფევდეს, თითქოს სულ
ციალებდნენ და ამით ღმერთს იდუმალ, დაშიფრულ გზავნილს უგზავ-
ნიდნენ.
გაფანტულ ნაპერწკლებს თუ არ ჩავთვლით, სტამბოლში ჯერ კიდევ
უკუნეთი ღამეა. ადამიანებს ღრმად სძინავთ ვიწრო, ტურტლიან ქუჩებ-
ზე ქალაქის ძველ კვარტალებში რომ მიიკლაკნება, ახალაშენებულ უბ-
ნებში ერთმანეთზე მიჭეჭყილ ახალ საცხოვრებელ კორპუსებში და უც-
ნაურ გარეუბნებშიც. ყველას სძინავს, ზოგიერთის გარდა.
ზოგიერთ სტამბოლელს ჩვეულებისამებრ სხვებზე ადრე გაუღვი-
ძია, მაგალითად, მთელი ქალაქის იმამებს, ახალგაზრდებსაც და მხცო-

254
ვანთაც, ხავერდისხმიანებსაც და არც ისე ხავერდოვანი ხმის პატრო-
ნებსაც.
პირველად მდიდრული მეჩეთების იმამები იღვიძებენ და მზად
არიან, მორწმუნეებს დილის ლოცვაზე უხმონ. იმამებს სიმითით მოვაჭ-
რეები მიჰყვებიან. მათაც ღვიძავთ. მორკალული კნატუნა ბლითების
ასაღებად თავ-თავიანთი საცხობებისაკენ მიემართებიან, მერე მთელი
დღე მათ გაყიდვაში რომ გაატარონ. ბუნებრივია, ღვიძავთ მცხობელებ-
საც. უმეტესობას მხოლოდ რამდენიმე საათი სძინავს, ვიდრე მუშაობას
შეუდგება. ზოგიერთ ხაბაზს კი ღამით სულ არ სძინავს. ყოველ ცისმარე
დღე მცხობელები ღამის სიბნელეში ახურებენ ღუმლებს, განთიადისას
კი ქალაქის საცხობები გაჟღენთილია პურის გემრიელი სურნელით.
დამლაგებელ ქალებსაც ღვიძავთ. ეს ქალები, ყველა ასაკის, ად-
რიანად იმისთვის დგებიან, რომ სულ მცირე, ორი ან სამი სხვადასხვა
ავტობუსი გამოიცვალონ და შეძლებული მოქალაქეების სახლებში მი-
ვიდნენ, სადაც მთელ დღეს ხეხვას, წმენდასა და დაპრიალებაში გაატა-
რებენ. მდიდარი ქალები მუდამ მაკიაჟს ატარებენ და ასაკი არასოდეს
ეტყობათ. დამლაგებელი ქალების ქმრებისაგან განსხვავებით, გარეუ-
ბანში ქმრები მუდამ დაკავებული, გასაოცრად ზრდილობიანი და, ცოტა
არ იყოს, ქალურები არიან. ქალაქგარეთ დროის დეფიციტს არ უჩივი-
ან. აქ დროს ისევე ხელგაშლილად და შეუზღუდავად ხარჯავენ, რო-
გორც ცხელ წყალს.
ახლა ცისკარია. ამ დროს ქალაქი ბლანტი, თითქმის ლაბოვანი არ-
სება, ამორფული ნახევრად თხევადი და ნახევრად მყარი ფორმაა. ცი-
ური მზერისათვის, მაღლა ცაში რომ არის, კაზანჯების სახლი ღამის აჩ-
რდილებს შორის მოელვარე დაბინძურებული ნაპერწკლების სფეროს
უნდა ჰგავდეს. ახლა ამ სახლის ოთახების უმეტესობაში სიბნელე და
სიწყნარეა, მაგრამ რამდენიმე მათგანში სინათლე ანთია.
არმანუში ერთ-ერთია, ვისაც ახლა ღვიძავს. ადრე გაეღვიძა და
უმალ ინტერნეტში შევიდა. ძალიან უნდოდა, „კაფე კონსტანტინოპო-
ლის“ წევრებისათვის გუშინდელი გამაოგნებელი ამბავი მოეთხრო.
ჯერ სტამბოლის ბოჰემურ წრეებზე უამბო, შემდეგ ჩხუბს მოუყვა. ყველა
255
და ყველაფერი, რაც კაფე „კუნდერაში“ ნახა, შეაჯამა. ახლა ონლაინმე-
გობრებს დაწვრილებით უხასიათებს ალკოჰოლიკ კარიკატურისტს და
არც იმის თქმა ავიწყდება, როგორ გამოუძებნა ამ კაცმა ღვინოს ახალი
დანიშნულება სუფრასთან.
- ეგ კარიკატურისტი სასაცილო ვინმე იქნება, - წერს დეიდა ყაურმა,
- ესე იგი, ამბობ, რომ პრემიერ-მინისტრის მგლის სახით დახატვის გა-
მო შეიძლებოდა ციხეში ჩაესვათ? თურქეთში იუმორი სერიოზული საქ-
მეა!
- ჰო, მაგარი კაცი ჩანს, - ეთანხმება ქალბატონი ფარშავანგ/სირა-
მარკი, - კიდევ გვითხარი რამე მასზე.
მიუხედავად ამისა, არის ერთი ვიღაც, რომელიც კაფე „კუნდერაში“
მომხდარს აშკარად სხვანაირად ხსნის.
- კარგი რა, ხალხო, არც მასში, არც რომელიმე სხვა ადამიანში, რო-
მელიც იმ ბინძურ კაფეში იყო, არც მაგარია რამე, არც საინტერესო.
ვერ ხვდებით, რომ ყველა სტამბოლის ბოჰემიდანაა, ავანგარდული,
პრეტენზიული ნაწილიდან. მესამე მსოფლიოს ქვეყნის ტიპური ელიტა,
ვისაც საკუთარი თავი იმაზე მეტად სძაგს, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ,
რაც ამ სამყაროში არსებობს.
ბარონ ბაღდასარიანის მწვავე მესიჯმა არმანუში შეაკრთო. გოგო-
ნამ ირგვლივ მიმოიხედა. ოთახის მეორე ბოლოში ასიას სძინავს სულ-
თან მეხუთესთან ერთად, მის მკერდზე რომ მორგოლილა. თავზე წყვი-
ლი ყურსასმენი უკეთია, ხელში გადაშლილი წიგნი უჭირავს. ემანუელ
ლევინასის „მთლიანობა და უსასრულობა: ესეი გარეგანი მდგომარეო-
ბის შესახებ“.
ასიას საწოლთან კომპაქტდისკიც დევს. რუხი, დაღვრემილი ცის
ფონზე თავით ფეხებამდე აღმართულა ჯონი კეში. ერთ მხარეს ძაღლი
უდგას, მეორეზე - კატა და შეუპოვრად გასცქერის რაღაცას შორს, ჩარ-
ჩოს მიღმა. ასიას აუდიოფლეერთან ერთად დასძინებია,გაუთავებლად
რომ უკრავს. ამითაც დედამისს ჰგავს, მშვენივრად შეუძლია ერ-
თდროულად გაუმკლავდეს ათასნაირ ხმაურს, მაგრამ სიჩუმეს ვერ
იტანს. იმ ადგილიდან, სადაც ზის, არმანუში სიმღერის სიტყვებს ვერ
256
არჩევს, მაგრამ რიტმი კი ესმის, ისევ და ისევ რომ მეორდება. ოთახში
ყურსასმენებიდან დაღვრილი ჯონი კეშის ბარიტონის მოსმენა ისევე
მოსწონს, როგორც სხვადასხვანაირი ხმებისა შინ და გარეთ რომ
ტრიალებს: დილის ლოცვები, რომელიღაც შორეული მეჩეთიდან რომ
აღწევს, მერძევის როხროხი, როცა რძის ბოთლებს გზის გადაღმა, სა-
ბაყლოს წინ ტოვებს, სულთან მეხუთესა და ასიას მოულოდნელად შე-
ნელებული სუნთქვა, ხვრინვისა და კრუტუნის სტვენის მსგავსი სინთე-
ზი, რომელშიც ყოველთვის ადვილი გასარჩევი არ არის, ვინ ხვრინავს,
ვინ კნავის და არმანუშის თითის წვერების ხმაური, ბარონ ბაღდასარია-
ნისთვის საუკეთესო პასუხის ძიებაში კლავიატურაზე რომ მოძრაობენ.
თითქმის გათენდა. მიუხედავად იმისა, რომ საკმარისად არ უძინია,
არმანუში თავს მხნედ გრძნობს. ტრიუმფის სწორედ ისეთი შეგრძნებაა,
მაშინ რომ მოდის, როცა ძილს დაამარცხებ.
ქვემოთ ბებია გულსუმის ოთახია. ბებია წინა ცხოვრებაში შეიძლება
მართლაც ყოფილიყო ივანე მრისხანე, მაგრამ ახსნა მის უხეშობასაც
ჰქონდა. იმ ადამიანების უმრავლესობის დარად, ვინც ცხოვრების ბო-
ლოს ბოროტდება, ბებიასაც ჰქონდა თავისი ისტორია. პატარა რომ
იყო, ეგეოსის ზღვის სანაპიროზე ერთ პატარა ქალაქში იდილიაში, მაგ-
რამ ღარიბულად ცხოვრობდა. გათხოვდა კაზანჯების ოჯახში, რომე-
ლიც მისაზე გაცილებით შეძლებული და გაცილებით ქალაქური იყო,
მაგრამ უკუღმართი ბედისწერა ჰქონდათ.
თავაზიანი, უბედურებისაკენ მიდრეკილი ოჯახის ერთადერთი ვაჟის
ახალგაზრდა, სოფლელი პატარძლის ხვედრი იოლი არ ყოფილა. ვაჟე-
ბი უნდა გაეჩინა, რაც მეტი, მით უკეთესი. ეს ტვირთი იყო, რადგან არ
იცოდნენ, რამდენ ხანს იცოცხლებდა ბებიას ვაჟიშვილი. და მაინც, ერ-
თმანეთის მიყოლებით აჩენდა გოგონებს და იტანდა ტკივილს, რო-
მელსაც ქმარი აყენებდა. ხედავდა, როგორ შორდებოდა ქმარი ყოვე-
ლი მომდევნო ბავშვის დაბადებასთან ერთად.
ლევენთ კაზანჯი შფოთიანი კაცი იყო. ბევრი ფიქრის გარეშე ასწავ-
ლიდა ქამრით ჭკუას ცოლსა და შვილებს. ვაჟი, ალაჰს ვაჟი რომ ეჩუქე-
ბინა, მაშინ ყველაფერი რიგზე იქნებოდა. ერთმანეთზე მიყოლებულ
257
სამ გოგოს, ბოლოს და ბოლოს, მეოთხე, ნანატრი ბიჭი მოჰყვა. იმის
იმედით, რომ სვე-ბედი შეეცვალათ, კიდევ ერთხელ სცადეს. მეხუთე
ისევ გოგო იყო. მიუხედავად ამისა, მუსტაფაც საკმარისი იყო. ვაჟიშვი-
ლი იყო ყველაფერი, რაც მათ გვარის გასაგრძელებლად სჭირდებო-
დათ. აი, ისიც, გააზიზებული, განებივრებული, გაფუჭებული მუსტაფა,
რომელსაც ყოველთვის გოგოებზე მაღლა აყენებდნენ, რომლის ყველა
ახირებას აკმაყოფილებდნენ. მელოდია შეწყდა და სიზმარში სიბნე-
ლემ და უსასოობამ დაისადგურა: მუსტაფა შეერთებულ შტატებში იმის-
თვის გაემგზავრა, რომ უკან აღარასოდეს დაბრუნებულიყო.
ბებია გულსუმი იყო ქალი, რომლისთვისაც სიყვარულზე სიყვარუ-
ლით არასოდეს უპასუხიათ; ერთ-ერთი იმათგანი გახლდათ, თანდა-
თან კი არა, ჩქარ-ჩქარა რომ ბერდებიან, ქალწულობის მერე ერთთა-
ვად რომ ნაოჭდებიან და არასოდეს ეძლევათ შუაში ყოფნის შანსი. ბე-
ბიას საკუთარი თავი მთლიანად მიეძღვნა ერთადერთი ვაჟისათვის,
რომელსაც ხშირად გოგონების ხარჯზე უფრთხილდებოდა. ცდილობ-
და, მასში ეპოვა ნუგეში იმ ყველაფრის სანაცვლოდ, რაც ცხოვრებამ
წაართვა. თუმცა, როგორც კი არიზონაში დასახლდა, ბიჭის არსებობა
ბარათებითა და წერილებით შემოიფარგლა. სტამბოლში ოჯახის სანა-
ხავად არასოდეს დაბრუნებულა. ბებია გულსუმი გულით იმ ტკივილს
ატარებდა, უარყოფილი ადამიანები რომ განიცდიან ხოლმე. დროთა
განმავლობაში სულ უფრო გულქვა ხდებოდა. ახლა იმ ადამიანს ჰგავ-
და, ხალისით რომ შესდგომია ასკეტიზმის გზას და ასე აპირებს გაგრძე-
ლებას.
პირველი სართულის მარჯვენა კუთხეში ღრმა ძილით სძინავს დი-
დედას. ლოყებზე სისხლი მოსწოლია და პირდაფჩენილი მშვიდად
ხვრინავს. დიდედას საწოლის გვერდით ალუბლის ხის კარადა დგას.
კარადაზე დევს მუსლიმანთა წმინდა წიგნი - ყურანი და დიდებული
ლამპა, რომელიც რბილ, სალბისფერ შუქს აფრქვევს. წიგნის გვერდით
ჟანგმიწისფერი კრიალოსანია, რომლის ბოლოში ქარვის ქვა ქანაობს.
აქვეა ნახევრად სავსე ჭიქაც. შიგნით კბილების პროთეზი დევს.

258
დიდი ხანია, რაც დიდედასთვის დრომ სწორხაზოვნობა დაკარგა.
ისტორიის გზატკეცილზე არანაირი მარეგულირებელი ნიშანი, არანაი-
რი ავარიული სიგნალიზაციის ნათურა და არავითარი მიმართულება
აღარ არსებობს. თავისუფლად შეუძლია იმოძრაოს ნებისმიერი მიმარ-
თულებით, ანდა გადავიდეს ზოლიდან ზოლზე. შეუძლია სულაც შუ-
აგულ გზაზე გაჩერდეს, უარი თქვას მოძრაობაზე, გზის გაგრძელების
ვალდებულებაზე, რაკი მის ცხოვრებაში არ არსებობს ისეთი რამ, რო-
გორიცაა წინსვლა. მხოლოდ ცალკეული მომენტების უსასრულო გან-
მეორებაა.
ამჟამად ბავშვობის ზოგიერთი მოგონება უბრუნდება, თან ისე მკა-
ფიოდ, თითქოს ყველაფერი აქ და ახლა ხდებოდეს. აი, ისიც, რვა
წლის,ცისფერთვალა ქერა გოგონა. თესალონიკშია დედასთან ერთად.
ორივე უსიტყვოდ დასტირის ბალკანეთის ომში დაღუპულ მამას. მერე
თავის თავს სტამბოლში ხედავს. ოქტომბრის ბოლოა. თურქეთს რეს-
პუბლიკად აცხადებენ. უამრავ დროშას ხედავს, წითელს, თეთრს, ნახე-
ვარმთვარისა და ვარსკვლავის გამოსახულებით, ქარში ახალგარეც-
ხილი ტანსაცმელივით რომ ფრიალებს. დროშების უკან რიზა სელიმის
სახე მოჩანს, მისი ხშირი წვერი და დიდრონი, მოწყენილი თვალები.მე-
რე თავის თავს ხედავს. ახალგაზრდაა. ბენთლის ფორტეპიანოს უზის
და ნაპატივები სტუმრებისთვის ხალისიან მელოდიებს უკრავს.
პატარა ოთახში, ზუსტად დიდედას ოთახის თავზე რომ არის, დეიდა
ჯევრიეს სძინავს. კოშმარს ხედავს, რომელიც ბოლო წლებში უთვა-
ლავჯერ აქვს ნანახი. ისევ მოსწავლეა. საკლასო ოთახშია. უშნო, ფერ-
ფლისფერი ფორმა აცვია. სკოლის დირექტორი ზეპირი გამოკითხვის-
თვის ოთახის წინა ნაწილში უხმობს. ოფლად იღვრება და დამძიმებუ-
ლი ფეხებით რწევა-რწევით მიბარბაცებს. ვერც ერთ კითხვას ვერ იგე-
ბს. დეიდა ჯევრიე ხვდება, რომ სინამდვილეში საშუალო სკოლა არ და-
უმთავრებია. სადღაც საბუთებშია შეცდომა და ახლა ერთადერთი დის-
ციპლინის გავლა უწევს, რომ დაამთავროს და მასწავლებელი გახდეს.
ყოველ ჯერზე ზუსტად ერთი და იმავე სცენის დროს ეღვიძება. სკოლის
დირექტორი იღებს კლასის ნიშნების ფურცელს და კალამს, სისხლის-
259
ფერი მელანი რომ აქვს, მერე კი უზარმაზარ წითელ ნულს წერს სწო-
რედ იქ, სადაც ჩაწერილია „ჯევრიე“.
ეს ის კოშმარია, ბოლო ათი წელია რომ ხედავს, მას შემდეგ, რაც
ქმარი დაკარგა. ჯევრიეს მეუღლე ციხეში მექრთამეობისთვის იჯდა,
ბრალდებით, რომლის დაჯერებაზეც ბანუ ყოველთვის უარს ამბობდა.
გამოსვლამდე ერთი თვე აკლდა, შეხლა-შემოხლის ცქერისას რომ
გარდაიცვალა. რაღაც სულელურმა ელექტროკაბელმა შეიწირა. დე-
იდა ჯევრიე სიზმარში წარამარა ხედავდა ამ სცენარს. წარმოსახვაში
ხატავდა დამნაშავეს (დამნაშავე უნდა ყოფილიყო), რომელმაც კაბელი
იქ დადო და მისი ქმარი მოკლა. წარმოიდგენდა, როგორ იცდიდა ციხის
ჭიშკართან. სცენარის დანარჩენი ნაწილი ყოველ ჯერზე იცვლებოდა.
ზოგჯერ ჯევრიე ციხის კართან იმისთვის იყო, რომ ამ უკანასკნელის-
თვის მაშინვე შეეფურთხებინა სახეში, როგორც კი გაათავისუფლებ-
დნენ. ზოგჯერ შორიდან უყურებდა, ზოგჯერ კი მაშინვე დაახლიდა
ტყვიას, როგორც კი დამნაშავე მზის გულზე დადგამდა ფეხს.
მეუღლის დაკარგვის შემდეგ დეიდა ჯევრიემ სახლი გაყიდა და შეუ-
ერთდა დებს, რომლებიც თანახმა იყვნენ, ერთ ჭერქვეშ ეცხოვრათ. კა-
ზანჯების დიდ სახლში გატარებულ პირველ თვეებში ჯევრიე ცრემლე-
ბის ღვრის მეტს არაფერს აკეთებდა.
დღე მეუღლის ბოლოდროინდელი ფოტოების გადაქექვით იწყებო-
და. ჯევრიე სურათებს ესაუბრებოდა და ცრემლებს ღვრიდა თითოეულ
მათგანზე მხოლოდ იმისთვის, რომ დღე ამდენი დარდისაგან დაღ-
ლილს დაემთავრებინა. თვალები სევდითა და ვარამით სავსე ტომრე-
ბივით შეუშუპდა და ამდენი მოხოცვისგან ცხვირი წაუწვეტდა. ჯევრიე
სევრი ასეთ მდგომარეობაში იქამდე იყო, ვიდრე ერთ დილით სასაფ-
ლაოდან დაბრუნებულმა არ აღმოაჩინა, რომ ყველა ფოტო სადღაც
გამქრალიყო.
- რა უყავით მის სურათებს? - შესძახა დეიდა ჯევრიემ. ძალიან კარ-
გად იცოდა, ვინ უნდა დაედანაშაულებინა, - დამიბრუნე!

260
- არა, - მკაცრად და თავშეკავებულად მიუგო ბებია გულსუმმა, - სუ-
რათები აქ არის. მთელ დღეებს მათზე ტირილში არ გაატარებ. გულს
რომ ეშველოს, ცოტა ხანს არ უნდა ნახო.
საშველი არ იყო. პირიქით, დეიდა ჯევრიე ქმრის დანახვას სურათე-
ბის გარეშე, წარმოსახვაში მიეჩვია. დროდადრო ხვდებოდა, როგორ
უცვლიდა მამაკაცს სახეს, ამშვენებდა შეჭაღარავებული ულვაშით ან-
და ქოჩორს უმატებდა აქა-იქ. ფოტოსურათების გაუჩინარება დეიდა
ჯევრიეს თურქეთის სახელმწიფო ისტორიის მედგარ მასწავლებლად
გარდასახვას დაემთხვა.
ჯევრიეს ოთახის პირდაპირ დეიდა ფერიდეს საძინებელია. ჭკვიანი,
შემოქმედი ქალია, მეკოლაჟე. ნეტავ ნატეხების შეწებება მართლაც შე-
ეძლოს! ასეთი მგრძნობიარობა უჩვეულოა, გაუგონარია ასეთი
მგრძნობიარობა, ასეთი მგრძნობიარობა საშიშია. იმდენად, რამდენა-
დაც ნებისმიერ დროს ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს, ფერიდე ვე-
რასოდეს იქნება დარწმუნებული იმაში, რომ ფეხქვეშ მიწა არ გამოეც-
ლება. არ არსებობს უსაფრთხოებისა და მთლიანობის არანაირი შეგ-
რძნება. ყველაფერი ნატეხებად და ნამსხვრევებად მოდის და გაერთია-
ნებას იხვეწება, თუმცა, მთლიანობის ყველანაირ გაგებას ეწინააღმდე-
გება. დეიდა ფერიდე დროდადრო საყვარლის ყოლაზე ოცნებობს. ისე-
თი სიყვარული უნდა, რომელშიც თავიდან ბოლომდე დაინთქმება თა-
ვის მრავალრიცხოვან შიშთან, უცნაურობასა და გადახრასთან ერთად.
სატრფო, რომელიც მასში ყველაფერს გააღმერთებს. დეიდა ფერიდეს
არ სურს სიყვარული, რომელიც მის დადებით მხარეებს მოერგება, მაგ-
რამ უარყოფითისაგან თავს შორს დაიჭერს. ისეთი ვინმე სჭირდება,
ვინც შეძლებს, მის გვერდით იდგეს სიხარულსა და გასაჭირში, საღ ჭკუ-
აზე ყოფნისას და სიგიჟის დროს. იქნებ ამის გამო უჭირთ შეშლილებს
პარტნიორის პოვნაო, - ფიქრობს ფერიდე, - იმის გამო კი არა, რომ
ურევენ, არამედ იმიტომ, რომ ძნელია ისეთი ადამიანის პოვნა, რო-
მელსაც ერთი პიროვნების სახით ამდენ ხალხთან ერთად ენდომება პა-
ემანზე წასვლა.

261
ეს მხოლოდ ოცნებები იყო. სიზმრებში დეიდა ფერიდე საყვარლებს
კიარა, აბსტრაქტულ კოლაჟებს ხედავს. ღამით დეიდა ფერიდე განსაც-
ვიფრებელი ფერებითა და უამრავი გეომეტრიული ფიგურით არეულ-
დარეულ რამეებს ქმნის. ქარი ძლიერად უბერავს, მიედინებიან ოკეა-
ნის დინებები და სამყარო უსასრულო შესაძლებლობების მასად იქცე-
ვა. ყველაფერი, რაც შენდება, შეიძლება დაინგრეს კიდეც. ექიმებს
ნათქვამი აქვთ დეიდა ფერიდესთვის, გულთან ახლოს არაფერი მიიტა-
ნო და აბები რეგულარულად დალიეო. რა იციან ექიმებმა ამ დიალექ-
ტიკის შესახებ. შექმენი - დაანგრიე, შექმენი - დაანგრიე, ისევ შექმენი-
და ისევ დაანგრიე. დეიდა ფერიდეს გონება კოლაჟების შესანიშნავი
ოსტატია.
დეიდა ფერიდეს ოთახს სააბაზანო მოსდევს, სააბაზანოს კი - დეიდა
ზელიჰას ოთახი. ზელიჰას ღვიძავს. წელგამართული ზის ლოგინში და
ოთახს ისე ათვალიერებს, თითქოს მისი კი არა, სხვისი იყოს, თითქოს
წვრილმანებს იმახსოვრებს, რომ თავი უფრო ახლოს იგრძნოს უცხოს-
თან, რომელიც იქაურობის ნაწილია.
თავის ტანსაცმელს უყურებს, უამრავ ქვედაკაბას. ყველა მათგანი
მოკლეა, ყველა კვასკვასა - ეს პროტესტის ხერხია, რომელსაც იმ ზნე-
ობრივი ნორმების წინააღმდეგ მიმართავს, დაბადებიდან რომ ახვევია
გარს.
კედლებზე სურათები და პლაკატებია ტატუს გამოსახულებით. დე-
იდა ზელიჰა სადაცაა ორმოცის გახდება, მაგრამ მისი ოთახი ბევრი რა-
მით თინეიჯერისას უფრო ჰგავს. შეიძლება არასოდეს გაიზარდოს და
არასოდეს გაუნელდეს სიბრაზე, მასში რომ ზის, სიბრაზე, რომელიც
უნებურად ქალიშვილსაც გადასცა. მისი აზრით, არ შეიძლება ჭეშმარი-
ტად ცოცხალ ადამიანად ჩათვალოთ მავანი, ვისაც აჯანყება და და-
უმორჩილებლობა არ შეუძლია, მავანი, ვისაც შედავების უნარი არ გა-
აჩნია. სიცოცხლის გასაღები წინააღმდეგობაშია. სხვა ადამიანები ორ
ბანაკად იყოფიან: მცენარეები ანუ ისინი, ვინც ყველაფერში სრულყო-
ფილი არიან, და ჩაის ჭიქები, ანუ ისინი, ვინც, მართალია, ბევრ რამეში
სრულყოფილი არ არიან, მაგრამ დაპირისპირებისათვის საკმარისი
262
ძალა არ შესწევთ. ისინი, ვინც ორი ბანაკიდან უკანასკნელს ეკუთვნი-
ან, უარესი არიან. ადრე, როცა წესებს ადგენდა, დეიდა ზელიჰამ მათ
შესახებ ერთი ნორმა ჩამოაწიკწიკა.
სტამბოლელი ქალის წინდახედულობის რკინის წესი: თუ ჩაის ჭიქა-
სავით ადვილად ტყდები, ეცადე, როგორმე ქაფქაფა წყალს არ გადაე-
ყარო და იმედი იქონიე, რომ იდეალურ კაცს გაჰყვები ცოლად, ანდა
იჟიმავე და რაც შეიძლება ადრე გატყდი. ალტერნატივად შეგიძლია ჩა-
ის ჭიქობას თავი დაანებო!
თავად მესამე ვარიანტზე შეაჩერა არჩევანი. დეიდა ზელიჰას ეზიზ-
ღებოდა სისუსტე. ამ დრომდე ის ერთადერთი იყო კაზანჯის ოჯახის ქა-
ლებს შორის, ვისაც ჩაის ჭიქებზე გაბრაზება შეეძლო მაშინ, როცა ეს
უკანასკნელები წნეხის ქვეშ იმსხვრეოდნენ.
დეიდა ზელიჰა ხელს იშვერს „მალბორო ლაითის“ კოლოფისკენ,
ტუმბოზე რომ დევს და სიგარეტს უკიდებს. ასაკს ვერაფერი დაუკლია
ამ ჩვევისთვის. იცის, რომ მისი ქალიშვილიც მწეველია. ეს ყველაფერი
ჯანდაცვის სამინისტროს თვალის მოსატყუებელი ბროშურიდან ამოკ-
რებილ პასაჟს ჰგავს: „ალბათობა, რომ მწეველი მშობლების შვილები
თავადაც მწეველები გახდებიან, სამჯერ ნაკლებია“. დეიდა ზელიჰას
ასიას ჯანმრთელობა ადარდებს, მაგრამ ჭკუა ჰყოფნის და ხვდება, რომ
მეტისმეტი ჩარევისა და უნდობლობის გამომჟღავნების შემთხვევაში,
მხოლოდ ძლიერ უკურეაქციას შეეჩეხება.
ძნელია თავის მოკატუნება, თითქოს არაფერი გაწუხებს, ისეთივე
ძნელი, როგორიც საკუთარი შვილი „დეიდას“ რომ გეძახის. ეს კლავს
ზელიჰას. და მაინც, ისევ ფიქრობს, რომ შეიძლება ორივესთვის ასე
სჯობდა. ამან თითქოს ერთგვარი თავისუფლება მიანიჭა დედასაც და
შვილსაც. ერთმანეთს რეალურად უნდა დაშორებოდნენ, რომ მერე ფი-
ზიკურად და სულიერად გაერთიანებულიყვნენ. მარტო ალაჰმა უწყის
და ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ზელიჰას მისი არსებობისა არ
სჯერა.
შეფიქრიანებული ისუნთქავს ნაფაზს, წუთით იჩერებს და გაბრაზე-
ბული აბრუნებს უკან კვამლს. თუკი ალაჰი არსებობს და ამდენი იცის,
263
რატომ არაფერში იყენებს ამ ცოდნას? რატომ უშვებს, რომ ყველაფერი
ისე მოხდეს, როგორც ხდება? არა, დეიდა ზელიჰა შეურყეველია, არ
არსებობს, რელიგიას არ დაეთანხმება. აგნოსტიკოსივით უცხოვრია
და ასეთად მოკვდება, - გულწრფელი და უმანკო თავისი მკრეხელო-
ბით. თუ ალაჰი მართლაც არსებობს სადმე, მან ზელიჰასგან მიღებული
მხოლოდ რჩეულებისთვის დამახასიათებელი გულღია საყვედური უფ-
რო უნდა დააფასოს, ვიდრე ყველგანმყოფი რელიგიური ფანატიკოსე-
ბის ეგოცენტრიკული თხოვნების დათაფლული ენა.
მეორე სართულის მეორე ბოლოში დეიდა ბანუს ოთახია. ახლა მა-
საც ღვიძავს. ბანუ მესამე ადამიანია კაზანჯების ოჯახში, ვისაც არ სძი-
ნავს. დღეს დილით რაღაც ვერ არის. სახე გაფითრებია და დიდრონი,
მოყვითალო-მოყავისფრო თვალები მღელვარებისგან უელავს. ბანუს
პირდაპირ სარკეა. უყურებს საკუთარ თავს და დროზე ადრე დაბერე-
ბულ ქალს ხედავს. წლების განმავლობაში პირველად ენატრება ქმარი
- ქმარი, რომელიც დატოვა, მაგრამ ბოლომდე არასოდეს მიუტოვებია.
კარგი კაცია და უკეთეს ცოლსაც იმსახურებს. მეუღლეს ცუდად არა-
სოდეს მოქცევია, არასოდეს უთქვამს უგვანი სიტყვა, მაგრამ მას შემ-
დეგ, რაც ორი ვაჟიშვილი დაკარგა, დეიდა ბანუს მასთან ცხოვრების
ატანა აღარ შეეძლო. ბანუ დროდადრო ისე მიდის თავის ძველ სახლში,
თითქოს უცხო ადამიანი იყოს და დეჟავიუდან ყველა იქაური წვრილმა-
ნი იცოდეს. გზად ყოველთვის ყიდულობს გარგარის ჩირს, მის ქმარს
ყველაზე მეტად რომ უყვარს. მივა თუ არა, იქაურობას მიალაგ-მოალა-
გებს, ერთ-ორ ღილს მიაკერებს, რამდენიმე კერძს მოამზადებს, ყო-
ველთვის ისეთს, მის ქმარს ძალიან რომ უყვარს, და სახლსაც დააწკრი-
ალებს. ბევრი კი არ არის დასალაგებელი... აქაურობას კაცი უვლის.
ვიდრე დეიდა ბანუ მუშაობს, მისი ქმარი იქვეა და ცოლს თვალს ადევ-
ნებს, დღის ბოლოს კი ყოველთვის ეკითხება:
- დარჩები?
პასუხი ყოველთვის ერთია:
- დღეს არა, - თუმცა, წასვლამდე ბანუ დასძენს ხოლმე, - მაცივარში
საჭმელია, წვნიანის გაცხელება არ დაგავიწყდეს; პილაკი ორ დღეში
264
გაათავე, თორემ გაფუჭდება. იების მორწყვა არ დაგავიწყდეს, ფანჯრის
გვერდით გადავდგი.
კაცი თავს უქნევს და ისე ხმადაბლა ბუტბუტებს, თითქოს საკუთარ
თავს ეუბნებოდეს:
- ნუ წუხხარ. ვიცი, ჩემს თავს როგორ უნდა მივხედო... და მადლობა
ჩირისთვის...
ქალი, სარკეში რომ მოჩანს, ამ ღამით მოხუცს ჰგავს. დეიდა ბანუ
სულ ფიქრობდა, რომ სწრაფად დაბერება საზღაური იყო, რომელიც სა-
კუთარი პროფესიის სანაცვლოდ უნდა გაეღო. ადამიანთა უმეტესობა
წლიდან წლამდე ბერდება, მაგრამ ნათელმხილველებთან საქმე
სხვაგვარადაა. მათ ამბიდან ამბამდე ემატებათ ასაკი. რომ ნდომებო-
და, დეიდა ბანუს კომპენსაციის მოთხოვნა შეეძლო. ფიზიკურ სილამა-
ზეს ისევე არ ითხოვდა, როგორც მატერიალური კეთილდღეობა არ მო-
უთხოვია თავისი ჯინისთვის. შეიძლება ოდესმე ითხოვოს კიდეც. აქამ-
დე ალაჰი აძლევდა ძალას, რომ იმაზე მეტი არ ეთხოვა, ვიდრე ითხოვ-
და. თუმცა, დღეს დეიდა ბანუ კიდევ რაღაცის თხოვნას აპირებს: „ალაჰ,
მომეცი ცოდნა, რადგან ცოდნის სურვილზე უარს ვერ ვამბობ, მაგრამ
მომეცი ძალაც, რომ ამ ცოდნას გავუძლო. ამინ“.
უჯრიდან ნეფრიტის კრიალოსანს იღებს და მძივებს ხელს ავლებს.
- მაშ, კარგი. მზად ვარ. დავიწყოთ. დაე, ალაჰი იყოს ჩემი შემწე!
ქალბატონი სიამე წიგნის თაროზე ზის, ზედ გაზის ლამპა რომ დევს,
და ფეხებს აქანავებს. უკმაყოფილოა დამკვირვებლის როლით, რო-
მელშიც საკუთარი თავი სრულიად მოულოდნელად აღმოაჩინა. უკმა-
ყოფილოა ამბებით, ცოტა ხანში მის თვალწინ რომ მოხდება. ამასობა-
ში ბატონი სიმწარე ღვარძლიანად იღიმება. მას ხომ მხოლოდ ასე შე-
უძლია გაღიმება. კმაყოფილია - ბოლოს და ბოლოს, დაარწმუნა დეიდა
ბანუ. დეიდა ბანუ ბატონი სიმწარის ჯინურმა მბრძანებლობამ კი არა,
მოკვდავისათვის დამახასიათებელმა ცნობისმოყვარეობამ დაიყო-
ლია. ცოდნის სურვილზე ვერ ამბობდა უარს. მეტის ცოდნის სურვილი,
წარღვნამდეც რომ აწვალებდა ადამიანებს... ბოლოს და ბოლოს, ვინ
აღუდგებოდა წინ ამ სურვილს?
265
ახლა კი დეიდა ბანუ და ბატონი სიმწარე ერთად იმოგზაურებენ წარ-
სულში, 2005-დან 1915 წლამდე. გრძელი მოგზაურობა უნდა იყოს,
მაგრამ გულიაბანების წლებით თუ გავზომავთ, ერთი-ორი ნაბიჯია.
სარკის წინ ჯინსა და მის მბრძანებელს შორის მექიდან ჩამოტანილი
ნაკურთხი წყალი დგას ვერცხლის თასით. ვერცხლის თასში ვერ-
ცხლნარევი წყალია, წყალში კი - მასავით ვერცხლნარევი ამბავი.

266
12

ბროწეულის მარცვლები
ჰოვანეს სტამბოლელმა ხელი გადაუსვა კაკლის ხის ხელით ნაჩუ-
ქურთმევ საწერ მაგიდას, რომელთანაც ნასადილევს იჯდა. თითების
ქვეშ თანაბარმა, პრიალა ზედაპირმა გაიელვა. ანტიკვარიატით მოვაჭ-
რე ებრაელმა, რომლისგანაც ეს მაგიდა იყიდა, უთხრა, ასეთი რამეები
იშვიათია, რადგან ძნელი გასაკეთებელიაო. ეგეოსის ზღვის კუნძუ-
ლებზე კაკლის ხეებისგან გამოჭრილი, ერთი ციცქნა უჯრებითა და სა-
იდუმლო განყოფილებებით შემკული მაგიდა შესანიშნავი მხატვრული
ნამუშევარი იყო. ნატიფი მორთულობის მიუხედავად, იმდენად მაგარი
იყო, რომ რამდენიმე თაობას გაუძლებდა. - ეს საწერი მაგიდა შენც გა-
გისტუმრებს და შენს შვილებსაც! - დაიროხროხა ვაჭარმა, რომელიც
სულ იმაზე ხუმრობდა, რომ მისი საქონელი თავად კლიენტებზე დიდ-
ხანს ძლებდა, - სასწაული არ არის, რომ ხის ნაჭერი ჩვენზე დიდხანს
არსებობს?
ჰოვანეს სტამბოლელმა იცოდა, რომ ვაჭარმა ამით თავისი საქონ-
ლის ხარისხიანობაზე მიანიშნა, მაგრამ გულში სევდამ მაინც გაჰკრა.
საწერი მაგიდა იყიდა. მასთან ერთად იმავე მაღაზიაში გულსაბნე-
ვიც შეიძინა. ბროწეულის ფორმის ნატიფი გულსაბნევი იყო, ერთიანად
მოოქრული სირმებით დაფარული. ოდნავ გახლეჩილი ბროწეულიდან
წითელი ლალის მარცვლები ბრწყინავდა. როგორც უთხრეს, სივასში
მცხოვრები ერთი სომეხი ოსტატის ნახელავი იყო. ჰოვანეს სტამბო-
ლელმა გულსაბნევი ცოლს უყიდა საჩუქრად. იმ ღამით აპირებდა მიცე-
მას, ნასადილევს. შეიძლება, უკეთესიც ყოფილიყო, სადილობამდე მი-
ეცა, მაშინვე, როგორც კი ამ თავს მოათავებდა.
ყველა თავს შორის, რომელიც აქამდე დაეწერა, უკანასკნელი ყვე-
ლაზე მეტ ძალისხმევას მოითხოვდა. რომ სცოდნოდა, ასეთი ქანცის-
გამწყვეტი იქნებოდა, შეიძლებოდა, მთელ ჩანაფიქრზე ეთქვა უარი,
მაგრამ კისრამდე იყო ჩაფლული ამ წიგნში და ერთადერთი გამოსავა-
ლი გაგრძელება იყო.
267
ცნობილი პოეტი და მიმომხილველი ჰოვანეს სტამბოლელი ფარუ-
ლად წერდა წიგნს, რომელსაც ავტორის საქმიანობასთან საერთო არა-
ფერი ჰქონდა. შეიძლებოდა მისთვის ხელი ეკრათ, დაეწუნებინათ ან
სულაც გაელანძღათ. მაშინ, როცა ოტომანთა მთელ იმპერიას გრან-
დიოზული წამოწყებებით, რევოლუციური მოძრაობებითა და ნაციონა-
ლური ხასიათის წინააღმდეგობებით კვებავდნენ, მაშინ, როცა სომეხ
საზოგადოებაში ინოვაციური იდეოლოგიები და მწვავე დისკუსიები
დუღდა, საკუთარ სახლში განმარტოებული ჰოვანეს სტამბოლელი სა-
ბავშვო წიგნს წერდა.
სომხურ ენაზე საბავშვო წიგნის დაწერა ისეთი რამ იყო, რაც მანამ-
დე არავის გაუკეთებია. ეს თითქმის წარმოუდგენელი ამბავი გახ-
ლდათ. რატომ არ არსებობდა ერთი ნაწარმოები მაინც ამ ჟანრში? ის
ხომ არ იყო მიზეზი, რომ სომხური უმცირესობა ისეთ საზოგადოებად
გადაქცეულიყო, რომელსაც არ შეეძლო საკუთარი ბავშვები ბავშვებად
მიეჩნია? ხომ არ იყო ბავშვობა ფუფუნება თუ არა, ტყუილუბრალო რამ
უმცირესობისათვის, რომელსაც იმის გამო, რომ რაც შეეძლო სწრა-
ფად უნდა გაზრდილიყო, უარს ეუბნებოდნენ ბავშვობაზე? ანდა იმიტომ
ხომ არ ხდებოდა ასე, რომ სტამბოლელი ლიტერატორები მოწყვეტი-
ლი იყვნენ ზეპირსიტყვიერ ტრადიციებს, სომეხი ბებიები და მათი შვი-
ლიშვილები ერთგულად რომ გადასცემდნენ თაობიდან თაობას?
წიგნი „პატარა დაკარგული მტრედი და ბედნიერი ქვეყანა“ მოგვით-
ხრობდა ერთი მტრედის ამბავს, რომელიც ლურჯ ცაში მაშინ დაიკარგა,
როდესაც ოჯახსა და მეგობრებთან ერთად ბედნიერ ქვეყანაში მიფრი-
ნავდა. მისთვის ძვირფასი ჩიტების ძებნაში მტრედი ბევრ სოფელში,
დიდ და პატარა ქალაქში ჩერდებოდა და ყოველ ჯერზე ახალ-ახალ ამ-
ბავს ისმენდა.
ასე და ამგვარად, ჰოვანეს სტამბოლელმა ამ წიგნში ძველ სომხურ
ხალხურ ზღაპრებს მოუყარა თავი, რომელთა უმეტესობა თაობიდან
თაობას გადაეცემოდა. სხვები დიდი ხნის წინ დაევიწყებინათ. ავტორი
წიგნში მოყვანილი ყველა ზღაპრის დედნის ერთგული რჩებოდა - თით-
ქმის სიტყვასაც არ ცვლიდა, ოღონდ ის უნდოდა, საბავშვო წიგნი საკუ-
268
თარი ზღაპრით დაესრულებინა. წიგნი სტამბოლში დაიბეჭდებოდა და
ისეთ დიდ ქალაქებში გავრცელდებოდა, როგორიც ადანა, ჰარპუთი,
ვანი, ტრაბზონი და სივასი იყვნენ. იქ ბევრი სომეხი ცხოვრობდა. მიუხე-
დავად იმისა, რომ მუსლიმანებს საბეჭდი დაზგის გამოყენება დაახ-
ლოებით ორი საუკუნის წინ დაეწყოთ, სომხური უმცირესობა თავის
წიგნებსა და ტექსტებს გაცილებით უფრო ადრე ბეჭდავდა.
ჰოვანეს სტამბოლელს უნდოდა, სომეხ მშობლებს წიგნში მოყვანი-
ლი ამბები შვილებისათვის ყოველღამ ძილის წინ წაეკითხათ. პარა-
დოქსი იყო, მაგრამ ამ წიგნზე მუშაობამ იმდენი დრო წაართვა ბოლო
თვრამეტი თვის განმავლობაში, რომ შვილებთან დიდხანს ყოფნას ვე-
ღარ ახერხებდა. ყოველდღე შუადღისას თავის ოთახში ავიდოდა, სა-
წერ მაგიდას მიუჯდებოდა და იმდენ ხანს წერდა, რამდენსაც საქმე მო-
ითხოვდა.
ყოველღამ, როცა მამა თავისი ოთახიდან გამოდიოდა, მის შვილებს
უკვე ეძინათ. წერის სურვილს ყველა და ყველაფერი მოეჯადოებინა ჰო-
ვანეს სტამბოლელის ცხოვრებაში. საბედნიეროდ, წიგნი თითქმის დამ-
თავრებული იყო. იმ საღამოს ბოლო თავს წერდა, იმას, ყველაზე დიდ
ძალისხმევას რომ მოითხოვდა. საქმეს რომ მორჩებოდა, ქვედა სარ-
თულზე ჩავიდოდა, ტექსტს თასმით გამოკრავდა, ნასკვში ოქროს გულ-
საბნევს ჩამალავდა და ფუთასმეუღლეს მიართმევდა.
„პატარა დაკარგული მტრედი და ბედნიერი ქვეყანა“ სწორედ ამ
ადამიანს ეძღვნებოდა.
უნდოდა, ეთქვა: „გთხოვ, წაიკითხე. თუ საკმარისად კარგი არ არის,
დაწვი. მთლიანად. გპირდები, იმასაც კი არ გკითხავ, რატომ დაწვი.
მაგრამ თუ ჩათვლი, რომკარგია, ანუ საკმაოდ კარგია იმისთვის, რომ
გამოქვეყნდეს და გავრცელდეს, მაშინ, გთხოვ, „დონ პაბლიშერზში“
გარაბედ ეფენდის წაუღე“.
ჰოვანეს სტამბოლელი ყველას აზრზე მეტად მეუღლის აზრს სცემდა
პატივს. ამ ქალს დახვეწილი გემოვნება ჰქონდა ლიტერატურასა და
სახვით ხელოვნებაში. მისი სტუმართმოყვარეობის წყალობით უფერუ-
ლი დიდი სახლი, ბოსფორის სრუტის გასწვრივ რომ იდგა, წლების გან-
269
მავლობაში ინტელექტუალებისა და მხატვრების თავშეყრის ადგილი
იყო. აქ უთვალავი ლიტერატორი დადიოდა. დადიოდნენ ცნობილი
მწერლებიც და ისეთებიც, სამწერლო ასპარეზზე თავის გამოჩენა ძა-
ლიან რომ უნდოდათ. ჭამდნენ, სვამდნენ, კითხულობდნენ, განიხი-
ლავდნენ და ცხარედ მსჯელობდნენ ერთიმეორის ნამუშევრებზე. კიდევ
უფრო ცხარედ კამათობდნენ საკუთარ ნაწარმოებებზე.
ამდენი ხნის ფრენის შემდეგ პატარა დაკარგულმა მტრედმა დაღლა
და წყურვილი იგრძნო და დათოვლილ ტოტზე ჩამოჯდა. ბროწეულის
ხის ტოტი იყო, ის-ის იყო, რომ უნდა აყვავებულიყო. მტრედმა პატარა
ნისკარტი ცოტაოდენი თოვლით ამოივსო, წყურვილი მოიკლა და თა-
ვისი მშობლების გამო ცრემლების ღვრას მოჰყვა. - ნუ ტირი, პატარა
მტრედო, - უთხრა ბროწეულის ხემ, - მოდი, ამბავს გიამბობ, პატარა და-
კარგული მტრედის ამბავს.
ჰოვანეს სტამბოლელი გაჩერდა. ვერ გაეგო, რამ აურია გონება. დი-
დად გაოცდა, როცა გაღიზიანებული ადამიანივით ამოიოხრა. დაახ-
ლოებით ბოლო ერთი საათის განმავლობაში მის გონებაში ათასნაირ
შავბნელ აზრს შეეღწია. უჭირდა იმის გაგება, რატომ იყო სულის სიღ-
რმეში ასე აფორიაქებული. თითქოს გონება რაღაც გაუგებარ საფიქ-
რალს ისე ჩაჰკირკიტებდა, რომ თავად მწერალს არაფერს ეკითხებო-
და. რა მიზეზიც უნდა ჰქონოდა ასეთ მოუსვენრობას, ჰოვანეს სტამბო-
ლელს თავი უნდა დაეღწია ამ გაშეშებული მდგომარეობისგან. ბოლო
თავზე, ბოლო ამბავზე იყო. კარგად უნდა გამოსვლოდა. ტუჩები მოკუმა
და წერას მიუბრუნდა.
- შენ ხომ ჩემზე ლაპარაკობ. მე ვარ ის მტრედი! - დაიღუღუნა გაკ-
ვირვებულმა პატარა დაკარგულმა მტრედმა. - მართლა?.. - ჰკითხა
ბროწეულის ხემ. გაკვირვებისა არაფერი ეტყობოდა, - მაშ, მოისმინე
შენი ამბავი... არ გინდა, გაიგო მომავალი? - მარტო მაშინ, თუ ბედნიე-
რი მომავალია, - თქვა პატარა დაკარგულმა მტრედმა, - არ მინდა, ვი-
ცოდე, თუკი სევდიანია.
შეგუბებული ჰაერი მინების უეცარმა ზრიალმა გააპო. ჰოვანეს
სტამბოლელი სავარძელში შეკრთა, წერა შეწყვიტა და სმენად გადაქ-
270
ცეული და გაციებული ინსტინქტურად ფანჯრისკენ მიტრიალდა. კარგა
ხანს მხოლოდ ქარის ზუზუნი ესმოდა. რაც უნდა უცნაური იყოს, სიჩუმე
უფრო ავის მომასწავებლად მოეჩვენა, ვიდრე მსხვრევის საზარელი
ხმა. უკუნი, მოჩვენებითად ჩუმი ღამე იყო. გარეთ ქარი ისე ღმუოდა,
თითქოს მოკვდავთათვის უცნობი მიზეზის გამო გამწყრალი ღმერთის
რისხვას გამცნობდათ. ამ უცნაური სიწყნარის გამო ჰოვანეს სტამბო-
ლელს გამბედაობამ იმდენად უმტყუნა, რომ თითქმის გულზე მოეშვა,
როცა ქვედა სართულიდან რაღაც ხმები მოესმა. ვიღაც კისრისტეხით
მირბოდა სახლის ერთი ბოლოდან მეორისკენ, მერე კი უკან ბრუნდე-
ბოდა - შეშინებული, მკვეთრი ნაბიჯებით ისე მიიჩქაროდა, თითქოს ვი-
ღაცას ან რაღაცას გაურბოდა.
„იერვანთი იქნება“, - გაიფიქრა ჰოვანეს სტამბოლელმა. მის მზერას
კიდევ ერთი საფიქრალის, დარდისა და ცუდი წინათგრძნობის კვალი
დაეტყო. უფროსი ვაჟი, იერვანთი, ყოველთვის ჭირვეული და ჯიუტი
იყო, მაგრამ ბოლო დროს მისი ურჩობა ზღვარს გადავიდა. სინამდვი-
ლეში ჰოვანეს სტამბოლელს დანაშაულის შეგრძნებამ ატკინა გული -
იმდენ დროს არ ატარებდა შვილთან, რამდენიც უნდა გაეტარებინა. აშ-
კარა იყო, ბიჭს მამა ენატრებოდა.
უფროს ვაჟთან შედარებით, დანარჩენი სამი ბავშვი, ორი ბიჭი და
ერთი გოგონა, ისეთი დამჯერები იყვნენ, იფიქრებდით, უფროსი ძმის
შმაგურ ენერგიას და-ძმებზე ძილისმომგვრელი საშუალებასავით
უმოქმედიაო. ორ უმცროს ვაჟს შორის განსხვავება სამი წელი იყო, მაგ-
რამ ორივე ერთნაირად დამყოლი გახლდათ. მერე ოჯახის ერთადერ-
თი ქალიშვილი, ნაბოლარა პატარა შუშანა მოდიოდა.
- პატარა ჩიტო, ნუ დარდობ, - გაიღიმა ბროწეულის ხემ და ტოტები-
დან თოვლი დაიბერტყა, - ამბავს, რომლის მოყოლასაც ვაპირებ, ბედ-
ნიერი დასასრული აქვს.
ქვედა სართულის დერეფანში სულ უფრო მეტი ადამიანის ფეხის ხმა
ისმოდა. თითქოს უამრავი იერვანთი ჯიუტად დარბოდა ერთი ბოლო-
დან მეორეში და ფეხების ბაკუნით სპობდა იატაკს. ამ გამალებულ სირ-
ბილს რომ უსმენდა, ჰოვანეს სტამბოლელმა უეცრად ხმა გაიგონა, იმ-
271
დენად მოულოდნელი და მჭახე, მკაცრი და ხრინწიანი, რომ წამით
იქაურობა გააყრუა კიდეც. სწორედ ასე იყო. მერე ისევ ისეთი სიჩუმე
ჩამოდგა, თითქოს ყველაფერი მწერლის ფანტაზიის ნაყოფი იყო.
სხვა დროს ჰოვანეს სტამბოლელი ოთახიდან გამოვარდებოდა და
შეამოწმებდა, ყველაფერი რიგზე იყო თუ არა, მაგრამ ის ღამე სხვა ღა-
მეებს არ ჰგავდა. არ უნდოდა, მისთვის ხელი შეეშალათ, ახლა არა,
როდესაც თვრამეტი თვის ნამუშევარს თითქმის ამთავრებდა. დამ-
ფრთხალი ჰოვანესი მყვინთავივით დაიკლაკნა, რომელიც მეტისმეტად
ღრმად ჩაყვინთავს, მერე კი სხეულს ვერ იმორჩილებს, ისევ ზედაპირ-
ზე რომ დაბრუნდეს. ჰოვანეს სტამბოლელისათვის წერა საცდური იყო,
სურვილი, რომელიც საიდანღაც შიგნიდან მოდიოდა და ადამიანს ატ-
ყვევებდა. სიტყვები წინ და უკან დახტოდნენ მოჭმუჭნილ ქაღალდზე და
ევედრებოდნენ, ეს ამბავი ბოლომდე მიიყვანე და ნანატრი სვე-ბედის-
კენ გაგვიძეხიო.
- კეთილი, - დაიჟღურტულა პატარა დაკარგულმა მტრედმა, - მომი-
ყევი პატარა დაკარგული მტრედის ამბავი, მაგრამ გაფრთხილებ, სევ-
დიან რამეს თუ გავიგონებ, ფრთას ფრთას შემოვკრავ და გავფრინდე-
ბი.
იცოდა ჰოვანეს სტამბოლელმა, რა უნდა ეთქვა პასუხად ბროწეუ-
ლის ხეს და როგორ იწყებოდა ბოლო ამბავი, მაგრამ ვიდრე ნაფიქ-
რალს ფურცელზე გადაიტანდა, სადღაც რაღაც იატაკზე დავარდა და
ნამსხვრევებად იქცა. გასკდომის ხმასთან ერთად მწერალმა ქშენასაც
მოჰკრა ყური. ყრუ ხმაური დიდხანს არ გაგრძელებულა. ჰოვანესმა
უმალ ამოიცნო ცოლის ქვითინი. წამოხტა - ერთბაშად დააღწია თავი
წერის უფსკრულს. მკვდარი თევზივით ამოვარდა ზედაპირზე.
***
ჰოვანეს სტამბოლელი კიბისკენ გაექანა და გაახსენდა იმ დილით
სახელგანთქმულ ადვოკატსა და ოტომანური პარლამენტის წევრს,
კირკორ ჰაგოპიანს რომ ეჩხუბა. - რთული დროა, ძალიან რთული. უა-
რესისთვის მოემზადე, - იყო პირველი, რაც კირკორმა წაიბუტბუტა, რო-
ცა ის და ჰოვანესი ერთმანეთს სადალაქოში შეეჩეხნენ, - თავიდან სომ-
272
ხობას მოუწოდებდნენ, აცხადებდნენ: „თანასწორი არა ვართ? ყველა
ოტომანები არა ვართ? მუსლიმანებიც და არამუსლიმანებიც, ერთად
შევებრძოლებით მტერს!“, მაგრამ მერე ყველა სომეხ ჯარისკაცს ჩამო-
ართვეს იარაღი. ამის მერე სომეხ მამაკაცებს შრომით ბატალიონებში
უკრეს თავი. ახლა კი, ჩემო მეგობარო, ჭორაობენ... ზოგიერთი ამბობს,
რომ უარესი იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ გულწრფელად შეწუხდა, ახალ ამბავს ჰო-
ვანეს სტამბოლელი დიდად არ შეუძრავს. თავად ძალიან ხნიერი იყო
იმისათვის, რომ ჯარში გაეწვიათ, ბიჭები კი - ძალიან პატარები. ოჯახში
ერთადერთი, ვისაც გაწვევის ასაკი ჰქონდა, მისი ცოლის უმცროსი ძმა,
ლევონი გახლდათ. ლევონს შერჩევის პროცესში „დაუცველის“ ნიშანი
მიეღო და ამის წყალობით ბალკანეთის ომის დროს სამხედრო სამსა-
ხურისათვის თავი აერიდებინა. ძველი ოტომანური წესის თანახმად, მა-
მაკაცს, რომელიც ერთადერთი მარჩენალი იყო, სამხედრო სამსახუ-
რისგან ათავისუფლებდნენ, თუმცა, შეიძლებოდა ეს წესი შეცვლილი-
ყო.
დღეს დარწმუნებული ვერავინ ვერაფერში ვერ იქნებოდა. პირველი
მსოფლიო ომის დასაწყისში გამოაცხადეს, რომ მხოლოდ ოცდახუთ
წლამდე მამაკაცებს გაიწვევდნენ, მაგრამ როგორც კი ომი გაჩაღდა,
ოცდაათი და ორმოცი წლისანიც გაიწვიეს. ბრძოლა ჰოვანეს სტამბო-
ლელის საქმე არ იყო, არც მძიმე ფიზიკური შრომა. პოეზია უყვარდა.
სიტყვები. ენის წვერსა და ბაგეზე მომდგარ სომხური ანბანის ყველა
ასოს გრძნობდა.
ბევრი ფიქრის შემდეგ დაასკვნა, რომ სომხურ უმცირესობას ყველა-
ზე მეტად იარაღი კი არა, როგორც ზოგიერთი რევოლუციონერი სთა-
ვაზობდათ, წიგნები სჭირდებოდა, მეტი და მეტი წიგნი. მიუხედავად
იმისა, რომ თანზიმათის შემდეგ ახალი სკოლები დააარსეს, უკიდურე-
სად სჭირდებოდათ გონებაგახსნილი, კულტურული მასწავლებლები
და უკეთესი წიგნები. პროგრესი 1908 წლის რევოლუციასაც მოჰყვა.
სომეხმა მოსახლეობამ „ახალგაზრდა თურქებს“ იმის იმედით დაუჭირა
მხარი, რომ ეს უკანასკნელები არამუსლიმანებს სამართლიანად და წე-
273
სიერად მოექცეოდნენ. „ახალგაზრდა თურქებმა“ თავიანთ დეკლარა-
ციაში განაცხადეს:
„ყოველი მოქალაქე ისარგებლებს სრული თავისუფლებითა და თა-
ნასწორობით, განურჩევლად ეროვნებისა თუ სარწმუნოებისა და ექნე-
ბა ერთნაირი მოვალეობები. ყველა ოტომანს, როგორც თანასწორს,
უფლება აქვს დაიკავოს სახელმწიფო თანამდებობა, მისი შესაძლებ-
ლობებისა და განათლების შესაბამისად“.
მართალია, დანაპირები არ შეუსრულებიათ და მულტიეროვნული
ოტომანიზმი მხოლოდ თურქობის სასარგებლოდ გამოიყენეს, მაგრამ
ევროპული სახელმწიფოები იმპერიას დიდი სიფრთხილით ადევნებ-
დნენ თვალს და აუცილებლად ჩაერეოდნენ, თუ შეატყობდნენ, რომ რა-
იმე სახის ძალადობა იყო მოსალოდნელი. ჰოვანეს სტამბოლელს
სწამდა, რომ არსებულ ვითარებაში სომხებისათვის ოტომანიზმი, არა-
რადიკალური შეხედულებები, საუკეთესო არჩევანი იყო. თურქები,
ბერძნები, სომხები და ებრაელები საუკუნეების განმავლობაში ცხოვ-
რობდნენ ერთად და ჯერ კიდევ შეეძლოთ, მოეძებნათ გზა ერთი მფარ-
ველის ფრთის ქვეშ თანაარსებობისათვის.
- არ გესმის ეს ამბავი ხომ? - გამოცრა გაცოფებულმა კირკორ ჰაგო-
პიანმა, - საკუთარ ზღაპრებში ცხოვრობ!
ჰოვანეს სტამბოლელს ადვოკატი არასოდეს ენახა ასეთი ნირწამ-
ხდარი და აგრესიული. - არა მგონია, თავგამოდებამ გვიშველოს, -
თითქმის ჩურჩულით თქვა პოეტმა. სჯეროდა, რომ ნაციონალისტური
შემართება მხოლოდ იმისთვის გამოდგებოდა, რომ ერთი უბედურება
მეორეს შეეცვალადა გარდაუვლად იმუშავებდა უპოვართა და უფლე-
ბააყრილთა წინააღმდეგ. საბოლოოდ უმცირესობები მხოლოდ იმის-
თვის ეთიშებოდნენ უფრო დიდ ორგანიზმს, თავიანთი საქციელი ძვირი
დასჯდომოდათ და საკუთარი მჩაგვრელი შეექმნათ. ნაციონალიზმი
სხვა არაფერი იყო, თუ არა მჩაგვრელთა რიგების შევსება. ნაცვლად
იმისა, განსხვავებული ეთნიკური კუთვნილების ადამიანებს დაეჩაგ-
რეთ, ბოლოს იმით ამთავრებდით, რომ თქვენივე სისხლი და ხორცი
გჩაგრავდათ.
274
- თავგამოდება! - კირკორ ჰაგოპიანს უკმაყოფილებისაგან სახე მო-
ეღრიცა, - ანატოლიის მრავალი ქალაქიდან გვაწყდება ახალი ამბები.
ადანის ინციდენტების შესახებ გაგიგია? სომხების სახლებში ისე შედი-
ან, თითქოს იარაღს ეძებენ, მერე კი იქაურობას ძარცვავენ. არ გესმის?
გადასახლებას უპირებენ ყველა სომეხს. ყველა ჩვენგანს! შენ კი აქ სა-
კუთარ ხალხს ღალატობ.
ჰოვანეს სტამბოლელი ერთხანს მშვიდად იყო დაულვაშის ბოლო-
ებს ღეჭავდა, მერე კი ხმადაბლა თავდაჯერებულად ჩაიბუტბუტა:
- ებრაელებმა, ქრისტიანებმა და მუსლიმანებმა ერთად უნდა ვიმუ-
შაოთ. საუკუნეებია, ერთი და იმავე იმპერიის ჭერქვეშ ვართ. მთელი ამ
დროის განმავლობაში ერთად ვცხოვრობთ, თუმცა, კი, არათანაბარ
საფუძველზე, რომელიც ახლა შეგვიძლია ყველასათვის კეთილსინდი-
სიერად და სამართლიანად ვაქციოთ, შეგვიძლია ერთად გარდავ-
ქმნათ იმპერია.
ეს იყო და, კირკორ ჰაგოპიანმა საზარელი სიტყვები წარმოთქვა.
სახე ჰოვანესის სახესთან მიეტანა.
- ჩემო მეგობარო, გამოფხიზლდი, ერთობა აღარ არსებობს. ბრო-
წეული როგორც კი გასკდება და ყველა მისი მარცვალი სხვადასხვა
მხარეს დაიბნევა, ვეღარ შეაკოწიწებ.
იდგა ჰოვანეს სტამბოლელი გარინდებული კიბის თავთან, ავის მო-
მასწავებელ სიჩუმეს აყურადებდა და თავიდან ვერაფრით იშორებდა
წითელი, სევდიანი, გახლეჩილი ბროწეულის სურათს. აშკარად შეში-
ნებულმა ცოლს დაუძახა: - არმანუშ! არმანუშ, სადა ხარ?
„ყველანი სამზარეულოში იქნებიან“, - გაიფიქრა მწერალმა და
სწრაფად დაეშვა პირველი სართულისკენ. პირველი მსოფლიო ომის
დაწყების ფეხდაფეხ საყოველთაო მობილიზაციაც გამოეცხადებინათ.
მიუხედავად იმისა, რომ სტამბოლში ყველა მობილიზაციაზე ლაპარა-
კობდა, ამ ამბის შედეგები ყველაზე მეტად პატარა ქალაქებში იგრძნო-
ბოდა. ქუჩებში დაფდაფებისთვის შემოეკრათ და გაუთავებლად იმეო-
რებდნენ: Seferberliktir! Seferberliktir!

275
სწორედ მაშინ გაიწვიეს ჯარში მრავალი სომეხი ახალგაზრდა, სა-
მასი ათასზე მეტი. თავიდან ყველა მათგანს დაურიგეს იარაღი, ისევე
როგორც მათნაირ მუსლიმან ჯარისკაცებს. თუმცა, ცოტა ხანში ყველას
სთხოვეს დარიგებული იარაღის უკან დაბრუნება. მუსლიმანი ჯარისკა-
ცებისაგან განსხვავებით, სომხები სპეციალურ შრომით ბატალიონებ-
ში გადაიყვანეს. წარმოუდგენელი ჭორები დადიოდა, თითქოს ენვერ
ფაშა იყო ის, ვინც ამ გადაწყვეტილების უკან იდგა.
„გზების ასაშენებლად, რომელზეც ჯარისკაცები გაივლიან, მუშახე-
ლი გვჭირდება“, - გამოუცხადებია ენვერ ფაშას.
მერე ერთი დამთრგუნველი ამბავიც მოვიდა, ამჯერად თავად შრო-
მით ბატალიონებზე. ხალხი ამბობდა, რომ ყველა სომეხი გზის მშენებ-
ლობაზე კატორღულ სამუშაოს ასრულებდა, მიუხედავად იმისა, რომ
ზოგიერთ მათგანს ბედელი გადაეხადა და უნდა გაეთავისუფლებინათ.
ამბობდნენ, რომ ბატალიონები გზების გასაყვანად მიჰყავდათ, მაგრამ
ეს მხოლოდ მიზეზი იყო. სინამდვილეში ამ ადამიანებს ღრმასა და ფარ-
თო ორმოებს ათხრევინებდნენ იმისათვის, რომ... ამბობდნენ, რომ
სომხებს იმავე ორმოებში მარხავდნენ, რომლების გათხრასაც აიძუ-
ლებდნენ.
- თურქულმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, სომხები თავიანთ სააღ-
დგომო კვერცხებს საკუთარი სისხლით შეღებავენო! - ვიდრე სადალა-
ქოს დატოვებდა, გაიმეორა სხვებისგან მოსმენილი კირკორ ჰაგოპიან-
მა. ჰოვანეს სტამბოლელს ამ ჭორების დიდად არ სჯეროდა, თუმცა,
აღიარებდა, რომ რთული დრო იდგა.
ქვემოთ, პირველ სართულზე ჩასულმა ჰოვანესმა ცოლის სახელი
კიდევ ერთხელ დაიძახა და როცა პასუხი ვერ გაიგონა, ამოიოხრა. ში-
და ეზოში გავიდა და ჩაუარა გრძელ, ალუბლის ხის მაგიდას, რომელ-
თანაც კარგ ამინდში საუზმობდნენ ხოლმე. თავში კიდევ ერთი სცენა
მოუვიდა „პატარა დაკარგული მტრედიდან“.
- მაშინ მოისმინე შენი ამბავი, - თქვა ბროწეულის ხემ და რამდენიმე
ტოტი შეარხია, თოვლის ქულები ჩამოიბერტყა, იყო და არა იყო რა.
ღმერთის ქმნილებები ხორბალივით მრავალნი იყვნენ და მეტისმეტად
276
ბევრი ლაპარაკი ცოდვა იყო. - ჰო, მაგრამ რატომ? - ჩაიღუღუნა პატარა
დაკარგულმა მტრედმა, - რატომ იყო მეტისმეტად ბევრი ლაპარაკი
ცოდვა?
სამზარეულოს კარი მიეხურათ. დღის ამ დროს ეს უცნაური იყო. არ-
მანუში, ალბათ, შიგნით მარისთან, ხუთი წლის მოახლესთან, ერთად
მუშაობდა, ბავშვები კი გარს ეხვეოდნენ.
ჰოვანეს სტამბოლელი სახელურს დასწვდა, მაგრამ ვიდრე გადაატ-
რიალებდა, ძველი, ხის კარი შიგნიდან გაიღო და პოეტი თურქი ჯარის-
კაცის პირისპირ აღმოჩნდა. სერჟანტი გახლდათ. ასეთი მოულოდნელი
შეხვედრა ორივესათვის იმდენად გამაოგნებელი იყო, რომ მთელი წუ-
თის განმავლობაში ერთმანეთს უაზროდ შესცქეროდნენ. სერჟანტმა
პირველმადააღწია თავი გაშტერებულ მდგომარეობას, ერთი ნაბიჯით
უკან დაიხია და მეორე მამაკაცი თავით ფეხამდე შეათვალიერა. შავ-
გვრემანი კაცი იყო და რომ არა მისი მკაცრი მზერა, მიმზიდველი და
ახალგაზრდული სახე ექნებოდა.
- რა ხდება აქ?! - შესძახა ჰოვანეს სტამბოლელმა. თვალი მოჰკრა
სამზარეულოს კედელთან ზურგმიყრდნობით გამწკრივებულ ცოლს,
შვილებსა და მარის, დასჯილი ბავშვებივით რომ იდგნენ გვერდიგ-
ვერდ.
- სახლის გაჩხრეკა გვაქვს ნაბრძანები, - თქვა სერჟანტმა. მის ხმაში
არც აშკარა მტრობა იგრძნობოდა, არც თანაგრძნობა. ისე ლაპარა-
კობდა, თითქოს დაღლილი ყოფილიყო და რა მიზეზითაც უნდა მობ-
რძანებულიყო აქ, უნდოდა, საქმე რაც შეიძლებოდა სწრაფად მოეთა-
ვებინა და წასულიყო, - გეთაყვა, შეგიძლიათ თქვენი კაბინეტისკენ გაგ-
ვიძღვეთ?
სახლის უკანა ნაწილში გავიდნენ და ძლივძლივობით აუყვნენ დიდ,
დახვეულ კიბეს. წინ ჰოვანეს სტამბოლელი მიდიოდა, სერჟანტი და ჯა-
რისკაცები უკან მისდევდნენ. როგორც კი ზედა სართულზე განლაგე-
ბულ კაბინეტში შევიდნენ, ჯარისკაცები აქეთ-იქით გაიფანტნენ. ავეჯის
ცალკეულ ნაწილებს სათითაოდ ისე ათვალიერებდნენ, თითქოს ველუ-
რი ყვავილების მინდორში მოდებული თაფლიჭამია ბუზები ყოფილიყ-
277
ვნენ. ჭურჭლის კარადა, უჯრები და იატაკიდან ჭერამდე რომ სწვდებო-
და, წიგნის კარადის ყველა თარო გაჩხრიკეს. ასობით წიგნი გადაფურ-
ცლეს,გვერდებს შორის დამალულ საბუთებს ეძებდნენ. გულდასმით
შეისწავლეს ჰოვანეს სტამბოლელის საყვარელი წიგნები, დაწყებული
ბოდლერის „ბოროტების ყვავილებითა“ და ჟერარ დე ნერვალის „ქი-
მერებით“ და დამთავრებული ალფრედ დე მიუსეს „ღამეებითა“ და ჰი-
უგოს „საბრალონითა“ და „პარიზის ღვთისმშობლის ტაძრით“. ვიდრე
კუნთმაგარი ჯარისკაცი, მძივებივით თვალები რომ ჰქონდა, ეჭვით ათ-
ვალიერებდა რუსოს „საზოგადოებრივ ხელშეკრულებას“, ჰოვანეს
სტამბოლელი უნებურად დაფიქრდა ეპიზოდებზე, რომლებსაც ეს კაცი
ისე ჩასჩერებოდა, რომ რეალურად ვერც ვერაფერს ხედავდა:
„ადამიანი თავისუფალი იბადება, მაგრამ ყველგან ბორკილებშია.
სინამდვილეში, განსხვავება ის არის, რომ ველური ადამიანი საკუთა-
რი შესაძლებლობების ფარგლებში ცხოვრობს მაშინ, როდესაც მაღა-
ლი წრის ადამიანი საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებს მიღმა
ცხოვრობს და მხოლოდ სხვების შეხედულებების მიხედვით შეუძლია
ცხოვრება, თითქოს საკუთარი არსებობის შეგრძნებას მხოლოდ მის
შესახებ სხვების მსჯელობიდან იღებდეს“.
წიგნების დათვალიერება რომ მოისტუმრეს, კაკლის მაგიდის უჯრე-
ბის გადაქოთებას მიჰყვეს ხელი. სწორედ მაშინ შენიშნა ერთ-ერთმა
ჯარისკაცმა მაგიდაზე დადებული ოქროს გულსაბნევი და სერჟანტს მი-
აწოდა. სერჟანტმა მინიატიურული ბროწეული გამოართვა, ხელში
აწონა, ჰაერში შემოატრიალა, ლალის ქვები უკეთესად რომ დაენახა
და ჰოვანეს სტამბოლელს ღიმილით გაუწოდა.
- ასეთი ძვირფასი სამკაული ზემოთ არ უნდა დატოვოთ. აი, აიღეთ,
- თქვა სერჟანტმა აუღელვებელი და თავაზიანი ადამიანის გამომეტყვე-
ლებით.
- დიახ, გმადლობთ. საჩუქარია ჩემი ცოლისთვის, - მშვიდად მიუგო
ჰოვანეს სტამბოლელმა.
სერჟანტმა პოეტს სანდომიანი, გულწრფელი ღიმილით გაუღიმა,
მაგრამ გულითადი გამომეტყველება სასწრაფოდ შეცვალა უგუნებო-
278
ბამ. როცა სერჟანტმა ისევ დაიწყო ლაპარაკი, მის ხმაში რბილი ინტო-
ნაცია აღარ იგრძნობოდა.
- მითხარით, რა არის აქ ნათქვამი? - ჰკითხა სერჟანტმა, თან უჯრაში
ნაპოვნ ქაღალდების დასტაზე მიუთითა, ერთიანად სომხური ასოებით
რომ იყო ნაწერი.
ჰოვანეს სტამბოლელმა უმალ იცნო ლექსი, მაშინ რომ დაწერა, რო-
ცა ავად იყო და მაღალი სიცხე ჰქონდა. ეს ამბავი გასულ შემოდგომაზე
მოხდა. ზუსტად სამ დღეს იწვა ლოგინში. ისე ცახცახებდა და ოფლია-
ნობდა, თითქოს მთელი სხეული დახვრეტილ კასრად გადაქცეოდა და
იცლებოდა. მთელი ამ დროის განმავლობაში არმანუში მის საწოლს არ
მოშორებია, ძმრით გაჟღენთილ ცივ პირსახოცებს შუბლზე აფენდა და
გულმკერდს ყინულის ნატეხებით უზელდა. მერე, მესამე დღის ბოლოს,
როცა სიცხემ, ბოლოს და ბოლოს, დაიწია, ჰოვანეს სტამბოლელს ერ-
თი ლექსი მოუვიდა თავში. ნაწარმოები ისე მიიღო, როგორც საზღაური
ტანჯვა-წამებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური სულაც არ
იყო, პოეტს მტკიცედ სჯეროდა ღვთიური საზღაურის არსებობისა, რო-
მელიც, მისი აზრით, ამ ლექსისთანა უმნიშვნელო ნიშნებსა და საჩუქ-
რებში უფრო გამოიხატებოდა, ვიდრე მასშტაბურ რამეებში. - წაიკით-
ხეთ! - სერჟანტმა ოდნავ წაჰკრა იდაყვი ფურცლებს.
ჰოვანეს სტამბოლელმა სათვალე გაიკეთა და პირველი სტრიქონე-
ბი წაიკითხა. ხმა უკანკალებდა.
„ძილში პატარა ტირის
და არც კი იცის, რატომ.
ენატრება და ტირის
ჩუმად და უსასრულოდ,
ვერ დაამშვიდებ ამ ბავშვს...
მეც მენატრები, სულო…“
- ლექსებია, - შეაწყვეტინა სერჟანტმა. ეს სიტყვა ისეთი ინტონაციით
თქვა, თითქოს იმედგაცრუებული იყო.
- ჰო, - თავი დააქნია ჰოვანეს სტამბოლელმა, თუმცა, ვერ გაეგო,
სერჟანტის ნათქვამი კარგს ნიშნავდა თუ ცუდს. ნაპერწკალი, სერჟან-
279
ტის თვალებში რომ დაინახა, მტრულს არ ჰგავდა. შესაძლოა, სერ-
ჟანტს ეს სტრიქონები მოეწონა. შესაძლოა, ახლა წასულიყო და თავისი
ჯარისკაცებიც თან წაეყვანა.
- ჰო-ვა-ნეს სტამ-ბო-ლე-ლი, - ბუტბუტით თქვა სერჟანტმა. სიტყვებს
ყლაპავდა, - ერუდირებული კაცი ხართ, განათლებული. გიცნობენ და
პატივს გცემენ. თქვენისთანა დახვეწილი ადამიანი რატომ უნდა იყოს
შეთქმულებაში უნამუსო მეამბოხეების ჯგუფთან?
ჰოვანეს სტამბოლელმა შავი თვალები ფურცელს მოსწყვიტა და
დაბნეულად დააფახურა. არ იცოდა, რა უნდა ეთქვა თავის დასაცავად,
რადგან არ იცოდა, რაში სდებდნენ ბრალს.
- სომეხი მეამბოხეები... ისინი კითხულობენ თქვენს ლექსებს, მერე
კი ოტომანთა სასულთნოს უჯანყდებიან, - თქვა სერჟანტმა, თან შეფიქ-
რიანებული შუბლს იჭმუხნიდა, - თქვენ მათ ამბოხებისკენ უბიძგებთ.
ჰოვანეს სტამბოლელმა ერთბაშად გააცნობიერა, რასაც აბრალებ-
დნენ და ბრალდების სიმძიმეც.
- ოფიცერო, - თქვა პოეტმა, თან დაჟინებით უყურებდა სერჟანტს,
რომელიც ასევე დაჟინებით უცქერდა. ჰოვანეს სტამბოლელს ეშინო-
და, ვაითუ თვალი მოვაშორო და ჩვენ შორის არსებული კითხვა-პასუ-
ხის ერთადერთი ხიდი სამუდამოდ ჩატყდესო, - თავადაც განათლებუ-
ლი ადამიანი ხართ და მიხვდებით ჩემი მდგომარეობის სირთულეს.
ლექსები ჩემი წარმოსახვის გამოძახილია. ლექსებს ვწერ და ვაქვეყ-
ნებ, მაგრამ მე არ შემიძლია იმის გაკონტროლება, ვინ და კონკრეტუ-
ლად რა მიზნით კითხულობს მათ.
სერჟანტი დაფიქრებული ჩანდა. თითები სათითაოდ გაატკაცუნა,
მერე კი ისე ჩაახველა, თითქოს სათქმელის მნიშვნელობის ხაზგასმა
უნდოდა:
- ჩემთვის ეს დილემა სრულიად გასაგებია, თუმცა, კი საკუთარი
სიტყვების გაკონტროლება შეგიძლიათ. თქვენ წერთ მათ. პოეტი თქვენ
ხართ.
ჰოვანეს სტამბოლელითავგანწირვით შეებრძოლა შიშს, ასე სწრა-
ფად რომ ეძალებოდა. პოეტი იქამდე ათვალიერებდა ოთახს, ვიდრე
280
უფროსი ვაჟიშვილის მზერას არ წააწყდა. ბიჭი კარის გვერდით იდგა და
კაბინეტში იჭყიტებოდა.
როდის დაუსხლტა სამზარეულოდან? რამდენ ხანს უყურებდა მამა-
სა და ჯარისკაცებს? ძლიერი სიბრაზისაგან, სამხედროების მიმართ
რომ განიცდიდა, იერვანთს ლოყები შეჰფაკვლოდა, მაგრამ მის გამო-
მეტყველებაში იყო რაღაც ისეთიც, რაღაც სიბრაზეზე მეტი. ბიჭს ყმაწ-
ვილ სახეზე უცნაური შეშფოთება ეტყობოდა და რაღაცნაირი გონიერი
ჩანდა. ჰოვანეს სტამბოლელმა ვაჟს გაუღიმა, შეეცადა, დაერწმუნები-
ნა, რომ ყველაფერი რიგზე იყო, მერე კი ანიშნა, დედასთან დაბრუნ-
დიო, თუმცა, იერვანთი ადგილიდან არ იძვროდა.
- ვშიშობ, რომ ჩვენთან ერთად უნდა წამოხვიდეთ, - თქვა სერჟან-
ტმა.
- არ შემიძლია, - დაუდევრად მიუგო ჰოვანეს სტამბოლელმა და მიხ-
ვდა, რამდენად უბადრუკი იყო მიზეზი, რომლის თქმასაც აპირებდა, -
დღეს წიგნი უნდა დავასრულო... ბოლო თავია... - იფიქრა პოეტმა, მაგ-
რამ ხმამაღლა სულ სხვა რამ თქვა, - ცოლს უნდა დაველაპარაკო.
ვიდრე წაიყვანდნენ, ბოლო, რაც ჰოვანეს სტამბოლელის მეხსიერე-
ბაში აღიბეჭდა, მისი მეუღლის გამომეტყველება გახლდათ. ქალს გუ-
გები გაფართოებოდა და ტუჩებზე მკვდრისფერი ედო. არმანუში არც
ტიროდა და არც გაკვირვებული იყო.
ასე იყო თუ ისე, პოეტის მეუღლე უკიდურესად დაღლილ ადამიანს
ჰგავდა, თითქოს კარის ღიობში დგომას მისთვის ძალ-ღონე მთლი-
ანად გამოეცალა. ნეტავი ახლა შესძლებოდა მისი ხელები ხელში მო-
ექცია, მაგრად მოხვეოდა და ჩუმად ეთქვა: „ძლიერი იყავი, ყოველ-
თვის ძლიერი იყავი ჩვენი ბავშვების გულისთვის და იმისთვის, ვინც მა-
ლე უნდა დაიბადოს“. არმანუში ოთხი თვის ორსული იყო.
ცოლისთვის საჩუქრის მიცემა რომ დაავიწყდა, ჰოვანეს სტამბო-
ლელს მხოლოდ მაშინ გაახსენდა, როცა მუჯლუგუნი წაჰკრეს და სა-
დარბაზო კარიდან ბნელ ქუჩაში გავიდა ჯარისკაცების თანხლებით. ხე-
ლები ჯიბეებში ჩააცურა და გულზე მოეშვა, როცა თითის წვერებით ოქ-
როს ბროწეულთან შეხება ვერ იგრძნო. სახლში დაეტოვებინა, საწერი
281
მაგიდის უჯრაში. ნაზად გაეღიმა, იფიქრა, როგორ ესიამოვნება არმა-
ნუშს, საჩუქარს იქ რომ ნახავსო.
***
როგორც კი ჯარისკაცები წავიდნენ, კარის ზღურბლთან სწრაფი ნა-
ბიჯების ხმა გაისმა. კარის მეზობელი იყო. კეთილ, ფუმფულა ქალს,
სულ მხიარულ განწყობაზე რომ იყო, ახლა მხიარულის გარდა ყველა-
ფერი ეთქმოდა. მეზობლის სახეზე დანახულმა შეშინებულმა გამომეტ-
ყველებამ არმანუში ძილბურანიდან გამოიყვანა და ჰოვანეს სტამბო-
ლელის მეუღლემაც თავს შიშის უფლება მისცა. არმანუშმა იერვანთს
თავისკენ მოქაჩა და ტუჩების ცახცახით უთხრა: „წადი, შვილო, წადი ბი-
ძაშენ ლევონთან… და უთხარი, ახლავე მოვიდეს. უთხარი, რაც მოხ-
და“.
ბიძია ლევონი იქვე, ბაზრის მოედანთან მოკრძალებულ ორსართუ-
ლიან სახლში მარტო ცხოვრობდა. სახლის პირველ სართულზე სახე-
ლოსნო იყო. ბიძიას ახალგაზრდობაში ერთ სომეხ ლამაზმანზე შევარ-
დნოდა გული და შესაძლოა, ახლაც უყვარდა. რაკი რჩეულის ხელის
თხოვნაზე უარი მიიღო, ბიძია ლევონს გადაუწყვეტია, არასოდეს და-
ქორწინებულიყო და ამიტომ წლების განმავლობაში თავდაუზოგავად
შრომობდა თავის სახელოსნოში,რომლის ნაწარმიც ხარისხით იყო
განთქმული. ბიძია ლევონი მექვაბე იყო და მთელ იმპერიაში საუკეთე-
სო ქვაბებს აკეთებდა.
ქუჩაში გასულმა იერვანთმა რამდენიმე ნაბიჯი გაიარა ბიძის სახ-
ლისკენ, მაგრამ მერე ერთბაშად შედგა და საპირისპირო მხარეს მიბ-
რუნდა, იქით, საითაც მამამისი წაიყვანეს და ადგილს მოსწყდა. ქუჩა
თავიდან ბოლომდე გაირბინა, მაგრამ მამის კვალსაც კი ვერ მიაგნო.
არავინ და არაფერი ჩანდა. თითქოს მამაცა და თურქი ჯარისკაცებიც
სადღაც გამქრალიყვნენ. ცოტა ხანში ბიჭმა ბიძია ლევონის სახლს მი-
აღწია, მაგრამ ზედა სართულში არავინ დახვდა. სახელოსნოს კარზე
დააკაკუნა. იმედი ჰქონდა, რომ ბიძია იქ იქნებოდა. ლევონისათვის მა-
ღაზიაში გვიანობამდე მუშაობა ჩვეულებრივი ამბავი იყო, მაგრამ სახე-
ლოსნოს კარი ბიძიას მოწაფემ, წყნარმა და ბეჯითმა თურქმა ბიჭმა, რი-
282
ზა სელიმმა გაუღო. რიზას ფაიფურივით თეთრი კანი და ძალიან ხვე-
ული, ყორნისფერი თმა ჰქონდა.
- ბიძაჩემი სად არის? - იკითხა იერვანთმა.
- ოსტატი ლევონი წასულია, - უპასუხა რიზა სელიმმა მოგუდული
ხმით, ძლივს რომ ამოსდიოდა ყელიდან, - შუადღეზე ჯარისკაცები მო-
ვიდნენ და წაიყვანეს, - ამის თქმა იყო და, რიზა სელიმმა მანამდე შეკა-
ვებულ ცრემლებს გზა მისცა. ბიჭი ობოლი იყო, ბიძია ლევონი კი ბოლო
ექვსი წლის განმავლობაში მამასავით ექცეოდა, - არ ვიცი, რა ვქნა... -
თქვა რიზამ, - ველოდები...
ბრუნდებოდა შინ იერვანთი, მირბოდა მიხვეულ-მოხვეულ ციცაბო
ქუჩებზე ხან აღმოსავლეთისკენ, ხან დასავლეთისკენ და ეძებდა რაღა-
ცას, ნებისმიერ რამეს, რაც სასიკეთო ნიშანი შეიძლებოდა ყოფილიყო.
ჩაურბინა ცარიელ ყავახანებს, ბინძურ მოედნებსა და დრომოჭმულ
სახლებს, საიდანაც türlü სუნი და ბავშვების ტირილის ხმა მოდიოდა.
ერთადერთი სულიერი, რომელიც გზად შეხვდა, მოწითალო-მოყავის-
ფრო კნუტი იყო, საწყალობლად რომ კნაოდა ჭუჭყიან წყლის ჩასადენ
ღარზე და პაწაწინა მუცელს ილოკავდა, რომელზეც ღია ჭრილობა
ჰქონდა. ღრმა, შეშუპებულიჭრილობის ირგვლივ სისხლი მიხმობოდა.
წლების შემდეგ, როცა მამაზე ფიქრობდა, იერვანთს სულ ის კნუტი
ახსენდებოდა ხოლმე, მარტოდმარტო რომ იყო ბნელ და ცარიელ ქუ-
ჩაზე. პირკინიკში მდებარე სომეხი კათოლიკეების პატარა სოფელ სი-
ვასშიც კი, სადაც ბებია-ბაბუასთან თავის შესაფარებლად მხოლოდ
იმისთვის წავიდნენ, რომ ერთ ღამეს ჯარისკაცები სახლში შესცვივ-
ნოდნენ და გარეთ გამოეყარათ; მაშინაც კი, როცა ათასობით მშიერ-
მწყურვალ და ნაცემ სომეხთან ერთად ფეხით მიდიოდა ცხენზე ამხედ-
რებული ჯარისკაცების თანხლებით; მაშინაც კი, როცა გაჭირვებით მი-
ღოღავდა ტალახის, ნარწყევის, სისხლისა და ექსკრემენტების გრძელ
და სქელ ხალიჩაზე; მაშინაც კი, როცა არ იცოდა, როგორ გაეჩერებინა
ატირებული პატარა და, შუშანა, რომელსაც მერე ერთ დღეს აურზაურ-
ში სულ ერთი წამით გაუშვა ხელი და თვალთახედვიდან დაკარგა; მა-
შინაც კი, როცა უყურებდა დედამისის ფეხებს, შეშუპებისგან იისფერი
283
ვენებითა და სისხლით დაფარულ ორ მტკივნეულ ცისფერ ბალიშს რომ
დამსგავსებოდა; მაშინაც კი, როცა ნიავის ქროლისას მოფარფატე ტი-
რიფის გამხმარი, მსუბუქი ფოთოლივით ქალი გარდაიცვალა; მაშინაც
კი, როცა გზაზე დაყრილ დასიებულ, აყროლებულ გვამებს და ცეცხლსა
და კვამლში გახვეულ გომურებს უყურებდა; მაშინაც კი, როცა სირიის
უდაბნოში ულუკმაპუროდ დარჩენილები, ის და მისი ძმები ცხვრებივით
ბალახობდნენ; მაშინაც კი, როდესაც ბავშვები ამერიკელი მისიონერე-
ბის ჯგუფმა გადაარჩინა, რომლებსაც საკუთარი თავი გადასახლებისას
აქეთ-იქით გაფანტული სომეხი ობლების შეკრებისთვის მიეძღვნათ;
მაშინაც კი, როდესაც სხვებთან ერთად ისევ უკან დააბრუნეს სივასის
ამერიკულ კოლეჯში, რომელიც თავშესაფრის ფუნქციას ასრულებდა,
იქიდან კი ამერიკაში გაგზავნეს; მაშინაც კი, როცა წლების შემდეგ, ბო-
ლოს და ბოლოს, სტამბოლში თავისი უმცროსი და, შუშანა იპოვა და მი-
სი სან-ფრანცისკოში წაყვანა მოახერხა; მაშინაც კი, როცა წლების შემ-
დეგ შვილებითა და შვილიშვილებით გარშემორტყმული მხიარულად
ვახშმობდა ხოლმე, იერვანთის გონებაში უწინდებურად იყო ჩაბეჭდი-
ლი ის პატარა კნუტი.
***
- საკმარისია, - შესძახა დეიდა ბანუმ და შეკრთა. თავშალი შეიხსნა
და ვერცხლის თასს გადააფარა, - ამის მოსმენა აღარ მინდა. რისი გა-
გებაც მინდოდა, გავიგე...
- ჯერ ყველაფერი არ გინახავს, - შეეპასუხა ბატონი სიმწარე ზრიალა
ხმით, - ჯერ ტილებზე არ მომიყოლია.
- ტი... ტი-ლებ-ზე? - ენის ბორძიკით თქვა დეიდა ბანუმ. რა ძალასაც
უნდა ეკარნახებინა მისთვის ამ სეანსის შეწყვეტა, ახლა ბანუ სხვა ჭკუ-
აზე იყო. თავშალი აიღო და ისევ თასში ჩაიჭყიტა.
- ჰო, ტილები, ჩემო მბრძანებელო, მნიშვნელოვანი დეტალია, -
თქვა ბატონმა სიმწარემ, - გახსოვს ის მომენტი, პატარა შუშანას უფროს
ძმაზე ხელი რომ გაეშვა და მოულოდნელად ბრბოში დაიკარგა? ოჯა-
ხისგან, რომელთანაც იმ იმედით მივიდა, რომ რაღაცას მაინც შეჭამდა,
ტილები შეესია. იმ ოჯახს თავადაც ბევრი არაფერი ჰქონდა და გოგონა
284
მოისროლეს. რამდენიმე დღეში მაღალი სიცხისგან იწვოდა. ტიფი
ჰქონდა.
დეიდა ბანუს ხმამაღალი, გრძელი ოხვრა აღმოხდა.
- იქ ვიყავი. ყველაფერი ვნახე. შუშანა მუხლებზე დაეცა. ამ ამალაში
მისი მიხმარების თავი არავის ჰქონდა. მიწაზე დავარდნილი გოგონა
იქვე დატოვეს. შუბლი ოფლით ჰქონდა დაცვარული, თმა ტილებით -
სავსე!
- საკმარისია! - ფეხზე წამოდგა დეიდა ბანუ.
- რა, საუკეთესო ნაწილის მოსმენას არ აპირებ? არ გინდა, გაიგო,
რა შეემთხვა პატარა შუშანას? - იკითხა ბატონმა სიმწარემ ისე, თითქოს
თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა, - გინდოდა, თქვენი სტუმრის ოჯა-
ხის შესახებ გაგეგო, არა? პატარა შუშანა, რომელზეც გიამბობ, თქვენი
სტუმრის ბებიაა.
- ჰო, - მიუგო დეიდა ბანუმ, - მაგას მივხვდი. განაგრძე!
- კეთილი! - თქვა გამარჯვებით აღფრთოვანებულმა ბატონმა სიმწა-
რემ, - მას შემდეგ, რაც გზაზე ცოცხალ-მკვდარი დატოვეს და ჰორიზონ-
ტზე ადამიანების ჯაჭვიც გაუჩინარდა, პატარა შუშანა ორმა ქალმა იპო-
ვა. ქალები ახლომახლო თურქული სოფლიდან იყვნენ. დედა-შვილი
იყო. ავადმყოფი ბავშვი შინ წაიყვანეს, დაფნის საპნით კარგად აბანა-
ვეს და მინდვრის ყვავილებისაგან გაკეთებული წამლებით ტილები მო-
აშორეს. აჭამეს, უმკურნალეს. სამი კვირის შემდეგ, როცა ერთი მა-
ღალჩინოსანი ოფიცერი ჯარისკაცებთან ერთად სოფლის სიახლოვეს
გაჩერდა და იქაურები დაჰკითხა, ამ არემარეში სომეხ ობლებს ხომ არ
გადასწყდომიხართო, თურქმა დედამ შუშანა თავისი ქალიშვილის
მზითვის სკივრში დამალა და გადაარჩინა. ერთი თვის შემდეგ პატარა
გოგონა ფეხზე დადგა, თუმცა, ბევრს არ ლაპარაკობდა და ღამით ძილ-
ში ტიროდა.
- მეგონა, თქვი, რომ სტამბოლში დააბრუნეს... - ბოლოს კი, მომდევ-
ნო ექვსი თვის განმავლობაში დედა-შვილი შუშანას ისე უვლიდა, თით-
ქოს მათი ოჯახის ერთ-ერთი წევრი ყოფილიყო და, ალბათ, ასეც გააგ-
რძელებდნენ, მაგრამ სოფელში ხროვა გამოჩნდა. ჩხრეკდნენ და ძარ-
285
ცვავდნენ სახლებს. რეგიონის ყველა თურქულ და ქურთულ სოფელში
ჩერდებოდნენ და აქოთებდნენ იქაურობას. პატარა სომეხი გოგონაც
მალეიპოვეს. დედა-შვილის გოდების მიუხედავად, შუშანა მაინც წაიყ-
ვანეს. გაგონილი ჰქონდათ ბრძანების შესახებ, რომლის თანახმადაც,
თორმეტ წლამდე ასაკის ობლები ქვეყანაში არსებულ უდედმამოთა
თავშესაფრებში უნდა მიეყვანათ. ასე რომ, ცოტა ხანში პატარა შუშანა
ალეპოს ობოლთა თავშესაფარში აღმოჩნდა, მაგრამ რაკი იქ ადგილე-
ბი აღარ იყო, სტამბოლის ერთ-ერთ სკოლაში წაიყვანეს, სადაც მასზე
რამდენიმე ხოჯაჰანიმი ზრუნავდა. ზოგიერთი მათგანი კეთილგანწყო-
ბილი და ყურადღებიანი იყო, ზოგი - გულცივი და მკაცრი. სხვა ბავშვე-
ბივით, შუშანასაც თეთრი კაბა და უღილო შავი პალტო ჩააცვეს. გოგო-
ნები და ვაჟები ერთად იყვნენ. ბიჭები წინადაცვითეს. ყველა ბავშვს,
მათ შორის შუშანასაც, სახელები შეუცვალეს. ახლა მას ყველა შერმინს
ეძახდა. გვარიც მისცეს: 626.
- კმარა! - დეიდა ბანუმ ისევ გადააფარა თავშალი ვერცხლის თასს
და ჯინს ხანგრძლივი, გამჭოლი მზერა მიაპყრო.
- დიახ, მბრძანებელო, როგორც ინებებთ, - წაილუღლუღა ბატონმა
სიმწარემ, - თუმცა, ამბის უმნიშვნელოვანესი ნაწილი გამოტოვეთ. გა-
მაგებინეთ, როგორც კი ისურვებთ ამ ნაწილის მოსმენასაც, რადგან
ჩვენ, გულიაბანებმა, ყველაფერი ვიცით. იქ ვიყავით. შუშანას წარსუ-
ლის შესახებ გიამბე, როცა პატარა გოგო იყო, ახლა კი არმანუშის ბე-
ბიაა. ისეთი რამეები გითხარი, თქვენმა სტუმარმა რომ არ იცის. მოუყ-
ვები? ფიქრობ, უფლება აქვს იცოდეს?
დეიდა ბანუ ჩუმად იდგა. მოუყვებოდა კი ოდესმე ამ ამბავს არმა-
ნუშს, რომელიც იმ ღამეს მოისმინა? რომც ნდომოდა, როგორ უნდა ეთ-
ქვა მისთვის, რომ მისი ოჯახის ამბავი წყლით სავსე ვერცხლის თასში
ჯინებს შორის ყველაზე უარესმა, გულიაბანმა დაანახვა? დაუჯერებდა
კი არმანუში? გარდა ამისა, გოგონას მართლაც რომ დაეჯერებინა, განა
უკეთესი არ იყო, არასოდეს სმენოდა ყველა ამ გულსატკენი წვრილმა-
ნის შესახებ.

286
დეიდა ბანუ ნუგეშის მისაღებად ქალბატონ სიამეს მიუბრუნდა, მაგ-
რამ ერთადერთი, რაც ამ მზრუნველი ჯინისაგან პასუხის ნაცვლად მი-
იღო, მორიდებული ღიმილი და თავის გარშემო იის, ვარდისა და პორ-
ფირისფერი შარავანდედის ციალი იყო. ჯინის შარავანდედთან ერთად
აალდა ერთი მტკივნეული კითხვაც: მართლა თუ ჯობდა ადამიანები-
სათვის საკუთარი წარსულის შესახებ მეტის ცოდნა? მეტის და მეტის?
თუ უკეთესი იყო, რაც შეიძლებოდა ცოტა გცოდნოდა და ის მცირედიც
დაგევიწყებინა, რაც იცოდი?
***
გათენდა. ერთი მოკლე ნაბიჯით დაშორდა ერთმანეთის გასაყარს
დღე და ღამე. ეს დღის განმავლობაში ერთადერთი დროა, როცა სიზ-
მრების ახდენაზე ოცნება საკმაოდ ადრეა, მაგრამ სიზმრის სანახავად
ძალიან გვიანია - შორსაა მორფევსის საბრძანებელი.
ალაჰის თვალი ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნეა. ეს არის თვა-
ლი, რომელიც არასოდეს იხუჭება, ალაჰი თვალს არც კი ახამხამებს.
და მაინც, დანამდვილებით ვერავინ გეტყვით, ასევე ყოვლად თვალმი-
საწვდენია დედამიწა თუ არა. თუკი დედამიწა სცენაა, რომელზეც ცი-
ური მზერისათვის სანახაობა სანახაობაზე იმართება, შეიძლება წარ-
მოდგენებს შორის იყოს დრო, როდესაც ფარდა ეშვება და გამჭვირვა-
ლე თავშალი ვერცხლის ჯამის ზედაპირს ფარავს.
სტამბოლი ათი მილიონი ადამიანისაგან შემდგარი დომხალია, ათი
მილიონი ნავაივაგლახარი ამბავია. იღვიძებს სტამბოლი მოუსვენარი
ძილის შემდგომ და უკვე მზად არის პიკის საათის სრული აურზაური-
სათვის. ძალიან ბევრ მლოცველს უნდა გაეცეს პასუხი, ძალიან ბევრი
ღვთის გმობა უნდა მოინიშნოს, ძალიან ბევრ ცოდვილსა და უცოდ-
ველს უნდა მიედევნოს თვალი.
სტამბოლში უკვე დილაა.

287
13

ლეღვის ჩირი
თვე თვეს მისდევს. ყველა თვემ იცის, წელიწადის რომელ დროს მი-
ეკუთვნება და იქცევა ისე, როგორც ჯერ არს. მარტო ერთმა თვემ არ
იცის, რა უნდა ქნას. ეს თვე მარტია.
სტამბოლში ფსიქოლოგიურად და ფიზიკურადაც ყველაზე გაუწო-
ნასწორებლად მარტი იქცევა. შეიძლება გადაწყვიტოს, რომ გაზაფხუ-
ლის თბილი და სურნელოვანი თვე ბრძანდება და ეს მხოლოდ იმიტომ,
რომ ზუსტად მეორე დღეს ზამთრად გადაიქცეს და ირგვლივ ცივი ქარი
და თოვლჭყაპი გააჩინოს. 19 მარტი იდგა. უჩვეულოდ მზიანი შაბათი
დღე იყო. ამ სეზონისათვის დამახასიათებელ საშუალო ტემპერატურა-
ზე გაცილებით მეტად თბილოდა. ასია და არმანუში ორთაკოიდან თაქ-
სიმის მოედნისაკენ განიერ, ქარისაგან გადახვეტილ გზას მიუყვებოდ-
ნენ. ორივემ გაიხადა სვიტერი.
ასიას ხორცისფერსა და დამწვარი შაქრის ფერში ხელით მოხატუ-
ლი ბატიკის გრძელი კაბა ეცვა. ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე გოგონას
ყელსაბამებსა და სამაჯურებს წყება-წყება გაუდიოდა ჩხარაჩხური.
აი, არმანუში კი საკუთარი სტილის ერთგული იყო: ლურჯი ჯინსის
შარვალი და ბალერინის პუანტებივით ღია ვარდისფერი, ფარფალა მა-
ისური არიზონის უნივერსიტეტის ემბლემით. ტატუს სალონში მიდიოდ-
ნენ.
- ისე მიხარია, ბოლოს და ბოლოს, არამს რომ ნახავ, - სახე გაუბ-
რწყინდა ასიას და ტილოს ჩანთა ერთი მხარიდან მეორეზე გადაიტანა,
- ისეთი კარგი ადამიანია.
- ეს სახელი ადრეც გითქვამს, მაგრამ წარმოდგენაც არა მაქვს, ვის-
ზე ლაპარაკობ.
- ოჰ, ის... - შეყოვნდა ასია. უნდოდა, ინგლისურად სწორი სიტყვა შე-
ერჩია. სიტყვა „შეყვარებული“ ამ სიტუაციისთვის მეტისმეტად მსუბუ-
ქად ჟღერდა, „ქმარი“ ფორმალური თვალსაზრისით არ იყო სწორი,
„საქმრო“ სიმართლეს არ ჰგავდა. თითქოს „დანიშნული“ უფრო ერგე-
288
ბოდა, მაგრამ საქმე ის გახლდათ, რომ დეიდა ზელიჰა და არამი ოფი-
ციალურად დანიშნული არასოდეს ყოფილან, - დეიდა ზელიჰას მეორე
ნახევარია.
გზის გადაღმა, კოხტად მოჩუქურთმებული ოტომანური თაღის ქვეშ,
გოგონებმა ორ ბოშა ბიჭუნას მოჰკრეს თვალი. ერთ-ერთი სანაგვე კო-
დიდან თუნუქის ქილებს ექაჩებოდა და ნახევრად დაშლილ ოთხთვა-
ლაზე ახვავებდა.
მეორე ბიჭი ოთხთვალას კიდეზე იჯდა, თუნუქის ქილებს ახარისხებ-
და და ტყავიდან ძვრებოდა, მძიმე შრომის ილუზია რომ შეექმნა, არა-
და, მზეს ეფიცხებოდა. „როგორი იდილიური ცხოვრება იქნებოდა“, -
გაიფიქრა ასიამ. რას არ დათმობდა, ოთხთვალაზე წამოსკუპებული ბი-
ჭისთვის ადგილი რომ გაეცვალა. თავდაპირველად წავიდოდა, ერთ
ჯახრაკ, დავარდნილ ცხენს მოძებნიდა და იყიდდა. მერე ცხენიანი ოთ-
ხთვალათი ყოველდღე ივლიდა სტამბოლის ქუჩებში აღმა-დაღმა და
რაღაცებს შეაგროვებდა. გულწრფელად მობოჭავდა ადამიანთა ყოფის
ყველაზე გულმიუვალ არტეფაქტებს და გულში ჩაიკრავდა ნაგავს, გაპ-
რიალებული ზედაპირის ქვეშ რომ ლპებოდა. ასიას ისეთი გრძნობა
ჰქონდა, თითქოს სტამბოლელ მენაგვეს შეიძლებოდა იმაზე ნაკლებად
სტრესული ცხოვრება ჰქონოდა, ვიდრე მასა და მის მეგობრებს კაფე
„კუნდერადან“. მენაგვე თუ გახდებოდა, ქალაქში ჯონი კეშის სიმღერე-
ბის სტვენა-სტვენით იხეტიალებდა, მაცოცხლებელი სიო თმაზე მიე-
ალერსებოდა და მზე ძვლებს გაუთბობდა. ვინც კი ამ ნეტარი ჰარმონი-
ის დარღვევას გაბედავდა, შიშით სულს გააფრთხობინებდა, თავისი
უზარმაზარი ბოშური გვარ-ტომით დაემუქრებოდა, რომელშიც, ალ-
ბათ, ყველა ნასამართლევი იქნებოდა სისხლის სამართლის რომელი-
მე მძიმე დანაშაულისათვის.
სიღარიბე პრობლემა კი იყო, მაგრამ ზამთარი გასული გახლდათ
და ასიამაც გადაწყვიტა, რომ მენაგვეობა საინტერესო იქნებოდა, მერე
კი საკუთარი დასკვნა გონებაში მოინიშნა. ეს იმ შემთხვევისთვის, თუ
კოლეჯის დამთავრების შემდეგ უკეთეს საქმეს ვერ მოძებნიდა. ეს იყო
და, გოგონამ სტვენაც წამოიწყო. სტროფის ბოლოში რომ მივიდა, მხო-
289
ლოდ მაშინ შეამჩნია, არმანუში ისევ ელოდა მისგან უფრო დეტალურ
პასუხს რამდენიმე წუთის წინ დასმულ შეკითხვაზე.
- ჰო, ისა, ალაჰმა უწყის, რამდენი ხანია, რაც დეიდა ზელიჰა და არა-
მი ერთმანეთს ხვდებიან. მგონი, ჩემთვის მამინაცვალივითაა, ლოგი-
კური რომ ვიყოთ, ბიძიანაცვალს უნდა ვეძახდე... თუ რაღაცას.
- რატომ არ ქორწინდებიან?
- ქორწინდებიან? - ასიამ ეს სიტყვა ისე გადააპურჭყა, თითქოს კბი-
ლებს შორის გაჩხერილი საჭმელი ყოფილიყო.
ის-ის იყო, თუნუქის ქილების შემგროვებლისთვის უნდა ჩაევლოთ,
რომ ასიამ თავისთვის მისაბაძი მაგალითები ახლოდან დაათვალიერა
და მიხვდა, ბიჭები კი არა, გოგონები იყვნენ. ეს ამბავი უფრო მეტად მო-
ეწონა კიდეც. სქესობრივი საზღვრების გაბუნდოვნება კიდევ ერთი მი-
ზეზი იყო იმისთვის, რომ მენაგვე გამხდარიყო.
ასიამ სიგარეტი ტუჩებს შორის მოიქცია, მაგრამ ანთების ნაცვლად,
მის ბოლოს ერთი წუთის განმავლობაში ისე წუწნიდა, თითქოს საჭ-
მლად ვარგის ქაღალდში შეფუთული სიგარეტის ფორმის შოკოლადის
ჩხირი ყოფილიყო, მერე კი ერთი ფარული აზრი აღმოაჩინა:
- დარწმუნებული ვარ, არამი ქორწინებაზე უარს არ იტყოდა, მაგრამ
დეიდა ზელიჰა არასოდეს მისთხოვდება ვინმეს.
- კი მაგრამ, რატომ? - დაინტერესდა არმანუში.
ნიავმა სწორედ მაშინ შეიცვალა მიმართულება და არმანუშმა ზღვის
მძაფრი სურნელი შეიგრძნო. ეს ქალაქი ერთმანეთში არეული ნაირ-
ნაირი სუნის ერთობლიობა იყო. მძაფრი, მძაღე არომატები ტკბილსა-
და ამაღელვებელ სურნელებს შერეოდა. თითქმის ყველანაირი სუნი
არმანუშს რომელიღაც კერძს აგონებდა, - გოგონა სტამბოლს უკვე ისე
აღიქვამდა, როგორც საჭმელად ვარგის რაღაცას. უკვე რვა დღე იყო,
რაც ჩამოვიდა და რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო დახლარ-
თულად და მრავალწახნაგოვანად ესახებოდა სტამბოლი. თუ თავად
ქალაქს არა, შეიძლება იმას ეჩვეოდა, რომ იქ ჩასული უცხოელი იყო.
- ეჭვი თითქმის არ მეპარება, ამის მიზეზი ის არის, რაც დეიდა ზელი-
ჰას მამაჩემთან შეემთხვა, ვინც გინდა ყოფილიყო ის კაცი, - განაგრძო
290
ასიამ, - ალბათ, ამიტომ ეწინააღმდეგება ასე ქორწინებას. ვფიქრობ,
რომ კაცებისადმი უნდობლობის პრობლემაა.
- ჰო, მესმის, - თქვა არმანუშმა.
- არ გეჩვენება, რომ ქალებსა და მამაკაცებს შორის უზარმაზარი
განსხვავებაა, როდესაც საქმე სასიყვარულო ურთიერთობის მერე
წელში ხელახლა გამართვაზე მიდგება? იმას ვგულისხმობ, რომ საში-
ნელი ქორწინების, რომანის ან რაღაც ეგეთი ჯანდაბის გადატანის შემ-
დეგ ქალები კარგა ხნის განმავლობაში თავს არიდებენ ახალ ურთიერ-
თობას. კაცებთან პირიქით ხდება. როგორც კი ერთ კატასტროფას
თავს დააღწევენ, ახალი კატასტროფის ძებნას იწყებენ. კაცებს მარტო
ყოფნა არ შეუძლიათ.
არმანუშმა თანხმობის ნიშნად თავი ერთბაშად დააქნია, თუმცა, ასი-
ას მოდელი მისი მშობლების მდგომარეობას დიდად არ შეეფერებოდა.
განქორწინების შემდეგ სწორედ დედამისი გათხოვდა ხელმეორედ, მა-
შინ, როდესაც მამამისი დღემდე უცოლო იყო.
- ეს არამი... საიდან არის? - იკითხა არმანუშმა.
- სადღაც აქედანაა, ჩვენსავით, - ასიამ ჯერ მხრები აიჩეჩა, მაგრამ
წამიც და, გაიაზრა, რაც ჰკითხეს. გაუკვირდა, პასუხი რომ არ ჰქონდა.
სიგარეტი, რომელსაც წუწნიდა, აანთო და ნაფაზი დაარტყა. როგორ
ვერ დააკავშირა რაღაცები ერთმანეთთან?
არამი სტამბოლელი სომხების ოჯახიდან იყო. თეორიულად, ის სო-
მეხი იყო.
და მაინც, იყო რაღაც ისეთი, რის გამოც არამი ვერც სომეხი იქნე-
ბოდა, ვერც თურქი და ვერც რომელიმე სხვა ერის შვილი. არამი მხო-
ლოდ არამი თუ იქნებოდა, ერთი ყოვლად განუმეორებელი ადამიანი.
უნიკალური ჯიშის უნიკალური წარმომადგენელი გახლდათ.
ჯადოქარი, დიდი რომანტიკოსი და პოლიტოლოგიის პროფესორი
არამი ხშირად აღიარებდა, რომ ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე ღარიბ სო-
ფელში მეთევზესავით ცხოვრება უფრო მეტად იზიდავდა. სათუთი სუ-
ლისა და მიმნდობი გულის პატრონი, მოსიარულე აურზაური, შემართე-
ბული უტოპისტი და უპასუხისმგებლო სიტყვის კაცი, განსაკუთრებუ-
291
ლად ზნედაცემული, საზრიანი და პატივცემული ვინმე იყო. ეტყობოდა,
რა შვილიც ბრძანდებოდა და, შესაბამისად, ასიასაც არასოდეს გაუიგი-
ვებია იგი რომელიმე კოლექტივთან. ასია კაზანჯის ერთი სული ჰქონ-
და, რომ ამაზე ეთქვა რამე, მაგრამ უბრალო ფრაზას დასჯერდა:
- სინამდვილეში, სომეხია.
- ასეც ვიფიქრე, - ძლივს გაიღიმა არმანუშმა. ხუთ წუთში ტატუს სა-
ლონში იყვნენ.
- მობრძანდით! - შესძახა დეიდა ზელიჰამ ოდნავ ხრინწიანი ხმით.
სიტყვებს წელავდა. ზელიჰამ გოგონები გულში მაგრად ჩაიკრა. არ ვი-
ცი, რომელი სუნამო ესხა, მაგრამ მძაფრი სუნი კი ჰქონდა, - სანელებ-
ლების, ტყის მცენარეებისა და ჟასმინის კომბინაცია იყო.
დეიდა ზელიჰას მუქი, მბზინავი თმა მხრებზე კულულებად ეცემოდა.
ერთი-ორ კულულზე მელირება ისეთი პრიალა რაღაცით გაეკეთებინა,
გაინძრეოდა თუ არა, ჰალოგენის ნათურების ქვეშ თმა ციმციმს იწყებ-
და.
არმანუში პირდაღებული უყურებდა დეიდა ზელიჰას და პირველად
ხვდებოდა, როგორი შიში და აღფრთოვანება შეიძლებოდა განეცადა
ასიას, როგორც შვილს, საკუთარი დედისადმი.
ტატუს სალონი პატარა მუზეუმს ჰგავდა. შესასვლელის პირდაპირ
ჩარჩოში ჩასმული გაურკვეველი ეროვნების ქალის უზარმაზარი ფოტო
ეკიდა. სხეულზე გაკეთებული ჩახლართული სვირინგი უკეთ რომ გა-
მოეჩინა, ქალი დამთვალიერებლისაკენ ზურგით იდგა. ოტომანური მი-
ნიატიურა დიდი ნადიმის სცენას ჰგავდა. აკრობატი სტუმრების თავზე
მაგრად გაჭიმული ბაგირის ერთი თავიდან მეორეში გადიოდა. თანა-
მედროვე ქალის ზურგზე ამოსვირინგებული ასეთი ტრადიციული მინი-
ატიურის ნახვა განსაცვიფრებელი რამ იყო. ტატუს ქვეშ ინგლისურად
ეწერა: a tattoo is a messagesent from beyond time!
მთელ მაღაზიაში ვიტრინები იყო, შიგნით გამოფენილი ასობით ტა-
ტუს ნიმუშითა და პირსინგისათვის განკუთვნილი სამკაულით. სვირინ-
გები რამდენიმე სახელწოდების ქვეშ იყო დაჯგუფებული: „ვარდები და
ეკლები“, „სისხლიანი გულები“, „განგმირული გულები“, „შამაის გზა“,
292
„მცოცავი ბუსუსებიანი არსებები“, „უთმო, მაგრამ ასეთივე მცოცავი
დრაკონები“, „პატრიოტული მოტივები“, „სახელები და რიცხვები“, „სი-
მურგი და ფრინველთა ოჯახი“ და ბოლოს, „სუფიური სიმბოლოები“.
არმანუშს არ ახსოვდა, რომ ერთ ოთახში შეკრებილ ასე ცოტა ადა-
მიანს ოდესმე ასე ძალიან ეხმაურა. დეიდა ზელიჰას გარდა ოთახში იყ-
ვნენ ერთიექსცენტრიკული კაცი ნარინჯისფერი თმითა და ხელში ნემ-
სით, ერთი თინეიჯერი დედასთან ერთად, რომელსაც ვერ გადაეწყვი-
ტა, წასულიყო თუ დარჩენილიყო, და ორი გრძელთმიანი, დიდი ხნის
გაუპარსავი მამაკაცი, რომლებიც სრულიად მოწყვეტილი იყვნენ დრო-
ისა და სივრცისაგან და სამოცდაათიანი წლების გულგატეხილ როკმუ-
სიკოსებს ჰგავდნენ, ცუდი ტურნეს შემდეგ ძალას რომ იკრებდნენ.
ერთ-ერთიმათგანი განიერ, მოხერხებულ სავარძელში იჯდა, მეგო-
ბარს ემუსაიფებოდა და ხმაურით ღეჭავდა კევს. კოჭთან იისფერი კო-
ღო ამოესვირინგებინა.
მამაკაცი, რომელსაც ნემსი ეჭირა, დეიდა ზელიჰას ასისტენტი აღ-
მოჩნდა. დამსახურებული ნიჭიერი მხატვარი იყო. უყურებდა არმანუში,
როგორ მუშაობდა ზელიჰას ასისტენტი და უკვირდა, სვირინგის გასა-
კეთებელ ნემსს ასეთი ხმაურის გამოწვევა რომ შეეძლო.
- არაფერია. ხმაურიანი უფროა, ვიდრე მტკივნეული, - მიუხვდა არ-
მანუშს დეიდა ზელიჰა, მერე გოგონას თვალი ჩაუკრა და დასძინა, - თა-
ნაც ეგ კლიენტი მიჩვეულია. ზოგჯერ ტატუ დამღუპველი ჩვევაა. მეტი
და მეტი გინდა. ყოველი ახალი ტატუს გაკეთებისას ხვდები, რამდენად
ძლიერად გინდა, რომ კიდევ ერთი გქონდეს. არ ვიცი, ნარკომანიასთან
ბრძოლის ცენტრებს ჯერაც რატომ არ შეუტანიათ ტატუირება თავის
პროგრამებში.
არმანუში დიდხანს იყო ჩუმად და ცალი თვალით ზღვისიქითურ
როკმუსიკოსს აკვირდებოდა. ამ კაცს რამე თუ სტკიოდა კიდეც, გარეგ-
ნულად არაფერი ეტყობოდა.
- რატომ უნდა მოუნდეს ვინმეს კოჭთან იისფერი კოღოს ამოსვირინ-
გება? - იკითხა არმანუშმა.

293
- რატომ? - საქმის მცოდნე ადამიანივით ჩაიცინა დეიდა ზელიჰამ, -
ამას აქ არასოდეს კითხულობენ. იცი, ამ მაღაზიაში ნორმებთან შესაბა-
მისობის ტირანიაზე უარს ვამბობთ. რა ნახატსაც უნდა ითხოვდეს კლი-
ენტი, დარწმუნებული ვარ, საამისო მიზეზი ექნება, შეიძლება ისეთიც
კი, რომლის შესახებაც თავადაც არაფერი იცის. არასოდეს ვკითხუ-
ლობ „რატომ“?
- პირსინგის დროს?
- იგივე, - თქვა დეიდა ზელიჰამ, საკუთარ ცხვირზე გაკეთებულ პირ-
სინგზე მიიშვირა თითი და გაიღიმა, - ეს პირსინგი ცხრამეტი წლისაა.
როცა გავიკეთე, ასიას ტოლი ვიყავი.
- მართლა?
- ჰო, აბაზანაში შევედი, პატარა სტაფილო, სტერილიზებული ნემსი,
ყინულის ნატეხები გასაყუჩებლად და უსაშველო სიბრაზე მოვიმარჯვე.
ისე ვიყავი ყველაფერზე გაბრაზებული, მაგრამ ყველაზე მეტად საკუ-
თარ ოჯახზე. ჩემს თავს ვუთხარი, ეს უნდა გავაკეთო-მეთქი და ცხვირი
გავიხვრიტე. იმის გამო, რომ ნერვიულობისგან ხელები მიკანკალებ-
და, პირველად ცუდ ადგილზე გავიხვრიტე და ნემსი ძგიდეში მოვირტყი.
ბევრი სისხლი წამოვიდა. მერე დავამუღამე და მეორე ჯერზე ნესტო
სწორ ადგილზე გავიხვრიტე.
- მართლა? - გაიმეორა არმანუშმა. საუბრის ასეთმა შემობრუნებამ
გოგონა დააბნია.
- ჰო! - დეიდა ზელიჰამ ცხვირზე ამაყად გადაისვა ხელი, - საყურე გა-
ვიყარე და ასე გამოვედი სააბაზანოდან. დედაჩემს ვაგიჟებდი ხოლმე.
ამ სიტყვების გაგონებაზე ასიამ, რომელიც მოშორებით იდგა, დე-
დამისს გაოცებულმა შეხედა.
- იმის თქმა მინდა, ცხვირი იმიტომ გავიხვრიტე, რომ ეს აკრძალუ-
ლი იყო. იცი, რასაც ვგულისხმობ. ტრადიციული თურქული ოჯახის ქა-
ლიშვილისთვის პირსინგის გაკეთებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო.
ჰოდა, მეც ჩემსას მივაწექი და ჩემით გავიკეთე, მაგრამ ახლა სხვა
დროა და ამიტომაც ვართ აქ. ამ მაღაზიებში კლიენტებს რჩევას ვაძ-
ლევთ, ზოგიერთს უარითაც ვისტუმრებთ, მაგრამ ადამიანებს არასო-
294
დეს განვსჯით. არასოდეს ვკითხულობთ „რატომ“? ახალგაზრდობაში
ერთი რამ ვისწავლე - ადამიანების განსჯას თუ დაიწყებ, სულერთია,
წავლენ და თავისას მაინც გააკეთებენ.
სწორედ ამ დროს სალონში მყოფმა თინეიჯერმა მზერა ვიტრინები-
დან დეიდა ზელიჰაზე გადაიტანა და ჰკითხა:
- შეგიძლიათ ამ დრაკონს კუდი ისე დაუგრძელოთ, რომ მთელ
მკლავზე მქონდეს? მინდა იდაყვიდან მაჯამდე იყოს, აი, თითქოს
მკლავზე მოცოცავს.
ვიდრე დეიდა ზელიჰა ამ კითხვაზე უპასუხებდა, საუბარში ბავშვის
დედა ჩაეჩარა.
- გაგიჟდი? არავითარ შემთხვევაში! მოვილაპარაკეთ, რომ პატარა
და მარტივი რაღაცა იქნებოდა, ჩიტის ან ჭიამაიასმაგვარი. დრაკონის
კუდის გაკეთების უფლება არ მომიცია...
ასია და არმანუში ორი საათის განმავლობაში ადევნებდნენ თვალს
იმას, რაც სალონში ხდებოდა. კლიენტები შემოდიოდნენ და გადიოდ-
ნენ. საშუალო სკოლის ხუთი მოსწავლე შემოვიდა. ყველას წარბის გახ-
ვრეტა უნდოდა, მაგრამ როგორც კი სტერილიზებულმა ნემსმა პირვე-
ლი მათგანის წარბში გაიარა, დანარჩენებმა პირსინგის გაკეთება
უმალ გადაიფიქრეს.
მერე სალონში ფეხბურთის ერთმა ფანმა შემოიარა. უნდოდა, მკერ-
დზე თავისი საყვარელი გუნდის ემბლემა ჰქონოდა. ფეხბურთის ფანს
ვიღაც ულტრანაციონალისტი მოჰყვა და თითის წვერზე თურქეთის
დროშის მოსვირინგება მოინდომა ისე, რომ დროშა აფრიალებულიყო
ყოველთვის, როცა ვინმეს თითს დაუქნევდა. ბოლოს ქერათმიანი
ტრანსვესტიტი მომღერალი ქალი გამოჩნდა. ხელის თითების სახსრებ-
ში თავისი საყვარლის სახელის ტატუირება უნდოდა.
ტრანსვესტიტი მომღერლის შემდეგ დეიდა ზელიჰას სალონში ერ-
თიშუახნის მამაკაცი შემოვიდა. იქაურობის ჩვეულებრივი კლიენტუ-
რის ფონზე არანორმალურად ნორმალური ჩანდა. ეს არამ მარტირო-
სიანი გახლდათ.

295
არამი კარგი შესახედაობის, მაღალი, ოდნავ ჩასკვნილი კაცი იყო.
კეთილი, მაგრამ დაღლილი სახე, მუქი წვერი და გვარიანად შეჭაღარა-
ვებული თმა ჰქონდა. ყოველთვის, როცა იღიმებოდა, ლოყები ეჩხვლი-
ტებოდა. სქელჩარჩოიანი სათვალის მიღმა ჭკვიანი თვალები უელავ-
და. დეიდა ზელიჰას ისე უყურებდა, მის მზერაში უმალ ამოიცნობდით
სიყვარულს. სიყვარულს, პატივისცემას და იმას, რომ ქალი და მამაკა-
ცი შეხმატკბილებული იყვნენ. ორ რთულპიროვნებას ჰგავდნენ, რომ-
ლებსაც ერთად საოცარი ჰარმონიისათვის მიეღწიათ.
არამთან საუბრისას არმანუშმა ისე დაიწყო ლაპარაკი, თითქოს ინ-
გლისური მისთვის მეორე ენა ყოფილიყოს. ყოველთვის ასე იქცეოდა,
როცა სტამბოლში ახალ ვიღაცას გაიცნობდა. გოგონამ არამ მარტი-
როსიანს თავი მაქსიმალურად აუჩქარებლად, ნელი, რიტმული, თით-
ქმის ბავშვური ინგლისურით გააცნო. გაოცდა, როცა მამაკაცის წყალი-
ვით ინგლისური მოისმინა, ბრიტანული აქცენტი ოდნავ რომ დაჰკრავ-
და.
- ისე კარგად ლაპარაკობთ ინგლისურად! - ვერ დამალა არმანუშმა,
- შეიძლება ვიკითხო, საიდან გაქვთ ბრიტანული აქცენტი?
- გმადლობთ, - უთხრა არამმა, - ლონდონში დავდიოდი კოლეჯში
სტუდენტობაშიც და მერეც. თუ გნებავთ, შეგვიძლია სომხურად ვილა-
პარაკოთ.
- არ შემიძლია, - თავი გააქნია არმანუშმა, - ბავშვობაში ცოტა ვის-
წავლე ბებიასგან, მაგრამ რაკი ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორ-
დნენ, ერთ ადგილზე დიდხანს არ ვრჩებოდი და ამის გამო სულ მავიწ-
ყდებოდა. ათიდან ცამეტ წლამდე ყოველ ზაფხულს დავდიოდი სომხურ
ახალგაზრდულ ბანაკში. სახალისო იყო, თან სომხურიც გამოვასწორე,
მაგრამ მერე ისევ დამავიწყდა.
- სომხური მეც ბებიამ მასწავლა, - გაიღიმა არამმა, - მართალი გით-
ხრათ, დედაცა და ბებიაც თვლიდნენ, რომ დიდობაში ორ ენაზე უნდა
მესაუბრა, მაგრამ მეორე ენის თაობაზე ვერ თანხმდებოდნენ. დედას
აზრით, ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, თუ სკოლაში თურქულად ვილაპა-
რაკებდი, სახლში კი - ინგლისურად, რადგან, როცა გავიზრდებოდი, ამ
296
ქვეყნიდან წასვლა ჩემი გარდაუვალი ხვედრი იყო. ბებია საწინააღმდე-
გოს ამტკიცებდა. უნდოდა, სკოლაში თურქულად მელაპარაკა, სახლში
კი - სომხურად.
არამის აურამ არმანუში დააინტერესა, მაგრამ ამაზე მეტად მამაკა-
ცის უბრალოებამ მოხიბლა. ერთხანს სომეხ ბებიებზე ისაუბრეს, - დი-
ასპორის ბებიებზე, თურქეთში მცხოვრებ ბებიებსა და იმათზე, სომხეთ-
ში რომ ცხოვრობდნენ.
საღამოს შვიდის ნახევარზე დეიდა ზელიჰამ მაღაზია ასისტენტს გა-
დააბარა და ოთხივემ ახლომდებარე ტავერნისკენ გასწია.
„ვიდრე სტამბოლიდან წახვალ, არამს და დეიდა ზელიჰას უნდათ,
ტავერნაში წაგვიყვანონ. ნახავ, როგორ უნდა საღამოობით დალევა“, -
წინასწარ აეხსნა ასიას არმანუშისათვის.
გზად ტავერნისაკენ ერთი ცუდად განათებული ქუჩა გაიარეს და
საცხოვრებელ კორპუსს გადააწყდნენ. კორპუსის ფანჯრებიდან ტრან-
სვესტიტი მეძავები გამვლელებს თვალს აყოლებდნენ. პირველი სარ-
თულიდან ორნი იმდენად ახლოს იყვნენ, რომ არმანუშმა მათი დატყაპ-
ნილი სახის ნაკვთებზე თვალის მოკვრა შეძლო. ერთ-ერთმა მათგანმა,
სქელტუჩება, ზორზოხმა ქალმა, სიბნელეში თმა წითელი ფეიერვერკი-
ვით რომ უელავდა, სიცილით თქვა რაღაც.
- რა თქვა? - ჰკითხა არმანუშმა ასიას. - თქვა, რომ ეფექტური სამა-
ჯურებია და ჩემთვის ძალიან ბევრია!
არმანუშის გასაოცრად, ასიამ ერთი სამაჯური მოიხსნა და თმაწი-
თელ ტრანსვესტიტს მისცა. ამ უკანასკნელმა საჩუქარი სიხარულით მი-
იღო, ხელზე წამოიცვა და საგულდაგულოდ გაკეთებული, სისხლის-
ფერფრჩხილებიანი თითებით დიეტური კოკას თუნუქის ქილა ისე ას-
წია, თითქოს ასიას სადღეგრძელო უნდა ეთქვა.
არმანუში ამ სცენას გაოგნებული უყურებდა და ფიქრობდა, ნეტავ
რას იტყოდა ამაზე ჯინ გენეტიო. ალუბლისა და ვანილის კოკა, მძივე-
ბიანი სამაჯურები, სპერმის მწკლარტე სუნი და ბავშვური სიხარული
გვერდიგვერდ როგორ არსებობდა სტამბოლის ერთ დაკერებულ-და-
კემსილ ქუჩაზე?
297
***
ყვავილების პასაჟთან მდებარე ტავერნაში სტილი კი იგრძნობოდა,
მაგრამ სადღესასწაულო ადგილი იყო. როგორც კი დასხდნენ, ორი
ოფიციანტი მიუახლოვდათ და მეზეებიანი ურიკა მიუგორა.
- არმანუშ, რატომ აღარ გვაოცებ შენი კულინარიული ლექსიკო-
ნით? - მიუბრუნდა გოგონას დეიდა ზელიჰა.
- ჰო, აბა, ვნახოთ. აი, იალანჯი სარმა, თოურში, პათლიჰანი, თოფი-
ქი, ენგინარი ... - არმანუშმა იმ კერძების ჩამოთვლა დაიწყო, ოფიციან-
ტები მაგიდაზე რომ ალაგებდნენ.
კლიენტები მოდიოდნენ და მოდიოდნენ, ზოგი წყვილ-წყვილად, ზო-
გი ჯგუფებად. ოცი წუთიც და, ტავერნა ხალხით იყო სავსე. მისთვის ერ-
თნაირად უცხო სახეების, ხმებისა და არომატების გარემოცვაში არმა-
ნუშმა ადგილის შეგრძნება დაკარგა. თავი ასე შეიძლებოდა ევროპა-
შიც ეგრძნო, ახლო აღმოსავლეთშიც და რუსეთშიც. დეიდა ზელიჰა და
არამი რაკს სვამდნენ, ასია და არმანუში კი თეთრ ღვინოს. დეიდა ზე-
ლიჰა სიგარეტს ეწეოდა, არამი სიგარებს აბოლებდა, ასია აშკარად
თავს არიდებდა დედის თანდასწრებით თამბაქოს გამოყენებას და მო-
წევის ნაცვლად ტუჩებს იკვნეტდა.
- ამ საღამოს არ ეწევი, - უთხრა ასიას გვერდით მჯდომმა არმანუშმა.
- არ თქვა, - ამოიოხრა ასიამ და ჩურჩულით განაგრძო, - ჩუ! დეიდა
ზელიჰამ არ იცის, რომ ვეწევი.
არმანუში გაკვირვებული იყო. ასია დაუმორჩილებლად, თითქმის
სადისტურად ტკბებოდა ყველა მომენტით, როცა დედამისს აცოფებდა,
მაგრამ, როდესაც ამ ქალის თვალწინ სიგარეტის მოწევაზე მიდგებოდა
საქმე, დამჯერი ქალიშვილივით იქცეოდა.
მომდევნო ერთი საათის განმავლობაში ტავერნის კლიენტები ნება-
ნება საუბრობდნენ, ოფიციანტებს კი ერთმანეთის მიყოლებით მიჰქონ-
დათ მათთვის კერძები. პირველად მეზეები, ანუ ცივი კერძები მიიტა-
ნეს, რასაც ჯერ თბილი, მერე კი ცხელი კერძები, სხვადასხვანაირი დე-
სერტი და ყავა მოჰყვა.

298
„ალბათ, აქასეთი სტილი აქვთ, - იმის მაგივრად, რომ მენიუდან
აირჩიო, მთელი მენიუ მოდის შენთან“, - გამოიცნო არმანუშმა.
როცა ტავერნაში ხმაურმა და კვამლმა იძალა, არმანუშმა, ბოლოს
და ბოლოს, გამბედაობა მოიკრიბა, არამს მიუჩოჩდა და ერთი კითხვა
დაუსვა, რომელიც ერთხანს სულ თავში უტრიალებდა:
- არამ, მესმის, რომ სტამბოლი მოგწონთ, მაგრამ ამერიკაში ჩამოს-
ვლაზე არასოდეს გიფიქრიათ? ანუ, შეგეძლოთ, მაგალითად, კალი-
ფორნიაში ჩამოსულიყავით. იცით, იქ დიდი სომხური სათვისტომოა.
არამი გოგონას მთელი წუთის განმავლობაში არ აშორებდა
თვალს, თითქოს ყველა წვრილმანს აკვირდებოდა. მერე სავარძელში
ერთბაშად გადაწვა და დამაბნეველი სიცილი ამოუშვა. ამ სიცილმა არ-
მანუში ძალიან ააფორიაქა. ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს სადღაც
არ უშვებდნენ. დარწმუნებული არ იყო, რომ სწორად გაუგეს და ამიტომ
წინ გადაიხარა და შეეცადა ნათქვამი უკეთ აეხსნა:
- აქ თუ გავიწროებენ, ყოველთვის შეგიძლიათ ამერიკაში ჩამოხვი-
დეთ. იქ ბევრი სომხური სათვისტომოა, სადაც სიხარულით დაგეხმარე-
ბიან თქვენც და თქვენს ოჯახსაც.
არამს აღარ გაუცინია. მამაკაცმა გოგონას თბილად გაუღიმა, თბი-
ლად, მაგრამ თან რაღაცნაირი დაღლა ეტყობოდა.
- ძვირფასო არმანუშ, რატომ უნდა მინდოდეს ამის გაკეთება? ეს ქა-
ლაქი ჩემი ქალაქია. სტამბოლში დავიბადე და გავიზარდე. ჩემი ოჯახის
ისტორია ამ ქალაქში სულ მცირე ხუთას წელიწადს ითვლის. სტამბო-
ლელი სომხები სტამბოლს ეკუთვნიან, ისევე, როგორც სტამბოლელი
თურქები, ბერძნები და ებრაელები. თავიდან ერთად ცხოვრებას ვა-
ხერხებდით, მაგრამ მერე მცდელობა გაგვიცუდდა. ამას მეორედ ვერ
დავუშვებთ.
სად იყო და სად არა, ოფიციანტიც გამოჩნდა და სტუმრებს ამჯერად
შემწვარი კალმარი, შემწვარი მიდიები და შებრაწული ცომეული მიარ-
თვა.
- სათითაოდ ყველა ქუჩა ვიცი ამ ქალაქში, - განაგრძო არამმა და
რაკი კიდევ ერთხელ მოწრუპა, - მიყვარს დილაობით ამ ქუჩებში ხეტი-
299
ალი, საღამოობითაც და ღამითაც, როცა გადაკრულში ვარ და კარგ ხა-
სიათზე გახლავარ. მიყვარს კვირაობით მეგობრებთან ერთად ბოსფო-
რის სრუტის გაყოლებაზე საუზმობა, მიყვარს ბრბოში ფეხით მარტო სი-
არული. მიყვარს ამ ქალაქის ქაოსური სილამაზე, ბორნები, მუსიკა, ამ-
ბები, ფერები და შავი იუმორი...
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. არმანუში და არამი ერთმანეთის მო-
საზრებებს შორიდან ზომავდნენ, ხვდებოდნენ, ერთმანეთისაგან გეოგ-
რაფიულ მანძილზე დიდი რამ აშორებდათ, - არამი ეჭვობდა, რომ გო-
გონა მეტისმეტად გაამერიკელებული იყო, არმანუშმა კი დაასკვნა,
რომ მამაკაცი იყო მეტისმეტად გათურქებული. ეს იყო მწარე უფსკრუ-
ლი იმათ შვილებს შორის, ვინც დარჩენა მოახერხა და ვისაც წასვლამ
მოუწია.
- მომისმინე, დიასპორის სომხებს თურქი მეგობრები საერთოდ არა
ჰყავთ. თურქებს მხოლოდ ბებია-ბაბუების ანდა ერთიმეორის მონათ-
ხრობი ამბებით იცნობენ, ეს ამბები კი ისე საშინლად გულსატკენია,
მაგრამ მერწმუნე, ისევე როგორც ყველა ქვეყანაში, თურქეთშიც არიან
გულითადი და უვარგისი ადამიანები. ორჯერ ორივით მარტივია. თურ-
ქი მეგობრები მყავს, რომლებთანაც ღვიძლ ძმაზე უფრო ახლოს ვარ
და თანაც, რა თქმა უნდა, არსებობს, - არამმა ჭიქა ასწია და ზელიჰაზე
ანიშნა, - ჩემი გიჟური სიყვარული.
დეიდა ზელიჰა, ალბათ, მიხვდა, მისი სახელი რომ ახსენეს, რადგან
არამსა და ამის თვალი ჩაუკრა, რაკის ჭიქა ასწია და სადღეგრძელო
წარმოთქვა:
- Şerefe!
ზელიჰას მაგალითს დანარჩენებმაც მიჰბაძეს და ერთმანეთს ჭიქე-
ბი მიუჭახუნეს.
როგორც ცოტა ხანში გაირკვა, სიტყვა „Şerefe!“ მისამღერივით რა-
ღაც იყო, რომელსაც ათ-თხუთმეტ წუთში ერთხელ იმეორებდნენ.
ერთი საათის განმავლობაში ნათქვამი შვიდი „Şerefe!“-ს შემდეგ
არმანუშს ალკოჰოლისგან თვალები უჟუჟუნებდა. გოგონა გაოცებული
უყურებდა, როგორ შემოჰქონდა ალბინოს ოფიციანტს ცხელი კერძები
300
- შემწვარი ზოლებიანი ქორჭილა მწვანე წიწაკების ფენაზე, რეჰანიან
მარინადში ჩადებული ქორფა ისპანახი, ნახშირზე შემწვარი ორაგული
მინდვრის მწვანილეულით და ცხიმში შემწვარი კრევეტები ნივრის ცხა-
რე საწებელში.
შეჭიკჭიკებული არმანუში ხითხითებდა, მერე კი არამს მიუბრუნდა
და ჰკითხა:
- რამდენიმე ტატუ თქვენც უნდა გქონდეთ. დეიდა ზელიჰამ, ალბათ,
თქვენც გაგიკეთათ ტატუ.
- არაფერიც! - თქვა არამმა გამჭვირვალე კვამლის მიღმა, მისი სი-
გარიდან რომ იკლაკნებოდა, - არ მაკეთებინებს.
- ჰო, - დაამატა ასიამ, - ტატუს გაკეთების ნებას არ მისცემს.
- მართლა? - თქვა გაოცებულმა არმანუშმა და დეიდა ზელიჰას მი-
უბრუნდა, - მეგონა, ტატუირება მოგწონდათ.
- მომწონს კიდეც, - მიუგო დეიდა ზელიჰამ, - ტატუს გაკეთებას კი არ
ვეწინააღმდეგები, არამედ იმას, რის მოსვირინგებასაც ითხოვს.
არამს გაეღიმა.
- ტატუზე, რომლის ტარებასაც ვისურვებდი, შესანიშნავი ლეღვის
ხეა გამოსახული. ხეებისაგან განსხვავებით, ის თავდაყირა დგას. ჩემს
ლეღვის ხეს მთელი ფესვები ზემოთ, ჰაერში აქვს აწეული. დედამიწის
ნაცვლად, ფესვები სწორედ ცაში აქვს გადგმული. ადგილნაცვალია,
მაგრამ თავისი ადგილი მაინც აქვს.
რამდენიმე წამის განმავლობაში ყველა დუმდა. მაგიდაზე ანთებუ-
ლი სანთლის მოციმციმე შუქს უყურებდნენ.
-სულ იმ ლეღვის ხეს ჰგავს... - თქვა დეიდა ზელიჰამ, ბოლო სიგა-
რეტს მოუკიდა და უნებლიეთ ასიას მიმართულებით გააბოლა, - ლეღ-
ვის ხე ავის ნიშანია. იღბალი არ მოაქვს. არამს რომ ცაში დახატული
ფესვები უნდა, ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ლეღვის
ხეს არ ვეთანხმები. მაგალითად, ფესვებაშვერილ ალუბლის ხეს ანდა
მუხას რომ აირჩევდეს, მაშინვე გავუკეთებდი სვირინგს!
სწორედ ამ დროს ტავერნაში აბრეშუმის თეთრ პერანგებსა და შავ
შარვლებში გამოწყობილი ოთხი ბოშა მუსიკოსი შემოვიდა თავ-თავი-
301
ანთი ინსტრუმენტებით. ერთს უდი ჰქონდა, მეორეს - კლარნეტი, მესა-
მეს - კანუნი, მეოთხეს კი დარბუკა. კლიენტები აღგზნებული იყვნენ,
საკმაოდ ბევრი ესვათ და ეჭამათ და მზად იყვნენ, ემღერათ.
როდესაც მუსიკოსებმა მათ გვერდით ამოყვეს თავი, არმანუშმა და-
იმორცხვა. გულზე მოეშვა, როცა მიხვდა, რომ სიმღერას არ დააძალებ-
დნენ. არც ასია გამოდგა დიდი მომღერალი. გოგონები უსმენდნენ, რო-
გორ აყოლებდა დეიდა ზელიჰა თავის ხავერდოვან კონტრალტოს მუ-
სიკოსების დაკრულს. რბილი ბგერები არაფრით ჰგავდა ზელიჰას სი-
გარეტისგანჩახრინწულ ხმას, რომელზეც ეს ქალი, ჩვეულებრივ, ლა-
პარაკობდა. არმანუშმა შენიშნა, როგორი ცნობისმოყვარეობით გააპა-
რა ასიამ თვალი დედამისისკენ.
როცა ორკესტრის ხელმძღვანელმა იკითხა, რომელიმე კონკრეტუ-
ლი სიმღერის მოსმენას ხომ არ ინებებდითო, დეიდა ზელიჰამ არამს
კეკლუცად წაჰკრა იდაყვი და წამოიძახა:
- მიდი, სთხოვე ერთი სიმღერა. იმღერე, „ჩემო ბულბულო!“
არამს ალმური აუვიდა, წინ გადაიხარა, ჩაახველა და წამყვან მუსი-
კოსს ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. როგორც კი ორკესტრმა შეკვეთილი
მელოდიის შესრულება დაიწყო, არმანუშის გასაოცრად არამმა მუსი-
კას ხმა ააყოლა. არც თურქულად მღეროდა, არც ინგლისურად. სომხუ-
რი სიმღერა იყო.
„ყოველ დილით, განთიადისას... სად მიდიხარ-მეთქი, ვეუბნები
ჩემს სიყვარულს“.
თავიდან ნელი, სასოწარკვეთილი მელოდიის ტემპი თანდათან გა-
იზარდა და აშკარად გამოიკვეთა ჯერ კლარნეტის, მერე კი დაუდგრო-
მელი დარბუკის ხმები. არამმა ჯერ ხმას აუწია, მერე კი ტკბილ ჰანგე-
ბად დაიღვარა. თავიდან არამ მარტიროსიანის ხმა სხვანაირად ჟღერ-
და, მაგრამ მერე და მერე სულ უფრო თავდაჯერებული გახდა.
„ის ჩემი მოგონებების ოქროს ძეწკვია, ჩემი ცხოვრების ბილიკი“.
არმანუში გაიტრუნა. ყველა სიტყვის მნიშვნელობა არ ესმოდა, მაგ-
რამ სადღაც, გულის სიღრმეში ტკივილი იგრძნო. როდესაც გოგონამ
თავი ასწია, მისი ყურადღება დეიდა ზელიჰას გამომეტყველებამ მიიპ-
302
ყრო. ზელიჰას სახეზე ბედნიერების შიში აღბეჭდვოდა, გრძნობა, რო-
მელსაც მხოლოდ ისინი შეიძლება განიცდიდნენ, ვისაც მოულოდნე-
ლად და წინდაუხედავად შეჰყვარებია.
როდესაც სიმღერა დამთავრდა და მუსიკოსებმა მომდევნო მაგი-
დასთან გადაინაცვლეს, არმანუშს ეგონა, დეიდა ზელიჰა არამს აკო-
ცებდა, მაგრამ ამის ნაცვლად ქალმა ასიას ალერსიანად მოუჭირა ხელ-
ზე ხელი, თითქოს აღიარებდა, რომ მამაკაცის სიყვარული საკუთარი
ქალიშვილის სიყვარულის აზრის გაგებაში დაეხმარა.
- ძვირფასო, - ჩურჩულით თქვა დეიდა ზელიჰამ. ხმაში სევდა შეჰ-
პარვოდა. შეიძლება, ასიასათვის რაღაცის თქმას აპირებდა კიდეც,
მაგრამ თავს სასწრაფოდ მოერია, სიგარეტის ახალი კოლოფი ამოიღო
და ერთი ღერი შვილს გაუწოდა.
დედამისის მოძალებული გრძნობების დანახვამ ასია კაზანჯი გაცი-
ლებით მეტად გააკვირვა, ვიდრე იმან, რომ დეიდა ზელიჰამ სიგარეტი
შესთავაზა. გოგონამ ჯერ თავის სიგარეტს მოუკიდა, მერე დედამისი-
სას. კვამლი კლაკვნით ავიდა ჰაერში, დედა-შვილი კი აქეთ-იქიდან
უხერხულად უღიმოდა ერთმანეთს. ამ შუქზე და ამ კუთხით დანახული
ორი სახე საოცრად ჰგავდა ერთმანეთს. ისინი წარსულს გამოექანდა-
კებინა, წარსულს, რომლის შესახებ ერთმა არაფერი იცოდა, მეორეს კი
ერჩია, არაფერი ხსომებოდა.
მას შემდეგ, რაც სტამბოლში ჩამოვიდა, მხოლოდ ახლაღა შეიგ-
რძნო არმანუშმა ამ ქალაქის გულისცემა. მიხვდა, რატომ უყვარდებო-
დათადამიანებს სტამბოლი ტკივილის მიუხედავად, რომელიც შეიძლე-
ბოდა აქაურობას მათთვის მიეყენებინა. ადვილი არ იყო ასეთი გულის
გამგმირავად ლამაზი ქალაქის გადაყვარება და არმანუშმაც ჭიქა ას-
წია:
- Şerefe!

303
14

წყალი
- შევიდე და ვუთხრა, რომ დაუწიონ? - იკითხა დეიდა ფერიდემ, რო-
მელიც გოგონების ოთახის კართან იდგა და კარის სახელურს თვალს
არ აშორებდა.
- კარგი, დაანებე თავი! - დაუძახა ტახტზე გაშხლართულმა დეიდა
ზელიჰამ, - ცოტა გადაკრულში არიან. როცა ცოტა გადაკრულში ხარ,
მუსიკას ხმამაღლა უსმენ, - თქვა ზელიჰამ და საკუთარი სიტყვების სის-
წორის დასამტკიცებლად ისევ წამოიძახა, - ხმამაღლა!
- გადაკრულში! - დაიგმინა ბებია გულსუმმა, - წარმოგიდგენიათ?
რატომ არიან გადაკრულში? ის არ კმარა, შენ რომ არცხვენ ამ ოჯახს?
ერთი შენს ქვედაკაბას შეხედე. სამზარეულოში რომ ჩაის ტილოებია,
ისინი უფრო გრძელია! მარტოხელა დედა ხარ, ქმარს გაშორებული.
კარგად მომისმინე! არასოდეს მინახავს ქმარს გაშორებული ქალი
ცხვირში საყურით. უნდა გრცხვენოდეს შენი თავის, ზელიჰა!
დეიდა ზელიჰამ ჩაბღუჯულ ბალიშს ხელი მოაშორა და ჰაერში ას-
წია.
- დე, ქმარს გაშორებული ქალი რომ ვიყო, ჯერ უნდა გავთხოვილი-
ყავი. ფაქტებს ნუ ამახინჯებ. მე ვერც ქმარს გაშორებულ ქალს დამიძა-
ხებ, ვერც დედას, რომელსაც ქმარი შორს ჰყავს და ვერც რომელიმე
დაშაქრულ სიტყვას, რომელიც უიღბლო ქალებისთვის გაქვს შემონა-
ხული შენს ლექსიკონში. შენი ერთ-ერთი ქალიშვილი ცოდვილია, მი-
ნი-კაბებს იცვამს, ნესტოში გაყრილი საყურე მოსწონს და ის ბავშვი უყ-
ვარს, რომელიც უქორწინოდ გააჩინა, მიუხედავად იმისა, მოგწონს ეს
თუ არა!
- ის არ კმარა, რომ საკუთარი ქალიშვილი გააფუჭე და დალევა და-
აძალე? საბრალო სტუმრისთვის რამ დაგალევინებინა? მაგ გოგოზე
მუსტაფა აგებს პასუხს. ამ სახლში ის შენი ძმის სტუმარია. როგორ ბე-
დავ გოგონას გაფუჭებას!

304
- ჩემი ძმა აგებს პასუხს! ჰო, სწორია! - სევდიანად გაიცინა დეიდა
ზელიჰამ და თვალები დახუჭა. ამასობაში გოგონების ოთახში ჯონი კე-
ში თავგამოდებით ღრიალებდა. ასია და არმანუში საწერ მაგიდასთან
გვერდიგვერდ ისხდნენ და კომპიუტერის ეკრანს მისჩერებოდნენ. შუ-
აში სულთან მეხუთე მორკალულიყო და თვალები მიელულა. გოგონე-
ბი ისე იყვნენ ინტერნეტში თავით შემძვრალი, რომ არც ერთ მათგანს
არ გაუგია, როგორ კამათობდნენ კარს მიღმა ქალები. არმანუში ის-ის
იყო, „კაფე კონსტანტინოპოლში“ შესულიყო. გადაწყვეტილი ჰქონდა,
ამჯერად ასიაც გვერდით ჰყოლოდა.
- გამარჯობა ყველას! არ მოგენატრათ მადამ დევნილი სული? - და-
ბეჭდა არმანუშმა.
- ჩვენი სტამბოლელი რეპორტიორი დაბრუნდა. სად იყავი? რა იყო,
თურქებმა ისე გადაგსანსლეს, როგორც ინდაურებმა? - დაწერა დეიდა
ყაურმამ.
- ჰო, ერთ-ერთი ინდაური ახლა ჩემ გვერდით არის. მინდა თქვენი
თავი ჩემს ერთ თურქ მეგობარს წარვუდგინო.
ცოტა ხანს ყველა დუმდა.
- რა თქმა უნდა, მეტსახელი აქვს: „თურქად წოდებული გოგონა“.
- ეს რაღა ამბავია? - შეკითხვისგან თავი ვერ შეიკავა ალექს სტო-
იკოსმა.
- ჯონი კეშის სიმღერის ინტერპრეტაციაა. შეგიძლიათ, თავად ჰკით-
ხოთ. აქ არის. ძვირფასო „კაფე კონსტანტინოპოლო“, გაიცანი თურქად
წოდებული გოგონა. თურქად წოდებულო გოგონავ, გაიცანი „კაფე
კონსტანტინოპოლი“.
- გამარჯობა! სალამი სტამბოლიდან! - დაწერა ასიამ.
პასუხი არავის გაუცია.
- იმედია, თქვენც ჩამოხვალთ მეორედ სტამბოლში, არმან... - შეც-
დომა რომ დაუშვა, ასია მხოლოდ მას შემდეგ მიხვდა, რაც არმანუშმა
ხელში სტკიცა... - მადამ დევნილ სულთან ერთად.

305
- ო, გმადლობ, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრა, არანაირი სურ-
ვილი არა მაქვს, ტურისტული ტურით ვიმოგზაურო ქვეყანაში, რომელ-
მაც ამდენი ტანჯვა მიაყენა ჩემს ოჯახს, - ეს ისევ დეიდა ყაურმა იყო.
ახლა უკვე ასია დუმდა.
- მისმინეთ, ცუდად ნუ გაგვიგებთ, არაფერი გვაქვს თქვენი საწინა-
აღმდეგო, კარგი? - შეუერთდა საუბარს უბადრუკი თანაარსებობა, -
დარწმუნებული ვარ, მშვენიერი, ლამაზი ქალაქია, მაგრამ ჩვენ თურ-
ქებს არ ვენდობით. მესროპი საფლავში ამობრუნდებოდა, არამაზთმა
დამიფაროს ჩემი წარსულის დავიწყებისგან.
- მესროპი ვინ არის? - ძლივს გასაგონი ხმით ჰკითხა ასიამ არმა-
ნუშს, თითქოს მათ ლაპარაკს „კაფე კონსტანტინოპოლიდან“ ვინმე გა-
იგონებდა.
- კეთილი. მოდი, ძირითადი რამეებით, ფაქტებით დავიწყოთ. ფაქ-
ტებს თუ გავიაზრებთ, მერე სხვა რამეებზეც შეგვიძლია საუბარი, - გან-
კარგულება გასცა ქალბატონმა ფარშავანგ/სირამარკმა, - მოდი, და-
ვიწყოთ ტურისტული ტურით სტამბოლში. რომელი არქიტექტორი
დგას დიდებული მეჩეთების უკან, რომლებსაც დღეს ტურისტებს აჩვე-
ნებთ? სინანი! ის აპროექტებდა სასახლეებს, საავადმყოფოებს, სას-
ტუმროებს, აკვედუკებს... თქვენ ჯერ მისი ჭკუა გამოიყენეთ, მერე კი მი-
სი სომხობა უარყავით.
- არ ვიცოდი, სომეხი თუ იყო, - დაწერა შეფიქრიანებულმა ასიამ, -
მაგრამ სინანი თურქული სახელია.
- ჰო, უმცირესობების სახელების გათურქულება კარგად გამოგ-
დით, - გამოეხმაურა დეიდა ყაურმა.
- კარგი, მესმის, რასაც ამბობთ. მართალია, თურქეთის სახელმწი-
ფო ისტორია ცენზურაზეა აგებული, მაგრამ ყველა სახელმწიფოს ის-
ტორია ასეა.ნაციონალური სახელმწიფოები თავად თხზავენ და იჯერე-
ბენ მითებს, - ასიამ თავი ასწია, მხრებში გაიმართა და ბეჭდვა განაგ-
რძო,- თურქეთში ცხოვრობენ თურქები, ქურთები, ჩერქეზები, ქართვე-
ლები, პონტოელები, ებრაელები, აბაზები, ბერძნები... ვფიქრობ, ასე-
თი განზოგადება მეტისმეტად გაუბრალოებული, გაუბრალოებულზე
306
უფრო კი მეტისმეტად სახიფათოა. ჩვენ გამხეცებული ბარბაროსები
არა ვართ, თანაც, ბევრი მეცნიერი, ვისაც ოტომანური კულტურა შეუს-
წავლია, გეტყვით, რომ ეს დიდი კულტურა იყო, არაერთი თვალსაზრი-
სით. 10-იანი წლები განსაკუთრებით რთული დრო იყო, მაგრამ ახლა
ისე არ არის, როგორც 100 წლის წინ იყო.
- არ მჯერა, რომ თურქები რამენაირად შეიცვალნენ, - უმალ შეეწი-
ნააღმდეგა ასიას ლედი ფარშავანგ/სირამარკი, - რომ შეცვლილიყ-
ვნენ, გენოციდს აღიარებდნენ.
- „გენოციდი“ ძალიან მძიმე სიტყვაა, - მისწერა თურქად წოდებულ-
მა გოგონამაც, - და სისტემატურ, კარგად ორგანიზებულ და ფილოსო-
ფიურად ახსნილ გაჟლეტას გულისხმობს. გულწრფელად გეტყვით,
დარწმუნებული არა ვარ, რომ ოტომანურ სახელმწიფოს იმ დროს ასე-
თი არსი ჰქონოდა. თუმცა, ვაღიარებ უსამართლობას, რომელიც სომ-
ხების მიმართ ჩაიდინეს. ისტორიკოსი არა ვარ. ჩემი ცოდნა, ისევე რო-
გორც თქვენი, შეზღუდული და შერყვნილია.
- იცით, განსხვავებაც ამაშია. მჩაგვრელს წარსული არ სჭირდება, -
კომენტარი გააკეთა საფოს ქალიშვილმა.
- მამაშენის ამბავი თუ არ იცი, როგორ უნდა იფიქრო, რომ შენსას
შექმნი? - ჩაერთო ლედი ფარშავანგ/სირამარკი.
არმანუშს გულში გაეღიმა. აქამდე, ბარონ ბაღდასარიანის გამოკ-
ლებით, ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც წარმოედგინა. ბარონი
ჯერ არაფერს გამოხმაურებოდა.
ამასობაში უწინდებურად ეკრანზე მიჯაჭვული ასია ბეჭდვას განაგ-
რძობდა:
- ნამდვილად ვაღიარებ თქვენს დანაკარგსა და მწუხარებას. ჩადე-
ნილ საშინელებებს არ უარვყოფ. სწორედ რომ ჩემი წარსული მძაგს.
არ ვიცი, ვინ არის მამაჩემი, ანდა რა გადახდა თავს. საკუთარი წარსუ-
ლის შესახებ მეტის ცოდნის შესაძლებლობა რომ მქონოდა, მაშინაც კი,
თუ ეს წარსული სავალალო იყო, რა უნდა ამერჩია, ცოდნა თუ არცოდ-
ნა? ეს ჩემი ცხოვრების დილემაა.

307
- წინააღმდეგობებით ხარ სავსე, - უპასუხა თურქად წოდებულს დე-
იდა ყაურმამ.
- ჯონი კეში ამას არაფრად ჩააგდებდა, - ჩაერია მადამ დევნილი სუ-
ლი.
- მითხარით, მე, როგორც ერთ რიგით თურქს, რისი გაკეთება შემიძ-
ლია თქვენი ტკივილის შესამსუბუქებლად?
ეს იყო კითხვა, რომელიც „კაფე კონსტანტინოპოლში“ სომხებისათ-
ვის ჯერ არც ერთ თურქს არ დაესვა. ადრე ორჯერ ჰყავდათ თურქი სტუ-
მარი. ნაციონალისტურად განწყობილი ორი გულმხურვალე ახალგაზ-
რდა მამაკაცი თითქოს ციდან ჩამოვარდა. აშკარად იმის დამტკიცება
უნდოდათ, რომ თურქებს სომხებისთვის არაფერი დაუშავებიათ და თუ
საქმე საქმეზე მიდგებოდა, სწორედ სომხები აუჯანყდნენ ოტომანურ
რეჟიმს და დახოცეს თურქები. ერთი იმდენად შორს წავიდა, რომ ირ-
წმუნებოდა, ოტომანური რეჟიმი ისეთი გენოციდური რომ ყოფილიყო,
როგორც ამბობენ, მაშინ დღეს ამ თემაზე სალაპარაკოდ ერთი სომეხიც
კი არ იქნებოდა დარჩენილი და თურქებს ამდენი სომეხი რომ ესხმის
თავს, ნათელია, ოტომანები სომხებს არ დევნიდნენო.
ამ დღემდე „კაფე კონსტანტინოპოლში“ თურქებთან შეხვედრას
უმეტესად გაღიზიანებული ადამიანების ავსიტყვაობისა და მონოლო-
გის სახე ჰქონდა. ამჯერად ყველაფერი სრულიად განსხვავებულად
იყო.
- თქვენს სახელმწიფოს შეუძლია ბოდიში მოიხადოს, - უპასუხა ასი-
ას უბადრუკმა თანაარსებობამ.
- ჩემს სახელმწიფოს? სახელმწიფოსთან არაფერი მესაქმება, - და-
წერა ასიამ და ალკოჰოლიკი კარიკატურისტი გაახსენდა, რომელსაც
სისხლის სამართლის წესით იმიტომ დევნიდნენ, რომ პრემიერ-მინის-
ტრი მგლის სახით დაეხატა, - მისმინეთ, მე ნიჰილისტი ვარ! - დაბეჭდა
ასიამ და ნიჰილიზმის პირადი მანიფესტის ხსენებისაგან თავი ძლივს
შეიკავა.
- მაშინ შეგიძლიათ თავად მოიხადოთ ბოდიში, - ჩაეჩხირა დეიდა
ყაურმა.
308
- გინდათ, ისეთი რამისთვის გთხოვოთ პატიება, რასთანაც პირა-
დად არაფერი მაკავშირებს?
- ეს თქვენ ფიქრობთ ასე, - დაწერა ლედი ფარშავანგ/სირამარკმა, -
ყველანი უწყვეტ დროში ვიბადებით და წარსული აწმყოში აგრძელებს
არსებობას. ჩვენ უკან ოჯახი დგას, კულტურა, ერი, თქვენ კი გინდათ
თქვათ, რაც იყო, იყოო?
ასია ეკრანს თვალებით ჭამდა. ჩიხში მოქცეულ ადამიანს ჰგავდა,
თითქოს პრეზენტაციას აკეთებდა და წარმოსათქმელი სიტყვის ტექსტი
შუა გზაში დაავიწყდა. რამდენიმე წუთით ადრე, ვიდრე კლავიატურას
თითებს ისევ შეახებდა, ასია კაზანჯიმ სულთან მეხუთეს რამდენჯერმე
გადაუსვა დაბნეულად თავზე ხელი.
- მამაჩემის დანაშაულისთვის პასუხს ვაგებ? - იკითხა თურქად წო-
დებულმა გოგონამ.
- მამაშენის დანაშაულის აღიარებისთვის აგებ პასუხს, - უპასუხა დე-
იდა ყაურმამ.
ამ სიტყვების სიჩლუნგემ ასია თითქოს დააბნია, ოდნავ გააღიზიანა
დადააინტრიგა კიდეც. კომპიუტერიდან გამოსხივებულ სინათლეში
გოგონას სახე ფერმკრთალი და მშვიდი ჩანდა. სულ იმის ცდაში იყო,
როგორმე ერთმანეთისაგან გაემიჯნა წარსული და მომავალი, რომ-
ლის მოპოვების იმედიც ჰქონდა. როგორიც უნდა ყოფილიყო ძველი
მოგონებები, უსიხარულო თუ სევდიანი, გოგონას იმედი ჰქონდა, რომ
წარსულში არ დაინთქმებოდა. ამის აღიარებას ვერ იტანდა, მაგრამ სი-
ნამდვილეში იცოდა, რომ წარსული მართლაც ცოცხლობდა აწმყოში.
- მთელი ცხოვრება მინდოდა, უწარსულო ვყოფილიყავი. ნაბიჭ-
ვრობა უწარსულობა უფროა, ვიდრე უმამობა... ახლა კიმთხოვთ, რომ
მქონდეს წარსული და ბოდიში მოვიხადო ვიღაც წარმოსახვითი მამის
გამო!
არავის უპასუხია. თითქოს არც ასია ელოდა ვინმესგან პასუხს. ბეჭ-
დვას ისე განაგრძობდა, იფიქრებდით, თითები თავისით მუშაობენ და
თურქად წოდებული გოგონა თვალდახუჭული დაფრინავსო.

309
- თუმცა, შესაძლოა, სწორედ ჩემი უწარსულობა მეხმარება ისტო-
რიასთან თქვენი მიჯაჭვულობის გაგებაში. ადამიანის მეხსიერებაში უწ-
ყვეტობის მნიშვნელობის აღიარება შემიძლია. შემიძლია ამის გაკეთე-
ბა... შემიძლია ბოდიში მოვიხადო ყველა ტანჯვისათვის, რაც კი ჩემს
წინაპრებს მიუყენებიათ თქვენი წინაპრებისათვის.
დეიდა ყაურმასათვის ეს საკმარისი არ იყო:
- ბევრს არაფერს ნიშნავს, ჩვენ თუ მოგვიხდი ბოდიშს. თურქული სა-
ხელმწიფოს სახელით მოიხადე საჯაროდ ბოდიში.
სრულიად მოულოდნელად არმანუშმა კლავიატურა თავისკენ მო-
ქაჩა. არ შეეძლო, საუბარში ჩარევის ცდუნებას მორეოდა და დაწერა:
- კარგი რა! მე ვარ, მადამ დევნილი სული. რისთვის არის ეს ყველა-
ფერი საჭირო, გარდა იმისა, რომ გაანერვიულებთ?
- თუ გულწრფელია, უნდა ინერვიულოს! - აფეთქდა დეიდა ყაურმა,
მაგრამ ვიდრე ვინმე რამეს დაწერდა, ეკრანზე ყველასთვის მოულოდ-
ნელი კომენტარი გამოჩნდა:
- მაშ, ასე. ძვირფასო დევნილო სულო და ძვირფასო თურქად წოდე-
ბულო გოგონავ, უნდა ვაღიაროთ... დიასპორაში ზოგიერთ სომეხს
არასოდეს ენდომებოდა, რომ თურქებს გენოციდი ეღიარებინათ. თუკი
თურქები ასე მოიქცევიან, ფეხქვეშ მიწას გამოგვაცლიან და იმ ხუნდებს
მოუჭერენ, ახლა რომ მოშვებულია. როგორც თურქებს აქვთ ჩვევად
საკუთარი დანაშაულის უარყოფა, სომხებსაც აქვთ მსხვერპლად ყოფ-
ნის საფარველქვეშ განცხრომის ჩვევა. აშკარაა, რომ არსებობს ძველი
ჩვეულებები, რომლებიც ორივე მხარეს უნდა შეიცვალოს.
ამ სიტყვებს ბარონი ბაღდასარიანი წერდა.
***
- ჯერ კიდევ არ სძინავთ, - დეიდა ფერიდე გოგონების ოთახთან
ბოლთას სცემდა, - უჭირთ რამე?
უფროსები დასაძინებლად წასულიყვნენ. როგორც მოწესრიგებულ
მასწავლებელს, დეიდა ჯევრიესაც ეძინა. დეიდა ზელიჰა ტახტზე გათი-
შულიყო.

310
- დაო, რატომ არ მიდიხარ დასაძინებლად და არ მაცდი მათ კართან
დარაჯობას, რომ დავრწმუნდე, არაფერი უჭირთ? - დეიდა ბანუმ დას
მხარზე მოუჭირა ხელი. დროდადრო, როცა ავადმყოფობა უმწვავდე-
ბოდა, დეიდა ფერიდეს შესაძლო ზიანის ეშინოდა, რომელიც შეიძლე-
ბოდა გარე სამყაროდან მოსულ ნებისმიერ ვინმეს ან რამეს მოეტანა, -
ნება მომეცი, ღამის ცვლა გადავიბარო, - გაიღიმა დეიდა ბანუმ, - დაწე-
ქი და დაიძინე. არ დაგავიწყდეს, რომ ღამღამობით შენი გონება უცხო-
სავით იქცევა. უცხო ხალხს არ დაელაპარაკო.
- ჰო, - თავი დაუქნია დეიდა ფერიდემ. წუთით ის ზღაპრისაგან აფო-
რიაქებულ პატარა გოგოს დაემსგავსა. მერე შესამჩნევად დამშვიდდა
და თავისი ოთახისაკენ წაფლატუნდა.
***
გამოვიდნენ თუ არა „კაფე კონსტანტინოპოლიდან“, არმანუშმა სა-
ათს დახედა. დედასთან დარეკვის დრო იყო. ამ კვირაში ყოველდღე
ერთსა და იმავე დროს ურეკავდა, როუზი კი ყოველ ჯერზე თათხავდა,
უფრო ხშირად რატომ არ რეკავო. არმანუში შეეცადა, არ ენერვიულა
საუბრის მოდელის გამო, რომელიც არ იცვლებოდა. ნომერი აკრიფა
და დაელოდა, როდის აიღებდა როუზი ყურმილს.
- ამი! - იკივლა როუზმა, - ძვირფასო, შენა ხარ?
- ჰო, დედა. რას შვრები?
- რას ვშვრები? რას ვშვრები?! - გაიმეორა როუზმა დაბნეულად და
ხმა ჩაუწყდა, - ახლა უნდა დავკიდო, მაგრამ დამპირდი, რომ ათზე და-
მირეკავ... არა, არა, ათი საკმარისი არ არის. ზუსტად თხუთმეტ წუთში.
უნდა დავკიდო და აზრებს მოვუყარო თავი, მერე კი შენს ზარს დაველო-
დები. დამპირდი, დამპირდი, - ისტერიულად იმეორებდა როუზი.
- კარგი, დე, გპირდები, - ენის ბორძიკით თქვა არმანუშმა, - დედა,
კარგად ხარ? რა ხდება? - მაგრამ როუზს ტელეფონი უკვე გაეთიშა.
გაოგნებულ, გაფითრებულ და გასაცოდავებულ არმანუშს ტელე-
ფონი ხელში ეჭირა. გოგონამ ასიას შეხედა.

311
- იმის მაგივრად, რომ ეკითხა, აქამდე რატომ არ დავრეკე, დედა-
ჩემმა მოგვიანებით დარეკვა მთხოვა. ეს მას ძალიან არ ჰგავს. საერ-
თოდ არ ჰგავს.
- მოეშვი, გთხოვ, - ასია ლოგინში გადაბრუნდა და საბნის ქვემოდან
თავი გამოყო, - იქნებ საჭესთან იყო ან რაღაც და ტელეფონზე ლაპარა-
კი არშეეძლო.
არმანუშს სახეზე მოუთმენლობა დაეტყო, თავი გააქნია და თქვა:
- ღმერთო, რაღაც ცუდი ამბავია, ძალიან ცუდი.
***
ტირილისაგან თვალებდასივებულ და საცოდავად ცხვირაწითლე-
ბულ როუზს ცრემლები წასკდა და სამზარეულოს ქაღალდის პირსახო-
ცებისაკენ წაიღო ხელი. სულ ერთსა და იმავე პირსახოცებს ყიდულობ-
და სულ ერთსა და იმავე მაღაზიაში. ეს მყარი პირსახოცები იყო, შეწო-
ვის კარგი უნარით და „სპარკლი“ ერქვა. მწარმოებელი კომპანია სხვა-
დასხვანაირ ქაღალდის პირსახოცებს უშვებდა, როუზის საყვარელი სა-
ხეობა კი „My Destination“ გახლდათ. პირსახოცებზე ლურჯი ფერით
დაებეჭდათ ნიჟარების, თევზებისა და ნავების გამოსახულებები, მათ
შორის კი შემდეგი სიტყვები იკითხებოდა: „I can't change the direction
of the wind, but I can adjust my sails to always reach my destination“.
როუზს მოსწონდა ეს სლოგანი, თანაც ნაბეჭდი ნახატების ლაჟვარ-
დისფერი შეფერილობა მშვენივრად ეხამებოდა მისი სამზარეულოს კა-
ფელის ფერს. ყველაზე მეტად როუზი სახლის ამ ნაწილით ამაყობდა.
მიუხედავად იმისა, რომ აქაური სამზარეულო იმთავითვე მოეწონა, მა-
შინვე, როგორც კი სახლი იყიდეს, როუზს არ დაუხანებია, ისე მიჰყო ხე-
ლი აქაურობის გადაკეთებას, - დაამატა კედლის თაროები, კუთხეში
ოცდათექვსმეტბოთლიანი გალაქული კონკილა დადგა ღვინისთვის,
მიუხედავად იმისა, რომ არც ის სვამდა და არც მუსტაფა, და მთელი
ოთახი მუხის მბრუნავი სკამებით მორთო. ახლა, როცა მოძალებულ
შიშს გრძნობდა, მთელი სხეულით სწორედ ერთ-ერთ ასეთ სკამზე და-
ეცა.

312
- ღმერთო ჩემო, თხუთმეტი წუთი გვაქვს. რა უნდა ვუთხრათ? მარტო
თხუთმეტი წუთი გვაქვს გადაწყვეტილების მისაღებად, - უყვირა როუზ-
მა მუსტაფას.
- როუზ, საყვარელო, გთხოვ, დაწყნარდი, - უთხრა მუსტაფამ და სკა-
მიდან წამოდგა. მუსტაფას ეს ტაბურეტები არ მოსწონდა და ამის გამო
სამზარეულოში ფიჭვის ხის ორი მძიმე თაფლისფერი სკამი ჰქონდა,
ერთი თავისთვის და მეორეც თავისთვის. იმ იმედით, რომ დარდს გა-
უქარვებდა, მამაკაცი ცოლთან მივიდა და მისი ხელი ხელში აიღო, -
მშვიდად უნდა იყო, ძალიან მშვიდად, გესმის? და მშვიდად უნდა ჰკით-
ხო, ახლა სად არის. პირველად ეს უნდა ჰკითხო, კარგი?
- რომ არ მითხრას? - თქვა როუზმა.
- გეტყვის. მშვიდად ჰკითხავ და მშვიდად გიპასუხებს, - აუჩქარებ-
ლად ლაპარაკობდა მუსტაფა, - მაგრამ არავითარი ლანძღვა. მშვიდად
უნდა იყო. აი, წყალი დალიე.
როუზმა ჭიქა აკანკალებული ხელებით გამოართვა.
- ეს შესაძლებელია? ჩემმა პატარამ მომატყუა! რა სულელი ვიყავი,
რომ ვენდობოდი. მთელი ეს დროა, ვფიქრობ, რომ ბებიამისთან არის
სან-ფრანცისკოში და ახლა ირკვევა, რომ ყველა მოგვატყუა... ბებიამი-
სიც... ო, ღმერთო, როგორ უნდა ვუთხრა?
წინადღეს, როცა ცოლ-ქმარი სამზარეულოში იყო, როუზი ბლინებს
აცხობდა, მუსტაფა კი „არიზონა დეილი სტარს“ კითხულობდა, ტელე-
ფონმა დარეკა.
ყურმილი როუზმა აიღო ისე, რომ სამზარეულოს ნიჩაბი ხელიდან
არ გაუშვია. სან-ფრანცისკოდან რეკავდნენ. ხაზზე მისი ყოფილი ქმა-
რი, ბარსამ ჩახმახჩიანი იყო.
რამდენი წელი გაატარეს ისე, რომ ერთმანეთისთვის სიტყვაც არ
უთქვამთ?
განქორწინების შემდეგ იძულებული იყვნენ მცირეწლოვანი ქალიშ-
ვილის თაობაზე შეხმიანებოდნენ ხოლმე ერთმანეთს, მაგრამ მას შემ-
დეგ, რაც არმანუში გაიზარდა, ჯერ უფრო და უფრო იშვიათად საუბ-
რობდნენ, ბოლოს კი საერთოდ შეწყვიტეს ერთმანეთთან ლაპარაკი.
313
მათი ხანმოკლე ქორწინებისგან ორად ორი რამ დარჩა: ორმხრივი წყე-
ნა და ერთი ქალიშვილი.
- მაპატიე, რომ გაწუხებ, როუზ, - თქვა ბარსამმა მშვიდი, მაგრამ მი-
ლეული ხმით, - უბრალოდ, აუცილებელია. ჩემს ქალიშვილს უნდა და-
ველაპარაკო.
- ჩვენს ქალიშვილს, - სარკასტულად შეუსწორა როუზმა და რო-
გორც კი ეს სიტყვები პირიდან ამოუშვა, ინანა, ენამწარე ვარო.
- მობილურს არ პასუხობს. აქ მომიხდა დარეკვა.
- მოიცა... მოიცა. მანდ არ არის?
- რას გულისხმობ?
- სან-ფრანცისკოში არ არის შენთან? - როუზს შიშისგან ტუჩები აუ-
კანკალდა.
ბარსამმა იფიქრა, ვაითუ ყოფილი ცოლი მატყუებსო, მაგრამ შეეცა-
და, გაღიზიანება არ შეემჩნია:
- არა, როუზ, არიზონაში დაბრუნება გადაწყვიტა. საგაზაფხულო არ-
დადეგებს მანდ ატარებს.
- ღმერთო ჩემო! აქ რომ არ არის?! სად არის ჩემი შვილი?! სად
არის?! - როუზი აქვითინდა და შფოთვის ისეთი შეტევა დაეწყო, რომ-
ლის მსგავსიც, მისი აზრით, დიდი ხნის წინ ჩააბარა წარსულს.
- როუზ, გთხოვ, დაწყნარდი. არ ვიცი, რა ხდება, მაგრამ დარწმუნე-
ბული ვარ, ამ ამბავს რაღაც ახსნა აქვს. არმანუშს მთელი გულით ვენ-
დობი. ცუდს არაფერს გააკეთებს. ბოლოს როდის ელაპარაკე?
- გუშინ. ყოველდღე რეკავს სან-ფრანცისკოდან! - ბარსამი დუმდა.
როუზისთვის აღარ უთქვამს, რომ არმანუში მასაც ურეკავდა, ოღონდ
არიზონიდან.
- კარგია. ეს იმას ნიშნავს, რომ კარგად არის. უნდა ვენდოთ. შენ
იცი, რომ ჭკვიანი გოგოა და ნდობას იმსახურებს. ამის მერე რომ დაგი-
რეკავს, უბრალოდ, უთხარი, დამირეკოს. უთხარი, რომ სასწრაფოა.
გაიგე, როუზ? ეტყვი?

314
- ღმერთო ჩემო! - როუზი უფრო ხმამაღლა ატირდა, მაგრამ უცებ
თავში ერთი კითხვა მოუვიდა, - ბარსამ, ცუდი ამბავიაო, თქვი. რა ხდე-
ბა?
- ო... - მძიმე სიჩუმე ჩამოვარდა, - დედაჩემი... - ბარსამმა წინადადე-
ბა ვერ დაამთავრა, - უბრალოდ, უთხარი არმანუშს, რომ ბებია შუშანა
ძილში გარდაიცვალა. ამ დილით არ გაუღვიძია.
***
ასე ნელა არასოდეს გასულა თხუთმეტი წუთი. არმანუში ოთახში
ბოლთას სცემდა, შეშფოთებული ასია კი თვალს არ აშორებდა. ბოლოს
და ბოლოს,დადგა დრო, როცა დედასთან ხელმეორედ უნდა დაერეკა.
ამჯერად როუზმა ყურმილი დაუყოვნებლივ აიღო.
- ამი, მხოლოდ ერთ კითხვას დაგისვამ, შენ კი სიმართლეს მეტყვი;
დამპირდი, რომ სიმართლეს მეტყვი.
არმანუშმა იგრძნო, როგორ მოაწვა მღელვარების ტალღა.
- სად ხარ? - გამოცრა როუზმა. ქალს ხმა უწყდებოდა, - მოგვატყუე!
სან-ფრანცისკოში არა ხარ, არიზონაში არა ხარ. სადა ხარ?
არმანუშმა ნერწყვი ძლივს გადაყლაპა.
- სტამბოლში ვარ, დედა.
- რაო?! - დედა, ყველაფერს მოგიყვები, ოღონდ დაწყნარდი, - აშკა-
რა სიბრაზისაგან როუზს თვალები უელავდა. როგორ ეზიზღებოდა ყვე-
ლა, ვინც ეუბნებოდა, დაწყნარდიო,
- დედა, საშინლად ვწუხვარ, ასე რომ განერვიულე. ასე არ უნდა
მოვქცეულიყავი. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ, დამიჯერე, სანერვიულო
არაფერია.
როუზმა ტელეფონს ხელი დააფარა.
- ჩემი შვილი სტამბოლშია! - უთხრა როუზმა ქმარს ისე, თითქოს
მომხდარი მუსტაფას ბრალი ყოფილიყოს და ამისთვის საყვედური უნ-
და მიეღო, მერე კი ყურმილში დასჭყივლა, - რა ჯანდაბას აკეთებ მანდ?
- ახლა, მართალი გითხრა, შენი დედამთილის სახლში ვარ. შესა-
ნიშნავი ოჯახია.

315
როუზი ჯერ გაშტერდა, მერე ისევ მუსტაფას მიუბრუნდა კიდევ უფრო
გაანჩხლებული:
- შენს ოჯახთან არის, - და ვიდრე გაფითრებული და შეშფოთებული
მუსტაფა კაზანჯი სიტყვის თქმას მოახერხებდა, როუზმა განაგრძო, -
მოვდივართ. არსად წახვიდე. მოვდივართ და არც კი გაბედო მობილუ-
რის ისევ გამორთვა!
ეს თქვა და როუზმა ყურმილი დაკიდა.
- რა ჯანდაბას ამბობ? - მუსტაფამ ცოლს მკლავზე ხელი მოუჭირა.
იმაზე მაგრად გამოუვიდა, ვიდრე უნდოდა, - არსად არ მოვდივარ.
- დიახაც, მოდიხარ, - თქვა როუზმა, - მივდივართ. ჩემი ერთადერთი
ქალიშვილი სტამბოლშია! - როუზი ისე კიოდა, თითქოს არმანუში მძევ-
ლად ჰყოლოდათ აყვანილი.
- ახლა სამსახურს ვერ დავტოვებ.
- შეგიძლია რამდენიმე დღით გაითავისუფლო თავი. თუ არა და მარ-
ტო წავალ, - კბილების ღრჭიალით თქვა როუზმა, თუ ვიღაცამ, როუზს
რომ ჰგავდა, - წავალთ, დავრწმუნდებით, რომ უსაფრთხოდაა, წამო-
ვიყვანთ და შინ დავაბრუნებთ.
***
გვიან ღამით, მაშინ, როცა დასაძინებლად უნდა წასულიყვნენ, კა-
ზანჯების სახლში ტელეფონმა დარეკა.
- Iნşალლაჰ, ცუდი არაფერი იყოს, - დაიჩურჩულა დიდედამ ლოგინ-
ში. ხელში კრიალოსანი ეჭირა, სახეზე კი შიში ეტყობოდა. მერე წყლი-
ანი ჭიქისკენ გაიწვდინა ხელი, რომელშიც კბილის პროთეზი ედო.
ლოცვა არ შეუწყვეტია, ისე მოწრუპა წყალი. მხოლოდ წყალს შეეძლო
შიშის დათრგუნვა. დეიდა ფერიდეს ჯერ ისევ ეღვიძა. ყურმილიც სწო-
რედ მან აიღო.
როცა ტელეფონზე საუბარზე მიდგებოდა საქმე, ოჯახში ყველაზე
ენამრავალი და კომუნიკაბელური დეიდა ფერიდე იყო.
- ალო?

316
- გამარჯობა, ფერიდე, შენა ხარ? - იკითხა ყურმილში ვიღაცამ მამა-
კაცის ხმით და პასუხს არც დალოდებია, განაგრძო, - მე ვარ... ამერიკი-
დან… მუსტაფა...
ძმის ხმის გაგონებაზე გულაფანცქალებული ფერიდე გაიკრიჭა.
- უფრო ხშირად რატომ არ გვირეკავ? როგორ ხარ? როდის ჩამოხ-
ვალ ჩვენს სანახავად?
- მისმინე, ძვირფასო, გთხოვ. ამი, არმანუში მანდ არის?
- ჰო, ჰო, რა თქმა უნდა. ჩვენთან დასარჩენად გამოგზავნე. ძალიან
გვიყვარს, - გაიბადრა დეიდა ფერიდე, - შენ და შენი ცოლი მასთან ერ-
თად რატომ არ ჩამოხვედით?
მუსტაფა ადგილზე გაშეშდა. უხერხულობისგან შუბლი შეეჭმუხნა.
მის ზურგს უკან ფანჯრიდან არიზონის ყოველთვის სანდო და ყოველ-
თვისმდუმარე მიწა მოჩანდა. დროთა განმავლობაში მუსტაფას გაეგო
ფასი უდაბნოსი და მისი უსასრულობის, უკან მოხედვის შიშს რომ ანე-
ლებდა. გაეგო მისი მყუდროების ფასიც, სიკვდილის შიშს რომ უხსნი-
და. ზოგჯერ ახსენდებოდა, მისი სხეული იხსენებდა თავისით ბედისწე-
რას, მისი ოჯახის ყველა მამაკაცს რომ ელოდა. ასეთ დროს მუსტაფას
თავის მოკვლას ბევრი არაფერი აკლდა - თითქოს იმაზე ადრე უნდა
ეპოვა სიკვდილი, ვიდრე თავად სიკვდილი იპოვიდა. ორი ძალიან გან-
სხვავებული, მუსტაფასა და მოსტაფას ცხოვრებით ეცხოვრა და ზოგჯერ
ორ სახელს შორის არსებულ სიცარიელეზე ხიდის გადების ერთადერთ
გზად მუსტაფასა და მოსტაფას ერთდროულად დადუმება, ორივე სი-
ცოცხლის მოულოდნელად დასრულება ესახებოდა. მუსტაფამ ეს აზრი
თავიდან მოიშორა. ამოიოხრა. შეიძლება მუსტაფა კი არა, უდაბნო ოხ-
რავდა.
- მე მგონი, მოვდივართ. რამდენიმე დღით ჩამოვალთ. ამის წამო-
ვიყვანთ და თქვენც გნახავთ... მოვდივართ, - ისე ძალდაუტანებლად
გამოუვიდა მუსტაფა კაზანჯის, თითქოს დრო გარდაეტეხა, თანამიმ-
დევრობა კი არა, უწყვეტი მთლიანობა იყო, რომელიც მსხვრევის დრო-
საც კი ინარჩუნებდა დრეკადობას. მუსტაფა ისე მივიდოდა, თითქოს

317
ლამის ოცი წელიწადი არ ყოფილიყო გასული მას შემდეგ, რაც შინ გახ-
ლდათ.

318
15

ოქროსფერი ქიშმიში
მუსტაფასა და მისი ამერიკელი ცოლის ჩამოსვლის საოცარ ამბავს
კაზანჯების სახლში უმალ მოჰყვა რეაქციის მთელი სერია. პირველი და
უმთავრესი გამოძახილი მათეთრებლებს, სარეცხ ფხვნილსა და საპნის
ფანტელებს უკავშირდებოდა. მთელი სახლი ორ დღეში საგულდაგუ-
ლოდ დაალაგეს, - დაწმინდეს ფანჯრები, თაროებს მტვერი მოაშორეს,
დარეცხეს და დააუთოეს ფარდები, სამივე სართულზე კაფელი სათითა-
ოდ გაფხიკეს და გააპრიალეს. დეიდა ჯევრიე ერთმანეთის მიყოლებით
წმენდდა სასტუმრო ოთახში დალაგებული მცენარეების, ნემსიწვერასა
და მაჩიტას, როზმარინისა და სურნელოვანი ენდრონიკას ფოთლებს.
უკადრისას ფოთლებიც კი გაწმინდა.
ამასობაში დეიდა ფერიდემ ყველა გააკვირვა და თავისი მზითვიდან
ყველაზე ძვირფასი მოწნულა ამოიღო. ახალი ამბის გამო, რა თქმა უნ-
და, გული ყველაზე მეტად ბებია გულსუმს უფანცქალებდა. თავიდან არ
იჯერებდა, რომ ამდენი წლის შემდეგ მისი ერთადერთი ვაჟიშვილი
მათთან მოდიოდა, მაგრამ, როდესაც, ბოლოს და ბოლოს, დაარწმუ-
ნეს, ბებია სამზარეულოში ჯამ-ჭურჭელს, დანა-ჩანგალსა და პროდუქ-
ტებს შორის გამოიკეტა და საყვარელი შვილის საყვარელი კერძების
მომზადებას შეუდგა. სამზარეულოში ჰაერი ახალგამომცხვარი ცომეუ-
ლის შერეულ სურნელს დაემძიმებინა.
ბებიას ღუმელში უკვე გამოეცხო ორნაირი ბორექი, ისპანახითა და
ფეტათი, მოეხარშა ოსპის წვნიანი, ჩაშუშული ჰქონდა ბატკნის დაბეგ-
ვილი ხორცის კატლეტები და მოემზადებინა კოფტეს ფარში, რომელ-
საც სტუმრების მოსვლისთანავე შეწვავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ
დღის ბოლომდე კიდევ ექვსი კერძის გაკეთება ჰქონდა გადაწყვეტილი,
ბებია გულსუმის მენიუს უმნიშვნელოვანესი ნაწილი დესერტი, ანუ აშუ-
რე უნდა ყოფილიყო.
მთელი ბავშვობისა და ყოყლოჩინობის პერიოდის განმავლობაში
მუსტაფა კაზანჯის ნებისმიერ სხვა ტკბილეულზე მეტად აშურე უყვარდა
319
და თუკი საშინელი ამერიკული სწრაფი კვების ნაწარმს ბიჭის კულინა-
რიული ჩვევები თავდაყირა არ დაეყენებინა, ბებია გულსუმს იმედი
ჰქონდა, რომ მაცივარში ფიალებში მისთვის გამზადებული საყვარელი
დესერტის ნახვა მუსტაფას ესიამოვნებოდა. ყველაფერი ისე იქნებოდა,
თითქოს ამ სახლში არაფერი შეცვლილიყო და მუსტაფასაც შეეძლო
აქაური ცხოვრება იქიდან გაეგრძელებინა, სადაც გაჩერდა.
აშურე ერთიანობისა და სტაბილურობის სიმბოლო იყო, რეზიუმე
კარგი დროებისა, რომელიც ყოველი გაავდრების შემდეგ დგებოდა,
მიუხედავად იმისა, თუ რამდენად სახიფათო იყო ვნებათაღელვა.
ბებიას საჭირო პროდუქტები წინა დღით დაელბო და ახლა დესერ-
ტის გასაკეთებლად ემზადებოდა. ჭურჭლის კარადა გამოაღო და უზარ-
მაზარი კარდალი გამოიღო. აშურეს მოსამზადებლად ყოველთვის დი-
დი ქვაბი სჭირდებოდა.
მასალა:
1/2 ჭიქა თურქული ბარდა
1 ჭიქა კილიანი ხორბალი
1 ჭიქა თეთრი ბრინჯი
1-1/2 ჭიქა შაქარი
1/2 ჭიქა წვრილად დაჭრილი თხილი
1/2 ჭიქა ბუსტუღი
1/2 ჭიქა კედრის კაკალი
1 ჩაის კოვზი ვანილი
1/3 ოქროსფერი ქიშმიში
1/3 ჭიქა ლეღვის ჩირი
1/3 ჭიქა გარგარის ჩირი
1/2 ჭიქა ფორთოხლის ცუკატი
2 სუფრის კოვზი ვარდის წყალი
მოსართავად:
2 ჩაის კოვზი დარიჩინი
1/2 კანგაცლილი, გრძლად დაჭრილი ნუში
1/2 ჭიქა ბროწეულის მარცვლები
320
ვიდრე მომზადებას დაიწყებდეთ:
ინგრედიენტების უმეტესობა ცალ-ცალკე თასებში ერთი დღით ად-
რე უნდა დაალბოთ შემდეგნაირად: მოათავსეთ თურქული ბარდა თას-
ში, დაფარეთ ცივი წლით და დატოვეთ მთელი ღამით. ცალკე ჯამში უნ-
და დაალბოთ წინასწარ გულდასმით გარეცხილი ხორბალი და ბრინჯი.
ლეღვისა და გარგარის ჩირი, ასევე ფორთოხლის ცუკატები 1/½ სა-
ათით დაალბეთ ცხელ წყალში, გადაწურეთ და გადანაწური წყალი შე-
ინახეთ. წვრილად დაჭერით დამბალი ჩირი და შეურიეთ ოქროსფერი
ქიშმიში.
მომზადება:
დაფარეთ თურქული ბარდის მარცვლები 4 ლიტრამდე ცივი წყლით.
მიიყვანეთ ადუღებამდე და დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში
ხარშეთ ნელ ცეცხლზე დარბილებამდე. ვიდრე თურქული ბარდა იხარ-
შება, აადუღეთ დაახლოებით 1 ლიტრი წყალი, ჩაყარეთ ხორბალი და
ბრინჯი და ხარშეთ ნელ ცეცხლზე დაახლოებით ერთი საათი იქამდე,
ვიდრე არ მიიღებთ რბილ მასას. ერთმანეთში შეურიეთ თურქული ბარ-
და და ბრინჯისა და ხორბლის მასა.
დაამატეთ შენახული გადანაწური წყალი, შაქარი, წვრილად დაჭრი-
ლი თხილი, ბუსტუღი, კედრის კაკალი, დადგით ნელ ცეცხლზე და მიიყ-
ვანეთ ადუღებამდე. მუდმივად ურიეთ. გააგრძელეთ ხარშვა და მორევა
კიდევ 30 წუთის განმავლობაში. იქამდე ხარშეთ, ვიდრე მასა ოდნავ არ
შესქელდება და სქელ წვნიანს არ დაემსგავსება. დაამატეთ ვანილი,
ქიშმიში, ლეღვისა და გარგარის ჩირი, ფორთოხლის ცუკატები და მუდ-
მივი მორევით ხარშეთ კიდევ 20 წუთი. გამორთეთ ქურა და შეურიეთ
მიღებულ მასას ვარდის წყალი. გააჩერეთ აშურე ოთახის ტემპერატუ-
რაზე ერთი საათის განმავლობაში ან მეტი ხნით. მოაყარეთ დარიჩინი.
მორთეთ გრძლად დაჭრილი ნუშითა და ბროწეულის მარცვლებით.
***
გოგონების ოთახში არმანუში დილამდე ჩუმად იჯდა და ფიქრობდა.
არც გარეთ გასვლა უნდოდა, არც არაფერი.
ასია სახლში იყო, ამის ნარდს ეთამაშებოდა და ჯონი კეშს უსმენდა.
321
- ექვსით-ექვსი! აი, შე იღბლიანო!
იმის გამო, რომ კამათელი ასე გააგორა, არმანუშს არანაირი კმა-
ყოფილება არ ეტყობოდა. პირიქით,გაბერილი ისე მისჩერებოდა და-
ფას, თითქოს იმედი ჰქონდა, რომ თვალთახედვიდან მოიშორებდა.
- საშინელი გრძნობა მაქვს, თითქოს ცუდი რაღაც მოხდა და დედა-
ჩემი არ მეუბნება.
- გთხოვ, ნუ დარდობ, - თქვა ასიამ თან ფანქრის ბოლოს ღეჭავდა.
ორგანიზმი ნიკოტინს სთხოვდა, - დედაშენს ელაპარაკე და ნორმალუ-
რი ხმა ჰქონდა. შენი წყალობით ახლა სტამბოლში ჩამოვლენ. ჩამოვ-
ლენ, გნახავენ და მალე ისევ შენს სახლში იქნები.
მიუხედავად იმისა, რომ ასიას არმანუშის დამშვიდება უნდოდა, უც-
ნაური კი იყო, მაგრამ მისი სიტყვები გაკიცხვასავით ჟღერდა. სინამ-
დვილეში გოგონა ნაღვლობდა, ამი ასე მალე რომ წავიდოდა.
- არ ვიცი. უბრალოდ ამ გრძნობას ვერ ვიშორებ თავიდან, - ამოი-
ოხრა არმანუშმა, - დედა არსად მიდის, კენტუკიშიც კი. სტამბოლში
რომ მოფრინავს, განსაცვიფრებელი რამაა, მაგრამ ეს ყველაფერი
ისევ და ისევ ისე ძალიან ჰგავს მას. ვერ იტანს, როცა ჩემი ცხოვრების
გაკონტროლება არ შეუძლია. დედამიწას გარშემოც კი შემოუფრენს
იმისთვის, რომ თვალწინ ვყავდე.
ვიდრე არმანუში მომდევნო სვლას მოიფიქრებდა, ასიამ ფეხი მო-
ირთხა. ნიჰილიზმის პირადი მანიფესტის მორიგ მუხლს ამუშავებდა:
მუხლი 10: თუ კარგ მეგობარს იპოვი, იზრუნე, იმდენად არ მიეჩვიო,
რომ დაგავიწყდეს: საბოლოოდ, თითოეული ჩვენგანი სინამდვილეში
მარტოა და, ადრე თუ გვიან, მარადიული მარტოობა წამოეწევა შემ-
თხვევით მეგობრობას.
მიუხედავად იმისა, რომ დათრგუნვილი იყო, არმანუშის გუნება-
განწყობილებას მის თამაშზე ნამდვილად არ უმოქმედია. ექვსით ექ-
ვსიო, - თქვა და ასიას სახლში შეიჭრა, ერთბაშად სამი ქვა მოუკლა და
მოწინააღმდეგე დაამარცხა. ეს ტრიუმფი იყო! ასიამ კიდევ უფრო
ღრმად ჩაასო კბილები ფანქარს.

322
მუხლი 11: მაშინაც კი, თუ ნაპოვნი გყავს კარგი მეგობარი, რომელ-
საც ისე მიეჩვიე, რომ მე-10 მუხლი დაგავიწყდა, არასოდეს გამოგრჩეს
მხედველობიდან ერთი ფაქტი. ნარდის დაფაზე, ზუსტად ისევე, რო-
გორც დაბადებისა და სიკვდილის შემთხვევაში, თითოეული ჩვენგანი
მარტოა.
თამასაზე სამი ქვა იდო, მოწინააღმდეგის კარებში კი მხოლოდ ორი
კარი რჩებოდა ღია. ასიას ან დუ-ბეში უნდა გაეგორებინა, ან დუ-სე,
სხვა არაფერი გადაარჩენდა წაგებას. გოგონამ იღბალს ხელისგულებ-
ზე დაფურთხებით უხმო და ლოცვა აღავლინა ნარდის ჯინის სახელზე,
რომელიც მუდამ ნახევრად შავი და ნახევრად თეთრი დევის სახით
წარმოედგინა, თვალის კაკლების მაგივრად კამათლებს რომ ატრია-
ლებდა გიჟივით.
ასიამ კამათელი გააგორა. სებაი-დუ იყო.
- ჯანდაბა! - ვერ თამაშობდა. ასია კაზანჯი ხელების მტვრევასა და
ბუზღუნს მოჰყვა.
- საბრალო! - შესძახა არმანუშმა.
ასიამ ქუჩის მოვაჭრეს მიაყურადა და მოკლული შავი ქვები თამასა-
ზე დადო. გარეთ გამყიდველი გაჰკიოდა: „ქიშმიში! ოქროსფერი ქიშმი-
ში ახალგაზრდებისთვის და უკბილო ბებიებისთვის, ოქროსფერი ქიშ-
მიში ყველას!“
- დარწმუნებული ვარ, დედაშენი კარგად არის. აბა, იფიქრე. კარგად
რომ არ იყოს, ამხელა გზას არიზონიდან სტამბოლამდე როგორ გამო-
ივლიდა?
- ალბათ, მართალი ხარ, - თავი დააქნია არმანუშმა და კამათელი
გააგორა.
- ისევ დუ-შაში!
- ე! სულ დუ-შაში უნდა აგორო? დათვრნენ ეს კამათლები თუ რა
ხდება? - მიაყარა დაეჭვებულმა ასიამ, - თაღლითობთ, ქალბატონო?
არმანუშმა ჩაიცინა.
- ჰო, აბა. ერთი ეგ ვიცოდე, როგორ უნდა!

323
სწორედ მაშინ, როდესაც თეთრი ქვების კიდევ ერთი წყვილი ღია
კარებისკენ უნდა წაეღო, ამი ერთბაშად გაჩერდა, გაფითრებული და
გაწამებული ჩანდა.
- ღმერთო ჩემო, ეს როგორ ვერ დავინახე! - წამოიძახა განერვიუ-
ლებულმა არმანუშმა, - დედაჩემი არა, მამაჩემია. დედას სწორედ ასე-
თი რეაქცია ექნებოდა, მამას... ან მამას ოჯახს რომ დამართოდა რამე...
ღმერთო, მამაჩემს მოუვიდა რაღაც!
- რანაირად აზროვნებ? - შეეცადა ამის დამშვიდებას ასია, მაგრამ
არაფერი გამოუვიდა, - მამაშენს ბოლოს როდის ელაპარაკე?
- ორი დღის წინ, - თქვა არმანუშმა, - არიზონიდან დავურეკე და კარ-
გად იყო. თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო.
- მოიცა, მოიცა! რას ნიშნავს, არიზონიდან დაურეკე? არმანუში გა-
წითლდა.
- ვიცრუე, - ამიმ მხრები აიჩეჩა, თითქოს კმაყოფილიც კი იყო იმით,
რომ მრავალფეროვნებისათვის ისე არ მოქცეულიყო, როგორც წესი
იყო, - აქ წამოსასვლელად ოჯახში თითქმის ყველა მოვატყუე. რომ
მეთქვა, სტამბოლში მარტო მივდივარ-მეთქი, ყველანი ისე შეშფოთდე-
ბოდნენ, რომ საერთოდ არსად გამიშვებდნენ სამოგზაუროდ. ვფიქ-
რობდი, წავალ სტამბოლში და როცა უკან დავბრუნდები, ყველაფერს
მაშინ მოვუყვები-მეთქი. მამაჩემი ფიქრობს, რომ არიზონაში ვარ, დე-
დასთან, დედას კი ჰგონია, რომ მამასთან ვარ სან-ფრანცისკოში, ანუ
გუშინდლამდე მაინც ასე ეგონა.
ასია არმანუშს ეჭვით უყურებდა, მაგრამ უნდობლობა მალე გაქრა
და მისი ადგილი პატივისცემის მსგავსმა გრძნობამ დაიკავა. იქნებ არ-
მანუში სულაც არ იყო ისეთი უნაკლო და დამჯერი გოგონა, ასიას რომ
ეგონა. იქნებ მის გასხივოსნებულ სამყაროშიც იყოსადმე ადგილი
ცოდვის, სიბინძურისა და უწესობისთვის. ამგვარმა აღიარებამ ასია
არათუ გააღიზიანა, პირიქით, უფრო მეტად დააფასებინა კიდეც არმა-
ნუში. ასიამ ნარდის დაფა დახურა და მარცხის აღიარების ნიშნად იღ-
ლიაში ამოიჩარა, თუმცა, ამ კულტურული ჟესტის შესახებ არმანუშს სა-
იდან უნდა სცოდნოდა რამე?
324
- არა მგონია, რამე ცუდი ხდებოდეს... მაგრამ მოიცა, მამაშენს რა-
ტომ არ ურეკავ? - იკითხა ასიამ.
თითქოს ამ სიტყვებს ელოდებოდაო, არმანუში ტელეფონთან მივი-
და. დროში განსხვავების გამო სან-ფრანცისკოში უთენია იყო.
ერთი ზარის შემდეგ გააგონეს, მაგრამ იმის მაგივრად, რომ ტელე-
ფონი ჩვეულებისამებრ ბებია შუშანას აეღო, ყურმილში ბარსამ ჩახმახ-
ჩიანის ხმა გაისმა.
- ძვირფასო, - დაიგმინა მამამ, როგორც კი უსაყვარლესი ქალიშვი-
ლის ხმა გაიგონა. ტელეფონი საშინლად ხრიალებდა და მამა-შვილიც
ხვდებოდა, ერთმანეთისგან რამხელა გეოგრაფიული მანძილი აშო-
რებდათ.
- დილით ვაპირებდი დარეკვას. ვიცი, რომ სტამბოლში ხარ. დედა-
შენმა დამირეკა და მითხრა.
ცოტა ხნით დაძაბული სიჩუმე ჩამოვარდა. ბარსამს არც სტამბოლზე
უთქვამს რამე, არც არმანუშის დატუქსვა უფიქრია.
- მე და დედა ისე ვდარდობდით შენზე. როუზი შენს მამინაცვალთან
ერთად მოფრინავს სტამბოლში... შენს წამოსაყვანად მოდიან. ხვალ
შუადღისთვის იქნებიან სტამბოლში.
არმანუში ადგილზე გაიყინა. რაღაც ცუდი ამბავი იყო, ძალიან ცუდი.
ის, რომ მისი მშობლები ლაპარაკობდნენ და უფრო მეტიც, ერთმანეთს
ახალ-ახალ ამბებს ატყობინებდნენ, აპოკალიფსის უტყუარი ნიშანი
იყო.
- მამა, რამე მოხდა?
ბარსამ ჩახმახჩიანი დუმდა, თავს დატეხილი ბავშვობის მოგონები-
საგან სევდა შემოსწოლოდა.
ბავშვობაში მათ უბანში ერთი კაცი ყოველ წელს მიდიოდა. კაცი
მუქ, წვეტიან ბარტყულასა და შავ მოსასხამს ატარებდა და ადგილობ-
რივი ეკლესიის დიაკვანთან ერთად კარდაკარ დადიოდა ხოლმე. სამ-
შობლოდან მოსული მღვდელი იყო და ახალგაზრდებს ეძებდა, გონე-
ბამახვილ ბიჭებს, ისევ სომხეთში რომ წაეყვანა და მღვდლებად გა-
ეზარდა.
325
- მამა, კარგად ხარ? რა ხდება?
- კარგად ვარ, ძვირფასო. მომენატრე, - მხოლოდ ამის თქმა მო-
ახერხა ბარსამმა.
ახალგაზრდობაში ბარსამი რელიგიით იყო შეპყრობილი და საკვი-
რაო სკოლის საუკეთესო მოწაფეც გახლდათ. აქედან გამომდინარე,
შავბარტყულიანი კაციც ხშირად სტუმრობდა მათ სახლს და შუშანას ბი-
ჭის მომავალზე ესაუბრებოდა.
ერთ დღესაც, როცა ბარსამი, დედამისი და მღვდელი სამზარეულო-
ში ისხდნენ და ცხელ ჩაის წრუპავდნენ, მღვდელმა თქვა, თუ რამე უნდა
გადავწყვიტოთ, ახლა ამისათვის სწორედ რომ შესაფერისი დროაო.
ბარსამ ჩახმახჩიანს არასოდეს დაავიწყდებოდა ის შიში, დედამისის
თვალებში მაშინ რომ გაიელვა. შუშანა ძალიანაც სცემდა პატივს
ღვთისმოსავ მღვდელს, ძალიანაც მოწადინებული იყო, დავაჟკაცებუ-
ლი ვაჟიშვილი მოძღვრის სამოსში ენახა, ძალიანაც უნდოდა მისი ერ-
თადერთი ვაჟი ღვთის მსახური ყოფილიყო, მაგრამ ვერაფრით იშო-
რებდა თავიდან შიშს. ისე ეშინოდა, თითქოს მის წინაშე გამტაცებელი
იყო, რომელსაც მისი შვილის წაყვანა უნდოდა. შეშინებული შუშანა ისე
შეკრთა, რომ ხელში ფინჯანი ძლივს შეიმაგრა და ცოტაოდენი ჩაი კა-
ბაზე გადაისხა. მღვდელმა მშვიდად, თავაზიანად დაუქნია თავი. მიხ-
ვდა, რომ ამ ქალის წარსულში რაღაც შავბნელი საიდუმლო იმალებო-
და. შუშანას თავზე ხელი გადაუსვა, დალოცა, წავიდა და ასეთი რამის
სათხოვნელად აღარ დაბრუნებულა.
იმ დღეს ბარსამ ჩახმახჩიანმა ისეთი რამ გამოცადა, რაც მანამდეც
ეგრძნო და აღარ უნდოდა განმეორებულიყო, - მწვავე, შიშის მომგვრე-
ლი წინათგრძნობა იყო. შვილის დაკარგვის საფრთხის წინაშე ასეთი
ძლიერი შიში მხოლოდ იმ დედას შეიძლებოდა გამოემჟღავნებინა, რო-
მელსაც უკვე დაეკარგა ერთი პირმშო. იქნებ შუშანას კიდევ ერთი ვა-
ჟიშვილი ჰყავდა,რომელსაც ოდესღაც დააშორეს. ახლა, როდესაც დე-
დის სიკვდილს გლოვობდა, ბარსამ ჩახმახჩიანს გამბედაობა არ ჰყოფ-
ნიდა, რომ საკუთარი ქალიშვილისთვის მომხდარის შესახებ ეთქვა.
- მამა, დამელაპარაკე, - სასწრაფოდ თქვა არმანუშმა.
326
დედამისის მსგავსად, ბარსამის მამაც 1915 წელს თურქეთიდან გა-
დასახლებული ოჯახის შვილი იყო. სარქის ჩახმახჩიანსა და შუშანა
სტამბოლელს რაღაც აერთიანებდათ, რაღაც ისეთი, რის შესახებაც მა-
თი შვილები მხოლოდ ხვდებოდნენ, მაგრამ საიდუმლოს არსი ბოლომ-
დე ვერ გაეგოთ. იმხელა დუმილი იყო ცოლ-ქმრის ნათქვამ სიტყვებს
შორის. ამერიკაში ჩამოსულებს სხვა ქვეყანაში დაეტოვებინათ სხვა
ცხოვრება და იცოდნენ, რომ არსებობს ისეთი რამეები, რომლებსაც ვე-
რასოდეს იტყვი, მიუხედავად იმისა, რამდენად ხშირად და რამდენად
გულწრფელად იხსენებ წარსულს.
ბარსამს ახსოვდა, როგორ ცეკვავდა მამამისი „ჰალას“ თანხლებით
დედამისის გარშემო, როგორ ტრიალებდა წრეში ჰაერში მოლივლივე
ჩიტივით მაღლა აწეული ხელებით; ნელი მუსიკა თანდათან ჩქარდებო-
და, ბავშვებს კი მხოლოდ ის შეეძლოთ, აღფრთოვანებულებს გვერდი-
დან ეცქირათ დედ-მამის ახლოაღმოსავლური როკვისთვის. მუსიკა
ბარსამის ბავშვობის დროინდელი ყველაზე ცოცხალი მოგონება იყო.
წლების განმავლობაში უკრავდა კლარნეტზე სომხურ ჯგუფში და ტრა-
დიციულ ლურჯ შარვალსა და ყვითელ ზედატანში გამოწყობილი ცეკ-
ვავდა. ახსოვდა, როგორ დამცინავად უყურებდნენ არასომხურ უბანში
ბავშვები, როდესაც სახლიდან ასეთი ჩაცმულ-დახურული გამოდიოდა.
ყოველ ჯერზე იმედი ჰქონდა, რომ ბავშვები ნანახს დაივიწყებდნენ,ან-
და უბრალოდ თავს არ შეიწუხებდნენ მისი მასხრად აგდებით, მაგრამ
ყოველ ჯერზე ცდებოდა.
სინამდვილეში, ერთმანეთის მიყოლებით გამართულ სხვადასხვა
სომხურ ღონისძიებაში ჩართულ ბარსამს რაც უნდოდა, მხოლოდ ის
იყო, რომ დანარჩენებს ჰგვანებოდა, მათზე არაფრით ყოფილიყო მეტი
ან ნაკლები. უნდოდა, ამერიკელი ყოფილიყო და არ ჰქონოდა სომხუ-
რად შავგვრემანი კანი.
წლების შემდეგაც კი, დედამისი წარამარა საყვედურობდა ბარსამს
და ახსენებდა, როგორ უკითხავს პატარაობაში წარმოშობით ჰოლან-
დიელი მდგმურებისთვის, ზედა სართულზე რომ ცხოვრობდნენ, რომე-
ლი საპნით იბანთო. უნდოდა, მათსავით თეთრი ყოფილიყო. და ახლა,
327
როცა დედა დაკარგა და ბავშვობის მოგონებები მოეჯარა, ბარსამ ჩახ-
მახჩიანს ისღა დარჩენოდა, თავი დამნაშავედ ეგრძნო, რადგან სასწრა-
ფოდ დაევიწყებინა ყველაფერი, რასაც ოდესღაც ისე ასწავლიდნენ,
როგორც პატარა სომეხს. ახლა კი ნანობდა, რომ დედისაგან მეტი არ
ისწავლა და საკუთარ ქალიშვილსაც არ ასწავლა.
- ხმას რატომ არ იღებ, მამა? - შეშინებული ხმით იკითხა არმანუშმა.
- გახსოვს ახალგაზრდული ბანაკი, ბავშვობაში რომ იყავი?
- ჰო, რა თქმა უნდა, - უპასუხა არმანუშმა.
- ოდესმე გაბრაზებულხარ ჩემზე, იქ ხელმეორედ რომ არ გაგიშვი?
- მამა, დაგავიწყდა, რომ მე თვითონ არ მინდოდა იქ მეტჯერ წას-
ვლა? თავიდან სახალისო იყო, მაგრამ მერე ჩავთვალე, რომ იქაურო-
ბისთვის მეტისმეტად დიდი ვიყავი. მე თვითონ გთხოვე, მომდევნო
წელს იქ აღარ გაგეგზავნე...
- მართალია, - თქვა დაეჭვებულმა ბარსამმა, - მაგრამ ხომ შემეძლო
შენი ასაკის სომეხი მოზარდების სხვა ბანაკი მომეძებნა.
- მამა, ამას ახლა რატომ კითხულობ? - არმანუშს ის-ის იყო, ცრემ-
ლები წამოუვიდოდა.
ბარსამს გამბედაობა არ ჰყოფნიდა სიმართლის სათქმელად. ასე,
ტელეფონით ვერ ეტყოდა. არ უნდოდა, გოგონას ბებიას გარდაცვალე-
ბის ამბავი მაშინ გაეგო, როცა ათასობით მილის მანძილზე სრულიად
მარტო იყო. ბარსამმა რამდენიმე სიტყვა წაილუღლუღა. სცადა, ამის
ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა. ხმას ოდნავ აუწია. მისი ხმის ფონ-
ზე ერთად შეკრებილი ადამიანების ზუზუნა ხმაური ისმოდა. ისეთი ხმე-
ბი იყო, თითქოს მთელი ოჯახი, ნათესავები, მეგობრები და მეზობლები
ერთ ჭერქვეშ შეკრებილიყვნენ, არმანუში კი საკმაოდ გონიერი გახ-
ლდათ და იცოდა, ასეთი თავყრილობა მხოლოდ ორი რამის ნიშანი შე-
იძლებოდა ყოფილიყო: ვიღაც დაქორწინდა ანდა ვიღაც მოკვდა.
- რა ხდება? ბებია შუშანა სად არის? - მშვიდად იკითხა გოგონამ, -
ბებიას მინდა დაველაპარაკო.
მაშინ კი გადაწყვიტა ბარსამ ჩახმახჩიანმა სიმართლის თქმა.
***
328
გვიანი საღამოდან მოყოლებული დეიდა ზელიჰა ენერგიულად
სცემდა ბოლთას თავის ოთახში. ისე გამალებით მიდი-მოდიოდა, რომ
ნუღარ იტყვით. სახლში ვერავის გაანდობდა, რამდენად ცუდად
გრძნობდა თავს და რაც უფრო მეტად ჩქმალავდა მღელვარებას, მით
უფრო ცუდად ხდებოდა. თავიდან იფიქრა, სამზარეულოში ბალახეუ-
ლის დამამშვიდებელ ჩაის მოვიდუღებო, მაგრამ კერძების მძიმე სუ-
ნისგან კინაღამ გული აერია. მერე ტელევიზორის საყურებლად სას-
ტუმრო ოთახში გავიდა, სადაც თავისი ორი და დახვდა. ქალები გაშმა-
გებული ალაგებდნენ საერთო ოთახს და გაცხოველებით ქაქანებდნენ
მომდევნო დღეზე. ზელიჰამ უმალ გადაიფიქრა იქ დარჩენა.
დაბრუნდა თუ არა თავის ოთახში, დეიდა ზელიჰამ კარი მიხურა,სი-
გარეტს მოუკიდა და ლეიბის ქვეშიდან არყის ბოთლი გამოაძვრინა,
რომელსაც ასეთი მძიმე დღეებისთვის ინახავდა. თავიდან ჩქარ-ჩქარა
სვამდა, მერე სულ უფრო ნელა და ნელა. ასე გადახუხა დეიდა ზელიჰამ
ბოთლის ერთი მესამედი. მას შემდეგ, რაც ოთხი სიგარეტი მოწია და
სასმელიც ექვსჯერ მოყლუპა, დეიდა ზელიჰა აღარ შფოთავდა. მართა-
ლი გითხრათ, არაფერს გრძნობდა შიმშილის გარდა. ერთადერთი პი-
რის გასასველებელი, რაც ოთახში ჰქონდა, ოქროსფერი ქიშმიშის შეკ-
ვრა იყო, რომელიც ჩხირივით გამხდარი ქუჩის მოვაჭრისაგან ეყიდა,
იმ საღამოს მათი სახლის წინ რომ გაჰყვიროდა.
ის იყო, ზელიჰამ ბოთლი სანახევროდ გამოცალა და ქიშმიშიც ერთ
მუჭამდე დაიყვანა, რომ მისმა მობილურმა დარეკა. არამი რეკავდა.
- არ მინდა, რომ ამაღამ მაგ სახლში დარჩე, - იყო პირველი სიტყვე-
ბი, რომლებიც არამმა ზელიჰას უთხრა, - არც ხვალ, არც ზეგ. მართალი
გითხრა, არ მინდა, რომ ჩემი დარჩენილი ცხოვრების ერთი დღეც კი
ჩემგან შორს გაატარო.
დეიდა ზელიჰამ ხითხითით უპასუხა.
- გთხოვ, ჩემო სიყვარულო, მოდი და დარჩი ჩემთან. ახლავე წამო-
დი მაგ სახლიდან. კბილის ჯაგრისი გიყიდე. სუფთა პირსახოციც კი
მაქვს! - არამმა ხუმრობა სცადა, მაგრამ შუა გზაზე გაჩერდა, - დარჩი
ჩემთან, სანამ წავა.
329
- როგორ უნდა ავუხსნათ ჩემს საყვარელ ოჯახს ჩემი უეცარი წას-
ვლა? - ბუზღუნით თქვა დეიდა ზელიჰამ.
- არაფრის ახსნა არ გჭირდება, - მუდარით უთხრა არამმა, - მომის-
მინე, შეიძლება უპირატესობაც კი იყოს, ტრადიციულ ოჯახში მაწანწა-
ლა რომ ხარ. რაც უნდა გააკეთო,დარწმუნებული ვარ, ჭკუიდან არავინ
შეირყევა. მოდი. გთხოვ, დარჩი ჩემთან.
- ასიას რა უნდა ვუთხრა?
- არაფერი, არაფერი არ უნდა თქვა... შენ ეს იცი.
დეიდა ზელიჰა, რომელსაც ტელეფონი ხელში მაგრად ჩაებღუჯა,
ჩანასახივით მოიკუნტა და ძილმორეულმა თვალები დახუჭა, მაგრამ
მერე ძალა მოიკრიბა და იკითხა:
- არამ, ეს როდის უნდა დამთავრდეს? ეს სავალდებულო ამნეზია,
დაუსრულებელი გულმავიწყობა. არაფერი უნდა თქვა, არაფერი უნდა
გახსოვდეს, არც მათ უნდა უთხრა რამე, არც საკუთარ თავს... დამთავ-
რდება კი ოდესმე?
- ახლა ამაზე ნუ იფიქრებ, - არამი ზელიჰას დამშვიდებას შეეცადა, -
გეყოფა. მეტისმეტად მკაცრი ხარ საკუთარი თავის მიმართ. ხვალ დი-
ლით აქ მოდი.
- ჩემო სიყვარულო... ნეტავ კი შემეძლოს, - დეიდა ზელიჰამ გაწამე-
ბული სახე ისე მიაბრუნა, თითქოს არამს ყურმილიდან შეძლებოდა მი-
სი დანახვა.
- ფიქრობენ, რომ მათ დასახვედრად აეროპორტში წავალ. გახსოვს,
ამ ოჯახში მე ერთადერთი ვარ, ვინც მანქანის ტარება იცის.
არამი იძულებული იყო, ზელიჰასათვის დაეთმო და ხმას არ იღებ-
და.
- არ იდარდო, - დაიჩურჩულა დეიდა ზელიჰამ, - მიყვარხარ... ისე
მიყვარხარ... მოდი, დავიძინოთ.
როგორც კი ტელეფონი გათიშა, დეიდა ზელიჰას ღრმა ძილით და-
ეძინა. მეორე დილით თავი აუტანლად სტკიოდა და შალის ერთ გადა-
საფარებელს ვერ პოულობდა. ზელიჰას ახლა არც ის ახსოვდა, როგორ
გამორთო მობილური, არც ის, როგორ გადადო არყის ბოთლი, რო-
330
გორ ჩააქრო საფერფლეზე სიგარეტი, როგორ გამორთო შუქი და რო-
გორ შესრიალდა ლოგინის გადასაფარებლის ქვეშ.
***
- სტამბოლში ცივა? თბილი ტანსაცმელი უნდა წამომეღო? - იკითხა
როუზმა, მიუხედავად იმისა, რომ სამი მთავარი მიზეზი არსებობდა,
რომლის გამოც ეს არ უნდა გაეკეთებინა, - იმიტომ, რომ ასეთი კითხვა
მანამდე უკვე დაესვა, იმიტომ, რომ ბარგი უკვე შეეკრა და იმიტომ, რომ
სწორედ იმ მომენტში ტუსონის აეროპორტისაკენ მიემგზავრებოდნენ
და როუზის ინტერესი მეტისმეტად დაგვიანებული გახლდათ. მუსტაფა
გზატკეცილს თვალს არ აშორებდა. ერთი კი უნდოდა, ცოლისთვის ეს
მიზეზები შეეხსენებინა, მაგრამ მხოლოდ თავი გადააქნია.
იმ დღეს, როცა სტამბოლში უნდა გაფრენილიყვნენ, აეროპორტში
წასასვლელად როუზი და მუსტაფა სახლიდან დღის ოთხ საათზე გავიდ-
ნენ. წინ ორი რეისი ელოდათ - ერთი ხანმოკლე, მეორე - საკმაოდ
გრძელი. ჯერ ტუსონიდან სან-ფრანცისკოში უნდა გაფრენილიყვნენ,
მერე სან-ფრანცისკოდან სტამბოლში. რაკი პირველად მიდიოდა იმ
ქვეყანაში, სადაც არც ინგლისური იყო ძირითადი ენა და არც ადამია-
ნები მიირთმევდნენ ნეკერჩხლის სიროფში ჩაწყობილ ბლინებს დილა-
ობით, როუზი ერთდროულად აღელვებულიც იყო და დათრგუნვილიც.
უნდა ვაღიაროთ, რომ როუზი დიდი მკვლევარი არასოდეს ყოფილა
და რომ არა ბანგკოკში მოგზაურობის ესოდენ ნანატრი და აუხდენელი
ოცნება, მას და მუსტაფას პასპორტები არასოდეს ექნებოდათ.
საზღვარგარეთ მოგზაურობასთან ყველაზე მეტად მიმსგავსებული
გამოცდილება როუზს ექვსი ციფრული ვიდეოდისკის „აღმოაჩინე ევ-
როპა“ ცქერისას მიეღო და ეს გაცილებით უფრო თანამიმდევრული ინ-
ფორმაცია იყო, ვიდრე ნაგლეჯ-ნაგლეჯი ამბები, მათი მრავალწლიანი
ქორწინების განმავლობაში მუსტაფას დროდადრო რომ წამოცდებოდა
ხოლმე. მიუხედავად ამისა, პრობლემა ის გახლდათ, რომ როუზს ექ-
ვსივე დისკი ერთჯერზე ენახა. ეპიზოდი „მოგზაურობა თურქეთში“ სულ
ბოლოს იყო, ბრიტანეთის კუნძულების, საფრანგეთის, ესპანეთის,
პორტუგალიის, გერმანიის, ავსტრალიის, შვეიცარიის, იტალიის, სა-
331
ბერძნეთისა და ისრაელის შემდეგ და როუზი ვერაფრით გარკვეული-
ყო, სცენები, თავში რომ ჰქონდა, თურქეთიდან იყო თუ რომელიმე სხვა
ქვეყნიდან.
ციფრული ვიდეოდისკები „აღმოაჩინე ევროპა“ საგანმანათლებლო
მიზნებისათვის მართლაც მისწრება იყო, მით უფრო, ამერიკული ოჯა-
ხებისათვის, რომლებსაც საზღვარგარეთ მოგზაურობისათვის დრო,
საშუალება ან სურვილი არ ჰქონდათ. თუმცა, პროდიუსერებს კრებულ-
ზე მითითება უნდა გაეკეთებინათ, ექვსივე დისკს ერთდროულად არ
უყუროთ და ერთ ჯერზე ერთზე მეტ ქვეყანაში არ „იმოგზაუროთო“.
როუზი და მუსტაფა ყველა მაღაზიაში შევიდნენ, რაც კი ტუსონის სა-
ერთაშორისო აეროპორტში იყო, ანუ ერთი კიოსკი და ორი სუვენირე-
ბის დახლი მოიარეს. საერთაშორისო აეროპორტის საგანგებოდ გაკე-
თებული აღნიშვნის მიუხედავად (აეროპორტს საერთაშორისო იმიტომ
ერქვა, რომ იქიდან იყო ფრენები მექსიკის მიმართულებით, სადაც მან-
ქანით სულ რაღაც ერთ საათში ჩახვიდოდით), აქაურობა იმდენად მოკ-
რძალებული იყო, რომ ადგილობრივ ავტოსადგურს ჰგავდა. სტარბაქ-
სიც კი არად დაგიდევდათ, გახსნიდა თუ არა ამ აეროპორტში თავის ფი-
ლიალს.
ასე იყო თუ ისე, შედგა თუ არა ფეხი სუვენირების მაღაზიაში როუზ-
მა, მუსტაფას ოჯახის წევრებისათვის უამრავი საჩუქარი გამოძებნა. მი-
უხედავად იმისა, რომ სტამბოლში ექსპრომტად მიემგზავრებოდნენ და
როუზიც გაუთავებლად წუხდა თავისი ქალიშვილის გამო, რომ არაფე-
რი ვთქვათ იმაზე, თუ როგორ უნდა ეთქვა ამისათვის ბებიას გარდაც-
ვალების შესახებ, გამგზავრების დროის მოახლოებასთან ერთად რო-
უზი ტურისტულ შოკში ჩავარდა. მთელი გულით უნდოდა, მუსტაფას
უმამაკაცო ოჯახის ყველა წევრისათვის განსაკუთრებული საჩუქარი
ეყიდა და მიუხედავად იმისა, რომ მაღაზია დიდი არჩევნით არ გამოირ-
ჩეოდა, როუზი ყველა თაროზე გამოფენილ საქონელს გულდასმით ათ-
ვალიერებდა. კაქტუსის ფორმის წიგნაკები, კაქტუსის ფორმის გასაღე-
ბის საკიდები, კაქტუსის ფორმის მაგნიტები, ჭიქები ტეკილასათვის კაქ-
ტუსების გამოსახულებით - მთელი დასტა იაფფასიანი სუვენირები და
332
სამშვენისები თუ კაქტუსებით არა, ზედ დახატული ხვლიკებითა და კოი-
ოტებით.
ბოლოს როუზმა კაზანჯის გვარის ყველა ქალისათვის იყიდა საჩუ-
ქარი. სამართლიანად რომ გამოსვლოდა, საჩუქრები თითქმის ერ-
თნაირი იყო. თითოეულ კომპლექტში შედიოდა: კაქტუსივით დაგრეხი-
ლი მრავალფეროვანი ფანქარი წარწერით „მე მიყვარს არიზონა“,
თეთრი მაისური გულზე დაბეჭდილი არიზონის რუკით, კალენდარი კო-
ლორადოს დიდი კანიონის სურათებით, უზარმაზარი ჭიქა წარწერით:
„BUT Iთ’შ ა დღყ ჰეათ მუგ“ და მაცივარზე მისაკრავი მაგნიტი შიგნით
ნამდვილი პატარა კაქტუსით. გარდა ამისა, როუზმა ორი წყვილი ყვა-
ვილიანი შორტებიც იყიდა, ისეთები, იმწუთას თავად რომ ეცვა. ეს იმ
შემთხვევისათვის, სტამბოლში ვინმეს მათი მოზომება თუ მოუნდებო-
და.
მას შემდეგ, რაც ტუსონში ოცზე მეტი წელიწადი გაეტარებინა, რო-
უზს, რომელიც ერთ დროს კენტუკელი გოგონა იყო, ახლა ყველგან
არიზონა ეწერა. მარტო ყოველდღიური ტანსაცმელი, ანუ მაისურები,
ჯინსის შორტები და ჩალის ქუდები კი არ გასცემდნენ როუზს, ანდა სა-
ხეზე მიხორცებული მზის სათვალე, არამედ მისი სხეულის ენაც არიზო-
ნის სტილს ასხივებდა.
იმ წელს როუზს ორმოცდაექვსი წელი შეუსრულდა, მაგრამ ისე იქ-
ცეოდა, როგორც სისხლის სამართლის სასამართლოს გადამდგარი
მდივანი, რომელსაც ცხოვრება ყვავილებიან კაბებში თავის გამოჩენის
შანსს მანამდე იშვიათად აძლევდა, მაგრამ ახლა ასეთი სამოსის ტარე-
ბა ზომაზე მეტად მოსწონდა.
სიმართლე ის იყო, რომ როუზი ძალიან ნანობდა რაღაცებს, რაც
აქამდე არ გაეკეთებინა, მათ შორის იმასაც, მეტი შვილი რომ არ ჰყავ-
და. როგორ დარდობდა როუზი, ვიდრე შეეძლო, კიდევ ერთი შვილი
რომ არ გააჩინა. შვილების ყოლა მუსტაფას დიდად არ უნდოდა. ეს ამ-
ბავი როუზსაც დიდხანს ახარებდა და არასოდეს უფიქრია ასეთი გადაწ-
ყვეტილების გამო ბოლოს როგორ ინანებდა. შეიძლება ეს პროფესიუ-
ლი რისკი იყო - მთელი დღის განმავლობაში მეოთხეკლასელებით
333
გარშემორტყმულ როუზს საკუთარ ცხოვრებაში ბავშვების ნაკლებობა
არასოდეს უგრძნია. მიუხედავად ამისა, როუზსა და მუსტაფას სავსებით
ბედნიერი ცოლქმრობა ჰქონდათ. მათ ქორწინებას საერთო ჩვევების
არსებობით მოგვრილი შვება უფრო ახასიათებდა, ვიდრე ვნებიანი სიყ-
ვარული, მაგრამ ეს მაინც გაცილებით უკეთესი ქორწინება იყო, ვიდრე
ათასობით სხვა ადამიანის გარეგნულად ამურული კავშირი. ბედის
ირონიას ჰგავდა, როცა როუზს ახსენდებოდა, რომ მუსტაფასთან პაემ-
ნებზე სიარული ჩახმახჩიანებზე შურის საძიებლად დაიწყო, მაგრამ
რაც უფრო მეტად უახლოვდებოდა მუსტაფას, მით უფრო მოსწონდა და
სურდა იგი.
რომანტიკული თავგადასავლების სურვილის გამო როუზი დრო-
დადრო ჩუმ-ჩუმად ოცნებობდა სხვა კაცთან სხვანაირ ცხოვრებაზე,
მაგრამ საერთო ჯამში იმითაც საკმაოდ კმაყოფილი იყო, რაც ჰქონდა.
- დადე ეს სოუსი, - თქვა მუსტაფამ, როცა დაინახა, რომ მისი მეუღ-
ლე კაქტუსის ფორმის ბოთლში ჩასხმული ცხარე მექსიკური სოუსის
ყიდვას აპირებდა, - დამიჯერე, როუზ, სტამბოლში ეს არ დაგჭირდება.
- მართლა? თურქული კერძები ცხარეა?
ამ კითხვაზე, ისევე როგორც ბევრს სხვა მტკივნეულად ბანალურ
რამეზე, მუსტაფას მხოლოდ სავარაუდო პასუხი ჰქონდა. ოცწლიანი გა-
უცხოების შემდეგ, მუსტაფას სიახლოვე თურქულ კულტურასთან ისევე
გახუნებულიყო, როგორც მზისა და ქარისაგან გადაქექილ პერგამენ-
ტზე შესრულებული ნახატი. ნელ-ნელა სტამბოლი მისთვის ქცეულიყო
აჩრდილ ქალაქად, რომლის რეალურობაც მხოლოდ და მხოლოდ იმა-
ში გამოიხატებოდა, რომ მუსტაფა კაზანჯის დროდადრო ესიზმრებოდა.
მართალია, მიჩვეული იყო ამ ქალაქის მრავალრიცხოვან კვარტალებ-
სა და იქაურებზე ფიქრს, მას შემდეგ, რაც შეერთებულ შტატებში დამ-
კვიდრდა, მუსტაფა თანდათან გაცივდა სტამბოლისა და თითქმის ყვე-
ლაფრისადმი, რაც მასთან იყო დაკავშირებული.
და მაინც, ერთი იყო, როცა მშობლიური ქალაქიდან წავიდა და მე-
ორე, როცა საკუთარ სისხლსა და ხორცს ასე ჩამოშორდა. უმიწაწყლო
კაცივით ამერიკაში სამუდამო თავშესაფრის პოვნაზე, ანდა მოგონებე-
334
ბის გარეშე ცხოვრებაზე მეტად მუსტაფას უწინაპრო უცხოელად, უბავ-
შვობო კაცად გადაქცევა უნდოდა.
წლების განმავლობაში იყო მომენტები, როდესაც სული მისდიოდა,
რომ დაბრუნებულიყო და ენახა ოჯახი და ის კაცი, ერთ დროს თავად
რომ იყო, მაგრამ აღმოაჩინა, რომ ეს ადვილი საქმე არ იყო. ეს არ იყო
საქმე, რომელსაც ასაკი გაუადვილებდა.
რაკი მიხვდა, რომ საკუთარ წარსულს სულ უფრო მეტად შორდებო-
და, მუსტაფამ საბოლოოდ გაწყვიტა კავშირი სტამბოლთან. ასე ჯობდა
მისთვისაც და მათთვისაც, ვისაც ოდესღაც ძალიან ატკინა გული. ახლა
ამერიკა იყო მისი სამშობლო. თუმცა, კაცმა რომ თქვას, მუსტაფას თა-
ვის სახლად არიზონაზე ან ნებისმიერ სხვა ადგილზე მეტად მერმისი
აერჩია, - ეს იყო ადგილი, სადაც წარსულში გამავალი კარი დახურული
იყო.
თვითმფრინავში მუსტაფა აშკარად ჩაფიქრებული და გულჩათხრო-
ბილი იჯდა. როცა აფრინდნენ, ძალიან მშვიდად იყო. დიდადარც მას
შემდეგ განძრეულა, რაც თვითმფრინავმა ფრენის სიმაღლეს მიაღწია.
მოგზაურობის გამო, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ აშინებდა, მუს-
ტაფა კაზანჯი თავს დაღლილად და გამოფიტულად გრძნობდა.
როუზი პირიქით იყო, ნერვიულობისგან აღგზნებული გახლდათ.
თვითმფრინავში შეთავაზებული ცუდი ყავის ჭიქას ჭიქაზე ცლიდა წრუპ-
ვა-წრუპვით, პატარ-პატარა მარილიან ბლითებს ახრამუნებდა, უფასო
ჟურნალს ათვალიერებდა და მიუხედავად იმისა, რომ ეს ფილმი უკვე
ნანახი ჰქონდა, უყურებდა ფილმს „ბრიჯიტ ჯონსი: გონიერების ზღვა-
რი“.
პარალელურად როუზი გვერდით მჯდომ მოხუც ქალსაც ელაქლაქე-
ბოდა, რომელიც სან-ფრანცისკოში უფროსი ქალიშვილისა და ახალ-
შობილი შვილიშვილის სანახავად მიდიოდა. როცა მოხუცს ჩაეძინა,
როუზმა მის წინ ვიდეოეკრანზე გამოსახულ წვრილმან ისტორიულ
კითხვებზე პასუხის გაცემას მიჰყო ხელი:
რომელ ქვეყანას ჰქონდა ყველაზე მეტი დანაკარგი მეორე მსოფ-
ლიო ომში?
335
ა. იაპონიას
ბ. დიდ ბრიტანეთს
გ. საფრანგეთს
დ. საბჭოთა კავშირს
რა ერქვა „1984 წელში“ ჯორჯ ორუელის მთავარ გმირს?
ა. იუნსტონ სმიტი
ბ. აკაკი აკაკიევიჩი
გ. სერ ფრენსის დრეიკი
დ. გრეგორ სამსა
პირველი შეკითხვისათვის როუზმა თავდაჯერებულად აირჩია ბ-ვა-
რიანტი, მაგრამ რაკი წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა უნდა ეპასუხა მე-
ორე კითხვაზე, უბრალოდ ა-ვარიანტი მიუთითა. ცოტა ხანში გაკვირვე-
ბულმა აღმოაჩინა, რომ პირველი პასუხი მცდარი იყო, მეორე კი - სწო-
რი. ამი რომ ჰყოლოდა გვერდით, ორივეს სწორად გასცემდა პასუხს და
ეს ნამდვილად არ იქნებოდა შემთხვევითი.
ქალიშვილის გახსენებაზე როუზს გულზე შემოაწვა. ყველა კონ-
ფლიქტისა და ჩხუბის მიუხედავად, მიუხედავად იმისა, რომ როგორც
დედას ბევრი რამ არ გამოუვიდა, როუზი ისევე დარწმუნებული იყო იმა-
ში, რომ ამისთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, როგორც იმაში, რომ
მეორე მსოფლიო ომში ყველაზე მეტი დანაკარგი დიდ ბრიტანეთს
ჰქონდა.
თვითმფრინავი სან-ფრანცისკოში დაეშვა.
აეროპორტში როუზს საყიდლების კიდევ ერთი შეტევა ჰქონდა: სა-
სუსნავები უნდოდა საგზლად. ისეთი საცოდავი იყო, როდესაც პირველ
თვითმფრინავში რაღაც ნამცეცები მიუტანეს, რომ ახლა საქმეს პირა-
დად მოჰკიდა ხელი. მუსტაფა თავგამოდებით ცდილობდა, აეხსნა ცო-
ლისთვის, რომ ამერიკაში შიდა რეისებისაგან განსხვავებით, თურქე-
თის ავიახაზები ათასნაირი პირის ჩასატკბარუნებლით გაუმასპინ-
ძლდებოდა, მაგრამ როუზს უნდოდა, თავი იქამდე დაეზღვია, ვიდრე
თორმეტსაათიანი რეისი დაიწყებოდა.

336
როუზმა ერთი შეკვრა მიწის თხილი, ყველის კრეკერები, შოკოლა-
დის მარცვლებიანი ნამცხვრები, ბარბექიუს ჩიფსების ორი შეკვრა, ერ-
თი შეკვრა თაფლიანი და ნუშიანი შვრიის ფილები და კევის ჩხირები
იყიდა. არათუ ნახშირწყლებს, დიდი ხანია არაფერს დაგიდევდათ. ასე-
თი რამეები მაშინ ხდებოდა, როცა როუზი ახალგაზრდა იყო და მტკი-
ცედ ჰქონდაგადაწყვეტილი, დაემტკიცებინა ჩახმახჩიანების მთელი
ოჯახისათვის, რომ ქალი, რომელსაც ოდარის დაღი დაასვეს და თავი-
სიანად არასოდეს მიუღიათ, სინამდვილეში ძალიან კარგი პიროვნება
იყო და მის მიმართ შურიც კი შეიძლებოდათ ეგრძნოთ. ახლა, ოცი
წლის შემდეგ, როუზს მხოლოდ ეღიმებოდა განაწყენებულ ახალგაზ-
რდა ქალზე, ერთ დროს თავად რომ იყო.
მიუხედავად იმისა, რომ პირველი ქმრისა და მისი ოჯახისადმი
ღვარძლი არასოდეს განელებია, როუზს ხასიათის აფეთქებებსა და სა-
კუთარ უუნარობასთან, მათ შორის გადიდებულ თეძოებსა და ღიპთან
დაზავება ესწავლა. ზოგჯერ ძალიან დიდხანს იჯდა სხვადასხვანაირ დი-
ეტაზე, მაგრამ ახლა აღარც კი ახსოვდა, ერთხელ და სამუდამოდ რო-
დის შეეშვა ამ საქმეს. ეს ამბავი როცა უნდა მომხდარიყო, როუზმა მო-
ახერხა და თავად გირვანქები თუ არა, გირვანქების მოკლების აუცი-
ლებლობა მოიშორა თავიდან. ამის სურვილი უბრალოდ აღარ ჰქონდა.
მუსტაფას ისეთი მოსწონდა, როგორიც იყო და არასოდეს აკრიტიკებდა
მის გარეგნობას.
ჩასხდომა მაშინ გამოაცხადეს, როცა უენდისში რიგში იდგნენ და
ორი „ბიგ ბეკონ კლასიკისა“ და ნაღებსა და ხახვში შემწვარი კარტოფი-
ლის მომზადებას ელოდნენ. ეს იმ შემთხვევისათვის, თუ საკვები, რო-
მელსაც თურქული ავიახაზების ბორტზე მიართმევდნენ, საჭმელად
უვარგისი აღმოჩნდებოდა.
მუსტაფამ და როუზმა შეკვეთას ხელი დაავლეს და გასასვლელს მი-
აშურეს, სადაც უსაფრთხოების თვალსაზრისით კიდევ ერთი შემოწმება
უნდა გაევლოთ, რომელიც აეროპორტში საკონტინენტთაშორისო რე-
ისებისათვის, კერძოდ, ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ფრენე-
ბისათვის ჰქონდათ შემონახული.
337
როუზი შეშფოთებული უყურებდა, როგორ იქექებოდა ზრდილი,
მაგრამ მოღუშული ოფიცერი ტუსონში ნაყიდ საჩუქრებში. ოფიცერმა
კაქტუსის ფორმის ფანქარი ამოაძვრინა, აქეთ-იქით ისე გააქან-გამოა-
ქანა, თითქოს როუზს თითს უქნევდა რაღაც ცუდი საქციელის გამო,
რომლის ჩადენასაც ქალი აპირებდა.
ავიდა თუ არა თვითმფრინავის ბორტზე, როუზი სწრაფად დამშვიდ-
და. ირგვლივ ყველაფერი მოსწონდა - ერთი ბეწო, პეწიანი სამგზავრო
კომპლექტები, რომლებსაც მგზავრებს ურიგებდნენ, მოსახერხებელი
ბალიშები, საბნები, თვალზე ასაფარებელი ნიღბები, სასმელები, გა-
უთავებლად რომ მოჰქონდათ და მოჰქონდათ უფასო თურქულ ბუტერ-
ბროდებთან ერთად.
მალე სადილიც დაიწყო - ბრინჯი და ღუმელში შემწვარი ქათამი მსუ-
ბუქ სალათსა და ზეთში შებრაწულ ბოსტნეულთან ერთად. ლანგარზე
დადებულ ფურცელზე ეწერა: „ჩვენს საკვებში ღორის ხორცი არ არის“.
როუზს ისღა დარჩენოდა, თავი დამნაშავედ ეგრძნო უენდისის კომბი-
ნირებული კერძების გამო.
- მართალი იყავი, საჭმელზე რომ ამბობდი. კარგია, - თქვა როუზმა,
თან მეუღლეს მორცხვად გაუღიმა და დესერტით სავსე ფიალა ხელში
შემოატრიალა, - ეს რა არის?
- აშურე, - უპასუხა მუსტაფამ უცნაურად მოგუდული ხმით და ოქროს-
ფერი ქიშმიშის მარცვლებს შეხედა, პატარა ფიალას რომ ალამაზებდა,
- ჩემი საყვარელი დესერტი იყო. დარწმუნებული ვარ, დედაჩემმა დიდი
ქვაბით მოამზადა, როცა გაიგო, რომ ჩავდივარ.
ძალიანაც ცდილობდა მუსტაფა, თავი შეეკავებინა ასეთი წვრილმა-
ნების გახსენებისაგან, მაგრამ ვერა და ვერ ამოიგდო თავიდან მეზობ-
ლებში დასარიგებლად გამზადებული, მაცივრის თაროზე ჩაწიკწიკებუ-
ლი, აშურეთი სავსე მინის უამრავი თასის სურათი. სხვა დესერტებისა-
გან განსხვავებით, აშურე ოჯახისთვისაც კეთდებოდა და სხვებისთვი-
საც. შესაბამისად, ის ბლომად უნდა მოემზადებინათ - თითოეული ფი-
ალა გადარჩენას, ერთობასა და სიუხვის რქას განასახიერებდა.

338
მუსტაფა შვიდი წლისა იყო, აშურეს სიყვარულში რომ გამოიჭირეს,
- მეზობლებისთვის აშურეს ფიალების დარიგება დაავალეს, ის კი იდგა
და ტკბილეულს თავად სანსლავდა.
ჯერ კიდევ ახსოვდა, როგორ იცდიდა ხელში ლანგრით კაზანჯების
დიდი სახლის გვერდით აშენებული საცხოვრებელი კორპუსის სიჩუმე-
ში. ლანგარზე ნახევარი დუჟინი ფიალა იდო, თითოეული სხვადასხვა
მეზობლისათვის.
მუსტაფამ თავიდან სათითაოდ ყველა ფიალაზე მოყრილი ოქროს-
ფერი ქიშმიში შეხუხნა. დარწმუნებული იყო, მარტო ქიშმიშს თუ შეჭამ-
და, ვერავინ ვერაფერს შეამჩნევდა. მერე მოსართავად გამოყენებულ
ბროწეულის მარცვლებსა და გრძლად დაჭრილ ნუშზე გადავიდა და
ვიდრე გონს მოეგებოდა, ყველაფერი გადაყლაპა, ერთბაშად ექვსი ფი-
ალა მიირთვა. ცარიელი ფიალები ბიჭს ბაღში დაემალა. მეზობლები
ფიალებს ხშირად იტოვებდნენ, ვიდრე შიგნით თავის მიერ მომზადე-
ბულ რაიმე კერძს, ხშირად ისევ აშურეს, არ ჩადებდნენ და ისე არ და-
აბრუნებდნენ. ასე რომ, კაზანჯების ოჯახს დრო დასჭირდა მუსტაფას
დაუდევრობის გამოსააშკარავებლად. როცა გაიგეს, დედა აშკარად შე-
წუხდა ბიჭის სიხარბის გამო, მაგრამ შვილი არ გაულანძღავს. იმ დღი-
დან გულსუმს მაცივარში მხოლოდ მუსტაფასათვის გამზადებული ზედ-
მეტი აშურე ედგა ფიალებით.
- სასმელად რას ინებებთ, სერ? - იკითხა მუსტაფასაკენ ნახევრად
დახრილმა სტიუარდესამ თურქულად. გოგონას საფირონივით ლურჯი
თვალები ჰქონდა და ზუსტად იმავე ფერის ჟილეტი ეცვა. ჟილეტის ზურ-
გზე სქელი, მიმქრალი ღრუბლების გამოსახულება დაებეჭდათ.
მუსტაფა წამით შეყოყმანდა. განა იმიტომ, რომ არ იცოდა, რისი და-
ლევასურდა, არამედ იმიტომ, რომ არ იცოდა, რომელ ენაზე ეპასუხა.
ამდენი წლის შემდეგ თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობდა,
როცა საკუთარ აზრებს ინგლისურად გამოხატავდა, ვიდრე თურქულად
საუბრისას. და მაინც, ასევე არაბუნებრივი იქნებოდა, თუ არა ქედმაღ-
ლური, მეორე თურქს ინგლისურად რომ დალაპარაკებოდა. პირადი
ხასიათის ასეთი დაბრკოლებების გადალახვას მუსტაფა კაზანჯი აქამ-
339
დე იმის ხარჯზე ახერხებდა, რომ შეერთებულ შტატებში თურქებთან
ურთიერთობას თავს არიდებდა. მსგავსი შემთხვევითი შეხვედრების
დროს მუსტაფას გაუცხოება თანამემამულეებთან საშინლად თვალში
საცემი იყო.
მუსტაფამ ირგვლივ მიმოიხედა, თითქოს გასასვლელს ეძებდა და
რაკი ახლომახლო ვერ აღმოაჩინა, ბოლოს და ბოლოს, სტიუარდესას
თურქულად გასცა პასუხი:
- პამიდვრის წვენი, გეთაყვა.
- პამიდვრის წვენი არა მაქვს, - სტიუარდესამ მამაკაცს ისე მხიარუ-
ლად გაუღიმა, თითქოს პამიდვრის წვენის ამბავში დიდი იუმორი ყო-
ფილიყო. გოგონა ისეთი თავგადაკლული მუშაკების რიცხვს ეკუთვნო-
და, რომლებიც არასოდეს ღალატობენ იმ დაწესებულებას, სადაც მუ-
შაობენ და შეუძლიათ სულ ერთნაირად მოცინარი სახით ილაპარაკონ.
- ბლადი მერი მიქსს ხომ არ ინებებდით?
მუსტაფამ აიღო სქელი, ალისფერი ნაზავი და უკან გადაიწია. შეფიქ-
რიანებული იყო. შუბლშეჭმუხნილი იჯდა და მუქი თაფლისფერი თვა-
ლები დანისვლოდა. მხოლოდ ახლაღა შეამჩნია, როგორ მისჩერებო-
და როუზი, როგორ გულდასმით და გაუბედავად აკვირდებოდა ქალი
მეუღლის მოძრაობებს.
- რა მოხდა, ძვირფასო? - იკითხა როუზმა და სახე წაუხდა, - განერ-
ვიულებული ჩანხარ. შენიანების სანახავად რომ მივდივართ, იმიტომ?
ამ მოგზაურობაზე ამომწურავად ესაუბრათ და სათქმელიც აღარა-
ფერი იყო. როუზმა იცოდა, მის ქმარს სტამბოლში წასვლის სურვილი
რომ არ ჰქონდა და უბრალოდ დაჰყვა ცოლის კატეგორიულ მოთხოვ-
ნას, ერთად წავიდეთო.
ეს როუზმაც იცოდა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ასეთი დათმობის გა-
მო მუსტაფასადმი მადლიერების გრძნობას განიცდიდა.
„ცხრამეტწლიანი ცოლქმრობის შემდეგ ქალს უფლება აქვს, ათას-
ში ერთხელ თავის ქმარს გულმოწყალების გამოჩენა სთხოვოს“, -
იფიქრა როუზმა და მუსტაფას ნაზად მოუჭირა ხელი.

340
ცოლის ეს ჟესტი მუსტაფასათვის მოულოდნელი იყო. მამაკაცი რო-
უზისაკენ მიჩოჩდა და უზარმაზარი სევდა შემოაწვა. მუსტაფას ცოლი-
საგან ორი მთავარი რამ ესწავლა სიყვარულის შესახებ: პირველი - იმი-
საგან განსხვავებით, რასაც რომანტიკოსები ასე მაღალფარდოვნად
ამტკიცებდნენ, სიყვარული თანდათანობითი დინება უფრო იყო, ვიდრე
პირველივე ნახვისას უეცარი აფეთქება, და მეორე - მას, მუსტაფას, სიყ-
ვარული შეეძლო.
რამდენიმე წელიწადში მუსტაფა მიეჩვია იმას, რომ როუზი უყვარდა
და ამ ქალში სიმშვიდის ერთგვარი ეტალონიც კი იპოვა. მიუხედავად
იმისა, რომ ძალიან მომთხოვნი იყო და ზოგჯერ რთული ხასიათიც
ჰქონდა, როუზი ყოველთვის სანდო, ადვილად გასაშიფრი და პროგნო-
ზირებადი იყო. ის აქტიურობის მიუკიბ-მოუკიბავი დიაგრამა გახლდათ
და მუსტაფამ ყოველთვის წინასწარ იცოდა, როგორი შეიძლებოდა ყო-
ფილიყო ცოლის შესაძლო რეაქცია.
როუზი ქმარს არასოდეს იწვევდა, ისევე როგორც არასოდეს უპი-
რისპირდებოდა ცხოვრებას. გარემოსთან შეგუების ბუნებრივი ნიჭი
ჰქონდა. როუზი იყო შეჯახებულ ძალთა ამალგამა, რომლებიც ძალ-
დაუტანებლად მოქმედებდნენ თავთავისთვის და სრულებით არ ემორ-
ჩილებოდნენ დროს და შესაბამისად, ოჯახური გვარტომობის წესებს.
როუზთან შეხვედრის შემდეგ, ის, რაც ოჯახის გამო მუსტაფას სულს
უღრღნიდა, გულმოდგინე, მაგრამ იოლ სიყვარულში გადაიზარდა,
რომელიც, ალბათ, ყველაზე ახლოს იყო მუსტაფასათვის ხელმისაწ-
ვდომ ნამდვილ სიყვარულთან. შეიძლება, პირველ ქორწინებაში რო-
უზი უნაკლო ცოლი არ იყო და დიდ სომხურ ოჯახთან შეგუება ვერ მო-
ახერხა, მაგრამ ზუსტად იმავე მიზეზის გამო იდეალური სამოთხე შეეძ-
ლო შეექმნა მუსტაფას მსგავსი მამაკაცისათვის, კაცისთვის, რომელიც
თავისი დიდი თურქული ოჯახისაგან თავის დაღწევას ცდილობდა.
- კარგად ხარ? - ამჯერად უფრო უკმეხად იკითხა როუზმა.
სწორედ ამ მომენტში მუსტაფა კაზანჯის მღელვარების ტალღამ გა-
დაუარა. ისე გაფითრდა, თითქოს ჰაერი არ ჰყოფნიდა. ამ თვითმფრი-
ნავში არ უნდა ყოფილიყო. სტამბოლში არ უნდა წასულიყო. როუზი
341
მარტო უნდა წასულიყო, თავისი ქალიშვილი წამოეყვანა და შინ დაბ-
რუნებულიყო... შინ. როგორ უნდოდა, ახლა ისევ არიზონაში ყოფილი-
ყო, იქ, სადაც ყველაფერს დუნე, თანაბარი დინება ფარავდა.
- მგონი, ცოტა უნდა გავიარო, - თქვა მუსტაფამ, სასმელი როუზს მი-
აწოდა და ფეხზე წამოდგა. შეეცადა, გაეკონტროლებინა ის, რაც სწრა-
ფად გადაიზარდა პანიკის შეტევად, - რამდენიმე საათის განმავლობაში
ერთ ადგილზე გაუთავებლად ჯდომა არ ივარგებს.
მიაბიჯებდა მუსტაფა თვითმფრინავის უკანა ნაწილისაკენ რიგებს
შორის ვიწრო გასასვლელში და თითოეულ რიგში მოკალათებულ
მგზავრებს ათვალიერებდა. ზოგი თურქი იყო, ზოგი ამერიკელი, ზოგიც
სხვა ეროვნებისა. საქმოსნები, ჟურნალისტები, ფოტოგრაფები, დიპ-
ლომატები, მწერლები,მოგზაურობებზე რომ წერდნენ, სტუდენტები,
დედები, მათი ახალშობილი ბავშვები და სრულიად უცხო ადამიანები,
რომლებთანაც ერთსა და იმავე სივრცეს იზიარებდით და შეიძლებოდა,
მათი ბედიც კი გაგეზიარებინათ.
ზოგიერთი მათგანი წიგნს ან გაზეთს კითხულობდა, ზოგიერთი მეფე
არტურს უცქერდა, რომელიც თვითმფრინავის ბორტზე მგზავრებისათ-
ვის შეთავაზებულ ვიდეოთამაშში მოწინააღმდეგეებს მუსრს ავლებდა,
ზოგიც კროსვორდების შევსებაში იყო თავით გადავარდნილი.
ათი რიგით უკან, დაახლოებით ოცდათხუთმეტი წლის ერთი წაბ-
ლისფერთმიანი გარუჯული ქალი მუსტაფას დაჟინებით უყურებდა. მუს-
ტაფამ ქალს თვალი აარიდა.
მუსტაფა კაზანჯი ჯერ კიდევ კარგად გამოიყურებოდა. ეს მისი არის-
ტოკრატული მანერებისა და პეწიანი ჩაცმულობის დამსახურება უფრო
იყო, ვიდრე სიმაღლის, ჩასკვნილი აღნაგობის, მკაფიო ნაკვთებისა და
ყორნისფერი თმის. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრების განმავ-
ლობაში მისთვის უამრავ ქალს მიექცია ყურადღება, მუსტაფას ცოლის-
თვის არასოდეს უღალატია. ირონია ის გახლდათ, რომ ეს მამაკაცი მით
უფრო იზიდავდა სხვა ქალებს, რაც უფრო შორს ეჭირა მათგან თავი.
წაბლისფერთმიანი ქალბატონის რიგს რომ ჩაუარა, მუსტაფამ ქალის
თავხედურად მოკლე ქვედაკაბა შენიშნა და თავი უხერხულად იგრძნო.
342
ქალს ფეხი ფეხზე ისე გადაედო, ადვილად შეიძლებოდა მისი საცვლე-
ბისაკენ თვალი წაგცდენოდათ. მუსტაფას არ მოეწონა შეგრძნება, მი-
ნი-კაბის დანახვაზე რომ გაუჩნდა. უნდოდა, ერთხელ და სამუდამოდ
მოეშორებინა თავიდან მძიმე, მტკივნეული მოგონებები და თავისი უმ-
ცროსი დის, ზელიჰას ხატი, რომელსაც ყოველთვის უყვარდა ასეთი
ქვედაკაბები და საშინლად სწრაფი ნაბიჯებით, თავპირისმტვრევით ისე
მიქროდა სტამბოლის ქვაფენილებზე,
თითქოს უნდოდა, საკუთარ ჩრდილს გაქცეოდა.
მუსტაფამ ბარბაცით წაიწია წინ და თვალის კაკლები ერთბაშად მი-
აბრუნა მეორე მხარეს. თითქოს ცდილობდა, იქით არ გაეხედა, საითაც
არ იყო საჭირო.
ახლა, როცა შუახნისათვის მიეღწია, მუსტაფა ზოგჯერ იმაზე ფიქ-
რობდა, საერთოდ მოსწონდა თუ არა ოდესმე ქალები, ცხადია, როუზის
გარდა. თუმცა, ამავე დროს როუზი ქალი არ გახლდათ. როუზი როუზი
იყო.
როუზის ქალიშვილს მუსტაფამ კარგი მამინაცვლობა გაუწია. მი-
უხედავად იმისა, რომ არმანუში ნამდვილად უყვარდა, საკუთარი შვი-
ლების ყოლა არ უნდოდა. ბავშვები სამისო საქმე არ იყო. გულის სიღ-
რმეში მუსტაფა კაზანჯის სწამდა, რომ შვილებს არ იმსახურებდა, მაგ-
რამ ეს არავინ იცოდა. დარწმუნებული არ იყო, რომ კარგი მამა იქნე-
ბოდა. ვის ატყუებდა? საშინელი მამა იქნებოდა, მამამისზე უარესიც კი.
ის დღე გაახსენდა, როუზს რომ შეხვდა. შეიძლება მაინცდამაინც
რომანტიკული შეხვედრა არ ყოფილა, - სუპერმარკეტში იდგა სტელა-
ჟებს შორის გასასვლელში და ორივე ხელში თურქული ბარდის თუნუ-
ქის ქილა ეჭირა. რამდენიმე წლის შემდეგ იმდენჯერ ესაუბრათ იმ დღის
შესახებ. ყველა წვრილმანზე იცინოდნენ, რაც კი მათ მეხსიერებას შე-
მორჩა.
და მაინც, მათი მოგონებები ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავდე-
ბოდა: როუზს სულ ის ახსენდებოდა, მუსტაფა მორცხვი და ნერვიული
რომ იყო, მუსტაფას კი - ცოლის მბზინავი ქერა თმა და გამბედაობა,
რომელიც თავიდან აშინებდა.
343
მას შემდეგ როუზის არასოდეს შეშინებია. პირიქით, როუზთან ერ-
თად ყოფნა უშფოთველი დინებისათვის თავის მინდობას ჰგავდა იმ
იმედით, რომ ეს დინება არასოდეს წალეკავდა. თითქოს მშვიდი ნაკა-
დისათვის მიეცა თავი, რომელსაც გზაში არანაირი მოულოდნელობა
არ ხვდებოდა.
როუზის შესაყვარებლად მუსტაფას დიდი დრო არ დასჭირვებია.
დილაობით უყურებდა, როგორ ფუსფუსებდა როუზი სამზარეულო-
ში. მიუხედავად იმისა, რომ საამისოდ სრულიად განსხვავებული მიზე-
ზები ჰქონდათ, სამზარეულო ორივეს უყვარდა. როუზს აქაურობა იმი-
ტომ მოსწონდა, რომ მზარეულობა უყვარდა. როცა საჭმელს აკეთებდა,
გრძნობდა, რომ თავის სახლში იყო. რაც შეეხება მუსტაფას, მას უბრა-
ლოდ უამრავ წვრილმანს შორის მოტრიალე როუზის ცქერა მოსწონდა
- კაფელის შესაფერისი ქაღალდის ხელსახოცები, იმდენი დიდი ჭიქა,
მთელ გარნიზონს რომ ეყოფოდა და შოკოლადის ნაღებიანი პომადუ-
რა, დახლზე რომ მაგრდებოდა. მუსტაფას განსაკუთრებით როუზის ხე-
ლების ყურება მოსწონდა, როცა ისინი რაღაცას ჭრიდნენ, ურევდნენ,
კეპავდნენ და აქუცმაცებდნენ. ბლინების ცხობისას როუზის ყურება
ყველაზე საამო რამ გახლდათ, რისი ნახვაც ცხოვრებას მუსტაფასათ-
ვის გაემეტებინა.
თავიდან დედამისი და უფროსი დები სწერდნენ, ეკითხებოდნენ,
როგორ ხარ, როდის დაგვიბრუნდებიო. ისეთ კითხვებს უსვამდნენ,
რომლებსაც მუსტაფა მკვირცხლად გაურბოდა და თავისიანებთან, მით
უფრო, დედასთან, წერილებისა და საჩუქრების გაგზავნას განაგრძობ-
და. ამ ოცი წლის განმავლობაში დედამისს ერთადერთხელ შეხვდა,
ისიც გერმანიაში და არა სტამბოლში. ფრანკფურტში გეოლოგთა და
გემოლოგთა კონფერენციაზე ჩასულმა მუსტაფამ დედას სთხოვა, ჩემ-
თან ჩამოფრინდიო. ასე შეხვდა ერთმანეთს გერმანიაში დედა-შვილი
პოლიტიკური ლტოლვილებივით, რომლებსაც თურქეთში დაბრუნება
არ შეეძლოთ და უკვე მრავალი წელი იყო, რაც ასე იქცეოდნენ.
მაშინ დედამისს იმდენად უნდოდა მუსტაფას ნახვა, რომ არც კი
უკითხავს,სტამბოლში რატომ არ ჩამოდიხარო. საოცარია, რამდენად
344
სწრაფად ახერხებენ ადამიანები ასეთ არანორმალურ ვითარებასთან
შეგუებას.
როცა თვითმფრინავის კუდს მიაღწია, მუსტაფა კაზანჯი საპირფარე-
შოს წინ გაჩერდა, რიგში ჩამდგარი ორი მამაკაცის უკან. ისე ამოიოხ-
რა, თითქოს წინა დღის საღამო ყოფილიყო. როუზმა არ იცოდა, რომ
სამსახურიდან შინ დაბრუნებულ მუსტაფას ერთ ადგილას შეევლო. ბო-
ლო ათი წლის განმავლობაში მუსტაფა იქ ჩუმ-ჩუმად წამდაუწუმ დადი-
ოდა. ეს ადგილი ტუსონის ელ-ტირადიტოს აკლდამა გახლდათ.
ისტორიული სახელობითი დაფა იუწყებოდა, რომ მოკრძალებული,
ძნელად მისასვლელი ადგილი ტუსონის საქმიან ნაწილში ერთადერთი
აკლდამა იყო ამერიკაში, რომელიც ვიღაც ცოდვილის, ეკლესიისაგან
მოკვეთილი, ტირადიტოს, განდევნილის სულს ეძღვნებოდა. XIX სა-
უკუნის შუახანებში მომხდარი ამბის შესახებ ახლა ბევრი არავინ არა-
ფერი იცოდა, - ვინ იყო ეს ცოდვილი, რაში მდგომარეობდა მისი ცოდ-
ვა, და რაც უფრო მნიშვნელოვანი იყო, როგორ მოხდა, რომ არსებობ-
და მისი გარყვნილი სახელისადმი მიძღვნილი სალოცავი.
მექსიკელმა ემიგრანტებმა სხვებთან შედარებით მეტი იცოდნენ ამ
კაცის შესახებ, მაგრამ ამავე დროს უცხო ადამიანისათვის ამ ამბების
გამხელის სურვილიც ნაკლებად ჰქონდათ.
მუსტაფა კაზანჯის ისტორიული დეტალების გამოძიება დიდად არ
აინტერესებდა. მისთვის იმის ცოდნაც კმაროდა, რომ ელ-ტირადიტო
კარგი კაცი იყო, ყოველ შემთხვევაში, ჩვენზე უარესი არ გახლდათ. მი-
უხედავად ამისა, ელ-ტირადიტოს წარსულში საშინელი საქმეები ჩა-
ედინა. ისეთი შეცდომები დაეშვა, რაც საკმარისი იყო იმისათვის, რომ
ელ-ტირადიტო ცოდვილად ქცეულიყო. და მაინც, ეს კაცი შეიწყნარეს
და ისეთი რამ უბოძეს, რაც ბევრ მოკვდავს არ ჰქონდა - აკლდამა.
მოკლედ, წინაღამით ფიქრებით გაწამებული მუსტაფა ისევ მივიდა
ტაძარში. პატარა ტუსონი საკმაოდ ბევრ წმინდა ადგილს იტევდა და
თუკი მოისურვებდა, მუსტაფა კაზანჯის მეჩეთშიც შეეძლო წასულიყო.
საქმე ის არის, რომ მუსტაფა რელიგიური ადამიანი არ გახლდათ, არც

345
არასდროს ყოფილა. არანაირი ტაძრები და წმინდა წიგნები არ სჭირ-
დებოდა. ელ-ტირადიტოში ღვთისმსახურებისთვის არ დადიოდა.
აკლდამა ერთადერთი ადგილი იყო, რომელიც არ აიძულებდა, სხვა
ადამიანად გადაქცეულიყო, იმისთვის, რომ მისაღები ყოფილიყო. ელ-
ტირადიტოში იმისთვის დადიოდა, რომ იქაურობის შეგრძნება მოს-
წონდა, უბრალო და ამავდროულად, შთამბეჭდავი, გოტიკური გარემო.
მექსიკური სული და ამერიკული ზნე-ჩვეულებები, უამრავი სანთელი
და შესაწირი სხვადასხვა ადამიანისა, რომლებიც შეიძლება თავადაც
ცოდვილები იყვნენ, დახვეული ფურცლები კედლებში, სადაც მომ-
სვლელები თავიანთ ცოდვებს მალავდნენ, - ასეთ მდგომარეობაში
მყოფ მუსტაფას ყველაფერი იზიდავდა, რაც ელ-ტირადიტოში იყო.
- კარგად ხართ, სერ? - ჰკითხა საფირონისთვალა სტიუარდესამ.
- დიახ, გმადლობთ. კარგად ვარ. ცოტა გული მერევა...
***
ქუჩის ფარნების ხავერდოვანი შუქი ფარდებში ატანდა. დეიდა ზე-
ლიჰას მკვდარივით ეძინა. ცალ ხელში მობილური ტელეფონი ეჭირა,
არყის ბოთლზე ნიკაპი ჩამოსდებოდა, მეორე ხელში კი ჯერ კიდევ ან-
თებული სიგარეტი ჰქონდა.
დეიდა ბანუ ზელიჰას ოთახში ფეხაკრეფით შევიდა. მკვირცხლად
ჩააქრო საბანზე მოდებული ცეცხლი და სიგარეტის ნამწვი საფერფლე-
ზე ჩააქრო.
ბანუმ მობილურს დაავლო ხელი და ბუფეტზე დადო. არყის ბოთლი
აიღო და საწოლის ქვეშ დამალა, მერე დას ზეწარი გადააფარა. ლამპა
გამორთო. ფანჯრები გააღო. სუფთა ჰაერში ზღვის ნიავის მძაფრი სურ-
ნელი იგრძნობოდა. როცა ოთახში დამდგარი კვამლი და სუნი გაიფან-
ტა, დეიდა ბანუმ უმცროსი დის გაფითრებულ და ასაკთან შეუფერებ-
ლად დაღლილ სახეს შეხედა. გარედან შემოსული მკრთალი, მოყვითა-
ლო შუქის ფონზე ზელიჰას სახე გასხივოსნებოდა, თითქოს ალკოჰოლ-
სა და დარდს მისთვის ისეთი ბრწყინვალება მიენიჭებინა, როგორსაც
ბუნებაში იშვიათად შეხვდებით. ბანუს თანაგრძნობისაგან თვალები
აუწყლიანდა, დას ნაზად აკოცა შუბლზე და თავის ჯინებს გადახედ-გად-
346
მოხედა, რომლებიც მხრებზე თავ-თავიანთი ჩვეული ადგილებიდან
მბრძანებლის ყველა მოძრაობას ყურადღებით ადევნებდნენ თვალს.
- რას აპირებ, მბრძანებელო? - იკითხა ბატონმა სიმწარემ ნიშნის
მოგებით. კმაყოფილებას ვერ მალავდა იმის გამო, რომ თავის მბრძა-
ნებელს ასეთ უმწეოსა და გაწამებულს ხედავდა. ძლიერთა ამა ქვეყნი-
სა უსუსურობის ცქერა ყოველთვის ართობდა.
დეიდა ბანუ ოდნავ დაუბღვირა. პასუხად არაფერი უთქვამს. ამის
შემდეგ ბატონი სიმწარე განზე გახტა და საწოლთან, ღრმად დაძინე-
ბულ დეიდა ზელიჰასთან სახიფათოდ ახლოს ჩამოჯდა. თვალები გაუბ-
რწყინდა აზრისაგან, რომელმაც ის-ის იყო, თავში გაუელვა. ზეწრის კი-
დეს ერთბაშად მოქაჩა და დეიდა ზელიჰა კინაღამ გააღვიძა, მერე კი
ზეწარი თავშალივით შემოიკრა თავზე.
- ნება მიბოძეთ, რაღაც გითხრათ, - ქალივით წვრილი ხმით გამოაც-
ხადა წელზე დოინჯშემორტყმულმა ბატონმა სიმწარემ. ვიღაცას ჰბაძავ-
და, - ამ სამყაროში არსებობს ისეთი რამეები...
დეიდა ბანუ უმალ მიხვდა, ვისაც აჯავრებდა ბატონი სიმწარე და
ზურგშიჟრუანტელმა დაუარა.
- ამ სამყაროში იმდენად საშინელი რამეები არსებობს, რომ გულკე-
თილ ადამიანებს, ალაჰმა დალოცოს ყველა, მათზე სრულიად არანაი-
რი წარმოდგენა არა აქვთ. გეუბნებით, ეს ძალიან კარგია. ცუდი არაფე-
რია იმაში, რომ ასეთი რამეების შესახებ არაფერი იციან, რადგან ეს
მათ გულკეთილობას ამტკიცებს. სხვაგვარად კარგები ვერ იქნებოდ-
ნენ. მაგრამ თუკი ოდესმე ბოროტების საბადოში შეაბიჯებ, არც ერთი
მათგანი არ იქნება ის, ვისაც დახმარებას სთხოვ.
შეშინებული დეიდა ბანუ ბატონ სიმწარეს მიაჩერდა, მაგრამ ამ უკა-
ნასკნელმა ზეწარი თავიდან მოიგლიჯა და უწინდელ ადგილზე ისე დახ-
ტა, რომ პირით იმ ადგილისაკენ ყოფილიყო, საიდანაც მანამდე ლაპა-
რაკობდა. მზად იყო, თავისი წარმოსახვითი დიალოგის მეორე ორატო-
რი განესახიერებინა. ამ მეორე ორატორის მისაბაძად ბატონმა სიმწა-
რემ ხელი დასტაცა ოქროსფერი ქიშმიშის მარცვლებს, წინა ღამით ზე-
ლიჰას რომ დარჩენოდა და თვალის დახამხამებაში ქიშმიშისგან ჰაერ-
347
ში ერთი გრძელი ყელსაკიდი და სამაჯურები შეათამაშა. მერე დაიღრი-
ჯა. იმის მიხვედრა, ახლა ვის ჰბაძავდა ბატონი სიმწარე, ძნელი არ იყო.
ასიას სტილს ადვილად იცნობდით.
- და დეიდა, შენ ფიქრობ, რომ მე ბოროტი ჯინისგან ვითხოვ დახმა-
რებას?! - განაგრძო თავისი შემოქმედების შედეგის გამო გაბადრულმა
სიმწარემ. მერე ყელსაკიდი და სამაჯურები მოიხსნა, კვლავ საწოლზე
გადახტა, ზეწარი ისევ ზელიჰას გადააფარა და თავის თავს ხრინწიანი
ხმით უპასუხა, - შეიძლება, საყვარელო. მოდი, უბრალოდ იმედი
გვქონდეს, რომ ამის გაკეთება არასდროს მოგიწევს.
- საკმარისია! რა იყო ეს? - ჩაერია გააფთრებული დეიდა ბანუ, მი-
უხედავად იმისა, რომ პასუხი ამ კითხვაზე თავადაც იცოდა.
- ეს, - მხრებში მოიხარა ბატონი სიმწარე და ისე დაუკრა თავი, თით-
ქოს მორიდებული მსახიობი ყოფილიყოს, რომელსაც წარმოდგენის
ბოლოს მქუხარე აპლოდისმენტები დაატყდა თავს, - იყო დროის რაღაც
მონაკვეთი. მეხსიერების ერთი ციცქნა ნაწილი, - ბატონ სიმწარეს თვა-
ლებში ღვარძლი ჩასდგომოდა. წელში გაიმართა და ხმას აუწია, - შენი-
ვე სიტყვების გასახსენებლად, მბრძანებელო!
დეიდა ბანუმ მოულოდნელად იმდენად ძლიერი შიში იგრძნო, რომ
მთელი სხეულით აცახცახდა. ამ არსების მზერაში იმდენი ბოღმა იყო,
რომ ბანუმ თავადაც არ იცოდა, რატომ არ მიაბრძანა ის ერთხელ და
სამუდამოდ თავისი ცხოვრებიდან. როგორ იზიდავდა ჯინი ისე, თით-
ქოს ენით უთქმელი საერთო საიდუმლო ჰქონოდათ? ასე არასდროს
შეშინებია დეიდა ბანუს თავისი ჯინის.
ასე არასოდეს შეშინებია იმის, რისი ჩადენაც თავად შეეძლო.

348
16

ვარდის წყალი
- ისევ ავი თვალია. ავის მომასწავებელი ხმა გაიგონეთ? ჭახ! ჩემს
გულშიც გაიღრჭიალა რაღაცამ! ვიღაცის ძალიან შურიანი და ბოროტი
ავი თვალი იყო. ალაჰი იყოს ჩვენი მფარველი! - წამოიძახა დიდედამ
კვირა დილით საუზმობისას.
ოთახის კუთხეში სამოვარი დუღდა. სულთან მეხუთე მაგიდის ქვეშ
კრუტუნებდა, ელოდებოდა, როდის მისცემდნენ ფეტას კიდევ ერთ ნა-
ჭერს. ტელეეკრანზე „ახალბედას“ თურქული ვერსიიდან იმ კვირაში
გაგდებული მოთამაშე გამოჩნდა, - ექსკლუზიურ ინტერვიუში ჰყვებო-
და, რა მომხდარიყო და რატომ არ უნდა მიებრძანებინათ ის თამაში-
დან. სწორედ ამ დროს ასიას ჩაის ჭიქა ხელში გაუსკდა. ეს იმდენად მო-
ულოდნელი იყო, რომ გოგონა შეხტა. ასიამ მარტო ის იცოდა, რომ ჩა-
ის ჭიქაში ჩვეულებისამებრ ნახევრამდე ჩაასხა შავი ჩაის ნაყენი, ჭიქა
პირამდე აავსო ცხელი წყლით და როცა სასმელი უნდა მოეწრუპა, ჭა-
ხანი გაიგონა. იკანკელივით ნაპრალს ჭიქა თავიდან ბოლომდე ისე გა-
ეხეთქა, თითქოს დედამიწის ზედაპირზე ძლიერი მიწისძვრისაგან გაჩე-
ნილი ბზარი ყოფილიყო. თვალის დახამხამებაში ჭიქიდან ჩაიმ დაიწყო
გამოჟონვა და მაგიდის მაქმანებიან გადასაფარებელზე მუქი ყავისფე-
რი გუბე დადგა.
- გათვალული ხარ? - თქვა დეიდა ფერიდემ და დაეჭვებული ასიას
დააკვირდა.
- გათვალული? - ღვარძლიანად გაიცინა ასიამ, - სანაძლეოს ჩამო-
ვალ, რომ ვარ! ამ ქალაქში ყველას შურს ჩემი სილამაზის.
- დღევანდელ გაზეთში სტატია იყო თვრამეტი წლის ბიჭზე. ქუჩაზე
გადასვლისას მუხლებზე დაეცა და მოკვდა. ჩემი აზრით, ავი თვალის
ბრალი იყო, - თქვა გულწრფელად შეშინებულმა დეიდა ფერიდემ.
- გმადლობ მორალური მხარდაჭერისთვის, - მიუგო ასიამ, მაგრამ
კბილების კრეჭა კოპის შეკვრაში გადაეზარდა, როცა შეამჩნია, თვა-
ლებდაპრაწული გიჟი დეიდამისი რას უყურებდა. დეიდა ფერიდე თოვ-
349
ლის ბაბუასა და ბებიას ფორმის სამარილესა და საპილპილეს მისჩე-
რებოდა.
წინადღეს ასიას სამარილე და საპილპილე ჭურჭლის კარადაში იმ
იმედით დაემალა, რომ ერთი თვის განმავლობაში მაინც ვერავინ მიაგ-
ნებდა. და აი, ისინიც - სამარილე და საპილპილე ისევ სუფრაზე იდო.
წყვილი კერამიკული ფიგურა მარტო იაფფასიანი და უგემოვნო კი არა,
სავალალოდ გამძლეც იყო, თანაც სამარილე და საპილპილე ისე ჰგავ-
და ერთმანეთს, რომ ძნელი გასარჩევი იყო, რომელში მარილი უნდა
ჩაგეყარათ და რომელში - პილპილი.
- ნეტავ დიდედა უკეთ იყოს, ტყვიას ჩამოგისხამდა, - შენიშნა დეიდა
ბანუმ. ისეთი გატანჯული გამომეტყველება ჰქონდა, ასიას მის სახეზე
ოდესღაც რომ ენახა. მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველ და ზებუნებ-
რივ რამეებში დეიდა ბანუ ოჯახში უდავოდ ყველაზე გამოცდილი იყო,
რაკი ამ საქმის ანაბანა მისთვის პრაქტიკოსს არ უსწავლებია, ტყვიის
ჩამოსხმის უფლება არ ჰქონდა. ასეთ უფლებამოსილებაზე დეიდა ბა-
ნუს უარი წარსულში ეთქვა.
რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, თითქმის ათი წლით ადრე, როდესაც
დიდედას ალცჰაიმერის დაავადების შედარებით ადრეული სტადია
ჰქონდა და გადაწყვიტა, მოვიდა დრო, როდესაც უნდა ავირჩიო ოჯახში
ვინმე, ვისაც ტყვიის ჩამოსხმის საიდუმლოს გადავცემო, მან დეიდა ბა-
ნუს ნაცვლად, რომლის არჩევასაც ყველა სამართლიანად მოელოდა,
აგნოსტიციზმში ყველა დროის ჩემპიონი დეიდა ზელიჰა დაასახელა.
მაშინ ამ გადაწყვეტილებამ ოჯახში გვარიანი აურზაური გამოიწვია.
- ხუმრობ? - იკითხა დეიდა ზელიჰამ, როდესაც მოხუცის გადაწყვე-
ტილება გაიგო, - ტყვიას ვერ ჩამოვასხამ. მორწმუნეც კი არა ვარ. მე აგ-
ნოსტიკოსი ვარ!
- არ ვიცი, ეგ სიტყვა რას გულისხმობს, მაგრამ გარწმუნებ, კარგს
არაფერს ნიშნავს, - დაიფრუტუნა დიდედამ, - შენ ნიჭი გაქვს. დაეუფლე
ამ საიდუმლოს.
- რატომ მე? - იკითხა დეიდა ზელიჰამ, თან ცდილობდა, ასეთი რამის
ალბათობა დაეშვა, - ჩემი უფროსი და რატომ არ აირჩიე? ბანუ სიამოვ-
350
ნებით ისწავლის ამ საიდუმლოს. უკანასკნელი ვარ მათ შორის, ვისაც
ჯადოქრობა უნდა ასწავლო.
- ამას ჯადოქრობასთან საერთო არაფერი აქვს. ყურანი ჯადოქრო-
ბას გვიკრძალავს! - მკვახედ მიუგო მოხუცმა. დიდედა ოდნავ განაწყე-
ნებული ჩანდა.
- სწორედ შენ უნდა ისწავლო. შეუპოვარი ხარ, ძლიერი და შმაგი.
- შმაგი? სიშმაგე რაღაში გჭირდება? შეიძლებოდა, საუკეთესო კან-
დიდატურა ვყოფილიყავი, მომაბეზრებელი ხალხის ლანძღვა-გინებას
რომ ეხებოდეს საქმე, მაგრამ ეჭვი მეპარება, რამეში გამოვდგე, როცა
სხვების დახმარებაზეა ლაპარაკი, - გაიკრიჭა დეიდა ზელიჰა.
- შენს სიკარგეს სათანადოდ ვერ აფასებ, - მიუგო დიდედამ.
მაშინ იმისთვის, რომ ეს თემა ერთხელ და სამუდამოდ დაეხურა, დე-
იდა ზელიჰამ ასეთი შენიშვნა გააკეთა:
- ამ საქმისთვის მე შესაფერისი ადამიანი არა ვარ. შეიძლება თავ-
გზააბნეული აგნოსტიკოსი ვიყო, მაგრამ საიმისო ყვერები მაინც მაქვს,
რომ ასეთად დავრჩე! - პირი საპნით გამოირეცხე, - მოიღუშა ბებია
გულსუმი, რომელიც დიდედასა და ზელიჰას საუბარს ისმენდა.
მას შემდეგ დეიდა ზელიჰა ტყვიის ჩამოსხმის საკითხს ერთთავადა-
რიდებდა თავს.მისი ოჯახის წევრების ერთი ნაწილი სეკულარიზაციის
მომხრე თავგამოდებული ქემალისტებისაგან შედგებოდა, დანარჩენე-
ბი მორწმუნე მუსლიმანები იყვნენ. რაკი მუდმივად დაპირისპირებული
მხარეები ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას მაინც ახერხებდნენ, ზებუნებრიობა,
ერთმანეთთან გადაჭდობილი აზრთა იდეოლოგიური სხვადასხვაობა-
ნი, მათ ცხოვრებაში ისეთივე ჩვეულებრივ ამბად ითვლებოდა, რო-
გორც ყოველდღე პურისა და წყლის მირთმევა. შეხედულებათა ასეთი
ზოგადი სისტემის პირობებში დეიდა ზელიჰამ, თავის მხრივ, გადაწყვი-
ტა, ორივე მხარე ერთნაირად აბუჩად აეგდო. შესაბამისად, დიდედა კა-
ზანჯების სახლში წლების შემდეგაც ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც
ტყვიის ჩამოსხმა შეეძლო. მოგვიანებით დიდედამ თავი ვალდებულად
ჩათვალა, ამ საქმისათვის თავი დაენებებინა, მაგრამ ერთ დღეს აღ-

351
მოაჩინა, რომ ხელში გავარვარებული ქვაბი ეჭირა. ქვაბში გამდნარი
ტყვია ესხა. დიდედამ აღარ იცოდა, რა ექნა.
- რატომ მაძლევთ ამ ქაფქაფა ქვაბს? - იკითხა აშკარად დამ-
ფრთხალმა დიდედამ.
მოხუცს ქვაბი ფრთხილად გამოართვეს და მას შემდეგ ტყვიის ჩა-
მოსხმა მისთვის არასოდეს მიუნდვიათ, მაგრამ ახლა, როცა ტყვიაზე
მკითხაობის საკითხი ისევ წამოიჭრა, ყველამ მოხუცისაკენ მიიხედა.
აინტერესებდათ, ისმენდა თუ არა დიდედა სასტუმრო ოთახში გამარ-
თულ საუბარს.
საუზმობისას დიდედა საყოველთაო ყურადღების ცენტში აღმოჩ-
ნდა. მოხუცმა თავი ასწია და ოჯახის წევრებს ცნობისმოყვარედ შეხედა,
თან სუჯუხის ნაჭერს ხმაურით ღეჭავდა.
დიდედამ ლუკმა გადაყლაპა, დააბოყინა და სწორედ მაშინ, როცა
ეგონათ, ისევ თავის სამყაროში გადაეშვებაო, თავისი ნათელი გონე-
ბით ყველას თავზარი დასცა.
- ასია, საყვარელო, შენთვის ტყვიას ჩამოვასხამ და ყველაფერს და-
ვამსხვრევ, თუ რამ ცუდი შეიძლებოდა დაეტოვებინა ავ თვალს შენ
გარშემო.
- გმადლობ, დიდედა, - გაიღიმა ასიამ.
როცა ასია პატარა იყო, გოგონას ავი თვალი რომ ვერ მიჰკარებო-
და, დიდედა ხშირად ასხამდა ტყვიას. ახალფეხადგმულ გაჩხინკულ
ასიას მოკვდავის ცხოვრების დასაწყისში ხელის წაშველება მართლაც
სჭირდებოდა. რაღაც მიზეზის გამო ასია სულ რაღაცას ედებოდა და
ძირს ეცემოდა. უმეტესად სახეს არტყამდა და ყოველ ჯერზე ქვედა ტუჩი
უსკდებოდა. ნაცვლად იმისა, რომ ყველაფერში ახალფეხადგმული
ბავშვის ჯერაც გაუწონასწორებელი ნაბიჯები დაედანაშაულებინათ,
ოჯახის წევრებს ავ თვალზე ჰქონდათ ეჭვი და ბავშვიც დიდედას გადაუ-
ლოცეს.
ტყვიის ჩამოსხმის ცერემონია ამხელა ყურადღების ცენტრში მყოფი
ასიასათვის მხიარული, თავშესაქცევი, საინტერესო და ერთგვარად სა-
სიამოვნო თამაშიც იყო. ახსოვდა, როგორ მოსწონდა პარანორმალუ-
352
რი ოინები ბავშვობაში, მაშინ როდესაც პატარა იყო და სჯეროდა, ჯა-
დოსნობისა თუ არა, იმის მაინც, რომ მის ოჯახს ბედისწერის განკარგვა
შეეძლო. ასიას რიტუალის ყველა დეტალი მოსწონდა: სახლში ყველა-
ზე ლამაზ ნოხზე ფეხმორთხმით ჯდომა, ვიდრე გადასაფარებელს არ გა-
ჭიმავდნენ მის თავზე, შეგრძნება, რომ ამ უცნაურ კარავში დაცული
იყო, ლოცვების მოსმენა, რომლებსაც ირგვლივ ყველა წარმოთქვამდა
და ბოლოს შიშხინი, კივილს რომ ჰგავდა, როდესაც დიდედა გამდნარ
ტყვიას წყლით სავსე ქვაბში ასხამდა და იმეორებდა:
„Elemterefi kem gözlere şiş.
Göz edenin gözüne kızgın şiş“.
ტყვია სწრაფად მაგრდებოდა და ყოველ ჯერზე განსხვავებული
ფორმა ჰქონდა. თუ ახლომახლო სადმე ავი თვალი იყო, ტყვიაში ყო-
ველთვის თვალის ფორმის ნახვრეტის სახით განსხეულდებოდა ხოლ-
მე. ასიას აღარ ახსოვდა შემთხვევა, მისთვის ჩამოსხმულ ტყვიაში ავი
თვალი რომ არ ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ბავშვობა
იმას ხედავდა, როგორ მკითხაობდა დეიდა ბანუ ყავაზე და როგორ არ
უშვებდა დიდედა სათოფეზე ავ თვალს, სკეპტიკური აგნოსტიკოსობა
დედისაგან მემკვიდრეობით მაინც გამოჰყვა. ასიამ დაასკვნა, რომ სა-
ბოლოოდ ყველაფერი ინტერპრეტაციამდე დადიოდა. თუ ცალრქიან
მეწამულ ცხენებს ეძებდით, ცოტა ხანი და ყველგან ისინი მოგეჩვენე-
ბოდნენ. ზუსტად ასე, თუკი ოდესმე არსებობდა თანხმობა სამკითხაო
მასალასა (იქნებოდა ყავის ჭიქები თუ ჩამოსხმული რკინა) და ინტერ-
პრეტაციის პროცესს შორის, იგი იმაზე ღრმა არ იყო, ვიდრე ურთიერ-
თშეთანხმება უდაბნოსა და უდაბნოს მთვარეს შორის. მიუხედავად იმი-
სა, რომ მეორე ფონად პირველს საჭიროებდა, მას უთუოდ ჰქონდა თა-
ვისი დამოუკიდებელი ცხოვრებაც. უდაბნოს მთვარე უდაბნოს გარეთ
არსებობდა. ამის მსგავსად, ის, რასაც ადამიანის თვალი ნაცრისფერ
ტყვიაში ხედავდა, ვერ იქნებოდა მხოლოდ და მხოლოდ ქვაბში მატე-
რიალიზებული ფორმა. დიდხანს და საკმაოდ გულდასმით თუ უყურებ-
დით, შეიძლებოდა ჩამოსხმულ ტყვიაში ცალრქიან მეწამულ ცხენსაც
გადაჰყროდით სადმე.
353
ახლა, როცა დიდედამ ძველი ჩვეულება გაიხსენა, მიუხედავად იმი-
სა, რომ ამეების არ სჯეროდა, ასია წინააღმდეგობის გაწევას არ აპი-
რებდა. გოგონას დიდედა იმდენად უყვარდა, რომ მოხუცს უარს ვერ ეტ-
ყოდა.
- კარგი, - მხრები აიჩეჩა ასიამ. ამასთან, დარწმუნებული იყო, რომ
სულ რამდენიმე წუთში მოხუცს ეს ამბავი დაავიწყდებოდა, - ჩემთვის
ტყვია საუზმის მერე ჩამოასხი, როგორც ადრე.
სწორედ ამ დროს ქვედა სართულზე სააბაზანოს კარი გაიღო და არ-
მანუში მასპინძლებს შეუერთდა. უძილო და გათანგული ჩანდა. ამის
მშვენიერ თვალებს სასოწარკვეთილება ეტყობოდა. ეს სხვა არმანუში
იყო - ძალიან ცოტარამ აკავშირებდა გარე სამყაროსთან და რაღაცნაი-
რად დაბერებული ჩანდა.
არმანუში ოთახში ნელი, ფრთხილი ნაბიჯებით შევიდა.
- ძალიან ვწუხვართ, ბებია რომ დაკარგე, - თქვა დეიდა ზელიჰამ
ხანმოკლე სიჩუმის შემდეგ, - გულწრფელად გისამძიმრებთ.
- გმადლობთ, - მიუგო არმანუშმა და სცადა, თვალებში არავისთვის
შეეხედა. ცარიელ სკამს წამოავლო ხელი და ასიასა და დეიდა ბანუს
შორის დაჯდა.
ასიამ არმანუშს ჩაი დაუსხა, დეიდა ბანუმ კი კვერცხი, ყველი და შინ
მომზადებული გარგარის ჯემი გადაუღო. მერვე სიმითიც მიაწოდეს -
ყოველ კვირა დილით ქუჩის მოვაჭრისაგან რვა-რვა სიმითის ყიდვის
წესი ამჯერადაც არ დაურღვევიათ.
არმანუში საჭმელს გულგრილად უყურებდა. რამდენიმე წამის გან-
მავლობაში ჩაის დაბნეულად ურევდა, მერე დეიდა ზელიჰას მიუბრუნ-
და და ჰკითხა:
- შეიძლება დედას წამოსაყვანად აეროპორტში თქვენთან ერთად
წამოვიდე?
- რა თქმა უნდა, ერთად წავალთ, - თქვა დეიდა ზელიჰამ და თავისი
ნათქვამი დანარჩენებს უთარგმნა.
- მეც მოვდივარ, - შეაწყვეტინა ბებია გულსუმმა.
- კარგი, დედა, ყველა ერთად წავალთ, - თქვა დეიდა ზელიჰამ.
354
- მეც მოვდივარ, - წამოაყრანტალა ასიამ.
- არა, ქალბატონო, შენ აქ დარჩი, - ისეთი ტონით უპასუხა დეიდა
ზელიჰამ, რომ ასიას ვეღარ გაეგრძელებინა, - შენ დარჩი და ტყვია ჩა-
მოასხით.
ასია დეიდა ზელიჰას ისე მიაშტერდა, თითქოს ეუბნებოდა, ეს რა
ჯანდაბააო?
რატომ ამოაგდეს? ამ სახლში დემოკრატია და სიტყვის თავისუფლე-
ბა ოდესმე თუ მაინც ყოფილა რაიმე ხარისხით, ხელი ყველას მიუწვდე-
ბოდა, ასიას გარდა. როცა საქმე მას ეხებოდა, შინაური რეჟიმი უნებ-
ლიეთ გარდაიქმნებოდა ხოლმე აბსოლუტურ ტოტალიტარიზმად.
ასიამ ამოიოხრა. ეტყობოდა, რომ სასოწარკვეთილების ზღვარზე
იყო. მერე ისე, რომ არც კი იცოდა რატომ, უცებ მოუნდა, საჭმელში წი-
წაკა ჩაეყარა და კერამიკის საპილპილესა და სამარილეს დასწვდა.
როცა უშნო თოვლის ბაბუას ნაცვლად თოვლის ბებიას წამოავლო ხე-
ლი და ერბოკვერცხის ბოლო რამდენიმე ლუკმა მარილით დაშაშხა,
ასიას სახეზე წამით გაუბედაობა დაეტყო.
საუზმის დამთავრებამდე ასია კაზანჯი გულჩათხრობილი იჯდა და
თავი დანარჩენებისგან შორს ეჭირა.
დეიდა ბანუ გოგონას გვერდიდან ადევნებდა თვალს, მერე ფეხზე
წამოდგა და თანაგრძნობით სავსე ხმით ჰკითხა:
- მე და შენ საყიდლებზე რატომ არ დავდივართ, საყვარელო? შეგ-
ვიძლია ნასაუზმევს წავიდეთ და ორ საათში დავბრუნდეთ. გავერთო-
ბით! მაგრამ ჯერ, - გახალისდა დეიდა ბანუ, სანამ სათქმელს დაამთავ-
რებდა, - წამოდი და სამზარეულოში აშურეს ამორიგებაში მომეხმარე.
ასიამ თავი დააქნია და ბანუს დანებდა.
„რა ჯანდაბაა? - ფიქრობდა გოგონა, - რა ჯანდაბაა?“
***
სამზარეულოში ისეთი სუნი იდგა, აურზაურიან უქმეებზე გამართუ-
ლი ხალხმრავალი სადილობისას რომ იცის ხოლმე. ყველაზე მეტად
დარიჩინის მძაფრი სუნი იგრძნობოდა. ასიამ ჩამჩა აიღო და უზარმაზა-
რი ქვაბიდან მინის პატარ-პატარა ფიალებში აშურეს ამორიგებას შე-
355
უდგა - თითოში ჩამჩა-ნახევარს დებდა. აინტერესებდა, რატომ არ უნ-
დოდა დეიდა ზელიჰას მისი აეროპორტში წაყვანა. მანქანაში, რა თქმა
უნდა, ადგილი იყო. თავში გაუელვა, იქნებ დეიდა ზელიჰა ცდილობს,
სტუმრებისგან შორს ვყავდეო.
ასიამ შეამჩნია, რომ ოცი წლის შემდეგ მუსტაფას დაბრუნების ამბის
გამო დედამისი აღფრთოვანებული არ იყო.
- შეიძლება მოგეხმაროთ?
როცა შემობრუნდა, ასიამ არმანუშს მოჰკრა თვალი. ამი იდგა და
მას უყურებდა.
- რა თქმა უნდა, რატომაც არა? გმადლობ, - ასიამ არმანუშს
გრძლად დაჭრილი ნუშით სავსე ჯამი მიაწოდა, - ცოტ-ცოტას მოაყრი
სათითაოდ ყველა ფიალას.
მომდევნო ათი წუთის განმავლობაში გოგონები გვერდიგვერდ მუ-
შაობდნენ და ერთმანეთს თითო-ოროლა გულის ამაჩუყებელ სიტყვას
თუ ეტყოდნენ ბებია გულსუმის შესახებ.
- სტამბოლში იმიტომ ჩამოვედი, რომ მეგონა, ბებიაჩემის ქალაქში
ჩემით თუ ვიმოგზაურებდი, უკეთ გავიგებდი იმას, რაც ჩემს ოჯახს ხვდა
წილად და იმასაც, სად იყო ჩემი ადგილი. ალბათ, თურქებთან შეხვედ-
რა იმიტომ მინდოდა, რომ უკეთ გამეთავისებინა, რას ნიშნავს სომხო-
ბა. ეს მოგზაურობა ბებიაჩემის წარსულთან დაკავშირების მცდელობა
იყო. მისთვის იმის თქმას ვაპირებდი, რომ მის სახლს ვეძებდი... ახლა
კი ბებია აღარ არის... - არმანუში ატირდა, - იმის შესაძლებლობაც კი
არ მომეცა, რომ უკანასკნელად მენახა.
ასია, მართალია მოუქნელად, მაგრამ მაინც მოეხვია არმანუშს -
მიჩვეულიარ იყო სიყვარულისა და თანაგრძნობის გამომჟღავნებას.
- ვწუხვარ, ბებია რომ დაკარგე, - თქვა ასიამ, - ვიდრე სტამბოლიდან
წახვალ, მე და შენ შეგვიძლია ბებიაშენის წარსულის დეტალები მოვი-
ძიოთ. შეგვიძლია იმ ადგილას ისევ წავიდეთ და სხვა ადამიანებს დავე-
ლაპარაკოთ. ვცადოთ, იქნებ რამე ვიპოვოთ.
არმანუშმა თავი გააქნია.

356
- ამას ვაფასებ, მაგრამ მართალი გითხრა, მას შემდეგ, რაც დედა-
ჩემი აქ ჩამოვა, მარტო სიარული ძნელი იქნება.დედა ჩემზე ზედმეტად
ზრუნავს.
გოგონებს ზურგს უკან ფეხის ხმა მოესმათ და გაირინდნენ. დეიდა
ბანუ იყო. მოდიოდა, რომ ენახა, საქმე როგორ მიდიოდა. ბანუმ ცოტა
ხანს უყურა, როგორ რთავდნენ ასია და არმანუში ტკბილეულს, მერე კი
გაღიმებულმა იკითხა, უფრო სწორად, შესავალი გააკეთა:
- არმანუშმა იცის აშურეს იგავი?
ვიდრე გოგონები ერთად ირჯებოდნენ, ბროწეულებს ხლეჩდნენ და
დარიჩინის ფხვნილსა და გრძლად დაჭრილ ნუშის ლებნებს დახლზე
გამწკრივებულ აშურეთი სავსე უამრავ ფიალას აყრიდნენ, დეიდა ბანუმ
დაიწყო.
- იყო და არა იყო რა, არც ისე შორეულ ქვეყანაში იყო ცუდი დრო და
ადამიანები საძაგლად ცხოვრობდნენ. მას შემდეგ, რაც ამ სიმდაბლეს
კარგა ხანს უცქირა, ალაჰმა, ადამიანების ცხოვრების წესის უკეთესო-
ბისკენ შესაცვლელად და მათთვის მონანიების შესაძლებლობის მისა-
ცემად, ბოლოს და ბოლოს, გაგზავნა მაცნე - ნოე. თუმცა, როცა ნოემ
სიმართლის საქადაგებლად პირი გააღო, არავინ მოუსმინა, - სიტყვას
წყევლით აწყვეტინებდნენ, გიჟს, უგუნურსა და ახირებულს ეძახდნენ.
ასიამ ბანუს გაოცებული მზერა ესროლა. იცოდა, როგორ უნდა მის-
დგომოდა დეიდამისს და იკითხა:
- მაგრამ ნებისმიერი სხვა ადამიანის საქციელზე მეტად ნოე ცოლის
ღალატმა გაანადგურა, არა, დეიდა? არ შეუვსია ნოეს ცოლს მწვალე-
ბელთა რიგები?
- მართლაც ასე გააკეთა იმ ასპიტმა! - მიუგო დეიდა ბანუმ, რომელ-
საც ისიც უნდოდა, რელიგიური ამბავი სათანადოდ მოეყოლა და ისიც,
რომ იგივე ამბავი საკუთარი შენიშვნებით შეეზავებინა, - რვაასი წლის
განმავლობაში ნოე ბევრს ეცადა ცოლისა და თავისი ხალხის დარწმუ-
ნებას... არ მკითხოთ, ამდენ ხანს როგორო, - ურჩია გოგონებს დეიდა
ბანუმ, - როგორ და, დრო წვეთია ზღვაში და ერთ წვეთს მეორისგან ვერ
გამოყოფ, რომ დიდ-პატარა ერთმანეთს შეადარო. სწორედ ასე გაატა-
357
რა ნოემ რვაასი წელიწადი თავისი ხალხისათვის ლოცვასა და მისი
სწორ გზაზე დაყენების მცდელობაში. ერთ დღეს ღმერთმა ნოეს ანგე-
ლოზი გაბრიელი გაუგზავნა. „ააშენე გემი, - ჩასჩურჩულა ანგელოზმა,
- და ყველანაირი სახეობა წყვილად აიყვანე“...
ამბავს, რომელსაც ასია თარგმნიდა, თარგმნა არ სჭირდებოდა. გო-
გონამ ხმას ოდნავ დაუწია, რადგან დეიდა ბანუ ამბის სწორედ იმ ნა-
წილს ჰყვებოდა, რომელიც ასიას ყველაზე ნაკლებად მოსწონდა.
- ბოლოს და ბოლოს, ნოეს კიდობანში ყველანაირი რწმენის კარგმა
ადამიანებმა მოიყარეს თავი, - განაგრძო დეიდა ბანუმ, - დავითმაც, მო-
სემაც, სოლომონმაც, იესომაც და, ღმერთმა აცხონოს იმისი სული, მუ-
ჰამედმაც. ასე მომზადებული გაემგზავრნენ და დაიწყეს ლოდინი. მალე
დაიწყო წარღვნა. ალაჰმა ბრძანა: „ო, ცაო! დადგა დრო! გადმოასხი
წყალი. თავს ნუღარ შეიკავებ. მოუვლინე მათ წყალი და მრისხანება!“
მერე მიწას უბრძანა: „მიწავ, შეაკავე წყალი, არ შთანთქა იგი“. წყალმა
იმდენად სწრაფად აიწია, რომ კიდობნის გარეთ ვერავინ გადარჩა.
ახლა თარჯიმნის ხმა გაძლიერდა, რადგან დეიდა ბანუ ამბის სწო-
რედ იმ ნაწილს ჰყვებოდა, რომელიც ასიას ყველაზე მეტად მოსწონდა.
მოსწონდა გონების თვალით წარღვნის ჭვრეტა, რომელიც ქალაქებსა
და ცივილიზაციებს ისევე წალეკავდა, როგორც წარსულის უსარგებ-
ლო მოგონებებს. - მთელი დღეები გაუჩერებლად მიცურავდნენ და მი-
ცურავდნენ. ირგვლივ ყველგან წყალი იყო. მალე საკვები შემოელიათ.
საჭმლის მოსამზადებლად საკმარისი სანოვაგე არ ჰქონდათ. მაშინ ნო-
ემ ბრძანა: „მოიტანეთ, რაც კი გაგაჩნიათ“. მათაც მიუტანეს, - ცხოვე-
ლებმაც, ადამიანებმაც, მწერებმაც და ფრინველებმაც, სხვადასხვა
სარწმუნოების ადამიანებმაც მიუტანეს ის მცირედი, რაც კი დარჩენო-
დათ და ყველაფერი ერთად ჩაყარეს. ასე მოათუხთუხეს ერთი დიდი
ქვაბი აშურე, - დეიდა ბანუმ ისე ამაყად გაუღიმა ღუმელზე შემოდგმულ
ქვაბს, თითქოს ეს უკანასკნელი სწორედ ის ქვაბი ყოფილიყო, რომლის
შესახებაც ლეგენდაში იყო ლაპარაკი, - აი, ამ დესერტის ისტორიაც.
დეიდა ბანუს თუ დაუჯერებდით, მსოფლიო ისტორიის ყველა მნიშ-
ვნელოვანი მოვლენა აშურეს დღეს მომხდარიყო. აშურეს დღე იყო,
358
ალაჰმა ადამს რომ მიუტევა. იუნუსიც აშურეს დღეს გამოუშვა დელფინ-
მა, რომელსაც მანამდე გადაყლაპული ჰყავდა. აშურეს დღეს შეხვდა
რუმი შამსს, იმ დღეს ამაღლდა ცად იესო და იმ დღეს გამოუცხადეს მო-
სეს ათი მცნებაც.
- სთხოვე არმანუშს, გვითხრას, რომელი თარიღია სომხებისთვის
ყველაზე მნიშვნელოვანი, - შენიშნა დეიდა ბანუმ. მისი აზრით, შესაძ-
ლებელი იყო, რომ ეს თარიღიც აშურეს დღეს დამთხვეოდა.
- გენოციდი, - მიუგო არმანუშმა, როგორც კი შეკითხვა გადაუთარ-
გმნეს.
- არა მგონია, ეს შენს სისტემას ეხებოდეს, - გაუღიმა ასიამ დეიდას
და არმანუშის პასუხი აღარ გადათარგმნა.
სწორედ ამ დროს სამზარეულოში ხელჩანთით შეიარაღებული დე-
იდაზელიჰა გამოჩნდა.
- აბა, აეროპორტისკენ მიმავალო მგზავრებო, წასვლის დროა!
- მეც მოვდივარ, - თქვა ასიამ და ჩამჩა დახლზე დააგდო.
- ამაზე ვილაპარაკეთ, - გულგრილად უპასუხა დეიდა ზელიჰამ.უც-
ნაურად ლაპარაკობდა. ისეთი ხრინწიანი და შეშინებული ხმა ჰქონდა,
თითქოს მისი პირით ვიღაც სხვა მეტყველებდა, - ქალბატონო, შენ სახ-
ლში დარჩი, - განკარგულება გასცა ამ სხვამ.
ასიას ყველაზე მეტად ის აწუხებდა, რომ დეიდა ზელიჰას გამომეტ-
ყველების მიხედვით ვერაფრის ახსნას ვერ ახერხებდა. ალბათ, რაღაც
ჩაიდინა და დედამისს გუნება გაუფუჭა, მაგრამ წარმოდგენაც კი არ
ჰქონდა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი, თუ ცხადია, დეიდა ზელი-
ჰას უგუნებობის მიზეზი თავად ასიას არსებობა არ გახლდათ.
- ამჯერად რა დავუშავე? - ასიამ სასოწარკვეთილებისგან ხელები
ასწია, როცა დეიდა ზელიჰა და არმანუში წავიდნენ.
- არაფერი, ჩემო კარგო. უყვარხარ, - წაილუღლუღა დეიდა ბანუმ, -
ჩემთან და ჯინთან დარჩი. აშურეს მორთვას მოვრჩებით და საყიდლებ-
ზე წავალთ.
ასია საყიდლებზე წასვლის გუნებაზე არ იყო. ამოიოხრა და ჯერაც
მოურთავ ფიალებზე მოსაყრელად ერთი მუჭა ბროწეულის მარცვლები
359
აიღო. მარცვლები თანაბრად ისე მიმოფანტა, თითქოს განგებ ტოვებდა
ნიშნებს, რომლებსაც უიღბლო ვარსკვლავზე დაბადებული რომელი-
ღაც ზღაპრის პატარა გმირი სახლამდე უნდა მიეყვანათ. ასიას თავში
გაუელვა: „შეიძლება ბროწეულის ერთი ბეწო მარცვლები სხვა ცხოვ-
რებაში ძვირფასი ლალები იყვნენ“.
- დეიდა, - მიუბრუნდა ასია დეიდებს შორის უფროსს, - რა მოუვიდა
ოქროს გულსაბნევს, შენ რომ გქონდა? ბროწეულივით გულსაბნევი
გახსოვს? სად არის?
დეიდა ბანუ გაფითრდა.
- როდის გვახსენდება ის, რაც გვახსენდება? რატომ ვკითხულობთ
იმას, რასაც ვკითხულობთ? - ჩასჩურჩულა ნათელმხილველს მარცხენა
მხარზე შემომჯდარმა ბატონმა სიმწარემ.
***
როგორი საზარელიც უნდა ყოფილიყო ნოეს წარღვნა, ის წვიმის
რამდენიმე წვეთით, ნელა და უხმაუროდ დაიწყო. მოახლოებული უბე-
დურების მაუწყებელი თითო-ოროლა წვეთი ვერავინ შენიშნა. ცაში მუ-
ქი, პირქუში ღრუბლები შექუჩებულიყვნენ. ისეთი ნაცრისფერი და სქე-
ლი ღრუბლები იყო, იფიქრებდით, ავი თვალებით გაძეძგილი გამდნა-
რი ტყვიით არიანო სავსე. ყველა ღრუბელში სათითაოდ ყველა ხვრე-
ლი ციური თვალი იყო. ეს თვალები არ ხამხამებდნენ და დედამიწაზე
ჩადენილი თითოეული ცოდვისათვის თითო ცრემლს ღვრიდნენ.
მაგრამ იმ დღეს, როცა დეიდა ზელიჰაზე ძალა იხმარეს, არ უწვიმია.
კაცმა რომ თქვას, გაკაშკაშებულ ლურჯ ცაზე ერთი ღრუბელიც კი არ
ყოფილა. წლების განმავლობაში ახსოვდა დეიდა ზელიჰას, როგორი
ცა იყო იმ დღეს, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ მაშინ ალაჰისადმი სალო-
ცავად ანდა მისგან შველის სათხოვნელად ზეცისათვის მიეპყრო თვა-
ლები, არამედ იმიტომ, რომ ძიძგილაობისას დადგა მომენტი, როცა
თავი ლოგინზე ჰქონდა გადაკიდებული და ვიდრე მამაკაცის სიმძიმის
ქვეშ ადგილიდან დაძვრა არ შეეძლო, მისი შეჩერება აღარ ძალუძდა,
ზელიჰას მზერა უნებლიეთ ცას მიეჯაჭვა, სადაც მხოლოდ ნება-ნება მო-
ლივლივე აეროსტატს მოჰკრა თვალი. შავსა და ნარინჯისფერში გა-
360
დაწყვეტილ ბუშტზე უზარმაზარი ტრაფარეტული ასოებით მიეწერათ:
„კოდაკი“.
ზელიჰა ძრწოლამ აიტანა, როდესაც ვეებერთელა კამერა გაახსენ-
და, რომელიც ყველაფერს უღებდა სურათს, რაც იმ მომენტში დაბლა,
დედამიწაზე ხდებოდა. პოლაროიდის კამერა სტამბოლის ერთი დიდი
სახლის ერთ ოთახში გაუპატიურების სცენის მომენტალურ ფოტოს
იღებდა.
დილიდან ოთახში მის გარდა არავინ იყო. მარტოობით ტკბებოდა,
რადგან ასეთი რამ მათ სახლში იშვიათობა გახლდათ. მამამისი, ვიდრე
ცოცხალი იყო, არავის მისცემდა თავისი ოთახის კარის დახურვის უფ-
ლებას. განმარტოება საეჭვო საქმიანობას ნიშნავდა. ყველაფერი ხი-
ლული, დაუფარავი უნდა ყოფილიყო. ერთადერთი ადგილი, სადაც კა-
რის ჩაკეტვა შეგეძლოთ, სააბაზანო იყო და იქაც კი, თუკი დიდხანს შე-
ყოვნდებოდით, ვიღაც მოგიკაკუნებდათ. მხოლოდ მამის გარდაცვა-
ლების შემდეგ შეეძლო ზელიჰას კარის მიხურვა და საკუთარ თავში ჩა-
კეტვა. ვერც დები და ვერც დედა ვერ ამჩნევდნენ, როგორ სჭირდებოდა
ზელიჰას სამყაროსაგან განმარტოება. დროდადრო წარმოიდგენდა
ხოლმე, რა საოცარი იქნებოდა, აქაურობა რომ მიეტოვებინა და თავი-
სი კუთხე ჰქონოდა.
კაზანჯის გვარის ქალები დილაადრიან წასულიყვნენ ლევენთ კა-
ზანჯის საფლავზე, მაგრამ ზელიჰას მოებოდიშებინა და შინ დარჩენი-
ლიყო. სასაფლაოზე მთელ ოჯახთან ერთად წასვლა არ უნდოდა. მარ-
ტო თუ წავიდოდა, მტვრიან მიწაზე დაჯდებოდა და მამამისს რამდენიმე
კითხვას დაუსვამდა, რომლებზეც ამ კაცს სიცოცხლეში არ გაეცა პასუ-
ხი. ზელიჰას უნდოდა, სცოდნოდა, რატომ იყო ლევენთ კაზანჯი ყოველ-
თვის ასეთი უხეში და მოძულე საკუთარი სისხლისა და ხორცის მი-
მართ. ისიც უნდოდა ეკითხა, თუ იცი, შენი აჩრდილი მოსვენებას დღე-
საც როგორ არ გვაძლევსო? - იმის შიშით, ჩვენი აქ ყოფნით მამას ხომ
არ ვაწუხებთო, დღემდე ხმას დაუწევდნენ ხოლმე.
ლევენთ კაზანჯის ხმაური არ უყვარდა, განსაკუთრებით ბავშვების
ყვირილი. ის-ის იყო, სიარულს სწავლობდნენ და ჩურჩულით უნდა
361
ელაპარაკათ. კაზანჯის გვარის ბავშვი თუ იყავით, პირველად ის უნდა
გესწავლათ, მამა რას ნიშნავდა, მამიკო კი არა, მა-მა - ტკივილის გან-
ზრახ მოთმენას. მამას პრინციპი მათი ცხოვრების ყველა მომენტში
მოქმედებდა. მაგალითად, თუ ისე მოხდებოდა, რომელიმე გოგონა-
ლევენთ კაზანჯის ოთახის მომიჯნავე ოთახში რაღაცას ფეხს წამოჰ-
კრავდა და რამეს გაიჭრიდა, ტირილი უნდა შეეკავებინა, ხელი მაგრად
დაეჭირა ჭრილობაზე, ფეხის წვერებზე ჩასულიყო სამზარეულოში ანდა
ბაღში, დარწმუნებულიყო, საკმაოდ შორს ვარ იმისთვის, რომ ჩემი ხმა
გაიგონო და მხოლოდ ამის შემდეგ, მხოლოდ ასეთ ადგილას ამოეშვა
კივილი, რაკი სტკიოდა.
ამ ყველაფრის ძირისძირი მომხიბლავი, მაგრამ ამაო მოლოდინი
იყო - კარგად თუ მოიქცეოდი, მამა არ გაბრაზდებოდა.
ყოველ საღამოს, როდესაც მამა შინ ბრუნდებოდა, სადილობამდე
შემოწმების მომლოდინე ბავშვები მაგიდასთან უნდა შეკრებილიყვნენ.
ლევენთ კაზანჯი პირდაპირ არასოდეს კითხულობდა, კარგად თუ იქ-
ცეოდითო. ამის ნაცვლად, მამა შვილებს პატარა პოლკივით ხაზზე გა-
ამწკრივებდა ხოლმე და თითოეულს სახეში აჩერდებოდა, ხან დიდ-
ხანს, ხან ცოტა ხანს: ბანუ (საკუთარ თავზე მეტად დებსა და ძმაზე წუხდა
და როგორც უფროსი და ყოველთვის იცავდა მათ), ჯევრიე (რომ არ
ატირებულიყო, ტუჩებს იკვნეტდა ხოლმე), ფერიდე (ნერვიულად ატ-
რიალებდა თვალებს), ერთადერთი ვაჟი მუსტაფა (იმედი ჰქონდა, რომ
თავს დააღწევდა ამ საცოდავ გოგოებს და მაინც უშვებდა, რომ მამამი-
სის რჩეული იყო) და ყველაზე პატარა, ზელიჰა (უჩინარი ნაღველი აწ-
ვებოდა გულზე).
იცდიდნენ, ვიდრე მამა წვნიანს მოათავებდა, მერე კი ერთს, ორს ან
სამს... ანდა ზოგჯერ თუ გაუმართლებდათ, ერთბაშად ყველას სთხოვ-
და, სუფრასთან დამსხდარიყვნენ.
გადიოდა ზელიჰა სადილობის წინ ასეთ შემოწმებებს და არად და-
გიდევდათ არც მამამისის გაუთავებელ სასტიკ საყვედურებს, არც ჩვე-
ულ ცემა-ტყეპას. მისთვის მტკივნეული ის იყო, სუფრასთან ისე რომ აკ-
ვირდებოდნენ, თითქოს ყველაფერი, რაც დღის განმავლობაში დაეშა-
362
ვებინა, შუბლზე უხილავი მელნით ეწერა, რომლის გარჩევაც მხოლოდ
მამამისს შეეძლო.
- კარგად მოქცევა რატომ არ შეგიძლიათ? - კითხულობდა ლევენთ
კაზანჯი ყოველ ჯერზე, როდესაც შვილების შუბლზე გადაცდომების
კვალს კითხულობდა და ყველა მათგანის დასჯის გადაწყვეტილებას
იღებდა.
ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ეს კაცი სწორედ ის ლევენთ კაზანჯი
გახლდათ, რომელსაც სახლს გარეთ იცნობდნენ.
ნებისმიერი, ვინც ამ კაცს დიდი სახლის გარეთ გადაეყრებოდა,
ჩათვლიდა, რომ ლევენთ კაზანჯი საიმედოობის, დელიკატურობის, ერ-
თსულოვნებისა და უმწიკვლობის განსახიერება იყო. ერთ მშვენიერ
დღეს მისნაირ კაცზე ცოლად გაყოლას ლევენთ კაზანჯის ქალიშვილე-
ბის უკლებლივ ყველა მეგობარი ნატრობდა. სამაგიეროდ, სახლში ისე
იქცეოდა, თითქოს მისი სიკეთე მხოლოდ უცხო ადამიანებისთვის იყო
განკუთვნილი. ზუსტად ისევე ბუნებრივად, როგორიც მისთვის შინ მის-
ვლისთანავე ფეხსაცმლის გახდა და ჩუსტების ჩაცმა გახლდათ, შედ-
გამდა თუ არა სახლში ფეხს, კეთილშობილი ბიუროკრატი ლევენთ კა-
ზანჯი დესპოტ მამად გადაიქცეოდა ხოლმე.
დიდედამ ერთხელ თქვა, ბავშვებთან ასეთი მკაცრი იმიტომ არის,
რომ ბავშვობაში იტანჯებოდა, დედამ მიატოვაო.
ზოგჯერ ზელიჰა თავისდა უნებურად იმასაც კი ფიქრობდა, რა ბედ-
ნიერებაა მამრობითი სქესის ჩვენი სხვა წინაპრების მსგავსად მამაც
ასე ადრე რომ გარდაიცვალაო. ბატონობის ისეთ მოყვარულს, როგო-
რიც ლევენთ კაზანჯი გახლდათ, ალბათ, არ მოეწონებოდა სიბერე, რო-
ცა დასუსტებულსა და ავადმყოფს შვილების თანაგრძნობა დასჭირდე-
ბოდა.
თუ ზელიჰა მამის საფლავზე წავიდოდა, იცოდა, რომ მშობელთან
ლაპარაკი მოუნდებოდა - თუ დაელაპარაკებოდა, შეიძლებოდა ეტირა,
ისე ატკრციალდებოდა, როგორც ჩაის ჭიქებმა იციან ხოლმე ავი თვა-
ლისაგან. მიუხედავად ამისა, იმის გაფიქრებაც კი საკმარისი იყო, რომ
სხვების წინაშე უნდა ეტირა, რომ ზელიჰა თავს ერეოდა. ბოლო დროს
363
საკუთარი თავისათვის სიტყვა მიეცა, რომ არასოდეს დაემსგავსებოდა
მტირალა ქალებს და როცა კი ცრემლის ღვრა მოუნდებოდა, ამას მარ-
ტო გააკეთებდა. ამიტომაც ოცი წლის წინ, იმ უწვიმო დღეს, ზელიჰას
შინ დარჩენა ჰქონდა გადაწყვეტილი. დღის უმეტესი ნაწილი ლოგინში
გაატარა, ჟურნალებს ათვალიერებდა და ოცნებობდა. საწოლის გვერ-
დით იდო სამართებლის პირი, რომლითაც ფეხებს იპარსავდა, და ვარ-
დის წყლის ლოსიონი, რომელიც კანის დასაცხრობად წაესვა. ეს რომ
დედამისს დაენახა, ძალიან გაუნაწყენდებოდა. ზელიჰას დედა თვლი-
და, რომ ქალებს სხეულზე მთელი თმა ცვილით უნდა მოეშორებინათ,
მაგრამ არასოდეს არ უნდა გაეპარსათ - პარსვა მარტო კაცების საქმე
იყო, ცვილით თმის მოშორება კი ქალების კოლექტიური რიტუალი გახ-
ლდათ.
კაზანჯის გვარის ქალები ფეხებზე თმის ცვილით მოსაშორებლად
თვეში ორჯერ იკრიბებოდნენ სასტუმრო ოთახში. ჯერ ცვილის გროვას
ადნობდნენ ღუმელზე, რის გამოც ჰაერში ყინულკარამელივით ტკბილი
სუნი დგებოდა. მერე ყველანი ხალიჩაზე სხდებოდნენ და ცხელ, წელ-
ვად ნივთიერებას ფეხებზე ისვამდნენ, თან გაუჩერებლად ქაქანებდნენ.
გამაგრებულ ცვილს ფეხებიდან იძრობდნენ. ზოგჯერ ყველანი ადგი-
ლობრივ ჰამამში მიდიოდნენდა ორთქლქვეშ უზარმაზარ მარმარი-
ლოს ფილაზე ჩამომსხდრები იშორებდნენ ცვილით ფეხებზე თმას.
სძულდა ზელიჰას ეს ჰამამი, ქალებისათვის განკუთვნილი ადგილი,
სწორედ ისე, როგორც ცვილით თმის მოშორების რიტუალს ვერ იტან-
და. ერჩია, ფეხები სამართებლით გაეპარსა - სწრაფი, მარტივი იყო და
მარტო აკეთებდა.
ლოგინიდან ჩამოშვებულ ფეხებს აქეთ-იქით აქნევდა და თავის
თავს სარკეში შორიდან უყურებდა. ცოტაოდენილოსიონი კიდევ დაის-
ხა ხელისგულზე და ნელ-ნელა წაისვა კანზე. აღფრთოვანებული ყუ-
რადღებით აკვირდებოდა საკუთარ სხეულს. იცოდა, რომ ლამაზი იყო
და ამ სილამაზის დამალვას არ ცდილობდა. დედამისი ამბობდა, რომ
ლამაზ ქალს მამაკაცებთან ორჯერ მეტი მოკრძალება და სიფრთხილე

364
მართებდა. ზელიჰას აზრით, ეს უბრალოდ იმ ქალის ბრტყელ-ბრტყელი
სიტყვები იყო, რომელიც თავად არასოდეს ყოფილა ლამაზი.
ზელიჰამ ზანტად გაიარა ოთახი და მაგნიტოფონში კასეტა ჩადო. მი-
სი ერთ-ერთი საყვარელი მომღერლის, ღვთაებრივი ხმის პატრონი
ტრანსსექსუალის თურქული სტილის ალბომი იყო. კარიერის დასაწ-
ყისში ეს მომღერალი მამაკაცი იყო და მელოდრამატულ ფილმებში
მთავარ გმირებს თამაშობდა. ბოლოს ქალი რომ გამხდარიყო, ოპერა-
ცია გაიკეთა. ყოველთვის ფუშფუშა კოსტიუმები ეცვა, ბრჭყვიალა აქსე-
სუარებსა და უამრავ სამკაულს ატარებდა. ზელიჰაც ასე იზამდა, ამდენი
ფული რომ ჰქონოდა. აღმერთებდა ამ მომღერალს და ყველა მისი ალ-
ბომი ჰქონდა.
ტრანსსექსუალს ის-ის იყო, ახალი ალბომი გამოეშვა, მაგრამ მისი
სიმღერები სამხედროებს აეკრძალათ, რომლებიც ჯერ კიდევ აკონ-
ტროლებდნენ ქვეყანას, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო გადატ-
რიალებიდან სამი წელიწადი იყო გასული. ზელიჰას თავისი მოსაზრება
ჰქონდა იმის შესახებ, თუ რატომ არ მოსწონდათ გენერლებს ტრან-
სსექსუალი მომღერალი.
- იმიტომ, რომ მისი არსებობა აშინებთ, - თვალი ჩაუკრა ზელიჰამ
ფაშა მესამეს, საწოლზე ქათქათა თეთრი ბეწვის სქელი ბალიშივით
რომ მორგოლილიყო და ბრილიანტის მწვანეს ფერის თვალების ჭრი-
ლიდან პატრონს უყურებდა, - ისეთი არამიწიერი ხმა და ისეთი ეფექტუ-
რი კოსტიუმებია, რომ ეშინიათ, ის რომ ეკრანზე გამოჩნდება, ბაყაყის-
ფერ ფორმებში გამოწყობილ ხრინწიან გენერლებს აღარავინ მოუს-
მენსო. წარმოგიდგენია? სამხედრო გადატრიალებაზე უარესი რა უნდა
იყოს? სამხედრო გადატრიალება, რომელსაც ვერავინ ამჩნევს!
ამ დროს კარზეც დააკაკუნეს.
- შენს თავს ელაპარაკები, სულელო? - შესძახა მუსტაფამ და ოთახ-
ში თავი შეყო, - დაუწიე ამ საშინელ მუსიკას!
მუსტაფას მუქ თაფლისფერ თვალებში ახალგაზრდული გზნება უე-
ლავდა, მუქი თმა მეტისმეტად გაეპოხა და უკან გადაევარცხნა. რომ
არა ტიკი, რომელიც ალაჰმა უწყის, როდის გაუჩნდა, იტყოდით, მოხდე-
365
ნილი ვინმეაო. ლაპარაკისას თავს მარჯვენა მხარეს აგდებდა ხოლმე.
მკვეთრი, მექანიკური მოძრაობა იყო, რომელიც მაშინ ძლიერდებოდა,
როდესაც მუსტაფა განსაკუთრებულად ნერვიულობდა, ანდა უცხო ადა-
მიანების გარემოცვაში იყო. ზოგჯერ ეს ტიკი სიმორცხვეში ეშლებო-
დათ, მაგრამ ზელიჰა თვლიდა, რომ თავის გვერდზე გადაგდება სხვა
არაფერი იყო, თუ არა აშკარა დაუცველობის ნიშანი.
ზელიჰა იდაყვს დაეყრდნო და მხრები აიჩეჩა.
- რასაც მინდა, იმას მოვუსმენ და როგორც მინდა, ისე. ნაცვლად
იმისა, დას წასჩხუბებოდა და კარი გაეჯახუნე ბინა ისე, როგორც მანამ-
დე ბევრჯერ გაუკეთებია, მუსტაფა გაჩერდა - თითქოს რაღაც გაიფიქრა
და შეცბა.
- ამ მოკლე კაბებს რატომ ატარებ?
შეკითხვა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ზელიჰა შეშფოთდა.
მხოლოდ ახლა შენიშნა ძმის დანისლული მზერა. მისი აზრით, მუსტაფა
იმ წელს იმაზე მეტად იკლავდა თავს ონანიზმით, ვიდრე ოდესმე.
- ონანიზმი, - ხმამაღლა თქვა ზელიჰამ.
მუსტაფამ თავი მოიკატუნა, თითქოს დის ნათქვამი არ გაუგონია და
ოთახი მოათვალიერა.
- ის ჩემი სამართებელია? - ჰო, - აღიარა ზელიჰამ, - თავის ადგილზე
უნდა დამედო.
- რა გააკეთე ჩემი სამართებლით?
- შენი საქმე არ არის, - თქვა ზელიჰამ, თან ცოტათი ორჭოფობდა.
- ჩემი საქმე არ არის? - კიდევ უფრო მოქუფრა წარბები მუსტაფამ, -
ჩემს ოთახში იპარები, ჩემს სამართებელს იპარავ, ფეხებს იპარსავ, მე-
რე მთელი უბნის კაცებს რომ დაანახვო, და იმასაც მეუბნები, რომ ჩემი
საქმე არ არის? აი, რას გეტყვი, ძალიან ცდები, ქალბატონო! ზუსტადაც
უნდა ვიცოდე, რომ წესიერად იქცევი.
- წადი და რამე გააკეთე. წადი, დაინძრიე! - მკვახედ თქვა ცოტათი
გამხიარულებულმა ზელიჰამ.
მუსტაფას სახე აელეწა. დას ღვარძლით სავსე თვალებით შეხედა.
ბოლო დროს გაირკვა, რომ ყმაწვილს პრობლემები ჰქონდა ქალებ-
366
თან. მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი ასაკის ქალის გარემოცვაში
იზრდებოდა და მათი ყურადღების ცენტრში ყოფნას მიჩვეული იყო, სა-
პირისპირო სქესთან ურთიერთობის გამოცდილებაში ჯერ კიდევ ძალი-
ან ჩამორჩებოდა თანატოლებს. უკვე ოცი წლის გახლდათ, მაგრამ
თავს ისე გრძნობდა, თითქოს ბიჭობასა და მამაკაცობას შორის არსე-
ბულ სახიფათო ზღვარზე იყოგაჩხერილი.
არც უწინდელ ყოფაში დაბრუნება შეეძლო, არც ახალი ცხოვრების
დაწყება. მხოლოდ ის იცოდა, საზღვარი, ძველსა და ახალს შორის რომ
იყო, ძალას ართმევდა, დაძაბუნების შესახებ კი მხოლოდ ის იცოდა,
რომ ასეთი მდგომარეობა არ მოსწონდა.
საკუთარი სხეულის ხორციელი ვნებები სძაგდა და მიუხედავად ამი-
სა, მაინც ცდუნდებოდა ხოლმე. ადრე მუსტაფას იმპულსების შეკავება
კარგად გამოსდიოდა, განსხვავებით კლასელი ბიჭებისაგან, რომლე-
ბიც წარამარა მასტურბაციით იქცევდნენ თავს.
აი, ბოლო წელს,მას შემდეგ, რაც კოლეჯში შესასვლელი გამოცდა
ვერ ჩააბარა, თვითგვემასა და საკუთარი თავისადმი სიძულვილში გა-
ტარებულმა წლებმა ძლიერი უკურეაქცია გამოიწვია და ჟინმაც ამ რა-
ღაცის სახით კიდევ უფრო ძლიერად იჩინა თავი.
ეს რაღაც ყველგან იყო, სადაც კი მუსტაფა დღის განმავლობაში წა-
ვიდოდა. სააბაზანოში, სარდაფში, საპირფარეშოში, ზეწრის ქვეშ, სას-
ტუმრო ოთახში, ათასში ერთხელ, ყველაზე პატარა დის ოთახში, როცა
იქ შეპარულ მუსტაფას არავინ ხვდებოდა, გოგონას ლოგინში, მის
სკამზე, მის საწერ მაგიდასთან...
ოჯახის ჭირვეული უფროსივით, ეს რაღაც აბსოლუტურ მორჩილე-
ბას მოითხოვდა. მიუხედავად იმისა, რამდენად მორჩილი იყო მუსტა-
ფა, ის არასოდეს ხმარობდა მარჯვენა ხელს. მარჯვენა ხელს წმინდა და
კურთხეული რაღაცებისთვის ინახავდა. სწორედ მარჯვენა ხელით ეხე-
ბოდა ყურანს, მარჯვენა ხელში ეჭირა კრიალოსანი და მარჯვენა ხე-
ლით აღებდა დახურულ კარებს. სწორედ მარჯვენა ხელით იღებდა სა-
კოცნელად ამა თუ იმ მოხუცის ხელს. რამდენადაც დალოცვილი იყო

367
მარჯვენა ხელი, იმდენად სჭირდებოდა საზიზღრობებისთვის მარცხენა.
მხოლოდ მარცხენით შეეძლო ჩუკენობა.
ერთხელ სიზმარი ნახა - მამამისის თვალწინ აკეთებდა ამას.
მამამისს სახეზე არაფერი ეტყობოდა; უბრალოდ იჯდა სადილის-
თვის გაწყობილ სუფრასთან და უყურებდა.
ბოლოს მამა ასე მაშინ უყურებდა, რვა წლისას წინადაცვეთა რომ
ჩაუტარეს. ახსოვდა მუსტაფას, საბრალო ბიჭი საჩუქრებში ჩაფლული
უზარმაზარ, მდიდრულ, ატლასით გაწყობილ საწოლზე რომ იწვა და
ელოდებოდა, როდის მოაჭრიდნენ. ირგვლივ ნათესავები და მეზობ-
ლები ტრიალებდნენ, ზოგი ჭორაობდა, ზოგი ჭამდა, ზოგი ცეკვავდა,
ზოგიერთი კი მისი გამოჯავრებით იყო დაკავებული. სამოცდაათი კაცი
აღნიშნავდა მუსტაფას შებიჯებას ბიჭობიდან მამაკაცობაში. იმ დღეს,
ზუსტად წინადაცვეთის შემდეგ, ზუსტად მაშინ, როცა ბიჭს საშინელი
ყვირილი აღმოხდა, მამა მიუახლოვდა, ლოყაზე აკოცა და ყურში ჩას-
ჩურჩულა:
- გინახავს ოდესმე, ჩემო ბიჭო, ჩემი ტირილი?
მუსტაფამ თავი გააქნია. არა, არასოდეს არავის ენახა, როგორ ტი-
როდა მამა.
- გინახავს ოდესმე, ჩემო ბიჭო, დედას ტირილი?
მუსტაფამ გულმოდგინედ დააქნია თავი. დედა სულ ტიროდა.
- კეთილი, - ლევენთ კაზანჯიმ შვილს ალერსიანად გაუღიმა, - ახლა
კაცი ხარ და კაცივით მოიქეცი.
მასტურბაციისას ვერასოდეს ბედავდა შარვლის ბოლომდე ჩახდას.
მარტო იმიტომ კი არა, რომ ეშინოდა, სახლში ვიღაც არის და გამომი-
ჭერენო, არამედ იმიტომ, რომ მამამისის აჩრდილი აბეზრებდა თავს -
წარამარა ჩასჩურჩულებდა ყურში ერთსა და იმავეს: „კაცი ხარ, კაცი-
ვით მოიქეცი“. წინა წლებში მისმა სხეულმა მოულოდნელად აჯობა მის
ნებისყოფასაც და მამამისის დაკვირვებულ მზერასაც. თითქოს გადამ-
დები დაავადება ჰქონდა, თავად დარწმუნებული იყო, რომ რაც სჭირ-
და, დაავადება იყო, მუსტაფამ დღე-ღამის ნებისმიერ დროს მასტურბა-
ციას მიჰყო ხელი გაჩერებულიყო? გაჩერება არ შეეძლო. ესიზმრებო-
368
და, რომ მშობლებმა გამოიჭირეს. კარს მიაწყდნენ, შეამტვრიეს და
თავზე წაადგნენ. გაგანია წივილ-კივილში მამამ შეაფურთხა და ერთი
გვარიანი გაულაწუნა, დედა კი კოცნიდა და ზურგზე უთათუნებდა ხელს.
მამამისისგან ჩალურჯებულ ადგილებზე დედა ცოტ-ცოტა აშურეს ისე
აზელდა, თითქოს დესერტი მალამო ყოფილიყოს. ყოველი გაღვიძები-
სას მუსტაფა ზიზღს გრძნობდა და ცახცახებდა. შუბლი ოფლის წვეთე-
ბით ენამებოდა და იმისთვის, რომ დამშვიდებულიყო, ჩუკენობას უნდა
შესდგომოდა.
როცა ძმას დასცინა, ზელიჰამ ამეებისა არაფერი იცოდა.
- უსირცხვილო ხარ, - თქვა მუსტაფამ, - არ იცი, უფროსებს როგორ
უნდა ელაპარაკო. არ გენაღვლება, ქუჩაში კაცები რომ გისტვენენ. ბო-
ზივით იცვამ და ფიქრობ, რომ პატივი უნდა გცენ?
ზელიჰამ დამცინავად გაიღიმა.
- რა იყო? ბოზების გეშინია, თუ?
მუსტაფამ მხოლოდ შეხედა. ერთი თვის წინ სტამბოლში ყველაზე
ცუდი რეპუტაციის მქონე ქუჩა აღმოაჩინა.
შეეძლო, სხვაგან წასულიყო, სადაც ნაკლებად იაფფასიან, ნაკლე-
ბად დაბალი ხარისხისა და ნაკლებად სამარცხვინო სექსს შეიძლებო-
და გადასწყდომოდა, მაგრამ იმ ქუჩაზე განზრახ წავიდა. რაც უფრო
უხამსი იქნებოდა ეს ყველაფერი, მით უკეთესი. ერთმანეთის მიყოლე-
ბით ჩამწკრივებული ფერგადასული სახლები, სხვადასხვანაირი სუნი,
ლაქები და მამაკაცების იუმორის გრძნობაზე მეტად სიცილის საჭი-
როებით ნაკარნახევი ხუმრობები; მეძავები ყველა სართულის თითოე-
ულ ოთახში, რომლებიც,ალბათ, არასოდეს იტყოდნენ უარს თქვენს
ფულზე, მაგრამ თქვენს წარმატებას, სულერთია, მაინც აბუჩად აიგდებ-
დნენ. იქიდან დაბრუნებული მუსტაფა თავს ბინძურ და უსუსურ ადამია-
ნად გრძნობდა.
- უკან დამყვები?
- რა? - გადაიხარხარა ზელიჰამ. ახლაღა მიხვდა, რომ თავისდა უნე-
ბურად აღმოჩენა გაეკეთებინა, - რა სულელი ხარ. მეძავებთან თუ და-
დიხარ, შენი პრობლემაა. აი, დარდი.
369
დამცირებულ მუსტაფას უცებ მოუნდა, ზელიჰასთვის დაერტყა. უნ-
და მიმხვდარიყო, რომ ძმა ასე არ უნდა გაემასხარავებინა.
ზელიჰამ მუსტაფას ცალი თვალით შეხედა, თითქოს მისი აზრების
ამოკითხვას ცდილობდა.
- რა მაცვია და როგორ ვცხოვრობ, შენი საქმე არ არის. ვინ ჯანდაბა
გგონია შენი თავი? მამა მკვდარია და არ ვაპირებ, მისი ადგილი შენ და-
გაკავებინო.
რაც უნდა უცნაური იყოს, როგორც კი ეს სიტყვები თქვა, ზელიჰას
გაახსენდა, რომ იმ დილით ქიმწმენდიდან მაქმანებიანი კაბის წამოღე-
ბა დავიწყებოდა. ხვალ წამოიღებს.
- მამა ცოცხალი რომ ყოფილიყო, ასე ვერ ილაპარაკებდი, - მიუგო
მუსტაფამ. დანისლული მზერა, ახალგაზრდა კაცს წამის წინ რომ ჰქონ-
და, სადღაც გამქრალიყო. მუსტაფას თვალებში ღვარძლი უელავდა, -
გარდაცვლილი რომ არის, არ ნიშნავს იმას, რომ ამ სახლში წესები სა-
ერთოდ არა გვაქვს. შენი ოჯახის წინაშე გაქვს პასუხისმგებლობები,
ქალბატონო. ამ ოჯახის კეთილ სახელს ვერ შეარცხვენ.
- კაი, მოკეტე. მე როგორც უნდა შევარცხვინო, არაფერი იქნება
იმასთან შედარებით, შენ როგორც შეგირცხვენია დღემდე.
მუსტაფა გაჩერდა. ჩიხში მოქცეულს ჰგავდა. გაიგო ზელიჰამ, რომ
თამაშობდა, თუ ისევ ცრუობდა და მის გამოტეხას ცდილობდა? მუსტა-
ფა სპორტულ თამაშებზე მხოლოდ იმისთვის ჩადიოდა ხოლმე ფსონს,
რომ ყოველ ჯერზე ამ ამბავში სულ უფრო მეტად ჩაფლავებულიყო. მა-
მა ცოცხალი რომ ყოფილიყო, გალახავდა, - მუსტაფას ასაკს მისთვის
არანაირი მნიშვნელობა არ ექნებოდა. მოწითალო-მოყავისფრო ტყა-
ვის ქამარი თითბრის ბალთით... შეიძლება ჰქონდა კიდეც გონივრული
მიზეზი მუსტაფას ვარაუდს, რომ ერთი ქამარი სხვებზე მეტად სტკენდა,
თუ უბრალოდ მისი წარმოსახვა იყო კონცენტრირებული ერთ განსა-
კუთრებულ ქამარზე და ამის გამო თავს უფლებას აძლევდა, დაეჯერე-
ბინა, რომ ეს ქამარი სხვებზე ნაკლებად ატკენდა? მადლიერი იყო
ხოლმე, ბედნიერიც კი, მაგრამ მამამისი ახლა გარდაცვლილი იყო და
ვიღაც-ვიღაცებისთვის უნდა გაეხსენებინა, ვინ იყო ოჯახის უფროსი.
370
- ახლა, როცა მამა მკვდარია, - გამოაცხადა მუსტაფამ, - ამ ოჯახზე
პასუხს მე ვაგებ.
- მართლა? - გაეცინა ზელიჰას, - იცი, რა არის შენი პრობლემა? გარ-
ყვნილი, ძალიან გარყვნილი ხართ, ძვირფასო ფალოსო! გაეთრიე ჩემი
ოთახიდან.
თითქოს ესიზმრებოდაო, ზელიჰამ თვალი მოჰკრა, როგორ ასწია
მუსტაფამ ხელი ჰაერში და მისთვის სილის გასაწნავად მოემზადა. ზე-
ლიჰას არ სჯეროდა, რომ ძმას მისი დარტყმა შეეძლო და ჯიქურ უყუ-
რებდა, თუმცა, ბოლო მომენტში გადახრა მაინც მოახერხა. დარტყმა
თავიდან აიცილა, მაგრამ ამან მუსტაფა მხოლოდ გააცეცხლა. მეორე
ცდაზე ზელიჰას ლოყა აეწვა, ჰოდა, მანაც გაარტყა ძმას ლოყაში, ისევე
ღონივრად, როგორც მას მოხვდა.
წუთიც და, საწოლზე ბავშვებივით ჭიდაობდნენ, თუმცა, პატარაობა-
ში არასოდეს ეჭიდავათ. ასეთ ხმაურიან ჩხუბს მამა არასოდეს მოიწო-
ნებდა. რამდენიმე წამით ზელიჰამ თავი გამარჯვებულად იგრძნო. მარ-
თლა მაგრად დაარტყა, ანდა თვითონ ეგონა ასე. მაღალი, ძლიერი ქა-
ლი იყო და სისუსტის გრძნობას მიჩვეული არ გახლდათ. რინგზე მდგო-
მი ჩემპიონივით ჰაერში ორივე ხელი ერთმანეთს ჩასჭიდა და თავის
უხილავ მაყურებელს მიესალმა:
- ეგეც შენ!
სწორედ ამ დროს მუსტაფამ ზელიჰას მკლავი ზურგს უკან მოუგრიხა
და ზემოდან მოექცა. ამჯერად ყველაფერი სხვანაირად იყო. მუსტაფა
იყო სხვანაირი.
ცალი მკლავით მკერდზე აწვებოდა, მეორით ქვედაკაბას ექაჩებო-
და ზემოთ. პირველი, რაც ზელიჰამ იგრძნო, დამცირება იყო, მერე - უფ-
რო დიდი დამცირება. სირცხვილის გრძნობა იმდენად მწვავე იყო, რომ
სხვა გრძნობისათვის ადგილი არ რჩებოდა. უმალ მოეშვა, სიმორ-
ცხვისგან თითქმის გაშეშდა. ეს მისი აღზრდის ბრალი იყო. ყველაზე მე-
ტად ის ეუხერხულებოდა, საცვლების ამარა რომ ნახეს.
თვალის დახამხამებაში უზარმაზარი შიშის გამო დამცირება სად-
ღაც გაქრა. შეეცადა, ცალი ხელით შეეჩერებინა, მეორით კი ქვედაკა-
371
ბის ჩამოქაჩვას ლამობდა, მაგრამ წუთიც და მუსტაფამ კაბა ისევ ასწია.
იბრძოდა ზელიჰა, იბრძოდა, ურტყამდა, უფრო ძლიერად ურტყამდა
მუსტაფაც. სცემდა ზელიჰა, მუსტაფამ სახეში მუშტი უთავაზა, ერთა-
დერთხელ ჩაარტყა მუშტი. გაიგონა ზელიჰამ, როგორ იკივლა ვიღა-
ცამ, გაჩერდიო. გამკივანი ხმა იყო, არაადამიანური, საყასბოში მოხ-
ვედრილი ცხოველის ხმას ჰგავდა. საკუთარი ხმა ვერ იცნო ზელიჰამ.
თითქოს უცხო მიწა იყოო, ვერ იცნო საკუთარი სხეულიც, როდესაც მას-
ში მუსტაფამ შეაღწია.
სწორედ მაშინ შენიშნა ზელიჰამ მოწმენდილ ცაზე კოდაკის საჰაე-
რობუშტი.
თითქოს ბავშვური თამაში ყოფილიყო, თვალები დახუჭა. იმედი
ჰქონდა, თუ არ დავინახავ, ვერ დამინახავენო. მარტო ხმები იყო, ხმები
და სხვადასხვანაირი სუნი. მუსტაფა მძიმედ სუნთქავდა. მისი ხელები
მჭიდროდ შემოეჭდო ზელიჰას მკერდსა და კისერს. შეეშინდა, დამახ-
რჩობსო, მაგრამ მალე თითები მოეშვა და მოძრაობაც შეწყდა. მუსტა-
ფამ დაჭრილივით ხმა ამოუშვა და ზელიჰას ზემოდან დაემხო. მისი
მკერდი ზელიჰას მკერდს ეკვროდა. ზელიჰას მისი გამალებული გუ-
ლისცემა ესმოდა. სამაგიეროდ, არ ესმოდა თავისი, თითქოს სიცოც-
ხლისაგან დაცლილიყო. არ განძრეულა, ვიდრე ის ზემოდან ეგდო, ახ-
ლა უკვე შიგნიდან რბილი.
მუსტაფა წამოდგა, ძლივს დადიოდა. ბარბაცით გაიარა ოთახი და
კარს მიეყრდნო. იხრჩობოდა. ღრმად ჩაისუნთქა და ოფლისა და ვარ-
დის წყლის ერთმანეთში არეული სუნი იგრძნო. ცოტა ხანს, ვიდრე ისევ
მოახერხებდა განძრევას, ასე იდგა, დისკენ ზურგშექცეული, მერე კი
ოთახიდან გაიქცა.
როგორც კი დერეფანში შეადგაფეხი, გარეთა კარის გაღების ხმა
გაიგონა. ოჯახის წევრები დაბრუნებულიყვნენ. სააბაზანოს მიაშურა,
კარი ჩაკეტა და შხაპი მოუშვა, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ წყლის ქვეშ
დამდგარიყო, მუხლებზე დაეცა და გული აერია.
- აბა, სადა ხართ? - წინა ოთახიდან ბანუს ხმა ისმოდა, - არის ვინმე
სახლში?
372
ზელიჰა წამოდგა და ტანსაცმლის გასწორება სცადა. ყველაფერი
იმდენად სწრაფად მომხდარიყო, ალბათ, შეეძლო, თავი დაერწმუნები-
ნა, რომ არაფერი ყოფილა. თუმცა, სახე, რომელიც სარკეში დაინახა,
სულ სხვა რამეს მოწმობდა.
მარცხენა თვალი გასივებული ჩანდა, თვალის ქვეშ მეწამული ნახე-
ვარწრე ჰქონდა. პირველი, რაც მტკივანი თვალის დანახვისას იგრძნო,
სინდისის ქენჯნა იყო, ჩვეული სკეპტიციზმის გამო რომ განიცდიდა.
მთელი ამ წლების განმავლობაში, როცა ექშენის ჟანრის უბადრუკ
ფილმებში ვინმეს თვალს ულურჯებდნენ, ზელიჰა ქირქილებდა ხოლმე.
არასოდეს უფიქრია, რომ ერთ დარტყმას შეეძლო ადამიანის თვალის
ასეთ ფერზე დაყენება და გასივება.
დაასკვნა, რომ სახე დაზიანებული ჰქონდა, მაგრამ სხეული - არა.
ხელი მიიდო. აინტერესებდა, შეგრძნება ისევ თუ ჰქონდა. რატომ
ვერ გრძნობდა ვერაფერს საკუთარი თითების შეხების გარდა? არ უნდა
ეგრძნო მის სხეულს, თუკი ზელიჰას რამე სტკიოდა ან სწყინდა? თვი-
თონ არ უნდა ეგრძნო?
კარზე დაკაკუნების ხმა გაისმა და ისე, რომ პასუხს არც დალოდე-
ბია, ოთახში დეიდა ბანუმ შემოყო თავი. რაღაცის თქმას აპირებდა,
მაგრამ პირი ისე გააღო და დახურა, რომ სიტყვაც არ უთქვამს. გაქვა-
ვებული იდგა და უმცროს დას თვალს არ აშორებდა.
- სახეზე რა მოგივიდა? - იკითხა აღელვებულმა ბანუმ. ზელიჰამ
იცოდა, თუკი ამ ამბის გამხელა ოდესმე შეიძლებოდა, ახლა უნდა გაემ-
ხილა. შეეძლო ან ახლა ეთქვა, ან სამუდამოდ დაემალა.
- ისეთი არაფერია, - ნელა თქვა ზელიჰამ. შესაფერისი მომენტი უკ-
ვე გასული იყო, არჩევანი კი გაკეთებული, - სასეირნოდ გავედი და და-
ვინახე, როგორ უჟაჟუნებდა შუა ქუჩაში ვიღაც კაცი ცოლს. ნაცემ-ნა-
ბეგვი ქალის გადარჩენა ვცადე, მაგრამ მგონი, ბოლოს თვითონ გავი-
ლახე.
დაუჯერეს. ასეთი რამის გამკეთებელი კი იყო, ასეთი რამ მხოლოდ
მას შეიძლებოდა შემთხვეოდა, თუკი ვინმეს ოდესმე ასეთი რამ შეიძ-
ლებოდა დამართვოდა.
373
იმ დღეს, როცა გააუპატიურეს, ზელიჰა ცხრამეტი წლის იყო, იმ
ასაკში, რომელშიც, თურქული წესების თანახმად, ადამიანი ზრდასრუ-
ლად ითვლება. შეეძლო, გათხოვილიყო ან მართვის მოწმობა აეღო.
მას შემდეგ, რაც სამხედროებმა თავისუფალი არჩევნების ჩატარება
დაუშვეს, შეეძლო ხმაც მიეცა. ზუსტად ასე, რომ დასჭირვებოდა, საკუ-
თარი პასუხისმგებლობით შეეძლო აბორტიც გაეკეთებინა.
ძალიან ხშირად ხედავდა ერთსა და იმავე სიზმარს. ესიზმრებოდა,
თითქოს ქუჩაში ქვების წვიმის ქვეშ მიაბიჯებდა. სათითაოდ ჩამოცვენი-
ლი რიყის ქვები ქვემოთ ხვრელებს თხრიდა, სულ უფრო ღრმა ხვრე-
ლებს. ზელიჰას შიში აიტანდა. ეშინოდა, მასაც ასე ხომ არ მოუვიდოდა.
ეშინოდა, რომ დამშეულ უფსკრულში უკვალოდ დაინთქმებოდა.
„შეჩერდით! - უყვიროდა ზელიჰა ფეხქვეშ ჩაგორებულ ქვებს, - შე-
ჩერდით!“ - უყვიროდა ავტომობილებს, რომლებიც ჯერ მისკენ მიექა-
ნებოდნენ, შემდეგ კი ზემოდან უვლიდნენ.
„შეჩერდით! - ევედრებოდა ფეხით მოსიარულეებს, განზე რომ სწევ-
დნენ, - შეჩერდით, გთხოვთ!“
მომდევნო თვეში ციკლი შეუწყდა. რამდენიმე კვირაში მათი სახ-
ლის სიახლოვეს გახსნილ ახალ ლაბორატორიაში მივიდა.
„ორსულობის უფასო ტესტი სისხლში შაქრის შემცველობის ყველა
ტესტთან ერთად!“ - ეწერა შესასვლელში გაკეთებულ ფირნიშზე. ანა-
ლიზის პასუხით გაირკვა, რომ სისხლში შაქრის შემცველობის დონე
ნორმალური ჰქონდა, თანაც ორსულად იყო.
***
იყო და არა იყო რა.
ერთ შორეულ ქვეყანაში ოთხ შვილთან, ორ ქალიშვილსა და ორ
ვაჟთან ერთად ცხოვრობდა მოხუცი წყვილი. ერთი ქალიშვილი უშნო
იყო, მეორე - ლამაზი. უმცროსმა ძმამ ლამაზი დის ცოლად შერთვა გა-
დაწყვიტა, მაგრამგოგონას არ უნდოდა. თავისი აბრეშუმის სამოსი გა-
რეცხა და მდინარეზე წავიდა გასავლებად. ავლებდა და ტიროდა. ცი-
ოდა. ხელ-ფეხი ეყინებოდა. შინ მივიდა და კარზე დააკაკუნა, მაგრამ
კარი ჩაკეტილი იყო. დედამისის ფანჯარაზე დააკაკუნა, დედამ კი უპა-
374
სუხა: „შემოგიშვებ, დედამთილს თუ დამიძახებ“. მამამისის ფანჯარაზე
დააკაკუნა, მან კი უპასუხა: „შემოგიშვებ, მამამთილს თუ დამიძახებ“.
უფროსი ძმის ფანჯარაზე დააკაკუნა, მან კი უპასუხა: „შემოგიშვებ,
მაზლს თუ დამიძახებ“. დის ფანჯარაზე დააკაკუნა, მან კი უპასუხა: „შე-
მოგიშვებ, მულს თუ დამიძახებ“. უმცროსი ძმის ფანჯარაზე დააკაკუნა.
შეუშვა, მოეხვია და აკოცა, მან კი თქვა: „დაე, გაიხსნას მიწა და ჩამიტა-
ნოს მე!“
და გაიხსნა მიწა და დაიკარგა იგი მიწისქვეშეთის რომელიღაც სა-
მეფოში.
***
ასიას ხელში კოვზი ეჭირა და სამზარეულოს ფანჯრიდან იხედებო-
და. ამოიოხრა, როცა დაინახა, როგორ წავიდა მეტალის მსგავსი ვერ-
ცხლისფერი „ალფა-რომეო“. - ხედავ? - მიუბრუნდა ასია სულთან მეხუ-
თეს, - დეიდა ზელიჰას არ უნდოდა, აეროპორტში მათთან ერთად წავ-
სულიყავი.სულ შარს მდებს.
რა სისულელე იყო გულის აჩუყება წინაღამით, ყველა ერთად რომ
წავიდნენ დასალევად! რა სისულელე იყო იმის იმედად ყოფნა, საბო-
ლოოდ დაინგრევა ჩვენ შორის არსებული ბარიერიო. ეს ბარიერი არა-
სოდეს გაქრებოდა. დედა, რომელიც თავად გაადეიდა, ყოველთვის მი-
უწვდენელ მანძილზე დარჩებოდა. მას ნამდვილად არ სჭირდებოდა
არც სულიერი თანაგრძნობა, შვილის სიყვარული, ოჯახის მხარდაჭე-
რა... ასია გაჩერდა და გადააფურთხა: - ჯანდაბა!
მუხლი 12: არ შეეცადო დედაშენის შეცვლას, ანდა უფრო ზუსტად,
არ შეეცადო შენი და დედაშენის ურთიერთობის შეცვლას, რადგან ამას
მხოლოდ იმედგაცრუება მოჰყვება.უბრალოდ მიიღე და დაეთანხმე. თუ
არ შეგიძლია, უბრალოდ მიიღო და დაეთანხმო, პირველ მუხლს დაუბ-
რუნდი.
- რა იყო, შენს თავს ელაპარაკები? - თქვა დეიდა ფერიდემ, რომე-
ლიც ის-ის იყო, სამზარეულოში შემოდიოდა.
- მართლა ასეა, - უმალ დააღწია ასიამ თავი ტრანსისმაგვარ სიბრა-
ზეს, - ჩემს მეგობარ კატას ვეუბნებოდი, რა უცნაურია, რომ ბოლოს,
375
როდესაც აქ ბიძია მუსტაფა იყო, დაბადებულიც კი არ იყავი და სახლს
ფაშა მესამე მართავდა-მეთქი. ოცი წელია. უცნაური არ არის? ეგ კაცი
ჩვენთან არასოდეს ჩამოსულა, ახლა კი იმის გამო, რომ ისევ გულითა-
დად ვეგებებით, მის აშურეს ჩამჩით ვიღებ.
- ეგ კატა რას ამბობს? - იკითხა დეიდა ფერიდემ. ასიამ ღვარძლია-
ნად გაიღიმა.
- ამბობს, რომ მართალი ვარ და, ალბათ, აქაურობა საგიჟეთია.
არაფრის იმედი არ უნდა მქონოდა და ჩემს მანიფესტზე მუშაობა უნდა
გამეგრძელებინა.
- რა თქმა უნდა, ბიძაშენს გულთბილად შევხვდებით. ოჯახი ოჯახია,
მიუხედავად იმისა, მოგწონს თუ არა. ჩვენ გერმანელებს არ ვგავართ.
შვილებს თოთხმეტი წლის ასაკში აგდებენ სახლიდან. ჩვენ მყარი ოჯა-
ხური ფასეულობები გვაქვს. წელიწადში მარტო ერთხელ არ ვიკრიბე-
ბით ინდაურის საჭმელად.
- რაზე ლაპარაკობ? - იკითხა დაბნეულმა ასიამ, მაგრამ ვიდრე შე-
კითხვის დასმას დაამთავრებდა, პასუხი ნაწილობრივ გამოიცნო, - ამე-
რიკელების მადლიერების დღეს გულისხმობ?
- რაც არის, - ყური არ ათხოვა დეიდა ფერიდემ, - მე ვთვლი, რომ
დასავლეთში მყარი ოჯახები არა აქვთ. ჩვენ სხვანაირები ვართ. თუ
ადამიანი მამაშენია, ის სამუდამოდ არის მამაშენი; თუ ადამიანი ძმაა,
ის ბოლომდე იქნება შენი ძმა. გარდა ამისა, ამ სამყაროში ყველაფერი
ისედაც უცნაურია, - განაგრძო დეიდა ფერიდემ, - ამიტომაც მიყვარს
ტაბლოიდების მესამე გვერდის კითხვა. ვჭრი და ვაგროვებ, რომ არ
დაგვავიწყდეს, როგორი არანორმალური და საშიშია ეს სამყარო.
ასიას მანამდე არასოდეს მოესმინა, როგორ ცდილობდა დეიდამისი
საკუთარი ქცევისათვის გონივრული ახსნის მოძებნას და ამიტომ გაც-
ხოველებული ინტერესით მიაჩერდა ფერიდეს.
ისხდნენ მადის აღმძვრელი არომატებით გაჟღენთილ სამზარეუ-
ლოში, ფანჯარაში კი მარტის მზე მოჩანდა.
ერთად ისხდნენ, ვიდრე დეიდა ფერიდემ არ გაიგონა, როგორ გა-
მოაცხადა მისმა საყვარელმა ვი-ჯეიმ ახალი ჯგუფის კლიპები და სამზა-
376
რეულოდან არ გავიდა. ასიას ძალიან უნდოდა სიგარეტი. იმდენად სი-
გარეტი არ უნდოდა, რამდენადაც ალკოჰოლიკ კარიკატურისტთან ერ-
თად მოწევა, თუმცა, გაკვირვებული კი იყო, ეს კაცი ასე ძალიან რომ
მონატრებოდა.
სტუმრების აეროპორტიდან დაბრუნებამდე, სულ მცირე, ორი საათი
ჰქონდა. ფიქრობდა, რომც დავიგვიანო, ვისთვის რა მნიშვნელობა ექ-
ნებაო?
რამდენიმე წუთში ასიამ კარი ნელა გაიხურა.
***
დეიდა ბანუმ კარის ხმა გაიგო, მაგრამ ვიდრე გასძახებდა, ასია უკვე
გარეთ გასულიყო.
- რის გაკეთებას აპირებ, მბრძანებელო? - დაიყრანტალა ბატონმა
სიმწარემ.
- არაფრის, - ჩურჩულით თქვა დეიდა ბანუმ, თან სარკიანი კამოდის
უჯრაგამოაღო და რაღაც კოლოფი ამოიღო. ხავერდის ბუდეში ბროწეუ-
ლის ფორმის გულსაბნევი იდო.
ბანუს, როგორც კაზანჯების ოჯახის უფროს შვილს, გულსაბნევი მა-
მისაგან ერგო, რომელსაც ეს ნივთი დედისგან და არა დედინაცვლის,
ანუ დიდედისაგან მიეღო მემკვიდრეობით; დედისგან, რომელზეც არა-
სოდეს ლაპარაკობდა, რომელმაც ბავშვობაში მიატოვა და რომლის-
თვისაც არასოდეს უპატიებია. დეიდა ბანუს ეშინოდა, რომ ეს საოცარი
გულსაბნევი ამავდროულად სევდისმომგვრელი რამ იყო. არავინ იცო-
და, რომ ლალისმარცვლებიანი ბროწეულივით ოქროს გულსაბნევი ამ
ამბის ჩამოსარეცხად დეიდა ბანუს ერთხელ მარილიან წყალში ჰქონდა
ჩადებული.
ჯინი ფხიზლად ადევნებდა თვალს ბანუს. დეიდა ბანუმ გულსაბნევს
ხელი გადაუსვა და ლალის თვლებში მოელვარე გრძნეულება იგრძნო.
არმანუშთან შეხვედრამდე, არასოდეს მოსვლია აზრად ბროწეულივით
გულსაბნევის ამბის გამოძიება. თუმცა, ახლა, როცა მთელი ისტორია
იცოდა, ვერ გაეგო, მერე რა უნდა ექნა. ერთი სული ჰქონდა, გულსაბ-
ნევი არმანუშისათვის მიეცა, რადგან სწამდა, რომ ეს ნივთი ყველაზე
377
მეტად სწორედ მას ეკუთვნოდა, მაგრამ ორჭოფობდა - არ იცოდა, კონ-
კრეტულად რითი უნდა აეხსნა ასეთი საჩუქარი.
შეიძლებოდა ამბის დანარჩენი ნაწილის მოყოლის გარეშე არმანუშ
ჩახმახჩიანისათვის იმის თქმა, რომ გულსაბნევი ერთ დროს მის ბები-
ას, შუშანას ეკუთვნოდა? რა უნდაეთქვა იმათთვის, ვისი ამბავიც ჯა-
დოქრობის დახმარებით გაეგო?
***
ორმოცი წუთის შემდეგ ქალაქის მეორე ბოლოში ასიამ კაფე „კუნ-
დერას“ ჭრიალა, ხის კარი შეაღო.
- ეი, ასია! - მხიარულად დაიძახა ალკოჰოლიკმა კარიკატურისტმა,
- აქეთ! აქ ვარ!
მხატვარი გოგონას მოეხვია, მერე კი, როდესაც ასიამ მის მკლავებს
თავი დააღწია, შესძახა:
- ახალი ამბები მაქვს შენთვის: ერთი კარგი, ერთი ცუდი, ერთიც
ჯერჯერობით გაურკვეველი. რომლით დავიწყო?
- ცუდით, - თქვა ასიამ.
- ციხეში მსვამენ. ალბათ, ნახატები, რომლებზეც პრემიერ-მინის-
ტრი პინგვინს ჰგავს, ცუდად მიიღეს. რვათვიანი პატიმრობა მომისაჯეს.
ასია მხატვარს ჯერ გაოგნებული უყურებდა, ცოტა ხანში კი ძრწო-
ლამ აიტანა.
- ჩუმად, საყვარელო, - მშვიდად ჩაიბუტბუტა ალკოჰოლიკმა კარი-
კატურისტმა და ასიას ტუჩებზე თითი დაადო, - კარგი ამბის მოსმენა არ
გინდა? - ალკოჰოლიკი კარიკატურისტი სიამაყისგან გაიბადრა, - გა-
დავწყვიტე, რომ ჩემს გულთან მართალი უნდა ვყოფილიყავი და ცოლს
გავშორებოდი.
როცა მის სახეზე შეშფოთების კვალი გაუფერულდა, ასიამ, ბოლოს
და ბოლოს, მოიფიქრა და მხატვარს ჰკითხა:
- ჯერჯერობით გაურკვეველი ამბავი?
- დღეს მეოთხე დღეა, რაც არ დამილევია. წვეთიც კი! იცი, რატომ?
- ალბათ, ისევ ანონიმური ალკოჰოლიკების საზოგადოებაში მიხვე-
დი, - მიუგო ასიამ.
378
- არა! - სიტყვა გაწელა ალკოჰოლიკმა კარიკატურისტმა, თან ნაწ-
ყენს ჰგავდა, - იმიტომ, რომ დღეს მეოთხე დღეა მას შემდეგ, რაც ბო-
ლოს გნახე და მინდოდა, როცა ისევ შეგხვდებოდი, ფხიზელი ვყოფი-
ლიყავი. ამ ცხოვრებაში შენ ერთადერთი სტიმული ხარ იმისთვის, რომ
უკეთესი ადამიანი გავხდე, - ალკოჰოლიკი კარიკატურისტი გაწითლდა
და გამოაცხადა, - სიყვარული! მიყვარხარ, ასია!
ასიამ მუქი თაფლისფერი თვალები კედელზე დაკიდებულ ჩარჩოს
მიაპყრო. 1997 წელს, ქემელ-ტროფის დროს გადაღებული დაღარული
გზის ფოტო იყო. იფიქრა, რა კარგი იქნებოდა, ახლა ამ სურათში რომ
აღმოვჩნდებოდე, 4X4 „ჯიპით“ გობის უდაბნოს ვკვეთდე, ფეხზე მძიმე,
ჭუჭყიანი ყელიანი წაღები მეცვას, მზის სათვალე მეკეთოს და სიარუ-
ლისას ოფლს დარდს იმდენ ხანს ვატანდე, ვიდრე არარაობასავით,
ქარში გამომშრალი ფოთოლივით მსუბუქი არ გავხდები და მონღოლე-
თის ერთ-ერთ ბუდისტურ მონასტერში არ გავჩნდებიო.
***
- პატარა ჩიტო, შენ ნუ დარდობ, - გაიღიმა ბროწეულის ხემ და ტო-
ტებიდან თოვლი დაიბერტყა, - ამბავს, რომლის მოყოლასაც ვაპირებ,
ბედნიერი დასასრული აქვს.
ჰოვანეს სტამბოლელმა ტუჩები მოკუმა. გაფაციცებული ფიქრობდა
რაღაცაზე. წერის გრიგალმა გაიტაცა. ყოველ ახალ სტრიქონთან ერ-
თად, რომელსაც თავისი საბავშვო წიგნის უკანასკნელ ამბავს ამატებ-
და, ორომტრიალით უკან აწყდებოდნენ წყება-წყება გაკვეთილები - ზო-
გი გულის გასატეხი, ზოგი ისეთი, ავტორის გუნებაზე მოყვანა რომ შე-
ეძლო, მაგრამ ყველა მათგანი სხვა დროს ირეკლავდა, დროებას, რო-
მელსაც არც დასაწყისი ჰქონდა, არც დასასრული.
საბავშვო მოთხრობები მსოფლიოს უძველესი ამბები იყო, რომ-
ლებშიც დიდი ხნის წინ გარდასულ თაობათა აჩრდილები სიტყვებით
ლაპარაკობდნენ. ამ წიგნის დასრულების გაუცნობიერებელ სურვილს
იმდენად გაეტაცებინა, რომ მისი მოთოკვა შეუძლებელი იყო. მას შემ-
დეგ, რაც ამ წიგნის წერა დაიწყო, სამყარო მისთვის პირქუშ ადგილად
გადაქცეულიყო და ახლა საქმეუხმაუროდ ისე უნდა დაესრულებინა,
379
თითქოს ამაზე იყო დამოკიდებული, გახდებოდა თუ არა სამყარო ნაკ-
ლებად გულშემზარავი.
- კეთილი, - დაიჟღურტულა პატარა დაკარგულმა მტრედმა, - მომი-
ყევი პატარა დაკარგული მტრედის ამბავი, მაგრამ გაფრთხილებ, სევ-
დიან რამეს თუ გავიგონებ, ფრთას ფრთას შემოვკრავ და გავფრინდე-
ბი.
მას შემდეგ, რაც ჰოვანეს სტამბოლელი ჯარისკაცებმა წაიყვანეს,
მისი ოჯახის წევრებს მწერლის კაბინეტში შესასვლელად გამბედაობა
არ ჰყოფნიდათ. ყველა ოთახში შედიოდნენ და გამოდიოდნენ იმ ერთი
ოთახის გარდა. კარი სულ დაკეტილი ჰქონდათ, თითქოს ოჯახის უფ-
როსი უწინდებურად დღედაღამ შიგნით მუშაობდა.
სევდა, რომელიც მთელ სახლს მოსდებოდა, მეტისმეტად ძლიერი
და საგრძნობი გამხდარიყო იმისათვის, რომ თავი მოგეკატუნებინათ,
ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებაო. მალე არმანუშმა გადაწყვიტა,
რომ ცოტა ხნით სივასში, მის მშობლებთან იქნებოდნენ და იქ ყველანი
უკეთესად იგრძნობდნენ თავს. ჰოვანეს სტამბოლელის ოთახში მხო-
ლოდ მას შემდეგ შევიდნენ, რაც სივასში წასვლა გადაწყვიტეს და იპო-
ვეს დასამთავრებელი ხელნაწერი „პატარა დაკარგული მტრედი და
ბედნიერი ქვეყანა“. ქაღალდებს შორის იყო ბროწეულის ფორმის გულ-
საბნევიც.
ბროწეულივით გულსაბნევი შუშანა სტამბოლელმა პირველად იქ
ნახა, მამამისის კაკლის ხის საწერ მაგიდაზე. იმ დღესთან დაკავშირე-
ბული ყველა მოგონება გახუნდა, გარდა ამ გულსაბნევისა.
შეიძლება შუშანა ლალებიდან გამომკრთალმა ციალმა მოაჯადო-
ვა, ან მხოლოდ ამ ერთადერთი რაღაცის გახსენება იმიტომ შეეძლო,
რომ საკუთარი თვალით ნახა, როგორ დაემხო ირგვლივ ყველაფერი.
რაც უნდა ყოფილიყო მიზეზი, ბროწეულივით გულსაბნევი შუშანას
არასოდეს დავიწყებია, - არც მაშინ, როდესაც ცოცხალ-მკვდარი დაეცა
ალეპოსაკენ მიმავალ გზაზე და იქვედატოვეს, არც მაშინ, როცა თურ-
ქმა დედა-შვილმა იპოვა, თავის სახლში წაიყვანა და უმკურნალა, არც
მაშინ, როდესაც ყაჩაღებმა წაიყვანეს ობოლთა თავშესაფარში, არც
380
მაშინ, როცა შუშანა სტამბოლელი აღარ იყო და შერმინ 626 გახდა,
არც მაშინ, როდესაც წლების შემდეგ რიზა სელიმ კაზანჯი შემთხვევით
წააწყდა ობოლთა თავშესაფარში და აღმოაჩინა, რომ მისი მასწავლებ-
ლის, ლევონის ძმისწული იყო და გადაწყვიტა, ცოლად ეთხოვა; არც მა-
შინ, როცა მეორე დღეს შერმინ კაზანჯი უნდა გამხდარიყო და არც მა-
შინ, როცა გაიგო, რომ ორსულად იყო და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ
თავადაც ბავშვი იყო, დედა გახდებოდა.
ჩერქეზმა ბებიაქალმა ბავშვის სქესი მის დაბადებამდე რამდენიმე
თვით ადრე იმის მიხედვით დაადგინა, თუ რა ფორმის მუცელი ჰქონდა
დედას და როგორი საჭმელი უნდებოდა. ჩინებული საკონდიტროს
კრემ-ბრიულე, ფენოვანი ცომის ვაშლიანი ღვეზელი რუსეთიდან გა-
მოქცეული რუსი თეთრების საცხობიდან, შინაური ბაქლავა, კანფეტები
და ყველანაირი ტკბილეული... შერმინ კაზანჯის ორსულობისას ერ-
თხელაც არ უნატრია რამე მჟავე ან მარილიანი, რაც იმ შემთხვევაში
მოხდებოდა, თუ გოგოს ელოდებოდა.
მართლაც ბიჭი იყო, მწუხარების დროს დაბადებული ბიჭი.
- დაე, უბოძოს ალაჰმა ჩემს ძეს იმაზე დიდი ხნის სიცოცხლე, ვიდრე
ნებისმიერ მამაკაცს ჰქონია ამ ოჯახში, - თქვა რიზა სელიმ კაზანჯიმ,
როდესაც ბებიაქალმა ახალშობილი მიაწოდა. მერე ტუჩებით ბავშვის
მარჯვენა ყურს შეეხო და გამოუცხადა სახელი, რომელიც პატარას
ამიერიდან უნდა ეტარებინა, - შენ დაგერქმევა ლევონი.
მასწავლებლის პატივისცემა, რომლისგანაც დიდი ქვაბების გაკე-
თების ხელოვნება ესწავლა, რიზა სელიმის არჩევანის ერთადერთი მი-
ზეზი არ ყოფილა. იმედი ჰქონდა, ვაჟისათვის ლევონის დარქმევით ის-
ლამზე მოქცევისათვის ცოლის წინაშეც მოიხდიდა ვალს.
ასე და ამგვარად შეარჩია რიზა სელიმ კაზანჯიმ სახელი ლევონი და
როგორც პატიოსანმა მუსლიმანმა სამჯერ გაიმეორა: „ლევონ! ლევონ!
ლევონ!“
ამ დროის განმავლობაში შერმინ კაზანჯი ერთი ადგილიდან მეორე-
ზე გადადებული ქვასავით დუმდა.

381
დიდი დრო არ გასულა იქამდე, ვიდრე სამმაგი ექო ცოლქმარს უარ-
ყოფითი შეკითხვის სახით ბუმერანგივით არ დაუბრუნდა.
- ლევონი? ეგ რა მუსლიმანური სახელია? არც ერთ მუსლიმან ბიჭს
არ შეიძლება ასე ერქვას! - შეეწინააღმდეგა ბებიაქალი.
- ჩვენსას ერქმევა, - გამოცრა პასუხად სელიმ კაზანჯიმ. სულ ასე
იცავდა ხოლმე თავს, - მე გადავწყვიტე. ლევონი იქნება!
თუმცა, როდესაც ბავშვის მოსახლეობის რეესტრში მიყვანის დრო
დადგა, რიზა სელიმი მოლბა.
- რა ჰქვია ბიჭს? - იკითხა აყლაყუდა, ნერვიულმა კლერკმა ისე, რომ
უზარმაზარი, ნაჭრისყდიანი რვეულიდან, წაბლისფერი ყუა რომ ჰქონ-
და, თავი არ აუწევია.
- ლევონ კაზანჯი.
მოხელემ საკითხავი სათვალე ცხვირის ფუძემდე აიტანა და რიზა სე-
ლიმ კაზანჯის დაჟინებული მზერა პირველად მიაპყრო.
- კაზანჯი მართლაც მშვენიერი გვარია, მაგრამ ლევონი სადაური
მუსლიმანური სახელია?
- მუსლიმანური არ არის, მაგრამ ამის მიუხედავად კარგი კაცის სა-
ხელია, - უპასუხა დაძაბულმა რიზა სელიმ კაზანჯიმ.
- ბატონო, - მოხელემ ხმას ოდნავ აუწია. იცოდა, რომ მედიდურად
გამოუვიდოდა, - ვიცი, კაზანჯებს როგორი გავლენიანი ოჯახი აქვთ. სა-
ხელი „ლევონი“ კარგს არაფერს მოგიტანთ. ამ სახელს თუ ჩავწერთ,
თქვენს შვილს მომავალში შეიძლება პრობლემები ჰქონდეს. ყველას
ეგონება, რომ ქრისტიანია, მიუხედავად იმისა, რომ ასი პროცენტით
მუსლიმანია... თუ მეშლება?
- რა თქმა უნდა, არის, - უმალ შეუსწორა რიზა სელიმმა, -
Elhamdülillah!
წამით იფიქრა, მოხელისათვის გაემხილა, რომ ბიჭის დედა ისლამ-
ზე მოქცეული ობოლი სომეხი იყო და ეს ერთგვარი კეთილშობილური
ჟესტი იქნებოდა მისთვის, მაგრამ შიგნიდან რაღაცამ უკარნახა, რომ ეს
ამბავი არავისთვის ეთქვა.

382
- კეთილი, მაშინ იმ კარგი კაცის სრული პატივისცემით, რომლის სა-
ხელიც შვილს გინდათ დაარქვათ, მოდი, ოდნავ შევცვალოთ. თუ გნე-
ბავთ, „ლევონს“ მივამსგავსოთ, მაგრამ ამჯერად მუსლიმანური სახე-
ლი ავირჩიოთ. ლევენთზე რას იტყვით? - თავაზიანად დასძინა მოხე-
ლემ, მეტისმეტად თავაზიანად იმ განცხადებასთან შედარებით, რომ-
ლის გაკეთებასაც აპირებდა, - ან არა და, ვშიშობ, მის დარეგისტრირე-
ბაზე უარის თქმა მოგვიწევს.
ასე დაერქვა ლევენთ კაზანჯი წარსულის ჯერ ისევ მბჟუტავ ნაფერ-
ფლარზე დაბადებულ ბიჭს, ბიჭს, რომლის მამაზეც არავინ იცოდა, რომ
ოდესღაც უნდოდა, შვილისთვის „ლევონი“ დაერქმია; ბიჭს, რომელიც
ერთ დღეს დედამ მიატოვა და პირქუში და ღვარძლიანი გაიზარდა,
ბიჭს, რომელიც საშინელი მამა იყო შვილებისთვის.
მოინდომებდა თუ არა ოდესმე შერმინ კაზანჯი ქმარ-შვილის მიტო-
ვებას, რომ არა ბროწეულივით გულსაბნევი, ძნელი სათქმელია. ქმარ-
შვილით დაიწყო მისი ახალი, ოჯახური ცხოვრება, რომელშიც მხო-
ლოდ ერთი მიმართულებით უნდა ევლო. მომავალი რომ ჰქონოდა,
უწარსულო ქალად უნდა ქცეულიყო. მისი ბავშვობა არაფერი იყო, გარ-
და ნაწყვეტ-ნაწყვეტი მოგონებებისა, ჩიტების საკენკად დაყრილ პურის
ნამცეცებს რომ ჰგავდა, თუმცა, თავადვერასოდეს შეძლებდა იმავე
გზით უკან დაბრუნებას.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობის უძვირფასესი მოგონებებიც კი,
ბოლოს და ბოლოს, გაქრა, გულსაბნევს ღრმად გაედგა ფესვები მის
მეხსიერებაში. წლების შემდეგ, როდესაც მის კართან ამერიკიდან მო-
სული ვიღაც კაცი გამოჩნდა, სწორედ ამ გულსაბნევმა მიახვედრა, რომ
ეს უცხო ადამიანი სხვა არავინ იყო, თუ არა მისი ძმა.
იდგა შერმინის სახლის კართან იერვანთ სტამბოლელი. სქელი, შა-
ვი წარბები კიდევ უფრო მეტად უსვამდა ხაზს მის ნათელ თვალებს. წა-
მახული ცხვირი ჰქონდა. ნიკაპამდე ჩამოზრდილი ხშირი ულვაშის გა-
მო იფიქრებდით, მაშინაც კი იღიმება, როცა რაღაცაზე ჯავრობსო. ხმა
უკანკალებდა და სიტყვები არ ჰყოფნიდა, ისე გამოუცხადა დას საკუთა-
რი ვინაობა, მერე კი თურქულ-სომხურად უთხრა, რომ მთელი ამერი-
383
კიდან გამოევლო გზა მის საპოვნელად. ძალიან უნდოდა, დას იქვე, მა-
შინვე მაგრად მოხვეოდა, მაგრამ იცოდა, რომ ის ახლა გათხოვილი
მუსლიმანი ქალი იყო.
ზღურბლთან იდგა. სტამბოლის ნიავი მათ ირგვლივ ტრიალებდა და
წამით მოეჩვენათ, რომ მათთვის დრო გაჩერდა.
მას შემდეგ, რაც ერთმანეთს თითო-ოროლა სიტყვა უთხრეს, იერ-
ვანთ სტამბოლელმა შერმინ კაზანჯის ორი რამ მისცა - ოქროს ბროწეუ-
ლივით გულსაბნევი და დრო მოსაფიქრებლად.
დაბნეულმა და გაოგნებულმა შერმინმა კარი დახურა და ზეშთაგო-
ნებას დაელოდა. უნდოდა, ფიქრში ჩაძირულიყო. მის გვერდით იატაკ-
ზე უსაზღვროდ მონდომებული ლევენთი დაბობღავდა და ტიტინებდა.
შერმინმა სწრაფად მიაშურა თავის ოთახს და გულსაბნევი ტანსაც-
მლის კარადის ერთ-ერთ უჯრაში დამალა. უკან დაბრუნებული ახალ-
ფეხადგმულ ბავშვს წაადგა თავს. ლევენთი იცინოდა. ის-ის იყო, ფეხზე
დადგომა მოეხერხებინა.
პატარა მთელი წამი იდგა ასე, მერე ერთი ნაბიჯი გადადგა, მერე მე-
ორე და მოწყვეტით დაეცა საჯდომზე. თვალებში პირველი ნაბიჯებით
გამოწვეული შიშნარევი სიხარული უელავდა. უეცრად უკბილო ბიჭუ-
ნამ ერთბაშად გაიღიმა და წამოიძახა: „დე-და!“
მთელ სახლს იშვიათი, თითქმის აჩრდილებრივი ნათება მოედო.
შერმინ კაზანჯიმ გაოცებას თავი დააღწია და გულში გაიმეორა: „დე-
და!“
ეს ლევენთის ბაგეთაგან ნათქვამი მეორე სიტყვა იყო, მას შემდეგ,
რაც ერთხანს „დე-დას“ თქმას ცდილობდა, ბოლოს კი წინადღით „ბა-
ბა“ თქვა. ახლა კი მიხვდა შერმინი, რომ მის ვაჟს სიტყვა „მამა“ თურქუ-
ლად წარმოეთქვა, „დედა“ კი - სომხურად.
გარდა იმისა, რომ თავად უნდა დაევიწყებინა ენა, რომელიც ოდეს-
ღაც ასე ძვირფასი იყო მისთვის, ახლა ვალდებული იყო, თავისი ვაჟის-
თვისაც ესწავლებინა. როგორ უნდა გაეკეთებინა ეს?! საგონებელში ჩა-
ვარდნილი, შეფიქრიანებული შერმინი ბავშვს მიაჩერდა. არ უნდოდა,
„დე-და“ გაესწორებინა და მის ნაცვლად იმავე მნიშვნელობის თურქუ-
384
ლი სიტყვა ეთქვა. მეხსიერებაში წინაპართა შორეული სახეები მკაფი-
ოდ გამოისახნენ. ახალ სახელს, სარწმუნოებას, ეროვნებას, ოჯახსა და
ახალ რაობას, რომლებიც შერმინს შეეძინა, ვერაფრით დაეპყრო
ახალგაზრდა ქალის ნამდვილი „მე“. ბროწეულივით გულსაბნევი მის
სახელს ჩურჩულებდა და ეს სახელი სომხური იყო.
შერმინ კაზანჯიმ შვილი გულში ჩაიკრა და იმდენი მოახერხა, რომ
მთელი სამი დღის განმავლობაში გულსაბნევზე არ უფიქრია. აი, მესამე
დღეს კი,თითქოს მანამდე მისი გონება რაღაცაზე ისე ფიქრობდა და გუ-
ლიც რაღაცის გამო ისე სტკიოდა, რომ თავადაც არ იცოდა, შერმინმა
უჯრასთან მიირბინა. მაგრად ეჭირა ხელისგულებს შორის გულსაბნევი
- მის სითბოს გრძნობდა.
ლალი გამორჩეული, ცეცხლივით წითელი ფერის გამო ცნობილი
ძვირფასი ქვაა. ლალისთვის ფერის შეცვლა მისთვის ჩვეულებრივი
რამ არის - შიგნიდან სულ უფრო მუქდება და მუქდება, მით უფრო, მა-
შინ, როდესაც პატრონი განსაცდელშია.
არსებობს ლალის განსაკუთრებული სახეობა, რომელსაც სპეცია-
ლისტები „მტრედის სისხლს“ უწოდებენ. სისხლისფერ ლალს სილურჯე
დაჰკრავს, თითქოს ეს ფერი ქვის სიღრმეში იყოს ჩაკარგული. ასეთი
ლალი გახლდათ - უკანასკნელი მოგონება წიგნიდან „პატარა დაკარ-
გული მტრედი და ბედნიერი ქვეყანა“, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხლობ-
და მასში. ვიდრე მესამე დღე დადგებოდა, შერმინ კაზანჯიმ ნასადი-
ლევს დრო იხელთა, თავის ოთახში შეიპარა და განმარტოვდა. ნუგეშის
ძიებაში, რომელსაც ვერავისგან მიიღებდა, შერმინი „მტრედის
სისხლს“ დააჩერდა.
მხოლოდ მაშინ გადაწყვიტა, რა გაეკეთებინა.
კვირის თავზე, კვირა დილით, შერმინ კაზანჯი ნავსადგურში წავიდა,
სადაც ძმა გულის ფანცქალითა და ამერიკაში წასასვლელი ორი ბილე-
თით ელოდა. ჩემოდნის მაგივრად შერმინს ერთი პატარა ჩანთა ჰქონ-
და.
ყველაფერი დაეტოვებინა, რაც ჰქონდა. ბროწეულივით გულსაბნე-
ვი კი კონვერტში ჩაედო წერილთან ერთად, რომელშიც თავისი მდგო-
385
მარეობის შესახებ წერდა და ქმარს ორ რამეს სთხოვდა: მიეცა მათი ვა-
ჟისთვის გულსაბნევი, როგორც სახსოვარი დედისაგან და ეპატიებინა
მისთვის.
***
როცა თვითმფრინავი სტამბოლში დაეშვა, როუზი ღონეგამოცლი-
ლი იყო. შეშუპებული ფეხები ფრთხილად აამოძრავა, - ეშინოდა, ფეხ-
საცმელში აღარ ჩამეტევაო, თუმცა, დონა კარანის ნარინჯისფერი ტყა-
ვის მოხერხებული ფეხსაცმელი კი ეცვა. ფიქრობდა, როგორ ძლებენ
ეს ბორტგამცილებელი გოგოები ფრენისას მთელ დღეს ქუსლიანებ-
ზეო.
პასპორტებში ბეჭდის ჩასარტყმელად, საბაჟოზე გასასვლელად,
ტვირთის ასაღებად, ფულის გადასაცვლელადდა ავტოგაქირავების
მოსაძებნად მუსტაფასა და როუზს ნახევარი საათი დასჭირდათ. მუსტა-
ფა თვლიდა, რომ უკეთესი იქნებოდა, ცალკე მანქანით თუ წავიდოდნენ
და არა ოჯახთან ერთად.
თავიდან როუზმა ბროშურიდან სრულამძრავიანი „გრანდჩეროკი“
აირჩია, მაგრამ მუსტაფამ სტამბოლის გადაჭედილი ქუჩებისთვის რამე
უფრო პატარა ურჩია. „ტოიოტა კოროლაზე“ შეთანხმდნენ.
ცოტა ხანში ორივე გამოვიდა ჩამოსული მგზავრებისათვის განკუთ-
ვნილი ზონიდან. შესაფერისი ზომის ბარგით დატვირთულ ურიკას აწ-
ვებოდნენ. გარეთ ნახევარწრეში მდგომ უცხო ადამიანებს წააწყდნენ.
მათ შორის პირველი არმანუში შენიშნეს. გოგონა იღიმებოდა და ხელს
უქნევდათ. არმანუშის გვერდით ბებია გულსუმი იდგა. მარჯვენა ხელს
გულზე იჭერდა და ლამის იყო, აღელვებისგან შეღონებულიყო. მათგან
ერთი ნაბიჯით უკან მუქი იისფერმინებიანი სათვალით გულგრილად
იდგა დეიდა ზელიჰა.

386
17

თეთრი ბრინჯი
სტამბოლში ჩასულმა როუზმა და მუსტაფამ პირველი ორი დღე ჭა-
მაში გაატარეს. კაზანჯების ოჯახის სხვადასხვა წევრის აქეთ-იქიდან
დასმული კითხვების ნიაღვარს სუფრასთან პასუხობდნენ: როგორ
ცხოვრობდნენ ამერიკაში? მართლა იყო არიზონაში უდაბნო? მართა-
ლი იყო თუ არა, რომ ამერიკელებს სწრაფი კვების პროდუქციის უზარ-
მაზარი ულუფებით მარტო იმისთვის გაჰქონდათ თავი, მერე სატელე-
ვიზიო შეჯიბრებაში დიეტაზე რომ დამსხდარიყვნენ? ჯობდა თუ არა
„ახალბედას“ ამერიკული ვერსია თურქულს? და ა. შ. მერე უფრო პირა-
დი ხასიათის კითხვების ნაკადი წამოვიდა: რატომ არ ჰყავდათ საერთო
შვილი? რატომ არ ჩამოსულიყვნენ სტამბოლში მანამდე? უფრო დიდი
ხნით რატომ არ რჩებოდნენ? რა-ტომ?
ამ კითხვებზე ცოლ-ქმარს სხვადასხვანაირი რეაქცია ჰქონდა. რო-
უზს, თავის მხრივ, დაკითხვის საწინააღმდეგო არაფერი უნდა ჰქონო-
და. ყოველ შემთხვევაში, მოსწონდა, ყურადღების ცენტრში რომ იყო.
რაც შეეხება მუსტაფას, გაუთავებლად დუმდა და სულ უფრო და უფრო
იკუნტებოდა.
მუსტაფა ცოტას ლაპარაკობდა და დროის უმეტეს ნაწილს თანაბ-
რად კონსერვატიული და პროგრესული თურქული გაზეთების კითხვა-
ში ატარებდა. თითქოს ცდილობდა, ფეხი აეწყო ქვეყნისთვის, რომე-
ლიც თავად დატოვა. დროდადრო ხან ამ პოლიტიკოსზე იკითხავდა რა-
ღაცას, ხან იმაზე. პასუხი ვინც იცოდა, ის უპასუხებდა. ყოველთვის დი-
დი მონდომებით კითხულობდა გაზეთებს, მაგრამ პოლიტიკა ასე ძალი-
ან არასოდეს აინტერესებდა.
- ესე იგი, კონსერვატიული პარტია, ხელისუფლებაში რომ არის,
სისხლისგან იცლება. მოახლოებული არჩევნების მოგების რა შანსი
აქვთ?
- თაღლითები! ერთი მუჭა მატყუარები არიან, - დაიბუზღუნა ბებია
გულსუმმა იმის მაგივრად, რომ მუსტაფასთვის პასუხი გაეცა. კალთაში
387
სინი ედო, რომელზეც უმი ბრინჯის გროვა იდგა. ვიდრე მოამზადებდა,
ბებია გულსუმი ბრინჯს აურევდა, ვაითუ შიგნით ქვები ან ქუჩუბოები
იყოსო, - ხალხისთვის დაპირებების მიცემის მეტი არაფერი იციან, თა-
ვიანთი ნათქვამი კი მაშინვე ავიწყდებათ, როგორც კი აირჩევენ.
მუსტაფა ფანჯარასთან სავარძელში იჯდა. სახეს გაზეთი უფარავდა,
ისე ახედა დედამისს.
- ოპოზიციაში რომ არის, იმ პარტიაზე რას იტყვი? სოციალ-დემოკ-
რატებზე? - იკითხა მუსტაფამ.
- სულერთია, - უპასუხა ბებია გულსუმმა, - ყველანი ერთი მუჭა მატ-
ყუარები არიან. ყველა პოლიტიკოსი გაფუჭებულია.
- პარლამენტში მეტი ქალი რომ გვყოლოდა, საქმე სხვანაირად იქ-
ნებოდა, - შეუერთდა დედა-შვილს დეიდა ფერიდეც. ტანთ როუზის ნა-
ჩუქარი მაისური ეცვა წარწერით: „I ლოVე აღIძონა“.
- დედა მართალია. მე რომ მკითხო, ამ ქვეყანაში ერთადერთი სან-
დო ინსტიტუტი ყოველთვის ჯარი იყო, - თქვა დეიდა ჯევრიემ.
- მადლობა ღმერთს, რომ თურქული არმია გვყავს. ის რომ არა...
- ჰო, მაგრამ ქალებს ჯარში სამსახურის უფლებას უნდა გვაძლევ-
დნენ, - ჩაერია დეიდა ფერიდე, - პირადად მე იმწუთას წავიდოდი.
ასია როუზისა და არმანუშისათვის თარგმნას შეეშვა. დედა-შვილი
მასთან ახლოს იჯდა. ორივემ ჩაიხითხითა, როდესაც გოგონამ ინგლი-
სურად თქვა: „ჩემი ერთ-ერთი დეიდა ფემინისტია, მეორე - შეუპოვარი
მილიტარისტი! ერთმანეთს კი ისე კარგად ეწყობიან. რა საგიჟეთია!“
ბებია გულსუმი ვაჟიშვილს მიუბრუნდა. უცებ რაღაცამ დააფიქრა.
- შენ რას იტყვი, ძვირფასო? როდის უნდა მოიხადო სამხედრო ვალ-
დებულება?
ბებიას ნათქვამი უმალ გადათარგმნეს. შეჭირვებული როუზი ქმარს
მიუბრუნდა და თვალები დაახამხამა.
- ჩემზე არ იდარდო, - თქვა მუსტაფამ, - იმ შემთხვევაში, თუ გადასა-
ხადს გადავიხდი და ვაჩვენებ, რომ ამერიკაში ვცხოვრობ და ვმუშაობ,
სრულვადიანი სამხედრო სამსახურის მოხდა არ მომიწევს. დაწყებით
სამხედრო მომზადებას გავივლი და ეგ იქნება. ერთი თვე და მორჩა...
388
- კი, მაგრამ ვადა არ გასდის? - იკითხა ვიღაცამ.
- გასდის, - მიუგო მუსტაფამ, - ეს მომზადება ორმოცდაერთ წლამდე
უნდა გაიარო.
- მაშინ ეს წელს უნდა გააკეთო, - თქვა ბებია გულსუმმა, - ახლა ორ-
მოცის ხარ...
დეიდა ზელიჰამ, რომელიც მაგიდის ბოლოში იჯდა და ფრჩხილებს
მბზინავი ალუბლისფერი ლაქით იღებავდა, თავი ასწია და მუსტაფას
მზერა ესროლა. მერე კი დაისისინა:
- რა საბედისწერო ასაკია. მამაშენიც ამ ასაკში მოკვდა, ზუსტად ისე,
როგორც მამამისი და ბაბუამისი... გვარიანად უნდა ნერვიულობდე,
ორმოცის რომ ხარ, ჩემო ძმაო... სიკვდილთან ისე ახლოს ხარ...
ისეთი სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, რომ ასიამ უნებურად შიში
იგრძნო.
- როგორ ელაპარაკები? - ბებია გულსუმი ფეხზე წამოდგა, ბრინჯია-
ნი სინი ისევ ხელში ეჭირა.
- ვისაც რაც მინდა, იმას ვეტყვი, - მხრები აიჩეჩა დეიდა ზელიჰამ.
- თავს მჭრი! გაეთრიე, ქალბატონო, - მკვახედ თქვა ბებია გულსუმ-
მა. ხმადაბლა და მკაცრად ლაპარაკობდა, - გაეთრიე ჩემი სახლიდან,
ახლავე.
ზელიჰას ორი ფრჩხილი ჯერ კიდევ შეუღებავი ჰქონდა. ფუნჯი ბოთ-
ლშიჩატოვა, სკამი უკან გასწია და ოთახიდან გავიდა.
***
მესამედღეს მუსტაფა ოთახიდან არ გამოსულა. შეუძლოდ ყოფნას
იმიზეზებდა - ამცივნებდა და ამის გამო არა მარტო ძალ-ღონე ჰქონდა
გამოცლილი, არამედ ლაპარაკიც არ შეეძლო. მეტისმეტად წყნარი
გამხდარიყო.
მიუხედავად იმისა, რომ არც მთვრალი იყო, არც ნამტირალევი,
მუსტაფას სახე დაბრეცოდა, პირი გაშრობოდა და თვალებში სისხლი
მოსწოლოდა. ზედიზედ რამდენიმე საათის განმავლობაში გარინდებუ-
ლი გულაღმა იწვა ლოგინში და ჭერზე გაჩენილ ჭუჭყისა და მტვრის
ძლივს შესამჩნევ მაქმანებს აკვირდებოდა. ამასობაში როუზი, არმანუ-
389
ში და სამი დეიდა სტამბოლის ქუჩებში დასეირნობდნენ, ძირითადად,
სავაჭრო ცენტრების მიმდებარე ქუჩებში დადიოდნენ.
იმ ღამით დასაძინებლად ჩვეულებრივზე ადრე დაწვნენ.
- გენაცვალე, როუზ, - ჩურჩულით უთხრა მუსტაფამ ცოლს, თან ღია
ჩალისფერ თმაზე ხელი გადაუსვა. ცოლის სწორი, ქერა, პრიალა თმა
ყოველთვის ამშვიდებდა და სათუთად იცავდა შავთმიანი ოჯახისა და
შავთმიანი წარსულისგან. როუზი მუსტაფას მოპირდაპირე მხარეს იწ-
ვა. ისეთი თბილი და რბილი სხეული ჰქონდა, - როუზ, საყვარელო, უკან
უნდა დავბრუნდეთ. მოდი, ხვალ გავფრინდეთ.
- გაგიჟდი? დღე და ღამე ჯერაც არეული მაქვს, - დაამთქნარა როუზ-
მა და მტკივანი კიდურები გაჭიმა. ატლასის ნაქარგებიანი ღამის პერან-
გი ეცვა, იმ დღეს რომ ეყიდა „გრანდ-ბაზარში“. ფერმკრთალი და დაღ-
ლილი ჩანდა, მაგრამ ეს დღისა და ღამის არევაზე მეტად საყიდლებზე
გაშმაგებული სიარულის ბრალი უფრო იყო, - ასე რატომ ნერვიულობ?
არ შეგიძლია ერთი-ორი დღე შენს ოჯახს უყურო?
როუზმა რბილი გადასაფარებელი ნიკაპამდე აიტანა და ლოგინის
სითბოში მუსტაფას მკერდით მიეკრა. მერე ხელზე ისე მოეფერა, თით-
ქოს პატარა ბიჭის მოთაფვლას ცდილობდა. გაუბედავად აკოცა კისერ-
ზე. სცადა, დაემშვიდებინა, მაგრამ როდესაც მოცილება დააპირა, აღ-
მოჩნდა, რომ ვნებას მოწყურებულ მუსტაფას მეტი უნდოდა.
- ყველაფერი რიგზეა, - თქვა როუზმა, სხეული დაეძაბა და სუნთქვა
გაუხშირდა, მაგრამ მალევე დაცხრა, - ისე დავიღალე. მაპატიე, ძვირ-
ფასო... კიდევ ხუთი დღეც და, სახლში წავალთ, - ამ სიტყვებით როუზმა
ლამპა გამორთო, გვერდით რომ ედგა, და რამდენიმე წამში ჩაეძინა კი-
დეც.
იწვა სუსტი სინათლის ფონზე ერექციისგან ჭკუადაკარგული მუსტა-
ფა და იმედგაცრუებული და დაძაბული ჩანდა. თვალებს ძლივს ახელ-
და, მაგრამ დაძინებას ვერ ახერხებდა.
გარინდებული იქამდე იწვა, ვიდრე კარზე დაკაკუნების ხმა არ გა-
იგონა.
- დიახ.
390
თვალის დახამხამებაზე ოდნავ მეტი დრო გავიდა და ოთახში დეიდა
ბანუმ შემოყო თავი.
- შეიძლება შემოვიდე? - გაუბედავად, ხმადაბლა იკითხა ბანუმ და
მიაყურადა. ჩათვალა, რომ შესვლა შეიძლებოდა და ფეხშიშველმა
ოთახში დაგებული ხაოიანი ნოხი ფრთხილად გაიარა. ფეხები ნოხში
ეფლობოდა. მერე გაჩერდა. ბანუს წითელი თავშალი ისე ელვარებდა,
თითქოს რაღაცნაირი იდუმალი სინათლით ყოფილიყოს განათებული.
შეშუპებული და ჩაშავებული თვალის უპეების გამო დეიდა ბანუ აჩ-
რდილს ჰგავდა, - მთელი დღე არ ჩამოსულხარ. უბრალოდ მინდოდა,
დამეხედა, - ჩურჩულით თქვა ბანუმ, თან როუზს არ აშორებდა თვალს,
რომელსაც ბალიში მკლავებს შორის მოექცია და საწოლის მეორე მხა-
რეს ეძინა.
- კარგად არ ვიყავი, - მუსტაფამ დას შეხედა, მერე კი უმალ აარიდა
თვალი.
- აი, ძმაო, - თქვა ბანუმ და მუსტაფას ბროწეულის მარცვლებით
მორთული აშურეს ფიალა მიაწოდა, - იცი, დედამ უზარმაზარი ქვაბით
მოგიმზადა აშურე, - სერიოზულ სახეზე ბანუს ღიმილი დაეფინა, - დე-
დას ნახელავია, მაგრამ ფიალები მე მოვრთე.
- გმადლობ, რა კეთილი ხარ, - ენის ბორძიკით თქვა მუსტაფამ, თან
ზურგში ჟრუანტელმა დაუარა. უფროსი დის ყოველთვის ეშინოდა. მუს-
ტაფამ ის ხმაც დაკარგა, მანამდე რომ შერჩენოდა, როდესაც დეიდა ბა-
ნუს გამომცდელი მზერა იგრძნო.
მიუხედავად იმისა, რომ ბანუს სხვების განსჯა სჩვეოდა, თავად ყო-
ველთვის იდუმალებით იყო მოცული. დეიდა ბანუ როუზის სრული ან-
ტიპოდი იყო - გამჭვირვალობა არ გახლდათ მისი ერთ-ერთი ღირსება-
თაგანი. თუ გნებავთ, ბანუ დაშიფრული ანბანით დაწერილ იდუმალ
წიგნსაც კი ჰგავდა.
როგორც უნდა ეცადა მუსტაფას უფროსი დის ზრახვების გამოცნო-
ბა, მისი დანისლული გამომეტყველების ამოხსნას ვერასოდეს შეძ-
ლებდა. მიუხედავად ამისა, მუსტაფამ ბანუს აშურეს ფიალა გამოართვა
და შეეცადა, მადლიერ ადამიანს დამგვანებოდა.
391
უძირო, მტანჯველი სიჩუმე ჩამოვარდა. არასოდეს ყოფილა სიჩუმე
მუსტაფასთვის ასეთი აუტანელი. თითქოს სიჩუმემ შეაწუხაო, როუზი
ლოგინში გადაბრუნდა, მაგრამ არ გაუღვიძია.
მუსტაფას ცხოვრებაში ბევრჯერ ყოფილა მომენტი, როდესაც ერ-
თბაშად მოუნდებოდა ხოლმე ცოლისთვის ეთქვა, მხოლოდ ის არა ვარ,
რასაც ხედავო, თუმცა, იყო ისეთი მომენტებიც, როდესაც უწარსულო
მამაკაცს,დახვეწილ თვითაღკვეთას განასახიერებდა. მუსტაფას ამნე-
ზია წინასწარმოფიქრებული კი იყო, მაგრამ შედეგზე გათვლილი არ
ეთქმოდა.
ერთი მხრივ, სადღაც მუსტაფას გონებაში იყო კარიბჭე, რომელიც
არავითარ შემთხვევაში არ დაიკეტებოდა. ზოგიერთი მოგონება ყო-
ველთვის ახერხებდა ამ კარიბჭის გავლით თავის დახსნას;მეორე
მხრივ, ძალიან უნდოდა ხოლმე ამოექექა ყველაფერი, რაც მის გონე-
ბას მარჯვედ გაესწორებინა მიწასთან.
ეს წყვილი დინება მთელი ცხოვრების განმავლობაში მუდამ თან ახ-
ლდა მუსტაფას. ახლა, როცა ბავშვობის დროინდელ სახლში დაბრუნე-
ბული უფროსი დის გამჭოლ მზერას იტანდა, მუსტაფამ იცოდა, რომ
ერთ-ერთ დინებას ძალა უნდა დაეკარგა. იცოდა, სახლში უფრო დიდ-
ხანს თუ დარჩებოდა, რაღაცები გაახსენდებოდა და ყოველი მოგონება
მომდევნოს მოიყოლებდა თან. ჯადო, რომელიც მუსტაფას წლების გან-
მავლობაში იცავდა საკუთარი მეხსიერებისაგან, მაშინვე დაიმსხვრა,
როგორც კი ამ კაცმა ფეხი შედგა ბავშვობის დროინდელ სახლში. რო-
გორ უნდა შეეფარებინა თავი გამოგონილი ამნეზიისთვის?
- რაღაც უნდა გკითხო, - ძლივს ამოისუნთქა მუსტაფამ.
ისე მძიმედ სუნთქავდა, თითქოს პატარა ბიჭი იყო და ვიღაც უტყაპუ-
ნებდა.
ტყავის ქამარი სპილენძის ბალთით. ბავშვობაში მუსტაფა იმით ამა-
ყობდა, რომ არასოდეს ტიროდა, ერთი ცრემლიც კი არ ჩამოუვარდე-
ბოდა, როცა მამიკო ტყავის ქამარს მოიხსნიდა ხოლმე. ცრემლების
მართვა კი ისწავლა, მაგრამ სულის ხუთვას ვერასოდეს მალავდა. რო-

392
გორ ეჯავრებოდა ეს სულის ხუთვა - სიცოცხლისთვის, ადგილისთვის,
სიყვარულისთვის ბრძოლა.
მუსტაფა ცოტა ხანს დუმდა, თითქოს აზრების მოკრებას ცდილობ-
და.
- კარგა ხანია ერთი რაღაც არ მაძლევს მოსვენებას... - მუსტაფას
სხვა მხრივ მშვიდ ხმას ოდნავი შიში ეტყობოდა. მთვარის შუქი ფარ-
დებში აღწევდა და თურქულ ხალიჩაზე პაწაწინა წრეს ქმნიდა. მუსტაფა
ამ წრეს მიაჩერდა და იკითხა, - სად არის ასიას მამა? - მიუბრუნდა მუს-
ტაფა უფროს დას. უნდოდა, მისი სახის გამომეტყველება დაეჭირა, მაგ-
რამ ბანუ თავს სწრაფად მოერია, - როცა გერმანიაში შევხვდით, დედამ
მითხრა, რომ ზელიჰას ბავშვი ჰყავდა იმ კაცისგან, ვისზეც ცოტა ხანს
იყო დანიშნული. თქვა, რომ იმ კაცმა მიატოვა.
- დედამ მოგატყუა, - შეაწყვეტინა ბანუმ, - რაღა მნიშვნელობა აქვს?
ასია ისე გაიზარდა, რომ მამა არ უნახავს. არ იცის, ვინ არის. არც ოჯახ-
ში იცის ვინმემ, - ჩქარ-ჩქარა დაამატა ბანუმ, - რა თქმა უნდა, ზელიჰას
გარდა.
- არც შენ? - უნდობლად იკითხა მუსტაფამ, - გამიგია, რომ ნამდვი-
ლი წინასწარმეტყველი ხარ. ფერიდე ამბობს, რომელიღაც ცუდი ჯინე-
ბი დაგიტყვევებია და რაც გჭირდება, ყველაფერს მათგან იგებ. საიდან
აღარ მოდიან შენთან კლიენტები და ახლა ცდილობ, მითხრა, რომ ასე-
თი მნიშვნელოვანი ამბის შესახებ არაფერი იცი? შენს ჯინებს არაფერი
უთქვამთ?
- მითხრეს, - გაუმხილა მუსტაფას ბანუმ, - ნეტავი არ ვიცოდე, რაც
ვიცი.
როგორც კი ეს სიტყვები მოისმინა, მუსტაფას გულისცემა გაუხშირ-
და და გახევებულმა თვალები დახუჭა, მაგრამ დახუჭული თვალებითაც
ხედავდა ბანუს გამჭოლ მზერას. სიბნელეში ავის მომასწავებლად ელ-
ვარებდა წყვილი, ძალიან ჩაცვენილი თვალიც. ნეტავ ბანუს ბოროტი
ჯინი თუ იყო? მაგრამ ეს ყველაფერი სიზმარი უნდა ყოფილიყო, რად-
გან, როდესაც მუსტაფა კაზანჯიმ თვალები გაახილა, ის და მისი ცოლი
ოთახში ისევ მარტონი იყვნენ.
393
და მაინც, საწოლის გვერდით მუსტაფას აშურეს ფიალა ელოდა. ფი-
ალას დაჟინებით დააცქერდა და უცებ მიხვდა, რისთვის დაედოთ თასი
მის საწოლთან და რის გაკეთებას სთხოვდნენ. არჩევანი მასზე იყო...
მუსტაფას მარცხენა ხელზე. მუსტაფამ მარცხენა ხელს გახედა, ფიალის
გვერდით რომ ჩამოედო. გაეღიმა, ისეთი ძლიერი ხელი ჰქონდა. ახლა
მისი ხელი ან აიტაცებდა ამ ფიალას, ან მოისვრიდა. თუ მეორე ვარი-
ანტს აირჩევდა, მომდევნო დღეს კიდევ ერთხელ გაიღვიძებდა სტამ-
ბოლში და საუზმეზე ბანუს შეხვდებოდა - წინაღამით მომხდარ გაცვლა-
გამოცვლაზე არ ილაპარაკებდნენ და თავს მოიკატუნებდნენ, თითქოს
ეს აშურე არც არასოდეს მოემზადებინათ, არც არასოდეს მიერთმიათ
ვინმესთვის. პირველ ვარიანტს თუ აირჩევდა, ყველაფერი შეიცვლებო-
და. რაკი კაზანჯის გვარის მამაკაცებისთვის დადგენილი ასაკობრივი
ზღვრისთვის მიეღწია, სიკვდილი მაინც ახლოს იყო, - ცხოვრების ამ
ეტაპზე დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ერთი დღით მეტი იქნებოდა თუ
ნაკლები. მუსტაფას ქვეცნობიერი ერთ ძველ ამბავს ირეკლავდა, ამ-
ბავს კაცისა, რომელიც სიკვდილის ანგელოზისაგან თავის დახსნის
იმედით ქვეყნის დასალიერამდე მხოლოდ იმიტომ მისულიყო, რომ ან-
გელოზს იქ გადაჰყროდა, სადაც მათი შეხვედრა თავიდანვე იყო გან-
საზღვრული.
სიკვდილ-სიცოცხლეს შორის არჩევანზე მეტად საკუთარ ნებას და-
მორჩილებულსა და უეცარ სიკვდილს შორის უნდა გაეკეთებინა არჩე-
ვანი. ასეთი ოჯახური მემკვიდრეობის პატრონი მუსტაფა დარწმუნებუ-
ლი იყო, ასე თუ ისე, მაინც მალე მოკვდებოდა. ახლა მის ხელს, დასაძ-
რახ მარცხენა ხელს, შეეძლო, გადაეწყვიტა, როგორ და როდის.
ქაღალდის პატარა ნაგლეჯი გაახსენდა, ელ-ტირადიტოს აკლდამის
ქვის კედელში რომ გაეჩხირა, - „მაპატიე, - დაეწერა მუსტაფას ქაღალ-
დის ნაგლეჯზე, - წარსული უნდა წარხოცილიყო, რომ მეარსება“.
ახლა თავს ისე გრძნობდა, თითქოს წარსული ბრუნდებოდა და
იმისთვის, რომ წარსულს ეარსება, თავად მუსტაფა უნდა წარხოცილი-
ყო.

394
წლების განმავლობაში სულისშემძვრელი სინდისის ქენჯნა ღრღნი-
დაშიგნიდან, ცოტ-ცოტად, ისე, რომ გარედან ფასადი არ დანგრეული-
ყო. იქნებ, ბოლოს და ბოლოს, დასრულდა ბრძოლა ამნეზიასა და მეხ-
სიერებას შორის, ისევე, როგორც თვალის მისაწვდენ მანძილზე გადაშ-
ლილი ზღვის აბრაზიულ ნაპირზე მიქცეული წყლის ზედაპირზე აქა-იქ
ჩნდებოდნენ მშფოთვარე წარსულის მოგონებები?!
მუსტაფა აშურეს მისწვდა. შეგნებულად, გაცნობიერებულად დაიწ-
ყო ჭამა. ცოტ-ცოტას ჭამდა და ყოველ ლუკმაზე ტკბებოდა ყველაფრის
გემოთი, რაც კი აშურეში იყო.
გულზე ისე მოეშვა, ერთდროულად რომ უღალატა წარსულსაც და
მომავალსაც. გულზე ისე მოეშვა, ცხოვრებას რომ უღალატა. რამდენი-
მე წამში, მას შემდეგ, რაც აშურე გაათავა, მუცელში ისეთი მწვავე სპაზ-
მური ტკივილი იგრძნო, რომ სუნთქვა შეეკრა. კიდევ ორი წუთიც და,
სუნთქვა საერთოდ შეწყდა.
ასე მოკვდა მუსტაფა კაზანჯი ორმოცი წლისა და ცხრა თვის ასაკში.

395
18

კალიუმციანიდი
ცხედარი დაფნის საპნით განბანეს. ამბობენ, სამოთხეში რომ სა-
ძოვრებია, ისინიც დაფნის საპონივით სურნელოვანი, სუფთა და მწვა-
ნეაო. გახეხილ-გაწმენდილი და გარეცხილი შიშველი ცხედარი გასაშ-
რობად მეჩეთის ეზოში ბრტყელ ქვაზე დატოვეს, რომ მერე სამპირ სუ-
დარაში გაეხვიათ, კუბოში ჩაეწვინათ და უფროსების დაჟინებული რჩე-
ვის მიუხედავად, დღესვე დაკრძალეთო, კატაფალკში ჩაედოთ და ისევ
კაზანჯების სახლში დაებრუნებინათ.
- სახლში ვერ წაიყვანთ! - შესძახა გალეულმა კაცმა, მიცვალებუ-
ლებს რომ ბანდა, და მეჩეთის ეზოს გასასვლელში ჩადგა. ალმაცერად
გახედა ყველას, ვისაც მისი ნათქვამი ეხებოდა, - ალაჰის გულისთვის,
ეგ კაცი აყროლდება! ცუდ დღეში აგდებთ.
„აყროლდებასა“ და „ცუდ დღეში აგდებთ“-ს შორის თქორი დაიწყო.
მეჩხერი, უხალისო წვეთები ისე მოდიოდა, თითქოს მათაც უნდოდათ
ამ ყველაფერში მონაწილეობა, მაგრამ ერთმანეთის გვერდით ჯერ ად-
გილები არ დაეკავებინათ. მარტი სტამბოლში უდავოდ ყველაზე გა-
უწონასწორებელი და შფოთიანი თვეა და იმ სამშაბათსაც იფიქრებ-
დით, მარტმა კიდევ ერთხელ გადაიფიქრა და გადაწყვიტა, ზამთარი ვა-
რო.
- მაგრამ, ძმაო, - ქშენით უთხრა დეიდა ფერიდემ კაცს, მიცვალებუ-
ლებს რომ ბანდა, - ისევ სახლში იმიტომ წავიყვანთ, რომ ყველას შეეძ-
ლოს მისი უკანასკნელად ნახვა, - აღელვებული მამაკაცი ფერიდეს
უმალ შეეყვანა თავისი ჰებეფრენიული შიზოფრენიის ყოვლისმომ-
ცველ და ეგალიტარულ სამყაროში, - იცი, ჩემი ძმა იმდენი წელი იყო
საზღვარგარეთ, რომ მისი სახე თითქმის დაგვავიწყდა. ოცი წლის შემ-
დეგ, ბოლოს და ბოლოს, ბრუნდება სტამბოლში და აქ ყოფნის მესამე
დღეს უკანასკნელი სუნთქვა აღმოხდება. ისე მოულოდნელად მოკვდა,
რომ მეზობლები და შორეული ნათესავები მისი გარდაცვალების ამ-
ბავს არ დაიჯერებენ, თუ მიცვალებულს ვერ ნახავენ.
396
- ქალო, გაგიჟდი? ჩვენს რელიგიაში ასეთი რამე არ არსებობს! - წა-
მოისროლა კაცმა, მიცვალებულებს რომ ბანდა. იმედი ჰქონდა, რომ
ამით გააჩერებდა ქალს, მიუხედავად იმისა, კიდევ რის თქმას აპირებ-
და ეს უკანასკნელი, - ჩვენ, მუსლიმანებმა, ჩვენი მიცვალებულების
ვიტრინაში გამოფენა არ ვიცით. თუ თქვენს მეზობლებს მისი ნახვა უნ-
დათ, სასაფლაოზე საფლავის ქვის ნახვა მოუწევთ, - ბოლო სიტყვებს
რომ ამბობდა, კაცს, მიცვალებულებს რომ ბანდა, სახე აშკარად გაუქ-
ვავდა.
ვიდრე დეიდა ფერიდე იმაზე ფიქრობდა, რაც შესთავაზეს, დეიდა
ჯევრიე გვერდით ედგა და მამაკაცს წარბაწეული მისჩერებოდა. ასე თა-
ვის მოსწავლეებს უყურებდა ხოლმე ზეპირი გამოცდისას, როცა უნდო-
და, თავად გაეცნობიერებინათ, რამდენად ალოგიკური იყო მათი პასუ-
ხი.
- მაგრამ, ძმაო, - შეეპასუხა დეიდა ფერიდე, - როგორ დაინახავენ,
როცა საფლავში იქნება ექვსი ფუტის სიღრმეზე?
კაცმა, მიცვალებულებს რომ ბანდა, იმედგაცრუებისგან წარბები
ერთბაშად აწკიპა, მაგრამ არჩია, არაფერი ეთქვა, - ბოლოს და ბო-
ლოს, მიხვდა, რომ ამ ქალებთან კამათს აზრი არ ჰქონდა.
იმ დილით დეიდა ფერიდეს თმა შავად შეეღება - სამგლოვიარო ფე-
რად. ფერიდემ თავი შეუპოვრად გააქნია და დაამატა:
- არ იდარდო. შეგიძლია, დარწმუნებული იყო, ქრისტიანები რომ
აკეთებენ ფილმებში, ისე არ გამოვფენთ.
კაცი, მიცვალებულებს რომ ბანდა, ერთი საშინელი წუთის განმავ-
ლობაში გაქვავებული იდგა და დეიდა ფერიდეს აქეთ-იქით მბრუნავ
მკაცრ თვალებსა და ათრთოლებულ ხელებს გაბერილი უყურებდა. ამ-
ჯერად ნატანჯს უფრო ჰგავდა, ვიდრე გაღიზიანებულს, თითქოს უეც-
რად მიმხვდარიყო, რომ ქალი, რომელსაც ელაპარაკებოდა, ყველაზე
გადარეული ვინმე იყო, ვისაც კი ოდესმე გადაჰყროდა.
კაცი, მიცვალებულებს რომ ბანდა, ქრცვინივით თვალებს ისე აცე-
ცებდა, თითქოს შველას ელოდა. რაკი მშველელი არავინ გამოუჩნდა,
მზერა ჯერ გვამზე გადაიტანა, მოთმინებით რომ ელოდა, როდის გა-
397
დაწყდებოდა მისი ბედ-იღბალი, ბოლოს კი ისევ ორ დეიდაზე. შეიძლე-
ბა მისი ცივი, წინ და უკან მორბენალი გამოხედვის მიღმა რამე იმალე-
ბოდა, მაგრამ ამ გზავნილის გაშიფვრა არც ერთ დეიდას შეეძლო და
არც მეორეს.
დეიდა ფერიდემ კაცს ბლომად ფული აჩუქა.
კაცმა, მიცვალებულებს რომ ბანდა, ფული წაიღო, კაზანჯებმა კი -
თავიანთი მიცვალებული.
თვალის დახამხამებაში ჩადგა ოთხი მანქანა ავტოკოლონაში. პრო-
ცესიას კატაფალკი მიუძღოდა, მუსლიმანური ტრადიციის შესაბამისად,
სალბისფერი მწვანე კატაფალკი. შავი ფერი უმცირესობათა წარმო-
მადგენლების, სომხების, ებრაელების, ასევე ბერძნების დაკრძალვე-
ბისთვის შემოენახათ.
იდო კუბო სამგვერდიანი საბარგულის უკანა ნაწილში და რაკი მიც-
ვალებულს ვიღაც უნდა გაჰყოლოდა, მასთან ერთად მგზავრობის სურ-
ვილი ასიამ გამოთქვა. არმანუში, რომელსაც სახეზე ერთთავად შეცბუ-
ნება ეწერა, ასიას ხელს ისე მაგრად უჭერდა, იფიქრებდით, ცხედართან
ერთად მგზავრობის სურვილი გოგონებს ერთად გამოუთქვამთო.
- კატაფალკის წინა ნაწილში ქალების ყოფნა არ მაწყობს, - შენიშნა
მძღოლმა, რომელიც შემაძრწუნებლად ჰგავდა კაცს, მიცვალებულებს
რომ ბანდა. შეიძლება, ძმები იყვნენ - ერთი ბანდა მიცვალებულებს, მე-
ორეს კი მიჰყავდა. შეიძლება, მესამე ძმაც ჰყავდათ, სასაფლაოზე მუ-
შაობდა დამიცვალებულების დაკრძალვაზე აგებდა პასუხს.
- მოგიწევს, იმიტომ, რომ ოჯახში მეტი მამაკაცი აღარ გვყავს, - ისე-
თიცივი ხმით დაიბუზღუნა უკნიდან დეიდა ზელიჰამ, რომ მამაკაცი გა-
ჩუმდა. შეიძლება მოისაზრა, რომ თუკი მართლაც არ არსებობდა მამა-
კაცი, რომელიც მიცვალებულს კატაფალკით გაჰყვებოდა, ორ გოგო-
ნასთან ერთად მგზავრობა გაცილებით სჯობდა მინიკაბიან და ცხვირში
საყურეგაჩრილ საშიშ ქალთან ერთად მგზავრობას.
ასე რომ, მამაკაცი წუწუნს მორჩა და ცოტა ხანში კატაფალკი გრუ-
ხუნით დაიძრა.

398
კატაფალკის უკან როუზის „ტოიოტა-კოროლა“ მიდიოდა. შიშს, რო-
მელსაც ეს ქალი განიცდიდა, მისი მანქანის ტორტმანი გასცემდა. რო-
უზი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა წინ და წარამარა ისე ჩერდებოდა, თითქოს
რიტმული სლოკინისგან ხტოდა, ანდა ტრანსპორტის გიჟური მოძრაო-
ბის ეშინოდა.
ახლა, როცა როუზს სულ უფრო მეტად უკანკალებდა გული, ძნელი
იყო მისი წარმოდგენა ხუთკარიანი, ულტრამარინისფერი, სრულამ-
ძრავიანი „გრანდ-ჩეროკი ლიმიტედის“ საჭესთან, რომელსაც 8.0-ცი-
ლინდრიანი ძრავა ჰქონდა. ქალი, რომელიც გუგუნით მიაქროლებდა
მანქანას არიზონის პროსპექტებზე, სტამბოლის მიხვეულ-მოხვეულ,
ხალხმრავალ ქუჩებში სხვანაირ მძღოლად ქცეულიყო. მართალი გით-
ხრათ, იმ მომენტში როუზი სრულიად გაოგნებული გახლდათ - მდგო-
მარეობის სირთულე და ორიენტაციის დარღვევა თითქმის ჯაბნიდა მის
მწუხარებას. ჩამოსვლიდან სულ რაღაც სამოცდათორმეტ საათში თავს
ისე გრძნობდა, თითქოს სივრცე-დროითი გვირაბის გავლით კოსმოსში
გადავარდნილიყო და სხვა განზომილებას, უცხო მიწას გადაჰყროდა,
სადაც ჩვეულებრივს არაფერი ჰგავდა და თავად სიკვდილსაც კი ზე-
რეალობა ახშობდა.
როუზის გვერდით ბებია გულსუმი იჯდა. ამერიკელ რძალთან, რო-
მელიც თავის დღეში არ ენახა, ლაპარაკი არ შეეძლო, მაგრამ მასზე
დარდობდა და ებრალებოდა, ქმარი რომ მოუკვდა, მაგრამ იმდენად
არა, რამდენადაც საკუთარი თავის გამო დარდობდა და ებრალებოდა,
ვაჟი რომ მოუკვდა. უკანა სავარძელზე დიდედა იჯდა, თავზე საგარეო
თავშალმოხვეული. თავშალს მელანივით შავი კიდეები ჰქონდა. სტამ-
ბოლში ყოფნის პირველ დღეს როუზი დიდხანს ეცადა დაედგინა ძირი-
თადი კრიტერიუმი, რომლის წყალობითაც ერთხელ და სამუდამოდ ნა-
თელი გახდებოდა, რატომ ატარებდა თურქეთში ზოგიერთი ქალი თავ-
შალს, ზოგი კი არა, მაგრამ მალევე დანებდა. თავსატეხი ვერც ადგი-
ლობრივ დონეზე ამოხსნა, ვერც ოჯახის დონეზე. რა ჯანდაბისთვის ატა-
რებდა უბერებელი დიდედა თავშალს, მაშინ, როდესაც მისი რძალი
გულსუმი უთავშლოდ დადიოდა და რატომ დადიოდა ერთ-ერთი დეიდა
399
თავშლით, როდესაც მისი სამი და თავშალს არ ატარებდა. ეს როუზის
გაგებას აღემატებოდა.
ზუსტად როუზის უკან მოდიოდა დეიდა ზელიჰას მეტალის მსგავსი
ვერცხლისფერი „ალფა-რომეო“. ზელიჰას სამივე და მის მანქანაში ჩა-
ჭეჭყილიყო. სულთან მეხუთე დეიდა ჯევრიეს კალთაში, კალათში მორ-
გოლილიყო. იმ დღეს სულთან მეხუთე გასაოცრად წყნარი იყო, თით-
ქოს ადამიანის სიკვდილი მის ვერაგობასა და სისასტიკეზე დამამშვი-
დებლად მოქმედებდა.
ზელიჰას „ალფა-რომეოს“ გვერდით წუილით მიქროდა ყვითელი
„ფოლკსვაგენ-ბითლი“. საჭესთან არამი იჯდა. უჭირდა იმის გაგება, თუ
რატომ მიჰყავდათ კაზანჯის ოჯახის ქალებს თავიანთი მიცვალებული
სახლში, მაგრამ საკმარისად ჭკვიანი იყო და იცოდა, რომ არაფერი
ღლის ადამიანს ისე, როგორც დეიდებისთვის წინააღმდეგობის გაწევა,
მით უფრო მაშინ, როდესაც ასე არიან შექუჩებული. ამიტომაც არჩია,
არაფერი ეკითხა. უბრალოდ, კვალდაკვალ მიჰყვებოდა კაზანჯებს და
ცდილობდა, დარწმუნებულიყო, რომ მის გულის სწორს მთელ ამ აურ-
ზაურში არაფერი უჭირდა.
შუქნიშნებით გადაჭედილ ქუჩაში, შიშლისთან, მუსლიმანური სა-
საფლაოდან სულ რამდენიმე კვარტალის მოშორებით, სადაც ის კაცი
უშვებდათ, მიცვალებულებს რომ ბანდა, ისე მოხდა, რომ ყველა მანქა-
ნა გვერდიგვერდ ისე გამწკრივდა, თითქოს მეწინავე პოლკი ყოფილი-
ყოს შეუპოვარი ჯარისა, რომელშიც საბრძოლველად თავს წირავდნენ,
მაგრამ საერთო მიზეზი არ ჰქონდათ.
დეიდა ფერიდემ ფანჯრიდან თავი გამოყო და ხელს აქეთ-იქით იქ-
ნევდა. აშკარად აეღელვებინა შემთხვევითობას, რომლის დამსახურე-
ბაც იყო, ყველანი ასე რომ გამწკრივებულიყვნენ და თავიდან შეწყობი-
ლად მოქმედებდნენ, თუნდაც ეს მხოლოდ ერთი წითელი, მექანიკური
ნათურის ბრალი ყოფილიყოს. როუზს ფერიდეს ჟესტისათვის ყურად-
ღება არ მიუქცევია, ბებია გულსუმს კი - ფერიდესთვის.
მომდევნო წითელ შუქზე ასია, რომელიც არმანუშსა და კატაფალ-
კის მძღოლს შორის იჯდა, ისევ დააკვირდა მანქანებს, მათ ირგვლივ
400
რომ იყვნენ. საბედნიეროდ, ერთმანეთი თვალთახედვიდან დაეკარ-
გათ. უეცარი, უტიფარი შვება იგრძნო, როდესაც თავის თვალსაწიერში
კაზანჯის გვარის ვერც ერთი ნათესავი ვერ დაინახა, ცხადია, გარდა ერ-
თისა, რომელიც უკან, კუბოში იწვა, თუმცა, მას ასიას თვალსაწიერს
ვერ მიათვლიდით, რადგან გოგონას უკან არ მიუხედავს. როცა ძალიან
მჭიდრო, შესქელებულ, ლაბისებრ მოძრაობას შეუერთდნენ, აქა-იქ
მოულოდნელად რომ გახსნილიყო, სად იყო და სად არა, მათ წინ კოკა-
კოლას კვასკვასა წითელი ფურგონი გაჩნდა.
როცა წითელი სინათლე მწვანემ შეცვალა და ისევ დაიძრნენ, მათ-
გან ხელმარცხნივ, მოძრაობის ზოლზე, ფეხბურთის ფანების ფლოტი-
ლიაგამოჩნდა კეპიანი ქუდებით, შარფებით, დროშებით, ბანერებითა
და ბენდენებით. ზოგიერთ მათგანს თმა აქა-იქ თავისი გუნდის ფერე-
ბად, წითელ-ყვითლად შეეღება. ნელი მოძრაობით იმედგაცრუებული
ფანების უმეტესობა წამით ლეთარგიას მისცემოდა, ერთმანეთში ზან-
ტად ჭორაობდნენ და დროდადრო ერთ ან ორ ბენდენას ფანჯრიდან აფ-
რიალებდნენ. თუმცა, როგორც კი მოძრაობა ატორტმანდა, ფანებმა
ისევ განაახლეს სახოტბო შეძახილებიდა ყვირილი. ცოტა ხანში კატა-
ფალკსა და მის წინ მიმავალ კოკა-კოლას ფურგონს შორის წინდაუხე-
დავად ჩადგა ყვითელი ტაქსი, ბამპერზე უამრავი დასაკრავი რომ ჰქონ-
და. ასიას გვერდით მჯდომმა მძღოლმა სვლა შეანელა და შეიკურთხა.
უყურებდა არმანუში მათ წინ მიმავალ ტაქსის და სულ უფრო მეტად უკ-
ვირდა. ასია ბამპერის დასაკრავებზე გაკეთებული წარწერების წაკით-
ხვას შეეცადა. ბევრ სხვა წარწერას შორის თვალი მოჰკრა ფერადოვან
დასაკრავს, რომელზეც ეწერა: „Don’t call me wretched. The wretched
too have a heart“. წინ მიმავალი ტაქსის მძღოლი უხეში შესახედაობის,
შავგვრემანი კაცი გახლდათ და საპატასნაირი ჭაღარა ულვაში ჰქონ-
და. სულ მცირე, სამოცი წლისას ჰგავდა და მეტისმეტად ხნიერი იყო
იმისთვის, რომ ასეთ საფეხბურთო აურზაურში მიეღო მონაწილეობა.
აშკარა შეუსაბამობა იყო ამ კაცის ყოვლად ტრადიციულ გარეგნო-
ბასა და მანქანის ასეთ გიჟურ მართვას შორის. თავად მამაკაცზე უფრო

401
საინტერესონი მისი კლიენტები თუ მეგობრები იყვნენ, მანქანაში რომ
ისხდნენ.
კაცს, მძღოლის გვერდით რომ იჯდა, სახის ერთი ნახევარი ყვით-
ლად შეეღება, მეორე კი - წითლად. უკან მიმავალი კატაფალკიდან მის
სახეს ასია კარგად ხედავდა - მამაკაცს ღია ფანჯრიდან თავი გამოეყო,
ცალი ხელით წითელ-ყვითელ დროშას აფრიალებდა, მეორით კი ოდ-
ნავ ეყრდნობოდა წინა სავარძელს. მისი სხეულის ზედა ნაწილი მანქა-
ნის გარეთ ძაგძაგებდა, ქვედა ნაწილი კი მანქანაში იყო და გეგონებო-
და, ეს კაცი ვიღაც ჯადოქარს ორად გადაეჭრა. ასია შორიდანაც ხედავ-
და მამაკაცის ცხვირს, რომელიც ალკოჰოლისაგან ისეთი ჟოლოსფერი
გამხდარიყო, რომ წითელ-ყვითელი სახის თანაფარდობას არღვევდა
და წითელი ფერის სახელით სასწორის თეფშს თავისკენ ექაჩებოდა.
სწორედ მაშინ, როდესაც ასია იმაზე ფიქრობდა, კონკრეტულად რო-
მელ სასმელს შეეძლო ადამიანის ცხვირისთვის ასეთი განსაკუთრებუ-
ლი ფერის მიცემა, ლუდს, რაკს თუ ორივეს ერთად, მანქანის უკანა ფან-
ჯარა ჩამოსწიეს და კიდევ ერთმა ფანმა ცალი ხელით ჰაერში დოლი აღ-
მართა, მეორე ხელით მანქანის შიდა ნაწილს ეყრდნობოდა. ორი ხუ-
ლიგანი აბსოლუტურ უნისონში ისე გადმოიწია ნახევარი ტანით მანქა-
ნიდან, თითქოს ტაქსიში ამოსული გასხლული ხის ტოტები ყოფილიყ-
ვნენ. მერე იმან, წინა სავარძელზე რომ იჯდა, ჩხირი გააძრო და დოლს
დაუშინა, მეორე კაცს რომ გაეშვირა ჰაერში. ჩანაფიქრის განუხორციე-
ლებლობა, ალბათ, ძალას მატებდათ, რადგან ბრახაბრუხსა და ბრა-
გაბრუგს მალე ჰიმნიც მოაყოლეს. ტროტუარზე რამდენიმე ფეხით მო-
სიარულე გაოგნებული იდგა, მაგრამ კარგა ბლომად იყვნენ ისეთები,
ვინც დუეტს ტაში დაუკრა და ხმა ააყოლა. სულ უფრო მონდომებულად
გაიძახოდნენ:
„დაე, მიწამ, ცამ და წყალმა უსმინოს ჩვენს ხმას! დაე, ჩვენი მძიმე
ნაბიჯები მთელ მსოფლიოს აზანზარებდეს!“
- რას ამბობენ? - იდაყვი წაჰკრა არმანუშმა ასიას, რომელიც გადა-
თარგმნას არ ჩქარობდა. ასიას ყურადღება ერთ გამვლელს მიეპყრო.
ძონძებში გამოხვეული გამხდარი, გაძვალტყავებული ყმაწვილი იყო.
402
ცელოფანის პარკიდან წებოს სუნთქავდა და შიშველ, ჭუჭყისგან გაშა-
ვებულ ფეხებს ჰიმნის რიტმზე აბაკუნებდა. რამდენიმე წამში ერთხელ
ბიჭი წებოს სუნთქვას თავს ანებებდა და დანარჩენებს ჰიმნის სიტყვებს
აწევდა. ავის მომასწავებელი ექოსავით ისმოდა ბიჭის ნათქვამი: „ჩვე-
ნი მძიმე ნაბიჯები“...
ამასობაში სხვა მოზეიმეებიც მხიარულად აჰყვნენ სიმღერას და თა-
ვიანთი მანქანებიდან დროშები და ბანდანები ააფრიალეს. მედოლე
დროდადრო ჩერდებოდა და ტროტუარზე მყოფ ფეხით მოსიარულეებ-
სა და ქუჩის მოვაჭრეებს ჩხირით ჰაერში არარსებულ გველებს ისე უხა-
ტავდა, თითქოს დირიჟორი ყოფილიყოს და მთელი ქალაქის ხმაურს
თავად აკონტროლებდა.
როცა სიმღერის პირველი ნახევარი დამთავრდა, ცოტა ხანს ყველა
დაბნეული ჩანდა - ჭრელჭრულ გუნდში მხოლოდ რამდენიმეს თუ ეცო-
დინებოდა მეორე ნახევრის ტექსტი. ისე, რომ მოსაბეზრებელი წვრილ-
მანისათვის სოლიდარობის გრძნობის შერყევის ნება არ მიუციათ, სიმ-
ღერა კიდევ ერთხელ დაიწყეს თავიდან, ამჯერად უწინდელზე ნაკლე-
ბად აგრესიულად:
„დაე, მიწამ, ცამ და წყალმა უსმინოს ჩვენს ხმას! დაე, ჩვენი მძიმე
ნაბიჯები მთელ მსოფლიოს აზანზარებდეს!“
ქაოსსა და ხმაურში წითელ-ყვითელმა ნაკადმა პროსპექტზე ერთბა-
შად ჩაიქროლა. არმანუში, ასია და მძღოლი მოძრაობას უხმოდ ადევ-
ნებდნენ თვალს. მათი მზერა წინ მიმავალ ყვითელ ტაქსის მიჯაჭვოდა.
ავტომობილს იმდენად სახიფათო მანძილზე მიუახლოვდნენ, რომ ასი-
ას უკანა ფანჯრიდან ლუდის ცარიელი ქილების დანახვა შეეძლო,
აქეთ-იქით რომ დაგორავდა.
- ამათ შეხედე! ზრდასრული მამაკაცები ასე უნდა იქცეოდნენ?! - გაბ-
რაზდა კატაფალკის მძღოლი, - წარამარა ასე ხდება. ვიღაც ფანატიკო-
სი კვდება, ოჯახს ან თავზე ხელაღებულ მეგობრებს კი უნდათ, კუბო
ფეხბურთის ამა თუ იმ გუნდის დროშაში გაახვიონ. მერე უსირცხვი-
ლოდ ფიქრობენ, რომ წაბილწულ კუბოებს სასაფლაოზე წავიღებ! მე
თუ მკითხავ, ეს ყველაფერი წმინდა წყლის ღვთის გმობაა! კანონი უნდა
403
არსებობდეს, რომელიც ამ სისულელეს აკრძალავს. მარტო მწვანე სა-
ლოცავი საფარველი უნდა იყოსნებადართული. მუსლიმანები არ არი-
ან თუ რა?! ალაჰის გულისთვის, მკვდარი ხარ და ფეხბურთის დროშა
რაღად გინდა? სტადიონი აქვს ალაჰს ცაში აშენებული,შეჯიბრებებია
ზეცაში?
უხერხულობისგან ასია სავარძელზე აწრიალდა, არ იცოდა, ბოლო
კითხვაზე რა უნდა ეპასუხა. ფანჯრიდან გადმოწეული გულშემატკივრის
მობილურიდან მექანიკური მელოდია გაისმა. ახოვანმა ხულიგანმა,
ცალი ხელით ისევ ტაქსის რომ ჩაჰფრენოდა, მეორით კი ისევ ქალაქს
დირიჟორობდა, ტელეფონზე პასუხის გაცემა სცადა, - დაავიწყდა, სა-
ამისოდ მეტი ხელი რომ არ ჰქონდა. წონასწორობა დაკარგა, მასთან
ერთად კი კიდევ ორი რამ: დოლის ჩხირი და მობილური ტელეფონი.
ორივე მათგანი გზაზე დავარდა, ზუსტად კატაფალკის წინ.
ყვითელი ტაქსი ერთბაშად გაჩერდა. მათ შორის ნაბიჯიც არ იყო
დარჩენილი, როცა კატაფალკიც გაჩერდა. უეცარი გაჩერებისგან ასია
და არმანუში წინ გადაქანდნენ, მერე კი ორივემ ერთდროულად შე-
ამოწმა უკან დადებული კუბო. კუბო მთელი და უვნებელი იყო.
დაცვენილი ნივთების პატრონი თვალის დახამხამებაში გადმოხტა
მანქანიდან. ისევ იღიმებოდა და მღეროდა, წითელ-ყვითელი სახე აღ-
ფრთოვანებისგან უბრწყინავდა. უკან გაიხედა, თითქოს მოძრაობის
შეფერხებისთვის ბოდიშს იხდიდა და მხოლოდ მაშინ შენიშნა, რომ
მანქანა, რომელიც მანამდე კუდში მისდევდათ, ჩვეულებრივი ავტომო-
ბილი კი არა, სალბისფერი კატაფალკი, ავბედითი აჩრდილივით ადევ-
ნებული სიკვდილის სიმბოლო გახლდათ. გრძელი, მტანჯველი წუთის
განმავლობაში მამაკაცი შუაგულ მოძრაობაში იდგა და დაბნეულს
ჰგავდა. დასასრულ, როდესაც გულშემატკივრების კიდევ ერთმა მანქა-
ნამ ჰიმნის სიმღერით ჩაუქროლა, ხოლო მისმა ძმაკაცმა მოუთმენლად
დაჰკრა ხელი დოლს, კაცმა მობილურისა და ჩხირის გზიდან აღება მო-
იფიქრა. მას შემდეგ, რაც კატაფალკში ჩადებულ კუბოს უკანასკნელად
შეხედა, მამაკაცი უკან მიტრიალდა და ისევ ტაქსიში შეძვრა. ამჯერად
ფანჯრიდან თავი აღარ გამოუყვია. შიგნით იჯდა, დათრგუნვილი იყო.
404
არმანუშმა და ასიამ თავი ვერ შეიკავეს და გაეღიმათ.
- ალბათ, ქალაქში ყველაზე პატივცემული პროფესია გაქვთ, - გამო-
უცხადა ასიამ მძღოლს, რომელიც მომხდარს გოგონებთან ერთად
ადევნებდა თვალს, - თქვენმა აჩრდილმა ყველაზე გულფიცხი გულშე-
მატკივარიც კი შეიძლება შეაშინოს.
- არა, - თქვა მძღოლმა, - იმდენად ცოტას გვიხდიან, რომ არანაირი
დაზღვევა არა გვაქვს, არც ჯანმრთელობის დაზღვევა, არც გაფიცვის
უფლება გვაქვს, არაფერი. ადრე დიდ სატვირთო მანქანებს ვატარებდი
ხოლმე, შორ მანძილზე გადაზიდვები, ხომ იცი? ნახშირი, ნავთობი, ბუ-
ტანი, ტექნიკური წყალი... სულო და გულო, ყველაფერი გადამქონდა.
- ამაზე უკეთესი იყო?
- ხუმრობ? რა თქმა უნდა, უკეთესი იყო! სტამბოლში ტვირთს და-
იდებ და სხვა ქალაქისკენ გასწევ. არანაირი უფროსი არა გყავს, რო-
მელსაც კუდი უნდა უქიცინო, არანაირი ზედამხედველი, რომელსაც უნ-
და შეეტენო! შენი თავის ბატონ-პატრონი ხარ. მოგინდება და, თუ უფ-
როსი ტვირთის მეტისმეტად სწრაფად ჩატანას არ გთხოვს, შეგიძლია,
ნელა იარო. სხვა დროს შეიძლება არც კი დაიძინო. სხვა მხრივ, სუფთა
სამუშაო იყო, სუფთა და დაფასებული - თავს არავის უხრიდი.
მანქანებმა სვლას მოუმატეს და მძღოლმა სიჩქარე გადართო. მა-
ლე საფეხბურთო კოლონამ მარჯვნივ გადაუხვია, სტადიონისკენ.
- მაშინ იმ სამუშაოს თავი რატომ დაანებეთ? - დაინტერესდა ასია.
- საჭესთან ჩამეძინა. ერთ წუთს გზაზე სიჩქარეს ვუკლებ, მეორე
წუთს საშინელი აფეთქება ხდება, თითქოს განკითხვის დღეს ალაჰს
ყველა შევეკრიბოთ. როცა თვალებს ვახელ, გზის პირას ერთი ქოხმა-
ხის სამზარეულოში ვარ.
- რას ამბობს? - დაიჩურჩულა არმანუშმა.
- მერწმუნე, ამის ცოდნას არ ისურვებდი, - ჩურჩულით უპასუხა
ასიამაც.
- კარგი, ჰკითხე, დღეში რამდენი მიცვალებული გადაჰყავს?
როცა არმანუშის შეკითხვა გადაუთარგმნეს, მძღოლმა თავი გააქ-
ნია:
405
- წელიწადის დროზეა დამოკიდებული. გაზაფხული ყველაზე ცუდი
დროა - გაზაფხულზე ბევრი ხალხი არ იხოცება, მაგრამ მერე მოდის
ზაფხული, ყველაზე მოუცლელი სეზონი. თუ ოთხმოც გრადუსზე მეტია,
დიდ ციებ-ცხელებაში ვართ. განსაკუთრებით, მოხუცები... ბუზებივით
იხოცებიან... ზაფხულში ბევრი სტამბოლელი კვდება!
კატაფალკის მძღოლი გაჩუმდა. ასიას ვერა და ვერ გაერკვია, რას
ნიშნავდა ბოლო წინადადება, რომელიც ამ კაცმა თქვა. მერე მძღოლმა
სმოკინგში გამოწყობილ გამვლელს შეავლო თვალი, რომელიც ბრძა-
ნების კილოთი ჩაჰყვიროდა რაღაცებს მობილურ ტელეფონს.
- ეს მდიდრები! - შესძახა მძღოლმა, - ჰა! მთელი ცხოვრება ფულს
აგროვებენ და რისთვის? რა სისულელეა! სუდარას ჯიბეები აქვს თუ?
ბამბის სუდარაა ის, რასაც ბოლოს ყველა ჩავიცვამთ. ზუსტად ასეა.
არანაირი კოხტა ტანსაცმელი, არანაირი ძვირფასეულობა. ჩაიცვამ სა-
მარეში სმოკინგს ანდა სამეჯლისო კაბას? ვისზე დგას ცა ამ ხალხის-
თვის?
ასიას სათქმელი არაფერი ჰქონდა. ასე რომ, მძღოლისთვის პასუ-
ხის გაცემა არც უცდია.
- თუკი არავის უჭირავს, მაშინ როგორ შეიძლება, რომ მის ქვეშ
ვცხოვრობდეთ? მე ვერავითარ ციურ სვეტს ვერ ვხედავ. თქვენ ხე-
დავთ?როგორ შეიძლება, ვინმემ ამ სტადიონებზე ფეხბურთი ითამა-
შოს, თუკი ალაჰი ამბობს: „თქვენთვის ცა აღარ მიჭირავსო“?
ის იყო, მძღოლის მიერ დასმული კითხვა ჰაერში გამოეკიდა, რომ
კატაფალკმა კუთხეში მოუხვია და როგორც იქნა, კაზანჯების სახლს მი-
აღწია.
დეიდა ზელიჰა სახლის წინ ელოდათ. მძღოლს ერთი-ორი სიტყვა
უთხრა და მომსახურების საფასური გადაუხადა.
„ფოლკსვაგენი“, მეტალის მსგავსი ვერცხლისფერი „ალფა-რომეო“
და „ტოიოტა-კოროლა“ სახლის წინ გაემწკრივებინათ. თითქოს ყველა
კატაფალკზე ადრე მისულიყო. სახლი სტუმრებით იყო სავსე და ყველა
კუბოს გადმოღებას ელოდა.
***
406
სახლში შესულ ასიასა და არმანუშს ქალებით სავსე სივრცე დახ-
ვდათ. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრების უმეტესობას პირველ სარ-
თულზე სასტუმრო ოთახში მოეყარა თავი, ზოგიერთი მათგანი წუთით
სხვა ოთახში გადიოდა ხოლმე ბავშვისთვის საფენის შესაცვლელად ან
მის დასატუქსავად, წასაჭორავებლად, ანდა სალოცავად - შუადღის
ლოცვის დრო იყო.
რაკი სახლში განმარტოებისთვის ერთი საძინებელიც არ მოიძებნე-
ბოდა, გოგონებმა სამზარეულოს მხოლოდ იმისთვის მიაშურეს, რომ იქ
ერთბაშად ყველა დეიდა აღმოეჩინათ. ქალები იმ ტრაგედიაზე ჩურჩუ-
ლებდნენ, მათ რომ დაატყდათ თავს, თან სტუმრების გასამასპინძლებ-
ლად აშურეს ლანგრებს ამზადებდნენ.
- საწყალი დედა განადგურებულია. ვინ იფიქრებდა, რომ მთელ აშუ-
რეს, მუსტაფასთვის რომ მოამზადა, მასზე მოტირალებს მიართმევ-
დნენ, - თქვა დეიდა ჯევრიემ, რომელიც ღუმელთან იდგა.
- აბა, აბა, ამერიკელი რძალიც განადგურებულია, - შენიშნა დეიდა
ფერიდემ ისე, რომ თვალი არ მოუშორებია იდუმალი ლაქისთვის, ია-
ტაკს რომ ემჩნეოდა, - საბრალო! ცხოვრებაში პირველად ჩამოდის
სტამბოლში და ქმარს კარგავს. რა საშინელებაა.
დეიდა ზელიჰა მაგიდასთან იჯდა, დებს უსმენდა და სიგარეტს
ეწეოდა.
- ვფიქრობ, ამერიკაში დაბრუნდება და ისევ გათხოვდება, - მშვიდად
თქვა ზელიჰამ, - ხომ იცით, ღმერთი სამობითაა. მეორედ თუ გათხოვ-
და, მესამედაც უნდა გათხოვდეს, მაგრამ მაინტერესებს, ერთი სომეხი
და ერთი თურქი ქმრის მერე მესამედ ვის აირჩევს?
- ქალი გლოვობს. როგორ შეგიძლია ასეთი რამეების თქმა? - იკით-
ხა დეიდა ჯევრიემ.
- გლოვა ქალწულობასავითაა, - ამოიოხრა დეიდა ზელიჰამ, - იმას
უნდა მისცე, ვინც ყველაზე მეტად იმსახურებს.
გაგონილით გაოგნებული და განცვიფრებული ორი დეიდა ნელ-ნე-
ლა ამოძრავდა. სწორედ იმ მომენტში სამზარეულოში ასია და არმანუ-

407
ში შევიდნენ. მათ შიმშილისგან აკნავლებული სულთან მეხუთეც მიჰ-
ყვათ.
- მოდი, დებო, კატას რამე ვაჭამოთ, სანამ მთელ აშურეს გადასან-
სლავს, - თქვა დეიდა ზელიჰამ.
აი, მაშინ დეიდა ბანუ, რომელიც დაახლოებით ოცი წუთის განმავ-
ლობაში დახლთან მუშაობდა, ჩაის აყენებდა, ლიმონს ჭრიდა და დაუს-
რულებელ სჯა-ბაასს ისე უსმენდა, რომ ერთხელაც არ ჩარეულა, ყვე-
ლაზე უმცროს დას მიუბრუნდა და გამოაცხადა:
- უფრო სასწრაფო საქმეებიც გვაქვს.
დეიდა ბანუმ უჯრა გამოაღო, უზარმაზარი, მოელვარე დანა
ამოიღო, დახლზე დადებულ ხახვს დასწვდა და შუაზე გაჭრა. მერე ხახ-
ვის ერთ ნახევარს გული ამოაცალა და დეიდა ზელიჰას ცხვირთან მი-
უტანა.
- რას შვრები? - სკამზე შეხტა დეიდა ზელიჰა.
- ტირილში გეხმარები, ძვირფასო, - დეიდა ბანუმ თავი გააქნია, - არ
გინდა, რომ იქ სტუმრებმა ასეთ დღეში გნახონ, არა? როგორი თავისუ-
ფალიც უნდა იყო, სახლში, სადაც მიცვალებულია, ერთი-ორი ცრემლი
შენც უნდა გადმოაგდო.
ისე, რომ ცხვირიდან ხახვი არ მოუშორებია, დეიდა ზელიჰამ თვა-
ლები დახუჭა. ავანგარდულ ქანდაკებას ჰგავდა, რომელსაც მუზეუმში,
სადაც ხელოვნების ძირითად მიმდინარეობებს მასპინძლობენ, გამო-
ფენის არავითარი შანსი არა აქვს: „ხახვი და ქალი, რომელსაც ტირი-
ლი არ შეეძლო“. დეიდა ზელიჰამ მომწვანო-მოლურჯო თვალები გა-
ახილა და ცრემლი გადაყლაპა. ხახვმა იმოქმედა.
- კარგია! - თავი დააქნია დეიდა ბანუმ, - წავედით, ყველა სასტუმრო
ოთახში უნდა შევიდეთ. ალბათ, სტუმრებს აინტერესებთ, სად არიან
მასპინძლები, რომლებმაც მკვდარი მარტო დატოვეს!
ასე თქვა დამ, რომელიც ერთ დროს დეიდა ზელიჰას დედაშვილო-
ბანას ეთამაშებოდა, ნახევრად გადაკეთებულ იავნანას უმღეროდა, შინ
გამომცხვარ ნამცხვრებს მუყაოს ყუთებზე აჭმევდა, ვითომ მაგიდები
იყო, უყვებოდა ამბებს, რომლებიც ყოველთვის იმით მთავრდებოდა,
408
რომ ლამაზი გოგონა პრინცს მიჰყვებოდა ცოლად, გულში იკრავდა და
უღიტინებდა დას, რომელიც ისე აცინებდა, როგორც სხვა ვერავინ.
- კარგი! - დაეთანხმა დეიდა ზელიჰა, - მაშინ წავიდეთ.
სასტუმრო ოთახში მსუბუქად შეაბიჯეს. წინ ოთხი დეიდა მიდიოდა,
უკან არმანუში და ასია მიჰყვებოდნენ. შეწყობილი ნაბიჯებით შევიდნენ
სტუმრებით სავსე ოთახში, სადაც ცხედარი იყო. კუთხეში, იატაკის ბა-
ლიშზე, უცხო ადამიანებს შორის ჩაჭეჭყილი პუტკუნა როუზი იჯდა. ღია
ჩალისფერ თმას შარფი უფარავდა და ტირილისგან თვალები შეშუპე-
ბოდა. უმალ ანიშნაარმანუშს, ჩემ გვერდით დაჯექიო.
- სად იყავი, ამი? - იკითხა როუზმა, მაგრამ ვიდრე პასუხს მიიღებდა,
გოგონას კიდევ დააყარა კითხვები, - წარმოდგენა არა მაქვს, აქ რა
ხდება. შეგიძლია, გაიგო, რას უპირებენ მის ცხედარს? როდის უნდა
დაკრძალონ?
არმანუშს თავადაც არ ჰქონდა პასუხი როუზის კითხვებზე.გოგონა
დედას უფრო ახლოს მიუჩოჩდა და მისი ხელი ხელში აიღო.
- დედა, დარწმუნებული ვარ, იციან, რასაც აკეთებენ.
- მაგრამ მე მისი ც-ც-ო-ლი ვარ, - ენის ბორძიკით თქვა როუზმა,
თითქოს უკვე ეჭვი ეპარებოდა საკუთარი სიტყვების სისწორეში.
ცხედარი ტახტზე დაესვენებინათ. გულხელი ისე დაეკრიფათ, რომ
ცერა თითები ერთმანეთზე ყოფილიყო გადაჭდობილი. გვამი რომ არ
ამოზნექილიყო, მკერდზე ფოლადის მძიმე ლაპოტი დაედოთ. უცებ
თვალები რომ არ გაეხილა, ქუთუთოებზე წყვილი ვერცხლის გაშავებუ-
ლი მონეტა ედო. პირზე რამდენიმე კოვზი წმინდა მექიდან ჩამოტანილი
წყალი დაესხათ. თავთან სპილენძის თეფშზე სანდალოზის ხის საკმევ-
ლის ნატეხები იწვოდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ფანჯარა დაკე-
ტილი იყო, ნახევრად ღიაც კი არ ყოფილა რომელიმე, რამდენიმე წუთ-
ში ერთხელ ოთახში კვამლი ისე აფორიაქდებოდა ხოლმე, თითქოს
უხილავი ნიავი იპარებოდა საიდანღაც, კედლებს მიღმიდან. გამოცოც-
ხლებული კვამლი ტახტის გარშემო იკანკელივით იკლაკნებოდა და,
ბოლოს და ბოლოს, მონაცრისფრო ნაკადივით იფანტებოდა. დრო-
დადრო კვამლი კონკრეტულ მარშრუტს მიჰყვებოდა და სწორედ ისე,
409
ნადავლს გამოდევნებული მტაცებელი ფრინველი რომ უახლოვდება
ხოლმე დედამიწას ტრიალ-ბზრიალით, ისიც სულ უფრო უახლოვდებო-
და ცხედარს. სანდალოზის ხის მძაფრი და მჟავე სუნი იმდენად გაძლი-
ერდა, რომ ყველას თვალები აუცრემლდა, მაგრამ უმეტესობა არად
დაგიდევდათ, - ისედაც ტიროდნენ.
კუთხეში ხეიბარი იმამი მიკუნჭულიყო, ყურანს ხმამაღლა კითხუ-
ლობდა და საქმეში თავით გადავარდნილი სხეულის ზედა ნაწილით
აქეთ-იქით ირწეოდა. იმამი ყურანს სულ უფრო სწრაფად კითხულობ-
და, ბოლოს კი ერთბაშად გაჩერდა. არმანუში შეეცადა, ყურადღება არ
მიექცია სრული შეუსაბამობისთვის, იმამის პაწაწინა სხეულსა და გარ-
შემომყოფ ტანსრულ ქალებს შორის რომ იყო. ასევე სცადა, არ შეეხე-
და სიცარიელისთვის, სადაც ამ კაცის თითები უნდა ყოფილიყო. თითო
ხელზე იმამს მხოლოდ ერთი და კიდევ ნახევარი თითი ჰქონდა.
შეუძლებელი იყო, არ გეფიქრათ, ნეტავ რა მოხდაო. ასეთი დაიბადა
თუ თითები მერე მოჭრეს? რაც უნდა გადახდომოდა იმამს თავს, მისი
არასრულყოფილი სხეული გახლდათ ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გა-
მოც მანდილოსნები მის გვერდით თავს ასე თავისუფლად გრძნობ-
დნენ. იმამის სრულყოფილების გასაღები მის ნაკლოვანებაში იყო, ხო-
ლო მისი სიმრთელის საიდუმლო - მის ნაკლოვანებაში. იმამი სამყა-
როებს შორის ჩარჩენილი სული იყო და როგორც სამყაროებს შორის
ჩარჩენილ ყველა სულში, იყო მასში რაღაც შემზარავი. კაცი იყო, თან
ისეთი წმინდა, რომ შეიძლებოდა, კაცად არც კი ჩაეთვალათ. წმინდა
კაცი იყო, მაგრამ მაინც იმდენად დასახიჩრებული, რომ მხედველობი-
დან, ალბათ, ვერ გამოგრჩებოდათ, რამდენად მოკვდავი იყო. მიუხე-
დავად ყველაფრისა, ხეიბარ იმამს გონებაში წმინდა ყურანის გვერდე-
ბის გადასაფურცლად თითები საერთოდ არ სჭირდებოდა. მთელი ყუ-
რანი გონებაში ჰქონდა, მისი ყველა სტროფი.
თითოეული სტროფის ბოლოს იმამი ერთი-ორი წამით გაჩერდებო-
და და წმიდათაწმიდა სიტყვებისგან დატოვებული გემოს შესარგებად
ნერწყვს გადაყლაპავდა. მერე კითხვას განაგრძობდა. სწორედ მისი
ხმის ტალღისებური რიტმი უჩუყებდა გულს მგლოვიარე ქალებს, რო-
410
მელთაგან არც ერთს არ ესმოდა თუნდაც ერთი არაბული სიტყვა. მაში-
ნაც კი, როდესაც თავს ვეღარ ერეოდნენ და ქვითინებდნენ, ქალები
სულ იმის ცდაში იყვნენ, იმდენად ხმამაღლა არ ეტირათ, რომ იმამის
ხმა ჩაეხშოთ. არც ასე ნელი ხმით ეტირათ ოდესმე, - არაფრით ავიწ-
ყდებოდათ, რომ ადგილი, სადაც ახლა ყველანი შეჭეჭყილიყვნენ, ölü
evi იყო.
იმამის გვერდით, მეორე ყველაზე საპატიო ადგილზე, დიდედა იჯდა.
მისი ერთი ბეწო, მოკუნტული და დანაოჭებული სხეული მზეში დატოვე-
ბულ გამომშრალ შავქლიავს ჰგავდა.
ყველა, ვინც მოდიოდა, დიდედას ხელზე ეამბორებოდა და მის მწუ-
ხარებას იზიარებდა, მაგრამ ძნელი მისახვედრი იყო, მოხუცს მათი
ნათქვამი ესმოდა თუ არა. მათ, ვინც ხელზე კოცნიდნენ, დიდედა უმე-
ტესად თვალის შევლებით უპასუხებდა, მაგრამ დროდადრო სტუმრებს
კითხვებსაც აგებებდა.
„რომელი ხარ, ძვირფასო?“ - ეკითხებოდა დიდედა ნათესავებსა და
მეგობრებს, რომლებსაც მთელი ცხოვრება იცნობდა. „სად იყავი ამდენ
ხანს?“ „არსად წახვიდე, შე გაუგონარო გოგო!“ - ტუქსავდა სრულიად
უცხო ადამიანებს, მერე კი დუმილის შესანიშნავ მომენტებსა და დასა-
დუმებელ შენიშვნებს შორის სრულიად გულგრილ გამომეტყველებას
იღებდა და ფარული შიშით შეპყრობილი თვალებს ხუჭავდა. ასეთ მო-
მენტებში ვერაფრით იგებდა, რატომ იყო ეს ხალხი მათ სასტუმრო
ოთახში და ამდენს რატომ ტიროდნენ.
დივანი უძრავად იდგა, ქალები გაუთავებლად მოძრაობდნენ. დივა-
ნი თეთრი იყო, ქალების უმეტესობას შავები ეცვა. დივანი უხმოდ იდგა,
ქალები ჩურჩულებდნენ, თითქოს იმის საწინააღმდეგოდ მოქცევა, რა-
საცმიცვალებული აკეთებდა, სიცოცხლისათვის აუცილებელი იყო. ცო-
ტა ხანში სათითაოდ ყველა ქალი წამოხტა და მორჩილად დახარა თა-
ვი. მწუხარების, მოწიწებისა და ცნობისმოყვარეობისაგან აღელვებუ-
ლი სახეებით უყურებდნენ, როგორ გადიოდა ოთახიდან ხეიბარი იმა-
მი. როგორც კი იმამი გარეთ გავიდა, დეიდა ბანუ ხელზე ეამბორა და
ბევრჯერ უთხრა მადლობა, მერე კი ფული აჩუქა.
411
წავიდა თუ არაიმამი, ჰაერი ლოყასავსე ქალის გამგმირავმა კივილ-
მა გააპო. ეს ქალი მანამდე არავის ენახა. მისი ტირილი სულ უფრო მეტ
დეციბელს ითვლიდა.
სულ რაღაც ერთ წუთში ქალს სახეზე სისხლისფერი დაედო, ხმა ჩა-
ეხრინწა და მთელი სხეულით აცახცახდა. იმდენად უბედურ დღეში იყო
და იმდენად აშკარა გახლდათ მისი ტკივილი, რომ დანარჩენები რი-
დით შესცქეროდნენ.
ეს ქალი მოტირალი იყო, რომელსაც მიცვალებულის სახლში მის-
ვლისა და ტირილისთვის წინასწარ გადაუხადეს. ისეთი ხალხის გამო
მოთქვამდა, ერთხელაც რომ არ ენახა. ისეთი გულის ამაჩუყებელი გო-
დება იყო, რომ ქალები ვერ უძლებდნენ.
არმანუში, რომელიც უამრავი მგლოვიარე უცხო ადამიანის გარე-
მოცვაში აღმოჩნდა (იმ მომენტში დედამისიც უცხოს ჰგავდა), უყურებ-
და, როგორ მიდი-მოდიოდნენ ქალები. ასეთ ჰარმონიასა და უცვლელ
მონაცვლეობაში სტუმრები ახალმოსულებს ადგილებს უთმობდნენ.
ჩიტების გუნდივით იმდენად ახლო-ახლო სხდებოდნენ სავარძლებზე,
ტახტსა და იატაკის ბალიშებზე, რომ მხრებით ერთმანეთს ეხებოდნენ.
უსიტყვო სალამს იძლეოდნენ და ყურისწამღებად ტიროდნენ. ყველა ეს
ქალი ცალ-ცალკე შეიძლებოდა ისეთი ჩუმი ყოფილიყო, მაგრამ ერ-
თად გოდებისას მეტისმეტად ხმაურიანები იყვნენ.
ამ დროისთვის არმანუშს უკვე აღმოეჩინა გლოვის რამდენიმე წესი.
მაგალითად, სახლში საჭმელს არ ამზადებდნენ. სამაგიეროდ, ყველა
სტუმარს საჭმლით სავსე სინი მოჰქონდა. სამზარეულო სავსე იყო ნა-
ირ-ნაირი ქვაბით. თვალს ვერ მოჰკრავდით ვერც მარილს, ვერც
ხორცს, ვერც სასმელს. არც პურ-ფუნთუშეულის მადის აღმძვრელი სუ-
ნი იდგა. არომატებისა არ იყოს, სახლში ხმებსაც აკონტროლებდნენ.
მუსიკა ნებადართული იყო, მაგრამ არავითარი რადიო და ტელევიზო-
რი. არმანუშს ჯონი კეში გაახსენდა და თვალებით ასია მოძებნა.
დაინახა, რომ გოგონა რამდენიმე მეზობელთან ერთად ტახტზე იჯ-
და. თავი მაღლა აეწია, დაბნეულად ექაჩებოდა კულულს და ცხედარს
უყურებდა. სწორედ მაშინ, როდესაც ასიასაკენ წასვლა დააპირა, არმა-
412
ნუშმა დეიდა ზელიჰა დაინახა. ზელიჰა, რომელიც ქალიშვილის გვერ-
დით იჯდა და გაუგებარი გამომეტყველება ჰქონდა, ასიას ყურში რაღა-
ცას ეუბნებოდა.
***
ჰოდა, იდო მკვდარი სხეული ტახტზე, ხოლო ქალების ჯგუფთან ერ-
თად, რომლებიც გაუჩერებლად ქვითინებდნენ და ტიროდნენ, ასია
წყნარად იჯდა. სახეზე ფერი აღარ ჰქონდა.
- არ მჯერა შენი, - თქვა გოგონამ ისე, რომ დედამისისთვის პირდა-
პირ არ შეუხედავს.
- არც გაძალებ, - ჩაიბუტბუტა დეიდა ზელიჰამ, - მაგრამ, ბოლოს და
ბოლოს, მივხვდი, რომ ვალდებული ვიყავი, ამეხსნა. ახლა თუ ასე არ
მოვიქცევი, საამისო დრო აღარ დადგება. მკვდარია.
ასია ნელა წამოდგა და ცხედარს დახედა. ისე დაჟინებით უყურებდა,
თითქოს არ უნდოდა, დავიწყებოდა, რომ დაფნის მწვანე საპნით განბა-
ნილი და სამპირ ბამბის სუდარაში გახვეული სხეული, სხეული, რომე-
ლიც ფოლადის ლაპოტისა და ვერცხლის გაშავებული ორი მონეტის
ქვეშ უძრავად იდო, სხეული, რომელსაც მექიდან ჩამოტანილი წმინდა
წყალი მიაღებინეს და სანდალოზის ხის საკმევლის სუნი ჰქონდა, მამა-
მისი იყო.
მამამისი... ბიძია... ბიძია... მამამისი... ასიამ ცხედარს მზერა მო-
აშორა და ოთახს იქამდე ათვალიერებდა, ვიდრე არ დაინახა დეიდა ზე-
ლიჰა, რომელიც უკან ახლა ისე ურეაქციოდ იჯდა, რომ ახალგაჭრილი
ხახვიც ვერაფერს დააკლებდა.
ასია დედამისს მიაჩერდა და უცებ მიხვდა, რატომ არ იყო ეს ქალი
წინააღმდეგი, როდესაც ქალიშვილი „დეიდას“ ეძახდა.
მამიდა... დედა... მამიდა... დედა... ასიამ მკვდარი მამისკენ ნაბიჯი
გადადგა. ერთ ნაბიჯს მეორე მიჰყვა. ახლოს მივიდა. რაც უფრო ახლოს
მიდიოდა, მით უფრო ძლიერდებოდა კვამლიც. სადღაც, ოთახში, გაწა-
მებული როუზი მოთქვამდა. გაუთავებლად მოთქვამდნენ სხვა ქალე-
ბიც. რეაქციისა და რიტმის თანამიმდევრობაში ყველანი ერთმანეთთან
იყვნენ დაკავშირებული და მიუხედავად იმისა, აღიარებდნენ თუ არა
413
ამას ადამიანები, თითოეული მათგანის ამბავი სხვების ამბებთან იყო
გადახლართული. ყველა წამოტირებაში რაღაცნაირი სიმშვიდე იყო,
ანდა შეიძლება, საყოველთაო მწუხარებაში ყოველთვის არის ვიღაც,
ვისაც არ შეუძლია სხვებთან ერთად გლოვა.
- ბაბა... - წაიბუტბუტა ასიამ.
ისლამი ამბობს, რომ თავიდან, ყველანაირ არსებაზე ადრე, იყო
სიტყვა. რაც იყო, იყო, მაგრამ ასიას მამის შემთხვევაში საქმე სულ
სხვაგვარად გახლდათ. თავიდან, არსებობაზე ადრე, სიტყვის არარსე-
ბობა იყო.
***
იყო და არა იყო რა.
ძალიან დიდი ხნის წინ ერთ არც ისე შორეულ ქვეყანაში, მაშინ, რო-
ცა საცერი ჩალაში იყო, ვირი ქალაქში ქადაგებდა და აქლემი დალა-
ქობდა... როცა მამაჩემზე უფროსი ვიყავი და იტირებდა თუ არა, აკვანს
ვურწევდი... როცა სამყარო თავდაყირა იდგა და დრო წრე იყო, რომე-
ლიც ტრიალებდა და ტრიალებდა, ხოლო მომავალი იყო წარსულზე
ძველი, წარსული კი - ახალდათესილი მინდვრებივით სუფთა...
იყო და არა იყო რა. ღვთის ქმნილებები ხორბალივით ბევრნი იყ-
ვნენ და მეტისმეტად ბევრი ლაპარაკი ცოდვა იყო, რადგან ვერ იტყო-
დით იმას, რაც არ უნდა გხსომებოდათ, და ვერ დაიხსომებდით იმას,
რაც არ უნდა გეთქვათ.
* **
კალიუმციანიდი უფერო შენაერთი, კალიუმისა და წყალბადის ცი-
ანიდის უფერო მარილია. შაქარს ჰგავს და წყალში ძალიან კარგად იხ-
სნება. სხვა მომწამვლელი შენაერთებისაგან განსხვავებით, შესამჩნე-
ვი სუნი აქვს, ნუშის, მწარე ნუშის სუნი.
ბროწეულის მარცვლებითა და კალიუმციანიდის წვეთებით მორ-
თულ აშურეს ფიალაში საწამლავის არსებობის გამოცნობა ძნელია,
რადგან ამ დესერტის უამრავ ინგრედიენტს შორის ნუშიც არის.

414
- მბრძანებელო, რა ჩაიდინე?! - დაიჩხავლა ბატონმა სიმწარემ და
გულმოსულად გაიკრიჭა, მისგან სხვა არც იყო მოსალოდნელი, - ცხოვ-
რების მდინარებაში ჩაერიე!
დეიდა ბანუმ ტუჩები მოკუმა.
- ჩავერიე, - თქვა ბანუმ. ლოყებზე ცრემლები ჩამოსდიოდა, - მარ-
თალია, მე მივეცი ის აშურე, მაგრამ მისი შეჭმა თავად არჩია. ორივემ
გადავწყვიტეთ, რომ ასე ჯობდა. ეს გაცილებით ღირსეული საქციელი
იყო, ვიდრე მეტხანს სიცოცხლე და წარსულის ტვირთის ტარება. ცოდ-
ნასა და არაფრის გაკეთებას ასე სჯობდა. ალაჰი არასდროს მაპატიებს.
სათნოთა სამყაროდან სამუდამოდ ვარ განდევნილი. სამოთხეში ვე-
რასდროს მოვხვდები. პირდაპირ ჯოჯოხეთის ცეცხლში მომისვრიან,
ალაჰმა იცის, რომ ცოტაა ჩემს გულში სინანული.
- ალბათ, სალხინებელი იქნება შენი სამუდამო სამყოფელი, - ქალ-
ბატონი სიამე შეეცადა ცოტათი მაინც ეცა ნუგეში. უყურებდა ატირებულ
მბრძანებელს და თავს უმწეოდ გრძნობდა, - სომეხ გოგოს რა მოუვა?
ეტყვი ბებიამისის საიდუმლოს?
- არ შემიძლია. მეტისმეტია, თანაც, არ დამიჯერებს.
- ცხოვრება დამთხვევაა, მბრძანებელო, - ისევ ამოიღო ხმა ბატონმა
სიმწარემ.
- ამ ამბავს ვერ მოვუყვები, ამას კი მივცემ, - დეიდა ბანუმ უჯრა გა-
მოაღო და ოქროს ბროწეულივით გულსაბნევი ამოიღო, შიგნით ლა-
ლის მარცვლები რომ იყო ჩასმული.
ბებია შუშანა, რომელსაც ერთ დროს ეს გულსაბნევი ეკუთვნოდა,
სამშობლოდან გაძევებული ადამიანი იყო. მისი ხვედრი ცხოვრების
ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასასვლელად ხან ერთი, ხან მეორე სახე-
ლის მიღება გახლდათ.
დაბადებით შუშანა სტამბოლელი მოგვიანებით შერმინ 626 გახდა.
მერე შერმინ კაზანჯი იყო, მერე შუშანა ჩახმახჩიანი. ყოველი ახალი სა-
ხელის შეძენასთან ერთად სამუდამოდ იკარგებოდა მასში რაღაც.
რიზა სელიმ კაზანჯი გამჭრიახი საქმოსანი, ერთგული მოქალაქე და
თავისებურად კარგი ქმარი იყო. საკმაოდ შორსმჭვრეტელი იყო იმის-
415
თვის, რომ რესპუბლიკის ეპოქაში, სწორედ მაშინ, როდესაც ნაციას
სამშობლოს მოსართავად მეტი და მეტი დროშა სჭირდებოდა, ქვაბების
კეთებიდან დროშების კეთებაზე გადართულიყო. ასე გახდა რიზა სელი-
მი სტამბოლში ერთ-ერთი შეძლებული საქმოსანი.
ობოლთა თავშესაფარში დაახლოებით მაშინ მივიდა, როცა იქაურ
დირექტორთან შესაძლო საქმიანი თანამშრომლობის შესახებ დასა-
ლაპარაკებლად აპირებდა შეხვედრას. თავშესაფრის ცუდად განათე-
ბულ დერეფანში ისლამზე მოქცეული თოთხმეტიოდე წლის სომეხი გო-
გონა დაინახა. დიდი დრო არ დასჭირვებია იმის მისახვედრად, რომ
გოგონა იმ კაცის ძმისწული იყო, ვისაც ამქვეყნად ყველაზე მეტად აღ-
მერთებდა, ოსტატი ლევონის, კაცის, რომელმაც ქვაბების კეთების ხე-
ლოვნება ასწავლა და ერთ დროს გაჭირვებულ ბიჭს ეხმარებოდა. ახლა
რიზას ჯერი იყო, ახლა ის უნდა მიხმარებოდა ოსტატ ლევონის ოჯახს.
და მაინც, მრავალრიცხოვანი ვიზიტების შემდეგ, როცა რიზა სელიმმა
გოგონას ხელი და გული სთხოვა, მისი საქციელი არა სიკეთით, არა-
მედ სიყვარულით იყო ნაკარნახევი.
დარწმუნებული იყო, რომ შერმინს შეეძლო და, ბოლოს და ბოლოს,
დაივიწყებდა კიდეც. დარწმუნებული იყო, კეთილად და სიყვარულით
თუ მოექცეოდა, ბავშვსა და საუცხოო სახლს თუ აჩუქებდა, ნელ-ნელა
გოგონა საკუთარ წარსულს დაივიწყებდა და საბოლოოდ განიკურნე-
ბოდა. უბრალოდ, დროის ამბავი იყო. რიზა სელიმი ფიქრობდა: მას
შემდეგ, რაც ბავშვს გააჩენს, ქალს თავისი ბავშვობის ტვირთის ტარება
აღარ შეუძლიაო.
ასე და ამგვარად, როდესაც გაიგო, რომ ცოლს მიეტოვებინა და
ძმასთან ერთად ამერიკაში წასულიყო, ახალ ამბავს რიზა თავიდან არ
იჯერებდა, მერე კი მოიკვეთა ცოლი. გაქრა შუშანა კაზანჯების გვარის
მატიანიდან, მათ შორის საკუთარი ვაჟის მეხსიერებიდანაც, რომლის-
თვისაც დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ლევონი ერქვა თუ ლევენთი.
ასე იყო თუ ისე, შუშანას შვილი სასტიკი კაცი დადგა.
რამდენადაც უწყინარი და თავაზიანი იყო გარეთ, იმდენად ულმო-
ბელი იყო შვილების, ოთხი გოგონასა და ერთი ვაჟის მიმართ.
416
ოჯახური ისტორიები ერთმანეთთან ისეა გადახლართული, რომ
თაობების წინ მომხდარ ამბავს შეიძლება აწმყოს თითქოსდა უადგილო
ამბებზე ჰქონდეს გავლენა. წარსული ყველაფერია, გარდა იმისა, რაც
იყო. დადგებოდა თუ არა მისი ერთადერთი ვაჟის, მუსტაფასაგან სხვა-
ნაირი ადამიანი, ლევენთ კაზანჯი ასეთი სასტიკი და გესლიანი რომ არ
გაზრდილიყო?! იქნებოდა კი დღეს ასია ნაბიჭვარი, თაობების წინ,
1915 წელს, შუშანა რომ არ დაობლებულიყო?!
ცხოვრება დამთხვევაა, თუმცა, ზოგჯერ ამის მისახვედრად ჯინია სა-
ჭირო.
***
შუადღე ილეოდა. დეიდა ზელიჰა ბაღში გავიდა.
არამს სახლში შესვლა არ უნდოდა და ზელიჰას რამდენიმე საათის
განმავლობაში ელოდებოდა. კარგა ხნის წინ მოეწია ყველა სიგარა.
- ჩაი მოგიტანე, - თქვა ზელიჰამ. გაზაფხულის სიო სახეზე ელამუნე-
ბოდა და ყველა მხრიდან მოჰქონდა ზღვის, მობიბინე ბალახისა და
სტამბოლის ნუშის ხეების ჯერაც გაუშლელი ყვავილების ათასნაირი
სუნი.
- გმადლობ, საყვარელო, - მიუგო არამმა, - რა საყვარელი ჩაის ჭი-
ქაა.
- მოგწონს? - დეიდა ზელიჰამ ჩაის ჭიქა ხელში შემოაბრუნა, რაღა-
ცას მიხვდა და სახე გაუბრწყინდა, - რა საოცარია. იცი, ამ წუთს რას მივ-
ხვდი? ეს სერვიზი ოცი წლის წინ ვიყიდე. რა უცნაურია!
- რა არის ასეთი უცნაური? - იკითხა არამმა და იგრძნო, როგორ და-
ეცა წვიმის წვეთი.
- არაფერი, - თქვა დეიდა ზელიჰამ, თან ხმას დაუწია, - უბრალოდ,
არასოდეს მიფიქრია, რომ ამდენ ხანს გაძლებდა. სულ მეშინოდა, რომ
ადვილად დაიმსხვრეოდა, მაგრამ, ალბათ, იმისთვის არსებობს, რომ
იმ ამბავს მოჰყვეს. ჩაის ჭიქებიც კი ჰყვებიან!
რამდენიმე წუთში სახლიდან ნელი, რბილი ნაბიჯებით სულთან მე-
ხუთე გამოვიდა. სავსე სტომაქი და ნამძინარევი თვალები ჰქონდა. ზე-
ლიჰასა და არამს გარს შემოუარა და დეიდა ზელიჰას გვერდით მოირ-
417
გოლა. ცოტა ხანს თითქოს ბრჭყალს ილოკავდა გულმოდგინედ, მერე
გაჩერდა და შეშფოთებულმა ირგვლივ მიმოიხედა. აინტერესებდა, რას
შეიძლებოდა ეს სიმშვიდე დაერღვია. იმის ნაცვლად, რომ პასუხი მი-
ეღო, სულთან მეხუთეს ცხვირზე მოთბო წვეთი დაეცა. ერთ წვეთს მე-
ორე მოჰყვა. წვეთი ამჯერად თავზე დაეცა. ერთობ უკმაყოფილო კატა
ნელა წამოდგა და ვიდრე ისევ სახლს მიაშურებდა, თათები გაჭიმა, გა-
იზმორა. კიდევ ერთი წვეთი ჩამოვარდა. სულთან მეხუთემ ნაბიჯს მო-
უმატა.
შეიძლება, კატამ წესები არ იცოდა. უბრალოდ, არ იცოდა, რომ კურ-
თხეულია ყველაფერი, რაც ციდან მოდის, მათ შორის - წვიმაც.
***
ეს რომანი არიზონას, ნიუ-იორკსა და სტამბოლს შორის მისვლა-
მოსვლისას დაიწერა. მადლობას ვუხდი უამრავ სომხურ და თურქულ
ოჯახს, რომლებმაც მიმიღეს, თავიანთ სახლებში მიმასპინძლეს, საჭ-
მელს მიმზადებდნენ და მიუხედავად იმისა, რომ მტკივნეული წარსუ-
ლის გახსენება ძნელი იყო, თავიანთ პირად ამბებს მიზიარებდნენ. დიდ
ვალში ვარ სომეხ და თურქ ბებიებთან, რომლებსაც თითქმის ბუნებრი-
ვად გამოსდით საზღვრების დარღვევა, რომლებიც ნაციონალისტებს,
აქეთაც და იქითაც, გარანტირებული ჰგონიათ.
უბადლო მხარდაჭერის, შრომისა და მეგობრობისთვის დიდი მად-
ლობა ჩემს ლიტერატურულ აგენტებსა და მეგობრებს, მარლი რუსოვსა
და მაიკ რადულესკუს. მადლობა პოლ სლოვაკს სარედაქტორო მითი-
თებების, ნდობისა და გამხნევებისთვის. დიდი წვლილისათვის მად-
ლობა მუგე გოჩეკს, ანა ბეტერიჯს, ენდრიუ უედელსა და დიან ჰიგინსს.
რომანის თურქული გამოცემის გამოსვლის შემდეგ, იქამდე, ვიდრე
2006 წელს მისი ინგლისური გამოცემა გამოვიდოდა, თურქეთის სის-
ხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლით „ნაციისათვის ჩირქის
მოცხების გამო“ გამასამართლეს. ბრალდებები რომანის სომეხი პერ-
სონაჟების სიტყვებს ეყრდნობოდა. შეიძლებოდა სამწლიანი პატიმრო-
ბა მოესაჯათ, მაგრამ საბოლოოდ ბრალდებები მომიხსნეს.

418
ამ დროის განმავლობაში გამიმართლა და სრულიად განსხვავებუ-
ლი ეროვნებისა და სარწმუნოების ძალიან ბევრი ადამიანისგან, მე-
გობრებისგან, ასევე, უცხო ხალხისგან, უზარმაზარი მხარდაჭერა მივი-
ღე. მათი იმაზე მეტი მმართებს, ვიდრე სიტყვით შემიძლია გამოვთქვა.
დასასრულ, როგორც ყოველთვის, მადლობა ეიუპს, მოთმინებისა
და სიყვარულისთვის... იმისთვის, რომ ასეთია.

419

You might also like