You are on page 1of 4

ბერძენ-სპარსელთა ომი

1.რისი პირველი მაგალითია მსოფლიოში ბერძენ-სპარსელთა ომი?რომელი ორი


კულტურის სახელმწიფო დაუპირისპირდა ერთმანეთს?

2.სად გაავრცელა აქამენიანურმა ირანმა თავისი ექსპანსია და რომელი სახელმწიფოები


დაიპყრო?რა გავლენა მოახდინა ამან ბერძნულ პოლისებზე?

3.ვის უჭერდა მხარს ბერძნულ პოლისებში მყოფი არისტოკრატია?რომელი ქალაქი


დაეხმარა მცირეაზიელ ბერძნებს სპარსელების წინააღმდეგ ბრძოლაში ?

4.რომელი ისტორიკოსი მოგვითხრობს ბერძნებისა და სპარსელების პირველი ომის


შედეგებზე? რომელ ბერძნულ პოლისებს ასახელებს ის? რომელი რით იყო ძლიერი ?

5.რომელი მეფის დროს დაიწყო პირველი სამხედრო ექსპედიცია? რომელ აუზებში სურდა
გაბატონება მას? სად გადასხეს ფლოტი სპარსელებმა ძვ.წ 490 წელს.

6.რომელმა პოლისებმა ცნეს სპარსელების უპირატესობა? რითი გადაწყვიტა დარიოსმა


ათენის დასჯა? რა ოდენობის მოლაშქრე ჰყავდა ათენს? ვინ ხელმძღვანელობდა
ათენელებს? რა ტაქტიკა გამოიყენა მან?

7.რომელი სიტყვებით მიმართა მილტიადემ ომის მონაწილეებს?

8.რამ აიძულა სპარსელები, შეტევაზე გადასულიყვნენ?

9.რა შედეგებით დამთავრდა მარათონის ბრძოლა?

10.ვინ იყო ფილიპიდესი?გადმოეცით ლეგენდა ფილიპიდესზე.

11.რა მოჰყვა მარათონის ბრძოლაში გამარჯვებას?

12.რისთვის დაიწყეს ბრძოლა აქამენიანებმა? რავითარება იყო ამ დროს მათ ქვეყანაში ?


ვინ შეცვალა დარიოსი, როდის და რა შეძლო მან?

13.როდის შეიკრიბა საერთო ბერძნული კონგრესი? რაზე უნდა ემსჯელათ? რა დადგინდა ?


მოწინააღმდეგე ქალაქს რა დაემართებოდა? ვინ სარდლობდა ბერძენთა ლაშქარს ?

14.გადმოეცით ქსელქსეს და ლეონიდასის დანაბარები.

15.სად დაბანაკდნენ ბერძნები?სპარსელები? როგორ აღმოჩნდნენ სპარსელები


ბერძნების ზურგში? რა მოიმოქმედა ლეონიდასმა?

16.ისაუბრეთ ლეონიდასის სტრატეგიაზე.

17.რა ღვაწლი მიუძღვის სამას სპარტელს?

18.რომელი ორი ბანაკი შეიქმნა საბერძნეთში ომის წარმოებასთან დაკავშრებით? ვინ


მეთაურობდნენ?

19.როთი იყო განპირობებული თემისტოკლეს წინადადება?

20.რომელ კუნძლთან დაბანაკებულ ფლოტს შეუტია ქსერქსემ? ვინ გაიმარჯვა ბრძოლაში?


რა მოიმოქმედა ქსერქსემ?
21.კიდევ როდის და რომელ ბრძოლაში დაამარცხეს სპარსელები ბერძნებმა ? საბოლოოდ
როგორ დასრულდა ბერძნებისა და სპარსელების ურთიერთობა ?

22. როდის შეიქმნა ათენის მეთაურობით ამხედრო კავშირი და რა ერქვა? სად


მდებარეობდა პოლისის ხაზინა? რა ევალებოდათ პოლისებს?

23. რომელი ბრძოლა გაიმართა საბოლოოდ ბერძნებსა და სპარსელებს შორის?

24.რომელი ზავი გაფორმდა მათ შორის და როდის?

25.ზავის პირობები?

1.საზღვაო და სახმელეთო ცივილიპაციების პირველი მაგალითია.ევროპული საბერძნეთი


და აზიური ირანი.

2.მცირე აზიაში. დაიპყრო : ეგვიპტე, ეგეოსის ზღვის კუნძულები, გადაიბირა ფინიკიელი


ვაჭრები ,რამაც ბერძნული პოლისები მარწუხებში მოაქცია.

3.შერყეული არისტოკრატია სპარსელებს უჭერდა მხარს.მხოლოდ ათენი და ამიტომ მათი


დამარცხება სპარსეკებს არ გასჭირვებიათ.

4.თუკიდიდე,ასახელებს ათენსა და სპარტას, ათენი ძლიერი იყო ზღვაში,ხოლო სპარტა


ხმელეთზე.

5.დარიოსის დროს. ბალკანეთის ნახევარკუნძულისა და ხმელთაშუა ზღვის აუზში.


გადასხეს ეგეოსის ზღვაში.

6.ყველამ ათენისა და სპარტას გარდა. ათენიდან 42 კილომეტრში მარათონის ველზე


დაბანაკდა. 10 000 მეომრის შეგროვება მოახერხა, დაემატა 1000 პლატეელი.
მილტიადე.მან ჩაკეტა მარათონიდან ათენისკენ მიმავალი გზა. სპარსელები და ბერძნები
3 დღე ერთმანეთის პირისპირ იდგნენ.ბერძნული არმიის მარცხენა და მარჯვენა მხარე
დაცულიიყო ხის მორებით.

7.“თქვენზეა დამოკიდებული,ათენს მონობის უღელი დაედგმება თუ თავისუფლება


განმტკიცდება“

8. ბერძნებს დამხმარე ძალა ემატებოდათ.

9.სპარსელების თავდასხმა ბერძნებმა მოიგერიეს და თავად გადავიდნენ შეტევაზე .


სპარსელებმა ვერ გაუძლეს ბერძნულ ფალანგას და უკუიქცნენ. მარათონის ველზე
გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არა მარტო ათენისთვის,არამედ ყველა
ბერძნული ქალაქისთვის.

10. მან გაუჩერებლად გაირბინა გზა მარათონიდან ათენამდე(42 195),რათა


მოქალაქეებისთვის ეხარებნა ბერძნების გამარჯვების ამბავი . გადმოცემის თანახმად ,მან
მიაღწია ქალაქს, შესძახა „ჩვენ გავიმარჯვეთ!“ და უსულოდ დაეცა.

11. იმედდაკარგულ ბერძნულ პოლისებში აღფრთოვანება გამოიწვია ,მაგრამ


იმავდროულად გაამწვავა დაპირისპირება ოლიგარქიასა და დემოკრატიას შორის .
12.მარათონში განცდილი მარცხის შემდეგ გადამწყვეტი ბრძოლისთვის დაიწყეს
მზადება,თუმცა არეულობა დაიწყო. აჯანყდნენ მესოპოტამია და ეგვიპტე. ძვ .წ 486 წელს
ირანის შაჰი გახდა ქსერქსე,შეძლო ირანის სახელმწიფოების ერთიანობის აღდგენა .

13.481 წელს. აქამენიანთა წინააღმდეგ კოალიციის შექმნაზე. ყველა ბერძნულ ქალაქ-


სახელმწიფოს ევალებოდა სამშობლოს დაცვა, ის,ვინც სპარსელებს
მიემხრობოდა,სასტიკად დაისჯებოდა. უსარდლებდა სპარსეთის მეფე ლეონიდასი .

14.ქსერქსემ ლეონიდასთან გაგზავნილ ელჩს დააბარა: „ჩვენი ისრები თქვენს მზეს


დაგიბნელებენ“,ლეონიდასმა გაიცინა დ უპასუხა“არა უშავს,ჩვენ სიბნელეში მოგვიწევს
ბრძოლა“. მეორე ლეგენდის მიხედვით ელჩმა მუქარა დაიწყო:“თუ სპარსელები
დაამარცხებენ ბერძნებს,სპარტას ელოდება აოხრება ,ხალხის ამოხოცვა ,ქონების
წართმევა,რაზეც ლეონიდასმა ლაკონიურად მიუგო :“თუ?“

15.ბერძნები - პელოპონესში,თერმოპილეს მახლობლად. სპარსელებიც მათკენ


გაემართნენ,რათა შუა აზიაში შეჭრილიყვნენ,თუმცა ვერ შეძლეს იქამდე ,სანამ
მოღალატემ ბერძნების საიდუმლო ბილიკი არ უჩვენა. ლეონიდასმა უკან დაიხია და
ხელსაყრელი პოზიციები დაიკავა.

16. ლეონიდასმა ქსერქსეს მეომრებს თერმოპილეს ვიწრო გასასვლელთან გადაუღობა


გზა,რითაც დანარჩენ ბერძნულ ნაწილებს საშუალება მისცა, უდანაკარგოდ გასულიყვნენ
და ხელსაყრელ ადგილზე დაბანაკებულიყვნენ.

17.სამასი სპარტელი გმირულად დაეცა,მათი თავგანწირვის გამო ბერძნებმა აღმართეს


ლომის გამოსახულება პოეტ სიმონიდეს სიტყვებით: „ჰე,უცხოელო,აუწყე სპარტელებს
ჩვენი სიკვდილი; პატიოსნად შევასრულეთ მოვალეობის კანონი. ჩვენ აქ,სამარეში
ვწევართ.

18.სახმელეთო(არისტიდე, არისტოკრატია და მიწათმოქმედთა ნაწილი),


საზღვაო(თემოსტოკლე, ვაჭარხელოსნური დემოსი)

19.სპარსელთა რიცხობრივი უპირატესობის გამო უმჯობესი იყო,აერჩიათ საზღვაო


ბრძოლა. ძვ.წ 480 წელს ათენს უკვე 180 ტრიერი ჰყავდა.

20.კუნძულ სალამინთან. ბერძნებმა გაიმარჯვეს. მარცხის გამო ქსერქსე სამშობლოში


გაბრუნდა.

21.ძვ.წ 479 წელს,პლატეას ბრძოლაში. ირნმა ხელი აიღო საბერძნეთის დამორჩილებაზე.


რამდენიმე წელში საბერძნეთს ტერიტორია მთლიანად გაწმინდეს აქამენიანებისგან .

22. ძვ.წ 478 წელს,სიმაქია. მდებარეობდა კ.დელოსზე,ყველა პოლისი ვალდებული


იყო,ათენის ფლოტის შესანაად გარკვეული ოდენობის გადასახადი „ფოროსი“
გადაეხადა.

23.ბრძოლა მიკალეს კონცხთან,ძვ.წ 479 წ.(ესაც საზღვაო ბრძოლა იყო)

24.ძვ.წ 449 კლიასის ზავით გაფორმდა ათენის გამარჯვება.


25.მცირე აზიის ყველა ბერძნული ქალაქი იქნებოდა ავტონომიური
მმართველობის;სპარსეკებს აეკრძალათ ზღვაში ნაოსნობა მცირე აზიის სანაპიროდან
სამი დღის სავალზე.

You might also like