Goga Bitadze learns quickly since joining Orlando MagicNBA-ს ამ სეზონის აღმოჩენა, უდავოდ „ორლანდო მეჯიქია“. ჯადოქრობის რა გითხრათ, მაგრამ გოგა ბითაძის გუნდი ამ სეზონში საკმაოდ დამაჯერებლად ბურთაობს და ზედიზედ მე-7 მატჩი მოიგო.

ფლორიდელები აღმოსავლეთის კონფერენციაში „მილუოკისთან“ ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ, რასაც სეზონის წინ ვერავინ იფიქრებდა. „ორლანდოს“ მსხვერპლი ამჯერად „შარლოტ ჰორნეტსი“ აღმოჩნდა – 130:117.

საქართველოს ნაკრების ცენტრი „ორლანდოს“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და მწვრთნელმა სულ 20 წუთით დატვირთა, რა დროშიც 11 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი მოინაგრა. გოგამ 7-დან 5 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

მომდევნო მატჩს „ორლანდოელები“ შინ, 29 ნოემბერს, „ვაშინგტონ ვიზარდსთან“ გამართავენ. ორლანდოელთაგან განსხვავებით მოგების გემო ვერ გაიხსენა სან ანტონიომ. სანდრო მამუკელაშვილის გუნდმა ზედიზედ მე-12 მატჩი წააგო. გრეგ პოპოვიჩის გაწვრთნილი შეგირდები ამჯერად „დენვერ ნაგეთსთან“ დამარცხნენ – 120:132.

სანდროს ისევ ცოტა დრო მიეცა და ისევ მატჩის მიწურულს, როდესაც ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. ჩვენებურმა პარკეტზე 6.32 წუთი გაატარა, რა დროშიც ორი პასის გაკეთება მოასწრო და ერთხელ ბურთი ჩაჭრა. „სან ანტონიო“ კონფერენციაში ბოლო ადგილზეა და მომდევნო მატჩს 1 დეკემბერს, „ატლანტასთან“ გამართავს.

წილი
წინა სტატიამეტოქეები პარიზის გზაზე
შემდეგი სტატიალექსოს 150-ე და რასინგის ლიდერობა
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...