დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა

ქათმის ხორცი და უვნებლობა: მარტივი გზამკვლევი

სისუფთავე
სათანადო დასუფთავების პრაქტიკა ყველაზე ეფექტური გზაა ბაქტერიების სამზარეულოში მოხვედრის თავიდან ასარიდებლად.
•    ხელების დაბანა -ყოველთვის დაიბანეთ ხელები მინიმუმ 20 წამის განმავლობაში სურსათის მიღებამდე და ხორცის, ფრინველის, კვერცხისა და ზღვის პროდუქტებთან შეხების შემდეგ.
•    გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი. გაწმინდეთ და გაასუფთავეთ სამუშაო ზედაპირები,დანადგარები, საჭრელი დაფები და ჭურჭელი სადეზინფექციო ხსნარით (5 მლ ან 1 ჩ/კ ხსნარი 750 მლ ან 3 ჭიქა წყალზე), საჭმლის მომზადებამდე და მის შემდეგ.
•    გარეცხეთ თქვენი პროდუქტი. ჭუჭყისა და ნარჩენების მოსაშორებლად  პროდუქტი კარგად გარეცხეთ გამდინარე წყლის ქვეშ. ზოგიერთი პროდუქტი უფრო მეტ ჭუჭყს ინარჩუნებს, ვიდრე სხვები, ამიტომ დარწმუნდით და  ყურადღებით შეამოწმეთ, რათა თავიდან აიცილოთ ჭუჭყიანი სურსათი.
•    გარეცხეთ ლანჩის ყუთები ყოველ საღამოს. ლანჩის ყუთებსა და კონტეინერებს შეუძლიათ ბაქტერიების ინკუბაცია, თუ არ იქნებიან სუფთა მდგომარეობაში. გარეცხეთ ისინი ყოველ საღამოს.

განცალკევება
უმი ხორცის, ფრინველისა და ზღვის პროდუქტების არასათანადო მოპყრობამ შეიძლება გამოიწვიოს ჯვარედინი დაბინძურება, რომელიც გულისხმობს ბაქტერიების გავრცელებას ერთი სურსათიდან მეორე სურსათზე ან სხვა ზედაპირებზე. ამიტომ მნიშვნელოვანია უმი ხორცის, ფრინველისა და ზღვის პროდუქტების განცალკევება .
•    გამოიყენეთ ორი საჭრელი დაფა. ერთი საჭრელი დაფა გამოიყენეთ სხვა პროდუქციისთვის და მეორე- ხორცისთვის. თუ ერთდროულად ერთზე მეტ ხორცის პროდუქტს ამზადებთ, შეინახეთ ისინი ცალკე-ცალკე, კარგად გარეცხეთ საჭრელი დაფა ორივეს მომზადებას შორის. 
•    უმი ხორცი, ფრინველი და თევზი შეინახეთ დალუქულ კონტეინერში თქვენი მაცივრის ქვედა თაროზე, რათა თავიდან აიცილოთ მათი წვენით სხვა სურსათის დაბინძურება. 
•    შეინახეთ თეფშები სუფთად. არასოდეს დააბრუნოთ თერმულად დამუშავებული სურსათი იმ თეფშზე ან საჭრელ დაფაზე, სადაც მანამდე იყო ნედლი სურსათი.

გაციება 
•    შედგით მაცივარში ან გაყინეთ ორი საათის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ უმი სურსათი, განსაკუთრებით ხორცი, ფრინველი და ზღვის პროდუქტები, დროულად შეინახოთ მაცივარში. მაცივარში შენახვის ტემპერატურა უნდა იყოს მაქსიმუმ +4°C,ხოლო საყინულეში -18°C.
•    არ გაალღოთ ხორცი ოთახის ტემპერატურაზე. გალღობა უსაფრთხო მეთოდებია,მაცივარში გალღობა, მიკროტალღურ ღუმელში ან ცივ წყალში, ცივი წყლით გალღობისას აუცილებლად შეცვალეთ წყალი ყოველ 30 წუთში.
•    გაყინეთ სწორად. ცალკეული ნაწილები დაგრინეთ და ისე გაყინეთ,ამოიღეთ რაც შეიძლება მეტი ჰაერი დალუქვამდე. ეს არა მხოლოდ გააუმჯობესებს გალღობილი ქათმის გემოს, არამედ გაადვილებს ცალკეული ნაჭრების გალღობას საჭიროებისამებრ.
•    თვალი ადევნეთ პროდუქტის თარიღს. მნიშვნელოვანია იცოდეთ როდის შეინახეთ ინგრედიენტი  მაცივარში ან საყინულეში, რათა იცოდეთ როდემდე აქვს ვადა. ახალი ქათმის შენახვა შესაძლებელია მაცივარში 2-3 დღის განმავლობაში, ხოლო დანაწევრებული ქათამი უნდა გამოიყენოთ ერთი დღის განმავლობაში. საყინულეში ქათმის ნაჭრები შეიძლება ინახებოდეს გაყინულ მდგომარეობაში ექვს თვემდე,ხოლო მთელი ქათამი ერთ წლამდე.

მომზადება
  • მომზადების დრო და ტემპერატურა განსხვავდება ყველა ხორცისთვის.თერმულად დამუშავების დროს ქათმის ხორცის შუაგულის ტემპერატურა უნდა იყოს 74 °C,ხოლო დაყოვნების დრო,მითითებულ ტემპერატურაზე-15 წმ.
  • გამოიყენეთ სურსათის კონტაქტური თერმომეტრი. თქვენ არ შეგიძლიათ გაიგოთ ხორცი მოხარშულია თუ არა მხოლოდ მასზე დაკვირვებით და ყველაზე საიმედო გზა, რათა თავიდან აიცილოთ თქვენი ქათმის არასაკმარისი ან ზედმეტად მოხარშვა არის ციფრული თერმომეტრი. ჩადეთ თერმომეტრი სხვადასხვა ადგილას, რათა უზრუნველყოთ თანაბარი მომზადება .ასევე ყოველთვის დარწმუნდით, რომ თერმომეტრი ყოველთვის გარეცხილია საპნითა და წყლით,ხელახალ გამოყენებამდე.
ქათმის ხორცი და უვნებლობა: მარტივი გზამკვლევი