loader

"საქართველოში "მაიმუნის ყვავილის" 2 სავარაუდო შემთხვევიდან ერთი უარყოფითია, მეორეს იკვლევენ" - ამირან გამყრელიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქართველოში "მაიმუნის ყვავილის" 2 სავარაუდო შემთხვევიდან ერთი უარყოფითია, მეორეს იკვლევენ" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში "მაიმუნის ყვავილის" ვირუსის ორი სავარაუდო შემთხვევიდან ერთი უარყოფითია, ხოლო მეორე შემთხვევის გამოკვლევა გრძელდება - გამყრელიძემ ამის შესახებ "რადიო თავისუფლებას" უთხრა.

„გაძლიერებულია ზედამხედველობა ვირუსულ დაავადებებზე. ჯერჯერობით ერთი შემთხვევა უარყოფილია და ერთის კვლევა მიმდინარეობს", - აცხადებს გამყრელიძე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 5 მაისს დაადასტურა "მაიმუნის ყვავილის" 780 შემთხვევა მსოფლიოს 27 ქვეყანაში. მონაცემები არ მოიცავს შემთხვევებს აფრიკის ქვეყნებში, სადაც ეს დაავადება ენდემურია.