მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული „მუსიკალური საღამოები“ რეგიონებში გრძელდება

რეგიონებში „მუსიკალური საღამოები“ გრძელდება.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 8 ივლისს ღონისძიებებს სამტრედიის, ახმეტის, მარნეულის, დედოფლისწყაროს და საჩხერის მუნიციპალიტეტები, ხოლო 9 ივლისს გარდაბანი გურჯაანი, წნორი ჭიათურა და ხონი უმასპინძლებენ.

„მუსიკალური საღამოების“ ფარგლებში, რომელიც ყველა ქალაქში 19:00 საათიდან დაიწყება, სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვებში, საბავშვო გასართობ შოუებში, გაიმართება გიტარის მუსიკალური და მუსიკალური ინსტრუმენტების ძერწვის ვორქშოპი, სახის მოხატვა, ნოტების ქსოვა, საპნის ბუშტები და სხვა.

დღის ბოლოს საღამოს თბილისიდან მიწვეული მომღერლების და მუსიკალური ჯგუფების გრანდიოზული კონცერტები დაასრულებს.

„მუსიკალური საღამოები“ მთელი ქვეყნის მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტში და დაბა ბაკურიანში ყოველ შაბათ-კვირას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს