მსახიობი ზურაბ ქაფიანიძე გარდაიცვალა

მსახიობი ზურაბ ქაფიანიძე დღეს 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ზურაბ ქაფიანიძე დაიბადა 1937 წლის 1-ელ აპრილს. 1961 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1961-1964 წლებში მოღვაწეობდა ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრში მსახიობად. 1964 წლიდან კინოსტუდია ”ქართული ფილმის" მსახიობია. საქართველოს პარლამენტის წევრი (1999-2003). საქართველოს სახალხო არტისტი (1979 წ.), სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1985).

მონაწილეობდა ფილმებში: ”ხევსურული ბალადა", ”დათა თუთაშხია", ”ივანე კოტორაშვილის ამბავი", ”ყველაზე სწრაფები მსოფლიოში", ”დიდოსტატის მარჯვენა", ”ღიმილის ბიჭები", ”ნეილონის ნაძვის ხე", ”ლონდრე", ”ბებერი მეზურნეები", ”ფეოლა", ”ნერგები" და სხვა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს