Jump to ratings and reviews
Rate this book

როიალ-მერი

Rate this book
”როიალ-მერი” აგრძელებს რომან ”ოსმალური მარშით” დაწყებულ საფათერაკო ციკლს მე-19 საუკუნის ტფილისზე. წიგნი სავსეა ალუზიებით და ისტორიული ამბებით.

აკვიტანელ ჰერცოგთა შთამომავლის, ელეგანტური და საზრიანი ლუი ალბრეს ყურადღებას ალიხანოვის საჯინიბოდან უჩვეულო ვითარებაში გამქრალი დოღის ცხენი იპყრობს. ქურდების დევნაში ალბრე რამდენიმე გვამს წააწყდება, რომელთაც, თითქოსდა, ერთი საერთო ნიშანი გამოარჩევს. მკვლელობების უკან გერმანული და ბრიტანული დაზვერვა დგას. ცხენის ქურდობა დიდი თამაშის ნაწილია, ამ თამაშს კი არაერთი მოულოდნელობა ახლავს...

188 pages, Paperback

First published January 1, 2014

Loading interface...
Loading interface...

About the author

Abo Iashaghashvili

6 books3 followers

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
3 (13%)
4 stars
3 (13%)
3 stars
9 (40%)
2 stars
6 (27%)
1 star
1 (4%)
Displaying 1 - 2 of 2 reviews
Profile Image for Mikheil Samkharadze.
226 reviews33 followers
December 8, 2015
არ შემეძლო, არ დამეწერა. გუშინ წიგნების ფესტივალზე შევიძინე გამომცემლობა "დიოგენე" Diogene Publishers-ს მიერ გამოცემული აბო იაშაღაშვილის (ფსევდონიმია) 2 წიგნი - "ოსმალური მარში" და "როიალ მერი" :)
ამ ავტორის და წიგნების შესახებ ისაუბრა გადაცემა სარჩევი-ს წამყვანმა, ჩვენმა მეგობარმა Alexandre Che Lordkipanidze-მ და მაშინვე გამიჩნდა მათი შეძენის სურვილი, რომელიც გუშინ ავისრულე. ჩემ ისე ხატოვნად აღწერა, რომ მოლოდინი უდიდესი მქონდა და მაინც გადააჭარბა ჩემს მოლოდინს! ძალიან მაგარი წიგნებია, ძალიან ფერადი სამყაროა, ძალიან ჩახლართული ამბები, ძალიან ბევრი საინტერესოდ აღწერილი პერსონაჟით და ძალიან ხატოვანი ტფილისით. იმდენი მივიწყებული პასაჟია, რომ გული დამწყდა, დღეს ასეთი მრავალფეროვანი რომ არაა ქალაქი. პატარა წიგნებია, მაგრამ იმდენად მრავალფეროვანი სამყაროა აღწერილი, უბრალოდ ვერ ვხვდები, როგორ უნდა ჩაატიო ამდენი რამ ასეთ პატარა წიგნებში. პატარა ზომითაა, თორემ ისე უდიდეს სამყაროს იტევს. ისეთ ტფილისს ნახავთ, შეიგრძნობთ, შეისუნთქავთ როგორიც არავის უნახავს და ხშირად შეიძლება იმ ქუჩების სუნიც კი შეიგრძნოთ.. ესაა წიგნი, სადაც თბილისი უბრალო პატარა ქვეყნის დიდი ქალაქი კი არა, მსოფლიო მასშტაბის მოვლენების ეპიცენტრი ხდება.
მოკლედ, ეს უნდა წაიკითხოთ :)

პ.ს.
ვინაა აბო იაშაღაშვილი? ასე, ვფიქრობ, მხოლოდ აკა მორჩლაძე წერს. მაგრამ ძალიან გახარებული ვი��ნები, თუ აღმოჩნდება, რომ ამ ქვეყანაში აკას გარდა სხვასაც შეუძლია ასეთი ნაწარმოებების წერა! ბრავო
Profile Image for Ezekia.
184 reviews8 followers
Read
December 26, 2021
დიდი სიამოვნებით წავიკითხე! ისევ ძველი თბილისი, ძალიან საინტერესოდ და ლამაზად, თავისი სიჭრელით, არევ-დარევით, ხუჭუჭობებით, ევროპით და აზიით, თავისი ნაირგვარი ლექსიკით, მუსიკით და სურნელით. თავად წიგნიც ისეთი ენითაა დაწერილი, ვითომ ძველებური, და ეს უხდება. საინტერესო ამბავი, კარგად გადმოცემული. მომწონს იაშაღაშვილი, მიხარია, რომ წერს 😊❤
Displaying 1 - 2 of 2 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.