მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

რუსი მებრძოლი: „მერაბი მაგრად ჭიდაობს, იანს უპირატესობა აქვს“

UFC-ის რუსმა მებრძოლმა, საიდ ნურმაგომედოვმა, რომელსაც მერაბ დვალიშვილთან უვარჯიშია, პიოტრ იანისა და „მანქანის“ ბრძოლაზე ისაუბრა. ნურმაგომედოვმა უპირატესობა თანამემამულეს მიანიჭა და დვალიშვილის სუსტ მხარეებზე ილაპარაკა.

„არ ვიცი, პიოტრისთვის წარმატების საიდუმლო რა იქნება. ვფიქრობ, იგი მერაბთან ჭიდაობაზე უარს იტყვის, რადგან დგომში მასზე მაგარია. დვალიშვილი კარგად ჭიდაობს და გამომდინარე აქედან, იანს სჭირდება, ჭიდაობისგან თავი მაღალ დონეზე დაიცვას და დგომში დარჩეს.

ვხედავ დვალიშვილისგან ისეთ ჭიდაობას, რომლის წინააღმდეგაც არ იცი, რა უნდა ქნა? ისე, როგორც ხაბიბისა და მახაჩევის შემთხვევაში? არა. მერაბი მათგან განსხვავებულია. ის პრესინგს ახორციელებს და თეიქდაუნები გამოსდის, მაგრამ მეტოქეს პარტერში ვერ აჩერებს. იგი ბრძოლისთვის მზადაა, მაგრამ არ ვიცი, 5-რაუნდიან ჩხუბს როგორ წარმართავს, რადგან ასეთი დაპირისპირება აქამდე არ ჰქონია. ვფიქრობ, ამ მხრივ, პიოტრს უპირატესობა აქვს. 3-რაუნდიან ბრძოლაში, მერაბი სულ წინ მიდის და არ ჩერდება, მაგრამ სისუსტეებიც აქვს და შეიძლება, დგომში მძიმე დარტყმები გაუშვას“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი და პიოტრ იანი ერთმანეთს 12 მარტს, UFC Fight Night 221-ზე დაუპირისპირდებიან. ორთაბრძოლა საქართველოს დროით დილის 05:00 საათიდან უნდა გაიმართოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფლორენტინო პერესზე მეტს აკეთებს“ - რეალის ქომაგები გუტის ჟესტზე
„ფლორენტინო პერესზე მეტს აკეთებს“ - რეალის ქომაგები გუტის ჟესტზე