დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში დაბრუნდა

მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში დაბრუნდა

2024-03-14 18:40:00

მიხეილ ლომთაძე რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგს დაუბრუნდა. bloomberg-ის მონაცემებით, ლომთაძე 500 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის $5,82 მილიარდით 492 ადგილზეა. 

მიხეილ ლომთაძე თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგს 2023 წლის აგვისტოში დაუბრუნდა. 

Kaspi.kz-ის დამფუძნებელი 2023 წლის აგვისტოში Bloomberg-ის სიაში 495-ე ადგილზე იყო და მისი ქონება 5,33 მილიარდ დოლარს შეადგენს. Forbes-ის რეიტინგში ლომთაძე რეიტინგში 599-ე ადგილზე იყო, $4,7 მილიარდის ქონებით. თუმცა შემდეგ მას bloomberg-ის მილიარდერთა სიის დატოვენა მოუწია და რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, ის 500 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორისაა.  

2024 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, Kaspi.kz-ის აქციონერთა შემადგენლობა ასეთია. Baring Funds ფლობს საერთო აქციების 27,53%-ს. მიხეილ ლომთაძის ამჟამინდელი წილი საერთო აქციების 24,67%-ია, ვიაჩესლავ კიმის წილი 23,47% (კიმი 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის რეიტინგში პირველია, ხოლო ყაზახეთის 50 უმდიდრესი ბიზნესმენის რეიტინგში მე-4. - 2023 წელი Forbes Kazakhstan-ის მიხედვით).

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები