TopGear Top 5: ყველაზე პრაქტიკული ყველგანმავლები
TopGear Top 5: ყველაზე პრაქტიკული ყველგანმავლები
11.05.2016
Top Gear-მა ყველაზე პრაქტიკული ყველგანმავლების საუკეთესო ხუთეული გამოაქვეყნა. ხუთიდან ოთხი ლეგენდარული ყველგანმავალია, ერთის მოხვედრა კი ტოპ-ხუთეულში ბევრს გააოცებს.

5. Toyota Land Cruiser

Auto Bild

”ეს ავტომობილი საკმაოდ ძვირია, მაგრამ დიდხანს, ძალიან დიდხანს გაგიძლებთ და საიმედოდ მოგემსახურებათ, - წერს TopGear, - საკმარისზე მეტი მიზეზი არსებობს საიმისოდ, თუ რატომ იყენებენ ”ლენდ კრუიზერებს” ასე თამამად მსოფლიოს ყველაზე არასტუმართმოყვარე ადგილებში.”

4. Mercedes G 350 d

Auto Bild

”როლინგ სტოუნზელ” კით რიჩარდსთან ერთად, ეს ალბათ ერთადერთი რამ არის დედამიწაზე, რომელსაც ატომური ომიც კი ვერაფერს დააკლებს, - ვკითხულობთ TopGear-ის ვებგვერდზე. G
350 შესანიშნავია უგზოობაზე და ”G-კლასებს” შორის ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიურიც გახლავთ. და ზოგადად, ძალიან მაგარი ტიპია...

3. Dacia/Renault Duster SCe 115 4x4

Auto Bild

გაგიკვირდათ? კარგი ყველგანმავლები მხოლოდ მდიდრებისთვის როდი იქმნება? ”დასტერი” მსოფლიოში ყველაზე იაფი სრულამძრავიანი SUV და რეალურად ხეირიანი ყველგანმავალია. მართალია, თანამედროვე დროს მაგრად ჩამორჩება, მაგრამ ნამდვილად არ არის ცუდი ყველგანმავალი. გამავლობა მართლაც კარგი აქვს, სხვა მხრივ კი, რასაც ამ მანქანაში მოისაკლისებთ, ძალიან დაბალი ფასით კომპენსირდება. მხოლოდ 15 000 ევრო!

2. Land Rover Defender 90 Station Wagon

Auto Bild

გამოცდილი, მუშა ცხენი ”ლენდ როვერის” საჯინიბოდან. ამ ლეგენდარული ბრიტანული ყველგანმავლის
წარმოება 2016 წლის დასაწყისში კი შეწყდა, მაგრამ მეორადი ავტომობილების ბაზარზე ”დეფენდერები”, რა თქმა უნდა, არსებობს და კიდევ ძალიან დიდხანს იარსებებს. და საერთოდ, ეს არის საკულტო ავტომობილი, რომლის შეცვლა, ფაქტობრივად შეუძლებელია.

1. Land Rover Discovery 3.0 SDV6

Auto Bild

ახალი მოდელის გამოშვებისას Discovery სულ უფრო და უფრო უკეთესი ავტომობილი ხდება. აქტუალური, მეოთხე თაობა შვიდი ადგილით, გრანდიოზული ოფროუდ-შესაძლებლობებით, შესანიშნავი კომფორტით და უნაკლო მდიდრულობით გამოირჩევა. Disco 3.0 SDV6 - ეს არის ”ლენდ როვერი” ისეთი ადამიანებისთვის, ფიქრი რომ უყვართ...

ასევე იხილეთ:
2016 წლის საუკეთესო 4x4 ავტომობილები
Auto Bild


ავტომობილის 10 საუკეთესო ინტერიერი ამერიკელების აზრით
Auto Bild


ახალი რეკორდი: ყველაზე სწრაფი კაბრიოლეტი მსოფლიოში (+ VIDEO)
Auto Bild


40 მანქანა, რომელიც აუცილებლად უნდა გიყვარდეს!
Auto Bild


თბილისის ავტომუზეუმის ანტიკვარები
Auto Bild


25 საუკეთესო გზა ნამდვილი ავტომოყვარულებისთვის
Auto Bild


გერმანული საცხოვრებელი მანქანები
Auto Bild


ყველაზე სწრაფები მსოფლიოში
Auto Bild


მონსტრი ჯიპები ამერიკიდან
Auto Bild


”ბრაბუსის” უახლესი და საუკეთესო მოდელები
Auto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად