ღირს თუ არა ამ ჰამერის ყიდვა?
ღირს თუ არა ამ ჰამერის ყიდვა?
12.06.2015
ეს ”ჰამერი” ასაკში შესვლის შემდეგაც გამძლე დინოზავრია

”ჰალო?” - ტელეფონში ქალის ხმა მესმის. ”ჰალო! AUTO BILD-დან გირეკავთ, ”ჰამერის” თაობაზე ვრეკავ.” ”აჰ, ძვირფასო, H2-ის შეძენა გსურთ? ეგ მანქანა ჩვენი შეფისაა.” ”ქალბატონო, მხოლოდ ფოტოსესიისთვის გვჭირდება.” ”არა, ძვირფასო, ასეთ რამეს არ ვაკეთებთ...”

გაოცებისგან პირი დავაღე. ვებგვერდზე უწერიათ, რომ ყიდიან, დარეკავ და - არც ყიდიან და ფოტოსესიაზეც უარს გეუბნებიან. ესეც ”ჰამერის” პირველი პრობლემა: სერიოზული გამყიდველის პოვნაც კი რთულია!

Auto Bild

ბოლოს ეს ”ჰამერი” მცირე ტესტისთვის და ფოტოსესიისთვის შლეზვიგ-ჰოლშტაინში მოღვაწე დილერმა, R&S Automobile-მ გადმოგვცა (www.r-s-automobile.de), კონკრეტულად ეს
მოდელი 21 980 ევრო ღირს. რამდენიმე დეტალის მცირე სისუსტეებს თუ არ ჩავთვით, H2 ტექნიკურადაც და ვიზუალურადაც კარგად გამოიყურება - იმის გათვალისწნებით, რომ უკვე 10 წლისაა. მიუხედავად ამისა, მეორადი ავტომობილებით მოვაჭრე კომპანიის შეფი ალესანდრო რონკინი ამ 10 წლის Hummer H2-ს გარანტიის გარეშე ყიდის.

შესაბამისად, შენი ჯიბიდან უნდა შეაკეთო. ერთი შვება ისაა, რომ ამ ”ჰამერში” დიდი სერიული ტექნიკაა გამოყენებული და ტექნიკურად, Chevrolet Suburban-ისა და Cadillac Escalade-ის იდენტური ნაწილები მიდის. საწვავის ხარჯზე აბა, რა უნდა ვთქვათ? ავტომობილი სამ ტონას იწონის და ამ წონის თრევისას, თვით 6-ლიტრიან V8 ძრავასაც
კი ბევრი საწვავი სჭირდება. საწვავის რეალური საშუალო ხარჯი 100 კილომეტრზე დაახლოებით 25 ლიტრია, უგზოობაზე კი 50-ზეც შეიძლება ავიდეს.

Auto Bild
ტიპიური ამერიკელი: იაფფასიანი პლასტმასით და ავტომატიკის ისეთი ბერკეტით, როგორიც ”ბოინგებშია”

უგზოობაზე H2 თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში: უდიდესი საბურავები, ორი დიფერენციალის ბლოკირება, დამადაბლებელი გადაცემა და პლუს წევის დამატებითი ელექტრონული ასისტენტები ”ჰამერს” მიიყვანენ ყველგან, სადაც ავტომობილს უნდა მიესვლებოდეს. ამიტომაცაა, რომ ”ჰამერი” ბოლოს უმეტესად მარტო რჩება.

Auto BildAuto Bild

დასკვნა
Think big! ვისაც ამერიკული ე.წ. Kingsize-ავტომობილები მოსწონს, Hummer H2-ით ნაღდად იბედნიერებს. იმიტომ, რომ ფორმატის გარდა, ტექნიკაც დიდი გამძლეა. თუ ორიგინალურ და მოვლილ ეგზემპლარს იპოვით, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ მოგვიანებით კლასიკური ავტომობილი გეყოლებათ.
ლარს ბუზემანი

სრული ამძრაობის ტექნიკა

დიფერენციალის ბლოკირებებს, დამადაბლებელ და გამანაწილებელ გადაცემებს პრობლემები იშვიათად ექმნება. სამაგიეროდ ხშირია ზეთის დაკარგვა და პრობლემები სახსრებში.

კომფორტის ელექტროობა

აუცილებლად გადაამოწმეთ კომფორტის ფუნქციები. მაგალითად, ჩვენ დამბერის მოტორის პრობლემა (250 ევრო) აღმოვაჩინეთ. შეამოწმეთ გათბობის სისტემის ქულერიც, რომელიც 1000 ევრო ჯდება.

ხიდის სახსრები

Auto Bild

”ჰამერს” სატვირთო ავტომობილის ზომის სახსრები აქვს და რაკი H2 ძალიან ხშირად დაჰყავთ ხოლმე ცუდ გზებზე, სახსრებში სისუსტეებიც ხშირია.

ავტომატიკა

Auto Bild

კარგად უნდა შეამოწმოთ ავტომატური გადაცემათა კოლოფიც, სადაც პრობლემები არცთუ იშვიათია.

ჟანგი

Auto Bild

კოროზიისგან საკმაოდ კარგადაა დაცული, მაგრამ ათი წლის შემდეგ ჟანგი აქა-იქ მაინც გაბატონდა. ეს ძირითადად სავალი ნაწილის დეტალებს ეხება, მერე კი ძარას და ჩარჩოს. თუმცა სერიოზული კოროზიისგან მაინც დაცულია.

Auto Bild

ტექნიკური მონაცემები
ძრავა: ბენზინის V8; სარქველები/გამ. ლილვი: ცილინდრზე 2/1; მოცულობა: 5967 სმ3; სიმძლავრე: 236 კვტ (321 ცხ. ძ) 5200 ბრ/წთ; ბრუნის მომენტი: 490 ნმ/4000; მაქს. სიჩქარე: 160 კმ/სთ (შეზღუდული); აჩქარება 0-100 კმ/სთ: 11,0 წამში; ავზი/რეკ. საწვავი: 120 ლ./Super; გად. კოლოფი/ამძრაობა: 4-საფ. ავტომატიკა/სრული; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4820/2062/2012 მმ; საბარგულის მოცულობა: 386-2452 ლიტრი; წონა: 3010 კგ.

Auto Bild

ასევე დაგაინტერესებთ:

რა უჭირს და რა ულხინს პირველი თაობის Mercedes ML-ს?
Auto Bild


მეორადები: რამდენად გამძლეა Volvo XC90?
Auto Bild


ნაღდი ამერიკელი თავისი პლუსებით და მინუსებით
Auto Bild


მანქანა, რომლის შეძენას არ ინანებთ: Honda CR-V
Auto Bild

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად