10 ყველაზე ძვირადღირებული ჯიპი
10 ყველაზე ძვირადღირებული ჯიპი
17.10.2014
SUV-კლასის ავტომობილები პირველად 1990 წლების დასაწყისში გამოჩნდა. მომხმარებელს თავიდანვე შეუყვარდა მუშა ყველგანმავლის და კომფორტული, მრავალადგილიანი მინივენის შეხამება. თუმცა მზარდ პოპულარობას ჯერ ნავთობის, შემდეგ კი ეკონომიკური კრიზისი მოჰყვა, რამაც ამ კლასის მიმართ მოთხოვნა საგრძნობლად შეამცირა მთელი მსოფლიოში. თუმცა კომპანიების სწორი ხედვის წყალობით ამ კლასის ავტომობილები ნელ-ნელა მოერგო ბაზარს, გახდა უფრო ეკონომიური და შესაბამისად მათმა პოპულარობამაც ისევ დაიწყო გაზრდა. დღეს SUV-კლასი ყველაზე პოპულარული კლასია!

თუმცა ეს ყველაფერი არ ეხება ძვირადღირებულ, მდიდრულ SUV-ებს. ეს ავტომობილები ყოველთვის იყიდებოდა. დღეს მდიდრული SUV-ების ბაზარი სტაბილურად იზრდება.
სულ უფრო მეტი ადამიანი ამჯობინებს მდიდრული სედანის ნაცვლად SUV-ის ყიდვას. ეს მოდა იმდენად დამკვიდრდა, რომ ისეთმა კომპანიებმა, როგორებიც არიან ”ბენტლი”, ”მაზერატი” და ”ლაბორგინი”, 2017 წლისთვის SUV-კლასის ავტომობილების გამოშვება დაანონსეს. მათი ფასები 200 000 დოლარის ფარგლებში იქნება - კომპლექტაციიდან გამომდინარე. ჩვენ გადავწყვიტეთ შემოგვეთავაზებინა 10 ყველაზე ძვირადღირებული SUV კლასის ავტომობილის სია, რომლებიც დღეს ბაზარზეა.

10. Lexus LX 570: 83 540 $

Auto Bild

”ლექსუსის” მოდელი LX იწარმოება 1996 წლიდან. 5.7-ლიტრიანი V8 ძრავას 6-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფით 383 ცხენისძალა აქვს. 2014 წლის მოდელს აქვს ფუნქცია Crawl Control - როდესაც იგი ირთვება,
ავტომობილის კომპიუტერი თავის თავზე იღებს სიმძლავრის გადანაწილებას, დამუხრუჭებას და ა.შ. აქედან გამომდინარე, როდესაც გზა საკმაოდ რთული და სახიფათო ხდება, მძღოლს მხოლოდ რულის ტრიალი სჭირდება და მეტი არაფერი. LX 570-ის ფასი დღეს 83 540 დოლარია.

9. Land Rover Range Rover Sport Supercharged Autobiography: 92 400 $

Auto Bild

ევროპულ კონცერნ Jaguar-ის შვილობილმა “ლენდ როვერმა” SUV-კლასის შექმნამდე დაიწყო ამ ტიპის ავტომობილების გამოშვება. Autobiography არის შეზღუდული წარმოების, განსხვავებული, მდიდრული კომპლექტაციის მქონე ავტომობილი, რომელსაც “ლენდ როვერი” 2014 წელს სთავაზობს შეძლებულ მომხმარებელს. 5.0-ლიტრიანი, V8 ძრავა 510 ცხენისძალას ავითარებს. თავისი სიმძლავრის, კომპლექტაციის და ექსკლუზიურობის წყალობით Supercharged Autobiography 92 000 დოლარზე მეტი ღირს.

8. BMW X6 M: 93 900 $

Auto Bild

2014 წლის X6-M ალბათ ყველაზე დიდი სარბოლო მანქანაა, რაც კი შექმნილა. მიუხედავად BMW-ს სრული ამძრაობის სისტემისა (xDrive), ავტომობილის მართვისას მძღოლს რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ძალიან დიდი ზომის ბოლიდში ზის. ამ მდიდრულ მონსტრს 4.4-ლიტრიანი V8 ძრავა აქვს, რომელიც 555 ცხენის ძალით იწონებს თავს. ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და დინამიკური SUV 93 000 დოლარზე მეტი ღირს.

7. Cadillac Escalade ESV HPE 550: 105 025 $

Auto Bild

Cadillac Escalade ESV მდიდრული SUV-ების მეფედ მიიჩნევა. იგი ცნობილია თავისი ზომით, სტილით და კომფორტით. სტანდარტული ESV 89 000 დოლარი ჯდება. 2015 წლისთვის ხელმისაწვდომი იქნება სპეციალური პაკეტი, რომლისთვისაც დამატებით 15 950 დოლარი უნდა გადაიხადოთ. ამ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ ”კადილაკს” სპეციალური, სუპერჩარჯიანი ძრავით, რომელსაც ,,Hennessy Performance Engineering Company“ ამზადებს. 6.2-ლიტრიანი V8 აგრეგატი, მაღალტექნოლოგიური გაგრილების სისტემისა და ძრავის მართვის სპეციალური ფუნქციის საშუალებით 557 ცხენისძალას გამოიმუშავებს.

6. Mercedes-Benz GL63 AMG: 118 160 $

Auto Bild

ახალი GL ”მერსედესის” პირველი დიდი SUV-ია. სამ რიგად განლაგებული სავარძლები 7 მგზავრს კომფორტულად დაიტევს. თუმცა ამან შეცდომაში არ შეგიყვანოთ: ეს 7-ადგილიანი და 3-ტონიანი ავტომობილი, 0-დან 100-მდე აჩქარებას 4.8 წამს ანდომებს. AMG-ის ორტურბინიანი, 5.5-ლიტრიან V8-ძრავას 550 ცხენის ძალა აქვს. თავისთავად, ”მერსედესში” იციან, რომ ძალისა და ზომის ამ საოცარ კომბინაციას უამრავი თაყვანისმცემელი ყავს, შესაბამისად GL-ის ფასი 118 160 დოლარია.

5. Mercedes-Benz G63 AMG: 135 150 $

Auto Bild

”მერსედესს” ამ სიაში კიდევ ერთი, ყველასთვის კარგად ნაცნობი წამომადგენელი ყავს. მართალია G63 ბოლომდე SUV კლასში არ გადის და პირველ რიგში სრულფასოვანი ყველგანმავალია, მაგრამ თავისი რეპუტაციისა და პოპულარობის წყალობით 135 150 დოლარი ღირს. GL63-ის მსგავსად, ლეგენდარულ ყველგანმავალსაც AMG-ის 5.5-ლიტრიანი, ორტურბინიანი ძრავა უდგას. ალბათ საინტერესოა, სიმძლავრის გარდა რითია ეს ძრავა ასეთი გამორჩეული: ”მერსედესის” 50 ოსტატი-ინჟინერიდან, AMG-ის ამ 550-ცხენისძალიან აგრეგატს ერთ-ერთი ხელით აწყობს. ეს ადამიანები მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციურები არიან და ძრავებს მათი ხელმოწერები ამშვენებს.

4. Porsche Cayenne Turbo-S: 146 000 $

Auto Bild

”პორშემ” Cayenne-ის წარმოება 2002 წელს დაიწყო და საკმაოდ წარმატებული პროდუქტიც გამოუვიდა. იქიდან გამომდინარე, რომ ”კაიენი” პირველი იყო, რომელიც აერთიანებდა სპორტულ ავტომობილსა და SUV-კლასს, მოდელი გამოსვლისთანავე ძალიან პოპულარული გახდა. ყველაზე ძვირადღირებული ”კაიენებში” Turbo-S პაკეტია. საბაზო მოდელების ფასი 60 000 დოლარიდან იწყება, ხოლო 2014 წლის Turbo-S 146 000 დოლარად იყიდება. ავტომობილს 4.8-ლიტრიანი, ”პორშეს” ორტურბინიანი V8 უდგას, რომელიც 550 ცხენისძალას ავითარებს. სიმძლავრეს ავტომობილი ძალიან კარგად ითვისებს რეგულირებადი დაკიდების სისტემის, დაბალანსებული წონისა და ბრწყინვალე გადაცემათა კოლოფის წყალობით.

3. Land Rover Range Rover Autobiography Black: 184 105 $

Auto Bild

ამ სიაში ”ლენდ როვერს” 2 წარმომადგენელი ყავს. ისევე როგორც სპორტი, Range Rover Autobiography Black-იც შეზღუდული რაოდენობით იწარმოება და ”ლენდ როვერის” ყველაზე გაყიდვადი მოდელის მდიდრულ კომპლექტაციას გვთავაზობს. სპეციალური გამოშვება 184 000 დოლარი ღირს და აღჭურვილია 5.0-ლიტრიანი V8 ძრავით. სუპერჩარჯის დახმარებით ეს დახვეწილი მონსტრი 503 ცხენისძალას გამოიმუშავებს, რაც საკმარისია 0-დან 100-მდე 5.1 წამში ასაჩქარებლად. Autobiography Black-ს ასევე აქვს მეორე თაობის, ზედაპირის დაფიქსირების სისტემა (Terrain Response System), რომელიც ავტომატურად აფიქსირებს გზის საფარს და ავტომობილი შესაბამისი რეჟიმში გადაყავს.

2. Mercedes-Benz G63 AMG 6×6: 615 000 $

Auto Bild

G63 AMG 6×6 ზუსტად იგივე კომპლექტაციით იყიდება, როგორითაც მისი 4-ბობრლიანი ძმა. თუმცა ეს ახალი, 3-ხიდიანი მონსტრი ერთ-ერთი ყველაზე ბრუტალური ყველგანმავალია, რაც კი გამოუშვიათ. შესაბამისად მისი ფასიც შთამბეჭდავია: 615 000 დოლარია.

1. Dartz Prombron: 1 250 000 $

Auto Bild

კარგია, თუ ცუდი, ლამაზია თუ მახინჯი - ამაზე თქვენ იმსჯელეთ, ჩვენ კი მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ეს ყველაზე ძვირადღირებული მეგა-SUV-ია, რომელიც ოდესმე შექმნილა. რუსები ამ მანქანის სანაცვლოდ 1,25 მილიონ დოლარს ითხოვენ და ეყიდებათ კიდეც. აი, მაგალითად, Dartz Prombron-ის ყველაზე ძვირადღირებული ვერსია Red Diamond Edition, რომელიც სულაც 1,6 მილიონი ღირს. იოლი მისახვედრია, რომ ამ ტიპს მხოლოდ ოლიგარქები და შეიხები ყიდულობენ. რაც არ უნდა შოკისმომგვრელად ჟღერდეს, მაინც უნდა ვთქვათ, რომ ამ ავტომობილის ინტერიერში ვეშაპის პენისის ტყავია გამოყენებული (!!!). თითქმის 4-ტონიანი მანქანა 8-ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომლის მოცულობა 8 ლიტრია. სიმძლავრე 456 ცხენის ძალა გახლავთ, მაქსიმალური სისწრაფე კი - 240 კმ/სთ.

Auto Bild

Auto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად