ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ დაიშალა საბჭოთა კავშირი - ძირითადი აქტორები და წინმსწრები მოვლენები


რონალდ რეიგანი და მიხეილ გორბაჩოვი, სანტა ბარბარა, აშშ, 1992 წლის 3 მაისი.
რონალდ რეიგანი და მიხეილ გორბაჩოვი, სანტა ბარბარა, აშშ, 1992 წლის 3 მაისი.
დასასრულის დასაწყისი

22 მილიონ კვადრატულ კილომეტრ ფართობზე მეტით, საბჭოთა კავშირი ოდესღაც მსოფლიოში უდიდესი ქვეყანა იყო. კავშირი 15 საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისგან შედგებოდა, თუმცა არსებობის განმავლობაში, მეტწილად განსაკუთრებულად ცენტრალიზებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ოფიციალური ენა რუსული იყო, მისი 290 მილიონზე მეტი, სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქე 200 მეტ სხვადასხვა ენასა თუ დიალექტზე საუბრობდა.

ნაწილთა მიერ მიჩნეულია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა, მის სათავეში მიხეილ გორბაჩოვის მოსვლით დაიწყო. გორბაჩოვმა დაიწყო რეფორმების გატარება, რომლებიც მეტი დემოკრატიისა და ეკონომიკური კეთილდღებისკენ იყო მიმართული. თუმცა, იყვნენ სხვებიც, ვინც საბჭოთა კავშირის ბოლო დღეებში, მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ.

მიხეილ გორბაჩოვი - საბჭოთა კავშირის ლიდერი
მიხეილ გორბაჩოვი ხელს აწერს პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომას, 1991 წლის 25 დეკემბერი.
მიხეილ გორბაჩოვი ხელს აწერს პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომას, 1991 წლის 25 დეკემბერი.

„საბჭოთა დემოკრატია მყარ ნორმატიულ ბაზას დაეფუძნება. კერძოდ, მე ვგულისხმობ კანონს სინდისის თავისუფლების შესახებ, საზოგადოებრივ გაერთიანებებს, ორგანიზაციებს და ბევრ სხვას“ - საბჭოთა ლიდერმა ეს განცხადება 1988 წლის დეკემბერში გააკეთა.

  • მიხეილ გორბაჩოვი კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი, ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერი, 1985 წელს გახდა.
  • სწორედ ის იყო საბჭოთა კავშირის დემოკრატიზაციის ინიციატორი, სხვადასხვა პოლიტიკის წარმოებით, რაც მოიცავს ე.წ. „პერესტროიკას“, „გლასნოსტს“ და ა.შ.
  • მოგვიანებით, 1990 წელს, ცივი ომის დასრულებისთვის ის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.
  • 1991 წლის გადატრიალების მცდელობის დროს, ის მოსკოვთან ახლოს, საკუთარ აგარაკზე დაატყვევეს.
  • იმავე წელს საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.
  • 1996 წელს, ის რუსეთის პრეზიდენტობისთვის იყრიდა კენჭს, თუმცა ხმათა მხოლოდ 1% მიიღო.
  • 2021 წელს, გორბაჩოვი 90 წლის გახდა.
ბორის ელცინი - მხარდამჭერი და ოპოზიციონერი
ბორის ელცინი, 1991 წლის 20 აგვისტო
ბორის ელცინი, 1991 წლის 20 აგვისტო

„ჩვენ ვთხოვთ რუსეთის მოქალაქეებს, წინ აღუდგნენ სახელმწიფო გადატყრიალების ლიდერებს და დავაბრუნოთ ქვეყანა, ნორმალური კონსტიტუციური განვითარების გზაზე“ - ეს განცხადება ელცინმა 1991 წელის აგვისტოში გააკეთა.

  • ბორის ელცინი საბჭოტა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი 1990 წელს გახდა.
  • მხარს უჭერდა გორბაჩოვის რეფორმებს, თუმცა მოგვიანებით, რეფორმების შენელების გამო მისი კრიტიკოსი გახდა.
  • 1991 წელს, რადიკალი კომუნისტების მიერ გადატრიალების მცდელობის დროს, სამოქალაქო წინააღმდეგობა ხელმძღვანელობდა.
  • 1991 წელს ის რუსეთის პრეზიდენტი გახდა და თანამდებობას 1999 წლამდე იკავებდა.
  • 2007 წელს გარდაიცვალა.
ანდრეი სახაროვი - დისიდენტი

„არასდროს შევწყვეტ ბრძოლას ადამიანის თავისუფლებისთვის. მშვიდობა დამოკიდებულია თითოეული ადამიანის თავისუფლებაზე“ - დისიდენტმა ეს განცხადება 1996 წელს გააკეთა.

ანდრეი სახაროვი, 1988 წლის 9 დეკემბერი
ანდრეი სახაროვი, 1988 წლის 9 დეკემბერი

  • ანდრეი სახაროვი საბჭოთა ბირთვული ფიზიკოსი იყო.
  • დევნიდნენ სამოქალაქო თავისუფლებების ადვოკატირებისთვის.
  • 1975 წელს, მშვიდობის დარგში ნობელის პრიზის მფლობელი გახდა - „საბჭოთა კავშირში ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის გამო“
  • 1980-1986 წლებში, მაშინდენ გორკში და ახლანდელ ნიჟნი ნოვგოროდში, საბჭოთა პოლიციის მეთვალყურეობის ქვეში იყო.
  • 1986 წელს, მას გორბაჩოვმა მოსკოვში დაბრუნების უფლება მისცა.
  • 1989 წელს, ახლადშექმნილი სახალხო კონგრესის არჩეული დეპუტატი გახდა.
  • იმავე წელს გარდაიცვალა.
გენადი იანევი - მკაცრი კომუნისტი
გენადი იანაევი, 19 აგვისტო, 1991 წელი.
გენადი იანაევი, 19 აგვისტო, 1991 წელი.

„სულის სიღრმემდე კომუნისტი ვარ. ჩემი მთავარი ბრძოლა იქნება პოლიტიკური ბაკქანალიისა და ვანდალიზმის წინააღმდეგ - მაგრამ, დემოკრატიული გზით და არა რეპრესიებით“ - დეკემბერი, 1990

  • იანევი 1990-91 წლებში, საბჭოთა კავშირის პირველი ვიცე-პრეზიდენტი იყო.
  • ხელმძღვანელობდა დაჯგუფებას, რომელმაც 1991 წელს სახელმწიფოს გადატრიალება სცადა. დაჯგუფება ითხოვდა, გორბაჩოვს ძალაუფლება იანევისთვის გადაეცა.
  • 1991 წელს, გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობისთვის დააკავეს, თუმცა მოგვიანებით შეიწყალეს.
  • 2010 წელს გარდაიცვალა.
მოვლენათა თანმიმდევრობა

საბჭოთა კავშირის კოლაფსს წინ რამდენიმე ძირითადი მოვლენა უძღოდა. 1985 წელს, რაც საბჭოთა კავშირის ლიდერი გორბაჩოვი გახდა, მან პროგრესული რეფორმების გატარება დაიწყო. გორბაჩოვი „Détente“ - ს, საბჭოთა კავშირსა და სხვა ქვეყნებს შორის, „საერთაშორისო დაძაბულობის განტვირთვის“ სათავეში იდგა. ზრდიდა დემოკრატიზაციას, რამაც საბოლოოდ კომუნისტური პარტიის მმართველობა დაასრულა.

1985 - საბჭოთა კავშირს ახალი ლიდერი ჰყავს

კონსტანტინე ჩერნენკოს გარდაცვალების შემდეგ, 1985 წლის 11 მარტს, მიხეილ გორბაჩოვი კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივნად აირჩიეს. გორბაჩოვი, იოსებ სტალინის შემდეგ, საბჭოთა კავშირის ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის, საბჭოთა კავშირი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკა იყო, ქვეყანაში ცხოვრების სტანდარტები სულ უფრო იკლებდა, განიცდიდა პროდუქტების სიმცირეს და ზოგად ეკონომიკურ დაღმასვლას.

1986 - გორბაჩოვის ზეწოლა მეტი დემოკრატიისთვის

25 თებერვალს, ღიაობისა და გამჭვირვალობის პოლიტიკა, ე.წ. „გლასნოსტი“ გამოცხადდა. პოლიტიკა მიზნად ისახავდა პოლიტიკური სისტემის დემოკრატიზაციას, მტავრობის გამჭვირვალობისკენ სწრაფვას და ხალხისთვის მეტი თავისუფლების მინიჭებას. გორბაჩოვმა ასევე ხელიშეუწყო, საბჭოთა ისტორიიდან ტაბუდადებულ თემებზე დებატების წამოწყებას.

26 აპრილს, უკრაინის ქალაქ პრიპიატთან ახლოს, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა. ჩერნობილის აფეთქება, ისტორიაში ყველაზე დიდ ბირთვულ კატასტროფად მიიჩნევა. „გლასნოსტის“ პოლიტიკის მიუხედავად, კატასტროფის მასშტაბების შესახებ საბჭოტა კავშირი დუმს.

19 დეკემბერს, გორბაჩოვი საბჭოთა დისიდენტს, ანდრეი სახაროვს ატყობინებს, რომ შეუძლია მოსკოვში დაბრუნდეს. მანამდე ის წლების განმავლობაში, პოლიციის მეთვალყურების ქვეშ, ნიჟნი ნოვგოროდში იძულებით გადასახლებაში იმყოფებოდა.

1987 - გორბაჩოვი ეკონომიკურ რეფორმებს წარადგენს

27 იანვარს, გორბაჩოვმა რესტრუქტურიზაციის, ე.წ. „პერესტროიკის“ სახელით ცნობილი რეფორმა წარადგინა. „პერესტროიკა“ დიდი ხნის განმავლობაში რთულ ვითარებაში მყოფი ეკონომიკის აღორძინებას ისახავდა მიზნად. დაიგეგმა დეცენტრალიზაცია და მეტი კერძო საწარმოების დაშვება.

რონალდ რეიგანი და მიხეილ გორბაჩოვი ხელს აწერენ სეთანხმებას, თეთრი სახლი,1987 წლის 8 დეკემბერი
რონალდ რეიგანი და მიხეილ გორბაჩოვი ხელს აწერენ სეთანხმებას, თეთრი სახლი,1987 წლის 8 დეკემბერი

8 დეკემბერს, აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებას მოეწერა ხელი. დოკუმენტს ხელს აწერს აშშ-ის პრეზიდენტი, რონალდ რეიგანი და საბჭოთა კავშირის ლიდერი, მიხეილ გორბაჩოვი.

1988-1989 - მოძრაობები ეროვნული დამოუკიდებლობის მოთხოვნით

გორბაჩოვის რეფორმები მოსალოდნელზე ნელი ტემპით მუშაობს. ქვეყანა კვლავ ეკონომიკურ სიდუხჭირეს განიცდის. საბჭოთა ქვეყნებში, ეროვნული დამოუკიდებლობის მოთხოვნით სახალხო მოძრაობებმა იმატა.

თებერვალი, 1988 - ერევანში მოსახლეობა ქუცაში გამოდის და მოითხოვს, მთიანი ყარაბაღი სომხეთის სოციალისტური რესპუბლიკის სემადგენლობაში შევიდეს.

მარტი, 1988 - მეორე მსოფლიო ომის დროს, ყირიმიდან დეპორტირებული თათრები, სამშობლოში დაბრუნებას ითხოვენ.

აპრილი, 1989 – 9 აპრილს, საბჭოთა არმია თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართულ მშვიდობიან დემონსტრაციას განსაკუთრებული სისასტიკით არბევს. შედეგად, დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი.

ივნისი, 1989 - მოლოდვის მოსახელობა მოითხოვს, სახელმწიფო ენად მოლდოვური გამოცხადდეს.

აგვისტო, 1989 - ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტვუის მოსახლეობა, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის 50 წლის თავზე, საპროტესტო მშვიდობიან აქციაში ჩაერთო. მათ ერთმანეთს ხელი ჩასჭიდეს და 600 კმ. სიგრძის ჯაჭვი გააკეთეს.

სახელმწიფო ხელისუფლების ახალი უზენაესი ორგანო

1988 წლის დეკემბერში, ახალი საბჭოთა საკანონმებლო ორგანო სეიქმნა - საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობა. პირველი ნაწილობრივ თავისუფალი არჩევნები, ეროვნული მასშტაბით, 1989 წლის გაზაფხულზე გაიმართა. ამ რეფორმით, კომუნისტური პარტიის კონტროლი შემცირდა.

საგარეო პოლიტიკის ცვლილება
  • 1988 წლის დეკემბერში, გორბაჩოვი აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირი შექმსუბუქებს სატელიტ სახელმწიფოებზე სამხედრო კონტროლს.
  • 1989 წლიდან, დემოკრატიული რევოლუციები გავრცელდა პოლონეთში, უნგრეთში, აღმოსავლეთ გერმანიაში, ჩეხოსლოვაკეთში, ბულგარეთსა და რუმინეთში. ამ ქვეყნებში, ერთპარტყიული მმართველობა დასასრულს უახლოვდება.
  • თითქმის 10 წლიანი კონფლიქტის შემდეგ, საბჭოთა ჯარები ავღანეთს ტოვებს და ომს ასრულებს. ჯარების გამოყვანა 1989 წლის თებერვალში დასრულდა.
  • სრულდება „ცივი ომის“ სახელით ცნობილი, თითქმის 40 წლიანი გეოპოლიტიკური დაძაბულობა საბჭოთა კავშირსა და ამერიკას შორის.
  • 1989 წლის დეკემბერში გამართულ სეხვედრაზე, შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯორჯ ბუშ უფროსი და გორბაჩოვი, „ცივი ომის“ დასრულების შესახებ აკეთებენ განცხადებას.
1990 - კომუნისტური პარტიის როლი სუსტდება

7 თებერვალს, უქმდება საბჭოთა კონსტიტუციის VI მუხლი, რომელიც კომუნისტურ პარტიას წამყვან როლს ანიჭებდა.

1990 წლის განმავლობაში, ყველა საბჭოთა ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები იმართება. კომუნისტური პარტია 6 მათგანს კარგავს. რესპუბლიკებმა საბოლოოდ დაიწყეს დამოუკიდებლობის გამოცხადება.

სახალხო დეპუტატთა კონგრესმა, 1990 წლის მარტში, გორბაჩოვი საბჭოთა კავშირის პრეზიდენტად აირჩია. ეს ახლადშექმნილი პოსტია, მანამდე საბჭოთა კავშირის ნომინალურ ლიდერად, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე ითვლებოდა.

პროტესტი გრძელდება

1990 წლის თებერვალში, ტაჯიკეთში ანტისამთავრობო გამოსვლები იწყება.

ივნისში, ყირგიზეთში, მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული დავა ეთინიკურ ნიადაგზე ძალადობრივ შეტაკებებში გადაიზარდა.

სექტემბერში, უკრაინელები საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობას ითხოვენ.

დამოუკიდებლობის მოძრაობები იზრდება

საბჭოთა კავშირის მასშტაბით, საპროტესტო მოძრაობები გრძელდება. 15-დან ორმა სახელმწიფომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

  • 11 მარტს, ლიეტვუა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც საბჭოტა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
  • 4 მაისს, დამოუკიდებლობას აცხადებს ლატვია.

1991

17 მარტს, საბჭოთა კავშირის მომავლის შესახებ რეფერენდუმი გაიმართა. იდეა საბჭოთა კავშირის, დამოუკიდებელი ქვეყნების ფედერაციად გარდაქმნას გულისხმობდა, რომლის მიხედვით, ფედერაციაში შემავალ ქვეყნებს ფართო ავტონომია აქნებოდათ.

წინადადება მიიღეს, თუმცა 6 ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სომხეთმა, მოლოდვამ, ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტვუამ, მონაწილეობაზე უარი თქვა.

ახალი კავშირის შეთანხმებას, რომლიც საბჭოთა კავშირის გარდაქმნის შესაძლებლობად განიხილებოდა, ხელი 1991 წლის 20 აგვისტოს მოეწერა.

18 აგვისტოს, საბჭოთა კავშირის შენარჩუნების მომხრეებმა, გორბაჩოვი საკუთარ აგარაკზე დაატყვევეს.

მომდევნო დღეს, მოსკოვის ქუჩებში ტანკები გამოჩნდა. გამოცხადდა, რომ გორბაჩოვის უფლება მოვალეობებს იანევი შეასრულებდა.

თუმცა, 21 აგვისტოს გადატრიალების წინააღმდეგ მასობრივმა პროტესტმა გადატრიალება ჩაშალა.

22 ში გორბაჩოვი მოსკოვში ბრუნდება, მაგრამ მისი გავლენა შესუსტებულია. პრო დემოკრატიული ძალების ლიდერად ახლა უკვე ელცინი მიიჩნეოდა.

1991 წლის განმავლობაში, დამოუკიდებლობა გამოაცხადეს დანარჩენმა საბჭოთა ქვეყნებმა. მათ შორის, საქართველომ, უკრაინამ, მოლდოვამ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა. ბევრმა მათგანმა დამოუკიდებლობა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობიდან დაუყოვნებლივ გამოაცხადა.

25 დეკემბერს, გორბაჩოვი საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა. ძალაუფლება ბორის ელცინს გადასცა.

„ძველმა სისტემამ კოლაფსი განიცადა იქამდე, ვიდრე ახალს მუსაობის დაწყების საშუალება ექნებოდა. საზოგადოებაში კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა.“ - გორბაჩოვმა ეს განცხადება 1991 წლის დეკემბერში გააკეთა.

XS
SM
MD
LG