ავტორი:

ქანიე უესტმა ბიანკა ცენსორზე ფარულად იქორწინა - როგორ გამოეხმაურა კიმ კარდაშიანი ყოფილი ქმრის დაოჯახებას?

ქანიე უესტმა ბიანკა ცენსორზე ფარულად იქორწინა - როგორ გამოეხმაურა კიმ კარდაშიანი ყოფილი ქმრის დაოჯახებას?

კიმ კარდაშიანთან განქორწინების შემდეგ, საიდანაც სულ რაღაც ორი თვე გავიდა, ქანიე უესტი დიდხანს არ დარჩენილა მარტო. ამერიკული ტაბლოიდის TMZ-ის ინფორმაციით ახლახანს რეპერმა საიდუმლოდ იქორწინა. მისი რჩეული ბიანკა ცენსორია. ქალი დიზაინერად მუშაობს ქანიეს მოდის კომპანიაში Yeezy.

გავრცელებული ინფორმაციით, წყვილმა საქორწინო ბეჭდები უახლოესი ადამიანების თანდასწრებით გაცვალეს და ოფიციალური ნიშნობა, ან ცერემონია არ ჰქონიათ. სხვა დამატებითი დეტალები ახალი ვარსკვლავური წყვილის ქორწილის შესახებ ჯერჯერობით უცნობია.

საიდუმლო ქორწილის გახმაურებამდე ცოტა ხნით ადრე, ქანიეს საცოლემ რადიკალურად შეცვალა იმიჯი. ქალს ადრე გრძელი მუქი თმა ჰქონდა, ახლა კი ქერაა მოკლე თმის გამოჩნდა. ამ კვირაში ქანიე და ბიანკა ერთად შენიშნეს სადილზე, ბევერლი ჰილზის Waldorf Astoria-ში.

კიმ კარდაშიანს, რომელმაც მხოლოდ ორი თვის წინ დაასრულა ქანიესთან განქორწინება, ყოფილი ქმრის დაოჯახებაზე აქამდე კომენტარი არ გაუკეთებია, უცხოური მედია ეჭვობს, რომ მის სოციალურ ქსელში კიმის მიერ გამოქვეყნებული „ფილოსოფიური“ პოსტები სწორედ ამ თემას ეხება.

"ახლა მშვიდ პერიოდს გავდივარ. არაფერი მაქვს სათქმელი, უბრალოდ ბევრი მაქვს გასაკეთებელი."

"უბრალოდ დაიმახსოვრე, შავი ცხვარი ჩვეულებრივ თხად იქცევა. გააგრძელე რაც გინდა."

"ადამიანები, რომლებსაც სურთ შენი გამარჯვების ნახვა, დაგეხმარებიან გამარჯვებაში. დაიმახსოვრე ეს."

კიმმა ქანიესგან შვიდწლიანი ქორწინების შემდეგ განქორწინებაზე განაცხადი 2021 წლის თებერვალში შეიტანა. ყოფილ ცოლ-ქმარს ოთხი საერთო შვილი ჰყავს: ცხრა წლის ნორთი, შვიდი წლის სენტი, ოთხი წლის ჩიკაგო და სამი წლის სალმი. განქორწინების პროცესი გასული წლის ნოემბერში დასრულდა. ყოფილი მეუღლეები შეთანხმდნენ ბავშვების ერთობლივ მეურვეობაზე და ქანიე პირობა დადო, რომ ყოველთვიურად გადაიხდის ბავშვისთვის ალიმენტს 200 000 აშშ დოლარის ოდენობით.