როგორი სიმაღლე სჭირდება მოდელს, რომ ცნობილი ბრენდები პოდიუმზე წარადგინოს? - როგორია მოდელის ხელფასი?

როგორი სიმაღლე სჭირდება მოდელს, რომ ცნობილი ბრენდები პოდიუმზე წარადგინოს? - როგორია მოდელის ხელფასი?

მოდის სამყარო მსოფლიოში ყველაზე მკაცრი ბიზნესია - ამ სფეროში გოგონას ზედმეტი კილოგრამიც კი შესაძლოა, სანანებელი გაუხდეს.

მკაცრი დიეტა, ფოტოსესია, კასტინგიდან კასტინგზე სიარული,  დიზაინერებთან და ფოტოგრაფებთან თანამშრომლობა, სამოდელო სააგენტოებთან დადებული კონტრაქტი, ვარსკვლავების გარემოცვა, პოპულარობა - ეს მცირე ჩამონათვალია იმ ღირსებებისა, რომელიც მოდელის კარიერის მთავარი ფაქტორია.

მაღალი მოდა: ყველა ქვეყანაშია სამოდელო სააგენტოები, სადაც უამრავი გოგონა მუშაობს. თუმცა, მოდელების დიდი ნაწილი წარმატებას მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე აღწევს. გოგონა, რომელიც ე.წ. მაღალ მოდას ეზიარება და უფლებას მისცემენ, რომ ცნობილი ბრენდები კვირეულებზე წარადგინოს, შემდეგი პარამეტრები უნდა დააკმაყოფილოს: სიმაღლე 172-დან 180 სანტიმეტრამდე. იდეალური პროპორციებია 90-60-90. თუმცა, ყველაზე ხშირად ირჩევენ მოდელებს, რომლებსაც ასეთი აღნაგობა აქვთ: მკერდი - 78.5 სანტიმეტრი (ან 81), წელი - 60.5 სანტიმეტრი (ან 63), თეძო - 86 სანტიმეტრი (ან 88.5).

ცნობილი მოდის ჟურნალების ფოტოსესია: ხშირად გოგონები ფიქრობენ, რომ ფოტომოდელებს, რომლებიც ჟურნალებისთვის პოზირებენ, მხოლოდ ფოტოგენურობა მოეთხოვებათ და სხეულის პროპორციებს მკაცრად არ არჩევენ. სინამდვილეში, ყველა მოდის ჟურნალის კასტინგზე სწორედ ისეთი აღნაგობის მოდელებს უშვებენ, როგორც მაღალ მოდას შეესაბამება. აღნაგობასთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება სახის ნაკვთებს: ცხვირი, ტუჩები და განსაკუთრებით თვალები. ძირითადი აქცენტი კეთდება ფოტოგენურობაზე, ბევრი მოდელი, რომელიც პოდიუმზე ბრწყინავს, სწორედ იმიტომ დაუწუნიათ, რომ კამერის წინ ეფექტური არაა. ამასთან, დიდი დრო ეთმობა გარეკანისთვის მოდელის შერჩევას. როგორც ფოტოგრაფები ამბობენ, კასტინგზე ათასობით მოდელის ძალიან გრძელი რიგი დგას, მაგრამ დღის ბოლოს მხოლოდ რამდენიმე მათგანი რჩება.

კატალოგის მოდელები: როდესაც სხვადასხვა კომპანიები კატალოგებს ქმნიან, კასტინგზე უპირატესობას ანიჭებენ მოდელებს, რომლებსაც სამოსისთვის კარგი რეკლამის გაწევა შეუძლიათ.

სხეულის ნაწილების მოდელები: როგორც წესი ეს მოდელები კამერის წინ სხვადასხვა კოსმეტიკურ ბრენდს უწევენ რეკლამას: ტუჩსაცხი, ხელის კრემი, თმის ნიღაბი და სხვა. გოგონები, რომელთაც პოდიუმზე იწუნებენ, სწორედ ამ ბიზნესში ერთვებიან. ძირითადად პოდიუმის მოდელობისთვის დაწუნებული გოგონები 168 სანტიმეტრი (ან 168 სანტიმეტრს ქვემოთ) სიმაღლისები არიან.

სუპერმოდელი: მოდელის უმაღლესი პროფესიული დონე, მოდელის კარიერის უმაღლესი წერტილი; ეს იმას ნიშნავს, რომ მოდელი თანამშრომლობს ყველა მსხვილ კომპანიასთან, ყველა ცნობილ ბრენდთან და მოდის ჟურნალთან. სუპერმოდელის ნებისმიერი კონტრაქტის ანაზღაურება მილიონ დოლარზე მეტია.

ანაზღაურება: კატალოგისთვის მოდელს საათში 200-დან 300 დოლარამდე უხდიან. როგორც წესი, კატალოგზე მუშაობა 2-დან 5 დღემდე გრძელდება. სარეკლამო ფოტოსესიისას დღეში 500-დან 1 200 დოლარამდე უხდიან. თუ მოდელი საცურაო კოსტუმს, ან თეთრეულს უწევს რეკლამას, დღეში 7 000 დოლარს უხდიან. რაც შეეხება კოსმეტიკური და ექსკლუზიური ბრენდების სარეკლამო კამპანიებს - ცნობილი ბრენდის სამოსის მორგებაშიც კი გოგონა კოლოსალურ თანხას იღებს. მაგალითად: ტანსაცმლის ბრენდები იხდიან: 40 000-დან მილიონ დოლარამდე, ხოლო კოსმეტიკური ბრენდები: 300 000-დან 2 მილიონ დოლარამდე წელიწადში. სუპერმოდელების ანაზღაურება გაცილებით დიდია; ტანსაცმლის ახალი კოლექციები - 300 000-დან 2 მილიონ დოლარამდე წელიწადში. სამოდელო ბიზნესში ამჟამად მულტიმილიონ დოლარიან კონტრაქტებს Victoria's Secret-ის "ანგელოზები" დებენ; სწორედ ეს გოგონები განიხილებიან ყველაზე პრესტიჟულ მოდელებად.

მომზადებულია modelmanagement.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება