14 ჩვევა, რომელიც თქვენს კომპიუტერს ანადგურებს- რჩევები, რომლებიც კომპიუტერის მოხმარების დროს აუცილებელი უნდა გაითვალისწინოთ | Allnews.Ge

14 ჩვევა, რომელიც თქვენს კომპიუტერს ანადგურებს- რჩევები, რომლებიც კომპიუტერის მოხმარების დროს აუცილებელი უნდა გაითვალისწინოთ

ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე კომპიუტერები უკვე ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ადამიანები საათობით მასთან მუშაობენ, რომ სამუშაო დღის დასრულების შემდეგ სახლში დაბრუდნენ და კვლავ კომპიუტერთან დასხდნენ.

სამწუხაროდ, ხშირად ადამიანების ქმედებები კომპიუტერებს ზიანს აყენებენ. მსგავსი შეცდომები, როგორც მინიმუმ, ერთხელ მაინც ყველას აქვს ჩადენილი. ეცადეთ, რომ მსგავსი ქმედებისგან თავი შეიკავო, რომ კომპიუტერის შეკეთება არ მოგიწიოთ.

ვენტილაციის ბლოკირება

dell-desktop-computer-1699695481.png

ზოგჯერ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ პერსონალურ კომპიუტერ დიდ ადგილს იკავებს, განსაკუთრებით ეს სისტემურ ბლოკს ეხება. სწორედ ამიტომ ბევრი მას კედელთან, ფარდასთან, ან ავეჯთან ახლოს დებს, ამით კი კომპიუტერის ვენტილაციას ბლოკავს.

აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი კომპიუტერისთვის გაგრილება ძალიან სჭირდება და ყველაფერი, რაც მას ხელს უშლის, მის გადახურებას იწვევს. მაღალი ტემპერატურა ზოგიერთი დეტალის მუშაობას აზიანებს, ამიტომ ეცადეთ, კომპიუტერს გაგრილებისთვის საჭირო სივრცე მისცეთ.

სისტემური ფაილების წაშლა

კომპიუტერის გამოყენების დროს მყარ დისკს ხშირად ფოტოებით, ვიდეოებით, მუსიკით და სხვადასხვა ფაილებით ვტვირთავთ. როცა მყარი დისკი ივსება, ის შენელებას იწყებს. გამოუცდელი მომხმარებელი ცდილობს კომპიუტერზე ადგილი გაათავისუფლოს და შლის ფაილებს, რომელთა შესახებ არაფერი იცის. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად მნიშვნელოვან სისტემურ ფაილებს შლიან.

ეს კომპიუტერის არასწორ მუშაობას იწვევს, ხოლო ზოგიერთმა პროგრამამ შეიძლება მუშაობა საერთოდ შეწყვიტოს. მაგ., ხმასთან დაკავშირებული ფაილების წაშლის შემთხვევაში მუსიკის მოსმენას ვერ შეძლებთ. ეცადეთ, არ წაშალოთ ფაილები, რომლებიც მთავრდება .SYS, .DLL, ან .EXE, მით უმეტეს, თუ ისეთ ფაილებშია მოცემული, როგორიცაა Program Files, System32, Windows, Users.

მონიტორის სხვადასხვა სითხეებით გაწმენდა

2019022314324685085-2-1699695535.jpg

სავარაუდოდ, მონიტორის გასაწმენდად თქვენ იყენებთ სველ ჩვარს, ხელსახოცს, ან რომელიმე საწმენდ საშუალებას. მათ კი მონიტორის დაზიანება შეუძლიათ. ნებისმიერ სითხეს შეუძლია გამოიწვიოს კოროზია და მისი სპეციალური საფარი დაშალოს.

უმჯობესია, თუ გაწმენდთ ეკრანს მიკროფიბრით ან ჩვრით, რომლითაც სათვალის გაწმენდას შეძლებთ.

ერთი და იგივე პაროლის გამოყენება

რა თქმა უნდა, ერთი და იმავე პაროლის დამახსოვრება ადვილია, მაგრამ ასე თქვენს პირად მონაცემებზე წვდომაც ადვილი ხდება. ბინის, მანქანის და საბანკო ყუთისთვის ერთი გასაღების ქონას ხომ არ ისურვებდით?

თუ ყველა პაროლის დამახსოვრება გიჭირთ, შეგიძლიათ პაროლების მართვის სპეციალური პროგრამები გამოიყენოთ, მაგალითად LastPass ან LogMeOnce.

ახალი პროგრამის დაყენების შემდეგ კომპიუტერს არ ტვირთავთ

პროგრამული უზრუნველყოფის დაყენების შემდეგ ხშირად კომპიუტერი გადატვირთავს ითხოვს. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს დროის ფუჭი ხარჯვაა, მაგრამ ასეთი მოთხოვნები უბრალო ახირებას არ წარმოადგენს.

ზოგიერთ პროგრამას კომპიუტერთან ერთად გადატვირთვა სჭირდება, რომ სწორად იმუშაოს. ასე რომ, თუ მათ გადატვირთვის გარეშე გამოიყენებთ, ისინი არასწორად იმუშავებენ და ბევრ პრობლემას შეგიქმნიან.

ინტერნეტში „ბოდიალი“ გიყვართ, თან განახლებულ ანტივირუსს არ იყენებთ

2019022314330185085-1699695591.jpg

ასე არასდროს მოიქცეთ. ანტივირუსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც თქვენს კომპიუტერზე უნდა იყოს დაყენებული.

ანტივირუსის გარეშე თქვენი კომპიუტერი რისკის ქვეშ არის - ზოგს თქვენი პირადი ინფორმაციის მოპარვა შეუძლიათ, ზოგს კი თქვენზე ინფორმაციის შეგროვება, სხვას მოტყუებით თანხის წართმევა.

ცხოველებს კომპიუტერთან ახლოს მისვლის საშუალებას აძლევთ

ზოგიერთ ცხოველს ბალიშის ნაცვლად კომპიუტერის გამოყენება უყვართ - ის კომფორტული და თბილია. განა შეიძლება ამაში დავადანაშაულოთ? სინამდვილეში, ეს კომპიუტერისთვის საზიანოა. საქმე იმაშია, რომ ბეწვი შეიძლება კომპიუტერის შიგნით მოხვდეს და მისი მუშაობა შეაფერხოს.

შინაური ცხოველები კომპიუტერიდან შორს გყავდეთ.

სისტემურ ბლოკს ხსნით, როცა კომპიუტერი დენის წყაროზე შეერთებულია

04klr7xnnjva96tqq1r4e3l-4-1699695693.webp

რეკომენდებულია კომპიუტერი თვეში რამდენჯერმე გაწმინდოთ, მტვერი და ბეწვი მოაშოროთ. ზოგიერთი ამას თავად, სახლში აკეთებს, მაგრამ კომპიუტერის დენის წყაროდან გამორთვა ავიწყდებათ. ეს კი ძალიან სახიფათოა.

გამორთული კომპიუტერის შემთხვევაშიც (მაგრამ დენის წყაროდან გათიშული არაა) ზოგიერთი მისი ნაწილში დენი მაინც გადის და მასთან შეხებამ შეიძლება მოკლე ჩართვა გამოიწვიოს, რაც კომპიუტერს აზიანებს. იხილეთ სრულად

myquiz