გოგა საათაშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის მიმართულების მე-4 კურსის სტუდენტი და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის ტექნიკური მენეჯერი გოგა საათაშვილი თავისი გამოცდილების შესახებ გვიყვება:

ფაბლაბ ილიაუნის სტაჟირების პროგრამის გავლის შემდეგ დამაინტერესა ლაბორატორიაში მუშაობამ, ამ დროს ილიაუნის ელფოსტითაც მივიღე ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ. ლაბორატორიაში მუშაობა შემეცნებითი პროცესია და პირველი დღიდანვე მქონდა რაღაც ახლის სწავლის, განვითარების შესაძლებლობა.

სასურველი საქმის პოვნა, სამსახურის დაწყება იოლი არ არის. სპეციფიკური უნარები უნდა გამოიმუშაო შენთვის საინტერესო სფეროში მუშაობისთვის, თუნდაც ანაზღაურების გარეშე იშრომო და გამოცდილება დააგროვო, რომ იპოვო საყვარელი საქმე.

ორი მიმართულებით ვმუშაობ – ინოვაციებიური იდეებისა ავტორებსა და ბიზნესის დაწყების მსურველებს ვეხმარები იდეის ხორცშესხმასა და პროდუქციის შექმნაში, რაც ყოველდღიურად ახალ გამოცდილებას მძენს, ასევე ვატარებ ტრენინგებს 2D გრაფიკულ დიზაინსა და ბიზნესის დასაწყებად საჭირო სტრატეგიასა და მოქმედებებზე.

სტუდენტებს ვურჩევ, არ ელოდონ სასწაულს, რომელიც მათ ვაკანსიებსა და სამსახურს შესთავაზებს. ყოველი ახალი დღე ახალი შესაძლებლობაა იმისთვის,რომ მიუახლოვდეთ საოცნებო სამსახურს ან შექმნათ საკუთარი ბიზნესი.

Facebook
Twitter
LinkedIn