საბჭოთა მედია – წითელი სათვალე

iveria-007

 

„მრავალსაფეხურიანი ცენტრალიზებული სისტემა, ყველა საკითხი პარტიული და სახელმწიფოებრივი მმართველობის უმაღლეს ეშელონებში წყდებოდა; მაგალითად: გეგმიური მეურნეობის პირობებში უნდა განესაზღვრათ 5 წელიწადში რამდენი რა პროდუქცია უნდა გამოეშვათ; ბრძანება იგზავნებოდა სახელწიფო საგეგმო კომიტეტში, სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებში და გამოთვლით ცენტრებში, რათა დაეანგარიშებინათ თუ რა რაოდენობის მასალა იყო საჭირო; სამინისტროებში, რათა განესაზღვრათ კონკრეტული შემსრულებელი საწარმო; შემდეგ ბრძანება მიდიოდა კონრეტულ საწარმომდე.“ – ამბობს თბილისის სახეწლმიწო უნივერიტეტის პროფესორი გიორგი კვინიკაძე, მისი  ერთ-ერთი სალექციო კურსის მასალაში. ეს აბზაცი მოკლედ აღწერს საბჭოთა კავშირის ეკონომიკური სისტემას. ნათელია, არჩევანის თავისუფლება არ ჰქონდა უბრალო პატარა საწარმოსაც კი, შეიძლებოდა თუ არა სიტყვის თავისუფლება ჰქონოდა მედიას?!
საბჭოთა კავშირში მედიას უმეტესად პროპაგანდისტული ხასიათი ჰქონდა. იგი მიმართული იყო მოსახლეობისთის, რომელსაც უნდა გაეცნო პარტიული მიზნები, ამოცანები, ლოკალური მიღწევები, დაესახა ახალი იდეალები, ედიდებინათ და ყვარებოდათ სახალხო გმირები, ბელადები. ასევე შეძულებოდათ ღმერთი  და დაევიწყებინათ ეკლესია. პუბლიცისტი და დოკუმენტალისტი მიხეილ ბასილაძე გადაცემა ერთსულოვნებისათვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს: „საბჭოთა ანტირელიგიური პროპაგანდა რამენიმე სფეროს ერთდროულად მოიცავდა, ეს იყო მასობრივი პროპაგანდირება, რომელსაც ხელს უწყობდა ცენტრალურ კომიტეთან არსებული კულტურული სამმართველო… მაგალითად საქართველოში აქტიური ანტირელიგიური პროპაგანდა დაიწყო 1923 წლის დასაწყისში, გამოიცა რამდენიმე სპეციალური ცირკულარი, ერთ-ერთი ასეთი ცირკულარით განსაზღვრული იყო, რომ საქართველოში გამოსულ ყველა გაზეთს პირდაპირ აიძულებდნენ ანტირელიგიური კუთხის გაკეთებას…“

რამდენადაც მეტი იყო პროპაგანდა, იმდენად ნაკლები იყო თვითკიტიკა. საინტერესო ფაქტია 1956 წლის მოვლენები. თებერვალში საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა, ნიკიტა სერგეის ძე ხრუშჩოვმა, სკ კპ -ის მე-20 ყრილობის დახურულ სხდომაზე წაიკითხა მოხსენება სახელწოდებით „პიროვნების კულტის და მისის შედეგების შესახებ“.  მოხსენებაში საუბარი იყო სტალინის პიროვნების კულტის შესახებ. მისი გამოაშკარავება და დაგმობა მოსახლეობამ, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობამ აღიქვა მტკივნეულად, რამაც მარტის თვეში მასობრივი პროტესტი გამიწვია საქართველოში.  დღეისათვის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა გამოაქვეყნა 1956 წლის მარტის თვეში საქართველოში გამოცემული გაზეთების კოლექცია, მათში საერთოდ არ არის ასახული საქართველოში 5-9 მარტს განვითარებული მოვლენები.

9 მარტს გაზეთი „კომუნისტი“  აქვეყნებს სტატიებს სახელწოდებით: „საქართველოს მშრომელები პატივს სცემენ ი. ბ. სტალინის ხსოვნას“ .
10 მარტი, გაზეთი „კოლექტიური შრომა“:  რაიონის მშრომელები პატივს სცემენ ი.ბ. სტალინის ხსოვნას“.
17 მარტი, გაზეთი „კოროველი“ აქვეყნებს საქართველოს კომკავშირის 21-ე ყრილობის შედეგებს და პოეტ მ. კახიძის ლექსების გარჩევის ღონისძიების შესახებ ცნობას (!).
გაზეთი „გამარჯვება“ , სტატია სათაურით „ი.ბ. სტალინის გარდაცვალების მსესამე წლისთავის:“ „სამი წელი გავიდა რაც გარდაიცვალა ი.ბ. სტალინი – კმუნისტური პარტიის და საბჭოთა სახემწიფოს გენიალური დამაარსებელის ვ.ი. ლენინის გამოჩენილი მოწაფე.“
10 მარტს გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტში“ სამი სვეტი ეთმობა ბრძანებულებას მუშა-მოსამსახურეებისათვის დასვენების წინა დღეებსა და უქმეების წინა დღეებში სამუშაო დღის ხანგრძლივობის შემცირების შესახებ და არც ერთი სიტყვა არა არის ნათქვამი იმ დღეებში განვითარებულ რეალური მოვლენებზე.
მსგავსი ცნობები ქვეყნდება ასევე გაზეთებში „გამარჯვების დროშა“, „ბრძოლის  დროშა“, „ახალი წყალტუბო“, „ახალი შირაქი“,  „ამიერკავკასიის რკინიგზელი“, „ავანგარდი“, „ადიგენის კოლმეურნე“ და სხვ.
რამდენადაც არ იყო თვითკრიტიკა იმდენა დიდი იყო ცენზურა. გავიხსენოთ 1983 წლის 18 ნოემბერს ახალგაზდების, ე.წ თვითმფრინავის ბიჭების მიერ ავიალაინერის გატაცების საქმე.  საბჭოთა ხელისუფლებამ იცოდა, რომ საზოგადოებაში ინტერესი დიდი იყო და ასეთი მასშაბური საქმის მიჩქმალვა და დამალვა გაუჭირდებოდა, ამიტომ გადაწყვიტეს ტელევიზიით სასამართლო პროცესის მხოლოდ და მხოლოდ ცენზირებული კადრების გადაცემა. ახალ ამბებში გამტაცებლებს ბანდიტებად მოიხსენიებდნენ და ხალხს არწმუნებდნენ რომ გარღვევის ეს მცდელობა სამაგალითოდ უნდა დასჯილიყო. აქ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მედია პიროვნებებს ბანდიტებად მოიხსენიებს მაშინ , როდესაც სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, განაჩენი გამოტანილი არ არის, ახალგაზრდები დამნაშავეებად ჯერ ოფიციალურად არავის უცნია.
პროპაგანდის, ცენზურის, არანაირი კრიტიკის თუნდაც ზემოთ მოყვანილი მცირე მაგალითებიც კი საკმარისია საბჭოთა მედიის გასაცნობად, შესაფასებლად. მასწავლებლებთან, ლექტორებთან, არაერთ პოეტთან და მწერალთან, კოლმეურნეობებისა თუ სხვადასხვა კომიტეტის თავჯდომარეებთან ერთად მედია იყო ინსტრუმენტი, ნაწილი დიდი საბჭოთა მანქანისა, რომელიც იგივე მასწავლებლებს და ლექტორებს, პოეტებსა და  მწერლებს, თავჯდომარეებსა და მათ დაქვემდებარბულებს და მათთან ერთად ახალგაზრდებს, მომავალ თაობას უნერგავდა და თავს ახვევდა სიცრუეს, იდელური ცხოვრების ილუზიას; რეალობას ანახებდა ვარდისფერი, თუმცა ამ შემთხვევაში უკეთესი იქნება ვთქვათ, წითელი სათვალით!
P.S
საბჭოთა პოეზია საბჭოთა მედიაში:
გაზეთი“ გამარჯვების დროშა“. 7 მარტი, 1956 წელი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Leave a comment