საგანგებო მდგომარეობა

"სუფთა სახლს" მუშაობის უფლება აღუდგა

მააზიათა ქსელს "სუფთა სახლი" მუშაობის უფლება აღუდგა.

ცვლილება მთავრობის 23 მარტის დადგენილებაში შევიდა და იმ მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალს, რომელთაც ეკონომიკური საქმიანობის უფლება აქვთ და საგანგებო რეჟიმის პირობებში ფუნქციონირება არ ეზღუდებათ, "სუფთა სახლი" დაემატა.

დადგენილება 28 აპრილს გამოიცა და ძალაში შევიდა.

მაღაზიათა ქსელი, რომელიც სადეზინფექციო, საწმენდ და ჰიგიების საშუალებებს ყიდის, საგანგებო მდგომარეობის დროს 21 მარტიდან 10 აპრილამდე მუშაობდა. 10 აპრილს მაღაზიაში შემოსავლების სამსახური შევიდა და კომპანიის ხელმძღვანელობას უთხრა, რომ ფილიალები უნდა დაეხურათ, ვინაიდან მათზე საგანგებო მდგომარეობის დროს საგამონაკლისო ზომები არ ვრცელდებოდა.

კომენტარები