GDS

მთავრობამ GDS-ს სნაიპერული შაშხანა და ორი ავტომატი, 43 ლარად მიაქირავა

SVD დრაგუნოვის სნაიპერული შაშხანა
wikimedia.org

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №2647 განკარგულების მიხედვით, ტელეკომპანია GDS-ს დროებით სარგებლობაში გადაეცა სნაიპერული შაშხანა SVD, ორი ავტომატი AKM და 120 ცალი ფუჭი ვაზნა.

შპს "ჯი-დი-ეს თი-ვის" მხარდასაჭერად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ

"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის კ ქვეპუნქტისა და "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის i ქვეპუნქტის თანახმად, შპს "ჯი-დი-ეს თი-ვის" (ს/კ: №404947475) გადაცემა "2030-ის გადამღები ჯგუფის მიერ საბრძოლო სცენების ინსცენირებისთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განახორციელოს შპს ჯი-დი-ეს თი-ვისათვის" სათანადო დახმარების გაწევა 43.2 ლარის სანაცვლოდ.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

კომენტარები