მარკსმენის იარაღი

დრაგუნოვი 7,62 მმიანი  თვითდამტენი შაშხანაა, რომელიც 1957–63 წლებში შეიმუშავა კონსტრუქტორთა ჯგუფმა ევგენი დრაგუნოვის ხელმძღვანელობით. საბჭოთა არმიის შეიარაღებაზე მიიღეს 1963 წლის 3 ივლისს.

Снайперская винтовка Драгунова: СВД

ამ შაშხანიდან სროლისთვის გამოიყენება შაშხანის ვაზნა 7,62×54 მმ R, უბრალო, ტრასირებული, ჯავშანგამტარი და სნაიპერული ვაზნებით. მას ასევე შეუძლია ისროლოს ექსპანსიური ტყვიებით – JHP და JSP.დრაგუნოვის შაშხანას მხოლოდ სათითაო გასროლის წარმოება შეუძლია. ლულის ბოლოს ყენდება ნაჭდევებიანი ალმქრობი, რომელიც ამავდროულად ლულას ჭუჭყისგან იცავს.

როდესაც დრაგუნოვის შაშხანას შეიარაღებაზე იღებდნენ, მისთვის ვაზნა ჯერ შერჩეული არ იყო. ამიტომაც სროლის ხელმძღვანელობის თანახმად, მიზანში სროლას უბრალო ვაზნებით  ამოწმებდნენ, რომლებიც აღჭურვილნი იყვნენ  ფოლადის გულიანი ტყვიებით. სროლა წამატებულად ითვლებოდა, თუ კი დაწოლილ მდგომარეობაში 100 მეტრზე ოთხი ტყვია 8 სმ დიამეტრის წრე ხაზში ხვდებოდა.

Индия отказывается от СВД и не знает, какую винтовку выбрать

1967 წელს შეიარაღებაზე მიიღეს სნაიპერული ვაზნა 7Н1. ამ ვაზნებით სროლის დროს ტყვიების გაფანტვა შეადგენს 10–12 სმ–ს 300 მეტრზე და დამოკიდებულია ნაჭდევების ნაბიჯზე. 

პირდაპირი გასროლის მანძლი შეადგენს:

თავის ფიგურაზე 30 სმ შეადგენს 350 მ;

მკერდის ფიგურაზე, რიმლის სიმაღლეა 50 სმ – 430 მ;

მორბენალ ფიგურაზე, რომლის სიმაღლე 150 სმ – 640 მ.

ვარიანტები:

სვდს – საჰაერო სადესანტო ჯარებისთვის დასაკეცი კონდახით და გამსხვილებული ლულით. შექმნილია 1991 წელს. შეიარაღებაზე მიიღეს 1995 წელს.

სვუ – შემოკლებული სვდ–ს ვარიანტი ბულ–პაპის სქემით.

სვდკ – სვდ–ს მსხვილკალიბრიანი ვარიანტი. რომელშიც გამოიყენება ვაზნა –  9,3×64 მმ. და დასაკეცი კონდახით.

ტსვ 1 – სავარჯიშო შაშხანა სადაც გამოიყენება .22 Long Rifle, რომელიც ევგენი დრაგუნოვმა სნაიპერების დაწყებითი სწავლებებისთვის შეიმუშავა.

სვდმ – წინ გამოწეული ლულით. დამატებულია პიკარტინის თამასოები და მოსახსნელი საყრდენები.

ტიგრი – სანადირო კარაბისნი,  რომლის რამდენიმე ვერსია არსებობს.

7,62 × 54 мм R — Википедия

სვდ–ს ტაქტიკურ–ტექნიკური დახასიათება:

კალიბრი – 7,62 მმ;

მასა – 4,68 კგ;

სიგრძე – 1 225 მმ;

ლულის სიგრძე – 620 მმ;

სიგანე – 88 მმ;

სიმაღლე – 230 მმ;

ვაზნის ტიპი – 7,62×54 მმ R;

მუშაობის პრინციპი – დენთის წვის აირების გადახრა, ბრუნვადი საკეტი;

სროლის სიჩქარე – 30 გასროლა წუთში;

ტყვიის საწყისი სიჩქარე – 830 მ/წმ;

სამიზნე მანძლი – 1 200 მ;

საბრძლო კვება – 10 ვაზნიანი სავაზნე კოლოფი;

სამიზნე – ღია სექტორული;

როცა დრაგუნოვის სნაიპერულ შაშხანას ქმნიდნენ, საბჭოთა კავშირი ევროპასთან დიდი ომისთვის ემზადებოდა. პარალელურად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ჯარები მარაგდებოდნენ ისეთი იარაღით, რომელიც ერგებოდა 7,62×51 მმ NATO. საბჭოთა კალაშნიკოვის ავტომატები და ტყვიამფრქვევები  ჩამორჩებოდენენ მათ სროლის მანძილით და ცეცხლის სიმკვრივით. ამ ჩამორჩენას მხოლოდ იარაღი გააბათილებდა, რომელიც დასავლურ სტანდარტებს შეესაბამებოდა. XX საუკუნის სამოციან წლებში სვს ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა. მისით შეიარაღებულმა ჯარისკაცმა შეავსო მოტო–მსტოლელთა ათეული. სვდ–ს პოტენციური მიზნები შეადგენდნენ , ტყვიამფრქვევის, ტანკსაწინააღმდეგო, საარტილერიო და კავშირგაბმულობის გათვლები.

ამერიკელები ასეთ მებრძოლებს ,,მარკსმენს“ (marksman) უწოდებდნენ – ზუსტი მსროლელები (სნაიპერები), რომლებიც აძლიერებენ თავიანთი პატარა ქვედანაყოფის საცეცხლე სიმძლავრეს.