თავში

"ვინც მას იცნობს, დარწმუნებული ვარ შემეჯიბრება მის სიყვარულში" - ნიკოლოზ რაჭველი

"ვინც მას იცნობს, დარწმუნებული ვარ შემეჯიბრება მის სიყვარულში" - ნიკოლოზ რაჭველი
ვინც მას იცნობს, დარწმუნებული ვარ შემეჯიბრება მის სიყვარულში - ნიკოლოზ რაჭველი

ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

კომპოზიტორი ბახვა ბრეგვაძეს დაბადების დღეს ულოცავს და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

"არც კი ვიცი რა სიტყვებით მივულოცო ჩემს უძვირფასეს ბახვას მისი დაბადების დღე... ამბობენ წერა მეხერხება, მაგრამ ეს ის შემთხვევაა ყოველი სიტყვა და წინადადება შესაძლოა ბანალური გამომივიდეს. ვინც მას იცნობს დარწმუნებული ვარ შემეჯიბრება მის სიყვარულში და კიდევ უფრო მეტად შემეჯიბრება საკუთარი თავისადმი მისი მხრიდან გამოვლენილ სიყვარულში. ხოლო ვინც არ იცნობს და არ მოუწია მასთან მეგობრობის ბედნიერება თამამად შემიძლია ვუთხრა რომ შესაშური პრივილეგიაა ეს! იმიტომ რომ ჩვენს სამეგობროს ბახვა გვყავს ერთადერთი, განუმეორებელი და ყოველმხრივ საუკეთესო!

გილოცავ სერ, კეფაზე ხალით და მედიცინის გარკვეულ დარგებში საარაკო კოლეგიალურობით!!!", - წერს ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system