07 ივლისი, 2013
„1001 ღამის“ შეჰრეზადმა მსახიობი ჰალით ერგენჩი რეალურ ცხოვრებაშიც მოაჯადოვა
ბერგიუზარის გამო ჰალითმა მიატოვა მეუღლე და მას მოსთხოვა, მუცელიც მოეშალა, ვინაიდან იმ პერიოდში მისი ცოლი თვე-ნახევრის ფეხმძიმე იყო. ახლახან „მაესტროს“ ეთერში კიდევ ერთი თურქული სერიალი „1001 ღამე“ დაიწყო და ქართველ მაყურებელს სავაშისა და იასემინის სიყვარულის ამბავი ლამის გადაავიწყა. ჰალით ერგენჩისა და ბერგიუზარ კორელის ეკრანულმა დუეტმა მაყურებლის სიმპათია უკვე დაიმსახურა. როგორც ამბობენ, ერგენჩი თურქი ქალების გულთამპყრობელია. ჩაანაცვლებს თუ არა მურატ ილდიმირს, ანუ სავაშის როლის შემსრულებელს, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა ფაქტია, რომ სერიალმა ფართო მაყურებლის ყურადღება უკვე მიიპყრო,
ამიტომაც შევეცდებით, უფრო მეტი მოგითხროთ ამ სერიალისა და მისი მთავარი გმირების რეალური ცხოვრების შესახებ, რომელიც „1001-მა ღამემ“ შეცვალა.

ჯერ სერიალის ფაბულას გაგაცნობთ - ბერგიუზარ კორელის გმირი, ზღაპრის გმირის სახელით - შეჰრეზადი, მარტოხელა დედაა, რომელსაც მდიდარი ოჯახიშვილი მეუღლე ავტოავარიაში დაეღუპება. ვინაიდან მის მშობლებს რძალი არ უნდოდათ, არც შვილიშვილს იღებენ და უდიდესი პრობლემის წინაშე შეჰრეზადი სრულიად მარტო აღმოჩნდება.

სერიალის დასაწყისში ირკვევა, რომ მის მცირეწლოვან ბიჭუნას ლეიკემია სჭირს და დედამ სასწრაფოდ თუ არ იშოვა 200 ათასი დოლარი, ძვლის ტვინის გადანერგვას ვერ დააფინანსებს და შესაბამისად, ბავშვი დაიღუპება. შეჰრეზადი დასახმარებლად ბავშვის ბაბუას მიმართავს, რომელსაც ამ თანხის გადახდის ძალა შესწევს, თუმცა დახმარებაზე უარს ეტყვის. სერიალის მთავარ გმირს რჩება ერთადერთი გზა, დათანხმდეს მდიდარი ონურის შეთავაზებას და საჭირო თანხის სანაცვლოდ მასთან ერთად ღამე გაატაროს. საქმეს ის ართულებს, რომ ონური იმ კომპანიის დირექტორია, სადაც შეჰრეზადი ახლახან მიიღეს...

მოვლენების განვითარებას ქართველი მაყურებელი „მაესტროს“ ეთერში ადევნებს თვალს, თუმცა ამ სერიალთან დაკავშირებით საინტერესო სულ სხვა რამ არის. როგორც აღმოჩნდა, „1001- მა ღამემ“ ორივე მთავარი მსახიობის ცხოვრებაში უდიდესი გარდატეხა შეიტანა. ბერგიუზარმა თავისი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული სწორედ გადასაღებ მოედანზე იპოვა და ეს ჰალით ერგენჩი აღმოჩნდა. ბერგიუზარის გამო ჰალითმა მიატოვა მეუღლე და მას მოსთხოვა, მუცელიც მოეშალა, ვინაიდან იმ პერიოდში მისი ცოლი თვე-ნახევრის ფეხმძიმე იყო.

როგორც ჩანს, ერგენჩი საკუთარ თავსა და გრძნობებს ვერ მოერია და მალევე დააკანონა ურთიერთობა ახალ სიყვარულთან. ბერგიუზარმა და ჰალითმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს და მალევე ვაჟი შეეძინათ. ბედნიერი წყვილი პატარასთან ერთად თურქული გამოცემებისთვის სიამოვნებით პოზირებდა. მათ ბედნიერებას შორიდან ადევნებდა თვალს ერგენჩის ყოფილი ცოლი, რომელიც დიდი ხანი უარყოფდა ხმებს მეუღლესთან ბერგიუზარის გამო ურთიერთობების არევის შესახებ...
Rating
კორელისა და ერგენჩის სიყვარულის ამბავზე, რომელიც „1001 ღამის“ გადასაღებ მოედანზე დაიწყო, პრესა ჯერ კიდევ მაშინ ალაპარაკდა, როდესაც ერგენჩი ოფიციალურად დაქორწინებული გახლდათ. წყვილი იმდენად აშკარად გამოხატავდა საკუთარ გრძნობებს და ყველგან ერთად ჩნდებოდა, რომ უკვე აღარავის ეპარებოდა ეჭვი- ისინი ერთად იყვნენ.


ჰალით ერგენჩი თურქეთში ხუთ ყველაზე ლამაზ მამაკაცს შორის არის დასახელებული. მის როლებს შორის გამორჩეულია სერიალ „დიდებულ ეპოქაში“ შესრულებული სულთან სულეიმანის როლი, რომელმაც დიდი პოპულარობა მოუტანა. რაც შეეხება ბერგიუზარ კორელს, ის მსახიობი და მოდელი გახლავთ. კორელმა პოპულარობა სწორედ შეჰრეზადის როლით მოიპოვა, შემდეგ კი მეუღლესთან ერთად ერთ-ერთ ეპიზოდში გამოჩნდა „დიდებულ ეპოქაშიც“ . გარკვეული პერიოდის წინ ცოლ-ქმარს უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა. ისინი „ტვიტერზე“ ერთმა ქალბატონმა გალანძღა, მან ჰალითს სამსახიობო მონაცემები დაუწუნა, ბერგიუზარს კი უემოციო უწოდა. ამის გამო ცოლ-ქმარმა პროკურატურას სარჩელით მიმართა და საჯარო ლანძღვის გამო ცილისმწამებელი ქალბატონის დასჯა მოითხოვა.

ნინო მურღულია
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 24 /
Azize
ჰალიტის ყოფილ ცოლს მუცელი არ მოშლია და ბერგიუზარს ნუ აბრალებთ ;) აბორტი გაიეთა. 180 000 $ კი მოითხოვა ყოფილმა ცოლმა ჰალიტმა ერთ-ერთ ინტერვიუშ თქვა ბერგიუზარი ის ადამიანია რომელიც მთელი ცხოვრება ვეძებდიო. საუკეთესო წვილია
01:32 / 14-09-2017
გამოხმაურება / 0 /
ვერიკო
აუუუუ ძან მაგარი წყვილია და ნერვები დაიოკეთ :*
19:41 / 23-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
მე ძალიან მომწონს ეს წყვილი ^_^ და პირველ ცოლტან რა ურტიერტობა ჰქონდა და რატომაც დასჰორდა ეგ არავის განსაკიტხი და გასარჩევი არარის ყველას ტავის ცხოვება აქვს და როგორც სწორად მიაჩნია ისე წარმარტა მისი ცხოვრება ხალიტმა :) და რას იზავ სიყვარული ასეთია...ბავშვი მოშორებაზა რაც შეეხება ეგ ვფიქრობ რო კაიგადაწყვეტილება მიიგეს რადგან მაგ ქალსაც შეხვდც ვიაც სჰეუყვარდება და ბავშვიანი ქალის არცტუისე ადვილია ოჯახისჰეექმნა :)))
16:18 / 20-12-2013
გამოხმაურება / 0 /
700000
ამ ოთხკუთხედი ქალისგამო შვილი რიგორ მოკლა.რა ცივ სისხლიანები ყოფილან ერთიც და მეორეც. .
17:53 / 11-11-2013
გამოხმაურება / 0 /
თათა
მაგარი წყვილია ალბათ თავისი ცოლთან არ იყო იდილიაში ,ეს ყველაფერი ბედისწერაა რას იზამ
15:59 / 14-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნია
ლელა, გეთანხმებით. საერთოდ არ ვარ სერიალების მოყვარული და მაგ კაცის როლი ერთხელ მაქვს ნანახი, სულთნის როლში. კი, კარგი მსახიობია, მაგრამ ასე გადარევა? მით უმეტეს, საკუთარი შვილის მოკვლა მოუთხოვია მეუღლისათვის.. ისიც კარგი სულელი იქნება, თუ დასთანხმდა.
14:09 / 25-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკა
მშვენიერი სერიალია ლამაზი და დახვეწილი მსახიობებით, გაფორმებით, მუსიკით... ჩვენ სერიალებს და მსახიობებს ნამდვილად ყველაფრით ჯობია!!!!
21:37 / 11-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატო
იუტუბიზე ნახეტ როგორ მგერის ხალიტ ერგენჩი არაცჩ ეულებრივად ლამაზი ხმა აკვს
00:56 / 04-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ურიგო კაცი არ არის, მაგრამ ვერაფრით მოვუწონებ იმას, რომ ამ ქალის გულისთვის ფეხმძიმე ცოლს მუცელი მოაშლევინა და გაშორდა. ხვალ რომ სხვა მოეწონოს, რა უნდა ქნას?
19:06 / 03-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ლუი
ვისაც არ მოგწონთ ნერვებს გაუფრთხილდით მგონი მათ თქვენთვის ცოლობა არ უთხოვია....ან რა შუაშია ნინის ქმარი და თურქის კაცები
16:26 / 03-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS