01 თებერვალი, 2018
ბექნუ ქაფიანიძე: "მამა ყოველთვის მაფრთხილებდა, რომ არ მქონდა შეცდომის დაშვების უფლება"
ბექნუ ქაფიანიძე ახმეტელის თეატრის მსახიობია... ამავდროულად პედაგოგიურ საქმინობასაც ეწევა - სკოლაში მეტყველებას ასწავლის. ჰყავს ორი შვილი - ნინო და მარიამი, რომელთა მოფერებითაც ვერასდროს კმაყოფილდება და მათ ცხოვრების მთავარ საჩუქრად მიიჩნევს. ბექნუ დიდი მსახიობის, ზურა ქაფიანიძის შვილი გახლავთ. მამის გაკვალულ გზაზე სიარული მისთვის ერთდროულად დიდი პასუხიმსგებლობა და სიამაყეა. მსახიობი მამას დიდი სიყვარულით იხსენებს.

- საერთოდ არ ვპირებდი ამ პროფესიის არჩევას, თეატრალურ ინსტიტუტში (მაშინ არა უნივერსიტეტი, ინსტიტუტი ერქვა) ჩაბარება მისაღებ გამოცდებადმე ერთი კვირით ადრე გადავწყვიტე, მამა არ
ჩარეულა ამ საკითხში, პირიქით, ყოველთვის


მეუბნებოდა, თავად მიიღე გადაწყვეტილება, რომელი პროფესიაც ახლოსაა შენთან, იმას მიუძღვენი თავიო. ძალიან მინდოდა, სწავლა საერთაშორისო ურთიერთობებზე გამეგრძელებინა, ახლაც მაინტერესებს, როგორ განვითარდებოდა ჩემი გზა ამ კუთხით, მაგრამ იმ მომენტში თეატრალურ ინსტიტუტში სწავლა გადავწყვიტე და დღეს ძალიან ბედნიერი ვარ ამით.

თუმცა, ინტერესი მაინც მაქვს და ვფიქრობ ხოლმე, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება იმ მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ დღეს თეატრი ცოტა რთულ მდგომარეობაშია, მაინც ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო სამსახიობოზე ჩაბარება. ამჟამად ვთამაშობ ახმეტელის თეატრში, ვყოფილვარ რეჟისორის ასისტენტიც, ამ კუთხითაც მიმუშავია, მაგრამ ძირითადად მსახიობის ამპლუაში ვმოღვაწეობ.

ძალიან მიყვარს ახმეტელის თეატრი, ჩემი ოჯახია... გარდა ამისა, იტალიურ სკოლაში თეატრალური პროფილით ვიყავი შესული, ვასწავლიდი მეტყველებას და ვდგამდი საბავშვო სპექტაკლებს, ახლა სკოლა "ოპიზაში" ვასწავლი მეტყველებას ბავშვებს, ეს ჩემი პროფესიის ნაწილია, მაქვს დრო და საშუალება, სკოლაშიც ვიყო დაკავებული, ერთი მეორეს არ გამორიცხავს, მჭიდრო კავშირშია. ეს არის ჩემი ძირითადი მოღვაწეობა ამ ეტაპზე.

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS