ტრაგედია როიალ გოდვინის ოჯახში - „მეოთხე სართულის აივნიდან შემთხვევით გადავარდა. ეს ამბავი 2019 წელს მოხდა“

როიალ გოდვინი

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე როიალ გოდვინი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდს იხსენებს და ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიაზე საუბრობს.

„მე მყავს ორი ოჯახი, რადგან ჩემი მშობლები დაშორებულები არიან და სხვა ოჯახები ჰყავთ. 9 წლის ვიყავი, როდესაც დაშორდნენ. 13 წლამდე უკრაინაში დედასთან ვცხოვრობდი, შემდეგ მამასთან გადმოვედი. 3 და-ძმა ვართ - ყველაზე უფროსი, ვერონიკა, ჩემი ძმა ემანუელი, შემდეგ მე და ახლა პატარა ნახევარ-და, გაბი მყავს. 

დედაჩემი უკრაინაში ომის შემდეგ გერმანიაში გადავიდა. მყავდა კიდევ ერთი ნახევარ-და დედაჩემის ოჯახიდან, რომელიც 2 წლის ასაკში გარდაიცვალა. მეოთხე სართულის აივნიდან შემთხვევით გადავარდა. ეს ამბავი 2019 წელს მოხდა. შოკი იყო.

დედაჩემი ეგეთ მდგომარეობაში ცხოვრებაში არ მინახავს, ადამიანს არ ჰგავდა. სახეზე თეთრი...ცხოვრება აღარ უნდოდა. ვაწყნარებდი, თუმცა ეს არავის გამოსდიოდა. ველაპარაკებოდი, მოტივაციას ვაძლევდი, როცა გავუთიშე, მუხლებში მოვიკეცე, დავწექი და ისე ვტიროდი, ცხოვრებაში ეგრე არ მიტირია.“ - იხსენებს როიალი.