ნატოს მღვრიე ტყლაპო

თუ ნიანგს თქვენი მტრის შეჭმა სურს, ნუ გგონიათ ის თქვენი მეგობარი

აფრიკული ანდაზა

როგორც ჩანს ტაქტიკურმა კოლაბორაციონიზმის ისტორიამ, რომლის ფარგლებშიც საქართველოს და უკრაინის პატრიოტიზმისთვის მებრძოლი ”გმირები’ ნაცისტურ გერმანიასთან თამაშრომლობაზეც კი წავიდნენ, არც ჩვენ და არც უკრაინელებსაც დიდად არაფერი გვასწავლა. ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინელებში ასეთი ”სამარცხვინო პატრიოტები” უფრო მრავლად იყვნენ, ვიდრე საქართველოში, მაგრამ არც ჩვენ გვქონდა ამის ნაკლებობა. ალბათ ყველაზე ცნობილი ქართველი გრიგოლ რობაქიძე იყო, ვინც არც მეტი და არც ნაკლები ადოლფ ჰილტერს 1939 წელს წიგნი მიუძღვა და ის გერმანულ ენაზე გამოსცა. იყო ასევე ”ქართული ლეგიონი” (Georgische Legion), რომელიც მესამე რაიხის მხარეს იბრძოდა და საკუთარ თანამოძმეებს ხოცავდა ბოლშევიკებისგან, რომ გაეთავისუფლებინათ საბჭოთა საქართველო. იყო სამარცხვინო შალვა მაღლაკელიძე და ბევრი მისი მსგავსი იდეოლოგიურად დაბინდული გონების და არსის პიროვნება, რომლებიც კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ბოროტების მხარეს იყვნენ.

რაც შეეხება უკრაინელების კოლაბორაციონიზმს II მსოფლიო ომის დროს ამაზე ინტერნეტშიც უამრავი მასალა იძებნება. სტეპან ბანდერა და რომან შუხევიჩი იმ ”საამაყო” უკრაინელების სიის სათავეში იმყოფებიან, რომლებიც მასობრივად ხოცავდნენ ებრაელებს და პოლონელებს II მსოფლიო ომის დროს. სტეპან ბანდერა და რომან შუხევიჩი პოლონეთში სახელმწიფო დამნაშავეებად არიან აღიარებული, დასავლეთ უკრაინაში კი მათ ძეგლები უდგათ.

ასეთია ისტორიული პატერნი, რაც უკრაინელებისთვის და ასევე ქართველებსითვისაც ნაციონალური ასპირაციის კრახის გარდა ჯერ-ჯერობით სხვა არაფრით არ დამთავრებულა. მაგრამ ამის მიუხედავად, როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში ჩვენ გვესმის მოსაზრებები ”კეთილი” აგრესორის სასარგებლოდ, რომელმაც ეს ორი ქვეყანა ”ბოროტი” აგრესორისგან უნდა დაიცვას. თითქოს რუსეთი ერთადერთი საფრთხეა, რომლის შეცნობაც ამ ქვეყნების მმართველ ელიტებს შეუძლიათ.

ამ ქვეყნის ხელისუფლებების მიერ ბოლო პერიოდში წარმოებული პოლიტიკა ხშირად მსოფლიო პოლიტიკის პრიმიტივიზაციას ახდენს და სამყაროს ორ უკიდურესობად ჰყოფს: კეთილად და ბოროტად, პროგრესულად და რეგრესულად, ნათელად და ბნელად. თითქოს ასეთ კომპლექსურ, მრავალწახნაგოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში მხოლოდ ორი პოლუსია. მსგავსი აზროვნება ბავშვებს ახასიეთბთ მათი ნაივურობის, გამოუცდელობის, გაუნათლებლობის და სხვა ფაქტორების გამო. მსგავსი მიდგომა არ არის ზრდასრული ჩამოყალიბებული სუბიექტის რეფლექსია, ამაზე მიუთითებდა თვით გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილიც.

ამასთან დაკავშირებით საჭიროა გავიხსენოთ რას წარმოადგენს ნატო, როგორც გაჩნდა ეს ორგანიზაცია, რატომ არსებობს, რას ემსახურება და საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტისთვის მასთან დაახლოება რისი მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს.

ნატო 1949 წელს შეიქმნა ომის შემდგომ მსოფლიოში საბჭოთა კავშირთან პაექრობისთვის. საკუთარი პოზიციების გასამყარებლად ევროპაში და საბჭოთა კავშირის პოპულარობის ზრდის ფონზე მისი გეოპოლიტიკური ექსპანსიის შესაჩერებლად, რომელიც ”ცივი ომის” დამთავრების შემდეგ ისედაც სავალალო მდგომარეობაში იყო, (ადამიანურ ზარალს თუ გავითვალისწინეთ 27 მლნ. დაღუპული ადამიანის სახით და ეკონომიკურ ზიანს, რაც იმ მომენტისთვის 128$ მლრდ-ს უტოლდებოდა,) აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმდა და კანადამ კიდევ სხვა 9 სახელმწიფო დაიყოლია სამხედრო ბლოკში გაერთიანებულიყვნენ.

ამ 9 სახელმწიფოს შემადგენლობა კოლონიალური იმპერიების თითქის ყველა წარმომადგენელს მოიცავდა: აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ბელგია, საფრანგეთი, დანია, ნორვეგია, ისლანდია, იტალია, ნიდერლანდები, პორტუგალია და ლუქსემბურგი.

ბევრისთვის უცნობი ფაქტია, რომ ნატოს წევრობის შესახებ განაცხადი საბჭოთა კავშირმა 1954 წელს გააკეთა, თუმცა რა გასაკვირია, რომ ეს ინიციატივა ნატომ დაბლოკა. აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი საკუთარ უარს იმ მოტივით ასაბუთბდნენ, რომ ”შეუძლებელი იქნებოდა ნატოს დემოკრატიული და თავდაცვითი ხასიათის შენარჩუნება”. სხვათა შორის ეს ის პერიოდია, როდესაც აშშ-ში უმკაცრესი რასობრივი დისკრიმინაცია იყო, ევროპაში კი შავკანიან ბავშვებს ზოოპარკებში ათავსებდნენ.

ნატოსგან მიღებული უარის შემდეგ საბჭოთა კავშირმა ”ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია” შექმნა. ასე დაიწყო ”ცივი ომი” დასავლეთსა და საბჭოთა კავშირს შორის. ამ დაპირისპირების დასასრული ყველასთვის ცნობილია. ერთის შეხედვით საბჭოთა კავშირის ლიკვიდაციის შემდეგ, ის ამოცანები, რასაც ნატო ისახავდა უკვე შესრულებული იყო, რადგანაც ”წითელი საფრთხე” განეიტრალებული იყო, ხოლოს სამხედრო ალიანსის აზრი – ამოწურული.

თუმცა, იმის მაგივრად რომ ნატოც მისი აღმოცენების მთავარ მიზეზს უკან გაჰყოლოდა, ნატომ XXI საუკუნეში შეყო თავი, როგორც აგრესიულმა სამხედრო ბლოკმა, თვითნებურად თავს დაესხა სუვერენულ ქვეყნებს და საკუთარი გეოგრაფიული არეალიდან საკმაოდ დაშორებულ სახელმწიფოებს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნატომ ფართომასშტაბიანი სამხედრო კამპანიები გააჩაღა, რასაც იქამდე ვერ ბედავდა. ობიექტურობა მოითხოვს ავღნიშნოთ, რომ არც ”ცივი ომის” დროს იყოს ნატო ბოლომდე უმწიკვლო პაციფისტური ორგანიზაცია. ასე მაგალითად ”ცივი ომის” დროს ევროპულ ქვეყნებში ნატოს ტერორისტული დაჯგუფება “გლადიო” მოქმედებდა. ნატოს ტერორისტული წარსული ევროპაში 90-იან წლებში გასაჯაროვდა. ამ თემაზე არაერთი პუბლიკაცია და წიგნი დაიწერა.

ნატოს ოფიციალური ლეგენდა 2 იდეოლოგიურ ასპექტს მოიცავს: პირველ რიგში ნატოს თავდაცვითი ხასიათი გააჩნია და მეორეს მხრივ მისი მისია დემოკრატიული ფასეულობების, თავისუფლების და ადამიანის უფლებების დაცვაა. ამ ორივე ასპექტს აბათილებს ნატოს ისტორიული პრაქტიკა.

‘’ცივ ომში’’ გამარჯვების მოპოვების შემდეგ აშშ ჰეგემონი გახდა და მსოფლიოში საკუთარი პოლიტეკონომიური წესრიგის დამყარება დაიწყო. ‘’ვარშავის ხეშლეკრულების’’ და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ინტეგრირებულები იქნენ აშშ-ის გავლენის სფეროში. ამ ინტეგრაციის ერთ-ერთი ინსტრუმენტი ‘’საბაზრო რეფორმების’’ კვალდაკვალ ნატო გახდა.

იმის მიუხედავად რომ ჯეიმს ბეიკერმა, ჯორჯ ბუშ უფროსის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანმა, გორბაჩოვს სამჯერ დაპირდა, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა, ეს დაპირება ჰაერში ნასროლ ცარიელ სიტყვებად დარჩა. ნატომ 9 გეოპოლიტიკური გაფართოება გადაიტანა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 5 გაფართოვება მოხდა, ხუთივეჯერ აღმოსავლეთით.

1999 წელს სამხედრო ალიანსში უნგრეთი, პოლონეთი და ჩეხეთი გაწევრიანდა. ზუსტად 10 დღეში ამ ქვეყნის მოქალაქეები გადასროლილ იქნენ მეზობელ იუგოსლავიასთან ომში, რომელსაც ნატო 78 დღის განმავლობაში უმოწყალოდ ბომბავდა და სისხლის გუბეებით გაავსო მთელი ქვეყანა.

იმავე წელს ვაშინგტონის სამიტზე ახალი სტრატეგიული კონცეპტი იქნა მიღებული, რომელიც ნატოს უფლებას აძლევდა არამხოლოდ თავი დაეცვა, არამედ თავსდასხმითაც დაკავებულიყო და საკუთარი საზღვრებს მიღმა ჩაეტარებინა ოპერაციები.

2 წლის შემდეგ, 2001 წელს ნატოს ჯარები თავს დაესხა ავღანეთს. რით დამთავრდა ეს დამანგრეველი 20 წლიანი სამხედრო ავანტიურა, სულ ცოტა ხნის წინ ვიხილეთ, როდესაც ამერიკული თვითმფრინავები ერთმანეთის მიყოლობით ტოვებდნენ ქვეყანას; ბედის ამარა მიგდებული ავღანელები აეროპორტის ასაფრენ ზოლზე თავგანწირულად მისდევდნენ თვითმფრინავს, ხოლო ზოგიერთი მათგანი თვითმრინავის ფრთებზე აბობღდა და რამდენიმე წამში ტრაგიკულად დაიღუპა.

ნატოს გაფართოება წლების მიხედვით

2004 წელს ნატომ თავის რიგებში ბულგარეთი, ლატვია, რუმინეთი, სლოვაკეთი და ესტონეთი მიიღო. მათ მოყვა ხორვატია და ალბანეთი 2009 წელს, 2017 წელს ჩერნოგორია, ხოლო 2020-ში ჩრდილოეთ მაკედონია.

2005 წლიდან დაწყებული ნატოს და უკრაინის თანამშრომლობა დაჩქარებული დიალოგის ფორმატით მიმდინარეობდა. 2008 წელს ალიანსმა განაცხადა თავისი განზრახვის შესახებ განევითარებინა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა. ამ მიმართულებით სვლამ ახალი ბიძგი ევრომაიდანის შემდეგ მიიღო. ნატოში გაწევრიანებისკენ მიმართული კურსი უკრაინის კონსტიტუციით გამყარდა 2019 წელს და ქვეყანამ მიიღო ‘’გაფართოებული შესაძლებლობების პარტიორის’’ სტატუსი. იგივე სტატუსი გააჩნიათ ავსტრალიას, საქართველოს, იორდანიას, ფინეთს და შვედეთს.

საქართველოს და ნატოს თანამშრომლობა 1990-იანი წლების დასაბამიდან დაიწყო. 2002 წელს ნატო-ს პრაღის სამიტზე საქართველომ გააკეთა ოფიციალური განაცხადი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, სწორედ ამ დროიდან იწყება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი.

2004 წლიდან ნატო-საქართველოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა. კერძოდ, 2004 წლის 29 ოქტომბერს, ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, საქართველო გახდა პირველი პარტნიორი სახელმწიფო, რომელთანაც ალიანსმა დაიწყო ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP – Individual Partnership Action Plan) ფორმატში თანამშრომლობა.

2019 წელს ნატომ საკუთარი ინტერესების ზონაში აფრიკაც შეიყვანა, იქამდე კოლუმბიაში და ლიბიაშიც გაინავარდა, სადაც «ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ოპერაციის» შემდეგ მონობა დაბრუნდა, ახლო აღმოსავლეთელმა ექსტრემისტებმა იარაღის ქარავანი მიიღეს, ხოლო მიგრაციულმა კრიზისმა ევროპაში მემარჯვენე ძალების აღზევებას შეუწყო ხელი.

დღესდღეობით, ნატო 2030 დღის წესრიგის თანახმად სამხედრო ალიანსი აზიაში მიემართება, სადაც აშშ ჩინეთთან შეტაკებისთვის ემზადება, რომლის არნახული ეკონომიკური ზრდა ერთპოლარული მსოფლიოს დასასრულს მოასწავებს აშშ-ის ჰეგემონიური ლიდერობით.

ნატოს გაფართოების პოლიტიკას რომ ქვეყნებს შორის დაძაბულობის ახალი მუხტი შეაქვს, აშშ-ის ოფიციალური პირებიც აღიარებენ. თვით ჯორჯ კენანმა, ამერიკელმა დიპლომატმა და «ცივი ომის ერთ-ერთმა არქიტექტორმა» ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას ამერიკული პოლიტიკის «ყველაზე საბედისწერო შეცდომა უწოდა» ცივი ომის შემდეგ და ივარაუდა, რომ ის ნაციონალისტურ, ანტიდასავლურ და მილიტარისტულ განწყობების გაღვივებას შეუწყობდა ხელს რუსეთში.

ობამას და ბუშის დროს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რობერტ გეიტსი აღიარებს, რომ ნატოს გაფართოებამ «რუსეთთან ურთიერთობა დაძაბა». იმავე აზრზეა აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში, მაიკლ მაკფოლი. მან აშშ-ის საგარეო პოლიტიკას «აგრესეიული» უწოდა და ნატოს გაფართოება და აშშ-ის მიერ «ფერადი რევოლუციების» მხარდაჭერა გააკრიტიკა.

ნატოს აპოლოგეტები ხშირად იყენებენ ლირიკას დემოკრატიულ ფასეულობებზე და ადამიანების უფლებებზე, რასაც მათი თქმით სამხედრო ალიანსი უზრუნველყოფს საკუთარი წევრების მოქალაქეებისთვის. როგორ ეხამება ეს ავტოკრატიული თურქეთის წევრობას ნატოში, ნავთობის ომებს, რომელთა მსხვეროლი პირველ რიგში მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, ამას უკვე აღარ აზუსტებენ ევროატრანტიკური ბლოკის მეხოტბეები.

1999 წელს ნატოს მიერ იუგოსლავიის განადგურება

ნატო – ეს არაა უფლედამცველი ორგანიზაცია. ნატო სამხედრო ალიანსია, რომელიც ატომური იარაღით და სხვა გამანადგურებელი ტექნიკითაა აღჭურვილი, ექსპანსიურად მოქმედებს და მთავარი ინვესტორის, აშშ-ის ინტერესებთთან სუბორდინაციაშია. ამ მილიტარისტული გაერთიანების ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ ეს ინტერესები დაიცვას, ამავდროულად იმპერიის სამხედრო ავანტიურებზე პასუხისმგებლობის გადანაწილება აშშ-ის პარტიორებზე ხდება ალიანსის ფარგლებში.

იქედან გამომდინარე, რომ ნატოს ერთ წევრზე თავდასხმა განიხილება, როგორც ყველა წევრზე თავდასხმად, აღნიშნული ბლოკის ექსპანსია კვებავს არა მხოლოდ რეგიონალურ კონფლიქტებს, არამედ მსოფლიოს ომის გლობალურ საფრთხეს. ყოველი ახალი ქვეყნის წევრობასსთან ერთად ნატო საზღვრები ფართოვდება და უახლოვდება კონკურენტების ტერიტორიებს.

სუვერენიტეტის გაგება გულისხმობს, რომ სუვერენულ ქვეყანას თვითონ შეუძლია გადაწყვიტოს ვისთან დაამყარებს ინტიმურ პოლიტიკურ კავშირს. თუმცა ნებისმიერი მსგავსი გადანაცვლება რეალურ პოლიტიკურ ლანდშაფტზე ხდება, რაც სხვადასხვა სუბიექტების ინტერესების ერთობლიობაა. ეს ინტერესები ერთმანეთზე მოქმედებს და ვერ იქნება იგნორირებული ფრთოსანი ფრაზების და ლამაზი თეორიების გამო.

სუვერენიტეტის არსის პატივისცემის მიუეხედავად, დასავლეთის ბევრი გულმხურვალე მხარდამჭერი თანხმდება იმაზე, რომ მექსიკა მაგილითად სამხედრო ბლოკში ვერ შევა ჩინეთთან ან რუსეთთან, რადგანაც ეს გამოიწვევს კონფლიქტს აშშ-სთან. ანალოგურად უკრაინას არ შეუძლია რუსეთის ინტერესების უგულებელყოფა ნატოს საკითხთან მიმართებაში.

საერთაშორისო ურთიერთობები არ არის თვითმავალი პროცესი. ეს არის ურთიერთობა. ურთიერთობა კი გულისხმობს, რომ მხარეები ერთმანეთის ინტერესებს ითვალისწინებენ. ინტერესების ბალანსი ძალთა თანაფარდობაზეა დამოკიდებული, რაც სხვადასხვა პირობების წამოყენების საშუალებას იძლევა.

ცხადია, რომ უკრაინისთვის ერთადერთი სცენარი, რომლის გეოგრაფიული მდებარეობა მას ორ იმპერიას შორის ამყოფებს, უბლოკო სტატუსია, ანუ სხვანაირად სამხედრო ნეიტრალიტეტი. სამხედრო ნეიტრალიტეტმა უკრაინისთვის საკუთარი ეფექტურობა უკვე დაამტკიცა. 2014 წლამდე, მაიდანის ოლიგარქების ხელისუფლებაში მოსვლამდე, რომლის შემდეგადაც დაიწყო ნატოსკენ სწრაფი სვლა, უკრაინას ტერიტორიები არ დაუკარგავს, უკრაინელები ომში არ დახოცილან.

Spiegel: ახლახან აღმოჩენილია 1991 წ. დოკუმენტები ნატოს არგაფართოებაზე

კოლი, გენშერი, გორბაჩოვი – 1990 წ. © REUTERS

ბრიტანულ არქივში აღმოჩენილია დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ დასავლური ქვეყნები 1989-1991 წლების მოლაპარაკებებზე საბჭოთა კავშირს დაპირდნენ ნატოს არგაფართოების შესახებ, აღნიშნავს გერმანულ ჟურნალი Spiegel. გორბაჩოვმა გდრ და სოციალისტური ბანაკის სხვა ქვეყნები წინააღმდეგობის გარეშე დათმო. სანაცვლოდ ამერიკელები და ევროპელები გეგმავდნენ ნატოს გარდაქმნას სამშვიდობო სტრუქტურად.

რუსეთი ათწლეულობის განმავლობაში ამტკიცებს, რომ ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით დასავლეთის მიერ მიცემული დაპირების დარღვევაა, რაც ბერლინის კედლის რღვევის შემდეგ იქნა მიცემული. და ახლა ამოტივტივდა დოკუმენტი, რომელიც ყურადღებას იმსახურებს.

რამდენიმე კვირის წინ ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს თავი თავდაჯერებულად ეკავა. ნორვეგიელმა დამაჯერებლად უპასუხა Spiegel-ის კითხვას, ჰქონდა თუ არ მიცემული ნატოს დაპირება აღმოსავლეთით არგაფართოებაზე. სტოლტენბერგმა მტკიცდ უპასუხა: ”ეს უბრალოდ ტყუილია”. ასეთი დაპირება არასდროს არ გაცემულა, მსგავს კულუარულ შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია. ეს უბრალოდ სიყალბეა”.

სტოლტენბერგის მსგავსად სიტუაციას ანალოგიურად ხედავს დასავლეთის ბევრი პოლიტიკოსი, სამხედრო და ჟურნალისტი. ეს საერთო პოზიციაა: 1999 წელს პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხეთის და შემდეგ სხვა აღამოსავლეთევროპული ქვეყნების მიღება ნატოში თითქოს არ ეწინააღდეგებოდა მოსკოვთან შეთანხმებას ბერლინის კედლის ნგრევის შემდეგ 1989 წელს. ეს საერთო პოზიცია გასაგებია. პრეზიდენტი პუტინი ნებისმიერი საბაბით იმეორებს, რომ დასავლეთმა მისი ქვეყანა მოატყუა ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით. რადგანაც ამას ამტკიცებს პუტინი, ვინ მოისურვებს დასავლეთში დაადანაშაულონ იმაში, რომ ის ”პუტინის პროპაგანდის” დამხმარეა?

და მაინც: სტოლტენბერგის პოზიცია შეკითხვებს იწვევს. ამაზე მოწმობს ბრიტანეთის ეროვნულ არქივში მოძიებული დოკუმენტიც. ეს დოკუმენტი ამერიკელმა პოლიტოლოგმა ჯოშუა შიფრინზონმა გამოჩხრიკა, ამასთან ერთად აღნიშნული საბუთი თავდაპირველად გასაიდუმლოებული იყო. დოკუმენტში საუბარია აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროების უმაღლესი პირების შეხვედრაზე 1991 წლის 6 მარტს ბონში.

შეხვედრის თემა პოლონეთის და სხვა აღმოსავლეთევროპული ქვეყნების უსაფრთხოების საკითხი იყო. გდრ და ფრგ გაერთიანდნენ შეხვედრამდე 5 თვით ადრე. უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ვარშავაში და ბუდაპეშტში პოლიტიკოსები გამოხატავდნენ ინტერესს დასავლურ ქვეყნებთან კავშირის თაობაზე. აღმოჩენილი დოკუმენტი ამტკიცებს, რომ იმ დროს ბრიტანელები, ამერიკელები, გერმანელები და ფრანგები იყვნენ საერთო პოზიციაზე: ნატოში აღმოსავლეთევროპული ქვეყნების წევრობა – ”მიუღებელია”.

განსაკუთრებით ყურადღებას იმსახურებს გერმანიის წარმომადგენლის იურგენ ჰრობოგის შენიშვნა ზემოთხსენებულ დოკუმენტში:

”ნატო არ გაფართოვდება ელბას მეორე მხარეს. ამიტომაც ჩვენ არ შეგვიძლია პოლონეთს და სხვა აღმოსავლეთევროპულ ქვეყნებს ნატოს წევრობა შევთავაზოთ.

შეგახსენებთ, რომ 2+4 მოლაპარაკებები გამართული იყო ფრგ-ს და გდრ-ს და II მსოფლიო ომში გამარჯვებულ 4 წამყვან ქვეყანას შორის (საბჭოთა კავშირი, ბრიტანეთი, აშშ, საფრანგეთი)

ჯერ კიდევ 1993 წელს, პუტინის რეჟიმის შექმნამდე დიდი ხნით ადრე რუსები აღნიშნავდნენ, რომ უეცრად გაჟღერებული გეგმები ნატოს გაფართოების შესახებ ეწინააღმდეგებოდა 2+4 მოლაპარაკებების სულისკვეთებას და ამ მოლაპარაკებების შედეგად მიღებულ დოკუმენტს. დოკუმენტიდან გამომდინარე, რუსები საწინააღმდეგო აზრის მტკიცებისას 1991 წლისს ოფიციალურ დასტურს ეყრდნობოდნენ ფრგ-ს ხელმძღვენელობისგან – კანცლერ ჰელმუტ კოლისგან და ჰანს-დიტრიხ გენშერისგან.

ამერიკელებიც ანოლოგიურად უყურებდნენ 1991 წლის სიტუაციას, როგორი დამოკიდებულებაც დღეს პუტინს გააჩნია – დაუშვებელია ნატოს გაფართოება. თუ დოკუმენტს დავუჯერებთ აშშ-ის წარმომადგენელი რაიმონდ ზაიცი გერმანელ კოლეგას ჰრობოგს დაეთანხმა და თქვა:

”ჩვენ მყარად დავარწმუნეთ საბჭოთა კავშირი 2+4 მოლაპარაკებებზე და სხვა შეხვედრებზე, რომ არ ვაპირებთ არანაირი სარგებლის მიღებას საბჭოთა ჯარების უკან დახევით აღმოსავლეთ ევროპაში. ნატო არ უნდა გაფართოვდეს აღმოსავლეთით – არც ფორმალურად, არც არაფორმალურად.”

ამის მიუხედავად, ბერლინის კედლის ნგრევის შემდეგ დასავლეთმა ხელი არ მოაწერა კრემლთან იურიდიულ დოკუმენტს, რომელსაც სავალდებულო ხასიათი ექნებოდა, რაც ნატოს გაფართოებას გამორიცხავდა. ეტყობა იმ მოლაპარაკებების მონაწილეები კეთილსინდისიერად მოქმედებნენ. გორბაჩოვის დაპირების შემდეგ საბჭოთა კავშირი დემოკრატიულად გარდაესახა, იმპერია აღმოსავლეთით რეფორმებისთვის მზად ჩანდა, გორბაჩოვმა ასევე აღნიშნა მზაობა საბჭოთა კავშირის ნატოში გაწევრიანების საკითხი განეხილა. საპასუხოდ კოლს, გენშერს და სხვა დასავლელ პოლიტიკოსებს რეალურად სურდათ ნატოს რეფორმირება, სამხედრო ბლოკიდან მისი გარდაქმნა პოლიტიკურ ალიანსად და სერიოზულად გაეთვალისწინებინათ კრემლის ინტერესები. ნავარაუდები იყო, რომ აღმოსავლეთით გაფართოებით ნატო კონფლიქტამდე არ მივიდოდა.

კლაუს ვიგრეფე (Klaus Wiegrefe)

1968 წლის პრაღის გაზაფხული: კონტრრევოლუცია, როგორც იმპერიალიზმის „ტროას ცხენი“

ნიკოს მოტასი | კომუნიზმის დასაცავად (In Defense of Communism)

1968 წლის აგვისტოში, 53 წლის წინ, როდესაც ვარშავის ხელშეკრულების სახელმწიფოების საერთაშორისო სოლიდარობა (ინგ. internationalist solidarity) ჩეხოსლოვაკიის სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში ახშობდა ცივი ომის პერიოდში წამოწყებულ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კონტრ-რევოლუციოr მცდელობებს. პრაღის მოვლენები წარმოადგენენ სოციალისტური სამყაროს მიერ იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საყრდენს. ამასთანავე, მოცემული შემთხვევა მუდამ წარმოადგენს სხვადასხვა ბურჟუაზიული და ოპორტუნისტული ძალებისთვის ანტიკომუნისტური პროპაგანდის წყაროს.

პრაღა, 1960 წელი

ათწლეულების მანძილზე ბურჟუაზიული ისტორიოგრაფია, მხარდაჭერილი განსხვავებული ოპორტუნისტებისა და კონტრრევოლუციონერების მიერ (ტროცკისტები, ევრო-კომუნისტები, სოციალ-დემოკრატები და ა.შ.) წარმოაჩენს ამ მოვლენას, როგორც „საბჭოთა ტანკებს“, რომლებმაც „სისხლში ჩაახშეს პრაღა“ და ამით უმალვე აღკვეთეს „სოციალიზმისთვის ადამიანური სახის“ მიცემის მცდელობა.

1968 წლის პრაღის კონტრრევოლუციონერული მოვლენები გამოყენებულ იქნა საერთაშორისო ბურჟუაზიის მიერ მე-20 საუკუნეში საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური წყობის ჩამოყალიბების წინააღმდეგ გამართულ მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანიისას. ეს ანტიკომუნისტური და ანტისაბჭოთა პროპაგანდა ეყრდნობა ცრუ მოსაზრებას, რომ დუბჩეკის მმართველობისას [1] წამოწყებული რეფორმების დანიშნულება, სავარაუდოდ, იყო „ადამიანური სოციალიზმის“ შემოთავაზება საბჭოთა კავშირის მიერ დანერგილი „სტალინისტური მოდელის“ ნაცვლად.

1968 წლის მოვლენების ანალიზი არ შეიძლება იმ დროისთვის არსებული ისტორიული რეალობის გაუთვალისწინებლად მოხდეს. კერძოდ, ვგულისხმობთ ცივ ომს, როდესაც გლობალურ დონეზე ორი რადიკალურად დაპირისპირებული სოციალური სისტემა – კაპიტალიზმი და სოციალიზმი ერთმანეთს შეეჯახნენ. ამ წინააღმდეგობრივ გარემოში, საერთაშორისო იმპერიალიზმმა (ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატები და, მათ შორის, დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები) სოციალიზმის დასაკნინებლად და ჩამოსაგდებად ძალზედ მოხერხებული სტრატეგია შეიმუშავა. მოდით გავიხსენოთ, რომ ე.წ. პრაღის გაზაფხულამდე, 1956 წელს, მეზობელ ქვეყანა უნგრეთში ადგილი ჰქონდა სხვა კონტრრევოლუციას (ნებისმიერ შემთხვევაში, სწორედ რომ რევოლუციად არის ეს მოვლენა მოხსენიებული).

დღეს, ხუთი ათწლეულის შემდეგ, არსებობს რა უამრავი საბუთი, საარქივო მასალა, წერილობითი ჩვენებები და სხვა მასალები, რომლებიც სრული სურათის ჩამოყალიბების შესაძლებლობას გვაძლევენ, შეიძლება ამ მოვლენებზე პირდაპირ ითქვას, რომ იმპერიალიზმის მხრიდან ადგილი ჰქონდა მუდმივ ძირგამომთხრელ საქმიანობას და კონტრრევოლუციის მცდელობას. დროა მოხდეს ამ ანტიკომუნისტური ტყუილების ჩამოშლა და ისტორიის ბოროტად დამახინჯების ფაქტის გამჟღავნება.

ალექსნადრე დუბჩეკი – 1968-1969 წლებში ჩეხეთის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი

უნგრეთის გამოცდილებამ ცვლილებები შეიტანა სოციალისტური ბლოკის წინააღმდეგ იმპერიალიზმის მიერ წარმოებულ ბრძოლის პოლიტიკაში. ეს მიდგომა ახსნილ იქნა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი „არქიტექტორის“ მიერ, რომელიც შემდეგში პრეზიდენტ კარტერის პერიოდში ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. ზბიგნევ ბჟეზინსკი წერდა, რომ მოვლენების განვითარების საუკეთესო მოდელი იქნებოდა აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების „შინაგანი ლიბერალიზაცია“. იგი აღნიშნავდა, რომ მსგავსი „ცვლილება“ შესაძლებელი იყო უპირველეს ყოვლისა ჩეხოსლოვაკიაში, შემდეგ უნგრეთსა და პოლონეთში [2].

1950-იან წლებში, ჯერ კიდევ ბჟეზინსკამდე, პრეზიდენტ ეიზენჰაუერის ადმინისტრაციის პერიოდში სოციალისტურ სახელმწიფოებში ე.წ. „შიდა“ კონტრრევოლუციების წაქეზების პოლიტიკა  იყო აშშ-ს საგარეო მიდგომის ერთ-ერთი ფუნდამენტი; იგი ჩამოყალიბებული იქნა ქვეყნის სახელმწიფო მდივნის ჯონ ფოსტერ დალესის მიერ. ბჟეზინსკის მიერ განხილული ე.წ. „შინაგანი/შიდა ლიბერალიზაციის“ კონცეფცია იყო ჩეხოსლოვაკიაში აშშ-სა და მისი მოკავშირეების იმპერიალისტური ზრახვების განხორციელების მეთოდი; ანუ სახელმწიფოში კონტრრევოლუციის მოწყობისთვის საჭირო გასაღები. ალექსანდრე დუბჩეკის გენერალური მდივნობის პერიოდში ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის მმართველ ელიტაში მემარჯვენეები და ოპორტუნისტები დომინანტ ძალად ჩამოყალიბდნენ. შესაბამისად, 1968 წლის იანვრისთვის მათ შეძლეს ქვეყანაში მთელი რიგი „რეფორმების“ ანუ სოციალისტური მოდელის „ლიბერალიზაციის“ განხორციელება.

ბურჟუაზიული და ოპორტუნისტული ძალები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ ე.წ. პრაღის გაზაფხული, რასაც ისინი დუბჩეკის მმართველობისას ჩამოყალიბებულ რეფორმებს უწოდებენ, მიმართული იყო ქვეყანაში სოციალისტური მოდელის დემოკრატიზაციასა  და „სოციალიზმისთვის ადამიანური სახის“ მიცემაზე. თუმცა, ეს დებულება ისტორიულად დამტკიცებული ტყუილია.

ე.წ. პრაღის გაზაფხული სინამდვილეში იმპერიალიზმის „ტროას ცხენი“ იყო. სოციალისტურ სისტემაში რეალურად არსებული პრობლემები (მაგალითად, ეკონომიკა, წარმოება, სოციალისტური განათლება და ა.შ.) ანტი-სოციალისტურმა რეაქციულმა ძალებმა საკუთარი რევიზიონისტული [რედ. არსებული მდგომარეობის გადახედვა] მიზნებისთვის უბრალოდ მოიმიზეზეს; ეს იყო იდეოლოგიურად მოტივირებული არსებული რეალობის გადახედვის მცდელობა, რომელიც ნელა, მაგრამ მკაფიოდ წაიყვანდა სახელმწიფოს კაპიტალიზმის აღორძინებისკენ. უკვე მოგვიანებით, ე.წ. პრაღის გაზაფხულის ერთ-ერთმა ლიდერმა ჩეხმა ეკონომისტმა ოტა შიკმა [3] აღიარა 1968 წლის რეფორმების რეალური დანიშნულება. შიკმა, ე.წ. „მესამე გზის“ (ინგ. the so-called “Third Way”) მხარდამჭერმა, ცინიკურად განაცხადა, რომ ეს რეფორმები იყო ცრუ სვლა, რადგან იმ დროს „გულწრფელად მჯეროდა, რომ ერთადერთი გამოსავალი სუფთა სახის კაპიტალიზმი იყო. [4]

იმპერიალისტური გეგმები და საბჭოთა კავშირის საერთაშორისო სოლიდარობა

1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში ე.წ. „სუფთა კაპიტალიზმის“ დანერგვის გეგმა მხარდაჭერილი იყო საერთაშორისო იმპერიალიზმის მიერ განხორციელებული მთელი რიგი კონტრრევოლუციონერული ნაბიჯებით. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (ინგ. CIA) და სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების თანახმად, ამერიკის მთავრობას გააჩნდა „სამოქმედო გეგმები“, რომლების დანიშნულება იყო ჩეხოსლოვაკიაში არეულობის მოწყობა. ამ გეგმებში შედიოდა ხანგრძლივი ძირგამომთხრელი საქმიანობა (ანუ, საბოტაჟი), განგრძობადი ანტიკომუნისტური პროპაგანდა და ქვეყანაში სხვადასხვა კონტრრევოლუციური დაჯგუფების შექმნა/დაფინანსება.

უნდა აღინიშნოს, რომ ვარშავის პაქტის სახელმწიფოების მიერ ჩეხოსლოვაკიაში შეჭრამდე ერთი კვირით ადრე, პრაღაში სადღაც 10-დან 12 ათასამდე დასავლეთ გერმანელი ჩავიდა; ამასთანავე, უშუალოდ ქვეყნის დედაქალაქში უკვე აქტიურ საქმიანობას ეწეოდნენ აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომლებიც. კალიფორნიულმა გაზეთმა გამოაქვეყნა ორგანიზაცია „ახალი ამერიკელები თავისუფლებისთვის“ ლიდერის განცხადება, რომელიც სულ ახლახან ჩამოვიდა იქიდან. ამ განცხადების თანახმად, მისი მისია იყო ჩეხოსლოვაკიაში სტუდენტთა ჯგუფების კომუნიზმის წინააღმდეგ ჩამოყალიბება და კონტრ-რევოლუციონერული ტერორისტული დანაყოფების მომზადება [5].

გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკას ჩეხოსლოვაკიაში კონტრრევოლუციის მოწყობის გეგმებში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. 1968 წლის გაზაფხულისთვის ტურისტებს ამოფარებულნი ათასობით შენიღბული აგენტი, ჯაშუში და საბოტაჟისთვის მომზადებული პირი ჩავიდა ქვეყანაში. 1968 წლის აპრილში ჩეხოსლოვაკიასა და დასავლეთ გერმანიას შორის გაიხსნა ხუთი საპასპორტო-გამშვები პუნქტი და თითოეულს დღიურად 7000 მანქანა კვეთდა [6].

აგვისტოს დასაწყისში კი კონტრრევოლუციური მარყუჟი ჩეხოსლოვაკიას ყელზე შემოეხვია. ამერიკასა და დასავლეთ გერმანიაში წარმოებული შეიარაღება ნაპოვნი იყო სახელმწიფო შენობების სარდაფებში, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსა და დასავლეთი გერმანიის საიდუმლო სამსახურების ხელშეწყობით მძლავრი მობილური რადიო სადგურები კი სახელმწიფოს მასშტაბით ანტიკომუნისტურ გზავნილებს აჟღერებდნენ. სინამდვილეში იმპერიალისტების მიერ მხარდაჭერილ არეულობას კონტრრევოლუციურ გადატრიალებამდე ფაქტიურად არაფერი აშორებდა.

1968 წლის 20 აგვისტოს მომხდარი ვარშავის პაქტის სახელმწიფოების მიერ განხორციელებული სამხედრო შემოჭრა მოხდა სწორედ, რომ იმ მომენტში, როდესაც აშშ-სა და ევროპელი იმპერიალისტების მიერ წაქეზებული კონტრრევოლუციური ძალები უკვე „ახრჩობდნენ“ ჩეხოსლოვაკიას და მის მოსახლეობას. საბჭოთა ჯარების პრაღაში შემოსვლა იყო სოლიდარობის ნაბიჯი, რომელმაც გააუქმა იმპერიალისტური გეგმები და სახელმწიფო გარდაუვალი სამოქალაქო ომის შემთხვევაში დიდი სისხლისღვრისგან გადაარჩინა.

გასაკვირი არაა, რომ ბურჟუაზიული და ოპორტუნისტული ძალები ისტორიოგრაფიაში საბჭოთა კავშირისა და ვარშავის პაქტის სახელმწიფოების მიერ ჩეხოსლოვაკიაში საერთაშორისო ჩარევას უწოდებენ „საბჭოთა შემოჭრას“, რამაც, მათი თქმით, გამოიწვია ქვეყნის ტერიტორიული სუვერენიტეტი დარღვევა. ეს არის მტკნარი სიცრუე. იხილეს რა ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და ეროვნული კრების წევრებმა კონტრ-რევოლუციური ჯანყის საფრთხე, მათ ოფიციალურად მოუწოდეს საბჭოთა კავშირსა და ვარშავის პაქტის წევრ სახელმწიფოების ჩარევისკენ. სავარაუდოდ, საბჭოთა ხელის გარეშე ქვეყანა ჩაეფვლებოდა სამოქალაქო ომის სისხლისმღვრელ გამანადგურებელ ქაოსში; ბოლოს კი, გადაიქცეოდა აშშ-სა და ნატო-ს რიგით მორჩილ ქვეყნად.

დღეს, ე.წ. პრაღის გაზაფხულიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ და აღმოსავლეთ ევროპაში კონტრრევოლუციური ცვლილებებიდან 30 წლის შემდეგ, ჩეხოსლოვაკიის, აწ უკვე გაყოფილი ჩეხეთის და სლოვაკეთის რესპუბლიკებად, მოქალაქეები სრულად გრძნობენ „კაპიტალისტური თავისუფლებების“ შედეგებს. სოციალური და მუშათა უფლებების ჩამოშლა, უმუშევრობის ზრდა, გავრცობადი პრივატიზაცია, უსახლკაროთა რაოდენობის სწრაფი ზრდა, მდიდრებსა და ღარიბებს შორის სულ უფრო ზრდადი უფსკრული – ეს კაპიტალიზმისა და ევროკავშირის „საჩუქრების“ მხოლოდ მცირეოდენი ჩამონათვალია. დღეისთვის, მონოპოლიები და შეძლებული ბიზნეს ჯგუფები ჩეხეთსა და სლოვაკეთის რესპუბლიკებში ფლობენ ძირითად სიმდიდრეს.

ისტორია ცოდნის ძალზედ მნიშვნელოვანი წყაროა. ჩეხოსლოვაკიისა და ე.წ. პრაღის გაზაფხული კი გვაძლევს წარსულზე და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დღევანდელობის და მომავლის დაპირისპირებებზე წარმოდგენას.

შენიშვნები:

  1. ალექსანდრე დუბჩეკი (1921-1992), served as the First Secretary of the Presidium of the CC of the Communist Party of Czechoslovakia from January 1968 to April 1969.
  2. Alternative to Partition: For a Broader Conception of America’s Role in Europe, Atlantic Policy Studies, New York: McGraw-Hill, 1965.
  3. ოტა შიკი (ინგ. Ota Šik) (1919-2004), Economist and Politician, one of the key figures behind the economic liberalization plan.
  4. Interview in Mlada Fronta newspaper, 2/8/1990.
  5. გას ჰოლი (ინგ. Gus Hall), Imperialism today: an evaluation of major issues and events of our time, New York: International Publishers, 1972.
  6. Anticommunism: yesterday and today, Ideological Committee of the CC of the KKE, Synchroni Epochi, Athens, 2006.

სპეკულაციები მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შესახებ

მოლოტოვი და რიბენტროპი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ მოსკოვში. 28 სექტემბერი, 1939 წ.

2021 წლის 23 აგვისტოს 82 წელი შესრულდა საბჭოთა-გერმანული თავდაუსხმელობის ხელშეკრულების ხელისმოწერიდან, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი. ბოლო წლების განმავლობაში აღნიშნული დოკუმენტი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მქონე სუბიექტების თავდასხმის ობიექტი გახდა, სადაც სჭარბობს სპეკულაციები, ფსევდომეცნიერული მიდგომები და ისტორიის გაყალბების და გადაწერის უხეში მცდელობები.

მსგავსი განწყობის წახალისება ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან ხდება. ლიბერალური დასავლური პოლიტიკური ელიტა და მათი ადეპტები მესამე სამყაროს ქვეყნებში ძალ-ღონეს არ იშურებენ ტოტალიტარული რეჟიმების პასუხისმგებლობის გათანაბრების მცდელობაში II მსოფლიოს ომის გაჩაღების მცდელობაში. დასავლური ლიბერალური მედია საშუალებები და მათი ქართველი ანალოგები მათ მკითხველებს არწმუნებენ იმაში, რომ ჰიტლერს და სტალინს ”თაფლობის თვე” ჰქონდათ და ნაცისტური გერმანია და საბჭოთა კავშირი თანაბრად დამნაშავეები არიან კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელი ომის დაწყების გამო.

ისტორიის მსგავსი რევიზიონიზმი ელემენტარულ კრიტიკასაც კი ვერ უძლებს, რამეთუ ესაა უმეცრების და ფაქტების ლოგიკური თანმიმდევრობის უგულებელყოფის უნიკალური სინთეზი. დავიწყოთ იქიდან, რომ 1930-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაწყებული საბჭოთა დიპლომატები მაქსიმალურად ცდილობდნენ ერთიანი ევროპული უსაფრთხოების სისტემის ფორმირებას მესამე რაიხის წინააღმდეგ, სანამ ფაშისტი აგრესორი საკუთარი ძალაუფლების მაქსიმალურ გამყარებას მოახდენდა. მაგრამ ამ დროს მხვილი ამერიკული კომპანიები აქტიურად ეხმარებოდნენ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სასტიკ და დაუნდობელ ნაცისტურ რეჟიმს, მათ შორის ისეთი ცნობილი ტრანსნაციონალური კომპანიები, როგორებიცაა: Coca-Cola, IBM, Metro Goldwyn Mayer, Dow Chemical, Ford Motor Company, General Motors და ბევრი სხვა. საბჭოთა კავშირის ინიციატივას ერთობლივი ფრონტის ჩამოყალიბების თაობაზე მხარი არ დაუჭირეს იმ სახელმწიფოებმა, რომელთა წარმომადგენლებიც დღეს პირდაპირ ან ირიბად საბჭოთა კავშირზე ცდილობენ ისრების გადატანას.

Coca-Cola-ს რეკლამა 1936 წლის ბერლინის ოლიმპიადიდან
ამერიკელი ისტორიკოსის, ედვინ ბლეკის წიგნის გარეკანი – ”სტრატეგიული ალიანსი ნაცისტურ გერმანიას და აშშ-ის ყველაზე მძლავრ კორპორაციას შორის”

1938 წლის სექტემბერში გაფორმებულმა ”მიუნხენის შეთანხმებამ’‘ გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და იტალიის მეთაურების მიერ საბოლოოდ შეცვალა ძალთა ბალანსი გერმანიის სასარგებლოდ – გერმანულ და პოლონურ ჯარებს საშუალება მიეცათ ჩეხოსლოვაკიის ნაწილის ანექსირება მოეხდინათ (სუდეტები, ტეშინის ოლქი). მთლიანი ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია 1939 წელს წამყვანი დასავლური ქვეყნების პოლიტიკის კანონზომიერი შედეგი იყო, რამაც ნაცისტების და მათი სამხედრო მრეწველობის გაძლიერებას შეუწყო ხელი.

ჩემბერლენი, დელადიე, ჰიტლერი, მუსოლინი და ჩიანო

გარდა ამისა 1939 წლის აგვისტომდე ჰიტლერთან თავდაუსხმელობის შეთანხმებები უკვე ხელმოწერილი ჰქონდათ პოლონეთს, (1934 წლის ”პილსუდსკი-ჰიტლერის პაქტი”) დიდ ბრიტანეთს, (ანგლო-ამერიკული საზღვაო შეთანხმება 1935 წ, ჰიტლერის და ჩემბერლენის მიერ ხელმოწერილი ანგლო-ამერიკული თავდაუსხმელობის დეკლარაცია 1938 წ. ) იტალიას, („ფოლადისებრი პაქტი” 1939 წ.) დანიას, (”თავდაუსხმელობის პაქტი’1939 წ.) საფრანგეთს, (”თავდაუსხმელობის დეკლარაცია’1938 წ, ”ბონე-რიბენტროპის პაქტი”) ესტონეთს, (”თავდაუსხმელობის შეთანხმება’1939 წ) ლიტვა, (”თავდაუსხმელობის პაქტი’1939 წ, ამ ხელშეკრულებით ასევე ლიტვა მესამე რაიხს უთმობდა კლაიპედას რაიონს, რაც 1945 წელს კვლავ საბჭოთა კავშირმა დაუბრუნა ლიტვის სსრ-ს)

ცალკე აღნიშვნის ღირსია ლატვიას და გერმანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება – 1939 წლის 7 ივნისს ხელი მოეწერა ”მუნტერს-რიბენტროპის პაქტს”. აღნიშნული პაქტში არსებობდა საიდუმლო დანართი, რომლის თანახმადაც ლატვია ვალდებულებას იღებდა ნაცისტური გერმანიის თანახმობით მიეღო ყველა საჭირო ზომა სამხედრო უსაფრთხოების კუთხით საბჭოთა კავშირთან მიმართებაში, რაც რეალურად მესამე რეიხის გეგმის ნაწილს წარმოადგენდა ბალტიისპირეთში საბჭოთა კავშირზე თავდასხმისთვის პლაცდარმის შესაქმნელად.

საბჭოთა-ფრანგულ-ბრიტანული მოლაპარაკებების კრახით დამთავრებამ მოსკოვში ურთიერთდახმარების შეთანხმებასთან დაკავშირებით მეტწილად ბრიტანეთის და საფრანგეთის გამო, რომელთაც საკუთარი წარმომადგენლებს შესაბამისი უფლებამოსილებაც კი არ დააკისრეს და ორ ფრონტზე ომის რეალურმა საშიშროებამ – დასავლეთში გერმანიასთან და აღმოსავლეთში იაპონიასთან (მდინარე ხალხინ-გოლზე უკვე ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა) საბჭოთა კავშირს სხვა არჩევანი არ დაუტოვა.

ასე რომ საბჭოთა კავშირი ერთ-ერთი უკანასკნელი ევროპული ქვეყანა იყო, რომელმაც გერმანიასთან მსგავსი ხელშეკრულება გააფორმა. ამ ფაქტის აღიარებას რატომღაც გაურბიან დასავლური მეინსტრიმული მედია საშუალებები და მათი ადგილობრივი მსახურები, რომლებიც უფრო გარკვეულ პოლიტიკურ დღის წესრიგს ემსახურებიან, ვიდრე ჭეშმარიტების დადგენას. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის დამსახურებით გერმანული გავლენის ზონას ტოვებდა დასავლეთ უკრაინის და ბელარუსის სოლიდური ტერიოტორიები, რაც პოლონეთმა დაიპყრო 1921 წ, და ასევე ბალტიისპირეთიც. საბჭოთა კავშირმა ამ ტერიტორიების მოსახლეობა განუსაზღვრელი ვადით, მაგრამ მაინც დაიცვა გერმანული ოკუპაციის საშინელებებისგან და ნაცისტების «ახალი წესრიგისგან», მათ შორის ჰოლოკოსტისგან. ამ ქვეყნების უამრავი მოქალაქე წითელი არმიის რიგებში იბრძოდა და საერთო საკაცობრიო გამარჯვებაში თავისი წვლილი შეჰქონდა. მხოლოდ ლიეტუვაში (ყოფ. ლიტვა) ნაცისტების და მათი მოკავშირეების მიხერ ებრაული მოსახლეობის 96% იქნა განადგურებული.

აშშ-ის, ევროპული ქვეყნების და ევროპარლამენტის მცდელობა საბჭოთა კავშირს დააკისრონ პასუხისმგებლობა II მსოფლიო ომის გაღვივების პროცესში წინააღდეგობაში მოდის ისტორიულ ფაქტებთან და საღ აზრთან. ეს ასევე ეწინააღმდეგა ნიურნბერგის ტრიბუნალის გადაწყვეტილებებს.

და ბოლოს, მნიშვნელოვანია არ დავივიწყოთ ”მოლოტოვ-რიბენტროპის” პაქტის დიპლომატიური მნიშვნელობა:

  • საჭირო იყო გერმანია-საბჭოთა კავშირს შორის ომის დაწყების თარიღის მაქსიმალური გადავადება
  • საბჭოთა კავშირი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ცდილობდა, რათა ასობით ათასი ადამიანური სიცოცხლე გადაერჩინა
  • ის ევროპა გაეთავისუფლებინა კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ბოროტებისგან, რომლის ქვეყნების უმრავლესობაც რეკორდულად სწრაფად დანებდა ნაცისტურ გერმანიას

1941 წლის 3 ივლისს იოსებ სტალინმა საბჭოთა კავშირის მოსახლეობას მიმართა და საჭიროდ ჩათვალა აეხსნა თავდაუსხმელობის პაქტის მნიშვნელობა ნაცისტურ გერმანიასთან:

«შეიძლება იკითხონ: როგორ მოხდა, რომ საბჭოთა მთავრობა თავდაუსხმელობის პაქტის დადებაზე წავიდა ისეთ დაუნდობელ და მტარვალ ხალხთან, როგორიც ჰიტლერი და რიბენტროპი იყო? საბჭოთა კავშირის მხრიდან რაიმე შეცდომა ხომ არ იქნა დაშვებული? რა თქმა უნდა, არა! თავდაუსხმელობის პაქტი არის სამშვიდობო შეთანხმება ორ სახელმწიფოს შორის. ზუსტად ასეთი პაქტი შემოგვთავაზა ჩვენ გერმანიამ 1939 წელს. შეეძლო თუ არა საბჭოთა მთავრობას უარი ეთქვა ამ წინადადებაზე? მე მგონია, რომ არცერთ მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოს არ შეუძლია უარი თქვას მეზობელ სუპერსახელმწიფოსთან (держава) სამშვიდობო შეთანხმებაზე, იმ შემთხვევაშიც თუ ამ სახლემწიფოს სათავეში ისეთი მტარვალები და კაციჭამიები არიან, როგორც ჰიტლერი და რიბენტროპია. რა მოვიგეთ ჩვენ გერმანიასთან გაფორმებული თავდაუსხმელობის პაქტით? ჩვენი ქვეყანა ჩვენ ვუზრუნველყავით მშვიდობით ორწლინახევრის განმავლობაში და საკუთარი ძალების მომზადების შესაძლებლობით წინააღმდეგობის გასაწევად, თუ ფაშისტური გერმანია გარისკავდა და პაქტის მიუხედავად ჩვენს ქვეყანას თავს დაესხმებოდა. ეს გარკვეული უპირატესობაა ჩვენთვის და წარუმატებლობა გერმანიისთვის».

რეზუმირების სახით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ესოდენ რადიკალური, ფსევდოისტორიული კონცეფციების წინა პლანზე წამოწევა ნეონაცისტური მოძრაობების თავის ნებაზე მიშვების ფონზე, საბჭოთა ჯარისკაცების და მონუმენტების ნგრევის პარალელურად ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთში, უკრაინასა და საქართველოში პირველ რიგში II მსოფლიო ომის მრავალმილიონიანი მსხვერპლის უპატივცემლობაა, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა ევროპის და მთელი მსოფლიოს გათავისუფლებას ნაციზმისგან.

როგორ შეუძლია ამერიკას პოსტსაბჭოთა ქვეყნების შეცვლა?

უილიამ კორტნი, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში და ყაზახეთში.

1991 წელს, სსრკ-ს დაშლის შემდეგ 15 ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო სხვადასხვა გზით წავიდა. ზოგიერთმა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროგრესს მიაღწია, ზოგის საქმეები ძალიან ცუდად მიდის, ზოგში კი ვითარება არაერთგვაროვანია.

მათ ყველას დასავლეთი განვითარებაში და მსოფლიო ეკონომიკასთან ინტეგრირებაში ეხმარებოდა, წარმატებებმა დაგვანახა, რომ ეს სრულიად შესაძლებელია. ამიტომაც დასავლეთს რეფორმების ხელშეწყობა ყველაზე ცალმხრივად განვითარებული ქვეყნებშიც კი შეუძლია.

რატომ აღმოჩნდა 15 ქვეყნის გზა ესოდენ განსხვავებული? ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ბალტიისპირეთის ქვეყნები 1940 წლამდე დამოუკიდებლები იყვნენ და მათ თვითორგანიზების ტრადიციები გააჩნდათ. კომუნისტური წყობის გრძელვადიანი შედეგები განვითარებას აფერხებენ. ცენტრალური აზია სსრკ-ს დაშლის პერიოდშიც საკმაოდ ჩამორჩენილი იყო. ნავთობდილარები სიმდიდრეს უზრუნველყოფენ. ევროპასთან ახლოს მყოფმა ქვეყნებმა მეტ წარმატებას მიაღწია.

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების შესახებ საკმაოდ დეტალური ინფორმაციის მიღება საერთაშორისო რეიტინგებიდანაა შესაძლებელი.


საუკეთესო შედეგები ბალტიისპირეთის ქვეყნებს აქვთ – ესტონეთს, ლიტვას და ლატვიას. მათ სწრაფი და ეფექტური რეფორმები ეკონომიკაში, პოლიტიკაში და სოციალურ სფეროში გაატარეს. ამან ისინი საბოლოო ჯამში ევროკავშირამდე მიიყვანა.

ყველაზე წარუმატებლები ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი არიან – ისინი ყველაზე ნაკლებად დემოკრატიულები და ყველაზე მეტად კორუმპირებულები არიან. ყირგიზეთში მეტი პოლიტიკური თავისუფლებებია, ხოლო უზბეკეთში დაწყებული რეფორმები გარკვეულ პერსპექტივებს ხსნის.

ყველაზე არათანაბარი განვითარება შუაში მყოფ ქვეყნებს  საქართველოს, უკრაინას, სომხეთს და მოლდოვას ახასიათებს. იქ მეტი დემოკრატიული თავისუფლებებია, თუმცა, მათი მშპ ბალტიის ქვეყნების მაჩვენებლის მესამედია.

უკეთესი მართვის და მეტი თავისუფლების კონვერტირებას ეკონომიკურ ზრდაში ისინი ჯერ ვერ ახერხებენ.

ყაზახეთი და რუსეთი საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების სიაში შედიან, ხოლო აზერბაიჯანს და თურქმენეთს არაკონკურენტუნარიანი ეკონომიკის გამო მხოლოდ ნავთობისა და გაზის ვაჭრობით მიღებული შემოსავლით დაკმაყოფილება უწევთ.

ბელარუსის მაჩვენებლები ცალმხრივია იმ კუთხით, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე არათავისუფალი სახელმწიფოა ყოფილ სსრკ-ში,  თუმცა მას კარგი შედეგები აქვს ეკონომიკურ ზრდაში, ადამიანურ კაპიტალში და კორუფციასთან ბრძოლაში.

პოსტსაბჭოთა სივრცეში დასავლეთის პოლიტიკური და სამხედრო ძალისხმევა ძირითად რუსეთისკენ და უკრაინისკენაა მიმართული, მაგრამ განვითარების მხრივ დასავლეთი მეტ შედეგებს მიიღებს, თუ ყურადღებას განვითარებად ქვეყნებს მიაქცევს, განსაკუთრებით იმათ, ვინც რეფორმებს ახორციელებს.

პირველ რიგის მიზნებია ბელარუსში და ყაზახეთში პოლიტიკური თავისუფლებების გაძლიერება, ეკონომიკური რეფორმები უკრაინაში და ყირგიზეთში, კანონის უზენაესობა საქართველოსა და უკრაინაში.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხად რჩება. ამერიკის და ევროპის ხელშეწყობით ისინი ცხოვრების დონის გაზრდას და სოციალური პირობების გაუმჯობესებას შეძლებენ, დასავლეთისთვის კი მომგებიანი მათი სტაბილურობა, უსაფრთხოება და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები იქნება.

უილიამ კორტნი

წყარო: nationalinterest.org

5 ფილმი II მსოფლიო ომზე, რომელიც უნდა ნახოთ

II მსოფლიო ომი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული, შემზარავი და სისხლიანი მოვლენა იყო, სადაც 80 მილიონამდე ადამიანი იქნა მოკლული, ნაწამები და უგზოუკლოდ დაკარგული. მთლიანი ქალაქები და სოფლები განადგურდა, ისტოორის მსვლელობამ მიმართულება შეიცვალა. ამიტომაც II მსოფლიო ომის თემაზე უამრავი ფილმია გადაღებული. საბჭოთა ხალხების თავდადება, ტანჯული ოჯახების ისტორიები, ადამიანების დანგრეული მომავალი კინოხელოვნების ცენტრალურ თემას წარმოადგენდა დიდი ხნის განმავლობაში.

წარმოგიდგენთ 5 ფილმს II მსოფლიო ომზე, რომლის ყურებასაც პოლიტიკანო გულმოდგინებით გირჩევთ:

მიფრინავენ წეროები – 1957

(Летят журавли) – 1957

ქართველი რეჟისორის მიხეილ კალატოზიშვილის ფილმი მეორე მსოფლიო ომის შესახებ, რომელსაც საფუძვლად უდევს ვიქტორ როზოვის ამავე სახელწოდების პიესა. უდაოდ ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი კინემატოგრაფის ისტორიაში, სადაც ტყვიების ზუზუნის და დაბომბვების გარეშე გადმოცემულია II მსოლფიო ომის მთელი სიმძიმე. ”მიფრინავენ წეროები’‘ ბევრი ასპექტით უნიკალური ფილმია, ეს არის ერთადერთი საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ფილმი, რომელსაც მოგებული აქვს ოქროს პალმის რტო – კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზი.

როგორც იმ ეპოქაში მცხოვრები ხალხი ყვებოდა, ხშირი იყო გულის შეტევის შემთხვევები, როდესაც ომგამოვლილი ადამიანები ამ შედევრს უყურებდნენ წლების შემდეგ.

მიხელ კალატოზიშვილი მსოფლიო კინემატოგრაფის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. ”მიფრინავენ წეროები” იყო ფრანგული ახალი ტალღის (Nouvelle Vague) წინამორბედი, იქამდე სადაც ევროპაში კინემატოგრაფის ახალი, რევოლუციური მიმართულება ჩამოყალიბდებოდა, საბჭოთა კავშირში ფაქტიურად ის უკვე არსებობდა. ფილმში ცალკე აღნიშვნის ღირსია ოპერატორის ნოვატორული მუშაობა, კამერის 360°-იანი ბზრიალი დრამატული მომენტებისას და რა თქმა უნდა განუმეორებელი ტაწიანა სამოილოვა, რომელმაც ფილმის გამოსვლის შემდეგ სრული ფურორი მოახდინა.

მიხეილ კალატოზოვი და ტაწიანა სამოილოვა ფილმის გადაღებისას

ჯარისკაცის მამა -1957

Отец солдата -1957

რეზო ჩხეიჩის შედევრი, რომელიც II მსოფლიო ომის თემაზე გადაღებულ ფილმებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ ფილმადაა მიჩნეული. სერგო ზაქარიაძის ბენეფისი, რაც მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე 1965 წელს სათანადოდ დააფასეს და მას ვერცხლის პრიზი მიანიჭეს მამაკაცის საუკეთესო როლისთვის.

„ჯარისკაცის მამა“ ქართული კინემატოგრაფიის ჭეშმარიტი შედევრია. რეჟისორმა რეზო ჩხეიძემ ამ ფილმით მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ თანამემამულეებს ხელთუქმნელი ძეგლი აუგო. კინოსურათის პირველი ჩვენება1965 წლის 13 მაისს გაიმართა. მას შემდეგ ფილმს ოდნავაც არ დაუკარგავს კინემატოგრაფიული ხიბლი – მეტიც, ძველი ღვინოსავით, სულ უფრო და უფრო ფასეული ხდება.

სცენარის ავტორი სულიკო ჟღენტი დიდი სამამულო ომის დროს მოხალისედ წავიდა ფრონტზე, სადაც საზღვაო დესანტში მსახურობდა და მძიმედ დაიჭრა. «ჯარისკაცის მამის» პროტოტიპი სწორედ სულიკო ჟღენტთან ერთად მსახურობდა.

კახეთში ფილმის მთავარი გმირის – გიორგი მახარაშვილის ძეგლი დგას. იქვე არის დიდების მუზეუმი, სადაც მახარაშვილის სოფლიდან II მსოფლიო ომში დაღუპული ჯარისკაცების სახელებია ამოტვიფრული. ჯარისკაცების 40% ასევე მახარაშვილი იყო გვარად.
სერგო ზაქარიაძე და სოფი ლორენი წითელ მოედანზე, 1965 წ.

ისინი სამშობლოსთვის იბრძოდნენ – 1975

Они сражались за Родину – 1975

ფილმის მოქმედება 1942 წლის ივლისში ვითარდება. სტალინგრადის მისადგომებთან, გამოფიტული საბჭოთა მეომრები ურთულეს თავდაცვით ბრძოლაში არიან ჩართულნი და დიდ ადამიანურ დანაკარგებს განიცდიან. ფილმი მოგვითხრობს რიგითი ჯარისკაცების გმირობას, მშობლიური მიწის სიყვარულის და გამარჯვების ნამდვილი ფასის შესახებ. ფილმი გადაღებულია ნობელიანტი საბჭოთა კლასიკოსის მიხეილ შოლოხოვის იმავე სახელის რომანის მიხედვით.

ფრონტის ხაზზე მებრძოლი სერგეი ბონდარჩუკისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობებს II მსოფლიო ომი კარგად ხსომებოდათ ან მონაწილეობა ჰქონოდათ მიღებული, ამიტომაც იური ნიკულინი, ვასილი შუკშინი და ვიაჩესლავ ტიხონოვი პრობების გარეშე დაამტკიცეს.

”ისინი სამშობლოსთვის იბრძოდნენ” ერთი-ერთი ყველაზე ყურებადი და მაღალრეიტინგული საბჭოთა ფილმია. ფილმი გამორჩეულია იმითაც, რომ მოქმედება ომში მონაწილე ჯარისკაცების გამოსახედიდან ვითარდება.

ივანეს ბავშვობა – 1962

Иваново детство – 1962

რა თქმა უნდა II მსოფლიო ომზე ფილმების სია სრულყოფილი არ იქნებოდა, კინოს მაესტროს, მისი აღმატებულება ანდრეი ტარკოვსკის გარეშე. სწორედ ამ ფილმით შედგა ტარკოვსკის სარეჟისორო დებიუტი 1962 წელს. იმ დროს ცნობილი სხვა თემატური ფილმებისგან განსხვავებით, ფილმში ყურადღების ცენტრშია არა საბჭოთა კავშირის მიერ მოპოვებული სამხედრო წარმატება, არამედ ერთი ადამიანის ტრაგიკული ბედი.

ივანეს ბავშვობა საკმაოდ ადრე დამთავრდა: გერმანელებმა მისი და დედა დახვრიტეს, ხოლო თვითონ შურისძიების გრძნობით განმსჭვალული იძულებულია მზვერავი გახდეს. ომობანა, რომელიც მშვიდობიანი დროების დროს ბავშვების გართობის ერთ-ერთი ფორმა იყო, ივანესთვის შემზარავი რეალობა ხდება.

სხვადასხვა რაკურსები, სიზმრების ასახვა, ოპერატორის შესანიშნავი ნამუშევარი, ავთენტურად გადმოცემული ერთი ადამიანის დრამა, მისი ტრაგიკული მეტამორფოზები და მასტერკლასი.

იმავე, 1962 წელს ”ივანეს ბავშვობამ” ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრიზი, ოქროს ლომი მოიპოვა.

მიდი უყურე – 1985

Иди и смотри – 1985

ალბათ საუკეთესო ანტისამხედრო, პაციფისტური ფილმი, რომელიც შექმნილია II მსოფლიო ომის უშუალო მონაწილეების მიერ – რეჟისორი, ელემ კლიმოვი სტალინგრადელი ბავშვი იყო, როდესაც საკუთარი თვალით იხილა ამ ომის მთელი სისასტიკე, ხოლო სცენარისტი, ალეს ადამოვიჩი ბელარუსი პარტიზანი იყო. ომის ადამიანური სისტიკის შესახებ ყველაზე რეალისტური ფილმი, სადაც არ არის ურთიერთსროლა, სპეცეფექტები, ყალბი თამაში და ზედმეტი პათეტიკა. ყველაფერი იმდენად რეალურია, რომ თქვენ ფილმის მთავარ გმირის გვერდით შეიძლება ამოყოთ თავი. ფილმში მოთხრობილი ისტორია, რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებელი, რაც მაყურებლის შოკის ეფექტს აძლიერებს.

ტრაგიკული ფილმის ცენტრში ნაცისტური მხეცობის სიმბოლო – ბელარუსული სოფლის ხატინის ტრაგედია, რომლის მაცხოვრებლებიც ცოცხლად ამოწვეს. როგორც ელემ კლიმოვი ამბობდა, მისი მიზანი იყო ხატინის ტრაგედიის შესახებ მთელ მსოფლიოს გაეგო და ეს გარკვეულწილად შეძლო კიდევაც.

დოკუმენტური რეალიზმი ომის საშინელებებზე და ნაცისტების გაუგონარ დანაშაულზე. ფილმის მთავარი გმირა ფლორა რამდენიმე დღეში მორალურად ბერდება და მოზარდიდან მოხუცად იქცევა.

”მიდი უყურე” – ვენეციის და მოსკოვის კინოფესტივალების პრიზები, IMDB-ზე 8.3 რეიტინგი, სტალინსლავსკის მეთოდიკით გადაღებული ფილმი, 14 წლის ალექსეი კრავჩენკო ყოველგვარი სამსახიობო გამოცდილების გარეშე მთავარ როლში, ავთენტურად გადმოცემული ომის საზარელი მხარე.

როგორ გაათავისუფლა წითელმა არმიამ ევროპა

თანამედროვე დასავლურ ისტორიოგრაფიაში II მსოფლიო ომთან დაკავშირებული მოვლენების ”გადააზრება” და ხშირ შემთხვევაში გადაწერაც კი მიმდინარეობს. ამ პროცესში განსაკუთრებული ადგილი უკავია წითელი არმიის როლს. შეიმჩნევა წითელი არმიის განმათავისუფლებელი მისიის დაკნინების მცდელობები. ეს ტენდენცია შესამჩნევად იზრდება ყოფილი ”სოციალისტური ბანაკის” ქვეყნებში (უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი). შარშან აშშ-ის პრეზიდენტმა II მსოფლიო ომში გამარჯვების სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა რომ აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა დაამარცხეს ნაცისტები. თეთრი სახლის ოფიციალური ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ: ”ამერიკული სული ყოვეთვის იმარჯვებს.

ისტორიის მსგავსი ფალსიფიკაციის პირობებში საჭიროდ მიგვაჩნია წითელი არმიის საგმირო საქმეების გახსენება – მილიონობით დაღუპული ჯარისკაცის სიცოცოხლე, წითელი არმიის თავდადების მაგალითი, რამაც ევროპა იხსნა ნაციზმისგან და გაათავისუფლა ამ დიდი ბოროტებისგან.

მინსკი (3 ივლისი, 1944)

1994 წლის ივნისში, საბჭოთა წითელმა არმიამ ბელარუსის გათავისუფლება დაიწყო ”ბაგრატიონის” ოპერაციის ფარგლებში. გერმანელებმა ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მარცხი იწვნიეს და 500 000 გერმანელი ჯარისკაცი დაკარგეს, ამასთან ერთად სრულად განადგურდა ”ცენტრის” არმიის ჯგუფი. (Heeresgruppe Mitte) 3 ივლისს მინსკი სრულად გათავისუფლდა.

ვილნიუსი (13 ივლისი, 1944)

საბჭოთა ლიტვის დედაქალაქი სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი პუნქტი იყო აღმოსავლეთ პრუსიის გზაზე. 9 ივლისს ქალაქს წითელმა არმიამ შეამოარტყა ალყა და ქუჩის სასტიკი ბრძოლების შედეგად 13 ივლისს გაათავისუფლა კიდევაც. საგრძნობი დახმარება საბჭოთა ჯარებს ლიტველმა პარტიზანულმა დაჯგუფებებმა გაუწიეს, რომლებიც ქალაქს სამხრეთიდან უტევდნენ.

კაუნასი ( 1 აგვისტო, 1944)

ნაცისტური ოკუპაციის დროს, სიდიდით მე-2 უდიდესი ქალაქი, კაუნასი, გერმანელებმა ძლევამოსილ ციხესიმაგრედ აქციეს. ამის მიუხედავად, საბჭოთა ჯარებმა ქალაქი რამდენიმე დღის განმავლობაში გაათავისუფლეს. 29 ივლისიდან დაწყებული, 2 დიდი შეტევის შედეგად წითელმა არმიამ გერმანული გარნიზონი გაანადგურა და შედეგად 2-ჯერ შეამცირეს მათი რაოდენობა. ამის შემდეგ სხვა პრობლემა წამოიშვა – კაუნასი ნაღმებით იყო სავსე. 5 500-მდე ნაღმი იქნა აღმოჩენილი და გატანილი ქალაქიდან და მისი შემოგარენიდან.

კიშინიოვი (24 აგვისტო, 1944)

მოლდოვის და მისი დედაქალაქის, კიშინიოვის გათავისუფლება II მსოფლიო ომის მიმდინარეობისას წითელი არმიის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ოპერაციადაა მიჩნეული. ე.წ ”10 სტალინური დარტყმიდან” ერთ-ერთი. ოპერაციის შედეგად «სამხრეთ უკრაინის» არმიის ჯგუფი, სადაც როგორც გერმანული, ასევე რუმინული ჯარის ნაწილები შედიოდნენ, მთლიანად იქნა განადგურებული.

ბუქარესტი (31 აგვისტო, 1944)

საბჭოთა ჯარებმა ეფექტურად გამოიყენეს ის ქაოსი და არეულობა, რაც მოლდოვაში განცდილი დამარცხების და რუმინეთში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ გერმანულ ჯარში სუფევდა. წითელი არმის ოპერატიულად შევიდა ბუქარესტში, სადაც მოქალაქეებმა საკმაოდ თბილისი დახვედრა მოუწყვეს.

ტალინი (22 სექტემბერი, 1944)

1944 წლის სექტემბერში გერმანულმა სარდლობამ გაათვიცნობიერა, რომ ისინი ვერ შეძლებდნენ ესტონეთის ტერიტორიაზე კონტროლის შენარჩუნებას და ბრძანება გასცა მასობრივი ევაკუაციის შესახებ. ტალინიდან 60 000-მდე ჯარისკაცის ევაკუირება მოხდა, ხოლო ძირითადმა გერმანულმა ნაწილებმა კურლანდიაში დაიხიეს. 22 სექტემბერს წითელმა არმიამ ყოველგვარი სიძნელის გარეშე ტალინი დაიკავა.

რიგა (15 ოქტომბერი, 1944)

რიგის აღებით საბჭოთა ჯარები გეგმავდნენ ნაცისტური ჯარების ალაგმვას, რომლებიც ესტონეთიდან იხევდნენ. მაგრამ ხელჩართულმა შეტაკებებმა და ”ლატვიური სს” დივიზიის წინააღმდეგობამ წითელი არმიის წინსვლა 2 კვირით შეაჩერა და გერმანელებს საშუალება მისცა კურლანდიაში წარმატებით გადასულიყვნენ . 15 ოქტომბერს წითელმა არმიამ საბოლოოდ გაათავისუფლა ქალაქი.

ბეგლრადი (20 ოქტომბერი, 1944)

ბელგრადის გათავისუფლებაში წითელ არმიას აქტიური დახმარება გაუწიეს იოსიპ ბროზ ტიტოს იუგოსლაველმა პარტიზანებმა და ბულგარეთის სახალხო არმიამ. სწრაფი და ეფექტური დარტყმების სერიამ ქვეყანა მთლიანად გაათავისუფლა ნაცისტებისგან და გერმანელების ევაკუაცია გაართულა საბერძნეთიდან.

ვარშავა (17 იანვარი, 1945)

პოლონეთის დედაქალაქი 3 დღიანი შეტაკებების შემდეგ გათავისუფლდა. წითელი არმიის მოულოდნელი და წარმატებული თავდასხმის შედეგად საბჭოთა ჯარებმა მდინარე ვისლა გადალახეს და ქალაქში გამაგრდნენ. პოლონეთის I მოკავშირე არმია ასევე უტევდა პოლონეთის ჰიმნის აკომპანიმენტის ფონზე. საბჭოთა მე-2 გვარდიულმა სატანკო არმიამ საბოლოო იერიში მიიტანა, რომელიც მტრის ზურგში შეიჭრა და ნაცისტურ გარნიზონს დახევის გზები მოუჭრა.

ბუდაპეშტი (13 თებერვალი, 1945)

ქალაქის დასაცავად გერმანელებმა 13 სატანკო დივიზია გამოიძახეს. სატანკო ჯარების ასეთი კონცენტრაცია აღმოსავლეთ ფრონტისთვისაც კი იშვიათობა იყო. იმის მიუხედავად, რომ 29 დეკემბერს გერმანელი და უნგრული ჯარები ალყაში იყვნენ, მათ უარი თქვეს დანებებაზ და თვენახევრის განმავლობაში აგრძელებდნენ ბრძოლას.

ბრატისლავა (4 აპრილი, 1945)

ბრატისლავის აღებამ წითელ არმის გზა გაუხსნა პრაღისკენ. გერმანული მხედართმთავრობა ქალაქის გამოყენებას გრძელვადიანი საყრდენი პუნქტის მიზნით აპირებდა. მაგრამ საბჭოთა ჯარებმა პირდაპირ შტურმს თავი აარიდეს და ღრმა მანევრის შედეგად ქალაქს ჩრდილო-დასავლეთდან შეუტიეს. სლოვაკეთის დედაქალაქის გათავისუფლებას 2 დღე დაჭირდა.

ვენა (13 აპრილი, 1945)

წითელმა არმიამ ვენაზე იერიში აღმოსავლეთიდან და სამხრეთდან დაიწყო. საბჭოთა ჯარისკაცები თითოეული სახლისთვის და ნაგებობისთვის იბრძოდნენ, რაც ნაცისტებმა საკუთარი პოზიციების გასამყარებლად გამოიყენეს. მძვინვარე მტრული ცეცხლის ფონზე საბჭოთა ინჟინრებმა ქალაქის მთავარი ხიდის, ”რეიხსბურკის” განნაღმვა შეძლეს. სასოწარკვეთილი გერმანელები ბოლომდე ცდილობდნენ წინააღმდეგობის გაწევას. ავსტრიის დედაქალაქი ერთკვირიანი ბრძოლების შედეგად გათავისუფლდა.

ბერლინი (2 მაისი, 1945)

ამ სასტიკ ბრძოლაში მესამე რაიხის მთავარი არტერიისთვის გერმანელებთან ერთად, ფრანგები, სკანდინავიელები და ლატვიური სს-ის დანაყოებიც იბრძოდნენ და გააფთრებულად ცდილობდნენ თითოეული კვადრატული მეტრის შენარჩუნებას. წითელ არმიას პოლონეთის სახალხო არმიის დამხარებით ბერლინის ასაღებად ერთი კვირაზე მეტი დასჭირდა. რაიხსტაგის გარშემო შეტაკებები ჰიტლერის თვითმკვლელობის შემდეგაც მიმდინარეობდა. წინააღმდეგობის ბოლო კერები 2 მაისს განადგურდა, თუმცა ზოგიერთი შეტაკება 7 მაისამდე გრძელდებოდა.

პრაღა (9 მაისი, 1945)

ბერლინის დაცემის და ნაცისტების კაპიტულაციის შემდეგაც კი პრაღა ბრძოლას მაინც აგრძელებდა. დარჩენილმა გერმანულმა საჯარისო ნაწილებმა პრაღაში მოიყარეს თავი დასავლეთის მიმართულებით გაჭრისა და ამერიკელებისთვის დანებების ოცნებაში. 5 მაისს ჩეხეთის დედაქალაქის მაცხოვრებლებმა რუს კოლაბორაციონისტებთან ერთად ”რუსეთის გათავისუფლების I ქვეითი დივიზიიდან” (ვერმახტის დანაყოფი) აჯანყება მოაწყვეს, რომელთაც სხვა მხარეზე გადასვლით პატიების იმედი ჰქონდათ. საბჭოთა ჯარების შემოსვლის შემდეგ კოლაბორაციონისტები დასავლეთისკენ გაიქცნენ და 9 მაისს ქალაქის გარნიზონი წითელ არმიას ჩაბარდა.

9 აპრილის სიმბოლო – ქვეყნიდან ემიგრაციაში გადახვეწილი ქალბატონი

აგერ უკვე 30 წელი გავიდა, 1991 წლის 9 აპრილის შემდეგ, რაც მთავრობის სასახლეში ხელი მოეწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. რა ქვეყანა მივიღეთ 3 ათწლეულის შემდეგ? როგორი საზოგადოება შევქმენით? რა პრინციპებით ვხელმძღვანელობთ სამომავლოდ? რომელი ეროვნული იდეს გარეშე გავაერთიანეთ ჩვენი მოქალაქეები?

მთელი ჩვენი 30 წლიანი ისტორია წარსულის უარყოფას ეფუძნებოდა, მტრული და დაპირისპირებული ძალების რევანშიზმის მცდელობებს. ჩვენ ვერ ჩამოვაყალიბეთ საზოგადოებრივი კონსენსუსი უმნიშვნელოვანესი საკითხების გარშემო. საქართველო იქცა ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობის ეტალონად, სადაც მოსახლეობის მცირე, პრივილეგირებული ჯგუფი დაესაკუთრა კაპიტალს, საჯარო ქონებას და ძალაუფლებას, ხოლო ამ ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობა ჩაგრული და ექსპლუატირებულია. ჩვენს თვალწინ ჩამოყალიბდა მდიდრების კლასი, ძლიერთა ამ ქვეყნისა, რომელიც ლიბერალურ დემოკრატიას და კაპიტალიმს ამოფარებული ჩვენი წინსვლის ერთ-ერთ მთავარ შემაფერხებლად იქცა.

აინტერესოა, რას იტყოდნენ 1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ჩვენი თანამოქალაქეები დღევანდელი საქართველოს შემხედვარე?

გოგონას ვინაობა, რომელიც იმ ეპოქის სიმბოლოდ იქცა, 1989 წლის 9 აპრილს იური მეჩითოვის მიერ გადაღებულ ფოტოზე, ჩაფიქრებული და იდუმალი გამოხედვით, დროშით ხელში, წლების განმავლობაში ადამიანების მხოლოდ მცირე ჯგუფმა იცოდა. ბევრს ის დაღუპული ეგონა. თუმცა, რამდენიმე წლის წინ ცნობილი გახდა, რომ ის გოგონა ცოცხალია და ისევე როგორც უამრავი ქართველი, ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, უკვე წლებია ემიგრაციაში ცხოვრობს. გოგონას მარი (ნანა) მახარაძე ქვია.

რამდენიმე წლის წინ, ჟურნალისტმა მანანა მანჯგალაძემ მარი მახარაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. გთავაზობთ ნაწყვეტს ამ ინტერვიუადან:

„ახლა იტალიაში ვცხოვრობ, ჩემდა სამწუხაროდ. ვმუშაობ როგორც ყველა ემიგრანტი. იცით, ალბათ, ეს რას ნიშნავს. 3 თვის წინ მეუღლე გარდამეცვალა, ჩამოსვლაც ვერ მოვახერხე. მყავს ერთი გოგონა 22 წლის, რომელსაც ამ წუთას აღარც მამა ყავს და აღარც დედა. მქონდა ჩემი ბიზნესი, თუმცა როგორც უმეტესობას კრიზისის გამო ყველაფერი დამენგრა. ბინაც სადაც ვცხოვრობდით, ჯერ ბანკმა შეგვიჭამა და მერე კერძო იპოთეკარებმა. ბინის პრობლემა რომ არა ამ ჯოჯოხეთში არც წამოვიდოდი.

ძალიან მწყდება გული, ასე რომ მოხდა. იმაზეც მწყებდა გული, რომ ვუყურებ ამ ქართველების ყოფას. არ ვიცი რამდენი ხანი დამჭირდება კიდევ ამ ჯოჯოხეთში გაძლება. თუმცა სასიკეთოს მართალი გითხრათ დღეს ვერაფერს ვხედავ საქართველოში. ერთიც არის, თავზე ჭერი რომ მქონდეს აქ ერთ დღესაც არ გავჩერდებოდი. იმიტომ არა რომ აქ ძალიან მიჭირს, უბრალოდ აქ არც კი ვარსებობ.”

რამხელა ტრაგიზმი, იმედგაცრუება და ფრუსტრაცია იგრძნობა რამდენიმე წინადადებაში. ჩვენი ქვეყნის მთავარ საექსპორტო საქონლად ჩვენივე მოქალაქეები ვაქციეთ, სამაგიეროდ ინვესტორებისთვის საუცხოო გარემო შევქმენით. ერთის მხრივ შემზარავი სიღარიბე, ეკონომიკური სიდუხჭირე, უმუშევრობა და მეორეს მხრივ გაუგებარ ენაზე მოსაუბრე პოლიტიკოსები, რომლებიც უკვე მერამდენე წელია ევროპულ მომავალს გვპირდებიან.

წერილი ამხანაგ სტალინს

თანამედროვეობის გამორჩეულმა რუსმა მწერალმა და პუბლიცისტმა ზახარ პრილეპინმა «თავისუფალ პრესაში» — რუსულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ინტერნეტ გამოცემაში, 2012 წლის 30 ივლისს გამოექვეყნა სტატია სახელად «წერილი ამხანაგ სტალინს», რამაც ძალიან დიდი რეზონენსი გამოიწვია. ამ წერილის შემდეგ განსაკუთრებით აღშფოთდნენ ლიბერალები და ცნობილი ავტორი ნეოსტალინიზმში დაადანაშაულეს.

წარმოგიდგენთ აღნიშნული წერილის თარგმანის სრულ ვერსიას:

სოციალიზმი აშენდა.
დავასახლოთ ხალხი.
ბორის სლუცკი
 

ჩვენ შენს სოციალიზმში დავსახლდით.
ჩვენ შენ მიერ შექმნილი ქვეყანა დავინაწილეთ.

ჩვენ შენი მონებისა და მეცნიერების მიერ აშენებული ქარხნებით მილიონები ვიშოვეთ. ჩვენ შენს მიერ აგებული საწარმოები გავაკოტრეთ და მიღებული ფული საზღვარგარეთ გავიტანეთ, სადაც სასახლეები ავიშენეთ. ათასობით ნამდვილი სასახლე. შენ ასეთი აგარაკი არასოდეს გქონია, ჩოფურა მახინჯო.

ჩვენ, შენ მიერ აგებული ატომური ყინულმჭრელები გავყიდეთ და ჩვენთვის იახტები შევიძინეთ. სხვათაშორის, ეს სულაც არ არის მეტაფორა, ეს ჩვენი ბიოგრაფიის ნაწილია.

ამიტომ შენი სახელი შიგნიდან გვიღიტინებს და გვექავება, ნეტავ, არასოდეს ყოფილიყავი.

შენ ჩვენს მოდგმას სიცოცხლე შეუნარჩუნე. შენ რომ არა, ჩვენს წინაპრებს გაზის კამერებში ამოგუდავდნენ, აკურატულად განლაგებულებს ბრესტიდან ვლადივოსტოკამდე, და ჩვენი საკითხიც საბოლოოდ გადაწყდებოდა. შენ შვიდ წყებად დააწყვე რუსი ხალხის გვამები, რათა ჩვენი თესლისთვის სიცოცხლე შეგენარჩუნებინა.

როდესაც საკუთარ თავზე ვამბობთ, რომ ჩვენც ვომობდით, ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ მხოლოდ რუსეთში, რუსეთთან, რუსი ხალხის ზურგზე ვომობდით. საფრანგეთში, პოლონეთში, უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიაში, რუმინეთში, და შემდგომ ყველგან ომი კარგად არ გამოგვივიდა. ჩვენ იქ გვკრებდნენ და გვწვავდნენ. გამოგვივიდა მხოლოდ რუსეთში, სადაც შენი საძაგელი ფრთის ქვეშ ვპოვეთ ხსნა.

ჩვენ არ გვსურს, შენი მადლიერი ვიყოთ საკუთარი სიცოცხლისა და ჩვენი მოდგმის სიცოცხლისთვის, ულვაშა ძაღლიშვილო.

მაგრამ გულის სიღრმეში ვიცით: შენ რომ არ ყოფილიყავი, არც ჩვენ ვიქნებოდით.

ეს ადამიანური ყოფიერების ჩვეულებრივი კანონია: არავის უნდა, დიდხანს ემადლიერებოდეს ვინმეს. ეს დამღლელია! ნებისმიერ ადამიანს აღიზიანებს და სტანჯავს, როცა ვინმესგან დავალებულია. ჩვენ გვინდა, მხოლოდ საკუთარი თავისგან ვიყოთ დავალებული – საკუთარი ნიჭიერებისაგან, სიმამაცისაგან, ინტელექტისაგან, ძალისაგან.

მით უმეტეს, არ გვიყვარს ისინი, ვისიც ბევრი ფული გვმართებს, რომლის დაბრუნება არ შეგვიძლია. ან არ გვსურს.

ამიტომ გვინდა, საქმე ისე წარმოვაჩინოთ, თითქოს შენგან არაფერი გვისესხია, არამედ თვითონ გამოვიმუშავეთ, ან ვიღაცამ საჩუქრად მოგვიტანა ასი კგ მსხვილი კუპიურა; ანდა ფული სადღაც ეყარა და არავისი იყო – დიახ! მშვენიერია! უპატრონო ფული ეყარა! და ჩვენ ის, უბრალოდ, ავიღეთ – ასე რომ, ჩამოგვეხსენი, მოგვეშვი, თვალებში ნუ გვეჩხირები, განვედ, საზიზღარო.

თავიდან რომ მოგიშოროთ, სულ ახალ-ახალ ისტორიებს ვიგონებთ ალტერნატიული ისტორიის ჟანრში, თაღლითობისა და შულერობის ჟანრში, ბრიყვული სიცრუის ჟანრში, მომხიბვლელი და უნამუსო დემაგოგიის ჟანრში.

ჩვენ ვამბობთ – და ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც თითქმის სიმართლეს ვამბობთ – რომ შენ არ იბრალებდი და პერიოდულად ჟლეტდი რუს ხალხს. ჩვენ ტრადიციულად ათჯერ და ასჯერ ვზრდით მსხვერპლის რაოდენობას, მაგრამ ეს დეტალებია. რაც მთავარია, ვდუმვართ იმაზე, რომ ჩვენ თვითონ სულაც არ გვეძვირფასება არც ეს ხალხი, არც მისი ინტელიგენცია. ქვეყნის მოსახლეობისა და ხალხური არისტოკრატიის დღევანდელ უსწრაფეს და უწყვეტ გაქრობაში ჩვენ დაუღალავად და თავდავიწყებით გადანაშაულებთ – რა მომხიბვლელი პარადოქსია – შენ! ჩვენ როდი მოვკალით რუსული სოფელი, რუსული მეცნიერება, ჩვენ როდი ჩამოვაქვეითეთ რუსი ინტელიგენცია მაწანწალებისა და ნაბიჭვრების დონემდე – ეს ყველაფერი, ნუ გეცინება, შენ ჩაიდინე, შენ, რომელიც 60 წლის წინ მოკვდი! ჩვენ კი საერთოდ არაფერ შუაში ვართ. როდესაც ჩვენ აქ მოვედით, ყველაფერი უკვე დამსხვრეული და დაღუპული იყო. მილიარდები თვითონ, საკუთარი შრომით, ცარიელ ადგილზე გამოვიმუშავეთ! დედას გეფიცებით.

უკიდურეს შემთხვევაში რუსული ეთნოსის გადაშენებაში ჩვენ ობიექტურ პროცესს ვხედავთ. ეს შენს დროს ხოცავდნენ ადამიანებს, ჩვენს დროს კი ისინი თვითონ იხოცებიან. შენ ვერც კი ასწრებდი ისეთი სისწრაფით მათ ხოცვას, რა სისწრაფითაც დღეს ნებაყოფლობით კვდებიან. განა ეს ობიექტურობა არ არის?

და კიდევ, ჩვენ დარწმუნებით ვამბობთ, რომ გამარჯვება, შენდა მიუხედავად, შედგა.

მართალია, ცოტა უცნაურია, მაგრამ მას შემდეგ რუსეთში, რატომღაც, აღარაფერი გამოდის „მიუხედავად“. მაგალითად, ის ვერა და ვერ გადაიქცა გონიერ და ძლიერ დერჟავად ჩვენს მიუხედავად, ვერც ჩვენი შემოქმედებითი მოღვაწეობის წყალობით. ისევ პარადოქსი, ეშმაკმა დალახვროს.

ჩვენ ვამბობთ, რომ შენ თვითონ გინდოდა ომის გაჩაღება, თუმცა ამისი დამადასტურებელი ვერცერთი დოკუმენტი ჯერაც ვერ აღმოვაჩინეთ.

ჩვენ ვამბობთ, რომ შენ ყველა წითელი ოფიცერი გაანადგურე, და ზოგჯერ შენ მიერ მოკლული სამხედრო სპეციალისტები კვარცხლბეკზეც კი აგვყავს, ხოლო ისინი, ვინც არ მოგიკლავს, გვძულს და ვქოლავთ. შენ მოკალი ტუხაჩევსკი და ბლიუხერი, მაგრამ დატოვე ვოროშილოვი და ბუდიონი. ამიტომ უკანასკნელი ორი – უნიჭო და გარეწარია. პირიქით რომ მომხდარიყო, ტუხაჩევსკი და ბლიუხერი რომ დაგეტოვებინა ცოცხალი, უნიჭოები და გარეწრები ისინი იქნებოდნენ.

როგორც უნდა იყოს, ჩვენ მტკიცედ ვიცით, რომ შენ არმია და მეცნიერება უხელმძღვანელოდ დატოვე. ის, რომ შენს დროს, შენდა მიუხედავად, არმია გვყავდა და მეცნიერება გვქონდა, ჩვენს დროს კი რაღაც არც ერთი ჩანს და არც მეორე, ჩვენს რწმენას ვერ არყევს.

ჩვენ ვამბობთ, რომ საშინელი ომის წინ შენ არ მოისურვე „დასავლურ დემოკრატიებთან“ მოლაპარაკება, იმ დროს, როცა ზოგი „დასავლური დემოკრატია“, როგორც ვიცით, თვითონაც მშვენივრად უთანხმდებოდა ჰიტლერს, სხვა დასავლური და ცალკეული აღმოსავლური დემოკრატიები კი ფაშიზმს აღიარებდნენ და ფაშისტურ სახელმწიფოებს აშენებდნენ. მეტიც, არამიწიერი შუქით გაბრწყინებული ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური წრეები ამავე დროს უზარმაზარ თანხმებს დებდნენ ჰიტლერსა და მის უწმინდურ მომავალში.

ჩვენ ყველას ყველაფერი მივუტევეთ, მხოლოდ შენ არ გაპატიეთ.

შენ სძულდი „დასავლურ დემოკრატიებსაც“, „დასავლურ ავტოკრატიებსაც“, აი იმ ფინანსურ წრეებსაც, და დღემდე სძულხარ, იმიტომ, რომ ახსოვთ, ოდესღაც ვისთან ჰქონდათ საქმე.

მათ საქმე ჰქონდათ რაღაც ყველა მაჩვენებლით ჩვენს საპირისპიროსთან. შენ ათვლის სულ სხვა წერტილი ხარ. შენ სხვა პოლუსი ხარ. შენ ხარ მატარებელი პროგრამისა, რომელსაც ჩვენი ადგილობრივი ცნობიერება ვერასოდეს დაიტევს.

შენ სათავეში ედექი ქვეყანას, რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელ ომში გაიმარჯვა.

შენდამი სიძულვილი მხოლოდ შენს საქმეებს გაეტოლება.

სძულთ ის, ვინც აკეთებს. მათთან, ვინც არაფერს აკეთებს, არანაირი პრეტენზია არ აქვთ. რას აკეთებდნენ საფრანგეთის ან ნორვეგიის, ანდა, ვთქვათ, პოლონეთის ხელისუფალნი, როდესაც ის ომი დაიწყო, შეგახსენოთ?

მათ არ გაუციათ ბრძანება „არც ერთი ნაბიჯი უკან!“. მათ არ შეუქმნიათ გადამღობი რაზმები „საკუთარი ძალაუფლების გადასარჩენად“ (ჩვენ, ალტრუისტები და უანგაროები, სწორედ ასე ვამბობთ ხოლმე შენზე). მათ არ მიუტოვებიათ პოლკები და დივიზიები ტყვიებისა და ჭურვების ქვეშ, არ წაულეკავთ ველები სისხლით ერთი პატარა სიმაღლის ასაღებად. ისინი მოზარდებს სამხედრო ქარხნებში მუშაობას არ აიძულებდნენ, მათ არ შემოუღიათ მხეცური სანქციები სამუშაოზე დაგვიანებისთვის. არა! მილიონობით მათი მოქალაქე, მშვიდად და პასუხისმგებლობით, ჰიტლერულ გერმანიაზე შრომობდა. რა პრეტენზია შეიძლება არსებობდეს მათთან? მთელი მსოფლიოს პრეტენზიები შენკენაა მომართული.

შენს დროს ჩაეყარა საფუძველი კოსმოსის დაპყრობას – ცოტა კიდევ რომ გეცოცხლა, კოსმოსური გაფრენა შენს სიცოცხლეშივე შედგებოდა – და ეს სრულიად აუტანელი იქნებოდა. წარმოგიდგენია? – მეფე, ულვაშა კეისარი, რომელმაც მთელი მსოფლიო გადააკეთა და ადამიანი, ვითარცა ბარტყი, პლანეტის ფარგლებს მიღმა გაუშვა!

ოო, კიდევ ნახევარი საუკუნე რომ გეცოცხლა – არავინ გაცვლიდა დიად კოსმოსურ ოდისეას აიპოდებსა და კოსმოსურ თამაშებზე.

ჰო, თანაც შენს დროს ატომური ბომბი შექმნეს – რამაც მსოფლიო ბირთვული ომისგან იხსნა, ხოლო რუსული ქალაქები ამერიკულ ბირთვულ დატყმებს გადაარჩინა, როდესაც პიტერის ნაცვლად თბილი და ფოსფორიცირებადი ჰიროსიმა გვექნებოდა, ხოლო კიევის ნაცვლად – ღრუბლიანი და მშვიდობიანი ნაგასაკი. და ეს იქნებოდა ჩვენთვის ესოდენ ძვირფასი დემოკრატიის ზეიმი.

შენ აქციე რუსეთი იმად, რაც არასდროს ყოფილა – დედამიწაზე ყველაზე ძლიერ ქვეყნად. კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე არცერთი იმპერია არასოდეს ყოფილა ისე ძლიერი, როგორც რუსეთი – შენს ხელში.

ვის შეიძლება ეს მოეწონოს?

ჩვენ ვცდილობთ და ვერაფრით ვახერხებთ, ქარს გავატანოთ და გავანიავოთ შენი მემკვიდრეობა, შენი სახელი; შენი დიადი საქმეების ნათელი ხსოვნა შენს, დიახ, რეალურ, და დიახ, საზარელ დანაშაულებებზე შავბნელი მოგონებებით შევცვალოთ.

ჩვენ ყველაფრით შენგან ვართ დავალებული, წყეულიმც იყავ.

რუსეთის ლიბერალური საზოგადოებრიობა

ჩაიწერა ზახარ პრილეპინმა*

წერილის ორიგინალი, რუსული ვერსია https://svpressa.ru/society/article/57411/

სტალინის 12 პატრიოტული საქმე, რომელიც დავიწყებას მიეცა

კამათი და საზოგადოებრივი დისკუსია სტალინის პიროვნების გარშემო დღითიდღე ახალ მასშტაბებს იძენს, ამაში კი ლომის წვლილი ლიბერალებს მიუძღვით. ისინი ცდილობენ სტალინის ფიგურის მხოლოდ ერთ ჭრილში განხილვას, არადა მისი მასშტაბის ისტორიული ფიგურის შესაფასებლად დაგვეთანხმებით ძალიან ბევრი სხვადასხვა ცვლადის ანალიზია საჭირო.

მაშინ ვინ იყო სტალინი – პატრიოტი თუ მოღალატე? მართლმადიდებლობის მტერი თუ მართლმადიდებლობის დამცველი? კაცთმოძულე ტირანი თუ მუშათა და ჩაგრულთა კლასისთვის თავგანწირული სოციალისტი? ამ კითხვებს ყველაზე კარგად მის მიერ გაკეთებული საქმეები გასცემენ პასუხს. მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდება სტალინზე. ყველაფერ ცუდს მას მიაწერენ, კარგზე კი არაფერს ამბობენ. აღსანიშნავია ისიც, რომ სტალინის დანაშაულებებზე როდესაც საუბრობენ, ამ დანაშაულების დიდ ნაწილში მას საერთოდ არ მიუძღვის ბრალი.

სტალინს მიაწერენ ისეთ ფრაზებს, რომელიც არასდროს უთქვამს, მაგალითად: “არ არის კაცი, არ არის პრობლება”. მას მიაწერენ ასევე ავტონომიების შექმნას საქართველოში, საქართველოს გასაბჭოებას, ქართული მიწების დაკარგვას და სხვა მრავალ დანაშაულს. ფაქტები კი, საპირისპიროზე მეტყველებენ. გადავავლოთ თვალი სტალინის პატრიოტულ საქმეებს, რომლებიც მას სხვა თვალით დაგვანახებს.

1. 1943 წელს სტალინის ბრძანებით საქართველოს გადაეცა ქლუხორისა და ახალხევის რაიონები, რომლებსაც საქართველო 1955 წლამდე ფლობდა. 1955 წელს სტალინის და ქართველების დიდმა მოძულემ, ნიკიტა ხრუშჩოვმა ქლუხორი და ახალხევი საქართველოს ჩამოართვა. დღეისათვის გავრცელებული პროპაგანდით, სტალინს მიაწერენ აფხაზეთის, სამაჩაბლოს და აჭარის ავტონომიების შექმნას.

სინამდვილეში, აფხაზეთს ავტონომიის სტატუსი მიანიჭა ნოე ჟორდანიას მთავრობამ 1919 წელს. აჭარას ავტონომიის სტატუსი საქართველოს ხელისუფლებამ მიანიჭა 1921 წელს, რელიგიური ფაქტორის გამო, ხოლო სამხრეთ ოსეთის ავტონომია შეიქმნა 1922 წელს. რაც შეეხება დაკარგულ ტერიტორიებს, 1918 წელს, სომხეთთან ომში გამარჯვების მიუხედავად, ინგლისმა აიძულა საქართველო, დაეთმო ლორე და ექცია ნეიტრალურ ზონად საქართველოსა და სომხეთს შორის. გასაბჭოების შემდეგ ლორე ორ ნაწილად გაჰყვეს, ჩრდილოეთი, რომლის ცენტრსაც შულავერი წარმოადგენდა, საქართველომ მიიღო, სამხრეთი კი სომხეთმა. სადავო ტერიტორია იყო ჰერეთიც, ოღონდ საქართველოსა და აზებრაიჯანს შორის. ჰერეთს ქართული მხარე ნაწილობრივ აკონტროლებდა და ამ საკითხის მოგვარება იმჟამად ვერ მოხერხდა. 1920 წელს საბჭოთა აზერბაიჯანი შემოიჭრა საქართველოში ჰერეთის მხრიდან, მაგრამ ქართველებმა შეძლეს მათი შეჩერება, თუმცა ჰერეთი მოწინააღმდეგეს დარჩა. 1918 წელს ქართულმა არმიამ მოიგერია თეთრგვარდიელების შეტევა და დაიკავა სოჭის ოლქი. მოგვიანებით, დენიკინმა ტერიტორიული პრეტენზია წაუყენა საქართველოს. ინგლისის ჩარევით მოხერხდა სიტუაციის დარეგულირება. ინგლისმა საქართველოს მისცა გარანტია, რომ თუ ქართული ჯარი სოჭს დატოვებდა, იქ დენიკინის არმია არ შევიდოდა, მაგრამ ქართული ჯარის გასვლისთანავე სოჭი დენიკინმა დაიკავა. 1920 წელს დაიდო ხელშეკრულება საქართველოსა და ბოლშევიკურ რუსეთს შორის, რომლის მიხედვითაც საქართველო თმობდა სოჭის ოლქს და ორ ქვეყანას შორის საზღვარი ფსოუზე გადიოდა. 1921 წელს საბჭოთა რუსეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი თავს დაესხა საქართველოს. ამით ისარგებლა თურქეთმა და დაიკავა ართვინი, არდაგანი და ბათუმი. ლენინი აპირებდა შეგუოებოდა, თურქეთის მიერ სამხრეთ საქართველოს, მათ შორის აჭარის დაკავებასაც, მაგრამ ამის წინააღმდეგ წავიდა სტალინი. მარტის შუა რიცხვებში საბჭოთა რუსეთი შეუთანხმდა გენერალ მაზნიაშვილს, წამოეწყო ოპერაცია აჭარის თურქთაგან განსათავისუფლებლად. მაზნიაშვილის ჯართან ერთად იბრძოდნენ ქართველი ბოლშევიკები და აჭარელი პატრიოტებიც. საერთო ძალებით მოხერხდა თურქების აჭარიდან განდევნა.

2. 1944 წელს სტალინის ბრძანებით სამცხე-ჯავახეთიდან აყარეს პროთურქულად განწყობილი თურქები, აზერები, ქურთები და ლეკები. საერთო ჯამში 120 000-მდე ადამიანი, რომლებიც შუა აზიაში გადაასახლეს მათ ადგილას კი ქართველები ჩაასახლეს.

3. 1943 წელს სტალინმა აღადგინა საქართველოს ავტოკეფალია.

4. 1944 წელს სტალინი დაუკავშირდა შარლ დე გოლს და მოსთხოვა მენშევიკების დროს საქართველოდან გაზიდული ეროვნული საგანძურის დაბრუნება. 248 ყუთიდან, დაბრუნდა 39 ყუთი, რომელსაც ექვთიმე თაყაიშვილი ინახავდა. დანარჩენი: სახელმწიფო ხაზინა, ოქროს ზოდები, ვერცხლი და ფული, მენშევიკებმა ლევილის მამულის შეძენაში და საფრანგეთში დროსტარებაში დახარჯეს.

5. 1922 წელს მიიღეს საქართველოს კონსტიტუცია. სახელმწიფო ენად ქართული გამოცხადდა. მსგავსი პრივილეგიით არც ერთ რესპუბლიკას არ უსარგებლია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს მოსახლეობა სხვა მოკავშირე რესპუბლიკებზე უკეთ ცხოვრობდა. ტყუილია, რომ სტალინი თავს რუსად თვლიდა. ოფიციალურ დოკუმენტებში, ეროვნების გრაფაში თავის ხელით აქვს ჩაწერილი: ეროვნება – ქართველი.

6. სტალინის ბრძანებით აფხაზეთში, სოჭში, სამაჩბლოში, სამცხე-ჯავახეთში და ჩრდილოეთ კავკასიაში ჩასახლეს ქართველები, რის შემდეგადაც გაუმჯობესდა ეთნიკური ბალანსი ქართველების სასარგებლოდ.

7. 1929 წელს სტალინმა გააუქმა აფხაზეთს რესპუბლიკის სტატუსი და იგი ისევ საქართველოს განუყოფელ ნაწილად აქცია. სტალინის ახალი კონსტიტუციით აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ჩამოერთვათ უფლება, გამოყოფოდნენ როდესმე საქართველოს. ცნობილი არის ფაქტები, თუ როგორ სასტიკად გაუსწორდა სტალინი და ბერია აფხაზ და სომეხ სეპარატისტებს. 

8. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სტალინმა მიზნად დაისახა საქართველოსთვის ისტორიული ტერიტორიების დაბრუნება. მან თურქეთის მისამართით ტერიტორიული პრეტენზიები წამოაყენა. განაცხადა, რომ 1921 წელს თურქეთმა მოახდინა ართვინის, არდაგანის და ყარსის ოლქების ანექსია. თუ კი თურქეთს სურს მოკავშირეობა, მაშინ საზღვრები უნდა გაასწორონო. წინააღმდეგ შემთხვევაში მოკავშირეობა გამორიცხულიაო. სტალინმა შეიმუშავა თურქეთზე თავდასხმის გეგმა ტრაპიზონის-ყარსის და ერზრუმის მიმართულებით. მაგრამ თურქეთს დამცველად ა.შ.შ და ბრიტანეთი მოევლინა. ამერიკის შეერთებული შტატები იმ პერიოდში ერთადერთი სახელმწიფო იყო, რომელიც ბირთვულ იარაღს ფლობდა, ამიტომაც სტალინი იძულებული გახდა მასთან დაპირისპირებაზე და ჩანაფიქრის განხორციელებაზე უარი ეთქვა.

9. II მსოფლიო ომის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ოპერაციას, რომელიც ბელორუსიის განთავისუფლებას ისახავდა მიზნად, სტალინმა პეტრე ბაგრატიონის საპატივცემულოდ უწოდა “ოპერაცია ბაგრატიონი”

10. 1945 წლის 2 მაისს საბჭოთა ჯარებმა აიღეს ბერლინი. სტალინის ბრძანებით რაიხსტაგზე დროშის აღმართვის პატივი წილად ხვდა ქართველს და რუსს; მელიტონ ქანთარიას და მიხეილ ეგოროვს.

11. 1942 წელს გასამართლებული იქნენ ილია ჭავჭავაძის მკვლელები, რომელთაც დახვრეტა მიესაჯათ. 1937 წელს სტალინის ბრძანებით დიდი პატივით და პომპეზურობით გადაიხადეს ილია ჭავჭავაძის დაბადების 100 წლის იუბილე.

12. 1951 სტალინმა მიიღო გადაწყვეტილება, თბილისში მეტროპოლიტენის მშენებლობაზე. მეტრო იმ დროს მხოლოდ მილიონიან ქალაქებს ეკუთვნოდათ, თბილისი მოსახლეობა კი დაახლოებით ნახევარი მილიონი იყო. მიუხედავად ამისა, გასაგები მიზეზების გამო, გადაწყდა, აშენებულიყო თბილისში მეტროპოლიტენი. თბილისი იყო მე-4 ქალაქი საბჭოთა კავშირში, სადაც მეტრო აშენდა. მეტროპოლიტენის აშენება მოხდა არა მარტო კომფორტული გადაადგილებისთვის, არამედ ის წარმოადგენდა თავშესაფარს დაბომბვის შემთხვევაში და მას უნდა დაეცვა მოსახლეობა დიდი მსხვერპლისაგან.