იოგა

ყოველთვის მჯეროდა, რომ  სხვას თუ რამეს ურჩევ, ჯერ უნდა დაფიქრდე, შენ თუ გააკეტებდი იგივეს ან თუ გაქვს შესაბამისი გამოცდილება.

მინდა გაგიზიაროთ იოგას ვარჯიშები: თუ როგორ შეიძლება დიეტების, გაოფლიანების და ზედმეტი ძალდატანების გარეშე დაკარგოთ ზედმეტი წონა, დაარეგულიროთ შინაგანი ორგანოების მოქმედება, დაიწყნაროთ ნერვული სისტემა და დამშვიდდეთ.როგორც წინა პოსტში ავღნიშნე, რამდენიმე წლის წინ მეგობარმა მაჩუქა წიგნი: „იოგა ყველასათვის“. სამწუხაროდ ამჟამად ეს წიგნი არსად მოიპოვება და ინტერნეტშიც ვერ მოძებნით. სწრედ ეს იყო მიზეზი, რომ აგდავწყვიტე მისი დაბეჭდვა.

ბავშვობა ჩემს ცნობიერებაში იოგა „ნირვანასთან“ და ამაღლებასთან იყო ასოციირებული. მეგონა, რომ თუ  ვივარჯიშებდი სული სხეულს დატოვებდა და სადაც მინდა იქ გავფრინდებოდი (ლოლ). ეს სავსებით შესაძლებელია, მაგრამ ამ პოსტში და სპეციალურად შექმნილ ცალგე გვერდზე (იხ. ზედა პანელი) ვილაპრაკებ  იოგას ვარჯიშების  სარგებლობაზე  სხეულისათვის, და სულიერ სამყაროს შევეხები მხოლოდ მცირე დოზით.

პირველ რიგში მინდა წარმოგიდგინოთ ვარჯიშების ჩემს მიერ შედგენილი  კრებული. ამ ვარჯიშებს ვაკეთებდი მგონი ერთი თვის განმავლობაში და კარგ შედეგს მივაღწიე. ყველანაირი ძალდატანების და ტკივილის გარეშე გავხდი, სულიერად დავწყნარდი და ბედნიერი დავდიოდი. კი ბედნიერი, არ ვიცი როგორ აგიხსნათ, მაგრამ ამაღლებული გუნება მქონდა, ადვილად ვიღვიძებდი, ადრე ვდგებოდი, ტვინი უფრო კარგად  და სწრაფად მიაზორვნებდა, საღამოს დაწოლა აღარ მიძნელდებოდა და უძილობაც აღარ მაწუხებდა. ამას ემატებოდა ისიც, რომ სიგარეტი არ მინდებოდა, თუმცა ამისათვის კონკრეტული ვარჯიში  არც იყო მოცემული.

ჩემი ვარჯიშების კრებული დავდე „იოგა ყველასათვის“ ქვეგვერდზე  “ფსიქოპატის კრებული”

აქ კი, შეგიძლიათ ნახოთ სავარჯიშოები სხეულის ცალკეული ნაწილებისათვის და  კერძო ავადმყოფობათა საწინააღმდეგოდ.

ჩემი აზრით, იოგას ვარჯიშების შესრულების მთავარი გახსოვდეთ:

1.  არავითარ შემთხვევაში არ დაიძაბოთ

2. არ დაატანოთ ძალა საკუთარ თავს. დამიჯერეთ შედეგს მაინც მიაღწევთ

3. ყველა ვარჯიშის შესრულებისას მთავარია თავისუფლად ისუნთქოთ და არ შეიკავოთ სუნთქვა

4. თუ რომელიმე ვარჯიში თავიდან ძალიან ადვილად გამოგდით ე.ი ან ძალიან ელასტიური ხართ ან არასწორად ასრულებთ ვარჯიშს

5. ყველაზე კარგია ამ ვარჯიშების შესრულება სუფთა ჰაერზე , მაგრამ  თუ არ გაქვთ შესაძლებლობა  ფანჯარა ცოტათი მაინც გააღეთ, რომ სუფთა ჰაერი ცირკულირებდეს ოთახში. მთავარია არ შეგცივდეთ.

6.  არ არის სავალდებულო ყველა ვარჯიშის შესრულება. შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის უფრო მოსახერხებელი ვარჯიშები (არჩევას  თავისუფლად შეძლებთ, როდესაც ყველა ვარჯიშს დავდებ).

7.  შეეცადეთ ივარჯიშოთ დილით გაღვიძების შემდეგ და დაძინების წინ.

8. დილაობით ორგანიზმი უფრო მოდუნებულია და არ შეგეშინდეთ, რომელიმე ვარჯიში თუ არ გამოგდით. შეძლებისდაგვარად მაინც ივარჯიშეთ და, დამიჯერეთ, ეს საკმარისი იქნება.

9. სავსე კუჭზე ვარჯიში არ შეიძლება. და ვარჯიშების შესრულების შემდეგ შეეცადეთ ნახევარი საათი მაინც არაფერი ჭამოთ

10. ვარჯიშების შესრულებისას არ არის მიზანშეწონილი წყლის დალევა.

თითქმის ყველა ვარჯიშს თან ერთვის სურათები. ვყელაფერი ჩანს, თუმცა ხარისხი ცუდია, ვინაიდან  იოგას წიგნიდანაა დასკანირებული. ეს ნახატები  ვარჯიშების სწორად შესრულებაში დაგეხმარებათ.

წიგნს უცხო ენიდან უხარისხოთ არის გადმოთარგმნილი. ძალიან მარტივი ენით წერია, შეცდომებიც ურევია. ამიტომ რამე გაუგებარი თუ იქნება  –  შემატყობინეთ.

P.S. ეს პოსტი ძალიან გრძელი გამოვიდოდა და შესაბამისად, როგორც უკვე ავღნიშნე, ყველაფერი დავდე ცალკე გვედებზე. (“ფსიქოპატის კრებული” , სხეულის ცალკეული ნაწილებისათვის და  კერძო ავადმყოფობათა საწინააღმდეგოდ.)

აუცილებლად გამაგებინეთ პროგრესი და შედეგი

კითხვების და რჩევის შემთხვევაში მომმართეთ და ყველანაირად დაგეხმარებით. აუცილებლად აგიხსნით, როგორი იქნება ამა თუ იმ ვარჯიშის სწორი შესრულება ან რომელი ვარჯიში საუკეთესო ა თქვენი კონკრეტული “პრობლემის ” მოსაგვარებლად.

გისურვებთ წარმატებებს

2 Comments

2 thoughts on “იოგა

  1. ჯი-ნია-ნი

    მე და იოგა განუყრელნი ვართ..რამდენი სარგებლობის მოტანა შეუძლიაა : ) თუნდაც
     სულ ფორმაში იქნები და ნერვებიც დაწყნარებული გექნება..

comments please :)

Blog at WordPress.com.