როგორ აღნიშნავენ ირლანდიელები წმ. პატრიკის დღეს და როგორ უნდა აუბათ მათ მხარი
წმინდა პატრიკის დღე 3 მოვლენის აღმნიშვნელი დღესასწაულია: ამ დღეს ირლანდიელებთან ერთად მთელი მსოფლიო ზეიმობს გაზაფხულის დადგომას, მხიარულებას და ხარისხიანი ირლანდიური ვისკის დაგემოვნებას. გადავწყვიტეთ, დღესასწაულის შესახებ გიამბოთ და ირლანდიური ვისკის — Tullamore D.E.W.-ის ბაზაზე დამზადებული რამდენიმე კოქტეილის რეცეპტიც გაგიმხილოთ.
ადრე წმინდა პატრიკის დღესასწაული მხოლოდ ირლანდიაში აღინიშნებოდა, თუმცა ნელ-ნელა მთელმა მსოფლიომ აიტაცა და უკვე მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან როგორც ოფიციალური, ასევე იმპროვიზირებული პარადების ჩატარება ბოსტონში და ნიუ-იორკშიც დაიწყეს. დღესდღეობით გამონაკლისი არც საქართველოა: სანდო წყაროებზე დაყრდნობით გაცნობებთ, რომ ირლანდიური სულის მატარებელი ვისკი Tullamore D.E.W.-ი ამ დღის აღსანიშნავად თბილისშიც ემზადება.
გაგიკვირდება, მაგრამ ერთ დროს წმინდა პატრიკის დღე მკაცრი რელიგიური დღესასწაული იყო: ირლანდიის ყველა პაბი აუცილებლად დაკეტილი უნდა ყოფილიყო და დღესასწაულს მოკრძალებულად, საოჯახო გარემოში აღნიშნავდნენ. დღეს კი ყველაფერი შეიცვალა: 17 მარტს სრულიად ირლანდიის მოსახლეობა იკრიბება პაბებში, განსაკუთრებით კი — მამაკაცები და წმინდანის მოსახსენიებლად ეროვნულ სითხეს — ვისკის აგემოვნებენ.
ცნობისთვის, წმინდა პატრიკი წარმოშობით ირლანდიელი სულაც არ იყო. მისი დაბადების სახელი მეივინ სუკატია. დაიბადა რომში, მეოთხე საუკუნის ბოლოს, თუმცა ახალგაზრდობაში ყაჩაღებმა მოიტაცეს და ირლანდიაში მონად გაყიდეს. მან ბრიტანეთში გაქცევა მოახერხა, ბერად აღიკვეცა და სასულიერო საქმიანობა დაიწყო. ცოტა ხანში კი ისევ ირლანდიაში დაბრუნდა და ქრისტიანობის გავრცელებას შეუდგა, რის გამოც ირლანდიელებმა წმინდანად შერაცხეს.
თუ საშუალება გაქვს, წმინდა პატრიკის დღესასწაულის აღსანიშნავად რა თქმა უნდა ირლანდიაში გამგზავრებას გირჩევთ. იქ უპირატესობა აუცილებლად ძველ, ტრადიციულ პაბს მიანიჭე, სადაც საუკუნეების განმავლობაში არაფერი შეუცვლიათ და პირის გასველება მხიარულ ადგილობრივებთან ერთად შეგიძლია.
ნებისმიერ შემთხვევაში, დღესასწაულს სადაც არ უნდა შეხვდე, გახსოვდეს: წმინდა პატრიკის დღეს აუცილებლად ტრადიციული ირლანდიური ვისკი უნდა მიირთვა, ისეთი, როგორიცაა Tullamore D.E.W.-ი ან მის ბაზაზე დამზადებული კოქტეილები. თანაც არ დაგავიწყდეს უძველესი ირლანდიური ტრადიცია: ჭიქაში სამყურა მოათავსე და როდესაც ვისკის ბოლომდე მიირთმევ, სამყურა მარცხენა მხარს უკან გადააფურთხე — ეს მეთოდი ირლანდიელებს საუკუნეების განმავლობაში აქვთ აპრობირებული იღბლის მოსატანად.
გაეცანი Tullamore D.E.W.-ის ბაზაზე დამზადებული კოქტეილების მარტივ რეცეპტებს. მათი მეშვეობით წმინდა პატრიკის დღეს სახლის პირობებშიც მხიარულად გაატარებ! მანამდე კი 2 სიტყვით Tullamore D.E.W.-ის შესახებ: ის ირლანდიური ვისკია, რომელიც ღრმა, რბილი გემოთი გამოირჩევა. მისი გამოხდა სამმაგი დისტილაციის გზით ხდება და 3 ტიპის ხისგან დამზადებულ კასრებში აძველებენ — ტრადიციულ მუხის კასრში და ბურბონის და ხერესის კასრებში. განსხვავებული გემო 3 ტიპის ვისკის შერევითაა მიღებული: ალაო ვისკის, მარცვლეულის ვისკის და ალაოს და ქერის ვისკის სახეობების ნაზავის მიქსის შედეგად.
DEW Sour
ინგრედიენტები
- 50 მლ ვისკი Tullamore D.E.W. Original-ი
- 30 მლ ლიმონის წვენი
- 15 მლ შაქრის სიროფი
- 1 ცალი მწყერის კვერცხის ცილა
DEW Sour-ი კლასიკურ კოქტეილებს მიეკუთვნება. ადრე მას მხოლოდ ლიმონის წვენის, შაქრის სიროფის და რომელიმე ძლიერი ალკოჰოლური სასმელის შერევის შედეგად ამზადებდნენ. DEW Sour-ი მოდიდან არასოდეს გადადის.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტი შეიკერში უნდა მოათავსო და კარგად ათქვიფო, საბოლოოდ კი ჭიქაში გადატანისას ყინული დაამატო და ჭიქა ფორთოხლის ან ლიმონის ნაჭრით გააფორმო.
Apple D.E.W.
ინგრედიენტები:
- 50 მლ ვისკი Tullamore D.E.W. Original-ი
- 100 მლ დაპრესილი ვაშლის წვენი ან ვაშლის ფრეში
Apple D.E.W.-ს გამაგრილებელი ეფექტი აქვს, რაც Tullamore D.E.W.-ის ციტრუსის ნოტების და ვაშლის არომატის დამსახურებაა. თუ გსურს, კოქტეილს უფრო ინტენსიური გემო ჰქონდეს, 1 წვეთი ბიტერი Angostura ჩაასხი. ჭიქაში გადატანისას ყინულიც დაამატე, ჭიქა კი ლიმონის ნაჭრით გააფორმე.
DEW Hard Shandy
ინგრედიენტები:
- 50 მლ ვისკი Tullamore D.E.W. Original-ი
- 10 მლ ლიმონათი
- 250 მლ ხორბლის ლუდი
ვისკის და ლუდის უნიკალური ნაზავის ტრადიცია სწორედ ირლანდიის პაბებში დამკვიდრდა, მისი ნათელი წარმომადგენელი კი კოქტეილი DEW Hard Shandy-ა.
ლუდის კათხაში ლუდი, Tullamore D.E.W.-ი და ლიმონათი მოათავსე. ჭიქის გასაფორმებლად კი ლიმონის ნაჭერი გამოიყენე.
DEW Barmbrack Sour
ინგრედიენტები:
- 50 მლ Tullamore D.E.W. Original-ი
- 1 ჩაის კოვზი გარგრის ჯემი
- 20 მლ ლიმონის ფრეში
- 20 მლ ბიტერი Angostura
- 15 მლ კვერცხის ცილა
- 1 ბწკარი დარიჩინი
- დანაყული მუსკატის კაკალი და ამერიკული თხილი (pecan-ი)
შეიკერში ჩაასხი Tullamore D.E.W.-ი, გარგრის ჯემი, ლიმონის ფრეში, კვერცხის ცილა და ბიტერი Angostura. ჩაყარე დარიჩინი, მიღებული ნაზავი კარგად შეანჯღრიე, დაამატე ყინული და კიდევ ერთხელ შეანჯღრიე. მაღალფეხიანი, განიერი ჭიქა წინასწარ გააცივე და სასმელი ისე გადაიტანე, გასაფორმებლად კი დანაყული მუსკატის კაკალი და ამერიკული თხილი მოაყარე.
1829
ინგრედიენტები:
- 35 მლ Tullamore D.E.W. Original-ი
- 30 მლ ახლადგაწურული ფორთოხლის წვენი
- 20 მლ ტკბილი ვერმუტი
- 25 მლ ალუბლის ლიქიორი
- 1 ცალი კოქტეილის ალუბალი
კოქტეილი 1829 Tullamore D.E.W.-ის დამაარსებელს — დანიელ ი. უილიამსს ეძღვნება, რომელმაც სწორედ ამ წელს, ქალაქ ტალამორში ვისკის წარმოება დაიწყო.
ინგრედიენტები შეიკერში მოათავსე და საწურის მეშვეობით 2-ჯერ გადაწურე. მიღებული ნაზავი მაღალფეხიან, განიერ ჭიქაში გადაიტანე, გაფორმებისთვის კოქტეილის ალუბალი გამოიყენე და თამამად შესვი წმინდა პატრიკის და ირლანდიის სადღეგრძელო!
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
კომენტარები