15 გარეული ცხოველი, რომელსაც, სურვილის მიუხედავად, ვერ მოვიშინაურებთ
იმისათვის, რომ ბედნიერად ვიცხოვროთ უკვე მოშინაურებული ცხოველების — ძაღლებისა და კატების არსებობაც საკმარისია. თუმცა, ჩვენს პლანეტაზე კიდევ უამრავი ღუნღულა გარეული ცხოველი დააბიჯებს, რომლებსაც დიდი სიამოვნებით მივიყვანდით სახლში.
თუმცა, რადგან ეს სურვილი იდეაშივე წარუმატებელი და გაუმართლებელია, ხომ არ ჯობს ჩვენ გადავცხოვრდეთ ბუნებაში?
1. ენოტი ძაღლი
ენოტის მაგვარი ძაღლი, რომელიც ძირითადად აზიის ქვეყნებშია გავრცელებული, შესახედად უსაყვარლესი ცხოველია, რომელსაც დიდი სიამოვნებით მოეფერებოდით. თუმცა, იმდენად მსუნაგია, რომ ყველანაირ მოსავალს ანადგურებს და შესაბამისად, ლოგიკურია, რომ მისი მოშინაურებაც აქამდე არავის უცდია.
2. ფენეკი
მართალია დიდყურება ზრდასრული ფენეკი საკმაოდ პატარა ზომის იზრდება და ერთი შეხედვით სახლშიც არაჩვეულებრივად იგრძნობს თავს, თუმცა, ველურ ბუნებაში მას სოროებში ძრომიალი და ნადირობა უყვარს. ადამიანების გვერდით ხომ ამას ვერასდროს მოახერხებდა?!
3. სერვალი
სერვალი დიდი ზომის კატაა, მას ტანთან შედარებით პატარა ზომის თავი აქვს და ზღაპრულ ცხოველს მოგაგონებთ.
კი, მოვიშინაურებდით, მაგრამ, წარმოგიდგენიათ რა მოხდება ერთ დღესაც ეს ვეებერთელა კატა რომ გაბრაზდეს?
4. ვალაბი
ვალაბი პატარა ზომის ჩანთოსანი ძუძუმწოვარია, რომელიც თავისი გვარის სხვა ცხოველების მსგავსად, ავსტრალიაში ბინადრობს. ცხოველების მოყვარულები მასაც დიდი სიამოვნებით მოვიშინაურებდით, მაგრამ, ვალაბები თავისუფლების, დიდი სივრცის მოყვარული ცხოველები არიან, სადაც იმდენს ხტუნაობენ, რამდენიც უნდათ.
5. ლორისი
ლორისი ძალიან საყვარელი პრიმატია, მას ტანთან შედარებით გრძელი ხელები და ვეებერთელა, სევდიანი თვალები აქვს. ლორისები ერთ-ერთი ყველაზე ნელი ცხოველები არიან, თუმცა, თუ რომელიმე მტაცებელი ცხოველი გააბრაზებთ, შხამიან ტოქსინებს გამოყოფენ. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც მისი მოშინაურება ნამდვილად არ იქნებოდა კარგი იდეა.
6. წავი
წავები თითქმის მთელ მსოფლიოში ბინადრობენ, მათ შორის საქართველოში. თუმცა, მათი ცხოვრება და საქმიანობა მთლიანად მდინარეებთან არის დაკავშირებული. ასე რომ, თუ მისი მოშინაურება გინდათ, ეზოში საკუთარი მდინარე უნდა გქონდეთ.
7. გარეული გოჭი
ველური გოჭებიც ძალიან საყვარლები არიან, თუმცა, მათი მოშინაურება შეუძლებელია, რადგან სხვა გოჭების მსგავსად ისიც საბოლოოდ ზრდასრული ღორი ხდება, რომელიც შთამბეჭდავ ზომას აღწევს — გარეული ღორის სხეულის სიგრძე 2 მეტრია, წონით კი 300 კილოგრამს უტოლდება.
8. მინი თხა
მინი თხა მარტივად ეგუება სხვადასხვა საცხოვრებელ პირობებს, თუმცა, მისი საყვარელი საქმიანობა კლდეებსა და სხვა მიუვალ ადგილებზე ძრომიალია.
9. შინშილა
ვისაც ზაზუნები და ზღვის გოჭები გიყვართ, აუცილებლად მოგეწონებოდათ გრძელკუდა შინშილაც, რომელიც ძირითადად სამხრეთ ამერიკის მთიან რეგიონებში ცხოვრობს და სხვადასხვა მცენარეებით იკვებება.
მართალია, არსებობს მისი მოშინაურების პრეცედენტებიც, თუმცა, მისი ძვირფასი ბეწვის გამო, ადამიანებმა შინშილების გამრავლება სულ სხვა, არაკეთილშობილური მიზნებით დაიწყეს.
10. სკუნსი
სკუნსებიც ძალიან ლამაზი ცხოველები არიან, თუმცა, ალბათ ადამიანი არ არსებობს, რომელმაც მათი მყრალი სუნის შესახებ არ იცის.
მოკლედ, სახელი აქვთ გატეხილი.
11. წითელი პანდა
წითელი პანდა აზიაში ბინადრობს და სერვალის მსგავსად, ისიც ზღაპრულ არსებას მოგაგონებთ. ამ ცხოველებს დღე სძინავთ, ღამე აქტიურდებიან და სანადიროდ დაბაჯბაჯებენ, შესაბამისად მას მხოლოდ ის ადამიანები თუ მოიშინაურებდნენ, რომლებიც ღამღამობით მაცივარს ხშირად სტუმრობენ ხოლმე.
12. დიკ-დიკი
ანტილოპა დიკ-დიკი, რომელიც ძირითადად აღმოსავლეთ აფრიკაში ბინადრობს, თავისი ამღვრეული, სევდიანი თვალებით შეგაყვარებთ თავს და მაშინვე დაგარწმუნებთ, რომ პატარა სივრცეში საცხოვრებლად არ უნდა გაწიროთ.
14. პოლარული დათვი
მიუხედავად იმისა, რომ ქათქათა, თოვლივით თეთრი პოლარული დათვი და განსაკუთრებით მისი ბელი უსაყვარლესი არსებაა, მისი მოშინაურება თითქმის შეუძლებელია, რადგან თავისი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევა და საარსებოდ განსაკუთრებული პირობები სჭირდება.
15. კოალა
კოალა, რომელსაც მეორენაირად ევკალიპტის დათვს უწოდებენ, იმდენად სახასიათო ცხოველია, რომ მას ხშირად ვხედავთ სხვადასხვა ანიმაციურ ფილმებსა, თუ სერიალებში — სწორედ მძაფრი ევკალიპტის სუნით იცავს თავს მტაცებელი ცხოველებისგან და ალბათ, სწორედ ამიტომაა მისი მოშინაურება შეუძლებელი.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
კომენტარები