"ერთი ალბომიღაა დარჩენილი" — სელენა გომესი მუსიკალური კარიერის დასრულებაზე ფიქრობს
ცნობილი ამერიკელი მომღერალი და მსახიობი სელენა გომესი, როგორც ჩანს, მუსიკალური კარიერის დასრულებას განიხილავს. სულ ახლახან, ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრობისას, გომესმა განაცხადა, რომ მომავალში მხოლოდ ერთ ალბომს თუ გამოუშვებს.
"ვფიქრობ, ჩემში ერთი ალბომიღაა დარჩენილი", — ამბობს პოპვარსკვლავი, — "ასაკის მატებასთან ერთად ვხვდები, რომ ისეთი რამის პოვნა მსურს, რასაც დარჩენილი ცხოვრება გავაკეთებ".
გომესის თქმით, ასეთ საქმედ მსახიობობას მიიჩნევს. მეტიც, მან აღნიშნა, რომ თავდაპირველად, ბავშვობაში, მისი მიზნები მხოლოდ სამსახიობო კარიერას უკავშირდებოდა, მუსიკალური საქმიანობა კი მხოლოდ იმიტომ დაიწყო, რომ დისნეიმ ალბომის გამოშვება შესთავაზა. 2000-იანებში გომესმა პოპულარობა სწორედ დისნეის თინეიჯერულ სიტკომში, Wizards of Waverly Place, მონაწილეობით მოიპოვა.
///
"ვიფიქრე, გავერთობოდი", — ასე იხსენებს გომესი მიზეზს, რატომ დათანხმდა ალბომის გამოშვებას, — "უფრო მეტად კი მეგონა, რომ [მუსიკა] ჩემი საყვარელი ჰობი გახდებოდა. მთელი ჩემი დროის მომღერლობისთვის დათმობას მართლა არ ვაპირებდი, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ჰობი სხვა რამედ იქცა".
ეს სხვა რამე კი სამი სტუდიური ალბომი და ერთიმეორეზე წარმატებული სინგლებია. ამ ყველაფერმა გომესს არაერთი პრესტიჟული ჯილდოც მოუტანა, მათ შორის, American Music Award, Billboard Music Award და MTV Video Music Award. ამასთან, იგი ორჯერ იყო ნომინირებული გრემის დაჯილდოებაზე.
არანაკლები წარმატება ხვდა წილად სელენას სამსახიობო კარიერას, რომელიც ემის ოთხგზის და ოქროს გლობუსის ორგზის ნომინანტობით აღინიშნა. წარმატებულ კინო და სატელევიზიო პროექტებში მონაწილეობის გარდა, სელენა გომესზე გადაღებულია დოკუმენტური ფილმი Selena Gomez: My Mind & Me, სადაც პოპვარსკვლავმა თავის ცხოვრებაზე, პოპულარობასა და მენტალური ჯანმრთელობის საკითხებზე ღიად ისაუბრა. როგორც გომესი პოდკასტში აღნიშნავს, ნაწილობრივ სწორედ მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობამ უბიძგა, არჩევანი გაეკეთებინა მუსიკასა და მსახიობობას შორის.
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
კომენტარები