მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამ საბჭოთა სიმახინჯეზე მიიღებთ პასუხს, თან მწარეს, არ გავჩერდებით, სანამ ეს სიმახინჯე არ გამოსწორდება  - შალვა პაპუაშვილი 

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი, მიხეილ სააკაშვილის შესახებ წიგნში დაბეჭდილი ინფორმაცია, ფოტოკოლაჟი

„ამ საბჭოთა სიმახინჯეზე მიიღებთ პასუხს, თან მწარეს! არ გავჩერდებით, სანამ ეს სიმახინჯე არ გამოსწორდება  სკოლის სახელმძღვანელოში ბელადის დიდება მოინდომეს“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და „ვარდების რევოლუციის“ შესახებ სასკოლო სახელმძღვანელოში დაბეჭდილ ინფორმაციას.

„ამ ტექსტით დაიწყეს 21-ე საუკუნის ცენზორებმა კიდევ ერთი სიყალბის კამპანია. ქვემოთ, სურათზე, მიხეილ სააკაშვილის ბიოგრაფიაა იგივე სახელმძღვანელოდან. ისტორიის სახელმძღვანელოზე გაჩაღებულმა ისტერიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ორი რამ: სადაც „ნაციონალური მოძრაობაა“, იქ ყოველთვის სიყალბეა. დეზინფორმაციის წინააღმდეგ მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაციები თითს თითზე არ აკარებენ, როცა დეზინფორმაციის წყარო „ნაციონალური მოძრაობაა“. არადა, თუ კარგად დავფიქრდებით, ბიოგრაფიებზე და თარიღებზე ატეხილი ეს ისტერია სწორედ რუსული რბილი ძალის დეზინფორმაციით მოქმედების საუკეთესო მაგალითია“, - წერს შალვა პაპუაშვილი.