მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პალესტინელი ქალი, მცურავი ჩაყვინთვისას, აღლუმი ეთიოპიაში და გარდაცვლილთა ხსოვნის დღე მექსიკაში - 26 ოქტომბრის ფოტოები

დღის ფოტოები მსოფლიოდან - Newshub.ge

Newshub.ge წარმოგიდგენთ 26 ოქტომბერს მსოფლიოს მასშტაბით გადაღებულ გამორჩეულ ფოტოებს. 

ისრაელის მხრიდან ღაზას სექტორის დაბომბვის შემდეგ, ხალხი გადარჩენილებს და დაღუპულებს ეძებს შენობის ნანგრევებში. 
ხან იუნისი, ღაზას სექტორი 📸 Mahmud Hams

ისრაელის ავიაციის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმის შემდეგ, ხალხი დაღუპულის ცხედრებთან გლოვობს.
ხან იუნისი, ღაზას სექტორი 📸 Ahmad Hasaballah

ქალი ტირის ისრაელის დაბომბვის შედეგად დაღუპული პალესტინელების გამო.
ხან იუნისი 📸 Mohammed Salem/Reuters

პალესტინური დაჯგუფებების ხელში მყოფი მძევლების ნათესავები დემონსტრაციას აწყობენ ისრაელის თავდაცვის სამინისტროს შენობასთან.
თელ-ავივი 📸 Anadolu Agency

აშშ-ის სასწავლო დაწესებულებაში შეჭრილი შეიარაღებული პირი ცეცხლსასროლ იარაღს უმიზნებს სპეცრაზმს.
ლუისტონი, აშშ 📸 Androscoggin County Sheriff's Of

პრეზიდენტ როდრიგო ჩავესის პოლიტიკის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილე.
სან ხოსე, კოსტა რიკა 📸 Jeffrey Arguedas

პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი ფანჯრიდან იყურება მას შემდეგ, რაც ავტომობილი, რომლითაც გადაადგილდებოდა, ტალახში ჩაეფლო.
აკაპულკო, მექსიკა 📸 Rodrigo Oropeza

B-52-ის დამფუძნებელთაგან ერთ-ერთი, კეიტ პირსონი ვახშამზე, რომელზეც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და პირველმა ლედიმ ჯილ ბაიდენმა ავსტრალიის პრეზიდენტ ენტონი ალბანეზის და მისი პარტნიორის მიღება გამართეს.
ვაშინგტონი, აშშ 📸 Evan Vucci

პოლიცია კულინართა პროფკავშირის წევრებს აკავებს სასტუმროების პერსონალის მიერ მოწყობილ აქციაზე.
ლას ვეგასი, აშშ 📸 John Locher

რესპუბლიკური გვარდიის წევრების აღლუმი ეთიოპიის შეიარაღებული ძალების დღეს. 
ადის-აბება, ეთიოპია 📸 Amanuel Sileshi

მნახველები სტუმრობენ ხელოვნების ინსტალაციას Altar Monumental, რომელიც გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელ დღეს მოეწყო იმ მიზნით, რომ გინესის რეკორდი დაემყარებინა, როგორც სულების მოსახსენიებელ ყველაზე მასშტაბურ ცერემონიას.
მონტერეი, მექსიკა 📸 Daniel Becerril

პუერტორიკოელი ემანუელ ვასკესი მამაკაცთა შორის Pan-Am Games-ის ფინალში წყალში ჩაყვინთვისას.
სანტიაგო, ჩილე 📸 Luisa González