Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ჩემი სხეული ჩემი საქმეა“, „დაამსხვრიე შუშის ჭერი“ - 8 მარტი თბილისში

08 მარტი, 2017 17:26

„ჩემი სხეული ჩემი საქმეა“, „დუმილი ვერ დაგვიცავს“, „you don't own me“, „გვჭირდება სექსუალური განათლება სკოლებში“, „ექიმებს: სექსი და გათხოვება ერთი და იგივე არაა“ - ქალთა საერთაშორისო დღე ქალებმა სექსუალური თავისუფლების მოთხოვნით დაიწყეს. მსვლელობა ფილარმონიის შენობასთან დაიწყო, შეძახილებითა და სტვენით რუსთაველის გამზირი ჩაიარეს და პარლამენტის შენობასთან ქალთა სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ. 

მსვლელობის მონაწილეები ამბობენ, რომ დღეს ქალები  ერთიანდებიან,  რათა ხმამაღლა მოითხოვონ ის უფლებები, რაც მათ სხეულსა და სექსუალობას ეხება. ასევე გააპროტესტონ ის პრაქტიკა, რაც  ქალებს ამ უფლებას უზღუდავს. 

„ქართული საზოგადოება არ აძლევს ქალს უფლებას, განკარგოს თავისი სხეული და სექსუალობა, რის გამოც ჩვენ გვიწევს, დავმალოთ საკუთარი სექსუალური აქტივობა, ან სულაც – უარი ვთქვათ მასზე. ქვეყნის ეროვნული იდენტობის გადარჩენა/კვლავწარმოება გაიგივებულია ჩვენი სექსუალობის ხელშეუხებლობასთან, რის გამოც ჩვენს სხეულზე კონტროლი ეროვნული ღირსების საკითხი ხდება!

ამ დამოკიდებულებების გამო, ქალებს დღემდე უჭირთ აღიარონ, რომ სექსუალური ცხოვრება აქვთ. ამას ადასტურებს 2017 წელს გამოცემული კვლევის „თაობა გარდამავალ პერიოდში" შედეგებიც (ფრიდრიხ ებერტის ფონდი), სადაც ქალ რესპონდენტთა მხოლოდ 1% ამბობს, რომ ჰყოლია ერთზე მეტი სექსუალური პარტნიორი მაშინ, როცა იმავე პუნქტში მსგავსი გამოცდილებით მამაკაცთა 57% იწონებს თავს.

ვფიქრობთ, დროა დავანახოთ სხვა ქალებს და მთელ საზოგადოებას, რომ ჩვენი სხეული ჩვენ გვეკუთვნის. ჩვენი უფლებაა, ვიყოთ თავისუფლები!" - ამბობენ ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრები. მსვლელობა სწორედ მათი ინიციატივით მოეწყო და მას „საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები", „ქალთა მზერა", „ვისგი" და ფემინისტი აქტივისტები  შეუერთდნენ.

მსვლელობის პარალელურად მთავრობის კანცელარიასთან „ქალთა მოძრაობის" ორგანიზებით აქცია-პერფორმანსი გაიმართა, სახელწოდებით „დაამსხვრიე შუშის ჭერი". ქალებმა ისაუბრეს  იმ ბარიერებზე რომელიც უხილავია და ქალებს ხელს უშლის უფლებების რეალიზებაში.

„დაამსხვრიე „შუშის ჭერი”! - მივმართავთ ჩვენ ხელისუფლებას, რომელსაც შეუძლია ამ უხილავი ბარიერების მოხსნა გენდერული კვოტების და სხვა საკანონმდებლო რეგულაციების შემოღების გზით.

დაამსხვრიე „შუშის ჭერი”! - მივმართავთ ჩვენ საზოგადოებას, რათა მათ აღარ შეაფასონ ქალების შესაძლებლობები სტერეოტიპულად.

დაამსხვრიე „შუშის ჭერი”! - მივმართავთ ჩვენ ქალებს, რათა მათ აქტურად იბრძოლონ საკუთარი უფლებებისთვის და თანასწორობისთვის,“ - ამბობენ აქცია-პერფორმანსის მონაწილეები. 

მოგვიანებით ქალები პარლამენტის შენობასთან გაერთიანდნენ და ქალთა სოლიდარობის აქცია გამართეს, სადაც სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენელი ქალები სიტყვით გამოვიდნენ. 

8 მარტის კვირეულის ფარგლებში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ აქ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^