Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტრანსგენდერი ქალი ბიანკა შიგუროვა გარდაცვლილი იპოვეს

04 თებერვალი, 2016 16:04

ტრანსგენდერი ქალი ბიანკა შიგუროვა მეტრომშენის დასახლებაში, ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. „ლიბერალთან“ საუბარში გარდაცვალების მიზეზად შსს ამ ეტაპზე გაზის გაჟონვას ასახელებს.

„ნაპოვნია გვამი. მასთან ერთად გაგუდულია მისი ძაღლი. გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს“, - განუცხადეს „ლიბერალს" შსს-ს პრესსამსახურში.

ბიანკა შიგუროვა 22 წლის იყო.

2014 წლის 11 ნოემბერს კიდევ ერთი ტრანსგენდერი ქალი, საბი ბერიანი იპოვეს გარდაცვლილი. მისი ცხედარი სამაშველო სამსახურმა აღმოაჩინა, როცა ბინაში ხანძრის ჩასაქრობად მივიდა.

საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებული ლევან კოჭლაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობის ნაწილში (სსკ 108-ე მუხლი) უდანაშაულოდ ცნო.

როგორც „ლიბერალს“ სასამართლოში განუცხადეს, მოსამართლე გიორგი დარახველიძემ კოჭლაშვილი დამნაშავედ დანარჩენ ორ ბრალში ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კოჭლაშვილს განზრახ მკვლელობის გარდა ბრალი ცემის (სსკ 125-ე მუხლის პირველი ნაწილით) და ნივთის დაზიანება ან განადგურების (187-ე მუხლის მე-2 ნაწილი) მუხლითაც ჰქონდა წარდგენილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^