ტეგები

,


1990 წლის დასწყისში საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე რესპუბლიკაში შექმნილი ოპერატიული მდგომარეობა შეაჯამეს.

1990 -ში მკვეთრად იმატა დანაშაულმა, მათ შორის მძიმე დანაშაულმა, რაც დამაშავეთა სამაყროს წინააღმდეგ საბჭოთა ხელისუფლების სრული უმოქმედობით იყო წახალისებული. საზოგადოება  შეშფოთებას გამოთქვამდა დამნაშავეთა თავგასულობის გამო.ვნახოთ როგორ აღწერდნენ პრობლემას მაშინდელ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ამონარიდი გაზეთ “კომუნისტში” გამოქვეყნებული  სტატიიდან „ძველებურად მუშაობა აღარ შეიძლება.“ სტატია კი არა, ეს იყო  ანგარიში სსრ შსს კოლეგიის სხდომისა. მოკლედ,  გავიხსენოთ საბჭოთა მოლიცია გარდამავალ 1990 წელს.

339

“მძაფრი, ზოგჯერ კი დრამატული პროცესები, რომლებიც გარდაქმნას ახლავს, თვისობრივად ახალ პირობებს უქმნის სამართალდაცვით საქმიანობას და დღეს განსაკუთრებით მწვავედ დგას შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მიერ დისციპლინის, სოციალისტური კანონიერების, საწესდებო მოთხოვნების უმკაცრესი დაცვის საკითხები. შარშან სოციალისტური კანონიერების დარღვევისთვის 96 თანამშრომელი დაისაჯა. არის იარაღის არამართლზომიერი გამოყენების, პატიმრებთან ნებადაურთველი ურთიერთობების, ცემის და სხვა ფაქტები. არცთუ იშვიათია პირად შემადგენლობას შორის ლოთობის, სამუშაოზე გამოუსვლელობის, დაუდევრობის, დოკუმენტების დაკარგვის შემთხვევები. ამ ბოლო დროს გახშირდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას თანამშრომელთა დაღუპვის და დაჭრის შემთხვევები. რეგიონებში, სადაც ეროვნებათშორისი კონფლიქტები წარმოიშვა, სისხლის სამართლის დამნაშავეობასთან ბრძოლის სიმძაფრე საგრძნობლად შენელდა. ამ ბოლო 10-15 წლის მანძილზე არ ყოფილა პიროვნების წინააღმდეგ დანაშაულობათა ისეთი ზრდა, როგორიც ახლაა.შარშან ჩადენილი 107 მკვლელობა და 202 მკვლელობის მცდელობა – ეს 40 პროცენტით მეტია, ვიდრე წინა წლის.

უკიდურესად დაბალია ადგილობრივი პარტიული, საბჭოთა და სამართალდაცვითი ორგანოების და უწინარესად საუბნო ინსპექტორების მხრივ მოსახლეობაში აღმზრდელობითი და პროფილაქტიკური მუშაობის დონე. ისინი უფრო ხშირად უნდა მიდიოდნენ მშრომელთა კოლექტივებში, სასწავლებლებში, ქონდეთ ინფორმაცია რაიონებში მორალურ-ზნეობრივი კლიმატის შესახებ.

სამინისტრო შეშფოთებულია პირადი და სახელმწიფო საკუთრების დანაშაულებრივი ხელყოფის გაზრდილი დონით, რომლის შესახებ მილიციის თანამშრომლები იგებენ მხოლოდ დანაშაულის მილიციაჩადენის შემდეგ. ხდება ხოლმე, რომ დაგვიანებით მიდიან ისინი მოქალაქეთა განცხადებების მიხედვით, არის სახელმწიფო აღრიცხვისგან დატაცებათა ფაქტების დამალვის შემთხვევები.
კვლავინდებურად სერიოზულ შეშფოთებას იწვევს მდგომარეობა რესპუბლიკის ავტოგზებზე. გაიზარდა საგზაო – სატრანსპორტო შემთხვევების რიცხვი, რაც მძღოლთა და ქვეითთა დისციპლინის შესუსტებით აიხსნება.

აღინიშნა სოციალისტური საკუთრების დატაცებისა და სპეკულაციის წინააღმდეგ მებრძოლ განყოფილებათა მუშაობის შედეგების შემცირება.”

1990 წელი, გაზეთი “კომუნისტი”