მოგზაურობა მექსიკაში

ლა–კაბრადას კლდიდან Featured imageმხომელების შესახებ იცის ყველამ, ვინც მექსიკის კურორტ აკაპულკოში ჩამოდის დასასვენებლად. კლდე ნაპრალს წარმოადგენს. ზღვის ტალღა ხან ავსებსFeatured image მას, ხან უკან იხევს და თითქმის ფსკერს აჩენს ხოლმე. მხტომელმა უნდა დაიჭიროს მომენტი, როცა ნაპრალი წყლით აივსება და ზუსტად განსაზღვროს ნახტომი. წინააღმდეგ შემთხვევაში დაღუპვა არ აცდება.

ნახტომის წინ მოცურავე ლოცულობს კლდის თავზე აშენებულ სამლოცველოში, შემდეგ სვამს ერთ ჭიქა ტეკილას სიმამაცისთვის. რისკს ამართლებს დიდი ანაზღაურება. როგორც წესი მხტომელები ყველაზე მაღალ ქარაფს ირჩევენ, რომლის სიმაღლე 40 მეტრია.

მილიონერებო ჩაიჩოჩეთ

მთელ დასავლეთ სანაპიროზე აკაპულკო ყველაზე ცნობილი კურორტია. უზარმაზარი ქალაქი წყნარი ოკეანის ნაპირას და სიერა–მადრეს მთებს შორის ვიწრო ზოლზე მდებარეობს. ლამაზი ყურე დაცულია დიდი ტალღებისაგან. ამიტომ იდეალური ადგილია გემების დასასვენებლად. ამის გამო დაადგა თვალი ერნან კორტესმა ამ ადგილს, როდესაც ის აღმოაჩინა. აქ აშენდა პორტი. სავაჭრო გემები პერუდან, ჩილედან, ჩინეთიდან და ფილიპინეFeatured imageბიდან ჩამოდიოდნენ. ახლა აქ ტურისტები ჩამოდიან, თანაც, უცხოელებზე მეტად, მექსიკელები. ოდესღაც აკაპულკო მხოლოდ მილიონერების კურორტი იყო. ელიზაბეტ ტეილორი, სილვესტერ სტალონე და სხვა ვარსკვლავები ყიდულობდნენ სახლებს. კენედები, რეიგანები, კლინტონები თაფლობის თვეს ატარებდნენ. ამჟამად ეს ადგილი უფრო დემოკრატიული გახდა და ბევრი მექსიკური ოჯახი ატარებს დასვენების დღეებს.

ქრისტესთან შეხება

აკაპულკო მხიარული, მაგრამ Featured imageძალიან ხმაურიანი ქალაქია. სიწყნარის მოყვარულები მიდიან ქალაქ სიუატანეხუში. ისიც ძალიან ლამაზი ყურეა, ბევრად მშვიდი და წყნარი. აქ ცნობილია ლას–გატას პლიაჟი, სადაც წყალქვეშ არის ლატუნის ქრისტეს ქანდაკება. ადგილობრივების რწმენით უნდა ჩაყვინთო და ქანდაკებას შეეხო. ეს კი ბედნიერების მომტანია.

ვერცხლი

აკაპულკო, იკსტაპა და სიუატანეხუ გერეროს შტატის “მზიურ სამკუთხედს” ქმნიან. აქ ყოველთFeatured imageვის მზე და სითბოა. თუმცა ეს რეგიონი ღარიბია ისტორიული ადგილებით. მაგრამ ამ მხრივ ცნობილია ქალაქი ტასკო. ის სანაპიროზე კი არ მდებარეობს, არამედ ხმელეთის სიღრმეში და ცნობილია, როგორც “მექსიკის ვერცხლის დედაქალაქი”. ვერცხლი აქ კორტესმა აღმოაჩინა და 1529 წელს ქალაქიცFeatured image დააარსა. თავისი რეპუტაციის გამო ქალაქში უამრავი ტურისტი ჩამოდის. ყოველი ფეხის ნაბიჯზე იყიდება ვერცხლის ნაკეთობები. ქალაქის ულამაზესი სიმბოლოა სანტა–პრისკას ეკლესია. ყოველი წლის ნოემბრის ბოლოს ტასკოში იმართება ვერცხლის ნაციონალური ბაზრობა. მაისში წყნარი ოკეანის სანაპიროზე იკსტალასთან, ზვიგენებზე საჩვენებელი ნადირობა იმართება.

აკაპულკოს ყურე შედის მსოფლიოს ულამაზესი ყურეების ხუთეულში (რიო–დე–ჟანეირო, ჰონგკონგი, სან–ფრანცისკო, ნიუ იორკი). სიუატანეხოში, კოლუმბის მოსვლამდე ინდიელები ცხოვრობდნენ. ამ ადგილს ისინი სიუატლანს უწოდებდნენ, რაც აცტეკების ენაზე ნიშნავს: “ადგილი, რომელსაც ქალი მართავს”. იმიტომ, რომ აქ მატრიარქატი იყო გამეფებული.

ავტორი: კახა ჯავახიშვილი

Leave a comment