სხვა ჩვენი მეხსიერების უპირატესობა კომპიუტერის მეხსიერებასთან შედარებით 2017, 20 თებერვალი, 17:55
ადამიანის მეხსიერება ორი ძირითადი და მნიშველოვანი ფუნქციით განსხვავდება კომპიუტერული მეხსიერებისგან. პირველი:ადამიანის მეხსიერება ეფექტურად იყენებს შინაარსობრივ მიმნიშნებლებს, რომლებიც საძიებელ ინფორმაციაზეა მიმართული.ჩვენს მიერ გახსენებული ინფორმაცია აბსოლუტურად შეესაბამება კითხვის შინაარს.კომპიუტერი კი სიტყვის ვიწრო მნიშვნელობაზე აკეთებს ორიენტაციას და არ ითვალისწინებს კონტექსტს.მაგალითად, თუ გვინდა მოვძებნოთ "კოდირების სპეციფიკურობა"(ინგლისურად) და გამოვიყენებთ google, ის მოძებნის პირველივე გვერდს, სადაც საუბარი იქნება საძიებელ თემაზე, თუმცა ინფორმაცცის დამატებამ შეიძლება უარყოფითი შედეგი გამოიღოს.თუ საძიებელ ველში დავამატებთ ინფორმაციას მკვლევრის ან მეცნიერეის შესახებ, კომპიუტერი არასწორი მიმართულებით გააგრძელებს ძიებას.კომპიუტერში ბევრი პასუხის მოსაძებნად ძალიან ძნელია ჩართო კონტექსტი ისე, რომ კომპიუტერმა გარკვეული მიმართულებით არ გაგგზავნოს. მეორე:ადამიანის მეხსიერება ცნებებით იმართება და არა სიტყვებით.თუ რომელიმე ექპერიმენტის შესახებ გვინდა რაღაცის გახსენბა არ აქვს მნიშვნელობა რას ვიტყვით, ექსპერიმენტატორს, მეცნიერს თუ შემქმნელს, ჩვენი მეხსიერება ყველა შემთხვევაში გაიაზრებს ცნებას და საჭირო ინფორმაციას მოძებნის.კომპიუტერის შემთხვევაში თითოეულ ამ სიტყვაზე სხვა პასუხი გვექნება.ერთი სიტყვის ცვლილებამ შეიძლება სრულიად შეცვალოს google-ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რადგან კომპიუტერი უფრო მეტადაა დამოკიდებული სიტყვებზე ვიდრე ცნებებზე. კომპიუტერულ მეხსიერებას ნამდვილად აქვს უფრო მეტი ტევადობა ვიდრე ადამინისას, თუმცა ეს არ ნიშნავს უპირატესობას.ადამიანის მეხსიერებას ბევრი ძალიან საჭირო და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი უნარი აქვს. 68 შეფასება არ არის
|